Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის დასაწყისში. შაჰ-აბასის შემოსევები.

XVII საუკუნეში ირანის შაჰმა კახეთის დამორჩილება განიძრახა, კახეთის მეფე ალექსანდრე
II კი დიდ იმედს ამყარებდა რუსეთის კავშირზე, ამავე დროს ოსმალეთთანაც ახერხებდა
საერთო ენის გამონახვას. ცხადია ეს არ მოსწონდა შაჰ-აბასს და ალექსანდრეს მოშორებას
ცდილობდა.

1603 წელს ირანმა დაარღვია ოსმალეთთან ზავი და ერევნის ციხეს შემოადგა მან თავისთან
დაიბარა ქართლის მეფე გიორგი X და ალექსანდრე II. ერევნის აღების შემდეგ გიორგი უკან
დააბრუნდა, ალექსანდრე კი დაიტოვა, ირანელებმა ვერ შეძლეს შარვანიდან ოსმალების
განდევნა ამით ისარგებლა ალექსანდრე II-მ და ირანის შაჰს საქართველოში გამოშვება
სთხოვა იმ პირობით რომ შარვანიდან ოსმალებს განდევნიდა შაჰ-აბასი იძულიებული იყო
დასთანხმებოდა მაგრამ ალექსანდრეს არ ენდობოდა ამიტომ მას მისი გამაჰმადიანებული
შვილი კონსტანტინე მირზა გამოატანა ყიზილბაშთა ჯარით, რადგან მეფე გაეკონტროლებინა

კახეთში რუსეთის ელჩობა იყო ჩამოსული და განაახლეს რუსეთსა და კახეთს შორის


დადებული ხელშეკრულება. ამავე დროს რუსეთმა დაიწყო ბრძოლა შამხალის (ერევანში)
წინააღმდეგ კახეთს კი ევალებოდა სამხედრო ძალები მიეშველებინა მისთვის ამას კი
შეეწინააღმდეგა კონსტანტინე მირზა, რომელმაც მოაკვლევინა მეფე ალექსანდრე და მისი
მემკვიდრე გიორგი, თვითონ კი თავი მეფედ ამოაცხადა. კახელები ამას არ შეეგუენ და
აჯანყებულებმა ბრძოლაში მოკლეს კონსტანტინე. აჯანყების მეთაურმა ალექსანდრე II-ის
უფროსი შვილის დავითის ქვრივმა ქეთევან დედოფალმა შაჰ-აბას თავისი შვილის
თეიმურაზის გამეფება მოსთხოვა ოსმალლეთთან ომის მსვლელობაში შაჰი მოერიდა
ვითარების გამწვავებას და თეიმურაზი მეფედ ცნო (1606 წ.)

1606 წელს შაჰ-აბასმა ოსმალეთს ყარაბახი და განჯა წაართვა, შემდეგ ქართლში შემოვიდა და
თბილისი დაიკავა თბილისში მან ქართლის მეფედ მოულოდნელად გარდაცვლილი გიორგი-
X-ის შვილი ლუარსაბ II დაამტკიცა ასერომ ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა
ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა..

1612 წელს ირანსა და ოსმალეთშ შორის ზავი დაიდო. შაჰ-აბასმა ამ მშვიდობით ისარგებლა
და 1614 წელს კახეთი თითქმის უბრძოლველად დაიკავა, თეიმურაზ I იძულებული იყო
ქართლში გადასულიყო თავისი ამალით. ქართლში მას ლუარსაბ II შეუერთდა, მაგრამ იქ
თავადებმა მხარი არ დაუჭირეს და ამიტომ ორივე მეფე ომერეთს შეეხიზნა.

თეიმურაზის გადახვეწის შემდეგ მათ გაძარცვეს ქვეყანა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს


მოსახლეობა . ამიტომ კახელები ერთსულოვნად დაირაზმა მტრის წინააღმდეგ, ამჯერად ამ
მოძრაობას სათავეში ედგნენ მოტყუებული ფეოდალები. აჯანყებამ 1615 წელს იფეთქა.
აჯანყებულებმა ყიზილბაშები დაამარცხეს და კახეთიდან განდევნეს მათ შეუერთთდათ
შარვანის მოსახლეობა რამაც მძიმე მდომარეობასი ჩააგდო შაჰ-აბასი.

თეიმურაზი კახეთში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ ბრძოლებს. მისი


მეთაურობით კახელებმა დაამარცხეს შაჰ-აბასის მიერ გამოგზავნილი ყიზილბაშთა 15000-
იანი ჯარი. განრისხებულმა შაჰ-აბასმა 1616 წელს უზარმაზარი ლაშქრით კახეთში შემოვიდა
თეიმურაზმა ბრძოლაში თავის დააღწევა მოახერხა და კვლავ იმერეთში გადავიდა.
ყიზილბაშებმა კი გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს ქალაქები და სოფლები, მოკლულთა
რიცხვი 60-70 ათასს სჭარბობდა გაიყვანეს 100 000-ზე მეტი ტყვე.

შაჰ-აბას აცნობეს რომ ოსმალთა ჯარი ირანში შესაჭრელად ემზადებოდა, შაჰმა კი დაზავებას
მიაღწია და მთელი ყურადღება კვლავ კახეთს მიაპყრო და ლაშქარი გამოგზავნა ეს მესამე
შემოსევა მიზნად ისახავდა კახელების მოსპობას და ქვეყნის ბოლომდე განადგურებას. ასევე
ამას ისიც დაერთო რომ ჩრდილოეთიდან დაღესტნის ხალხი სარგებლობდა შექმნილი
ვითარებით და ტყვეებს იტაცებდნენ. კახელები კი მედგარ წინააღდეგობას უწევდნენ და
მტერს ძვირად უჯენდნენ ქვეყნის აოხრებას. ამ ბრძოლაში 10 000-მდე კარგმა რჩეულმა
ქართველმა ვაჟკაცმა შეაკლა თავი მტერს

1617 წელს შაჰ აბასი უკვე მეოთხედ შეიჭრა კახეთში და ხელახლა დალაშქრეს მან კახეთი
ორად გაყო და თავისი მართველები დანიშნა. საბოლოოდ შაჰ-აბასთან ბრძოლებში 100 000
მტერს შეაკვდა 200 000-ზე მეტი ირანში გადაასახლეს (მათი შთამომავლობა დღესაც
ცხოვრობენ მაგალითად ფერეიდანში)..

You might also like