Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

თეიმურაზ I და როსტომ-ხანი

შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდე თეიმურაზ I აღარ ემორჩილებოდა ირანის ახალ


შაჰს სეფი I-ს შეტევაზე გადავიდა და მოარბია მეზობელი მაჰმადიანური
პროვინციები. შაჰმა კი საპასუხოდ გამაჰმადიანებული ქართველი როსტომ ხანი
დანიშნა ქართლ-კახეთის გამგებლად და ჯარით გამოგზავნა. ქართლის თავადებმა
ამჯერად თეიმურაზს მხარი არ დაუჭირეს და მეფე იძულებული გახდა იმერეთში
გადასულიყო. ქართლი და კახეთი ყიზილბაშებმა დაიკავეს.

გარკვეული ხნის შემდეგ თეიმურაზი კახეთში გადავიდა 1634 წელს, ყიზილბაში


გამგებელი განდევნა და კახეთი დაიკავა. მეფე აქედან ებრძოდა როსტომ ხანს მაგრამ
ყიზილბაში დამხმარე ძალები მოუვიდა და თეიმურაზი იზულებული გახდა
როსტომ-ხანს შერიგებოდა ირანის შაჰმა თეიმურაზი კახეთის მეფედ ცნო. მაგრამ
თეიმურაზი კვლავ განაგრძობდა როსტომის წინააღმდეგ ბრძოლას მას რუსეთის
იმედი ჰქონდ განაახლა რუსეთის ერთგულების „ფიცის წიგნი“ მაგრამ უშედეგოდ
ამან რეალური სარგებლობა ვერ მოუტანა კახეთის მეფეს

როსტომ-ხანმა თეიმურაზის მომხრეები გავლენიანი თავადები გადმოიბირა და 1648


წელს როსტომი ქართლისა და ყიზილბაშთა ჯარით კახეთს გადავიდა და თეიმურაზი
სასტიკად დაამარცხა და შეწყალებული მეფე იმერეთში გაამგზავრა.

ირანის შაჰმა როსტომს სამმართველოდ კახეთიც გადაცა და ამის შემდეგ ქართლ


კახეთში მშვიდობა დამყარდა მისი გამარჯვება საბოლოოდ იმან განაპირობა რომ ის
არ შეხებია ქართულ სოციალურ ეკონიმიკურ სისტებას და სამეურნეო წყობას, მან
მხოლოდ ქართული სახელმწიფო აპარატი სპარსულ ყაიდაზე გარდაქმნა

როსტომ ხანმა ქართლში ადმინისტრაციული ცვლილებები გაატარა, ქართლის


თავადები მის სამსახურში ჩადგნენ, საქართველო ნანატრ მშვიდობას ეწია, შეწყდა
ყიზილბაშთა თარეში, ამან გამოიწვია გახიზნული ქართველი ხალხის დაბრუნება,
სოფლებმა მოშენება იწყო. აღდნენ ქალაქებიც და ახლებიც შენდებოდა, განახლდა
ვაჭრობა და გაძლიერდა ეკონომიკა.

მართალია ქრისტიანობა არ იდევნებოდა მაგრამ მაჰმადიანობა მაინც ძლიერდებოდა


რაც ქართველთა ეროვოვნულ გადაგვარების საფრთხეს ქმნიდა.

1658 წელს როსტომ-ხანი გარდაიცვალა და შაჰმა როსტომის ნაშვილები მემკვიდრე


შაჰნავაზი (ვახტან V) ქართლის მეფედ გამოგზავნა.

You might also like