Professional Documents
Culture Documents
ჩემი მოგონებები
ჩემი მოგონებები
მეხსიერება
არაქ ე ლა ოქ უ აშვილი
ჩემი მოგონებები
არაქ ე ლა ოქ უ აშვილი
ჩემი
მოგონებები
თბილისი 2017
ფოტო არაქელა ოქუაშვილი, 1930-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“,
საზოგადოებრივი არქივი, ციალა ოქუაშვილის კოლექცია.
არაქელა ოქუაშვილი
11/12/1865 − 27/06/1937
SOVLAB RED_PANTONE 185 C_C0/M100/Y80/K0 SOVLAB B/W_70%BLACK
წიგნზე მუშაობდნენ:
თამუნა ბაუჟაძე, ინდირა გოგმაჩაძე, ირინა გოგმაჩაძე,
ვერა გოგოხია, სალომე გუნთაიშვილი, ეთერ თიკანაშვილი,
თათია კალატოზიშვილი, თამრიკო კინწურაშვილი-ოდიკაძე,
მარიამ ნაცვლიშვილი, გიორგი ნუსხელაძე, სალომე ჩუხუა
© შენ დემოკრატიისთვის
© საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 2017
ISBN: 978-9941-0-9320-3
sarCevi
შესავალი����������������������������������������������������������������������������������������� 7–17
გადასახლებიდან დაბრუნება�������������������155–173
Sesavali
1926 წლის 9 ივნისის დილიდან, ნაძალადევში, ყოფილი ამიერკა-
ვკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ამწყობ და საქვაბე სა-
ამქროებში დიდი მზადება იყო − თბილისის „რევოლუციის აკვნის“
მუშათა ავანგარდი საპატიო სტუმარს მოელოდა, რომელიც ძალზე
აგვიანებდა. საჩვენებელი ვიზიტებით და დემონსტრაციებით უკვე
გაბეზრებული მუშები და მოქალაქეები პაპიროსს ეძალებოდნენ
და მალევე, ცეხის მაღალ ჭერში აცურებულ თამბაქოს კვამლის
ღრუბლების მიღმა უკვე ბუნდოვნად ჩანდა ნახალოვკელი ბიჭების
სილუეტები, მინის სახურავ-სარკმელებზე რომ გაწოლილიყვნენ
სეირის მოლოდინში.
სტუმრის მოსვლა აუდიტორიას შესასვლელთან ამტყდარმა
ფორიაქმა აცნობა; შავ პალტოში გამოწყობილმა საკავშირო კომპა-
რტიის გენერალურმა მდივანმა, ამხანაგმა სტალინმა, მქუხარე ტა-
შის თანხლებით, დამახასიათებელი კოჭლობით გაიარა გადახსნილი
მასა და პრეზიდიუმში მოეწყო.
გიორგი ჩხეიძის ხანმოკლე და მგზნებარე მისასალმებელი სი-
ტყვის შემდეგ სტალინმა თბილისელ მუშებს ევროპის სოციალუ-
რი და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაუკითხა
და ევროპის კაპიტალისტების კატასტროფული მარცხის გარდაუ-
ვალობა დაუსაბუთა.
მოხსენების შემდეგ კვლავ მასპინძლების მისასალმებელი სი-
ტყვების რიგი დადგა. ინტერნაციონალური შემადგენლობის ბო-
ლოს ტრიბუნა დაიკავა ქალაქურხალათიანმა, ჭარმაგმა მუშამ − პა-
ტრიარქის წვერითა და ბოხოხით. ტფილისის სოციალ-დემოკრატი-
ული მუშათა პარტიის დაბადების ადგილას არაქელა ოქუაშვილმა
ომახიანად, თუმცა ბევრისათვის გაუგებარი ქვეტექსტებით, ნა-
რთაულად შეახსენა სტუმარს, საიდან მოსული სად წასულიყო და
სამშობლოში დიდებით დაბრუნებულს „ძველების“ ამაგი რომ არ
უნდა დავიწყნოდა:
„... ქართული ანდაზა არის: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი
- 8 -
რეზოლუცია გასცა.
არაქელა ოქუაშვილმა საკუთარი ხელითვე გაწერა მოგონებების
წიგნის სასურველი დიზაინი − იგი თენგიზ ჟღენტის ნაშრომის − „1905
წელი გურიაში“, ფორმატის უნდა ყოფილიყო და იმავე შრიფტით
დაბეჭდილიყო.
მაგრამ ახალმა, 1936-მა წელმა სასტამბო პრობლემები საერთოდ
გააქარწყლა. არაქელა ოქუაშვილის ოჯახს თავს დიდი უბედურება
დაატყდა. ზაფხულში არაქელას ვაჟი არსენა, რომელიც ამ დროი-
სათვის ბერიას სახელობის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს ინჟი-
ნერი იყო, დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ პარტიული უჯრედის შიგ-
ნით საჩივრების დაგროვება 1935 წლიდან დაიწყო − თანამშრომელ-
თა ნაწილი მიუთითებდა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მის
კრიტიკულ დამოკიდებულებას საწარმოო სფეროში, მუდმივ და
ღია უკმაყოფილებას მუშების კვებისა და უზრუნველყოფის კატას-
ტროფული მდგომარეობის გამო და მწარე ხუმრობებს, რომელიც
აგრერიგ უყვარდა, თავისი კრიტიკული მოსაზრებების დასასაბუ-
თებლად. მაგალითად, ხშირად ამბობდა, რომ ბავშვობაში ტფილი-
სურ დუქანში ნოქრად მუშაობისას 10 ოქროს მანეთს იღებდა გასა-
მრჯელოდ, ახლა კი „სტოლიართა ცეხის“ მთავარ ინჟინერს იმავე
კურსით 5 ოქროს მანეთის ექვივალენტი ხელფასი ჰქონდა. ერთ-ერ-
თმა თანამშრომელმა ისიც გაიხსენა, არსენა მუშების თანდასწრებით
როგორ ეკამათებოდა მოსკოვიდან მოვლინებულ პრაქტიკანტს
და გადაკრულად მიანიშნა, რუსები იმდენად უძლურები ხართ, ქა-
რთველი გიზით მმართველადო.
არსენას მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ 1928 წელს, მო-
სკოვში, ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სწავლისას, მამის
მსგავსად „ტროცკისტული“ ოპოზიციის აქტიური წევრი იყო. მე-
ტიც, ცნობილ „83-ის პლატფორმასაც“ მოაწერა ხელი, რის გამოც
გარიცხეს კიდეც პარტიიდან.
საოჯახო გადმოცემებით, არაქელა შეეცადა თავისი ავტორიტე-
ტის გამოყენებას შვილის ბედის შესამსუბუქებლად, თუმცა ამაოდ.
არსენა „შრომა-გასწორების კოლონიაში“ გადაასახლეს. ამასობაში
მამის მოთმინებაც ამოიწურა და მორიგი სატელეფონო საუბრისას
- 15 -
ირაკლი ხვადაგიანი
I
შეგირდობის
და ოსტატობის
წლები
...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი (დგას მარცხნივ), 1870-იანი წლები.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 21 -
88 კლისტირი − ოყნა.
89 ზეინკალი − ხელოსანი, რომელიც მუშაობს ლითონის ნაკეთობების დამზადებაზე,
აწყობასა და შეკეთებაზე (ვ.გ.).
- 43 -
ნია? მეშვიდე ცაზე ვარ თითქო, რუსები რომ იტყვიან. ოთახი გაქვს?
− ვკითხულობ. გახლავს, მეუბნება ხაზეინი. − ოო, გამეხარდა. იცით
ეს სიტყვა რას ნიშნავდა? დუშელი სომეხი მხოლოდ თავადიშვილს
ეტყვის „გახლავსო“. ერთი ჩარექა93 ღვინო მოვატანინე ვახშამზე.
ღვინო მასაც დავუსხი, მიირთვი-მეთქი. აიღო ჭიქა, თვალებში შემო-
მხედა. გაჩერდა, − უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებითო. მე გამეცი-
ნა: როგორ ყაზარ, ვერა მცნობ? − არაქელა, შვილო, − დაიყვირა
− რა ბიჭი დამდგარხარ; რა კარგი ჰქენი რომ აქედან წახველი მაშინ.
ბიჭს უთხრა: წადი, ჩემს ცოლს ლიზას უთხარი, ორი ხელი ლოგინი
გამოგზავნოს, მეც აქ დავრჩები ამ ღამითო.
მეორე დღეს მითხრა, ლიზა ნახე, გაუხარდებაო. მეც წავედი, მი-
ნდა ჩემს ტოლ-ბიჭებს დავენახვო. ვნახე ყველანი. ორი ხელადა94
ღვინო ვიყიდე. ვაჟკაცობა მაშინ ეს იყო, − კარგი თამაში, კარგი სმა,
კარგი ჩაცმა, კრივი. ლეკურის ცეკვაში პირველი ვიყავი. ხანჯლებით
ვთამაშობდი. ღვინისსმა, ჩხუბი − ყველაფერ ამაში პირველი ვიყავი.
შემდეგ წავედი ანანურში. დეიდაშვილებთან მივედი. იმათ კინკ-
ლაობა მოუვიდათ. სამი დეიდა მყავდა ანანურში. ერთი მეუბნება,
ჩემთან მოდი, მეორე − არა, ჩემთან მოდი. ყველაზე ღარიბთან მი-
ვედი. ისიც მეუბნება − არ წახვიდე მდიდრებთანო. იქ ვიყავი ერთ
კვირას. იქით მხარეს მიღებული ის იყო, ვინც კარგად იცვამდა, კა-
რგად სჭამდა. ქუთაისისგან ამით დუშეთი არ განსხვავდებოდა, შე-
მდეგ წავედი ლომისაში. მინდოდა მთიელების დღეობა მენახნა. გა-
რდა ამისა, მითხრეს: ლომისაში95 დღეობაზე იაფად იყიდება ცხვრის
ტყავი, კარგი ფულის მოგება შეიძლებაო. მე ვთქვი, ტყავსაც ვიყი-
დი, დღეობასაც ვნახავ-მეთქი. ანგარიში შემეშალა და ერთი დღით
წინ მივედი, თურმე ზეგ არის დღეობა. − რა ვუყოთ, − ვიფიქრე, −
ერთი დღე დავიცდი, მთიელები მოდიან, გროვდებიან. მაგრამ ერთი
უბედურება ყოფილა აქ. ხატის კარზე არაფერს არ მოგყიდიან. მი-
ვედი ერთ ქოხთან: არის ბლომად ქადა, ქათამი; მომყიდეთ-მეთქი.
145 კონკა (რუს.) − ძვ. საქალაქო რკინიგზა, რომლის ვაგონშიც ცხენები იყო შებმული;
გავრცელებული იყო ტრამვაის შემოღებამდე.
146 კუკიის ხიდი − თანამედროვე ზაარბრიუკენის ხიდი (ყოფილი ვორონცოვის ხიდი და
„მშრალი“ ხიდი).
- 59 -
ცარისტული რეჟიმისაგან.
165 პადპრაპორშჩიკი − რუსულად: подпрапорщик რუსეთის იმპერიის სამხედრო წოდება
რუსეთის იმპერიის ჯარში, რანგით შეესაბამება ზემდეგს.
166 ამფსონი − ამყოლი, თანამესუფრე, თანამეინახე.
- 69 -
170 გოგილოს აბანო − ძველი აბანო, მეტეხის პლატოს ქვეშ მტკვრის ნაპირას; ყოფილი
მნაცაკანის ხიდის გვერდზე.
171 მნაცაკანოვის ხიდი − ძველი ლითონის ხიდი ორთაჭალაში მტკვარზე, ადელხანოვის
ქარხანასა და გოგილოს აბანოს შორის.
172 ყალიმი (თურქ.) − აღმოსავლეთის ქვეყნების ზოგიერთ ხალხში − საფასური,
რომელსაც უხდის სასიძო ქალის მშობლებს; ურვადი.
173 კვირაცხოვლობა − ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც
ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
- 72 -
187 კამოს ქუჩა − თანამედროვე დიმიტრი უზნაძის ქუჩა. რუსეთის იმპერიის პერიოდში
დიდი მთავრის ქუჩა.
188 სიფილისი (ლათ.) − ათაშანგი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
II
რევოლუციური
სოციალ-დემოკრატიული
მუშაობის დასაწყისი
...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი (ზის პირველ რიგში მარცხნიდან პირველი),
ამხანაგებთან ერთად.
საქართველოს ეროვნული არქივი, ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა
სამმართველოს კარტოთეკა.
- 87 -
202 „ნეტ ტაბელ ნე პიშეტ ტაკ! − ბოლშე რაბოტაეშ, ბოლშე პოლუჩიშ“ (დამახინჯებული
რუს.) − არა, ტაბელში ასე არ წერია − მეტს მუშაობს, მეტს იღებ.
203 დრაგუნები − კავალერიის ნაწილის ჯარისკაცები, მხედრები.
204 შტრეიკბრეხერები (გერმ.) − საერთაშორისო ტერმინი, ნიშნავს გაფიცვის პერიოდში
კომპანიის სასარგებლოდ მომუშავეებს, რომლის საშუალებით დამქირავებელი
აგრძელებს საწარმოს ფუნქციონირებას, რითაც აზრს უკარგავს მუშათა გაფიცვას.
შტრაიკბრეხერად ითვლება ამავე საწარმოს მუშები, რომლებიც არ ეთანხმებიან
გაფიცვას და მაინც მუშაობენ, ან გაფიცვის დროს სპეციალურად აყვანილი, ან სხვა
საწარმოდან გადმოყვანილი მუშები.
- 97 -
207 ორთაჭალის ქუჩა − ძველი ქუჩა ორთაჭალის კუნძულთან, ამჟამად აღარ არსებობს,
ამ სახელით დღეს სხვა ქუჩა იწოდება
208 მე-10 უბანი − თბილისის რუსეთის იმპერიის დროინდელი დარაიონების მიხედვით,
დიდუბე.
- 103 -
ჩანართი #3
პირველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრე დაარსა ამხ. ცა-
ბაძემ 1895 წ. ზაფხულზე რკინიგზის სახელოსნოებში. ვასო ცაბაძემ
დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი, სპეციალობით იგი დურგა-
ლი იყო, მაგრამ შემდეგ ინტელიგენტი გახდა, მსახურობდა რკი-
ნიგზაზე, საკონტროლო პალატაში. წრეში შემდეგი ამხანაგები შე-
დიოდნენ: მიხეილ ბოჭორიძე, ზაქრო ჩოდრიშვილი, არაქელ ოქუ-
აშვილი, გიორგი ჩხეიძე, კალისტრატე გოგუა /ტექნიკოსი/, აბელ
ენუქიძე /ტექნიკოსი/, ილიკო კოპალეიშილი, დავით დვალი, დავით
როსტომაშვილი, ალექსანდრე ბაჯიევი /მუშა/, ივანე ყიასაშვილი
235 კრუა − ქართულად ნიშნავს „კაცს“. ასე ეძახდნენ ერთმანეთს ტფილისში მყოფი
იეზიდებიც. აქედან წარმოსდგება, რომ ტფილისის ქართველობა ვერ არჩევდა
სომხეთიდან ახლად ჩამოსულ სომხებს და კრუას უწოდებდნენ.
- 126 -
...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილის ოჯახი. მარცხნიდან პირველი −
არსენ ოქუაშვილი, მეხუთე − ევა ბელოევა-ოქუაშვილი.
ფოტო ოჯახმა გადაიღო და სამახსოვროდ გაუგზავნა არაქელა
ოქუაშვილს გადასახლებაში.
ბა-მეთქი; შეეშინდათ.
ჩავვარდი საგონებელში, რომ გამჩხრიკონ, რად მინდა თავი ცო-
ცხალი. ბევრი ფიქრის შემდეგ ეზოში ძველი მაგიდის ფეხი ვნახე,
წამოვიღე, შევინახე ლეიბის ქვეშ, დღე მძინავს, ღამე მღვიძავს,
ვფიქრობ, თუ რამე გაბედეს, ერთ-ორს მაინც გავუტეხავ შუბლს.
ერთ დღეს ეს ქურდბაცაცები მიაწყდნენ ფანჯარას. ვეიცმან,
ვეიცმან, − იძახიან. მივედი, ცნობილი ტერორისტი ვეიცმანი დავი-
ნახე ტუსაღის ტანისამოსში. როცა მომიახლოვდა, ვკითხე: თქვენ
რატომ ხართ ტუსაღის ტანისამოსში-მეთქი. მიხვდა, რომ პოლიტი-
კური ტუსაღი ვიყავი. − მე მისჯილი ვარ, ამხანაგო! სამუდამო კა-
ტორღა ჰქონდა. შემდეგ მკითხა: წითელ ჯვრიდან272 გაქვს თუ არა
დახმარებაო. თქვენ ნუ შეგრცხვებათ, მითხარით, თუ რამე გინდა-
თო. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ მინდა-მეთქი. როცა წავიდა, შე-
მომეხვივნენ ტუსაღები. − შენი ამხანაგია, შენ პოლიტიკური ხარ?
არ ვიცი, ხანჯლის ეშინოდათ, თუ ვეიცმანის, მაგრამ ისეთი მარსე-
ლიოზა შემოსძახეს, მოგეწონებოდათ.
ცოტა ხნის შემდეგ მოიყვანეს ერთი ებრაელი, გვარად კოგანი,
ჯეელი, ცუნცრუკა273 ბიჭი იყო, ისიც გამოქცეული იყო, იმასაც
მისჯილი ჰქონდა არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება. ახლა
უნდა წაგვიყვანონ. გამოგვიყვანეს პოლიტიკურები, პოლონელები,
ლატიშები274 გაიყვანეს, თითო-თითო გავედით ჩვენც, „გაჩხრიკეთ,
ბორკილები დაადევით“, − სთქვა ოფიცერმა. კოგანი მეუბნება: მე ნე-
ბას არ მივცემ ხელის ბორკილები გამიკეთონო. მე ვუპასუხე: შენზე
ნაკლები პოლიტიკური არა ვარ, მაგრამ ჩვენ გამოქცეული ვართ,
რა იცის ოფიცერმა, ვინ ვართ, საბუთები არ არის-მეთქი, თუ შენ
წინააღმდეგობა გაუწიე, ძალას დაადგებიან. შენ პოლიტიკურები
გამოგექომაგებიან, და შენი გულისთვის შეიძლება ხიშტზე ააცვან
ხალხი-მეთქი. − არა, მე არ დავნებდები! − იძახოდა ის მატრაკვეცა
ბიჭი. იღბალზე პირველად მე გამომიძახეს, არ ვიცი, შავწვერა ლა-
მაზი ოფიცერი ქართველი იყო თუ სომეხი, ყოველ შემთხვევაში,
...
ფოტო:"„სომეხ-თათართა შეტაკების” ეპიცენტრი ტფილისში, 1905 წელს.
ამჟამინდელი ბოტანიკურის ქუჩისა და ვახტანგ გორგასლის პროსპექტის
კუთხე.
თბილისის ისტორიის მუზეუმი − ქარვასლა.
- 155 -
282 „ჩემს თავგადასავალში არა ერთხელ მიხდება მოვიხსენიო კოტე ცინცაძე, სერიოჟა
ქავთარაძე და ლადო დუმბაძე, რომლებიც ცარიზმის ბატონობის დროს აქტიურად
იბრძოდნენ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. 1921-22 წლიდან დაწყებული ისი ნი
ჩაებნენ ჯერ ქართ. ნაციონალ-უკლონისტების გადახრაში და იბრძოდნენ ლენინ-
სტალინის ნაციონალური პოლიტიკის წინააღმდეგ, ხოლო 1924-25 − წლებში
ყოფილ კონტრრევოლიუციურ ტროცკისტულ ოპოზიციაში, იმ ანტისაბჭოთა
ტროცკისტების ბანაკში, რომელიც 1927 წლიდან გადაიქცა კომუნისტური პარტიის
და საბჭოთა ხელისუფლების მოსისხლე მტრად“ (ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
283 „სტრაჟნიკი“ (რუს.) − მცველი, პოლიციის რაზმელი.
284 თათრის მოედანი − დღევანდელი მეიდანი.
285 შეითან ბაზარი − ძველი ბაზარი მეიდანზე.
- 159 -
ვრცელდება.
296 დინამიტი − ფეთქებადი ნივთიერება, რომლის შემადგენელი ნაწილია
ნიტროგლიცერინი; იყენებენ სამხედრო და სამთო-საინჟინრო საქმეებში.
- 167 -
...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილის სააღრიცხვო ბარათი ტფილისის გუბერნიის
ჟანდარმთა სამმართველოს კარტოთეკიდან (ორიგინალი დაკარგულია).
ჟურნალი „რევოლიუციის მატიანე“, N 1 (6), 1924 წ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- 177 -
პირით უნდა შევხედო მერე მათ დედ-მამას? რას მეტყვიან? შენი გუ-
ლისათვის ამხანაგი დაღუპე? ვანო, გული ნუ გაგტეხია, − ვეუბნები
სუთიძეს, − სულ ოთხი წელიწადი გაქვს მისჯილი, ორი განვლილი
გაქვს. დანარჩენსაც ფეხის ნეკზე გაათავებ. ამ ტერორისტებს შორის
იყვნენ ჩემი ამხანაგები ბაგრატ სტეფანოვი, ჰაიკ ხაჩიკიანცი; ვანო
სუთიძე. ყაჩაღებს ძალიან უნდოდათ გაქცევა, მაგრამ არ იცოდნენ,
მატარებელი როგორ გაეჩერებინათ. რადგანაც მე მათ წინადადებას
არ დავეთანხმე, გაქცევა ჩაიშალა.
მეორე თუ მესამე დღეს „მინერალურ“312 სადგურზე მივედით.
ზაფხული იყო, ქვეყანა ბიბინებდა, პეპელებივით აჭრელებული
ხალხი, ქალები, კაცები, ლაღად დასეირნობდნენ. ჩვენ კი ტუსაღის
ტანისამოსში ვიყავით გახვეული. წამოვდექი, მინდოდა გარეთ გა-
დამეხედნა. „დაჯექი, სად იყურები!“ მესმის ჯარისკაცის ხმა. დავჯე-
ქი, რას ვიზამდი. გახედვის ნებაც არ გვაქვს. გული იტანჯება. ვინ
იცის, იმ სახლში რამდენი ჩვენზე უარესი ურევია, მათ ნება აქვთ
ბუნების სილამაზით დატკბნენ, ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი?
გზაში რუსები შეგვხვდნენ, იმათაც გვითხრეს: სახურავი გავ-
ჭრათ, და გავიქცეთო. ეს ოცნება იყო. არ იცოდნენ, რომ სახურავის
გაჭრა ასე ადვილი არ არის, ქვევიდან ხე სჩანს, მაგრამ ზემოდან რკი-
ნაა. მივედით სარატოვში313. სადგურზე მოვიდა აფიცერი, რომელ-
მაც ციხეში წაგვიყვანა. მხეცსა ჰგავდა. უბრძანა ჯარისკაცებს: წინა
წყებამ ნელა იაროსო, უკანა წყება ტუსაღებს მიაწვეს, ხოლო ვინც
გვერდით არის, კონდახებით სცემოს რიგიდან გამოსულ ტუსაღე-
ბსო. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა შუაში მავალთათვის იყო.
მართალია საშინლად შემჭიდროვებული ვიყავით, ფეხებს გვადგა-
მდნენ ფეხებზე, მაგრამ თოფის კონდახები მაინც არ გვხვდებოდა.
ჩვენს მცველებს ეშინოდათ, გაშლილად არ წავსულიყავით, ვინაი-
დან აქ უფრო მოსახერხებელი იყო გაქცევა. ისე შეგვამჭიდროვეს,
რომ ფეხებს ძლივს ვადგამდით. მივყავდით საგუბერნიო ციხეში,
მეფურნეობა დავიჩემე.
ფურნეში მუშაობა კარგი იყო. პური რამდენიც გინდოდა, იმდენი
გექნებოდა. მაგრამ რა პური იყო? სადაც საძაგელი ფქვილი იყო,
ის მოჰქონდათ ჩვენთან, მეტისმეტად ცუდად აცხობდნენ. ნახევარი
ცომი იყო. ტალახს ჰგავდა. ტუსაღებს ამ პურსაც არ გვაძლევდნენ
სამყოფს: დილიდან სადილამდე გვყოფნიდა, სადილიდან მეორე
დილამდე მშიერი ვიყავით.
გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ფურნეში შეიძლება სიკვდილს გა-
დავრჩე. უფროსი მეფურნე სიღნაღელი ბიჭი იყო, გავაცნე ჩემი გა-
ნზრახვა, კარგიო, − მითხრა, − გეტყვი, როდის განთავისუფლდება
ადგილიო. ერთი კვირის შემდეგ გაიხსნა ადგილი, მაშინვე მომცეს.
აქ უკვე მაძღარი ვარ. პური რამდენიც მინდა, იმდენი შემიძლია ვჭა-
მო, ისე გავბედნიერდით, რომ ლავაშის გამოცხობაც დავიწყეთ. ჩვე-
ნი უფროსი ზედამხედველი შედარებით კარგი კაცი იყო − თქვენი
არის, როგორც გინდათ, ისე გამოაცხვეთო. კარგი ფქვილი მოვი-
და ჩემს იღბალზე, ერთი ორი ვაგონი. მეც ვთქვი: ბიჭებო, პატარა
პურები გამოვაცხოთ, ნუ დავიზარებთ, ისე, რომ ერთი პური ორ
ტუსაღს ერგოს-მეთქი. დიდი პური არ ცხვებოდა ისე კარგად. შეძ-
ლებისდაგვარად ღუმელი გამოვწმინდეთ, თუმცა ამის უფლებას არ
გვაძლევდნენ. ტუსაღებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი − აი, უყურეთ,
რაც არაქელა ფურნეში წავიდა, პური გაუმჯობესდაო. მთელი ციხე
მადლობელი იყო ჩემი. ერთხელ ერთი ტომარა თეთრი ფქვილი მი-
ვიღეთ. არ ვიცი, შეცდომით იყო ეს, თუ შეიძლება იფიქრეს, დაე
ერთხელ ტუსაღებმაც სჭამონ თეთრი პურიო. გადავმალეთ ეს თე-
თრი ფქვილი, ლავაშებს ვაცხობდით ჩვენთვის. ფურნეში რვა კაცი
ვიყავით, გვერდზე სამზარეულო იყო. ჩვენ მზარეულებს ვაძლე-
ვდით პურს, მზარეულები ჩვენ სამაგიეროდ საუკეთესო საჭმელს
გვირჩევდნენ. ამრიგად, ერთი ტომარა თეთრი ფქვილი გავათავეთ.
ახლა მეორე ტომარას უნდა შევუდგეთ. ამ დროს ერთმა რუსმა მე-
ფურნემ განაცხადა: უნდა შევატყობინოთ უფროს ზედამხედველს,
რომ თეთრი ფქვილი არისო, ჩვენ ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ არ და-
გვიჯერა: გაგვიგებენ და უარესი იქნებაო, როზგს დაგვარტყამენო.
მაშინ ჩვენ ვუთხარით: ერთი ტომარა რომ შევჭამეთ, იმას მაინც ნუ
- 205 -
...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი, 1920-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 223 -
357 „ეტო კლუჩემო, ეტო კლუჩემო.“ (რუს.) − იგულისხმება − სე აჯობებს, ასე აჯობებს.
- 226 -
ბარეთ ცინცაძეს.360
სახლიდან წითელი ბაირაღის ჩამოღებამ და სამფეროვანი დრო-
შის ამართვამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე.
მაშინვე რკინის გზის მუშებთან გავექანე. − ბიჭებო, თუ თქვენ არ
ჩამოგიღიათ ის სამფეროვანი დროშა, მე ავალ სახურავზე, შეიძლე-
ბა მომკლან კიდეც, მაგრამ მაინც იმ დროშას ჩამოვიღებ-მეთქი. მათ
მიპასუხეს: არაქელჯან, კარგი. ჩვენ წავალთ და მოვითხოვთ − ისევ
წითელი დროშა ამართონო. გაგზავნეს მუშათა დელეგაცია, მაგრამ
რამიშვილმა და ჟორდანიამ უპასუხეს: აქ პარლამენტია, წითელი
დროშა მუშათა სასახლეზე გავაკეთოთო. მიიტანეს წითელი დროშა,
პროფკავშირის შენობაზე გააკეთებინეს. ამით დააშოშმინეს მუშები.
ამის შესახებ წერილის დაწერა გადავწყვიტე, ხოლო შეცდომები
რომ არ გამპაროდა, მალაქია ტოროშელიძემ დამიწერა. რუსულ
ენაზე დავწერეთ, იმიტომ რომ მინდოდა ყველას გაეგო, რუსს, თა-
თარს, სომეხს. ჩემს გარდა ხელს აწერდნენ ვიგორბინი, გიორგი თა-
თანაშვილი, მალაქია გიორგობიანი, ლეონტი მამალაძე. მენშევიკურ
„ბორბაში“361 მივიტანე. არ დამიბეჭდეს. ტფილისში ერთი ნახევრად
ლიბერალური გაზეთი გამოდიოდა, მგონია „ნაში დნის“ სახელწო-
დებით. ახლა იქ მივიტანე. რედაქტორმა მითხრა: მართალი ხართ,
368 ნუცუბიძე ილია თანამშრომელი იყო ესერების ორგანო გაზ. „შრომის“. 1919 წ.
ამჟამად ემიგრანტია. ავტორის შენიშვნა.
- 239 -
372 1921 წლის 17-21 მარტის ბრძოლა საქართველოს დემოკრატიურლი არმიის ნაწილებსა
და თურქული არმიის ნაწილებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ბათუმისა და
ბათუმის მხარის ოკუპირებას.
- 243 -
დ ა ს ა ს რ უ ლ ი.]
VI
პირთა საძიებელი
...
არაქელა ოქუაშვილი (ზის ცენტრში) და არსენ ოქუაშვილი
(დგას მარჯვნიდან პირველი), ბორჯომში, 1930-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 247 -
ი
იანოვსკი კირილ პეტრეს ძე (1822-1902), დაიბადა ჩერნიგოვის
გუბერნიის ქალაქ ბერეზნაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა
ჩერნიგოვის გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო წმინდა
ვლადიმირის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო
მეცნიერებათა კანდიდატი. ხანგრძლივი პედაგოგიური კარიერის
შემდეგ, გიმნაზიის მასწავლებლობიდან ინსპექტორობამდე, 1878
წლიდან 1901 წლამდე იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი;
მის სახელს უკავშირდება რუსიფიკატორული პოლიტიკის დანერგვა
სახელმწიფო სკოლებში. იყო კავკასიაში ტექნიკური-სახელოსნო
ცოდნის გამავრცელებელი, მართლმადიდებელი ქრისტიანობის
აღმდგენი და მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებების წევრი.
ჟურნალისტი. გარდაიცვალა სოხუმში.
იაშვილი ვლადიმერ(ლადო) იოსების ძე (1872-1912), დაიბადა ქუთაი-
სის გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ არგვეთში, აზნაურის ოჯა-
ხში. სწავლობდა ქუთაისისა და გორის სამასწავლებლო სემინარიაში,
სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში, რის გა-
მოც 1892 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. მუშაობა დაიწყო ამიე-
რკავკასიის რკინიგზის ხაშურის დეპოში, შემდეგ კი თბილისის მთავა-
რი სახელოსნოს კანტორაში. თანამშრომლობდა პრესაში, აქვეყნებდა
პოეტურ ნაწარმოებებსა და კრებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1898
წლიდან იყო რკინიგზის მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზა-
ციის მოლარე და ბიბლიოთეკის გამგე. 1902 წელს დააპატიმრეს და გა-
დაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც ავადმყოფობის გამო
გაათავისუფლეს 1904 წელს. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციურ მოძრაობაში იმერეთში. 1906 წელს, რევოლუციის მა-
რცხისა და მეფის რეჟიმის მიერ რეპრესიების დაწყების შემდეგ, დამ-
სჯელმა რაზმმა გაანადგურა მისი სახლ-კარი არგვეთში. ლადო იაშვი-
ლი საქართველოდან გაიქცა და ცხოვრობდა კისლოვოდსკში, სადაც
განაგრძობდა პარტიულ მუშაობას. 1909 წელს საქართველოში დაბრუ-
ნებული კვლავ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს ირკუტსკის
გუბერნიაში, სადაც გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
ივანოვ-კავკაზსკი ვლადიმერ გიორგის ძე (1888-1937), რევოლუციო-
ნერი, ბოლშევიკი. 1907 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1921 წელს საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ მუშაობდა სხვა-
დასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. 1937 წლისათვის
- 267 -
1919 წელს.
ორჯონიკიძე გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე (1886-1937), დაიბადა
ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში, აზნაურის
ოჯახში. სწავლობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს საფერშლო
სკოლაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
გუდაუთაში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. მრავალჯერ იყო დაპატი-
მრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. უკანასკნელი
გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცი-
ის შემდეგ. მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ გადა-
ტრიალებაში. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში
− იყო მე-11 წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი,
რკპ (ბ) კავბიუროს მდივანი. აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკების ოკუპირების ერთ-ერთი ხელმძღვანე-
ლი. 1921 წლიდან იყო რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდი-
ვანი. 1930 წლიდან იყო სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე, 1932 წლიდან სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომი-
სარი. საკავშირო კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრი. 1937 წლის
დიდი ტერორის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოქუაშვილი არსენ არაქელის ძე (1898-194?), დაიბადა თბილისში.
მუშაობდა ნოქრად სხვადასხვა მაღაზიებში. 1917 წლიდან იყო კომუ-
ნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში დაამთავრა უმაღლესი
ტექნიკური კურსები და გახდა სატრანსპორტო ინჟინერი. 1928 წელს
„ტროცკისტობის“ გამო გარიცხეს კომპარტიიდან და რამდენიმე წელი-
წადში აღადგინეს. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოს-
ნოს ინჟინერი − სავაგონო საამქროს უფროსი. 1935 წელს ანტისაბჭო-
თა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს. გადაასახლეს
„შრომა-გასწორების კოლონიაში“, სადაც გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალა. რეაბილიტირებულია.
ტალახაძე, ოსტატი.
ტერ-სიმონოვი, კონდუქტორი.
ტორიკაშვილი სოლომონ ანდრიას ძე, მუშა. რევოლუციონერი.
„მენშევიკი“. მისი ბინა ნახალოვკაში იყო სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაციების არალეგალური, კონსპირაციული შეკრებებისა და
დისკუსიების ადგილი.
ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე (1880-1937), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ სხვავაში, გლეხის ოჯახში. სწავლობ-
და ტფილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მოსწავლეთა
სოციალ-დემოკრატიულ წრეში; გარიცხეს მე-6 კლასიდან. მუშაობდა
ბათუმის ქარხნებში და აქტიურად იყო ჩაბმული ადგილობრივი სოცი-
ალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1903-1905 წლებში
ცხოვრობდა ჟენევაში; 1905- 1906 წლებში აქტიურად მონაწი ლეობდა
რევოლუციურ მოძრაობაში; 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. 1906 წელს
კვლავ გაემგზავრა ჟენევაში, დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იუ-
რიდიული ფაკულტეტი; 1913-1916 წლებში მუშაობდა სამტრედიის კო-
ოპერაციულ საზოგადოებაში, პარალელურად ეწეოდა პარტიულ და
პუბლიცისტურ საქმიანობას, 1916 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილის-
ში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში; 1920 წელს სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკუ-
რი საქმიანობის გამო დააპატიმრეს. 1921 წელს იყო ბათუმის რევკომის
წევრი. 1921 წლიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ, იყო საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბ-
ჭოს თავმჯდომარე; 1922 წლიდან შედიოდა ნაციონალ-უკლონისტების
ჯგუფში. 1924 წელს გადაიყვანეს მოსკოვში „ცენტროსოიუზის“ თავმჯ-
დომარის მოადგილედ. 1934 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნი-
ვერსიტეტის რექტორი, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქარ
თველოს ფილიალის დირექტორი, საქართველოს საბჭოთა მწერლების
კავშირის თავმჯდომარე, განათლების სახალხო კომისარი. დააპატიმრეს
1936 წელს. საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ 1937 წლის 9
ივლისს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ივლისს. რეაბილიტირებუ-
ლია 1956 წელს.
- 300 -
ჯაფარიძე, პრისტავი.
ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე (1884-194?), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის, რაჭის მაზრის, სოფელ შარდომეთში, თავადის ოჯახში. და-
ამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905
წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
„მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ადვოკა-
ტად თბილისში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს
წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიუ-
ლი რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართვე-
ლოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ასრულებდა საქა-
რთველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას.
1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, დარჩა საქართველოში, ცხოვრობ-
და მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაო-
ბაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში და გადაასახლეს რუსეთში.
გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისთანავე კვლავ
ჩაერთო იატაკქვეშა საქმიანობაში; 1926 წლის იანვარში კონსტანტინე
ჯაფარიძე კოოპტაციით შეიყვანეს საქართველოს სოციალ-დემოკრა-
ტიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის
შემადგენლობაში. მეორედ დააპატიმრეს 1926 წლის 27 მარტს, თბი-
ლისში. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 29 ოქტომბერს კი
- 322 -
Ara universitettan vart nacili. Aravin ar icis vin aris es xalxi ruporit xma gadafares da daanace-
vres aqcia. Mand bervi xalxia?
Sent: 24-Sept-2012 16:48:34
info@sovlab.ge / www.sovlab.ge
© შენ დემოკრატიისთვის
ყველა უფლება დაცულია
9 789941 093203