Professional Documents
Culture Documents
3.3. აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება PDF
3.3. აირების მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება PDF
ნახაზი 3.3.1.
მოლეკულის კედელთან დრეკადი დაჯახება
ამიტომ მოლეკულის იმპულსის ცვლილება იქნება 2𝑚0 𝑣𝑥 , სადაც 𝑚0 მოლეკულის მასაა.
კედელზე გამოვყოთ გარკვეული 𝑆 ფართობი (ნახ. 3.3.2). ∆𝑡 დროში ამ ფართს დაეჯახება
ყველა მოლეკულა, რომლის სიჩქარის 𝑣𝑥 მდგენელი მიმართულია კედლისკენ და
იმყოფება ცილინდრში, რომლის ფუძეა 𝑆 და სიმაღლეა 𝑣𝑥 ∆𝑡.
ნახაზი 3.3.2.
S ფართობზე მოლეკულების დაჯახების რაოდენობის განსაზღვრა
გამოვთვალოთ კედლის 𝑆 ფართობზე ∆𝑡 დროში დაჯახებული მოლეკულების
რაოდენობა 𝑁𝑆 . ამისთვის შემოვიღოთ კონცენტრაციის ცნება. თუ 𝑉 მოცულობის მქონე
სივრცეში იმყოფება 𝑁 ცალი ნაწილაკი (მოლეკულა), მაშინ ამ მოცულობაში ნაწილაკების
კონცენტრაცია, ანუ ნაწილაკების რაოდენობა მოცულობის ერთეულში, გამოითვლება
ფორმულით
𝑁
𝑛= .
𝑉
SI სისტემაში კონცენტრაციის ერთეულის დასადგენად გამოვიყენოთ მისი განმარტება:
[𝑁] 1
[𝑛] = = 3 = მ−3 .
[𝑉] მ
ვთქვათ, ჭურჭლის მოცულობის ერთეულში იმყოფება 𝑛 ცალი მოლეკულა, ე.ი.
მოლეკულების კონცენტრაციაა 𝑛; მაშინ მოლეკულების რაოდენობა ცილინდრის მთელ
მოცულობაში უდრის 𝑛 ∙ 𝑉 = 𝑛𝑆𝑣𝑥 ∆𝑡. მაგრამ ამ რაოდენობიდან მხოლოდ ნახევარი
მოძრაობს კედლისკენ, ხოლო მეორე ნახევარი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით
და კედელს არ ეჯახება. ამგვარად, კედლის 𝑆 ფართობზე ∆𝑡 დროში მოლეკულების
1
დაჯახებების რაოდენობაა 𝑁𝑆 = 2 𝑛𝑆𝑣𝑥 ∆𝑡. რადგან კედელთან დაჯახებისას ყოველი
მოლეკულის იმპულსი 𝑃 იცვლება ∆𝑃 = 2𝑚0 𝑣𝑥 სიდიდით, მაშინ 𝑆 ფართობზე ∆𝑡 დროში
დაჯახებული ყველა მოლეკულის იმპულსების სრული ცვლილება უდრის 𝑁𝑆 ∙ ∆𝑃 =
𝑛𝑚0 𝑣𝑥2 𝑆Δ𝑡. მექანიკის კანონების თანახმად კედელთან დაჯახებული ყველა მოლეკულის
იმპულსების ცვლილება ხორციელდება 𝐹Δ𝑡 ძალის იმპულსის მეშვეობით, სადაც 𝐹 რაღაც
საშუალო ძალაა, რომლითაც კედელი მოქმედებს 𝑆 ფართობზე მოხვედრილ
მოლეკულებზე. მაგრამ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად მოდულით ასეთივე ძალით
მოქმედებენ მოლეკულები 𝑆 ფართობზე. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ:
𝐹Δ𝑡 = 𝑛𝑚0 𝑣𝑥2 𝑆Δ𝑡.
თუ ტოლობის ორივე მხარეს გავყოფთ 𝑆Δ𝑡-ზე, მივიღებთ:
𝐹
𝑝= = 𝑛𝑚0 𝑣𝑥2 ,
𝑆
სადაც 𝑝 აირის წნევაა ჭურჭლის კედელზე.
ამ თანაფარდობის გამოყვანისას ვთვლიდით, რომ აირის მოცულობაში ყველა 𝑁𝑆 ცალი
მოლეკულის სიჩქარის პროექცია 𝑋 ღერძზე ერთნაირია. სინამდვილეში ეს ასე არაა.
როგორც ავოგადროს რიცხვის მნიშვნელობა გვიჩვენებს, აირის მცირე მოცულობაშიც კი
მოლეკულების რაოდენობა ძალიან დიდია და ისინი მოძრაობენ ქაოსურად, ე.ი.,
რეალურად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ მოლეკულების მოძრაობის საშუალო
სიჩქარეზე. ამიტომ აირის წნევის ფორმულა შეიძლება ჩავწეროთ შემდეგი სახით:
̅̅̅
𝑝 = 𝑛𝑚0 𝑣 2
𝑥,
̅̅̅
სადაც 𝑣 2
𝑥 მოლეკულების მოძრაობის სიჩქარეების 𝑋 ღერძზე გეგმილების კვადრატების
საშუალოა, ანუ ის უდრის ყველა მოლეკულის სიჩქარის 𝑋 ღერძზე გეგმილების
კვადრატების ჯამის შეფარდებას მოლეკულების რაოდენობასთან. რადგან მოლეკულების
სიჩქარეების ვექტორების ყველა მიმართულება თანაბარალბათურია, საკოორდინატო
ღერძებზე მათი პროექციების კვადრატების მნიშვნელობები ერთმანეთის ტოლია:
̅̅̅
𝑣𝑥2 = ̅̅̅ ̅̅̅
𝑣𝑦2 = 𝑣 2
𝑧.
̅̅̅ 1 2
𝑣𝑥2 = ̅̅̅̅
𝑣 .
3
ამიტომ ჭურჭლის კედელზე აირის საშუალო წნევის ფორმულა ჩაიწერება შემდეგი სახით:
1 2 𝑚0 ̅̅̅
𝑣2 2
𝑝 = 𝑝̅ = 𝑛𝑚0 ̅̅̅
𝑣2 = 𝑛 ̅̅̅. (3.3.1)
= 𝑛𝐸
3 3 2 3 𝑘
ეს განტოლება ამყარებს კავშირს იდეალური არის წნევას 𝑝, მოლეკულის მასას 𝑚0 ,
მოლეკულების კონცენტრაციას 𝑛, სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელობას ̅̅̅
𝑣 2 და
მოლეკულების გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკურ ენერგიას ̅̅̅𝐸𝑘 შორის. მას
მოლეკულურ-კინეტიკური თორიის ძირითადი განტოლება ეწოდება.
ამგვარად, აირის წნევა უდრის ერთეულოვან მოცულობაში მყოფი მოლეკულების
გადატანითი მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგიის 2/3-ს.