ჩემი მოგონებები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 332

აკრძალული

მეხსიერება

არაქ ე ლა ოქ უ აშვილი
ჩემი მოგონებები
არაქ ე ლა ოქ უ აშვილი

ჩემი
მოგონებები

თბილისი 2017
ფოტო არაქელა ოქუაშვილი, 1930-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“,
საზოგადოებრივი არქივი, ციალა ოქუაშვილის კოლექცია.
არაქელა ოქუაშვილი
11/12/1865 − 27/06/1937
SOVLAB RED_PANTONE 185 C_C0/M100/Y80/K0 SOVLAB B/W_70%BLACK

იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: ირაკლი ხვადაგიანი


პროექტის აღმასრულებელი მენეჯერი: გიორგი ნუსხელაძე
რედაქტორი: მედეა იმერლიშვილი, რუსიკო კობახიძე
დამკაბადონებელი: ზაზა ჩუგოშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი
გამომცემელი: „შენ დემოკრატიისთვის“.
წიგნი გამოიცა „შენ დემოკრატიის“ დაფინანსებით.

წიგნზე მუშაობდნენ:
თამუნა ბაუჟაძე, ინდირა გოგმაჩაძე, ირინა გოგმაჩაძე,
ვერა გოგოხია, სალომე გუნთაიშვილი, ეთერ თიკანაშვილი,
თათია კალატოზიშვილი, თამრიკო კინწურაშვილი-ოდიკაძე,
მარიამ ნაცვლიშვილი, გიორგი ნუსხელაძე, სალომე ჩუხუა

პუბლიკაცია გამოიცა dvv international-ის ფინანსური მხარდაჭერით.


Publication was published with the financial support of the dvv international.

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია საბჭოთა წარსულის კვლევის


ლაბორატორია და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს DVV International-ის
პოზიციას.
The contents of this publication are the sole responsibility of Soviet Past Research
Laboratory and do not necessarily reflect the views of dvv international.

ფოტო ყდაზე: არაქელა ოქუაშვილი გადასახლებაში, 1910-იანი წლები.


„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“,
საზოგადოებრივი არქივი, ციალა ოქუაშვილის კოლექცია.

© შენ დემოკრატიისთვის
© საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 2017
ISBN: 978-9941-0-9320-3
sarCevi

შესავალი����������������������������������������������������������������������������������������� 7–17

I. შეგირდობის და ოსტატობის წლები������������ 21–83

II. რევოლუციური სოციალ–დემოკრატიული


მუშაობის დასაწყისი ���������������������������������87–130

III. რუსეთში გადასახლება���������������������������135–151

IV. 1905 წლის რევოლუცია,

გადასახლებიდან დაბრუნება�������������������155–173

V. კატორღაში გადასახლება������������������������ 177–218

VI. მენშევიკურ საქართველოში������������������ 223–243

VII. პირთა საძიებელი��������������������������������� 247–327


- 7 -

Sesavali
1926 წლის 9 ივნისის დილიდან, ნაძალადევში, ყოფილი ამიერკა-
ვკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ამწყობ და საქვაბე სა-
ამქროებში დიდი მზადება იყო − თბილისის „რევოლუციის აკვნის“
მუშათა ავანგარდი საპატიო სტუმარს მოელოდა, რომელიც ძალზე
აგვიანებდა. საჩვენებელი ვიზიტებით და დემონსტრაციებით უკვე
გაბეზრებული მუშები და მოქალაქეები პაპიროსს ეძალებოდნენ
და მალევე, ცეხის მაღალ ჭერში აცურებულ თამბაქოს კვამლის
ღრუბლების მიღმა უკვე ბუნდოვნად ჩანდა ნახალოვკელი ბიჭების
სილუეტები, მინის სახურავ-სარკმელებზე რომ გაწოლილიყვნენ
სეირის მოლოდინში.
სტუმრის მოსვლა აუდიტორიას შესასვლელთან ამტყდარმა
ფორიაქმა აცნობა; შავ პალტოში გამოწყობილმა საკავშირო კომპა-
რტიის გენერალურმა მდივანმა, ამხანაგმა სტალინმა, მქუხარე ტა-
შის თანხლებით, დამახასიათებელი კოჭლობით გაიარა გადახსნილი
მასა და პრეზიდიუმში მოეწყო.
გიორგი ჩხეიძის ხანმოკლე და მგზნებარე მისასალმებელი სი-
ტყვის შემდეგ სტალინმა თბილისელ მუშებს ევროპის სოციალუ-
რი და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაუკითხა
და ევროპის კაპიტალისტების კატასტროფული მარცხის გარდაუ-
ვალობა დაუსაბუთა.
მოხსენების შემდეგ კვლავ მასპინძლების მისასალმებელი სი-
ტყვების რიგი დადგა. ინტერნაციონალური შემადგენლობის ბო-
ლოს ტრიბუნა დაიკავა ქალაქურხალათიანმა, ჭარმაგმა მუშამ − პა-
ტრიარქის წვერითა და ბოხოხით. ტფილისის სოციალ-დემოკრატი-
ული მუშათა პარტიის დაბადების ადგილას არაქელა ოქუაშვილმა
ომახიანად, თუმცა ბევრისათვის გაუგებარი ქვეტექსტებით, ნა-
რთაულად შეახსენა სტუმარს, საიდან მოსული სად წასულიყო და
სამშობლოში დიდებით დაბრუნებულს „ძველების“ ამაგი რომ არ
უნდა დავიწყნოდა:
„... ქართული ანდაზა არის: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი
- 8 -

სჯობდეს მამასო“. მე კი ვიტყოდი: „ის ურჩევნია რევოლიუციას,


რომ შეგირდი სჯობდეს ოსტატს“.
ბევრმა მუშებმა ვიცით, ვინ არის სოსო, ისიც ვიცით კარგად, რო-
მელ სკოლას ეკუთვნის. იმ სკოლას, სადაც თავს იყრიდნენ სულით
ძლიერნი; იმ სკოლაში არ არიგებდნენ პორტფელებს. მათ მხოლოდ
სდევნიდენ და აგზავნიდენ კატორღაში.
მე გეკითხებით თქვენ, ვინ იქნებოდა თუ არა სულით მაღალი,
რომელიც, მიუხედავათ ასეთი დევნისა, ციხეებისა, კატორღებისა,
მაინც განაგრძობდა ამ სკოლაში ყოფნას. ასეთი სულით მაღალი იყ-
ვნენ არა ბევრი და ერთი მათგანი იყო ამხ. სოსო. სულ ახალგაზრდა
მოვიდა ჩვენთან ის და ისე იოლათ ეპყრობოდა ამ საშიშ საქმეს,
რომ ბევრ ჩვენთაგანს ეჭვი შეგვეპარა: „არ ესმის სიმძიმე ამ საქ-
მის-თქო“ (სიცილი).
მაგრამ გავიდა სამი წელიწადი და მან დაამტკიცა, რომ ის იყო
სულით ძლიერი, როდესაც გამოილაშქრეს ანარქისტებმა; ის
ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც თავზარი დასცა გოგელიას და
მის კომპანიას.
შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და ჩვენ ამ ბრძო-
ლისათვის ბორკილ გაყრილი წაგვიყვანეს და ბაქოში დაგვხვდა ამხ.
სოსო, რომელმაც გადმოგვძახა: „ბიჭებო მაგ ბორკილები არ გაა-
ფუჭოთ მეფის მთავრობისათვის გამოგვადგება“-ო.
დასრულდა ეს. როდესაც ციხის კარები დაინგრა, მაშინ მე მომა-
გონდა: „ჩემმა შეგირდმა სთქვა − ბორკილები არ გააფუჭოთ, მეფის
მთავრობისათვის გამოგვადგება“-ო.
ჩვენს წინაშე სდგას ჩვენი შეგირდი, ჩვენი ხელმძღვანელი. უსუ-
რვოთ მას დღეგრძელობა, იყოს ხელმძღვანელი მთელი პროლეტა-
რიატის“ (ტაში).
საპასუხო სამადლობელ სიტყვაში სტალინმა ჯერ მასპინძელ-
თა გადაჭარბებული ქება-დიდება მოიზედმეტა და მოხდენილად
შენიშნა, ასეთი ტონით გარდაცვლილი რევოლუციონერის კუბო-
სთან ლაპარაკობენ, მე კი სიკვდილს ჯერ არ ვაპირებო და შემდეგ
არაქელას მიმართვას მიუბრუნდა. აშკარა იყო, რომ „რევოლუციის
პაპის“ ბასრი სიტყვები მიზანს მოხვდა და პროლეტარიატის ბელა-
- 9 -

დმა საჭიროდ ჩათვალა, თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია მოკლედ,


თუმცა ასევე ნართაულად მოეყოლა და შეეფასებინა − „თუ რა იყო
და რა გახდა“. „სოსომ“, არაქელასა და ძველი მუშებისათვის გასაგებ
ენაზე მოკლედ ჩამოაყალიბა მისი განვლილი გზა − დაადასტურა,
რომ მისი რევოლუციონერობა მართლაც ტფილისის ორგანიზა-
ციებში „შეგირდობიდან“ დაიწყო და მისი ოსტატები არაქელა და
სხვა ძველი მუშები იყვნენ. მეტიც, არ მოერიდა და თავის ერთ-ერთ
მასწავლებლად სილიბისტრო ჯიბლაძეც კი მოიხსენია. მაგრამ სტა-
ლინის თქმით, მეორე დიდი ნაბიჯი მან 1907 წლიდან, ბაქოში გადა-
დგა, სადაც პრაქტიკულ მებრძოლად გამოიწრთო და სადაც პირვე-
ლად გაიგო, რას ნიშნავდა მუშათა დიდი მასების ხელმძღვანელობა.
აქ გახდა იგი „რევოლუციის ქარგალი“. პირველი მსოფლიო ომის
წლებიდან კი მისი განვითარება ლენინმა დააგვირგვინა და „რევო-
ლუციის ერთი ოსტატთაგანი“ გახდა.
გენერალური მდივნის საპასუხო გზავნილის ირონია ძველი ქა-
ლაქური ჟარგონისა და ყოფის მცოდნეთათვის ახლაც კი გასაგებია:
ქალაქის ხელოსნების − ოსტატების ხელში „შეგირდობა“ ჩაგვრითა
და წამებით შრომასა და სწავლასთან ასოცირდებოდა. „ქარგლობა“
კი ოსტატის ხელმძღვანელობიდან თავდაღწეული ახალგაზრდა ხე-
ლოსნის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ეტაპის აღმნიშვნე-
ლი მდგომარეობაა, რომლის ლოგიკური დასასრული „ოსტატო-
ბა“, სრული და აღიარებული პროფესიონალობა იყო. 1926 წელს,
კომუნისტურ პარტიაში დიდი შიდა დაპირისპირების ზღურბლზე,
სტალინის ქარაგმულმა სიტყვამ ბევრს მიანიშნა, რომ ბელადი სუ-
ლაც არ გრძნობდა თავს ქართველი ძველი ბოლშევიკების წინაშე
დავალებულად და საკუთარი მასწავლებლები და მოამაგეები სხვა-
გან ეგულებოდა.
სამშობლოში სტალინის რიგით მეორე და უკანასკნელი ოფიცია-
ლური ვიზიტისას გამართულმა ამ დაშიფრულმა პაექრობამ, მეორე
მხრივ, უძველეს მუშა-რევოლუციონერს − არაქელა ოქუაშვილს
საყოველთაოდ და მყარად დაუდასტურა მსოფლიო პროლეტარი-
ატის ბელადის, ამხანაგი სტალინის „მასწავლებლის“ საამაყო სტა-
ტუსი. თუმცა არაქელა თბილისში პოპულარობისა და პატივისცე-
- 10 -

მის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. წარმოსადეგი გარეგნობის,


ნაკატორღალი მოხუცი, ბავშვობიდან ათას გაჭირვება გამოვლილი
მუშა, ყველა ქალაქელი ხელოსნის, კინტოს, მედუქნის, მუშისა და
ჯიბგირის მცოდნე, კარგი დამრტყმელი და მოქეიფე „პაპა“, თავი-
სი ხელით აწყობილი ავტომობილით თუ ფეხით სეირნობისას, უც-
ნობებში საყოველთაო ინტერესით, ნაცნობებში კი სიმპათიითა და
ავტორიტეტით სარგებლობდა.
მართალია, ურყევი კომუნისტობისა და ლენინელობის გამო
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლიტიკური მოწინააღ-
მდეგეები მკაცრად აკრიტიკებდნენ, აღნიშნავდნენ მის ლოიალო-
ბას და მონაწილეობას ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების
მუშაობაში, თუმცა არაქელას სასაყვედურო მაინც ნაკლები ჰქო-
ნდა, რადგან ბევრი თანამებრძოლისა და თანაპარტიელისაგან გან­
სხვავებით, დამსახურების მიუხედავად, დიდ თანამდებობაზე არა-
სოდეს უმუშავია − მისი ერთადერთი სამსახური საგზაო ინსპექტო-
რობა იყო შოსეებისა და გზატკეცილების სამმართველოში, ბინად
კი კვლავ საკუთარი ხელით ნაშენ სახლში ცხოვრობდა „ნადირო-
ვკაში“, სადაც მეუღლე ჩვეულებრივი გარეუბნელის შესაფერისად,
ძროხებს პატრონობდა და კარაქს დღვებდა.
მისი ხასიათის თავისებურება 1926 წელს საქვეყნო ხალისის წყა-
როდ იქცა: რევოლუციონერობაში დახარჯული ახალგაზრდობის
წლების დანაკარგის ასანაზღაურებლად და ცოდნის შესავსებად არა-
ქელა ოქუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუ-
დენტი გახდა და კურსი წარმატებით დახურა. კარიკატურისტებმა
მაშინვე გამოაცხეს ნახატი, როგორ მიაბოტებდა უნივერსიტეტის
ეზოში წიგნებამოჩრილი დიდწვერა მოხუცი უზარმაზარი ქუდითა
და ყალიონით, რომლის ორთქლმავლის სადარი კვამლიც უნივერ-
სიტეტის გუმბათს სწვდებოდა.
1927 წელს სტალინისა და ტროცკის დაპირისპირების გადამწყვე-
ტი რაუნდისას, საქართველოსა და თბილისში, სტალინის „პარტაპა-
რატჩიკული დიქტატურით“ გაბრაზებულმა ძველი და გავლენიანი
ბოლშევიკების დიდმა ნაწილმა ტროცკის მხარე დაიჭირა. თბილისის
„ტროცკისტთა“ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანე-
- 11 -

ლი არაქელა ოქუაშვილიც იყო, რომელიც მალევე სხვა ლიდერებ-


თან ერთად მასობრივი დაპატიმრების ოპერაციის ფარგლებში სა-
ქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სა-
რდაფში გამოკეტეს. სტალინის „მასწავლებლობამ“, სავარაუდოდ,
მაინც თავისი რიდი და შემდგომი გართულებების შიში აღუძრა საბ-
ჭოთა უშიშროების სამსახურისა და სტალინის მოკავშირე, გამარ-
ჯვებული კომპარტიის ლიდერებს და „ტროცკისტების“ დანარჩე-
ნი ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, არაქელა საპატიმროდან
მალევე გამოუშვეს, თუმცა კი „მშობლიური პარტიის“ რიგებიდან
გარიცხეს.
ცოტა ხანში თბილისი უჩვეულო სანახაობის მოწმე გახდა: თბი-
ლისის ვაგზალზე „ჩორნი ვორონებით“ მიყვანილი „ტროცკისტების“
ხელმძღვანელთა ჯგუფი „გეპეუს“ თანამშრომლებმა სპეც-ვაგონებ-
ში ჩასვეს, რომლითაც ისინი გადასახლების ადგილას − შუა აზიაში
უნდა გაემგზავრებინათ. მოულოდნელად დაცვის რკალი მუშებისა
და მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გაარღვია, მატარებელი შეაჩერა,
პატიმრები ბაქანზე გამოიყვანა და გამოსამშვიდობებელი მიტინგი
გამართა, სადაც მრავლად ისმოდა „ლენინის პარტიის გამანადგუ-
რებლების“, მათ შორის, ამხანაგი სტალინის ძაგება. მიტინგის და-
სასრულს არაქელა ოქუაშვილმა გადასახლებულ ძველ მეგობარს
− ლადო დუმბაძეს საკუთარი ხელჯოხი უსახსოვრა. ხალხმა არაქე-
ლა ხელში აიტაცა, გარსშემოჯარულ „გეპეუელებსა“ და რკინიგზის
მილიციას მუშტი-კრივით უკან დაახევინა და დაიფანტა.
რამდენიმე წელიწადში ქარიშხალი ჩაცხრა − გადასახლებულთა
ნაწილმა „მოინანია“ და სამშობლოში დაბრუნდა. შერისხულებიდან
ბევრი პარტიაშიც აღადგინეს. ერთი შეხედვით, კომუნისტური პა-
რტიის შიგნით განხეთქილება დასრულდა.
ამ დროისათვის კომუნისტური პარტიის ისტორიის სექცია და
რევოლუციის მუზეუმი უკვე სრული მობილიზებით მუშაობდა
ბოლშევიკური პარტიის ისტორიის წყაროების სისტემატიზაციაზე
და „რევოლუციის მებრძოლთა“ მოგონებების კოლექციის შესაქ-
მნელად. პარალელურად, 1920-იანი წლებიდანვე ამ მიმართულე-
ბით ასევე აქტიურად მოქმედებდა პოლიტკატორღელთა და გადა-
- 12 -

სახლებულთა საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფი-


ლება, რომლის გამგეობის წევრი არაქელა ოქუაშვილიც იყო. ამხა-
ნაგების მოგონებების დაბეჭდვის, ასაკის მატებისა და საზოგადოებ-
რივი ცხოვრების ცვალებადი ამინდის ფონზე, არაქელამაც დაიწყო
საკუთარი თავგადასავლის აღწერა და გამოსაცემად მომზადება,
რათა მისი ნანახი და განცდილი უკვალოდ არ დაკარგულიყო.
1935 წლისათვის მემუარის ძირითადი ნაწილი უკვე მზად იყო,
როდესაც პარტისტორიის სფეროში ვითარება მკვეთრად შეიცვა-
ლა და ყველა ძველი ბოლშევიკი მძიმე გამოწვევის წინაშე დადგა;
მარქსიზმ-ლენინიზმის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილია-
ლმა, რამდენიმეწლიანი დაძაბული შრომის შედეგად საიდუმლოდ
შექმნა „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის
ნარკვევი“, რომელიც ახალ სახარებად უნდა მოვლენოდა საბჭოთა
მოქალაქეებსა და განსაკუთრებით ახალ თაობებს, რათა დასრულე-
ბულიყო ის გაურკვევლობა, ახალგაზრდა მკითხველები მუდმივად
რომ უჩიოდნენ: პარტისტორიის სხვადასხვა ავტორების ნარკვევე-
ბი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ძველი ბოლშევიკი მოღვაწეე-
ბის მემუარები სულ სხვა რეალობას ხატავდნენ, მაგრამ რაც მთავა-
რია, მათთანაც და სხვებთანაც, ხშირად რატომღაც არსად ჩანდნენ
პარტიისა და პროლეტარიატის ამჟამინდელი ლიდერები და თვით
ბელადიც კი. როგორც „ბოროტი ენები“ ამბობდნენ, ინსტიტუტის
თბილისის ფილიალის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მალაქია ტო-
როშელიძემ ახალი ნარკვევის სამუშაო ვერსია მოსკოვში ჩაიტანა
და სტალინს წააკითხა. სტალინმა ნარკვევი შეასწორა და მალაქიას
დაუბრუნა, ერთი პატარა თხოვნით.
ამ „პატარა თხოვნამ“ ყველაფერი უფრო გაართულა. 1935 წლის
აგვისტოში, საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაცი-
ების ყრილობაზე ცეკას მდივანმა ამხანაგმა ბერიამ ერთგვარი მა-
რათონი გამართა − თავიდან ბოლომდე წაიკითხა დიდტანიანი მოხ-
სენება, „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის
საკითხები“. ამხანაგი სტალინის სახელის ყოველ ხსენებას მქუხარე
აპლოდისმენტები მოჰყვებოდა; სახელი კი ძალზე ხშირად იყო ნა-
ხსენები.
- 13 -

ნაშრომი, რომელზეც საქართველოს კომპარტიის აგიტაციისა


და პროპაგანდის განყოფილების გამგის, ერიკ ბედიას ხელმძღვანე-
ლობით, მთელი ინსტიტუტი მუშაობდა, მალე წიგნად დაიბეჭდა,
თუმცა ავტორად მხოლოდ − ლავრენტი ბერია იყო დასახელებუ-
ლი. დიდი პირადი წყენის მიუხედავად, რა თქმა უნდა, სტალინის
თხოვნას ვერავინ გადაუხვია. მოხსენებისა და წიგნის გამოჩენამ კი
თეთრი ღამეები დაუყენა ქართველ ძველ ბოლშევიკებს. წიგნში, აბ-
სოლუტური და ველური ფალსიფიკაციის გზით, საქართველოსა და
ამიერკავკასიაში სოციალისტური მოძრაობისა და რევოლუციური
ბრძოლის ყველა საკვანძო, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მოვლენა
სტალინის დამსახურებად იყო წარმოჩენილი. ამან კუთხეში მოიმ-
წყვდია ძველი ბოლშევიკი მოღვაწეები, რომელთაც მთელი 14-15
წლის მანძილზე მომზადებულ ნარკვევებსა თუ დაბეჭდილ მოგონე-
ბებში, როგორც წესი, გაკვრითაც კი არ აღენიშნათ დიდი ბელადის
წარსული დამსახურებები.
1936 წლისათვის კომუნისტური პრესის მთავარი გამოცემები
ძველი ბოლშევიკების თვითგამათრახების არენად გადაიქცა − სა-
განგებოდ დაწერილ სტატიებში, თვითკრიტიკის წესით, საქვეყნოდ
აღიარებდნენ მიუტევებელ შეცდომას − მოგონებებში სტალინის
ღვაწლის იგნორირებას, და პატიებას ითხოვდნენ. მეორე მხრივ, იმე-
ლის ფილიალს და იმავე პრესას, მოგონებების ნიაღვარი დაატყდა
თავს, მოქალაქეები თვითმხილველობის პრეტენზიით აღწერდნენ
სტალინის საგმირო თავგადასავლებს.
ამ საყოველთაო ისტერიის ფონზე, არაქელაც შეშფოთდა − სავა-
რაუდოდ, მიხვდა, რომ ახლად დასრულებული მემუარების გამო-
ცემის შანსები კატასტროფულად შემცირდა და სცადა გამოსავალი
მოენახა. დასაბეჭდად გადაცემულ ტექსტს ხელნაწერი შენიშვნები
დაურთო, სადაც ინანიებდა შეცდომას, რომ სტალინის დამსახუ-
რებებზე ბევრი არ დაუწერია, თუმცა თავს იმართლებდა, ამხანაგი
ბერიას წიგნი უკვე საკმარისად გავრცელებული და ცნობილი იყო
და მკითხველი ისედაც კარგად იცნობდა სტალინის რევოლუციუ-
რი წარსულის დეტალებსო. ძნელი სათქმელია, ამ ხერხმა იმოქმედა
თუ არა, მაგრამ ერიკ ბედიამ არაქელას მოგონებების დაბეჭდვის
- 14 -

რეზოლუცია გასცა.
არაქელა ოქუაშვილმა საკუთარი ხელითვე გაწერა მოგონებების
წიგნის სასურველი დიზაინი − იგი თენგიზ ჟღენტის ნაშრომის − „1905
წელი გურიაში“, ფორმატის უნდა ყოფილიყო და იმავე შრიფტით
დაბეჭდილიყო.
მაგრამ ახალმა, 1936-მა წელმა სასტამბო პრობლემები საერთოდ
გააქარწყლა. არაქელა ოქუაშვილის ოჯახს თავს დიდი უბედურება
დაატყდა. ზაფხულში არაქელას ვაჟი არსენა, რომელიც ამ დროი-
სათვის ბერიას სახელობის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს ინჟი-
ნერი იყო, დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ პარტიული უჯრედის შიგ-
ნით საჩივრების დაგროვება 1935 წლიდან დაიწყო − თანამშრომელ-
თა ნაწილი მიუთითებდა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მის
კრიტიკულ დამოკიდებულებას საწარმოო სფეროში, მუდმივ და
ღია უკმაყოფილებას მუშების კვებისა და უზრუნველყოფის კატას-
ტროფული მდგომარეობის გამო და მწარე ხუმრობებს, რომელიც
აგრერიგ უყვარდა, თავისი კრიტიკული მოსაზრებების დასასაბუ-
თებლად. მაგალითად, ხშირად ამბობდა, რომ ბავშვობაში ტფილი-
სურ დუქანში ნოქრად მუშაობისას 10 ოქროს მანეთს იღებდა გასა-
მრჯელოდ, ახლა კი „სტოლიართა ცეხის“ მთავარ ინჟინერს იმავე
კურსით 5 ოქროს მანეთის ექვივალენტი ხელფასი ჰქონდა. ერთ-ერ-
თმა თანამშრომელმა ისიც გაიხსენა, არსენა მუშების თანდასწრებით
როგორ ეკამათებოდა მოსკოვიდან მოვლინებულ პრაქტიკანტს
და გადაკრულად მიანიშნა, რუსები იმდენად უძლურები ხართ, ქა-
რთველი გიზით მმართველადო.
არსენას მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ 1928 წელს, მო-
სკოვში, ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სწავლისას, მამის
მსგავსად „ტროცკისტული“ ოპოზიციის აქტიური წევრი იყო. მე-
ტიც, ცნობილ „83-ის პლატფორმასაც“ მოაწერა ხელი, რის გამოც
გარიცხეს კიდეც პარტიიდან.
საოჯახო გადმოცემებით, არაქელა შეეცადა თავისი ავტორიტე-
ტის გამოყენებას შვილის ბედის შესამსუბუქებლად, თუმცა ამაოდ.
არსენა „შრომა-გასწორების კოლონიაში“ გადაასახლეს. ამასობაში
მამის მოთმინებაც ამოიწურა და მორიგი სატელეფონო საუბრისას
- 15 -

„პაპამ“ ამხანაგი ბერია საფუძვლიანად შეამკო ქალაქური ლექსიკო-


ნის მოშველიებით.
საოჯახო გადმოცემითვე, მოსალოდნელი ავი დასასრული არა-
ქელამ მალევე იგრძნო − მისი ხელნაკეთი მანქანის ღერძი კოლმე-
ურნეობის მოედანთან გავლისას, ზუსტად იმ ადგილას გადატყდა,
სადაც არაქელამ 1901 წლის 22 აპრილს პირველად, ღიად და საქვეყ-
ნოდ ტფილისში წითელი დროშა აღმართა.
1937 წლის 11 იანვარს „პაპაშა“ საკუთარი სახლიდან, დიღომბა-
რის ქუჩის № 7-დან წაიყვანეს და უგზო-უკვლოდ გადაკარგეს. მო-
ხუცს გზად მეუღლის, ევას გულდამწვარი საყვედური გაჰყვა, მე-
ფის დროს მთელი ახალგაზრდობა ციხეებთან ვათენებდი და არც
ახლა გვეღირსა მოსვენებაო. მთელი 70 წლის მანძილზე ოჯახში
მხოლოდ ბუნდოვანი და ნაჩურჩულევი ხმები აღწევდა, როგორ
უნახავთ არაქელა შინსახკომის შიდა ეზოში მჯდომი, წვერმოპარ-
სული და ნაცემი, როგორ გადასძახა სადგურზე, ეტაპის ვაგონიდან
მგზავრებს − არაქელა ოქუაშვილი ვარ და ციმბირში მასახლებენო,
ზოგჯერ მისი ციმბირში მნახველებიც გამოჩნდებოდნენ და კვლავ
იკარგებოდნენ ხოლმე... 1960-იან წლებში ძველი ბოლშევიკების ბი-
ოგრაფიების კრებულში კი, ბევრის მსგავსად, არაქელას გარდაცვა-
ლების თარიღად შემთხვევითი რიცხვი − 1942 წელი ჩაუწერეს და
ოჯახს გადასახლების ვერსიის საფუძვლიანობა გაუმყარეს.
გადასახლებული არსენას ბედიც ბურუსით მოცული დარჩა −
ანალოგიური, ზეპირი გადმოცემით, 1940-იან წლებში, მეორე მსო-
ფლიო ომის დროს, პატიმარმა ოქუაშვილმა − გამოცდილმა ინჟინე-
რმა, საბადოზე იძულებითი მუშაობისას მადანის დიდძალი მარაგი
აღმოაჩინა, რისთვისაც იგი სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს.
დასაჯილდოვებელთა სიამ მოსკოვში საკავშირო შინაგან საქმეთა
კომისრის, ლავრენტი ბერიას ხელში გაიარა, რომელმაც ნაცნობი
სახელი შენიშნა და მისი დახვრეტის ბრძანება გასცა. ფაქტი ერთია,
რომ არსენა ოქუაშვილი გადასახლებიდან ცოცხალი არ დაბრუნე-
ბულა.
მხოლოდ დღეს, საბჭოთა რეჟიმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ,
ტოტალიტარული სისტემის ტერორის მანქანის გადარჩენილი დო-
- 16 -

კუმენტების ფრაგმენტები შეულამაზებლად გვაჩვენებს არაქელა


ოქუაშვილის ცხოვრების დასასრულის ნამდვილ ტრაგედიას:
1937 წლის 31 მაისს იოსებ სტალინმა და ვიაჩესლავ მოლოტოვ-
მა მორიგ სიას მოაწერეს ხელი და საქართველოს სსრ შინსახკომის
შეთავაზებულ სასჯელის ზომაზე სანქცია გასცეს. სიაში არაქელა
ოქუაშვილის გასწვრივ „პირველი კატეგორია“ − დახვრეტა ეწერა.
1937 წლის 26 ივნისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო
კოლეგიის გამსვლელმა სესიამ თბილისში 10-15 წუთში მოისმინა
არაქელას საქმე ბრალდებულის თანდასწრებით, რომელსაც თავი
მტკიცედ ეჭირა − არც ძიებისას და არც სხდომაზე არ უღიარებია
„ანტისაბჭოთა აგიტაციაში მონაწილეობა“, მხოლოდ მკაფიოდ და
ღიად დაადასტურა, რომ 1920-იან წლებში „ნაციონალ-უკლონისტი“
და „ტროცკისტი“ იყო, თუმცა თავი დამნაშავედ არაფერში უცვნია.
სესიამ მას სასჯელის უმაღლესი ზომა − დახვრეტა დაუდგინა, რო-
მელიც დაუყოვნებლივ, 27 ივნისის დილის საათებში მოიყვანეს სის-
რულეში.
მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის თა-
ნამშრომელმა კი არაქელა ოქუაშვილის მემუარის თავფურცლის
უკანა მხარეს საკონტროლო შტამპი დასვა სანქციით, რომ მემუარი
საიდუმლოდ შეენახათ განუსაზღვრელი ვადით. მემუარის დაბეჭდ-
ვის სანქციის გამცემი − ერიკ ბედია ამ დროისათვის უკვე კარგა ხნის
დახვრეტილი იყო.
79 წლის შემდეგ, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორი-
ისა“ და „შენ დემოკრატიისთვის“ თანამშრომლობით, ახალგაზრდე-
ბის ენთუზიასტური შრომით, არაქელა ოქუაშვილის აკრძალული
მეხსიერება დღის სინათლეზე გამოვიდა, როგორც საბჭოთა ტერო-
რის მსხვერპლთა და რეჟიმის ოპონენტთა გასაიდუმლოებული და
წაშლილი მეხსიერების დაბრუნების, ალტერნატიული და უნიკა-
ლური ისტორიული წყაროების სერიის გამოცემისა და პოპულარი-
ზაციის პირველი ნაბიჯი.
უბრალო, ქალაქური ენით დაწერილი გულწრფელი, ხალისია-
ნი და შეულამაზებელი თხრობა მკითხველის შინაგან სმენაში პირ-
ველივე სტრიქონებიდანვე ძალაუნებურად აცოცხლებს ავტორს
- 17 -

− პაპა არაქელას, რომელიც დაუზარებლად, ახალგაზრდული შე-


მართებითა და კვიმატიანობით გვესაუბრება და ფანტასტიკურ თავ­
გადასავალს გვიამბობს, ბავშვობიდან 1921 წლამდე, როდესაც, მისი
ღრმა რწმენით, ახალი ცხოვრება უნდა დამდგარიყო და ადამიანთა
ტანჯვა-ვაება დაესრულებინა, რისთვის ბრძოლაშიც მან და მისმა
მრავალმა მეგობარმა ჯანი და სიცოცხლეც არ დაიშურეს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამაოდ − შეგირდები ოსტატებს განუდ-
გნენ.

ირაკლი ხვადაგიანი
I
შეგირდობის
და ოსტატობის
წლები

...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი (დგას მარცხნივ), 1870-იანი წლები.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 21 -

პაპაჩემის მამა ოქოსი სპარსეთიდან, სახელდობრ სალმასტიდან1


გამოჰქცევია ხანს და მუხრანში2 მოსულა. ეს იქნებოდა საქართვე-
ლოში რუსების შემოსვლის3 წინ. ხელობით იგი მეჭურჭლე ყოფი-
ლა. მუხრანბატონს მოუნდომებია იგი ყმად გაეხადა, მაგრამ პაპა-
ჩემის მამას უარი უთქვამს: მე ხელოსანი ვარ და მიწა არ მინდაო.
შემდეგ იგი ცოლ-შვილით გამოპარულა ტფილისში.4 გზაში მოუ-
რავი დასწევია: ბატონს ვერ გაექცევი, სად მიდიხარ, კოკაში ჩაგსვა-
მს5 და ისე დაგაბრუნებს უკანო. პაპაჩემის ძმა ყოჩაღი ვაჟკაცი იყო
თურმე, კარახანი თოფი6 ჰქონია (ამიტომ ჩვენს სოფელში კარახა-
ნაანთ გვეძახოდენ) და უარით გაუსტუმრებია მოურავი. დიდუბეში
ჭურჭლის ქარხანა გაუხსნიათ. ეს ქარხანა მე მინახავს. შემდეგ, რაკი
დარწმუნებულან, რომ ჭურჭლის გამოწვა და სოფელში წაღება
ძვირად ჯდებოდა, მცხეთაში გადასახლებულან.
მამაჩემის თქმით, მე 1865 წელს დავბადებულვარ. ჩვენი გვარეუ-
ლობა მთლად მეჭურჭლეები ყოფილა. მამაჩემიც მეჭურჭლე იყო.
მე ბავშვობისას ჭიჭილები7 დამქონდა სადგურზე გასასყიდად. მახსო-
ვს, ერთხელ ჩემს ჭიჭილებს ჟანდარმმა8 ფეხი ჰკრა, დამიმტვრია: არ
შეიძლება აქ ვაჭრობაო. გულში შურისძიება ჩამენერგა, გავიზრდე-
ბი და ამ ჟანდარმს მოვკლავ-მეთქი.
საერთოდ ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით. დედაჩემი პურს
აცხობდა, ხოლო მე და ჩემი ძმა ბაზარში ვყიდდით. მაშინ ჯერ კი-

1 სალმასტი − იგულისხმება სალმასი, ქალაქი ირანის ჩრდილო-დასავლეთში,


თურქეთის საზღვართან.
2 მუხრანი − სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში,
მდებარეობს მდინარე ქსნის მაცხენა ნაპირზე. მცხეთიდან დაშორებულია 23
კილომეტრით.
3 იგულისხმება ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია რუსეთის იმპერიის მიერ 1801წელს.
4 ტფილისი − იგულისხმება თბილისი.
5 კოკაში ჩაგსვამს − სავარაუდოდ, ფიგურალური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს
შეუძლებელი საქმის გაკეთებას.
6 კარახანი თოფი − სავარაუდოდ, კაჟიანი თოფი.
7 ჭინჭილა − თიხისგან დამზადებული ღვინის სასმისი.
8 ჟანდარმი − ჟანდარმერიის, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი.
- 22 -

დევ რკინიგზა არ იყო. ჯარი მოდიოდა განსაკუთრებით საქართვე-


ლოს სამხედრო გზით9 მცხეთაზე. ამიტომ ამ პურის გაყიდვით თი-
თო-ოროლა რუსული შევისწავლე. პატარაობიდან ძალიან ცნო-
ბისმოყვარე ვიყავი. დედაჩემს ვეკითხებოდი: ჩვენ, სომხებს მეფე
გვყავს თუ არა-მეთქი. არა, შვილო ქათალიკოსი გვყავსო. არ ვიცი,
რად მაინტერესებდა ეს მეფე. საშინელი ცელქი ვიყავი, მოჩხუბა-
რი, დედაჩემს მოსვენება არ ჰქონდა მომჩივნებისაგან. მიყვარდა
თევზაობა, უმეტეს წილად ან ბაზარში ვიყავი, ან წყალზე. ჩვენ სა-
ხლთან პატარა ორღობე იყო, რომელიც ბაზრისკენ მიმავალ გზას
ამოკლებდა. იქ ჩავსაფრდებოდი და არ ვუშვებდი დუქნის ბიჭებს:
თუ დუქნიდან მოდიოდნენ, კამფეტი10 რამე უნდა მოეცათ ჩემთვის,
თუ სახლიდან − თბილი პური. ისე არ გავუშვებდი, საბაჟო გავმართე
რაღა. ჩვენ პირდაპირ გედევანიშვილები11 ცხოვრობდნენ. ისინი კა-
დეტთა კორპუსში12 სწავლობდნენ. როდესაც სოფელში მოდიოდ-
ნენ, ხშირად ვჩხუბობდით. რადგან ისინი ორნი იყვნენ, იერიში მოჰ-
ქონდათ, მე კი შურდულით13 ქვას დავუშენდი და თავიანთ ეზოში
შევრეკავდი. იმათი დედა კნეინა14 თიკო გამოვიდოდა და იძახოდა:
მოდით შვილებო, მაგ მუჟიკთან15 რა გინდათ, თქვენ კეთილშო-
ბილნი ხართო. მე არ მესმოდა, რას ნიშნავს მუჟიკი, ან კეთილშობი-
ლი, მაგრამ ვხედავდი მლანძღავდნენ და მეც ვუპასუხებდი: მუჟიკი
თქვენ ხართ, კეთილშობილი მე ვარ-მეთქი.
დედაკაცები საზოგადოდ მეჯავრებოდნენ. იყო შემთხვევა, რო-
დესაც დედაჩემი და ჩემი დები ხატში16 მიდიოდნენ სალოცავად; მათ
როდი გავყვებოდი, მამაჩემს შემოვუჯდებოდი ცხენზე და ისე მი-

9 სტრატეგიული საკომუნიკაციო დანიშნულების მაგისტრალური გზა თბილისიდან


კავკავამდე (თანამედროვე ვლადიკავკაზი),, რომელიც მოეწყო ქართლ-კახეთის
სამეფოს ანექსიის შემდეგ არმიისა და სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის
რუსეთის იმპერიიდან კავკასიაში.
10 კამფეტი − იგულისხმება კანფეტი.
11 ძმები − ალექსანდრე, ნიკოლოზ და იოსებ (სოსო) გედევანიშვილები;
12 კადეტთა კორპუსი − სამხედრო საშუალო სასწავლებელი რუსეთის იმპერიაში,
რომელშიც თავად-აზნაურთა შვილებს ამზადებდნენ ოფიცრებად.
13 შურდული − ქვის სასროლი იარაღი.
14 კნეინა − თავადის ცოლი.
15 მუჟიკი (რუს.) − გლეხი, ტეტია, ხეპრე.
16 ხატი − სამლოცველო, სალოცავი, ეკლესია.
- 23 -

ვდიოდი. ბაზარში ფინაჩი17 თათარი18 იყო ერთი, მეჯღანე19, ძალიან


დავუმეგობრდი. მოვუგროვებდი სოფელში ჯღანებს დასაკერავად,
იგი დააკერებდა და მე პატრონებს წავუღებდი. მომქონდა მისთვის
რძე, კვერცხი. თათარი ტკბილ ფლავს მაჭმევდა. ერთხელ დედაჩე-
მს ვუთხარი: თათარმა ტკბილი ფლავი მაჭამა-მეთქი. დედაჩემმა გაი-
კვირვა − შვილო თათრის კერძი როგორ სჭამეო. ახლა ჩემის მხრით
მეც გამიკვირდა: რას ნიშნავს თათრის კერძი, რატომ არ უნდა ვჭა-
მო? ძალიან დავმეგობრდით. ვინიცობაა სახლიდან წასვლა დამი-
გვიანდებოდა, ხოლო მას ჯღანები უკვე დაკერებული ჰქონდა, ჩა-
მოვიდოდა, დაიწყებდა ყვირილს − იარაქილ! მამაჩემი გაიცინებდა:
აი შენი მეგობარი მოდისო. მაშინვე გავიქცეოდი ხოლმე.
ჩვენს სოფელში ყაზახები20 იდგნენ. მაშინ რუსეთ-ოსმალეთის
ომი21 იწყებოდა. გავიცანი ერთი ფედრა ყაზახი, ქუდიც კი მაჩუქა
ერთხელ; ცხენებს გამატანდა, ბორშჩს მაჭმევდა. მე ამით ძალიან
ვამაყობდი, რადგან სხვა ბავშვებს ეშინოდათ და ვერ ეკარებოდნენ
მათ. მე ვუყვარდი ყახაზებს. „იზ ნევო ხაროში კაზაკ ვიიდეტო“22 −
ამბობდა ფედრა ყაზახი. ცხენებს რომ ჩამოატარებდნენ, არაკელ-
კაო დამიძახებდნენ. [მამაჩემი გაიცინებდა, აი შენი მეგობრები მო-
დიანო.23 ყაზახები იდგნენ მცხეთაში, ურმებს აგროვებდნენ ბეგრი-
სათვის24.
ერთხელ ახალწლის საღამოს მამაჩემმა გვითხრა მე და ჩემს ძმას:
„გარეთ ნუ დადიხართ, ცოფიანი ძაღლი დარბის, შედით, შეშა დას-
ჭერითო“. მჭრელი ცული გვქონდა და ორივე სიხარულით გავქა-
ნდით. ჩემმა ძმამ მომასწრო. ვეძგერე, ვერ წავართვი ცული. ავდექი
და შეშაზე ხელი დავდევი. აიღე, თუ არა − დაგკრავო − მითხრა ორ-

17 ფინაჩი − ხელოსანი, ფეხსაცმლის დამკერებელი.


18 თათარი − კრებითი ტერმინი, რომლითაც მოიხსენიებდნენ თურქულენოვან
მუსლიმებს კავკასიაში.
19 მეჯღანე − ფეხსაცმლის შემკეთებელი.
20 ყაზახი − იგულისხმება კაზაკი, ჩრდილოკავკასიელი თავისუფალი სამხედრო
მოსამსახურე.
21 რუსეთ-ოსმალეთის ომი − იგულისხმება 1877-1878 წლების ომი, რუსეთის იმპერიასა
და ოსმალეთის იმპერიას შორის.
22 „იზ ნევო ხაროში კაზაკ ვიიდეტო“ (რუს.) − მისგან კარგი კაზაკი დადგებაო.
23 აქ და ქვემოთ − ორიგინალში ტექსტი წაშლილია.
24 ბეგარა − გადასახადის სახესხვაობა ბატონყმობის დროს.
- 24 -

ჯერ ძმამ. მე ხელი არ ავიღე. დაჰკრა ცული და ორი თითი წამაჭრა.


წავედი კუთხეში. ვუყურებ − სისხლი მდის, მაგრამ ცრემლი არ წა-
მომსვლია. დედაჩემი ტირის, იგლეჯს თმას. მე კი ვეუბნები: დედა-
ჩემო, თითი მე წამაჭრეს და არ ვტირი, შენ რა გატირებს? [შვიდი
წლის არ ვიყავი მაშინ.] მაშინ პატარა ვიყავი, როგორც მახსოვს,
ვიცინოდი კიდეც. სწორედ ამ დროს იქ ერთი დიაკვანი იდგა, ანაფო-
რაზე ცეცხლი წაჰკიდებოდა. როდესაც დიაკვანი მოტრიალდა, შე-
ვამჩნიე − მის ანაფორას ცეცხლი მოსდებოდა და გამეცინა. სისხლი
კი მომდიოდა და შეიძლება სისხლისგან დავცლილიყავი, თუ ისევ
კნეინა თიკო არ მოსულიყო. შემოსვლისთანავე დაიძახა: თქვენ
მხეცებო თქვენა, ბავშვი სისხლისაგან იცლება, რას უყურებთ, ჩქა-
რა აბლაბუდაო! მესამე დღიდან, როცა ჩირქი ჩადგა, ძალიან დავი-
ტანჯე. სოფელში ერთი თაგაურიანთ მაია იყო, სოფლელებს სწა-
მლობდა. მიწამლა და მომარჩინა. ერთი თითი კიდეც შეჰკერა. ის
წამალი ტფილისშიაც ჩამომატანინეს ექიმებმა.
შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ბერიანთ მონაზონთან მიმაბა-
რეს წერა-კითხვის სასწავლად. წერა-კითხვას ხარის ბეჭებზე გვა-
სწავლიდნენ. კალმად გვქონდა ბატის ფრთა. მელნად ქვაბის მურს
ვიღებდით, ძმარს დავასხამდით და ქვით ვხეხდით. ასეთ სითხეში
აწეწილ ყაჭს25 ჩავდებდით, რომ შეეშრო და ამით ვწერდით. დილი-
დან საღამომდე გვასწავლიდა. თუ ვინმე იჩივლებდა − იცელქესო,
ქვა ისროლესო, თითებს ნემსით გვიჩხვლეტდა. პირს გვიზომავდა
− ბევრი გილაპარაკნიათო.. საზომებიც ჰქონდა. არა, არ გვილაპა-
რაკნია-თქო, ვეუბნებოდით. როგორ არა, ჩიტმა ამბავი მომიტა-
ნაო. „ჰაა, ჩიტმა გითხრათ, ძალიან კარგი: აბა დაუშინეთ ჩიტებს!“
და ვესროდით პატარა ჩიტებს ქვას, ერთ ჩიტსაც არ გავუშვებდით.
შემდეგ გადამიყვანეს „უმაღლეს სასწავლებელში“ − მიმაბარეს იქვე
მთავარს პავლე ახალშენაშვილს. იგი ცემით მეტსა გვცემდა, ვიდრე
გვასწავლიდა. ჩვენი სწავლისათვის უფრო დედა იყო მონდომებუ-
ლი. მამა სწავლაზე არ ფიქრობდა. გაურიგდნენ, სამ კოდ26 პურად
უნდა ესწავლებინა ქართული და რუსული. მე რუსული არ მოვი-

25 ყაჭი − აბრეშუმის ამოხვევის დროს მეორეხარისხოვანი, ნარჩენი პარკიდან


ამოხვეული ძაფი. .
26 კოდი − ხორბლის საწყაო.
- 25 -

ნდომე, ჩემი ძმა კი სწვალობდა. გარდა ამისა, ვალდებული ვიყავით


თითო შეშა მიგვეთრია მის ეზოში. ხან წყალს გვაზიდვინებდა, ხან
მაყვალს გვაკრეფინებდა. თუ ცუდად დავწერდით, ლინეიკას27 გვირ-
ტყამდა ხელისგულზე, ხოლო როცა ხელისგული შეეჩვია, ხელის
ზურგზე. ბოლოს როცა ხელის ზურგიც უგრძნობი გახდა, თითებს
მოგვაკაკვინებდა და ხელის თითის თავებზე გვირტყამდა. შემდეგ
მოსდევდა კენჭებზე დაჩოქება და სხვა. თუ თვითონ არ იყო ცემის
გუნებაზე, მოწაფეს ეტყოდა, ადი, სილა გაარტყი ამასო. თუ მოწა-
ფე ნელა გაარტყამდა: „აა, შენ შეიბრალე? აბა ეხლა შენ გაარტყი!“
ეტყოდა დამნაშავეს, და ისეთი კრივი გაიმართებოდა, რომ თვი-
თონვე უნდა გაეშველებინა, შემდეგ თმას ჰგლეჯდა ხოლმე. ერთ
მოწაფეს, გოლა გარსევანიშვილს, ხუჭუჭა თმები ჰქონდა, წიწმატი-
ვით ამოაგლიჯა და იქვე დაყარა. როცა წამოვიზარდეთ, ხშირად
ვამბობდით, ნეტა პავლე შეგვხვდეს, მოვკლათო. მართლაც მოვკ-
ლავდით. მაგრამ სადღაც მღვდლად ეკურთხა და ვერ ვხედავდით.
როცა მთავარდიაკვნის კურსი დავასრულე, მცხეთაში მეწვრიმალე
დედაკაცთან მიმამაგრეს, შემდეგ ამირხანა მიკიტანთან28. მისი შვი-
ლები ცოცხალი არიან ახლაც.

ჩვენ, როგორც ვთქვი, ღარიბად ვცხოვრობდით, ჩემი დეიდა-


შვილები კი მდიდრები იყვენენ. ისინი სალოცავად მცხეთაში ჩა-
მოდიოდნენ, დედულთ სალოცავში − ლაზროვები არიან გვარად.
ერთხელ კალუბნობას29 გაემგზავრნენ, მაგრამ დედაჩემი არ გაჰყვა
მათ. მაშინ არ ვიცოდი რად არ გაჰყვა, მერმე მივხვდი. არაფერი ჰქო-
ნდა წასაღები და ისე ეთაკილა. მე კი ძალიან მინდოდა წასვლა. მცხე-
თიდან სულ სამი ვერსტის30 სავალი იყო. წაიყვანეს ჩემი უფროსი
და და წავიდნენ. მე ავაგულიანე ჩემი ბიძაშვილი სონკა: წამოდი,
ჩვენც წავიდეთ-მეთქი. დაღამდა. წავედით. შვიდ-შვიდი წლისანი თუ
ვიქნებოდით. მთის ძირში გზა ორად იყოფოდა. მე ამოვიჩემე, აქეთ

27 ლინეიკა (რუს.) − სახაზავი.


28 მიკიტანი − სამიკიტნოს პატრონი და დახლიდარი.
29 კალოუბანი − წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მცხეთის ჩრდილოეთით,
შიომღვიმის სიახლოვეს, XII საუკუნის ძეგლი.
30 ვერსტი − რუსული სიგრძის საზომი ერთეული − 1,06 კმ.
- 26 -

არის-მეთქი, იგი იძახოდა − იქით არისო. მე წავედი ერთი გზით, ის მე-


ორე გზას დაადგა. მე მივაგენი ჩემს ნათესავებს. მივედი მათთან. სო-
ნკა დაბნეულიყო და ეტირნა. ღამის მეხრეებს31 ეპოვნათ და მოიყვა-
ნეს. დედაჩემი [ჯიგრიანი ქალი იყო] თურმე თმებს იგლეჯს, სტირის,
სად არიან, სად დაიკარგნენ ბავშვებიო. ვნახოთ, მამაჩემი ცხენით
მოვიდა ჩემს საძებრად. დაბრძანდიო, მიიწვიეს. − არა, არ შემიძლია,
მაია თავს იკლავსო. მეორე დღეს დედაჩემი თან მკოცნიდა და თან
სიყვარულით მირტყამდა ხოლმე. მამაჩემს თავის დღეში არ გაულა-
ხავარ, პირიქით, ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, ცქვიტი ვიყავი და
მას ვგავდი. დედამ ერთხელ მცემა: მამის სული შევაგინე, − როგორ
აგინებ, პალკავოი მიკიტანი32 იყოვო.

ეკატერინე ბებია მყავდა, ძაან კარგი ადამიანი იყო, გვანებივრებდა.

როგორც ვთქვი, მე ძალიან ცელქი ვიყავი. მიყვარდა ფანჯრის


შუშების, კოკების მტვრევა. მეტადრე თუ რომელიმე დედაკაცი
გამაჯავრებდა, ჩავუსაფრდებოდი წყალზე, გავუტეხდი კოკას, და
ზურგზე წყალი რომ გადაესხმებოდა, გამეხარდებოდა. შემდეგ ვი-
ცოდი, რომ მომჩივნები მოვიდოდნენ სახლში და მთელი დღით გა-
ვიქცეოდი. ღამით ბებიაჩემთან შევიპარებოდი, ის[დამჭკნარ ძუძუს
მომცემდა] მომიალერსებდა: არ წახვიდე იქით, გაგიწყრებიანო.
მომჩივანი, რასაკვირველია, ხშირად მოსულა, მაგრამ თურმე საწყა-
ლი ბებიაჩემი იხდიდა ბეგარას: ჭურჭლის ქარხანა ჰქონდა მასაც და
გატეხილ კოკას უზღავდა33. ერთხელ მამაჩემი ქალაქში მიდიოდა.
მითხრეს: სთხოვე, მამას ქალაქში წაგიყვანოს, შაქრის პურებს გაჭმე-
ვენო. ქალაქში მამიდა მყავდა, ტერტერას34 ცოლი. მცხეთაში რომ
ჩამოვიდოდა, ტკბილი ნამცხვარი მოჰქონდა. მე მეგონა, ქალაქელე-
ბი სულ ასეთ ნამცხვარს სჭამდნენ. შევეხვეწე მამაჩემს, წამიყვანე
მეთქი: „იქაც რომ იჩხუბო, პოლიციაში წაგიყვანენო“ − მიპასუხა
მან. არ ვიცოდი, პოლიცია რა იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც

31 მეხრე − ხარ-ურმის გამრეკი.


32 „პალკავოი მიკიტანი“ (რუს.) − პოლკის დუქნის, ტავერნის მეპატრონე.
33 უზღავდა − სანაცვლოდ უხდიდა.
34 ტერტერა − სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელი.
- 27 -

ცუდი კი უნდა ყოფილიყო. შევპირდი, არ ვიჩხუბებ-მეთქი. მერე მივ-


ხვდი, რომ ჩემი მოტყუება უნდოდათ. დედაჩემი ორსულად იყო და
ეთქვა: მანამ მოვილოგინებ, მომაცილე, თორემ მომჩივნები მოსვე-
ნებას არ მომცემენო. ასე გამომისტუმრეს. ეს იყო 1875 წელს, რკი-
ნიგზა უკვე გაყვანილი იყო. სადგურზე მივედით. მამაჩემმა მითხრა:
მოიკუნტე, პატარა ბილეთს მოგცემენო. მეც მოვიკუნტე, კაცმა ორ-
შაურიანი35 ბილეთი მოგვცა. ამგვარად მოლარე მოვატყუე, მაგრამ
ვაგონში რომ შევედი ობერკონდუქტორმა36 დამინახა: ეს დიდი ბიჭი
არის, კიდევ ორი შაურია საჭიროო. გადავიხადეთ კიდევ ორი შა-
ური. ჩამომიყვანეს ქალაქში, მამიდაჩემთან, ტერტერას ცოლთან.
ერთი კვირის შემდეგ სიზმარი ვნახე, თითქო დედაჩემი მომკვდარი-
ყო. ამიტყდა ტირილი. დამინახა მამიდაჩემმა − რა მოგივიდაო. მე
ვუამბე ჩემი სიზმარი. დამიწყო დამშვიდება, სიზმარი არაფერს არ
ნიშნავსო. მაგრამ იმავე დღეს რუსის ბავშვებისაგან გავიგე, რომ დე-
დაჩემი მართლა მომკვდარიყო. ცოტა რუსული მესმოდა, გავიგე,
როგორ უთხრა ერთმა ბიჭმა მეორეს: ამ ბიჭს დედა მოუკვდა და
თითონ კი არ იცისო. ერთი კვირის შემდეგ წამიყვანეს: დედაჩემი
უკვე დაესაფლავებინათ. ჩემი დები პატარები იყვნენ, ერთი ორი-
სა და ერთიც ოთხი წლისა. ვეკითხები ოთხი წლისას: დედა სად
არის-მეთქი. − დედა აპალაშიაო37 − უხაროდა კიდეც. მე და ჩემმა ძმამ
ავიღეთ ორივე ხელში ქვები − შევედით მამასთან, დედინაცვალი არ
მოგვიყვანო, თორემ ძუძუებს დავაჭრი-თქო. პატარა ხანჯლებიც
გვქონდა. შეასრულა ჩვენი თხოვნა და ქალი არ მოუყვანია, თუმცა
ახალგაზრდა იყო, 35 წლისა იქნებოდა.
ამის შემდეგ ცოტა ხანს ვიყავი სოფელში. ისევ წამომიყვანეს
ქალაქში. მიმაბარეს მაღაზიაში ერთ რუსთან, გვარად ივანოვთან.
მაღაზიაში ჰქონდა ჩაი, შაქარი, ყავა, ნამცხვარი, ფეხსაცმელიც. თი-
თონ ივანოვი გზატკეცილების სამმართველოში მსახურობდა. მა-
ღაზიას კი მისი საყვარელი ქალი ლუბა უვლიდა. ლუბა რუსი იყო.
როდესაც მომიყვანეს, მე რუსული კარგად არ მესმოდა. ჩემმა ძმამ

35 შაური − ხუთი კაპიკი.


36 ობერკონდუქტორი − მატარებლის მთავარი კონდუქტორი.
37 აპალაშიაო (რუს.) − Опала − შუა საუკუნეების რუსული ტერმინი, რაც აღნიშნავდა
მონარქის განრისხების გამო ადამიანის განრიდებას, გადასახლებას.
- 28 -

გადამითარგმნა: ღამით მამიდასთან უნდა დაიძინო, ხოლო დილით


8 საათზე აქ უნდა იყო მაღაზიაშიო. სიყოჩაღე მინდოდა გამომეჩინა
და ვთქვი: რვაზედ კი არა, თუ გინდათ ათ საათზე ვიქნები-მეთქი. ჩემ
ძმას გაეცინა, რუსმა ჰკითხა: რა სთქვაო, როდესაც გაიგო, მანაც
გაიცინა და სთქვა: არა რვა საათზე მოდიო.
ჩემი საქმე იყო მაღაზიის დაგვა, სამოვრის38 დადგმა, სადილის მი-
ტანა, ჭურჭლის დარეცხვა. იმ ქალთან დადიოდნენ ენფინჯიანცის
და სვიატოპოლკმირსკის (შემდეგ რომ მინისტრი იყო) შვილები.
ისინი მაშინ რეალისტები39 იყვნენ. მოდიოდნენ და ეარშიყებოდნენ
ამ ქალს. მე მათ წინადაც ვიცნობდი. მცხეთაში ჩვენს სახლში ნი-
კოლოზ პირველის40 ნასალდათარი41 ცხოვრობდა, გვარად ვიცენტი,
მასთან დადიოდნენ სანადიროდ. სადგურზე დავხვდებოდი, ძაღლე-
ბს ვაჭმევდი. ერთხელ მითხრეს, რა მოგიტანოთ ქალაქიდანო. დანა
და ქამარი-მეთქი. მაღაზიაში რომ მნახეს: „აა, ნაშ არაკელკა!“42 − იც-
ნობთო? − ჰკითხა დიასახლისმა. − როგორ არა, ჩვენი მცხეთელი
მასპინძლის შვილი არისო. შემდეგ მომცემდნენ ნამცხვარს: წადი,
უყურე, ფაიტონებს43 როგორ არბენინებენო. ისინი ალბათ ქალს
ეარშიყებოდნენ. შემდეგ მოვიდოდა ივანოვი და დაიწყებოდა ჩემი
ტანჯვა. კაცი მეკითხებოდა: მოვიდა თუ არა ვინმე, გაგგზავნეს თუ
არა სადმე, მარტო დარჩა თუ არა ქალი? ქალი მის უკან დადგე-
ბოდა და ტუჩზე თითებს იდებდა, არაფერი უთხრაო. მეცოდებოდა
ქალი და ვეუბნებოდი: არა, არავინ მოსულა, მაღაზიაში ვიყავი-მე-
თქი. მომწყინდა ეს. მამაჩემი რომ ჩამოვიდა, ვუთხარი, წამიყვანე
სოფელში-მეთქი. წამოდი, შვილო, მიპასუხა. ეს უკვე 1877 წელს
იყო, ომია, ჯარი მოდის საომრად. ჩვენ ანანურში44 მდიდარი ნათე-
სავები გვყავდა, გვესტუმრნენ. მამამ უთხრა, წაიყვანეთ ეს ბიჭიო.

38 სამოვარი − ჩაის მოსამზადებელი ჭურჭელი.


39 რეალისტები − ტფილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეები.
40 ნიკოლოზ პირველი − ნიკოლოზ I რომანოვი, რუსეთის კონსერვატორი და მკაცრი
ავტოკრატი იმპერატორი, რომელიც რუსეთის იმპერიას 1825-1855 წლებში მართავდა,
მისი მეფობისას რუსული ეთნიკური ნაციონალიზმი ოფიციალური პოლიტიკის
ნაწილი გახდა (ვ.გ.).
41 ნასალდათარი − ყოფილი ჯარისკაცი.
42 „აა, ნაშ არაკელკა!“ (რუს.) − აი, ჩვენი არაქელა.
43 ფაიტონი − ფაეტონი, გადასახსნელსახურავიანი მსუბუქი ეტლი.
44 ანანური − სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.
- 29 -

წამიყვანეს ანანურში, მიკიტნის დუქანში დამაყენეს ჩემს დეიდაშვი-


ლებთან. დუქანი დღედაღამე ვაჭრობდა, რადგან დიდი მოძრაობა
იყო, მოდიოდა ჯარი, მოჰყავდათ ოსმალეთიდან ტყვეები. იქ ერთი
მოხუცებული „ხარჩევნიკი“45 იყო; სახელად გიგოლა. იგი დილით
მთელი დუქნის ბიჭებს არაგვზე წაიყვანდა, ყინულს ჩასტეხდა და
პირს იქ აბანინებდა. მაგარი ბიჭები გამოხვალთო. მეც წავბაძე მათ.
ისინი თურმე არაყით იყვნენ გახეთქილნი, მე კი მათთან ყინულით
პირს ვიბანდი. ჩემს ჯეელობაში46, რომ არ დამძინებოდა, თვალებზე
მარილს წავისვამდიო − ამბობდა გიგოლა. იქ ჩემს გარდა ყველანი
დიდი ვაჟკაცები იყვნენ, მაგრამ მე არ მინდოდა სხვებს ჩამოვრჩე-
ნილიყავი, ყველაფერში ვბაძავდი უფროსებს. ჩემი დეიდაშვილები
კიდეც ამბობდნენ, ნეტავ მალე გაიზარდოს, დახლში ჩავაყენებთო.
ძალიან ცქვიტი ვიყავი. ყველაფერ საქმეში ვერეოდი, მაგრამ ძილი
მაინც მეკიდებოდა. და რომ არ დამეძინა, ავიღე და მარილი წავისვი;
დავუჯერე გიგოლას. ამეწვა თვალები, წამომივიდა ცრემლები. და-
მინახა ჩემმა დეიდაშვილმა. ის უკვე მოხუცებული კაცი იყო (შვიდი
და ჰყავდა დედაჩემს. ეს უფროსი დის შვილი იყო, ხოლო უმცრო-
სისა − მე). მას ეგონა, ვტიროდი: დედაჩემი რომ მომაგონდებოდა,
ვტიროდი ხოლმე. რაკი გაიგო, რაში იყო საქმე, წყლიან კასრში მიყო
თავი. დახლიდარს47 უთხრა: პური აჭამეო. დაიძინე, რას აჰყოლიხა-
რო, მითხრა მე. შემდეგ ავად გავხდი ტიფით48 და იქ, დუქნის ოთახში
თხის ტყავებზე ვეგდე ავადმყოფი, გაუხდელი, მოუვლელი. დედის
ძმა მყავდა ერთი, მეეტლე, ბუზა იაგორა. ჯიგრიანი კაცი იყო. გალა-
ნძღა ჩემი გულისათვის ჩემი დეიდაშვილები. აკიდებული წამიღო
მეორე დეიდასთან, ეფემიასთან. იქაც ვიწექი, არ ვიცი კი, რამდენ
ხანს. მოიყვანეს სამხედრო ექიმი. რუსული უკვე ვიცოდი და გავი-
გე, რომ ექიმმა სთქვა − პომრიოტ მალჩიკ!49 არ ვიცი, რამდენი ხანი
გავიდა. ერთხელ ტირილი დავიწყე. რად სტირიო, მკითხეს. მამაჩემი

45 ხარჩევნიკი (რუს.) − ტრაქტირში, დუქანში მომუშავე პირი.


46 ჯეელი − ჭაბუკი, ახალგაზრდა.
47 დახლიდარი − დახლის მოსამსახურე დუქანში.
48 ტიფი − ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადება, გამომწვევია ბაქტერია
რიკეცია. ადამიანს გადაეცემა მწერის, რწყილის, ტილის და ტკიპის კბენის შედეგად
(ვ.გ.).
49 „პომრიოტ მალჩიკ“ (რუს.) − მოკვდება ეს ბიჭი.
- 30 -

მოსულა-მეთქი. − მამაშენი თორმეტი დღეა არის აქ და ეხლა დაინა-


ხეო. როდესაც მოვრჩი, ერთი კვირის შემდეგ მამაჩემმა ლინეიკა-
ზე50 დამაწვინა და ანანურიდან წამიყვანა. ჩავედით დუშეთს. დუქა-
ნთან მედროგემ და მამაჩემმა გააჩერეს დროგი51 და შევიდნენ ღვი-
ნის სასმელად. ცხენები დაფრთხნენ და მომიტაცეს. გამოვარდნენ
მამაჩემი და მედროგე, მაგრამ გვიან იყო. სამი ცხენი ება დროგს.
წინ გადაეღობნენ სხვები და ცხენები გააჩერეს. მამაჩემი მედროგეს
აგინებდა, ჩაგწყდეს მუცელიო, მედროგე კი მამაჩემს. ჩამომიყვანეს
მცხეთაში. მაწვნის დოში52 ჩამაწვინეს, ბალახებით მიწამლეს, მაგრამ
ერთ თვეს მაინც ყავარჯენით დავდიოდი. ბაზარში ჩვეულებრივად
წავეჩხუბე ბიჭებს. მაგრამ ერთმა ბიჭმა ხელის კვრით წამაქცია. ბრა-
ზი მომივიდა: როგორ მაჯობა, წინათ, მე ვერეოდი და ეხლა კი იმან
დამცა − მეთქი.
ცოტათი რომ მოვკეთდი, ბაზაზს53 გამატანეს დუშეთში: წაიყვა-
ნეთ, კარგი ბიჭი გამოიყვანეთო, უთხრა მამაჩემმა. დამსვეს „აბრატ-
ნი“54 დროგზე. დუშეთამდი კიდე ვერსნახევარი მანძილი იყო, რომ
ჩამომსვეს, ამკიდეს ორი ნაბადი, ორი ხურჯინი, ისე რომ წელში
ვიზნიქებოდი. მივედი დუშეთში. ცხენით ფარჩა55 დამქონდა სოფე-
ლ-სოფელ. ერთ ცხენზე ხაზეინი56 იჯდა, მეორეზე მე. ორი შეგირდი
ვიყავით. ხაზეინები შიმშილით გვკლავდნენ. ხაზეინები რომ პურის
საჭმელად დასხდებოდნენ, მწვადებს მოგვცემდნენ შესაწვავად.
მწვადებს თუ ზედმეტი ნაჭერი ჩამოეკიდებოდა, ის იყო ჩვენი საჭმე-
ლი. თუ ფხიზელი ადგებოდნენ, ორ კაპეიკს57 მოგვცემდნენ: წადით
ბაკლა58 იყიდეთო. ჩვენ სუფრას ვათვალიერებდით. თუ ცოტა რამ
დარჩებოდა, ყველი, პური, იმასა ვსჭამდით, ორ კაპეიკს გავიყოფ-
დით. ამგვარად შევაგროვე ექვსი კაპეიკი. როცა მთვრალი იყვნენ,
ესეც ავიწყდებოდათ. წავიყვანდით შინ მთვრალებს. დილას შინ

50 ლინეიკა (რუს.) − ძვ. ეტლი.


51 დროგი − ფორანი, ცხენშებმული საბარგო საზიდარი ურემი.
52 მაწვნის დო − გათქვეფილი მაწონი.
53 ბაზაზი − ფართლეულით, ქსოვილებით მოვაჭრე.
54 „აბრატნი“ (რუს.) − უკანა.
55 ფარჩა − ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.
56 ხაზეინი (რუს.) − პატრონი.
57 კაპეიკი − კაპიკი.
58 ბაკლა − ლობიოს მსგავსი მცენარე, მსხვილი ცერცვი.
- 31 -

გვაგზავნიდნენ − წადით, ჩაი დალიეთო. თურმე წყალი არის მოსატა-


ნი, სამ-ოთხ კოკა წყალს რომ მოვიტანდით, შემდეგ მოგვცემდნენ
ერთ ჭიქა ჩაის და პატარა პურს. წყლის ზიდვა მეთაკილა. სახლში
არ მიმიტანია წყალი. კიდევაც მიკვირდა, როგორი ხაზეინები არი-
ან, სხვის სახლში ცხოვრობენ მდგმურებად-მეთქი. ჩვენ ორსართუ-
ლიანი სახლი გვქონდა მცხეთაში. გადავწყვიტე გამოქცევა. მაგრამ
იქიდან ორი სადგური იყო მცხეთამდე, მე კი მხოლოდ ექვსი კაპეიკი
მქონდა. ავიღე ეს ექვსი კაპეიკი და ვიყიდე კაკალი. შემდეგ კაკალს
ვყიდდი სალდათებზე ათ ცალს თითო კაპეიკად. ერთი კუზიანი მეწვ-
რილმანე იყო: წვრილებს აგირჩევ, მეტს აიწონისო. მეც მიხაროდა,
რადგან ცალობით ვყიდდი. ერთ დღეს ეს ექვსი კაპეიკი ვაქციე 38
კაპეიკად. ახლა უკვე არ მინდა უმიზეზოდ წამოვიდე. მინდა ვეჩხუბო
ხაზეინის ცოლს. მივედი: წყალი მოიტანეო, მითხრა, მივიტანე ერთი
კოკა. − აბა, პური მაჭამე-მეთქი. კიდევ მოიტანე წყალიო. „აა − მე უკვე
შარზედ ვარ − არ მოვიტან, მე შინ არ მომაქვს წყალი, რა ხაზეინები
ხართ, თქვენ-მდგმურებად დგეხართ, ჩვენ თვითონ ორსართულიანი
სახლი გვაქვს“. ავიღე და კოკა დავანარცხე. „მოხვალ შე მამაძაღლო
კიდევ“, ცოტა ხნის შემდეგ დამიძახა. რასაკვირველია, არ მივედი. იმ
დღეს ვირბინე. დილით წავედი, სადაც ფურგუნები59 იკრიბებოდნენ.
ვნახე იქ დუქნის ერთი ბიჭი, რომელმაც მითხრა: მე აქ დუქანში მო-
ჯამაგირედ ვარ, ექვს თუმანს ვიღებო. ჩემი საქმე არის წყლის მო-
ტანა, ეზოს დაგვაო. მომეწონა ეს. ავუწიე უშატი60. მოვერიე. წავედი
ხაზეინთან: მოჯამაგირე გინდათ? − რა მოგცეო. − რასაც ამას აძლე-
ვ-მეთქი. − ეს დიდია, შენ ორ თუმანს მოგცემო. არ მეამა ეს. გარდა
ამისა, მე გადაწყვეტილი მქონდა, შინ გავქცეულიყავი. გავურიგდი
მეფურგუნეს სამ აბაზად61. ჯიბეში კი მარტო 38 კაპეიკი მაქვს. მაგრამ
ვფიქრობ, მცხეთაში მივალ, მცხეთა ჩემია: გავიპარები, − სად მიპო-
ვნის? ფურგუნში რუსის დედაკაცები იყვნენ, შემიბრალეს: „ბედნი
მალჩიკ!“62 ძალიან დაგლეჯილი ვიყავი, ხორცი მიჩნდა სულ. თავზე

59 ფურგონი − გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი.


60 უშატი − წყლის საზიდი კასრია (ა.ო.).
61 აბაზი − ოცი კაპიკი.
62 „ბედნი მალჩიკ“ (რუს.) − საწყალი ბიჭი.
- 32 -

ხაზეინის შლაპკა63 მეხურა. მაჭამეს ძეხვი, თეთრი პური. ჩამძინებია


კიდევაც, და შუაღამე იყო გადასული, როცა მცხეთაში მივედით. ჩა-
მოვედი, მივადექი უკან ფურგუნს, თითქოს შარდზე გასვლა მინდა.
მეფურგუნემ დამიძახა: ბიჭო, არ გაიპაროვო. არა მეთქი-ვუთხარი. მე
ცხენებს გამოუშვებო, სთქვა მან. ამ დროს მოსიკა მიკიტანმა დამი-
ნახა: − არაქელა, საიდან მოდიხარ? ამის შემდეგ ვითაკილე გაქცევა.
წავედი შინ, რუსი წამყვა. ჩემს სახლთან რომ მივედით, ცრემლები
მომერია: მომაგონდა დედაჩემი. რუსმა დამინახა, რომ ვტირი და თი-
თონ დაუძახა მამაჩემს: „ტვოი სინ პრიეხალ“64, მე ვუთხარი მამას,
სამი აბაზი უნდა მისცე ამ კაცს მეთქი. ჩემი უფროსი და წამოვარდა
ლოგინიდან და მომეგება. მეორე დილას ცხენიანი კაცი ჩამოვიდა
დუშეთიდან: ბიჭი გამოიქცა, მანდ ხომ არ არისო. მამაჩემმა შეკრა
ჩემი დაგლეჯილი ტანთსაცმელი და ლანძღვა-გინებით გაატანა.
რამდენიმე ხანს დამასვენა; შემდეგ მითხრა, ტფილისში წავიდე-
თო. წამომიყვანა ტფილისში. მიმიყვანა ვაჭარ მისკინოვთან. იმათ-
თან ვასო ღარიბაშვილი65 იყო მაშინ შეგირდად (შემდეგ მუშა სო-
ციალ-დემოკრატი). მამაჩემმა უთხრა ვაჭარს: კარგი ბიჭი გამოიყვა-
ნეთო. მამაჩემი რომ წავიდა, ვაჭარმა მკითხა: რა გქვიაო. ახლაც არ
ვიცი რატომ მომინდა, მაგრამ სახელი დავმალე − ალექსი მქვიან-მე-
თქი. − ვუთხარი. „შვილო ალექსი, დუქნის წინ დადექი, როდესაც
მუშტარი66 მოვა, შემოიყვანე“, − მითხრა მან. ვდგავარ დუქნის წინ.
ხაზეინი ყვირის: ალექსი, ალექსი, ლამის გასკდეს, მე უკვე დამავი-
წყდა ჩემი მოგონილი სახელი, შემდეგ გამოვარდა − ყრუ ხომ არ
ხარო. ფაიტონის რახა-რუხში ვერ გავიგონე-მეთქი, − მოვახერხე პა-
სუხის მიცემა. წადი, სადილი მომიტანეო. მივედი სახლში; აქაც არ
ამცილდა სახლში მუშაობა. ხაზეინის ცოლმა: შვილო ალექსი, წყა-
ლი ამოიტანე, შეშა ამოიტანეო და სხვა.
ჩემი ახალი ხაზეინები ორნი ძმანი იყვნენ. დასხდებოდნენ და
მიირთმევდნენ სადილს. მე და ღარიბაშვილს ორ შაურს მოგვცე-

63 „შლაპკა“ (რუს.) − ქუდი.


64 „ტვოი სინ პრიეხალ“ (რუს.) − შენი ვაჟიშვილი მოვიდა.
65 ღარიბაშვილი ვასილ ივანეს ძე.
66 მუშტარი − მყიდველი, მომხმარებელი, დამკვეთი.
- 33 -

მდნენ, წადით, ტრაქტირიდან67 კერძი მოიტანეთო. არა უშავდა რა


ტრაქტირიდან მოტანილ კერძსაც, მაგრამ მაინც ხაზეინების სა-
დილზე გვრჩებოდა თვალი. ერთი კვირა გავიდა. ერთხელ შაბათს
ხაზეინის ცოლმა მითხრა: ხალიჩა დაბერტყე შვილო ალექსიო.
ავიღე ხალიჩა, დავბერტყე, მაგრამ ერთი ორი ჯოხი ხალიჩას დავა-
რტყი თუ არა, გარეთ გავვარდი და მოვკურცხლე. მივედი მამიდა-
ჩემთან. − რა ჰქენი, გამოექეციო? − მკითხა. მამაშენიც ეგეთი იყო
და არაფერი გამოვიდა მისგანო. თურმე მამაჩემი ბიძასთან ყოფილა
შეგირდად და ერთხელ თავისი ხაზეინის, ე.ი. ბიძის პირსახოცით შე-
ეწმინდა პირი. იმისი ბიძა მდიდარი კაცი ყოფილა. სწყენია,] როგორ
გაბედა ჩემი პირსახოცით პირის შეწმენდაო და სილა გაურტყამს.
მამაჩემს თურმე ხელი უტაცნია საკინძეში და წაუქცევია და შე-
მდეგ გაქცეულა.
მამიდაჩემის ეზოში ცხოვრობდა გერმანელი მეჩექმე ხრისტიან
კოხი. მაშინ ტფილისში ოთხი მეჩექმე იყო მხოლოდ. მივედი: შე-
გირდი გინდათ? − დაჯექი სკამზეო, − მიპასუხა. იცოდა, ხაზეინის
ძმისწული ვიყავი. გერმანელთან რვა შეგირდი ვიყავით. პარასკე-
ობით რაღაცნაირ კერძს გვაძლევდა. ღორის ქონში მოხრაკულსა
და წყალში გალესილ ფქვილს. სულ ღორების სალაფავს ჰგავდა.
[ერთმა შეგირდმა ილიკომ სთქვა: ჩვენი ხაზეინის ბავშვის ფრანცის
განავალს ჰგავსო.] ჩვენ მაშინვე დავყარეთ კოვზები. რუსმა შეგირ-
დებმა, გოროდჩენკომ და სხვებმა დაიწყეს ჭამა. ჩვენ გავუჯავრდით:
ნუ სჭამთ! იმათაც დაგვიჯერეს, მაგრამ დადგა საკითხი, ვინ უნდა წა-
იღოს კერძი უკან. თავი გამოვიდე: მე წავიღებ-მეთქი. მაგრამ ცოტა
ნაჭამი იყო და აკლდა კერძს. ავიღე და წყალი დავასხი. შევუტანე
კერძი დიასახლისს სამზარეულოში და წინ დავუდგი. ხმა არ გამცა.
არც ხაზეინს უთქვამს არაფერი. ხოლო მისმა ცოლმა მამიდაჩემს
უთხრა შემდეგ: „პინთი შენი ბიჩი, წინად ჩამდენ კერძს, ახლა არ
ჩამენ“. ამის შემდეგ ის კერძი ჩვენთვის აღარ მოუციათ.
ერთხელ, ზაფხულში საღამოს ბალღები გარეთ ვცელქობდით,
ვთამაშობდით. მოვიდა ვიღაც ბურჟუა68, თქვენი ბალღები არ გვა-

67 ტრაქტირი (გერ.) − სამიკიტნო, სასადილო.


68 ბურჟუა (ფრ.) − ბურჟუაზიული წრის ადამიანი, შეძლებული საშუალო ფენის
წარმომადგენელი.
- 34 -

სვენებენო − უთხრა ჩვენ ხაზეინს. დაგვიძახა ხაზეინმა, ჩაგვრეკა სა-


რდაფში, ჩადგა შპანდრით69. კისერში ჩაგვავლო ხელი თვითეულს
და შპანდრით მოგვცხო. სუყველა გაგვატარა ასე. ათიოდე ურტყა
ყველას. მაგრამ ყველაზე მეტი საწყალ ილიკოს მოხვდა, მასზე
ხელი ჰქონდა შეჩვეული. ისეთი ნაცემი იყო, რომ არაყი მოვიტა-
ნეთ და ზურგზე წავუსვით. მე გადავწყვიტე აქედან წავსულიყავი.
რადგან ჩვეულებად მქონდა, თუ მცემდნენ, იქ აღარ დავდგებოდი.
გადავწყვიტე გაქცევა (სხვათა შორის, დუშეთიდან რომ ხაზეინს გა-
ვექეცი, მანაც მათრახით მცემა და იმიტომ გადავწყვიტე გაქცევა.
ერთხელ, გვიან ღამით მოვიდა და გაჯავრდა: რატომ არ დამხვდი,
ცხენი რატომ არ ჩამომართვიო). ჩემთან ერთად წასვლა გადაწყვი-
ტეს სხვა ამხანაგებმაც, მაგრამ პირი შევკარით, ხაზეინისთვის გვე-
თქვა, მივდივარ-თქო და ისე წავსულიყავით. ჩვენთან ერთი ნუხე-
ლი70 ბიჭი მუშაობდა, ჩვენზე უფროსი. მან მითხრა: ბიჭო, ჯერ მე
გავიქცევი, შენთვის უფრო ადვილია გაქცევა, სახლის პატრონის
ძმისწული ხარო. კარგი-მეთქი, − დავთანხმდი. ერთხელ ადგა და ხა-
ზეინს უთხრა, შარვალი უნდა წავიღო გასაკეთებლადო − მერე წაი-
ღეო. − არა, ახლა უნდა წავიღოო და გაიქცა. ხაზეინმა გვითხრა, აბა
გამოედევნეთ, დაიჭირეთო. ჩვენ გამოვედევნეთ, შემოვიარეთ ერთი
ორი ქუჩა და ისევ დავბრუნდით. ვერ დავიჭირეთ-მეთქი, − ვუთხარი
ხაზეინს. თქვენც ისეთი მამაძაღლები ხართო − გვიპასუხა. შემდეგ მე
ავდექი, მშვიდობით-მეთქი, − ვუთხარი. − აი, შე მამაძაღლო, შენაო,
მეტი არაფერი მითხრა. იქვე, მეზობლად გერმანელი მეჩექმე იყო,
გვარად გრეცინგერი. იმის შეგირდებს და ჩვენ ჩხუბი მოგვდიოდათ
ხოლმე. ქვებს ვესროდით ერთმანეთს. ერთხელ ავიღე ქვა, მაგრამ
რაღაც რბილად მომხვდა ხელში. ვნახე, საფულე არის ფულით. ჩუ-
მად ვარ, არავის არაფერს ვეუბნები. დახე, მოდის ერთი დედაკაცი,
ტირის: „პაგიბლა, დენგი პატერიალა.“71 ცოტა ხანს კიდევ გავჩერდი,
მაგრამ დიდხანს ვერ გავუძელი, შემეცოდა ქალი, მივეცი საფულე,

69 შპანდრა − სახელოსნო დაზგის თასმა, ღვედი.


70 ნუხა − ქალაქი თანამედროვე აზერბაიჯანში, თანამედროვე შექი. ცნობილი იყო
ხელოსანთა კულტურით.
71 „პაგიბლა, დენგი პატერიალა.“ (რუს.) − დავიღუპე, ფული დავკარგე.
- 35 -

23 მანეთი72 იყო შიგ და სამი შაური მაჩუქა.


როდესაც იქიდან გავიქეცი, დეიდაჩემთან მივედი, ეს იყო ჩემი
ერთადერთი თავშესაფარი. დავიწყე სამუშაოს ძებნა. ამ დროს ქა-
ლაქში მარტო ორი გამომჭრელი იყო ფეხსაცმელისა: მაიერი და აბ-
გარიანი. გავიგე შემთხვევით, რომ მაიერს შეგირდი სჭირია. წავედი.
მიმიღო. ორ კვირაში რვათვიან შეგირდს დავეწიე. მაგრამ წყლის
ზიდვა აქაც არ ამცდა. ჭამით კარგად გვაჭმევდა, მისსა და ჩვენ
კერძს შორის განსხვავება არ იყო. კვირაობით ბაღში წავიდოდა სა-
სეირნოდ, ჩვენც მივყავდით. მახსოვს, ერთხელ ბაღში ჩვენთვისაც
პორცია მოითხოვა. ვეტცელთან დადიოდა სტუმრად, ჩვენც და-
ვყავდით. ღამის ათ საათამდე ვმუშაობდით. ათ საათზე მივდიოდით
სამზარეულოში დასაძინებლად. მაგრამ დაწოლამდე ერთი კასრი
წყალი უნდა ამოგვეტანა. თუმცა მტკვარი ახლო იყო, მაგრამ კიბე
იყო ასასვლელი, ერთხელ დამიცდა ფეხი და კინაღამ დავიღუპე. ეს
არ მომეწონა. ვიფიქრე, უნდა გავიქცე-მეთქი. თუმცა ადგილის და-
კარგვა მენანებოდა, კარგად მაჭმევდნენ, ხელობაც მომწონდა. მა-
გრამ პარასკეობით ხაზეინი მომცემდა ტომარს: მხერხავებში წადი,
ნაფოტი მოაგროვეო. ერთი ტომარა ნაფოტი აბაზად ღირდა. მე
რაჭველ მხერხავებისათვის წყალი უნდა მიმეტანა ხუთი-ექვსი კოკა
და ერთ ტომარა ნაფოტს მომაგროვებინებდნენ. ესეც ძალიან არ
მომწონდა. ერთხელ მხერხავების ხაზეინმა მომისწრო, ნაფოტი წა-
მართვა და სილაც გამარტყა. ნაფოტი აბაზად ღირს, შენ კი მუქ-
თად მიგაქვსო. ერთხელ ხაზეინმა გამბერტყა კიდეც. ბურჟუის შვი-
ლები ეზოში ოთურმას73 თამაშობდნენ. მეც შევერიე, ხელი მკრეს,
გიმნაზისტები იყვნენ. გავუშალე და შიგ თვალში ისე დავარტყი,
რომ თვალი წამოუსივდა. გალახულის ძმა ხაზეინთან მოვიდა და
მიჩივლა. ხაზეინმა მასთანვე წამოაძრო თასმა მანქანას და მცემა.
ეს გულში ჩავიგდე: მცემა, უსათუოდ უნდა გავიქცე-მეთქი. მაგრამ
აღდგომა მოდის და ხაზეინი დაპირებულია, ახალი ტანისამოსი მო-
მცეს. ვუცდი იმ ტანისამოსს. იმავე სახლის პატრონს, სადაც ჩემი

72 მანეთი − ფულის სისტემის ძირითადი ერთეული საბჭოთა კავშირსა და


რევოლუციამდელ რუსეთში; უდრის 100 კაპიკს.
73 ოთურმა − საბავშვო სათამაშო ერთგვარი, მიყოლებით წაკუზულ ამხანაგებზე რიგ-
რიგობით გადახტომა.
- 36 -

ხაზეინი იდგა, ლიმონადის ქარხანა ჰქონდა. იმანაც შემაგულიანა:


დადექი ჩემთან, ლიმონადის ჩამოსხმას ისწავლი, თვეში ხუთ თუმა-
ნს აიღებო. დოლონოვი იყო გვარად. მეც ვფიქრობ: აქ წყლის ზიდ-
ვა არ დამჭირდება-მეთქი. გადავწყვიტე წასვლა. მაგრამ გერმანელი
ხაზეინი მთელ ზამთარს მპირდება: სააღდგომოდ ახალ ტანისამოსს
მოგცემო. მე არ მინდა დავკარგო ეს ახალი ტანისამოსი. მართლაც
ახალი ფეხსაცმელი, ახალი შარვალი, პიჯაკი, ხალათი, ყველაფერი
ახალი მომცა. ახლა უნდა წავიღო ეს ახალი ტანისამოსი, ლოგინიც
მაქვს ჩემი, ისიც უნდა წავიღო. მოვიგონე: მინდა, ვეზიარო-მეთქი.
ეკლესია პირდაპირ იყო. კარგიო, − მითხრა. ორ დღეს ვიარე. ზიარე-
ბის დღეს სუფთა ტანისამოსი მომცეს, სადილის საჭმელად სახლის
პატრონმა დამიძახა: ჩვენთან მოდი, შვილოო, თავიანთ სუფრაზე
დამსვეს. ხაზეინის ცოლმა მითხრა: ძველი ტანისამოსი მომეცი −
გაგირეცხავო. [კარგი,] შემდეგ მოგცემ-მეთქი, − ვუთხარი. ძველიც
თან მინდა წავიღო.
დიდი ხუთშაბათი იყო, რომ ვეზიარე. მეორე შეგირდიც ჰყავდა
ჩვენს ხაზეინს, ერთი დიდი ახმახი ბიჭი იყო. დანით დავემუქრე: არ
უთხრა ხაზეინს, რომ გაქცევას ვაპირებ-მეთქი. − არ ვეტყვიო, − შე-
მპირდა. სად უნდა გავიქცე? მამიდაჩემის ქალი იყო გათხოვილი
ჩუღურეთში. გადავწყვიტე, იქ მივსულიყავი. მაგრამ მეშინია ღამის
სადარაჯო რაზმისა, მაშინ „გოროდოვოები“ 74არ იყვნენ. ღამით
პოლიციის დესეტნიკი75 ათიოდე ჯარისკაცით, ერთი ცხენიანი ყა-
ზახით ქამანდით76 ხელში დადიოდნენ მთელ ქალაქში „აბხოდზე“77.
ძარცვა-გლეჯა ძლიერ გავრცელებული იყო. ვფიქრობ: თუ ადრე
წავედი, ღამის დარაჯთა რაზმი დამიჭერს, თუ გვიან წავედი, ხაზეი-
ნი მომისწრებს. ვარსკვლავთმრიცხველად გადავიქეცი იმ ღამეს. ასე
ვიცი, გათენების წინ ძალიან რომ ჩამობნელდება, ეს გარიჟრაჟის
წინამორბედია. ერთბაშად რომ დაბნელდება, მაშინ უნდა მივასწრო.
დაბნელდა თუ არა, შევკარი ჩემი ლოგინი, ფეხსაცმელი ხელში და-
ვიჭირე და მივადექი ალაყაფის კარს: ჩავიცვი ფეხზე და ირიჟრაჟა.

74 „გოროდოვოი“ (რუს.) − პოლიციის დაბალი ჩინი, ქალაქის ქუჩის პატრული.


75 პოლიციის „დესეტნიკი“ − პოლიციის ათეულის მეთაური.
76 ქამანდი (სპარს.) − ცხოველის დასაჭერი ყულფიანი სასროლი თოკი.
77 „აბხოდი“ (რუს.) − შემოვლა.
- 37 -

მოვუსვი ჩუღურეთისკენ. ჩემი მამიდაშვილის ოჯახში ყველას ეძი-


ნა. ზევითა სართულში ცხოვრობდნენ, ქვევითა სართულს რემო-
ნტს უკეთებდნენ. ქვედა სართულში შევედი, გავშალე ჩემი ლოგინი
დურგლის დაზგაგზე და დავიძინე. დილით მესმის, ჩემი სიძე იძახის:
ვინ არის მანდ, ვინ არის? დამინახეს − ამოდი ზევითო. მაშინვე მი-
ხვდნენ, რაც იყო ჩემს თავს. რად გამოიქეციო, − მკითხეს. წყალს
მაზიდვინებდნენ, ხაზეინმა მცემა-მეთქი.
ლიმონადის ქარხანაში ჯერ ვერ მივდიოდი, რადგანაც იქ გამა-
ფრთხილეს: ერთი კვირის შემდეგ მოდი, რომ შენმა ხაზეინმა არ
იფიქროს, თითქოს შეგაგულიანეთო. ჩვენი მდგმურია, უხერხული
არისო. ერთ კვირას ისე ვიარე; შემდეგ წავედი ლიმონათის ქარხა-
ნაში. თვეში ხუთი მანეთი ჯამაგირი დამინიშნეს. ჯერ ბოთლებს
ვრეცხავდი, შემდეგ უკვე ლიმონათს ვასხამდი. კერძს სახლში მა-
ჭმევდნენ. თურმე ძალიან ბევრსა ვჭამდი, ასე ჩემ ხაზეინს [არ მო-
სწონდა] არ ეჭაშნიკებოდა თურმე. მთელი ზაფხული ლიმონათს
ვასხამდი. პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ კარგად ვმუშაობდი. ყველას
უკვირდა: გამოფენაზე უნდა გაიგზავნოსო, − ამბობდნენ. ჯავშანს
არც ვუკეთებდი, უმისოდ ვასხამდი. ორჯერ გასკდა. ერთხელ გულ-
ზე მომხვდა, ერთხელ [აი იქ,] თვალს ზევით, ახლაც მაჩნია. დღეში
ექვსას-შვიდას ბოთლამდე ვასხამდი. შემოდგომაზე უკვე მუშტარი
აღარ იყო. ხაზეინმა მომცა პურის ფული აბაზი, და მითხრა: ჩემს
ცოლს არ სცალია, შენ თითონ სჭამე კერძიო. მე გამეხარდა. ვი-
ფიქრე, ორ შაურს დავხარჯავ, ორი შაური დამრჩება-მეთქი. თქვენი
თავი არ მომიკვდეს, დილასვე შევჭამე. არ მყოფნიდა აბაზი. ერთ-ორ
კვირას ვიშიმშილე, თუმცა ძალიან იაფი იყო ყველაფერი. მივედი ხა-
ზეინთან: ექვსი შაური გამიხადე პურის ფული-მეთქი. იცი, მე რომ შე-
გირდი ვიყავი, ორი კაპეიკი მყოფნიდა დღეში, შენ ამდენს რასა სჭამო,
− მკითხა. „დილით შაურის პურს, შემდეგ ყაურმას.“ ამას შეხედეთ,
ყაურმა კი არა, სამი კაპეიკის პური უნდა იყიდო, ორი კაპეიკის ხაში,
საღამოსაც კიდევ ასევე და დღეში ორი შაური უნდა გადაგრჩესო. −
მაძლევ ექვს შაურს? − არა, არ გაძლევო. − ძალიან კარგი.
გადავწყვიტე, დავანებო თავი. იმ დროს ჩამოვიდა მამაჩემი. მა-
მაჩემს ძალიან ჭაღარა თმა ჰქონდა, აღარ მუშაობდა და ძალიან
- 38 -

მეცოდებოდა. სულ იმას ვამბობდი: ნეტავ როდის დავეხმარები მა-


მაჩემს-მეთქი. პირველად რომ ხუთი მანეთი ავიღე, ისე გამეხარდა,
როგორც შემდეგ კატორღიდან78 მოსვლა არ გამხარებია. მეგონა,
მამაჩემი ვიხსენი ყოველი გაჭირვებისაგან-მეთქი. მამაჩემს ვუთხარი,
ორი თვის ჯამაგირი მერგება, მეტი არ აიღო-მეთქი. ეს იმიტომ ვუ-
თხარი, რომ ხაზეინი ხშირად წინდაწინ აძლევდა ფულს; რას ჰკარგა-
ვდა, ხუთი თუმნისას ვმუშაობდი და ხუთ მანეთს მაძლევდა. მამამ
წაიღო თუმანი. გავიდა ორი კვირა. მე დარწმუნებული ვარ, რომ
ორი და ათი შაური მერგება. მივედი ხაზეინთან, ანგარიში გამისწო-
რე-მეთქი. რის ანგარიში, ორი და ათი შაური შენზედ არისო. თურ-
მე მამაჩემს წინდაწინ ჰქონდა ხუთი მანეთი წაღებული. მივადექი
ჩემს ძმას. ჩემმა ძმამ ორ მანეთნახევარი მისცა და მე წავედი იქიდან.
ამავე დროს ახალ სამუშაოს ვეძებ. მივედი ზემელის ლიმონადის
ქარხანაში. იქ მითხრეს: ჩვენ მოჯამაგირე არ გვინდა, მაგრამ აქ არის
ფარმაცევტული ლაბორატორია და იქ კი სჭირიათო. მიმიყვანეს
ლაბორატორიაში, − იქ პროვიზორი იყო ერთი, გვარად ფეიფერი −
ლამაზი ვაჟკაცი, წვერიანი, გრძელ ჩიბუხს ეწეოდა. მაშინ კიდევ არ
ვიყავი გამოსული ადგილიდან. მკითხა: რა გაქვს ჯამაგირი? − ხუთი
მანეთი. − რად მიდიხარ? − არ მაჭმევენ. გაიქნია თავი. თურმე დი-
დებული კაცია, ტერორისტი რისაკოვის ნაამხანაგარი. მეც მოგცემ
ხუთ მანეთს და კარგად გაჭმევო; შენი მოვალეობა იქნება დაწმენდა,
დაგვა, სამოვარის დადგმა და სადილის მოტანაო. სადილის დროს
ზემელის სახლში გამგზავნა, ბარათი დასწერა. კითხვა არ ვიცოდი,
მაგრამ ვნახე, რომ ციფრი ორი ეწერა, როდესაც კერძს ასხამდნენ,
დავინახე, ორი კოტლეტი ჩააწყვეს. გამეხარდა, მეც მაჭმევს-მეთქი.
მივედი, აბაზი მომცა, წადი ღვინო მოიტანეო. ჯერ წვენი დამისხა
მთელი მათლაფა79, წადი, ჭამე და ზარი რომ დაგირაწკუნო, მოდიო.
გამოიანგარიშა, ალბათ, როდის გავათავებდი წვენს და დამირაწკუ-
ნა ზარი. შევედი, კატლეტი მომცა. პატარა ჭიქაში ღვინო დამისხა:
ქართველი კაცი ხარ, ღვინო გეყვარებაო. შემდეგ კიდევ შემოვიდა.
მკითხა, მშიერი ხომ არა ხარო. ვიფიქრე, ეს რა კაცი ყოფილა-მეთ-

78 კატორღა − პატიმრობა, რომელსაც თან ახლავს გადასახლება და მძიმე იძულებითი


მუშაოება.
79 მათლაფა − ღრმა თეფში წვნიანისათვის.
- 39 -

ქი. ვიტირე სიხარულით. თავზე ხელი გადამისვა. ეჰ, რა კაცი იყო!


ხშირად ვიტყოდი: რითი ვასიამოვნო, როგორ ვასიამოვნო, თავს
მოვიკლავ მაგ ადამიანისთვის, რომ დასჭირდეს-მეთქი. ძალიან შემი-
ყვარდა. ისეთი კარგი ჩემთვის არავინ არ ყოფილა.
ლაბორატორიაში ერთი სამხედრო ფერშალი80 მუშაობდა, კაპ-
სულებს აკეთებდა. პირველად ელასტიური კაპსულები მათ შემო-
იღეს აქ. მე ძალიან ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი და ერთი კვირა
არ გასულა, უკვე ვიცოდი, როგორ კეთდებოდა კაპსული. მივალა-
გ-მოვალაგებდი და შემდეგ კაპსულებს ვაკეთებდი. ფერშალს გა-
უხარდა. თურმე ნაჭრობით აკეთებს. ხაზეინი რომ მოვიდა, უთხრა:
„არაქელამაც იცისო“, მართლაო, − იკითხა ხაზეინმა. მე გავაკეთე
მასთან კაპსული. − ყოჩაღ! − მითხრა, − შენ მეტს აღარ დაალაგებ.
შენი ბიძაშვილი მოიყვანე დამლაგებლადო. მე გამეხარდა, მოვიყვა-
ნე ჩემი ბიძაშვილი, შემდეგ მანაც დაიწყო კაპსულების კეთება. და-
მლაგებლად სხვა მოვიყვანეთ. სხვათა შორის, ჩაის რომ ვსვამდი,
ძველებურად ვკვნეტდი შაქარს; ხაზეინს გაეცინა. თითონ აიღო
დიდი ნაჭერი შაქარი, ჩამიგდო ჩაიში: ტკბილი იქნებაო, მე ვამბობ,
სად ვარ, ვისთან ვარ!
გავიდა ორი კვირა. მამაჩემს უფიქრნია: ის ბიჭი გასვლას ფიქრობ-
და, ვაი თუ გავიდა, ან ნეტავ სად წავიდა, არ დამეკარგოსო და ჩა-
მოსულა. უსინიდისო დოლანოვისათვის ეკითხნა: „არაქელა სად
არისო“. არ ვიციო. მესამე სახლში კი ვიყავი მისგან. შემდეგ ერთი
ბაყალი ბიჭი81 ენახა. მე ვიციო, − ეთქვა იმას მამაჩემისათვის. ტოლმა
ბიჭებმა ყოველთვის იციან ერთიმეორის ამბავი. შევატყე, მამაჩემს
ფული უნდოდა. გერგება, ბიჭო, რამეო. − არა, ჯერ მარტო ორი
კვირა ვმუშაობ-მეთქი. − უთხარი ხაზეინს, იქნება მოგცესო. ძალიან
გამიჭირდა, ვერ ვბედავდი შეწუხებას, შემდეგ ვუთხარი, რა მექნა.
თურმე არ ჰქონია [იმ საწყალს] ფული. − ერთი კვირის შემდეგ
მოგცემო. ძალიან მეწყინა: რად შევაწუხე, რად ვაწყენინე-მეთქი.
ერთი კვირის შემდეგ თუმანი მომცა. თუმანი იქნება შენი ჯამაგი-

80 ფერშალი (გერ.) − პირი, რომელსაც საშუალო სამედიცინო განათლება აქვს, ექიმის


თანაშემწე.
81 ბაყალი (არაბ.) − ძვ. ხილით, ბოსტნეულით, სანელებლებითა და ტკბილეულით
მოვაჭრე; მზა სანოვაგითა და წვრილმანით მოვაჭრე.
- 40 -

რიო. დიდი ხანი არ გასულა, ჩემმა ხაზეინმა თითონ იშოვნა ადგი-


ლი მიხეილის საავადმყოფოში.82 ეს ლაბორატორია კი პროვიზორს
და თანაშემწეს მიჰყიდა. იმათ ერთი თვე შეგვინახეს, მერე თითონ
ისწავლეს ეს საქმე და შემდეგ ანგარიში გაგვისწორეს. ერთხელ,
როდესაც იქ [კიდე] ვმუშაობდი, მოვიდა ფეიფერი. მე ცრემლები
წამომცვივდა. ჩემმა ბიძაშვილმა უთხრა: „ხაზაინ, სმატრიტე, არა-
ქელ პლაჩეტ“83. თავზე ხელი გადამისვა, არაფერია, მე იქ წაგიყვანო.
როდესაც ახალმა ხაზეინებმა ანგარიში გაგვისწორეს, ჩემმა ბიძა-
შვილმა სთქვა: წავიდეთ სოფელში, საწვრილმანო წავიღოთ გასას-
ყიდადაო. ფული სამ თუმნამდე მქონდა. ჩემი ძმაც შევაგულიანე.
ვიყიდეთ კევი, ლილა, პატარა სარკეები, ნემსები, ხარახურა რამე.
ორი ხურჯინი ავიკიდეთ. მამაჩემმა რომ დაგვინახა, არ ესიამოვნა.
− თქვენი საქმე არ არის ესაო. არ დამავიწყდება კიდევ ერთი კაცის
ღიმილი, შემდეგ ავხსენი ეს ღიმილი. მამაჩემს ბიწმენდში84 ჰყავდა
ერთი ნათლიმამა, გაბუა მამულაშვილი. როდესაც ახლო-მახლო
სოფლები შემოვიარეთ, მივედით ბიწმენდში. გაბუამ დაგვინახა და
სხვანაირად გაიცინა. შევატყვე, სიყვარულის ირონია იყო. ეს თქვე-
ნი საქმე არ არისო, ამბობდა თითქოს იგი. უკვე თექვსმეტი წლის
ბიჭი ვიყავი. თურმე იგი ფიქრობდა: თქვენ ვერა ხართ მეწვრილმა-
ნეებიო. მალე ჩემს ძმას მოსწყინდა ეს ამბავი. საქონელი შემოგვაკ-
ლდა. ჩემი ძმა გავგზავნე საყიდლად, რვა მანეთი გავატანე, წამოვი-
და, დაიგვიანა უკან ჩამოსვლა. ჩამოვედი, ვნახე, მითხრა: [ჩამოიტა-
ნე რამე საწვრილმანო] არ შემიძლია, ისევ მოჯამაგირედ დავდგები.
ახლა მინდა ისევ ძველი ხაზეინი ფეიფერი ვნახო. მაგრამ არ მი-
ნდა შევაწუხო, იქნება არ უნდა მოჯამაგირე. ავდექი და აფთიაქის
წინ დავიწყე სიარული. დავდივარ, დავდივარ. ვნახოთ, დამინახა. მო-
მკრა თვალი თუ არა, მოდი აქაო, დამიძახა. მნახა − გაქუცული ვარ.
გინდა ჩემთან სამსახური? როგორ არ მინდა, ლამის სიხარულით
დავიხრჩვე, მაგრამ გაჩუმებული ვარ. − რად გაჩუმებულხარ, არ გი-

82 მიხეილის საავადმყოფო − მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფო,


ე.წ. „მიხაილოვის“ საავადმყოფო. მდებარეობდა აღმაშენებლის პროსპექტზე (ყოფ.
მიხეილის პროსპექტზე).
83 „ხაზაინ, სმატრიტე, არაქელ პლაჩეტ“ (რუს.) − ბატონო, შეხედეთ, არაქელა ტირის.
84 ბიწმენდი − სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, გალავნის თემში.
- 41 -

ნდა? − კი მინდა, როგორ არ მინდა. − წადი, ორი კვირის შემდეგ


მოდი, ერთი ლოთი მსახური მყავს, უნდა გავუშვა, თორმეტი მანეთი
გექნება ჯამაგირი.
წავედი სოფელში, მამას ვეუბნები: ისევ ფეიფერთან მივდივა-
რ-მეთქი. − კარგი, შვილო, ძალიან კარგი. ორი კვირა ვიცდი, თა-
ნაც ვღელავ: ვაითუ არ იქნეს ადგილი. ორი კვირის შემდეგ მივედი,
დავიწყე მუშაობა. ჩემი მოვალეობა აფთიაქის მილაგებ-მოლაგება
იყო. ამაში ვიღებდი თორმეტ მანეთს. თანაც მან მითხრა, სამ მანეთს
მე მოგცემ, ჩექმები გამიწმინდეო. თურმე საწყალი ყაირათობს, თა-
ნაც მოხუცებულ დედ-მამას სამ თუმანს უგზავნის დინაბურგში85.
ძალიან უყვარდა ლაპარაკი თავის ბავშვობაზე, თუ როგორ გაიზა-
რდა. სულ მარტოდ-მარტო იყო, თავისთვის სცხოვრობდა კარ-ჩა-
კეტილი. საზოგადოებას არ ეძებდა, ძალიან ყაირათობდა იმ დროს.
შემდეგ გაიგო, რომ დასცინოდნენ, ცალიერ კარტოფილზე არისო.
მართალი იყო. მე სახაზინო სადილს ვღებულობდი, მას კი კარტო-
ფილს ვუხარშავდი. ერთხელ მკითხა: მართლა დამცინიან, რომ მა-
რტო კარტოფილზე ვარ, გკითხა ვინმემო. არავის არ უკითხავს-მეთ-
ქი, თუმცა ფერშლებმა მკითხეს.
იმ დროს ცოტაოდენი ლათინური შევისწავლე. როდესაც ერთი
ფერშალი მეორეს დაუძახებდა: ალბა-ცერა, − მე მივიდოდი, ვნახა-
ვდი − რა არის. რუსულიც ასე შევისწავლე აბრებსა და პაპიროსებ-
ზე. შემდეგ, როდესაც ფერშლები წამლის სახელს დაიძახებდნენ,
მე მივაწვდიდი. უხაროდათ ძალიან, − ბებერი ფერშლები იყვნენ.
ყოჩაღო, მეუბნებოდნენ. შემდეგ ჩემს ხაზეინს უთხრეს, არაქელამ
ლათინური იცისო. მითხრა, წაიკითხეო, − მე წავიკითხე alba cera86,
ძალიან გაუხარდა, მითხრა: მე მეძლევა დასაპნევი87 ერთი მეასედი
პროცენტი, მაგრამ არა თუ აქედან არაფერი მრჩება, პირიქით სამა-
სი მანეთი ვალი დამედვა; ფერშლები მპარავენ. მე ახლა ამ ვალში
სამ თუმანს ვიხდი თვიურადო. თურმე ამიტომ ყაირათობდა საწყა-

85 დინაბურგი − ახლანდელი დაუგავპილსი, სიდიდით მეორე ქალაქი ლატვიაში,


მდებარეობს მდინარე დაუაგავაზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,
ბელარუსისა და ლიტვის საზღვართან (ვ.გ.).
86 alba cera (ლათ.) − თეთრი ცვილი.
87 დასაპნევი − მედიკამენტების დამზადების პროცესში დაწესებული ანაზღაურების
ნიხრი.
- 42 -

ლი. სულ ცხრა თუმანს იღებდა, სამ თუმანს დედმამას უგზავნიდა,


სამ თუმანს ვალს იხდიდა. − რადგან შენ ლათინური იცი, გასაღებს
მოგცემ. აუწონე ფერშლებს წამალი და დასტოვე. მეც ვჯღაბნიდი
ხოლმე. ერთხელ, ვნახოთ, დამიძახა. წამლების ეს ყუთი უნდა წაი-
ღო ჰეინის აფთიაქშიო. დავუძახე რაჭველ მუშას, მივეცი ათი შაუ-
რი, წავაღებინე. მერმე მითხრა: რაც შენ ჩაგაბარე გასაღები, აი ეს
წამლების ყუთი ზედმეტი დამრჩაო. ერთი მანეთი კიდევ მომიმატა
თვეში, შარვალი მაჩუქა; საერთოდ ძალიან პატივს მცემდა. მეოთხე
წელიწადს მკითხა: შენ რას ფიქრობ? მე ძალიან გამიკვირდა: − რა
უნდა ვიფიქრო? − შენი ბოლო რა უნდა იყოს, სულ ესე ხომ არ
იქნები მოჯამაგირედ, გაიზრდები, ცოლს შეირთავ, რამე ხელობა
უნდა იცოდე. რა ხელობა მოგწონს? − ფერშლობა მომწონს-მეთ-
ქი − ვუთხარი. − ეგ რა საქმე არის, კლისტირის88 ოსტატობა. მე
დიდი სიამოვნებით გამოვიცვლიდი ხელობას. მე რომ რამე ხელობა
მცოდნოდა, ახლავე მივანებებდი თავს სამსახურს (იმ დროს მთა-
ვარი ექიმი გალანძღეს გაზეთში, ექიმმა მას დააბრალა და ძალიან
ნაწყენი იყო). ერთს ვინმეს გავარტყამდი და წავიდოდი. მაგრამ რა
ვუყო? შენ თითონ უყურებ, რომ ეს ადგილი ძლივს ვიშოვნე.
წავედი ზეინკალთან89. − შენ ტანსაცმელით სამ წელიწადში გა-
სწავლი ხელობას, ჩემი ტანსაცმელით კი ოთხ წელიწადშიო, − მი-
თხრა მან. გადავეცი ეს ამბავი ჩემს ხაზეინს. − მაშ კარგიო, − სთქვა
მან. წადი, ისწავლე და ხუთ მანეთს მე მოგცემ თვეშიო. ძალიან
კაცი იყო, მშობლებსაც ის უგზავნიდა ფულს, ზემელსაც ის ზრდიდა
პროვიზორად მოსკოვში. თუმცა უკანასკნელი [მხოლოდ] ამხანაგი
იყო მისი. ზეინკლობის შესწავლის შესახებ ჩემს ბიძაშვილსაც მო-
ველაპარაკე. რად გინდა ეს ხელობა, იყავი აქ, ფული იშოვე, მერმე
დუქანი გავაღოთო, მითხრა მან. იმას ძალიან უნდოდა დუქანი. მე
ძალიან მენანებოდა ადგილის დატოვება, აქ ისეთ ქეიფში ვიყავი.
ხაზეინი შემეკითხა, რა ქენიო. − არა, ვერ წავალ, ადგილი მენანე-
ბა-მეთქი. როგორც გინდაო, ერთი მანეთი კიდევ მომიმატა.
ოთხი წლის შემდეგ ვითაკილე მოჯამაგირობა. ამ დროს გაცნო-

88 კლისტირი − ოყნა.
89 ზეინკალი − ხელოსანი, რომელიც მუშაობს ლითონის ნაკეთობების დამზადებაზე,
აწყობასა და შეკეთებაზე (ვ.გ.).
- 43 -

ბილი მყავდნენ აბრამა ცხიმანაური, ზაქარია ჭიჭინაძე, მიხა ჩოდ-


რიშვილი. [ზაქარია ჭიჭინაძე] კითხულობს რაღაცეებს, იდეებზე
გველაპარაკება. გადავწყვიტე, ხელობა შევისწავლო. მაგრამ ხაზე-
ინს ვერ ველაპარაკები, მრცხვენია. მივედი, ანგარიშის გასწორება
მინდა მეთქი. სად მიდიხარო,
− სოფელში. [მეთქი.] − უმიზნოდ მიდიხარ? − რატომ უმიზნოდ?
შემდეგ მითხრა: შენ კაცს მოჰკლავ და კატორღაში წახვალო. ეს
რატომ მითხრა, არ ვიცი. კატორღაში კი მოვხვდი, მაგრამ არა კა-
ცის მკვლელობისათვის. ორჯერ მნახა ჩხუბის დროს, იქნებ იმიტომ
მითხრა. ერთხელ ექიმის ლაქიამ90 ქურდობა დამაბრალა. უნაგირი
დაჰკარგოდა ექიმს. მე ამ დროს მამიჩემის უნაგირი მქონდა ჩამო-
ტანილი. ლაქიას უთქვამს, უნაგირი არაქელას აქვს, ალბათ იმან
წაიღოო. ხაზეინმა მითხრა: ექიმმა უნაგირი დაჰკარგა და შენ გაბრა-
ლებენო. მე ვუთხარი, ჩემი უნაგირი აზიურია, იმათ კი ევროპული
დაჰკარგვიათ-მეთქი. დავუძახე ლაქიას, გამოვუტანე უნაგირი. ეს
არის შენი უნაგირი? − არა! თუ არა და ვეძგერე და ისე ვცემე, რომ
სიკვდილის პირს მივიყვანე. ხაზეინი მიყურებდა, მაგრამ არაფერი
მითხრა. მას კი უთხრა: ასე მოგიხდება, მეორედ არ დაიწყებ უსა-
ფუძვლოდ დაბრალებასო. ერთხელ კიდევ ლაბორატორიაში მნახა,
ერთ რუსსა ვცემე. არ ვიცი, ყველაფერი ეს ახსოვდა, თუ რატომ
მითხრა, კაცს მოჰკლავ და კატორღაშიც მოხვდებიო.
წავედი ადგილიდან. შვიდი თუმანი ფული მაქვს. მიზანი არავი-
თარი. მაცვია კარგი ჩოხა-ახალუხი, მაქვს ორი თოფი, ერთი სანადი-
რო, ერთი შაშხანა. ბუზმენტებიანი91 წუღა-მესტი92, შევერცხლილი
დამბაჩა. თავადიშვილივით ვარ გამოწყობილი. ერთი სურვილი მაქ-
ვს, წავიდე დუშეთში, დავენახო ჩემს ხაზეინებს, მშიერს რომ მკლა-
ვდნენ. მივედი მართლაც იმ დუქანში, სადაც ხაზეინმა მითხრა: ორ
თუმანს მოგცემ, თუ არა და არ მინდიხარო. შევედი, ვნახე ჩემი ხა-
ზეინი დახლში დგას, მიკიტნობა დაუწყია. ჩემი თავი იცით, რა მგო-

90 ლაქია (ფრ.) − მოსამსახურე მამაკაცი, ვისიმე ნება-სურვილის უსიტყვოდ


შემსრულებელი, მონა-მორჩილი, მლიქვნელი, პირფერი.
91 ბუზმენტი (რუს. ფრანგულიდან) − ოქრომკედის ან სირმის ფართო ზონარი (არშია)
ტანისამოსზე მოსავლებად; ბუზმენტიანი − ბუზმენტით შემკული.
92 წუღა-მესტი (წუღა და მესტი), წუღა − რბილი უყელო ან დაბალყელიანი ფეხსაცმელი,
მესტი − მოკლეყელიანი უძირო ან უყელო საძირიანი მეშის ფეხსაცმელი.
- 44 -

ნია? მეშვიდე ცაზე ვარ თითქო, რუსები რომ იტყვიან. ოთახი გაქვს?
− ვკითხულობ. გახლავს, მეუბნება ხაზეინი. − ოო, გამეხარდა. იცით
ეს სიტყვა რას ნიშნავდა? დუშელი სომეხი მხოლოდ თავადიშვილს
ეტყვის „გახლავსო“. ერთი ჩარექა93 ღვინო მოვატანინე ვახშამზე.
ღვინო მასაც დავუსხი, მიირთვი-მეთქი. აიღო ჭიქა, თვალებში შემო-
მხედა. გაჩერდა, − უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებითო. მე გამეცი-
ნა: როგორ ყაზარ, ვერა მცნობ? − არაქელა, შვილო, − დაიყვირა
− რა ბიჭი დამდგარხარ; რა კარგი ჰქენი რომ აქედან წახველი მაშინ.
ბიჭს უთხრა: წადი, ჩემს ცოლს ლიზას უთხარი, ორი ხელი ლოგინი
გამოგზავნოს, მეც აქ დავრჩები ამ ღამითო.
მეორე დღეს მითხრა, ლიზა ნახე, გაუხარდებაო. მეც წავედი, მი-
ნდა ჩემს ტოლ-ბიჭებს დავენახვო. ვნახე ყველანი. ორი ხელადა94
ღვინო ვიყიდე. ვაჟკაცობა მაშინ ეს იყო, − კარგი თამაში, კარგი სმა,
კარგი ჩაცმა, კრივი. ლეკურის ცეკვაში პირველი ვიყავი. ხანჯლებით
ვთამაშობდი. ღვინისსმა, ჩხუბი − ყველაფერ ამაში პირველი ვიყავი.
შემდეგ წავედი ანანურში. დეიდაშვილებთან მივედი. იმათ კინკ-
ლაობა მოუვიდათ. სამი დეიდა მყავდა ანანურში. ერთი მეუბნება,
ჩემთან მოდი, მეორე − არა, ჩემთან მოდი. ყველაზე ღარიბთან მი-
ვედი. ისიც მეუბნება − არ წახვიდე მდიდრებთანო. იქ ვიყავი ერთ
კვირას. იქით მხარეს მიღებული ის იყო, ვინც კარგად იცვამდა, კა-
რგად სჭამდა. ქუთაისისგან ამით დუშეთი არ განსხვავდებოდა, შე-
მდეგ წავედი ლომისაში. მინდოდა მთიელების დღეობა მენახნა. გა-
რდა ამისა, მითხრეს: ლომისაში95 დღეობაზე იაფად იყიდება ცხვრის
ტყავი, კარგი ფულის მოგება შეიძლებაო. მე ვთქვი, ტყავსაც ვიყი-
დი, დღეობასაც ვნახავ-მეთქი. ანგარიში შემეშალა და ერთი დღით
წინ მივედი, თურმე ზეგ არის დღეობა. − რა ვუყოთ, − ვიფიქრე, −
ერთი დღე დავიცდი, მთიელები მოდიან, გროვდებიან. მაგრამ ერთი
უბედურება ყოფილა აქ. ხატის კარზე არაფერს არ მოგყიდიან. მი-
ვედი ერთ ქოხთან: არის ბლომად ქადა, ქათამი; მომყიდეთ-მეთქი.

93 ჩარექა − ძვ. სითხის (უპირატესად ღვინის, არყის) საზომი ერთეული, უდრის


დაახლოებით ერთ ლიტრს.
94 ხელადა − ფართოპირიანი და მრგვალმუცლიანი მომცრო ჭურჭელი თიხისა.
95 ლომისას კომპლექსი − წინარექრისტიანულ სალოცავზე მოწყობილი, ქრისტიანული
საკულტო-ნაგებობების კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის
მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში.
- 45 -

„ხატის კარს როგორ გაიყიდების“ − მითხრეს. შვიდი თუმანი ჯიბეში


მაქვს და შიმშილით ვკვდები კაცი. თუ არ ჰყიდით, იფიქრეთ მაინც
კაცი მიიწვიეთ, გაუმასპინძლდით-მეთქი. კიდევ კარგი, ერთი ადათი
სცოდნიათ. ლომისელები სადილს მართავენ გალავანში, გზაში და-
აყენებენ კაცებს და გამვლელ-გამომვლელს იწვევენ, პური უნდა
აჭამონ. გალავანში წამოწოლილი ვარ ნაბადზე. მოვიდა ერთი კაცი
− მეკითხება: − რა გვარი ხარ შენ? − მე მცხეთელი ვარ. ქისტის96
გვარი მკითხა, ის ხომ არა ხარო. არა-მეთქი. სხვათა შორის, ეს პირვე-
ლი შემთხვევა არ იყო, რომ ქისტს მიმამსგავსეს. ფასანაურში ერთი
ბებერი ჩაჩანი97 მოვიდა და დამიწყო ლაპარაკი. ორი-სამი სიტყვის
მეტი არ ვიცოდი, პატარა ბიჭმა იცოდა და პასუხი გასცა. იტირა ბე-
ბერმა: ჩვენ რჯულზედ რად აუღია ხელიო. არა, სომეხი ვარ-მეთქი,
ვუმტკიცებ. არ დაიჯერა, რომ სომეხი ვიყავი, ქისტი ხარო. ამასაც
ქისტი ვეგონე. არა, მცხეთელი ვარ-მეთქი, ვეუბნები. თუ არ მატყუ-
ებ, ჩვენებური ქალი ვის ჰყავს მცხეთაშიო. − ვაი ამ საათს. კიდევ
კარგი, მომაგონდა ამბავი, რომელიც მთელს ჩვენ სოფელს მოედვა.
მცხეთელმა მაღალაშვილმა გუდამაყრელი ქალი მოიყვანაო.
− სიმონას ჰყავს-მეთქი, მაღალაშვილს. − ჰო, მართალია, იქაური
ყოფილხარო. მიმიპატიჟეს, დამსვეს, მშვენიერი სუფრა იყო გაშლი-
ლი. ყოველ ოჯახს სამი თითის სისქე ერბოკვერცხი მოჰქონდა, ქა-
დები, ლუდი, არაყი, მოვიდა ხევისბერი98. ჩაასხეს ჭიჭილაში ლუდი,
მიაკრეს სანთელი. მისცეს ხევისბერს. მან ჩამოილოცა: ღმერთო დი-
დებულო, გაუმარჯვე მთასა და ბარსა, მთაში ცხორი99 გვიმრავლე,
ბარში პური. დანარჩენნი ეუბნებიან: „შენ თავ გვიცოცხლოს“. ბერი
განაგრძობს: ღმერთო დიდებულო, შენ ხელ მოუმართე გაქცეულ
ტუსაღს, ოჯახი აუშენე, ვინც გაქცეულ ტუსაღს სახლში შეუშვებს,
გაჭირვებულ მელოგინეს უშველე. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი
ლოცვა მომეწონა: რადგან დედაჩემი ლოგინობის დროს დაიღუპა.
სხვა აღარ მახსოვს ახლა, გრძელი ლოცვა იყო. შემდეგ, როგორც

96 ქისტი − ჩეჩენ-ინგუშთა საქართველოში მცხოვრები ჯგუფის წარმომადგენელი.


97 ჩაჩანი − იგულისხმება ჩეჩენი.
98 ხევისბერი − ძველად, საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის თემურ საზოგადოებაში
არსებული წოდება. ხევისბერი თემის თავკაცი იყო და თემს განაგებდა.
99 ცხორი − ცხვარი
- 46 -

საპატიო სტუმარს, მე მომცა. დიდ პანაში100 ასხამდენ ლუდს. ხარი


ვერ დალევს იმოდენას. მიიყუდებს მთიელი, დალევს, შემდეგ მე გა-
დმომცემს.
დაიწყო ღამისთევა. მოვიდნენ დუშელი ბიჭები, დავიქირავეთ
ზურნა101, გავაჩაღეთ ქეიფი. იქით სოვდაგრების102 კამპანია, მათთან
პრისტავიც103 ქეიფობს, აქეთ ჩვენ ვართ, წვრილი ხალხი. გაიმართა
ლეკურის თამაში. ისინი ერთ ქისტ ჩაფარს104 ათამაშებდნენ. შემდეგ
გამოგზავნეს ჩემთან: მოდი ჩვენთან, ლეკური ითამაშეო. მე მეწყინა:
ცირკის მოთამაშე კი არა ვარ-მეთქი. პრისტავს უთქვამს, თუ არ წა-
მოვიდეს, ასწიე და მოიტანეო. მე ისეთ ჰასაკში ვარ, რომ ულვაშები
ახლა ამომდის. როგორ თუ მოიტანე? ამ დროს იმ სუფრაზე ჩემს
ნაცნობს ვანო ტერტეროვს მოვკარი თვალი. ისიც მიძახის, მოდი
რაღა, ერთიო. მამაც შემაგინა. თამადა მეუბნება: წადი, შენი ნაც-
ნობები ყოფილანო. კარგი მეზურნეებიც ჰყავდათ. ჩვენ სოფლური
ზურნა გვყავდა. წავედი, ვითამაშე, სულ თითის წვერებზე ვდგებო-
დი. ჩაფარმა ვერ გაუძლო თითის წვერებზე თამაშს და წაიქცა, მე
კი ნახევარ საათს შემეძლო თითის წვერებზე ცეკვა. ქალებმა ფო-
რთოხლები მომიძღვნეს. შემდეგ გაიმართა ჩხუბი თვით მთიელებს
შორის. თურმე ჩვეულებად ჰქონიათ, თუ ვისიმე ჯავრი აქვთ, იქ
უნდა იყარონ. მაგრამ თუ ვინმე არ მოვიდა სალოცავში, ლაჩარს
დაუძახებენ. დღეობის მეორე დღეს ერთი სამოცი ვაჟკაცი მოვიდა
ეკლესიასთან. ყველას ქადა ედო თავზე, ზოგს ხორბალი ეყარა ქა-
დაზე, ზოგს − ქერი. მივიდნენ ეკლესიასთან, ხორბალი კასრში ჩაჰყა-
რეს, ქადა იქვე დააწყეს. წინათ თურმე ყველაფერს საყდრის კართან
ჰყრიდნენ, მაგრამ მღვდელს უთქვამს: სიზმარი ვნახე, ღმერთს სწყი-
ნს, ქადას რომ გარეთ ჰყრითო. რასაკვირველია, ქადა ფუჭდებო-
და და მღვდელი ვერ ისარგებლებდა. ყველაფერი ეს შესაწირი,
რა თქმა უნდა, მღვდელს მიჰქონდა. ქალებში ვინც ბაღდადიანი105

100 პანა − ერთგვარი სასმისი.


101 ზურნა − ხისგან დამზადებული ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტი.
102 სოვდაგარი − ვაჭარი, ფულიანი კაცი.
103 პრისტავი (რუს.) − იგივეა რაც ბოქაული, პოლიციის თანამშრომელი
რევოლუციამდელ რუსეთში.
104 ჩაფარი − შიკრიკი, დარაჯი.
105 ბაღდადი − აბრეშუმის ქსოვილის ქალის თავსაბურავი ან მამაკაცის დიდი ხელსახოცი.
- 47 -

იყო, დასათხოვრები იყვნენ, ვინც თავდახურული − გათხოვილები.


ნაშუადღევს გაიმართა დიდი ჩხუბი მთიელებს შორის. თორმეტი
ჩაფარი ჩაერია, მაგრამ ვერაფერს გახდა. თვით მამასახლისმა ორი
კაცი დასჭრა. მთელი დღეობის ხალხი ერთმანეთს დაერია. გვარი
გვარზე ადგა. შემდეგ გამოდგნენ ქომაგები. მთელი დღეობა ჩხუბად
გადაიქცა. ტყავი, რასაკვირველია, ვერ ვიყიდეთ. ყასპები106 იყვნენ
მოსულნი, თითონ ატყავებდნენ, მე ეს არ ვიცოდი, არც მივკარები-
ვარ. ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი გამოწკიპული, გატყავება არ ვიკად-
რე, არც შემეძლო.
დღეობამ მთელ დღეს გასტანა. მეორე დღეს ნაღვარებში107 წა-
ვიდნენ, იქ უთიეს კიდევ ღამე ნიშს.108 ეს ნიში შვიდი-რვა ვერსით
არის დაშორებული ლომისას. რწმენა იყო მთიელებში, რომ თუ
ცოლ-ქმარი იქ შეეყრებიან, ნაყოფი კარგი გამოვაო. სხვათა შორის,
ეკლესიაში მოგვინდა ქადის ყიდვა. აუარებელი ქადა იდვა ეკლე-
სიის კუნჭულში. დიაკონს ვუთხარით, მოგვყიდე ცოტა ქადა-მეთ-
ქი. დაიცადეთ, მღვდელი სამწირველოში შევაო. შევიდა თუ არა
მღვდელი სამწირველოში და დიაკვანმა „ამინ, ამინ“ დაიძახა, „ეს
ქადა თქვენ, აბაზი მეო“, მოვკვდით სიცილით, ქურდობა ხდებოდა
თვით ეკლესიაში.
დავბრუნდი მცხეთაში. ერთი ზაფხული ვიცუდავე. ხან სანადი-
როდ დავდიოდი, ხან თევზებს ვიჭერდი. მერე გავქესატდი.109 მოვკი-
დე ხელი მეწაღეობას.110 შემოდგომაზე ტფილისში ჩამოვედი. დაა-
ხლოვებით ეს 1886 წელს იყო. აქ ელისაბედის ქუჩაზე111, მგონია 56
თუ 58 ნომერში სახელოსნო გავაღე ერთ რუს მეწაღესთან ერთად;
საშკა ერქვა სახელად, გვარი არ მახსოვს. მერე მოვიდა სახელოს-
ნო სამმართველოს აგენტი,112 ატესტატი მოგვხოვა (sic). მე ატე-
სტატი არ მქონდა. ამიკრძალეს მუშაობა. რუსს ჰქონდა ატესტატი.
ერთხელ, როდესაც იქ ვმუშაობდი, დუქნის წინ ვდგევარ. ვხედავ,

106 ყასაპი − იგულისხმება ყასაბი, მეხორცე.


107 ნაღვარევი (ნაღორევი) − სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში ქვეშეთის თემში.
108 ნიში − საკულტო ნაგებობა, ხატი.
109 ქესატი (არაბ.) − უფულო ადამიანი. ქესატად − უფულოდ.
110 მეწაღე − წაღების მკერავი.
111 ელისაბედის ქუჩა − თანამედროვე მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა.
112 აგენტი − იგულისხმება წამომადგენელი.
- 48 -

მოდის ხუთი რაჭველი ელისაბედის ქუჩით. რერო-რეროს მოიმღე-


რიან. დახეთ ჩემს მოუსვენრობას, უუ − შევუკივლე. შემაგინეს, მეც
შევაგინე. დადგნენ: ხანჯალი შემოიხსენ, თუ ვაჟკაცი ხარ და მერე
გამოდიო. მეც შემოვიხსენი ხანჯალი, ჩოხა გავიძვრე, შევიტანე დუ-
ქანში, ავიღე პატარა ხელკეტი. ოთხნი იქით დადგნენ. ერთი მაღალი
დიდწვერა მხერხავი, 40-45 წლისა მოდის ჩემსკენ. ნუ მოდიხარ-მეთ-
ქი. შევატყვე რაღაც ეშმაკობა არის. მიცინის − შე რჯულძაღლო,
გიცნობ, ტერტერიანთ ძმისწული არა ხარო. − ნუ მოდიხარ-მეთქი.
დაიკუზა, გამოქანდა, დავარტყი, წაიქცა. აი აქ შევცდი. − შევაჯე-
ქი ზურგზე. წვერში ხელი ჩავკიდე და ყანყრატოში ვეცი. დამეცნენ
სხვები, მირტყამენ. მოჭიდავე ბიჭი ერთი მაინც იქით გაქანდება,
დამკივლებს, ჩემსავე კეტს დამარტყამს, გამოქანდება, გამკრავს, მა-
გრამ ამ მხერხავს მაინც ვერ მომაცილეს. წვერსა და ყაყრატოში
მაგრადა მაქვს ხელი ჩაკიდებული. გამოქანდა ერთი მაღალ-მაღალი
რაჭველი. ერთი ხელი კისერში ჩამავლო, მეორე − ზურგში, − ამწია,
უნდა ამაგლიჯოს თავის ამხანაგს. მაგრამ მე ხელი არ გავუშვი. წა-
რმოიდგინეთ, ორივე აგვწია, ისეთი ღონიერი იყო. ეს რაჭველი კი,
ჩემს ქვეშ რომ არის, ხელს იკიდებს ყელში და ღრიალებს: დამაღრ-
ჩო ამ ვირიშვილმა! შევვარდი დუქანში, ვტაცე ხელი თოფს. საშკამ
მითხრა, დატენილი არისო. მაშინვე დავაგდე თოფი: მე კაცის მოკ-
ვლა არ მინდოდა, თორემ ხანჯალსაც არ დავდებდი, ჩხუბი არის,
ჩხუბი იყოს! შევვარდი გვერდით თადეოზა მუჩაიძის სახაშეში, და-
ვავლე ხელი ტარიან ჩოთქს, მაგრამ ამ ჩოთქმა ვერ მიშველა. ამ
დროს გამოვიდა მეწვრილმანე მაჭარაძე, რომელიც იქვე ახლოს
იყო. წაავლო ხელი მხერხავს, რომელიც მე მცემდა ჯოხს. მაჭარაძე
ღონიერი იყო, მაგრამ მხერხავი მოჭიდავე აღმოჩნდა. ეძგერა მაჭა-
რაძე, მაგრამ მხერხავი წამოუდებს ფეხს და თან ეუბნება: შენ იცი
თუ არა, რომ მე მოჭიდავე ვარ? კლუბში მაქებენ!
ბოლოს ჩხუბში ჩაერია პეტრე პეტრიაშვილი, ცხიმანაურის შე-
გირდი. თუმცა ისიც რაჭველი იყო, მაგრამ როგორც ცხიმანაურის
შეგირდი, ჩვენ მოგვიდგა. მომცა დიდი ნედლი კეტი: ა, არაქელ დაი-
ჭიო. დავდექი ამ კეტით, ერთს დავკარი, მეორეს, გაიქცნენ ყველანი.
- 49 -

მირბიან, მივსდევ და ვურტყამ. იქვე მეცხრე უბანი113 იყო, გამოვა-


რდნენ პოლიციელები. გამოირკვა, რომ მუჩაიძის ძმას წაექეზებინა
ისინი. მე რომ დავუკივლე, მას ეთქვა: ერთი გატყიპეთ ეს ბიჭიო.
პოლიციის უბანში სთქვა, რაჭველები დამნაშავე არ არიან, დამნაშა-
ვე ეს არისო. მე ვუთხარი: არა გრცხვენიანთ, ხუთი კაცი ერთს დამე-
ცით და კიდე მე ვარ დამნაშავე? ახალი წელიწადი დღე იყო, არავის
იჭერდნენ და ჩვენც გაგვიშვეს. მივედი, ის რაჭველი ისევ იქ გდია.
ვნახე, ჩემი ახალუხი სულ დაგლეჯილია. ნიკო მაჭარაძეს ერთი სა-
ხელო დაუკარგავს, ქუდი დაუკარგავს. − კაცოო, მითხრა, შენ სულ
ჩხუბობ, შენი გულისათვის ქუდი დავკარგე. სახელო დავკარგეო.
გიზღავ-მეთქი, ვუპასუხე. მართლაც ვუზღე, ორი მანეთი ქუდში მი-
ვეცი, ორი სახელოს მიკერებაში.
მეორე დღეს ჩემი ტოლი ბიჭები მოვიდნენ, გოლა აბაზოვი, რო-
მელიც ორ სავსე ტომარას იღლიებში იდებდა და სამსონა ახსაბაძე.
გაეგოთ ჩემი ჩხუბი. მე ცემისაგან გვერდები მტკიოდა და სუნთქვას
მიშლიდა, ისინი კი ისეთი გულდაწყვეტილნი იყვნენ, რომ კარგ სე-
ირს გამოაკლდნენ. − ოოჰ, ბიჭო, სად ვიყავით, სად ვიყავით, − იძა-
ხოდნენ.
აღდგომის ორშაბათს დიდუბეში ვქეიფობდით ტოლი ბიჭები,
ჩანთი ყაზარას დუქანში, ათი-თორმეტიოდე, სულ ახალგაზრდა ბი-
ჭები ვიყავით. ქალაქ გარეთ ეს პირველი გამოსვლა იყო ჩვენი, აქ
პირველად ვბედავთ ქეიფს. იქ ჩვეულებრივ მოზრდილი ბაბაზი114
ბიჭები ქეიფობდნენ. ჩვენ კი 20-21 წლისანი ვიყავით. მოზრდილი
მხოლოდ ერთი გეურქას მამიდასშვილი ნიკა იყო. [ახალი ნაროდ-
ნიკები ვართ ყველანი.] მოვითხოვეთ თორმეტი ბოთლი ღვინო.
ზოგმა სთქვა, თეთრი გვინდაო. ამიტომ ექვსი ბოთლი უკან დავაბ-
რუნეთ. დუქანთან გერმანელების კოლონიის არხი ჩამოდის. არხს
იქით მსახიობები ქეიფობდნენ, სხვათაშორის მარიამ საფაროვის ძმა
და რამდენიმე თეატრის მოტრფიალე კინტო.115 იმათში გეურქა მე-

113 მეცხრე უბანი − თბილისის რუსეთის იმპერიის დროინდელი დარაიონების მიხედვით


− კუკია, დიდუბის მონაკვეთი.
114 ბაბაზი − გაურკვეველი ქალაქური ჟარგონი.
115 კინტო − ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე, გამოირჩეოდა თავისებური ჩაცმა-
დახურვით, მოსწრებული სიტყვა-პასუხითა და ცუღლუტობით; ცუღლუტი,
მასხარა, ლაზღანდარა.
- 50 -

ლიმონეც იყო, ძალიან კარგი ბიჭი. ბოთლები რომ უკან გავატანეთ,


იმათ დაგვცინეს. ჩვენ გვეწყინა − როგორ? ისეთი ბიჭები ვართ, რომ
ვექსილებით116 ვეძებთ ჩხუბს და ჩვენ დაგვცინეს? ამ დროს მოგვი-
ტანეს თეთრი ღვინო, კიდევ გაიცინეს. მე გადავდექი, შევუკურთხე
კარგად. გაიმართა თამაში, ჩვენც გვყავს ზურნა, იმათაც. გადადის
რეპლიკები იქით-აქეთ, გინება იყო რაღა. მე ვტაცე ღვინის ბოთლს
ხელი და იმ კამპანიისკენ მივეცი თავი. გეურქა წამოვარდა. გეურ-
ქა რომ არ წამოვარდნილიყო, საფაროვის ძმას თავში მოხვდებო-
და, გეურქას კი წელში მოხვდა. ჩვენ ხანჯლების სინჯვა დავიწყეთ.
ერთი ოსი იყო ჩვენთან, ხეთაგური, ეუბნება დუშელს: მოიტა შენი
ხანჯალი, შენ მაინც ვერ იხმარო. ჩანთი ყაზარაშვილები რომ არ
ყოფილიყვნენ იქ, უეჭველად ფხრეწა მოხდებოდა. საფაროვის ძმა
მერე ვნახე გოლოვინის პროსპექტზე,117 განგებ გვერდი გავკარი. −
უუ, დაიძახა, − და მეც შემოვტრიალდი, ხანჯალს ხელი გავიკარი,
შემომხედა, ჩხუბი ვერ გაბედა და გატრიალდა. მერე გავიცანით ერ-
თმანეთი და ბევრი ვიცინეთ: რა სულელი ვიყავით.
როგორც ზემოთ ვთქვი, სახელოსნოს სამმართველომ ამიკრძა-
ლა მეწაღეობა, რადგანაც ატესტატი არ მქონდა; მეც დავანებე თავი;
ერთი კვირის შემდეგ ყასპობა დავიწყე. ერთი გიგუა ხარხარაშვილი
იყო მეწვრილმანე, ხორცს ჰყიდიდა. სალოცავად წავიდა ხატში. −
არაქელ, მოდი შენ გაყიდე ჩემს მოსვლამდე ხორციო, − მითხრა.
− ძალიან კარგი. დავდექი. ერთ დღეს მოვიდა მყიდველი ცხვრის
ხორცისათვის. ავიღე, როგორც ყასაბმა, ჩავავლე ხელი ხორცს,
მკერდი უნდა ჩამოვსჭრა. დავადე სათული.118 თურმე ეს ნელა უნდა
დავუსვა, მე მაგრად ჩამოვკარი ფეშხოს,119 მთლად ფეხი ჩამოვჭე-
რი; მაგრამ სათულიც გამივარდა ხელიდან. ქონიანი სათული იყო,
თან ერთი თითი მაკლდა, ვერ დავიჭირე სათული და ხელიდან გა-
მისხლტა. [ვნახოთ, თხუთმეტი წლის ბიჭი იქვე დაეცა. შემეშინდა.
მივვარდი, თურმე პირდაღებული მდგარიყო და სათული ღრძილ-

116 ვექსილი (გერ.) − იგივეა, რაც თამასუქი; ფინანსური შეთანხმების წერილობითი


საბუთი.
117 გოლოვინის პროსპექტი − თანამედროვე რუსთაველის გამზირი, სახელი ეწოდა
მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის პატივსაცემად
118 სათული − სათულე, ხორცის საჭრელი დიდი დანა; პატარა ცული ან წალდი.
119 ფეშხო − გატყავებული ცხვრის მეოთხედი, ერთი ფეხი.
- 51 -

ში მოხვედროდა.] ყასბად ვერ გამოვდექი, უვარგისი ხორცი ბევ-


რი მრჩებოდა, როგორც სურდათ, ისეთ ხორცს ვაძლევდი. შემდეგ
ორი კვირა „ხარჩოვნიკად“ ვიყავი ჩუღურეთის ქუჩაზე. იქ ბიჭებს
გასტრონომიული დუქანი ჰქონდათ. ხორცსაც ჰყიდდნენ, გვერდზე
სახაშე ჰქონდათ. ნაცნობი ბიჭები იყვნენ. ორი კვირა დავყავი, შე-
მდეგ თავი დავანებე. აფთიაქის საწყობში ვიშოვე ადგილი. იქ სადაც
ახლა გლეხთა სასახლეა, გრივნაკის აფთიაქის საწყობი იყო. იქ და-
ვდექი მოჯამაგირედ. ჯამაგირი მქონდა თორმეტი მანეთი.
მამაჩემმა იმ დროს დაანება თავი მუშაობას. ხმა კარგი ჰქონდა.
ლამაზი ვაჟკაცი იყო, ტარას ბულბას120 ეძახოდნენ. სიმღერები კა-
რგად იცოდა. აიყოლიეს თავადიშვილებმა და სულ ქეიფობდა. თა-
ვადიშვილებს მაშინ ფული ბლომად ჰქონდათ. ბატონყმობა დიდი
ხნის გადავარდნილი121არ იყო და გლეხებისაგან ფულები ჰქონდათ
აღებული. მამაჩემი სულ მათთან ქეიფობდა. ჩემი ძმა საკონდიტ-
როში იყო. ეს იყო ომიანობის დროს.122 ჩემი უფროსი და ომის შე-
მდეგ გაათხოვეს. სახლში ორი პატარა და დარჩა. უმცროსი ბავშვი,
რომლის დაბადებას დედაჩემი გადაჰყვა, ჩემმა უფროსმა დამ მოჰ-
კლა: დაახალა ბავშვი მიწას, შენი გულისთვის დედა მოკვდაო. ის
და ახლაც ცოცხალია, 70 წლის ქალია, ყოჩაღად არის. ამას მოჰყვა
80-იანი წლები. თავადები გაკოტრდნენ, მამაჩემს მოაკლდა ქეიფი,
მაგრამ მუშაობას ხელს არ ჰკიდებდა. საწყალ ჩემ ძმას თვეში ექვსი
მანეთი ჰქონდა და სულ მამაჩემს აძლევდა. 21 წლამდე მეც მთელ
ჩემს ჯამაგირს მამაჩემს ვაძლევდი. 21 წლის შემდეგ კი შუაზე გავუ-
ყავი, მითხრა კიდეც − ცუღლუტობა დაიწყეო.
აფთიაქის საწყობში დიდხანს არ ვყოფილვარ. დავდექი შემო-
დგომაზე, შუა ზაფხულში დავანებე თავი. ამ დროს ვაპირებდი ძე-
გვის ხიდზე123 მუშაობას, რომელიც მაშინ კეთდებოდა. მუშებისაკენ
მიიწევდა ჩემი გული. წავედი, მაგრამ არ მიმიღეს; არ მამუშავეს, არ
გვინდაო. ერთ ხანს ვიცუდავე, თითქმის ერთ ზაფხულს. ეს იყო 1888

120 ტარას ბულბა − ნიკოლაი გოგოლის, ამავე სახელწოდების რომანის გმირი.


121 ბატონყმობის გადავარდნა − ფეოდალური წყობის, ბატონყმური დამოკიდებულების
გაუქმება, იგივე საგლეხო რეფორმა, 1861 წელს რუსეთის იმპერიაში, კავკასიაში 1864
წლიდან.
122 ომიანობა − იგულისხმება რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი.
123 ძეგვი − სოფელი და რკინიგზის სადგური მცხეთის მუნიციპალიტეტში.
- 52 -

წელს. ბინად მამიდაჩემთან ვიყავი, ერთხელ სიტყვამ მოიტანა და


კიდევაც ვუთხარი მამიდაჩემს: − მამიდა, შენ შეგეძლო ჩვენთვის
სწავლა მოგეცა. მან მიპასუხა: შვილო, ბინად რომ ჩემთან იყავით,
ჩემთან იძინებდით, შარლატანები124 არ გამოხვედით, ამას მაინც
ვერ დამაყვედრითო. მართლაც, ბინად სულ მასთან ვიყავით სამივე
ძმა და ბიძაშვილი. მამიდას ქმარი ტერტერა იყო, თუმცა სომხური
ლაპარაკი არ იცოდა. თითონ ის ახალგაზრდობისას მოჯამაგირედ
მდგარიყო ტერტერასთან და იქ ესწავლა ლოცვა. საშინელი ლოთი
იყო, ხშირად ურემზე დააკრავდნენ და ისე მოჰყავდათ შინ. ფეხი
მოიტეხა კიდეც ლოთობაში.
შემდეგ შიკრიკად125 წავედი ბეჟათუბანში,126გვირაბი კეთდებოდა
იმ დროს. შიკრიკად ვიყავი ინჟინრებთან. ქაღალდები ჩამომქონდა
ტფილისში და ტფილისიდან იქით. ეხლა აქ პატარა ქურდობის
ამბავი მოდის. ბეჟათუბანში მოხდა მატარებლის მარცხი. ნავთის
ექვსი ვაგონი გადაცვივდა ბეჟუათუბანში, ნავთი დაიღვარა, ხალხი
მივარდა, ზოგი ვაგონი ამოიღეს, დაიწყო ნავთის ქურდობა. მთელი
ღამის განმავლობაში მეისრეები სოფლელებზე ჰყიდიდნენ ნავთს.
კოკას ათ შაურად ჰყიდიდნენ. ერთს ფუთზე127 მეტი ჩადიოდა კო-
კაში. მეც მივედი მათთან: წილი მომეცით-მეთქი. მოდიო, მითხრეს.
იმ ღამეს ბლომად გავყიდეთ. მეორე დღეს უფროსებმა შეამჩნიეს
და ყარაულად ერთი ბებერი რუსი დააყენეს. მეისრეებმა მითხრეს:
ბიჭო, რაღა გვეშველება, დღეს ვეღარ მოვიპარავთ ნავთს, ყარაული
დაუყენეს. მე ვუთხარი: ეს ადვილად მოსაგვარებელი საქმეა; მოი-
ტათ ერთი ქათამი, გავაკეთოთ, მოიტათ აგრეთვე არაყი-მეთქი: გავა-
წყვეთ ყველაფერი: მივედი რუსთან: დიადენკა, რიუმოჩკუ!128 დალია
ერთი, დალია ორი, ღვინოში არაყი ჩავუსხით, რასაკვირველია, ცუ-
დად იმოქმედებდა. დაეძინა. გამოვკეტეთ კარები და ამ კარებგამო-

124 შარლატანი (ფრ.) − მცოდნედ, სპეციალისტად თავის გამსაღებელი უვიცი, მატყუარა,


გაიძვერა.
125 შიკრიკი − დაწესებულების თანამშრომელი, საქმიანი ქაღალდების წამღებ-წამომღები;
პირი, რომელსაც გზავნიდნენ სადმე წერილის(ამბის) გადასაცემად.
126 ბეჟათუბანი − სოფელი ხარაგულის მუნიციპალიტეტში, მოლითის თემში.
127 ფუთი (რუს.) − წონის რუსული საზომი ერთეული, უდრის 16,3 კგ-ს; იხმარებოდა
მეტრული სისტემის შემოღებამდე.
128 „დიადენკა, რიუმოჩკუ!“ (რუს.) − ძიაკაცო, ერთი ჭიქაც!
- 53 -

კეტილში მთელ ღამეს ეძინა. ჩვენ მივადექით ნავთს და ორი ვაგონი


გამოვცალეთ იმ ღამეს. ერთ მღვდელს ორი კოკა ნავთი მივყიდეთ.
დადგა საწყალმა კოკები იქვე, ავაცალეთ, შემდეგ ვუთხარით: − მა-
მაო, რადგან ასე იზარალეთ, ახლა ჩვენ ოთხ აბაზად მოგცემთ ორ
კოკას. მისივე ნავთი მივეცით და ოთხი აბაზი კიდევ გამოვართვით.
ჩემ წილად რვა მანეთი, ერთი მგლის ტყავი, სამი ფუთი ნავთი და
ერთი ტომარა ლობიო მერგო. ფულადაც ვყიდიდით და ნატური-
თაც. ნავთი და ლობიო ჩემ დებს ჩამოვუტანე.
კანტორის129 გამგესთან მომივიდა ლაპარაკი და მან დამითხოვა;
შემდეგ ტფილისში ჩამოვედი. გადავსწყვიტე, ახლა კი უნდა შე-
ვისწავლო ხელობა-მეთქი. 1889 წელი იწყება. ჩვენ უკვე მუშაობა
გვაქვს არალეგალური. გამოდის ჟურნალი „მუშის“130 სახელწოდე-
ბით131. მეც მონაწილეობას ვღებულობდი. ამ ჟურნალის „მუშის“
ექვსი-შვიდი ნომერი ლონდონში მოიპოვება, ჩერქეზიშვილს წაუ-
ღია და ა.ხახანაშვილს უნახავს იქაურ მუზეუმში. ჟურნალში მონა-
წილეობდა აგრეთვე ერთერთი ზეინკალი132, გიგუა ბასილაშვილი,
რომელიც მირაქოვის ქარხანაში საწოლებს აკეთებდა. ის ლექსებს
წერდა ჟურნალში. მე ვუთხარი გიგუას: ბიჭო, შემასწავლე ეგ ხე-
ლობა-მეთქი. კარგი, მოდიო. მხოლოდ ერთი პირობა დავუდევი:
მუშაობის დროს ამხანაგობა არ იყოს, გამაგზავნე, გამომაგზავნე.
ერთი სიტყვით, როგორც უფროსი, ისე მომეპყარი-მეთქი. იცინის,
კარგიო. ხაზეინს უთხრა, ავიყვანოთ ეს ბიჭი შეგირდადო. ხაზეინს
გაუხარდა, მოზრდილი ბიჭია, კარგად იმუშავებსო. დღეში აბაზს

129 კანტორა (გერ.) − .წარმოების, დაწესებულების ადმინისტრაციულ-საკანცელარიო


განყოფილება; დამოუკიდებელი დაწესებულება (უპირატესად სამეურნეო,
საფინანსო).
130 „მუშა“ − ხალხოსანი მუშების ხელნაწერი ჟურნალი, ორი ნომერი დაცულია პარიზის
ბიბლიოთეკაში.
131 80-იან წლების ქართულ ნაროდნიკობაში წარმოიშვა ორი მიმდინარეობა: ლეგალური
ნაროდნიკობა, რომლის გამომხატველი იყო ჟურნალ „იმედის“ ჯგუფი და „ნაროდნაია
ვოლიას“ მომხრეები ე.წ. გ. ჩიტაძის და სხვების ჯგუფი. ეს უკანასკნელი ეწეოდა
პრაქტიკულ მუშაობას მუშა-ხელოსნებში, გლეხებში, მეჩექმეებში, მკერავებში და
სხვა. ქმნიდა თვითგანვითარების წრეებს და ორგანიზაციებს. მუშა-ხელოსნები
თავიანთი ინიციატივით სცემდნენ არალეგალურ ჟურნალებს: „მუშა“, „განთიადი“ და
სხვა. ასეთი პროპაგანდა მუშა-ხელოსნებში საერთოდ ნაროდნიკული პროპაგანდის
გაკოტრების გამო მალე დამარცხდა (ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
132 ზეინკალი − ხელოსანი, რომელიც მუშაობს ლითონის სხვადასხვა ნაკეთობის
დამზადებაზე, აწყობასა და შეკეთებაზე.
- 54 -

მაძლევდნენ პურის ფულად. ამ დროს ჩემი ძმა ბეჟაანთუბანში მუ-


შაობდა ტექნიკოსად, ინჟინერთან. ჩამოვიდა ტფილისში, მჭედლები
გვჭირიაო. წაიყვანა ბასილაშვილი მჭედლად, მე ჩაქუჩის დამკვრე-
ლად, მას ორ მანეთს აძლევდნენ, მე ექვს აბაზს. მოგვცეს საჭირო
ხელსაწყო, ვპირავდით ლომებს, წერაქვებს. სულ რაღაც ერთ თვეს
ვიმუშავეთ: ჩემდა საუბედუროდ, წავედით ღვინის სასმელად ნახე-
ვარი ვერსით133 ქვევით. დამინახა იმ კანტორის გამგემ, რომელმაც
წინათ დამითხოვა. უთხრა ბასილაშვილს: რად მოგიყვანია ეს სკა-
ნდალისტი, დაითხოვეო. აბა, ბასილაშვილი რას დამითხოვდა, იდე-
ური ამხანაგები ვიყავით უკვე. თითონაც გაასწორა ანგარიში და
წამოვედით. იარაღის ჩასაბარებლად გამოგზავნეს ერთი ოსი, რო-
მელმაც არც კი იცოდა, ფოლადი რა არის და თუჯი. სამჭედლო
იარაღი რაც გვქონდა, ცალკე მივაწყეთ. მოვაგროვეთ თუჯის კა-
ლაპოტები, რელსების ქვესადებები, ავუწონეთ და მივეცით. გიგოც
ამბობს: კანტორის გამგეს იაღლიში მოუვიდა, ერთი თუმანი მეტი
მომცა, მოდი ამაღამვე დავიძრათ, ხვალ უკანვე არ წაიღოსო. იმ
ღამესვე ჩვენი ბარგი-ბარხანით წამოვედით იქიდან. მუხრანის ქუჩა-
ზე134 საზეინკლო ქარხანაში გავხსენით, დავიწყეთ მუშაობა.
აქ ერთი ეპიზოდი გამახსენდა: ერთ დღეს შუა ქუჩაში მოვდივარ,
ერთი ვიღაც ქალაქელი ბიჭი მორბის, უკან მოსდევს მეორე, ხელში
რაღაც უჭირავს, მე მგონია ხანჯალია, თურმე ქამარია. პირველი
ყვირის − გოროდოვოი, გოროდოვი! მეც ვუთხარი: რას ჰყვირი ქა-
მარი აქვს, მეტი არაფერი-მეთქი. მან მიპასუხა: გამეცალე აქედან,
თავი დამანებეო და შემაგინა. მეც დავანებე თავი. გოროდოვოე-
ბი იყვნენ ბევრი, იქ არაფერი არ შეიძლებოდა. გავიდა ორი თვე,
ვხედავ მოდის არღნიანი135 კაცი. შევხედე ერთი ისაა ნამდვილად. −
შენ იყავი, რომ შემაგინე? − ჰო, მე ვიყავიო, მოდი, არღანი დადევი.
დადვა. სილა ვუთავაზე. მას მისი ამხანაგი წამოეხმარა. ჩემთან ჩემი
ამხანაგი იყო, მე წამომეხმარა. გაიმართა ჩხუბი. მოვიდა პოლიცია.
უბნის ზედამხედველმა ჩემი ამხანაგი დაიჭირა და უშვერი სიტყვე-

133 ვერსი − იგივე ვერსტი, იხ. ზემოთ.


134 მუხრანის ქუჩა − თანამედროვე პუშკინის ქუჩის ქვედა ნაწილი.
135 არღანი − მექანიკური სამუსიკო საკრავი; დიდი ყუთი, რომელსაც მხარზე ღვედით
იკიდებენ, უკრავენ ტარის ტრიალით.
- 55 -

ბით გალანძღა. ვერ მოვითმინე, ვეცი და შეურაცხყოფისთვის სილა


გავარტყი. ეს უბნის ზედამხედველი გვარად კიკნაძე იყო, ჯვარიც
ჰქონდა. მე და ჩემი ამხანაგი გავიქეცით და სახლში შევვარდით. ვნა-
ხეთ, ეს ჩემი გალახული კიკნაძე ორი ყაზახით შემოვიდა. „ვზიატ
იხ!“136 ჩემმა ამხანაგმა მოასწრო, ოთახში შევარდა, კარი ჩაიკეტა. მე
წამავლეს ხელი. ჩემი ამხანაგის დედამ დაიწყო ლანძღვა, რად მიგყა-
ვთო. წამიყვანეს მეხუთე უბანში. დამინახეს ბიჭებმა, უკან დამედევ-
ნენ, იოსება გიორგობიანი, ვასო ცაბაძე, რომელიც ჩვენი ჟურნა-
ლის რედაქტორი იყო. პოლიციელებმა შემიყვანეს ცალკე ოთახში,
მცემეს. კიკნაძემ სულ თვალებში მირტყა. მეც ვეცი, რაც ძალი და
ღონე მქონდა, მაგრამ ამოდენა ხალხი შემომეხვია და ისე მცემეს,
რომ ჩემდა ბედად მეორე უბნის ზედამხედველი ვლადიმეროვი არ
შემოსულიყო, მომკლავდნენ. გამოვედი, ამხანაგებმა მნახეს. სულ
დასისხლიანებული ვარ. მეორე დღეს მითხრეს: წადი პოლიცმე-
ისტერთან,137 იჩივლე. ექიმს შეამოწმებინე თავიო. წავედი ქალაქის
ექიმთან, სამების ქუჩაზე138 ცხოვრობდა. არ შემიძლია, თუ ბოქაუ-
ლმა139 არ მომცა ქაღალდიო, რასაკვირველია ბოქაული ქაღალდს
არ მომცემდა.
ამ დროს პოლიცმეისტერის მოადგილედ ლოლაძე იყო. მივედი,
ვუთხარი: კნიაზო,140 ქართველი კაცი ვარ, გოროდოვოებმა მცემეს.
ეხლა ექიმმა ცნობა უნდა მომცეს, მაგრამ ბოქაული არ მაძლევს
ქაღალდს ექიმთან-მეთქი. კარგად ჩაცმული ვიყავი და მოვეწონე.
მითხრა: გადაეცი, ლოლაძემ ბრძანა-თქო. გახარებული წავედი
ბოქაულთან. რას იზამდა: „აჰ, არამზადავ: გზა გიპოვნია, რაღაო“ −
მითხრა. ვნახეთ ერთი ვექილი.141მან სთქვა: პოლიციაზე ჩივილი არ
შეიძლება, ჩვენ შევადგენინოთ ოქმი, ცოტა ხანს ციხეში ჩაგსვამენ,
საქმე გაირჩევა და მაშინ გამოაშკარავდება პოლიციის მოქმედებაო.

136 „ვზიატ იხ!“ (რუს.) − შეიპყარით!


137 პოლიცმეისტერი − პოლიციის უფროსი რუსეთის იმპერიაში.
138 სამების ქუჩა − თანამედროვე გრიგოლ აბაშიძის ქუჩა.
139 ბოქაული (თურქ.) − მეფის რუსეთში პოლიციის მოხელე, რომელსაც ებარა უბანი
(ქალაქში) ან მაზრის ნაწილი (სოფლად); სასამართლოს ბოქაული − სასამართლოს
აღმასრულებელი.
140 კნიაზი (რუს.) − თავადი.
141 ვექილი (არაბ.) − იგივეა, რაც ადვოკატი.
- 56 -

წავედი, ბოქაულს ვუთხარი: შეადგინეთ ოქმი. − გაეთრიე აქედანო,


− მითხრა. მერე წამოგვყვა ვექილიც. კაცმა ჩხუბი ჰქნა, რატომ არ
უდგენთ ოქმსო. შეადგინეს ოქმი. ვექილი ჩემმა ამხანაგმა მონახა,
ჩემი ამხანაგი მეპაპიროსე იყო, ორასი პაპიროსი გაუკეთა, თან ერთი
თუმანი ფული მისცა. შეადგინეს ოქმი, მოწმეები მყავს, რომ ჯანსა-
ღი მომიყვანეს, ხოლო იქიდან ნაცემი გამომიყვანეს; ექიმის მოწ-
მობაც მაქვს. ოქმი ჩემი ამხანაგის დედასაც შეუდგინეს, რად იგინე-
ბოდაო. ვლადიმეროვმა სასამართლოზე უარი სთქვა: არ მინახავს,
რომ სცემდნენო. მე ვუთხარი, როგორ არ გრცხვენიათ, თქვენ ხომ
ფიცი მიიღეთ მეთქი. მოსამართლემ, გაჩუმდიო, − მითხრა. კიდევ
წამოვვარდი. მოსამართლემ მითხრა: გაჩუმდი, თორემ გაგიყვანთო.
გამოიტანეს განაჩენი. მე ორი კვირა მომცეს, ჩემს ამხანაგსაც ორი
კვირა, ჩემი ამხანაგის დედას კი ხუთი დღე. ხოლო რადგან სასა-
მართლოში უბნის ზედამხედველის ნამოქმედარი გამოაშკარავდა,
მისი საკითხი პოლიცმეისტერს გადასცეს. პოლიცმეისტერმა იგი
გამოაპანჩურა. იმის სიდედრი ჩემთან მოდიოდა და მეხვეწებოდა,
აპატიეო. ერთხელ შემხვდა ეს გაუბედურებული უბნის ზედამხედ-
ველი, ცოლთან მოდიოდა ხელგაყრილი, მეც ვუთხარი: დაუმადლე
შენ ცოლს, რომ გადამირჩი, მარტო რომ ყოფილიყავი, ნახავდი შენ
სეირს-მეთქი. უსათუოდ ვცემდი. მერე რა კარგი ადგილი იყო! როცა
დავინახავდით, დავცინოდით ხოლმე − „კნიაზო, პაგონები142 რა უყა-
ვი, დასაფერად მიეცი?“
ერთ თვეს ცუდად ვიყავი. ხშირად ბილიარდს ვთამაშობდი. გიგო
ბასილაშვილი პირველი მოთამაშე იყო, იმან მასწავლა ყველა ხრი-
კი. შემდეგ საზეინკლო სახელოსნო გავხსენით, საწოლებს ვაკეთებ-
დით და ვყიდიდით. რკინიგზიდან წამოღებული იარაღი გამოგვადგა.
ჩემმა ძმამ ოთხი თუმანი მომცა. ერთი დაზგა143 ვიყიდე, რკინის და-
სახვრეტი, შეგირდიც გავიჩინეთ. ჩემი გაზრდილი შეგირდი ახლა
პირველი მემანქანეა. შეგირდს პურის ფულად აბაზს ვაძლევდი.
დღისით ვმუშაობდით, ღამე ბილიარდს ვთამაშობდით, ჟურნალ-

142 პაგონი (რუს.) − მხარზე დასაკერებელი განმასხვავებელი ნიშანი, სამხედრო ან სხვა


ფორმის ტანსაცმელზე.
143 დაზგა − მანქანა ქსოვილისა და ზოგი სხვა რისამე დასამზადებლად; მაგიდა
სადურგლო სამუშაოებისათვის, სხვადასხვა დარგის ხელოსნის სამუშაო მაგიდა.
- 57 -

შიაც ვმუშაობდით. ჟურნალი ხელით იწერებოდა. სწერდა მეტეხე-


ლი, რომელსაც კარგი ხელი ჰქონდა. ხატავდა კიდეც. მე მახსოვს
ოთხ-ხუთ ეგზემპლარს ვსწერდი, ზოგი ამბობს, ექვსი-შვიდი იყოო.
მე ლექსებიც მაქვს შიგ დაწერილი. თურმე მე პოეტი ვიქნებოდი,
თავის დროზე რომ მიმექცია ყურადღება ამისთვის. [შიო მღვიმელ-
მა სამჯერ დამაწერინა ლექსი.]
ჟურნალის გარშემო რამდენიმე კაცი ვმუშაობდით. ზ.ჭიჭინაძე
ხშირად გველაპარაკებოდა, გვიკითხავდა. წაგვიკითხეს „ოთხი ძმის
არაკი“. ამან სულ გადამაკეთა. აღარ მახსოვს, ვინ წაიკითხა. ე.ნი-
ნოშვილი იყო მგონი. [ფილიპე მახარაძე მაშინ პატარა იყო, თუმცა
ერეოდა კი მუშაობაში.] შიო დედაბრიშვილი იყო, ანტონ ფურცე-
ლაძე, გველაპარაკებოდნენ, სურათები გვქონდა ჩერნიშევსკის,
დობროლიუბოვისა. პიესებსაც ვთამაშობდით. ჯერ ჩვენ სახლებში
ვდგამდით, არწრუნისეულ144 თეატრში გადავედით. დავდგით ანტონ
ფურცელაძის „დიდი მოურავი“ და „ავაზაკნი“. მე ოსის როლი მქო-
ნდა. „მათიკოსაც“ ვდგამდით, იქ გლეხის როლი მქონდა. ჟურნალის
მასალას ვასო ცაბაძე ასწორებდა. მაგრამ უფრო მეტად თავისთვის
მეცადინეობდა. შემდეგ ჟურნალი დაიხურა. არ ვიცი, რა მიზეზით.
ყველა გაიფანტ-გამოიფანტა. [მაგრამ გავლენა მაინც დარჩა.]
ამ დროს ისევ სახელოსნოში ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ამხანაგი ბასი-
ლაშვილი ძალიან დაეწაფა ქაღალდის თამაშს. როგორც უფროსს,
ფული მას ჰქონდა მიბარებული, წავა, დაიკარგება ეს კაცი. მეო-
რე დღემდე არ მოდის. მეორე დღეს ან წაგებული, ან მოგებული
მოვა უძილო, თვალებგამოკარკლული. ამ დროს საქმე არ იცდის,
შეგირდს ფული უნდა. მე ვუთხარი: „ბიჭო, ასე მუშაობა არ შეიძლე-
ბა, მოდი გავიყაროთ“. დაიწყო ტირილი: მე თქვენი საშუალებით
წუმპეს მოვშორდი, ახლა თქვენ გინდათ, დამტოვოთ, ისევ წუმპე-
ში უნდა ჩავვარდეო. შემეცოდა, სამ თვეს კიდევ დავრჩით ერთად,
მაგრამ მაინც ვერ გამოსწორდა. წავა საქმეზე და დაიკარგება. მი-

144 არწრუნის თეატრი − იგულისხმება 1879-1914 წწ. გრიგორი არწრუნის საკუთრებაში


არსებული ქარვასლის შენობის ნაწილში მოღვაწე ქართული სათავადაზნაურო
თეატრი. არწრუნის ქარვასლა მდებარეობდა მაშინდელი სასახლის ქუჩაზე, ამჟამად
რუსთაველის გამზირის დასაწყისში, სადაც დღეს გრიბოედოვის სახელობის
სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის შენობაა.
- 58 -

ვდივარ, ვეძებ. ქაშვეთის ქვეშ საბილიარდო იყო გახსნილი ჯურღ-


მულის მსგავს ოთახებში, ვითომდა იმისათვის, რომ პოლიციას არ
ენახა. ნამდვილად კი პოლიციამ კარგად იცოდა, ქრთამს იღებდა
ამაში. უფრო იმას ერიდებოდნენ, რომ ინტელიგენციას არ გაეგო
და გაზეთში არა დაწერილიყო რა. აი ამ ჯურღმულებში თამაშობ-
დნენ კარტს. მეტის მოთმინება არ შეიძლებოდა. მე ვუთხარი, უნდა
გავიყაროთ მეთქი. მითხრა: იარაღს მაინც ნუ წაიღებ, შემდეგ გა-
დაგიხდი ამის ფულსო. ოთხი თუმანი ფული დარჩა მასზე, [მაგრამ
დღესაც მასზედ არის, თუმცა შეიძლებოდა კი მისი გამობრუნება.
შეიძლებოდა კი გიგოს გასწორება.]
იქვე, ჩვენ სახელოსნოს პირდაპირ ებრაელის დედაკაცმა ლუდ-
ხანა გააღო, სადაც სიყვარულიც იყიდებოდა. ჩვენ შევდიოდით
ლუდის სასმელად. ვნახოთ, ერთი ქალი მოგვიჯდა და ლაპარაკი
დაგვიწყო. ვუყურებ, სულით როსკიპი არ არის, არ არის მთლად
გარყვნილი ქალი. დავუწყე ლაპარაკი: რად როსკიპობ, არა გრცხვე-
ნიან-მეთქი. საქმე არა მაქვსო. − საქმე რომ გიშოვნო, ხელს აიღებ?
− ავიღებ. − შენ თუ დაანებებ თავს ამ საქმეს, მალე ცოლად შეგი-
რთავ-მეთქი, ვუთხარი. ავდექი, საქმე ვუშოვე. გოლოვინის პროს-
პექტზე სასტუმრო „კოლხიდა“, იქ თეთრეულს აძლევდნენ გასა-
რეცხად. სხვებიც აძლევდნენ სარეცხს. ეს მე ჩავიდინე, როგორც
ვფიქრობ, რუსული ლიტერატურის და ანტონ ფურცელაძის „სა-
მის თავგადასავლის“ გავლენით. გარდა ამისა, როსკიპი ქალის სწორ
გზაზე დაყენება მაშინ მოდაში იყო. ასეთმა მდგომარეობამ გასტანა
სამ თვეს, ჩემი სარეცხიც მიჰქონდა, გიგუას სარეცხსაც რეცხავდა.
ერთხელ მოვიდა და მითხრა: კონკის145 ფული მომეცი, ორი შაური
და სარეცხი მოიტა, წავიღოვო. იქვე, კუკიის ხიდთან146 ფოტოგრაფი
იყო, ვითომ იმის სარეცხიც უნდა წაეღო და კონკით წასულიყო.
მე რაღაც არ მეჭაშნიკა, ვუთხარი: მოდი, [და] აქედან წადი, აქედან
უფრო ახლო გზა არის-მეთქი. − არაო, − მითხრა, იქიდან წავალო.
მე ეჭვი შემეპარა. სარეცხი აღარ მივეცი, [მხოლოდ] ორი შაური

145 კონკა (რუს.) − ძვ. საქალაქო რკინიგზა, რომლის ვაგონშიც ცხენები იყო შებმული;
გავრცელებული იყო ტრამვაის შემოღებამდე.
146 კუკიის ხიდი − თანამედროვე ზაარბრიუკენის ხიდი (ყოფილი ვორონცოვის ხიდი და
„მშრალი“ ხიდი).
- 59 -

კი მივეცი. შემდეგ გამოიარე-მეთქი, ვუთხარი. ქალი წავიდა. გავყე-


ვი შორიახლო ქალს. მივიდა ვორონცოვის ძეგლთან.147 აი აქ არის
გადამწყვეტი მომენტი. საით წავა? მიიხედ-მოიხედა, ავიდა ავჭალის
ქუჩით. ერიჰაა, ვთქვი − მატყუებს. გავყევი ნელ-ნელა. შემდეგ კუ-
თხეში დავდექი. კატუას ლუდხანაში შევიდა, გათავებულია საქმე,
ძველ გზას დაჰბრუნებია! წავედი მეწაღე ნაბიჭრიშვილ სიკოსთან.
ასეა ბიჭო საქმე, ვეუბნები: დამეხმარე, ლუდხანში შედი და იქვე ოთა-
ხში შეიპატიჟე, თუ შემოგყვება, შეიყვანე ოთახში, მერმე გამოდი,
თითქოს პაპიროსი გინდა, მეც შემოვალ. ვუყურებ, სიკო ცოტა ხნის
შემდეგ ლუდხანიდან გამოვიდა და ისევ შევიდა. მეც შევედი. კატუა
მიცნობდა, − სტუმრები გყავს? − ვკითხე − ოთახისკენ ვანიშნე, −
ჯეელები არიანო, − მითხრა და გაიცინა − თითონ მოხუცებული
იყო. ლუდხანაში შესვლისთანავე შევამჩნიე, რომ ოთახის ფარდა
დაიხურა. მივადექი კარებს, კარები არ იღება. თურმე უკანა კარებს
შელკუნოვა დომნა აწვება (ეს იყო იმის სახელი), როცა დამინახა,
მაშინვე ფარდა ჩამოსწია და კარებს მოაწვა თურმე. სიკომ ვითომ
არაფერი იცის, შემოვიდესო, ეუბნება. − არა, არ მინდაო. შევაღე
კარი, შევედი, კარებს უკან იდგა თავჩაქინდრული. ნიკაპი ავუწიე,
თვალებში ჩავხედე და ვკითხე: დომნა, ეს შენა ხარ? დაღუნა საწყა-
ლმა თავი, მერე მწყინდა, ასე რომ მოვიქეცი. კატუა გადამეღობა,
შენი გოგო ხომ არ არისო. − არაფერია-მეთქი ვუთხარი, და გამოვბ-
რუნდი. ქარხანაში დავბრუნდი. გიგუამ მკითხა: რა დაგემართა ბიჭო,
რას გაფითრებულხარო. როცა გაიგო, მომილოცა. თურმე ვერ მი-
ბედავდნენ ვერაფრის თქმას: თვითონ უნდა დარწმუნდეს, თორემ
ჯიუტია, არ დაგვიჯერებსო. დომნა კი მიუვარდა სიკუა მეწაღეს და
სულ ფანჯრები დაუმტვრია, მოგზავნილი ყოფილხარო. მიხვდა, რა-
შიც იყო საქმე.
[გავიდა რამდენიმე ხანი. მოვიდა ერთი პატარა ბავშვი, − არაქე-
ლა ვინ არისო? − მე ვარ-მეთქი. − წამოდი, აქ ახლოს პატარა საქმე
არისო. საერთოდ პატარა სახელოსნოებში მიღებული იყო, ხელო-
სანს შინ წაიყვანდნენ საქმის მისაცემად. მეც გავყევი. ბავშვი ერთ

147 ვორონცოვის ძეგლი − მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ძეგლი თანამედროვე


ზაარბრიუკენის მოედანზე.
- 60 -

სახლში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ მოხუცებული დედაკაცი გა-


მოვიდა, იღრიჭება, შემოდით, შემოდითო, მეუბნება. მე შემეშინდა,
ხომ არ მაჭანკლობს ბავშვზე-მეთქი. გავიხედე უკან, ვიღაცამ მაგრად
დამიჭირა მკლავები. მოვიხედე, ვნახოთ, დომნა შელკუნოვა დგას.
დაიწყო ტირილი. უნდოდა კოცნა, არ გავუშვი.– მაპატიე, მაპატიეო,
მეხვეწებოდა. აბა, მელაპარაკე მაინც ცოტა ხანს, ერთი ჭიქა ღვინო
დალიეო. გააგზავნა, ღვინო მოიტანა, დაასხა, მომაწოდა. მე მეგონა
მოწამლული იყო ის ღვინო, არ დავლიე. შენ დალიე-მეთქი. დაა-
რტყა ჭიქა იატაკს, გატეხა და ქვითინი დაიწყო... ერთი თვის შემდეგ
ერევნის მოედანზე შემხვდა. ჩინოვნიკი ეშოვნა ვიღაც საყვარელი,
იმას მიჰყვებოდა. ისეთი დინჯი სალამი მომცა, თითქოს ქალწუ-
ლიაო. შემდეგ უთქვამს: მე არ მეგონა, რომ არაქელა ასეთი კერპი
გამოდგებოდა, მეგონა, ისევ ადვილად შეხედავდა ჩემს საქციელს,
როგორც ზოგი სხვა მამაკაცი, თორემ მოვკვდებოდი შიმშილით და
ამას არ ვიზამდიო. ის ორი შაური კი, რომელიც მან უკანასკნელად
მომცა, სიკვდილამდე მექნებაო.]
დავტოვე სახელოსნო. მამიდაჩემთან ვარ. სამუშაო იარაღი მაქ-
ვს და ქუჩა-ქუჩა დავდივარ. კლიტეებს ვაკეთებ. ხან მშიერი ვარ, ხან
მაძღარი. ერთი ახლად გამდიდრებული კაცი იყო, გვარად ავაქოვი,
[ნამდვილი]ყოფილი მუშა, მაგრამ ძალიან მდიდარი. მიხეილის ქუ-
ჩაზე სახლი ჰქონდა, დიდი სასტუმრო ახლანდელ ”აპოლოსთან”.
იმის საქმე მომცეს, გავაკეთე. ფულის მისაღებად მივედი მასთან.
თურმე ჩვეულება ჰქონია, უსათუოდ უნდა ჩამოუჭრას ნამუშევა-
რი. ადგა და ორი მანეთი ჩამომიჭრა. − არ არის კარგად გაკეთებუ-
ლიო. რას ვიზამდი, მის სახლში ვიყავი. იმოდენა ვაჟკაცი იყო, რომ
კამეჩს წააქცევდა, მე რომ რამე მეთქვა, იქვე გამქაჩავდა. გამოვბ-
რუნდი უსიტყვოდ. მივედი ახლადგაკეთებულ სამუშაოზე, ყველა
კლიტე უკანვე გამოვიღე და შინ წავიღე. მოვიდნენ მამიდაჩემთან
კლიტეებისათვის. მე ვუთხარი, ორი მანეთი დადევით და კლიტეე-
ბს მიიღებთ, ისე ვერ მოგცემთ-მეთქი. ორ კვირაზე მეტხანს ვაწვა-
ლე. მერე დადვა ორი მანეთი მისმა კაცმა. ამ დროს კიდევ ერთი
სამუშაო გამომიჩნდა. ერთი ჩეხი იდგა საპიორის ქუჩაზე148, პატარა

148 საპიორის ქუჩა − თანამედროვე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა.


- 61 -

ქარხანა ჰქონდა. დავიწყე მასთან მუშაობა. დღეში ექვს აბაზს ვი-


ღებდი. ჩეხს ჰყავდა დანიშნული [პორუჩიკის] ვინმე პავლიჩუკის
ქალი. დაკეტა ქარხანა და ოთხი მანეთი ჩემი ფული დაედვა. არ მაძ-
ლევს ფულს. ბოლოს ვუთხარი მიხა ბოჭორიშვილს: ასე არის ჩვენი
საქმე, წამოდი, მიხა, უნდა ვიჩხუბოთ-მეთქი. წამომყვა კიდევ ერთი
ამხანაგი, მეპაპიროსე. წავედით. ვიცი, რომ პავლიჩუკისას არის. ჩა-
მოვკარი ზარი. ერთი ამხანაგი ალაყაფის კართან დავაყენე, − იქი-
დან არ გამეპაროს-მეთქი. კარი მისმა საცოლემ გააღო: აქ არ არის,
თავის კანტორაში არისო. მე ვიცი, რომ აქ არის. ქალს უნდა კარი
მიხუროს, მაგრამ ფეხი ჩავდგი კარებში. აქ მოიყვა, შინაა. მიხაც
რუსულად ეუბნება: „მიეცით მშრომელ კაცს ოფლით მონაგარი
ფული“. ამ დროს ამხანაგმა ქუჩიდან გვანიშნა, მოდისო. გავიქეცით.
ვტაცე ხელი გახამებულ პერანგში. გამიშვი − სირცხვილი არისო. მე
ვეუბნები: ან მომეცი ჩემი ოთხი მანეთი, ან პოლიციაში წამოდი-მე-
თქი. პოლიციის იმედი მაქვს: იქ ბოქაული ერისთავია, რომელსაც
უყვარს ქალაქის ბიჭები. რას წამომყვება პოლიციაში. ორი მანეთი
მომცა. ორი მანეთი დარჩა მასზე. ვდევ, ვდევ, ამ ორ მანეთს, ვერ
ავიღე. ამ დროს გავიგე, ბაქოში მიდისო. მეც მინდა ბაქოში გავყვე
ორი მანეთისათვის, თუმცა თერთმეტი მანეთად ღირს ბილეთი.
ერთხელ მისას მივედი. ღამეა, შევიხედე გასაღებში: თითონ ზის, და-
ნიშნულიც მუხლთან უზის, საწოლზე ლაციცობენ. დავარაკუნე: −
ვინ არის? − არაქელა ვარ. არაქელა ვაროო, გაიგონა თუ არა, უცებ
შეწვა ლოგინში. ქალმა გააღო კარი. ავად არისო. მე ვუთხარი: ახლა
არ დავინახე გასაღებში, რომ გეთამაშებოდა-მეთქი. ქალმა ამოიღო
თავის საფულედან ორი მანეთი და მომცა.
ამის შემდეგ ჩუღურეთში ვმუშაობდი ბერძნებთან. კოსმიადი
იყო მათი გვარი. ერთი იარაღი ჰქონდა ბურღივით; ვნახე სუსტია. მე
ვუთხარი ხაზეინს, ამის ხმარება არ შეიძლება-მეთქი. არა უშავს, იმუ-
შავეო. მოვკიდე ხელი, გატყდა. გარდა ამისა კიდევ ერთი დღე არ
მიმუშავნია, რადგან ბერძნების უქმე იყო. დღეში ვიღებდი მანეთნა-
ხევარს. ფულის გასწორების დროს ორ მანეთნახევარი გამომიბა-
რა: ბერძნის უქმის დღე იყო, არ გიმუშავნიაო, ამას გარდა იარაღი
გატეხეო. მე არ მიმუშავნია, რად არ მამუშავე, მე უარზე არასოდეს
- 62 -

არ ვყოფილვარ-მეთქი. შაბათ საღამოს ჩვეულება ჰქონდა, არყით


უმასპინძლდებოდა მუშებს. ყველას დაუძახა; მე რას დამიძახებს!
იქვე დაგრიხულას დუქანი იყო (ერთი მაღალი მოღრეცილი კაცი
იყო) შევიდა ბერძენი თავისი ქარგლებით,149 შევედი მეც. ვუტაცე
ხელი ოქროს საათს. დადევი ახლავე ორი მანეთი და ათი შაური-მე-
თქი, ვუთხარი. ავაზაკობააო, − მიპასუხა. − შენ გგონია ამ საათს წა-
ვიღებ? არ წავიღებ, მაგრამ ისე დავამტვრევ, რომ შეკეთება ფასად
დაგიჯდება. კოხტად დააწყო მაშინვე ფული.
ახლა ნახევრად უმუშევარი ვარ. ბილიარდსაც ვთამაშობ. ამ
დროს ჩამოვიდა ჩემი და ქარვა. საწყალი, გაყვლეფილია, არაფერი
აცვია. კაბა მიყიდეო. სულ ორი მანეთი მაქვს, რა კაბა უნდა ვუყიდო.
წამოვედი ბილიარდზე: მინდა მოვიგო. თუ მე არ მოვიგებ, სხვას ვინ-
მეს წილში შეუვალ, იქნებ რამე მხვდეს-მეთქი. შევედი, თამაშობენ
იუნკრები150. ერთი მათგანი მუხრანსკი იყო, კარგი ბიჭი, შემდეგ თავი
მოიწამლა. მივედი მასთან, მეც ვითამაშებ თქვენთან-მეთქი. პულს
თამაშობდნენ, იქ კარგად შეიძლება მოტყუება. სხვა იუნკრები არ
მიშვებენ. თაკილობდნენ მუშასთან თამაშს. ზოგიერთი ამბობდა, ეს
კარგად თამაშობსო. − უთხარით-მეთქი, კნიაზ, მათამაშონ! ვითამა-
შე. მოვიგე ერთი პარტია. მოვიგე მეორე პარტია. ღიად ითამაშეო!
მაინც მოვიგე. 7-8 მანეთი მოვიგე და საათის სამზე ღამე, არხეინად
წავედი შინ [სახლში.] მეორე დღეს ჩემს დას ოთხი მანეთი მივეცი,
წადი, კაბა იყიდე-მეთქი.
ქუჩის ზეინკალი ვარ, დავდივარ საქმეებზე. ამ დროს ხშირად რე-
სტორან „იალტაში“ შევდიოდი. იქ ბილიარდი იყო. იქ ერთი ფული-
ანი ყაზახი დაიარებოდა, სამხედრო შტაბიდან, მაგრამ თუ ფულს
არ აჩვენებდი, ისე როდი გეთამაშებოდა. შემოვიდა ერთ საღამოს.
იქვე იყო გიმნაზიელი კოსტა ჭეშმარიტოვი, რომელიც ბილიარდს
კარგად თამაშობდა და სწორედ ამ თამაშისათვის გამოაგდეს გიმნა-
ზიიდან. ამხანაგებმა თხუთმეტი მანეთი შევუგროვეთ. დაიწყეს თამა-

149 ქარგალი − ნოქარი, ხელოსანი, ოსტატის პირველი ხელქვეითი.


150 იუნკერი (გერ.) − მსხვილი მიწათმფლობელი აზნაური, მემამულე ყოფილ პრუსიაში;
მეფის რუსეთში − ძველად − დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან უნტერ-
ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ − საშუალო სამხედრო სასწავლებლის
მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.
- 63 -

შობა, მაგრამ ყაზახი იმედიანად ურტყამს, ფული აქვს, ჭეშმარიტო-


ვს კი ხელი უკანკალებს, ორიოდე მანეთი აქვს კიდევ ჯიბეში, რომ
წააგოს, მერე რას იზამს. მე თვალი ვუყავი151 ლაქიას, ლაქია უკვე
მომზადებული გვყავს, ხელად ორი ჭიქა არაყი მიდის. ჭეშმარიტო-
ვი ეუბნება რუსს: ყელი მიშრება, მოდით, თითო არაყი გადავკრათო.
დალიეს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, ჭეშმარიტოვის
ჭიქაში წყალს ვასხმევინებთ, რუსის ჭიქაში არაყს. დათვრა ყაზახი.
ჭეშმარიტოვმა მოუგო ათი თუმანი. ბოლოს მიხვდა: ახ, სუკინ სინ,
ნაპოილი მენია!152 მივარდა ხმალს. აბა, ჭეშმარიტოვ, გიყვარდეს
უკანა კარები. ჩვენ წმინდანებივით ვდგევართ. თითქოს არაფერ
შუაში ვიყოთ. ყაზახი რომ გავისტუმრეთ, წავედით ჭეშმარიტოვის
საძებნად. მამაძაღლმა, ფული მარტო არ შეჭამოსო.
ცოტა ხნის შემდეგ ელიაზაროვის ფანერის ქარხანაში დავიწყე
მუშაობა ოსტატის თანაშემწედ. თვეში 23 მანეთი დამინიშნეს. ფა-
ნერის დაჭრა მინდოდა შემესწავლა. ოთახი დავიჭირე კონკის კო-
ნდუქტორებთან153, რადგანაც ჩვენი ქარხანა იქ ახლო იყო. [კო-
ნდუქტორები ყველანი მიცნობდნენ, საღამოობით მუშტაიდში
ვმუშობდით.]ერთხელ ერთი კონდუქტორი წაიყვანეს პოლიციაში
იმიტომ, რომ პოლიციელი სკამზე არ დასვა. ტრამვაის უფროსმა
მითხრა: სალარო გაჰყვა ჩვენს კონდუქტორს, უთხარი მოიტანოს,
არ დაკარგოსო. შევედი პოლიციის უბნის ეზოში, ვხედავ ამ ბიჭს
ურტყამენ და ურტყამენ. საწყალმა შემომხედა და დამიძახა: მიშვე-
ლე, არაქელ, ხომ ხედავ, როგორ მირტყამენო. მინდოდა მივშვე-
ლებოდი. „დაჰკათ მაგასაცო!“ მირტყეს მეც. ძლივს გამოვვარდი.
ბოქაულს ქუჩის პირას ჰქონდა ფანჯარა. დავუძახე, მიაქციეთ ყუ-
რადღება, კაცს ურტყამენ-მეთქი. არამზადამ არც კი შემომხედა.
სამაგიეროდ სხვებმა დამიძახეს: აჰა, შენ ბოქაულთან გვიჩივლეო,
ხელახლა შემათრიეს, ბევრი მირტყეს, ხმალიც ჩამარტყეს თავში,
სისხლი თბილად მოდიოდა. ხელახლა მივვარდი ბოქაულის ფანჯა-

151 თვალი ვუყავი − თვალით ვანიშნე.


152 „ახ სუკინ სინ, ნაპოილი მენია!“ (რუს.) − ოხ, ძაღლიშვილები, გამაცურეს!
153 კონდუქტორი − გამყოლი, საქალაქო ტრანსპორტის მუშაკი, რომელიც თან ახლავს
ტრამვაის, ავტობუსს, ტროლეიბუსს, ყიდის სამგზავრო ბილეთებს, თვალყურს
ადევნებს მგზავრთა ჩასხდომას; რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკი − (მატარებლის)
გამყოლი.
- 64 -

რას. სისხლში ვცურაობ, მომაქციე ყურადღება-მეთქი. არც მაშინ


[ეხლა] მომაქციეს ყურადღება. გოროდოვოებმა მტაცეს ხელი,
საკანში ჩამაგდეს და მხოლოდ ღამის ორ საათზე გამომიშვეს: გა-
მოვუდექი სამართლის ძიებას. ვიცი, პოლიცმეისტერთან მორიგე
არის, მივედი, მცემეს-მეთქი, ვუთხარი. ხვალ მოდი პოლიცმეისტე-
რთანო. მეორე დღეს კონდუქტორის მამამ განცხადება დამიწერა.
მივედი პოლიცმეისტერ მასტიცკისთან. − რა ეშველება ჩემს დასის-
ხლიანებულ ცხვირ-პირს-მეთქი; ექიმი არა ვარო, − მითხრა. ცოტა
ხნის შემდეგ დამიძახეს პოლიციაში: საქმე გაარჩიეს და შენ რომ
პოლიციელმა ხმალი დაგარტყა, ის შვიდი დღით სატუსაღოში ჩა-
სვეს „პურსა და წყალზეო“. − მე არ მინახავს, შეიძლება ღვინოსაც
კი აძლევთ-მეთქი. შემდეგ გავიგე, ის პოლიციელი ავლაბარში გადა-
ეყვანათ. ის იყო მისი სასჯელი.
ფანერის ქარხანაში მუშაობდა ოსტატი ტალახაძე, რომელიც
ხანდახან ორი კვირით იკარგებოდა. დაზგაზეც მე ვმუშაობდი.
ერთხელ დამიძახა ხაზეინმა და მითხრა: მოგცემ ოთხ თუმანს და
შენ იმუშავე, ტალახაძე უნდა დავითხოვოო. მე ტალახაძის მიყვანი-
ლი ვიყავი და ეს ღალატად მიმაჩნდა. არ შემიძლია, ვერ ვიმუშავებ
მარტო-მეთქი. ოსტატი ორ-ორ კვირას არ მოდის და როგორ მუ-
შაობდიო. დაზგა დაყენებული იყო-მეთქი. ჰო და შენც დააყენეო,
სცადე, თუ გატყდა, მე ვიდებ თავს, ჩემი ბრალი იყოსო. მე უარი
ვუთხარი, ასეთები ხართ თქვენ ყველა ხელოსნებიო და ანგარიში
გამისწორა. ის იყო, აღდგომა ახლოვდებოდა, მე საჩუქარს რამეს
ველოდი, საჩუქრის მაგიერ დამითხოვეს.
შემდეგ გაეგო ოსტატს ეს ამბავი, მოვიდა, გადამკოცნა. კაცო,
რატომ არ დათანხმდიო. მე ვუპასუხე: არა, ეს ღალატი იქნებოდა.
მე ვერ გიღალატებ-მეთქი, მაგრამ ოსტატი იქ დიდხანს არ გაჩერე-
ბულა. სხვა ჩემზე უფრო ჭკვიანი გამოჩნდა და მან დაიკავა ჩემი
ადგილი. [მე წავედი იქიდან და კარგი საქმეც ვქენი.] ბოლოს ხაზე-
ინი მოკვდა, უშვილო იყო, მუშები წილში შევიდნენ და ყველაფერი
ნოქრისა154 და ოსტატის155 ხელში დარჩა. ნოქარმა ტატიანას156 ქუჩა-

154 ნოქარი − გამყიდველი დუქანში, მაღაზიაში.


155 ოსტატი − ხელოსნების უფროსი.
156 ტატიანას ქუჩა − ამჟამინდელი გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა.
- 65 -

ზე სამსართულიანი სახლი ააგო. ხაზეინს მარტო საქმეში გამოუც-


დელი ცოლი დარჩა და რასაკვირველია, ნოქარი მას მოატყუებდა.
ასე დაიწყო ჩემთვის 1892 წლის გაზაფხული. ცოტა ხანს ვიცუდა-
ვე. ვერ ვიშოვე ადგილი. იმ დროს [ერთი ქურდობა ჩავიდინე, რო-
მელსაც ქვემოთ მოვყვები. რკინის გზაში რუსებს უპირატესობას
აძლევდნენ. ძველი მთავრობა ადგილობრივ მუშებს უნდობლად
გვეპყრობოდა. მერე ჩემმა მამიდაშვილმა სთქვა, წავალ ინჟინერ
კარაპეტოვს ვსთხოვო. წამიყვანა კარაპეტოვმა, დაუძახა ფაიტო-
ნს, უთხრა, სკამი დადგიო. თითონ უკანა ადგილზე ჩაესვენა, მე კი
წინ დამსვა სკამზე. ისეთი შეურაცყოფა ვიგრძენი, თითქო მცემესო.
მიმიყვანა ერთ საამქროში,157 არ გვაქვს ადგილიო. მიმიყვანა მეო-
რეში, იქაც უარი გვითხრეს. კიდევაც სთქვა: უფროსი ვარ, მაგრამ
ანგარიშს არ მიწევენო. დეპოში158 მითხრეს, ერთი კვირის შემდეგ
მოვიდესო. გაჩნდა ხოლერა.159 დეპოდან ბევრი მომუშავე გაიქცა და
მეც მიმიღეს.
დეპოში ძალიან გავრცელებული იყო მექრთამეობა, მაღარი-
ჩობა160. ყველაფერი ოსტატის ხელში იყო. მოვიდოდა ოსტატის
აგენტი: შენ ერთი კარგი ვახშამი გამართე, ოსტატი წავიყვანოთ,
კარგ ჯამაგირს დაგინიშნავსო. ვხედავ, შვიდი აბაზი აქვთ ფინაჩე-
ბს. მე შევაგინე: მინდა ჩემი საქმიანობით მივიღო ჯამაგირი და არა
ქრთამით-მეთქი. მომცეს ორი სანიმუშო სამუშაო, ორივე გავაკეთე.
ორივე ისეთი სამუშაო იყო, რომელსაც ახალ მუშას არ აძლევდნენ.
გავიდა ორი კვირა. ვხედავ ტაბელში161 ჩემი ჯამაგირი არ არის; დღე-
ები სწერია, ხოლო ჯამაგირი − არა. ვეკითხები მეტაბელეს, მითხა-
რი, რამდენი მაქვს ჯამაგირი. ხომ ხედავ თვის ბოლო მოდის-მეთქი.
სამი აბაზიო. ვისაც მანეთზე ნაკლები ჰქონდა, ის ხელოსნად არ ით-
ვლებოდა. ხელოსნებში იმ დროს ისეთი შურიანობა იყო, რომ რაც

157 საამქრო − სახელოსნო.


158 დეპო − ლოკომოტივებისა და ვაგონების სადგომი, სათანადოდ მოწყობილი.
159 ხოლერა − იგულისხმება ინფექციური დაავადება ქოლერა, გადაეცემა
ინფიცირებული წყლითა და საკვებით.
160 მაღარიჩი − საპასუხო საჩუქარი, ქრთამისნაირი სამსახური.
161 ტაბელი − განსაზღვრული მიმდევრობით შედგენილი რაიმე სია, განრიგი;
სპეციალური დაფა, უწყისი, სადაც აღირიცხება მუშა-მოსამსახურეთა სამსახურში
გამოცხადება და წასვლა.
- 66 -

ნაკლებ ჯამაგირს მიიღებდი, უხაროდათ. გამწარებული ვარ ჩემ


იღბალზე, ერთმა მაღარიჩით დამდგარმა მუშამ, რომელიც დღეში
მანეთსა და ორ შაურს ღებულობდა, გააფუჭა საქმე: ექვსკუთხედი
ვერ გააკეთა, დავავლე ხელი ამ ექვსკუთხედს და შევიტანე უფრო-
სთან. აი, კაცი მანეთს და ორ შაურს იღებს და ასე მუშაობს, მე კი 60
კაპ. მაძლევთ-მეთქი. უფროსი კარგი კაცი იყო. − ჩემო კარგო, შენ
რომ რთული სამუშაოს კეთება არ იცი? − როგორ არ ვიცი-მეთქი.
− ოსტატი ლაპარაკობს, რომ არ იციო. მომეცით სანიმუშო სამუშა-
ო-მეთქი. დაუძახა რევიზორ ფირუმოვს, გააკეთებინე სანიმუშო სა-
მუშაო. გული მიკვდებოდა, როცა ვხედავდი, რომ ზოგი მუშა ხელს
მიშლიდა ამ სამუშაოს შესრულების დროს. ასე ცდილობდნენ ჩემ
დამცირებას. ნიმუში დიდი ხანია წარვადგინე, დროც გადის, მაგრამ
პასუხი არავითარი არ არის. ფირუმოვს კიდეც უთქვამს. ნიმუში გა-
აკეთა, კარგად მუშაობსო.
კვირადღით სამუშაოდ არ წავედი. მომეწყინა. კვირასაც ვმუ-
შაობდით, ღამეც ვმუშაობდით. სამი აბაზისთვის არა ღირს-მეთქი,
ვიფიქრე და არ წავსულვარ. ორშაბათს ტაბელი გამოუკიდიათ,
ვუყურებ ჩოჩქოლია ტაბელთან. ჩემი მტრებიც ხელს მართმევენ:
მაღარიჩი, მაღარიჩი არის შენზეო. მანეთი და ორი შაური დაუნიშნა-
ვთ. − თანახმა ვარ-მეთქი, − დავუძახე ოსტატსაც. მან მითხრა: − რომ
არ შეგეგინებინა, ოთხ თუმანს ხომ არ დაჰკარგავდიო. ერთ თვეში
თითქმის ოთხი თუმანი დავკარგე. ორი წლის შემდეგ ბრიგადირი
გავხდი, უფროსმა ბრიგადა ჩამაბარა.
რევოლუციური მუშაობა მაშინ არ სწარმოებდა. სტიქიური ხა-
სიათის არეულობებს ქონდა ადგილი. [ერთხელ არეულობა მოხდა
სტიქიური ხასიათისა. თუ არ ვცდები, ეს იყო რკინის გზის სახელოს-
ნოში 1884 წელს.]
ერთხელ, ღამის პირველი თუ ორი საათი იქნებოდა, სამი-ოთხი
ამხანაგი საბილიარდოდან გამოვედით. ქუჩაში შემომესმა ქალის
ყვირილი: კარაულ162, კარაულ! გავიქეცი. ვხედავ, სდგას ერთი მა-
ღალი ჩინოვნიკი და ურტყამს ქალს. ჭახ-ჭახ, − და ამ ჩინოვნიკს გა-

162 „კარაულ!“ (რუს.) − დახმარების თხოვნის შეძახილი, მომდინარეობს სიტყვიდან


„კარაულ“, რაც მცველს, დარაჯს, ზედამხედველს ნიშნავს.
- 67 -

ვარტყი კარგად ერთი-ორი, − ჩემი ქმარია, ნუ სცემთო, − მითხრა


ქალმა. იქვე მეხუთე საპოლიციო უბანი იყო. ჩინოვნიკი იქ გაიქცა.
ორი ქალი დარჩა. თურმე ცოლი მოსულა ქმრის საძებნელად, გა-
მოუძახნია ქმარი საბილიარდოდან, კაცმა იუკადრისა, რად გამომი-
ძახეო და იმიტომ ურტყამდა. ვხედავ, მოდის ჩემი ჩინოვნიკი. კიდევ
კარგი, ამ დროს უბნის ზედამხედველი ჯაფარიძე მოდიოდა ორი
გოროდოვოით. მე მინდოდა გავქცეულიყავი, ამხანაგებმა მითხრეს:
არ გაიქცე, ჯაფარიძე არისო. ჩინოვნიკმა უთხრა: უუტ რაზბოინიკ!163
გოროდოვოებმა მტაცეს ხელი. მოვარდა ჩინოვნიკი და დაჭერილს
ისეთი სილა გამარტყა, რომ თვალებში ნაპერწკლებმა დამიარა. მი-
ვყავართ პოლიციელებს. ჯაფარიძეს იცნობენ ჩვენი ბიჭები. გიგუა
ელაპარაკება: ხომ არ გაიქცევა, გაუხსენი ხელი. მანაც უბრძანა
გოროდოვოებს, გაუშვითო. გამიშვეს. მივვარდი ჩინოვნიკს, ისეთი
სილა ვაჭამე, რომ დაბარბაცდა და ისე დაეჯახა დარაბას, რომ შიგ-
ნით ყვირილი ასტეხეს. შიგნით მყოფთ ეგონათ, დუქანს სტეხენო.
გოროდოვოებმა ხელახლა დამიჭირეს. ჩინოვნიკმა კიდევ მოინდო-
მა ჩემი გალახვა, მაგრამ გიგუამ დაიჭირა. − ოო, შენ ხელშეკრულ-
ზე ყოფილხარ მარჯვეო. ამ დროს ჯაფარიძემ დაუწყო ჩინოვნიკს
ლაპარაკი: უხერხულია მანდილოსნებით უბანში წასვლაო. თქვენ
მიბრძანდით და მე ამას ჩავსვამო. ჩინოვნიკი წავიდა, ჯაფარიძე მა-
შინვე მომიბრუნდა: ვა, რა სილა იყო, შე მამაძაღლოვო, და გამიშვა.
გადავდივარ ოთხმოცდაათიან წლებზე. ამ დროს დოლგორუ-
კოვის ქალმა შუაბაზარში ბიბლიოთეკა გახსნა. ეს ქალი ნაციო-
ნალურ-ლიბერალურ მიმდინარეობის წარმომადგენელი იყო. ამ
ბიბლიოთეკაში თავს იყრიდნენ სომხის ნაციონალისტები. მე ბიბ-
ლიოთეკას ქართული წიგნები შევწირე. ხშირად დავიარებოდი, რუ-
სულ წიგნებს ვკითხულობდი. ამ დროს თითქმის ჩამოყალიბებული
ნაროდნიკი164 ვიყავი. რამდენჯერაც შევედი, ვხედავ, დოლგორუკო-

163 „რაზბოინიკ“ (რუს.) − ყაჩაღი


164 ნაროდნიკი − რუსეთის იმპერიაში მეცხრამეტე საუკუნიდან გავრცელებული
სოციალისტური მოძრაობის ნაროდნიკული მოძრაობის წევრი. მომდინარეობს
რუსული სიტყვიდან „ნაროდ“, რომელიც ხალხს ნიშნავს. ნაროდნიკულ მოძრაობას
საქართველოში ხალხოსნურ მოძრაობასაც უწოდებდნენ, ნაროდნიკებს კი −
ხალხოსნებს. ნაროდნიკებს სჯეროდათ, რომ ხალხში, უპირატესად კი გლეხებს
შორის პროპაგანდა გააღვიძებდა მასებს და საბოლოოდ გაათავისუფლებდა
- 68 -

ვის ქალი დაანებებს თავს ინტელიგენტებს და მოდის ჩემთან წიგ-


ნების ასარჩევად. მე ვფიქრობდი, ერთადერთი მუშა ვარ და ალბათ
იმიტომ მაქცევს მეტ ყურადღებას-მეთქი. ბოლოს იმავე ბიბლიო-
თეკაში მოსამსახურე კაცმა მითხრა: ვერ უყურებ, ამ ქალს უყვა-
რხარ, შეირთე ცოლადო. სად მეცალა მაშინ ცოლისათვის? მერმე
ვიფიქრე, ეს ნაციონალისტი ქალია, მე ნაროდნიკი ვარ, რომ ჩამით-
რიოს ნაციონალისტობაში, არ ივარგებს-მეთქი. ამის შემდეგ სულ
არ შემიდგამს ფეხი.
ერთხელ მე და ჩემი ამხანაგი მუშტაიდში ვართ. ვხედავ, ერთი
პადპრაპორშჩიკი165 ლამაზ ქალთან დასეირნობს. ჩემმა ამფსონმა166
მითხრა: შეხედე, არაქელ, ის ქალი ბიძაჩემის მონათლულია და ნა-
შვილევი. ბიძაჩემი უშვილო იყო და ეს იშვილა. მიათხოვა ლიბე-
რმანის სტამბის მუშას. ის საწყალი ბიჭი ღამე იქ სტამბაში მუშა-
ობს, ეს ქალი კი ამ პადპრაპორშჩიკთან დასეირნობს, მოდი, ხელი
შევუშალოთო. − კარგი, შევუშალოთ-მეთქი, − დავეთანხმე. − მაგრამ
მე მიცნობსო, − სთქვა ჩემმა ამფსონმა, − შენ გაედევნე. ქალმა შე-
გვნიშნა და რაღაც ჩასჩურჩულა პადპრაპორშჩიკს, რის შემდეგაც
ქალი ერთ მხარეს წავიდა, ხოლო პადპრაპორშჩიკი მეორეზე. მე ვუ-
თხარი ჩემს ამფსონს: ჩვენ ქალს ვადევნოთ თვალი, პადპრაპორშჩი-
კი რად გვინდა? მივდევთ ქალს შეუმჩნევლად. ზემელის აფთიაქთან
რომ მივიდა, იქ გაჩნდა პადპრაპორშჩიკიც. ქალი მე ვერ მამჩნევს.
აფთიაქის პირდაპირ ნომრები იყო. ქალი მოსკოვის ქუჩით ავიდა,
პადპრაპორშჩიკმა აქეთ შეუხვია. მე მაშინვე მივხვდი, რაშია საქმე:
უნდათ სასტუმროში შევიდნენ უკანა კარიდან. აქედან მოვურბინე,
კუთხეს ავეფარე, და ვარ აკრული კედელზე. მას ხმალი აქვს, მე მი-
ნდა უცებ ვეცე და ხელები დავუჭირო. იმის გამოსვლა და ჩემი გა-
დახტომა ერთი იყო. − შესდექ! დავარდა მაშინვე მუხლებზე, დაიწყო
ტირილი: მაპატიეთ, მაპატიეთ! − იძახოდა რუსულად. გამიკვირდა,
კაცს ხმალი ჰქონდა, კიდევაც ვუთხარი: როგორ არ გრცხვენიათ,
სამხედრო კაცი ხართ, ხმალს ატარებთ! − მე არ ვარ დამნაშავე, −

ცარისტული რეჟიმისაგან.
165 პადპრაპორშჩიკი − რუსულად: подпрапорщик რუსეთის იმპერიის სამხედრო წოდება
რუსეთის იმპერიის ჯარში, რანგით შეესაბამება ზემდეგს.
166 ამფსონი − ამყოლი, თანამესუფრე, თანამეინახე.
- 69 -

სთქვა, − თვითონ ქალი დამდევსო. მე ამ დროს ჩემი თავი გმირი


მგონია, იმ მუშის მდგომარეობა მაწუხებს. საწყალი ქმარი მთელ
ღამეს მუშაობს, − ვეუბნები მე, თქვენ კი ულვაშები აგიბზეკიათ და
მის ცოლს დასდევთ. − არა, თვითონ მსდევსო. მივდივარ ქუჩაში.
პადპრაპორშჩიკი ხელგაყრილი მომყვება. ბიჭები უკან მომდევენ:
ვა, არაქელ, დახე, ოფიცერთან არის ხელგაყრილი. პადპრაპორშჩიკი
მეუბნება: გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტს არ გავყვები; ხოლო
თქვენ ნუ ეტყვით ქმარს, არ მინდა ოჯახი აიწეწოსო. მეც მივეცი
სიტყვა, მართლაც ქმარს არაფერი ვუთხარი. ამის შემდეგ პადპრა-
პორშჩიკი იმ ქალთან არ მინახავს. ასეთი ქალის გადამკიდემ [საწყა-
ლმა] ქმარმა მოიწამლა თავი.
[ახლა ჩემი ქურდობის ამბებს გიამბობთ. კონკის ერთი კონდუქ-
ტორთან ოთახი მეჭირა პარკის მახლობლად. ვიგონებ იმ კონდუქ-
ტორის გვარს, რომელმაც ეს ქურდობა ჩამადენია, მაგრამ ვერ მო-
ვიგონე. უმუშევრად ვიყავით მეც და ისიც. ერთხელ მოდის, მეუბ-
ნება: არაქელ, წადი ვერის ხიდთან, მებუტკესთან (იქ სადაც ახლა
მარჯანიშვილის სახელობის თეატრია, ერთი სომეხი მებუტკე იყო,
ბურახს ჰყიდდა). წუხელი კონკიდან ერთი ჩემოდანი „ავწიე“, შიგ
რევოლვერი იყო. რევოლვერი მებუტკეს მივეცი, დანარჩენი იქ
არის შენახული, მოიტანე და გავიყოთ. წავედი, ვფიქრობ, წამოვი-
ღო, იქნებ გზაში დამიჭირონ. დავუძახე მუშას, მივეცი ჩემოდანი და
შორი-ახლოს გამოვყევი, ვინიცობაა მუშა დაიჭირონ, ერთბაშად გა-
ვკურცხლავ მეთქი. როცა ჩვენს ბინას მივუახლოვდი, ჩამოვართვი
ჩემოდანი, ვინიცობაა, მუშა დაეჭირათ, ჩემი ბინის მისამართი არ
გაეგოთ. ჩემოდანში იყო ტანისამოსი, რაღაც ქაღალდები, მზრუნვე-
ლი იანოვსკის აქტები. მოდი, ბიჭო, პატრონს მივუტანოთ, ვუთხარი
ჩემს ამფსონს. გიჟი ხომ არა ხარ, გინდა დაგიჭირონო. ქვა მივაბით ამ
ქაღალდებს და მტკვარში ჩავუშვით. ჩემოდანი შევღებეთ და ფეშქა-
შად167 მივართვით ერთ ამხანაგს, ტანისამოსი კი გავყიდეთ.
ერთხელ ჩემმა ამხანაგმა დიდი ჩემოდანი მოიტანა. რკინისგზის
ფანჯრიდან ჩამოეგდო სადგურის მახლობლად. ჩემოდანში პლედი
და სხვა ნივთები ეწყო. პლედი თავის დას წაუღო, ავლაბარში ჰყავდა

167 ფეშქაში − ძღვენი, საჩუქარ-მისართმეველი.


- 70 -

გათხოვილი. დანარჩენი ტანისამოსი და ნივთები ჩვენ გავიყავით. კი-


დევ ერთი სხვა ამბავი. ჩვენს მეზობლად ერთი კონდუქტორი სცხო-
ვრობდა, გვარად ტერ-სიმონოვი. ლამაზი ვაჟკაცი იყო. მასთან ხში-
რად დაიარებოდა ერთი თოთხმეტი წლის ებრაელი გოგო, ჩხიკვი-
ვით გამხდარი. რაშია საქმე-მეთქი, ვკითხე. ქალწულია, მამაძაღლი,
არ მნებდებაო: უნდა დავათრო ერთხელ უსათუოდო. ერთხელ შინ
ვარ. ვხედავ, მოიყვანა ეს ქალი, შეიყვანა თავის ოთახში, თვითონ
დუქანში გავიდა, სასმელები გამოართვა. შემეცოდა ეს გოგო, წა-
რმოვიდგინე ჩემი დები ასეთ მდგომარეობაში, შევედი ოთახში, ჩავი-
კეტე კარი. გოგომ ტირილი დაიწყო. ნუ სტირი-მეთქი, − ვუთხარი მე.
ამ კაცს რას დასდევ? − ცოლად უნდა შემირთოსო. − არ შეგირთა-
ვს-მეთქი, − ვუთხარი, ვიცი მე მაგის ამბავი. ვკითხე: ვისი ხარ-მეთქი.
დედაჩემი მკერავ შერემეტევთან მსახურობსო. − სად ცხოვრობთ?
− ვერაზე. ამ დროს მოვიდა კონდუქტორი. − რას შვები, არაქელ?
მე ყურადღება არ მივაქციე (სხვათა შორის, მას შიში ჰქონდა ჩემი).
დავავლე ხელი გოგოს, ჩავსვი კონკაში, მივუყვანე თავის დედას. ამ
დედაკაცმა დიდი მადლობა გადამიხადა.]
ამ დროს დეიდაჩემი დაქვრივდა. მას დარჩა ერთი სათოქმაჩო168
სახელოსნო. ქმარი უცაბედად მოუკვდა. ამხანაგებს უნდათ ქარხა-
ნა მიითვისონ. ამ დროს დეიდაჩემის ქალიშვილი ნინო დაინიშნა.
მზითვად შეპირებული იყვნენ ხუთას მანეთს. მაგრამ ის კაცი, რო-
მელმაც სახელოსნო მიითვისა, ფულს არ აძლევდა. ისეთი მდგომა-
რეობაა, სიძემ ქალზე ლამის ხელი აიღოს. საწყალი დეიდაჩემი ტი-
რის, ისედაც ინვალიდი ქალი იყო, დახუთულ-მოკუნტული ეგდო.
შემეცოდა. მოდი დავგირავდები-მეთქი.169 ჩითახოვთან წავედით, მას
საფეიქრო ქარხანა ჰქონდა. იმედი მქონდა, რომ საჭირო თანხას მო-
მცემდა. არ ვიცი, რით გათავდებოდა ჩემი დაგირავების საქმე. მა-
გრამ რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ ჩითახოვი არ იყო, სადღაც წა-
სულიყო.

168 თოქმაჩი − თითბრის ნივთების ჩამომსხმელი, სპილენძეულის ხელოსანი, არა


მხოლოდ მექვაბე.
169 დაგირავება − ნივთის გადაცემა სხვა პირისთვის დროებით სარგებლობაში,
მისგან ფულადი ან სხვა სახის აქტივების მიღების მიზნით. იგი უნდა დააბრუნოს
დამგირავებელმა წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში,
დაკარგავს მესაკუთრის უფლებებს.
- 71 -

ბოლოს დავუხვდი გოგილოს აბანოსთან170 დარჩუა თოქმაჩს,


რომელსაც დეიდაჩემის ქარხანა დარჩა. ღამე იყო. ვეუბნები: ორში
ერთი, ან გადაიხადე, რასაც გთხოვენ, რომ ქალი ნამუსიანად წავი-
დეს ოჯახიდან, ან დაგიხვდები და მოგკლავ. ადვილი კი იყო მისი
მოკვლა: მნაცაკანოვის ხიდთან171 ცხოვრობდა და იქ შეუმჩნევლად
შეიძლებოდა როგორც მოკვლა, ისე ხრამში გადაგდება. შეეშინდა,
დაიწყო კანკალი: შე გიჟო, მართლა არ მომკლა, მივცემ ფულსო.
ფული მართლაც მისცა; გავუკეთეთ მზითევი და ჩემი დეიდაშვილი
დავაქორწინეთ.
1893 წელია, დეპოში ვმუშაობ. მყავს ძმადნაფიცი ქისტი ჰაჯი-ბე-
გ-მრჟოევი. მასთან ჩამოვიდა ქისტის ქალი ბელშა. შემიყვარდა ეს
ქალი. ძალიან ლამაზი იყო. თვალები [იმხელა] იმოდენა ჰქონდა,
როგორც ხარს. ჩემმა ძმადნაფიცმა ჰაჯი-ბეგმა მითხრა: მას ბევრად
უფრო ლამაზი და ჰყავსო. მე შევეხვეწე ჩემს მეგობარს: უთხარი
მამამის ჯან-ჩორს, მომათხოვოს თავისი ქალი, მხოლოდ ყალიმს172
კი არ მივცემ, ჯვარი უნდა დავიწეროთ ჩვენებურად, ქალი კი თავის
სარწმუნოებაზე დარჩეს-მეთქი. გაუხარდა ძალიან ჩემ ძმადნაფიცს.
უთხრა ჯან-ჩორს და მოიყვანა ჩემთან სტუმრად. მაშინ ავჭალის
ქუჩაზე ვიდექი. ფულს კარგად ვაკეთებდი. საწოლი ვიყიდე, სკამები
ვიყიდე, ოჯახი მოვაწყე. ერთი სიტყვით, შამფურებიც კი მქონდა.
ჩემი გასათხოვარი უმცროსი და ანიკო ჩამოვიყვანე, ის მივლიდა.
კვირაცხოვლობას173 მოვიპატიჟე ჩემი ძმადნაფიცი ქისტი, ჯან-ჩო-
რი, ჩემი სატრფოც. ჯან-ჩორმა მითხრა: დასაწუნებელი კი არა ხარ,
მაგრამ ეს მთის ქალია და ქალაქში ვერ გასძლებსო. მე მივხვდი
რაში იყო საქმე. ქალაქში კი გასძლებდა, მაგრამ ჯან-ჩორს ყალი-
მი უნდოდა და ამას ვერ მიბედავდა. იცოდა ჩემი ძმადნაფიცისაგან,
რომ მე ყალიმს არ მივცემდი. ქალს კი ვატყობდი, რომ მოვწონდი.

170 გოგილოს აბანო − ძველი აბანო, მეტეხის პლატოს ქვეშ მტკვრის ნაპირას; ყოფილი
მნაცაკანის ხიდის გვერდზე.
171 მნაცაკანოვის ხიდი − ძველი ლითონის ხიდი ორთაჭალაში მტკვარზე, ადელხანოვის
ქარხანასა და გოგილოს აბანოს შორის.
172 ყალიმი (თურქ.) − აღმოსავლეთის ქვეყნების ზოგიერთ ხალხში − საფასური,
რომელსაც უხდის სასიძო ქალის მშობლებს; ურვადი.
173 კვირაცხოვლობა − ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც
ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
- 72 -

ქისტებში თავისუფლება არის, როგორც ქართველებში, ქალები არ


ერიდებოდენ მამაკაცებს, პირახვეული არ დადიოდენ. იმ დღეს ჩემ-
თან სტუმრად იყო აგრეთვე ორი სხვა ქისტი, ასლანბეგი და ინალი.
ნასადილევს გარეთ გამოვედით. დღესასწაულის გამო არსენალთან,
რკინის გზაზე ბევრი ხალხი იყო მოგროვილი. ჯარისკაცები კონდა-
ხებით ერეკებოდნენ ხალხს. ბევრი დაგორდა მთიდან, ბევრი ხევში
გადავარდა. ჩემმა ძმადნაფიცმა სთქვა: ეგ რა ლაჩრები ყოფილან,
ჩვენში რომ მოხდეს ეს, ამდენხანს ყაზარმებში შევრეკავდით ჯა-
რისკაცებსო. სულ შვიდი-რვა ჯარისკაცი იყო. მოდი ადგილიდან ნუ
დავიძვრებით, − ვთქვი მე. ხალხი კი გარბის ამ დროს. ამომიდგნენ
გვერდში ასლანბეგი და ინალი, ხოლო ჯან-ჩორი გვეუბნება: აბა,
რას შვებით? რას გააკეთებთ იმით, რომ ერთი ჯარისკაცი მოჰკლათ.
შემდეგ იგიც გვერდში ამოგვიდგა: შეეშინდა, ლაჩრად არ ჩამთვა-
ლონო. ჩვენ მზად ვართ, ვდგევართ და ვუყურებთ, თუ გვაკადრეს
კონდახები, შესაფერი პასუხი უნდა გავცეთ. ჯარისკაცების რაზმე-
ბი მოუახლოვდნენ ჩვენს პატარა რაზმს. ერთიმეორეს ვუყურებთ
თვალებში, ბოლოს ვერ შემოგვბედეს და შეტრიალდნენ. ხალხმა
ტაში დაგვიკრა.
სახელოსნოებში ძლიერი იყო რუსი ოსტატების გავლენა. ქა-
რთველები ჯერ არ ვიყავით დახელოვნებული და თუ გვინდოდა
ხელობა კარგად შეგვესწავლა, რუსებს უნდა ავყოლოდით. მათ
შორის დიდი უმრავლესობა ლოთები იყვნენ. მათ მე მალე ავუღე
ალღო. ბრიგადირად მყავდა ერთი ოსტატი ჩეპუხინი, დაბალი ტა-
ნის კაცი. შემდეგ ის ბერად შედგა, ცოტა ხნის შემდეგ გაბოსიაკდა174
და მოკვდა. მე მასთან ვიყავი თანაშემწედ. დამიძახებს: საუზმეზედ
წავიდეთო. დაგვისხამენ ჩაის[სტაქან ჭიქა არაყს, გადაჰკრავს ის, გა-
დავკრავ მეც. მეორე თანაშემწე იყო, იგი ვერ სვამდა. შენგან არაფე-
რი გამოვაო, − უთხრა. აი ეს კი კარგი ხელოსანი გამოვაო. ავყევი,
მაგრამ ძვირად დამიჯდა ეს აყოლა. მართალია, ხელობის ყველა
საიდუმლოებას მასწავლიდა, მაგრამ ძალიან მოვკიდე სმას ხელი.
სხვებიც ავიყოლიეთ. მატარებლის დამსხვრევა რომ მოხდებოდა,
სამუშაოდ გვგზავნიდნენ. მოდიოდა რკინისგზის უფროსი ვედენეე-

174 „ბოსიაკი“ (რუს.) − მაწანწალა.


- 73 -

ვი და თავისებური შეჯიბრი იმართებოდა. საჭმელს ცოტას გვაძ-


ლევდნენ და არაყს უხვად გვასმევდენ. და ისე დავქროდით, თით-
ქო სახანძრო რაზმი ვიყავით. ერთხელ ისე დავმთვრალიყავი, რომ
გონება სრულიად დამეკარგა, შინ ცოცხალ-მკვდარი მივეყვანეთ.
ჩემდა საუბედუროდ, მამაჩემი ჩამოსულიყო სოფლიდან და მნახა
ასეთ მდგომარეობაში. მაშინ არაფერი მითხრა, კიდევ მეორედ მნა-
ხა არყით დამთვრალი. მამაჩემი სადგურზე შემხვედრია, ფაიტონში
ჩამისვამს და მუშტაიდში წამიყვანია მურწა საქოს დუქანში. მერმე
შინ მამაჩემს მოუყვანივარ. მე არაფერი მახსოვს. მეორე დღეს ვე-
უბნები მურწა საქოს: წუხელ მამაჩემი ვნახე სიზმარში-მეთქი, რო-
გორ თუ სიზმარში ნახე, მამაშენმა არ მოგიყვანა ჩემთანო?
მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მითხრა მამაჩემმა: თუ არ გი-
ნდა, შვილო, თავი გაიფუჭო, არყის სმაზე ხელი აიღე. მეც ვსვამდი
ერთ დროსო, ერთხელ დამთვრალი ტალახში წავიქეცი, მე მეგონა,
მედუქნემ მკრა ხელი, გავლახე ის მედუქნე. ტანსაცმელი შემოვახიე,
სამოცი მანეთი მაზღვევინესო. ამის შემდეგ ჩემი ტალახიანი ჩოხა
ჩამოვკიდე ოთახში, რათა ყოველთვის მხსოვნებოდა ეს ამბავიო.
მამაჩემს სიტყვა მივეცი: არ დავლევ-მეთქი, მართლაც არ მისვამს,
მხოლოდ ვოლოგდაში175 დავლიე ერთხელ.
პარტიული მუშაობა ამ დროს არ ყოფილა, მაგრამ ნაროდნი-
კული გავლენა მაინც გვემჩნევოდა. ქეიფის დროს ნაროდნიკულ
სიმღერებს ვმღეროდით. ჩიტაძის ლექსი „ტანჯვით შობილნი, ტა-
ნჯვაში მოვკვდეთ“ ზეპირად ვიცოდით, მაგრამ ჩვენ დარწმუნებუ-
ლი ვიყავით, რომ რუსეთში ინტელიგენცია ხალხს ამზადებს, რომ
დადგება მომენტი და ჩვენც დაგვიძახებენ, დაიწყება რევოლუცია
და ჩვენც მზად ვართ.
ჩემი ამხანაგი შაქრო კრასნოვის ცოლთან ძალიან მეგობრულად
ვიყავი − და-ძმობა გვქონდა დადებული. იმათთან დავიარებოდი, სა-
ნამ რკინის გზაში დავდგებოდი. იმათ გვერდით ცხოვრობდა ერთი დე-
დაკაცი, პოლონელი გრინივეცკის ნაცოლარი; თითონ სომხის ქალი
იყო, ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი, რომელიც რკინის გზაში მუშაობდა და
ერთი 13-14 წლის ქალიშვილი. ლამაზი გოგო იყო. აღდგომა დღეა, ჩემ

175 ვოლოგდა − ქალაქი რუსეთში, ვოლოგდის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.


- 74 -

დობილთან ვარ. შაქროს დედამ სთქვა: დახეთ, ეს კახპა დედაკაცი


რა ამბავშია, გასათხოვარი ქალი ჰყავს, ამხელა ვაჟი ჰყავს და კიდევ
შეურიგდა თავის საყვარელს, ვიღაც ხარჩოვნიკსაო. ქალიშვილსაც
წაახდენს ეგ სინიდის გარეცხილიო. მე გავიფიქრე: ნეტავ შემეძლოს
ცოლის შენახვა, შევირთავდი იმ ქალს, თორემ ეს დედაკაცი გააფუ-
ჭებს-მეთქი. ეს უფრო გავიფიქრე, ვიდრე წარმოვთქვი, მართლაც და,
როგორ შემეძლო ცოლის შენახვა, თვითონ ნახევრად მშიერი ვიყავი.
ეს ორი წლის წინათ. ახლა უკვე რკინის გზაში ვარ. საშუალებაც მაქვს
და ცოლის შენახვაც შემიძლია. ერთხელ იუნკრების სასწავლებელ-
თან შემხვდა ჩემი მეგობრის დედა და ეს გასათხოვარი ქალი ვარინკა.
ქალი კიდევ უფრო გალამაზებულა, უკვე მომწიფებულია. შევხედე,
ვთქვი, დრო არის-მეთქი. წავედი, ვუთხარი ჩემს მეგობარ შაქროს:
ანუშკას ქალი ხომ არ გაურყვნია-მეთქი. − არაო, − მითხრა: ერთი ბე-
ბერი გენერალი ეუბნება: მომიყვანე შენი ქალი ხასადო. მან უარი
უთხრა: თუ გინდა ცოლად შეირთეო. − აბა, − ვუთხარი ჩემს მეგობა-
რს: გადაეცი, ანუშკას მომათხოვოს თავისი ქალი-მეთქი. შაქროს გა-
უხარდა, წავიდა, უთხრა. − ყაბულ!176 ბეჭედიც მივეცი. ქალის დედამ
სთქვა: „შვილო, უეჭველად მღვდლით უნდა დაგნიშნოთ“. − კარგი-მე-
თქი. დავუძახე ტერტერას, ამას ნახევარი ჯვარისწერა ჰქვია. შემდეგ
გადმოვიდნენ ჩემს გვერდზე, ჩემი დანიშნულიც, შაქროც, ერთი ოთა-
ხიც ჩემთვის იშოვნეს.
გავიდა რაღაც ხუთი ექვსი თვე, დეიდაჩემის ქალი სოფიო მელა-
პარაკება: „თუ ცოლის შერთვა გინდოდა, ვერ მკითხე?“ − როგორ
განა, იცი რამე? − ისეთი არაფერი, და განა არც შენ არაფერი გა-
გიგონია? − ვიცი, დედა ნაკახპარი ჰყავს, დეიდაც ნაკახპარი, მაგრამ
შვილი რა შუაშია? − ვუთხარი მე. − კი, მაგრამ... − სთქვი მეთქი, რა
მაგრამ! ახლავე სთქვი, სჯობია. მერე უარესი იქნება! − შევძახე მე.
მომიყვა: ამ ქალს თურმე სხვისათვის ჰქონია სიტყვა მიცემული, იმ
ეზოში, სადაც ისინი იდგნენ, ისაკა მკერავი იყო, რომლისთვისაც
ვარინკას სიტყვა მიეცა. ახლა იმ ვაჟს ჭლექი დამართია და სულ
მწოლიარე არის. ქალი თურმე ნაკოცნიც არის. დავიფიცე დედა-
ჩემი, რომ მე იმ ქალზე ჯვარს არ დავიწერ. ჩემი ჩვეულებაა, თუ

176 ყაბული − დათანხმება, მორიგება.


- 75 -

დედას დავიფიცავ, იმ ფიცს არასოდეს არ ვუღალატებ. არ მივალ


იმ ქალთან, არ მინდა სხვისი ნაკოცნი ცოლი, არც ის მინდა, რომ
სხვას გაჰყვეს-მეთქი. ოთხი თვე ასე დავდიოდი. მატყობდნენ, რა-
ღაც სხვანაირად ვარ. მე სულ იმაზე ვფიქრობ, ისაკა ვნახო გარეთ
და მოვკლა, შემიძლია შევიდე ოთახში და იქ გავუსწორდე, მაგრამ
ავადმყოფს როგორ დავკრავ, სირცხვილია. იმ ვაჟს თურმე უნდოდა
ჯვრის დაწერა, მაგრამ დებმა არ მისცეს ნება. დედა ნაძრახი ჰყავს,
დეიდა ნაძრახი ჰყავსო. ახლა სასიდედროს და საცოლეს უნდათ გა-
იგონ, რაშია საქმე. თვალყურს მადევნებენ, იქნებ სხვაგან მაქვს პი-
რობა. გადის ასე დრო; ბოლოს ერთი წინადადება მივეცი: იცი დედი,
შენ ქალს არ შევირთავ-მეთქი. მაშ წადიო. − არა, არც წავალ, არ
შევირთავ, არც ნებას მივცემ სხვას წაჰყვეს-მეთქი. − მაშ რა გინდაო.
არ ვიცი შევასრულებდი თუ არა ჩემს სიტყვას, მაშინ კი არ მინდო-
და, ის ქალი გაუბედურებულიყო. მისი დედის ხელში კი გაუბედუ-
რდებოდა. კახპა ქალი იყო. მე ვუთხარი: მე გადავალ ბაქოში, გადა-
სვლა ადვილი საქმე იყო. 10-12 თუმანს კიდევ დამიმატებს ის, ვისაც
ალაგს გავუცვლი-მეთქი. თქვენც წამოდით ჩემთან. მე დავირქმევ
შენი შვილის სახელს, ესეც ჩემი და იქნება. ლამაზი ქალია, იქ გავა-
თხოვოთ. წმინდა გულით ვუთხარი. ცუდია, როცა წმინდა გულით
ლაპარაკობ და ცუდად გაგიგებენ, როდესაც შენ გინდა აკოცო, ის
კი გაფურთხებს. დედაკაცმა მითხრა: სადაც გინდა, იქ წადი. მე ამას
მშვენიერ ქმარს ვუშოვნიო. მიხვდებით ამ სიტყვებმა ჩემზე როგორ
იმოქმედა. კარგი ძმა ჰყავდა იმ ქალს, ძალიან ვუყვარდი. ბოლომდე
ჩემთან კავშირი არ გაუწყვეტნია. ის წამოვარდა, დაჰკრა ბოთლი
მაგიდაზე და თავის დედას დაუყვირა: ვირმა რა იცის, ხურმა რა ხი-
ლიაო! კაცი გეუბნებათ, წამოდით, ქალი გავაბედნიეროთო! − შენი
საქმე არ არისო, − გააწყვეტინა სიტყვა დედამ. მე ძალიან გავჯა-
ვრდი. ვფიქრობ, რა ვუყო. გადავწყვიტე, უნდა დავხოცო ყველა,
დედა, ძმა, თითონ. გავიდა ცოტა ხანი. ვეუბნები: წავიდეთ სალოცა-
ვად-მეთქი. მხოლოდ ჯერ თქვენ წადით, მერე მე წამოვალ-მეთქი.
მე მინდა ისინი გავისტუმრო, დავაჯერო, საღამოზედ წამოვალ-მე-
თქი: ღამით ესენი დავხოცო ქოხში, დილით წავიდე, რომ მოწმეები
მეყოლოს, თითქოს ღამით ტფილისში ვიყავი, არ მინდა, ამათ გუ-
- 76 -

ლისთვის კატორღაში მოვხვდე.


ღამის საათის პირველი იქნებოდა, ყველას სძინავს. მივედი მათ
ოთახთან, გამიღეს კარი. შევედი, ლამპა ჩავაქრე. რას შვრებიო, მი-
თხრეს. ილოცეთ, თქვენი უკანასკნელი დღე დადგა-მეთქი. გადმო-
ხტა ძმა. ქვეშ ამოვიდევი, ხანჯალი ვიძვრე, მისი იღბალი, რომ ბა-
სრი წინა [კბილი] პირი კი არა, შემთხვევით ბლაგვი პირი გამომე-
სვა ყელში; შემდეგ მოვუქნიე [ხმალი] ხანჯალი, ბნელაში ხელში
დავჭერი. მომვარდა ვარინკა, მომეხვია, ხომ გიყვარვარ, არაქელ,
რატომ მკლავო. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამ დროს
შაქრომ და სხვებმა კარები შემოამტვრიეს. მე ვარინკას სიტყვების
შემდეგ შევჩერდი. ხანჯალი ჩემ დადნაფიცს გადავეცი. ვუყურებ,
ხანჯალი სისხლითაა გასვრილი. ბიჭი არ სჩანს. ვზივარ ჩემს ოთახ-
ში, ვფიქრობ, მოვკალი ალბათ ის ბიჭი. და მინდა გავიქცე. მოვიდა
ორი გოროდოვოი, უბნის ზედამხედველი, გამოდიო, − მეძახიან.
ვეხვეწები შაქროს: ხანჯალი შემომიტანეთ-მეთქი. მინდა გავვარდე.
შაქრომ მითხრა: ხანჯალს არ გამოგიტან, წადი, ნუ გეშინია, არაფე-
რი იქნებაო. შემოვიდა უბნის ზედამხედველი, გირჩევ, წამოხვიდეო
− მითხრა. წავყევი, საკანში ჩამსვეს. ჯერ კიდევ ღამეა, გოროდო-
ვოი წინ და უკან დადის. ვუყურებ, კარს გარედან კლიტე არ ადევს,
მარტო ურდული აქვს გაკეთებული. გოროდოვოი დიდ მანძილზე
მიდი-მოდის. ბრახუნი მესმის. ვუყურებ ალაყაფის კარი ღიაა, ერთი
გამოვარდნა უნდა, მეტი არაფერი. გოროდოვოი რომ წავიდა, გა-
ვსწიე ხელი ურდულისაკენ. ფეხის ხმა შეჩერდა. ვხედავ, ჩრდილი
ჩემსკენ მოდის. უცებ ხელი უკან წამოვიღე. − შენი ბედი, − მითხრა
გოროდოვოიმ, − ხელი რომ არ წაგეღო, მოგჭრიდიო. [მოხუცებუ-
ლი ბოქაულის თანაშემწე იყო ერთი.]
მეორე დღეს ჩემი სასიდედრო მოსულა მასთან და უთქვამს:
სიძე არის ჩემი, მაპატიეთ, გამოუშვითო. − მერე ღამით პოლიციას
რად აწუხებთ ასეთი უბრალო საქმეებისათვისო, − უთქვამს ბოქა-
ულს. − მაპატიეთ, მეტად არ შეგაწუხებთო. „წადი ყმაწვილო“ − მი-
თხრა ბოქაულმა და გამომიშვა. მე პირდაპირ არ მჯეროდა. თურმე
შაქროს დაუშინებია ჩემი სასიდედრო, სამ წელიწადზე მეტს ხომ არ
გადაუწყვეტენო, მოვა გაბრაზებული და სულ დაგხოცავთ ყველა-
- 77 -

სო. სჯობია, ახლავე წადით, სთხოვეთ ბოქაულს; და თუ აპატიებს,


არაქელაც კაცია და თქვენც გაპატიებთო.
მოვიდა მიხ. ბოჭორიშვილი: შენ გიჟი ხომ არა ხარ, ან დაიწერე
ჯვარი, ან ეგდე შენთვის მანდო. არა, − ვუთხარი მიხას, − ჯვარს არ
დავიწერ. ადგა მიხა და მიშოვა ოთახი ბეზიმიანის ქუჩაზე. მოიყვანა
მუშა, შეჰკრა ჩემი დოვლათი, ხარა-ხურა ნივთები და წამაღებინა.
ახალ ბინაზე მარტო ვარ: ჯერ და არ მყავს მოყვანილი. ერთხელ,
ნაამბობის შემდეგ ალბათ ორი თვე იყო გასული, ღამის პირველ
საათზე მივდივარ ავჭალის ქუჩაზე,177 ჩემდა უნებურად მივადექი
ჩემი დანიშნულის კარებს. მე ხომ თავზე ხელაღებული ადამიანი
ვარ-მეთქი − ვიფიქრე და ამ ფიქრმა გული ამიჩუყა, ბალღივით გა-
მხადა. როდესაც ჩემს დანიშნულს გავშორდი, ჩემს მიერ სანიშნოდ
მიცემული ოქრო ყოველივე მას დავუტოვე. გულის ქინძისთავი,
ბეჭედი, ყველაფერი დავუტოვე. სიტყვაც მივეცი, ვიდრე არ გა-
თხოვდები, ცოლს არ შევირთავ-მეთქი. ჩემზედ სთქვით ყველაფერი
ცუდი, ყველაფერი მე დამაბრალეთ, არაფერია. ის ქალია, მისი სა-
ხელი შეუბღალველი უნდა დარჩეს-მეთქი. მერმე მიხოსაც ვუთხა-
რი: გავბოსიაკდები, ქუჩაში ვიმთვრალებ, მინდა ხალხს დავანახვო,
რომ ღირსი არ ვიყავი ვარინკასი, რომ სახელი მე გამიტყდეს და არა
მას-მეთქი. გიჟი ხომ არა ხარ, რას ამბობ, მაგ დედაკაცისათვის მართ-
ლა არ გაბოსიაკდეო, − მითხრა მან.
ერთხელ ბზობა დღეს ორი ამფსონი − ქისტი გიორგა და სანდრო
ნაბია შემხვდნენ. წავედით ხალიფა სანდროას დუქანში. ჩასვლა და
ექვსი ბოთლი ღვინის მოთხოვნა ერთი იყო. აქედან ფაიტონით წა-
ვედით სოლოლაკში. ეს მეფაიტონე არ მოგვეწონა, მეორე ავიყვა-
ნეთ, უფრო კარგი ცხენები ჰყავდა. გიორგამ სთქვა, მე თუმანი მაქვს
ჯიბეშიო. სანდრომ სთქვა: მე ექვსი კაპეიკი მაქვსო, მაგრამ ის ექვს-
კაპეიკიანი უფრო სჯობდა თუმნიანს. მე ჯამაგირი ახალი მიღებული
მაქვს, ოთხ თუმანნახევარი მაქვს ჯიბეში. ნუ გეშინიათ, მე მაქვს ფუ-
ლი-მეთქი, − ვუთხარი ჩემს ამფსონებს. გამოვქანდით ფაიტონით ფი-
რუზასკენ. მიხოს დავენახეთ კიდეც. მაშინ რკინის ბორბლები ჰქო-
ნდა ფაიტონს, სულ რახა-რუხით მივდიოდით. მეფაიტონეს ვუთხა-

177 ავჭალის ქუჩა − ამჟამინდელი ჩიტაიასა და დადიანის ქუჩები.


- 78 -

რი: ვერის ხიდზე არ გააჩერო-მეთქი (იქ შაურს ახდევინებდნენ ბაჟს).


ჩვენ ფაიტონის გაჩერება ვითაკილეთ, შაური ისე გადავუგდეთ.
ცხენები ისე გაქანებული მიდიან, რომ ბევრს ჰგონია, მოტაცებული
ქალი მიგვყავს. შევედით ორთაჭალის ბაღში. იქ არაფერი გვკითხეს,
პირდაპირ ხონჩით178 ღვინო შემოგვაგებეს. 3 მანეთი გადავუგდე ამ
მედუქნეს. ჩემმა ამფსონმა სთქვა: ერთი გოგო მიყვარს, წავიდეთ
მასთანო. წამოვედით. მეარღნე კოფოზე დავსვით. მივადექით აბა-
ნოების კარს, ჩემი ამფსონის სიყვარული ქისტის ქალი აღმოჩნდა,
საშინელ სიტყვებს ამბობდა, − როგორ გარყვნილა-მეთქი, ვთქვი.
აბა შენ დარჩი აქ ორ თვესო, − მითხრა. შემდეგ წავედით გოცი-
რიძის ტრაქტირში, შემდეგ ხალიფა სანდროსთან. შემდეგ კიდევ
აღარ ვიცი, სად. გამომეღვიძა. მე შინ რკინის საწოლი მქონდა, აქ კი
ტახტზე ვწევარ. გავიხედ-გამოვიხედე, ხანჯალი, იარაღი ყველაფერი
მაქვს. ხალიფა სანდროც აქვე ძირს წევს. საათს დავხედე, სამის ნა-
ხევარია. − შინ უნდა წავიდე-მეთქი. − გათენდება კაცო და წადიო,
− მითხრა სანდრომ. − არა, ეხლავე უნდა წავიდე მეთქი, − მერე არა
სთქვა, რომ ჩემთან რამე დაგეკარგა, სუყველაფერი მანდ გაქვს, რო-
გორც მოხვედი, სამი მანეთი გადმოაგდე, ღვინოო, დაიძახე. მაგრამ
რად გინდოდა ღვინო, ვის შეეძლო დალევა. მაშინვე ჩაგეძინა. გამო-
ვედი, იქვე ჩამოვჯექი, ვნახე, ჯიბეში მხოლოდ თოთხმეტი შაური
მაქვს, ვიძახი: რა ვქნა!
ამის შემდეგ ერთხელ ღამით დეპოში ვმუშაობ. ერთმა შეგირდმა
მითხრა: „ვარინკა ბათუმში მიჰყავთ“. მეწყინა. მათ სახლზე სამასი ნა-
ბიჯით ვიყავი დაშორებული. არაფერი უთქვამთ ჩემთვის. პირიქით,
მიმალავდნენ, ორი გოროდოვოი ჰყავდათ კარებში ჩაყენებული.
რომ გამეგო, ალბად რამე სიმხეცეს ჩავიდენდი. შეგირდის სიტყვე-
ბის გაგონებაზე ელდა მეცა: ალბათ ქალი მაინც მიყვარდა. ამაღამ
მიჰყავთ, 2 საათი კიდევ ჩემს განკარგულებაშია. ერთი გავიფიქრე,
ხანჯალს შემოვიკრავ, ქალს მოვიტაცებ-მეთქი. მერე გადავწყვიტე:
არ არის საჭირო, წავიდეს, როგორც უნდა-მეთქი. ამ გადაწყვეტილე-
ბის მიღებისთანავე რაღაც მომეხსნა გულიდან, თითქო გამეხარდა
კიდეც, რომ გათხოვდა.

178 ხონჩა − ტაბაკი, ლანგარი.


- 79 -

ჩემმა დებმა იფიქრეს, არაქელას ქალი უნდა ვუთხოვოთო, მა-


გრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, ქალი არც მაჭანკლობით შემერთო,
არც მზითევის გულისათვის. მზითევს მიტომ გავურბოდი, რომ არ
მინდოდა, ქალზე დაბლა ვმდგარიყავ. ვფიქრობდი, ვერც ფუფუნე-
ბაში შევინახავ, ვერც მდიდარ ნათესავებს სუფრას გავუშლი-მეთქი.
ვხედავდი ასეთ ცოლიანებს, ჩემი სიამაყე ამის ნებას არ მაძლევდა.
ერთხელ ერთი ყასაბი მოვიდა, მითხრა: აი, შვილო, 50 თუმანი მზი-
თევი, 50 თუმანიც ქრთამი. მოდი, ოჯახი ნახე, ქალიც ნახე. − არა, ძია,
მე ქალს უქრთამოდ ვთხოულობ-მეთქი. ძია, შენ ამბობ, 50 თუმანი
ქრთამი მაქვსო. სჩანს, კარგად ინახავ ქალს, მე ეგრე ვერ შევინახავ.
შენი ქალი იტყვის, მამაჩემის ოჯახში ბედნიერად ვიყავიო. ვერც
სუფრას გაგიშლი დიდს.
სამ დაში ერთი მიყვარს ყველაზედ მეტად, ქარვა. რასაც მეტყო-
და, ყველაფერს ვასრულებდი. მან მითხრა: აი, არაქელ, აქვე ჩვენს
მეზობლად ბებერი კინტოა, დანიელა ბელოიანი, მას ჰყავს ერთი თე-
თრ-წითელი ქალი, გასათხოვარი, სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა.
ხელმოკლე დედ-მამის შვილი, მამას კაკლები დააქვს ყაზარმებში,
იმით ვაჭრობს ჯარში. მოაქვს შინ ძველი ტანისამოსი, დედა და შვი-
ლი აკერებენ და ამით ცხოვრობენ. როგორც შენ ამბობ, სწორედ
ისეთი ქალია. − კარგი, მე ვნახავ იმ ქალს-მეთქი. ვინც მომეწონება,
ის უნდა შევირთო-მეთქი. მივედი, კვირა დღეა; მათ უბანში, ჩიხში
ქალები მოგროვილან, სულ ქალიშვილები არიან, იქნება ერთი 30-
მდე. ჩემი და ანიკოც იქ არის. დავუწყე სხვის ეზოდან ცქერა. არც
ერთი არ მომეწონა მათში. ამ დროს მათთან ერთი ქალი მოვიდა
თეთრი, შევხედე, მომეწონა. − აი, ეს მომწონს-მეთქი. გაიცინეს. მო-
გეწონაო? ეს არის სწორედ ის ქალიო. მიეცი ბეჭედი-მეთქი. მოიცა-
დეთ, ვნახოთ კიდევ-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ მისი დედა მოვიდა
სახელოსნოში ჩემს დასათვალიერებლად.
გავიდა სამი-ოთხი კვირა. ჩემი საცოლეს დედ-მამას გაუგია, რომ
მე ქალზე ხელაღებული ვყოფილვარ (დანიშნულზე ხელაღებული).
არის თურმე ერთი მითქმა-მოთქმა: შვილი გამიუბედურდება, ალ-
ბათ დაწყევლილი არისო. ჩემს საცოლეს ეთქვა: ალბათ ჩემი ბედი
ეს არის, ახლა ხომ არ გინდათ ჩემზე აიღოს ხელიო. ჩემს სიმამრს
- 80 -

იარმუკაში179 ეკითხა: როგორი ბიჭი არისო, − კარგი ბიჭი არის, წუნი


არა აქვს, მხოლოდ არ გააჯავრო, ღმერთი არ გაგიწყრესო, − უთქვა-
მთ ჩემს ნაცნობებს.
ამავე დროს ვშიშობდი: მე სამუშაოზე უნდა ვიარო, ახალგაზრდა
ქალი მარტო დარჩება შინ, ჩემი ძველი სიდედრი უნამუსო ქალია,
ვაი თუ ჩემს ცოლს ცუდი რამ შეამთხვიოს-მეთქი. ამ დროს ვარი-
ნკაც გაროსკიპდა, მისი ქმარი ჯიბგირი გამოდგა. ვარინკამ შემოუთ-
ვალა თავის დედას: წამიყვანეთ ტფილისში, თორემ ვისაც ვნახავ,
იმას გამოვყვებიო. ჩამოიყვანეს ტფილისში და სწორედ იქვე დადგა
ახლოს, თუმანოვის ქუჩაზე180. მე ერთი ბიძა მყავდა, ნალბანდი ია-
კობა, ძალიან პატიოსანი კაცი. მას ჰყავდა ცოლი, დედაც იმასთან
ცხოვრობდა, ძმებიც, დებიც. მივედი, ვუთხარი: იაკობჯან, ხომ ხე-
დავ, ერთი ტლუ ბიჭი ვარ, ჩემი და სოფელში წაიყვანეს, მე სამუშა-
ოდ უნდა ვიარო, მეშინია, იმ მამაძაღლებმა ქალი არ მომიწამლო-
ნ-მეთქი. − კარგი არაქელჯან, − მითხრა, − აგერ დადექი ჩვენს გვე-
რდზე. იქ ერთი კალატოზი იდგა, უთხრეს: აბა, დაცალე, არაქელას
უნდაო. მან დასცალა ბინა. ეხლა უკვე მაგარი ციხე ავაგე და მინდა
ჯვარი დავიწერო. ყველაფერი მზადა მაქვს, მოწყობილი ვარ. ჩემი
დები ჩამოყვანილი მყვანან სოფლიდან, ამხანაგებს ვუთხარი: ბიჭე-
ბო, ქორწილში ვერ დაგპატიჟებთ, ვინაიდან იმდენი ფული არა მაქ-
ვს ყველას დაგიძახოთ, ერთს დავუძახო, მეორეს ეწყინება, მეორეს
დავუძახო, მესამეს ეწყინება, არავის არ ვუძახებ, მარტო ჩემი დები
იქნებიან-მეთქი. ვუთხარი მიხოს და სხვებს. − კარგი არაქელჯან,
კარგი. ამ დღეს ვმუშაობ, ხვალ ჯვარი უნდა დავიწერო. მზითვები
უკვე მოტანილია: ერთი კამოდი, რომელშიაც ეხლა ნახშირს ვყრით,
ხალიჩა, და სხვა საოჯახო ნივთები, ლოგინი სხვათა შორის, კარგი
მოიტანეს; საწყალი ძმა დააგირავეს ვაჭართან და იმით გააკეთეს მზი-
თევი. მე ვჯავრობდი, არ გინდათ არაფერი-მეთქი. სიდედრმა მითხრა:
ქალი რომ ოჯახიდან ხელცარიელი წავა, გულნაკლული იქნებაო
(მერე მე ის ბიჭი გამოვიყვანე იმ ვაჭრიდან და ხელობა ვასწავლე).
ყველაფერი მზად არის, ხვალ უნდა ვიყიდო რამე საჭმელ-სასმე-

179 იარმუკა − ე.წ. სალდათის ბაზარი. თანამედროვე ორბელიანის მოედანი და 9 აპრილის


ბაღის ქვედა ზონის მიმდებარე ქუჩები.
180 თუმანოვის ქუჩა − ამჟამინდელი ზურაბ ქვლივიძის ქუჩა.
- 81 -

ლი და საღამოს ჯვარი უნდა დავიწერო. მივედი შინ, ვხედავ, ჩემი


სიმამრი იქ არის: პირკატა მეცა: რა უნდა ახლა აქ? დინჯი, ჭკვიანი
კაცი იყო, ძველი ნაკინტოვარი. იყო ერთხანს ჩუმად იჯდა, მივხვ-
დი, რაღაც საქმე აქვს, მაგრამ უჭირს თქმა. არც მე მეუბნები რამეს.
გაჩერდა ასე საათნახევარს. ბოლოს გაუჭირდა, მერმედ რუსულად
მითხრა (როდესაც საიდუმლო რასმეს ლაპარაკობდა, რუსულად
იტყოდა ყოველთვის): არ გეწყინოს, დედაკაცები ამბობენ, როგორ
შეიძლება, ქალი უზურნოთ წაიყვანოს, ნაქვრივალი ხომ არ არისო.
შევჯექი ჯორზე: სანამ ზურნა არ მოგიყვანო, ქალი არ გაამზადო-
ნ-მეთქი. გადამეხვია, მაკოცა. − როგორც გერჩიოს, ისე მოიქეციო.
შემდეგ ჩემმა ცოლმა მიამბო, რომ, როცა ჩემი სიმამრი ოთახში
შესულიყო, ჯერ დედაკაცები ეგინებინა თურმე, მერე თავის თავი.
მეც ბრიყვი ვიყავი რომ დაგიჯერეთ, სად გამგზავნეთო, როგორც
უნდა, ისე მოიქცევაო.
მეშინოდა, ვარინკას და მის დედას რამე სიმჟავე არ გადესხათ ჩემი
ცოლისათვის. ვარინკა ჯერ ქუჩის როსკიპი არ არის, შინა ჰყავთ. აბა,
სად არიან ჩემი ქისტები ახლა. ვუთხარი მათ: ასეა საქმე-მეთქი. − კარგი,
არაქელჯან, ჯავრი ნუ გაქვს ნურაფრისო. მოიყვანეს ორი ქისტი
სახანძრო რაზმიდან. მოვიდა ინალი, ჰაჯი-ბეგი, ასლან-ბეგი, მეჯვა-
რედ მყავს ჩემი ბიძაშვილი, გაბუა. ავიყვანეთ ოთხი ფაეტონი, მარი-
ფათიანად მივდივართ. ალაფიც კარგი მიგვაქვს, როტონდა181 ვიყიდე
კარგი, პლუში182 იყო ყავისფერი, ხუთ თუმნად დაჯდა, კარგი ოქროს
საათიც ვიყიდე, ყველაფრით კარგად მივდივართ. ალაფი183 გეურქა
ნალბანდმა184 უნდა შეიტანოს, მხოლოდ ზურნა გვაკლია. ერთიც
ვნახოთ ახალი მოყვრებიც ზურნით არ შეგვხვდნენ?! გვაჯობეს.
კარგი მიღება იყო. მამაჩემიც იქ იყო. გეურქამ უნდა შეიტანოს
ალაფი. დგას კარებში, საჩუქარს ელის. შემოდი რაღა, რას უყურებ?
− ეუბნებიან იქიდან. − ხედავ, რა ალაფი მომაქვს? აიღეს მანეთი და-
სდვეს. მაგრამ სანამ სამი მანეთი არ მიიღო, ფეხი არ დასძრა. კარგი

181 როტონდა − ქალის მოსასხამი.


182 პლუში − ხავერდის მსგავსი ქსოვილი, რომელსაც უფრო მაღალი, მაგრამ ნაკლებად
ხშირი ხაო აქვს.
183 ალაფი − ნატაცები, ნაძარცვი, ხარკი; იგულისხმება საქორწინო ძღვენი.
184 ნალბანდი − მჭედელი, რომელიც მუშა საქონელს (ცხენს, ხარს...) ნალებს აკრავს,
ნალის დამკვრელი ხელოსანი.
- 82 -

თამაში იყო, კარგი მოლხენა. ეკლესიაში რომ მივედით, ტერტერამ


სთქვა: რაც ამდენ ხანს ეკლესიაში არ გივლია, სულ ეხლა უნდა
გადაგიხადო ლოცვებითაო, თურმე ისეთი ლოცვები იკითხა, რომ
ხუთი თუმანი ღირს. ტრაპეზზე ადიოდა, რაღაც ოინებს აკეთებდა.
ჩემ ძმადნაფიცს ვუთხარი: შეიძლება აქ იყოს ვინმე ძველი საცო-
ლოს მომხრე-მეთქი. − დარდი ნუ გაქვსო. ქისტებმა წრე შემოავლეს
და ახლოს არავის უშვებენ. აქეთ-იქით რეპლიკები ისმოდა: „ბიჭოს,
შეხედეთ არაქელას, რა ლამაზი ქალი უპოვნია“. ვარინკაც ლამაზი
იყო, ჩემი ცოლიც ლამაზია.
ჯვრისწერის შემდეგ შინ წავედით. სომხებს ბევრი ლამაზი ჩვე-
ულება აქვთ. ჯვრისწერის შემდეგ შინ ტერტერა მიაცილებს შარა-
ვნით.185 ჩვენც კარგად ვიქეიფეთ. ეკლესიაში რომ მივდიოდი, ტრა-
დიციის მიხედვით მამაჩემმა შემომარტყა ხანჯალი. თან ტირილი
დაიწყო, ჩემმა დამ ანიკომ დაუძახა: ბაიყუშო,186 რა გატირებს, ბიჭი
საბედნიეროდ მიდისო. − ჩემი მაია მომაგონდა, ერთხელ მეც ვიყავი
ასეთ მდგომარეობაშიო − სთქვა მამამ.
ქუჩაში რაღაც აყალ-მაყალი მოხდა. ჩემი და გავარდა, ვარინკა და
მისი დედა მოსულან. ჩემმა დამ უთხრა: თქვენ რა გინდათ აქ, თქვენ
რომ ნამუსი გქონდეთ, შინ უნდა იჯდეთ და სტიროდეთო. მერე მე-
ზობლებმა სთქვეს, მთელი ღამე იტირაო, ჩემს მოწონებულ ჭურ-
ჭელზე სხვა მივიდაო. მართლაც ყველაფერი მისი მოწონებული იყო:
ერთად დავდიოდით სასყიდლად. − აირჩიე-მეთქი, ვარინკა, − ვეტყო-
დი ხოლმე. ქეიფობის დროს ლაპარაკი მოუვიდა ასლან ბეგს მეორე
ქისტთან, რაღაც ქისტურად ლაპარაკობდნენ, ვერ გავიგე, ვატყობ
კი რომ წალაპარაკებული არიან. − რაშია, ასლანბეგ, საქმე? − აი ეს
კაცი ამბობს, ქალებმა დაგვცინესო. მე კი ვეუბნები, ჩემი ძმის ოჯა-
ხში ვარ, ვერავინ დამცინებს-მეთქი. ერთი დეიდაშვილი მყავს, მას
ეთქვა ქისტებზე: როგორ ჯიყჯიყობენო, ეს ერთ ქისტს გაუგონია,
ამაზე მოხდა ლაპარაკი. მე და ასლანბეგ დოლგიევმა შევიხსენით ხა-
ნჯალი, გარეთ გავედით. გარეთ ასლანბეგსა და ახალგაზრდა ქისტს
ჩხუბი მოუვიდათ. იარაღი იშიშვლეს. ასლანბეგის მოწინააღმდეგე წა-

185 შარავნით − ძლისპირით, გალობის წიგნით.


186 ბაიყუში − დიდი ბუ. ასე მოიხსენიებენ უჟმურ ადამიანს.
- 83 -

ვიდა ქეიფიდან, ხოლო ასლანბეგი დაბრუნდა. მეორე დღეს, ვნახოთ,


მოვიდა ერთი უცნობი ქისტი: არაქელა თქვენა ხართო? − მე ვარ. −
უნდა მოგილოცოთ, ჩვენი რწმენით, ის ქორწილი, სადაც ჩხუბი მოხ-
დება, ბედნიერია. მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს ახლა თქვენთან.
შევარიგოთ ასლანბეგი იმ ქისტთანო. მართლაც დავაკვლევინე ცხვა-
რი ასლანბეგს, შევარიგეთ, ვიქეიფეთ. რაც შეეხება ბედნიერებას, მა-
რთლაც ბედნიერი ცოლ-ქმრობა გვაქვს.
გადავედით ნაძალადევში. ავიღეთ ბინა.
[კამოს ქუჩაზე187 იდგა იოსკა გიორგობიანი. უკვე ექვსმა თვემ
განვლო ჯვრისწერის შემდეგ. ერთხელ საღამო ხანი იყო, რომ შე-
ვედით მისი ბინის ეზოში: ვნახოთ, ერთი დედაკაცი გაყვითლებული
წამოხტა და კედელს მიეყუდა. შევხედე, ვარინკაა. შევედი ოთახში;
გიორგობიანმა მითხრა: რა დაგემართა კაცო, ფერი რად წაგსვლი-
აო? − აქ ყოფილა და რად არ გამაფრთხილე-მეთქი, − ვუთხარი მე.
− ვაიმე ჩემი ცოდვა, არ მომაგონდაო. ვთხოვე გიორგობიანის ბინის
დიასახლისს: წადი, ნახე, კიდევ იქ არის, თუ არა-მეთქი. დედაკაცი
წავიდა: ოთახში შედიო, − უთხრა მან ვარინკას, − არაქელამ უნდა
გამოიაროსო. − არა, მინდა ერთი შევხედო მაინცო, − უპასუხა თურ-
მე ვარინკამ, − არ გამოივლის, რას უცდიო. მართლაც გარეთ არ
გავედი, სანამ ვარინკა ოთახში არ შევიდა.
ერთხელ ავჭალის ქუჩაზე დადგა, აშკარად როსკიპობდა ქუჩაში,
ხშირად ხვდებოდა ჩემს ბიძაშვილს, მოკითხვას აბარებდა ჩემთან.
გაიარა ორმა წელიწადმა. ჩამოვიდა მისი ძმა, ვარინკა მომკვდარა და
კიდეც დაუმარხნიათო, − მითხრა. მოხუცებულ კაცთან ცხოვრობ-
და თურმე, სიფილისი188 დამართნოდა, თმა გასცვენოდა, საავადმყო-
ფოში წაეყვანათ და იქ მომკვდარიყო. დედა ადრე მოუკვდა, თორემ
დედა რომ ჰყოლოდა, უფრო ოსტატურად წაიყვანდა საქმეს და ასე
არ მოხდებოდა. შემეცოდა ძალიან, ვუთხარი კიდეც ჩემს ცოლს:
რომ გამეგო, დავასაფლავებდი-მეთქი. რაც შეეხება მისი დედის სიკ-
ვდილს, უნდა გამოვტყდე, მესიამოვნა. მეშინოდა ბავშვს რამე საწა-
მლავი არ შეასხას-მეთქი.]

187 კამოს ქუჩა − თანამედროვე დიმიტრი უზნაძის ქუჩა. რუსეთის იმპერიის პერიოდში
დიდი მთავრის ქუჩა.
188 სიფილისი (ლათ.) − ათაშანგი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
II
რევოლუციური
სოციალ-დემოკრატიული
მუშაობის დასაწყისი

...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი (ზის პირველ რიგში მარცხნიდან პირველი),
ამხანაგებთან ერთად.
საქართველოს ეროვნული არქივი, ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა
სამმართველოს კარტოთეკა.
- 87 -

1895 წელს ზაფხულში ვასო ცაბაძემ თავი მოგვიყარა. სხვათა


შორის, ეთქვა, ნეტა არაქელას ცოლი არ შეერთო. ეხლა ჩამოგვრ-
ჩება მუშაობაშიო. პირიქით, მე ეს ხელს არ მიშლიდა, კიდევ უფრო
მივდიოდი წინ. არ სთქვან, ცოლი ჰყავს და იმიტომ არ მოდისო.
შვილი მეყოლა, მე მაინც წინ მივდიოდი, არ სთქვან, შვილი ჰყა-
ვს და იმიტომ არ მოდისო. ციხიდან რომ გამოვედი, მაინც წინ მი-
ვდიოდი: არ სთქვან, ციხემ შეაშინა და ეხლა ჩამოგვშორდაო. ვა-
სომ გვითხრა: ხომ გახსოვთ ნაროდნიკობის იდეები? − როგორ არ
გვახსოვს. − ეხლა ახალი იდეებია, ახლა სოციალ-დემოკრატიული
პარტია მუშაობს, ჩვენც უნდა დავიწყოთ მუშაობა − გვითხრა მან.
ჩვენც გადავვარდით მუშაობაში, ისე, როგორც დადურაღებული189
კამეჩი − წყალში. შევადგინეთ წრეები: პირველ წრეში ვიყავით: ზა-
ქარია ჩოდრიშვილი, კალისტრატე გოგუა, ვანო ყიასაშვილი და მე,
სანდრო ბაჯიევი და ორი რუსი ტექნიკოსი, რომელნიც მალე ჩამო-
გვშორდნენ. კიდევ ორი წრე შესდგა: ერთში იყო მიხა ბოჭორიშვი-
ლი, გიორგი ჩხეიძე, ვანო სტურუა, ხოლო მეორეში აბელ ენუქიძე
და რამდენიმე ტექნიკოსი. ვასო გვიკითხავდა სვიდერსკის, მარქსს
და სხვა. მარქსზე თითონ სთქვა: მეც კარგად არ მესმის, ერთად წა-
ვიკითხოთო. [თურმე] ერთს და იმავე ადგილს მეორედ ვკითხუ-
ლობდით, ვერ ვხვდებოდით, რომ წაკითხული* გვაქვს. ეს მუშაობა
მარტო ვასოს მეთაურობით სწარმოებდა: არც სილიბისტრო ჯიბ-
ლაძემ, [და] არც სხვა ვინმემ არ იცოდა ჩვენი წრეების არსებო-
ბა. სასტიკი საიდუმლოება უნდა დაგვეცვა: ვასო გვეუბნებოდა: ამ
წრეს შესახებ არავინ არაფერი არ უნდა იცოდესო. მარტო თქვენ
იცით, არავის არ უთხრათ სხვასო.
ფილიპე მახარაძე ჩამოსულა. მაშინ მას უკვე სასჯელი მოხდი-
ლი ჰქონდა ვარშავის ციხეში. გვინდა მისი ნახვა. ზაქრო ჩორდიშვი-
ლი მას არ იცნობდა, მე კი ვიცნობდი იმ დროიდან, როცა ზაქა-

189 დურაღი − მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება.


- 88 -

რია ჭიჭინაძესთან დავდიოდით და ნაროდნიკობაზე ვკამათობდით.


ეხლა ჩვენ ვამაყობთ უკვე, სოციალისტები ვართ. გვინდა [ჭკუა]
გავუსინჯოთ. გავიგოთ, რას ფიქრობს. მივედით, შინ არ დაგვხვდა.
გამოვედით, ქუჩაში დავსხედით. ჩამოიარა. 5-6 წელიწადია არ მინა-
ხავს, მაგრამ თმით ვიცანი, მან კი ხმით მიცნო. გრძელი თმა ჰქონდა,
[როგორც ნაროდნიკებს.] − ფილიპე! − დავუძახე, − არაქელა, შენა
ხარო? დავიწყეთ ლაპარაკი. − ფილიპე, გახსოვს თუ არა ის იდეები,
წინათ რომ საკამათოდ გვქონდა. არ ვუთხარი, რომ წრეები გვაქ-
ვს. ჯერ კბილს ვუსინჯავ. იგი შეეხო ახალ სოციალ-დემოკრატი-
ულ მოძრაობას და გვითხრა: ეს მოძრაობა რუსეთში უკვე დაიწყო,
ჩვენც უნდა დავიწყოთო. გვირჩია, წრე შეგვედგინა და მეცადინეო-
ბისათვის მიგვეყო ხელი. გვესწავლა გრამატიკა, მართლწერა, არი-
თმეტიკა, ისტორია და სხვა, რათა უფრო ადვილად შეგვეთვისებინა
სოციალ-დემოკრატების აზრები.
ფილიპემ მითხრა: შეაგროვე მუშებიო. ვიყიდეთ სახელმძღვანე-
ლოები. ზაქრო მეორე კლასიდან იყო გამოგდებული, მან ზოგი რამ
იცოდა ამ სახელმძღვანელოებიდან. მოდის ფილიპე, გვასწავლის
გრამატიკას. ჩქარა ფილიპე თავის სამშობლო სოფელში გაგზავნეს
ადმინისტრაციული წესით.. ფილიპემ სილიბისტრო ჯიბლაძე მოი-
ყვანა და ჩააბარა ჩვენი თავი. სილიბისტროს ვიცნობდი იმ დროი-
დან, როცა სემინარიის რექტორი მოჰკლა ლაღიაშვილმა. ფილიპემ
სილიბისტროს ჩვენი თავი გააცნო. დავასხი არაყი, არ დალიეს. არ
მიირთმევთ? − ვკითხე. − არა, − სთქვა ფილიპემ. − თუ არ ვარგა, გვი-
თხარით: ჩვენც არ დავლევთ. სილიბისტრომ დალია ერთი ჭიქა. შე-
ვიკრიბეთ 7-8 კაცი. სილიბისტრომ სულ სხვანაირად დაგვაწყებინა
მუშაობა. მაგრამ გვეშინია, ვასო ცაბაძემ არ გაგვიგოს. ვეუბნებით
სილიბისტროს: საქმე მოაწყე ისე, ვითომ ვასომ მოგიყვანოს ჩვე-
ნთან. ეს ადვილი საქმე არისო. უთხრა ვასოს: წრე მიშოვნეო, ვასომ
მიგვიყვანა, გაგვაცნო. ამავე დროს შატილოვი ექიმობაზე გველა-
პარაკებოდა. სილიბისტრო ამბობდა: რად სტანჯავთ ხალხს, ესენი
რომ გააინტელეგენტოთ190, მერე რევოლუციისათვის აღარ გამო-

190 „გააინტელეგენტოთ“ − იგულისხმება სოციალ-დემოკრტიული პარტიის კლასობრივი


შემადგენლობა, მუშები და ე.წ. ინტელიგენტები. მუშები მიიჩნეოდნენ პარტიის
მთავარ მამოძრავებელ ძალად და საყრდენად, ინტელიგენტები მოიაზრებოდნენ,
- 89 -

დგებიანო. ვასწავლოთ ცოტა, [ზედაპირად] და გავუშვათ მუშე-


ბიო. მართლაც, დაგვამზადა ზერელედ − ეხლა წადით სხვებთანო.
− როგორ, არ ვიცით რა ვუთხრათ? − რაც იცით, ის უთხარითო.
ეს იყო 1897 წლებში. გამგზავნა ვეტცელის ქარხანაში. ბარონ ბი-
ბინეიშვილი მოანგარიშედ იყო იქ, მისი მეოხებით მოვაწყვეთ წრე.
კმაყოფილი დარჩნენ.

დადგა საკითხი წრის შედგენისა [შესახებ] ჩითახოვისა და ადე­ლ­


ხანოვის ქარხნებში. − წადი შენ, − მითხრა სილიბისტრომ, − კინტო
ხარ, იქ ბევრს იცნობ ალბათ. − კარგი-მეთქი, − დავეთანხმე მეც. იქ
ადვილი იყო ჩემთვის წრეების მოწყობა, ვინაიდან ჩითახოვის ფაბ-
რიკაში ცოლის ბიძაშვილები მყავდა. ადელხანოვის ფაბრიკაში კი-
დევ სიძე. მივედით მე და ზაქრო ჩემი ცოლის ბიძაშვილთან, ისაკაძე-
სთან. თან ვეკითხები: სად არიან ბიჭები-მეთქი, − ყავახანაშიო, − მიპა-
სუხა მან. წავედი, იქ ყალიონი მოვწიეთ. იმათ უკვირთ, საიდან სად,
იმათი ამქარი191 არა ვართ. ხალხში სამი ჯგუფი იყო მაშინ, ევროპუ-
ლად ჩაცმული, ჩოხაახალოხიანი და ყარაჩოღელი. ისინი ყარაჩოხე-
ლები იყვნენ, მე ჩერკესკა მეცვა. წავედით დუქანში, დავლიეთ, იმათ
არ იციან ჩვენი მიზანი. ზაქრო დამცინის, კარგი წრე შეადგინეო. მე
და ზაქრო, სხვათა შორის, სულ ერთად დავდიოდით. მეორე კვირას
წავედით ისევე ყავახანაში, ორმანეთნახევარი დავხარჯეთ. მესამე
კვირას ზაქრო არ წამიყვანია. − კაცო, მეთქი, − ვუთხარი მათ, − ღვი-
ნის დასალევად რომ აქ მოვდივარ, განა ღვინო იქ არ არის, მაგრამ
მე სხვა საქმე მაქვს თქვენთან. დეპოს „ბუნტოვშჩიკები“192 ხომ იცით,
აი მოვილაპარაკოთ ჩვენებურად-მეთქი. ერთი სიტყვით მოვაწყე
წრე. ჩავაბარე ხელმძღვანელს, ეხლა ადელხანოვის ქარხანაში მი-
ვდივარ. მივდივარ ჩემ სიძესთან არშაკასთან. ბიჭები უნდა გამაცნო
− მეთქი. − აბა, გაცნობა ღვინოში არის კარგი, არაქელ! ჩემს სიძეს
ვუთხარი: წრისათვის უნდა ავირჩიოთ ბიჭები-მეთქი. წავედით საღა-
მო ხანს სირაჯის დუქანში, [არის ქეიფი.] ცოცხალი თევზი, მაყალზე

როგორც პროპაგანდისტები და თეორიული მომუშავეები.


191 ამქარი (სპარს. „ჰამ-ქარ“) − თანამოსაქმე, ოსტატთა გაერთიანება შუა საუკუნეების
აღმოსავლურ ქალაქებში და მათ შორის ძველ თბილისშიც.
192 „ბუნტოვშჩიკი“ (რუს.) − მეამბოხე.
- 90 -

ხორცის წვა. ვქეიფობთ. სულ ადელხანოვის მუშები იყვნენ. რო-


დესაც ღვინო თავში ავიდა, დავსძახეთ სიმღერა. მე თავს ვიკავებ,
პროპაგანდისთვის ვარ მოსული, ვშიშობ რამე ჩხუბი არ შეიქმნას.
აყალმაყალი მატულობს, მე ავდექი, მინდა გარეთ გამოვიდე ჰაერ-
ზე. სწორედ კარებთან ერთი კამპანია არის, სხვათა შორის ორი ძმა
ჩახტია, დიდი და პატარა. უფროსი ძმა იაგორა ქალაქის მმართვე-
ლობასთან მოჰკლეს 1905 წელში [პატარა ჩახტია ზღვის გაღმა მხა-
რეს არის ახლა.] გამოვედი კარებთან და მივდივარ, მიმიპატიჟეს:
ღვინო მიირთვით. ავიღე, სტაქანი დავლიე, პატარა ჩახტიას ვატყობ
რაღაც გაბღვერას. დახეთ ჩემს უტაქტობას, ისინი ყარაჩოხელები
იყვნენ, მე კი ახალუხით მივედი. იმერლები ეჯავრებოდათ. როცა
გამოვტრიალდი, თავისი კამპანიის გასამხიარულებლად და ჩემ არ
გასაგონად, დაბალი ხმით სთქვა: კნიაზ, შენი ხანჯალი იყოს ჩემს...
მოვტრიალდი, გავლანძღე: მარიფათი არ გქონიათ; კაცს უძახით
ღვინის სასმელად და ლანძღავთ. პატარა ჩახტია წამოხტა, გაბრა-
ზებულმა ხანჯალს ხელი ვიტაცე: აგაგებ ბუზივით-მეთქი, − შე-
ვძახე. ჩემი სიძე მოვარდა: არაქელ-ჯან, შენ გენაცვალე, ხანჯალი
არ ამოიღოო. ძალიან ღონიერი კაცი იყო ჩემი სიძე. სამოც კაცზე
მეტი ვიყავით. შეიქნა ბაგა-ბუგი, აირია ყველაფერი. ერთს წიხლი
ვკარი, დაეცა მაყალზე, მეორე უფრო ყოჩაღი გამოდგა: ჯეელი
ბიჭი იყო, სულ ჩემი ხანჯლისკენ მოიწევდა. აგაგებ-მეთქი, ბალღო,
სად მოდიხარ? იქ დაგა-დუგი, აქ დაგა-დუგი. საშინელი ამბავი იყო.
ერთი ყოჩაღი ბიჭი გამოქანდა, სწრაფად მსწვდა საკინძეში, მომიკი-
და და ის არის, უნდა გამშალოს ძირს, მე მკვირცხლად ლაჯებში
ამოვდე ხელი და ყირამალა გადავატრიალე. ამ დროს მან ქარქაშ-
ში მტაცა ხელი; მე ხანჯალი ოდნავ ამოვსწიე და შევუბღვირე. მან
კანკალი დაიწყო და გაუშვა ხელი. გადავხტი მოედანზე, სადაც ბე-
ბუთებიანები193 შემომეხვივნენ. მე ხანჯალით ვიგერებდი. ამ ამბავს
ერთი მოხუცებული იმერელი უყურებდა თურმე. ამ დროს გაჩნდა
ორი გოროდოვოი. ჯოხები ჰქონდათ და ამ ჯოხებით აპირებდნენ
ხალხის დაწყნარებას. ხელად მისცვივდნენ ყარაჩოხელები, ჩემზედ
უჩვენებდნენ, ესაა დამნაშავეო. მაგრამ იმ იმერელმა ჩემი მხარე

193 ბებუთი (სპარს.) − დიდი, მოხრილი უკეცი დანა.


- 91 -

დაიჭირა: მე სულ მოწმე ვარ, რომ ეს კაცი მხოლოდ იგერიებდა,


ესენი ბებუთებით დაესხნენო. გოროდოვებმა დაიძახეს: კინტოებო,
გაიფანტეთო. შევხედე, ჩემი მეორე სიძე, კოტე წელამდე ტიტვე-
ლი იყო. ტანისამოსი შემოჰხეოდა, ქუდი დაჰკარგოდა, შლეგიანი194
კაცი იყო, ყველაფერი დაავიწყდებოდა ჩხუბის დროს. წამოვედით,
მეორე დილით გოგილოს აბანოსთან პატარა ჩახტია და ის ჯეელი
ბიჭი შეგვხვდნენ. ჩემი სიძის ქუდი იმას ეხურა. ჩემმა სიძემ უთხრა:
თქვე ვირიშვილებო, ასე უნდა, კაცი მოგიყვანეთ იმისათვის, რომ
ჩვენ რამე გავიგოთ, რა ხდება სხვაგან. ჩვენც გვეშველოს რამე და
თქვენ ასე შეხვდით. − ოო, არაქელა ეს არისო, ჩვენ ვიღაც იმერე-
ლი გვეგონაო. − თუნდაც იმერელი ვყოფილიყავი, მერე რა-მეთქი,
− ვუთხარი მე. ერთი სიტყვით, ბოლოს იქაც შევადგინე წრე. ეს იყო
უკვე 1898-1899წწ.
[96 წლის ახალი წელიწადი დღეა. ჩემს ბიძა ნალბანდანთან ვა-
პირებ წასვლას − სტუმრად უნდა წავიყვანო. ბრიგადირი ვარ,
ექვს–შვიდ თუმანს ვიღებ თვეში ჯამაგირს, კვირაობითაც ვმუშაობ
ზედმეტს, ღამეც ვმუშაობ. კარგად ვარ, მამაჩემს ვეხმარები. დაც
გავათხოვე. წუღა-მესტს ვიცვამ, ცალი ჩაცმული მაქვს; ამ დროს
მესმის ყვირილი: მიშველეთ, მიშველეთ, ერთი კაცი გამორბის. ამის
გაგონება და ჩემი გარეთ გამოვარდნა ერთი იყო. ვხედავ, ერთი კაცს
მეორე მისდევს. ვტაცე ხელი, წავართვი ხანჯალი. მაშ მოკვდეს არა-
ქელაო, − მითხრა და რევოლვერი ამოიღო. არ დავაცალე ხელის
განძრევა, წავართვი რევოლვერიც. სტეფანე ზაქარაძე ყოფილა.
იქვე დუქნიდან გამოცვინდა 15 კაცი, მისი ამფსონები. ერთი იმერე-
ლი ბიჭი დგას და იძახის: რავა გაგიბედა, ბიჭო, კომეხმა195 იმერელს
უნდა წაართვას რევოლვერი? მე კიდევ შლეგიანი ვარ, − რის კომეხი
მეთქი: რა გინდათ, კაცს რევოლვერი წავართვი, თქვენც მადლობა
უნდა მითხრათ. თუ გინდათ, გამოდით რომელიმე და ვნახოთ, − დუ-
ელში გვიწვევო? − როგორც გინდათ-მეთქი − დავუძახე. წავიდნენ.
გავიდა ცოტა ხანი. მოდის ვანო თევზაძე, სომხურად მელაპარა-

194 შლეგიანი − დაუდეგარი, თავზეხელაღებული, ხელი.


195 კომეხი (მეგრ.) − მკაცრი, ენამწარე, გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება
მოიაზრებოდეს „სომეხი“, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, თუ რას გულისხმობდა
თავად ავტორი, დღეს ძნელი სათქმელია.
- 92 -

კება: რაც მოხდა, მოხდა. მოიტა ხანჯალი და რევოლვერი. − წაი-


ღე– მეთქი, ვუთხარი. შემდეგ ერთმა მუშამ მითხრა ჩუმად: არაქელ,
ეგ იმერლები ლაპარაკობდნენ ეხლა შენს შესახებ, ღამე უნდა დაგი-
ხვდნენ. ახლა უკვე ფრთხილად ვარ. ღამით შუა ქუჩით დავდივარ.
ასლან ბეგმა დამარიგა: თუ არ გინდა გაგაფუჭონ, ტროტუარზე არ
იაროო. ეს მე თითონ ვიცი, პადპრაპორშჩიკი აგრე არ წავახდინე? სიბ-
ნელეში მოვდივარ და ჭიშკარს ვაღებ, ხანჯალს აქეთ-იქით ვაქნევ.]
1898 წელს პატარა მაისობა გავმართეთ, 35 კაცი ვიქნებოდით:
ინტელიგენციიდან იყო სევარიანე ჯუღელი, რაჟდენ კალაძე, ვასო
ცაბაძე, მეტი არ მახსოვს. მან სთქვა. მოდი, მოვაგროვოთ ფული
და გავმართოთ მაისობაო. უფრო დიდი მაისობა 1899 გავმართეთ,
75 კაცი ვიყავით. მე სიტყვაც კი ვთქვი, ორჯერ გავიზარდეთ-მეთქი.
[1898 წელს გაფიცვა მოხდა.] 1898 წელს მთავარ სახელოსნოებში
პირველი გაფიცვა მოეწყო. სტიქიური გაფიცვა იყო. ამ გაფიცვის
საბაბი იყო სამგზავრო ბილეთების ჩამორთმევა. ჩვენ დირექტივა
გვქონდა მოცემული, როგორ უნდა გვეწარმოებინა გაფიცვები,
როგორ გამოგვეყენებინა ყოველი წვრილმანი. აი ფანჯარაა გატე-
ხილი და სანათური ბნელად ანათებს − ავტეხეთ ამაზე ჩოჩქოლი.
როცა ბილეთები ჩამოგვართვეს, ჩვენ უკვე ორი წლის ორგანიზა-
ცია გვქონდა. გადავწყვიტეთ გაფიცვა, გამოვრეკეთ სამუშაოდან
ხალხი. მჭედლებმა ქურები ჩააქრეს და დგანან. დელეგაცია ავირჩი-
ეთ, შევგზავნეთ უფროსებთან, წარვუდგინეთ მოთხოვნები. მაგრამ
ეხლა გვინდა ხელოსნები გარეთ გამოვიყვანოთ. თუ არ დააკმაყო-
ფილებენ ჩვენს მოთხოვნილებას, შინ წავალთ. ჩვენ ვიცით, ამას
რა მოჰყვება. ვანო სტურუამ, მიქაძემ, ლადო ჯიბლაძემ, ილიკო
კოპალეიშვილმა, ხვიჩიამ, გიორგი ჩხეიძემ, კოლა მაჭარაძემ და მე
წავიყვანეთ ხალხი სადურგლო საამქროდან და ვყვირით: შინ წა-
ვიდეთ, წავიდეთ, წავიდეთ! ხალხი ემატება. სახარატო196 საამქრო
მუდამ რევოლუციური იყო. სამჭედლო საამქრო გამოგორდა, რო-
გორც ტალღა. შემდეგ დეპო მოჰყვა თან. გამოვიდნენ მუშები და
კართან დგანან. ვეღარ დავძარით იქიდან. ვეუბნებით: წადით, ხალხ-
ნო, კაცები გვყავს ამორჩეულნი, რომლებიც უფროსს ელაპარაკე-

196 ხარატი − ლითონის, ხის დამამუშავებელი ხელოსანი.


- 93 -

ბიან. − არაო, აქ ვიქნებოთო. მოვიდა რკინიგზის უფროსი ვედენეევი.


წარუდგინეთ ჩვენი მოთხოვნა. − ჩვენ ნება არ გვაქვს დავთმოთ, ეს
პეტერბურგის დადგენილება არისო, − გვიპასუხა მან. − მისწერეთ
პეტერბურგში გზათა მინისტრსო. − კარგი აბა ჩვენ შინ წავალთ-თ-
ქო. − რათაო, − ამბობდენ ზოგიერთები, − ვიმუშავოთო.
დელეგატთა შორის არჩეული გვყავდა მაიოროვიჩი, რომელიც
იმდენად რბილი გამოდგა, რომ თითონ ამბობდა, ვიმუშაოთ, დავუ-
ცადოთ პასუხსო. [ადვილად] შევატყე, რა რევოლუციონერიც იყო.
მე ვუთხარი: რკინა სჭედე, სანამ ცხელია. განა ასე ადვილია ხალხის
მეორედ გამოყვანა? გამოვიდა ვედენეევი, ჩვენ ის სტვენით გავაცი-
ლეთ. არ გასულა ნახევარი საათი და ჯარი შემოვიდა. დეკემბერი
იყო, თოვლი იყო. სადგურიდან ორკესტრით ჯარი მოდის, თეთრი
ბაირაღით. არავის არაფერი არ გვითქვამს, ისე ინსტიქტურად ეს
რამდენიმე ათასი მუშა დაფრთხა და გაიფანტა. მხოლოდ 300 კაცა-
მდე დავრჩით ჯარის პირისპირ. ჩვენდა უნებურად ყველას გულის
სიღრმიდან ამოგვხდა: ოოჰ! გაისმა ბრძანება: ალყა შემოარტყით
და შეჰბოჭეთ! მოვიდნენ ქართველი გენერლები. „რა გინდათ, შვი-
ლებო, რა დაგემართათ“? ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი მოთხოვნები.
მაშინ იქ პირველად ვნახე ლავროვი,დაბალ-დაბალი ჟანდარმის
ოფიცერი, აქეთ-იქეთ დახტოდა. მუშებიდან ერთი რომელიმე წამო-
იძახებდა: მოგვეცით 8 საათის სამუშაო დღეო და იმ წუთს ჩაიკუ-
ნტებოდა, არავინ დამინახოსო. ლავროვი ყველას ათვალიერებდა
გულდასმით. დაიჭირა ყველა დიდტანიანი: კობახიძე, მარსაგოვი და
სხვ. დანარჩენებს გვითხრა: წადით შინ, − მოგვეცით ამხანაგები!
მერე უბრძანეს ჯარისკაცებს: „რუჟია ნა პერიოდ“197. დაიკავეს წინ
თოფები და მოგვაწვნენ; ჩვენც უკანუკან მივდივართ. ზოგი ჩვენი
ბიჭი ცხარე იყო. ერთმა კიდეც ჩაარტყა ჯარისკაცს. ერთი ბებერი
გენერალი გადმოხტა, რევოლვერი ამოიღო. − ნუ ურტყამთ ჯა-
რისკაცებს, თორემ გესვრით, − შემოგვძახა მან, თან კანკალებდა.
ჩვენ გავუჯავრდით ჩვენს ამხანაგს: როგორ შეიძლება ჯარისკაცის
გალახვა-მეთქი. არ დამავიწყდება ერთი რუსის ოფიცერი, ძლიერ

197 „რუჟია ნა პერიოდ“ (რუს.) − იარაღი მზადყოფნაში, საბრძოლო მზადების ბრძანება.


- 94 -

ზრდილობიანად იქცეოდა. სხვათა შორის, ჯარისკაცს მალაკანმა198


ჩაარტყა. ჟანდარმებმა სტაცეს მას ხელი. უნდოდათ წაეყვანათ.
ჩვენც ვსტაცეთ ხელი, რომ ჟანდარმებისთვის გამოგვეგლიჯნა. ჟა-
ნდარმები თავში ებღაუჭებიან, ჩვენ კიდე ფეხებში. კინაღამ გავგლი-
ჯეთ საწყალი. − მოვკვდი თქვე ვირიშვილებო, რას შვებით, − გვი-
ძახოდა იგი. ბოლოს წავართვით მაინც. ის რუსის ოფიცერი მოვი-
და და გვითხრა: გირჩევთ ყველას თავთავიანთ სახლში წახვიდეთ.
ბრძანება არის, თუ საჭირო იქნა, ისროლეთო. ბოლოს, როცა დაშ-
ლა დავიწყეთ, ამ აფიცერს ვუთხარი: მობრძანდით გასინჯეთ, ჩვენი
ღარიბი ვახშამი-თქო. მე თვითონ ღარიბი ოჯახის შვილი ვარო, −
სთქვა მან. სხვათა შორის, ოფიცრები გაკვირვებული იყვნენ: ჩვენ
გვითხრეს, მუშები აჯანყებას აწყობენო, ესენი კი თურმე კანონიერ
მოთხოვნას ადგენენო.
სპეციალური სამზადისი ამ გაფიცვებისთვის არა ყოფილა. საე-
რთოდ კი, რასაკვირველია, ჩვენ ვემზადებოდით ზამთარს გამოსას-
ვლელად. ზამთარში ვოლგა იყინება, ნავთი აქეთ მოდის და უფრო
მეტს დაგვითმობენო, ვფიქრობდით. ორი დღე არ წავსულვარ სა-
მუშაოზე. არ მახსოვს, მესამე თუ მეოთხე დღე იყო, ქაღალდი გა-
მოაკრეს: ეს შეცდომა იყოო, ბილეთები უნდა ჩამოერთმიათ მხო-
ლოდ მოიჯარეებისათვის, რომელნიც ყარსის გზაზე მუშაობდენო.
ჩვენ გაგვეხარდა. შეცდომა იყო თუ არა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ამან
წაგვაქეზა, რასაკვირველია, ეს გაფიცვა არ იყო ორგანიზაციულად
მოწყობილი, პოლიტიკურად შეგნებული. ზოგიერთი რუსის მუშა
იმასაც კი თხოულობდა, ეკლესია აგვიშენეთ დიდუბეშიო. გაფი-
ცვის დროს საყვირით ჩვეულებრივი მუშაობის დაწყების ნიშანს
ყოველთვინ იძლეოდნენ, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით მუშებს: არ
მოსტყუვდეთ, არ წახვიდეთ სამუშაოდ, როცა მუშაობის დაწყების
დრო დადგება, პროკლამაციას გავაკრავთ-თქო. დარიგებისათვის სი-
ლიბისტროსთან მივდიოდით, ხოლო ლადო კეცხოველსაც კიდე
უფრო ხშირად ვხვდებოდით. მუშები არ გვიჯერებდნენ, ჯერ კიდევ

198 მალაკნები − რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა და ეთნოგრაფიული


ჯგუფი, ექსტაზურ-მისტიკური და, ამასთანავე, ბიბლიურ-რაციონალური
მიმართულება. ჩამოყალიბდა დუხობორების (იხ.) წრეში, მათთან დაპირისპირების
შედეგად. დამაარსებელი − სემიონ უკლეინი (XVIII–XIX სს.).
- 95 -

მტკიცე დისციპლინა არ გვქონდა. ჩვენ ზოგი მუშა გვატყუებდა:


წავალთ, [მარტო] ვნახავთ − ხომ არავინ მუშაობსო. ერთხელ ვდგე-
ვარ რკინიგზის საცალფეხო ხიდზე. ვხედავ დაბლა ორი რუსი მუშა
მოდის. ხიდიდან დავემუქრე ხანჯლით: დაბრუნდით, თორემ აგკუ-
წავთ-მეთქი. შევაშინე, დაბრუნდნენ.
ამგვარად ეს გაფიცვა მოვიგეთ. ვულოცავთ ერთმანეთს გამარ-
ჯვებას, ერთიმეორეს ვამხნევებთ. არ გასულა ორი თვე, დამიბარეს
ჟანდარმების სამმართველოში მარტო მე. რა ამბავია, − ვიფიქრე, −
მოდი თავს მოვიბრიყვებ-მეთქი. პირველად მივედი კანცელარიის
მწერალთან და გულუბრყვილო სახით დავდექი. შესავალში დავი-
ნახე ერთი ორი მუშაც იქ არის. როდესაც მათთვის უკითხავთ: რა-
ტომ არ მუშაობდითო, იმათ უთქვამთ: არაქელოვი დაგვემუქრაო.
ჯერ მოვიდნენ სახარატო საამქროში, იქ არაქელოვი იყო ერთი.
უთხრეს: შენ ხანჯლით ყოფილხარ ხიდზე და ხალხს დამუქრები-
ხარო. − რას ბრძანებთ, ჩემ დღეში არ მიტარებია ხანჯალიო, − უპა-
სუხნია არაქელოვს. მართლაც, ხანჯალი არასოდეს არ უტარებია.
შემდეგ უთქვამთ: დეპოში ერთი არაქელა გვყავს, ეგებ ის არისო. გა-
ვიგეთ იმ დღეს, რომ ჩემ მიერ დაშინებულ მუშებს დავებეზღებინე.
დაემუქრნენ ჩემი ამხანაგები იმ რუსებს − არაქელა იძახის, რადგან
ხელი დამადვეს, ორივეს დავხოცავო. შეშინდნენ − როგორ გადავთ-
ქვათ, ერთხელ ვთქვითო. ვურჩიეთ, სთქვით: შორს ვიყავით, ხიდზე
იდგა, ჩვენ ეს მოგვეჩვენა, მაგრამ ახლა ვხედავთ, ეს არ ყოფილაო.
ერთი სიტყვით, მივედი კანცელარიის მწერალთან. მან ჟანდარმთა
ოფიცერთან შემიყვანა: შენი სახელი და გვარი. მეც ბრიყვულად
დამტვრეული რუსულით ვუპასუხებ: პასპორტ ნაპისან − არაქელ
ოქუაშვილი. − მეშჩანინ, გრაჟდანინ? − ბაშპორტ პიშეტ − გრაჟდა-
ნინ199. მეკითხება: ტი სტოიალ ნა პეშეხოდნომ მოსტუ200. მე სახეზე
გაკვირვებას ვხატავ − ჩტო ტაკოე ფესახოდნი მოსტ?201 ასე ვუპასუ-
ხებდი ყველა კითხვაზე. ბოლოს მკითხა: ამბობდა თუ არა ზაქრო

199 „პასპორტ ნაპისან − არაქელ ოქუაშვილი. მეშჩანინ, გრაჟდანინ? − ბაშპორტ პიშეტ


− გრაჟდანინ“ (დამახინჯებული რუს.) − პასპორტში წერია − არაქელ ოქუაშვილი.
მოქალაქე − პასპორტი წერს რომ მოქალაქეა.
200 „ტი სტოიალ ნა პეშეხოდნომ მოსტუ“ (რუს.) − შენ იდექი საფეხმავლო ხიდზე.
201 „ჩტო ტაკოე ფესახოდნი მოსტ?“ (დამახინჯებული რუს.) − რა არის საფეხმავლო
ხიდი?
- 96 -

ჩოდრიშვილი, რაც უფრო ნაკლებს ვიმუშავებთ, მით უფრო მეტს


მივიღებთო. გაკვირვებით ვუთხარი: ნეტ, ტაბელ ნე პიშეტ ტაკ! −
ბოლშე რაბოტაეშ, ბოლშე პოლუჩიშ.202 გამომიშვეს. ბარბაცით
მოვდივარ. მოაჯირს ვკიდებ ხელს, − გააცილეო, უთხრა ჟანდარმს.
მერე მოვიდნენ ჩემი დამსმენელი მუშები, სულ ფეხები გვიბრახუ-
ნაო. როგორ თუ გადათქვითო, მაშინ ესე ამბობდით, ეხლა ასე ამ-
ბობთო.
1899 წელს კიდევ მოვაწყვეთ გაფიცვა. ეს იყო დეკემბერში. წარვა-
დგინეთ ეკონომიური მოთხოვნილებანი, ჯამაგირის მომატება, 8 სა-
ათის სამუშაო დღე. ნაძალადევში მანამდე პოლიცია არ იყო. ახლა
ამოვიდა, დასახლდა ბოტეს სახლებში, ნამდვილი ბანაკი გაკეთდა.
მოიყვანეს დრაგუნები203, ცხენოსნები, მუშები ძალით გაჰყავთ სა-
მუშაოზე გუშაგების თანხლებით. ერთი ამხანაგი მალსაგოვი განგებ
დავტოვეთ, რომ მცოდნოდა რა ხდება აქ; თანაც ორთქმავლების
მოშლა დავავალეთ. სულ უბრალო საქმეა. ქვიშა უნდა ჩაყარო და
გაჩერდება. გადავსწყვიტეთ, უნდა ვცემოთ შტრეიკბრეხერებს204.
შევიკრიბეთ დიდუბეში, გავინაწილეთ როლები და დავიშალენით,
შტრეიკბრეხერების საცემად უნდა გავსულიყავით ჩხეიძე, ვანო
სტურუა, მიხა ბოჭორიშვილი, მალსაგოვი, ზაქრო ჩოდრიშვილი, ხა-
რტიშვილი (მოხევე), მე და სხვა ამხანაგები. ზაქრო ჩოდრიშვილი და
მოხევე წავიდნენ სანგარზე. მე კი ავირჩიე დეპოში შესავალი გზა. იქ
ერთი ურემი შეშა ეყარა მეფურნეებისა და ამ შეშისაგან ხელკეტები
გავაკეთეთ. მე წავიყვანე ალექსა ლელაშვილი და გაბო ჯალალოვი.
გვინდა გუშაგებს გავცილდეთ. მე ვეუბნები მათ: − მოდით, ბიჭებო,
მე ქალურად ჩავიცვამ, ხელსახოცს მოვიხვევ, ვითომ მეძავი ქალი
ვარ, თქვენ ხელი გამიყარეთ და წამიყვანეთ. მშვენივრად ჩატარდა
ეს საქმე. წავედი შინ, მოვიტანე ჩემი ცოლის ტანისამოსი. ჩავიცვი.

202 „ნეტ ტაბელ ნე პიშეტ ტაკ! − ბოლშე რაბოტაეშ, ბოლშე პოლუჩიშ“ (დამახინჯებული
რუს.) − არა, ტაბელში ასე არ წერია − მეტს მუშაობს, მეტს იღებ.
203 დრაგუნები − კავალერიის ნაწილის ჯარისკაცები, მხედრები.
204 შტრეიკბრეხერები (გერმ.) − საერთაშორისო ტერმინი, ნიშნავს გაფიცვის პერიოდში
კომპანიის სასარგებლოდ მომუშავეებს, რომლის საშუალებით დამქირავებელი
აგრძელებს საწარმოს ფუნქციონირებას, რითაც აზრს უკარგავს მუშათა გაფიცვას.
შტრაიკბრეხერად ითვლება ამავე საწარმოს მუშები, რომლებიც არ ეთანხმებიან
გაფიცვას და მაინც მუშაობენ, ან გაფიცვის დროს სპეციალურად აყვანილი, ან სხვა
საწარმოდან გადმოყვანილი მუშები.
- 97 -

წავედი. პირზე მური წავისვით, რათა შტრეიკბრეხერებს არ ვეცნეთ.


ჯალალოვს დამბაჩა ჰქონდა. მგონია, თავის დღეში არ გავარდნილა
ის დამბაჩა, მაგრამ მაინც წამოიღო. უმთავრესად კეტების იმედი
გვაქვს. წავედით, ვნახეთ, კონდუქტორები მოგროვილან. მაგრამ
ეშინიათ, უცდიან 10-15 კაცამდე მოიყარონ თავი, რათა მერე წავიდ-
ნენ ერთად. მე ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მივდივარ. ხე-
ლგაყრილი მივყევართ. გავცილდით საგუშაგო პოსტს. -აბა, ბიჭებო,
მოდით პირველი მე ჩავჯდები, ხოლო 15 ნაბიჯზე შენ ჩაჯექი, − ვუ-
თხარი გაბოს. ალექსა, რომელიც სულ ახალგაზრდა იყო (რაღაც
15-16 წლისა თუ იქნებოდა და ჯერ გამოცდილი არ გვყავდა). უკანა-
სკვნელად დავსცით. მოიკლა თავი გაბომ: გინდათ თუ არა, პირველი
მე ჩავჯდებიო. შეგვექნა დავა. მერე მე ვუთხარი: კარგი, ჩაჯექი პირ-
ველი. მხოლოდ ერთი პირობით: შტრეიკბრეხერს სასიკვდილოდ
უნდა დაჰკრა, როგორც კი მოგვიახლოვდება, მაშინვე საფეთქელში
დაარტყი-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ ხმა გვესმის. ვხედავ, მოდის მა-
ღალი მუშა, გაბო ცოტა ადრე გამოვარდა. დაინახა შტრეიკბრეხე-
რმა, მორთო ღრიალი. ისეთი შემზარავი ხმით დაიყვირა, რომ გაბო
შეშფოთდა და ვერ დაარტყა. ჯერი ჩემზე მოვიდა: დავიჭირე, საწყა-
ლს ორი ხელით დავარტყი. მაგრამ ცოტა ზევით მომივიდა. შეტო-
რტმანდა, არ წაიქცა. თუმცა ძალიან ღონივრად დავარტყი. ალექსა
ლელაშვილმაც ვერ გაიმეტა. კეტი ჰაერში შეატრიალა, მაგრამ ვერ
დაარტყა. ატყდა სტვენა, აურზაური, გამოვარდნენ დრაგუნები,
მე ხელად გადავაგდე კაბა და დავიძახე: აბა ბიჭებო, თავს უშველე-
თ-მეთქი. ალექსა დაეშვა ნაცნობი ქართველიშვილის დუქნისკენ. მე
კედელს ავეკარი ჩრდილივით, გაბომ მეორე მხრით მოუარა. ალყა
შემოარტყით, აქ არიანო, − გავიგონე სამხედრო ბრძანების ხმა. ამ
გაჭირვებაში ხელად მოვისაზრე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი,
ქუჩა გადავჭერი, კოლა ვიგორბინის სახლს მივადგებით (sic). ვიცო-
დი, იქ ჩემი ერთი მეგობრის, სოლომანა აზმაიპარაშვილის ახლად
მორჩენილი მელოგინე ცოლი იწვა. მოფიქრება და ასრულება ერთი
იყო. შევვარდი სახლში. − აბა, ჩქარა წყალი. ჩამოვიბანე ხელ-პირი,
ვზივარ წმინდანივით, გავიხედე, გუშაგები დგანან ღობესთან. ნუთუ
მე მომყვნენ? წადი ჩვენსას, ვუთხარი ჩემს მეგობარს და ჩემი ტა-
- 98 -

ნისამოსი მომიტანე, მან კალათით ტანისამოსი მომიტანა. შემდეგ


ვნახე ალექსაც. გამიხარდა. ვაკოცე. მომიყვა: დრაგუნი გამომეკიდა,
ერთ პატარა ჭიშკარში შევვარდი, ის ვერ შემომყვებოდა ცხენიანი
იყო: რემონტის მუშები იყვნენ იქ. ცულები აიღეს, დედას ვუტი-
რებთ, ვინც მოვაო.
წავედი სახლში, ვუთხარი ჩემს ცოლს და მეზობლებს, თუ ვინი-
ციობაა კაბა მოიტანონ, არ იცნოთ-მეთქი. გადის ერთი დღე, მეორე,
გაბუა არ სჩანს. კიდევ კარგი, მისი ძმა არ წავიყვანეთ, თორემ დავი-
ღუპებოდით. სულ ჩიოდა: ხელმწიფის ღალატი ადვილი საქმე ხომ
არ არის, ჩამოაღრჩობენო; მე მეშინოდა არ დაგვაბეზღოს-მეთქი
და სულ თან დამყავდა, ვნახოთ, მესამე დღეს მოვიდა გაბო ჯალა-
ლოვი. თვალებდაჭყიტებული! შემიყვარდა მას აქეთ ეს ბიჭი. უბნის
ზედამხედველი რომ გასდევნებია, თურმე სხვის კარებს მისდგომია,
ვითომც ვკეტავო. მტაცეს ხელი, ბოქაულთან წამიყვანესო: − შე
მამაძაღლო, ხალხს სცემდიო? − არა შინიდან მივდიოდი სამუშა-
ოზე-მეთქი, − რად ხარ გამურულიო? − მეღუმელე ვარ-მეთქი. მირ-
ტყეს, მირტყეს. იმ სულელებმა ის კი ვერ მოისაზრეს, სახელოსნო-
ებში ეკითხათ, მართლაც მეღუმელე იყო თუ არა მათი დაჭერილი
მუშა.
იმ დღეს 35 კაცი თავის შესახვევად [წავიყვანეთ] გავგზავნეთ
რკინიგზის საავადმყოფოში. ექიმ ნიკო ხუდადოვს კიდეც ესაყვე-
დურნა − რად ღალატობთ ამხანაგებსო. რაც შეეხება საწყალ გა-
ბოს, მისთვის გუშაგებს ეცემნათ და გამოეშვათ. მის ძმაზე რომ
ვუამბეთ, სთქვა: იმიტომ არ მინდოდა იმის წაყვანა, გაგვცემდაო.
ახლა შევიკრიბენით, გვინდა ერთიმეორეს ვუამბოთ, ვინ რა გააკე-
თა. პირველად მოხევესა (დ. ხარტიშვილს) და ზაქრო ჩოდრიშვილს
გამოვკითხეთ, მოხევე მუშაობდა ვაგონის პარკში. ერთი ოსტატი
ჰყავდათ, შრეიდერი, რომელიც სძულდათ. მოდიოდა თურმე სამუ-
შაოდ ის ოსტატი, მოხევეს ისე მაგრად შემოეკრა, რომ იგი ჩაკეცი-
ლიყო. მოხუცებული კაცი იყო. ზაქრომ მითხრა − მოჰკლა მგონია
იმ მამაძაღლმაო. მერე გავიგეთ, რომ არ მომკვდარიყო, მაგრამ ნა-
ცემი იყო ძალიან და ორ თვეს იწვა საავადმყოფოში. სცემეს აგრეთ-
ვე თელიას, ჩვენი კარგი ამხანაგი თელია რომ იყო, მის ბიძას. მთა-
- 99 -

ვრობამ საპატიო მოქალაქის ხარისხიც კი მისცა მას ამისათვის. ჩვენ


ვიცინოდით, წინათ იმას აძლევდნენ საპატიო მოქალაქის ხარისხს,
[თვით] ვინც თვითონ სცემდა. ახლა კი იმას, ვისაც სცემენ-თქო. ჩხე-
იძემ გვითხრა: მე გამაცივა, ვერ გამოვედიო. ვერ ივაჟკაცა. ახალი
ცოლშერთული იყო. ჯერი მიდგა მიხა ბოჭორიშვილსა და ვანო
სტურუაზე ... მიხა მშიშარა იყო. იმათ არავისთვის უცემნიათ, [თა-
ვიანთი თავისთვის უცემიათ,] მიხას თავისივე თავი გაეტეხა და ვანო
სტურუას იგი საავადმყოფოში წაეყვანა. ერთი სიტყვით, ზოგიერთ-
მა ამხანაგმა ოინბაზობა გამოიჩინა.
უფროსები ეკითხებოდნენ მუშებს, რატომ არ მუშაობდითო. −
გვეშინოდა, გვცემენო. − უპასუხებდნენ მუშები, − თქვე კაი კაცებო,
თუ ყველას ცემისა გეშინოდათ, თავდამსხმელი ვინღა იყოო.
აქაც გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ წელს გავმაგრდით: 1898 წლი-
დან სოსო ჯუღაშვილი რუსი მუშების წრეებს ხელმძღვანელობდა
მთავარ სახელოსნოებში.
თუმცა ამხ. სოსო ჯუღაშვილი (შემდეგში სტალინი) არაერთხელ
იქნება ამ წიგნში ნახსენები, მაგრამ მე საჭიროდ მიმაჩნია აქვე აღვ-
ნიშნო, რომ მე ვერ შევუდგები რევოლუციურ მოძრაობაში მისი
როლის აღნუსხვას. ვიტყვი მხოლოდ, რომ პირველ ხანებში, მას,
როგორც ყველაზე ახალგაზრდას, ჩვენ უფრო ხნიერები ზევიდან
დავყურებდით. მაგრამ სულ მოკლე ხანში მან გვაგრძნობინა, რომ
მასთან ეს არ გაგვივიდოდა. [თვით უფრო გამოცდილ და ავტო-
რიტეტიან ლადო კეცხოველის205[დროსაც ის თავის გავლენას ამ­
ჩ­ნევდა ყველა საქმეებს და მერე ისეთი მდგომარეობა შეიქნა, რომ
არც ერთი რევოლუციური აქტი, არც ერთი პასუხსაგები გადაწყვე-
ტილება არ ყოფილა შესრულებული, რომელიც მისი თაოსნობის
და უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე მომხდარიყოს206.

205 რომელიც სოსოზე ადრე იყო რევოლუციურ მოძრაობაში (ავტორის ხელნაწერი


შენიშვნა).
206 მე არ შეუდგები აქ ამხ. სტალინის მოღვაწეობის დეტალურ განხილვას. ეს ჩემს ძალასა
და უნარს აღემატება. ამხ. ბერიამ ამ/კ ბოლშევიკების საუკეთესო ხელმძღვანელმა,
თავის დიდებულ ისტორიულ მოხსენებაში, „ამ. კავკ. ბოლშევიკური ორგანიზაციების
ისტორიის საკითხებისათვის“, ყველა ფაკტების და ამბების ზუსტი შესწავლის
საფუძველზე მოგვცა ამხ. სტალინის, ჩვენი საყვარელი ბელადის, უდიდესი
როლის შეფასება ამ. / კ. და საქართველოს რევ. სოცდემოკრ. და ბოლშევიკურ
ორგანიზაციების შექმნის საქმეში (ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
- 100 -

დადგა 1900 წელი. გავმართეთ მაისობა. თვრამეტი აპრილი აღ-


დგომის ორშაბათს მოხვდა. ხალხს ეცალა. ყველა უნდა მოხვიდეთ,
− ვეუბნებოდი ფაბრიკასა და ქარხნებში, − მოიტანეთ ბოთლი ღვი-
ნო, საუზმე და მერე შევერთდეთ. გზაში გუშაგები გვყავდა გაბნე-
ული, ისინი ხალხს გზას უჩვენებდნენ. კუკიის ხიდთან მე და გიორ-
გი ჩხეიძეს სილიბისტრო შეგვხვდა. ვუთხარი: დიდებული მაისობა
გვექნება, პაპიროსის ფაბრიკა გამოდის, ადელხანოვის ფაბრიკა
გამოდის, ლუდხანა გამოდის, რკინიგზელები ხომ ვართ და ვართ.
დიდძალი ხალხი იქნება-მეთქი. ცოტა ხანს ჩაფიქრდა სილიბისტრო.
შემდეგ სთქვა: ბიჭებო, თქვენ იქ ნუ წახვალთ. ისეთი რწმენა მქო-
ნდა სილიბისტროსი, ცეცხლში ჩავარდიო, რომ ეთქვა, ჩავვარდე-
ბოდი. მაგრამ ეს ძალიან მეწყინა. რადა სთქვა ეს სილიბისტრომ?
ალბათ განსაცდელი მოგველის, ჩვენ ვენანებით, − გავიფიქრე მე.
− შენ რომ წინათ ეს გეთქვა, ჩვენ არავის გავგზავნიდით, ახლა კი
გვიან არის, ხალხი წავიდა. რაიმე უბედურება რომ მოხდეს, ხალხი
რას გვეტყვის. არა, სილიავ, მეც იქ უნდა ვიყვე. გიორგიმ სთქვა: არა
მეც უნდა წავიდეო. სილიბისტრომ არაფერი გვითხრა, გაგვშორ-
და. ინტელიგენტებისაგან მარტო ყარაჯოვი მოვიდა. დავსხედით,
კარგი პური ვჭამეთ. 500 კაცამდე ვიყავით. ვისაუბრეთ. [მაგრამ]
ლუდის ქარხნის ბიჭებს გზა არეოდათ, ავჭალისაკენ წასულიყვნენ,
თორემ 700 კაცამდე ვიქნებოდით.
ბაირაღი სულ ჩემთან იყო. ისეთ აღტაცებაში მოვიდნენ ბიჭე-
ბი, რომ ამბობდნენ: მოდი ქალაქზე ჩავიაროთ ბაირაღითო. მერე
ვინანეთ, რომ არ შევასრულეთ, კარგი ეფექტი იქნებოდა. ბაირა-
ღით მხოლოდ ნაძალადევიდან დავენახეთ მუშებს. ამ დროს პატა-
რა ეპიზოდებიც მოხდა. გლეხები მოდიოდნენ, დავუძახეთ, ღვინო
დავალევინეთ. − ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენ საქმეშიო, −
გვითხრეს. არ ვიცი, რა საქმეს გულისხმობდნენ. ამ დროს ვიღაცას
მოეჩვენა, ყაზახები მოდიანო, დაუშვით ბაირაღიო, − სთქვეს. ყარა-
ჯოვი გაჯავრდა: დროშა ზევით ამართეთ, − დაიძახა მან. მთაზე რომ
ავედით მუშები შეგვხვდენენ. − ხალხო, ჩვენ ავჭალაში გვეგონა
და გზა აგვერიაო. საღამოს მე და ზაქრო მივედით სილიბისტრო-
სთან. ვინ იყო იქ, კარგად არ მახსოვს. ნოე ჟორდანია იყო, მგონია
- 101 -

ფილიპე მახარაძეც იყო. მოვუყევით: ასე კარგად ჩაიარა მაისობის


დღესასწაულმა. მუშებს ქალაქში უნდოდათ გამოსვლა, მაგრამ შე-
ვაკავეთ; მომავალ წელს ქალაქში უნდა გავმართოთ მაისობა-თქო.
სილიბისტრომ სთქვა: მაშინ ინტელიგენტებსაც მოგვიხდება მონა-
წილეობის მიღებაო.
ვემზადებით აგვისტოს გაფიცვებისათვის. ჩემი წინადადებაა,
ხელფასის მიღებამდე არ გავიფიცოთ, ნისია არავის მივსცეთ. წი-
ნადადება გავიდა. ხუთი დღის წინ ხელფასის მიღებამდე დაიჭირეს
ზაქრო, დაიჭირეს ვიგორბინი. დილას დეპოში ვარ, მოვიდა სახარა-
ტო საამქროდან ვანო სტურუა. გამომიძახა. ვუამბეთ ერთმანეთს
ახალი ამბები, ვინ დაიჭირეს, როგორ, ჩვენც რომ დაგვიჭირონ,
გაფიცვა არ მოხდება, და ჩვენ დაგვაბრალებენო, − სთქვა მან. მე
ვუთხარი: ეხლა, რომ მოვაწყოთ გაფიცვა, დავმარცხდებით-მეთქი.
ბრძოლით დამარცხება სჯობია, უბრძოლველად დამარცხებასო,
− მიპასუხა მან. მე და შენ რომ დაგვიჭირონ, გაფიცვა აღარ მოხ-
დებაო. გადავწყვიტეთ ნიშნად სახელოსნოების საყვირი ავიღოთ.
საყვირთან ერთად უნდა შეგვეწყვიტნა მუშაობა. დრო ერთი საათი
გვაქვს. საუზმის საყვირზე უნდა გავიდეთ. დაჰკრეს საყვირი თუ არა,
მთელი სახელოსნო გამოვიდა. გაფიცვა ორგანიზაციულად იყო
მოწყობილი. ჩვენ მივმართეთ მუშებს: აბა, წადით ახლა თქვენს სა-
ხლებში, კომიტეტი არის და ის მოქმედებს. მართლაც ერთი კაცი არ
მუშაობს. ვიცი, დამიჭერენ. ამიტომ ცოლ-შვილი ნაძალადევიდან
ავლაბარში წავიყვანე. ვარ ჩემ სიმამრთან. დღისით ნაძალადევში
მივდივარ და უფრო მშიშარა ხალხს ვამხნევებ, ვარიგებ. ვლასა მგე-
ლაძე და ვანო ბოლქვაძე პროკლამაციებს ბეჭდავენ, ვანო ბოლქვა-
ძეს მოაქვს, ხოლო მე ვარიგებ მუშებში.
მეზობლებმა მითხრეს: ღამღამობით შენ დასაჭერად მოდიანო.
განაპირას ვცხოვრობდი, ცხრა ძაღლი მყავდა, ყველა ავუშვი, წყა-
ლი დავუდგი, მეზობელს გიგო ლელაშვილს ვუთხარი, პური მიეცა.
რას შემოუშვებდნენ! ერთხელ დღისით ჩემ ნათლიმამა სანდრო
იტრიაშვილთან პურს ვჭამ, დავინახე ფაიტონით მოვიდნენ ჩემს სა-
ხლთან, შეჩერდნენ, მაგრამ ძაღლების შიშით შინ ვერ შეჰბედეს.
თითქმის ერთ კვირას გასტანა, ვერ გატეხეს ხალხი წელში.
- 102 -

ერთხელ ნაწვიმარი დილა არის, ვწევარ, დახეთ, მტკვარგაღმა ორთა-


ჭალის ქუჩით207 ვიღაც ლურჯ ხალათიანი მუშები ჩამწკრივებული
მოჰყავთ ჯარის კაცებს. წამოვვარდი, როგორც ვიყავი, ახალუხით,
გავიქეცი. ჩვენი მუშები იყვნენ, იმ ღამეს დაეჭირათ 500 კაცამდე.
შევვარდი ერთ ჯგუფში: მეც ამათი ამხანაგი ვარ, მეც წამიყვანე-
თ-მეთქი. შევვარდი მეორე ჯგუფში, მაგრამ არ დამიჭირეს. კონდა-
ხებით გამომაგდეს. აზმაიპარაშვილმა კიდევაც შემომძახა ხომ არ
გაგიჟდიო. ძროხას რომ ხბოს მოსტაცებენ, იმას ვგავდი. ვიძახი:
ცოლ-შვილს გავყიდი. ყველაფერს თქვენ განაცვალებთ-მეთქი. შევ-
ვარდი დუქანში, ვიყიდე პაპიროსები, კიდევ რაღაცეები, გადავეცი,
თან მომდევდა რამდენიმე ბიჭი, რომელნიც არ დაეჭირათ. მივყევი
ციხის კარებამდე. ციხის უფროსს ვეუბნები: საჭმელი უნდა მოვუ-
ტანო ამათ-მეთქი. არ შეიძლებაო. სხვათა შორის, მომდევენ ლადო
ჯოხაძე, ნიკო ტომარაძე, სხვების გვარები დამავიწყდა. მე მათ ვუ-
თხარი: ბიჭებო, გარეთ ყოფნას რა აზრი აქვს, წამოდით, ჩვენც თავი
დავაჭერინოთ-მეთქი. წამოდი არაქელჯან!
წავედით ვანო ხახუტაშვილთან. ის სარდაფი იყო ჩვენი ბინა,
ერთი დიდი ხელადა ღვინო გადავკარით, მოვილაპარაკეთ. რამდე-
ნიმე ამხანაგი დიდუბეში გავგზავნე, მე ნაძალადევში წავედი: ხალ-
ხს ვუძახით: მოგროვდით, მოგროვდით! ისეთი დრო არის, რომ სამ
კაცს არ უშვებენ ერთად სალაპარაკოდ. რეკავენ. ჩვენ 40 კაცამდე
მოვიყარეთ თავი. მორბიან ცხენოსანი პოლიციელები: დაიშალეთ!
− ჩვენ არსად არ წავალთ! ახლაც ახსოვს ჩემი სიტყვები მედუქნე
ბესო დვალიშვილს, რომელიც იქვე იყო. − თქვენ ჩვენი ქალების თე-
თრეულს აქოთებთ, სირცხვილით ქალები წითლდებიან. საერთოდ
ოჯახზე ვამბობდი რაღა. თუმცა, წარმოიდგინეთ, ჩემი ცოლ-შვი-
ლის კამოდისთვის ხელი არასოდეს არ უხლიათ. მე თუ მიჭერდნენ,
მიჭერდნენ ან ქუჩაში, ან კიდევ დანაშაულის ადგილას.
400 კაცამდე მოვგროვდით. მივდივართ, მე წინ მივუძღვი, ვინც
გზაში გვხვდებოდა, თან მოგვყავდა. ჩამოგვიყვანეს მე-10 უბანში.208

207 ორთაჭალის ქუჩა − ძველი ქუჩა ორთაჭალის კუნძულთან, ამჟამად აღარ არსებობს,
ამ სახელით დღეს სხვა ქუჩა იწოდება
208 მე-10 უბანი − თბილისის რუსეთის იმპერიის დროინდელი დარაიონების მიხედვით,
დიდუბე.
- 103 -

იქ იყვნენ გუბერნატორი, ჯარისკაცები. უბნის ზედამხედველმა ჟა-


ნდარმის ოფიცერს ჩემზე უჩვენა. მტაცეს ხელი, შემაგდეს საკანში,
სარკმელს მივადექი. ვუყურებ, როგორ არის საქმე. გუბერნატორი
ეუბნება ხალხს: ასეთი საქმეებისათვის ციმბირია, კატორღაა! შევე-
ხვეწე დარაჯს: საპირფარეშოში გამიყვანე-მეთქი. გამიშვა. ჩავუარე
ბიჭებს, დავუძახე: − ბიჭებო, მაგრად იყავით, არ შეშინდეთ! − ნუ გე-
შინია, არაქელ! დამიძახეს. მტაცეს ხელი, ისევ შემაგდეს. დაიდგეს
მაგიდა და მუშებს თითო თითოს უძახიან: სამუშაოზე გინდა თუ
ციხეში? კიდევ შევეხვეწე დარაჯს, საპირფარეშოში გამიშვი-მეთქი.
კიდევ დავუძახე ბიჭებს, აბა, არ შერცხვეთ, წადით ციხეში, იქ 500
კაცია, ნუ გეშინიათ-მეთქი.
ისევ მტაცეს ხელი. კარგი სანახავი სურათი იყო. ის, ვინც ამბობ-
და, ციხეში მინდაო, აქეთ მხარეს გადმოდიო, − ეუბნებოდნენ. გადა-
ისვამდა ულვაშზე ხელს და ამაყად დადგებოდა. ვინც სამუშაოზე
წასვლას თანხმდებოდა, თავდაღუნული მიდიოდა. ბევრი ისეთიც
კი, რომელიც წრეში მუშაობდა, დასთანხმდა მუშაობას.
დარეკეს ციხეში: არის ადგილი თუ არა, ტუსაღები უნდა გა-
მოვგზავნოთო. მე იქვე ვიყავი და ყველაფერი მესმოდა. ადგილი არ
არისო, − უპასუხეს ციხიდან ტელეფონით, წუხანდელებიც გარეთ
ჰყრიანო. − რამდენი კაციო, − შეეკითხნენ ხელახლა ციხიდან − 74
კაციო, − უპასუხეს უბნიდან. აი მაშინ გავიგე, რამდენი დათანხმე-
ბულა ციხეში წასვლას. როდესაც დატუსაღებულები გაამწკრივეს
ერთად, კიდევ დავუძახე: მაგრად ბიჭებო, ხასანბეგურა209 შემოსძა-
ხეთ-მეთქი.
იმ დღეს საპოლიციო უბანში დამტოვეს. ღამე, ვნახოთ, კიდევ
მოიყვანეს რამდენიმე ბიჭი. ბნელა, არ ვიცი, ვერ გავარჩიე, ვინ არის.
ერთი მეკითხება, რას გვირჩევ, დავთანხმდეთ მუშაობას, თუ არაო.
მე პროვოკატორი მეგონა. ჩემი რჩევა რად გინდა? − რას ამბობ, არა-
ქელ! შენი რჩევა როგორ არ გვინდა, მაშ ვისი რჩევა გვინდა? − შენ
ვინ ხარ-მეთქი, − ვეკითხები. − ვანო სტურუას წრის შეგირდი ვარო.
დავუჯერე და ვუთხარი: რახან აქამდე მოხვედით, ნუ დათანხმდე-

209 ხასანბეგურა − ქართული გურული ხალხური სიმღერა, ისტორიულ-საგმირო


ხასიათისა.
- 104 -

ბით-მეთქი. იმ ღამეს ჟანდარმის სამმართველოში წაგვიყვანეს. 50


კაცამდე შეგვიყვანეს. მოვიდა ლავროვი. − რებიატა, ვსტავაიტეო,210
− დაგვიძახეს. ჩავმწკრივდით. აგვიარა-ჩაგვიარა, თითქო ვიღაცას
ეძებდა. − აი სასიამოვნო სანახავი რაზმიო − იძახოდა. აგვხედა და
წავიდა. ახლა თითო-თითოს გვეძახიან. − სამუშაოზე წასვლა გინდა?
ერთი კათოლიკე მუშა ამბობდა: მოდი, დავყაბულდები სამუშაოზე
წასვლას და შემდეგ არ წავალ. − არ მიჰქარო, უარესია-მეთქი. მა-
გრამ მაინც დათანხმდა. ბოლოს დავრჩით 13 კაცი.
მეორე დღეს მოგვიყვანეს პოლიცმეისტერთან. ვინ არის თქვენი
წინამძღოლი არაქელა? − იკითხა პოლიცმეისტერმა. ალექსა ლელა-
შვილმა უთხრა: აი ჩვენი წინამძღოლიო და ჩემზე უჩვენა. შემო-
მხედა. ყოჩაღ. არა უშავს რაო! − სთქვა მან. და გაგვგზავნა ციხეში.
ციხეში ხმა გავარდნილიყო: არაქელა იერიშით მოდის ციხეზეო,
მაგრამ დატუსაღებული მომიყვანეს და სისხლის სამართლის და-
მნაშავეებთან ჩამაგდეს. ჩემი თავი მაგარი ბიჭი მეგონა, მაგრამ არ
ვიცი, რა დამემართა. ეზოში რომ შევედი, სადაც მარტო სისხლის
სამართლის დამნაშავეები იყვნენ ტუსაღის ტანსაცმელში გამოწყო-
ბილი, ტანში ჟრუალტელმა დამიარა. თუმცა უნდა ითქვას, რომ
მთელი ციხე თანაგრძნობით შემხვდა. სისხლის სამართლის ტუ-
საღებიც კარგად გვიყურებდნენ − რაკი მეფეს ვებრძოდით, ისინი
ჩვენგან ელოდნენ ხსნას. დიდი მოწიწებით მიმიღეს, ფეხთ გამხადეს,
ჩიბუხი მომიტანეს, ერთმა ჩემი ჩოხა-ახალუხი ჩაიცვა, 3 წელიწადია
არ მცმიაო: საწყალს როტა211 ჰქონდა მისჯილი. დილით შემოწმე-
ბაზე ციხის უფროსი შემოვიდა. ვკითხე: მე რად ვარ აქ, როცა ჩემი
ამხანაგები იქ არიან-მეთქი. შენი საქმე დაღუპულიაო, − მითხრა. მე
ფერმა გადამკრა.
შემდეგ იმერლები იმერეთში გადაასახლეს, მეგრელები სამეგრე-
ლოში, ერთი სიტყვით, ყველა თავთავიანთ სამშობლოში გაგზავნეს,
მხოლოდ რამდენიმე კაცი ამოგვარჩიეს, როგორც კვალიფიციური
მუშაკი. რკინის გზაზე მუშაობა გაფიცვის გამო 13 დღით იყო შეჩე-
რებული. გაფიცვა წავაგეთ: რაც მოგებული გვქონდა, ისიც წაა-

210 „რებიატა, ვსტავაიტე“ (რუს.) − ბიჭებო, ადექით.


211 როტა (რუს.) − ასეული რუსულ არმიაში.
- 105 -

რთვეს მუშებს. ერთი თვის შემდეგ ყველა გამოგვიშვეს ციხიდან,


მხოლოდ ცალცალკე, თითო-თითოდ. მაგრამ სამუშაოზე აღარ
გაგვიშვეს... ვნახე ამხანაგები, ჩვენ ვმუშაობთო − გვითხრეს. მიხა
ბოჭორიშვილს, გიორგი ჩხეიძეს, ვანო სტურუას და სხვებს მოეწე-
რათ ხელი იმ პირობაზე, რომელიც მათთვის ადმინისტრაციას წა-
რუდგენია. მე ვუსაყვედურებ: რად ჰქენით ეს-მეთქი. იმათ კიდევ მე
მისაყვედურეს, გაფიცვა შენი წყალობით ჩაიშალა, რადგან საუკე-
თესო ბიჭები მეტეხში წაიყვანესო. ბიჭებო, რად მოაწერეთ ხელი
ასეთ დამცირებას − ვუთხარი ჩემ ამხანაგებს. − სილიბისტრომ და
კომიტეტმა გვითხრა: თქვენ რომ ხელი არ მოაწეროთ, დაგვითხო-
ვენ და რკინიგზაში რევოლუციური მუშაობა ჩაიშლებაო. − თქვენ
გგონიათ, გავლენა შეგრჩებათ ახლა, თქვენ, მეთაურებმა ხელი მო-
აწერეთ, ხოლო უბრალო რაზმელები გარეკილი არიან. განა ისინი
არ გეტყვიან, თქვენ მტკიცე არ ყოფილხართო. რკინიგზა ჰარამხანა
კი არ არის, რკინიგზის მუშები გარეთ ცხოვრობენ, მე გარედან მეტს
გავაკეთებ, ვინემ თქვენ აქ-მეთქი. ესეც მართალი იყო.
84 კაცი ვართ დათხოვილი ცირკულარით212 ამიერ-კავკასიის რკი-
ნიგზაზე. მე არ მინდა ისე წამოვიდე, რომ ერთი სკანდალი არ ავტე-
ხო. შემოვირტყი ხანჯალი, შევედი დეპოს უფროსთან, შპიგანოვიჩ-
თან. აბა, პასპორტი დამიბრუნე-მეთქი, − ვეუბნები. − აქ არ არისო.
− სად არის? − მე რა ვიცი სად არის! − როგორ არ იცი? − უფროსები
მყავს, ისინი მოქმედებენ. − შენ არ იძახოდი, „მე აქ მეფე ვარ, მე
აქ ღმერთი ვარო“. ახლა ამბობ, უფროსები მყავსო! საქმე რომ გა-
ვუჭირე, მერე მითხრა: პასპორტი სახელოსნოების უფროსს მივე-
ციო. − მაშ მომეცი მოწმობა, რომ აქ ვმუშაობდი, რომ მე არაქელა
ოქუაშვილი ვარ-მეთქი. დასწერეო, − უთხრა მეკანტორეს, ლადო ია-
შვილს. ლადო ჩვენი ამხანაგი იყო. საქმე თითქოს მოგვარდა, მაგრამ
როდი მაკმაყოფილებს. მე სკანდალის ატეხა მწყურია. ავდექი და
სკამზე დავჯექი კანტორაში, ეს მაშინ დიდი გამბედაობა იყო. მუშა
− უფროსის წინ ვერ დაჯდებოდა. ჩამოვჯექი, მინდა, დამინახოს. ამ
დროს გამოვიდა კაბინეტიდან დეპოს უფროსი. ეს სკამი გადამწერ-

212 ცირკულარი (ლათ.) − წერილობითი განკარგულება, რომელიც ეგზავნებათ


დაქვემდებარებულ დაწესებულებებს ან ხელქვეითს თანამდებობის პირებს.
- 106 -

ლის არისო, − მითხრა, − მას დაუთმე, შენ კი გარეთ გადიო. სკა-


მი მწერალს მივეცი და ვთქვი: სკამიდან კი ავდგები, მაგრამ გარეთ
არ გავალ-მეთქი. − გეუბნები, გადიო. − არ გავალ-მეთქი. როგორც
ზევით ვთქვი, ხანჯალი მკიდია, ხელი ზედ მაქვს. − წადი, თორემ
ჟანდარმებს დავუძახებო. ამ ლაპარაკს იქ ერთი მემანქანე გვარად
ვალასოვსკი დაესწრო. შეშინდა საწყალი, გარეთ გავარდა, მივაძახე:
მე უკვე ვიყავი ციხეში და კიდევ წავალ, არ მეშინია-მეთქი. ახლა მე
მინდა ხელით შემეხოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შემთხვევა არ
ყოფილა, ხელოსნებს ხელით შეჰხებოდნენ. შავ მუშას კი ხშირად
შეჰხებიან. მინდა მოვკლა, მაგრამ ისე მოვკლა, რომ საზოგადოებ-
რივი აზრი ჩემ მხარეზე იყოს. კიდევ კარგი, ისეთი ჭკუის აღმოჩნდა,
ვერ გაბედა, არ მოვიდა. მერმე უთხრა ლადო იაშვილს: დაუწერე
ჩქარა, რათა აქ თავხედური ლაპარაკი შეწყვიტოსო. მე ვუთხარი:
ეს ჩვეულებრივი ლაპარაკია, ბატონო უფროსო-მეთქი. მეც ისეთი
მოქალაქე ვარ, როგორც თქვენ-მეთქი. ქაღალდი რომ მივიღე, ხე-
ლახლა შევედი უფროსთან. − მშვიდობით, იცოდეთ, ახლა თქვენს
მხარეზეა ძალა და იმიტომ ხართ ასე დიდგულად, მაგრამ დადგება
დრო, როდესაც ჩვენ თქვენ დაგიჭერთ-მეთქი.
ცოტა ხნის შემდეგ კახეთის გზატკეცილზე წავედი მემანქანეთ.
ბელგიიდან სატკეპნი მანქანები ჩამოიტანეს. იმ მანქანებზე ვმუშა-
ობდი, ზაქრო მოხევე, დათიკო ხარტიშვილი, ალექსანდრე კოპალე-
იშვილი, ყველანი ჩვენთან იყვნენ. ინჟინერი იოსებ ანდრონიკაშვი-
ლი ექვს-ექვსი თვეობით არ აძლევდა მუშებს ჯამაგირს. ერთხელ
მუშები შევაგულიანეთ და შინ მივურეკეთ: მოსთხოვეს ფული,
კვირა დღე იყო. შემდეგ ჩვენ მემანქანეები უნდა მივსულიყავით, მო-
გვეხსენებინა, თუ რა გავაკეთეთ. შემოგვხედა. გაიცინა, − ეს თქვენი
საქმე არისო, ბიჭებო, − სთქვა მან. − თავის დღეში ის მუშები ჩემთან
არ მოსულან. მერე გაგვიმხილა: მე ჟანდარმების როტმისტრმა213
მარტინოვმა (მარტინოვი ჩემი ძმის ამხანაგია პოლკიდან, თორემ
ხელს არ ჩამოვართმევდი, არ ვიკადრებდიო, − ჩაურთო ანდრონი-
კაშვილმა) მითხრა: ის მეამბოხეები: არაქელა ოქუაშვილი, ზაქარია

213 როტმისტრი − რუსული არმიის − კავალერიის, აგრეთვე ჟანდარმერიის, ოფიცრის


ჩინი; შეესაბამებოდა ქვეითი ჯარის კაპიტანს.
- 107 -

ჩოდრიშვილი და სხვები, რომელნიც რკინიგზიდან გამოვრეკეთ,


თქვენთან არიან. თუ რამე შეამჩნიოთ, გვითხარით, მაიდანაც ავწე-
ვთო. მაგრამ მაგას როგორ ვიკადრებო, − დასძინა ანდრონიკაშვილ-
მა, ამის შემდეგ ჩვენ ანდრონიკაშვილს პატივს ვცემდით.
ახლა ვემზადებით 1901 წლის მაისობისათვის. მე ვცხოვრობ მნა-
ცაკანიანთ ხიდის214 თავზე. უკვე სამი შვილი მყავს. სხვათა შორის,
ერთხელ არ უთქვამს ჩემს ცოლს, რად არ ანებებ თავს ამ რევო-
ლუციურ მუშაობასაო. ერთი საყვედური არ მახსოვს. ვემზადე-
ბით მაისობისათვის. პროკლამაცია ღამით მოიტანეს ზაქრომ და
გიორგი ჩხეიძემ. უნდა გავაკრათ, მაგრამ საიმედო გამკვრელებიც
კი არა გვყავს. უნდა გავაკრათ საფეიქრო ქარხანაში, ადელხანო-
ვის, ზარგარიანცის, საპნის ქარხანაში, პროკლამაციებს მეტწილად
სწერდა, სევერიანე ჯუღელი, ხოლო ბეჭდავდნენ ვლასა მგელაძე
და ვანო ბოლქვაძე. ახლა საქმე ისაა, როგორ გავაკრათ, როდის?
ადრე გავაკრათ, გოროდოვოები აფხეკენ. დილით გავაკრათ, დაგვი-
ჭერენ. ისეთ დროს უნდა მივუსწროთ, როდესაც პოლიციელების
ერთი წყება მიდის და მეორე წყება მოდის შესაცვლელად, ან, როცა
ცოტა ხნით გათენებისას წაიძინებენ. წავედი, გავაკარი პროკლამაცია
საფეიქროსთან. ორ გოროდოვოის უკვე ეძინა, ამხანაგი რომ მყო-
ლოდა, ზურგზე დავაკრავდი პროკლამაციას, მაგრამ მარტო ვიყავი
და შემეშინდა. იქიდან ადელხანოვის ქარხანაში წავედი. ამ ქარხნიდან
რომ მოვდიოდი, უკვე პირველი საყვირის ხმამ მომისწრო. მუშები
იძახოდნენ, ვინ არის ეს კაცი, რას დარბისო. მერმე კიდევ რამდენიმე
ადგილას გავაკარი, განსაკუთრებით სახელოსნოების კარებზე.
გათენდა. ხალხი მოგროვდა, კითხულობენ, რა ამბავიაო. დეპოს
ბიჭებმა გააკრეს, მეამბოხეებმაო. ერთ მეწვრილმანის დუქანში ახ-
ლად გაფიცული ფეიქრები მოგროვილიყვნენ. ეს საქმე ასე არ ჩა-
ივლის, აგერ ქაღალდები გაუკრავთ, განა ეს ადვილი საქმეა, განა
ყველაფერი ჩაუვლის ჩვენ ხაზეინებსო. ერთი სიტყვით, მუშა ხალ-
ხში იმედი ღვივოდა. ერთხელ ზაქრო მოხევე, ჩხეიძე და მე ერთად
პურს ვჭამდით. ჭიქა ავიღე და ვთქვი: ეს იმის სადღეგრძელო იყოს,
ვინც პირველი ავა ბარიკადებზე-მეთქი. იცოდეთ, რომ მე აგასწრებთ

214 მნაცაკანიანთ ხიდი − იგულისხმება მნაცაკანოვის ხიდი.


- 108 -

ყველას მეთქი. მოხევემ სთქვა − არა, მე აგასწრებთო.


პირველმაისობა გვინდოდა 18 აპრილს მოგვეწყო, რათა ევრო-
პის პირველი მაისისთვის შეგვეფარდებინა. ვიცოდით, რომ ამ დღეს
იქაც გამოდიოდნენ მუშები. ახლა პირდაპირ ქუჩაში უნდა გამოვ-
სულიყავით. 18 აპრილს დილით ორ-ორი ამხანაგი წავედით ქუჩე-
ბის დასათვალიერებლად: სად უფრო ხელსაყრელია, რომ ავწიოთ
დროშა. მე და ზაქარია ჩოდრიშვილი წავედით, არტილერიის მოე-
დანი დავათვალიერეთ. ეტყობოდა, გაცემული ვიყავით. გაძლიერე-
ბული პოლიციის რაზმები ფეხზე იდგნენ. არტილერიის მოედანზე
დრაგუნები იყვნენ ცხენებით, ვითომდა ვარჯიშობდნენ. მე მივმა-
რთე ზაქროს: ბიჭო, ეს ცხენებიც გვეყოფა, მხედრები ხომ მეტი-
ა-მეთქი. ზაქროს ასეთ შემთხვევაში ხუმრობა უყვარდა: მან სთქვა:
ჩხრიალა გავმართოთ, დავაფრთხოთ ცხენებიო. აქედან შემოვი-
არეთ იუნკრების სასწავლებელთან. იუნკრები თოფებით იყვნენ
შეიარაღებული და ვარჯიშობდნენ. ორ-სამ კაცს არ უშვებდნენ
ქუჩაში სალაპარაკოდ. მაშინვე ერეკებოდნენ. აშკარად გაცემული
ვიყავით. 12 საათზე ანდრეევის ქუჩაზე 215 შევიკრიბეთ გიორგი ჩხეი-
ძის ბინაზე. იქ ცხოვრობდნენ ლადო ჯიბლაძე და სხვა ამხანაგები.
ვითათბირეთ. ყველანი იმ დასკვნამდე მივედით, რომ შეუძლებელია
ბაირაღის ამართვა. მიხა ბოჭორიშვილმა სთქვა: წელს დემონსტრა-
ცია საზოგადოდ გადავდოთო, − რას მიქარავ, ხომ იტყვიან, რომ
შეგვეშინდა! ერთბაშად თავში რაღაცამ გამკრა, თითქო აზრმა გა-
მიელვა: იარმუკა! მე ვუთხარი ამხანაგებს, მართალია, ოთხი დღე
დაგვაგვიანდა, მაგრამ ჩემის აზრით, უკეთესი იქნება, კვირა დღეს
გავმართოთ იარმუკაში-მეთქი. მომიწონეს ეს აზრი, უცხო ხალხიც
მოჰყვება, გარევოლუციონერდებაო. [სოსო ჯუღაშვილი ამ დროს
ბათუმში აწყობდა ორგანიზაციებს.] გადავწყვიტეთ, კვირა დღეს, 22
აპრილს იარმუკაში გამოვსულიყავით. მე და ზაქრო წავედით ნაძა-
ლადევში, ჩემს სახლში, დროშა იქ მქონდა შენახული. ბიბლიოთე-
კაც იქ იყო. კვირა დღეს ზაქრო მოვიდა და ერთად გამოვბრუნდით,
მაგრამ გული რაღაც სხვანაირად მქონდა დახურული, არ მქონდა
იმედი, რომ დღეს გავიმარჯვებდით. ხოშზე არ ვიყავი. მახსოვს, ჩემი

215 ანდრეევის ქუჩა − დღევანდელი გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა.


- 109 -

პატარა ბიჭი არსენა მომვარდა. ვაკოცე და გავიფიქრე, იქნებ მომკ-


ლან კიდეც-მეთქი.
შინ რომ მივედი, კედელი გამოვსწიე, დროშა გამოვიღე, უბე-
ში ჩავიდე. მივედით მე და ზაქრო იარმუკაში, ახლა სრულიად და-
ვრწმუნდი, რომ გაცემული ვართ. დუქნები დაკეტილია, ჯარები
ჩასაფრებული, ოფიცრები ცისი, ლავროვი, რუნიჩი და ზასიპკინი
ხან ერევნის მოედნამდე216 ავლენ კონკით, ხან უკან ჩამოვლენ. მე
ვუთხარი ზაქროს: გაცემული ვართ-მეთქი. − ეტყობა, არაქელჯანო
− მიპასუხა მან. ახლა საჭიროა ჯოხი ბაირაღისათვის. მანეთნახევარი
მივეცი ერთ მეწაღის შეგირდს და ვუთხარი: წადი, გაბო ოქოევთან,
ჭერის ჩოთქი217 გამოართვი მეთქი. ჩემი ცოლისძმა კარაპეტა სულ
ჩემთან იყო: მე რომ დავეჭირე, დროშა მას ზაქროსათვის უნდა გა-
დაეცა, ზაქრო რომ დაეჭირათ, სხვისათვის. მოახლოვდა 12 საათი.
ერთი რუსი ორატორი იყო, ქერა, მისი გვარი არ მახსოვს. ავიდა
სალაპარაკოდ. წარმოსთქვა სიტყვა. იარმუკის მაგიდები ალექსან-
დრეს ბაღის218 კარებამდე იყო ჩამწკრივებული: წინ ეწყოთ კანფე-
ტები და რაღაც-რაღაცეები. ჩვენ ამხანაგები გავაფრთხილეთ: დუქ-
ნებში დაიმალეთ ბიჭებო, როდესაც დრო იქნება, მოგროვდით-თქო.
პოლიცია ორბელიანის სახლში იყო ჩასაფრებული, ახლა რომ ბირ-
ჟაა მოთავსებული. გზა გადაგვიჭრა, ზაქრო არ მშორდება, ჩემთან
არის. წავჩურჩულე: დროშას ვერ ავიტანთ ერევნის მოედნამდე,
ხედავ რა პირობებია-მეთქი. − შე ყურუმსაღო219 შენა, განა მიტანას
აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ბაირაღის აწევას. თუ შენ
არ შეგიძლია, მოიტა მე ავწევო − მიპასუხა მან. ეს სიტყვები ხანჯა-
ლივით მომხვდა გულში. ხომ არ ჰგონია, ვშიშობ-მეთქი გავიფიქრე.
აღარაფერი არ ვუთხარი, გავშალე დროშა: ზედ მარქსის, ლასალის,
ენგელსის სურათები იყო. ქართულ-სომხურ-რუსულად ეწერა: „8
საათის სამუშაო დღე, ძმობა-ერთობა-თავისუფლება“. ახლა ჯოხი
უნდა გავუკეთო. ბაირაღი გაშლილი მაქვს. ჩემს გვერდით ვლასა
მგელაძე დგას და მეუბნება: ჩქარა, არაქელ, ჩქარა, თორემ ხელს

216 ერევნის მოედანი − დღევანდელი თავისუფლების მოედანი.


217 „ჩოთქი“ (რუს.) − ჯაგრისი.
218 ალექსანდრეს ბაღი − დღევანდელი 9 აპრილის ბაღი.
219 ყურუმსაღი − შეუგნებელი, უტიფარი, ცუღლუტი.
- 110 -

შეგვიშლიან. ნერვები ისე აეშალა, მთლად ძაგძაგებდა.


ორატორის სიტყვის გათავებას ხალხი ვაშას ძახილით შეხვდა.
ახლა ბაირაღი უნდა ავსწიო. ვერ მოვასწარი ჯოხის გაყრა სიგანეზე
და პირდაპირ ფარჩებით შევკარი. ხალხი შეტორტმანდა. პოლიცია
გვეცა, მე ბოქაულმა ხელი მტაცა. ის ქვეშ ამოვიდე, გოროდოვო-
ებმა ხმლები იშიშვლეს. მე მოვასწარი, ბაირაღი ვლასასთვის გა-
დამეცა, ვლასამ იგი გაისროლა და გიორგი თათანაშვილს მოხვდა
ცხვირში. აირია ყველაფერი, ხანჯალი, ხმალი, კეტი. ვხედავ, ბაირა-
ღი ძირს ეშვება, გავქანდი, ვამაგრებ ხელახლა, ბოქაული მოვარდა,
სტაცა ხელი ბაირაღს, თავისკენ მიიზიდა. მე აქეთ გამოვსწიე, გავხი-
ეთ. ამ დროს ორი ჯარისკაცი მწვდა კისერში. მეწევიან, ცდილობენ
ბაირაღი გამომგლიჯონ. მოვარდა ლავროვი. − ხელში ჩაგვივარდი,
არაქელ, − დამიძახა მან! − ბაირაღი არ დახიოთ, შეინახეთ, − სთქვა
მან. ასეთი განკარგულებისთვის გულში მადლობა ვუთხარი კიდე-
ვაც. ვახმისტრმა220 აიღო ჩვენი ბაირაღი, გაკეცა და კოხტად მკლა-
ვზე გადაიფარა. − იარაღი აჰყარეთ! მე ვუთხარი: თვითონ მოგცემ
იარაღს-მეთქი. მართლაც მოვიხსენი და გადავეცი. გვერდზე ჩამი-
არეს ზაქრომ და მალსაგოვმა. − საქმე წაგებულია, თქვენ თქვენს
თავს უშველეთ-მეთქი, − ვუთხარი მე. ვხედავ, ორბელიანის ქუჩაზე
ვლასას მუშისთვის ჯოხი გამოუტაცნია, მისდგომია პოლიციელებს
და ურტყამს. მშვენიერი სანახავი იყო ხელახლა დაწყებული ხელ-
ჩართული ბრძოლა. ამ დროს მე გამთოკეს. მოვიდა ფაბრიკის მუშა,
საფაროვი. ბიჭებს აგინებს: მოდით, არაქელა გავათავისუფლოთო.
სტაცეს ხელი მასაც. შებოჭეს სხვებიც, რომელთაც ჩემი განთავი-
სუფლება მოიწადინეს. ალექსანდრეს ბაღის კარებიდან გამოვარდა
ვიგორბინი: მეც მაგისი ამხანაგი ვარო, აგრეთვე მოიქცნენ გალე-
გოვი და მიხა კიკნაძე. წამოიყვანეს ისინი, ახლანდელ გლეხთა სა-
სახლეს რომ მივუახლოვდით, ორჯერ გავარდა რევოლვერი. გო-
როდოვოიმ სთქვა: პრისტავი მოკლესო. ეს მამალაძის ნასროლი
იყო. მიგვიყვანეს საპოლიციო უბანში. იქვე თრევით მოიყვანეს
ლევანტი მამალაძე. სასტიკად იყო ნაცემი, შემდეგ სამ თვეს იყო

220 ვახმისტრი − რუსული არმიის, კავალერიის უნტერ-ოფიცერი, შეესაბამებოდა


ქვეითი ჯარის ფელდფებელს.
- 111 -

ავად. დაჭერილი მოიყვანეს სხვა ჩვენი ბიჭებიც. ორი გოროდოვოი


თავპირდამტვრეული იყო.
ბოქაულს მკლავი ჰქონდა ნაღრძობი. კნეინები მოდიოდნენ მის
საკითხავად. − მოჰკლეს, მგონია. − ამბობდნენ − არა, ცოცხალი
არის! − ეუბნებოდენ. პოლიცმეისტერმა ერთ გოროდოვოის შუბ-
ლზე აკოცა. კარებში დაგვიყენეს ჯარისკაცი ებრაელი. დაგვცინო-
და კიდეც: სადაა თქვენი ბაირაღიო. გამოგვიყვანეს დასაკითხავად.
რუნიჩმა მითხრა, ჟანდარმის აფიცერი იყო − პროპალო ტვოიო დე-
ლო!221 როცა 1906 წელს რუნიჩი მოჰკლეს, მე თვითონ მივედი, ცხე-
დარს ჩავძახე: ჩიო დელო პროპალო?222
იმ ღამეს სამ ჯგუფად შეგვიკრეს ხელები. ერთმანეთს გადაგვა-
ბეს, როგორც გუთნეულები. ჟანდარმები უფრო ლმობიერნი იყ-
ვნენ, გოროდოვოები კი მეტად ბრაზობდნენ: ერთი კვირა არ გვძი-
ნავს ამათ გულისათვისო. სულ 41 კაცი ვიყავით, სამი ქალიშვილიც
გვერია. ნინა ნოსარი, რაბინოვიჩი და ფინკელშტეინი. ლამაზი ქალე-
ბი იყვნენ. რიყის ქუჩაზე223 რომ ჩაგვატარეს, ტრაქტირიდან ვიღაც
ნაძირლებმა დედა შეგვაგინეს. ერთმა ამხანაგმა დაუძახა: თქვენ ხა-
ზეინის ვირები ხართ, არ გესმითო.
როგორც შემდეგ გავიგეთ, ილია ჭავჭავაძე და ანტონ ფურცე-
ლაძე მოსულიყვნენ ბრძოლის მოედნის დასათვალიერებლად.
მიგვიყვანეს ციხეში. ერთ დიდი კამერაში 33 კაცი ჩაგვსვეს, და-
ნარჩენები ცალკე საკნებში მოათავსეს. ჩვენთან იჯდა რვა მაჰმა-
დიანი, მათ შორის 2 მოლა და 6 ბეგი; პანისლამისტები224 იყვნენ.
ექვსთვენახევარი ვისხედით. დღისით სასეირნოდ არ გვიშვებდნენ;
ლოგინები არ გვქონდა, იატაკზე ვეყარენით. ლოგინების მაგივრად
რაღაც ტომრები მოგვცეს, დაფხვნილი თივით სავსე, უფრო ნაგავს
ჰგავდა, ვიდრე თივას. არავის ნახვის უფლება არ მოგვცეს. სასეირ-
ნოდ ღამით გვიშვებდნენ. ისე, რომ ნახევარი წლის განმავლობაში
მზე არ გვინახავს. წვერებში რომ ხელს მოვიკიდებდი, მცვივოდა.

221 „პროპალო ტვოიო დელო“ (რუს.) − წასულია შენი საქმე.


222 „ჩიო დელო პროპალო?“ (რუს.) − ვისი საქმეა წასული?
223 რიყის ქუჩა − თანამედროვე ხეთაგუროვის ქუჩა ჩუღურეთში.
224 პანისლამიზმი − რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა მუსლიმური საზო­ გა­
დოებებისა და სახელმწიფოების სოლიდარობისა და შეკავშირების იდეის გარშემო.
- 112 -

სოლოლაკიდან ბურჟუები მოდიოდნენ, ფანჯრიდან გვიყურებ-


დნენ. დაინტერესებული იყვნენ, რაღაც სხვანაირ ადამიანებად
ვყავდით წარმოდგენილი, შიგნით არ შემოდიოდნენ, ეშინოდათ.
თვეში ერთხელ შემოდიოდა პროკურორის ამხანაგი, გვეკითხებო-
და, საჩივარი ხომ არაფერი გაქვთო. მიუხედავად ჩვენი განცხადე-
ბებისა, ერთხელაც არაფერი არ გაუკეთებია. ერთხელ მოვიდა. ან
უკეთ ვთქვათ, მოიტანეს ვიცე-გუბერნატორი: მეტად სქელი კაცი
იყო, იქეთ-აქეთ იღლიებში კაცები ჰყავდა შეყენებული, აგვხედა-და-
გვხედა, − კვლავ ეგრე მოგეპყრობით, თუ კიდევ გაბედავთ აჯანყე-
ბასო, − გვითხრა და გაიტანეს. ჩვენთან იჯდა 6-7 კაცი, რომელთაც
არავითარი კავშირი არ ჰქონდათ არც ჩვენ წრესთან, არც რევოლუ-
ციასთან. შემთხვევით მოხვდნენ ალყაში. მათ შორის ბუხჰალტე-
რი ავთანდილოვი იყო − უთქვამს: რად იჭერთ ხალხსო? − ძალიან
გინდა იცოდეო, − მინდაო, − აბა წამოდი და გაიგებო, და ციხეში
მოიყვანეს ისიც. ბევრი თხოვნა დასწერა შემდეგ, მაგრამ არაფერი
გამოუვიდა, 3 თვეს იჯდა.
მე ამხანაგებისაგან მამასახლისად ვიყავი არჩეული. პატარა პიესა
შევაკოწიწე, შიგ კამერაში თამაშობდნენ ბიჭები. ზეპირად იყო შედ-
გენილი. განმეორებული იყო ის ამბავი, რაც იარმუკაში მოხდა. ფა-
რული მიწერ-მოწერა გვქონდა გამართული ამხანაგებთან, ხოლო
გარეთ აშკარად ვწერდით წერილებს. მე მივწერე ჩემს ცოლს: ხომ
შეთქმული გაქვს, ბავშვი მეტეხში მოიყვანო, შუშანიკის ეკლესია-
ში,225 ბარემ მოიყვანე-მეთქი. მართლაც მოვიდნენ. რამდენიმე ტუ-
საღმა დანიშნულ დროზე ეკლესიაში წასვლა მოვითხოვეთ. იქ ჩემი
ცოლ-შვილი დავინახე. ციხის უფროსმა გაგვიგო. მეორედ ისინი
აღარ შემოუშვა. როცა გვითხრა: ლოცვაზე წადითო, არ გვინდა-თქო
− ვუთხარით და აღარ წავსულვართ.
ერთ საღამოს დარაჯს დანა ვთხოვე. ფრჩხილები მინდა მოვიჭ-
რა-მეთქი. ამის უფლება გვქონდა. მომცა, ერთი პატიმარი, რომე-
ლიც შემთხვევით ჩვენთან ერთად დაჭერილი იყო, აგვიხირდა: მე
თქვენი გულისათვის რისთვის უნდა ვიჯდე ციხეში, თქვენ ამბოხება

225 შუშანიკის ეკლესია − წმინდა შუშანიკის სახელობის სამლოცველო მეტეხის


ეკლესიის ტერიტორიაზე.
- 113 -

მოახდინეთ. მე რა შუაში ვარო. მე ვისარგებლე იმით, რომ დანა


მქონდა და დავემუქრე: არ გაბედო არაფერი, არ დაგვაბეზღო, თო-
რემ ნაჭერ-ნაჭერ დაგჭრი და მტკვარში გადაგისვრი-მეთქი. მაგრამ
ესეცაა, რომ ჩემი პიესის შემდეგ ციხის ადმინისტრაცია მიხვდა,
რომ ჩვენ ვიყავით იარმუკაში მომხდარი გამოსვლის მომწყობი. წა-
ვიდა ის კაცი კუთხეში დადგა, ყვირილი დაიწყო. ამ დროს შემოვიდა
ციხის უფროსი. რა მოხდა? − იკითხა: საბედნიეროდ, მან რუსული
არ იცოდა, ციხის უფროსმა კიდევ − ქართული. მე ვუთხარი: სტი-
რის, ამბობს: მე არაფერ შუაში ვარ, ტყვილად ვზივარ, ეს შეიძლება
მართალი იყოს, მაგრამ თქვენი რა ბრალია; თქვენ წაბრძანდით, მე
დავაშოშმინებ-მეთქი. მართლაც, ჩვენი რა ბრალიაო, სთქვა ციხის
უფროსმა და წავიდა. იმ ბრიყვს შეეძლო მოეთხოვნა: ცალკე ჩამ-
სვითო და ყველაფერი ეთქვა. მაგრამ კარგი, რომ ვერ მოიფიქრა.
უფროსი რომ გავიდა, მე მივედი და კიდევ დავემუქრე: არაფერი
გაბედო, თორემ ვაი, შენი ბრალი-მეთქი.
გავიდა ერთი თვენახევარი. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პალატის
პროკურორი,226 ლამაზი, წარმოსადეგი ვაჟკაცი. თან მოჰყვა პრო-
კურორის ორი თანაშემწე, რომელნიც წინათ დადიოდნენ ჩვენთან.
ზედამხედველი მოვიდა და გვითხრა: დაემზადეთ, პროკურორი მო-
დისო. საკინძეები უნდა შეგვეკრა, კამერა მიგველაგ-მოგველაგე-
ბინა. მე ზედამხედველს ვუთხარი: პროკურორი ჩვენთან ნუ შემო-
ვა, არ გვინდა მეთქი. სხვათა შორის, ტუსაღების სახელით სულ მე
ვლაპარაკობდი, რადგან დანარჩენი უფრო ახალგაზრდები იყვნენ.
ზედამხედველს გადაეცა ჩემი სიტყვები, მაგრამ პროკურორი მაინც
შემოვიდა. წამოვდექით, შევიკარით ღილები. გვკითხა: რა გაქვთ გან-
საცხადებელიო. მე ვუთხარი: ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსაცხადებე-
ლი, მაგრამ რა აზრი აქვს, არც კი ვიცით, რისთვის მოდიხართ-მეთქი.
− გვეკითხებით, რა გინდათო, − ჩვენ გიცხადებთ ჩვენ მოთხოვნილე-
ბებს, მაგრამ არავინ ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევს-მეთქი.
აი, უკვე გამოვუცხადეთ თქვენს თანაშემწეებს, რომ ლოგინები არა
გვაქვს, დღისით სასეირნოდ არ გავყევართ, უჰაეროდ სულ დავლ-

226 პალატის პროკურორი − თბილისის სასამართლო პალატის (ტფილისის გუბერნიის


უმაღლესი სასამართლო ორგანო) პროკურორი.
- 114 -

პით, კბილის ექიმიც მოვითხოვეთ ჩვენი ხარჯით, მაგრამ არ მოგვი-


ყვანეს. ნახევარ წელიწადზე მეტია ვსხედვართ, არც კი დავუკითხავა-
რთ, გაგვასამართლეთ. თუ მტყუანი ვართ, თუნდ ჩამოგვაღრჩვეთ.
ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია-მეთქი. პროკურორმა ჰკითხა თანაშე-
მწეს: მართალია ყოველივე ესო? თანაშემწემ უპასუხა: მართალია,
მე იქ ვუთხარი, მაგრამ ყურადღება არ მომაქციესო. ჩვენ ეს „იქ
ვუთხარი“, ისე გავიგეთ, რომ მეფის მოადგილეს გულისხმობდა.
ჩაიწერეს ყველაფერი, წავიდნენ. შემდეგ ერთმა ზედამხედველმა,
რომელიც მოსყიდული გვყავდა თამბაქოთი, გვიამბო: პროკურორ-
მა დერეფანში სთქვა: დღეს დიდი შენიშვნა მივიღე ტუსაღებისაგან,
საკითხს დავსვამ კიდეც, სადაც ჯერ არისო.
იმავე დღეს გაგვიშვეს სასეირნოდ. როცა ეზოში გავედით, თვა-
ლები დავხუჭეთ, მზის სხივებს ვეღარ ვუძლებდით. მეორე დღეს
მოვიდა კბილის ექიმი, შემდეგ მოვიდა ჟანდარმთა როტმისტრი
ცისსი (ეგეც ჟანდარმთა აფიცერი იყო). მოიყვანა თუთხმეტიოდე
გოროდოვოი, რომელნიც ნაცემი იყვნენ ჩვენს მიერ. შემომხედა
ერთმა მაღალ-მაღალმა წითურმა გოროდოვოიმ, მიცნო. მაგრამ
თვალი მიყო, ვითომდა, ჩემი ნუ გეშინია, ხელს არ დაგადებო. ჩა-
გვამწკრივეს. ცისსმა ჰკითხა პოლიციელებს: აბა თქვით, რომელია
ამათში ამბოხების მონაწილეო. ყველამ თითქმის ერთხმად სთქვეს:
ვეღარ ვცნობილობთ, წვერ-ულვაში ამოსვლიათო. მხოლოდ ერ-
თმა დამადო ხელი: ეს აქნევდა ხმალსო. − ხმალი ჩემს დღეში არ
მქონია-მეთქი. ჩემდა იღბლად, ჩოხა არ მეცვა, იქვე იყო კედელზედ
ჩამოკიდებული. მე ვკითხე: აბა სთქვი, რა მეცვა-მეთქი. − ნაცრისფე-
რი ჩოხა გეცვაო. მივედი კედელთან, ჩამოვიღე შინდისფერი ჩოხა, −
შეიძლება ეჩვენაო, − როგორ თუ ეჩვენა, შინდისფერსა და ნაცრის-
ფერს რა აქვს საერთო-მეთქი. მეორემ მეწაღე მიხა კიკნაძეს დაადვა
ხელი: ამან კეტი დამარტყაო. − რა ეცვა? − პიჯაკი ეცვაო. მეწაღემ
მაუდის ჩოხა ჩამოიღო. მე ვუთხარი: ექვსი თვეა, აქ ვართ, არაფერი
გარედან არ მოგვდის, იგივე ტანისამოსი გვაქვს, რაც მაშინ გვქო-
ნდა-მეთქი. ცისსი მიუბრუნდა პოლიციელებს: ძალიან შესტოპეთ, −
უთხრა. კიკნაძის ბედზე, პოლიციის ერთი მსახური ქისტი აღმოჩნდა,
იმან სთქვა: ეს კაცი მე კუკიის ხიდზე დავიჭირეო. თურმე კიკნაძეს
- 115 -

ერთხელ მისთვის ჩექმები შეუკერია და ახლა სამაგივროდ ექომაგე-


ბოდა. − სად ხიდი და სად დემონსტრაციის ადგილიო − სთქვა ცისს-
მა. შემდეგ მოგვმართა: ხუთი წუთის ვადას გაძლევთ, − ვინც დამნა-
შავეა, მომეცით, ვინც არა, ჩემს მუნდირს გეფიცებით, ამ საათშივე
გავუშვებო. მე ვუთხარი: თქვენი მოვალეობაა შეგვეკითხოთ, ჩვენი
უფლებაა თავი ვიმართლოთ, ვინ გეტყვის, მე ვარ დამნაშავეო. ჟა-
ნდარმმა მიპასუხა: მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ დამნაშავენიც
არიან, მაგრამ ბევრი შეიძლება, არ იყოს დამნაშავე, თუ დამნაშა-
ვეებს მოგვცემთ, სხვებს გავუშვებთ, სად არის ის ინტელიგენცია,
თითქოს თქვენთვის რომ ასე იხრაკებაო. გამახსენდა სილიბისტროს
სიტყვები − ინტელიგენციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ დემო-
ნსტრაციაშიო. უნდა ითქვას, რომ არც ერთი ინტელიგენტიც არ
ყოფილა ჩვენთან დემონსტრაციაში. ვიგორბინმა დაიწყო ლაპარა-
კი: რისთვის დამიჭირეთ, მე ჩემთვის იარმუკაზე ჩამოვედიო. − მე შენ
არ გიჯერებ, − გააწყვეტინა ცისმა, − არაქელას დავუჯერებ; ხუთი
წუთის ვადას გაძლევთ, მოიფიქრეთ, მომეცით დამნაშავენი.
ეს სთქვა და გავიდა. მასთან ერთად ყველანი გავიდნენ, დავრჩით
მარტო ჩვენ. მე ვუთხარი ამხანაგებს: აბა, ბიჭებო, ახლა კარგი დრო
გვაქვს, როგორც ზევით ვთქვი, ჩვენთან ერთად შვიდიოდე კაცი
გარეშე იყო დაჭერილი. მოდი, იმათთან ერთად ჩვენი ბიჭებიც მივა-
ყოლოთ, რამდენიმე კაცს არ დაგვიჯერებენ, რომ არ მიგვიღია მო-
ნაწილეობა. ამიტომ ამ რამდენიმემ ჩვენს თავზე მივიღოთ მთელი
დანაშაული, დანარჩენი გავუშვათ, − შენი ნებაა, არაქელ. აგვირჩიე,
ვინც გინდაო, − მითხრეს ამხანაგებმა. გამოვიძახე ვიგორბინი აქეთ
დადექი-მეთქი, − ვუთხარი, − ნიკო ტომარაძე, მალაქია გიორგობი-
ანი, ლადო ჯოხაძე, [ტრამვაის პარკის უროს დამრტყმელი] − ნიკო
ზედგინიძე, ერთი სიტყვით, ავირჩიე ყველა მაგარი ბიჭები. იოსკა
გიორგობიანმა სთქვა: არაქელ, მე უფრო ავიტან ციხეს; მოდი მე
დავრჩები, მალაქია წავიდესო, მე დავყაბულდი. სხვანაირი სიყვარუ-
ლი იციან რაჭველებმა. მალაქია იქით, იოსკა აქეთ. მოლა სდგას და
გვიყურებს გაკვირვებით. შემოვიდა ცისი. ვდგევართ ერთ მხარეზე
ექვსი კაცი, მეორეზე − ოცდაშვიდი. შემოგვხედა. − ასე ცოტაო? −
განა არ კმარა-მეთქი? შეხედა ერთ რაჭველ ლაქიას: ლამაზი ბიჭი
- 116 -

იყო, მოსული, მაღალი ვაჟკაცი. − დავიჯერო, ეს არ იღებდა მონა-


წილეობასო? − რას უყურებ, ხორცი რომ ბევრი ასხია, იმიტომ-მე-
თქი? ჩაიცინა. ჩამოსწერა დიდი ჯგუფის გვარები. შემდეგ დაიძახა:
გააღეთ კარებიო. მიუბრუნდა 27 ტუსაღს. − წადით, თავისუფალი
ხართო. რა ამბავი შეიქნა, წარმოდგენა ძნელია! გამოქანდნენ ის
საწყლები, ის გარეშე პირები, რომელთაც მართლაც არ მიუღიათ
მონაწილეობა დემონსტრაციაში. უნდოდათ ხელზე ეკოცნათ: ჩვენ
თქვენი დაბეზღება გვინდოდა, თქვენ კი გაგვათავისუფლეთო. შე-
იქნა ბღავილი, ყვირილი, [ცისსმა] ზოგმა ცრემლებიც კი ვერ შე-
იმაგრა. როდესაც ცისსი მიდიოდა, გვერდზე ჩამიარა და ხმადაბლა
მითხრა: თქვენც მალე გაგათავისუფლებთო.
თათრებმა სთქვეს: რა ქენით ეს, ჩამოგაღრჩობენ ხომ ყველასო

− ზარალ იოხტურ227 − არა უშავს, − ვუთხარი მე.
ახლა კარგი ბიჭები მყავს, ვასწავლე ამხანაგებს საიდუმლო მი-
წერ-მოწერის შრიფტი. პაპიროსის ქაღალდზე დაწერა, პერანგის ღი-
ლებში ჩაკერება. მთელმა ციხემ იცის ჩვენი ამბავი. ციხის გმირები
ვართ, ვამაყობთ. ისე გამხიარულდნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები, გამ-
ჭერმეტყველდნენ, თვალები გაუბრწყინდათ ისე, რომ საუცხოვო
ლამაზი სანახავი გახდნენ. მესამე დღეს მოვიდა ცისი. გამოგვიძახა
კანტორაში, ჩასწერა ჩვენი გვარები: წადით, თავისუფალი ხართო.

ჩანართი #3
პირველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრე დაარსა ამხ. ცა-
ბაძემ 1895 წ. ზაფხულზე რკინიგზის სახელოსნოებში. ვასო ცაბაძემ
დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი, სპეციალობით იგი დურგა-
ლი იყო, მაგრამ შემდეგ ინტელიგენტი გახდა, მსახურობდა რკი-
ნიგზაზე, საკონტროლო პალატაში. წრეში შემდეგი ამხანაგები შე-
დიოდნენ: მიხეილ ბოჭორიძე, ზაქრო ჩოდრიშვილი, არაქელ ოქუ-
აშვილი, გიორგი ჩხეიძე, კალისტრატე გოგუა /ტექნიკოსი/, აბელ
ენუქიძე /ტექნიკოსი/, ილიკო კოპალეიშილი, დავით დვალი, დავით
როსტომაშვილი, ალექსანდრე ბაჯიევი /მუშა/, ივანე ყიასაშვილი

227 „ზარალ იოხტურ“ (აზერ.) − არა უშავს.


- 117 -

/ტექნიკოსი/; აზნაუროვი /მუშა/, ვ. სტურუა და სხვები.


რკინიგზის სახელოსნოს ჩვენს მუშათა წრეში ამხანაგი სტალინი
მოვიდა 1898 წ. დამდეგს. ეს წრე წამყვანი წრე იყო ტფლისის მუშა-
თა მოძრაობაში. ამის შემდეგ ამხანაგმა სტალინმა დაიწყო აქტიური
პოლიტიკურ-პროპაგანდისტული მუშაობა მუშათა წრეებში. პირვე-
ლად მან ხელმძღვანელობის გასაწევად მიიღო რკინიგზელ მუშათა
სპეციალური წრე. სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის პირვე-
ლი არჩეული ტფილისის კომიტეტი 1901 წელს მოეწყო. არჩეული
ტფილისის კომიტეტის შექმნის ინიციატივა ამხანაგ სტალინსა და
მის წრეს ეკუთვნოდა. პირველი არჩეული ტფილისის კომიტეტის
შემადგენლობაში შედიოდნენ: არაქელა ოქუაშვილი, გიორგი ჩხეი-
ძე, სტალინი, ზაქრო ჩოდრიშვილი, სევერიან ჯუღელი, ვასო ცაბა-
ძე, კალისტრატე გოგუა და სხვები.
1901 წლის დამლევს ტფილისის კომიტეტმა ამხანაგი სტალინი
გაგზავნა ბათომში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის შესაქ-
მნელად.
ამხანაგ სტალინამდე ბათომში აბსოლუტურად არავითარი მუ-
შათა ორგანიზაცია არ არსებობდა. ჯერ კიდევ ამხანაგ სტალინამდე
ბათომში გაიგზავნა ტფილისის კომიტეტის წევრი გიორგი ჩხეიძე,
რომელსაც დაევალა იქ სოციალ-დემოკრატიული წრის შექმნა. გი-
ორგი ჩხეიძე დაუკავშირდა მაშინ ბათომში მყოფ კარლო ჩხეიძეს
და მას მიმართა დახმარებისათვის. მაგრამ კარლო ჩხეიძემ გიორგის
განუცხადა, რომ ბათომში ყველაფერი ისე სჩანს, როგორც ხელის
გულზე და რაიმე არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის
შექმნა შეუძლებელიაო და ურჩია მას, უკანვე დაბრუნებულიყო,
რაც მან გააკეთა და რის შესახებაც მოახსენა კომიტეტს. ამის შემდეგ
ბათომში გაიგზავნა ამხანაგი სტალინი, მან მალე მოახერხა ბათომში
შეექმნა სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაცია, რომელიც
სათავეში ჩაუდგა მუშათა მოძრაობას ბათომში 1902-1903 წ.წ.
ბათომში მუშაობისას ამხანაგ სტალინს მჭიდრო კავშირი ჰქონდა
ტფილისის ორგანიზაციასთან, ჩამოდიოდა ტფილისში, ბოლო ტფი-
ლისის კომიტეტის წევრთა − ჩხეიძის, ზაქრო ჩორდიშვილის და ჩემი
− ჩავარდნის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ტფილისის კომიტეტს,
- 118 -

მთელი სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას და მუშათა მოძრა-


ობას ტფილისსა და საქართველოში.
ტფილისში მარქსისტული იდეების დანერგვისა და სოციალ-დე-
მოკრატიული ორგანიზაციის შექმნის საქმეში დიდი როლი შეას-
რულეს რუსმა სოციალ-დემოკრატებმა: იოსებ კოგანმა, ბიქტორ
კურნატოვსკიმ და ივანე ლუზინმა. ვასო ცაბაძის ხელმძღვანელო-
ბით დაარსებული პირველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრე
კოგანისა და ივანე ლუზინის უშუალო იდეური გავლენით მოეწყო.
რუს სოციალ-დემოკრატებიდან სოციალ-დემოკრატიული ორ-
განიზაციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ აგრეთვე კა-
ლინინი, ლევაშკევიჩი ცოლით, ანა კრასნოვა, სერგო ალილუევი,
[(ია კო)] და სხვები. პირველად კოგანი უშუალოდ დაკავშირებული
იყო სევერიან ჯუღელთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და ვასო
ცაბაძესთან. შემდეგში მეც დავუკავშირდი მას. ამხ.კოგანი იყო ძლი-
ერ მომზადებული მარქსისტი, კარგი პროპაგანდისტი. სილიბისტრო
ჯიბლაძე და სევერიან ჯუღელი განცვიფრებული და აღტაცებული
იყვნენ მისი მომზადებით და პრაქტიკული რევოლუციური მუშა-
ობის უნარით. მე ვმონაწილეობდი მუშათა ერთერთ საინტერესო
კრებაზე ქალაქ-გარეთ, დუქანში, სადაც დიდი პროპაგანდისტული
სიტყვით გამოვიდა კოგანი. ამ კრებას დაესწრო 15 მუშა, მხოლოდ
და მხოლოდ მემანქანეთა თანაშემწეები.
ლუზინი იყო ძლიერ მომზადებული ადამიანი, პატარა, უბრალო
დემოკრატიული კაცი. 1899 წელს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობ-
და რუს რკინიგზელთა წრეს.

კურნატოვსკის მე გავეცანი საპყრობილეში 1902 წ., სადაც


მასთან ერთად ვიჯექი ერთ კამერაში. იქ იყვნენ ტფილისის კომი-
ტეტის თითქმის ყველა დაპატმირებული წევრები: სევერიან ჯუ-
ღელი, ვასო ცაბაძე, კარაჯევი, ვარდოიანი და სხვები. მას მდიდარი
გერმანული ბიბლიოთეკა ჰქონდა. იყო განმარტოებული, უყვარდა
მუდამ კითხვა, ცოტას ლაპარაკობდა, ძალიან ყრუ იყო. განათლე-
ბით იგი ქიმიკოსი იყო. მახსოვს, ერთხელ წერილი მივიღეთ, რომელ-
შიაც ჩვენ გვირჩევდნენ, პირდაპირ და აშკარად გველაპარაკნა, რომ
- 119 -

ჩვენ მეფის წყობილების წინააღმდეგნი ვარ და ა.შ. ჩვენ ამის გამო


განმარტებისათვის მივმართეთ ამხ. კურნატოვსკის. მან გაიცინა და
სთქვა, რომ ეს სისულელეა და სწორი არ არისო. ჩვენ რომ საჯა-
როდ გვასამართლებდნენ და იმ მუშებსაც რომ შეეძლოს დასწრე-
ბა, მაშინ აზრი ექნებოდა აშკარა პოლიტიკური პროპაგანდისტული
სიტყვით გამოსვლას, ახლა კი ჩვენ ჟანდარმს უნდა მოუყვეთ, რომ
ჩვენ მათი მტრები ვართ, რაც მათ ისეც იციანო. უნდა ითქვას, რომ
ყოველი კამათისა და დისკუსიების დროს ყველა ამხანაგი კურნა-
ტოვსკის მიმართავდა. მის დასკვნებს ყოველთვის უდავოდ იღებ-
დნენ. კურნატოვსკი მტკიცე და შეურიგებელი რევოლუციონერი
იყო. როდესაც დაკითხვაზე გვიწვევდნენ, ყოველი ჩვენგანი ცდი-
ლობდა, თავი დაეძვრინა. მაშინ, როცა ფრანჩესკი თავის საქმეზე
უამრავ განცხადებებს სწერდა, რომ იგი დასაკითხავად გამოეძახათ
და ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, კურნატოვსკი სულ ერთხელ
იყო დაკითხვაზე და განაცხადა: მეტს ნუღარ გამომიძახებთ, რადგან
არაფერს არ ვიტყვიო. როდესაც სამი წლის შემდეგ მას და ფრან-
ჩესკის სამი წელიწადი გადაუწყვიტეს, ის ფრანჩესკის დასცინოდა
და ამბობდა, რომ თუმცა ფრანჩესკი თავგამოდებით ადგენდა გა-
ნცხადებებს და ოფლში იწურებოდა მრავალი დაკითხვებზე, თითონ
იგი კი მხოლოდ ერთხელ იყო დაკითხვაზე, მათ ერთნაირი სასჯელი
მისცეს − სამ-სამი წელიწადი.
[ამხანაგი სტალინი 1903 წ. ბათომში დაპატიმრების შემდეგ გადა-
ასახლეს.]

როდესაც გამოვედით, გავიგეთ, რომ წინათ გამოშვებული ბიჭე-


ბი გარეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილიყვნენ. თურმე ერთი ნა-
წილი ამბობდა: კაცო, ეს რა ვქენით, ის ხალხი გავყიდეთ; წავიდეთ,
ისევ ციხეში ჩავჯდეთო. მეორე, უფრო გონიერი ნაწილი, თურმე
ხელს უშლიდა. ციხის კარებთან მთელი ჩოჩქოლი ატეხილიყო.
შემდეგ გავიგე, ლადო კეცხოველი ჩამოსულიყო, შეეკრიბნა ამხა-
ნაგები, დაინტერესებულიყო ჩემი ბედით, ეკითხა − ვის რა როლი
შეესრულებინა, ბევრი მათგანი დაელანძღა, ჩემს გამო კი დიდი სი-
ნანული გამოეთქვა.
- 120 -

[1901 წელია. დგება საკითხი კომიტეტის არჩევისა. წინათ კო-


მიტეტს არ ვირჩევდით, ვისაც კარგად ვსცნობდით, ის შეგვყავდა
კომიტეტში. რუსმა მუშებმა უკმაყოფილება გამოაცხადეს, რატომ
რუსი არ არის კომიტეტშიო. ჩვენ ამას გავუწიეთ ანგარიში. მოვახ-
დინეთ არჩევნები, რომელსაც დაესწრნენ: სოსო ჯუღაშვილი, სევე-
რიანე ჯუღელი, კალისტრატე გოგუა, გიორგი ყარაჯოვი, გიორგი
ჩხეიძე, ვასო ცაბაძე, გუშვერიძე (დედა რუსი ჰყავდა, მამა იმერელი),
სტაროსტენკო, მე და სხვა. კომიტეტში რუსებიდან გავიდა სტა-
როსტენკო, ხოლო ქართველი მუშებიდან: ზაქრო ჩოდრიშვილი,
გიორგი ჩხეიძე და მე. სტაროსტენკომ ჩემში მაშინვე რაღაც უნდო-
ბლობა გამოიწვია. ვეკითხებით, სადაური ხარ-მეთქი. − სტავროპო-
ლიდან228 ვარ, ციხეში ვმჯდარვარო. მაგრამ რაღაც კოპიტი229 ჩანდა,
ეტყობოდა, რომ არ იყო გაშალაშინებული. ჩვენ მაშინ ერთი შე-
ხედვით ვატყობდით, სოციალისტი იყო თუ არა კაცი. ეტყობოდა,
რომ ჩვენი ცოტა რამ ესმოდა. მე დავსვი საკითხი კომიტეტში, რომ
თუ რაიმე საიდუმლო იქნება, ქართულად ვილაპარაკოთ, ვინაიდან
ვერ ვენდობი ამ კაცს-მეთქი. სხვათა შორის, სასტიკი ბრძანება იყო,
კომიტეტში რაც ითქმის, გარეთ არ უნდა გავიდესო, მაგრამ იყო
შემთხვევა, რომ რუსმა მუშებმა უკმაყოფილოებმა განაცხადეს,
ჩვენს არჩეულს არაფერი ესმის კომიტეტში, თქვენ სულ ქართუ-
ლად ლაპარაკობთო. ჩვენ ამაზე ვუსაყვედურეთ სტაროსტენკოს:
ჩვენი დადგენილება იყო გარეთ არაფერი გავიტანოთ, შენ სხვებს
რად ეუბნები-თქო.]
დადგა საკითხი საიდუმლო სტამბის მოწყობისა. [შესახებ.] და-
გვევალა მე და ზაქროს. მე წარვადგინე პირობა: ვინც უშუალო
მონაწილეობას მიიღებს სტამბის მოწყობაში, მხოლოდ იმან უნდა
იცოდეს, სად იმართება სტამბა. თვით კომიტეტის წევრებმაც არ
უნდა იცოდნენ, სად კეთდება-მეთქი. დამეთანხმნენ ამაზე.
ამგვარად, მე და ზაქრომ ვიკისრეთ სტამბის მოწყობა. წარმოიშვა
საკითხი, სად უნდა მოვაწყოთ სტამბა, ზაქროს ვუთხარი, ჩემ სახლ-
ში მოვაწყოთ-მეთქი. ზაქრო დამთანხმდა. წინანდელი მდგმური ერი-

228 სტავროპოლი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლის მხარის ადმინის­


ტრაციული ცენტრი.
229 კოპიტი − ქალაქურ ჟარგონში ტლანქი, გაუჩორკნავი, მძიმე, უშნო, საეჭვო ადამიანი.
- 121 -

ქოვი გადასული იყო ჩემი ბინიდან; მე ძველ ბინაზე გადავსახლდი


(ნაძალადევში), ვინაიდან იქ ორთქლის სატკეპს ვამუშავებდი ვერის
ბაღთან. როცა დადგა საკითხი ჩემს სახლში სტამბის მოწყობისა [შე-
სახებ], ცოლ-შვილი ავყარე და ავჭალის ქუჩაზე დავაბინავე მაჟა-
ლაშვილაანთ სახლში. მეშინოდა, ბალღებს არ ელაპარაკნათ, მამა
ეზოს სთხრისო. მოვიყვანეთ მე და ზაქრომ მუშები − აბა საყინულე
მოთხარეთ-მეთქი. მოვთხარეთ ვითომ საყინულე სარაიას ქვეშ. შე-
მდეგ მოვიყვანეთ კალატოზები, კედლები ამოვაყვანინეთ. საყინუ-
ლეს დავატანეთ ფანჯარა, რომელსაც საიდუმლო კარების როლი
უნდა შეესრულებინა. კედლები რომ ამოვიყვანეთ, კალატოზები
დავითხოვეთ. ახლა მარტო მე და ზაქრო დავრჩით. ავიღეთ მუხის
თავხეები,230 დავაყარეთ ორი არშინი231 მიწა, თან ვტკეპნით. სულ გა-
დავასწორეთ, არაფერი სჩანდა. თვალების ასახვევად ნაგავ-ნუგავი
მოვაყარეთ. შემდეგ გვერდზე მეორე პატარა სარდაფი უნდა მო-
ვთხაროთ. იქიდან საიდუმლო სარდაფში განჯინის შემწეობით შეი-
ძლებოდა შესვლა.
ორი დღის შემდეგ ამ წინასწარი მუშაობის დასრულებიდან კო-
მიტეტის სხდომა გვქონდა ზაქროს სახლში. ეს იყო 1902 წლის, 16
თებერვალს. იმ ღამეს სტაროსტენკო არ მოვიდა სხდომაზე. სტა-
როსტენკო შემდეგ ჯაშუში აღმოჩნდა. სევერიან ჯუღელს რაღაც
ყნოსვა ჰქონდა, რომ იტყოდა: ამ კვირაში ჩხრეკა იქნებაო, უსათუ-
ოდ იქნებოდა. ამ დღესაც სთქვა: ჩქარა მოვათავოთ, რაც საქმეები
გვაქვსო. ჩვენ მას ვუჯერებდით, მოვათავეთ რაც სახელდახელო
საქმეები გვქონდა. გარეთ მეთვალყურედ ზაქროს ძმა, ნიკო გვყა-
ვდა დაყენებული. საქმეები რომ მოვათავეთ, ყარაჯოვი, ვასო ცაბა-
ძე და ჯუღელი წავიდნენ, ხოლო ზაქრო ჩოდრიშვილი, გიორგი ჩხე-
იძე, გოგუა და მე დავრჩით. უცებ შემოვარდა ზაქროს ძმა, ნიკო და
გვითხრა: ვიღაცა ორმა ნაბდიანმა გარედან დარაბის ჭუჭრუტანაში
შემოიხედაო. მე ავდექი და სკამები მივალაგ-მოვალაგე, რომ არ შე-
ეტყოთ, რომ აქ კრება ყოფილაო. შემოვარდა ლავროვი ტალახიანი

230 თავხე − მთავარი კოჭი სახლის გადახურვისას, რომელზედაც მიემაგრება დანარჩენი


სახურავი კოჭები.
231 არშინი − ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრიდა დაახლ. 71 სმ.
არშინნახევარი − დაახლოებით105-106 სმ.
- 122 -

ჩექმებით, ნაბდით. − არაქელ, სკამებს ნუ ასწორებო, − მითხრა, −ეჰ,


გამასწრესო. მერე აკრიფა პაპიროსის ნამწვავები; − ჰმმ, ყოფილან. −
არავინ არ ყოფილა-მეთქი, − ვუთხარი მე. − არაქელა ჩიბუხს ეწევა,
მაშ, ამდენი პაპიროსი ვინ მოსწიაო. − მე ვეწევი, − უთხრა ზაქრომ.
− ეე, რომელი ფაბრიკისას? − ყველა ფაბრიკისას, − უპასუხა ზაქრომ.
− დღეს რომელი მოსწიე? − არ ვიცი, რომელი.
შემდეგ ლავროვმა ზაქრო სახურავზე აიყვანა. კიბეებზე ასვლის
დროს ზაქრომ ამოიღო ბროშურები (ასავალში ჰქონდა შენახული)
და მეზობლისას გადააგდო. იქ გადაცმული ჟანდარმი იდგა, აიღო და
შემოიტანა. ზემოთ ორი თუჯის გოგორა232 იპოვეს, იმის დოლურა,
ბარაბანს რომ ეტყვიან, ჩემსას იყო: ყველაფერი ეს სტამბისათვის
გვინდოდა. როდესაც ლავროვი შეეკითხა: რა არის ეს გოგორებიო,
ზაქრომ უპასუხა: ბავშვების სათამაშოაო. ლავროვმა გააგორ-გამო-
აგორა, − კარგი სათამაშოა, − სთქვა სიცილით. მაგრამ მაინც ვერ
მიხვდა.
ოქმის შედგენის შემდეგ გაიმართა ჩხუბი ლავროვსა და ზაქროს
შორის. ლავროვი ეკითხება: ბროშურები შენია, ანგარიში შენია?
− არა, ვიღაც ჯაშუშმა მოგიტანა გარედან. ჩვენც მოწმეები ვართ,
რომ მართლაც გარედან მოუტანეს. − ჯაშუში კი არა, ჩემი ჟანდა-
რმი იყოო, ამბობს ლავროვი. ზაქრო მაინც უარყოფს. შეადგინეს
ოქმი, ზაქრომ ხელი მოაწერა. შემდეგ დასწერეს − გარედან შემოი-
ტანესო.
დერეფანში ვიღაცეები იდგნენ. მე ვთხოვე ჟანდარმებს: გარეთ
გამიშვით მეთქი. გამომიყვანეს. რომ გამოვედი, ხუთი ღერი ასანთი
ერთად გავკარი. მინდოდა მეცნო, ვინ იყო. მიტრიალდენ ის იუდე-
ბი. ვერ მოვასწარი დანახვა. შემდეგ ლავროვმა ბარათები დასწერა,
გამოიწვია ჟანდარმები, რადგანაც მარტო თვითონ ვერ შესძლებდა
ჩვენს წაყვანას. შემოვიდა მარტინოვი: აა, ხომ ხელში ჩაგვივარდი,
არაქელ. მოვიდნენ ზასიპკინი, ცისი. მე მარტინოვს ჩამაბარეს, დანა-
რჩენები სხვებს. ზაქროს სახლიდან რომ გამოვედით, ჟანდარმები
და მეეზოვე გამომყვნენ. მე ავჭალის ქუჩისკენ ვაპირებდი წასვლას,
იმედიანად ვიყავი, რადგან შინ არაფერი საეჭვო არ მეგულებოდა.

232 გოგორა − გუთნის დეტალი, პატარა ბორბალი.


- 123 -

მარტინოვმა მითხრა: − არა, აქეთ წავიდეთ, შენი ბინისაკენო. − მე


ავჭალის ქუჩაზე ვცხოვრობ-მეთქი. − არა, წინათ რომ ცხოვრობდი,
იქ წავიდეთო. როგორც ჭინჭარი, ისე მეცა გულზე. − სტამბა არის
გაცემული-მეთქი, − გავიფიქრე, რას ვიზამდი. წავედით. იმ მამაძაღლ
ერიქოვს წიგნების საკინძი და დოლურა იქვე დაეტოვებინა. − ეს რა
არის? − მკითხა მარტინოვმა. − ეს საქაჩავი უნდა გავაკეთოთ-მეთქი,
− ვუთხარი. მართლაც, ჰგავს, ვედრის233 სიმაღლეა. შემდეგ დაზგის
შესახებ მკითხა: ეს რა არისო? − არ ვიცი, მეთქი. − მაშ რად იყიდეო. −
სქელი ხრახნილები ჰქონდა, იმისათვის ვიყიდე-მეთქი. − რად გინდო-
და სქელი ხრახნილებიო. − ზეინკალი ვარ, მჭიროდა-მეთქი. მარტო
ხრახნილებს იყიდდიო, − ცალკე არ მომყიდეს-მეთქი.
მე წამომიყვანეს, სხვა ბინები უნდა გაჩხრიკონ. მეეზოვეს აჰკი-
და დოლურა. შევედით მარსაგოვთან, მერე სკორობაგატთან. იქ
ლავროვი დაგვხვდა. მარტინოვმა უთხრა: აი, არაქელა ამბობს, ეს
ბარაბანი საქაჩავისათვის ვიყიდეთო. − რა ეშმაკად გინდა, დააგდე
მანდო, − უთხრა ლავროვმა. − ხვალ შენი ცოლი მოვიდეს სამმა-
რთველოში და წაიღოს, − მითხრა მარტინოვმა. − სამმართველოში
რა უნდა დოლურას. გავიფიქრე: სამმართველოში რომ მივიტანთ,
იქ სხვები მიხვდებიან, რის მაქნისია ეს დოლურა. − აქ ეგდოს-მეთქი,
− ვუთხარი მე. − მერე რომ დაიკარგოსო. − დავიჯერო, იკადრებენ
ამის მითვისებას? თან თვალი ვუყავი სკორობაგატს. − იკისრებ მი-
ბარებას? ჰკითხა მარტინოვმა. სკორობაგატი დასთანხმდა, მე ჩუმად
ვუთხარი: გადამალე სადმე-მეთქი. მეორე დღეს გიგო ლელაშვილი
მოსულიყო და წაეღო.
იქიდან ციხეში წამიყვანეს. ავჭალის ქუჩაზე ბინა არ გაუჩხრეკი-
ათ. ზაქროს ბინა რომ გაჩხრიკეს, ლავროვმა ბებუთი ჩამომართო
და მარტინოვს გადასცა. მარტინოვმა დამიბრუნა ბებუთი, ვიცი, არ
მომკლავდნენ, ყაჩაღები ხომ არ არიანო. დასწერა დადგენილება,
ჩააბარა ჩემი თავი ვახმისტრს. მე მარტინოვს ვუთხარი: ავჭალის
ქუჩიდან ლოგინი მინდა წამოვიღო-მეთქი. − შეიძლებაო − მითხრა.
ვახმისტრს სათანადო ბრძანება მისცა. ვახმისტრი მეუბნება: რუსუ-
ლად უნდა ელაპარაკო შენს ცოლსო. ახლა მარტო ვართ მე და ის,

233 ვედრო (რუს.) − სათლი, წყლის ჭურჭელი რკინის.


- 124 -

ბებუთი ზედ მაქვს. მე ვუთხარი: აბა, ახლა შენი გულისთვის ჩემს


ცოლს სწორედ გიმნაზიას გავათავებინებ-მეთქი. − მაშ არ მიგიყვა-
ნო. − რა უფლება გაქვს, რომ არ მიმიყვანო, იცოდე ისეთ სკანდალს
აგიტეხ, რომ ბედი იწყევლო-მეთქი. − კარგი, კარგი ნუ ყვირიო. მი-
ვედით. მოვასწარი და ჩემს ცოლს ვაცნობე, თუ ვინ იყვნენ დაჭე-
რილნი. გამოვედი. − ფაიტონს დაუძახე მეთქი, − ვუთხარი ჟანდარმს.
− ფული გაქვსო? − მე ძველი ვარ, გამოცდილი, შენ უნდა წამიყვა-
ნო-მეთქი. იკადრა, დაუძახა ფაიტონს. რადგან მეტეხში ადგილი არ
ყოფილიყო, სხვადასხვა უბნებში მოგვათავსეს.
სამ თვეს ვიჯექი უბანში. ერთ საღამოს საშინელი ყვირილი
შემომესმა. შემორეკეს ეზოში ვიღაც სამი მოჩხუბარი. ორი კაცი
ჩემთან შემოაგდეს, ერთიც გარეთ დარჩა. ჩხუბობენ, ერთი ამბავი
აქვთ. მე ვუყურებ, ჩემი წრის ბიჭები არიან. ვფიქრობ: რა ღმერთი
გაუწყრათ. ნუთუ ასე გათახსირდნენ. შემოსვლისთანავე თვალი მი-
ყვეს, გამოირკვა, რომ გეგა პეტრიაშვილი, კოლა ცაბაძე და გიგო
მეტრეველი, სამივე ჩემი პარტიული ამხანაგები. ახლა დახეთ, ჩხუბი
რაზედ მოსვლიათ! ვითომ პეტრიაშვილს ჩექმები შეუკერავს კოლა
ცაბაძისათვის, ამ უკანასკნელზე ვითომ ხუთი მანეთი დარჩენილა.
ის ხელწერილს სთხოვს, მაგრამ ეს არ აძლევს. − სულ შემოვიარეთ
არაქელ, საპოლიციო უბნები, წავიჩხუბებით ერთ უბანში, საკანში
შეგვაგდებენ, არა ხარ იქ, დავურაკუნებთ პოლიციელს: კარგი, ვაძ-
ლევ ხელწერილს-თქო, წამოვალთ მეორე უბანში, ახლა იქ ავტეხთ
ჩხუბს და ასე ძლივს გიპოვეთ. აბა, თუ გაქვს რამე დასაბარებელი.
მოატანა პირველმა მაისობამ, დგება 18 აპრილი. პოლიცია ფა-
ცაფუცს შეუდგა. აქამდე კარს მიღებდნენ, ახლა ჩამიკეტეს. დაუძა-
ხეს მლესავს, ხმლები დაალესინეს, პოლიციელებს [პატრონები234
] ვაზნები დაურიგეს, ჩვენი ამხანაგებიც ემზადებიან, ჩვენი ფუ-
რცლები ვრცელდება, გოროდოვოები, მეეზოვეები ფურცლებს
მოარბენინებენ. ბოქაული იძახის; კაცი მოიყვანეთ, კაცი, ვინც ამ
ფურცლებს აკრავსო. ჩემს უბანში იყო ერთი გოროდოვოი, გვარად
კიტაევი, რომელიც 1901 წლის დემონსტრაციის დროს ლეონტი
მამალაძემ დაჰჭრა ორი ტყვიით. 1905 იგი უბნის ზედამხედველად

234 პატრონები − ვაზნები.


- 125 -

აკურთხეს. თავისებურად პატიოსანი კაცი კი იყო, სხვათა შორის,


ერთმა ქართველმა გოროდოვოიმ დაიწყო ჩივილი: ჩემი შვილე-
ბიც სულ ასეთი აზრის არიან, როგორც ეს დაჭერილი ხალხი, ეგრე
ლაპარაკობენო, რომელიღაც რუსმა გოროდოვოიმ უპასუხა: არა,
სულ ეგრე გვაწვალებენ ამ მეამბოხეების გულისათვის, ერთი ისე
უნდა ავკაფოთ ესენი, რომ მათგან მარტო სველი ადგილი, არაფერი
დარჩესო. კიტაევმა სთქვა: არა ძმაო, ესენი ჩვენ უფრო მალე აგვ-
კეპავენ, ვიდრე ჩვენ მათო. არც ერთი ურიგო სიტყვა არ გამიგონია
მისგან.
ერთხელ ჩემს საკანში შემოუშვეს მიხო ბოჭორიშვილი, რომელიც
უკვე გაენთავისუფლებინათ, ზოგიერთი გუშაგი არყით მყავდა მოს-
ყიდული. მთელ ორ საათს მელაპარაკა. მე ვუთხარი, ბოჭორიშვილს:
წადი ნაძალადევში, ჩემს სახლში სარდაფი მზად არის სტამბისათვის.
საჭიროა მარტო მიწის ამოთხრა, სანამ ფანჯარა გამოჩნდებოდეს-მე-
თქი. − შენ ხომ იცი, არაქელ, უშნო ვარ ასეთებშიო − მიპასუხა მან.
ერთ დღეს უცებ შემოვარდა ერთი ოსი გოროდოვოი. − მუშები
შეიკრიბნენო, − დაიყვირა. გაცვივდნენ ყველანი, უბნის ზედამხედ-
ველები, ერთი კიბეზე იყო ასარბენი, ერთმა უბნის ზედამხედველმა
გოთუამ იქ ფეხი იღრძო კიდეც. გავარდნენ იარმუკაზე, გოროდო-
ვოები უბნის ზედამხედველებს მისდევდნენ, უბნის ზედამხედვე-
ლები ბოქაულს. ცოტა ხნის შემდეგ უკან დაბრუნდნენ დარცხვე-
ნილები. თურმე კრუა მუშები,235 რომელნიც სემინარიის აშენებაზე
მუშაობდნენ ვერაზე, რექტორთან წასულიყვნენ, რადგანაც ფუ-
ლის მიცემა დაგვიანებინათ. მერე უბანში გოროდოვოებს აუხსნეს:
ეს მუშები კი არა, რკინიგზის მუშები გვინდა, აი ლურჯი ხალათები
რომ აცვიათო.
1902 მაისობა ვერ ვიდღესასწაულეთ, როგორც საჭირო იყო. მა-
რტო პროკლამაციები გამოვიდა.
მაისის 14 მეტეხში გადამიყვანეს.
1901 წელს ბეჭედის გაკეთება გვინდოდა კომიტეტისათვის. მე და
ზაქრომ ვითავეთ ეს. კუკიის ხიდთან ერთი ებრაელი მუშაობდა, ბეჭ-

235 კრუა − ქართულად ნიშნავს „კაცს“. ასე ეძახდნენ ერთმანეთს ტფილისში მყოფი
იეზიდებიც. აქედან წარმოსდგება, რომ ტფილისის ქართველობა ვერ არჩევდა
სომხეთიდან ახლად ჩამოსულ სომხებს და კრუას უწოდებდნენ.
- 126 -

დებს აკეთებდა. ადგა ზაქრო, დასწერა ქართულად და რუსულად


რ.ს.დ.მ.პ. − რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, მა-
გრამ ყველა ასოს გამოუგონა შესაფერისი სიტყვები: რესტორან
სემიონა დავიდოვიჩა 236(მერე აღარ მახსოვს) მხოლოდ ერთი იყო
ცუდი, ქართულად მუშათა იყო საჭირო (ასო „მ“) რუსულად „რაბო-
ჩი“237 (მაშასადამე „რ“) არ ეთახმებოდა ერთი მეორეს. შევიდა ზაქრო
იმ ებრაელთან და მისცა ასეთი ბეჭდის შეკვეთა. შემდეგ გამონახა
ერთი ჩოფურა რუსი, რომელიც ზაქროს წააგავდა, ჩააცვა თავის
ტანისამოსი, გაგზავნა ებრაელთან თავისი პირადი ბეჭდის დასაკვე-
თად. − „ზახარ იოსიფოვიჩ ჩოდრიშვილი“ რუსულად და ქართუ-
ლად. რუსმა კვიტანცია238 მოუტანა. ახლა ზაქროს ორი კვიტანცია
აქვს: ერთი თავისი; ერთი პარტიისა. როცა ბეჭდების გამოსატანად
წავიდა, მითხრა: წამომყევი, არაქელჯან, თუ დამიჭირონ, შენ მო-
უარე საქმეს. შეიძლება იმ ებრაელმა რაიმე ეჭვი აიღო, ან ჟანდა-
რმებისაგან ნაბრძანები ჰქონდეს, თუ გაუგებარ წარწერიანი ბეჭედი
დაგიკვეთონ, შეგვატყობინეო. მე თუ დამიჭირეს, იმდენს მოვახე-
რხებ რომ პარტიულ ბეჭდის კვიტანციას შევჭამ და ჩემს კვიტანცი-
ას ამოვიღებო.
მივედით, ზაქრო შევიდა, მე გარეთ ველოდებოდი. ვუცდი, არ
გამოდის, ვფიქრობ, პირდაპირ იქიდან ხომ არ წაიყვანეს-მეთქი. მო-
ვუარე მეორე მხრით, მესმის მისი ხმა: აქა ვარ ბიჭო, კარგად არის
საქმე. პარტიული ბეჭედი გამოიტანა, ხოლო თავის პირადი ბეჭდის
კვიტანცია რუსს მისცა. რუსმა მოუტანა მისი პირადი ბეჭედი. კო-
მიტეტის ბეჭედზე, როგორც ვთქვით, „მუშათა“ და „რაბოჩის“ გა-
მომხატველი ასოები ერთი მეორეს არ ეთანხმებოდნენ. ნახევარი
ამოვჭერით და გავაკეთეთ ასო „მ“.
ახლა ისევ ჩემს თავგადასავალს დავუბრუნდები. წამიყვანეს ცი-
ხეში. დამკითხა ჟანდარმმა კრავჩენკომ. ვხედავ, ხამია, არ მიცნობს.
მაჩვენა „ისკრა“,239 რომელზედაც ჩვენი ბეჭედი ერტყა. − ეს რა არი-
სო? − მკითხა, − წაიკითხეო. − რსდრპ-მეთქი, − ერთად როგორ იქნე-

236 „რესტორან სემიონა დავიდოვიჩა“ (რუს.) − სიმონ დავითის ძის რესტორანი.


237 „რაბოჩი“ (რუს.) − მუშათა
238 „კვიტანცია“ (რუს.) − ქვითარი, მიღების ხელწერილი.
239 „ისკრა“ (რუს.) − ნაპერწკალი; იგულისხმება სოციალ-დემოკრატიული ჟურნალი,
- 127 -

ბა, ცალცალკე გაარჩიე, რ.ს.დ.რ.პ-ო, ამხანაგებსაც ასე წაეკითხათ.


შემდეგ კრავჩენკოს ჟანდარმებისთვის ეთქვა: ეს ჩვენი ტუსაღები
რეგვენები არიან, არავითარი მუშათა მოძრაობა მაგათ არ ესმითო.
ბევრი იცინეს თურმე სხვა ოფიცრებმა: გამოუტანეს ჩვენი ძველი
ჩვენებები, გაუბრიყვებიხართო, − უთხრეს. ცისმა შემდეგ გვითხრა:
ყოჩაღ ყმაწვილებო, კარგად გაგიცურებიათ კრავჩენკოო. იგი პრო-
ვინციის მომუშავეა, და ისევ იქ გავგზავნითო. თვით ბეჭედი ვერ გვი-
პოვნეს. მიაკითხეს ებრაელს, ვინ მოგცა ამის შეკვეთაო, ერთხელ
ზაფხულში ციხის კანტორაში ვზივარ, შემოიყვანეს ის ბეჭდისმკე-
თებელი ებრაელი, როგორც მოწმე. ზაქროც მოიყვანეს. პალტო ჩა-
აცმევინეს, რათა ებრაელს უფრო ადვილად ეცნო. ზაქრომ ჩაიცვა
პალტო, ყბა აიხვია ხელსახოცით, ბეჭდის ოსტატს ორი კვიტანცია
აქვს, ერთი ჩოდრიშვილის პირადი, მეორე სოციალ-დემოკრატების.
კაციც ორია გამოსაცნობი. ებრაელმა ვერ იცნო ზაქრო. როდესაც
ზაქრო თავისი დაკითხვის ამბავს მოგვიყვა, ბევრი გვაცინა: როცა
გარეთ გამომიყვანეს, ცოტა შევდექი; მესმის, ებრაელი ამბობს: ლა-
მის გავგიჟდე, არაფერი მესმის. ის არის . . . არა, ის არ არის.
მეექვსე თვე იქნებოდა მგონი ჩემი დატუსაღების დღიდან, ღამის
ორ საათზე მესმის, გვიბრახუნებენ, ლამპა ამოსწითო, − გვეძახიან.
მივხვდით, პირისპირ დაყენებას გვიპირებენ. ეს ასე ხდებოდა. მიი-
ყვანდნენ გამცემს დერეფანში, ამოსწევდნენ სინათლეს საკანში ისე,
რომ გარეთმყოფნი ხედავდნენ ტუსაღს, ტუსაღი კი ვერავის ხედა-
ვდეს. მე რომ დამიბრახუნეს ახალუხი გადავიცვი, ზედ სარკმელს მი-
ვეკარი. მინდოდა თვალი მომეკრა, ვინ მოჰყვა ჟანდარმებს. ვერავინ
ვერ დავინახე. შემდეგ ამხანაგმა კურნატოვსკიმ გადმომცა, დედაკა-
ცი იყო ვიღაცაო. ვკითხე ზედამხედველს ალენიკოვს (ჩემთან ძალი-
ან კარგ განწყობილებაში იყო, სულ საოხუნჯო ამბებს ვუამბობ-
დით მთელ ღამეს ერთიმეორეს): ვინ იყო ის დედაკაცი, ქართველი
იყო, თუ რუსი-მეთქი. შემომიკურთხა ერთი კარგად: რის დედაკაცი,
მამაკაცი იყო, მხოლოდ ნაბადი ესხა და შლიაპა ეხურაო; რუსი იყო
ცხვირაწეული, აშლილი ულვაშები ჰქონდა, მივხვდი სტაროსტენკო
მოჰყოლია.

რომელიც იბეჭდებოდა ჟენევაში.


- 128 -

მერვე თვეზე ყველანი ერთად მოგვათავსეს. დავრწმუნდით, რომ


გამცემი სტაროსტენკოა, დავდევით ფიცი, ვინც პირველი გავა აქე-
დან, სტაროსტენკოს მოკლავს. პირველი გიორგი ჩხეიძე გავიდა,
ველოდებით, ველოდებით, აი დღეს, აი ხვალ, საქმე არა გაქვს! გა-
ვიდა ათი თვე, გიორგი ჩხეიძემ თავი იმით იმართლა, რომ მაშინვე
სოფელში გამგზავნესო. ათი თვე რომ გავიდა, საპოლიციო დეპა-
რტამენტიდან ცნობა მოვიდა: 1901 წლის დემონსტრაციაში მონაწი-
ლეობის მიღებისათვის არაქელ ოქუაშვილს, აგრეთვე მამალაძეს,
ვიგორბინს, მალაქია გიორგობიანს, ტერ-შომინოვს გადასახლება
აქვს მისჯილიო. თათანაშვილი, მამალაძე და მე ციხეში ვიყავით, და-
ნარჩენი გარეთ. მამალაძეს მიუსაჯეს ხუთი წლის, ხოლო დანარჩე-
ნებს სამ-სამი წლით გადასახლება. ჩემი ძმა დატრიალდა, ნოტარიუს
მღებროვთან იყო. ნოტარიუსის გავლენის საშუალებით გუბერნა-
ტორს სთხოვა, ჩემთვის ნება მოეცათ, სამი დღე გავჩერებულიყავი
ტფილისში ცოლ-შვილის მოსაწყობად. ამის ნება მოგვცეს ხოლო
შემდეგ ჩვენ გვაგზავნიდნენ საგზაო მოწმობით, უკონვოიოდ.240 მე-
სამე დღეს ტფილისში სამიოდე დღით დარჩენის ნება მომცეს, იმ
პირობით, რომ ნაძალადევში არ წავსულიყავი. გამოსვლის უმალ
მაინც ნაძალადევში წავედი. დავიბარე ჩემი ახალგაზრდა ამხანაგე-
ბი: გიგო ლელაშვილი, ტომარაძე, ჯოხაძე და სხვ.
ახლა ამ ახალგაზრდა ამხანაგებს ვკითხე: მიიღეთ, თუ არა წერი-
ლი, რომ სტაროსტენკო უნდა მოგეკლათ-მეთქი, − კი მივიღეთო,
− მაშ აქამდე რად აყოვნებთ? − კარგი, ამაღამვე, არც რევოლვერი
მინდა, არც დამხმარე ვინმე, მარტო მე მოვკლავ სტაროსტენკოს-მე-
თქი. მხოლოდ ერთერთი კაცი გამომყვეს მანიშნობელად. ათი თვეა
სტაროსტენკო არ მინახავს, მაჩვენოს, რომელია. ქარხნის საყვირს
საღამოს 6 საათზე უშვებენ. ამ დროს უკვე ბნელა გიორგობისთვე-
ში241, ბევრი მუშა გამოდის და ძნელია გარჩევა − ცულს დავკრავ
თავში, გვერდზე მივაგდებ, ვერავინ ვერ გაიგებს, ისე დავკრავ, რომ
გვერდზე მდგომიც კი ვერ გაიგებს-მეთქი. − კარგიო, − მითხრეს.
ცული დავამზადე, გადაცმული ვარ. ველოდები. ლოდინზე ცუდი

240 „კონვოი“ (რუს.) − თანხლება, მცველად ხლება, კოლონა, ბადრაგი.


241 გიორგობისთვე − ნოემბერი.
- 129 -

არაფერია.… გვიანდება… უკვე საყვირი აუშვეს. არავინ სჩანს. მომა-


ტყუეს, თუ რა არის? რა მოხდა? გამოვედი საფარიდან. გადავდგი
თუ არა ფეხი, გიგუა ლელაშვილმა [ფეხი] ხელი მკრა. − მზად არის,
მოვკალიო! ფეხი არ გამოდგა, თორემ შენ დაგბრალდება ყველაფე-
რიო. უკანიდან ცული ჩავარტყი, გაიჭედა, ძლივს ამოვიღე, შეშის
საწყობში გადავაგდე. მეორე, მესამე დღეს არაფერი ამბავი არ ისმის.
მაგრამ როგორც შემდეგ გამოირკვა, არ მომკვდარა. 1905 წელს ენა-
ხათ ცოცხალი. მხოლოდ სახე მობრუნებოდა და ვეღარ ლაპარა-
კობდა. ჩემს ცოლს ენახა, ჩხეიძესაც. ჩხეიძემ ჰკითხა: რად ჩაიდინე
ასეთი საქციელიო, ვერაფერი უპასუხა, ვეღარ ლაპარაკობდა თურ-
მე. ზოგი ამხანაგი არ იყო დარწმუნებული, რომ სტაროსტენკო იყო
გამცემი. ხშირად მისაყვედურებდნენ: კაცი ტყუილად გავაფუჭეთ,
ეს არ იქნებოდა გამცემიო. ხანდახან მეც ეჭვი მეპარებოდა. 1902
წლიდან 1909 წლამდე, ეს ფიქრი არ მასვენებდა, მაგრამ როცა 1909
წელს სექტემბერში საკატორღოთ მასამართლებდნენ, ჩემს საქმეში
ეწერა: „სტაროსტენკოს ცნობით, არაქელა ოქუაშვილი კომიტეტის
წევრია, მუშებში აგიტაციას ეწევა და სხვ.“ სიმართლე უნდა ითქვას,
მაშინდელი პროკურატურა სისწორით სწერდა ასეთ ამბებს.
თათანაშვილი და მამალაძე ეტაპით გაგზავნეს. სადგურზე ბიჭებმა
დემონსტრაცია გაუმართეს: პატარა ბაირაღი ვაგონის ფანჯარაშიც
ჩაარჭეს. მეც იმ დღეს უნდა წავსულიყავი, მაგრამ ერთმა ამხანაგმა
სერგეი ალილუევმა მითხრა: შენ უფლება არ გაქვს, დღეს წახვიდე,
დარჩი კვირამდე, კვირას მთავარი სახელოსნო დაკეტილი იქნება,
მუშებს ეცლებათ, დემონსტრაცია უნდა გავმართოთო. ვანო სტუ-
რუა წავიდა ბაქოში, ბაქოში დაგახვედრებ მუშებს სადგურზეო.
კვირა დღეს სადგურზე მივედით. მე, ვიგორბინი, მალაქია გი-
ორგობიანი, ტერ-შიმონოვი. იმდენი ხალხი იყო, რომ ნემსი არ ჩა-
ვარდებოდა. ტევა არ იყო. როცა მატარებელი დაიძრა, მუშებმა
წითელი დროშა ააფრიალეს. ტერ-შიმონოვმა ხალხს ფანჯრიდან
წითელი ხელსახოცი აჩვენა. მემანქანეს სემაფორამდე242 მატარე-
ბელი ისე მიჰყავდა, თითქოს შიგ მეფე მჯდარიყოს. ნაბიჯ-ნაბიჯით

242 სემაფორი − სარკინიგზო შუქნიშანი.


- 130 -

მოგვდევდა ხალხი. მუშების ერთი ნაწილი ყარაიამდე243 გამოგვყვა.


გზადაგზა არსენალთან და სხვა ადგილებთან მუშები გვხვდებოდ-
ნენ. სალამს გვაძლევდნენ. მეზობელ ვაგონში ერთ მოხელეს ეთქვა:
ვიღაც ვიგინდარებს გზავნიან და რა ამბავი ასტეხესო. ვანო ძაძამია
იქ ყოფილიყო, გაუშალა თურმე ყბაში, სტკიცა მოხელეს. გალახუ-
ლი დასაბეზღებლად გაქცეულიყო, ჩვენ ძაძამიას გადავაცვით და
არსენალთან ჩამოვახტუნეთ. ბაქოში აღარ ჩავედით, ჩამოვხტით ბა-
ლაჯარაში244, ისეთაც შეშინებული ვიყავით, ჩვენი მიზეზით, ბიჭებს
არაფერი დაემართოთო. სანამ ხარკოვში მივიდოდი, ვერ ვისვენებ-
დი, ჩვენი დემონსტრანტი ამხანაგების ბედი მაწუხებდა. მერე მომწე-
რეს, ყველანი გადარჩნენ, მხოლოდ ერთი უცხო ბიჭი დაიჭირესო.
მალე ისიც გამოეშვათ. დიდძალი ხალხი იყო და ორი სამი ჟანდარმი
რას გასწვდებოდა.

243 ყარაიის ველი − თანამედროვე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის


აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეზე.
244 ბალაჯარი − დაბა აზერბაიჯანში, ბაქოს სიახლოვეს, აფშერონის ნახევარკუნძულზე.
მსხვილი სარკინიგზო კვანძი.
III
რუსეთში გადასახლება

...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილის ოჯახი. მარცხნიდან პირველი −
არსენ ოქუაშვილი, მეხუთე − ევა ბელოევა-ოქუაშვილი.
ფოტო ოჯახმა გადაიღო და სამახსოვროდ გაუგზავნა არაქელა
ოქუაშვილს გადასახლებაში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,


ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 135 -

მივედით ხარკოვში, აქ ორ კვირას დავყავით. ამ დროს მუშა კა-


ჩურას განეზრახა გუბერნატორი ობოლენსკის მოკვლა. ესროლა
მისთვის, მაგრამ მხოლოდ პოლიცმეისტერი დაეჭრა. ამის გამო
ყველა პოლიტიკური გამოგვრეკეს ხარკოვიდან. მე, ვიგორბინი, ტე-
რ-შიმონოვი, გიორგობიანი ვალკაში245 გადაგვასახლეს. ესაა პატარა
სამაზრო ქალაქი ყოფილ ხარკოვის გუბერნიაში. ჩამოვხტით ერთ
სასტუმროში, დღეში მანეთს ვაძლევდით. ჩვენ სასტუმროს პატ-
რონს მსახიობები ვეგონეთ. მსახიობებს ვერ მივაქირავებთ, ქირას
არ იძლევიანო. ჩვენ ვუთხარით: მუშები ვართ, სამოვრების კეთება
ვიცით-თქო. რასაკვირველია, არ ვეუბნებით, რომ ამბოხებისათვის
ვართ გადმოსახლებული. მე ვუთხარი: საგუბერნიო ქალაქში ათ
შაურად ღირს სასტუმრო, შენ მანეთს გვახდევინებ, ერთ მანეთზე
მეტს არ მოგცემთ, რამდენხანსაც უნდა დავრჩეთ აქ, ერთი დღე თუ
ერთი კვირა, სანამ ბინას არ გვიშოვით-მეთქი. წავედით მე და ვიგო-
რბინი ბინის საძებნად. ფაფახები გვეხურა და ყველა ბასურმანს246
გვეძახოდა. ქალები უცებ სახლში იმალებოდნენ ჩვენს დანახვაზე.
ამის შემდეგ სასტუმროს პატრონს მივმართეთ ისევ. მან იკისრა ჩვე-
ნთვის ბინის შოვნა. ძველს რუსეთში მიღებული იყო, სახლში რომ
შეხვიდოდით, ქუდი უნდა მოგეხადნა, პირჯვარი უნდა დაგეწერა.
ჩვენ ქუდს ვიხდიდით, მაგრამ პირჯვარს არ ვიწერდით. სასტუმროს
პატრონმა გოროდოვოის უთხრა: მოაძებნინე, ოთახებიო. გორო-
დოვოის ჩვენ შევპირდით აბაზს. ეს დიდი ფული იყო იმ დროს. გო-
როდოვოი თან დაგვყვებოდა და ყველას ეუბნებოდა: ქრისტიანე-
ბი არიან, მიეცით ოთახიო. ბინის პატრონები უპასუხებდნენ: თუ
ქრისტიანები არიან, პირჯვარს რად არ იწერენო. მთელი ვალკა შე-
მოგვატარა, მაგრამ ოთახი არავინ მოგვცა. მე კიდევ გავუმეორე
სასტუმროს პატრონს: ერთ მანეთზე მეტს არ მიიღებ, სანამ ბინას
არ გვიშოვი-მეთქი.

245 ვალკა − ქალაქი უკრაინაში, ხარკოვის მხარეში.


246 „ბასურმანი“ (რუს.) − ურჯულო.
- 136 -

დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ, როგორც იყო, ვიშოვეთ ოთახი.


ისევ სასტუმროს პატრონმა გვითხრა: მოედანზე გადით, იქ ერთი
საწყალი დედაკაცი ცხოვრობს, მატრონა კრავჩენკო, ის მოგაქი-
რავებთო. მივედით, მართლაც მოგვაქირავა ოთხ მანეთად თვეში.
ძალიან კარგი ადამიანი გამოდგა, მხოლოდ ხატები არ დამიწვათო,
− გვითხრა სიცილით. საკმაოდ განვითარებული დედაკაცი იყო; თი-
თონ თავის პატარა ქალიშვილით რაღაც საქათმეს მსგავს შენობაში
ცხოვრობდა. ცოლი გყავთ? − გვკითხა, − ორს გვყავს − კავკასიაში,
− მაშ საჭმელს ვინ გაგიკეთებთ, ღუმელს ვინ აგინთებთ (იმ დროს
რუსეთში ვერ წარმოედგინათ, რომ დედაკაცის საქმე შეიძლება
მამაკაცმა გააკეთოს). მე ვუთხარი: ღუმელს კი არა, ორთქმავლებს
ვანთებდი-მეთქი. − არა, როგორ შეიძლებაო, და ცეცხლს თვითონ
გვინთებდა, კერძს თვითონ გვიხარშავდა; ჩაის ჩვენთან სვამდა, ვბა-
ასობდით, ვმასლაათობდით.
ოთხი დღის შემდეგ გვითხრა: თქვენ კარგი ხალხი ჩანხართ, ნუთუ
მართლა შესაძლებელია, ცუდი იყოთო. რაშია საქმეო, ვკითხეთ. −
თქვენ კი არსად სთქვათო, − გვითხრა მან, − პოლიციაში ვიყავი და-
ბარებული და იქ დამავალეს, თვალყური გადევნოთო. პოლიციამ
არ იცოდა ნამდვილად, რად ვიყავით გადმოსახლებული, ვინაიდან
ჩვენი საქმეები არ იყო გადმოგზავნილი. გუბერნატორი იწერებოდა,
იგზავნებიან ადმინისტრაციულადო. პოლიცია დაინტერესდა. ჩვენ
შეგვეკითხა. ჩვენ განვაცხადეთ: ამბოხება მოხდა, პოლიციელებს
სცემეს და ამის გამო ჩვენ გადმოგვასახლეს. ჩვენი მატრონა ძალი-
ან დაშინებული იყო. ჩვენ ვუთხარით: „გვადევნე თვალყური, იქნებ
მართლაც ცუდი ხალხი ვიყოთ“. შემდეგ მოვიდა მისი ძმა − მეეტლე
ვასილი. ზორბა ვაჟკაცი იყო. თან მოჰყვა რამდენიმე ხახოლი247. გვი-
თხრეს, მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ, რა საჭიროა მალვაო.
მე გატყობთ, თქვენ ბუნტარები ხართო.
სხვათა შორის, 1902 წელს აგრარული მოძრაობა დაიწყო ხარკო-
ვის და პოლტავის მხარეებში, თურმე ჩემს ვალკაშიც დიდი ამბები
მომხდარიყო. ობოლენსკის გლეხები გაეროზგა. ისინი ორ თვეს ლო-
გინში იწვნენ თურმე. ჩვენ რომ მივედით, ერთი გლეხი კიდევ იწვა.

247 „ხახოლი“ (რუს. ჟარგ.) − უკრაინელი.


- 137 -

მე ვკითხე ამ გლეხებს, იყო თუ არა აგრარული მოძრაობა, − ჩვენ


გაზეთებში წავიკითხეთ, რომ პოლტავის და ხარკოვის გუბერნიებში
აგრარულმა მოძრაობამ იჩინა თავი-მეთქი. − როგორ არაო, იყოო, −
გვითხრეს მათ და მოგვიყვნენ, როგორ იყო საქმე: ვალკაში ყოფილა
ერთი უნივერსალური მაღაზია იანოვსკისა; ახლომახლო სოფლები-
დან გლეხები ჩამოსულან ამ მაღაზიის გასაძარცვავად. დანიშნულ
დროს გლეხები მაღაზიასთან მოგროვილან, ერთმა გლეხმა თურმე
სიტყვა წარმოსთქვა: გინდათ თუ არა, ყველამ საქონელი მიიღოთო;
− გვინდა, გვინდაო − უპასუხიათ გლეხებს. − რადგან საქონელი ყვე-
ლას გინდათ, მოდი, კლიტე ერთად გავტეხოთ, თორემ მე რომ მა-
რტო გავტეხო, შემდეგ გამოჩნდება ვინმე სუსტი და იტყვის: ეს ამან
და ამან ჩაიდინაო. მოუტანიათ გრძელი თოკი, ყველას ხელი ჩაუჭი-
დია კარებზე, გამოუბამთ და ისე გაუტეხიათ. ერთ სიტყვით, მაღაზი-
ის გატეხვაში ყველას მიუღია მონაწილეობა, შემდეგ გაუტაცნიათ,
რაც საქონელი იყო. მატრონა კრავჩენკოსთან ორი დედაკაცი ჩა-
მოსულა სოფლიდან: ქმრებმა დაგვაბარეს, იანოვსკის კარგი ცხენი
და კალასკა ჰყავს და მოიტანეთო. ამ დედაკაცებს ჩემთან ეძინათ,
12 საათზე განგებ არ გავაღვიძეო, − გვითხრა მატრონამ. თორმეტს
გადაცილებული იყო, როცა თავისით გამოეღვიძათ. გაიქცნენ მა-
შინვე, მაგრამ უკვე გვიან იყო: ცხენი სხვას წაეყვანა. შეებნენ ეს
დედაკაცები კალასკაში და წაიღესო. ერთი პატარა დედაკაცი ამ-
ბობდა: მე ათ გირვანქას ძლივს ვწევ, მაღაზიაში რომ შევარდი, დავი-
ნახე პატარა ტომარა, ფხვნილი შაქრით სავსე. ისე მარდადა, მოვიდე
ზურგზე, თითქოს ბუმბული ყოფილიყოს, შინ რომ მივედი, ორი
ფუთი აღმოჩნდაო.
შემდეგ მოსულიყო ობოლენსკი, მოეყვანა ყაზახები, შეეკრიბა
გლეხები და ეთქვა: აბა, მომეცით მეთაურები, თორე ყველას და-
გროზგავთ და გაგაციმბირებთ, ხოლო თქვენს სახლ-კარს გადავწვა-
ვო. გამოსულა ორი გლეხი, ყოველივე [თავის თავზე მიუღიათ]
უკისრიათ: მეთაურები ჩვენ ვართო, გახადეს თურმე პერანგები, მო-
აბეს კისერზე ცხენის აღვირი, ორმა ყაზახმა ისინი დაიჭირა, ხოლო
ათი ყაზახი სცემდა. ობოლენსკი თვითონ კომანდობდაო. გლეხებს
უბრძანა თურმე, მუხლი მოიდრიკეთო, ყველამ დაიჩოქაო, მთე-
- 138 -

ლი მაზრა იქ ყოფილა, სანამ გუბერნატორს არ უთქვამს „შესდექ“,


მანამდე თურმე სცემდნენ იმ ორ გლეხს; შემდეგ გუბერნატორმა
თურმე ერთხელ დაიძახა: „შესდექ“, გაჩერდა ერთი ყაზახი, დაიძახა
„შესდექ“ მეორეჯერ, − გაჩერდა მეორე ყაზახი და ასე ბოლომდე,
სანამ ათჯერ არ სთქვა, მეათე არ გაჩერებულა, ისე ყოფილა და-
რიგებული. ერთ ნაცემ გლეხს თვითონ ჩაუცვამს პერანგი. მეორე
გაშეშებული ყოფილა, სხვას [ჩაუცმევინებია] ჩაუცვამს მისთვის პე-
რანგი. [ის კიდევ ავადმყოფი იწვა.]
როდესაც ყოველივე ეს გვიამბეს, რასაკვირველია ჩვენც გა-
გვეხსნა ენა და ყველაფერი ვუამბეთ: როგორი მოძრაობაა ჩვენში,
რისთვის ვართ გადასახლებული. მეეტლე ვასილი ძალიან მომზა-
დებული ბიჭი გამოდგა, საღად უყურებდა მოძრაობას; საინტერე-
სო იყო აგრეთვე ერთი მოხუცებული დედაკაცი. მოვიდა, იკითხა:
თქვენ ქართველები ხართო, − ქართველები ვართ-მეთქი, − ბათომი-
დან ხომ არავინ არის, იქ არის ჩემი შვილი ტელეგრაფისტადო248.
ჩვენ ვანიშნეთ გიორგობიანზე, − აი ეს არის ბათომიდანო. მოხუც-
მა პირჯვარი დაიწერა: „დიდება შენდა, ზეციერო მეუფევ, ისეთივე
ადამიანები ყოფილან, როგორიც ჩვენ ვართ“. ალბათ წინათ რაღაც
საშინელებად ვყავდით წარმოდგენილი.
ვასილას ცოლი ლამაზი დედაკაცი იყო. ერთხელ იგი მატრო-
ნასთან მოვიდა, ჩვენ არ ვიცოდით, რომ მატრონას რძალი იყო.
გვკითხა: ცოლები გყავთ? − ორს გვყავს, მაგრამ კავკასიაში, − უჰ,
საწყალი, თუ გინდა შენთან მოვალ, − არა, − ვუთხარი მე, მაგას რო-
გორ ვიკადრებ − ჩემი ცოლი ლამაზი ქალია. როცა ეს ქალი წავიდა
მატრონამ სთქვა, ყბედობა უყვარს, თორემ გარყვნილი არ არისო.
ხარკოვში ასეთი შემთხვევა იყო: ტერ-შიმონოვი და გიორგობიანი
ლამაზი ბიჭები იყვნენ, გაიარეს ქალებმა და ჩვენი ეზოს ქალებს
უთხრეს: რა კარგი ბინადრები გყავთო. ამათ გულჩაკლულად უპა-
სუხეს − ცოლიანები არიანო. გამეცინა გულიანად. ღვინო გვქონდა
ორი ტიკი, ვასმევდით ჩვენს სტუმრებს.
ორი კვირის შემდეგ ვალკიდან აბრაგანი გვიყვეს, ანუ სხვანაი-

248 ტელეგრაფისტი − ტელეგრაფის მუშაკი, რომელიც იღებს და გადასცემს დეპეშებს.


- 139 -

რად რომ ვთქვათ, აგვწიეს. მე და ტერ-შიმონოვი ტულის249 გუბერ-


ნიაში გაგვგზავნეს, ვიგორბინი და გიორგობიანი ტამბოვისაში250. მე
დამასახლეს ქალაქ ნოვოსილში, მაშინ ის პატარა სამაზრო ქალაქი
იყო. მივედი ღამით: მოვთავსდი ერთ ტრაქტირში − ღამის გათევა
შაურად ღირდა. ერთი გრძელი სკამი იყო, იმაზე დავიძინე. ლოგინი
კარგი მქონდა. ტრაქტირის პატრონს, როგორც ეტყობოდა, კავკა-
სიელები არ ენახა. მთელ ღამეს ჩემთან იყვნენ ისიც და მისი ცო-
ლ-შვილიც. მელაპარაკებოდნენ: ვინ ხართ, საიდან? − სამოვრების
გაკეთება ვიცი-მეთქი.
მეორე დღეს ისპრავნიკთან251 გამომიძახეს, ჩამწერეს. აქაც გაჭირ-
და ბინის შოვნა. − ქრისტიანი ხარ, თუ არა, − მეკითხებიან. ქრისტი-
ანი ვარ, მაგრამ პირჯვარს არ ვიწერ-მეთქი. ერთადერთი მე ვარ აქ
კავკასიელი. სხვათა შორის, ვალკიდან რომ მოვდიოდი, ბიჭებს
ვუთხარი: რაც უნდა გამიჭირდეს, თუნდა [უკანასკნელ] საასენიზა-
ციო252 მუშად დამჭირდეს დადგომა, მაინც ამხანაგებს არ ვთხოვ
ფულის გამოგზავნას, რათა მათ გული არ გაუტყდეთ რევოლუციო-
ნურ მუშაობაზე-მეთქი. ნოვოსილში რომ მივედი, 15 მანეთი მქონდა.
სასტუმროში ერთ კვირას დავრჩი. ერთხელ შემოვიდა მემამულე,
ეტყობოდა მოილიბერალებდა. დამიწყო ლაპარაკი, დაწვრილებით
არაფერი არ მითქვამს, მაგრამ ზოგადად ვუთხარი: ჩვენში ამბოხება
მოხდა და გადმოსახლებული ვარ სამი წლით-მეთქი. − რას აპირებ
ახლაო. − აი რაიმე სამუშაოს ვიშოვი, სამოვრების გაკეთება ვიცი-მე-
თქი. ტრაქტირის პატრონს მიუბრუნდა და უთხრა: სადმე კარგი
ოჯახი უშოვეო, პატიოსანი კაცი სჩანს, ჩვენში ვიგინდარები რომ
არიან, იმათთან ვერ მოთავსდებაო.
ბევრმა შემომთავაზა, თვეში 8 მანეთი მოგვეცი, ოთახი, საჭმელი,
სარეცხი − ყველაფერი ჩვენი იქნებაო, მაგრამ, ბაზარში, ვატყობ, სა-
ნოვაგე იაფია: ჩემს 15 მანეთს სამ თვეს ვიმყოფინებ. ეს იყო დეკემ-
ბერში. დავიქირავე ოთახი ერთ მეწაღესთან, თვეში 4 მან... ხანდახან

249 ტულა − ქალაქი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სალითონო წარმოების


უძველესი ცენტრი.
250 ტამბოვი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ტამბოვის მხარის ადმინისტრაციული
ცენტრი.
251 „ისპრავნიკ“ (რუს.) − პოლიციის მოხელე რუსეთის იმპერიაში.
252 საასენიზაციო − სიბინძურის გატანის ღონიძიებათა სისტემა, კანალიზაცია.
- 140 -

ხორცს ვერ გაჭმევო, გვექნება ზეთი, კარტოფილიო. კარტოფილი


იქ ერთი ფუთი და 10 გირვანქა 9 კაპ. ღირდა. ერთი მანეთი ბე253 მივე-
ცი მივედი ტრაქტირში.
− ტრაქტირის პატრონმა მითხრა: იქ როგორ
შეიძლება ცხოვრებაო, − ერთი მანეთი მივეცი ბე-მეთქი. − წადი,
გამოართვი, თუ არ მოგცემს, გოროდოვოის გავუგზავნიო. წავე-
დი, სწორედ იმ დროს მივუსწარი, როცა შვილს ერთ ხელში არა-
ყის ბოთლი ეჭირა, ხოლო მეორეში მანეთიანი. ვუთხარი: ძალიან
ვწუხვარ, მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა, სხვაგან უნდა დავ-
დგე-მეთქი. დამიბრუნა ჩემი ფული.
ბინა დავიქირავე ანდრეი მარტინიჩ ვორონინთან. განათლებული
კაცი იყო, ნავალი. ბინაში მანეთნახევარს ვაძლევდი თვეში. ვიფიქრე,
ერთ გირვანქა ხორცს ოთხად გავყოფ, შემდეგ ცოტა კარტოფილს
ვიყიდი, საზრდოდ ამას ვიკმარებ-მეთქი. კომბოსტო რად გინდაო, −
მითხრა ჩემმა ახალმა ბინის პატრონმა, − განა ჩვენ ცოტა გვაქვსო.
ასე იოლად მივდიოდი. თეთრი პურის ყიდვა ვერ გავბედე, შაურად
ღირდა, ჭვავისას ვყიდულობდი კაპეკნახევრად. თვეში მეხარჯებო-
და სამი მანეთი და თოთხმეტი შაური, მაგრამ ასეთი საჭმელისაგან
ძალიან ცუდად შევიქენი, ოთხი მანეთი გამყვა მარტამდე. მარტში
უფრო პატარა ოთახი დავიქირავე. მჭედელმა იარაღები მათხოვა
და მუშაობა დავიწყე. თუმცა სხვა მკალავებიც იყვნენ, მაგრამ არ
ვიცი, რატომ, მე ვჯობნიდი მათ, თუ დაინტერესებული იყვნენ კა-
ვკასიელით, ყოველ შემთხვევაში, მუშტარი ჩემთან უფრო მოდი-
ოდა. 10 მარტს თეთრი პურის ყიდვა გავბედე და თან რძეც ვიყიდე.
ახალი ბინის პატრონის ოჯახი კარგად გავიცანი, იმის შვილიშვილს
მარსელიოზაც254 კი ვასწავლე. ეს ვიღაცას ეთქვა ისპრავნიკისათვის.
დამიძახა ისპრავნიკმა, ენას კბილები მაგრად დააჭირეო, − მითხრა. −
ტყუილად დავუბეზღებივართ-მეთქი, ვუთხარი. − აბა, ვის რა ინტე-
რესი აქვს შენი აქაო, უკეთესია ფრთხილად იყო, თორემ უარესი
მოგივაო.

253 ბე − თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს


და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც ითვლება
ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში.
254 მარსელიეზა − საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც
თავიდან გახდა რევოლუციონერების ჰიმნი, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად
გადაიქცა.
- 141 -

ერთი სამიოდე ოჯახი მოვარჯულე. ბროშურები მომდიოდა ლე-


ვანტი მამალაძისგან, თუმცა, სამწუხაროდ, ესერული იყო. ლევანტი
მაშინ ელეცში255 ცხოვრობდა და იქიდან მიგზავნიდა. მიწერ-მოწერა
გვქონდა გამართული. რა ფანატიკოსები ვიყავით! ის ელეცში იყო,
მე − ნოვოსილკში,256 300 ვერსით ვიყავით ერთიმეორეს დაშორებუ-
ლი, მაგრამ წერილობით შევთანხმდით, რომ მაისობას, სახელდობრ
18 აპრილს ამა და ამ საათზე მოსკოვის დროით მარსელეზას ვიმღე-
რებდით. დადგა თუ არა დანიშნული დრო, ავდექი, დავიწყე მარსე-
ლიოზა. ვმღერი, და დაიჯერებთ? მესმის ლევანტი მამალაძის ხმა!
სინდისს გეფიცებით, 300 ვერსიდან თითქო მესმოდა მისი ხმა, ისე
გატაცებული ვიყავი.
ნოვოსილში სხვათაშორის, ერთი საინტერესო ამბავი შემემთხვა.
ცოლის შერთვის შემდეგ ხშირად მიფიქრია, თუ ცოლმა მიღალატა,
უსათუოდ ავხანჯლავ-მეთქი. მაგრამ ამასთანავე იმასაც ვფიქრობ-
დი: რა ნება გაქვს, ცოლი დასაჯო ღალატისთვის, თუ თვითონ შენ
მისი ერთგული არ იქნები? თუმცა ცივი მამაკაცი არ ვყოფილვარ,
მაგრამ არასოდეს ცოლისათვის არ მიღალატნია, არც ტფილისში
ერთად ცხოვრებისას, არც გადასახლების დროს. ნოვოსილში ერთი
საერობო ექიმი იყო, გვარად ტოლსტოი, ლამაზი, თმახუჭუჭა, შა-
ვგვრემანი ცოლი ჰყავდა, მოლდაველი ქალი. ქმარი ცოლს აშკა-
რად ღალატობდა. ამ ქალმა რამდენჯერმე მიმიწვია სამოვრის თუ
ჭურჭლეულობის შესაკეთებლად. ერთ საღამოს მისი მსახური მო-
ვიდა, ქალბატონი ბაღში ზის, გელისო. მივედი, − რა გნებავთ-მეთქი,
− კავკასიური ვერცხლის სარტყელი მაქვს, შეკეთება სჭირიაო. −
მაჩვენეთ, ვნახავ, თუ შეიძლება შეკეთება-მეთქი. − სადღაც შორს
მიძევს სკივრში, ძნელი მოსაძებნიაო. − მაშ, როცა ამოიღებთ, მაშინ
გამომიგზავნეთ-მეთქი, − ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე. −
დაიცადეთ, ნუ ჩქარობთო, − მითხრა ქალმა, მომიახლოვდა, თით-
ქმის ზედ მომეკრა და უცნაურად ოხვრა დაიწყო. მხოლოდ მაშინ
მივხდი, რომ გატეხილი სარტყელი მომიზეზებული ამბავი იყო, მას
სულ სხვა რამ აწუხებდა. შემოვტრიალდი და ჩქარის ნაბიჯით შინ

255 ელეცი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ლიპეცკის მხარეში.


256 ნოვოსილსკოე − სოფელი რუსეთის ფედერაციაში, ვორონეჟის მხარის სემილუკსკის
რაიონში.
- 142 -

წავედი. ამის შემდგე შემომწყრა, აღარავითარი სამუშაო აღარ მო-


უცია. მხოლოდ როცა ნოვოსილში ჩემი ოჯახი ჩამოვიყვანე და იმ
ქალმა ჩემი ცოლი გაიცნო, იგი ალბათ მიხვდა, რომ ჩემთვის ასე
ადვილი არ იყო ცოლის ღალატი და ჩემს ცოლსაც და ბავშვებსაც
ალერსიანად შეხვდა.
ზაფხულში ცოლ-შვილი ჩამოვიყვანნე. სამი შვილი ჩამოვიდა.
უფროსი ვაჟი საბერველს უბერავდა, ცოლი სამოვრებს ხეხავდა,
ხოლო მე ვკალავდი. ძროხაც ვიყიდე 35 მანეთად, ორი გოჭიც, მა-
გრამ რომ იტყვიან, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ისე დამე-
მართა. დამიბარეს ისპრავნიკთან − შენ გადაწყვეტილი გაქვს სამი
წლით აღმოსავლეთ ციმბირში, სახელდობრ, ირკუტსკის გუბერნია-
ში257 გადასახლება კომიტეტის თაობაზეო. სამი წლით რუსეთში გა-
დასახლება 1 მაისს დემონსტრაციისათვის მქონდა მისჯილი. ახლა
სამი წელიწადი მომიმატეს კომიტეტში მონაწილეობისათვის.
შემოდგომა მოდის: ცოლი ორსულად მყავს. ისპრავნიკმა იშუა-
მდგომლა, რომ ჩემს ხარჯზე წავსულიყავი, მაგრამ გუბერნატორმა
არ შეიწყნარა, საყვედური კი შეხვდა ისპრავნიკს ასეთი შუამდგომ-
ლობისათვის. ქალაქი დაინტერესებული იყო ჩემი ბედით. ეგონათ,
რომ მე ხელმწიფეს ყუმბარა ვესროლე, რადგან სახელმწიფოს და-
მნაშავედ ვიყავი გამოცხადებული. სხვანაირად ვერც წარმოედგი-
ნათ, მასწავლებელმაც კი არ იცოდა არაფერი მუშათა მოძრაობისა.
ახალი განაჩენის გამოცხადებისთანავე ცოლ-შვილი ტფილისში გა-
მოვისტუმრე, მაგრამ მე მხოლოდ 7 თვის შემდეგ გამგზავნეს ნო-
ვოსილიდან. 6-7 თვე კიდევ შეეძლო ჩემს ცოლ-შვილს დარჩენა,
მაგრამ მე შემეშინდა, ქალი ორსულად იყო, მოსვლოდა რამე, ჩემი
სიდედრი დაიტანჯებოდა, იტყოდა, თითონაც დაიღუპა და ჩემი
შვილიც დაღუპაო.
გაზაფხულზე მოვიდა გადაწყვეტილება, რომ მე ეტაპით258
მგზავნიან, უკვე 1904 წელია, რუსეთ-იაპონიის ომი259 დაიწყო. ად-

257 ირკუტსკი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის მხარის ადმინისტრაციული


ცენტრი.
258 ეტაპი − პატიმრების გადაყვანა ბადრაგით დანიშნულების პუნქტამდე სხვადასხვა
ტრანსპორტის საშუალებით.
259 რუსეთ-იაპონიის ომი 1904-1905 წლებში.
- 143 -

მინისტრატიულად გადასახლებულთ აღარ ჰგზავნიან ციმბირს.


მინისტრის ცირკულარი მოვიდა, რომ რკინიგზა საჭიროა ჯარისკა-
ცებისათვის, და ადმინისტრატიულები ან ვოლოგდის გუბერნიაში
უნდა გაიგზავნონ, ან არხანგელსკის გუბერნიაშიო.260 მე ვოლოგდა-
ში მგზავნიდნენ. ისპრავნიკმა მითხრა: უნდა გამოცხადდე უახლოეს
ორშაბათს, დილის 10 საათზეო. ორი დღის ვადა მომცა მოსამზადებ-
ლად. ავდექი, ავალაგე ქარხანა. იარაღი ერთ ნაცნობ რუსს მივაბა-
რე. მაშინ ასეთი პრაქტიკა იყო, როდესაც გადასახლებულს ეტაპით
გზავნიდნენ, ის თავის ფეხით წავიდოდა დასახელებულ ადგილას და
იქ გამოეცხადებოდა ხელისუფლებას. იქიდან დეპეშას გამოუგზავ-
ნიდნენ გუბერნატორს, ტუსაღი თითონ გამოცხადდაო. ამას გადა-
სახლებულები იმიტომ სჩადიოდნენ, რომ ეტაპით წასვლა ძალიან
ძნელი იყო. ღამით ჩავჯექი ორიოლისკენ261 მიმავალ მატარებელ-
ში, და მეორე დილით 8 საათზე ორიოლში ამოვყავი თავი; აქედან
მოსკოვისაკენ უნდა გავსწიო, მაგრამ 5 საათამდე მატარებელი არ
არის; ე.ი. 9 საათი უნდა ვიცადო სადგურზე. იქ ისეთი პირობებია,
რომ რუსი გლეხიც კი გეკითხება პასპორტს, − საიდან მოდიხარ, სად
მიდიხარო. შევედი ტრაქტირში. გავიხედე, ნოვოსილელი ტელეგრა-
ფისტი იქ ზის. კიდევ კარგი, ზურგით იჯდა ჩემსკენ, ვერ შემამჩნია.
ავდექი ჩქარა, ჩაის დალევაც კი ვერ მოვასწარი, გადავიხადე ფული
და გამოვედი. წავედი მინდორში. ნაწვიმარია და ცივა. სად დავიმა-
ლო? ხელად თავში აზრმა გამიელვა: მივალ, მეისრეს დაველაპარა-
კები, მის ბუდკაში262 შევალ და დავიძინებ. გამოვბრუნდი, ზურგზე
ჩანთა და ჩაიდანი მკიდია, ნამდვილ რუსის ხოდოკს 263 ვგევარ. ჩა-
მოვჯექი ლიანდაგზე, მეისრეს სალამი მივეცი. − საიდან მოდიხარ?
− კავკასიელი ვარ-მეთქი, − ვუთხარი. − დავდივარ სალოცავად,
ათონში ვიყავი, იერუსალიმს მივდივარ, მოსკოვში მდიდარი ბიძა
მყავს, მასთან მივდივარ, იერუსალიმში მის სახელზე სანთელი უნდა
ავანთო-მეთქი. ჩამოუთვალე აქაური სალოცავებიც. სალოცავები

260 არხანგელსკი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, არხანგელსკის მხარის


ადმინისტრაციული ცენტრი.
261 ორიოლი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ორლოვსკის მხარის ადმინისტრაციული
ცენტრი.
262 „ბუდკა“ (რუს.) − კაბინა.
263 „ხოდოკ“ (რუს.) − მაწანწალა, მოხეტიალე.
- 144 -

ზეპირად იცოდა ყველამ, − რა ბედნიერი კაცი ყოფილხარო, − მი-


თხრა. მერე ვკითხე: არაყს ხომ ვერ იშოვნი-მეთქი. ვიცი, რუსს არაყი
უყვარს. თუმცა მე ფიცი მაქვს დადებული, სანამ გადასახლებას არ
გავათავებ, არაყი არ დავლიო, მაგრამ ამ რუსს უნდა დავალევინო. −
რატომ არაო. წავიდა არყისთვის. ახლა, ვიცი, ბინაში შემიპატიჟებს,
რადგან გარეთ ხომ ვერ დალევს. მართლაც შემიპატიჟა. მე გავხსენი
ჩემი ჩანთა, ამოვიღე ქონი, კიდევ რაღაცეები, გახსნა არაყი, − მე
არ ვსვავ არაყს-მეთქი. − მაშ რად მომატანინეო. − შენი პატივისცემა
მინდოდა, შენი სახე მომეწონა, რაღაც კარგი კაცი ჩანხარ-მეთქი. ძა-
ლიან გაეხარდა.
ახლა არ ვიცი, რა ვქნა, ხომ ვერ ვეტყვი, დამაძინოს. დავიწყე
თვლემა. გეტყობა, გეძინებაო, − მითხრა. − წუხელ არ მიძინია-მეთ-
ქი. დაიძინე, მე წავალ, ისრებს მივხედავ, მატარებლისთვის თვით მე
გაგაღვიძებო. აი სწორედ ეს მინდა მეც. დავიძინე. საღამოს მივედი
სადგურში, ბილეთი ავიღე, 8 მან. და სამი აბაზი მივეცი, მოსკოვიდან
ქალაქ ელეცში წერილი მივწერე მამალაძეს, − მოვდივარ-მეთქი. ქა-
ლაქ იაროსლავის264 სადგურზე რომ მივედი, იქიდან უნდა ვიწრო-
ლიანდაგიან მატარებელზე გადავმჯდარიყავი. ეს ადგილი საბაჟო-
სავითაა. სხვა გზა იწყება იქიდან. გადმოვედი ვაგონიდან. ვუყურებ,
ჟანდარმი დგას და ხალხს ყურადღებით ათვალიერებს. ვფიქრობ, მე
ხომ არ მათვალიერებს-მეთქი. შევჩერდი, ვყოყმანობ: ვაგონში დავ-
რჩე, უარესი, ცარიელ ვაგონში მარტო მე მნახავენ, მეტ ყურადღე-
ბას მომაქცევენ. ისევ გარეთ უნდა გავიდე, მეტი გზა არ არის. ერთ
დიდ რუსს ავეკედლე, შეიძლება ვერ დამინახოს-მეთქი. ჟანდარმმა
გამომხედა. ქალაქში გავედი, ახლა მინდა გავიგო, გამომყვა თუ არა
იგი... ტრამვაიში ჩავჯექი, თავი დავხარე, დავიწყე პარკის სწორება,
ქვემოდან გავხედე, ვხედავ, კონდუქტორის გვერდით დეზებიანი ფე-
ხები სჩანს. უეჭველია დეზები ჟანდარმისაა, მაგრამ შეიძლება სხვა
ჟანდარმს ეკუთვნოდეს. ახლა მინდა სახე დავინახო, ცხვირსახოცი
ამოვიღე, ვუყურებ, ის არის. − მობრძანდიო, − მითხრა. მივედი. − ხე-
ლები მიჩვენეო, ჰო სწორედ ეს არისო, − რა ჩაგიდენია მოსკოვშიო,
− მკითხა, − შენი საქმე არ არის − შენ გითხრეს, დაიჭირე, შეასრულე

264 იაროსლავი − ქალაქი რუსეთში, მოსკოვის ჩრდილოეთით.


- 145 -

შენი მოვალეობა-მეთქი. წამიყვანა ჟანდარმთა სამმართველოში.


ზის ერთი მოხუცებული ნასალდათარი ვახმისტრი; შემომხედა. −
რასაკვირველია, კავკასიელი არისო, − სთქვა. მკითხა: ვინ ხარო. −
არაქელ ოქუაშვილი, ზეინკალი-მეთქი. − სადაური? − ტფილისელი.
− სად მიდიხარ? − ვოლოგდაში. − რად მიდიხარ? − გადასახლებული
ვარ; უფრო კარგი არ არის მთავრობისთვის, ჩემი ხარჯით მივდივარ,
მთავრობას ჩემი მოგზაურობა არაფერი უჯდება. გაეცინა. − სირა-
ჯხანა265იცი რა არის? − თურმე ომშია ნამყოფი 1877 წ. წამაკითხა დე-
პეშა. იქ ჩემი ნიშნები სწერია: ზეინკალი, შავწვერა, ცხვირს ჭრილობა
ეტყობა. ერთი თითი არ აქვს. ჩემი აწერა ძნელი არ იყო. ორი საათის
წინ მოსულა დეპეშა. მატარებელს რომ არ დაეგვიანა, გავასწრებდი.
სამმართველოში იმავე ჟანდარმმა გამსინჯა. ბებუთი გამომართ-
ვა. − შე სულელო, − უთხრა ვახმისტრმა, − თუ გაჩხრეკა გინდოდა,
დატუსაღებისთანავე უნდა გაგეჩხრიკა. დაუბრუნე, ყაჩაღი ხომ არ
არის. შემოვიდა ერთი ლამაზი ქალი, ჟანდარმებს ეკითხება: მე ვინ
გამაცილებს? − აი, კავალერიო, − ჩემზე ანიშნეს, მასხრად აგდება
დამიპირეს; მეც დაცინვით ვუპასუხე: როგორ ვიკადრებ მაგას, ჩემი
ცოლის ერთ თითად არ ღირს-მეთქი. ქალი გაწითლდა, სხვებიც და-
იბნენ. მერე ერთმა ჟანდარმმა გააცილა. ვახმისტრი, სხვათა შორის,
ენაწყლიანი კაცი გამოდგა. მან მითხრა: ძალიან შეურაცყობა კი მი-
აყენე ჩვენი როტმისტრის მეუღლესო. − აბა, რად ამიგდეთ მასხრა-
დ-მეთქი. − მართალი ხარო, − მითხრა.
ჩემს შესახებ მოსკოვს შეეკითხნენ − დავიჭირეთ, სად გავგზავნო-
თო. საათის სამი იქნებოდა. დეპეშა მოვიდა − აქ გამოგზავნეთო. გამა-
ტანეს ჟანდარმი, ცალკე კუპეში ჩამსვეს. იქ ობერის266 ცოლი იჯდა,
გამოაგდეს. ობერი გაჯავრდა − ვიღაც ოხრის გულისთვის ჩემს
ცოლს აწუხებთო. ვინ არის ოხერი-მეთქი, − შევუძახე მე, ჟანდარმმა
უთხრა: მე სახელმწიფო დამნაშავე მომყავს, ეგრე ნუ ლაპარაკობო.
ჩამიყვანეს მოსკოვს. რემონტის გამო ჟანდარმთა სამმართვე-
ლო ვაგონში იყო მოთავსებული. შემიყვანეს. ყარაულად დამიყე-
ნეს ერთი რემონტის მუშა. − უყურე, არ გაიქცესო. ძალიან კარგი

265 სირაჯხანა − ღვინით სავაჭრო ადგილი.


266 „ობერი“ − იგულისხმება, ობერკონდუქტორი (იხ. ზემოთ).
- 146 -

ბიჭი გამოდგა ის მუშა. ცხელი წყალი მომიტანა. მე ქონი და ყვე-


ლი მქონდა. შევთავაზე. − არაო, − მითხრა, − მე რომ მქონდეს, შენ
უნდა მოგცეო. მიმიხვდა, სოც ლისტი ვარ. ეტყობოდა აგიტაციაში
გავლილი იყო. ჩაი დავლიეთ. თურმე გაჯავრებული ყოფილა თა-
ვის უფროსზე, − უნდა მოვკლაო. ჩაის შემდეგ ჩაეძინა. მე მღვიძავს,
შემოვიდნენ განგებ ჟანდარმები, ამომეფარნენ, ყარაულს სძინავს,
გამოაღვიძეს. − სად არის ტუსაღიო, − ჰკითხეს. − რომელი ტუსაღი,
მე ტუსაღი არ მყავს, ეს ამხანაგია ჩემიო. − უთხრა მუშამ. გამგზავნეს
პოლიცმეისტერის სამმართველოში. იქ ვნახე ნოვოსილიდან გამოგ-
ზავნილი ბოქაული. ისპრავნიკს დაებარებინა: წადი, ნახე, თუ არა-
ქელა არის, იქვე დაამოწმე, ცოდვა არის, აქ არ მოიყვანონ ისევეო.
სწორედ ისეთი ბოქაული ჩამოვიდა, რომელიც მე პატივს მცემდა. −
რად გამოიქეციო, − მკითხა. − კი არ გამოვიქეცი, წამოვედი, − მეთქი.
− ისპრავნიკმა პატივი გცა, ორ წელიწადნახევარი აქ იყო, არაფერი
ცუდი არ შეგვინიშნავსო და ამიტომ გამომგზავნა.
წამიყვანეს ციხეში. იქ ერთი ვიღაც აისორი267 იჯდა, თათრულად
დაველაპარაკე. ეს ენა ცოტა სცოდნოდა. − საიდან ხარ? − ტფილი-
სიდან. საწყალმა სიხარულით სლოკინი დაიწყო. მომიყვა თავის
ამბავს, ტფილისელი გამოდგა, ძველი ტანისამოსის გამყიდველი.
მთელი ღამე ვყბედობდით. მეორე დღეს ბუტირკაში268 გამგზავნეს.
გრძელი გზა იყო და გზაში ერთი საპოლიციო უბანი მეორეს გა-
დამცემდა ხოლმე. მიმიყვანეს ერთ პატარა უბანში. მე 10 თუმანი
და ორი მანეთი შარვალში მქონდა ჩაკერილი და მხოლოდ 80 კაპ.
მქონდა სახარჯოდ. როცა გამომიძახეს, მორიგე პოლიციელმა მკი-
თხა: რა გაქვსო. − დანა, საათი, ფული. − ფული რამდენი გაქვს? −
ათ თუმანზე მეტი. წინასწარ გაჩხრეკის დროს კი ოთხ აბაზზე მეტი
ვერ მინახეს. გავჭერი შარვალი, ფული ამოვიღე. ისეთი თვალებით
გადახედეს ერთიმეორეს, ცხადი იყო, რომ თუ წინათ სცოდნოდათ,
უსათუოდ წამართმევდნენ. აქ გარეშე ხალხი უყურებდა და ვერ
გაბედეს. გაბითურდნენ, მაგრამ რაღას იზამდნენ, ჩამწერეს, ბუტი-
რკაში ჩამიყვანეს, მაწანწალებთან ჩამსვეს. პოლიტიკურად არ ვით-

267 აისორი − ასირიელი.


268 „ბუტირკა“ − ბუტირსკის ციხე, ძველი და ყველაზე დიდი ციხე მოსკოვში. თანამედროვე
ბუტირსკის სამძებრო იზოლატორი N2 განთავსებულია ტვერის რაიონში.
- 147 -

ვლებოდი, რადგან ქაღალდები არ იყო მოსული, ამიტომ ჩამსვეს


სისხლის სამართლის დამნაშავებთან.
შეველ თუ არა ბუტირკის კამერაში, ომხანად დავიძახე: გამარ-
ჯობათ. ციხეში უნდა აჩვენო, რომ ხამი არ ხარ. ციხის ეთიკა ასე-
თია, რომ ძველ ტუსაღს პატივს სცემენ, რაც უნდა ზნეობრივად
გატიალებული ტუსაღი იყოს, ძველი ტუსაღის ავტორიტეტი მა-
ინც სწამთ. სანოვაგის გამოწერა ბუტირკაში ორ კვირაში ერთხელ
შეიძლებოდა, ამიტომ თამბაქოს შოვნა გასაჭირი იყო. შიგ ციხეში
იყო ერთი ტუსაღი, რომელიც სამ კაპეიკიან მახორკას269 15 კაპიკად
ჰყიდდა. ძველი, გამოცდილი ქურდ-ბაცაცები ყველა ახალ ტუსაღს
ჩხრეკდნენ, თუ რამე ჰქონდა, ართმევდნენ. ჩვენი კამერა დიდი იყო,
120 კაცი იჯდა შიგ. მინდა შევკრიბო ეს ხალხი იმ ვიგინდარების
წინააღმდეგ იერიშის მისატანად. მაგრამ ვერ იქნა, იმ შეუგნებელი
მუჟიკებისაგან270 ვერაფერი შევადგინე.
ერთხელ ერთი ტუსაღი შემოიყვანეს, ზორბა ვაჟკაცი იყო.
სომეხს მივამსგავსე. დავუწყე ლაპარაკი სომხურად. გაიცინა, − რა
ენაზე მელაპარაკებიო. − განა სომეხი არ ხარ-მეთქი. ის მეკითხება:
განა შენ ციგანი271 არ ხარო. ვიცინეთ ორივემ, დავმეგობრდით. მივი-
წვიე ჩაის დასალევად. ცხენის ქურდი იყო, ძალიან ღონიერი ბიჭი.
ერთხელ ერთმა ქურდბაცაცამ კარგი შარვალი მომიტანა: ხუთ მა-
ნეთად ღირსო. მე მანეთნახევარი შევაძლიე. ფული ხელზედ არ მაქ-
ვს-მეთქი. ას ორი მანეთის კვიტანცია ვუჩვენე, ვუთხარი: საღამოს,
როცა ციხის უფროსი მოვა, ვეტყვი, ჩემი ფული შენზე გადაწერო-
ს-მეთქი. კარგიო − მითხრა. მაგრამ როცა შემდეგ საღამოს მოვიდა,
მითხრა: არ შემიძლია, სხვას მივყიდეო. მივხვდი, მსინჯავენ, ფული
მქონდა თუ არა. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი ცხენის ქურდი მელაპა-
რაკება: მაგათ შენი გაჩხრეკა უნდათ. მე მკითხეს: უშველი თუ არაო.
რომ მეთქვა, რომ ვუშველი-მეთქი, მაგათთან აღარ მედგომებოდა,
მე კი ისეთივე ქურდი ვარ, როგორც ისინი. რომ მეთქვა: არ ვუშვე-
ლი-მეთქი, სირცხვილი იყო, პურ-მარილს ვჭამ შენთან. მე ვუთხარი:
ფრთხილად იყავით მაგ კაცთან, კავკასიელი არის, ხანჯალი ექნე-

269 „მახორკა“ (რუს.) − თუთუნი, უხეში თამბაქო.


270 „მუჟიკი“ (რუს.) − გლეხი, ტეტია, ხეპრე.
271 „ციგანი“ (რუს.) − ბოშა.
- 148 -

ბა-მეთქი; შეეშინდათ.
ჩავვარდი საგონებელში, რომ გამჩხრიკონ, რად მინდა თავი ცო-
ცხალი. ბევრი ფიქრის შემდეგ ეზოში ძველი მაგიდის ფეხი ვნახე,
წამოვიღე, შევინახე ლეიბის ქვეშ, დღე მძინავს, ღამე მღვიძავს,
ვფიქრობ, თუ რამე გაბედეს, ერთ-ორს მაინც გავუტეხავ შუბლს.
ერთ დღეს ეს ქურდბაცაცები მიაწყდნენ ფანჯარას. ვეიცმან,
ვეიცმან, − იძახიან. მივედი, ცნობილი ტერორისტი ვეიცმანი დავი-
ნახე ტუსაღის ტანისამოსში. როცა მომიახლოვდა, ვკითხე: თქვენ
რატომ ხართ ტუსაღის ტანისამოსში-მეთქი. მიხვდა, რომ პოლიტი-
კური ტუსაღი ვიყავი. − მე მისჯილი ვარ, ამხანაგო! სამუდამო კა-
ტორღა ჰქონდა. შემდეგ მკითხა: წითელ ჯვრიდან272 გაქვს თუ არა
დახმარებაო. თქვენ ნუ შეგრცხვებათ, მითხარით, თუ რამე გინდა-
თო. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ მინდა-მეთქი. როცა წავიდა, შე-
მომეხვივნენ ტუსაღები. − შენი ამხანაგია, შენ პოლიტიკური ხარ?
არ ვიცი, ხანჯლის ეშინოდათ, თუ ვეიცმანის, მაგრამ ისეთი მარსე-
ლიოზა შემოსძახეს, მოგეწონებოდათ.
ცოტა ხნის შემდეგ მოიყვანეს ერთი ებრაელი, გვარად კოგანი,
ჯეელი, ცუნცრუკა273 ბიჭი იყო, ისიც გამოქცეული იყო, იმასაც
მისჯილი ჰქონდა არხანგელსკის გუბერნიაში გადასახლება. ახლა
უნდა წაგვიყვანონ. გამოგვიყვანეს პოლიტიკურები, პოლონელები,
ლატიშები274 გაიყვანეს, თითო-თითო გავედით ჩვენც, „გაჩხრიკეთ,
ბორკილები დაადევით“, − სთქვა ოფიცერმა. კოგანი მეუბნება: მე ნე-
ბას არ მივცემ ხელის ბორკილები გამიკეთონო. მე ვუპასუხე: შენზე
ნაკლები პოლიტიკური არა ვარ, მაგრამ ჩვენ გამოქცეული ვართ,
რა იცის ოფიცერმა, ვინ ვართ, საბუთები არ არის-მეთქი, თუ შენ
წინააღმდეგობა გაუწიე, ძალას დაადგებიან. შენ პოლიტიკურები
გამოგექომაგებიან, და შენი გულისთვის შეიძლება ხიშტზე ააცვან
ხალხი-მეთქი. − არა, მე არ დავნებდები! − იძახოდა ის მატრაკვეცა
ბიჭი. იღბალზე პირველად მე გამომიძახეს, არ ვიცი, შავწვერა ლა-
მაზი ოფიცერი ქართველი იყო თუ სომეხი, ყოველ შემთხვევაში,

272 წითელი კვარი − იგულისხმება პოლიტიკურ პატიმართა დახმარების ორგანიზაცია −


პოლიტიკური წითელი ჯვარი.
273 ცუნცრუკა − სულსწრაფი, მოუთმენელი.
274 „ლატიში“ − ლატვიელი.
- 149 -

რუსი არ უნდა ყოფილიყო, მე ვუთხარი: ხელის ბორკილებისა არ


მეშინია, მაგრამ როგორც პოლიტიკურს, მინდა ვისარგებლო ჩემი
უფლებით და არ გავიკეთო ხელის ბორკილები-მეთქი. 1904 წელია,
რევოლუციის ტალღა მაღლა მიდის. ამის გავლენით აიხსნება ალ-
ბათ, ოფიცერმა მითხრა: არ ვიცი, გეთაყვა, არ არის საბუთი, რომ
შენ პოლიტიკური ხარო. − ტყუილად ხომ არ მივითვისებ-მეთქი
− ვუთხარი მე. − კარგი, დადექი აქეთო. კოგანმაც უთხრა, მეც პო-
ლიტიკური ვარო. ისიც გვერდზე დააყენა. ამგვარად გადავრჩით ამ
დამცირებას.
მოსკოვის ლიბერალურმა ბურჟაზიამ კარეტები გამოგზავნა პო-
ლიტიკური ტუსაღებისთვის, რომ სცოდნოდათ, შემდეგ რა ამბავი
დაატყდებოდათ, ალბათ ამას არ იზამდნენ. ჩასხეს იქ პოლონელი
პოლიტიკურების ცოლ-შვილი, თან მოჰყვებოდნენ აგრარული
მოძრაობის მონაწილე გლეხები. ოფიცერი ჩემთან მოვიდა, ბოდიში
მოიხადა. − უკაცრავად, კარეტაში ადგილი არ არის, თუ იკადრებთ,
ლინეიკაზე დაბრძანდითო. − ფეხითაც კარგად წავალ-მეთქი, − ვუ-
თხარი მე. − არა, ლინეიკაზე დაბრძანდითო. შემდეგ მთხოვა, გზაში
ჩიბუხს ნუ მოსწევთო. მივედით იაროსლავის ციხეში, კორიდორში
ვდგევართ მე და ეს ჩემი ებრაელი, სულ მაწანწალებით ვართ გარ-
შემორტყმული, − წყნარად, ქუდი მოიხადეთ! − დაიძახეს, უნდა ჩა-
გვწერონ. კედელზე ხელმწიფის სურათია. კოგანი ამბობს: მე ქუდს
არ მოვიხდიო. − რომ მოვლენ? − ვკითხე მე. − მაშინ მოვიხდიო. − რა
მნიშვნელობა აქვს? − გავაბრაზებ მაინცო.
ციხეში ეს ებრაელი სულ რევოლუციურ სიმღერებს მღეროდა.
ქურდბაცაცა ტუსაღებს აღიზიანებდა ეს, მით უმეტეს მისი აქცენტი
არ მოსწონდათ. მე ვუთხარი: რა საჭიროა ეგ სიმღერა, აქ არ არის
ამის ადგილი. რევოლუციონერი ყოველგან რევოლუციონერად
უნდა დარჩესო, − მიპასუხა მან. დღეს კიდევ განმეორდა კომანდა:
„წყნარად, ქუდი მოიხადეთ!“ მეორე დღეს ვოლგაზე გაგვიყვანეს,
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონში ჩაგვსხეს და ვოლოგდისა-
კენ გაგვისტუმრეს. ვოლოგდაში რომ ჩავედით, იმ ებრაელმა მო-
ახერხა და პოლიტიკურ ტუსაღებში ამოჰყო თავი. ახლა მე მარტო
დავრჩი მაწანწალებსა და ქურდბაცაცებში. ისინი სასტიკად გვაგი-
- 150 -

ნებდნენ პოლიტიკურებს, ყური გაგვიჭედეს თავისი სიმღერით, მათ


ერთი 18-19 წლის ბიჭი ეკამათებოდა, რად აგინებთ პოლიტიკურებს,
ისინი საერთო საქმეს აკეთებენო. − რა გაგვიკეთესო? − კითხულო-
ბენ სხვები. − თუ გნებავთ, გაგიკეთონ. წადით მათთან იმუშავეთო.
ვისთან წავიდეთო და კიდევ შეგვაგინეს. ეს ახალგაზრდა ბიჭი მო-
ვიდა ჩემთან. − ძია, მაგათი გინება ნუ გეწყინება, გათახსირებული
ტუსაღები არიანო. მე ვიფიქრე, პროვოკაციას ხომ არ მიწყობს ეს
ბიჭი-მეთქი. − არა უშავს რა, − ვუთხარი. − მე ასეთივე ტუსაღი არ გე-
გონო, − მითხრა მან, − ბილიარდზე თამაშს მივეჩვიე, ნათესავს საათი
მოვპარე, მიჩივლეს და სამი წლის როტა მომცესო.
ვოლოგდაში პოლიცმეისტერთან მიმიყვანეს. მომცეს პატარა
ქაღალდი − გრიაზოვეცში275 წადიო. შემოდგომა იყო. წვიმდა, ციო-
და, ისეთი ბნელი ღამე იყო გრიაზოვეცის სადგურზე, რომ მივედი,
ჯოჯოხეთი გეგონებოდათ. არ ვიცი, სად წავიდე, მარცხნივ, მარ-
ჯვნივ, მეეტლეს შევეკითხე: როგორ წამიყვან ისეთ სასტუმროში,
სადაც შაურად შეიძლება ღამის გათევა-მეთქი. − აბაზადო. − ორ
შაურს მოგცემ − მეთქი. − არაო. არა და არა. მე თვითონ წავალ.
წავიდა მეეტლე, უკან გავყევი, ცოტაოდენი მანძილი რომ გავია-
რეთ, მოიხედა, დამინახა. დაჯექიო, − მითხრა. სასტუმრო ახლოს
ყოფილა, სულ ნახევარ ვერსზე. გააჩერა ეტლი, კარი დააკაკუნა. გა-
მოვიდა ერთი რკალივით მოკაკული დედაკაცი. − სტუმარს მიიღებ?
− ჰკითხა მეეტლემ. − შემოდი. შევედი. სინათლე არ არის. მივდივარ
ბნელაში. რაღაცაზე დამაგდო. − დაწექიო, − მითხრა. − რბილი არა-
ფერი გაქვს ? − შაურად ხალიჩებს მოგართმევ, არ გინდა? დავდევი
ჩემი ჩანთა, დავწექი. უნდა ითქვას, რომ თბილოდა. გათენდა, ვნახე,
საქათმეს ჰგავდა. მკითხა: ვინა ხარ, რა ხარ? − ხელოსანი ვარ, კარგი
სამოვრების გაკეთება ვიცი.
წავედი ქალაქში, გავიარ-გამოვიარე. დავინახე სამჭედლო. შე-
ვედი. მჭედელი მაშინვე მიხვდა, ვინც ვიყავი. − გადმოსახლებული
ხარ? შენი ამხანაგები აქ არიან. გამეხარდა ძალიან. სამი წელიწადია
არ მენახა პოლიტიკური ამხანაგები. − მიჩვენე-მეთქი, გამომყვა. ავე-
დით მაღლა აივანზე [ბალკონზე]. შევედი. − გამარჯობათ-მეთქი. −

275 გრიაზოვეცი − ქალაქი ვოლოგდის მხარეში, რუსეთის ფედერაცია.


- 151 -

ვუთხარი. − გაგიმარჯოსო − ცივად მითხრეს. ერთმა კიდეც მკითხა:


„ოტკუდა ბოგ ვეზიოტ?“276 მე ვუპასუხე: „ნე ბოგ, ა ცარ ვეზიოტ“.277
შევედი. არ მომეწონა აქაურობა. დგას ყავა, არაყი, დაფხვნილი
პური, მოუვლელია ყველაფერი. არც კი შემომთავაზეს, − მოდი,
დალიე, ჭამეო, ვატყობ, ყურები მისივდება სიბრაზისაგან. 40 წუთი
გავიდა. ერთმა პოლონელმა ამხანაგმა ყავა შემომთავაზა. მე უარი
ვთქვი. ალმური ამდის, მინდა ვაგინო კარგად. არ მომეშვა, მაინც
დამალევინა. კარგი ბიჭი იყო. რომანა ერქვა. შიგ სახელოსნო ჰქო-
ნდათ. მითხრეს: გავათავებთ მუშაობას, მაშინ მოვილაპარაკოთ, სად
მოგაწყოთო, ან მიგიღოთ თუ არა ჩვენ კომუნაშიო. მერე რომანამ
სთქვა: ჩვენ აქ არა ვართ, ახლავე მოვილაპარაკოთ, ბარემ მივიღოთ
ამხანაგი კომუნაშიო. − მოიტანე შენი ბარგი − მითხრეს. წავედი ჩემ
ბებერთან, მოვიტანე ბარგი. მერე ერთი რუსი ამხანაგი გამომიტყდა:
ჩვენ ჯაშუში გვეგონე, პოლიციაში ვიკითხეთ, პოლიტიკური ხარ
თუ არაო, − კარგ ადგილას გიძებნიათ ჩემი მანდატი-მეთქი, − ვუთხა-
რი მე. − ჯაშუში რომ ვყოფილიყავი, პილიცია უფრო არ გეტყო-
დათ, რომ პოლიტიკური გადმოსახლებულიაო? − მართალი ხარ,
შევცდითო. ვხედავ, ჩემი ჭკუის ხალხი არ არის: ბევრს სვამენ არაყს,
საზოგადოდ ფულს უდიერად ეპყრობიან.
დავანებე თავი მათ, წავედი ვოლოგდაში. ვთხოვე გუბერნატორს
− ვოლოგდაში დამტოვეთ-მეთქი. − რად გადმოდიხარ, შენს ხელო-
ბას იქაც კარგად გამოიყენებო, − მიპასუხა. − არა, აქ ორთქმავა­ლებს
ვამუშავებ-მეთქი. დამტოვეს ვოლოგდაში. შევედი კასტილიოვის
სახელოსნოში, დღეში მანეთს და ორ შაურს ვიღებდი. ჩემი ასი მა-
ნეთიც მივიღე. ნახევარს შინაურებს ვუგზავნი თფილისში, ნახევარს
ვხარჯავ. აქვე იყო ვასო ურუშაძე, გიორგი მაისურაძე, ბრიუხანოვი,
ინჟინერი რადჩენკო სტეფან. სულ 96 კაცი ვიყავით პოლიტიკური
გადასახლებული. თავისუფლად ვიკრიბებოდით ერთ საერობო მო-
ღვაწის, ჩინიკაევის ბინაზე. მონაწილეობას ვიღებდით ყველა პრო-
ტესტში. ხშირად სხვადასხვა მოთხოვნილებით დელეგაციას ვგზავ-
ნიდით გუბერნატორთან. უფრო ხშირად ბრიუხანოვს ვგზავნიდით.

276 „ოტკუდა ბოგ ვეზიოტ?“ (რუს.) − სიტყვასიტყვით − თარგმანი − საიდან მოგიყვანა


ღმერთმა. ნიშნავს − საიდან მოსულხარ?
277 „ნე ბოგ, ა ცარ ვეზიოტ“ (რუს.) − ღმერთი კი არა, მეფე გვერეკება.
IV
1905 წლის რევოლუცია,
გადასახლებიდან დაბრუნება

...
ფოტო:"„სომეხ-თათართა შეტაკების” ეპიცენტრი ტფილისში, 1905 წელს.
ამჟამინდელი ბოტანიკურის ქუჩისა და ვახტანგ გორგასლის პროსპექტის
კუთხე.
თბილისის ისტორიის მუზეუმი − ქარვასლა.
- 155 -

1905 წელს ჩემი ამხანაგები ნაწილობრივად გაათავისუფლეს.


ორ-სამ კაცს ათავისუფლებდნენ. მე და ურუშაძე ერთად გაგვათავი-
სუფლეს. დავბრუნდით ტფილისში. აქ უკვე გახურებული კამათია
ბოლშევიკებს და მენშევიკებს შორის. ვოლოგდაშიც ვარჩევდით
ლენინის „რა გავაკეთოთ?“ მაგრამ ასეთი გამწვავება არ ყოფილა. მე-
სამე დღეს მოვიდა ჩემთან ვლასა მგელაძე, ხვევნა-კოცნის შემდეგ
მითხრა − ჟორდანია გიბარებსო, წამიყვანა. ჟორდანია გაგლოევის
სახლში ცხოვრობდა, მინკვიცევის278 ქუჩაზე. გადამეხვია, მაკოცა. მე
ცოტა მეუცხოვა: არ იყო გულთბილი კაცი და არ მოველოდი; თა-
ვის დღეში არ უკოცნია ჩემთვის. მწვადები შეაწვევინა, ღვინო მოა-
ტანინა, მერე მითხრა: არაქელ, თქვენ, მთელი მუშები, ხელმძღვანე-
ლობდით მაისობასაც და ყოველივე რევოლუციურ მუშაობასაც.
ახლა ვიღაც ინტელიგენტები ჩამოსულან საზღვარგარეთიდან და
ამბობენ: ჩვენ ვართ კომიტეტი და რასაც გადავწყვეტთ, მუშები
იმას უნდა დაემორჩილონ, მუშებს არაფერი უნდა ეკითხებოდეთო.
გადასწყვეტს კომიტეტი გაფიცვას, მუშები უნდა გაიფიცონ და სხვ.
მე აღელვებული წამოვედი. მივედი მიხო ბოჭორიშვილთან. ციმ-
ბირიდან გამოქცეული ზაქრო მაშინ ბათუმში იყო. − ბიჭო − ვკი-
თხე, − ეს რა ინტელიგენტები მოსულან საზღვარგარეთიდან, კარგა
მივტყეპოთ ერთი-მეთქი. − რას ამბობო, − მითხრა, − ეს ჩვენ ვართ,
სოსო ჯუღაშვილი, ზაქრო ჩოდრიშვილი, ექვთიმე სართანია, საშა
წულუკიძე და მე. თქვენ ხართ? კარგი, მეც თქვენთან ვარ-მეთქი.
მე დეპოში დავდექი სამუშაოდ. დიდი სიხარულით მიმიღეს. და-
მაწინაურეს იმდენად, რამდენადაც ჩვენი ამხანაგები დაწინაურებუ-
ლიყვნენ ამ ხუთ წელიწადში. უფროსად ამირჩიეს თვით მუშებმა.
დეპოში ბოლშევიკების წრე შევადგინე, როდესაც რკინიგზის სახე-
ლოსნოებში პროკლამაციები მომქონდა, სოსომ მითხრა: ფრთხი-
ლად, მენშევიკებმა არ გცემონ. დეპოს ვერ მივკარებივართ, ჩვენ

278 მინკვიცევის ქუჩა − დღევანდელი ნიკოლოზ გოცირიძის ქუჩა.


- 156 -

პროკლამაციებს არ ავრცელებენო. ჩემს მოსვლამდე რკინიგზაში


ფეხი არ დაუდგამს ჩვენებს. − შენ არხეინად იყავი, − ვუთხარი სო-
სოს, მე იმდენი დამსახურება მქონდა ამხანაგებში, რომ ცუდს არა-
ფერს მაკადრებდნენ წრეში, რომელიც დეპოში მე შევადგინე და
რომელიც სოსომ ჩაიბარა, იყო ერთი საინტერესო ყმაწვილი, დათი-
კო ჯავახიშვილი, დეპოს შეგირდი. დავდექი სამუშაოდ თუ არა, ეს
ბავშვი არ მშორდება, მამუშავე შენთანო − მეხვეწება. − კარგი-მეთქი,
თურმე რაში ყოფილა საქმე, − ჩემს შემდეგ, როდესაც ეს ბავშვი მო-
სულა, რუსებს პატარა არაქელა დაურქმევიათ. მგავდა კიდეც თით-
ქოს. ამიტომ იგი დაინტერესებული იყო ჩემი ნახვით. პროკლამა-
ციებს იმის მეოხებით ვავრცელებდი, როცა მთავარ სახელოსნოში
პროკლამაციები მიიტანა, ეძგერნენ მენშევიკები, მუშებს პროკლა-
მაციების კითხვა დაუშალეს. მე ლაპარაკი მომივიდა კიდეც სანდრო
ნაცვალოვთან, − რა უფლება გაქვთ, პროკლამაციების წაკითხვის
ნებას რომ არ აძლევთ, წაიკითხონ თითონ, და თითონ გაერკვნენ, −
ვინ არის მართალი-მეთქი279.
1905 წელს ოქტომბრის მეფის მანიფესტის დროს მენშევიკებმა
დარაზმეს მთელი ქალაქის მოსახლეობა და პეტიციით წავიდნენ
მთავარ მართებელთან ისიდორე რამიშვილის მეთაურებით. ჩვენ,
ბოლშევიკებმა, რასაკვირველია, არ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ
მხოლოდ შორიდან ვუყურებდით ამ მენშევიკების მუხლებზე ხო-
ხვას დიდებულთა წინაშე. ბარიათინსკის ქუჩაზე შევხვდი სოსოს −
ამხ. სტალინს. − აბა, არაქელ, უყურე ამათ ტაკიმასხარაობასო, ეს
ოხრები, უნდა კეტებით მიდიოდნენ სასახლის დასაქცევად, ესენი კი
პეტიციით მიდიანო.
მიუხედავად იმისა, რომ სოსო დაუძინებელი მტერი იყო მენშე-
ვიკებისა, მაინც მთხოვეს, რომ ამხ. სტალინი, სოსო წამეყვანა ანარ-
ქისტ გოგელიასთან საკამათოდ, ვინაიდან გოგელიამ საქმე ძლიერ

279 ბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნისათვის მუშაობა, ბოლშევიკური ტფილისის


კომიტეტის და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საკავშირო კომიტეტის
ხელმძღვანელობა 1905 წელს მთლიანად ამხანაგ სტალინს აწვება. ამხანაგ სტალინის
ხელმძღვანელობით ტფილისსა, საქართველოსა და ამიერ კავკასიაში ჩვენ გავშალეთ
ბრძოლა მენშევიკებთან. მუშებისა და გლეხების ცოტად თუ ბევრად სერიოზულ
გამოსვლებს ხელმძღვანელობდა ჩვენი − ბოლშევიკური ორგანიზაცია − საკავშირო
კომიტეტი და ტფილისის კომიტეტი (ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
- 157 -

გაუჭირა მენშევიკებს, კამათში ყველა მენშევიკი დაამარცხა და ბე-


ვრი მენშევიკი ახალგაზრდა დროებით გადიბირეს: ვანო ჯეჯელა-
ვა, ნოე ლეჟავა, კაკაბაძე იოსებ და მრავალი სხვა.. ამ დროს უკვე
(1906 წ. დამლევს) რეაქცია მძვინვარებდა. მაინც სოსომ თანხმობა
განაცხადა. შევიკრიბენით ნაძალადევში, მუშა სოფრომას სახლში.
ორი ოთახი გაჭედილი იყო მოწინავე მუშებით, ამხ.სტალინს (სო-
სოს) ორი − ერთად ეკამათებოდნენ − კომანდო გოგელია და მიხაკო

წერეთელი: დაწვრილებით არ მახსოვს, მხოლოდ ერთი ადგილი ჩა-


მებეჭდა მეხსიერებაში. სოსო შეეკითხა: ვინ არის თქვენი მამამთა-
ვარიო, გოგელია დაიბნა, − როგორ თუ მამამთავარიო. − აი ასეო,
− სოსომ უთხრა, − ჩვენი მამამთავარი მარქსია, თქვენ კი არა გაქვთ
გარკვეული მოძღვრება და პროგრამაო. ბაკუნინი ასე ამბობს, კრა-
პოტკინი − ისეო, ჩერქეზიშვილი − სხვანაირად და შენ სუყველას
წინააღმდეგ ამბობო. მაშასადამე, არ არსებობს ანარქიზმი, როგო-
რც სისტემა, არამედ არიან ცალკეული ანარქისტები თავ-თავისი
შეხედულებებითო, გათავდა კამათი სოსოს სრული გამარჯვებით.
ე.ი. ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. მენშევიკმა მუშებმა მადლობა გა-
დაგვიხადეს: ძლივს ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც ანარქისტებს
კბილი მოსტეხაო.
ამ დროს იწყება სომეხ-თათართა შეტაკებები.280 სოციალ-დე-
მოკრატებს მაშინ დიდი გავლენა ჰქონდათ. სოც-დემოკრატიული
პარტია მართავდა მშვიდობიან მიტინგებს − ყველა ძმები ვართო,
ქადაგობდნენ. მეფის მოადგილემ დაიბარა ისიდორე რამიშვილი,
მოლიბერალო კაცი იყო მაშინდელი მეფის მოადგილე. ჰკითხა ისი-
დორეს: რა საშუალებაა თბილისში საჭირო ამ შეტაკების თავიდან
ასაცილებლადო. ისიდორემ უთხრა: თოფებია საჭიროო. მეფის მო-
ადგილემ 500 ბერდანკა281 და 40.000 პატრონი მისცა სოც-დემოკ-
რატიულ პარტიას − მენშევიკებს. შემდეგ იმავე მეფის მოადგილემ
მოწოდება გამოუშვა. არასოდეს არ დამავიწყდება ეს მოწოდება,
იგი შემდეგი სიტყვით იწყებოდა: „ერთადერთი პარტია, რომელსაც

280 სომეხ-თათართა შეტაკებები − 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს


ხელისუფლების მიერ პროვოცირებული შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე ამიერ­
კავკასიის ქალაქებში სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის.
281 ბერდანკა − ბერდანის შაშხანა.
- 158 -

სიკეთე უნდა მთელი ხალხისათვის, არის სოც-დემოკრატიული პა-


რტია, საძმათაშორისო ომის თავიდან ასაცილებლად მე ვაძლევ
მას“... და სხვა.
ცოტა ხნის შემდეგ ჭიათურიდან ჩამოვიდა კოტე ცინცაძის რაზ-
მი,282 რომელმაც თოფები აართვა სტრაჟნიკებს283. ეს თოფები ამხ.
სტალინის /სოსოს/ განკარგულებით მე ჩამაბარეს; გავიგეთ, რომ
მენშევიკები იარაღდებიან, რაზმებს ადგენენ. წავედით, თოფები
ვთხოვეთ, მხოლოდ 10 თოფი მოგვცეს: მასხრად აგვიგდეს. პირვე-
ლად 17 კაცისგან შევადგინე რაზმი. ჩემს რაზმში იყო შალვა ელიავა,
ანდრო მებურიშვილი, გოგია და დათიკო ჯავახიშვილები, გიორგი
ელიავა, ჭელიძე, ბართლომე შარუხია, ვასერი, ღვდელაძე, სხვების
გვარი არ მახსოვს. უფროსად აგვირჩიეს მე და რუსი ბოლშევიკი
კორა. ვიდექით თათრის მოედანზე,284 რათა შეტაკება არ დაგვეშვა.
დღისით კორა მორიგეობდა, ღამით − მე. მე ძალიან სასტიკი ვიყა-
ვი: გავეცი ბრძანება ჩემს რაზმს, რომ პოსტიდან არავინ გაბედოს
მოხსნა. შალვა ელიავა ცოტა კერპობდა, არ მემორჩილებოდა.
ერთ ღამეს ვხედავ, პოსტზე არ არის. − სად არის? − გავიხედე მოდის,
პური ვიყიდეო − მეუბნება. მე ძალიან გავუჯავრდი: პოსტიდან რო-
გორ მოიხსენი, როგორ გაბედე. დაგხვრეტ მაგისთვის–მეთქი. დადგა,
არაფერი მითხრა. ამ ლაპარაკის დროს შეითან ბაზარზე285 გავარდა
ერთი თოფი, გავარდა მეორე, გამორბის ერთი − ვიძახი: „დაიჭირეთ“,
მორბის მეორე, „ესეც დაიჭირეთ“! პროვოკატორები მგონია, თურ-
მე მენშევიკების რაზმელები არიან, იმათ გვიამბეს, რომ შეითან
ბაზარში მდგარან, ალი-ბალას ტრაქტირში, შესულან, ექვსი კაცი
ყოფილან, ექვსივესთვის თოფები წაურთმევიათ თათრებს. წავე-

282 „ჩემს თავგადასავალში არა ერთხელ მიხდება მოვიხსენიო კოტე ცინცაძე, სერიოჟა
ქავთარაძე და ლადო დუმბაძე, რომლებიც ცარიზმის ბატონობის დროს აქტიურად
იბრძოდნენ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. 1921-22 წლიდან დაწყებული ისი­ ნი
ჩაებნენ ჯერ ქართ. ნაციონალ-უკლონისტების გადახრაში და იბრძოდნენ ლენინ-
სტალინის ნაციონალური პოლიტიკის წინააღმდეგ, ხოლო 1924-25 − წლებში
ყოფილ კონტრრევოლიუციურ ტროცკისტულ ოპოზიციაში, იმ ანტისაბჭოთა
ტროცკისტების ბანაკში, რომელიც 1927 წლიდან გადაიქცა კომუნისტური პარტიის
და საბჭოთა ხელისუფლების მოსისხლე მტრად“ (ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
283 „სტრაჟნიკი“ (რუს.) − მცველი, პოლიციის რაზმელი.
284 თათრის მოედანი − დღევანდელი მეიდანი.
285 შეითან ბაზარი − ძველი ბაზარი მეიდანზე.
- 159 -

დით, ალყა შემოვარტყით ალი-ბალას ტრაქტირს და მივუგზავნეთ


ალი-ბალას მოციქულები. მოვთხოვეთ, დაუყოვნებლივ მოგვეცით
თოფები-თქო. უარით გამორეკეს ჩვენი მიგზავნილები. ორჯერ გა-
დმოიღო თოფი გიორგი ელიავამ, ალი-ბალა უნდა მოეკლა. არ გაბე-
დო-მეთქი, − ნება არ მივეცი. ვნახოთ, ტრაქტირიდან ერთი თათარი
გამოვიდა, ბოტანიკური ბაღისკენ მიდის, როგორც წმინდანი, თით-
ქოს არაფერ შუაშია. იმ ქუჩაზე კი ამ დროს 500 ბორჩალოელი თა-
თარი286 იდგა, ჟორდანიამ მოიყვანა, უნდოდა, დაერწმუნებინა, რომ
ქალაქში თათრებს არ ხოცავდნენ. დავუძახეთ ამ თათარს, დავიჭი-
რეთ, გავჩხრიკეთ, არაფერი არ აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც დავატუსა-
ღე. არ გასულა დიდი ხანი და ტრაქტირიდან მეორე თათარი გამო-
ვიდა − ყარდაშ სოციალ-დემოკრატ,287 − გველაპარაკება, − გაუშვით
ეს კაცი − „თოფები მოგვეცით და გაუშვებთ“, გამოიტანეს ორი
თოფი. „ოთხი კიდევ არის!“ გამოიტანეს ეს ოთხი თოფიც. ამის შე-

მდეგ დატუსაღებული თათარი გავუშვით და ის მაშინვე ტრაქტირ-
ში შევიდა. აშკარა იყო, ის გაგზავნილი იყო, რომ ზურგიდან თავდა-
სხმა მოეწყო. ვხედავ, ბოტანიკური ბაღის გარშემო სომხები სან-
გრებს იჭერენ. საათის ხუთზე შეიქნა ჩახა-ჩუხი, გაიმართა ბრძოლა,
თათრებმა ორჯერ იერიში მოიტანეს, ორჯერვე უკუაგდეს ჩვენმა
ბიჭებმა. ამ შეტაკებაში დაიღუპა რაჟდენ სტურუა, სოლო ტორი-
კაშვილი, ერთიც ქალი დაიკარგა. რაჟდენი რომ მოკლეს, ჩვენი ბი-
ჭები გაბრაზდნენ, აიტაცეს ყუმბარები, უნდოდათ სროლა, მაგრამ
ამის ნება არ მივეცით. ჩვენი რაზმები ჩქარა მოვხსენით. ოფიცრებმა
უკმაყოფილება გამოაცხადეს: როგორ, ჩვენი ჯარი აქ არის და ამ
დროს მუშები იცავენ მშვიდობიანობას და კატეგორიულად მოი-
თხოვეს იარაღის ჩამორთმევა მუშებისაგან. სრულიად შემთხვევით
გავიგე − ნაძალადევში კრებაა, მენშევიკებმა იარაღი უნდა ჩააბარონ
მთავრობასო.
ისეთი დრო დადგა, რომ ხალხი ნაძალადევიდან გარბის, ჭეშმა-
რიტი რუსების288 ეშინიათ. ისინი აცხადებენ: მოგვეცით ჯარი, ქა-

286 ბორჩალოელი თათარი − ქვემო ქართლის რეგიონის აღმნიშვნელი აზერბაიჯანული


ტოპონიმი, მომდინარეობს თურქული ტომის ბორჩალუს სახელიდან.
287 ყარდაშ სოციალ-დემოკრატ (აზერ.) − ამხანაგი სოციალ-დემოკრატი.
288 „ჭეშმარიტი რუსები“ − რუს პატრიოტთა საზოგადოების წევრები, იგივე ე.წ. „შავი
- 160 -

რთველები უნდა დავარბიოთო. გავიგეთ, რომ მენშევიკებს უნდათ,


იარაღი ჩააბარონ მთავრობას, წავედით ხელათ მე, ზაქრო, გიორგი,
კიკვიძე, სართანია ექვთიმე და ორიოდე სხვა ამხანაგი. ჟორდანიას
თავმჯდომარეობით კრებას უკვე გადაეწყვიტნა, რომ იარაღი მთა-
ვრობას ჩააბარონ. მე ავიღე სიტყვა და ვთქვი: ამ გადაწყვეტილება-
ში ჩვენც უნდა მიგვეღო მონაწილეობა, რადგან იარაღის ნაწილი
ჩვენს ხელშია. ავუხსენი მუშებს იარაღის მნიშვნელობა. უმეტეს ნა-
წილად თავმოყვარეობას დავაწექი. ყველა ოჯახის წევრს მოვალე-
ობა აქვს, როდესაც მის ოჯახს არბევენ, იგი დაიცვას–მეთქი, ჩვენ
იარაღს ვეძებთ და ამ დროს 500 თოფი მივცეთ მთავრობას?! რა
ლოგიკაა ეს? მოვითხოვე ხელახალი კენჭისყრა. ჟორდანიამ სთქვა:
აი, ხომ ხედავთ, აგერ გაღმა ზარბაზნებია, რომლებიც ნაძალადევის-
კენ იყურებიან, სულ მტვრად აქცევენ ნაძალადევს, მე ვთქვი: გავი-
ხიზნოთ ნაძალადევიდან, წავიდეთ სოლოლაკში, იქ დავსახლდეთ,
იქიდან არც ერთი კონსული, არც ერთი მოხელე, არც ერთი ვაჭარი
არ გავუშვათ, ყველანი დავატუსაღოთ; თუ ჯარმა ჩვენზე იერიში
მოიტანა, წინა რიგებში ბურჟუები დავაყენოთ-მეთქი. ჟორდანიამ
ამისათვის ბლანკისტი289 მიწოდა. ეს ჩემი წინადადება არ მიიღეს,
მაგრამ მიიღეს პირველი წინადადება თოფების შენარჩუნების შე-
სახებ, ამგვარად მე გავიმარჯვე. ის იყო კრება თავდებოდა, მოვიდა
40 ყაზახი ოფიცერითურთ. იარაღს იძლევით, თუ არაო, ჟორდანიამ
მითხრა: წადი, შენ გაეცი პასუხიო. ოფიცერი აივანზე ამოვიდა. გა-
ვედი ოფიცერთან: სწორედ ამ საკითხს ვარჩევთ ახლა. ცოტა და-
გვაცალეთ-მეთქი. ჟორდანიამ სთქვა: იარაღი რომ არ ჩავაბაროთ,
ისიდორე რამიშვილს დაატუსაღებენო. მაშინ შევიტანე წინადადე-
ბა, ახლა 50 თოფი მივცეთ, ვუთხრათ, რომ დანარჩენები რაიონებში
არის და მოვკრებთ-თქო. ეს წინადადება გავიდა, ოფიცერს გადავე-
ცით 50 თოფს, ხვალ მოგცემთ. დანარჩენი რაიონებშია და ხვალ მო-

რაზმის“ წარმომადგენლები. რუსი ნაციონალისტების ორგანიზაციები, რომლებიც


ებრძოდნენ რევოლუციურ მოძრაობას.
289 ბლანკისტი − ბლანკიზმის მიმდევარი. ფრანგი რევოლუციონერის ოგიუსტ ბლანკის
(Blanqui) სახელის მიხედვით წარმოქმნილი მოძღვრება, რომლის მიმდევრები
ცდილობდნენ ბურჟუაზიული წყობილება შეეცვალათ სოციალისტურით
ინტელიგენტ რევოლუციონერთა მცირე ჯგუფის შეთქმულების გზით და არა
პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის გზით, მე-19 ს.
- 161 -

ვკრებთ-თქო. მეორე დღეს მესმის, რომ მენშევიკებს 251 თოფი ჩაუ-


ბარებიათ, დანარჩენი ვერ უპოვიათ, თორემ ყველას ჩააბარებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სხვანაირი იყო, ჟორდა-
ნიამ მაინც დაიყაბულა მენშევიკები. − ამის გამო, − მითხრა ზაქრომ,
შენ ჟორდანიას და მენშევიკებს ვერ წაიყვან ბარიკადებზეო: წა-
მოდი, ახლავე იარაღი მოვაგროვოთო, ამ დროს სამხედრო შტაბი
გვქონდა, რომელმაც ზაქროს წინადადებით მიიღო მონაწილეობა,
რომ იარაღი გადაგვემალა. წინადადება მე მომცეს: გავაფართოვო
საწყობი. პატარა საწყობი მქონდა. შევუდექი მუშაობას. ეს უკვე
1906 წლის დასაწყისში ხდებოდა.
როდესაც რუსეთში გადამასახლეს, ჩემს ცოლშვილს არავითარი
საღსარი არ დარჩენია. მე ვუთხარი ცოლს: ამხანაგები არ შეაწუხო,
სახლი გაყიდე ნაძალადევში-მეთქი. გაეყიდა ეს სახლი, 133 თუმანი
აეღო. ამ ფულით ეცხოვრათ, სანამ მე დავბრუნდებოდი. რუსეთი-
დან რომ დავბრუნდი, იატაკზე ისხდნენ, უბრალო სკამ-ლოგინიც კი
არ გააჩნდათ. დავდექი სამუშაოდ, ვიყიდე მალე ერთი სამკედლიანი
სახლი, 30 თუმანი მივეცი. ახლა, როცა საწყობის გაფართოვება და-
მავალეს, გადავწყვიტე იგი ჩემს სახლში მომეწყო, პატარა ბალღები
უნდა მომეშორებია, რათა ჩემი მუშაობა არ დაენახათ. პარტიამ 40
თუმანი მომცა, − შენ წადი, სხვაგან დასახლდიო. 20 თუმანი კიდევ
ვისესხე და 60 თუმნად სახლი ვიყიდე. ორი პატარა ოთახი. ის ორასი
მანეთი თითქმის 25 წელიწადს ვალად მედო.
დავიწყეთ მუშაობა. ჯერ მოვიყვანე თათრები, ვთხრით მიწას ფე-
ხისალაგისათვის290; 9 არშინი მოვათხრევინე. მერე ისინი გავისტუმ-
რეთ, თვით ჩვენ შევუდექით მუშაობას: ზაქრო, მე, გორგოშაძე,
თარგამაძე, სტიოპა ფარქოსაძე (ჩულიანი)291 და სხვ. ყველაფერი
ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ზედმეტი არაფერი თვალში არავის მო-
ხვდეს. ხმა დავაგდე: ჭა უნდა მოვთხარო-მეთქი, მაგრამ მთაზე არის,
ფლატე მიწაა, ვიცი, მეტყვიან, აქ წყალი არ ამოვაო. ვლაპარაკობ,
მახათის ძირში წყალია, იმის ძარღვი აქეთ მოდის-მეთქი, ვითომ ინ-
ჟინერი ვარ, რაღა! მიჯერიან, ეჰ, ნეტავი მართლა ამოვიდესო. − თუ

290 ფეხისალაგი − ტუალეტი.


291 სტიოპა ფარქოსაძე (ჩულიანი) − ფარქოსაძე სტეფანე ოტიას ძე.
- 162 -

არ ამოვა, ფეხსალაგად ვიხმარ მეთქი. გვირაბი ოთახ ქვეშ მიდის.


ექვსი არშინი მიწა გვრჩება თავზე. თუ ახლოს მიხვედი, გამოჩნდება,
რომ ორმო ოთახის ქვეშ მიდის, ეჭვს იღებენ, ამიტომ გორგაშაძეს
ჩავაცვი კრუოს ტანისამოსი და ვინაიდან სომხური არ იცოდა, დავა-
მუნჯეთ.. გორგაშაძეს ორ-სამ დღეში ისეთი ბრაზიანის სახელი გაუ-
ვარდა, კაცი ახლოს ვერ ეკარებოდა. მალე სარდაფი მზადა გვაქვს.
იმ ვარაუდით ვთხრით, რომ მეორე ოთახში კედელთან მივიდეთ. იქ
მინდა ბუხარი გავაკეთო და ბუხრიდან გავიყვანო საიდუმლო გზა.
ჩავაყუდეთ ბოძები, ზედ საჩრდილებელი გავაკეთეთ, ერთი მილიც
გავუკეთეთ, რომ ჰაერი შევიდეს, შემდეგ ბუხრის გამოსასვლელი
და რკინის კიბე მოვაწყვეთ.
ახლა საჭიროა იარაღის გადმოზიდვა. უკვე რეაქცია მძვინვარე-
ბს. ვისაც იარაღს უპოვინიან, ხიშტებზე აცვამენ. ბურჭულაძეს და
კიდევ ერთს ამხანაგს, რომლის გვარი არ მახსოვს, ორი ყუმბარა
უპოვნეს, ამისათვის ყელები დასჭრეს და ხიდს ქვეშ შეჰყარეს. შე-
შინდა ხალხი. დილით ქუჩაში პოულობდნენ გადაყრილ თოფებს,
ყუმბარებს, რევოლვერებს. ყველას ეშინია, საზოგადოებაში თანა-
გრძნობას ვერ ვპოულობთ, ყველა თავის [კანს] ტყავს უფრთხილ-
დება. გავაკეთეთ ფუთიანი ბიდონი. შუაში ნავთია, ასე რომ ზევიდან
რომ ჩაიხედოთ, მხოლოდ ნავთს დაინახავთ აქეთ-იქით ყუმბარებს
ვაწყობთ. მილიც აქვს, ნავთი გამოდის. მაგრამ გაძნელდა საქმე.
მუშას მთის ძირამდე მოვიყვანდით, შემდეგ გავისტუმრებდით და
ჩვენ თვითონ მოგვქონდა, შველითაც არავინ გვშველოდა. ბოლოს
დიდუბეში ერთ იმერელ მებაღეს გამოვართვით ვირი. ერთს ჩვენ
შეგირდს ჩავაცვით მოჯამაგირის ტანისამოსი, ნაბდის ქუდი დავხუ-
რეთ, ვირს ორი გოდორი მოვკიდეთ. ზემოდან წიწაკა, ბადრიჯანი
და სხვა სეზონის მწვანილი, დავაყარეთ, ქვეშ ყუმბარები ჩავაწყეთ.
ვასწავლეთ ბიჭს, თუ ვინმე შეგევაჭროს, გაყიდულია-თქო, უთხა-
რი. თუ ვინიცობაა, საგუშაგო რაზმი შეგხვდეს და გაგაჩეროს, შენ
გაიქეცი, ხოლო ვირს თავი მიანებე. ერთხელ მიდის ბიჭი, მე უკან
მივსდიე შორიახლო. მოდის გენერალი დოლუხანოვი, რომელიც
მიწის გადასახადებს ჰკრებდა. ბიჭმა გაქცევა დააპირა. დადექი-მეთ-
ქი, ვუთხარი. და ავუხსენი, ვისი უნდა ეშინოდეს. ერთხელ მიგვაქ-
- 163 -

ვს ასე ყუმბარები: აკი იმ ვერანა ვირს ბალახის ჭამა მოუნდა და


ყუმბარებიანი კალათი გაგორდა. მართალია, ყუმბარები უკაპსუ-
ლო იყო, მაგრამ ერთი მაკედონური ყუმბარაც იყო ბორჯღებიანი,
ზედ ფისტონები ჰქონდა. კიდევ კარგი ნაბადში იყო გახვეული. მეცა
ელდა, ბევრი ვცემე ამ გაუფრთხილებელ „ვირს“.
ახლა საჭიროა თოფების გადაზიდვა. ლიმონადის ფურგონი ვი-
შოვე, ზემოდან ლიმონადის ყუთები დავყარე, ქვეშ თოფები. ერთი
გოროდოვოის ტანისამოსი გვქონდა, ერთი წყვილიც ოფიცრის.
როცა საჭიროება მოითხოვდა, ჩავაცვამდით ხოლმე ამხანაგებს, ვი-
თომც გოროდოვოი და ოფიცერი არიან: არ სჩხრეკდნენ მაშინ მათ.
ამგვარად გადავზიდეთ ყუმბარები და თოფები.
ახლა დადგა სტამბის მოწყობის საკითხი. უნდა მოვაწყოთ სტა-
მბა. დატრიალდა ზაქრო, შრიფტიც იშოვნა. სხვადასხვა ნაწილებიც
შეუკვეთა სახელოსნოებში. ყველაფერი მზად არის, საჭიროა საი-
მედო კაცი და ორი-სამი ასოთამწყობი. მე ვთქვი, ვისწავლი და აქ
დავდგები-მეთქი. ზაქრომ სთქვა: შენი აქ ყოფნა არ იქნება − ხუთი
შვილი გყავს, შენ რომ ჩავარდე, პარტიას გაუჭირდება შენი ცო-
ლ-შვილის რჩენაო. მოდი, აქ უცოლშვილო დავაყენოთო. ბევრი
მინახვ-მონახვის შემდეგ არჩევანი შეჩერდა ნიკო ერიქოვზე. ისე
უნდა მოვახერხოთ, რომ სახლი გავყიდოთ, ნასყიდობის ქაღალდი
დავწეროთ. გამოვიგონეთ გვარი ნიკოლოზ ბინდიაშვილი. ჩემი ძმა
არტემა ნოტარიუსთან მსახურებდა, ადვილად მოვაწყეთ. მე სულ
თავისუფალი ვარ იურიდიულად. ახლა თვალის ასახვევად, როგორ
მოვაწყოთ გაყიდვა. დავარიგეთ ერიქოვი. მოვიდა ერთ დღეს, მე-
ჩხუბება ისე, რომ მეზობლებმა გაიგონ: კაცო, სახლი რომ იყიდე,
ფული გიჭირდა და გასესხე, ვალს რად არ იხდი, მე თითონ ცუდად
ვარ და ფული მჭირდება. მე ვეუბნები: რა ვქნა, ფული არა მაქვს, ამ
სახლს გავყიდი და მოგცემ-მეთქი. − თუ აგრეა საქმე, მე თითონ მი-
ნდა სახლის ყიდვა, მე მომყიდეო, − ჩემთვის სულერთია, − ვუთხარი
მე, ავდექით და გავრიგდით იქვე, მეზობლებს ყველაფერი ესმოდათ.
ახლა გვინდა, უკვე სტამბაში დავიწყოთ მუშაობა. ზაქრომ მო-
ძებნა ჯარში გასაწვევი ახალგაზრდები, რომელთაც არ უნდოდათ
წასვლა. ზაქრომ უთხრა, იმუშავეთ ჩვენთან და იქაც არ წახვალთო,
- 164 -

პირველად დათანხმდნენ, მაგრამ შემდეგ ზაქრომ წაუყენა პირობა,


რომ ერთი ნაბიჯი არ გადაედგათ უმისოდ იმ სახლიდან, სადაც იმუ-
შავებთო, უჩემოდ არსად წახვიდეთო. თუ შეგნიშნეთ, მოგკლავთო.
ამ პირობებზე ზაქრომ ვერავინ იშოვნა.
1907 წელი დგება. მენშევიკებმა არალეგალური მუშაობის ლი-
კვიდაცია გამოაცხადეს.292 იარაღის საწყობი ჩვენ დაგვრჩა, ბოლშე-
ვიკებს. მე დავალებული მაქვს ამხანაგებისგან, რომ აქა-იქ წარამა-
რა მიტინგებზე არ გამოვიდე, რათა საქმე არ ჩაიშალოს. 1907 წელს
საზღვარგარეთიდან კამო ჩამოვიდა, ახალი ტიპის ყუმბარების გა-
კეთება შეესწავლა, დადგა საკითხი, რომ დიდი ექსპროპრიაცია 293
უნდა მოვახდინოთ. ამისათვის საჭიროა ახალი ყუმბარები, ძველი
ტიპის ყუმბარები აღარ გამოდგებაო. საჭირო იყო ისეთი ყუმბარები,
რომლითაც ხალხი უნდა დაგვეფრთხო და კი არ დაგვეხოცნა. თუ-
მცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლოს ეს ახალი ყუმბარები ჰკლავს.
ყუმბარებს ვაკეთებდით ჩვენს სახლში, ვინახავდით საწყობში. ვანო
ინწკირველს, მეტსახელად სტიოპას, მინდობილი ჰქონდა ამ იარა-
ღის მიტან-მოტანა. 1907 წელს, როდესაც ამხ.სტალინის (სოსოს)
მოთხოვნით ერევნის მოედანზე ექსპროპრიაცია მოხდა, 250.000
წაიღეს. ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ: კამო, კოტე ცინცაძე,
ელისო ლომინაძე, ვანო კალანდაძე, დათიკო ჭიაბრიშვილი, ილიკო
ჭაჭიაშვილი და ბაჭუა კუპრაშვილი.
ხელახლა დადგა საკითხი, რომ საჭიროა ნახევარი მილიონის შო-
ვნა. ნაბრძანები იყო ცენტრიდან. კოტემ სთქვა, უსათუოდ უნდა
შევასრულოთ ეს ბრძანებაო. ფოსტაში მოხელე გვყავს გადმობირე-
ბული, ძმისაგან ვიცით, როდის რამდენი ფული მოდის. გზაში წარ-
თმევა შეუძლებელია, რადგანაც ფული ლინეიკაზედაა მიჯაჭვული.
მხოლოდ სადგურზე, როდესაც ყუთს გააღებენ, კოტე ცინცაძე და
ვანო კალანდაძე ეძგერებიან, ხოლო სხვა ამხანაგები გარშემო ასტე-
ხენ სროლას. ვიცოდით, რომ 20-30 ყაზახი მოვიდოდა სადგურზე,

292 ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს.


293 ექსპროპრიაცია საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ
ანაზღაურებით ან უიმისოდ. სახელმწიფოს ჩარევა საკუთრებაში, მისი ამოღება
ან დატვირთვა საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება.
- 165 -

ისინი ცხენებიდან გადმოხტებოდნენ, ცხენებს დააბამდნენ, აი მაშინ


უნდა გადაგვეგდო ათგირვანქიანი ყუმბარა. მერე ამას მოჰყვებო-
და რევოლვერის ტკაცა-ტკუცი. ვანგარიშობდით კიდეც, ნახევარი
მილიონი ოქრო მძიმე იქნებოდა თუ არა, ხელში ასაწევად.. ამაღამ
უნდა გაიგონ მოხელისგან, ფული ნახევარი მილიონია, თუ ნაკლები.
ნაბრძანებია, უსათუოდ ნახევარი მილიონი, თუ ნაკლები იქნება არ
არის საჭირო ექსპროპრიაციაო მე მითხრეს, რომ შენ ხვალ სამუშა-
ოზე ნუ წახვალ, ფულს აქ მოვიტანთ, და სადაც იარაღი გაქვს, იქვე
უნდა შეინახოო. ორ-სამ დღეს აქ უნდა იყოს, აქიდან შენვე უნდა წაი-
ღო სხვა ადგილზეო. ამაღამ შეგატყობინებთ, ხვალ წახვიდე თუ არა
სამუშაოზეო. ღამის 12 საათზე მოვიდა სტიოპა და ვანო ინწკირველი.
− წადი, არაქელ, სამუშაოზე, ხვალ ექსპროპრიაცია არ ხდება. − რა-
ტომ? − მხოლოდ 470 ათასი მანეთი არის. ამის შემდეგ ფულის ცენტ-
რი პირდაპირ ბაქოში გადავიდა და ჩვენი ბიჭებიც ბაქოში წავიდნენ.
1907 წელს რკინიგზის სადგურზე დამიჭირეს ლიტერატურით, მა-
გრამ მალე ვიძვრინე თავი, რადგან ლიტერატურა ჩემად არ ვცანი.
ჩემთან ერთად დაიჭირეს ერიქოვი და ერთი ებრაელიც. ჟანდარმი
გამოუცდელი იყო: როდესაც კალათი გახსნა, მოწმეები არ მოიწვია.
ჩვენც ჟანდარმს დავაბრალეთ ყველაფერი: არ ვიცით, საიდან მოი-
ტანა ეს კალათი, ჩვენ ეჭვით დაგვიჭირა-თქო. მართლაც ასე იყო,
ჩამოიღო კალათა, მეკითხება: თქვენია ეს კალათა? − რა კალათა?
ვეკითხები მე ჩემის მხრით. აი ეს კალათა წიგნებითო, გადმოიღეო,
მე უარი ვუთხარი. მოიყვანა ხიშტიანი ჯარისკაცები. ვიკადრე კალა-
თის გადმოღება. დაგვიჭირეს, მაგრამ რადგან მოწმეები არ ჰყავდა,
სულ იმას დავაბრალეთ ყველაფერი. ციხეში ჟანდარმთა პოლკოვ-
ნიკმა ლომინაძემ სთქვა: „ხამი იყო ის ჟანდარმი, თორემ ასე ადვი-
ლად არ გადარჩებოდითო“.

როცა მენშევიკებმა ლიკვიდაცია294 გამოაცხადეს, პროკლამა-


ცია295 გამოუშვეს: ჩვენ არალეგალურ მუშაობაზე ხელს ვიღებთ და

294 ლიკვიდაცია − რისამე (საწარმოს, დაწესებულების და მისთ.) საქმიანობის შეწყვეტა,


დახურვა, გაუქმება.
295 პროკლამაცია − ფურცლებად დაბეჭდილი მიმართვა მოსახლეობისადმი, რომელიც
უმთავრესად არსებული წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული და ფარულად
- 166 -

ვსპობთ ტექნიკურ ნაშთსო. ჩვენ კი, ბოლშევიკები, განვაგრძობდით


არალეგალურ მუშაობას. მე და ზაქრომ ვთქვით: მენშევიკები აღარ
აფასებენ იარაღს, მოდი, ჩვენ მოვუაროთ. იარაღის ერთი ნაწილი
− ყუმბარები, დინამიტი296 მე და ზაქრომ ჩვენი ინიციატივით სპარ-
სეთში გავგზავნეთ სათარხანთან. იქ ჩვენი [ბიჭები] რევოლუციო-
ნერები იბრძოდნენ სპარსეთის რევოლუციისათვის.

1907 წელს რეაქცია ისე გამწვავდა, რომ რევოლუციონერებს მო-


ქალაქენი ახლოს აღარ იკარებდნენ. ერთ ღამეს საათის პირველზე
მოვიდნენ ჩემთან კოტე ცინცაძე და ამბაკო სამანიშვილი. მითხრეს:
შეიძლება, არაქელ, შენთან ღამე გავათიოთო. მე ძალიან ვიწყინე:
რა საკითხავია, ნუთუ არ იცით, რომ ჩემი კარი მუდამ ღიაა ამხანაგე-
ბისათვის. ჩემმა ცოლმა კოტეს წყალი მოუტანა ფეხის დასაბანად.
როცა კოტემ ფეხზე გაიხადა, ჩემი ცოლი შეტორტმანდა. კოტეს
ფეხები ისე უყარდა, რომ ახლო დგომა არ შეიძლებოდა. − რა და-
გემართა, ბიჭო? რა ზეზე დამპალხარო! − ეხ, სადაც არ მივედით,
არსად არ მიგვიღეს; ყველა თვალდაჭყეტილი იყო შიშით: − ვერ
მიგიღებთ, ვერ მიგიღებთო. ჩვენ ვთქვით უკანასკნელად: წავედით
არაქელასთან, თუ იმანაც არ მიგვიღო, ქუჩაში დავწვეთ-თქო. რომ
დაეჭირათ, სახრჩობელა მოელოდათ ორივეს. − ბიჭო, პირდაპირ
ჩემთან მოსულიყავით. − შენთან, არაქელ, იმიტომ არ მოვდივართ,
რომ გერიდებით, ჯაშუშებმა ეჭვი არ აიღონ. განა არ ვიცით, რომ
მიგვიღებ, მაგრამ შენ სტამბა და იარაღის საწყობი გაბარია და იმ
საწყობს ვუფრთხილდებით.

ბევრი კურიოზული ამბები მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ


ერთი ამბავი მოხდა, რომელიც პირველი შეხედვით სიცილს გამო-
იწვევს წამკითხველში; მხოლოდ თუ ჩაუკვირდება წამკითხველი,
ჩასაფიქრებელიც არის. საქმე შემდეგშია:

1907 წ. დეპოდან გამოვედი მუშაობის შემდეგ. უცაბედათ წავედი

ვრცელდება.
296 დინამიტი − ფეთქებადი ნივთიერება, რომლის შემადგენელი ნაწილია
ნიტროგლიცერინი; იყენებენ სამხედრო და სამთო-საინჟინრო საქმეებში.
- 167 -

სოფელ ძეგვში ჩემი უფროსი დის, შუშანას სანახავად, იქ ცოტა წა-


ვიქეიფე. შაფათ საღამო იყო, კვირას ქეიფის გაგრძელება იყო. ორ-
შაბათს ნაბახუსევ პახმელიობა297 − ისე, რომ ორშაბათს ნაშუადღევს
მოვედი სახლში. ვუყურებ, სახლში არც ცოლია, არც ვაჟიშვილი
არსენა. ცოტა ხნის შემდეგ ვუყურებ, მოვიდნენ. ჩემს ცოლს ხელ-
სახოცში სანოვაგე ეჭირა, არსენას კი ლოგინი აკიდული. მაშინათვე
მივხვდი, რაშიაც იყო საქმე, ვინაიდან ჩემი სპეციალური ციხის ლო-
გინი ეკიდა ზურგზე. მაინც ვკითხე − დედაკაცო, რა ამბავია, რაშია
საქმე. ის თავის მხრით მეკითხება − სად იყავიო?
− სოფელში შუშანასთან ვქეიფობდი.
− კაცო, რომ მიდიხარ და ორი დღე იკარგები, შეგვატყობინე
მაინც. − „უკაცრავოთ“, რა ამბავია? − აი ის ამბავია, ჩვენ დაჭერილი
გვეგონე და ჟანდარმერიის სამმართველოში ვიყავით, აი საჭმელი
და შენი ციხის ლოგინი მოგიტანეთ. იქ გვითხრეს, ჯერ არა გვყავს
დაჭერილი და რომ მეორეთ არ დაგჭირდეთ გარჯა, ლოგინი აქ და-
სტოვეთ, სულ ერთა შენ არაქელას მალე მოვიყვანთ, თან ბევრი
იცინესო.
ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა და დამიჭირეს. ჟანდარმის აფი-
ცერმა ცისმა მითხრა: როგორ არის შენი საქმე, როდესაც სახლში
მისვლა გიგვიანდება, შენი ცოლშვილი აქ გეძებსო. სჩანს, ხშირი
„სტუმარი“ ხარ ჩვენიო.

ექსპროპრიაციისათვის რომ ვემზადებოდით, კოტემ 50 ყუმბა-


რის კაპსული შემიკვეთა, უნდა გაჩარხულიყო ხის ყალიბი. 1908
წელს 12 სექტემბერს ჩავედი იარაღის საწყობში. ამოვიტანე კაპსუ-
ლების ყალიბი. წავიღე დეპოში, მივმართე ხარატ წეროძეს, რომ გა-
ეჩარხა. კომიტეტიდან მომთხოვა ქაღალდი. მენშევიკი იყო და, აბა,
მენშევიკების ცეკა როგორ მომცემდა ამ ქაღალდს; იმათ ლიკვიდა-
ტორობა ჰქონდათ გამოცხადებული. შევუკურთხე იმათ კომიტეტ-
საც და საბუთსაც და წამოვედი. წავედი რისკზე, თათრის მოედანში
კერძო ხარატი მოვნახე. მივედი ერთ ნაცნობ ახალგაზრდა ხარატ-
თან, რომელთანაც ღვინო მქონდა ნასვამი. გვიქეიფნია ერთად. მე

297 „პახმელიობა“ (რუს.) − ნაბახუსევი, ნამთვრალევი.


- 168 -

ვთქვი, ეს არა გამცემს-მეთქი. გავაჩარხინე კაპსულები, ნახევარი თუ-


ნგი ღვინო მოვატანინე; დავლიეთ. ღვინის სმაში სიცილით მითხრა:
არაქელ, ეს იმეების ხომ არ არისო? − რა იმეების უნდა იყვეს? −
არა, არაქელ, ისე გეუბნები. შარშანაც მომიტანა ერთმა წითურმა
თავდასიებულმა ბიჭმა. − გამეცინა − ეს კოტე იქნებოდა-მეთქი, ვი-
ფიქრე. ვკითხე კოტეს. ავუწერე ხარატი. − კი, მე ვიყავიო, სთქვა მან.

კაპსულები რომ მომქონდა, დავინახე ტრამვაით მიხეილის ქუ-


ჩაზე ერიქოვმა გაიარა. მე გამიკვირდა, ერიქოვი თავის ადგილზე
უნდა იყოს, აქ რა უნდა-მეთქი. ხალხის თვალის ასახვევად, ჩვენ მას
მეწვრილმანის დუქანი გავუღეთ. სწორედ ამ დღეს უნდა დაელა-
გებინა თავისი დუქანი. საქონელი მოტანილი ჰქონდა. ნაშუადღე-
ვის საათის ხუთზე დავბრუნდი კაპსულებით ბაზრიდან. რკინისგზის
გადასავალზე რომ მივედი, შევხედე; ხალხი შეგროვილა! რაღაცას
ლაპარაკობენ, ყაყანობენ. იქვე, ჩემს სახლთან თოფიანი ჯარისკაცი
დგას. ზემოდან სამხედრო ინჟენერი მოდის. მე მაშინვე ეჭვი მივი-
ტანე. − აქ რაღაც ხდება ჩემი იარაღის საწყობის გარშემო-მეთქი.
დავუგდე ყური, ხალხი ლაპარაკობს: აი ბიჭო, წითური ნიკო რომ
იყო (ერიქოვს გულისხმობდნენ), იმის სახლიდან ორი პოვოზკა298
იარაღი წაიღესო. როგორც ჭინჭარი, ისე დამკრა ზურგში. აშკარაა,
საწყობი ჩავარდნილა. ეს 50 კაპსული ხელში მიჭირავს. არ ვიცი, რა
ვქნა. იქვე ახლოს ერთი დედაკაცის დუქანი იყო, მივიტანე, შეინა-
ხე-მეთქი, ვუთხარი. მან დახლში ჩადო, შორს შეინახე-მეთქი ვუთხა-
რი. მიხვდა და სახლში წაიღო. ახლა თავისუფალი ვარ, შევედი ჩემ
მეზობელ მოსე გალუმოვთან. ჩვენი პარტიული ბიჭი იყო ის. იგი
ძალიან შეშინებული დამხვდა. − იცი, არაქელ, რა მოხდა, შენ რომ
სახლი გაყიდე, იქ იარაღი იპოვნესო. მე კიდევ არ მჯერა, ვფიქრობ,
შეიძლება პოლიცია განგებ აგდებს ხმას, რომ მართალი გაიგოს. −
რას ამბობ-მეთქი, რა იარაღი? − კაცო, არა გჯერა, ორ პოვოზკა ია-
რაღი წაიღეს, მე თვითონ ვნახეო. მაშინ ვუთხარი: წადი, რაც ნახე,
ზაქროს შეატყობინე, თავს უშველოს-მეთქი. წავიდა. მალე დაბრუ-
ნდა. ზაქრო შინ იყო, ჩაიცვა პალტო და წავიდაო. ავდექი და დავუ-

298 „პოვოზკა“ (რუს.) − ურიკა, სატვირთო ვაგონი.


- 169 -

ძახე მეზობელ ბავშვს, 10 წლის მიტუშა ჩიკვაიძეს. − გადახტი ჩემსას,


ნახე ჩხრეკა არის თუ არა-მეთქი. ბალღი ხელად მიხვდა. გადახტა.
მალე დაბრუნდა და მითხრა: არავინ არ არის თქვენსაო. წავედი.
ვხედავ, ჯარისკაცები გამვლელ-გამომვლელს არ აჩერებენ. პირდა-
პირ შევედი სახლში. ცოლმა მითხრა: თავს უშველე, გეძებენ, გაი-
ქეციო. შინ საიდუმლო ბიდონებში იარაღი და კაპსულები მქონდა,
მოვიკითხე. ცოლმა მითხრა: ისინი ყველა გადავმალეო. ერიქოვმა
მითხრა: გადამალე, საწყობი ჩავარდაო. − აი, რას თვალთმაქცობდა
ის იუდა. მე ცოტა ხანს შევჩერდი, ჩემი ძმა ისეთი საწყალი იყო,
თვალების კაკლები გადმოსცვენოდა შიშით. ვფიქრობ, ჩემ ძმას ჰყა-
ვს ოთხი შვილი, მე ხუთი. ორი დედაკაცია, სულ თერთმეტი სული
გამოდის. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მე დავიმალებოდი,
ძმას დაიჭერდნენ და შეიძლება ჩემს ცოლსაც, მე თავს ვუშველი,
ესენი ჩავარდებიან, ჩვენებას აურევენ. მე ვუთხარი ცოლს: არსად
არ გავიქცევი-მეთქი. დავუძახე ძმას, ძალუას299, ვუთხარი მათ: შეი-
ძლება თქვენც დაგიჭირონ, არამც და არამც არ სთქვათ, ვინ დადის
ჩვენთან: კოტესა, ზაქროსა და სხვა ამხანაგებზე არაფერი არ სთქვა-
თ-მეთქი. საათის ცხრამდე იმათ დრიგებაში ვიყავი.

9 საათზე მოვიდნენ, მეც დამიჭირეს. ძალიან მსუბუქი გაჩხრეკა


იყო, კამოდი გამოსწიეს, ზერეულად გადახედეს. სთქვეს: აქ რა იქნე-
ბა, საწყობში ჰქონია ყველაფერიო.

− სახლი შენია? − ჩემია. − შენი ძმა სად ცხოვრობს? − ჩემთან


ცხოვრობს. სურათი მაჩვენეს, სადაც გადაღებული ვარ მე, ზაქრო
ჩოდრიშვილი და ვლასა მგელაძე. − ეს შენა ხარ? − მე ვარ. − ამას
იცნობ? − მკითხეს ზაქროზე. − ვიცნობ, ზაქრო არის ჩოდრიშვილი.
ზაქროს გადათქმა ყოვლად შეუძლებელი იყო: ჩვენ ყოველთვის
ერთად ვიყავით, ციხეშიაც ერთად ვიჯექით. − შუაში ვინ არის? −
გეორგა ჰქვია. − რა გვარია? − არ ვიცი. − სად მუშაობს? − არც ეს
ვიცი. − მაშ რად არის თქვენთან გადაღებული? − მთვრალი მოვი-
და ერთხელ, ზაქრომ მოიყვანა, მთხოვა, − სურათი გადავიღოთო,

299 ძალო − ასე მიმართავენ ბიცოლას.


- 170 -

ჩვენც გადავიღეთ. მას ზაქრო გეორქას ეძახდა, მეტი არაფერი ვიცი.


− იცი ზაქრო სად ცხოვრობს? − ვიცი. − წამოდი, წავედით.

დარწმუნებული ვარ, რომ ზაქრო შინ არ არის. დავაკაკუნე კარი.


აბა, ზაქრო გააღე, სტუმრები მომყავს-მეთქი. ჩემს თანმხლებს შო-
რის ერთი ქართველი ზედამხედველი იყო, უგულავა. მას გაეცინა
ამ სიტყვებზე. შევედით. ზაქროს ერთი ბრმა და ჰყავდა სახლში და
ორი დისწული, პატარა გოგონები. − სად არის ზაქრო? − არ ვიცით,
პური ჭამა, პალტო ჩაიცვა და წავიდა − კოხტად უპასუხა პატარა
გოგონამ. − ჩვენ არაფერი გვინდა ბევრი, გვარი გვინდა მხოლოდ
ვიკითხოთ, არ ვიცი, ჩადრიშვილია თუ ჩოდრიშვილი. ზაქროს და
გამოცდილი ქალი იყო, აბა რას მოტყუვდებოდა ასე უბრალოდ. −
“როცა მოვა ვეტყვი, პოლიციაში ჩამოვიდეს”.

მიმიყვანეს მეცხრე უბანში. ბოქაული სამარკინი ძალიან წმი-


ნდად ლაპარაკობდა ქართულს. მეკითხება: „ვინ ხარ?“ − ადამიანი.
ცოტა არ იყო გაშტერდა. − თქვენ იქნებ ჩემი გვარის გაგება გი-
ნდათ. − „ჰო, გვარი მინდა. − ოქუაშვილი ვარ, არაქელ. მოითმინეთ
ცოტა, პროკურორი უნდა მოვიდეს, პატარა საქმე აქვს, ხელი უნდა
მოაწეროთ. − ხვალ შემოვალ, − გულუბრყვილოდ ვეუბნები მე. −
არა, აქ მოითმინეთ. გოროდოვოის უთხრა: არაფერი აწყენინოთო.
ჩამაგდეს საკანში, ორი ქურდი იყო იქ, ორივეს ციხიდან ვიცნობდი.
ერთი ინტელიგენტი ქურდი იყო, სალაროების გამტეხი. ქურდებ-
შიაც არის რანგებად დაყოფა: ერთი მეორეს რომ შეადარო, ითა-
კილებს. ეს ინტელიგენტი ქურდი შემეხვეწა: მე ხვალ გამიშვებენ,
მარტო პასპორტისთვის ვარ დაჭერილი, ქრთამიც მივეცი უბნის
ზედამხედველსო. თუ რამე გაქვს დასაბარებელი, მითხარიო. − არა-
ფერი მაქვს-მეთქი. რად ვენდობოდი, ან რა მქონდა დასაბარებელი.

მეორე დღეს წამიყვანეს ჟანდარმთა სამმართველოში. იქ ზერე-


ლედ დამკითხეს. მერმე ციხეში გამგზავნეს. ერთ წელიწადს გრძე-
ლდებოდა ჩემი საქმის გამოძიება. საქმე გადაცემული ჰქონდა გან-
საკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს მალინოვსკის. მე ვეუბნებო-
- 171 -

დი, − სახლი გაყიდული მაქვს, სხვა არაფერი ვიცი-მეთქი. სწორედ


ერთი წლის შემდეგ დაჭერის დღიდან, სახელდობრ 1909 წლის
სექტემბრის პირველ რიცხვებში გამასამართლეს. როდესაც საქმის
გამოძიება დამთავრდა, პროკურორმა საქმე ციხეში მოიტანა და წა-
მიკითხა. იქ გამოირკვა, რომ საწყობი ნიკოლოზ ერიქოვს გაუცია.
სხვათა შორის, ბოქაული სამარკინი აჩვენებდა: „ერთხელ მოვიდა
ჩემთან ერიქოვი, ცოტა ნასვამი იყო და მითხრა, იარაღის საწყობი
გვაქვს მოწყობილი, მიიღეთო. მე ჯერ გიჟი მეგონა, არ დავუჯერე.
ამ საწყობს განაგებს არაქელ აქუაშვილი და ზაქრო ჩოდრიშვილიო.
მე ერიქოვი პოლიციაში დავაძინე. როდესაც გამოფხიზლდა, კიდევ
განიმეორა თავისი ნათქვამი. ავდექი და გოროდოვოი გავატანე. მან
სთქვა: გოროდოვოი მე ნუ გამომყვება, შორიახლო მომდიოს, თო-
რემ მიხვდებიანო. რომელ ეზოშიაც გადავალ, ის სახლი იქნებაო.
გადავიდა ერთ ეზოში, ჩვენ მივედით. მერე შევატყობინეთ პოლიც-
მეისტერს“. ასეთი იყო ბოქაულის ჩვენების შინაარსი.

მე არ მჯეროდა მაინც, რომ საწყობი ერიქოვის გაცემული იყო.


არ მჯეროდა იმიტომ, რომ საიდუმლო გზა არ იყო გაცემული. გა-
რედან მოეთხარათ მიწა, ჩასულიყვნენ საწყობში და მხოლოდ შე-
მდეგ ენახათ საიდუმლო გზა. საიდუმლო გზა რომ გაცემული ყო-
ფილიყო, მაშინ მივხვდებოდით, რომ გამცემელი სწორედ ერიქოვი
იყო. ბოქაულს ეგონა, რომ ეს ამბავი მას გამოადგებოდა სამსახურ-
ში დასაწინაურებლად. პირიქით, ამისათვის სამსახურიდან დაითხო-
ვეს კიდეც. ჟანდარმებს ეთქვათ: შენ რას ერეოდი ჩვენს საქმეში,
ჩვენთვის უნდა გეთქვა ეს ამბავიო. ჩვენ იარაღი რად გვინდა, განა
ცოტა გვაქვს, ჩვენ იქ ჯაშუშებს დავაყენებდით, და ორს კი არა, 20-
30 კაცს დავიჭერდითო. დიდწვერიანი კაცი იყო სამარკინი, ჟანდარ-
მთა პოლკოვნიკი პირდაპირ წვერებზე ჩამოეკიდა თურმე.

ჯერ კიდევ საპოლიციო უბანში ვიჯექი, როდესაც ჩვენი ყუმ-


ბარების აფეთქების გრიალი გავიგონე. განსაკუთრებით დიდი ხმა
ჰქონდა იმ ბირჯღლებიან ყუმბარას, რომელზედაც მე ზევით ვილა-
პარაკე. მახათას გორასთან ააფეთქეს, ელისაბედის ქუჩაზე. სადაც
- 172 -

მე ვიჯექი საპოლიციო უბანში, ყველაფერმა ზანზარი დაიწყო. 104


ყუმბარა გვქონდა გამზადებული, სულ ააფეთქეს, დაალაგეს ყუმ-
ბარები შეშა მოუწყვეს და ცეცხლი მისცეს. თითონ შორიდან უყუ-
რებდნენ. მკითხა კიდეც ჟანდარმთა პოლკოვნიკმა. გაიგე თუ არა
ყუმბარის გრიალიო. − ჰო, მოდიოდა ხმა-მეთქი. სტაროსტენკოს
პროვოკატორობაც აქ გამოაშკარავდა. აქ ჩემს წინააღმდეგ ყველა
ბრალდებებს მოუყარეს თავი. სტაროსტენკოს ამბავსაც მე მაბრა-
ლებდნენ, კომიტეტში ყოფნასაც, საწყობიც შენიაო, მეუბნებოდ-
ნენ. − მაშ ვისი იქნებოდა, თუ არა მაგისიო. მე ვუთხარი ამხანაგე-
ბს: თუმცა საქმეში სწერია, რომ ერიქოვი არის გამცემი, მაგრამ არ
მგონია ასე იყოს. იქ მეზობელია − ნარიმანიძე, რომლისგანაც სახლი
ვიყიდე, იმაზე მაქვს ეჭვი. მართალია, რკინიგზაში მუშაობს, მაგრამ
მოიშავრაზმელებს300. საჭიროა, ბიჭებო, მოვკლათ ისიც და მისი
ცოლიც, რომელიც იმაზე შავრაზმელია. ერიქოვმა უკვე წინდაწინ
მოგვამზადა მე და ზაქრო. გვითხრა: ნარიმანიძემ სთქვა: კაცო მე
კი არაფერი, მაგრამ ჩემს ცოლს ეშინია, თქვენ რომ იარაღი გაქვთ
მეზობლადო. ზაქრო მაშინვე მომხრე იყო ნარიმანიძის მოკვლისა,
მაგრამ მე შევაჩერე, ზაქრომ სთქვა. მოვკლათ ისიც და მისი ცო-
ლიცო. − როგორ შეიძლება, ხუთი პატარა ბავშვი ჰყავს-მეთქი, ვუ-
თხარი მე და ნება არ მივეცით. ახლა კი, როდესაც ჩავვარდით, ეჭვი
მთლად მასზე გადავიტანე. ილიკო მაისურაძემ თავს იდვა ნარიმანი-
ძეების დახოცვა. მე ამ დღეებში ადმინისტრაციულად გამაგზავნიან,
ერთხელ გამოვიპარები იქიდან, დავხოცავ მაგათ და იმ ღამესვე წავა-
ლო. ილიკო მაისურაძე ორენბურგში301 გადაასახლეს. ველოდებით,
რომ ორ-სამ კვირაში ჩამოვა და ნარიმანიძეებს დახოცავს, მაგრამ
საწყლების იღბალზე ილიკომ ვერ მოახერხა. მართალია ჩამოვიდა,
მაგრამ იფიქრა, შეიძლება ტფილისის სადგურზე ვინმე შემხვდეს და
მიცნოს, მოდი ნავთლუღში302 ჩამოვხტებიო. იქ ჯაშუშები ვერ მიც-
ნობენო, მაგრამ იცნეს იქ ჯაშუშებმა და ციხეში მიიყვანეს. მერე რა
ადვილი იყო ნარიმანიძეების მოკვლა. შორს ცხოვრობდნენ ცენტ-
რიდან, სულ განცალკევებული იყვნენ. მოიყვანეს ილიკო ციხეში

300 შავრაზმელი − იხ. ზემოთ „ჭეშმარიტი რუსები“.


301 ორენბურგი − ქალაქი რუსეთში, ურალის სამხრეთში.
302 ნავთლუღი − თბილისის გარეუბანი, დასახლება რკინიგზის სადგურთან.
- 173 -

− ვერ შევასრულე, დამიჭირესო.


უსასყიდლოდ მიცავდა იოსებ ბარათაშვილი. გამასამართლა სა-
მხედრო სასამართლომ, თავმჯდომარეობდა ქართველი გენერალი
ჩივაძე. საქმის გარჩევა სწარმოებდა კარჩაკეტილში, მხოლოდ სამი
სულის დასწრების უფლება მომცეს. დაესწრნენ ჩემი ცოლი, და და
ძმა. საათნახევარს ილაპარაკა ბარათაშვილმა − ამტკიცებდა, რომ
მე ალალ-მართალი კაცი ვარ. სახლი გაყიდული მაქვს, მაგრამ მო-
სამართლეებს ტუჩებზე ღიმილი უთამაშებდათ. თურმე მაგრად ვარ
გაცემული. ბარათაშვილმა მირჩია: ბოლოს, როცა სასამართლო
შეგეკითხება, რა გაქვს სათქმელი, შენ უთხარი: „გთხოვთ შემიწყნა-
როთ“. მე ვუპასუხე: იოსებ, მაგას ნუ მირჩევ, შემთხვევით ხომ არ
მომივიდა, 15 წელიწადია ამ საქმეზე ვმუშაობ-მეთქი. როცა სასამა-
რთლო შემეკითხა: რა გაქვს სათქმელიო, მე ვუთხარი: არაფერი არა
მაქვს სათქმელი. შევიდნენ სათათბირო ოთახში, 40 წუთის შემდეგ
განაჩენი გამოიტანეს, 8 წლის კატორღა მიმისაჯეს. კასაციის303
უფლება არ მომცეს. არც ის ერთი წელიწადი ჩამითვალეს, ციხეში
რომ ვიჯექი წინასწარ გამოძიების დროს. სასამართლოდან ყაზახე-
ბი გამომატანეს მცველებად. ერთი ამ ყაზახთანაგანი განვითარებუ-
ლი ბიჭი გამოდგა, როდესაც ფაეტონით მივყავდით, მითხრა: რომ
მცოდნოდა, შენ სოციალისტი ხარ: რაიმე ბროშურას მოგიტანდი,
მე მეგონა უბრალო ყაჩაღი იყავიო. მთელი პროცესის განმავლობა-
ში ეს ყაზახი სასამართლოში იყო.

303 კასაცია − სასამართლოს განაჩენის ან გადაწყვეტილების გასაჩივრება და გადასინჯვა


ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. განცხადება სასამართლოს განაჩენის
(გადაწყვეტილების) გადასინჯვის შესახებ.
V
კატორღაში
გადასახლება

...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილის სააღრიცხვო ბარათი ტფილისის გუბერნიის
ჟანდარმთა სამმართველოს კარტოთეკიდან (ორიგინალი დაკარგულია).
ჟურნალი „რევოლიუციის მატიანე“, N 1 (6), 1924 წ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- 177 -

მიმიყვანეს ციხეში თუ არა, მაშინვე შეიცვალა დამოკიდებულე-


ბა ჩემდამი. ადმინისტრაციამ მკითხა: როგორ გათავდა საქმეო. −
რვა წელიწადი კატორღა მომისაჯეს-მეთქი. მაშინვე შემაგინეს და
მითხრეს: ახლა ისე აღარ მოგეპყრობით, როგორც მაშინ გეპყრო-
ბოდით, როდესაც გამოძიების ქვეშ იყავიო. ახლა გვიფრთხილდი,
თუ რაიმე დააშავე, როზგს304 დაგარტყამთო. ვიცოდი, რომ ამის
უფლება ჰქონდათ. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი და ათი თვე
ვიყავი ტფილისის ციხეში. საგუბერნიო305 ციხეში გადამიყვანეს სა-
მუშაოდ, ბორკილები დამადეს. როცა ციხეში რამე მოხდებოდა, კა-
რცერში მიმარბენინებდნენ. ჩვიდმეტჯერ ჩამსვა რიმკევიჩმა კარცე-
რში; ერთხელ რევოლვერი ჩამცხო ზურგში. ნახვის უფლება თვე-
ში ერთხელ მქონდა, მაგრამ რადგანაც ხშირად ვიყავი კარცერში,
უმეტეს ნაწილად ვკარგავდი ნახვის უფლებას. ჩემს ცოლს ანტონ
ფურცელაძისთვის მიემართნა. იცოდა, რომ ჩემი ძველი ნაცნობი
იყო. ანტონ ფურცელაძეს წერილი მიეწერნა რიშკევიჩისთვის, ჩემი
ნაცნობი არის თქვენთან და ლმობიერად მოეპყარითო, დამიბარა
რიმკევიჩმა და მითხრა: შენთვის შუამდგომლობს ისეთი პატიოსანი
კაცი, როგორიც არის ანტონ ფურცელაძე, მომეცი ხელწერილი,
რომ გაფიცვებს არ მოაწყობ და აქ დაგტოვებო (მართლაც იყო
შემთხვევა, რომ ზოგიერთმა ტფილისში გაათავა კატორღა). თორემ
თუ კატორგაში გაგზავნე და ცუდი ყოფაქცევის მოწმობა მოგეცი,
დაიღუპებიო. მე ვთქვი, მაშინებს, ალბათ-მეთქი. პირობა, რასაკვირ-
ველია, არ მივეცი. ამავე დროს რამდენჯერაც მე კარცერში ჩამსვა-
მდნენ, დატუსაღებული მუშები გაიფიცებოდნენ − გამოუშვითო.
გამწვავდა მდგომარეობა და ერთხელ სრულიად მოულოდნელად
დამიძახეს ეტაპში წასასვლელად. ჩვეულებრივად კი ადმინისტრა-

304 როზგი (გაროზგვა) − შოლტი, გამოიყენებოდა დასჯის იარაღად.


305 გუბერნია − რევოლუციამდელ რუსეთში (და საბჭოთა კავშირში 1929 წლამდე)
ძირითადი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
- 178 -

ცია ერთი ორი კვირის წინ უცხადებდა გაგზავნის შესახებ. ტუსაღი


ემზადებოდა, შინიდან ტანსაცმელს, საგზალს მოუტანდნენ. მე ცო-
ლ-შვილის ნახვის ნებაც არ მომცეს. დიდი ეტაპი იყო, 65 კაცისაგან
შესდგებოდა. პოლიტიკური მარტო მე ვიყავი, დანარჩენი სულ ყა-
ჩაღები იყვნენ, სისხლის სამართლის დამნაშავენი. იყო რამდენიმე
ჩვენი ტერორისტიც, რომელთაც ასამართლებდნენ, როგორც სის-
ხლის სამართლის დამნაშავეებს.

როცა ქალაქში გაგვატარეს, მთელი ბაზარი დაკეტილი იყო; აივ-


ნებზე არავის უშვებდნენ, ფანჯრის გაღების ნებაც კი არ ჰქონდათ,
რომ არავის გადმოეხედნა. ტუსაღის ტანისამოსში ვიყავით, თავმო-
პარსული, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები გვედო. ვიღაც ნაც-
ნობს მაინც დავენახნე და შეეტყობინებინა ჩემი ცოლშვილისთვის.
− არაქელა მიჰყავთ ამ ეტაპითო. ტრამვაიზე ჩემ ძმას მოვკარი თვა-
ლი, სალამი მომცა. საწყალი, აჰყვებოდა ერთ ვაგონს, მერე ისევ
უკან ჩამოჰყვებოდა. ასე მიმაცილა სადგურამდე. ავჭალის ქუჩას
რომ შევუდექით, აივანზე ერთი ინტელიგენტი მოხუცებული კაცი
დავინახე. გაზეთი აიღო ხელში, ვითომ კითხულობს. ჯარისკაცმა
დაუძახა: „შინ შედი“. მოხუცმა ყურადღება არ მიაქცია. ჯარისკაც-
მა თოფი დაუმიზნა. მაშინ მოხუცი წამოდგა და ჯარისკაცს მუშტი
მოუღერა. ჩვენ ამ უწყინარმა პროტესტმაც გაგვახარა და უცნობს
ხელით კოცნა გავუგზავნეთ: სადგურს რომ მივუახლოვდით, ჩემი
ძველი ნაცნობი ანტონ შევარდნაძის ღვინის საწყობისკენ გავიხე-
დე. მისი ღვინის საწყობი ჩვენი კონსპირაციული ბინა იყო, იარაღის
მიბარება, ამხანაგების შეხვედრა, მოლაპარაკება, იქ ხდებოდა. ცი-
ხეში ამხანაგები არ მოდიოდნენ ჩემს სანახავად, ის კი მოდიოდა.
თუმცა სასტიკი ბრძანება იყო დარაბების დაკეტვის შესახებ, მაგრამ
მან მაინც მოახერხა, დარაბა ნახევრად გააღო და სალამი მომცა. ის
სალამი დღესაც გულში თბილად მაქვს შენახული.

სადგურზე საეტაპო ეზოში მიგვიყვანეს. ჩვენი ჩანთები ერთიმეო-


რეში აირია. დაიწყეს ტუსაღებმა ყვირილი, ჩხუბი, არა ეს ჩემია, ეს
ჩემიაო. მე ვაშოშმინებდი: დაიცადეთ, ხალხო, ეს ჩანთები ხომ არ-
- 179 -

სად არ გაიქცევა, შევალთ ვაგონში და ყველა თავისას მიიღებს-მე-


თქი. ამისთვის სრულიად მოულოდნელად კონვოის306 ოფიცერმა
ისეთი სილა გამარტყა ყურის ძირში, რომ მეორე ყურმა ბზუილი
დამიწყო. ჩემმა ამხანაგებმა უთხრეს: ეს კაცი არ ჩხუბობდა, პირი-
ქით აშოშმინებდა და რას ერჩითო. მაგრამ ვინ იყო გამკითხავი?

როდესაც სადგურზე გამოგვიყვანეს და მატარებელში ჩაგვსვეს,


უკვე ბინდი იყო. გადავიხედე: დავინახე ჩემი ცოლი და უფროსი
ქალიშვილი შორიახლოს იდგნენ. ერთხელ მოვკარი თვალი, მეტი
აღარ დამინახავს. ვაგონში რომ ჩაგვსვეს, გვიბრძანეს: ფანჯარასთან
არ მიხვიდეთო. დაიძრა მატარებელი, ჩავიარეთ ყოფილ სამოვოლ-
ნის ქუჩასთან, იქვე ახლოს არის ჩემი სახლი, გადავიხედე, ჩემი ბიჭი
არსენა სახლიდან გამოქცეულიყო, რკინიგზის ლიანდაგთან იდგა.
ფანჯარაში მიცნო და შემომძახა: „მშვიდობით, მამა!“

ბაქოში რომ ჩავედით, ტუსაღებმა მითხრეს, ჩვენ გვეგონა, შენ


გაგიჟდებოდიო; მას შემდეგ, რაც შენი ბიჭი დაინახე, აქამდე სახე არ
გაგსწორებიაო. საფიქრებელი, რასაკვირველია, ბევრი მქონდა: და-
ვტოვე 5 შვილი, 2-10 წლამდე, დავტოვე ცოლი, ახალგაზრდა ქალი.
თავში შავი ფიქრები აირია: ცოლი გაროსკიპდება, ქალიშვილები გა-
როსკიპდებიან, ბიჭები გაჯიბგირდებიან-მეთქი. ბაქომდე გამყვა ეს
ფიქრები. მერე ხელი ჩავიქნიე: ეჰ, რაც იქნება იქნეს; საითაც მიდი-
ხარ, იქით გაიხედე, ახლა ის არის შენი ქვეყანა. კარგად ვიცოდი,
მონანიების ქაღალდი რომ მიმეცა, გამათავისუფლებდნენ. ძალიან
აფასებენ ასეთ ქაღალდებს, მაგრამ მე კატორღა ვარჩიე თავის და-
მცირებასა და შერცხვენას.

ერიქოვი ბაქოში იყო. ზაქროც ბაქოში იმალებოდა, მაგრამ ერთი


წლის შემდეგ დაიჭირეს ამ ჩემს საქმეზე. ამ საქმისთვის დაიჭირეს
აგრეთვე 5 თვის შემდეგ ჩხეიძე და ციხეში მოიყვანეს. პატიოსნად
კი დავებეზღებინეთ ერიქოვს. ჩხეიძის შესახებ უთქვამს: იცოდა და
ერთი თოფიც მოიტანაო. ამიტომ ჩხეიძე მხოლოდ 5 წლით გადაა-

306 „კონვოი“ (რუს.) − თანხლება, მცველად ხლება, კოლონა, ბადრაგი.


- 180 -

სახლეს იაკუტსკში. მე და ზაქრო თანაბრად ვიყავით დაბეზღებული.


მიგვიყვანეს ბაქოს ციხეში. ახლა ჩემი დარდია, ზაქრო უნახავი არ
დამრჩეს. ვიცოდი, კატორგიდან 10% არ ბრუნდებოდა ცოცხალი.
ზაქრო ძალიან მიყვარდა და მინდოდა ის უკანასკნელად მენახა. სა-
უკეთესო მეგობარი იყო ჩემი ზაქრო და მის შემდეგ აღარ მყოლია
ისეთი ამხანაგი. მე რომ ციხეში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მას
ოთხი სული ჰყადა სარჩენი, ჯამაგირს307 შუაზე ჰყოფდა და ნახევა-
რს ჩემს ცოლს აძლევდა. ვინ იზამს ამას? ვინც მოვალე იყო, იმას
არაფერი გაუკეთებია ჩემი ოჯახისთვის. როგორც კი ციხეში მიმი-
ყვანეს, ღამე იყო, დავიწყე ყვირილი: „ჰაჯი-მურად, ჰაჯი-მურად!“ ეს
იყო ზაქროს ფსევდონიმი. გადმომძახა ვიღაცამ: არაქელ, შენა ხარ?
− მე ვარ, მაგრამ შენ ვინღა ხარ? − მე კობა ვარ308. − ზაქროს ნახვა
მინდა-მეთქი, − ვუთხარი, − კატორგაში მივყევართ, ეგებ მეტი ვერა
ვნახო. − იქით არის, მეორე ეზოში, მოვაწყობ, ხვალ გნახოსო. − მი-
პასუხა სტალინმა (კობამ). მართლაც, მეორე დილით ზაქრომ პური
და შაქარი გამომიგზავნა ამხ. აშოტ ხუმარიანის ხელით, შემდეგ თვი-
თონ მოვიდა და მნახა. ზაქრო ჯერ კიდევ არ იყო გასამართლებუ-
ლი, შენც კატორგას მოგცემენ, რადგანაც ერთნაირად ვწერივართ
საბრალმდებლო აქტში-მეთქი. მხოლოდ იცოდე, რომ თუმცა საქმე-
ში სწერია, თითქოს გამცემი ერიქოვია, მაგრამ არ დაიჯერო, ეს გა-
ნგებ არის ნათქვამი, რომ გააჭუჭყიანონ ამხანაგი. გამცემი დათიკო
ნარიმანიძეა, რომელიც უნდა მოვკლათ-მეთქი. საწყალმა ზაქრომ
ბორკილებში რომ დამინახა, გაყვითლდა, პირი გაუშრა, ვეღარ დამე-
ლაპარაკა. ამ დროს შემოვიდა ციხის უფროსი, გაწყრა, რომ ზაქრო
კატორგელებში შემოიყვანეს; უკან წაიყვანეს იმ წამსვე, ორიოდე
სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, მხოლოდ მე ვუთხარი: ჩემი დარდი
ნუ გაქვს, კარგად გადავიტან კატორგას-მეთქი. რამდენიმე წლის
შემდეგ ჩხეიძემ მითხრა: ზაქრო ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ

307 ჯამაგირი − შრომის ანაზღაურება გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ.


308 1908 წლის მარტში ამხ. კობა-სტალინი აქტიურ რევოლუციურ მოძრაობასა და
პარტიულ მუშაობის ხელმძღვანელობისათვის ბაქოს ორგანიზაციაში, ჟანდარმერიამ
დააპატიმრა. სტალინი მარტიდან ოქტომბრამდე იჯდა ბაქოს ცნობილ ბაილოვის
ციხეში, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში ის გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში,
საიდანაც გამოიქცა 1909 წლის ზაფხულში და შეუდგა ენერგიულ მუშაობას
(ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
- 181 -

ერიქოვი გამცემი იყო. შეიძლება ჩავიდა იმ ფიქრით საფლავში, რომ


ერიქოვი წმინდა იყოო. ამხ. სტალინმა (კობამ) მეორე დღესაც გა-
დმომძახა: არაქელ, ბალღები როგორ გყავს? ვიცი, რატომ მიძახის,
ისეთი გულთბილი კაცი არ არის, რომ ჩემი ბალღები აინტერესებ-
დეს, უნდა გაიგოს, მოვტყდი თუ არა. − მე ისე დამემართა, ბიჭო,
როგორც მელიას, რომელსაც ცამდე შეასხმევინეს ტვინი-მეთქი.
გულიანად გაიცინა. შემდეგ, როცა კატორღელები ბაქოს ციხიდან
გამოვყავდით, კობამ ფანჯრიდან თავი გადმოჰყო და გადმოგვძახა:
„ბორკილებს გაუფრთხილდით, ამხანაგებო, მეფის მთავრობისთვის
გამოგვადგებაო“.
ბაქოდან დიდი ამბით წაგვიყვანეს. სადგურამდე გარშემო ცხე-
ნოსანი მცველების რაზმი გვერტყა. მატარებელში ჩაგვსვეს და
ჩრდილოეთისაკენ გვაბრუნებინეს პირი. გზაში ერთი ტუსაღი ფეხი-
სადგილში შევიდა. მოძრაობის გამო იმ საწყალს საჯდომი დაესვე-
ლებინა შარდით. ჩვეულებრივად, როცა ფეხსადგილიდან ტუსაღი
გამოდის, ჯარისკაცი ათვალიერებს, ხომ არ გაუჭრია რამეო. შევიდა
ჯარისკაცი, ნახა საჯდომი დასველებულია, ტუსაღს ქუდი მოჰხადა
და საჯდომი ჩაწმინდა. მერე ისევ თავზე დაახურა. მე ვერ მოვითმი-
ნე − ძაღლი ხომ არ არის, კაცი არის-მეთქი. ჯარისკაცმა ეს ისე გაი-
გო, თითქოს მასზე ვთქვი, რომ ძაღლია. ამოიღო ნაგანი309, გულზე
დამადვა. − რაო, მე ვარ ძაღლი? ერთ წუთში გაიარეს ჩემ თვალწინ
ჩემმა ბალღებმა. გვერდით ბაგრატა სტეფანოვი მიდგა. უთხრა: −
თქვენ კი არ გითხრათ, იმ კაცზე სთქვა, ძაღლი ხომ არ არისო. „ოო,
ფრთხილად იყავი!“ − მითხრა და დაუშვა რევოლვერი. ცოტა გულ-
ზე მომეშვა. ჩვენთან ერთად მოჰყავდათ ადმინისტრაციული წესით
გადასახლებულებიც. პეტროვსკს რომ მივატანეთ, ღამით ერთმა
ამხანაგმა გამომაღვიძა. იყო იქ ერთი ჯგუფი ტერორისტებისა, რო-
მელნიც ჩემი გულისთვის ცეცხლშიც კი გადავარდებოდნენ. ჩემი
სიტყვა კანონი იყო მათთვის. გამომაღვიძა ერთმა ამხანაგმა: იცი,
არაქელ, რა წერილებს იწერებიან კატორღიდან? ყოველი ღონის-
ძიება იხმარეთ, როგორმე გაიქეცით. აქ ჩამოსვლას ინანებთ, ცემა,
ტყეპა, ზნეობრივი დამცირება! ახლა კარგი დრო გვაქვს გასაქცე-

309 ნაგანი − რევოლვერის სახეობა, ლეონ ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერი.


- 182 -

ვად, ჯარისკაცს სძინავს.


ერთი ჯარისკაცი შიგნით იდგა ვაგონში, მეორე გარეთ, ბაქანზე.
გასაღები ჰქონდა იმ ჯარისკაცს, რომელიც შიგნით იდგა; მას ჩას-
ძინებოდა. ტერორისტი ვანო სუთიძე, ხაშურელი ბიჭი, ლომივით
კაცი იყო. საწყალი, ჩამოაღრჩვეს მერე. იგი ამბობდა: „მივვარდები
ერთი მაგას, ყანყრატოში310 ვწვდები და ერთ წუთს გავათავებ, ჩა-
ვიცვამ მის ტანისამოსს, მის რევოლვერს ხელში დავიჭერ, გარეთ
გავვარდები, ჩემთვის საშიში არ იქნება არც ის ჯარისკაცი, რომე-
ლიც კარში სდგას. მხოლოდ არ ვიცით, როგორ უნდა მატარებლის
გაჩერება, შენ იცი და დაგვეხმარე“. რასაკვირველია, მე კარგად ვი-
ცოდი, როგორ ჩერდება მატარებელი. ეს ყველა მგზავრს შეუძლია,
მოატრიალებს ვესტინჰაუზს311 და მაშინვე გააჩერებს მატარებელს.
− კარგი, მე ეს შემიძლია, − ვეუბნები მას. − გაქცევაც სულ ადვი-
ლი საქმეა ახლა. სუთიძე ადვილად გაუმკლავდება ორ ჯარისკაცს;
მაგრამ მერმე სად მიდიხართ? მთელი დაღესტანი სტრაჟნიკებითაა
სავსე. გზა იცით? − არა, მაგრამ აქ არიან კახელი ყაჩაღები, დარჩია-
შვილები. იმათ იციან გზა ნუხაზე. მე ვუპასუხებ: როდესაც გაქცევა
ხდება, გარეთ უნდა გყავდეს კაცი, რომელიც გზას გიჩვენებს, რამდე-
ნიმე თვეს შეგინახავს. გაქცევის შემდეგ გზა შეიკრება და რამდენიმე
ხანს თავი უნდა შეინახო სადმე. გავა დრო და როდესაც გზის შეკვრა
მოსწყინდებათ, მაშინ თავისუფლად ზოგი მღვდლის ტანისამოსში,
ზოგიც სხვაგვარად, თავისუფლად წავა შინ. ახლა რომ გავიქცეთ,
დამხმარე არავინ გვეყოლება, აქვე მოგვეწევიან. ასეთი შემთხვევა
ვიცოდი, ფასანაურში რომ გაიქცნენ ტუსაღები, იქვე ჩახოცეს. ის
გაქცევაც ასე სტიქიურად მოხდა. ეს ერთი, მეორე, რომ ამბობთ,
დარჩიაშვილებმა იციან გზა ნუხისკენო, სასეირნოდ ხომ არ მიდიხა-
რთ, რომ გაიქცევით, სროლა ატყდება; ვინ იცის, ვინ სად მოხვდე-
ბა! მერმე განა ბორკილებით გაქცევა შეიძლება? გარდა ამისა, ად-
მინისტრაციულად გადასახლებულებმა იციან რამე ამის შესახებ?
− არა, არ იციანო, − მიპასუხეს. − ჰო, და თუ არ იციან, თქვენ უნდა
იცოდეთ, რომ მათ ხიშტებზე ააგებენ, ასეთი ამბებიც მომხდარა. რა

310 ყანყრატო − ყელი, ხორხი.


311 ვესტინჰაუზი − იგულისხმება რკინიგზის მუხრუჭი, რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა
და ინჟინერმა, ჯორჯ ვესტინჰაუზმა (1846-1914) გამოიგონა.
- 183 -

პირით უნდა შევხედო მერე მათ დედ-მამას? რას მეტყვიან? შენი გუ-
ლისათვის ამხანაგი დაღუპე? ვანო, გული ნუ გაგტეხია, − ვეუბნები
სუთიძეს, − სულ ოთხი წელიწადი გაქვს მისჯილი, ორი განვლილი
გაქვს. დანარჩენსაც ფეხის ნეკზე გაათავებ. ამ ტერორისტებს შორის
იყვნენ ჩემი ამხანაგები ბაგრატ სტეფანოვი, ჰაიკ ხაჩიკიანცი; ვანო
სუთიძე. ყაჩაღებს ძალიან უნდოდათ გაქცევა, მაგრამ არ იცოდნენ,
მატარებელი როგორ გაეჩერებინათ. რადგანაც მე მათ წინადადებას
არ დავეთანხმე, გაქცევა ჩაიშალა.
მეორე თუ მესამე დღეს „მინერალურ“312 სადგურზე მივედით.
ზაფხული იყო, ქვეყანა ბიბინებდა, პეპელებივით აჭრელებული
ხალხი, ქალები, კაცები, ლაღად დასეირნობდნენ. ჩვენ კი ტუსაღის
ტანისამოსში ვიყავით გახვეული. წამოვდექი, მინდოდა გარეთ გა-
დამეხედნა. „დაჯექი, სად იყურები!“ მესმის ჯარისკაცის ხმა. დავჯე-
ქი, რას ვიზამდი. გახედვის ნებაც არ გვაქვს. გული იტანჯება. ვინ
იცის, იმ სახლში რამდენი ჩვენზე უარესი ურევია, მათ ნება აქვთ
ბუნების სილამაზით დატკბნენ, ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი?
გზაში რუსები შეგვხვდნენ, იმათაც გვითხრეს: სახურავი გავ-
ჭრათ, და გავიქცეთო. ეს ოცნება იყო. არ იცოდნენ, რომ სახურავის
გაჭრა ასე ადვილი არ არის, ქვევიდან ხე სჩანს, მაგრამ ზემოდან რკი-
ნაა. მივედით სარატოვში313. სადგურზე მოვიდა აფიცერი, რომელ-
მაც ციხეში წაგვიყვანა. მხეცსა ჰგავდა. უბრძანა ჯარისკაცებს: წინა
წყებამ ნელა იაროსო, უკანა წყება ტუსაღებს მიაწვეს, ხოლო ვინც
გვერდით არის, კონდახებით სცემოს რიგიდან გამოსულ ტუსაღე-
ბსო. ყველაზე უკეთესი მდგომარეობა შუაში მავალთათვის იყო.
მართალია საშინლად შემჭიდროვებული ვიყავით, ფეხებს გვადგა-
მდნენ ფეხებზე, მაგრამ თოფის კონდახები მაინც არ გვხვდებოდა.
ჩვენს მცველებს ეშინოდათ, გაშლილად არ წავსულიყავით, ვინაი-
დან აქ უფრო მოსახერხებელი იყო გაქცევა. ისე შეგვამჭიდროვეს,
რომ ფეხებს ძლივს ვადგამდით. მივყავდით საგუბერნიო ციხეში,

312 მინვოდი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლის მხარის მინერალოვოდსკის


საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, კავკასიის მინერალური წყლების
ეკოლოგიური-საკურორტო რეგიონის შემადგენელი პუნქტი.
313 სარატოვი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, სარატოვის მხარის ადმინისტრაციული
ცენტრი.
- 184 -

რადგანაც ცენტრალური საკატორღო ციხე ჯერ კიდევ მზად არ


იყო ჩვენს მისაღებად. სარატოვის საგუბერნიო ციხის უფროსი მა-
შინ ვიღაც გერმანელი გუმბერტი იყო, რომელიც 1905 წელს დაეჭ-
რათ ყუმბარით. ახლა თურმე იძახოდა: ჩემი სისხლი უნდა ამოვი-
ღოო, და სასტიკად აწვალებდა ტუსაღებს. რომ შევედით ციხეში,
აქეთ-იქით ვიყურებოდი, ეგებ ნაცნობი აღმოჩნდეს სადმე-მეთქი.
მაგრამ ერთი ტუსაღიც არ შემხვდა. კიდევაც ვუთხარი ამხანაგებს:
ტფილისში რომ ტუსაღებს მოიყვანენ, ტუსაღები ფანჯრებს ამსხ-
ვრევენ, აქ კი ჩამიჩუმიც არ ისმის-მეთქი. თუმცა დიდი მხეცი იყო
კონვოის უფროსი, იმანაც კი ადამიანობა გამოიჩინა და გაგვაფრ-
თხილა: თუ ფული გაქვთ, ციხის ადმინისტრაციას ჩააბარეთ, თორემ
თუ შემდეგ გინახეს, როზგს დაგარტყამენო. მე 80 კაპეიკი მქონდა,
გადავეცი. ზოგიერთს 10-15 თუმნამდე აღმოაჩნდა.
კანცელარიაში მაგიდასთან ციხის უფროსი იჯდა. იქვე მახლო-
ბლად ერთგვარი რკინის გალია იყო დადგმული. შეგვრეკეს ამ
რკინის გალიაში. − გაიხადეთ ყველაფერი ბორკილების გარდაო,
გვითხრეს. საწყალ ტუსაღებს ზოგს ჩუსტში ჰქონდა ფული ჩაკე-
რებული. ვდგევართ ასე ტიტველი. მე ხელად ავუღე ალღო რო-
გორ უნდა მოვექცე. ახლო არ მივედი რკინის ხლართულთან; ვინც
ახლო მივიდა, ზედამხედველმა პირდაპირ კბილებში ჩასცხო ხმალი.
ტუსაღს გააღებინებდნენ პირს, უსინჯავდნენ პირის ღრუს, შიგ არა-
ფერი ჰქონდეს დამალულიო, შემდეგ დაკუზავდნენ, უკანა ტანში
უყურებდნენ. ერთ სამუდამო კატორღამისჯილს ექვსი თუმანი
უპოვეს ოქროთი, პატარა ტყავის ლულაში ჩაედო. ჩვენ გაკვირ-
ვებით ვუყურებდით ამ სურათს, ჩვენში არაფერი ამის მსგავსი არ
მინახავს. ისეთი სასტიკი, მხეცური მოპყრობა იყო, რომ კონვოის
უფროსმა კიდევაც უთხრა: „რას შვებით, ადამიანები არიან, მანამ
მე არ ჩამიბარებია, ნუ სცემთ, მერე თუ გინდათ − დახოცეთო“. მას
უდიერად უპასუხეს: რა უფლება გაქვთ, რომ ტუსაღებთან შენიშ-
ვნას გვაძლევო. ერთი ტუსაღი ვერ იკუზებოდა, როგორც საჭირო
იყო. „გაასწორე ხმლით“ ტყაპ! ზოგიერთი ჩვენი ამხანაგი, ვანო სუ-
თიძე და სხვები ამბობდენ: ჩვენ ასე თავს არ გავასინჯინებთო. მე
ვუთხარი: შვილო, ჩვენ ხომ არ გვაყურებინებენ, თვითონ გვიყუ-
- 185 -

რებენ უკანიდან, იმათთვის არის სირცხვილი, გვიცქირონ სანამ არ


მოსწყინდებათ-მეთქი, − მართალიაო, გაუხარდათ მათ.
მოგვცეს ახალი ტანისამოსი. ჩვენი ძველი ტანისამოსი იქვე
დაიტოვეს. საწყალ ბიჭებს, რომელთაც ტანისამოსში ფული ჰქო-
ნდათ ჩაკერებული, სულ იქ დარჩათ. წაგვართვეს ჩანთები, წიგნები,
მარტო ჩაი და შაქარი ჩაგვიყარეს კალთაში. შემიყვანეს კამერაში:
ვხედავ, ტუსაღები კუნჭულში ჩაცუცქულან. ასფალტის იატაკი
გიშერივით პრიალებს. შესვლისთანავე ჩვენებურად დავიძახე: გა-
მარჯობათ! გაჩუმდიო, − მითხრეს ტუსაღებმა. შემდეგ თვალი მი-
ყვეს − აქ მოდიო. მივედი, ჩავცუცქდი მეც. სუთიძე და ხაჩიკიანი
ჩემთან შემოიყვანეს. სუთიძე იცინის, ეს რა ამბავიაო. ნახევარი სა-
ათი ველაპარაკე ამ ლანდებს და ორი თვის წინათ ჩვენგან წასული
ამხანაგები კი ვერ ვიცანი. − შენ არაქელა არა ხარ? − ჰო, მაგრამ
თქვენ ვინღა ხართ? − მე დიხამინჯია ვარ, ვერ მიცანი? − კაცო,
რამ მოგკლა ასე? − გაჩერდი ცოტა ხანს აქ და მიხვდები. კარებში
ძაბრივით ე.წ. ვოლჩოკი314 იყო გაკეთებული, ვიწრო პირი გარეთ
ჰქონდა. იქიდან ხშირად ზედამხედველები იყურებოდენ, და თუ
ტუსაღს ლაპარაკში შეუსწრებდნენ, კარცერში მიჰყავდათ. საწყა-
ლი ტუსაღები თან მელაპარაკებოდნენ, თან ვოლჩოკისაკენ იცქი-
რებოდნენ. კამერაში დამხვდა იოსება სართანია, ხოლო ფართხუ
სართანია კარცერში ჩაესვათ. ესენი სენაკის საქმეზე იყვნენ დაჭე-
რილი. ვიკითხე: რისთვის ზის კარცერში-მეთქი, − არაფრისთვის,
როდესაც ციხის უფროსი ჩამოივლის, ზედამხედველმა უნდა უჩ-
ვენოს, რომ კარცერი სავსეა. ამიტომ ხშირად 6-7 დღე უმიზეზოდ
ვყრივართ კარცერშიო. ამ ლაპარაკში სართანიაც ამოვიდა. ის იგ-
ლეჯდა ბალანს თავსა და ტანზე. თითქო არაფერი ყოფილიყოს.
მე ვკითხე: ნუთუ არ გტკივა-მეთქი, − არაო. იქვე მოკვდა მერე ის
საწყალი. შემდეგ ტუსაღებმა გვასწავლეს: უფროსი ზედამხედვე-
ლი მოვა, დაგიძახებთ: „გამარჯობა!“ თქვენ რაც შეიძლება მაღალი
ხმით უნდა უპასუხოთ: გამარჯვებას გისურვებთ! თორემ ყბაში შე-
მოგკრავსო. მოვიდა ეს უფროსი ზედამხედველი. წვერიან ეშმაკს
ჰგავდა. სხვათა შორის, ჩემი წვერი ციხეში ყოველთვის მშველოდა.

314 „ვოლჩოკი“ (რუს.) − ბზრიალა.


- 186 -

უფროსი ზედამხედველები უფრო ხშირად წვერიანები იყვნენ და


მეც პატივს მცემდნენ ამ წვერისთვის. გაგვამწკრივეს ახლადმოსუ-
ლები − მე, სუთიძე, ხაჩიკიანი. ხაჩიკიანი პატარა კაცი იყო. სუთიძე
კი ლომივით ვაჟკაცი. შემოვიდა უფროსი ზედამხედველი, ტუსა-
ღებს ჰკითხა: ასწავლეთო? − ვასწავლეთ, − უპასუხეს მათ. ჯერ მე
მომიბრუნდა: „ზდოროვო!“315, მეც ხმამაღლა ვუპასუხე: „ზდრავია
ჟელაიაუ გასპაძინ სტარშოი!“316 მოეწონა: „ნიჩევო“317 − სთქვა, მე-
რმე ხაჩიკიანთან მივიდა. „ზდრავია ჟელაიაუ გასპაძინ სტარშოი!“
− ჩაიხრიწინა ხაჩიკიანმა. „შიბჩე“318 − დაუძახა. − „ზდრავია ჟელაიუ“,
მაგრამ ხმა ვეღარ ჰყოფნის. − „შიბჩე“ − გზაში გავცივდი, მეტი ხმა
არა მაქვსო. − მე შენ გიჩვენებ ყელის გაციებას! ბოლოს სუთიძეს
მიუბრუნდა, ამან ისე დააღო პირი და დაიღრიალა, რომ შეშინებუ-
ლი ზედამხედველი ჯარასავით შეტრიალდა. ერთი სიტყვით, ამაში
მე და სუთიძემ ხუთის მიმატება მივიღეთ.
ამის შემდეგ გასაკრეჭად წაგვიყვანეს. ორი კვირა ვიყავით ეტაპ-
ში. დათვებივით ბანჯგვლიანი გავხდით. გაკრეჭის დროს სკამი არ
მოგვცეს. დაჩოქილი ვიყავით. დალაქი ტუსაღი იყო. იარაღი ცუდი
ჰქონდა, ისე გლეჯს თმას, რომ კამეჩი აბღავლდებოდა, მაგრამ წა-
რბი არ უნდა შეგვეხარნა, თორემ ხმალს ჩაგვარტყამდნენ. საწყალ
დალაქს არ შეეძლო ეთქვა, ცუდი იარაღი მაქვსო. ბორკილებიც გა-
მოგვიცვალეს, ძველს ბორკილებსაც არ ენდვნენ.
როცა სასეირნოდ გავყავდით, წეროებივით უნდა ჩავმწკრივე-
ბულიყავით. სასტიკად გვქონდა ნაბრძანები, ვისაც უკან მიჰყვები,
სულ კისერში უნდა უყუროო. ისე გვიჭერია თავები, რომ თუმცა
ვგრძნობდით, გვერდით მეორე ჯგუფი დადიოდა, მაგრამ ვინ იყო,
არ ვიცოდით, მაგრამ მიხედვის უფლება არ გვქონდა. განზე მიხედვა
და ხმლის ყუის შემორტყმა ერთი იყო. ხანდახან ტუსაღსა და ზე-
დამხედველს შორის მორიგებაც ხდებოდა: გაგარტყა, თუ კარცერ-
ში წაგიყვანოო. საწყალი თათრები თითქმის ყოველთვის გარტყმას
ამჯობინებდნენ. ზედამხედველები ციხის უფროსს შერჩეული ჰყა-

315 „ზდოროვო“ (რუს.) − გამარჯობა.


316 „ზდრავია ჟელაიაუ გასპაძინ სტარშოი!“ (რუს.) − გამარჯობა, ბატონო უფროსო.
317 „ნიჩევო“ (რუს.) − არაუშავს.
318 „შიბჩე“ (რუს.) − უფრო ძლიერ.
- 187 -

ვდა იმათგან, ვინც 1905 წელს ასე თუ ისე შეურაცხჰყო მოძრაობამ.


ერთი სიტყვით, მთელი ციხის ადმინისტრაცია შავრაზმელებისგან
შესდგებოდა. იყო ასეთი შემთხვევა. ტუსაღმა კედელზე ბაღლინჯო
მიაკლა, ამისთვის 7 დღე კარცერი მისცეს. პირი, ე.წ. პარაშკაზე319
უნდა დაგვებანა, ფეხსადგმელში მხოლოდ ორჯერ გვიშვებდნენ
დღეში. დანარჩენ დროს მუცლის ტკივილიც რომ აგტეხოდა, ყუ-
რადღებას არ მოგაქცევდნენ, პარაშკა უნდა გამოგვეყენებინა. თვა-
ლები დაგვისივდა შარდის აორთქლებისგან, მთლად დაყვითლებუ-
ლი ვიყავით. იატაკი კი აპრიალებული იყო, მისი წმენდა დაჩოქი-
ლებს გვიხდებოდა. პირს რომ ვიბანდით, იატაკზე წვეთიც არ უნდა
დავარდნილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში 7 დღის კარცერი გვე-
ლოდა. ჩოთქს არ გვაძლევდნენ, თორემ დიდი სიამოვნებით გავწ-
მენდდით. ცენტრალურ ციხეში ერთხელ ზედამხედველს ვუთხარ:
ჩვარი მოგვეცი და დიდი სიამოვნებით გავწმენდთ კამერას-მეთქი.
ეს ღა გაკლიათ სწორედო, − მიპასუხა მან. ერთ ტუსაღს ცხელი ჩაი
მოჰქონდა. ცოტა გადმოწვეთა. − გაგარტყა თუ კარცერში წაგიყვა-
ნოო? − გამარტყიო, − უპასუხა საწყალმა. ორჯერ გაარტყა და მერე
გააწმენდინა. ერთი სიტყვით, ხალხი განადირებული იყო.
რკინის ჩარჩოზე ბრეზენტი320 იყო გადაჭიმული, თივის ბალი-
ში გვქონდა, ხოლო საბნად შინელს321 ვხმარობდით. ეს იყო ჩვე-
ნი ლოგინი, სადილად მოჰქონდათ ერთი დიდი ჯამი წვენი. შიგ პა-
ტარა ხორცის ნაჭრები ეყარა; როდესაც უფროსი ტუსაღი კოვზს
დაჰკრავდა, ყველა ტუსაღი წვენში ხორცს დაუწყებდა ძებნას. იყო
შემთხვევა, რომ ჩვენ ექვსი ვიყავით, ჩვენში კი ხუთი ნაჭერი აღმოჩ-
ნდებოდა; ერთი დარჩებოდა სულ უხორცოდ. პური არ გვყოფნიდა.
ორ გირვანქასაც არ გვაძლევდნენ. ამიტომ ტუსაღები ერთმანეთს
ჰპარავდნენ პურს. პურს ჩვეულებრივად უბეში ინახავდნენ. პარას-
კეობითა და ოთხშაბათობით სამარხო გვეძლეოდა: პშენო322, წყალი
და ერთი მისხალი ზეთი ოთხ ადამიანზე. ჩვენთან ისხდნენ ტუსა-

319 „პარაშკა“ (რუს.), პარაშა − კასრი, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად


ციხის საკანში.
320 ბრეზენტი − ხეშეში, მკვრივი, წყალგაუვალი ქსოვილი, ჩვეულებრივ, სელისა.
321 „შინელი“ (რუს.) − ფარაჯა, მაზარა, ჯარისკაცის მოსაცმელი.
322 „პშენო“ (რუს.) − ბურღულეული.
- 188 -

ღები, რომლებსაც სისხლი ამოჰქონდათ პირიდან. აშკარად ჭლექი


სჭირდათ, მაგრამ ერთი ჯამიდან ისინიც სჭამდნენ და ჩვენც. ერთმა
ასეთმა ჭლექიანმა ამხანაგმა ციხის უფროსის თანაშემწეს სთხოვა,
საავადმყოფოში გამგზავნეო. თანაშემწემ დაცინვით უთხრა: − იტი-
რე და ისე ითხოვეო. მან მართლა დაიწყო ტირილი, − მოუმატე ტი-
რილსო. იმანაც მოუმატა. − ცრემლები რომ არა გაქვს, ისე ტირი,
როგორ შეიძლება, ბაზარში წადი და ცრემლები იყიდეო.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალმოსული ეტაპიდან ვინმე არ
გაეროზგათ. მეორე თუ მესამე დღეს კანტორაში გამიძახეს. შემო-
ვიდა უფროსი ზედამხედველი. − წვერიანო, აქ მოდი, − დამიძახა
მან და რკინის გალიაში შემიყვანა. შემდეგ გამოიყვანეს ონიკ მიკი-
რიანცი, მას დიდი ცოდვა უპოვნეს: ამ საწყალს ციხეში ორი შაუ-
რი შეეტანა პირით. მახორკას ვიყიდიო, უფიქრია. ეს ორი შაური
მიუბარებია „ხაჟატის“, ანუ მეკორიდორესთვის. ეს ხაჟატები ყვე-
ლანი ჯაშუშები არიან, ამასაც ეს ორი შაური უფროსი ზედამხედ-
ველისთვის მიეტანა: ამისათვის გადაუწყვიტეს საწყალს 7 დღე
კარცერი323 და 25 როზგი. მოახსენეს გუბერნატორს: დისციპლინა
დაარღვია, ამისთვის გადავუწყვიტეთ 7 დღის კარცერი და 25 როზ-
გიო. გუბერნატორს წარწერა გაუკეთებია: შეასრულეთო. მოვიდა
ორი დარაჯი, ჩახადეს შარვალი: ერთმა ფეხებზე, მეორემ კისერზე
დაადვა ფეხები. ორ ზედამხედველს როზგი უჭირავს, ერთს თორმე-
ტი, მეორესაც ცამეტი. ისე გულიანად ურტყამდნენ, თითქოს პირა-
დი მტერი ყოფილიყოს მათ წინაშე. 10 თუ 12 გაუძლო საწყალმა,
შემდეგ ყვირილი დაიწყო. რკინის გალიაში რომ არ ვყოფილიყავ,
მივვარდებოდი. მე ვფიქრობ: აბა რა კაცი ხარ, შენს წინაშე უდა-
ნაშაულო ადამიანს როზგს ურტყამენ და ვერაფრით ვერ ეშველე-
ბი. საბრალოს თვალებით ვეუბნებით: „აბა, რა გიყო, გალიაში ვარ“.
გიჟივით იყო საწყალი. გაროზგვა რომ გაათავეს, შემდეგ წიხლით
კარცერში ჩააგდეს. მე მითხრეს: სუყველას აგრე გიზამთ, თუ რამეს
დააშავებთო.
მოვდივარ იქიდან, ზედამხედველი უკან მომდევს. პირველად

323 კარცერი − განცალკევებული საკანი ციხეებში, სადაც დროებით ათავსებენ პატიმარს


მკაცრად დასჯის მიზნით.
- 189 -

ვნახე ასეთი სურათი, ცუდად იმოქმედა ჩემზე. მივდივარ და აღარ


მახსოვს, ჩემი კორიდორი რომელია, კიდევ კარგი, რომ ჩვენ კორი-
დორთან ვერანი324 ხატი ეკიდა; ამან მიშველა: ერთი ნაბიჯი გადა-
ვდგი თუ არა ზედმეტი, ხატი დავინახე. მხოლოდ ის ერთი ნაბიჯი
მომივიდა ზედმეტი. მაშინვე დაინახა ზედამხედველმა: „დაარტყით
მაგასო“. ერთი კი მოასწრო შემორტყმა იმ ზედამხედველმა, რო-
მელიც ახლო იყო. გავიქეცი, მივედი, კარებთან დავდექი. ვიცოდი,
რომ უნდა გავქეულიყავ, თორემ სასტიკად გამლახავდნენ. ზედა-
მხედველმა მითხრა: ძველი ტუსაღი ყოფილხარ, წესები უნდა იცო-
დეო. „ტოჩნო ტაკ; გოსპოდინ დიადკა!“325 ვუთხარი მე. საგუბერ-
ნიო ციხეში რაღაც ორი კვირა დავრჩით. ჩვენს იღბალზე ერთხელ
ღამით ჩვენი გვარები ამოიკითხეს. ძველმა ტუსაღებმა გვითხრეს:
გაბედნიერდით, ცენტრალურში გადაგიყვანენო. ასეც მოხდა. ჩვე-
ნი ქაღალდები ზევით იყო, იმათი როგორც ძველებისა − ქვევით.
როდესაც მოვიდა ბრძანება ტუსაღების გადაყვანის შესახებ, აიღეს
ზევითა ქაღალდები.
გადაგვიყვანეს ცენტრალურ ციხეში. იქ მართლაც შედარებით
ცოტა უფრო ზრდილობიანი მოპყრობა იყო. ციხის უფროსი სანკო-
ვიჩი ვითომ ლიბერალი კაცი იყო. მას ტუსაღებმა წასვლის დროს
ხატი მიართვეს. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თავის დროზე.
ვატყობდი, რომ აქ შედარებით უფრო ადამიანური პირობებია. ზე-
დამხედველები ისე არ გვიბღვერიან. სხვათა შორის, ტფილისის ცი-
ხეებიის უფროსმა რიმკევიჩმა რომ მითხრა, თუ ცუდი ყოფაქცევის
ნიშანი დაგიწერე, დაიღუპებიო, მართალი გამოდგა. რიმკევიჩმა 65
კაცში არავის დაუწერა ცუდი ყოფაქცევის ნიშანი, ამისათვის, რო-
დესაც იგი რევოლუციის შემდეგ დაიჭირეს, მე თვითონ ვთქვი: ხელი
არ ახლოთ-მეთქი. მისი თანაშემწე ჩაპსკი კი, ქუთაისის ციხის უფრო-
სი, ძალიან ზრდილობიანი ადამიანი იყო, მაგრამ ყველას ცუდი ყო-
ფაქცევის მოწმობა მისცა. საწყალ იასონა ჩიხლაძეს, რომელსაც
ჩაპსკისაგან ასეთი ატესტატი ჰქონდა, სტაცეს ხელი, სცემეს, სცე-
მეს, და წიხლით შეათრიეს კარცერში. ის საწყალი ისე მოკვდა, რომ

324 ვერანი − აოხრებული, გაპარტახებული, უპატრონო, მოუვლელი.


325 „ტოჩნო ტაკ; გოსპოდინ დიადკა!“ (რუს.) − ზუსტად ასეა ბატონო ბიძავ!
- 190 -

არ გამოსულა კარცერიდან. ფართხუ სართანიასაც ისევე სცემეს,


ისიც მოკვდა კატორღაში. დამიძახეს, ჩემს ქაღალდს კითხულობენ:
„კარგი ზეინკალია, მხოლოდ მეამბოხეო“ − ეწერა შიგ. „შენ ბუნტო-
ვშჩიკი ხარ?“ − მკითხა ციხის უფროსმა. მე ვითომ ვერ გავიგე. „დიახ,
ბატონო უფროსო, კარგი ზეინკალი გახლავართ!“ − ვუპასუხე რუ-
სულად. ვნახოთ, ვნახოთო, − სთქვა. თურმე ძალიან სჭირიათ კარგი
ზეინკალი. ავედით კამერებში, ორი კვირა არ გაგვიშვეს სამუშაოზე;
ორი კვირის შემდეგ გაგვანაწილეს: მე საფეიქროში წამიყვანეს. იქ
დილის 4 საათზე გვაღვიძებდნენ. გაგვიყვანდნენ ეზოში და ზამთა-
რში, როცა ყინვა 20 გრადუსამდე აღწევდა, ჩვენ ხანდახან ნახევარ
საათი ვიდექით, ვუცდიდით თანაშემწეს, რომელსაც ამ დროს ეძინა.
ამხ. პავლე საყვარელიძეც (პატარა პავლე) ჩვენთან იყო ტუსაღად,
ფერშალს ემსახურებოდა. მოდიოდა თანაშემწე: „წყნარად, ქუდები
მოიხადეთ“. მოვიხდიდით ქუდებს. − ვინ არის ავად? გავიდოდა ვინც
ავად იყო. დანარჩენებს დაუყონებლივ სამუშაოზე გზავნიდნენ. რო-
გორი ავადმყოფობაც უნდა გეთქვათ, ფერშალი ერთსა და იმავე
ფხვნილს მოგცემდა. წყალი იქ დალიეო. ფხვნილით პირში პირღია
უნდა დასწეოდა ტუსაღი თავის ჯგუფს.
მიმიყვანეს საფეიქროში. იქ ჩვეულებრივ ფანჯრის გაღება არ
შეიძლება არც ზამთარში, არც ზაფხულში. ტილოს ჰქსოვენ. დაზ-
გები ახლოახლოა ერთიმეორეზე. ძაფისაგან მტვრის ბუღი დგას. მე
ვიფიქრე, აქ რა მამუშავებს, უსათუოდ მოვკვდები-მეთქი. მიმიყვა-
ნეს რუს ტუსაღ ფეიქართან: ასწავლეო. ჭლექიანი იყო საწყალი.
„მახორკა გაქვს?“ − მკითხა. − არ მაქვს, ჯერ არ გამომიწერია-მეთქი.
მომცა მახორკა, მერმე ვინაობა გამომკითხა. დამიწყო ძაფის ქსოვის
სწავლება. მე მინდა აქედან თავი დავიძვრინო როგორმე.
მე ვუთხარი: ასეთი ადგილი ჯერ არ მინახავს, თითქოს ტყეში
ვიყო, ისე ვარ, ჯერ მაცალე, შევეჩვიო-მეთქი. ერთ-ორ დღეს დამა-
ცალა. დავდივარ, ვუყურებ აქეთ-იქით. მესამე დღეს მითხრა: − ახლა
დაჯექი, გასწავლიო, საწყალს ძალიან უნდოდა, ჩემთვის ესწავლე-
ბინა, ხოლო თითონ საავადმყოფოში წასულიყო. უფროსები ეუბნე-
ბოდნენ: ასწავლე ვისმე, საავადმყოფოში გადაგიყვანთო. ერთი-ორ
დღეს ძაფის აგება ძლივს ვისწავლე. მეხუთე დღეს მითხრა: დაჯექი,
- 191 -

ახლა ქსოვას გასწავლიო. მე ვუთხარი: − შენ გიჟი ხომ არ ხარ, მე


ზეინკალი ვარ, საზეინკლოში უნდა გადავიდე-მეთქი. − შენი ჭირიმე,
ცოტა ხანს დაჯექი, ვითომ რამეს აკეთებ; ოღონდ მე წავიდე აქე-
დან და მერე შენც დაიძვრენ თავსო. მეც დავჯექი − ჩლაქ, ჩლუქ!
მოვიდა ციხის უფროსი, ჩემს ოსტატს ჰკითხა, თუ იცის ქსოვაო.
− როგორ არა, კარგად იცისო, − უპასუხა ამ უკანასკნელმა. ამის შე-
მდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მე ერთ კვირაში არშინნახევარი
ტილო მოვქსოვე. ძაფები სულ დავწყვიტე. უფროსმა ზედამხედვე-
ლმა ნახა: ეს რა გიქნიაო, − მკითხა. მე ჩემი მხრით ვეკითხები: თქვენ
გინდათ ჩემგან ხეირი ნახოთ? გაიცინეს: რა ხეირი? შენ ფულები
მოგვაგებინე. „კარგი ხელობა ვიცი, ვედრო ხომ არ გაქვთ გასაკე-
თებელი, ან სამოვარი ხომ არ გაქვთ მოსაკალი. მე კარგად ვიცი
ეს ხელობა. ტულაში326 ვიყავი, იქ მიმუშავნია. ორთქმავალის ამუ-
შავებაც ვიცი“. ძალიან გაუხარდა: − ორთქლის მანქანა გვაქვს, რო-
მელმაც დიდი უთო უნდა აამუშავოსო. წავედი, ვნახე, ეს ჩემთვის
უბრალო საქმე იყო. დამინიშნა თვეში ერთი მანეთი. ბედნიერი ვარ.
მე და სუთიძეს გვეყოფა. გირვანქანახევარი327 თამბაქო 45 კაპეიკად
ღირს, გირვანქანახევარი შაქარი 20 კაპ. ცოტას ჩაის საყიდლადაც
გადავდებთ. 10 კაპეიკი კიდევ მორჩება მარკისთვის და ფოსტის ქაღა-
ლდისთვის; ხანდახან ერთი ორი შაურის კრენდელსაც328 ვიყიდით.
ხელოსნები შედარებით თავისუფალნი ვიყავით. სამუშაოზე ყვე-
ლაფერი გვავიწყდებოდა. მუშაობა გვიტაცებდა, ზედამხედველიც
არ იდგა ქარხანაში, მხოლოდ გარედან იყურებოდა. უბედურები
იყვნენ ისინი, ვინც სამუშაოზე არ გაჰყავდათ. ესენი იყვნენ ისეთე-
ბი, ვისაც 15-20 წელიწადი კატორღა ჰქონდა მისჯილი. ვისაც ცუდი
ყოფაქცევა ეწერათ, ან ვინც ხელოსნები არ იყვნენ. ასეთი ტუსაღე-
ბი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. სულ ტყუილა-უბრალოდ
სცემდნენ. იყო მაგალითად, ასეთი შემთხვევა, გაიძახეს ერთი ტუსა-
ღი გარეთ, კორიდორში, წერილი მოგივიდაო. იქ ისე ბნელოდა, რომ

326 ტულა − ქალაქი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სალითონო წარმოების


უძველესი ცენტრი.
327 გირვანქა − ძველებური წონის ერთეული − უდრის 96 მისხალს ანუ 409,5 გრამს.
გირვანქანახევარი − 614,25 გრამი.
328 კრენდელი − საკონდიტრო ნაწარმი, ფუნთუშა, რომელსაც რვიანის მოყვანილობა
აქვს.
- 192 -

კამერიდან ვერაფერს ვერ დაინახავდი. გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ


შემოვიდა. გაიძახეს მეორე, ისიც მალე შემოვიდა. − რად გიძახიან,
კაცო? − მკითხეს: სადაური ხარ, ვინა ხარო. გაიძახეს მესამე. შემო-
ვიდა, ილანძღება: თქვე მამაძაღლებო, სულ გამასივეს ცემით, რას
მალავთ, ვერ იტყვით, რომ გცემეს? ეს იყო ძიძიგური, ურიადნიკი329,
გურიელის მკვლელი. დამიძახეს, − ამბობდა იგი. − რკინა ეგდო იქ,
ორი ფუთი იქნებოდა. მითხრეს, ასწიეო, მე ვთქვი: ალბათ მცდიან
მეთქი, დავავლე ხელი, ავსწიე. უფროსი ზედამხედველი სუსტი იყო,
ჯერ უმცროსი ზედამხედველი მომდგა, მირტყა, მირტყა, იმან რომ
დამასუსტა, მერე უფროსმა დაიწყო. მათ გარდა კიდევ სხვებიც იყ-
ვნენ. ახლა ისინიც მომდგნენ და მირტყეს. მიხა პაპუნაშვილს, რო-
მელიც შემდეგ დუშეთის საქმეზე დახვრიტეს, სამი თვის განმავლო-
ბაში მუდამ დღე სცემდნენ. საწყალმა არც რუსული იცოდა, არც
ხელობა. 12 წლის კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი. − ბოლოს ისე
შევეჩვიე, ვიცინოდიო, − გვიამბობდა, − ნაშუადღევის საათის 5 ყო-
ველთვის უფროსი ზედამხედველი შემოდიოდა, ფანჯრებს სინჯა-
ვდა, მერე მომდგებოდა და მცემდა; მე ვიცინოდი. მართლა ვიცინო-
დი, განა! ჩვენ ვკითხეთ : არა, მართლა იცინოდი, ბიჭო? − მართლა
ვიცინოდი, ისეთი გლახაკები მცემდნენ, რომ სასაცილო იყო. კარგი
ბიჭი იყო საწყალი. შემდეგ მობეზრდათ და თავი დაანებეს.
ცოტა ფული ძალიან ბევრს ნიშნავდა კატორღაში. 5 მან. ხომ
მთელი კაპიტალი იყო. ვისაც თვეში სამი მანეთი მაინც ჰქონდა დახ-
მარება, ყველა გადარჩა. დიდი ნაწილი შიმშილით დაიხოცა. უპუ-
რობამ დაღუპა. უმრავლესობას ჩაი და შაქარი არ ჰქონდა. ცხელ
წყალს სვამდნენ მარილითა და ჭვავის პურით. თავმოყვარე იმე-
რელი ბიჭები დაიხოცნენ ყველაზე მეტად; არ ჰქონდათ არაფერი,
არც ჩაი და შაქარი, არც მახორკა და ვერც სთხოვეს სხვებს. რუსე-
ბი უკეთესი ყოფილან, უფრო სცოდნიათ დახმარება გაჭირვებაში.
ჩვენში კი ბევრს სტირიან, ვაი-ვუიო, მაგრამ ნამდვილად ყურადღე-
ბას ნაკლებ აქცევენ თავიანთ გადაგზავნილებს. პირველ ხანებში მე
ქართველებს ვუწერდი წერილებს, რადგან ქართულის წერა არ

329 „ურიადნიკი“ (რუს.) − რუსეთის არმიის უმცროსი ოფიცერი: სამაზრო (რეგიონული)


პოლიციის უმდაბლესი მოხელე.
- 193 -

შეიძლებოდა. იმდენ რამეს მაწერინებდნენ საწყლები, რომ ერთმა


ტუსაღმა კიდეც სთქვა: არაქელ, ყველაფერი რომ მოვიდეს, რასაც
შენ სწერ, მთელი მატარებელი მოუნდებაო. ნათესავები პასუხს არ
აძლევდნენ.
ნამუშევარში ფულს გვაძლევდნენ. კარგ მქსოველს, რომელიც
დღეში 16 არშინს მოქსოვდა, თვეში აძლევდნენ 1 მან. 60. კაპ., ვინც
16 არშინს ვერ მოქსოვდა, იმას სადილსაც არ აჭმევდნენ. ძაფის და-
მრთველებს თვეში 13 კაპეიკს აძლევდნენ. მიკვირს, სირცხვილით
როგორ უწერდნენ 13 კაპ.-ს არამზადები. გარდა საფეიქროსი, იყო
სამკერვალოც, ფეხსაცმლის სახელოსნო, საზეინკლო და სხვა. გა-
რედან მოდიოდნენ მოიჯარეები და ტუსაღებს ქირაობდნენ. მთა-
ვრობის იყო მარტო საფეიქრო და მანქანის განყოფილება; სახაზი-
ნო იყო სამკერვალოც, დანარჩენი სახელოსნოები კერძო მოიჯა-
რეების ხელში იყო. საერთოდ, მოიჯარეებთან სჯობდა მუშაობა.
ბევრს გვამუშავებდნენ, მაგრამ პურის ფულის აღება მაინც შეი-
ძლებოდა. მხოლოდ საზეინკლო ჰქონდა აღებული ისეთ მოიჯარეს,
რომელიც სისხლს გვწოვდა. ეს მოიჯარე ებრაელი იყო, გვარად ზა-
იონცი. 1905 დარბევას გამოქცეოდა, ამერიკაში წასულიყო. იქ შრო-
მის რაციონალიზაციის ორგანიზაცია ენახნა და ისე მოაწყო მუშაო-
ბა, რომ ერთ წუთს არ შეგვასვენებდა. დღეში თვითეული ტუსაღი
2 შაურს მთავრობას აძლევდა. იგი ამბობდა: მე კარგი ხელოსანი
არ მინდა, ჩემთვის სულერთია, ცუდსა და კარგს ერთნაირად ვა-
მუშავებო. იმ ორი შაურიდან 10%, ე.ი. 1 კაპეიკი ჩვენი იყო. გარდა
ამისა, მარდად გვამუშავებდა. მე მარდი მომუშავე ვიყავი, მაგრამ
16 კაპ.-ზე მეტს ვერ ვაკეთებდი, ღუმელის კარს ვაკეთებდი, თითო
კარს 35 ხელი უნდა გაევლო, ისე იყო დაყენებული მუშაობა, რომ
ერთი წუთს ვერ შევჩერდებოდით, მე თუ გავჩერდებოდი, ეს მეო-
რეს გააჩერებდა, მისი გაჩერება − მესამეს და ა. შ. ფორდი მოგვიწყო
რაღა; როდესაც ფეხისადგილში მივდიოდით, ჩაქუჩის დადება რომ
მდომოდა, თითებს ვერ ვშლიდი, თუ მეორეს ხელს არ მოვიშველი-
ებდი. თითონ შუაში დადგებოდა, გვიყურებდა − არ იცუღლუტო-
ნო. ვინც ხშირად ფეხისადგილში მიდიოდა, ითხოვდა სამუშაოდან.
ორში ერთი, ან აქ უნდა გვემუშავნა ისეთ უბედურ პირობებში, ან
- 194 -

საფეიქროში უნდა წავსულიყავით, სადაც ჭლექის შეყრა აუცილე-


ბელი იყო. ჩვენთან დგომით რომ დაიღლებოდა, კანტორაში შევი-
დოდა, აეყუდებოდა კარს და გვითვალთვალებდა. ასე არაადამიანუ-
რად გვეპყრობოდა, თუმცა 60000 მანეთი ჰქონდა ჩვენგან მოგრო-
ვებული და ბანკში შენახული. ერთი სიტყვით, გაკეთდა კაცი. თუ-
მცა ციხეში დუქანი იყო, მაგრამ თითონ მოჰქონდა სანოვაგე, ამა-
შიც ფულს იგებდა. ორ კვირაში ერთხელ გვისწორებდა ანგარიშს.
ათასმანეთიანი შეკვეთები ჰქონდა, მაგრამ ხანდახან პატარ-პატარა
შეკვეთებს ღებულობდა. ანგარიშის გასწორების დროს ხშირად
გამოსტოვებდა ასეთი ნამუშევარის ხელფასს, ხოლო როდესაც გა-
ვახსენებდით, პატარა შეკვეთა იყო და დამავიწყდაო. მეტადრე აუ-
ტანელი იყო ჩვენი მოიჯარის ძმა. თვით ზაიონცი მოხუცებული
კაცი იყო. მისი ძმა კი უფრო ახალგაზრდა, მსუქანი, გასივებული.
როცა მიყურებდა, გული მიძგერდა. მეჩვენებოდა, ჩემი გულიდან
მის ტანში მილია გაყვანილი და ჩემი სისხლითაა გასივებული-მეთ-
ქი. იმ ქარხანაში გავცივდი, თორემ ბრონქიტს ჩემთან რა უნდოდა.
გაყინულ კედელთან ვიდექი დღეში 10 საათი, ნახევრად სარდაფში.
ვერც მივტრიალდებოდი, ვერც მოვტრიალდებოდი, გაშეშებული
ვიყავი ერთ ადგილას. მუშაობა უნდა შეგვეწყვიტნა 5 წუთით ადრე
ციხის ზარის დარეკამდე, რათა ხელის დაბანა მოგვესწრო. ამიტომ
ცალკე სახელოსნოებში რეკდნენ ზარს ხუთი წუთით ადრე, ვიდრე
საერთოდ ციხის ზარი დაირეკებოდა და ზედამხედველები უკვე კა-
მერებში წაგვიყვანდნენ. მაგრამ ერთხელ არ მახსოვს შემთხვევა,
რომ ჩვენს მეიჯარეს თავის დროზე დაერეკოს ზარი; ციხის ზარი
და მისი ზარი ერთად გაისმოდა. სახელოსნოდან ზედამხედველს
პირდაპირ დასაძინებლად მივყავდით. იქაც თანაშემწეს ეჩქარებოდა
ჩვენი დათვლა და კამერებში შერეკა. იქაც არ გვაცლიდნენ ხელ-პი-
რის დაბანას.
აბანოში ორ კვირაში ერთხელ მივყავდით. ორ სამ თვეს ვრეცხე
ჩემი პერანგი, მერე მივანებე თავი. შეგვრეკავდენ 70-80 კაცს ერთად.
ორი ონკანი იყო, სულ 15 წუთით დარჩენის უფლება გვქონდა. 15
წუთის შემდეგ დაგვიძახებდნენ: „გამოდით!“ ვინც წესები ვიცოდით,
ხომ კარგი. გამოვვარდებოდით საპნიანი; თორემ შემოვარდებო-
- 195 -

და ზედამხედველი და ამ შიშველ ტანზე „ტყაპ-ტყაპ“ − იყო ერთი


ცემა. ფეხსადგილშიც კომანდით330 მივყავდით. თუ ერთი ადგებოდა,
სხვაც უნდა ამდგარიყო. − თუ ერთმა გაათავა, თქვენ რას უცდი-
თო. ერთიმეორეს ვეკითხებოდი: „გაათავე ბიჭო?“ აქაც სეირნობის
დროს კისერში ცქერა იყო დაწესებული, დალაპარაკება არ შეი-
ძლებოდა. ციხეში ოთხი სართული იყო და რეჟიმიც ოთხნაირი იყო
დამყარებული. როგორიც თანაშემწე იყო, იმნაირი რეჟიმი ჰქონდა
შემოღებული. ერთმა მათგანმა, გვარად ხარკოვსკიმ, თავი მოიკლა
და ამით გამოისყიდა თავისი დიდი ცოდვები. ადამიანი კი არა, ნა-
მდვილი ღვთის რისხვა იყო. დაადებდა სკამზე ფეხს: „ზდაროვო“!
„ზდრავია ჟელაიემ!“ − ვუძახოდით. 60-ჯერ ათქმევინებდა ხალხს.
ბოლოს ხელოსნებს ეთქვათ: სამჯერ ვუპასუხებთ, მეტს არაო. შე-
ვასრულეთ ეს, ამის გამო დიდი უბედურება დატრიალდა. გამოგვი-
ცხადეს: საკარცერო რეჟიმზე იმყოფებითო. წაგვართვეს ლოგინე-
ბი, არ გვაძლევდნენ არც სადილს, არც ჩაის. მარტო პური, ცივი
წყალი, მარილი იყო ჩვენი საზრდო. კუნჭულებში ვეყარეთ. ბოლოს
მოხსნეს ეს რეჟიმი. ამით დაინტერესებული იყო მოიჯარადე ზაი-
ონცი, წავიდა, ციხის უფროსს სთხოვა. დიდი დავიდარაბის შემდეგ
მოისპო ეს უთავბოლო „ზდრავია ჟელაიუ“, ერთხელ გვეუბნებოდ-
ნენ, მეტს არა.
ინსპექტორი მუდამ თვეს მოდიოდა: აბა საჩივარი თუ გაქვთ
რამეო. ვინც ტუტუცი იყო, იჩივლებდა. ჭკვიანი უპასუხებდა, ყვე-
ლაფერი კარგად არისო. ერთხელ მოვიდა ინსპექტორი: − ჩვენ ვხე-
დავთ ადამიანი შემოვიდა, მაგრამ ვინ არის, არ ვიცით. ვერ დავი-
ნახეთ, ვინაიდან ნაბრძანები გვქონდა, წინამ უნდა უყუროს ჭერს,
ხოლო უკანამ წინას უნდა უყუროს კისერშიო. ხელები დაბლა
უნდა გეჭიროს, თითები გაშლილი უნდა გქონდეთო, გვითხრეს: −
„ზდოროვო!“ „ზდრავია ჟელაემ ვაშე პრევოსხოდიტელსტვო!“331 ინ-
სპექტორი გაოცებულა, ეს რა ამბავიაო. ამის შემდეგ აკრძალა ეს
დამამცირებელი ტაკიმასხრობა.
დილით 4 საათზე გვაღვიძებდნენ. კაცმა სთქვას, არც ღამე გვე-

330 „კომანდა“ (რუს.) − მოკლე სიტყვიერი ბრძანება.


331 „ზდრავია ჟელაემ ვაშე პრევოსხოდიტელსტვო!“ (რუს.) − გამარჯობა, თქვენო
უმაღლესობავ.
- 196 -

ძინა ხეირიანად, ისეთი პირობები იყო. ცენტრალურ საკატორღო


ციხეში, როგორც ვსთქვი, 4 სართული იყო. ყოველ სართულში
ორი განყოფილება. ყოველ განყოფილებაში თითო ზარი ეკიდა, ე.ი.
სულ 8 ზარი იყო. ყოველ საათში უნდა ერეკნა დარაჯს, რათა ეც-
ნობებია, რომ მას ჰღვიძავს. ახლა წარმოიდგინეთ, ჯერ დაკრავდა
პირველი ზარი, მერე მეორე ზარი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და სხ.
ჩვენ ვწვებოდით 9 საათზე, 10 საათამდე თუ მოვასწრებდით ცოტა
წაძინებას, 10 ზე დაიწყებოდა ამ ზარების რეკა და გათენებამდე
აღარ გვასვენებდა. გათენებისას 4 საათზე ზარები ხშირ რეკას დაი-
წყებდნენ. ეს იყო გაღვიძების ნიშანი. ყოველი ტუსაღი იმ წუთშივე
უნდა წამომხდარიყო, ტანისამოსი ჩაეცვა, საწოლი აეწია, კედელზე
მიეკრა. კამერის დაგვა, იატაკის გაკრიალების შემდეგ, ტუსაღები
ღილებშეკრული უნდა გამომწკრივებულიყვნენ. კარცერი ელოდა
იმას, ვისაც თუნდაც ერთი ღილი არ ექნებოდა შეკრული. მე-5-6-7
კამერებს კიდევ არა უშავდა რა, ვინაიდან დათვალიერება პირველი
კამერიდან იწყებოდა: სანამ პირველ კამერებს დაათვალიერებდნენ,
უკანასკნელები მოასწრებდნენ ჩაცმას, მაგრამ პირველი კამერის
მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მე მოვხვდი ერთხელ პირველ კა-
მერაში, იქ გამომიცხადეს, − ადრე ადგომის უფლება არა გაქვსო. ჩუ-
მად საბნის ქვეშ ვიკრავდით ღილებს, ზამთრის შარვლებზე მთელი
ტოტების სიგრძეზე ღილებია. სულ 30 ღილზე მეტია, თან „ვოლ-
ჩოკისკენ“ ვიყურებოდით, ზედამხედველები ხომ არ გვიყურებენო.
ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი „ლიბერალი“ უფროსი წაიყვანეს.
გადმოიყვანეს საგუბერნიო ციხის უფროსი გუმბერტი. მთელი ციხე
აძრწოლდა შიშით. მე ამხანაგებს ვაიმედებდი: ნუ გეშინიათ, აქ ვერ
გაატარებს ისეთ რეჟიმს, როგორიც იქ ჰქონდა, იმიტომ, რომ აქ სა-
ხელოსნოებია, იქ კი ადმინისტრაციას არაფერი საქმე არ ჰქონდა,
გარდა ტუსაღებისა და კამერების თვალიერებისა-მეთქი. შეყოყმა-
ნდება კიდეც, სახელოსნოში მუშაობის დროს რამე გვითხრას, ვინ-
მე არ გაბრაზდეს და თავში ხელსაწყო არ დამითხლიშოსო. მაგრამ
უნდა ითქვას, რომ ჩემი მოსაზრებანი მხოლოდ სანახევროდ გამა-
რთლდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, სამუშაოებზე გვავიწყდებოდა, რომ ტუ-
- 197 -

საღები ვიყავით. მუშაობით ვერთობოდით, მხოლოდ, როდესაც ცი-


ხის უფროსი გუბერტი შემოდიოდა, ისე უნდა გავქვავებულიყავით,
როგორც ვიდექით. გვიკამანდრებდნენ: „სმირნო“!332 და ყველანი
მუმიებს უნდა დავმსგავსებოდით. ციხის უფროსს რევოლვერამო-
ღებული ზედამხედველები შემოჰყვებოდნენ.
გუმბერტი ერთ წელიწადს დარჩა ჩვენთან, ხელახლა სანკოვიჩი
მოიყვანეს. [დიდი სიხარული იყო ციხეში ამის გამო.] სანკოვიჩი რომ
გადაჰყავდათ, ტუსაღებმა ხატი მიართვეს. ამაზე დიდი მითქმა-მოთ-
ქმა იყო. სხვათა შორის პოლიტიკურების ინიციატივით მოხდა ეს.
ერთმა კიდეც მითხრა: რა მოხდა, ხუთი შაური გადავიხადეო. მე ვუ-
თხარი: უკეთესი იყო, ხუთი შაური ტუსაღისთვის მიგეცა, მახორკას
მაინც იყიდდა-მეთქი. რასაკვირველია, სისხლის სამართლის დამნა-
შავეებმაც მოაწერეს ხელი. შედარებით სანკოვიჩი ლმობიერი იყო.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, როდესაც ტუსაღს როზგს ურტყამდნენ,
ის კბილებს იჩიჩქნიდა.
ლოცვა ციხეში აუცილებელი იყო. [ჩვენ] პირველად ვუთხარით:
[რომ] რუსული ლოცვა არ ვიცით-თქო. ქართულად ილოცეთო.
მეგრელები გამოგვადგნენ აქ. ფაღავები, სართანიები. ლოცვა სცოდ-
ნოდათ, ისინი ლოცულობდნენ და ჩვენ ყველას უნდა გაგვემეორე-
ბინა, ყოველ კამერაში ხატი ეკიდა. როდესაც საღამოთი შემოწმე-
ბა გათავდებოდა, ახლა ილოცეთო, დაგვიძახებდნენ. შემოვტრია-
ლდებოდით, ბევრი მართლა ლოცულობდა, მაგრამ მე ენის მოჭრა
მერჩია, ვიდრე ლოცვის სიტყვების წარმოთქმა. ყოველ სიტყვაზე
გინება მოვაწყე და ისე ვამბობდი. მითხრეს კიდეც ამხანაგებმა: ნუ
გვაცინებო. ბოლოს ერთი რუსი ტუსაღი დააყენეს მლოცველად.
ქართველები ვიდექით და ვუყურებდით.
როგორც ზემოთ ვთქვი, ტუსაღები სამკერვალოშიც მუშაობ-
დნენ. ერთმა ტუსაღმა ალექსანდრე კუზნეცოვმა თავის სატუსაღო
ტანისამოსი გადააკეთა, გაალამაზა ცოტა. ამისთვის იგი კარცერში
ჩასვეს, [როზგიც კი დაარტყეს.] მთავრობას უნდოდა, ტუსაღი რაც
შეიძლება უმსგავსოდ ყოფილიყო, თორემ რა ენაღვლებოდათ,
თვითონ ტუსაღმა გადააკეთა თავისი ტანისამოსი.

332 „სმირნო“ (რუს.) − ყურადღებით, სმენა.


- 198 -

იატაკი ისე ბრჭყვიალებდა, ჩვენ კი ტილები გვეხვია. სარეცხს,


რასაკვირველია, არ რეცხავდნენ. დიდი გაჭირვებით ნახევარი გირ-
ვანქა საპონი ვიყიდე. ტანი არ დავიბანე იმ დღეს, სულ ეს პერანგი
ვრეცხე. მთელი საპონი დავახარჯე პერანგს და ძლივს გავიგე, რა
ფერისა იყო. აბანოში შევამჩნიეთ, რომ ტუსაღებს მუწუკები ეყა-
რათ ტანზე: ექიმებს ვკითხეთ, − გადამდები არ არისო. ჯირკვლების
დაავადებით გამოწვეული ცუდი საჭმლის ნიადაგზეაო. კამერაში 30-
35 კაცი ვიყავით. ეტაპი რომ მოვიდოდა, 10-15 კაცი იატაკზე წვებო-
და, შემდეგ ორი თვის, ან თვენახევრის განმავლობაში 5-10 საწოლი
კედელზე რჩებოდა მიკრული, ხალხი ნაკლები იყო.
ციხეს სპეციალური მოიჯარადეები ჰყავდა, რომლებიც კუბო-
ებს ეზიდებოდნენ. ზოგ ზედამხედველს განსაკუთრებით მკვდრე-
ბის გადაზიდვა ებარა, ისე დღე არ გავიდოდა, რომ მიცვალებული
არ გაეტანათ. ერთხელ მე თვითონ ვნახე, რომ ერთ დილას ექვსი
მკვდარი გაიტანეს. მე მეგონა, ღამე ტუსაღებს უჩხუბნიათ და ერთი-
მეორე დაუხოცნიათ-მეთქი. ტუსაღისაგან გავიგეთ, რომ ზედამხედ-
ველი თავის ქალას უტეხავს მიცვალებულს. ეგებ სძინავსო. [და-
ძინებული არისო.] ამის გამო ყრუ უკმაყოფილების ხმა გაისმოდა.
შიგ ტუსაღებში იყვნენ ჯაშუშები, რომლებმაც ეს უკმაყოფილე-
ბა უფროსებს შეატყობინეს. და ამის შემდეგ თავის ქალას აღარ
უმტვრევდნენ; სადგისს ატაკებდნენ ფეხის გულში, განსაზღვრულ
ადგილას. თუ სძინავს, უსათუოდ გაიღვიძებსო. ქრისტიანებისათ-
ვის მღვდელი მოჰყავდათ, ხოლო მუსულმანებისთვის − მოლა.
ერთხელ მოიტანეს ჩვენი ამხანაგი იასონა ჩიხლაძე, გადავიხედე,
მინდოდა მისი დანახვა, ამისთვის კარცერში ჩამსვეს. ფანჯარასთან
მისვლის ნება არ გვქონდა. ან მოჰკლავდნენ, ან მთელ კამერას კა-
რცერის მდგომარეობაში ამყოფებდნენ. იმერლებს, ცოტა არ იყოს,
ულვაშების აგრეხა უყვარდათ. თუ ვინიცობაა ამას დაინახავდნენ,
წაავლებდნენ ხელს და როგორც წიწმატს, ისე ააგლეჯდნენ. სიდე-
დრთან ხომ არ მიდიხარ სტუმრადო. ყველანი ვცდილობდით, ულ-
ვაშები ძირს დაგვეწია.
საკატორღო ციხე სულ სხვა ქვეყანა იყო. ზედამხედველები თა-
ვიანთ ცოლ-შვილით ციხის გალავანში ცხოვრობდნენ. თუ რომე-
- 199 -

ლიმე ზედამხედველი ერთი-ორი კვირის განმავლობაში არავის არ


დააბეზღებდა, არავის როზგს არ დაარტყამდა, მაშინვე დაითხოვ-
დნენ სამსახურიდან. ამიტომ წარამარა გვაბეზღებდნენ. ერთმა ზე-
დამხედველმა ერთი ფეიქარი დააბეზღა, ძაღლი მიწოდაო, ნამდვი-
ლად ამ უკანასკნელმა უთხრა: ძაღლი ხომ არა ვარო, მაგრამ ვინ
დაუჯერებდა. თუ გინდ 12 ტუსაღს ემოწმა, მათს მოწმობას ნდობა
არ ჰქონდა. 25 როზგი დაარტყეს.
ხშირად ღამე ლამპა ჰქრებოდა. მჟავბადი333 აღარ იყო საკმარისი.
ინსტრუქციით ციხეში მთელი ღამე ლამპა უნდა ენთოს. უფლება
არ გვქონდა, ფანჯარა გაგვეღო. დავუძახებდით: ბატონო ზედა-
მხედველო, ლამპა ჰქრება. − სარკმელი გააღეთო, − დაგვიძახებდა.
მხოლოდ მაშინ შეგვეძლო გაგვეღო. ამიტომ გასაკვირველი არაა,
რომ როგორც შემდეგ დავთრის ცნობებით გამოირკვა, 11 თვეში
774 კაცი მომკვდარიყო. როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებით იმერ-
ლები იხოცებოდნენ. ვერ შეეჩვივნენ იქაურ ჰაერს, ჭვავის პურს,
დამპალ მჟავე კომბოსტოს და თევზის ბორშს. ჩვენ დიდხანს არ ვი-
ცოდით, რა იყო ცინგა334. ერთხელ დილით ერთი ტუსაღი წამოდგა.
ამბობს: − კაცო ნიფხავი მიჭერს რაღაცაო. ვხედავთ, სუქდება კაცი.
ვეუბნებით: გასუქებულხარ. − რა ამბავითო, რას ამბობთ, როგორ
თუ ვსუქდები, ორ ლუკმას ვერაფერს ვჭამო. დაუძახეს ფერშალს,
ბარძაყებზე ჰქონდა დაყრილი როგორც წითელა, მხოლოდ მუქად,
დააჭირა ხელი ფერშალმა, ხორცი აღარ ამოიზნიქა. დამპალი იყო.
წაიყვანეს საავადმყოფოში და მალე მოკვდა. ასეთი შემთხვევები გა-
ხშირდა. ჩვენ ექიმს ვუთხარით: ჩვენში ეს ავადმყოფობა არ არის.
− თქვენში რა უნდა, იქ მჟავე ვაშლი გაქვთო. ძალიან შველოდა
აგრეთვე „სელიოტკა“335 და ლიმონი.
საავადმყოფოში კერძს კარგად აძლევდნენ, მაგრამ რეჟიმი იქაც
სასტიკი იყო. თუ ტუსაღი მწოლარე ავადმყოფი არ იყო, საღამოს
დათვლის დროს უნდა წამომდგარიყო, ხოლო თუ არ წამოდგე-
ბოდა, საავადმყოფოდან პირდაპირ ბნელ კარცერში მიჰყავდათ.

333 მჟავბადი − იგულისხმება ჟანგბადი.


334 ცინგა − იგივე სურავანდი, მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С
ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არყოფნა.
335 „სელიოტკა“ − ქაშაყი. თევზის სახეობა.
- 200 -

სანამ კარცერში შეხვიდოდით, ბნელი კორიდორი იყო, მიდიხართ


ბნელში, შეგიყვანენ სადღაც პირდაპირ ქვის ხაროში და ჩაგკეტენ.
იქ არც დასაწოლი იყო, არც დასაჯდომი, ტუსაღს ნიფხავ-პერანგის
ამარა სტოვებდნენ ცივ ასფალტზე. იქვე იდგა ერთი პატარა კასრი,
„რიაჟკას“336 უძახდნენ, ტუსაღს ამ კასრში უნდა დაეკმაყოფილე-
ბინა ბუნებრივი მოთხოვნილებანი. მხოლოდ დილით შეიძლებო-
და იმის გატანა ფეხისადგილში, სხვა დროს ტუსაღი კარცერიდან
ფეხისალაგში არ გაჰყავდათ. კარცერში დამწყვდეულთ მხოლოდ
პურს, მარილს და წყალს აძლევდნენ. როდესაც კარცერში პირ-
ველად წამიყვანეს, მე გავოცდი. ტფილისშიც მინახავს კარცერი,
მაგრამ სარატოვისას იგი ბევრად ჩამორჩებოდა. მინდა გავარკვიო,
სად ვარ? ვაჭყეტ თვალებს, გავიარე, გავზომე. ჩემს საკანს ოთხი ნა-
ბიჯის სიგრძე აქვს, 3 ნაბიჯის სიგანე. ხელი წინ მიჭირავს, რომ რამეს
არ დავეტაკო. იატაკზე მარილი ჰყრია, ვატყობ ფეხებზე მეკვრება.
პირველ ღამეს იმ კასრზე დავჯექი. ჩამძინებოდა, მაგრამ თეძოები
ჩამჭრა, ვიწრო იყო ის ვერანა. ავდექი მთელი ღამე ისე გავათენე.
აღარ დამძინებია. მეორე დღეს კედელს მივეყუდე, ისე დავიძინე.
მძინარე წავქცეულიყავი. გამომეღვიძა. ვიგრძენი მარცხენა გვერ-
დში მჩხვლეტდა რაღაცა. მერე პირქვე ვიძინებდი, რომ ფილტვები
არ გამციებოდა.
კარცერიდან რომ გამომიყვანეს, ხველა ამიტყდა, ვგრძნობ არა
ვარ კარგად. ერთი უფროსი ზედამხედველი გვყავდა ფილიპ სტეგ-
ნევიჩი, გულმართალი, კეთილი კაცი იყო, საავადმყოფოში წამიყვა-
ნა, გამიკეთეს თერმომეტრი. ჩემს გვერდით ერთი მეგრელი სდგას
სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ გამოცდილი. ვხვედავ ფარულად
თერმომეტრს ურტყამას ნელნელა. გაგვისინჯეს, მას აღმოაჩნდა
სიცხე 38.5, მე − 36, ცოტა მეტი. იგი საავადმყოფოში დასტოვეს,
მე კარცერში დამიპირეს დაბრუნება, სიმულანტი არისო. ძლივს
გადამარჩინა ჩემმა მფარველმა ზედამხედველმა. რადგან ხველება
აღარ მომეშვა, ფერშალს ვუთხარი, სიცხე არა მაქვს, მაგრამ მოის-
მინეთ, რა ხდება ჩემს ფილტვებში-მეთქი. როგორც იყო, ბოლოს
დამაწვინეს საავადმყოფოში. იმისთანა სიამოვნება მგონია, არასო-

336 „რიაჟკა“ (რუს.) − მცირე ზომის ჭურჭელი, პარაშის მსგავსი.


- 201 -

დეს არ განმიცდია. საჭმელი კარგი გვქონდა − კისელი, რძე, თეთრი


პური. რაც აქ იხარჯებოდა, ის რომ საზოგადო სამზარეულოზე და-
ეხარჯნათ, არც ამდენი ავადმყოფობა იქნებოდა, არც ასეთი სიკვდი-
ლიანობა. საავადმყოფოში მოხვედრა მხოლოდ პროტექციით შე-
იძლებოდა. იქ უფრო ხვდებოდნენ ესერები, შეძლებული ოჯახის
შვილები. იმათი ნათესავები ახერხებდნენ ექიმებთან საქმის მოწყო-
ბას. ყველაზე მეტად იხოცებოდნენ იმერლები, შემდეგ თათრები,
შემდეგ ქართლელი და სომეხი გლეხები. [ნაკლებად იხოცებოდნენ,
ალბათ, უფრო შეჩვეული იყვნენ ჭუჭყიან ცხოვრებას.] ყველაზე
ამტანი რუსები იყვნენ. უნდა ითქვას, რომ რუსზე ვაჟკაცურად
არავინ კვდებოდა. იმერლები და თათრები ერთი კვირის წინათ დაი-
წყებდნენ ტირილს. საავადმყოფოში ჩემს გვერდით აქეთ რუსი იწვა,
იქეთ თათარი. ორივე ცუდად იყო. თათარმა მომკლა ღრიტინით:
ვკვდები, ვკვდებიო, რუსი კი ისე იწვა, კაცი ვერ შეატყობდა, რომ
კვდებოდა. ერთბაშად წამოჯდა − არ დაგნებდები, არა, არ დაგნებ-
დებიო, − დაიძახა და გა­ცივდა. როცა ეს რუსი მოკვდა, საღამოს
დათვლა ახალი გათავებული იყო. დავუბრახუნე ზედამხედველს, −
მოკვდა კაცი, წაიღეთ-მეთქი. − გასაღები კანტორაში არის, საიდან
წავიღოთო. ნაშუაღამევის სამ საათზე ის თათარიც მოკვდა. საავად-
მყოფოში უფრო გვიან დგებოდნენ. მხოლოდ 7 საათზე აღებდნენ
კარს, ასე ვწევარ ორ მკვდარს შუა, მხოლოდ დილით მოვიდნენ და
გაიტანეს გვამები.
საავადმყოფოში ერთი სიმულანტი იყო, სისხლის სამართლის
დამნაშავე რუსი. საავადმყოფოდან გაქცევას აპირებდა და თავს იგი-
ჟიანებდა. ყველას მოაბეზრა თავი, ძალიან გვიშლიდა ხელს. მე ეს
არ მომწონდა. სინდისიანად იყავი, კაცო, სხვას რას აწუხებ-მეთქი.
გავედით ერთხელ სასეირნოდ, ორ-ორი ვდგევართ. საავადმყოფოში
მეტი თავისუფლება იყო, ვისთანაც გინდოდა, იმასთან დადგებოდი,
ლაპარაკიც შეიძლებოდა. სიმულანტმა დაანება თავი თავის ამხანა-
გს და ცალკე დადგა. ზედამხედველი იძახის: წყვილად, წყვილადო.
ეს კი მაინც კენტად დგას. მერმე ხელი წამკრა: − წადი, ჩადექიო. მე
ვუთხარი: შენ წადი, თუ გინდა-მეთქი. მომიქნია ხელი. მე დავასწა-
რი და ცხვირში ჩავარტყი. მაგრამ ისე ჩავარტყი, რომ წაიქცა. ერთი
- 202 -

ორიც ზემოდან მივაყოლე. ზედამხედველი ზემოდან მიყურებს:


თურმე მას უხარია: სიმულანტმა ყველას მოაბეზრა თავი. ამ დროს
შემოვარდა უფროსი ზედამხედველი. დავდექი წმინდანივით, მაგრამ
ჩემმა გალახულმა სიმულანტმა მოასწრო და წვერში მეცა, ერთი
ორი თავშიც მითავაზა. ძლივს გავაშვებინე წვერი, ერთიც ვთხლი-
შე. დაიწყო სიმულანტობა: ვითომ ნერვები აეშალა, პირზე დუჟი
მოადგა. ზედამხედველმა მითხრა: გიჟი არის, რად უპასუხეო. გიჟი
საგიჟეთში უნდა იყოს-მეთქი. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, უფროსი
ზედამხედველი მიყურებდა, რომ იგი მომვარდა და იგი მირტამდა.
დაიწყო გამოძიება, რომელსაც მოჰყვა ის, რომ ჩემი ბრონქიტი-
თურთ გამომაგდეს საავადმყოფოდან. ნელნელა ბრონქიტმა თა-
ვისთავად გაიარა. თუმცა ორი წელიწადი კატორღის მერე კიდევ
მტკიოდა, მაგრამ ახლა სამაგიეროდ ვატყობ − ფეხები დამისივდა,
ნელ-ნელა ცინგა მოდის. წელიწადნახევარი მიკლია კატორღის გა-
თავებას, ნუთუ ახლა უნდა დავიღუპო. მივწერე ოჯახში: წადით ვანო
ხახუტაშვილთან, უთხარით, ყოველ თვე გამომიგზავნოს ხუთ-ხუთი
მანეთი, ან ათი თუმანი მასესხოს ერთად-მეთქი. კატორღას გავათა-
ვებ, ციმბირში გავალ და გადავუხდი მეთქი. ძმამ მომწერა − თვითონ
ხახუტაშვილი ქესატად არისო. ამის შემდეგ ერთხელ მომივიდა ექ-
ვსი მანეთი, ერთხელ ხუთი მანეთი. ვიფიქრე, ალბათ ვინმე ამხანაგმა
გამომიგზავნა-მეთქი. ბოლოს ცოლმა მომწერა: ხუთი მანეთი ძმამ
გამოგიგზავნა, ხოლო ექვსი მანეთი − მეო. ფული რომ დახარჯული
არ მქონოდა, უკან დავუბრუნებდი. ცოლი ფაბრიკაში მუშაობდა,
45 კაპეიკს იღებდა, ქალიშვილიც − აბაზს. ამ ფულით ექვსი სული
ცხოვრობდა. ჩემთვის რაღა უნდა გამოეგზავნათ. მივწერე აღარ გა-
მომიგზავნოთ-მეთქი.
ომის დროს (1914-1917წწ) კიევის უნივერსიტეტი სარატოვში გა-
დმოიტანეს, ვინაიდან შიში იყო, რომ კიევს გერმანელები აიღებ-
დნენ. კიევის სტუდენტობამ თავიანთი რევოლუციური სული მოი-
ტანეს სარატოვში. უკანასკნელი კურსის სტუდენტები მედიკოსები
პრაქტიკაზე დადიოდნენ. ციხეშიც შემოდიოდნენ. მათ შორის ერთი
სიმპატიური ყმაწვილი, უკანასკნელი კურსის სტუდენტი, გვარად
ლარინი. ხელად გააბა კავშირი ჩვენთან. გაუკვირდა − ესე როგორ
- 203 -

ხართ მიგდებულიო. საავადმყოფოში ყოფნის დროს სტუდენტებ-


მა სამი მანეთი გამომიგზავნეს. საავადმყოფოდან რომ გამოვედი,
შევუთვალე: მეტს ნუ გამომიგზავნით-მეთქი. თითქმის ვათავებდი
კატორღას და არ მინდოდა არავის დამადლება. უნივერსიტეტში
ქალებიც სწავლობდნენ, მათ ტუსაღების ნახვის ორგანიზაცია მო-
აწყეს. ჩვენ შევუთვალეთ ჩვენი გვარები. იმათ თავიანთი გვარები
გვაცნობეს. შემოგვითვალეს: თქვენს სანახავად მოვალთ, ვითომ
თქვენი ნათესავები ვართო. პირველად გავუშვით ისეთი ამხანაგები,
წითელრაზმელები, რომელთც სრულებით არავითარი დახმარება
არ ჰქონდათ: მიხა პაპუნაშვილი, ვანო სუთიძე და სხვები. პირველად
კარგად ჩაიარა ამ შეხვედრამ. ქალებმა კარგი საჩუქარი მოიტანეს,
ჩაი, შაქარი, კარაქი, ყველი მთელი ბოღჩა იყო. გაცოცხლდენ პირ-
დაპირ ბიჭები, რომ მათაც ყურადღება მიაქციეს. მეორე თვეში ჯერი
ჩვენზე დადგა, ციხის „არისტოკრატიაზე“, მაგრამ ადმინისტრაცია
მიგვიხვდა, 7-8 წელიწადია არავინ მოსულა, ერთბაშად როგორ გა-
უჩნდათ ქართველებს რუსი ნათესავებიო. მე ველი, ჩემთან უნდა
მოვიდეს ნინა ალექსენკო; უკვე დამზადებული მაქვს, რა ვუთხრა:
ასე უნდა ძიას დავიწყება? ბოლოს: კარგად ისწავლე! შემოვიდა ზე-
დამხედველი, მკითხა: „თქვენ ნათესავი გყავთ?“ − არა, ნათესავი არ
მყავს, დეიდა იყო ჩემი რუსზე გათხოვილი, დეიდაშვილი სწავლობს
ჩემი სადღაც, არ ვიცი კი სად. ჰკითხა მეორეს, მესამეს, შემდეგ გვი-
თხრა: „თქვენი ნომერი ვერ გავა!“ არც მოტანილი სანოვაგე გადმო-
გვცეს, იმიტომ, რომ გადმოცემა მხოლოდ ნახვის დროს შეიძლება,
დავრჩით ხახამშრალი, ის წითელრაზმელები კი სიხარულით კინა-
ღამ გაგიჟდნენ: განა ხუმრობა საქმე იყო, სტუდენტი ქალები და ვა-
ჟები მოვიდნენ, კატორღელებს ისე მოეპყრნენ, როგორც თანაბარ
მოქალაქეებს, თანაც იმდენი საჭმელი მოუტანეს!
როგორც ზემოთ ვთქვი, ტფილისიდან დახმარების იმედი აღარ
იყო. ზაიონცთან მუშაობა კი შეუძლებელი გახდა. სისხლს მწოვდა
პირდაპირ. ვფიქრობ, რა ვქნა, რა მოვიგონო. ბოლოს გადავწყვიტე,
მეფურნედ დავდგე. ერთბაშად ვაცხადებ − მე კარგი მეფურნე ვა-
რ-მეთქი, თუმცა ქაღალდში მეწერა, რომ ზეინკალი ვარ. აქამდე ზე-
ინკლად ვმუშაობდი, მაგრამ იმ ბრიყვებმა მაინც დამიჯერეს, როცა
- 204 -

მეფურნეობა დავიჩემე.
ფურნეში მუშაობა კარგი იყო. პური რამდენიც გინდოდა, იმდენი
გექნებოდა. მაგრამ რა პური იყო? სადაც საძაგელი ფქვილი იყო,
ის მოჰქონდათ ჩვენთან, მეტისმეტად ცუდად აცხობდნენ. ნახევარი
ცომი იყო. ტალახს ჰგავდა. ტუსაღებს ამ პურსაც არ გვაძლევდნენ
სამყოფს: დილიდან სადილამდე გვყოფნიდა, სადილიდან მეორე
დილამდე მშიერი ვიყავით.
გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ფურნეში შეიძლება სიკვდილს გა-
დავრჩე. უფროსი მეფურნე სიღნაღელი ბიჭი იყო, გავაცნე ჩემი გა-
ნზრახვა, კარგიო, − მითხრა, − გეტყვი, როდის განთავისუფლდება
ადგილიო. ერთი კვირის შემდეგ გაიხსნა ადგილი, მაშინვე მომცეს.
აქ უკვე მაძღარი ვარ. პური რამდენიც მინდა, იმდენი შემიძლია ვჭა-
მო, ისე გავბედნიერდით, რომ ლავაშის გამოცხობაც დავიწყეთ. ჩვე-
ნი უფროსი ზედამხედველი შედარებით კარგი კაცი იყო − თქვენი
არის, როგორც გინდათ, ისე გამოაცხვეთო. კარგი ფქვილი მოვი-
და ჩემს იღბალზე, ერთი ორი ვაგონი. მეც ვთქვი: ბიჭებო, პატარა
პურები გამოვაცხოთ, ნუ დავიზარებთ, ისე, რომ ერთი პური ორ
ტუსაღს ერგოს-მეთქი. დიდი პური არ ცხვებოდა ისე კარგად. შეძ-
ლებისდაგვარად ღუმელი გამოვწმინდეთ, თუმცა ამის უფლებას არ
გვაძლევდნენ. ტუსაღებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი − აი, უყურეთ,
რაც არაქელა ფურნეში წავიდა, პური გაუმჯობესდაო. მთელი ციხე
მადლობელი იყო ჩემი. ერთხელ ერთი ტომარა თეთრი ფქვილი მი-
ვიღეთ. არ ვიცი, შეცდომით იყო ეს, თუ შეიძლება იფიქრეს, დაე
ერთხელ ტუსაღებმაც სჭამონ თეთრი პურიო. გადავმალეთ ეს თე-
თრი ფქვილი, ლავაშებს ვაცხობდით ჩვენთვის. ფურნეში რვა კაცი
ვიყავით, გვერდზე სამზარეულო იყო. ჩვენ მზარეულებს ვაძლე-
ვდით პურს, მზარეულები ჩვენ სამაგიეროდ საუკეთესო საჭმელს
გვირჩევდნენ. ამრიგად, ერთი ტომარა თეთრი ფქვილი გავათავეთ.
ახლა მეორე ტომარას უნდა შევუდგეთ. ამ დროს ერთმა რუსმა მე-
ფურნემ განაცხადა: უნდა შევატყობინოთ უფროს ზედამხედველს,
რომ თეთრი ფქვილი არისო, ჩვენ ბევრი ვეხვეწეთ, მაგრამ არ და-
გვიჯერა: გაგვიგებენ და უარესი იქნებაო, როზგს დაგვარტყამენო.
მაშინ ჩვენ ვუთხარით: ერთი ტომარა რომ შევჭამეთ, იმას მაინც ნუ
- 205 -

განაცხადებ-თქო. წავიდა, განაცხადა, − დაგვეკარგა, ის ერთი ტომა-


რა თეთრი ფქვილი, საავადმყოფოსთვის გადაიტანეს.
მაგრამ როდესაც პურით მოვძეხი, დავუმიზნე სამზარეულოში
მუშაობას. ფურნეში მუშაობა ისედაც გამიჭირდა, ძალიან ცხელო-
და, თვალები მეწოდა. წავედი, განვაცხადე: კარგი მზარეული ვარ,
სამზარეულოში გადამიყვანეთ-მეთქი. ამ შემთხვევაშიც დამიჯერეს
და გადამიყვანეს. შინ მივიწერე, ბავშვების სურათი გამომიგზავნე-
თ-მეთქი. ამას გარდა, ისინი აწონეთ, გაზომეთ და შემომითვალეთ
-მეთქი. მინდოდა მათი სიმაღლე მცოდნოდა, რომ ციხის კედელ-
ზე წარმომედგინა, რამხელა არიან. ჩემს საწყალ დედაკაცს ვერ
მოეფიქრებია, და ჩემი ბალღებისა და ჩემი ძმისშვილების სურათი
ერთად გადაეღო. ციხის უფროსის თანაშემწემ გადმომცა. ვუყუ-
რებ, სხვებიც არიან: არც აწერია, რომ ჩემი ძმის შვილები არიან.
ვერ ვიცანი, რასაკვირველია, რვა წელიწადია არ მენახა. ჩემი დე-
დაკაცი რომ იქ ყოფილიყო, ძალიან გავუჯავრდებოდი. − ასე ტუ-
ტუცი როგორ შეიძლება იყოს დედაკაცი-მეთქი. შემდეგ მომივიდა
მარტო ჩემი ბავშვების სურათი, რომელიც შაქრის ყუთის საიდუმ-
ლო ფსკერში დავმალე. დამასმინეს და ზედამხედველმა ჩამომართ-
ვა. ციხის უფროსის თანაშემწე ცოტათი რიგიანი კაცი იყო, მისი
ბავშვებისთვის ხანდახან სათამაშოები გამიკეთებია. მე მას ვკითხე:
თქვენ ბალღები გყავთ, ხომ ძალიან გიყვართ ისინი-მეთქი. − რასა-
კვირველია, მიყვარსო. − მაშ ცოტა ხნით დამიტოვეთ ჩემი ბავშვე-
ბის ეს სურათი-მეთქი. − იყოსო, − მითხრა. მერე თითონ დაავიწყდა,
არ მოუკითხავს და სულ მე დამრჩა ეს სურათი. როცა ტუსაღების
სანახავად ნათესავები მოვიდოდნენ, მე ვამბობდი: მეც ვიყავი ნახ-
ვაზე-მეთქი. − როგორო, − მეკითხებოდნენ. მე სურათს ვაჩვენებდი.
რაკი ბოლოს ხელობას ხშირად ვიცვლიდი: ზეინკალი, მეფურნე,
„კაშევარი“.337 უფროსი მზარეული და შესაფერისად ჩემი მისამა-
რთიც იცვლებოდა, ჩემმა ცოლმა მომწერა, − ცოტა ხანს თუ კიდევ
დარჩი, მინისტრობას მიიღებო.
სამზარეულოში მუშაობის დროს ცოტა მოვსულიერდი, ფეხე-
ბი აღარ მქონდა დასიებული. პურს ბევრს ვჭამდი, კერძიც მქონდა,

337 „კაშევარი“ (რუს.) − მზარეული, ის, ვინც ფაფას ხარშავს.


- 206 -

ხანდახან ისეთი თავები მოგვხვდებოდა, სადაც რბილი მეტია. ამო-


ვსჭრიდით, შევწვავდით კიდეც, უფროს ზედამხედველს ვთავაზობ-
დით, მაგრამ ის არ იღებდა.
ზეინკლობის დროს ხახვი გვენატრებოდა. ერთხელ ერთმა ზე-
დამხედველმა ერთი თავი ხახვი მოგვიტანა. პატარა თავები იცის იქ;
ეს პატარა თავი ხახვი ოთხად გავყავით, მეხუთე მოვარდა, − თქვენი
ჭირიმე, ხახვი გქონიათ, ცოტა მომეცითო. არ დამავიწყდება, ერთი
იმერელი ხშირად ამბობდა: ერთი ტყემალი მაჭამა და მომკლაო.
ერთხელ ამანათი მოვიდა ჩემი დისაგან, ზედვე შევატყე, ძალიან
გაჭირვებული ყოფილან. ცოტ-ცოტა წითელი ხიზილალა, მურა-
ბა, ჩურჩხელები, კიდევ კარგი გულკეთილი ზედამხედველი მყავდა,
თორემ ტკბილეულის უფლება არ გვქონდა: წაიღე ჩქარა, არავინ
გნახოსო, შეიძლება ჩაის, შაქრის, თამბაქოს მიღება, მაგრამ ტკბი-
ლეულისა კი − არა.
დროგამოშვებით ჩხრეკა ხდებოდა ყველა კამერებში, რომ რაიმე
იარაღი არ ყოფილიყო შენახული. ტუსაღებს დერეფანში გაგვრეკა-
ვდნენ ხოლმე. იქ უნდა გაგვეხადნა ტანისამოსი; ვიდექით საცვლე-
ბის ამარა. ამ დროს კამერებს ჩხრეკდნენ. გადმოყრიან, თუ რამე
არის ტუსაღის ჩანთაში. ჩაი, შაქარი, პაპიროსი ყველაფერი ერთად
აირევა. ზედამხედველები ზედ დგანან უდიერად ფეხებით. ტუსაღე-
ბს ხანდახან ჩხუბი მოსდით: ეს ჩემი შაქარია, ეს ჩემი თამბაქო და
სხვ.
როზგისა და კარცერის გარდა არის კიდევ ერთი სასჯელი, რო-
მელსაც დამაწყნარებელ პერანგს უძახიან, ეს არის გრძელსახელო-
ებიანი ტყავის პერანგი, თუ ვინიცობაა ტუსაღს ორჯერ-სამჯერ
ჩხუბი მოუვიდა, ან ზედამხედველი გალანძღა, მას დაჭკვიანება
სჭირია, ჩააცმევენ ამ პერანგს გრძელი სახელოებით უკან ხელებს
შეუკრავენ. ერთხელ ჩააცვეს ერთ მეგრელ ბიჭს, ლატარიას, ტუსა-
ღს წაეჩხუბა და ზედამხედველს უყვირა. ოხუნჯი ბიჭი იყო, უყვა-
რდა ხუმრობა, მასხრობა. ამ პერანგის შემდეგ იჯდა გარინდული,
თითქოს თავის ჭკუაზე არ არისო. მერმე გვიამბო: პირველად ხერხე-
მლის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ თითქოს ზურგზე ალი
მომედო, ბოლოს შევატყვე, რომ თავბრუ დამეხვა და არაფერი მეს-
- 207 -

მის. განსაზღვრული საათის შემდეგ შედის ექიმი, დახედავს, ხელებს


გაახსნევინებს. ტუსაღი გაბრუებული გდია, ვერ უძლებს ამას, თუ
ხელების გახსნა დაგვიანდა, შეიძლება კიდეც გადაირიოს, აიღებენ
და ცივში ჩააგდებენ. ასეთი შემთხვევაც იყო. ორს ტუსაღს ჩააცვეს
დასაწყნარებლი პერანგი და კარცერში ჩაჰყარეს, იმათ იხოხეს, იხო-
ხეს და ერთი მეორეს მიუახლოვდენ. ერთმა მეორეს კბილით გაუხ-
სნა ხელები, მერე მეორემაც ადვილად განათავისუფლა თავის ამხა-
ნაგი. განსაზღვრული დრო რომ გავიდა, შევიდნენ მათ სანახავად,
ადვილად შეატყეს ოინბაზობა და ხელახლა დაშარტეს338 (რკალი-
ვით მოკაკვეს უკუღმა გადაზნიქეს და თოკით შებოჭეს). ერთხელ
გიჟის პერანგების შეკერვა ტუსაღებს შეუკვეთეს. ტუსაღებმა უარი
სთქვეს. ეს იყო 1914 წელს, ჯერ კიდევ ომი არ იყო დაწყებული.
ამის გამო „ლიბერალმა“ ციხის უფროსმა შვიდი კაცი გააროზგვინა,
ხოლო ზოგიც კარცერში ჩაყარა. ჩვენ შიმშილობა გამოვაცხადეთ
სოლიდარობის ნიშნად. ერთ ორ დღეს ვიშიმშილეთ. ამით გათავდა.
ომის დროს ციხის რეჟიმი ცოტათი შესუსტდა, გაზეთების კითხვის
ნება მოგვცეს; წიგნის კითხვის უფლება წინათაც გვქონდა, მხო-
ლოდ ციხის ბიბლიოთეკით უნდა გვესარგებლნა. ნებადართულ
გაზეთს „ინვალიდი“ ერქვა. მთავრობის გაზეთი იყო; სხვა გაზეთების
ნებას არ გვაძლევდნენ.
ტუსაღების ხშირი სიკვდილი ცუდად მოქმედებდა ცოცხლად და-
რჩენილ ტუსაღებზე. მოინდომეს ცენტრალური ციხის განტვირთვა
მძიმე ავადმყოფებისაგან, როდესაც ატყობდნენ ტუსაღს, რომ მო-
მაკვდავია, საკაცით გადაჰყავდათ საგუბერნიო ციხეში; შემდეგ რა
ემართებოდა, ჩვენ ვეღარ ვხედავდით. ამის შემდეგ ორ-სამ კვირაში
ერთხელ თუ იქნებოდა მიცვალებული, მეტი არა.
ტუსაღობის პირველი პერიოდი „გამოსაცდელი“ პერიოდია. ამ
ხანაში ტუსაღი ბორკილებს ატარებს. თუ ამ გამოსაცდელ ხანაში
არც კარცერში ჩავარდება, არც შენიშვნებს მიიღებს, ბორკილებს
შეუხსნიან 6-10 წლიან კატორღელებს წელიწადნახევრის შემდეგ,
ხოლო ვისაც ამაზე მეტი აქვს, უფრო გვიან. ვისაც სამუდამო კა-
ტორღა აქვს მისჯილი, 8 წელიწადს ფეხებშეკრული დადის, ხოლო

338 დაშარტვა − მაგრად შებოჭვა.


- 208 -

4 წელიწადი ხელებშებორკილი. მერე იწყება, მეორე ე.წ. „გამოსწო-


რების“ პერიოდი. ეს ხანა რამდენიმე წელიწადს გრძელდება, როდე-
საც ტუსაღი ამასაც ათავებს, შემდეგ „ციხის გარეშე“ ითვლება. ეს
სახელწოდება დარჩენილია ძველი დროიდან, როდესაც ტუსაღე-
ბს სახალინზე339 და ურალზე 340გზავნიდნენ და ისინი ციხეში აღარ
ცხოვრობდნენ, მხოლოდ სამუშაოდ მოდიოდნენ, ჩვენ კი მუდამ
ციხეში ვიყავით ყველა საფეხურის გავლის დროს, მხოლოდ ეს მე-
სამე პერიოდი იმით განსხვავდებოდა, რომ ორი წერილის მიწერა
შეგვეძლო შინ. ამით ვისარგებლე, და როდესაც მესამე პერიოდში
გადავედი, ორი წერილი დავწერე. ამის გამო კარცერში ჩამაგდეს
ხუთი დღით. − რად დამსაჯეთ-მეთქი, − ვიკითხე. − რად მისწერე ორი
წერილიო, − მე ციხის გარეშედ ვითვლები-მეთქი. − მაინც ნებართვა
უნდა აგეღოო.
პაპიროსის მოწევის უფლება გვქონდა, მაგრამ ჩიბუხის არა. სა-
ხელოსნოში მქონდა ჩიბუხი, პურის გულისგან გავაკეთე. როდესაც
ჩხრეკის დროს მიპოვნიდნენ, გადააგდებდნენ. ორი წლის შემდეგ
ციხის უფროსმა დიდი ვაივაგლახით მომცა ჩიბუხის მოწევის უფლე-
ბა. ეს დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ხალხს სატუსაღო ისე ახდენდა,
რომ ცოტა ხნის შემდეგ ბევრის ცნობა არ შეიძლებოდა. ნამდვი-
ლი ვაჟკაცები მინახავს, ცხარე ცრემლით ტიროდნენ. სასოწარკვე-
თილებამ იქამდე მიაღწია, რომ ზოგი თავს იხრჩობდა. სულ ცოტა
ხნის განმავლობაში 6-7 კაცმა ჩამოიღრჩო თავი, საფეიქროში ძაფე-
ბით ჩამოიღრჩო თავი ტუსაღმა, ხოლო საავადმყოფოში − ბინტით.
რამდენიმე შემთხვევა იყო თავის ჩამოღრჩობისა კარცერშიც. ამის
შემდეგ, როცა კარცერში გვაგდებდნენ, ქამარს გვართმევდნენ. ერ-
თმა ბორკილით დაიღრჩო თავი: ბორკილი გადმოიდვა თავზე, ხოლო
ბორკილს რომ კისერზე გადმოიდებ, მერე უკან გადატანა შეუძლე-
ბელია, ძალიანაც რომ გინდოდეს. ძირს გადავარდებოდნენ მეოთხე
სართულიდან. ამის შემდეგ შუა სართულში ბადე გააკეთეს. მერე

339 სახალინი − წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული. რუსეთის


ფედერაციის კონტროლირებადი ტერიტორია. მიტაცებულია იაპონიისა და მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ.
340 ურალი − გეოგრაფიული რეგიონი რუსეთსა და ყაზახეთში, მთათა სისტემა,
რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ციმბირის
დაბლობებს.
- 209 -

დაიწყეს თოკით თავის ჩამოღრჩობა. საავადმყოფოში ავადმყოფს


ბორკილებს არ ხსნიდნენ, სანამ არ მოკვდებოდა. იყო ერთი პატიო-
სანი ებრაელი ექიმი, გვარად ბროდსკი. მან რამდენიმეჯერ მოითხო-
ვა ავადმყოფებისათვის ბორკილების ახსნა, მაგრამ არ გაუვიდა. ტუ-
საღებს უფლება არ ჰქონდათ, სხვა კამერაში ამხანაგებისათვის რაიმე
გადაეცათ. ტუსაღებმა რამდენჯერმე სცადეს გაქცევა, მაგრამ ამაოდ.
ვ. ვდოროშევიჩი თავის „სახალინში“ ამბობს, ხელოსნები ციხის
არისტოკრატიას წარმოადგენენო. ეს სრული ჭეშმრიტებაა. კერ-
ძოდ, მე თუ გადავრჩი ცოცხალი, ჩემს ხელებს უნდა ვუმადლო-
-თქო. ციხის ინსპექტორით დაწყებული ციხის ეკლესიის დიაკვნა-
მდე ყველასთვის უფასოდ ვმუშაობდი. სამოვარი, ქვაბები, ვედრო,
ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. როდესაც სამუშაო გარედან
მოდიოდა, ფული კანტორაში შეჰქონდათ და ჩვენ მხოლოდ მეა-
თედს გვაძლევდნენ. იყო შემთხვევა, რომ საქმე ღირდა ხუთ მანე-
თად, ციხის უფროსი კი აფასებდა მანეთნახევრად, რათა ჩვენთვის
ცოტა მოეცა. ხანდახან გარეშე დამკვეთელი ჩუმად გვეტყოდა: რა
გინდათ, რა მოგიტანოთო, უფრო ხშირად მოჰქონდათ პური, მახო-
რკა, ქონი. უფლება კი არ ჰქონდათ გარედან რაიმეს შემოტანისა.
მეც ყოველანაირ საქმეს ვაკეთებდი, რაც კი ლითონის დარგს შეე-
ხებოდა. ხელოვნური ფეხებიც კი გავუკეთე ტუსაღებს. ერთს ფეხი
მუხლს ქვეით ჰქონდა მოჭრილი, თითონ მოვისაზრე დამოუკიდებ-
ლად, როგორ უნდა გაკეთებულიყო, შემდეგ ვნახე ხელოვნური
ფეხი ერთ ყაზახს ჰქონდა, მოსკოვში იყო გაკეთებული. შევხედე,
ხელად გადმოვიღე. შემდეგ კიდევ სამ ტუსაღს გავუკეთე ასეთი
ფეხი. ასეთ ნამუშევარში, რასაკვირველია, ტუსაღი რაიმე სანოვა-
გეს მაძლევდა.
ომიანობის დროს გერმანელები ციმბირში გაგზავნეს. ამან გამო-
იწვია კარგი ხელოსნების სიმცირე. ჯარს დასჭირდა ხელოვნური
ფეხები. სხვათა შორის, სახელოსნო გაიღო მოსკოვში, სოკოლნი-
კის ციხეში.341 ოსტატებს ეძებდენ. მთელი რუსეთის ციხეებს შეე-
კითხნენ და მხოლოდ ორი კაცი გამოვდექით, ორივე კავკასიელი,

341 სოკოლნიკის ციხე − ციხე მოსკოვში ე.წ. Матросская Тишина, სოკოლნიკის


ქუჩაზე, ციხის დასახელება უკავშირდება პეტრე პირველის მიერ ამავე ქუჩაზე
მეზღვაურებისთვის აშენებულ საავადმყოფოს.
- 210 -

ერთი − მე და ერთიც − განჯელი სომეხი. გაგვაგზავნეს მოსკოვში.


კატორღელებისათვის ციხიდან ციხეში გადასვლა ძალიან სახალი-
სოა. ახალი ხალხის გაცნობას ერთგვარი ინტერესი შეაქვს ტუსა-
ღის ერთფეროვან ცხოვრებაში.
სოკოლნიკის ციხეში ორთოპედიულ სახელოსნოში დავიწყე
მუშაობა. ერთმა ზედამხედველმა დაწესებული სრული ნახევა-
რი საათი როდი გვასეირნა. მე შევნიშნე: ნახევარი საათი ჯერ არ
გასულა-მეთქი. მარტო შევნიშნე, სხვა არაფერი. წავიდა საჩივრის
წიგნში ჩასაწერად, ოქუაშვილმა გამლანძღაო. ეს რას ნიშნავდა? 13
თვე შეღავათი მერგებოდა, ამას წამართმევდნენ. ციხის უფროსის
თანაშემწე სიმპატიური კაცი იყო; მოვიდა, მითხრა: შენი საქმე ასე
არისო: ზედამხედველი გაგილანძღავს, საჩივრის წიგნში სწერიაო,
ციხის უფროსმა რომ გაიგოს, 25 როზგს მოგცემს და 13 თვეს შე-
ღავათს წაგართმევსო. მე მას ვუპასუხე: ხუთი შვილი მყავს, იმათი
გულისათვის 9 წელიწადია, ბევრი დამცირება და ტანჯვა ამიტანია,
მარტო იმიტომ, რომ ვფიქრობდი, იქნება ცოცხალი გავიდე და კი-
დევ ვნახო ჩემი უპატრონო ბალღები-მეთქი. ახლა ზედამხედველი
ცილს მწამებს. ნუთუ მისი გულისთვის მე კიდევ ცამეტ თვეს უნდა
ვიჯდე? მე ეს არ შემიძლია. აწონ-დაწონოს ყველაფერი და თუ 13
თვეს წამართმევს, იცოდეს, რომ მე ცხოვრება აღარ მინდა, უკან
აღარ დავიხევ. ციხის უფროსის თანაშემწემ შემატყო, რომ ძალიან
აღელვებული ვიყავი. მითხრა: დაწყნარდიო. წავიდა და მხოლოდ
ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა, თურმე ზედამხედველს დაუძახა
და უთხრა: შენ რომ იმ კაცისთვის დაგიწერია, გამლანძღაო, ეს ხომ
სახუმარო საქმე არ არის, როზგს დაარტყამენ და 13 თვეც დაეკა-
რგება. თუ ეს ცილისწამებაა, გაასწორე შენი შეცდომაო. ამოშლა
უკვე აღარ შეიძლებოდა − დაუწერია: შევცდიო. უფროსის თანა-
შემწე შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: ყველაფერი გავაკეთეო,
ნუ გეშინია, აღარ ჩამოგერთმევა 13 თვეო. მე ვუთხარი: თუ ჩემი
თავი დაგჭირდება, გადაგიხდი-მეთქი. გაიცინა ირონიულად. რად
იცინით-მეთქი. ქართულ „დედა ენაში“ სწერია: თაგვმა ლომი განათა-
ვისუფლაო. ასე ხდება ხანდახან ცხოვრებაშიც-მეთქი. ძალიან სიმ-
პატიური ვაჟკაცი იყო, ლამაზი. 1917 წელს შეიძლება გაახსენდა ჩემი
- 211 -

თავი და გაიფიქრა, რომ მე მართალი ვუთხარი.


ახლა ციმბირში მგზავნიან, როდესაც კაცს ასამართლებენ, თუ
მას სამუდამოდ გაციმბირება მიუსაჯეს, ეს საშინელებაა, რამდენ
ღონისძიებას არ ხმარობს, რომ თავი გადაირჩინოს სამუდამოდ
გაციმბირებისაგან. ჩვენ, კატორღელები კი, როდესაც ციმბირში
გვგზავნიდნენ, ერთიმეორეს ვულოცავდით, თუმცა სამშობლო-
ში დაბრუნების უფლება სამუდამოდ წართმეული გვქონდა. 1916
წელს ოქტომბერში ეტაპით გამგზავნეს ციმბირში. სადგურზე გა-
მეცნო უნშლიხტი, შემდეგ რევოლუციური საბჭოს წევრი; მაშინ ის
ვარშავიდან 342 გადმოჰყავდათ. ეტაპში ორ თვეს გავატარეთ ერთად.
გზაში ხშირად იყო ჩხრეკა. ჯარისკაცები ყველას სჩხრეკდნენ, მხო-
ლოდ მე არ მჩხრეკდნენ. გზადაგზა გუშაგები ხშირად იცვლებოდ-
ნენ, ყოველ გამოცვლაზე გვჩხრეკდნენ. ამხანაგებს უკვირდათ −
შენ რატომ არ გჩხრეკენო. − ყური დაუგდეთ, როგორ ველაპარაკე-
ბი მათ და მიხვდებით, რატომ არ მჩხრეკენ-მეთქი. შემოვიდა ახალი
საგუშაგო რაზმი, სულ ახალგაზრდა ჯარისკაცები იყვნენ. ამხანაგე-
ბი მიყურებენ, რას ვეტყვი. შევხედე ერთს, − როგორ ჰგავხარ ჩემს
ვაჟს, ისიც ჯარშია, ისიც ბუსურმანებს და გერმანელებს ეომება!
− როგორ, შენი შვილი ომშია? − მკითხა მან. − არ ვიცი, ახლა ეგებ
დაჭრილიცაა. − ნუ პაპაშა, პროხოდი, პროხოდი343 − მითხრა ერთმა
ჯარისკაცმა და ხელი არ მახლო. მერე თვითონ მე ისე დავიჯერე ეს
ამბავი, რომ ხანდახან ცრემლები მომადგებოდა.
მივატანეთ ჩერემხოვომდე,344 სადაც მე უნდა დავრჩენილიყავი.
უკვე ბნელოდა, როცა ვოლოსტის345 მწერალთან მიგვიყვანეს, რო-
მელსაც უნდა მივეღეთ. − თქვენ რა გვარი ბრძანდებით? − მკითხა.
გავოცდი, თქვენობით მომართვა უკვე 8 წელიწადია არ გამიგონია.
შემდეგ სამმართველოში მიმყვანეს. ლამპა ძლივს ბჟუტავდა. მეორე
მწერალი იქვე იჯდა და რაღაცას სწერდა, ვუყურებ, თითქოს ვიღა-
ცას ჰგავს, მაგრამ ბნელა და კარგად ვერ ვარჩევ. ჩაგვწერა ყველანი.
ღამის სამი, ან ოთხი საათი იქნებოდა, მერე მცველებს უთხრა: ესენი

342 ვარშავა − პოლონეთის დედაქალაქი.


343 „პაპაშა, პროხოდი, პროხოდი“ (რუს.) გაიარე, გაიარე, მამილო.
344 ჩერემხოვო − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში ირკუტსკის მხარეში.
345 ვოლოსტი − სოფლის თემების გაერთიანება, ადმინისტრაციული ერთეული.
- 212 -

თავისუფალნი არიან, თქვენ წადითო. როცა მცველები გავიდნენ,


მომიბრუნდა და მითხრა: საშა სტეფანოვი აქ არისო. ძალიან გამეხა-
რდა, მომეცით მისამართი-მეთქი. ვერ მიაგნებ, მე თითონ წაგიყვანო.
მივდივართ ბნელში. უცებ მომვარდა ეს კაცი და მკოცნის. − ვერ
მიცანი, არაქელ? მე პოზდნიაკოვი ვარ! თურმე ჩემი ამხანაგი ყოფი-
ლა, რომელიც 3-4 თვის წინათ წავიდა საკატორღო ციხიდან, პოლი-
ტიკური ტუსაღი ვასილ ივანოვიჩ პოზდნიაკოვი. ვკითხე: სად არის
საშა-მეთქი, − მე ის გითხარი, იქ არ შეიძლებოდა გამოცნაურება. მე
არა მაქვს სამმართველოში სამსახურის უფლებაო.
წამიყვანა შინ. ჩამოუყვანია ცოლი, შვილი. ერთი პატარა გალი-
ისოდენა ოთახი ჰქონდა, ერთი საწოლი, ერთი სკამი. ლოგინი ძირს
გამიშალეს, წელამდე საწოლის ქვეშ ვიწექი იატაკზე, მაგრამ ვინც
საკატორღო ციხეში არ მჯდარა, არ იცის, რა არის თავისუფლება,
რა სიამოვნება ვიგრძენი, როდესაც დილით თვალები გავახილე. დი-
ლით პოზდნიაკოვმა თავის ცოლს უთხრა: კარგი სადილი გააკეთე,
ნაკატორღალი ნამგზავრი არისო. ამ დღეს მაჭამეს ბორშჩი სმეტა-
ნით. სადილის შემდეგ პოზდნიაკოვმა მითხრა: არაქელ, შენ აქედან
ბურიატებში,346 სოფელ კახაში უნდა გადაგასახლონო.
ჩერემხოვო პატარა სოფელია, მაგრამ ქვანახშირის მადნები აქვს,
ელექტრონითაა განათებულიო და სხვა.
რამდენიმე კაცი მარხილით კახაში წაგვიყვანეს. აქ უკვე დარაჯი
არ არის, აქ არ არის საშიში, რომ ტუსაღი გაიქცევა, თუ ტუსაღი
გაიქცა და ჩელიაბინსკის347 აქეთ დაიჭირეს, 4 წელიწადს კატორღას
მისცემენ. ვისაც კატორღის სუსხი უნახავს, ასეთ რისკს აღარ გა-
სწევს. გველოდებიან ჩალდონები,348 ნამდვილი კულაკები, რომელ-
თაც 5-5 წლის პური აქვთ გაულეწავი, ზამთარში ლეწავენ ყინულზე,
დღეში აბაზს იძლევიან. ტუსაღისათვის ესეც კარგია, თბილად არის,
პურს სჭამს, მუშაობს. ტუსაღები ციხეში ნატრულობენ, − ნეტა-
ვი, როცა ჩავალთ, მდიდარმა გლეხებმა დაგვიქირავონო. როგორც
კი კახაში მივედით, ეს წყეული ჩალდონები იქვე არ დაგვიხვდნენ

346 ბურიატები − ბურიატიის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი.


347 ჩელიაბინსკი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში ჩელიაბინსკის მხარის
ადმინისტრაციული ცენტრი.
348 ჩალდონები − ციმბირის პირველი რუსი კოლონისტების შთამომავლები.
- 213 -

სამმართველოში! თურმე გაუგიათ, იციან, როდის უნდა მიიყვანონ


ტუსაღები და სამმართველოში გვიცდიან. ახალგაზრდა ტუსაღები
ჩალდონებმა მაშინვე დაიქირავეს. მე ერთი თვალით ამხედეს, და
ერთიმეორეს უთხრეს: ეს ბებერია, ჩვენ არ გამოგვადგებაო. მე ზე-
ვიდან ვუპასუხე, მე არც წამოვალ-მეთქი. მე თავი მდიდრად მიმაჩ-
ნია, სამი მანეთი მაქვს ჩაკერებული; ორ კვირას მეყოფა... ორ საათს
ვიყავი იქ, შემდეგ ვიშოვე მარხილი, ჩავჯექი და გამოვიქეცი ჩერე-
მხოვისაკენ. მოვედი მდინარე ანგარამდე, როცა გემით ანგარაზე
გადმოვედი, უკვე ბინდდებოდა, აღარ იშოვებოდა მარხილი, არც
სხვა რამე. კიდევ 27 ვერსი იყო ჩერემხოვამდე. არ ვიცი, რა ვქნა. ამ
დროს შემხვდა ერთი ჟიგანი.349 ეს არის ტუსაღის ტიპი, რომელიც
ციმბირში დახეტიალობს, კაცს მოჰკლავს, თუ დასჭირდა. ციმბირში
საერთოდ ეშინიათ კავკასიელებისა. ჟიგანმა ამხედ-ჩამხედა. მკითხა:
საით მიდიხარო. − ჩერემხოვში მივდივარ-მეთქი. − მეც იქით მივდივა-
რო, − მიპასუხა მან. ავხედ-დავხედეთ ერთმანეთს. მე ბებუთით ვარ
შეიარაღებული, იმას თურმე ყაჩაღი ვგონივარ. ერთი სიტყვით, მე
მისი მეშინია, მას − ჩემი. გზაში სულ ზელიმხანზე ველაპარაკებოდი.
მლაშე თევზი ვჭამე. წყალი მომწყურდა, სინათლე დავინახე. ჩემს
თანამგზავრს ვუთხარი: შევიდეთ, წყალი ვითხოვოთ-მეთქი. − რას
ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო: დღე კიდევ შეიძლება ვისმეს სახლში მი-
ადგეთ, მაგრამ ღამე თოფს გვესვრიანო. ყოფილა შემთხვევა მგზა-
ვრი სახლში შეუშვიათ ღამის გასათევად და მეორე დღეს მთელი
ოჯახი ამოწყვეტილი უნახავთო... ახლა არც გვკითხავენ, ვინა ხარ,
ისე გვესვრიანო. ჩემი სახელის გაგება უნდოდა ძალიან, მაგრამ არ
გავუმხილე. თავის სახელი კი ლაპარაკში წამოსცდა. ვასილი ერქვა.
გზა აგვერია. მინდოდა გამოცდა, ჩემი გაძარცვა უნდოდა, თუ მა-
რთლა გზა აერია. ერთი ნაბიჯით უკან ჩამორჩენის ნებას არ ვაძლე-
ვდი. ჟიგანებს ჩვეულებრივ რკინა აქვთ თან და კეფაში ჩაგარტყამენ;
მერე გაგძარცვავენ. ამას უძახიან „სუფთა მუშაობას“. დანა ხელში
მიჭირავს, სახელოში მაქვს ამოდებული. უცებ განგებ შევჩერდი,
შემოვტრიალდი. მაშინვე ისიც შემოტრიალდა. ეეე, ჩემი ჰშინებია.

349 ჟიგანი − ტუსაღის ტიპი, რომელიც ციმბირში დახეტიალობს, კაცს მოჰკლავს, თუ


დასჭირდა. კრიმინალური სამყაროს საშუალო რანგის წარმომადგენელი.
- 214 -

ასე მივდევდით ერთმანეთს ფაიტონის ცხენებივით. გზაში ჩერე-


მხოვოდან მომავალი მგზავრები შეგვხვდნენ. ჩემმა თანამგზავრმა
სთქვა: ახლა კარგია ამათი გაძარცვაო. უხერხულ მდგომარეობაში
ჩავვარდი, მაგრამ მალე ვიპოვნე გამოსავალი. კარგს სპეციალისტს
ყაჩაღს ეთაკილება, „ბარახოლშჩიკს“ რომ დაუძახებენ. მე ვუთხარი:
ეს ხალხი ბაზრიდან მოდის, ფული რაც ჰქონდა, ალბათ დახარჯეს,
იყიდდნენ ჩაის, სხვა რაიმე ბარახლოს. რად გვინდა ეს ჩვრები, „ბა-
რახოლშჩიკები“350 ხომ არ ვართ-მეთქი. აი, ბაზარში, რომ მიდიოდ-
ნენ, სხვა იქნებოდა, მაშინ ღირდა მათი გაძარცვა-მეთქი. მართალი-
აო, − მითხრა. გზა მეორეჯერ დავკარგეთ. აქეთაც ელექტრონი ანა-
თებს, იქეთაც. ეს სულ ქვანახშირის მაღაროებია, მაგრამ ვინ იცის,
რომელია მათ შორის ჩერემხოვი. ბოლოს ვიღაც მეწისქვილეს მი-
ვადექით, მან გვითხრა: მარჯვნივ წადით, რკინის გზას გაჰყვებით და
ჩერემხოვს მიადგებითო. მართლაც მალე მივედით ჩერემხოვში. აქ
გამოვემშვიდობე ჩემს ჟიგანს.
ჩერემხოვში ვნახე არტემ კამკამიძე, ლადო დუმბაძე, აფთონ წუ-
ლაძე. ომიანობის გამო რეჟიმი ცოტა უფრო თავისუფალი იყო. მა-
ზრის უფროსს განცხადება გავუგზავნე, − მე, როგორც ხელოსანს,
არაფერი საქმე მაქვს კახაში, გთხოვთ ჩერემხოვში დამტოვოთ-მე-
თქი. აფთონ წულაძე თავდებად დამიდგა შელკუნოვის ქარხანაში,
თითონ იქ ბუხჰალტრად იყო. მიმიღეს სამუშაოზე და ცხრა აბაზი
დამინიშნეს დღეში. ერთი თვის შემდეგ ახალი მაღარო გახსნეს,
იქ მემანქანედ დამნიშნეს. ექვს თუმანს მაძლევდნენ თვეში. თა-
ნაშემწე მომცეს, მე მხოლოდ ოწინარს351 ვწევდი, როცა სიგნალს
მაძლევდნენ.
გვესმის, პეტერბურგში რაღაც ხდება. გაზეთებში არაფერია,
მაგრამ რაღაც ატმოსფერო დამძიმდა. ციმბირში მომუშავენი, ინ-
ჟინრებით დაწყებული უბრალო მემაღაროემდე, თითქმის სულ
ყოფილი ტუსაღები ვიყავით, ამიტომ მოუთმენლად ველოდით პო-
ლიტიკურ ცვლილებებს. სამუშაოზე დავდექი დეკემბერში, ავიღე
თუ არა პირველი ჯამაგირი მაშინვე ჩემს ცოლს გავუგზავნე. შემდეგ

350 „ბარახოლშჩიკები“ (რუს.) − მეძველმანე.


351 ოწინარი − ჭის ამწევი მექანიზმი.
- 215 -

ვფიქრობ, გაზაფხულისთვის პატარა თანხას დავაგროვებ, პასპორ-


ტს გავიკეთებ, ჩავიცვამ სომხის ტერტერის ტანისამოსს, დავიკიდებ
ჯვარს, ხელში სახარებას დავიჭერ და გზას გავუდგები-მეთქი. ადვი-
ლად ვერ დამიჭერენ: მაშინ ციმბირში სომხის ტერტერები დადი-
ოდნენ, აგროვებდნენ სომხებს ანდრონიკის პარტიზანული რაზმე-
ბისათვის, იმედი მქონდა, არა თუ არ დამიჭერენ, შეიძლება ხელზე-
დაც მთხვეოდნენ.
მოატანა მარტმა. ერთბაშად დეპეშა მოდის: „ყველა თანამდებო-
ბათა პირი თავის ადგილზე იყავით, დაწვრილებით შეგატყობინებთ
ტელეგრაფით“. თვითონ მთავრობა იწერებოდა ამას. ეე, − ვთქვით,
− კარგად არის საქმე. მეორე თუ მესამე დღეს ღამის ვახტზე 352ვდგე-
ვარ, მოვარდა ტელეგრაფისტი, მომეხვია, მკოცნის. − რა ამბავია,
კაცო? − ხელმწიფე ჩამოაგდეს, თქვენი ჩხეიძეა მინისტრად. მაღა-
როდან სიგნალს მაძლევენ, მაგრამ მე აღარაფერი მესმის, არც ვუპა-
სუხებ, არც ოწინარს ვატრიალებ. ამოვარდა შტრეიგერი. − მთვრა-
ლი ხომ არ ხარ, რა ამბავია, სიგნალს რომ არ უპასუხებ! − კაცო რა
დროს სიგნალია, გაიგე, რა ამბავია. შემდეგ მოვიდა ჩემი შემცვლე-
ლი. პოლონელი, იმასაც ვუამბე ახალი ამბავი, გადავეხვიე. არც კი
გაუკვირდა. მაშ რა ეგონა იმ წუწკ ნიკოლოზსო. გავიქეცი ჩერემხო-
ვში. მივვარდი ლადო დუმბაძესთან; ის და ბუიღლიშვილი ერთად
ცხოვრობდნენ. − რა მოხდა?
− ნიკოლოზი ჩამოაგდეს! − ნიკოლოზი ჩამოაგდესო? ამ შენმა
ლადო დუმბაძემ თავის მოქცეული ფეხებით და ბუიღლიშვილ-
მა ლეკური ჩამოუარეს საცვლების ამარა. გამოვბრუნდი − მოდი
კაცო, სად მიდიხარ? − რა დროს მოდია, უნდა წავიდე ყველას ვახა-
რო. თითქმის ყველას მე შევატყობინე ჩერემხოვოში.
შუადღემდე ქალაქში კიდევ დადიოდნენ ცხენიანი სტრაჟნიკე-
ბი, შემდეგ დაიმალნენ. ჩვენმა ბიჭებმა წითელი ბანტები გაიკეთეს,
ძალაუფლება ავიღეთ ხელში. გავმართეთ მიტინგი დახურულში.
გარეთ სიცივე იყო. ამ დროს მოგვივიდა ამბავი, სტრაჟნიკები ტყვი-
ისმფრქვეველით ჩასაფრებული არიან ყაზარმებშიო. მე წინადადე-

352 ვახტი − მორიგეობა გემზე; დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მორიგეობს


თითოეული ცვლა.
- 216 -

ბა შევიტანე, ახლავე დელეგაცია გავგზავნოთ ირკუტსკში353, იარაღი


ჩამოვიტანოთ და იერიშით მივიდეთ სტრაჟნიკებზე-მეთქი. არ დამა-
ვიწყდება ერთი ინტელიგენტი, ძალიან შეშინდა: როგორ შეიძლება
ასე აშკარად იარაღის საკითხის დაყენება, აქ უპარტიო ხალხი არი-
სო. -კაცო ხელმწიფე აღარ არის ვიღასი გეშინია-მეთქი, − ვუთხარი.
შუადღეზე განცხადება გააკრეს: „ხელმწიფე აღარ არის და სხვა“.
იარაღიც აღარავის აგონდება. თურმე საწყალ სტრაჟნიკებს შეში-
ნებიათ, გამოუგზავნიათ დელეგაცია: ნუ დაგვხოცავთ, იარაღი ჩაი-
ბარეთო. მერე გავაღეთ ციხის კარი, ტუსაღები გამოვუშვით, ერთი
ჟანდარმი დავიჭირეთ. − მე რად მიჭერთ, თქვენი ამხანაგია ჯაშუში,
ის დაიჭირეთო. მოხევე იყო ერთი ესერი354, ხელოსანი, მუშაობდა,
თანაც პოლიციიდან 25 მანეთს იღებდა თვეში თურმე, − მე პოლი-
ტიკურებს არ ვაბეზღებდი, ქურდებს ვაბეზღებდიო, − იმართლებდა
იგი თავს.
ასეთს მდგომარეობაში ადამიანის აზრი ყოველ საათს იცვლე-
ბა. აფთონ წულაძეს ვეკითხები: მივდივართ თუ არა სამშობლოში?
− მოიცა, კაცო, ერთი თვის ჯამაგირი მაქვს აღებული უნდა ავუ-
ნაზღაურო პატრონს. აქ იჩინა თავი მისმა მენშევიკურმა ბუნებამ,
მაგრამ გასაკვირალი ის იყო, რომ მეც დავუჯერე. შემდეგ სამუშა-
ოზე რომ მივედი, ვფიქრობ, როგორ სულ ამაზე ვოცნებობდი, რო-
გორ გავიქცეო, ახლა თავისუფალი ხარ; აქ რა გინდა, აქ რადა ხარ?
ამ დროს ირკუტსკიდან ირაკლი წერეთლის და ბენია ჩხიკვიშვი-
ლის დეპეშაც მოვიდა, გვატყობინებდნენ, ვისაც წასვლა გინდათ,
ირკუტსკში მოგროვდითო. მივედი ჩემ ამხანაგ მემანქანესთან, საქმე-
ები ჩავაბარე. მას წისქვილი ჰქონდა გამართული. − მე რა ვქნაო? −
როგორც გინდა, ისე მოიქეცი-მეთქი. მივედი კანტორაში „ანგარიშის
გასასწორებლად“. ინჟინერმა მითხრა: თქვენ იცით ინსტრუქცია...
ვინც ინსტრუქცია დასწერა, ჰოპ! აღარ არის! − ვუთხარი მე და წა-
მოვედი. შემდეგ მივედი აფთონთან − მივდივარ, მშვიდობით! იმის
აზრიც შეცვლილია ამ დროს: როცა ამოიაროთ, შეგვატყობინეთ,
ჩვენც დაგხვდებით და წამოვალთო. ირკუტსკიდან გზად უნდა ჩა-

353 ირკუტსკი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში ირკუტსკის მხარის ადმინისტრაციული


ცენტრი.
354 ესერი − სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.
- 217 -

გვეარნა ჩერემხოვოსაკენ. ლადო დუმბაძემაც ასე სთქვა.


ჩავედი ირკუტსკში, ვნახე ირაკლი წერეთელი, ბენია ჩხიკვიშვილი.
ქუჩებში ჯარისკაცები დადიან, რევოლუციურ სიმღერებს მღერიან,
მაგრამ ჯერ შეჩვეულნი არ არიან და სალდათურ ყაიდაზე უქცევენ.
წითელი ბაირაღი უჭირავთ ხელში. წამომცვივდა ცრემლები. ამის
გულისათვის კატორღაში მგზავნიდნენ, და ახლა თქვენ გიჭირავთ
ხელში? [მართალი უნდა ითქვას, ჯარისკაცების ხელმძღვანელები
სულ ებრაელები იყვნენ.] დაისვა საკითხი, რომ ირკუტსკის გენერა-
ლ-გუბერნატორი პეტერბურგში უნდა გაიგზავნოს. იქიდან მოვიდა
დეპეშა. − გამოგზავნეთო. მე და გუგუშვილმა სურვილი განვაცხა-
დეთ, რომ წავიყვანდით. ბენია ჩხიკვიშვილმა ღიმილით გვკითხა: რო-
გორ უნდა წაიყვანოთ? − ისე როგორც ჩვენ დავყავდით: დავადებთ
ბორკილებს, მივცემთ ხელში ჭვავის პურს, დავაყენებთ შუა ქუჩაში,
ტალახი არის? გატოპე! − არ შეიძლებაო. − გვითხრა ბენიამ. თი-
თონ ირაკლი წერეთელმა წაიყვანა, პირველი კლასის ვაგონში ჩასვა.
გაიმართა დიდი მიტინგი. ჩვენ გამოვედით წითელი დროშებით.
სამღვდელოება გამოვიდა საეკლესიო ბაირაღებით. წესრიგს თვა-
ლყურს ადევნებდა რაგოვსკი, ეს იყო ესერი, რომელიც ირკუტსკის
უფროსად დანიშნეს. როცა ეს სათვალებიანი ინტელიგენტი ცხენ-
ზე იჯდა და იქეთ-აქეთ დადიოდა, პირდაპირ კომიკური სანახავი
იყო. მთელი უპარტიო საზოგადოება თანაგვიგრძნობდა, ლანგარზე
ჰყრიდნენ ფულებს განთავისუფლებული ტუსაღების სასარგებ-
ლოდ. ჩვენი ორატორობის შემდეგ ირკუტსკის მიტროპოლიტი
გამოვიდა, ზარივით ხმა ჰქონდა, ღმერთით დაიწყო და ღმერთით
გაათავა; არც რევოლუცია ახსენა, არც ციხეები, არც ბრძოლა,
არც მუშათა მოძრაობა. „მართლმადიდებელო ქრისტიანებო, ჩვენ
აქამდე გვყავდა ხელმწიფე, ეს იყო უფლის ნება. ეჰ. დღეს ხელმწი-
ფე აღარა გვყავს, ესეც უფლის ნებაა“. მიტინგის გათავების შემდეგ
მივიღეთ დეპეშა: მარია სპირიდონოვა მოდის ირკუტსკშიო. მთელი
ირკუტსკის მოსახლეობა სადგურზე გავედით ბაირაღებით, მუსიკით,
მაგრამ გზაში ავად გამხდარიყო და დარჩენილიყო.
ჩქარა გამოგვიცხადეს, − ვისაც წასვლა გინდათ, მოემზადეთო.
მთელი მატარებელი პოლიტიკური გადასახლებულებით აივსო: აქ
- 218 -

იყვნენ პოლონელები, რუსები, ებრაელები, ქართველები, სომხები.


ყველა სადგურზე დიდი ამბით გვხვდებოდნენ. საბრალო დათიკო
ქარცივაძეს ხმა ჩაუწყდა მეტისმეტი ყვირილისაგან. მხოლოდ რო-
სტოვში355 ვიგრძენით, რომ რევოლუციას წინ კიდევ ბევრი დაბრკო-
ლება და წინააღმდეგობა ჰქონდა გადასალახავი. სადგურზე არავინ
შეგვხვედრია. როცა რესტორანში შევედით, ქუდები მოიხადეთო, −
გვითხრეს. − ჩვენი ვანდეა ალბათ აქ არის-მეთქი, − ვუთხარი ამხანა-
გებს. კიდეც შესრულდა ჩემი სიტყვები. როსტოვს აქეთ ხელახლა
ვიგრძენით ჯანსაღი რევოლუციური სული. სადგურზე ჩერქეზები,
ჩაჩნები, ინგუშები გვესალმებოდნენ. ისე გავთამამდი, რომ ევლახ-
ში356 ორატორობა დავიწყე თათრებთან.

355 როსტოვი − ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, იაროსლავსკის მხარის ადმინის­


ტრა­
ციული ცენტრი.
356 ევლახი − ქალაქი აზერბაიჯანში, მდინარე მტკვარზე.
VI
მენშევიკურ
საქართველოში

...
ფოტო: არაქელა ოქუაშვილი, 1920-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 223 -

ტფილისში ჩამოვედით. ჩემი ვაჟი არსენა დამიხვდა, შინ ადრე-


ვე შეეტყოთ, რომ მეც მოვდიოდი. პატარა ბიჭი დავტოვე და უკვე
დაჭაბუკებული ახალგაზრდა დამხვდა, ულვაშების ბუსუსი ეტყო-
ბოდა. მიცნო. როგორც გიჟი ზაქი, ისე დამეტაკა. ტირილი დაიწყო.
ვაშოშმინებდი, მაგრამ მეც გული ამიჩუყდა. მე წინააღმდეგი ვიყავი,
რომ ჩვენი დაბრუნების დღე წინდაწინვე ეცნობებინათ ტფილისში
− არ მინდოდა, ამხანაგები მუსიკით შეგვხვდებოდნენ. დღესასწაუ-
ლებრივი შეხვედრა რომ მოეწყოთ, ამხანაგებს აუცილებლად გავ-
ლანძღავდი: რა საჭიროა დაფდაფები, ყურადღება მაშინ იყო საჭი-
რო, როცა შიმშილით ვკვდებოდი-მეთქი.
შინ რომ მივედი, ამხანაგები შემოვიდნენ, და მთხოვეს: ნება მო-
გვეცი მემუსიკეები მოვიყვანოთო. მე დავუშალე. ჩემმა ორმა ბავშმა
ვერ მიცნო: ერთი ოთხი წლის დავტოვე, ერთი ორი წლისა, უფრო-
სი ქალიშვილი ცხრა წლისა დავტოვე, გასათხოვარი ქალი გამხდა-
რიყო. თვალებში ვატყობ, რომ ჩემი ქალიშვილია, მაგრამ სანამ არ
დავრწმუნდი, ვერ გავბედე, ვერ ვაკოცე, მაინც უცხო მეგონა.

1918 წ. 10 /11 ბოლშევიკური მიტინგის დახვრეტა მენშევიკების


მიერ ყოფილი ალექსანდროვის ბაღში
ამ დღეს მენშევიკების სეიმის გახსნა იყო. ჩვენ შევიკრიბენით ჩვე-
ნი კომიტეტის მითითებით ყოველ რაიონიდან. ჩვენ შორის იყვნენ:
ფილიპე მახარაძე, სერიოჟა ქავთარაძე, [კამოს დები პეტროსიანები
ჯავაირა, არუსიაკა, ლუსიკა სანდუსტი, იასონი ჯორბენაძე] გიორგი
ჩხეიძე, ნესტორა ცერცვაძე, სტეფანე შაუმიანი, ნიკოლაი კუზნე-
ცოვი, არტილერისტი პეტრენკო (ნავთლუხი), კივკუცანი − აეროპ-
ლანების კომანდირი, მალაქია ტოროშელიძე, პარმენ საბაშვილი,
[მე-3 რაიონიდან ჯორბენაძე იასონი მოვიდა ამხანაგებით, ბაირაღი
ეჭირა ანტონა მგალობლიშვილს]. სტეფანე შაუმიანი და ნიკოლაი
კუზნეცოვი იმყოფებოდნენ ყოფილი სომხების სემინარიაში, ისინი
მიტინგის გახსნისას უნდა მოსულიყვნენ.
- 224 -

მიტინგი გახსნა სერიოჟა ქავთარაძემ. როდესაც სერიოჟამ და-


იწყო შესავალი სიტყვა, ამ დროს რაღაც ჩოჩქოლი შეიქმნა შუ-
აგულ მიტინგში, მე უმალ შევარდი, მიველ ტრიბუნასთან, ვნახე,
რომ ვიღაც მენშევიკების მილიციელს შემოხვეოდნენ ჩვენი ბიჭები
და რაღაც გაცხოველებული ეკამათებოდნენ, რომ არაფერი ძალა-
დობა არ მომხდარიყო. ამიტომ მილიციელს მკლავში ხელი გავუყა-
რე და გარეთ გამოვიყვანე − გამოვკითხე, გამოირკვა შემდეგი: „მეო,
− სთქვა მილიციელმა, − მენშევიკების მთავრობამ გამოგზავნაო,
რომ თქვენი მიტინგი დავშალოო, თან დასძინა: თუ არ დაიშლებით,
იცოდეთ, ჯარი მოვა თქვენს გასარეკათო“.
მე მას თოფი ჩამოვართვი, პატრონები ამოვყარე და ორ ამხანაგს
გავატანე სასახლეში, რომ გამოერკვიათ მართლა მათ გამოგზავნეს,
თუ თავის ნებით მოვიდა. გაგზავნილებმა მოიტანეს ამბავი − მი-
ნისტერ ნოე რამიშვილმა სთქვა, ჩვენ არ გამოგვიგზავნიაო.
ამის შემდეგ მოვიდა ნოე ხომერიკი (ხუნხუზა), ბაღის კარები ჩა-
აკეტვინა, ჩვენ აურზაური ავტეხეთ, კარები გავაღებინეთ. გადმოგ-
ვხედა შხამიანად, რაღაც წაისისინა გველივით და გაბრუნდა.
ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა ქართველი ჯარი წითელი ბაირაღით,
იმნაძეს ხელმძღვანელობით, ჯარის დანახვაზე ხალხი შეტორტმა-
ნდა, გაქცევა დააპირეს, იმნაძემ ქუდი დაგვიქნია − თქვენები ვართო,
მით უმეტეს წითელი ბაირაღიც ჰქონდათ.
სერიოჟა სიტყვას ამბობდა, მე წაველ, რომ ამხანაგური სიტყვით
მიმემართა ქართველ ჯარისათვის, ვხედავ, რომ ჯარისკაცები კა-
ნკალით და ფეხაკრებით შემოდიან. ის ის იყო, რომ 50 ნაბიჯი ღა
მიკლდა, რომ მივსულიყავი იმ წითელ დროშიანთან, შევჩერდი, რა-
დგანაც მე მას შევატყე თვალებში არამეგობრული ნაპერცკალი,
მან ბაირაღი მიაყუდა კედელს, გადმოიღო თოფი, ზურგიდან წამო-
იჩოქა ცალ მუხლზე, დაუმიზნა მიტინგის ტრიბუნას. ტყვიამ მიწას
მტვერი აადინა, ამ დროს პულემოტიც შემოატრიალეს. მივხვდით,
თუ რანაირი „ჩვენები“ ყოფილან ესენი, პირი ვიბრუნე ზარების სა-
მრეკლოსაკენ ერთმა ტყვიამ გამკრა პალტოს კალთაში, გაველ სამ-
შვიდობოს ხაზინასთან, გახურებული სროლაა, ისვრიან თოფით და
პულემოტებით.
- 225 -

მოვიხედე, ვხედავ, ფილიპე მახარაძე გამორბის თავშიშველა


შლიაპა ხელში ეჭირა, პალტო მტვრიანი ჰქონდა. ეტყობოდა, რომ
წაქცეულიყო. მე მას ვტაცე ხელში და გავაქანე იქვე ახლოს ზემე-
ლის მაღაზიაში გაბო ოქოევთან. შევედით ეზოდან დუქნის უკანა
ოთახში. ფილიპეს სკამი მიართვეს, გაბოს ცოლმა სათინიკამ პალტო
გაუწმინდა. ფილიპე ძალიან აღელვებული იყო, სულ რუსულად
იძახდა: „ეტო კლუჩემო, ეტო კლუჩემო.“357
დანამდვილებით არ ვიცი, ფილიპე რას გულისხმობდა, მე კი მგო-
ნია, რომ ფილიპე გულისხმობდა ზოგიერთ იმ ამხანაგს, რომელთაც
კიდევ სჯეროდათ მენშევიკების სოციალისტობისა. „არც ახლა დარ-
წმუნდებიან, რომ მენშევიკები მუშათა საქმის მოღალატენი არია-
ნო“. სროლამ გასტანა 40 წუთამდის, წავედი ამხანაგების და ჩემი
შვილის არსენას საძებნელათ. მე გიორგი ჩხეიძეს ვეძებ, ის თურმე
მე მეძებს.
მივედი შინ, ვიკითხე ჩემი ბიჭი არსენა. − არ მოსულაო, გავქანდი
მიხაილოვის საავადმყოფოში, შევედი, სადაც დახოცილები ეყარ-
ნენ. შევხედე კუნჭულში, დახოცილებში გდია ერთი ჯეელი ბიჭი
სისხლიანი, ერთი შეხედვით ნამდვილათ ჩემი ბიჭი არსენა იყო, ხუთი
ნაბიჯით ვიყავ დაშორებული. ვიდრე ახლოს მივედი, ეს ხუთი ნაბი-
ჯი ხუთ საუკუნედ მეჩვენა. ახლოს რომ მივედი, დავრწმუნდი, რომ
ჩემი ბიჭი არ იყო. [ერთბაშად გულში სიხარული ვიგრძენი, რადგან
ჩემი არ იყო.] დავაცქერდი სხვებს, მერე ისევ იმ ახალგაზრდას, სულ
იქნებოდა 17-18 წლის, პირზე ჯერ ბუსუსიც არ ეტყობოდა, დავუწყე
ჩემს თავს ლანძღვა: ჰაი, შე უსვინდისო ღორო-მეთქი. ამასაც ხომ
ეყოლება დედ-მამა-მეთქი, ამის მშობლებიც ხომ ისევე დაიტანჯები-
ან როგორც შენ − შენს არსენაზე. ის უბედური ახალგაზრდა აღმო-
ჩნდა სიხარულიძე, იმ დღეს ჩამოსულიყო სოფლიდან რომელიღაც
თავის ბიძა კომუნისტთან.
შემდეგი ჩემმა ბიჭმა არსენამ მიამბო დაწვრილებით, რადგანაც
სროლის დროს იქვე ტრიბუნასთან იყო.
სერიოჟა ქავთარაძეს გვერდზე იდგა სტუდენტი გიორგი ვართა-
ნოვი, რომელიც ძალიან წააგავდა სერიოჟას. სროლა იმისკენ მიმა-

357 „ეტო კლუჩემო, ეტო კლუჩემო.“ (რუს.) − იგულისხმება − სე აჯობებს, ასე აჯობებს.
- 226 -

რთესო. რადგანაც ის ეგონათ სერიოჟა. ის საწყალი იქვე მოკლესო.


მე, ნესტორა ცერცვაძე და ამაიკა ნაზარეტიანი ერთათ ვიწექითო.
ამაიკა იძახდა: ნუ გეშინიათ, უბრალოთ ხალასტოით ივსრიანო. ამ
დროს წამოიწია ერთმა ხნიერმა რუსმა მუშამ, რომელსაც ტყვია
მხარში მოხვდა და ტყვიამ წინა მკერდი გამოგლიჯა, მაშასადამე
თურმე ტყვია დუმდუმი უხმარიათ.
როდესაც საკმაოდ ბლომად დახოცეს, მენშევიკების კომანდი-
რმა იმნაძემ სვისტოკი მისცა, რომ შეეჩერებინათ სროლა, მაგრამ
ჯარისკაცებს სროლაში არ ესმოდათ, შემდეგ წამოდგა ამაიკა ნა-
ზარეტიანი, მიმართა იმნაძეს: „თუ გვხოცავ ჩვენ დაგვხოცე ვინც
ვართ მიტინგის ხელმძღვანელებიო, თორემ რა შუაშია შემთხვევით
მაყურებელი ხალხიო“.
ამის შემდეგ იმნაძემ ნაგანი დაუქნია ჯარს და სროლაც შეჩე-
რდა. იქვე სატვირთო მანქანა მოაყენეს, დახოცილები და დაჭრილე-
ბი ჩაყარეს და წაიღეს საავადმყოფოში.
ჩვენი დროშა, ორ ალაგას ტყვიით დახვრეტილი, ანტონ მგალო-
ბლიშვილმა მე-3 რაიონს ჩააბარა.
ნათლუხში ცხენოსანი ჯარი იდგა, ჩვენი თანამოაზრენი, რომ გაე-
გოთ, ბოლშევიკების მიტინგი დახვრიტესო, 30 კაცამდის მოირბინეს
ხმლებ ამოშიშვლებულნი, − აბა ვინ არიან ბოლშევიკების მკვლელ-
ნი, თუ ბიჭები არიან მოვიდნენ ჩვენ გვეჩხუბონო. დახოცილების
შესახებ სწორე ცნობა არ არის, მე ისე მახსოვს, 18 კაცამდის უნდა
იყოს. აი, ასე აკურთხეს მენშევიკებმა თავიანთი სეიმი ბოლშევიკების
სისხლით.
იმ დროს, როდესაც ნამდვილ სოციალისტებს ხვრეტდენ „სოცი-
ალისტ“ ნოე ჟორდანიას კარნახით, სწორედ ამ დროს ეს მენშევიკე-
ბის „სოციალისტი“ სეიმში ამბროზი კათალიკოსს ხელზე ემთხვეო-
და და მილიონჩიკ ხოშტარიას ფეხის ქუსლებს ულოკავდა.
მეორე დღეს სასახლეში მივედი, ნოე ჟორდანია ვნახე, გადამკოც-
ნა, იქვე იყვნენ ფილიპე მახარაძე, სერგო ქავთარაძე. რევოლუციის
პირველ დღეებში ბოლშევიკები და მენშევიკები ერთად ვმუშაობ-
დით. შემდეგ ლენინმა მ. ცხაკაიას პირით შემოთვალა: საერთო არა-
ფერი გაქვთ მაგ [მაგ არეულ მთავრობასთან], მოღალატეებთანო,
- 227 -

გამოეთიშეთო. მართლაც გამოვეთიშეთ, ბოლშევიკური ფრაქცია


დავაარსეთ. ამის შემდეგ იწყება ჩვენი დევნა უკვე მენშევიკების
მხრივ. ზოგიერთი ჩვენი ამხანაგი გამენშევიკდა. ჩამოსვლის შემდეგ
ჩვენ ავირჩიეთ კომიტეტი 5 კაცისაგან, პირველი რაიონის კომიტე-
ტი. კრება გვქონდა გიორგი ჩხეიძის სახლში. მე ვთამჯდომარეობდი,
ხოლო ისმაილ იობიძე მდივნობდა. კომიტეტში ავირჩიეთ მიხეილ
ოკუჯავა, მალაქია ტოროშელიძე, გიორგი ჩხეიძე, ისმაილ იობიძე
და მე. აქ პარტიის წევრებად პირველად ვაკურთხე ორი ბიჭი, გი-
ორგი ჩხეიძის შვილი, ჟორა და ჩემი შვილი, არსენა. ორივე 17 წლის
ბიჭები იყვნენ.
მენშევიკების მთავრობის დროს ხუთჯერ ვიყავით დატუსაღე-
ბული. დადგა საკითხი სტამბის მოწყობის შესახებ. მოვიდა ლადო
დუმბაძე, მითხრა, − ბინა უნდა გამოძებნო სტამბისათვისო. ბინა მი-
ნდა გამოვძებნო ისეთი, რომ ერთი კედელი მთაში იყოს, ვინაიდან
წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი არის შეტყობა, სახლის შიგნით
და გარეთ გაზომვის შემწეობით. ასეთი ბინაც აღმოვაჩინე. ასეთი
იყო უპატრონო სახლი ჩემი სახლის მახლობლად. ის თითონ მე
მქონდა ჩაბარებული გაქცეული სომხის მიერ. ეს იყო ის დრო, რო-
დესაც მენშევიკები სდევნიდნენ სომხებს. მე ვუთხარი ჩემს შვილს:
ნიკოლოზის დროს ჩვენ ვაკეთებდით ასეთ საქმეებს, ახლა თქვენ
გააკეთეთ-მეთქი. ვმუშაობდით ღამ-ღამობით. კედელი თხელი იყო,
გვეშინოდა, მეზობელ მდგმურებს არ გაეგოთ და ამიტომ ჩემს ვაჟს
ხელით ვათხრევინებდი. სულ სისხლი სდიოდა თითებში: საშინელი
ქვიანი ადგილი შემხვდა, მაგრამ წერაქვი მაინც არ დავაკვრევინე.
შემდეგ კედელი უნდა შევაძველოთ. თორემ თუ ახალი კედელი
დაინახეს, მაშინვე ეჭვს აიღებენ. აბა, შემურვა, გაჭუჭყიანება. შე-
მდეგ საიდუმლო გზის გაკეთებაა საჭირო. მოვაწყე ქურა მწვადის
შესაწვავად, გავაკეთეთ ღილი (კნოპი). მას ხელს დავაჭერდი, კედე-
ლი შეტრიალდებოდა, მზად იყო. მოვიდა სილიბისტრო თოდრია.
სტამბა ნაყიდი მაქვს ერთი ებრაელისაგან კრუზენშტერნის ქუჩა-
ზეო358. ამ დროს მე მენშევიკების გვარდიის ქარხანაში ვმუშაობდი.
რკინიგზაში არ მამუშავეს, ვინაიდან როცა მენშევიკები კრებას იწვე-

358 კრუზენშტერნის ქუჩა − დღევანდელი მიტროფანე ლაღიძის ქუჩა.


- 228 -

ვდნენ, ჩემი რეზოლუცია გადიოდა. მენშევიკმა მუშებმა უთხრეს


ნოე რამიშვილს: თუ არაქელა არ მოგვაშორე, მენშევიზმი ფეხს ვერ
მოიკიდებს რკინიგზაზეო. მაგრამ როდესაც დამიჭირეს, მუშები ისა-
კა ლევაშოვის მეთაურობით რამიშვილთან მივიდნენ და მოითხო-
ვეს, არაქელა უნდა განათავისუფლო, ასეთია რკინიგზის მუშების
მოთხოვნილება, თუ დამნაშავე არის, ჩვენ თითონ მოგვეცი საბუ-
თიო... მუშების ძალდატანებით განმათავისუფლეს.
ახლა სტამბის წამოღებაა საჭირო. ბევრი ვიფიქრე, როგორ წა-
მოვიღო. გვარდიის ქარხანაში ერთი ტაჭკა გვქონდა. ვუთხარი ვასო
გუგუშვილს: ბიჭო, ნახშირი მაქვს გადმოსაზიდი, მათხოვე ტაჭკა-მე-
თქი. − წაიღეო, მათხოვა. ერთი მოხუცებული მეტაჭკე იყო, ხუთი
მანეთი ჩავუდე ხელში, ჩამოვატარე მტკვრის ნაპირას. აბა, იქ რა
უნდა ნახშირს, ქუჩაზე დავაყენე. შემდეგ ვუთხარი: გაუყიდიათ-მე-
თქი. ბარემ აქა ხარ, წამოდი, ერთი პატარა დამტვრეული მანქანა
მაქვს გასაკეთებელი, სახლში უნდა მოვიტანო-მეთქი. დამეთანხმა.
წავედით. რადგანაც მენშევიკები მიცნობდნენ და შეიძლება ეჭვი აე-
ღოთ, ჩემი ბიჭი არსენა გაჰყვა ტაჭკას. დაადვა სტამბა და მეც უკან
გამოვყევი შორიახლოს. კუკიის ხიდთან მალაქია ტოროშელიძე
შემხვდა, − სტამბა მოგვაქვს-მეთქი − ვუთხარი. − ფრთხილად იყა-
ვით, − სთქვა მალაქიამ. მოვიტანეთ, პირდაპირ ეზოში შევიტანეთ,
გადმოვცალეთ სახლში. მეტაჭკეს ვუთხარი: თუ გკითხონ, რა მოი-
ტანე, უთხარი, ნახშირი იყო-მეთქი. თორემ შეიძლება დაგითხოვონ,
რადგანაც მე ნახშირის გადმოსატანად მათხოვეს ტაჭკა.
დაღამდა. ახლა სტამბა ბინაზე უნდა გადავზიდოთ. მე ვუთხარი
ჩემს ბიჭს: − დაიცა ცოტა ხანს, საათის სამზე-ოთხზე ყველას სძინა-
ვს, მაშინ გადავიტანოთ-მეთქი. სტამბა სხვის ეზოზე უნდა გავატა-
როთ, ყველაფერი ვასწავლე: თუ ვინმე შეამჩნიო, გვერდზე გადააგ-
დე და თითონ ჩაწექი-მეთქი. სწორედ ასეც მოხდა. გადავიდა, ერთ
ეზოში სახლის პატრონი ონიკაძე გამოსულიყო. ჩემს ბიჭს სტამბის
ჩარხი გვერდზე გადაეგდო, თითონ გაწოლილიყო, შემდეგ ისევ
შესდგომოდა მუშაობას და ადგილზე მიეგორებინა. ახლა საკითხი
დადგა, სტამბაში ვინ უნდა იყოს. ბინაზე ვინმე ხომ უნდა ცხოვრობ-
დეს, თორემ რას იტყვიან მეზობლები. ხალხი დადის და შიგ არავინ
- 229 -

სცხოვრობს. ბაბე ბოჭორიშვილმა გამოაცხადა იქ დადგომის სუ-


რვილი. მართალია, ბაბე ძველი არალეგალური მუშაკი იყო, მაგრამ
მე ამის წინააღმდეგ წავედი. მე ვამბობდი, ის ძველი მუშაკია და მა-
შინვე ყურადღებას მიაქცევენ, ამისთანა ყრუ ადგილას რა გინდაო.
შემდეგ დავაყენეთ ზაქრო ჩოდრიშვილის დისწულები, ობოლი გო-
გოები. სტამბაში მუშაობდნენ: სილვა თოდრია, ვანო ბოლქვაძე და
თოდრიას ცოლი სონია. ლადო დუმბაძე, [რომელიც] შემდეგ დაი-
ჭირეს. სტამბაში გვაქვს ელექტრონის ზარი, გარეთ სურათის ქვეშ
კნოპკაა გაკეთებული, თუ ვინიცობაა რაიმე ხმაურობა მოგვესმა,
დავაწვები კნოპკას, მუშაობა სტამბაში შეჩერდება. ჩემი ბიჭი არსე-
ნა ჩარხს ატრიალებს, [(ტიტლიკანა მუშაობს.)] გოგოები კალათ-
ში ლიტერატურას აწყობენ, ზევით სარეცხს ალაგებენ და მიაქვთ
შაუმიანის სიმამრთან. იქიდან ვრცელდებოდა ქალაქში შაუმიანის
ცოლის მეშვეობით.
როგორც ვთქვი, მენშევიკების დროს რამდენიმეჯერ ვიყავი და-
ტუსაღებული. ჩემი ციხეში ყოფნის დროს ცოლი და ორი შვილი
გამხდარიყვნენ ტიფით ავად. არსენას ჯერ დედა ზურგზე აკიდებუ-
ლი ჩაეტანა საავადმყოფოში, მერე და და ძმა. ფაიტონის ფულიც არ
ჰქონოდა საწყალს. ამავე დროს თითონ ისიც [შვილიც] დაითხოვეს
სამუშაოდან. ჩემი გატეხა უნდოდათ, ციხიდან რომ გამოვედი, მეც
ავად გავხდი. 1917 წელს ქატო მქონდა ნაყიდი. ცოლმა მკითხა: რად
გინდაო. მე ვუთხარი: − შეიძლება ისეთი დრო დადგეს, რომ ესეც
გენატრებოდეს-მეთქი. მართლაც დადგა ისეთი დრო, ჩემმა ცოლმა
ეს ქატო საცერში გაატარა, როგორც შეიძლებოდა. აზილა, მაგრამ
არ აიზილა. ნეხვის წიფას ჰგავდა. ამ ნეხვის მაგვარი პური მქონდა
შენახული, მინდოდა მიტინგზე გამომეტანა, ხალხისათვის დამენა-
ხვებინა, თუ სანამდი მიგვიყვანა მენშევიკურმა მთავრობამ. როცა
მოვიძებნე, რათა მიტინგზე წამეღო, ჩემმა ცოლმა მითხრა: ჩვენმა
ბიჭმა ლადომ შეჭამაო. მერე შერცხვათ მენშევიკებს და ჩემი ბიჭი სა-
მუშაოდ მიიღეს. მომიტანა პირველი ჯამაგირი 17 მან. − ნუ გეშინია,
მამიკო. მატყობდა, რომ ძალიან ვჯავრობდი, დაღონებული ვიყავი.
ეს პირველი ჯამაგირი რომ მომცა, მეგონა ნაკვერცხალი დამედო
გულზე-მეთქი. ბიჭი ახალგაზრდაა, სწავლა უნდა და მაზუთში კი
- 230 -

ლპება. შემდეგ ვასო გუგუშვილის მეოხებით მეც მიმიღეს სამუშაო-


ზე გვარდიელების ქარხანაში.
დადგა საკითხი ლადო დუმბაძის, კოტე ცინცაძის, ფილიპე მახა-
რაძისა და სერგო ქავთარაძის განთავისუფლების შესახებ ციხიდან.
ისინი 1919 წელს კავკავიდან მოდიოდნენ და გზაში დაიჭირეს. ციხის
უფროსის თანაშემწესთან, ლეკვეიშვილთან, საქმე მოგვარებულია.
მოხერხებულ დროს ელოდება, რომ ტუსაღები გამოუშვას. ჩვენ
ავტომობილები მზად გვაქვს, უნდა ჩავსხათ და წამოვიყვანოთ. ამი-
სათვის მე და გიორგი სტურუა ვდარაჯობთ შაუმიანის სიმამრთან.
უნდა შეგვატყობინონ, როდის გამოაპარებენ და თავის დროზე მი-
ვალთ ავტომობილით. რამდენიმე ღამეს ვუცადეთ ორ საათამდე.
ერთ საღამოს სტურუამ მითხრა: ამაღამ ნუღარ ვიცდით, არ შეუძ-
ლიათ ჯერჯერობით გაქცევაო. გავიდა ორი დღე, სახლში ვზივარ,
ჩიბუხს ვეწევი. ვნახოთ, კოტე და ლადო თავს დამადგნენ. თითონაც
არ იცოდა ლეკვეიშვილმა, თუ ამ დღეს გამოუშვებდა. ნახა მოხე-
რხებული დრო და გამოგვიშვაო, − ამბობდნენ ისინი. ახლა გვი-
ნდა გავიგოთ სერგოს და ფილიპეს ამბავი. − სად მივიდნენ, როგორ.
კოტე და ლადო სტამბაში ჩავიყვანე, ჩემმა ცოლმა იქ ლოგინი ჩაუ-
ტანა. ისინი ლეკვეიშვილზე დარდობდნენ, რომელიც ნაძალადევში
იყო დამალული. კოტემ მითხრა, როგორმე უნდა გააქციო აზრბაი-
ჯანშიო. ჩვენთვის ისეთი საშიში არ არის ხელახლა დაჭერა, როგო-
რც იმისათვის, მოღალატედ გამოაცხადებენ და დახვრეტენო. სამ-
გზავრო მატარებელზე მუშაობდა ვასო ცინცაძე, ჩუმი ბოლშევიკი.
დეპოში, როდესაც მენშევიკები შემომესეოდნენ, ის მხარს მიჭერდა.
ამ მემანქანეს ვუთხარი: თუ გინდა შენი სახელი ისტორიაში დარჩეს,
ეს საქმე უნდა გააკეთო. ფოილოს359 უნდა გააცილო ეს ბიჭი-მეთქი.
− კარგიო, − დამეთანხმა, − ღამე რომ წავალ, თან წავიყვან, მხო-
ლოდ მანამ მემანქანის თანაშემწეობა ასწავლე, ფოილოსთან ჩემი
თანაშემწე ჩამოვა, მინდორში მიიმალება. პატრული გვნახავს, რომ
ორთქმავალში მხოლოდ ორნი ვართ და გაგვიშვებსო. მოვაწყეთ
ყველაფერი. ჩავაცვით ლეკვეიშვილს მუშური ტანისამოსი, ერთმა
ქალმა ხელი გაუყარა და წაიყვანა, სათვალეებიც გავუკეთეთ. ჩავა-

359 ფოილო − სოფელი და რკინიგზის სადგური აზერბაიჯანში, ახსტაფის რაიონში.


- 231 -

ბარეთ ცინცაძეს.360
სახლიდან წითელი ბაირაღის ჩამოღებამ და სამფეროვანი დრო-
შის ამართვამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე.
მაშინვე რკინის გზის მუშებთან გავექანე. − ბიჭებო, თუ თქვენ არ
ჩამოგიღიათ ის სამფეროვანი დროშა, მე ავალ სახურავზე, შეიძლე-
ბა მომკლან კიდეც, მაგრამ მაინც იმ დროშას ჩამოვიღებ-მეთქი. მათ
მიპასუხეს: არაქელჯან, კარგი. ჩვენ წავალთ და მოვითხოვთ − ისევ
წითელი დროშა ამართონო. გაგზავნეს მუშათა დელეგაცია, მაგრამ
რამიშვილმა და ჟორდანიამ უპასუხეს: აქ პარლამენტია, წითელი
დროშა მუშათა სასახლეზე გავაკეთოთო. მიიტანეს წითელი დროშა,
პროფკავშირის შენობაზე გააკეთებინეს. ამით დააშოშმინეს მუშები.
ამის შესახებ წერილის დაწერა გადავწყვიტე, ხოლო შეცდომები
რომ არ გამპაროდა, მალაქია ტოროშელიძემ დამიწერა. რუსულ
ენაზე დავწერეთ, იმიტომ რომ მინდოდა ყველას გაეგო, რუსს, თა-
თარს, სომეხს. ჩემს გარდა ხელს აწერდნენ ვიგორბინი, გიორგი თა-
თანაშვილი, მალაქია გიორგობიანი, ლეონტი მამალაძე. მენშევიკურ
„ბორბაში“361 მივიტანე. არ დამიბეჭდეს. ტფილისში ერთი ნახევრად
ლიბერალური გაზეთი გამოდიოდა, მგონია „ნაში დნის“ სახელწო-
დებით. ახლა იქ მივიტანე. რედაქტორმა მითხრა: მართალი ხართ,

360 „ოქტომბრის რევოლიუციის გამარჯვების შემდეგ, ქართველი მენშევიკები


მუსავატისტებთან და დაშნაკებთან ერთად შევიდნენ კავშირში. შემდეგ გერმანიის,
შემდეგ ინგლისის − საფრანგეთის იმპერიალიზმთან დავაში გადააქციეს საქართველო
და ამიერ-კავკასია იმპერიალისტების ინტერვენციის ასპარეზად. მენშევიკებმა
კავშირი დაიჭირეს თეთრ გენერლებთან − დენიკინთან, ალექსეევთან და სხვებთან
და გადააქციეს საქართველო კონტრრევოლიუციის საყრდენად საბჭოთა
ხელისუფლების წინააღმდეგ. მენშევიკებმა მუსავატისტებთან და დაშნაკებთან
ერთად მოახდინეს სამშობლოში მიმავალი რუს რევოლიუციურ ჯარიკაცთა რბევა.
მენშევიკები იყვნენ ორგანიზატორები ამიერ-კავკასიის ურთიერთგადაკიდების,
შუღლის და ზოოლოგიური ზიზღის. მათ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. მიიყვანეს
მშრომელი მასები საშინელ გაღატაკებამდე. ფაშისტურ-კონტრევოლიუციურ
მენშევიკებმა, ინტერნაძირალებმა ნ. ჟორდანიას მეთაურობით, საბოლოოდ მიყიდეს
თავისი თავი იმპერიალისტებს და ინტერვენტებს. ისინი მთელ თავის იმედებს
ამყარებდნენ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა და კონტრრევოლიუციურ ომსა და
ინტერვენციაზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ისინი გადაიქცნენ იმპერიალისტურ
სახელმწიფოთა გენერალურ შტაბების და კონტრდაზვერვის ჩვეულებრივ
ჯაშუშებად და მზვერავებად, ფაშიზმისა და იმპერიალიზმის პირდაპირ აგენტებად.“
ლავრენტი ბერია − ამ. კავ. ბოლშევიკური ორგანიზ. ისტ. საკითხებისათვის გვ. 36
(ავტორის ხელნაწერი ჩანართი).
361 „ბორბა“ (რუს.) − ბრძოლა; საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
ცენტრალური კომიტეტის რუსულენოვანი გაზეთი.
- 232 -

თანაგიგრძნობთ, მაგრამ ვერ დავბეჭდავთ, მიტომ რომ გაზეთს და-


გვიკეტავენო, და ეს საწყალი ბალღები მშიერი დარჩებიანო, − მიმი-
თითა გაზეთის დამტარებელზე. მაგრამ მგონია თავის თავის ჯავრი
უფრო ჰქონდა; ვიდრე პატარა მეგაზეთეებისა. შემდეგ წერილი და-
მიბეჭდეს ბაქოს „ნაბატში“.362 ფილიპე მახარაძემ კომენტარებიც და-
უწერა. აჩოჩქოლდნენ მუშები. დაიწყო ჩემთან ჩხრეკა, ხელნაწერს
ეძებდნენ. ერთხელ მამალაძე შემხვდა, − პარტიიდან გამომაგდებენ,
რა მიქენიო. − ამ ჩემს ფეხებს თუ გამოგაგდებენ-მეთქი. მოვიდნენ
ჩემთან ვიგორბინი და მალაქია გიორგობიანი. კაცო, გვიჩვენე ქაღა-
ლდი, იქ თურმე ჟორდანიას ლანძღვა ყოფილა, რაზე მოგვაწერინე
ხელიო. ამოვუღე. აი ეს წერილიც!

[მაკვდავ კონტრ-რევოლუციის გახილულ თვალით წინ გადაეშ-


ლება კავკასიის ხალხთა პროლეტარული სოლიდარობის სურათი.
რედაქციისაგან ამხ. არაქელას წერილის გამო.
კავკასიაში რევოლუციური მოძრაობის ვეტერანის, კავკასიის
დედაქალაქში პირველი წითელი დროშის ამფრიალებელის, ამხ.
არაქელას წერილს, რომელსაც მხარი დაუჭირეს თვით ძველმა
მენშევიკ-მუშებმაც, კოლოსალური მნიშვნელობა აქვს როგორც
მენშევიკური პარტიისა და მისი ბელადების, ჟორდანიას, რამიშვი-
ლის, გეგეჭკორის და სხვების გამცემლობის ისტორიულ დოკუ-
მენტს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ტფილისისა და მთელი
ამიერ-კავკასიის მუშები, ბოლოს და ბოლოს, დაიწყებენ აქტიურ
ბრძოლას ჩამოგლეჯილი წითელი დროშისათვის, ჩამოგლეჯილი-
სა ვისი ხელით?... მათი ბელადისა და ყოფილი და სათაყვანებელი
არსების, ნოე ჟორდანიას ხელით. მძინარენი იღვიძებენ. მკვდრები
სდგებიან. ამხანაგმა არაქელამ კვლავ ააფრიალა თავისი წერილით
რევოლუციის წითელი დროშა, მენშევიკების მიერ შებღალული. და
ის მარტო არ არის.
აქვე მოგვყავს ეს წერილი „Кавказская правда“-დან]

362 „ნაბატი“ − რსდმპ ბაქოს კომიტეტის გაზეთი, გამოდიოდა 1917 წლიდან.


- 233 -

ღია წერილი საქართველოს ყველა მუშებს

ძვირფასო ამხანაგებო! ამ დღეებში სასახლედან ჩამოხსნეს წი-


თელი დროშა და ახლა იქ ფრიალებს მხოლოდ სამფეროვანი ერო-
ვნული დროშა. ეს ფაქტი მე მგვრის ერთგვარ ფიქრებს, რაც მსურს
თქვენ გაგიზიაროთ.
წითელ დროშას − ჩვენი რევოლუციური მოქმედების, ჩვენი იდე-
ალის სიმბოლოს ჩვენ პატივს ვცემდით, როგორც წმინდათა წმი-
ნდას. ამის გამო ჩვენ სასტიკად გვდევნიდნენ არა მარტო მდიდრები
და ძალაუფლების მპყრობელნი, არამედ ის გონებაჩლუნგი მეშჩა-
ნებიც363, რომელთა შორისაც ჩვენ გვიხდებოდა ტრიალი, და თვით
ჩვენი ახლო ადამიანებიც, ჩვენი საკუთარი ოჯახის წევრებიც. ჩვენ
ვიტანდით ყოველგვარ დევნას, ოჯახური ცხოვრების ყოველგვარ
გაჭირვებას და ვეტრფოდით იმ აზრს, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენი
გაიმარჯვებს და ჩვენი ძვირფასი წითელი დროშაც ამაყად იფრია-
ლებს სასახლეზე.
როდესაც 1901 წელს მე წილად მხვდა პატივი დროშის აფრიალე-
ბისა ტფილისში გამართული დემონსტრაციის დროს, ეს მე უდიდეს
ბედნიერებად მივიჩნიე. დარწმუნებული ვარ ამასვე გრძნობდნენ
ჩემს ირგვლივ მყოფი ყველა ამხანაგები, რომლებიც მე მეხმარე-
ბოდნენ. მე აღვმართე წითელი დროშა და მუშათა მასებმა მას მი-
აშურეს, რომ დაეცვათ იგი მტრის თავდასხმისაგან. მაგრამ მტერი
ათასჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ჩვენ შეგვმუსრეს, გვცემეს,
დაგვჭრეს, ბორკილები დაგვადვეს, ხოლო ჩვენი წითელი დრო-
შა ფეხით გასთელეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეურაცხყოფას არ
გვრძნობდით ჩვენი დროშის ასეთი ბედის გამო. იგი გასთელეს ჩვე-
ნთან ერთად და მტერს არც შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო,
− მტერი ფეხით სთელავს და ჰგლეჯს თავისი შეურიგებელ მტრის
დროშას.
1917 წელს რუსეთის [დიდი] რევოლუციის შემდეგ საპირველ-
მაისო დღესასწაულის დროს მე კვლავ პატივი დამდეს ტფილისის

363 „მეშჩანი“ − ადამიანი, რომელსაც წვრილმესაკუთრული ინტერესები, თვალსაზრისი


აქვს; რევოლუციამდელ რუსეთში ქალაქის წვრილ ვაჭართა, ხელოსანთა, წვრილ
მოსამსახურეთა და მისთ. წოდება.
- 234 -

მუშებმა: მე მიმიყვანეს 1901 წლის დემონსტრაციის ადგილას, სადაც


ახლა თავისუფლად ფრიალებდა ზღვა წითელი დროშებისა და ორა-
ტორებმა, რომელნიც მიღწეულ თავისუფლებას ხსენებულ დემო-
ნსტრაციას უკავშირებდნენ, ქება-დიდებით მომიხსენიეს, როგორც
პირველი მედროშე, როგორც რევოლუციის ვეტერანი. ამ მისალმე-
ბათა საპასუხოდ აღელვების გამო მე მხოლოდ ორიოდე სიტყვა-ღა
ვთქვი: „ჩვენ ცოტანი ვიყავით და გვძლიეს, ახლა თქვენ ბევრნი
ხართ და წითელი დროშა თავისუფლად ფრიალებს; მაგრად ჩასჭი-
დეთ ხელი ამ დროშას, არასოდეს არ დახაროთ იგი ძირს და მუშათა
კლასის საქმე უზრუნველყოფილი იქნება“. ეს ბედნიერი წუთი იყო.
წითელი დროშა ფრიალებდა ყველგან, ფრიალებდა სასახლეზეც.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ წითელი დროშა თავის
ადგილზე იყო. მის გვერდით აღმართეს ეროვნული დროშა, მაგრამ
სამფეროვან დროშას უკანასკნელ დრომდე არ შეეძლო წითელის
განდევნა. მართალია ის, რაც სასახლის შიგნით ხდებოდა, ნაკლებად
შეეფერებოდა მასზე აფრიალებულ წითელ დროშას, მაგრამ შექ-
მნილი პირობებში ისიც სანუგეშო იყო, რომ ჩვენს დროშას ანგა-
რიშს უწევდნენ და მას ისე აგდებით ვერ ეპყრობოდნენ, როგორც
უვარგის განძს. წითელი დროშა მაინც ფრიალებდა სასახლეზე, ეს
კი იმაზე მიუთითებდა, რომ შესაძლოა, ყველაფერი არ იყოს და-
კარგულიო.
ახლა კი იგი ჩამოხსნილია... სჩანს, უკვე არ ერიდებიან იმ კლა-
სს, რომელმაც ამდენი სისხლი დაღვარა მისთვის. იგი შესცვალეს
ეროვნული დროშით, რომლის დამსახურება ვერც ერის წინაშე და
ვერც, მით უფრო, მუშათა კლასის წინაშე ვერც კი შეედრება წითე-
ლი დროშის დამსახურებას.
წითელი დროშა ჩამოხსნილია... ამან თვალი უნდა აგვიხილოს.
საჭიროა კვლავ ბრძოლის გაშლა, რომ იგი სათანადო სიმაღლეზე
აღვმართოთ, რომ იგი საიმედო ხელში მოვაქციოთ.
გაუმარჯოს წითელ დროშას, ჩვენი სისხლის, ჩვენი მომავალი
გამარჯვების, ჩვენი დიადი იდეალების სიმბოლოს!
არაქელა.
წერილი მოყვანილია რუს. კ.პ. (ბ) რკპ კავკასიის სამხარეო კომი-
- 235 -

ტეტის ორგანო „Кавказская правда“-1920 წ დან.


ტექსტი ვუჩვენე. − არა, ის რომელზედაც ჩვენ გვაქვს ხელი მო-
წერილი. − ის ლენინთან არის-მეთქი, − ვუთხარი მე. შინაარსი წავუ-
კითხე. − მაგაზე ახლაც მოვაწერთ ხელსო. ვერ გაიგეს, რას ნიშნავდა
ჩემი წერილის სიტყვები „წითელი დროშა საიმედო ხელს უნდა ჩა-
ვაბაროთ“– მეთქი. ხეირიანად არ იცოდნენ რუსული ენა. ვიგორბინ-
მა ჩემსავით იცის რუსული. დედა ქართველი ჰყავს. მენშევიკებმა მა-
მალაძეს წერილი დააწერინეს − მე არაქელას არ ვიცნობ და არც იმ
წერილზე მომიწერია ხელიო. აფსუს, ჩემი წერილის დედანი თან არ
მქონდა. დავწერე წერილი ქართულ ენაზე, წავიღე მგონია ფედერა-
ლისტების364 გაზეთში. ვწერდი: თუ „ერთობას“365 არ სჯერა, რომ მა-
მალაძეს და სხვებს ნამდვილად აქვს მოწერილი ხელი, სადაც ნება-
ვთ, მხოლოდ გარანტიით, წარვუდგენთ თავის ნაწერს-მეთქი. სხვათა
შორის ამ წერილში ვამბობდი, რომ სამფეროვან დროშას არავითა-
რი დამსახურება არ მიუძღვის არც მუშებთან, არც ხალხის წინაშე.
ვინ დაღვარა მისთვის კატორღაში სისხლი? ამის შესახებ რედაქცია
შენიშვნას უკეთებდა: − არ ვეთანხმებით არაქელ ოქუაშვილს, რომ
სამფეროვან დროშას დამსახურება არა აქვსო. „ერთობა“ გაჩუმდა.
დამიჭირეს. წერილის დედანი ვერ მიპოვნეს. სისხლის სამა-
რთლის მილიციაში წამიყვანეს, იქ ცილი დამწამეს, ვითომ მე მო-
ნაწილე ვიყავი ვიღაც სოვდაგრის მოტაცებაში. მეორე დღეს თა-
ვგატეხილი მოიყვანეს ის სოვდაგარი ხითაროვი. რომლის მოტა-
ცებაც განზრახული ჰქონდათ. − აი, ეს არის შენი მომტაცებელიო,
− უთხრეს. სულაქველიძემ პრესპაპიეც366 კი მესროლა. ფაჩულიამ
ისე მცემა, რომ თვითონ ხითაროვმა სთქვა: „მაგ კაცის ცოდვას ნუ
მაყურებინებთ, გამიგონია, რომ პატიოსანი კაცი არისო“. ჩამაგდეს
ცივ საკანში, პური არ მომცეს. მერმე ჩემს გასაგონად დაიწყეს ლაპა-
რაკი. − ამაღამ თოკი ჩავაბათ და მტკვარში გადავუძახოთო. ამ ერთი

364 ფედერალისტები − საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო


პარტია.
365 „ერთობა“ − საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური
კომიტეტის ქართულენოვანი გაზეთი.
366 „პრესპაპიე“ (ფრ.) − საწერი მოწყობილობის ნაწილი; წარმოადგენს რკალისებურ
ფირფიტას ან ძელაკს, რომელზედაც გადაკრულია საშრობი ქაღალდის ფურცლები;
ბრინჯაოს, მარმარილოს და სხვ. მძიმე საგანი ქაღალდებზე დასადებად.
- 236 -

ღამის განმავლობაში ოთხჯერ მცემეს. მეორე დღეს ისევ მცემეს.


კიდევ კარგი, რომ ყარაული ვალერიან ვაშაკიძის ცოლისძმა გამო-
დგა. მივეცი ხუთი მანეთი, − პური მიყიდე-მეთქი. − არა გვაქვს ამის
უფლება, ჩემს პურს მოგცემო, − მითხრა მან. აქ ერთი კაცი ჰყავთ,
მან უნდა დაგაღრჩოსო, ხომ არაფერი გაქვს ვინმესთან დასაბარებე-
ლიო. − არაფერი-მეთქი. − მენდე, მე ვალერიანის ცოლისძმა ვარო.
რაც ნახე, ამხანაგებს ის უთხარი-მეთქი. ახლა ვფიქრობ: ჩამაგდებენ
წყალში, ცურაობა ძალიან კარგად ვიცი, ხელფეხი რომ შემიკრან,
მაინც გავცურავ. სრული ჩექმები მაცვია, წყალში რომ ჩამაგდებენ
ჩექმები თითონ გამვარდება, კაზაკინას367 ისე წამოვისხამ, ყელზე
მობმულ ქვას ხელით დავიჭერ. ნავთლუღში ქალი მყავს გათხოვი-
ლი, იქ მივალ.
გათენდა. მოვიდნენ ჩემი ცოლი და ძმისცოლი. პური მომიტა-
ნეს. აივანზე მესმის, ლაპარაკობენ − ის დავაღრჩვეთო. ჩემი ცოლი
ეუბნება: არაქელ ისეთი კაცი არ არის, რომ დააღრჩოთ. პური მო-
ვუტანე, გადაეცით. ყარაულმა ხელი დაუქნია, აქეთ მოიტანეთო.
გამიღო თუ არა კარები პურის გადმოსაცემად, გარეთ გამოვვარდი.
აცნობე ჩქარა სილიბისტრო ჯიბლაძეს, რომ ოთხჯერ მცემეს ამ
ღამეს მეთქი, დავუძახე ჩემს ცოლს. იმ უშნოებს ჩემი ცოლი რომ
მაშინვე დაეტუსაღებინათ, ხომ ვერავინ მიიტანდა ჩემს ამბავს. არ
გასულა ერთი საათი, შეიქნა ტელეფონის წკრიალი. შეშფოთდნენ,
გაიძახიან, ვინ შეატყობინა, ვინ შეატყობინა? გამომიყვანეს. შტაბ-
თან რომ მივედი, ცრემლები ვეღარ შევიკავე, იმდენად დამცირე-
ბულად ვგრძნობდი თავს. როგორ, მე ტფილისში უნდა მცემონ?
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმიყვანეს, ვნახე რამიშვილის მდი-
ვანი − ემელიან ლომთათიძე და პარმენ ჭიჭინაძე იქ იყვნენ. ამოვი-
ღე ცემისაგან მოტეხილი კბილი და იქ დავუგდე. მართალი უნდა
ითქვას, როგორც ლომთათიძე, ისე ჭიჭინაძე ძალიან აღშფოთდნენ.
ჭიჭინაძემ მკითხა: „არაქელ, ვინ გცემა?“ „არ ვიცი, კედიას და ფაჩუ-
ლიას გვარები მესმოდა“ − აი კედია ეს არის. ამან გცემა? − არა, ეს
არ ყოფილა, ულვაშებ აწკეპილი კაცი იყო. დაუძახა მაშინვე ფაჩუ-
ლიას. არ მოდიოდა. შეუთვალა, უსათუოდ გაჩნდი ახლავეო. ცოტა

367 კაზაკინა − მამაკაცის სამოსი რუსეთში ძველად.


- 237 -

ხნის შემდეგ მოვიდა. ჩემი მცემელი ის იყო, რასაკვირველია. რაკი


დამინახა, რომ სავარძელში ვზივარ თავისუფლად. შეფიქრიანდა −
შენა ცემე? − არა, ბატონო. − ჰეი, შე ლაჩარო, შენა, − ვუთხარი მე,
− იქ ძალიან ყოჩაღი იყავი? აკანკალდა ბრაზისაგან. იცით, ბატონო,
ეს ვინ ყოფილა? სახლი ჰქონია მოხერხებულ ადგილას. ყაჩაღების
ბუნაგად უქცევია. − შენზედ კარგად ვიცით, ვინც არის! − უთხრა
ჭიჭინაძემ. „ხითაროვი რომ გაიტაცეს, ამის ბრალია“. − ამბობს ფა-
ჩულია. მე ვუთხარი: შე უსინდისო, ხითაროვი რომ მოიყვანეთ, რა
გითხრათ? განა არ უთხრა სულაქველიძეს: „ამ კაცს ვიცნობ, როგო-
რც პატიოსანს, ეს არ ყოფილა ჩემი გამტაცებელიო“? − მოიყვანეთ
ხითაროვი, − სთქვა ჭიჭინაძემ, − შენ წადიო. − მითხრა. − სად წავი-
დე? − დასწერე განცხადებაო.
როგორც შემდეგ გამოირკვა, ყველა ეს ცემა-ტყეპა და ცი-
ლისწამება ნოე რამიშვილის მოწყობილი ყოფილიყო. მეორე დღეს
დავწერე განცხადება − თვითონ დგებუაძე, ჯიბლაძე, გოგიშვილი
ვასო, ჯუღელი ვალიკო, რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო ამ
ამბით, მიმყვნენ ნოე ჟორდანიასთან: [(„ნოე, ეს რა მომხდარა?“)]
განცხადებას ჩემი ამოგლეჯილი კბილი ჰქონდა დართული. ჩემ
სიძულვილს საზღვარი არ ჰქონდა ნოე ჟორდანიას მიმართ: არც
გაიკვირვა, არც აღშფოთებულა, თითქო არაფერი მომხდარიყოს.
„კარგი, გამოვიძიებთ“. ქაღალდი ვანო ქარცივაძეს გადასცა. ორი
მოწმე იყო ჩემი ცემის, დაჭერილი მოქალაქეები, იმათი ბიძაშვი-
ლები, ვისაც ეძებდნენ. ფაჩულიამ თურმე რევოლვერი დაადვა,
არაფერი სთქვაო, იმათაც სთქვეს, − არ გვინახავსო. მე კი მითხრეს:
სასამართლოში ვიტყვით, აქ შეგვაშინესო. ვანო ქარცივაძე დაი-
ნტერესებული იყო, ეს საქმე დაეფარნა. წარუდგინეს დასკვნა ნოე
ჟორდანიას: „არ უცემიათ“. ძალიან მეწყინა. წავედი სილიბისტრო
ჯიბლაძის ცოლთან, კბილის ექიმი იყო. ვუთხარი გამსინჯე-მეთქი.
ნოე ხომერიკიც იქ იყო. ერთი კვირა გავიდა ცემის შემდეგ, შეხორ-
ცდა კიდეც. − ვერაფერს ვამჩნევო, − სთქვა სილიბისტროს ცოლმა.
მაგიდას ხელი დავკარი − კარგი, სილიბისტრო, როდესაც ბოლშე-
ვიკები მოვლენ, ჩემს უფლებას მაშინ მოვითხოვ-მეთქი. როგორ მე
ვტყუი? მრცხვენია კიდეც, რომ გამლახეს ამხელა კაცი. ხომერიკმა
- 238 -

შეუკურთხა სილიბისტროს ცოლს. ბოლოს შეამოწმეს, რომ კბი-


ლი ამოგდებულია.
დავწერე ყველაფერი, წავიღე გაზეთ „ერთობაში“, არ დამიბეჭ-
დეს. წავედი ესერებთან, ნუცუბიძემ368 დამიბეჭდა. სილიბისტროს
გაეგო, რომ „ერთობას“ არ დაებეჭდა, შემომითვალა − მომიტანე,
დაგიბეჭდავო. მე ვუპასუხე: გვიან არის უკვე-მეთქი. მივედი ჟორდა-
ნიასთან. მინდა ერთი გამოვლაძღო კარგად. არ შემიშვეს. მერე კო-
წია ჯაფარიძემ დამიძახა. იმის მეოხებით შევედით ჟორდანიასთან.
კალისტრატე გოგუაც იქ იყო. ზრდილობიანად გამოვლანძღე ჟორ-
დანია. იმ სახეში ჩამარტყეს, ჩემო ნოე, რომელსაც შენ ერთხელ
აკოცე-მეთქი. გამოვიძიებო, მითხრა. − არა, არ არის საჭირო, რაკი
შენ არ დამიჯერე, ჩემი საქმე პოლიციელებს გადაეცი გამოსაძიებ-
ლად. ამის შემდეგ შენი სამართალი მე არ მინდა, მე ჩემს უფლებას
აღვიდგენ-მეთქი.
[საიდუმლო სამხედრო შტაბი მოვაწყეთ. იქ ვართ: მე, კასიანი,
ორი ოსი ოფიცერი, ერთი სომეხი დიდი ორდენიანი, ერთი სამხე-
დრო ექიმი თაქოევი. მენშევიკები უნდა დავამხოთ. რუსეთიდან მო-
დიან შეიარაღებული სომხები: ლენინი გზავნის ვითომ ოსმალეთის
სომხების საშველად. არსენალთან ბანაკდებიან დასასვენებლად.
ჩვენ ამავე დროს ვკრებთ ცნობებს − ვინ არის ჩვენი მომხრე. მარ-
ჯვე დროს უნდა მოვახდინოთ გადატრიალება. მენშევიკებმა გაგვი-
გეს, სომხის ჯარს იარაღი აჰყარეს ბათუმში. თუ მიდიხართ სომხეთ-
ში, უიარაღოდ წადითო. ამგვარად ჩვენი გეგმა ჩაიშალა.]
1920 წელს საბჭოთა მისიაში დავდექი კურიერად. წავყევი შეინმა-
ნს ბაქოში, რათა სტალინი და ორჯონიკიძე მენახა. ჩვენი საკუთარი
ვაგონი გვქონდა. დაბრუნებისას წამოვიყვანე პირველი ქართველი
კურსანტები, რომელნიც საიდუმლოდ იყვნენ მოსკოვში გაგზავნი-
ლი. ოთხი კაცი იყო სულ: მათ შორის პირველი რაიონის ყოფილი
მდივანი ლადო ქავთარაძე და ტიქიშვილი. სხვების გვარი არ მახსო-
ვს. ჯავაირა ხუტულაშვილიც მოდიოდა. საქართველოს საზღვარს
რომ მოვიყვანეთ, ეს კურსანტები კუპეში ჩავკეტე. მივეცი პაპირო-

368 ნუცუბიძე ილია თანამშრომელი იყო ესერების ორგანო გაზ. „შრომის“. 1919 წ.
ამჟამად ემიგრანტია. ავტორის შენიშვნა.
- 239 -

სი, ჩუმად იყავით, არ დაახველოთ-მეთქი, ვუთხარი. ფოილოს ხიდზე


ამოვიდა მენშევიკების საგუშაგო რაზმი, ვითომდა საბჭოთა კავში-
რის სრულუფლებიანი წარმომადგენლის შეინმანის პატივსაცემად,
ნამდვილად კი ათვალიერებდნენ, ხომ არავინ გადმოჰყავთ საზღვა-
რზეო. მოვიწვიე; მობრძანდით, ჩაი მიირთვით-მეთქი. ორი გამომყვა,
ორი კერპი გამოდგა. მე მკითხეს: ვინ არის კუპეშიო? − შეინმანის
ცოლ-შვილი-მეთქი. − შენ ქართველი ხარ? − კი-მეთქი − ვუპასუ-
ხე. მერე არ გრცხვენია, ბოლშევიკებთან მსახურებ? − რა ვუყო,
ჯამაგირს მაძლევენ. ასე მშვიდობიანად გადმოვიყვანე კურსანტები
საზღვარზე. როდესაც საზღვარს გადმოვსცილდით, ბიჭებს კარები
გავუღე. დაინახა შეინმანმა. − ვინ არის ეს ხალხიო, − იკითხა. მე ვუ-
თხარი: ჩვენი კურსანტები არიან, ბოლშევიკები-მეთქი. − როგორ, მე
ვარ ვაგონის პატრონი და არ უნდა ვიცოდე, ვინ მოდის ჩემ ვაგონ-
ში? − მაშ, უნდა იცოდე-მეთქი. არაფერი სთქვა, გაჩუმდა. წინდაწინ
რომ გაეგო, არ დამთანხმდებოდა.

[1921 წლის -დასაწყისში-ბოლშევიკები შეტევაზე გადავიდნენ.369]


1921 წელს მენშევიკებმა მაშინვე იერიში მიიტანეს მისიაზე. სერგო
ქავთარაძე დაატუსაღეს, მისიის ავტომობილი წაიღეს. თუმცა იმ
ღამეს მორიგე არ ვიყავი, მაინც მივედი მისიაში. ვგრძნობდი, რა-
ღაც უნდა მომხდარიყო. შეინმანი ძალიან შეშინებული იყო. მე
მის ცოლს დიდ პატივს ვსცემდი, კაი ადამიანი იყო. ახალგაზრდა
შვილად მეკუთვნოდა. მე ვუთხარი შეინმანს: „ქალაქში ბევრი მიც-
ნობს, ნათესავები ბევრი მყავს, თქვენ მეუღლეს დავმალავ, რომ არ
დაიჭირონ“. − „ძალიან მადლობელი ვარ თქვენი, მაგრამ მე უკვე
გერმანელების საკონსულოს ჩავაბარე ჩემი მეუღლეო. ახლა მხო-
ლოდ იმას ვშიშობ, რაკი სერგო ქავთარაძე წაიყვანეს, ავტომობი-
ლი წაიღეს, ვაი თუ მეც დამიჭირონ. ციხეში რბევა მოახდინონ“. მე
ვუპასუხე: „თუ წაგიყვანეს, მოითხოვეთ, მეც თქვენთან დამიჭირონ,

369 ლენინ-სტალინის საუკეთესო თანამებრძოლთა ამხ. ს. ორჯონიკიძისა და ს. კიროვის


უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მუშებმა და გლეხებმა მოახდინეს
შეიარაღებული აჯანყება, გაშიშვლებული მენშევიკურ კონტრრევოლიუციის
წინააღმდეგ და 25 თებერვალს 1921 წელს დიდი რუსეთის პროლეტარიატისა და
მუშურ-გლეხური წითელი არმიის დახმარებით დაამყარეს საბჭოთა ხელისუფლება.
- 240 -

ციხეს კარგად ვიცნობ, ზედამხედველებსაც და ტუსაღებსაც, ჩემი


ხათრით ხმას არავინ გაგცემთ. აქ ნუ გეშინიათ, ქართველი საზოგა-
დოება პოგრომებში370 არ არის დახელოვნებული-მეთქი“. ამ ლაპარა-
კის დროს შემოვიდა საგანგებო რაზმი. შეინმანს უთხრეს, − უნდა
წამობრძანდეთო. − ამხანაგ არაქელასაც უნდა ჩემთან წამოსვლაო,
− სთქვა შეინმანმა. რაზმში ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო: არის ბრძა-
ნება, ეგეც დავიჭიროთ, მხოლოდ რად მარგუნა ბედმა ჩემი მასწა-
ვლებლის დაჭერა, რად ვიყავი დღეს მორიგეო. დაგვიჭირეს მთელი
მისია. წაგვიყვანეს საგანგებო რაზმში. დილით სადგურზე გაგვიყვა-
ნეს და ქუთაისში გაგვგზავნეს. შეინმანმა ქუთაისში მიღალატა − იგი
სასტუმროში მოათავსეს, ჰკითხეს: ვინ გინდათ თქვენთან დავტო-
ვოთ: დაასახელა ორი თანამშრომელი, ჩემზე არაფერი სთქვა. ჩვენ
წაგვიყვანეს ციხეში. მე ცხვრის ტყაპუჭი მეცვა და მეცხვარის ქუდი
მეხურა. ურემზე დაგვსვეს, ხალხი უკან მოგვდევდა აღელვებული.
ერთს მღვდელს თოფი ეჭირა ხელში. მილიციელები რომ არ ყო-
ფილიყვნენ, გაგვწეწავდნენ. ერთი წითური ინტელიგენტი მოგვდე-
ვდა. მან შემომხედა და სთქვა: ნეტავი ერთი მაგის წვერი ამაქექია,
რა ესმის მაგას მარქსისაო. გასაბჭოების შემდეგ ბევრი ვეძებე, მი-
ნდოდა, მეთქვა − მოდი ვილაპარაკოთ კარგად დაინახავთ, თუ არ
მესმის-მეთქი, მაგრამ ვერსად ვნახე.
როდესაც მენშევიკებს ქუთაისი უნდა დაეტოვებინათ, ჩვენ
ბათუმისკენ გაგვისტუმრეს. მიგვიყვანეს ქუთაისის სადგურზე. 2000
კაცამდე ვიყავით დაჭერილი. ხმა გავარდა: თუ 12 საათამდე მოითმე-
ნთ, წითელი ჯარი შემოვაო. ამიტომ ჩვენ არ ჩავჯექით მატარებელ-
ში. მოვიდა ბენია ჩხიკვიშვილი, დაგვლანძღა, ქურდები გვიწოდა.
ხან ერთს სტაცა ძალით ხელი, ხან მეორეს, მილიციონრებს დაუ-
ძახა. ჩვენ სადგურის ფლატეზე ვიჯექით, მაგრამ როცა მე, გიორგი
ჩხეიძე და სერგო ქავთარაძე დაგვინახა, შერცხვა ცოტა არ იყოს.
უკვე ხუთი საათი გახდა, მაგრამ წითელი ჯარი არ სჩანდა, მატარე-
ბელში ჩავჯექით და ბათომს წავედით. როდესაც ბათომიც უნდა
დაეტოვებინათ მენშევიკებს, ციხის უფროსი გაიქცა, კლიტეები კი
ჩვენ გადმოგვცა. სისხლის სამართლის დამნაშავენიც გაიქცნენ. ღა-

370 „პოგრომები“ (რუს.) − დარბევა, ებრაელების დარბევა სლავურენოვან ქვეყნებში.


- 241 -

მეა, ხალხი ფუტკარივით ირევა. ბნელა, არ ვიცით, საით წავიდეთ.


აჭარლებმა იარაღი აიღეს. ამბობდნენ, − ჟორდანიამ ბათომი ჩვენ
ჩაგვაბარაო. ქალაქში სროლაა. ჟორდანიამ ბათომის ციხიდან და-
იბარა სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, კარპე მოდებაძე,
ვასო კანდელაკი და მათთვის უთქვამს: „მე ვიბრძოლე, რამდენიც
შემეძლო, ახლა ქვეყანა თქვენ ჩაიბარეთ და მოუარეთო“.
ბათომში უკვე რევკომია შემდგარი, ციხეში ხმა გავარდა: ჩვენ
ინგლისელებს გადაგვცემენ, საქმე ცუდად არისო, 26 კომუნარის371
ამბავი გაგვახსენდა. გავგზავნეთ რევკომში დელეგაცია. [სანდრო
თუმანოვი და მარიამ ორახელაშვილი. სადაურია, ქალაქში რეჟიმი
შესდგა და ბოლშევიკები კი ციხეში ვსხედვართ.] იქიდან შემოგვით-
ვალეს: „ჩვენ თვითონ ვიმალებით, ქიაზიმ-ბეი მოვიდა თურქის ჯა-
რით, ბათომი ჩვენი არისო, ამბობს, − მე გადმომცა ჟორდანიამო.
ჯერ კიდევ წითელი ჯარი არ შემოსულა, ამაღამ მოითმინეთ,
ხოლო გათენებისას ტფილისში გაგგზავნითო“.
[სანდრო თუმანოვი არხეინად წამოწვა. მარიამ ორახელაშვილი
უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა. სანდროს ვეუბნებით: გესმის თუ არა
სროლა, თუ მოვიდნენ, წიწილებივით ამოგვხოცავენ, თუმანოვი
ყრუ იყო, არ ესმოდა... წადი, ვუთხარი სანდროს და მარიამს, იარა-
ღი მისცენ. შემოგვითვალეს, − რის იარაღი, გამოდით პატარ-პატა-
რა ჯგუფებადო. საწყალი სანდრო დგას კარებში ციხის გასაღებით,
ატარებს ხალხს.] გამოვედით მე და ჩხეიძე. ბნელა. ვხედავთ, ცხენო-
სანი ხალხი ციხეზე მოდის. ჩვენ ერთბაშად შევძუნძულდით ისევ
ციხეში. − ჩვენ ვართო, − დაგვიძახეს. თურმე ციხიდან გამოსულ
ხალხს უშოვნია ცხენები და იარაღი და მოვიდა. მოჰყვნენ ქართვე-
ლი ოფიცრები. ერთი ქართველი ოფიცერი წინ წაგვიძღვა, სადგურ-
ზე მიგვიყვანა. მან სთქვა: ჟორდანია გაიქცა, წაიყვანა თავისი ერთ-
გული ხალხი. ჩვენ უპატრონოდ დაგვტოვაო. მე ვუთხარი: ნუ გე-
შინია, ჩემი სახელი ახსენე. სთქვი, რომ არაქელა გაათავისუფლე და
ხელს არავინ გახლებს-მეთქი. ჩაიწერა ჩემი სახელი. ჩხეიძემ უთხრა:
ჩემი სახელიც ჩაიწერეო. ისიც ჩაიწერა.

371 26 კომუნარის ამბავი − იგულისხმება ბაქოში დამყარებული ბოლშევიკური


ხელისუფლების წევრები − კომისრები და სხვა ბოლშევიკი ლიდერები, რომლებიც
აზერბაიჯანელებმა ბრიტანული არმიის დახმარებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
- 242 -

გათენდა. მოვიდა მატარებელი, ჩავჯექით, ტფილისისკენ გამო-


ვწიეთ. საჯავახოში შემოვიდა ერთი კაცი − არაქელა ვინ არისო. − მე
ვარ-მეთქი. − შალვა ელიავა გეძახისო. გამეხარდა, თორმეტი წელი-
წადი არ მენახნა შალვა ელიავა. გაიმართა ხვევნა-კოცნა. შემდეგ
მითხრა: შენ ისევ ბათომში წამოდი, შენს გარდა მე ვერავის ვერ
ვანდობ ჩემს ვაგონსო. − კარგი-მეთქი. წავედით. ერთი კვირა კიდევ
დავრჩით ბათომში. ჩამისვამს შალვა ავტომობილში, დავდივართ. მე
ტყაპუჭით, [ხოლო] ის სამხედრო ტანისამოსით.
დაიწყო ბრძოლა თურქსა და ქართველებს შორის372 ბათომის სი-
მაგრეების ხელში ჩასაგდებად. მე ვთქვი, ამ ელიავამ სად ჩამაგდო.
დაიბარეს გენერალი მაზნიაშვილი, ჰკითხეს: ვინ გინდა, ბოლშევი-
კები თუ მენშევიკებიო. − თქვენი დედაც და იმათიცო, მე ჩემს საქა-
რთველოს ვემსახურებიო. − გინდათ ბათომი თურქებს დარჩეს თუ
ქართველებს? − რასაკვირველია, ქართველებსო. − აბა, სიმაგრეები
დაიცავითო. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილს ჩააბარეს ქართველი ჯა-
რისკაცების უფროსობა, რომ ბათომი გაენთავისუფლებიათ ქიაზი-
მ-ბეის ჯარებისგან. კახელებმა იერიში მიიტანეს ფორტებზე, ძლიერ
მამაცად იბრძოდნენ. კიდევაც უთხრა მაზნიაშვილმა: „თქვე ოჯახ-
ქორებო, წინადაც რომ ასე გებრძოლნათ, აქამდე ბოლშევიკები
ხომ ვერ შემოვიდოდნენო“ − განსხვავება დიდია, იქ რუსები იყვნენ,
აქ თურქები არიანო, − უპასუხეს ქართველმა ჯარისკაცებმა.
ელიავამ 9 ვაგონი ჩამაბარა, მენშევიკებით გატენილი. მათ შორის
იყვნენ სილიბისტრო ჯიბლაძე, კალისტრატე გოგუა, მელიტონ რუ-
სიას ცოლი და სხვ. შევატყვე, რაღაცა ბარგი-ბარხანა მიჰქონდათ. მე
ვთქვი: ამათ ყველაფერი დაჰკარგეს, ახლა პარკებით მანუფაქტურა
მოაქვთ, ამისთვის როგორ შევედავები-მეთქი. საჯავახოსთან ხიდი
გაფუჭებული იყო. მელიტონ რუსიას ტომრები ორმა მუშამ ძლი-
ვს ასწია. მე თვითონ ნახევარი ტომარა რევოლვრები მომქონდა.
ნაცნობმა მენშევიკებმა მომცეს: ისევ თქვენ ატარეთ, ქართველმა
ბოლშევიკებმა, რუსებს ნუ მისცემთო...
ტფილისში იარაღს ჰკრეფდნენ. 15 თოფი მეც მქონდა სახლში

372 1921 წლის 17-21 მარტის ბრძოლა საქართველოს დემოკრატიურლი არმიის ნაწილებსა
და თურქული არმიის ნაწილებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ბათუმისა და
ბათუმის მხარის ოკუპირებას.
- 243 -

დამალული. თუმცა მენშევიკებმა ბევრჯერ გამჩრიკეს, მაგრამ მაინც


ვერ მიპოვეს. ახლა ჩავაბარე ჩვენს შტაბს.
დადგა საკითხი ჩვენი საიდუმლო სტამბის მოშლისა. ლენინს
ეთქვა: განაპირა კუთხეებში ჯერჯერობით გქონდეთ სტამბები, ჯერ
ჩვენ ისევ გამაგრებული არა ვართო. ამიტომ სტამბა შევინარჩუნეთ
დროებით. მაგრამ ეს საქმე მიგვავიწყდა და მხოლოდ 1925 თუ 26
წელს ცეკაში წავედი. ვუთხარი: საიდუმლო სტამბა არის, თუ გი-
ნდათ მოდით, ნახეთ-მეთქი. [წამოვიდა მთელი ცეკა, მ. კახიანი, ლ.
ქართველიშვილი, ლ. ღოღობერიძე, მაშკევიჩი. ივანო-კავკასკიმ ნა-
ხევარ საათს ეძება, კახიანმა უთხრა: დანებდი, სჩანს ვერ იპოვიო. მე
ვეუბნები, აი ამ ოთახში არის ნახეთ-მეთქი. ბევრი ოფლი დაღვარა,
მაგრამ მაინც ვერ იპოვა. ავდექი, იქვე ცეცხლზე ყავა დუღდა, აგუ-
რი ამოვიღე, ურდული გამოჩნდა, კედელი შემოვატრიალე. სტამბა
წამოვიღეთ.] ახლა სტამბა რევოლუციის მუზეუმში არის.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.]
VI
პირთა საძიებელი

...
არაქელა ოქუაშვილი (ზის ცენტრში) და არსენ ოქუაშვილი
(დგას მარჯვნიდან პირველი), ბორჯომში, 1930-იანი წლები.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, საზოგადოებრივი არქივი,
ელისო ოქუაშვილი-ფურცელაძის კოლექცია.
- 247 -

აბაზოვი გოლა (გრიგოლ) ივანეს ძე − რევოლუციური მოძრაობის


მონაწილე, ტფილისის მოქალაქე, სტამბის მუშა. 1901 წელს დააპატი-
მრეს პოლიტიკური საბაბით.
აბგარიანი, თბილისელი სომეხი, ფეხსაცმლის მკერავი.
ადელხანოვი გრიგოლ გრიგოლის ძე (1848-1917), მექარხნე. დაიბა-
და მოსკოვში, მოქალაქის ოჯახში. დაამთავრა ლაიპციგის უმაღლესი
კომერციული ინსტიტუტი. მუშაობდა ტფილისში სახელმწიფო ბანკში.
1875 წელს ტფილისში გახსნა ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა, რო-
მელიც მოწყობილი იყო თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით;
მალევე მიიღო დიდი სახელმწიფო დაკვეთა − არმიის ნაწილების ფეხ-
საცმლით მომარაგებაზე. აქტიურად იყო ჩაბმული ქალაქ ტფილისის
ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ავაქოვი, ტფილისის მოქალაქე, სასტუმროს მფლობელი.
ავთანდილოვი, ბუღალტერი, დაპატიმრებული 1901 წლის 22 აპრი-
ლის (პირველმაისობის) დემონსტრაციისას).
აზმაიფარაშვილი სოლომონ, რკინიგზის მუშა, ზეინკალი; ოჯახის
წევრები, მეუღლე, ვაჟი და ქალიშვილი აქტიურად იყვნენ ჩაბმული
რევოლუციურ მოძრაობაში. მათ სახლში, ნაძალადევში, ლოტკის ქუ-
ჩაზე მოეწყო ერთ-ერთი პირველი არალეგალური სტამბა.
აზნაუროვი, მუშა, სოციალ-დემოკრატიული წრის წევრი.
ალენიკოვი, მეტეხის ციხის ზედამხედველი.
ალექსენკო ნინა, კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი.
ალილუევი სერგო იაკობის ძე (1866-1945), დაიბადა ვორონეჟის
გუბერნიის ნოვოხაპორსკის მაზრის სოფელ რამენიეში, გლეხის ოჯა-
ხში. 1882 წლიდან მუშაობდა ზეინკლად რკინიგზაზე. 1890 წლიდან მუ-
შაობდა ტფილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, სადაც ჩაება
სოციალ-დემოკრატიულ წრეებში. მუშაობდა ხაშურსა და ბათუმში.
რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. უკანას-
კნელი დაპატიმრების შემდეგ, 1907 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობ-
და პეტერბურგში, მისი ოჯახი იყო არალეგალი რევოლუციონერების
თავშესაფარი, მათ შორის ვლადიმერ ლენინისაც, 1917 წლის ივლისის
ბოლშევიკური აჯანყების მარცხისას. 1917 წლის ოქტომბრის ბოლ-
- 248 -

შევიკური გადატრიალების შემდეგ დაინიშნა ელექტროსადგურების


კომისრად. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.
1929 წლიდან − პენსიონერი. მისი ქალიშვილი − ნადეჟდა, იყო იოსებ
ჯუღაშვილის (სტალინის) მეუღლე. გარდაიცვალა 1945 წელს მოსკოვ-
ში. დაკრძალულია ნოვოდევიჩევის სასაფლაოზე.
ანდრანიკ ოზანიანი ტოროსის ძე (1865-1927), დაიბადა ოსმალეთის იმ-
პერიის, სივასის ვილაიეთის (გირესუნტის პროვინცია) სოფელ შაპინ-კა-
რახისარში (კოგონია). 1882 წელს დააპატიმრეს ჟანდარმზე თავდასხმის
გამო; ციხიდან გაიქცა და იმალებოდა სტამბოლში. გახდა სომხური
პარტია „ჰნჩაკის“, შემდეგ კი „დაშნაკცუტიუნის“ წევრი. 1892 წელს მო-
კლა სტამბოლის პოლიცმეისტერი და გაიქცა ქვეყნიდან. გადავიდა კა-
ვკასიაში, სადაც აქტიურად დაიწყო შეიარაღებული რაზმების შედგენა
და ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთით სომხებით დასახლებული
პროვინციების დაკავებისათვის საომარი სამზადისი; მონაწილეობდა მა-
კედონიელთა აჯანყებაში ოსმალეთის წინააღმდეგ, ასევე ბალკანეთის
სახელმწიფოების ომებში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ
მისი შენაერთები იბრძოდნენ რუსულ არმიასთან ერთად ოსმალეთის
ფრონტზე. მიიღო გენერლის წოდება. 1917 წელს, რუსეთის იმპერიის
დაშლისა და ოსმალეთთან ფრონტის დარღვევის შემდეგ განაგრძობდა
ბრძოლას ოსმალეთის არმიის ექსპანსიის წინააღმდეგ; სომხეთის რეს-
პუბლიკის დაფუძნების შემდეგ განაგრძობდა სამსახურს რესპუბლიკის
დასაცავად, თუმცა მალევე საკუთარი პოლიტიკის წარმოება დაიწყო
და დამოუკიდებლად შეუდგა საომარი ოპერაციების ჩატარებას ოს-
მალთა არმიისა და აზერბაიჯანული მოსახლეობის წინააღმდეგ, რის
შედეგადაც 1919 წელს მოუწია საკუთარი შენაერთების დაშლა და ქვე-
ყნის დატოვება. ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში, ინგლისსა და
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 1927 წელს, კალიფორნიაში
გარდაიცვალა.
ანდრონიკაშვილი იოსებ ზაქარიას ძე (1855-1940), 1881 წელს დაამთა-
ვრა პეტერბურგის საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტი; 1882 წლიდან ხელ-
მძღვანელობდა გზატკეცილებისა და რკინიგზის მშენებლობებს კავკა-
სიაში; იყო სამეურნეო და კულტურული საზოგადოებების აქტიური
წევრი. მუსიკოსი, ფოტოგრაფი. საქართველოს რესპუბლიკის საბჭოთა
რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ მუშაობდა გზატკეცილების სამ-
მართველოს უფროსად. იყო საქართველოს სსრ პოლიტექნიკური ინ-
სტიტუტის პროფესორი.
- 249 -

ბაკუნინი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1814-1876), დაიბადა ტვერის


გუბერნიის ნოვოტვერსკის მაზრის სოფელ პრიამუხინოში, აზნაურის
ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელში,
საიდანაც გარიცხეს დისციპლინის დარღვევის გამო და არმიაში სამ-
სახურში დააქვეითეს. სამსახურის დასრულების შემდეგ დასახლდა
მოსკოვში და დაინტერესდა ფილოსოფიით. ცხოვრობდა გერმანიაში,
შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც განაგრძობდა ფილოსოფიურ
კვლევებსა და დაახლოებას მოაზროვნეთა და რევოლუციონერების
წრეებთან, მონაწილეობდა პრაღისა და დრეზდენის აჯანყებებში; რუ-
სეთში დაბრუნებაზე უარის თქმის გამო მას დაუსწრებლად მიუსაჯეს
კატორღა და ქონების კონფისკაცია. 1851 წელს ავსტრიამ გადასცა
რუსეთს, სადაც იჯდა შლისელბურგის ციხეში და შემდგომ გადაა-
სახლეს ციმბირში, ტომსკში და შემდეგ ამურში, საიდანაც გაიქცა 1861
წელს. ცხოვრობდა ინგლისსა და იტალიაში, მონაწილეობდა პოლო-
ნეთის აჯანყებაში. გახდა ანარქისტული პოლიტიკური იდეოლოგიის
ერთ-ერთი დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1876 წელს ბერნში.

ბარათაშვილი იოსებ (იესე) ალექსანდრეს ძე (1873-1937), დაიბადა


თბილისის მაზრის სოფელ ბორბალოში, თავადის ოჯახში. უმაღლე-
სი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგისა და ტარტუს უნი-
ვერსიტეტებში. იყო ნაფიცი ვექილი; ქართული საადვოკატო სკოლის
ერთ-ერთი დამფუძნებელი. იცავდა „პოლიტიკურ დანაშაულებებში“
ბრალდებულებს. იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარე-
ვოლუციო პარტიის წევრი. 1906 წელს არჩეული იყო რუსეთის პირვე-
ლი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1907 წელს პასუხისგებაში
მისცეს სათათბიროს დაშლის შემდეგ ვიბორგის მოწოდებაზე ხელმო-
წერის გამო. იყო სახვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული
ორგანიზაციების წევრი. 1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული
საბჭოს წევრი, 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების
დეპუტატი. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუ-
პირების შემდეგ, განაგრძობდა პოლიტიკურ და საადვოკატო საქმიანო-
ბას, კვლავინდებურად იცავდა პოლიტპატიმრებს. თავადაც იყო დაპა-
ტიმრებული პოლიტიკური საბაბით. ბოლოს დააპატიმრეს 1937 წლის 17
აპრილს ფედერალისტთა „კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წე-
ვრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამა-
რთლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა.
დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამით.
- 250 -

ბასილაშვილი გიგო, რევოლუციონერი, მწერალი. იყენებდა ფსე-


ვდონიმს „გ. ნორიელი სლესარი“. რომან „სამი მებრძოლის“ ავტორი.
ბაჯიევი ალექსანდრე მელიქის ძე, რევოლუციონერი, თამბაქოს ქა-
რხნის მუშა, მეპაპიროსე.
ბიბინეიშვილი ბარონ (ბართლომე) ექვთიმეს ძე (1883-1937), დაიბადა
ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში, გლეხის
ოჯახში. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი, შემდგომ
გადასახლდა თბილისში, სადაც დაამთავრა მანველიანცის კერძო სა-
ბუღალტრო კურსები და მუშაობდა ვეტცელის ქარხნის კანტორაში,
პარალელურად ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში;
იყო პარტიის ხაზინადარი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლი-
ტიკური საბაბით; 1902 წლიდან მუშაობდა დასავლეთ საქართველოში,
იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის აქტიური წევრი, 1905
წლიდან − ბოლშევიკი. 1918 წლის შემდეგ განაგრძობდა ბოლშევიკურ
საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღ-
მდეგ, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1921 წლიდან, საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, მუშაობდა სხვადა-
სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, იყო თბილისი რევკომის წე-
ვრი, რევოლუციის მუზეუმის დირექტორი (1926-1931 წწ.), სახელგამის
(1933-1936) და საჯარო ბიბლიოთეკის (1936-1937) დირექტორი. მემუა-
რული ტიპის ნაწარმოებების და რევოლუციის ისტორიის საკითხებ-
ზე გამოკვლევების ავტორი. დააპატიმრეს 1937 წლის 29 იანვარს. სსრკ
უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ
დახვრეტა მიუსაჯა 1937 წლის 27 ივნისს. დახვრიტეს მეორე დღეს. რეა-
ბილიტირებულია 1956 წელს.
ბოლქვაძე ივანე ბეჟანის ძე (1879-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ სამღვთოში, აზნაურის ოჯახში. ად-
რეული ასაკიდან მუშაობდა ასოთამწყობად ბათუმისა და თბილისის
სტამბებში. თბილისში შევიდა ტიპოგრაფიის მუშების სოციალ-დემოკ-
რატიულ წრეში. მონაწილეობდა არალეგალური სტამბების ორგანი-
ზებასა და ლიტერატურის ბეჭდვაში; მუშაობდა ბაქოში, ლადო კეცხო-
ველის მიერ მოწყობილ არალეგალურ სტამბა „ნინაში“. რამდენჯერმე
დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1918 წლის შემდეგ განაგრძობდა
ბოლშევიკურ საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლი-
კის წინააღმდეგ, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1921 წლიდან,
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, მუშაობ-
და სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; იყო ქალაქ თბი-
ლისის აღმასკომის თავმჯდომარე, სახალხო მეურნეობის უმაღლესი
- 251 -

საბჭოს პოლიგრაფიული განყოფილების უფროსი, საქართველოს სსრ


უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. დააპატიმრეს 1937 წლის 10
ივნისს. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლე-
ლმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა 1937 წლის 11 ივლისს. დახვრიტეს მეო-
რე დღეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ბოჭორიშვილი (ბოჭორიძე) მიხეილ (მიხა) ზაქარიას ძე (1873-­1913 წ),
დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ თელავში, ღარიბი მოქალაქის
ოჯახში. 1890 წლიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა თბილისში; მუშა-
ობა დაიწყო მჭედლად რკინიგზის მთავარ სახელოსნოში; თავდაპირვე-
ლად იყო ნაროდნიკი, შემდგომ გახდა სოციალ-დემოკრატი; 1901 წელს
იყო რსდმპ ტფილისის პირველი კომიტეტის წევრი; არა­ ლეგალური
სტამბების ორგანიზატორი; ავლაბრის არალეგალური სტამბის მშე-
ნებლობისა და მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. გამო-
ირჩეოდა არალეგალური საქმიანობის წარმოების ნიჭით. 1905 წლიდან
იყო „ბოლშევიკი“. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური
საბაბით. 1909 წელს გაიქცა ციხიდან და არალეგალურად ცხოვრობდა
რუსეთში, სადაც გარდაიცვალა 1913 წელს, ეკატერინოდარში.
ბოჭორიძე-ლაშაძე ბაბე გიორგის ასული (1861-1946), დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის ქალაქ თელავში, ღარიბი მოქალაქის ოჯახში. 1890
წლიდან დის ოჯახთან ერთად გადასახლდა თბილისში, სადაც დისშვი-
ლმა − მიხო ბოჭორიძემ ჩააბა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციე-
ბის იატაკქვეშა საქმიანობაში; ბაბე მუშაობდა საიდუმლო კურიერად,
გადაჰქონდა არალეგალური ლიტერატურა, იყო საიდუმლო სტამბე-
ბის „დიასახლისი“ − დიდი ხანის განმავლობაში იყო ავლაბრის არალე-
გალური სტამბის „დიასახლისი“. 1918 წლის შემდეგ განაგრძობდა ბო-
ლშევიკურ მუშაობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ იყო, პენსიონერი.
ბრიუხანოვი ნიკოლოზ პავლეს ძე (1878-1938), დაიბადა სიბირსკში.
ეროვნებით რუსი. სწავლობდა მოსკოვისა და ყაზანის უნივერსიტე-
ტებში. 1902 წლიდან იყო რსდმპ წევრი. მეფის რეჟიმის დროს რამდენ-
ჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. აქტიურად მონა-
წილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1922 წლამდე იყო საბჭოთა
წითელი არმიის მომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელი. 1922
წლიდან სსრკ მომარაგების სახალხო კომისარი. 1927 წლიდან იყო საკა-
ვშირო კომპარტიის ცეკას წევრობის კანდიდატი. პენსიონერი ბრიუხა-
ნოვი დააპატიმრეს დიდი ტერორის დროს და 1938 წლის 1 სექტემბერს
დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
- 252 -

ბროდსკი, სარატოვის საკატორღო ციხის ექიმი.

გაგლოევი გიორგი ალექსანდრეს ძე (1883-1937), დაიბადა თბილისის


გუბერნიის გორის მაზრის სოფელ ჭვარებში, მღვდლის ოჯახში, ეროვ­
ნებით ოსი. სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც
დატოვა მეორე კურსის დასრულების შემდეგ. იყო რსდმპ წევრი 1903
წლიდან. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. რამდენ-
ჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1908-1912 წლებში
ცხოვრობდა საზღვარგარეთ − გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობ-
და მანჰეიმისა და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში.
1912 წლიდან დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და პარტიულ მუშაობას
ეწეოდა ჩრდილო კავკასიაში − არმავირში. 1917 წლის თებერვლის რე-
ვოლუციის შემდეგ არჩეული იყო არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა
დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ აირჩიეს კავკასიის
მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ცენტრის წევრად. 1917 წლიდან
აირჩიეს ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ, იყო საქართვე-
ლოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო ამიე-
რკავკასიის სეიმისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქა-
რთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, დარჩა
საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. 1930 წელს
გახდა საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი. მომდევნო წლებში
მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სასოფლო-სამე-
ურნეო დაწესებულებებში. 1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის
დროს გიორგი გაგლოევი დააპატიმრეს; საქართველოს სსრ შინსახკომ-
თან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937
წლის 9 ნოემბერს გიორგი გაგლოევს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს
10 ნოემბრის ღამეს.
გალუმოვი მოსე, პარტიული.
გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე (1882-1954), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის სენაკის მაზრის სოფელ მარტვილში აზნაურის ოჯახში. უმაღლე-
სი განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულ-
ტეტზე, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.
1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტი-
- 253 -

ის წევრი. დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან


მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1907 წელს ქუთაისის გუ-
ბერნიიდან აირჩიეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად, სადაც
მუშაობდა 1912 წლამდე; თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა ორატო-
რმა, პრინციპულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და კარლო ჩხეიძესთან
ერთად სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
1917 წელს იყო ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე; არჩეუ-
ლი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებე-
რვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი; არჩეული იყო ამიერკა-
ვკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ და
სამხედრო მინისტრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; ამავე პერიოდი-
დან დანიშნული იყო საქართველოს იუსტიციისა და გარეშე საქმეთა
მინისტრად, იყო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 1919 წლი-
დან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიუ­ ლი
რესპუბლიკის ოკუპირების გამო, დამფუძნებელი კრების დადგენი-
ლების თანახმად, მთავრობის სხვა წევრებთან ერ­ თად დატოვა საქა-
რთველო და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ემიგ­­ რა­ცი­
აში განაგრძობდა
დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და აქციებში მონაწილეობას საქა-
რთველოს ოკუპაციის საკითხის გადასაჭრელად. 1951 წელს შედიოდა
ემიგრაციაში ჩამოყალიბე­ბულ „ქართულ ეროვნულ საბჭოში“. მეორე
მსოფლიო ომის დასრულებისა და „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ იყო
ანტიბოლშე­ვიკური ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის წევრი. ევგე-
ნი გეგეჭკორი გარდაიცვალა 1954 წელს პარიზში. დაკრ­­ძა­ლეს ლევი-
ლის ქართველთა სასაფლაოზე.
გედევანიშვილi იოსები (სოსო) კონსტანტინეს ძე (1872-1939) − მე-
ფის არმიის ოფიცერი; პუბლიცისტი და დრამატურგი. საქართველოს
სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. მეფის რე-
ჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პარტიის მიერ დუშეთის ხაზინის ექ-
სპროპრიაციის ორგანიზების საქმის გამო. გათავისუფლების შემდეგ გა-
ნაგრძობდა საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობას. 1917 წლის
შემდეგ დაბრუნდა არმიაში. 1918 წლიდან იყო საქართველოს დემოკ-
რატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი. იყო საქართველოს პარ-
ლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატად, თუმცა მანდატზე
მალევე უარი თქვა და სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. 1921 წელს,
საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ 1922-სა
- 254 -

და 1923 წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. გათავი-


სუფლების შემდეგ მცირე ხნით მუშაობდა „მთავლიტში“. შემგომ ცხო-
ვრობდა საკუთარ სახლში, მცხეთაში, სადაც გარდაიცვალა 1939 წელს.
დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში.
გეურქა მელიმონე, თბილისელი თეატრის მოყვარული კინტო.
გიორგობიანი იასონ(იოსკა) ზურაბის ძე, მუშა, სოციალ-დემოკრა-
ტი, რევოლუციონერი.
გიორგობიანი მალაქია სოლომონის ძე, მუშა, სოციალ-დემოკრატი,
რევოლუციონერი.
გოგელია გიორგი (კომანდო) ილიას ძე (1878 − 1924), დაიბადა ქუთა-
ისის გუბერნიის ქალაქ ოზურგეთში. დაამთავრა ქუთაისის სასულიე-
რო სემინარია. 1897 წლიდან სწავლობდა ნანსის და ლოზანის აგრო-
ნომიულ სასწავლებელში, ჟენევის უნივერსიტეტში. სწავლობდა და
იკვლევდა პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ეცნობოდა ევროპის რადი-
კალ მოაზროვნეებს. შვეიცარიაში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა
ანარქისტული ორგანიზაცია "Хлеб и воля". იქცა ანარქიზმის ერთ-ერთ
მთავარ იდეოლოგად. 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტი-
ურად უწევდა პროპაგანდას ანარქისტულ იდეებს, აარსებდა ანარ-
ქისტულ ორგანიზაციებს. მეფის რეჟიმის დევნის გამო იძულებული
გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის
შემდეგ დაბრუნდა რუსეთში. მალევე დაბრუნდა საქართველოში. გა-
რდაიცვალა 1924 წელს. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუ-
ბის პანთეონში.
გოგიშვილი ვასილ გიორგის ძე (1890-19??), საქართველოს სოცია-
ლ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. საქართველოს სახალხო
გვარდიის მთავარი შტაბის წევრი 1917-1921 წლებში. 1921 წელს ბოლშე-
ვიკურმა რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით.
გოგუა კალისტრატე გიორგის (გიგოს) ძე (1875-1937), დაიბადა ქუთაი-
სის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯუმათში, გლეხის ოჯახში.
დაამთავრა ოზურგეთის სამკლასიანი სასწავლებელი, 1892-1896 წლებში
სწავლობდა ტფილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში. ამ პე-
რიოდიდან იყო ჩაბმული მუშათა პირველი სოციალ-დემოკრატიული
წრეების ორგანიზებაში. 1901 წელს იყო სოციალ-დემოკრატიული პა-
რტიის ტფილისის კომიტეტის წევრი. მეფის რეჟიმის დროს მრავალ-
ჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. იყო რსდმპ ყრილო-
ბების დელეგატი. 1917 წელს იყო რსდმპ ცენტრალური კომიტეტის
წევრი. რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა
საქართველოში, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
- 255 -

არმიის სამნეო განყოფილების უფროსი. 1921 წელს, საქართველოს საბ-


ჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, დაპატიმრებული იყო პო-
ლიტიკური საბაბით; გადაასახლეს სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბა-
ნაკში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა მოსკოვ-
ში. დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. 1938 წლის 8 თებერვალს სსრკ
უმაღლესის სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა.
დახვრიტეს იმავე დღეს. რეაბილიტირებულია 1991 წელს.
გოთუა, პრისტავი.
გორგოშიძე ქრისტეფორე გაბრიელის ძე (1883-19??), დაიბადა ქუ-
თაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში, გლეხის
ოჯახში. დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი და საბუღალტრო კურ-
სები. იყო რსდმპ წევრი. დააპატიმრეს 1907 წლის 28 დეკემბერს ბაქოში.
ტფილისის სასამართლო პალატამ ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.
სასჯელი მოიხადა ირკუტსკის გუბერნიაში. 1920 წელს იყო პოლიტკა-
ტორღელთა საზოგადოების წევრი. უპარტიო.
გოროდჩენკო, თბილისელი გერმანელი ხარაზის, ხრისტიან კოხის
შეგირდი.
გრეცნიგერი, თბილისელი გერმანელი ხარაზი.
გრივნაკ, მეაფთიაქე.
გუგუშვილი ვასო, გადასახლებული.
გუმბერტი პ., სარატოვის საგუბერნიო ციხის უფროსი 1910-იან
წლებში; ცნობილი იყო სადისტური მიდრეკილებებით.
გურიელი ლევან, მეფის არმიის პრაპორშჩიკი; „საერობო დარაჯთა“
რაზმის მოსამსახურე. მოკლეს ბათუმში 1905 წლის 16 იანვარს, მანთა-
შევის ქარხანასთან. 1902 წელს თავადი ლევან გურიელი შუამდგომ-
ლობდა მანთაშევის ქარხნის ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის
შრომის პირობების გაუმჯობესების დავაში.
გურეშიძე(გუშვერიძე) მიხეილ ზოსიმეს ძე (1881-19??), დაიბადა ქუ-
თაისის გუბერნიის სოფელ გუმბრინში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა
ტფილისის სახელოსნო სასწავლებელი. მუშაობდა ტფილისში ამიე-
რკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ხარატად. იყო მთავარი
სახელოსნოს მუშათა სოციალ-დემოკრატიული წრის წევრი. დაპატი-
მრებული და გადასახლებული იყო პოლიტიკური საბაბით. შემდგომში
იყო ბოლშევიკი.
- 256 -

დარჩიაშვილები, კახელი ყაჩაღი-კატორღელები.


დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე (1882-1937), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ქალაქ ქუთაისში. დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახის პი-
რობებში. მუშაობდა ქალაქ ბათუმის ქარხნებში მუშად. 1900 წლიდან
იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; იყო
ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდე-
რი. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. მეფის რეჟი-
მის დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისათვის ადმი-
ნისტრაციული წესით გადასახლებული იყო იაკუტიის ოლქში. 1917
წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომ-
ში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი,
არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად; 1917 წელს
იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლის განმავლობა-
ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი,
1919 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წე-
ვრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატი-
ული რესპუბლიკის ოკუპაციის დროს, მონაწილეობდა წითელი არმი-
ის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ოკუპაციის შემდეგ დარჩა
საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921
წლის 13 ივლისს, თბილისში მყოფი იოსებ სტალინი სიტყვით გამოვიდა
ნაძალადევის „პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში“. მოხსენების
საპასუხოდ სიტყვით გამოვიდნენ დამფუძნებელი კრების დეპუტატე-
ბი − ალექსანდრე დგებუაძე და ისიდორე რამიშვილი. დისკუსია ანტი-
საბჭოთა დემონსტრაციაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სტალინს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იმავე ღამეს სტალინის მითითებით
შეიცვალა საქართველოს რევკომის ხელმძღვანელობა და დაიწყო მა-
სობრივი დაპატიმრებები, დააპატიმრეს ალექსანდრე დგებუაძეც. 1922
წლიდან 1934 წლამდე გადასახლებული იყო რუსეთის სხვადასხვა
მხარეებში. 1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს ალექსან-
დრე დგებუაძე გადასახლების ადგილას დააპატიმრეს და გადაგზავნეს
თბილისში, სადაც საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა გა-
ნსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 9 ოქტომბერს
დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს.
დვალი დავით სტეფანეს ძე (1877-1924), დაიბადა ქალაქ თბილისში,
მუშის ოჯახში. მიიღო დაწყებითი განათლება. ადრეული ასაკიდან მუ-
შაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ხარატად.
- 257 -

იყო ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული წრეების წევრი.


მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური
საბაბით. 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სა-
ქართველოს პარლამენტის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ჩაბმული იყო წინააღმდეგობის
მოძრაობაში. იყო პოლიტკატორღელთა საზოგადოების წევრი. დაპა-
ტიმრებული იყო 1921 და 1922 წლებში. 1924 წლის 28 აგვისტოს საქა-
რთველოში ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების შემდეგ, ბოლშევიკურმა
რეჟიმმა, დავით დვალი სხვა პატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად
დახვრიტა თბილისში.
დვალიშვილი ბესო, მედუქნე.
დიხამინჯია, კატორღელი.
დოლგორუკოვის ქალი, ბიბლიოთეკის გამგე.
დოლუხანოვი მიხეილ რომანის ძე, მეფის არმიის პოლკოვნიკი, კა-
ვკასიის მესანგრეთა ბრიგადის 1-ლი მესანგრეთა ბატალიონის მეთაუ-
რი. 1890 წლიდან იყო ქალაქ ტფილისის საქალაქო საზოგადოებრივი
სამმართველოს ხმოსანი. მიწათმფლობელი ჩუღურეთის რაიონში.
დოროშევიჩი ვლას მიხეილის ძე (1865-1921), რუსი ჟურნალისტი,
პუბლიცისტი, თეატრალური კრიტიკოსი. მე-20 საუკუნის დასაწყისის
რუსული პრესის ერთ-ერთი პოპულარული ფელეტონისტი. 1897 წელს
იმოგზაურა რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთ მხარეებში; დაწერა ნარ-
კვევები სახალინის კატორღის შესახებ.
დუმბაძე ვლადიმერ ელიზბარის ძე (1878-1936), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ ზომლეთში, გლეხის ოჯახში.
ადრეული ასაკიდან მუშაობდა ოზურგეთის, სენაკისა და ბათუმის სტა-
მბებში ასოთამწყობად. ბათუმში ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგა-
ნიზაციების მუშაობაში. 1902 წლიდან მონაწილეობდა არალეგალური
სტამბების მუშაობაში − ბაქოში, სტამბა „ნინაში“, თბილისში − სხვადა-
სხვა დროებით სტამბებსა და შემდგომ, ავლაბრის არალეგალურ სტა-
მბაში, ასევე პეტროგრადის არალეგალურ სტამბაში. 1905 წლიდან იყო
ბოლშევიკი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით.
უკანასკნელი გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ. მუშაობდა თბილისში პოლიგრაფისტ მუშათა
პროფკავშირში, საიდანაც მიავლინეს პეტროგრადში, სადაც მონაწილე-
ობა მიიღო ბოლშევიკურ გადატრიალებაში. 1918 წელს სპეციალური
დავალებით გააგზავნეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
იყო ბოლშევიკური იატაკქვეშა მოქმედებების ერთ-ერთი ორგანიზა-
ტორი. მონაწილეობდა დუშეთის აჯანყებაში, რომლის დამარცხების
- 258 -

შემდეგ თავი შეაფარა ჩრდილოეთ კავკასიას, სადაც ჩაბმული იყო მთი-


ელთა რესპუბლიკის და დენიკინის წინააღმდეგ ბოლშევიკების ბრძო-
ლაში, რომლის დროსაც მოუწიათ უკან დახევა და საქართველოს
სასაზღვრო რაზმს ჩაბარდნენ. სხვა ბოლშევიკ ლიდერებთან ერთად
გაიქცა მეტეხის ციხიდან და გადავიდა კვლავ ჩრდილო კავკასიაში, სა-
იდანაც კომპარტიამ მიავლინა აზერბაიჯანში კავბიუროს და აზერბა-
იჯანის კომპარტიის ცეკას წევრად. 1921 წლის თებერვალში შემოყვა
საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო არმიას საქართველოში. მუშაობდა
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, იყო საქართველოს კომპარტიის
ცეკას წევრი. 1922 წელს შედიოდა ე.წ. „ნაციონალ-უკლონისტების“
ჯგუფში. 1926 წელს კომპარტიაში დაწყებული განხეთქილების დროს
ხელმძღვანელობდა საქართველოს „ტროცკისტთა“ ორგანიზაციას,
რის გამოც თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრეს და გადაასახლეს
შუა აზაში, სადაც საკონცენტრაციო ბანაკში ავადმყოფობისა და შიმ-
შილისგან გარდაიცვალა. საბჭოთა რეჟიმის ბოლო წლებამდე სახელ-
მწიფო უარს ამბობდა მის რეაბილიტაციაზე. მისი ბიოგრაფია ამოშლი-
ლი იყო ყველა ოფიციალური წყაროდან და სახელმძღვანელოდან.
რეპრესირებული იყო მეუღლე, რომელიც დახვრიტეს გადასახლებაში
და ქალიშვილი.

ელიავა გიორგი პეტრეს ძე (1885-1905), დაიბადა თბილისის გუბერ-


ნიის გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში, გლეხის ოჯახში. 1898 წლი-
დან იყო ზეინკლის შეგირდი თბილისში; დაუახლოვდა სოციალ-დე-
მოკრატიული ორგანიზაციის წევრებს და ჩაება პარტიის მუშაობაში.
მონაწილეობდა იატაკქვეშა მუშაობაში, იყო შეიარაღებული რაზმის
წევრი, მუშაობდა ჯაშუშების გამოვლენაზე. აქტიურად იყო ჩაბმული
1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. მუშაობდა ტრამვა-
ის პარკში. 1905 წლის 29 აგვისტოს თბილისის ქალაქის თვითმმართვე-
ლობის შენობაში კაზაკების მიერ მუშათა დემონსტრაციის დახვრეტის
დროს ალყიდან გაიყვანა და სიკვდილისგან იხსნა ათეულობით ადამი-
ანი. იყო ნაძალადევის დამცველი რაზმის წევრი. დაიღუპა კაზაკებთან
შეტაკებისას, ნაძალადევის საზღვარზე 1905 წლის 18 დეკემბრის ღამით.
დაკრძალეს მშობლიურ სოფელში.
ელიავა შალვა ზურაბის ძე (1885-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის სოფელ ღანირში, აზნაურის ოჯახში. ქუთაისის გიმნაზიაში სწა-
- 259 -

ვლისას ჩაება მარქსისტული წრეების მუშაობაში. სწავლობდა პეტ-


როგრადის უნივერსიტეტში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციურ მოძრაობაში საქართველოში. 1905 წლიდან იყო ბოლ-
შევიკი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პოლი-
ტიკური საბაბით. უკანასკნელი გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917
წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იყო ვოლოგდის გუბერნიის
მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე.
სრულიად რუსეთის საბჭოების დელეგატი. 1917 წლის ბოლშევიკური
გადატრიალების შემდეგ იყოს რსფსრ ცენტრალური აღმასრულებე-
ლი კომიტეტის წევრი, ვოლოგდის ცაკის თავმჯდომარე. 1919 წელს
დაინიშნა რსფსრ ცაკისა და აღმასკომის კომისიის თავმჯდომარედ
თურქესტანში; მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, როგორც აღმო-
სავლეთის ფრონტის სამხრეთის ჯგუფის რევოლუციური სამხედრო
საბჭოს წევრი. მონაწილეობდა შუა აზიის ხალხების ანტისაბჭოთა წი-
ნააღმდეგობის ჩახშობაში. 1920 წელს დაინიშნა რსფსრ სრულუფლე-
ბიან წარმომადგენლად თურქეთსა და ირანში, ამავე წლის ბოლოს
გახდა მე-11 წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი
და 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წლიდან იყო
საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმდჯომარე, სამხე-
დრო-საზღვაო საქმეთა კომისარი, საქართველოს კომპარტიის ცეკას
წევრი. 1927 წლიდან იყო ამიერკავკასიის სფსრ სახკომსაბჭოს თავმჯ-
დომარე. 1931 წლიდან მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობის კომისრის
მოადგილედ, 1936 წლიდან სსრკ მსუბუქი მრეწველობის სახალხო
კომისრის მოადგილედ. 1937 წლის 21 ივნისს დააპატიმრეს. 1937 წლის
3 დეკემბერს სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის
გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 12 დეკემებრს. რე-
აბილიტირებულია 1956 წელს.
ელიაზაროვი, ფანერის მეფაბრიკე.
ენგელსი ფრიდრიხ (1820-­1895), გერმანელი ფილოსოფოსი, სოცი­
ოლოგი, პოლიტიკური თეორეტიკოსი. კარლ მარქსთან ერთად მარქსი-
ზმის ფუძემდებელი.
ენუქიძე აბელ სოფრომის ძე (1877-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის რაჭის მაზრის სოფელ წკადისში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა
თბილისის ტექნიკური სასწავლებელი, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრა-
ტიული წრეების მუშაობაში. 1897 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის
რკინიგზის სისტემაში; აქტიურად იყო ჩაბმული პარტიის იატაკქვეშა
საქმიანობაში, არალეგალური ლიტერატურის ბეჭდვასა და ტრანსპო-
- 260 -

რტირებაში; 1901 წლიდან მუშაობდა ლადო კეცხოველის მიერ ბაქოში


მოწყობილ არალეგალურ სტამბა "ნინაში". მრავალჯერ იყო დაპატი-
მრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან
იყო ბოლშევიკი. 1916 წელს მობილიზებული იყო არმიაში; 1917 წელს
მონაწილეობდა ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებაში. იყო
რსფსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, სამხედრო
განყოფილების უფროსი და ცაკის მდივანი 1922 წლიდან 1935 წლამდე.
იყო საკავშირო კომპარტიის ცეკას პრეზიდიუმის წევრი, საკონტრო-
ლო კომისიის წევრი. 1935 წლიდან სტალინის ინიციატივით დაიწყო
მისი დაქვეითება და დევნა. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატი-
მრეს. სსრკ უმაღლესის სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ 1937 წლის
29 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 30 ოქტომბერს. რეაბი-
ლიტირებულია 1959 წელს.
ერისთავი, ბოქაული.
ერიქოვი ნიკოლოზ სტეფანეს ძე, თბილისის რკინიგზის მთავარი სა-
ხელოსნოების მუშა. ზეინკალი. კათოლიკე. იყო სოციალ-დემოკრატიუ-
ლი პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა საპროტესტო
მოძრაობაში. დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით და 1901 წელს გადა-
ასახლეს ციმბირში, საიდანაც დაბრუნდა 1905 წელს. გახდა მეფის საი-
დუმლო პოლიციის „ოხრანკის“ ინფორმატორი. 1917 წელს, თებერვლის
რევოლუციის შემდეგ, მისი „ოხრანკასთან“ თანამშრომლობის დოკუმე-
ნტურად დადასტურების შემდეგ ბოლშევიკებმა მოკლეს ბაქოში.
ეფიანჯიანცი ტ.ლ., ტფილისელი მეწარმე; ტფილისის ლითონის და-
მამუშავებელი ქარხნის, თამბაქოს ფაბრიკის მფლობელი, ძმები მირზო-
ევების ნავთობმწარმოებელთა ამხანაგობის გამგეობის წევრი.

ვალასოვსკი, დეპოს მუშა.


ვარდოიანცი მკრტიჩ კარაპეტის ძე (1871-1955), დაიბადა ერევნის
გუბერნიის ქალაქ ალექსანდროპოლში (ამჟამინდელი გიუმრი). და-
ამთავრა თბილისის 4-კლასიანი სახელოსნო სასწავლებლის 3 კლასი
ზეინკლის პროფესიით. მუშაობდა მემანქანედ კავკასიის რკინიგზის მთა-
ვარ სახელოსნოებში. 1898 წლიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული
წრეების მუშაობაში; 1902 წლიდან მუშაობდა ბაქოში. 1905 წლიდან
იყო „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. 1905 წელს მონაწილეობდა რევო-
ლუციურ მოძრაობაში ბაქოში, რის გამოც დააპატიმრეს და სასჯელს
- 261 -

იხდიდა 1906-1907 წლებში პეტერბურგში − ე.წ. „კრეპოსტში“ და 1910-


1911 წლებში − ბაქოში. მესამედ დააპატიმრეს 1911 წლის 30 სექტემბერს
(ძველი სტილით) ბაქოში; გაიქცა ციხიდან და 1911-1913 წლებში არალე-
გალურად ცხოვრობდა ყარსსა და თბილისში. 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ იყო რუსეთის რკინიგზელთა კავშირის ცენტრა-
ლური კომიტეტის წევრი და ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დე-
პუტატების საბჭოს წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი;
იყო ჯავშნოსანი მატარებლების რაზმის სარემონტო ჯგუფის ხელმ-
ძღვანელი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატი-
ული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან საქართველოს
რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუ-
სეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის
შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება;
დააპატიმრეს 1922 წელს და გადაასახლეს საზღვარგარეთ; თავდაპირვე-
ლად ცხოვრობდა ბერლინში, შემდგომ პარიზში. განაგრძობდა მუშაო-
ბას საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პარიზის
ორგანიზაციაში; 1932 წლისათვის მუშაობდა რენოს ქარხანაში მუშად.
გარდაიცვალა 1955 წლის 6 დეკემბერს პარიზთან ახლოს. დაკრძალეს
ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ვართანოვი გიორგი, მოკლული ალექსანდრეს ბაღში 1918 წლის 10
თებერვალს.
ვასსერი, სოციალისტ-რევოლუციონერთა ტერორისტული რაზ-
მის წევრი. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს თბილისში,
სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მცდელობის დროს დააპატიმრეს ჯა-
რისკაცებმა. წამებით მოკლეს ყაზარმის ეზოში.
ვაშაკიძე ვალერიან ათანასეს ძე (1882-1938), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, გლეხის ოჯახში. ერთი კლასი სოფლის
სკოლაში სწავლობდა. 1897 წლიდან მუშაობდა თბილისში, მებაღის თა-
ნაშემწედ. 1901 წლიდან ხარატად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის
მთავარ სახელოსნოებში, სადაც 1903 წლიდან ჩაება სოციალ-დემოკ-
რატიული ორგანიზაციის მუშაობაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905
წლის რევოლუციურ მოძრაობაში ბათუმში, იმერეთსა და თბილისში.
პარტიული მეტსახელი - „ლაზი“. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. რევო-
ლუციის დამარცხების შემდეგ განაგრძობდა პარტიულ მუშაობას ბა-
ქოში. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური საბა-
ბით. უკანასკნელი გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერ-
ვლის რევოლუციის შემდეგ; დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო
ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მუშაობა საქართველოს დემოკრატიუ-
- 262 -

ლი რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს 1920 წელს.


1921 წელს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ
მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე რკინიგზელთა პროფკავში-
რებში, იყო საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი.
1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ვედენეევი ევგენი (1853-1902), ინჟინერი. ამირკავკასიის რკინიგზის
უფროსი 1895 წლიდან. 1902 წლის 3 იანვარს უცნობმა პირმა ცეცხლსა-
სროლი იარაღით დაჭრა საკუთარ სახლში. გარდაიცვალა იმავე დღეს.
დაკრძალეს პეტერბურგში.
ვეიცმანი, სავარაუდოდ ვეიცმანი ვიქტორ დავითის ძე, კანტორის
მოსამსახურე ქალაქ ტაგანროგში; ადგილობრივი სოციალ-დემოკრა-
ტიული ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი.
ვეტცელი ფრიდრიხ კარლის (კასპარის) ძე, თბილისის მოქალაქე.
გერმანელი კოლონისტი. ლუდის ქარხნის მეპატრონე. ქალაქ ტფილი-
სის საქალაქო სათათბიროს ხმოსანი.
ვიგორბინი ნიკოლოზ (კოლია) ვასილის ძე (1865-193?), დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ გრემისხევში, გლეხის ოჯა-
ხში. ეროვნებით რუსი. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ
სახელოსნოებში, ტფილისში, სადაც გახდა მუშათა ერთ-ერთი პირვე-
ლი სოციალ-დემოკრატიული წრის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული
მუშათა საპროტესტო მოძრაობაში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული
და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1921 წელს საქართველოს
საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ წინააღმდეგობის მოძრა-
ობაში ჩაბმის გამო დააპატიმრეს 1922 წელს, ციხიდან გაათავისუფლეს
ავადმყოფობის გამო. ციხეში მოკლეს წამებისას მისი ქალიშვილი ანე-
ტა, რომელიც ასევე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ვორონინი ანდრეი მარტინის ძე, ბინის მფლობელი სოფელ ნოვოსი-
ლში, ტულის გუბერნიაში.

ზაიონცი, ებრაელი კატორღის მოიჯარადრე.


ზარგარიანცი ა., ტყავის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი
თბილისში.
ზასიპკინი თევდორე ანდრიას ძე (1867-191?), დაიბადა აზნაურის ოჯა-
ხში. დაამთავრა კონსტანტინოვსკის მეორე სამხედრო სასწავლებელი.
1894 წელს არმიიდან სამსახური განაგრძო ჟანდარმთა კორპუსში. 1896
- 263 -

წლიდან მსახურობდა კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში, რკინიგზის


ჟანდარმერიასა და საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოებში. 1904
წლიდან იყო ტფილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი; 1906
წლიდან პარალელურად მუშაობდა მეფისნაცვლის აპარატში საგანგე-
ბო დავალებათა ოფიცრად. 1908 წლიდან იყო ტფილისის პოლიცმე-
ისტერი. მიაღწია გენერალ-მაიორის ჩინს. აქტიურად მუშაობდა კავკა-
სიაში რევოლუციური მოძრაობის გასანეიტრალებლად.
ზაქარაძე სტეფანე ტარიელის ძე (1863-1931), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ წიაღობანში, გლეხის ოჯახში.
ადრეული ასაკიდან მოჯამაგირეობდა; შემდეგ მუშაობა დაიწყო ამი-
ერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, სავაგონო საამქროში.
იყო რკინგიზელი მუშების ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიუ-
ლი წრის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ
მოძრაობაში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. 1918 წლიდან განაგრძობდა
მუშაობას ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს დემოკრატიუ-
ლი რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს. 1921 წელს, სა-
ქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, განაგრძობ-
და რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობას. იყო საქართველოს კომპა-
რტიის საკონტროლო კომისიის წევრი.
ზელიმხან გუშმაძუკაევი (1872-1913), დაიბადა თერგის ოლქის გროზ-
ნოს ოკრუგის სოფელ ხარაჩოიში, მთიელი ჩეჩენის ოჯახში, ხარაჩოის
ტეიპიდან. 1901 წელს მამასთან ერთად დააპატიმრეს ყალბი ბრალდე-
ბით და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ
დააპატიმრეს. გაიქცა ციხიდან და გავიდა ტყეში − აბრეკად. წლების
განმავლობაში მეფის ადმინისტრაცია და პოლიცია ვერ ახერხებდა მის
დაპატიმრებას. იქცა ლეგენდარულ მებრძოლად და სახალხო გმირად.
1913 წელს იგი გასცა ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფელ შალიში და
დაღესტნის ცხენოსან პოლკთან შეიარაღებული შეტაკებისას მოკლეს.
ზემელი ევგენი-კარლ (1858-19??), დაიბადა ჰოლანდიაში, ქალაქ სო-
ლდინდებში. 1898 წელს გახსნა აფთიაქი ტფილისში, დღევანდელი რუს-
თაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს.

თაგაურიანთ მაია, ექიმბაში.


თაქოევი სიმონ ალის ძე (1876-1938), დაიბადა თერგის მხარის სოფელ
ხრისტიანოვსკში, ეროვნებით ოსი. 1894 წლიდან პოდპორუჩიკის ჩინით
- 264 -

მსახურობდა არმიაში. 1900--1904 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივე-


რსიტეტში. 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევ-
რი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
თერგის მხარეში. დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნია-
ში; მსახურობდა ნაფიც მსაჯულად. 1914 წლიდან, პირველი მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ მსახურობდა ყუბანისა და თერგის მოხალისე-
თა რაზმის პოდპორუჩიკად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შე-
მდეგ იყო ვლადიკავკაზის ოკრუგის სამხედრო კომისარი. 1918 წლიდან
მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში ქუთაისსა და თბილისში სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც
დააპატიმრეს 1919 წელს და გადაასახლეს. მონაწილეობდა რუსეთის
სამოქალაქო ომში − იყო ჩრდილოკავკასიის რევკომის თავმჯდომარის
მოადგილე. 1921 წელს იყო „მთიელთა საბჭოთა ავტონომიური რეს-
პუბლიკის“ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1922 წლიდან
მუშაობდა წამყვან პარტიულ თანამდებობებზე ჩრდილოკავკასიაში.
1929 წლიდან იყო რსფსრ საგეგმო კომისიის პრეზიდიუმის წევრი. 1930
წლიდან მუშაობდა საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომი-
ტეტის ეროვნებათა განყოფილებაში. 1937 წლის დიდი ტერორის დროს
დააპატიმრეს. გარდაიცვალა ციხეში.
თელია გიორგი პეტრეს ძე (1880-1907), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის
სოფელ ჭაგანში, გლეხის ოჯახში. 1896 წლიდან მუშაობდა ამიერკავკა-
სიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სადურგლო საამქროში, სადაც
ჩაება სოციალ-დემოკრატიულ წრეში. აქტიურად მონაწილეობდა სა-
გაფიცვო მოძრაობასა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელე-
ბაში. 1902 წლიდან დაიწყო მუშაობა „ქართველ გამომცემელთა ამხა-
ნაგობის“ სტამბაში; ხელმძღვანელობდა ტიპოგრაფიის მუშების სოცი-
ალ-დემოკრატიულ წრეებს და შრიფტით ამარაგებდა არალეგალურ
სტამბებს. აირჩიეს რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრად. იყო რსდმპ
ყრილობების დელეგატი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტი-
კური საბაბით. გარდაიცვალა ტუბერკულიოზით 1907 წლის 19 მარტს,
ქალაქ სოხუმში. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ ჭაგანში.
თოდრია სილიბისტრო იესეს ძე (1880-1936), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ იანეულში, გლეხის ოჯახში.
მრავალშვილიანი, უკიდურესად ღარიბი ოჯახის წევრები იძულებულ-
ნი იყვნენ ადრეული ასაკიდანვე შედგომოდნენ მოჯამაგირეობას და
სამუშაო ეძებნათ. სილიბისტრომ 1897 წელს ასოთამწყობად დაიწყო
მუშაობა ბათუმის სტამბებში. სტამბაში მუშაობისას ჩაება სოციალ-დე-
მოკრატიულ წრეებში; მალე გახდა არალეგალური სტამბების ერთ-ე-
- 265 -

რთი ორგანიზატორი და ლიტერატურის გამავრცელებელი. მუშაობ-


და კავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა არალეგალურ სტამბაში; 1905
წლიდან იყო ბოლშევიკი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ
მოძრაობაში მოსკოვში; დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით.
1918 წლიდან განაგრძობდა მონაწილეობას ბოლშევიკთა იატაკქვეშა
საქმიანობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღ-
მდეგ; მუშაობდა არალეგალურ სტამბაში. დააპატიმრეს 1919 და 1920
წლებში. 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირე-
ბის შემდეგ, იყო თბილისის რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს
სსრ სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარი, მიწათმოქმედების და
შრომის სახალხო კომისარი. საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის
სფსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მდივანი. საქა-
რთველოს კომპარტიის ცეკას წევრი. ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი,
მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს საბ-
ჭოთა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1936 წელს.
დაკრძალული იყო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონში.
თოფურიძე-რუსია ნინო(ნინა) ალექსანდრეს ასული (1881-1949), დაი-
ბადა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ ხეთაში, აზნაურის
ოჯახში. 1890-იანი წლების ბოლოს, ქუთაისში სწავლისას დაუახლო-
ვდა „მესამე დასელებს“ და ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუ-
შაობაში. იყო მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი ქალი პროპაგანდისტი.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.
დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1921 წელს, საქართვე-
ლოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დატოვა საქართვე-
ლო და ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში.
თუმანოვი ალექსანდრე (სანდრო) ლევანის ძე (1879-1937), ბოლშევი-
კი. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შე-
მდეგ მუშაობდა საპასუხისმგებლო პარტიულ თანამდებობებზე. 1927
წელს კომპარტიიდან გარიცხეს „ტროცკისტობის“ გამო. აღადგინეს
პარტიაში 1930-იანი წლების დასაწყისში. იყო სსრკ მეცნიერებათა აკა-
დემიის საქართველოს სსრ ფილიალის წევრი. 1937 წლის დიდი ტერო-
რის დროს დააპატიმრეს. 1937 წლის 15 სექტემბერს სსრკ უმაღლესის
სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 16 სექტემბერს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
- 266 -


იანოვსკი კირილ პეტრეს ძე (1822-1902), დაიბადა ჩერნიგოვის
გუბერნიის ქალაქ ბერეზნაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა
ჩერნიგოვის გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო წმინდა
ვლადიმირის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო
მეცნიერებათა კანდიდატი. ხანგრძლივი პედაგოგიური კარიერის
შემდეგ, გიმნაზიის მასწავლებლობიდან ინსპექტორობამდე, 1878
წლიდან 1901 წლამდე იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი;
მის სახელს უკავშირდება რუსიფიკატორული პოლიტიკის დანერგვა
სახელმწიფო სკოლებში. იყო კავკასიაში ტექნიკური-სახელოსნო
ცოდნის გამავრცელებელი, მართლმადიდებელი ქრისტიანობის
აღმდგენი და მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებების წევრი.
ჟურნალისტი. გარდაიცვალა სოხუმში.
იაშვილი ვლადიმერ(ლადო) იოსების ძე (1872-1912), დაიბადა ქუთაი-
სის გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ არგვეთში, აზნაურის ოჯა-
ხში. სწავლობდა ქუთაისისა და გორის სამასწავლებლო სემინარიაში,
სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში, რის გა-
მოც 1892 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. მუშაობა დაიწყო ამიე-
რკავკასიის რკინიგზის ხაშურის დეპოში, შემდეგ კი თბილისის მთავა-
რი სახელოსნოს კანტორაში. თანამშრომლობდა პრესაში, აქვეყნებდა
პოეტურ ნაწარმოებებსა და კრებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1898
წლიდან იყო რკინიგზის მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზა-
ციის მოლარე და ბიბლიოთეკის გამგე. 1902 წელს დააპატიმრეს და გა-
დაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, საიდანაც ავადმყოფობის გამო
გაათავისუფლეს 1904 წელს. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციურ მოძრაობაში იმერეთში. 1906 წელს, რევოლუციის მა-
რცხისა და მეფის რეჟიმის მიერ რეპრესიების დაწყების შემდეგ, დამ-
სჯელმა რაზმმა გაანადგურა მისი სახლ-კარი არგვეთში. ლადო იაშვი-
ლი საქართველოდან გაიქცა და ცხოვრობდა კისლოვოდსკში, სადაც
განაგრძობდა პარტიულ მუშაობას. 1909 წელს საქართველოში დაბრუ-
ნებული კვლავ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს ირკუტსკის
გუბერნიაში, სადაც გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
ივანოვ-კავკაზსკი ვლადიმერ გიორგის ძე (1888-1937), რევოლუციო-
ნერი, ბოლშევიკი. 1907 წლიდან იყო რსდმპ წევრი. 1921 წელს საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ მუშაობდა სხვა-
დასხვა პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე. 1937 წლისათვის
- 267 -

ცხოვრობდა მოსკოვში − იყო სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კო-


მისარიატის არმატურა-ლიტეინის წარმოების მთავარი სამმართველოს
უფროსი. დააპატიმრეს დიდი ტერორის დროს. 1937 წლის 29 ოქტომ-
ბერს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 30 ოქტომბერს. რეაბილიტირებულია 1955 წელს.
იმნაძე ვლასა, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის საგა-
ნგებო დანიშნულების რაზმის უფროსი. ოფიცერი. მსახურობდა საქა-
რთველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. 1921 წელს, საბჭო-
თა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, წავიდა ემიგრა-
ციაში. გარდაიცვალა საფრანგეთში.
ინწკირველი ივანე (ვანო, სტეპკო) ნიკოლოზის ძე (1887-1908), დაი-
ბადა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ფამფალეთში,
მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში,
სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1904 წელს
სასწავლებლიდან გარიცხეს რუსეთ-იაპონიის ომის საწინააღმდეგო
დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. მუშაობა დაიწყო ჭიათურის
მაღაროებში, სადაც 1905 წლიდან გახდა ბოლშევიკი პროპაგანდისტი.
იყო ადგილობრივი „წითელი რაზმების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
შორაპნის მაზრაში, ჩაბმული იყო შეიარაღებულ გამოსვლებში. რე-
ვოლუციის დამარცხების შემდეგ განაგრძობდა მუშაობას პროპაგა-
ნდისტად. 1908 წელს ბოლშევიკურ „წითელ რაზმთან“ ერთად გაემგზა-
ვრა ბაქოში, სადაც ემზადებოდნენ ბანკის ექსპროპრიაციისათვის; 1908
წლის 20 მაისს მათ კონსპირაციულ ბინას თავს დაესხა პოლიციის რაზ-
მი, რომელთან ბრძოლაშიც სტეპკო ინწკირველი მოკლეს.
იობიძე ისმაილ სტეფანეს ძე (1884-1939), ბოლშევიკი, დაიბადა ქუთა-
ისის გუბერნიის სოფელ ჯიმასტაროში, გლეხის ოჯახში. სწავლობდა
ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, პარალელურად მუშაობდა
ღვინის საწყობში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიულ წრეში. 1905
წლიდან იყო ბოლშევიკი; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რე-
ვოლუციურ მოძრაობაში იმერეთში; 1917 წლამდე მუშაობდა სხვა-
დასხვა ქარხანასა და დაწესებულებაში და განაგრძობდა პარტიულ
საქმიანობას. 1918 წლიდან მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ; იყო სა-
მხედრო ორგანიზაციის წევრი. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპირების შემდეგ, იყო საქართველოს სსრ შინაგან
საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, რესპუბლიკის მილიციის პო-
ლიტიკური კომისარი, ცენტრალური პარტიული სკოლის გამგე, რკი-
- 268 -

ნიგზის მუშფაკის დირექტორი და ცენტრალური სახელმწიფო არქივის


გამგე, სსრკ სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალის თავმჯდომა-
რე. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. საქართველოს სსრ
შინსახკომის საგანგებო სამეულმა 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 1938 წლის 3 იანვარს.
იტრიაშვილი ალექსანდრე(სანდრო) გრიგოლის ძე − დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის ქალაქ ახალქალაქში. მუშა, რევოლუციონერი. მე-
ფის რეჟიმის დროს დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით.

კაკაბაძე იოსებ პავლეს ძე (1864-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერნი-


ის სოფელ კუხში, გლეხის ოჯახში. 1890-იან წლებში მუშაობა დაიწყო
ჭიათურის მანგანუმის წარმოებაში. იყო საქართველოს სოციალ-დე-
მოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1892 წლის 25
დეკემბერს მის ბინაში, ზესტაფონში გაიმართა პირველი სოციალ-დე-
მოკრატიული კონფერენცია. 1895 წლიდან ცხოვრობდა ევროპაში,
სწავლობდა ჟენევისა და პარიზის უნივერსიტეტებში, პარალელურად
თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. 1901 წელს დაბრუნდა საქა-
რთველოში და აქტიურად მუშაობდა ჭიათურაში − მისი ინიციატივით
დაარსდა პირველი ორკლასიანი სკოლა, საკვირაო სკოლა, მუშათა
პირველი კოოპერატივი „ჩვენი ოჯახი“. იყო „ქართველ გამომცემელ-
თა ამხანაგობის“ თავმჯდომარე. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული
პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“
ფრაქციაში. 1905 წელს დააპატიმრეს; გათავისუფლების შემდეგ წავიდა
ემიგრაციაში, ცხოვრობდა და მუშაობდა მარსელში, სავაჭრო ფირმა
„გეორგიაში“; ხელმძღვანელობდა არალეგალური ლიტერატურის გა-
დაგზავნას საქართველოში. 1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და
განაგრძობდა საზოგადოებრივ და პარტიულ საქმიანობას. 1918 წელს
დატოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
და შეუერთდა ბოლშევიკებს. 1919 წელს დააპატიმრეს საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკური მუშაობის
გამო. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ, იყო წითელი არმიის მომარაგების კომისარი, ქუთაისის გუ-
ბერნიის მიწათმოქმედების კომისარი, საცენზურო კომიტეტის − „მთა-
ვლიტის“ გამგე, დამცველთა კოლეგიის თავმჯდომარე. განათლების
სახალხო კომისარიატის საისტორიო-სამეცნიერო კომისიის გამგე. და-
- 269 -

ხვრიტეს 1937 წელს.


კალანდაძე ივანე (ვანო) (1880-1911), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის
ოზურგეთის მაზრის სოფელ ერკეთში, გლეხის ოჯახში. სოფლის სკო-
ლის დამთავრების შემდეგ გადასახლდა თბილისში და მუშაობდა შინა-
მოსამსახურედ. ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.
შემდგომ მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანში; მონაწილეობდა
მუშათა საპროტესტო მოძრაობაში. 1903 წლიდან დაბრუნდა გურიაში,
სადაც განაგრძობდა რევოლუციურ მუშაობას გლეხთა შორის. 1905
წლიდან იყო ბოლშევიკი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რე-
ვოლუციურ მოძრაობაში. 1906 წლიდან იყო ბოლშევიკთა მებრძოლი
რაზმის წევრი; მონაწილეობდა ექსპროპრიაციებში. 1908 წელს დააპა-
ტიმრეს და 6 წლით კატორღა მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა სარატოვის
ციხეში, სადაც ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
კალაძე რაჟდენ თომას ძე (1871-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის
სოფელ ეწერში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო
სემინარია. სწავლისას დაინტერესდა მარქსიზმით. მონაწილეობდა 1892
წელს ზესტაფონში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის
დამფუძნებელ ყრილობაში. შემდგომ წლებში აქტიურად იყო ჩაბმუ-
ლი თბილისში სოციალ-დემოკრატიული წრეების ორგანიზებაში. 1900
წელს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტფილისის კომიტეტის
წევრი. ორჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. ციხეში გა-
დატანილი ავადმყოფობის გამო იატაკქვეშეთში აქტიურად მუშაობას
ვეღარ ახერხებდა − თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ ლე-
გალურ პრესასა და არალეგალურ გამოცემებთან. 1905 წლიდან იყო
ბოლშევიკი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ განაგრძობ-
და ბოლშევიკურ ორგანიზაციებში მუშაობას. 1919 წელს დააპატიმრეს
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მუშაობის
გამო. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ, მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე. იყო კომუნისტური პა-
რტიის ისტორიის და კავკასიაში რევოლუციური მოძრაობის ისტორი-
ის მკვლევარი. განაგრძობდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1922 წელს
იყო „ნაციონალ-უკლონისტი“. 1927 წელს პარტიიდან „ტროცკისტო-
ბის“ გამო გარიცხეს; აღადგინეს პარტიაში 1930-იანი წლების დასაწყის-
ში. დააპატიმრეს 1936 წელს, დიდი ტერორის დაწყებისას. 1937 წლის 13
ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლე-
ლმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 ივლისს. რეაბილიტირე-
ბულია 1960 წელს.
კალინინი მიხეილ ივანეს ძე (1875-1945), დაიბადა ტვერის გუბერნი-
- 270 -

ის კორჩევსკის მაზრის სოფელ ვერხნაია ტროიცაში, გლეხის ოჯახ-


ში. დაამთავრა პეტერბურგის ტექნიკური სასწავლებელი; მუშაობდა
„სტარი არსენალის“ და პუტილოვის ქარხნებში, სადაც ჩაება სოცია-
ლ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში, რის გამოც დააპატიმრეს და
ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს თბილისში. ჩამოსვლისთანავე
დაუკავშირდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტს; მუ-
შაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს სახარატო
საამქროში და აქტიურად მონაწილეობდა საგაფიცვო მოძრაობასა და
რევოლუციურ გამოსვლებში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პო-
ლიტიკური საბაბით. 1903 წელს გადაასახლეს კავკასიიდან. 1903 წლი-
დან იყო ბოლშევიკი. განაგრძობდა პარტიულ მუშაობას პეტერბურგი-
სა და მოსკოვის ქარხნებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შე-
მდეგ იყო რსდმპ ბოლშევიკების პეტროგრადის კომიტეტის და გაზეთ
„პრავდას“ ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა ოქტომბრის
ბოლშევიკურ გადატრიალებაში. იყო პეტროგრადის ქალაქის თავი.
1919 წელს აირჩიეს რსფსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტე-
ტის თავმჯდომარედ. 1922 წლიდან იყო სსრკ ცაკის თავმჯდომარე, 1925
წლიდან კი, საკავშირო კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი. 1938 წლი-
დან იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
კამკამიძე არტემ, გადასახლებული.
კამო − ტერ-პეტროსიანი სიმონ არშაკის ძე (1882-1922), დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. ეროვნებით სო-
მეხი. დაამთავრა გორის საქალაქო სასწავლებელი. 1901 წლიდან თბი-
ლისში გადასახლდა, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების
მუშაობაში. დახელოვნდა არალეგალური სტამბების მოწყობაში, ლი-
ტერატურისა და სხვადასხვა საიდუმლო მასალების ტრანსპორტირე-
ბაში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით, თუმცა
ოსტატური კონსპირაციით ახერხებდა ციხიდან გაქცევას და მიმალვას.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში;
მუშაობდა ასაფეთქებელი მასალების დამზადებაზე. 1905 წლიდან მუ-
შაობდა ბოლშევიკებთან ერთად; მეთაურობდა ბოლშევიკთა რაზმს,
რომელმაც 1907 წლის 13 ივნისს თბილისში გაძარცვა საბანკო ეკიპაჟი
და დიდი ფული გაიტაცა. ამავე წლის ბოლოს, ასაფეთქებელი მასალე-
ბის შეძენისას, დააპატიმრეს ბერლინში და გადასცეს რუსეთის ხელი-
სუფლებას. 4 წლის განმავლობაში ეწეოდა სიმულაციას, ცდილობდა
დაერწმუნებინა სასამართლო საკუთარ შეურაცხადობაში. პროცესის
დასრულებამდე გაიქცა თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან
და კვლავ განაგრძო ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მუშაობა. უკანასკნე-
- 271 -

ლი პატიმრობიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუ-


ციის შემდეგ; აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში
− ხელმძღვანელობდა დივერსიულ რაზმს. სპეციალური დავალებით
ჩავიდა თბილისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინა-
აღმდეგ სამუშაოდ, თუმცა დააპატიმრეს და აზერბაიჯანში გაასახლეს.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შე-
მდეგ, მუშაობდა ამიერკავკასიის სფსრ საბაჟო სამმართველოს უფრო-
სად. დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1922 წლის 15 ივლისს.
კანდელაკი ვასილ ვასილის ძე (1885-1937), დაიბადა ქალაქ ქუთაისში,
მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სა-
დაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. სასწავლებ-
ლიდან გარიცხეს და დააპატიმრეს 1904 წელს ქუთაისში მოსწავლეთა
საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. გათავისუფლე-
ბის შემდეგ განაგრძობდა პარტიულ მუშაობას რსდმპ იმერეთ-სამე-
გრელოს კომიტეტში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. აქტიურად მო-
ნაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მოსკოვში. დაა-
მთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. მუშაობდა პედაგოგად დასავლეთ
საქართველოში. 1918 წლიდან განაგრძობდა ბოლშევიკურ საქმიანობას
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გა-
მოც დააპატიმრეს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის ასსრ განათლების სახალხო
კომისრად, საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომის-
რის მოადგილედ, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორად,
სუბტროპიკულ კულტურათა ინსტიტუტის დირექტორად. დააპატი-
მრეს დიდი ტერორის დროს. 1937 წლის 3 ოქტმბერს სსრ უმაღლესის
სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 4 ოქტომბერს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
კასიანი (ტერ-კასპარიანი) სერგო ივანეს ძე (1876-1938), დაიბადა ელი-
სავეტოპოლის გუბერნიის ქალაქ შუშაში, ვაჭრის ოჯახში. ეროვნებით
სომეხი. სწავლობდა ბაქოს რეალურ სასწავლებელში, სადაც ჩაება „ნა-
როდნიკთა“ წრეში, რის გამოც გარიცხეს სასწავლებლიდან. 1902 წელს
დაამთავრა ლაიპციგის კომერციული ინსტიტუტი, შემდეგ ბერლინის
უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; მიიღო კომერციული და
ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იყო გერმანიის სო-
ციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1904 წელს, ბაქოში დაბრუნე-
ბის შემდეგ, თავდაპირველად მუშაობდა პარტია „ჰნჩაკში“, შემდეგ შე-
ვიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. 1905 წლი-
დან იყო ბოლშევიკი; ხელმძღვანელობდა სომხურენოვანი პარტიული
- 272 -

პრესის გამოცემას ბაქოსა და თბილისში. 1914 წელს დააპატიმრეს და


გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში, საიდანაც გათავისუფლდა 1917
წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1918 წლიდან განაგრძობდა
ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში მუშაობას საქართველოს დემოკრატიუ-
ლი რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს 1919 წელს, მა-
გრამ ციხიდან გაიქცა და არალეგალური მუშაობა განაგრძო სომხეთის
რესპუბლიკაში, სადაც ასევე დააპატიმრეს და გაასახლეს. არალეგალუ-
რად დაბრუნდა თბილისში. 1920 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ სომხე-
თის რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, დაინიშნა სამხედრო რევოლუ-
ციური კომიტეტის თავმჯდომარედ. შემდგომ წლებში განაგრძობდა
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას, ხელმძღვანელობდა პა-
რტიულ პრესას. 1923 წლიდან იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნი-
ვერსიტეტის რექტორი, სომეხთის სსრ ცენტრალური აღმასრულებე-
ლი კომიტეტის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის სფსრ უმაღლესი სასა-
მართლოს თავმჯდომარე, სსრკ ცაკის წევრი. თარგმნიდა მარქსისტულ
ლიტერატურას სომხურ ენაზე. 1937 წლის დიდი ტერორის დროს და-
აპატიმრეს. 1937 წლის 7 დეკმებერს საქართველოს სსრ შინსახკომთან
არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვ-
რიტეს 11 დეკემბერს. რეაბილიტირებულია.
კატუა, ლუდხანა-საროსკიპოს მეპატრონე თბილისში.
კაჩურა თომა, მუშა, რევოლუციონერი, სოციალისტ-რევოლუ-
ციონერთა პარტიის მებრძოლი ორგანიზაციის წევრი. 1902 წლის 29
ივლისს „ტივოლის“ პარკში თავს დაესხა ხარკოვის გენერალ-გუბერნა-
ტორ ივანე მიხეილის ძე ობოლენსკის და დაჭრა.
კახიანი მიხეილ (მიხაკო) ივანეს ძე (1896-1937), დაიბადა ქალაქ ბათუ-
მში, ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, სადაც ჩაება სო-
ციალ-დემოკრატიული წრის მუშაობაში. დაამთავრა მოსკოვის კომე-
რციული ინსტიტუტი. მონაწილეობდა სტუდენტთა საპროტესტო
მოძრაობაში. 1917 წლიდან იყო ბოლშევიკი. მონაწილეობდა ოქტომბ-
რის ბოლშევიკურ გადატრიალებაში. 1917 წელსვე დაბრუნდა საქართვე-
ლოში და ბათუმში ხელმძღვანელობდა ბოლშევიკური ორგანიზაციე-
ბის მუშაობას. 1918 წელს დაბრუნდა რუსეთში; მუშაობდა მოსკოვის
საბჭოს აღმასკომში. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ტა-
მბოვის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში. 1920 წელს სამუშაოდ მიავლი-
ნეს კავკასიაში. 1920 წელს საქართველოში დააპატიმრეს რესპუბლიკის
წინააღმდეგ არალეგალური საქმიანობისათვის და აზერბაიჯანში გაა-
სახლეს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ მუშაობდა თბილისში, იყო კომპარტიის თბილისის კომიტეტის
- 273 -

მდივანი, 1922 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი.


აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში წინააღმდეგობის მოძრა-
ობის ჩახშობაში. 1930 წლიდან იყო კომპარტიის შუა აზიის ბიუროს
მეორე მდივანი, ხოლო შემდგომ, საკავშირო კომპარტიის ცეკას სა-
კონტროლო კომისიის რწმუნებული ჩრდილოკავკასიაში. 1937 წლის
დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომ-
თან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა 1937 წლის 3 დეკემბერს
დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 11 დეკემბერს. რეაბილიტირებულია.
კედია მელქისედეკ (მექი) მიხეილის ძე (1878-1945), მსახურობდა ჟა-
ნდარმერიაში. იყო უბნის ზედამხედველი. 1917 წლის თებერვლის რევო-
ლუციის და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადე-
ბის შემდეგ მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
უშიშროების სამსახურის ორგანიზებისათვის. 1919 წლიდან იყო შინა-
გან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის უფროსი. წარმატებუ-
ლად მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი
მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტურის განეიტრალებისათვის.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ
დატოვა საქართველო. 1920-იანი წლების დასაწყისში განაგრძობდა ემი-
გრანტული მთავრობის განკარგულებაში მუშაობას სტამბოლში, შემ-
დგომ პარიზში. გარდაიცვალა პარიზში.
კეცხოველი ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე (1876-1903), დაიბადა
თბილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ თილში, მღვდლის ოჯა-
ხში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარი-
ცხეს 1893 წელს მოსწავლეთა გაფიცვის გამო. დაბრუნდა მშობლების
სახლში სოფელ ტყვიავში და მცირე ხნით გლეხებს შორის რევოლუ-
ციურ პროპაგანდას ეწეოდა. 1894 წელს სწავლა განაგრძო კიევის სა-
სულიერო სემინარიაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრის
მუშაობაში, რის გამოც კვლავ გარიცხეს სასწავლებლიდან, დააპატი-
მრეს და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს სამშობლოში პოლი-
ციის მეთვალყურეობის ქვეშ. თბილისში დაბრუნებული შევიდა ადგი-
ლობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში. აქტიურად ჩაება
პარტიის მუშაობაში − იყო საპროტესტო და საგაფიცვო მოძრაობის
ორგანიზატორი თბილისში, არალეგალური ლიტერატურის ბეჭდვის
მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი; მრავალჯერ იყო დაპატი-
მრებული პოლიტიკური საბაბით. 1901 წელს ბაქოში მოაწყო დიდი
არალეგალური სტამბა „ნინა“, რომელიც წელიწადზე მეტი ხნით სრუ-
ლი დატვირთვით მუშაობდა. თბილისში დაბრუნებული დააპატიმრეს
და მოათავსეს მეტეხის ციხეში, სადაც ხელმძღვანელობდა პატიმართა
- 274 -

პროტესტს ციხის რეჟიმის წინააღმდეგ. 1903 წლის 7 აგვისტოს, ციხის


სარკმლიდან მეზობელ საკანში მყოფთან საუბრისას, ლადო კეცხო-
ველს ციხის მცველმა ჯარისკაცმა ესროლა და მოკლა.
კივკუცანი გერვაზ პეტრეს ძე, საავიაციო რაზმის მეთაური, ბოლშე-
ვიკი, ტფილისის 1-ლი პოლკის ტყვიამფრქვეველთა რაზმის ჯარისკაცი.
ბოლშევიკი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა საგანგებო კომისი-
ის (ჩეკა) რიგებში. 1937 წლისათვის იყო უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატის უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი.
დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
კიტაევი აგათონ, ტფილისის მე-2 საპოლიციო უბნის პოლიციის მო-
სამსახურე.
კოგანი ელაია ფეისახის ძე (1888-19??), დაბადებული პიატიგორსკში.
მუშა. ეროვნებით ებრაელი. იყო ოდესის ანარქისტ-კომუნისტთა ორ-
განიზაციის წევრი, მეტსახელად “ჟენკა ჩერნი“. 1905 წლის დეკემბერში
დააპატიმრეს და ოდესის სამხედრო საველე სასამართლომ კატორღა
მიუსაჯა. იჯდა სმოლენსკის და ვლადიმირის ცენტრალურ ციხეში. 1917
წლამდე გადასახლებული იყო ირკუტსკის გუბერნიაში.
კოგანი (ერმანსკი) ოსიპ არკადის ძე (იოსიფ შმილის ძე) (1867-1941), და-
იბადა ბესარაბიის მხარის ქალაქ აკკერმანში, ხელოსნის ოჯახში. ერო-
ვნებით ებრაელი. სწავლობდა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში,
საიდანაც 1888 წელს გარიცხეს სტუდენტურ საპროტესტო მოძრაო-
ბაში მონაწილეობის გამო და გადაასახლეს კავკასიაში. 1891 წლიდან
ცხოვრობდა შვეიცარიაში, სადაც გაიცნო სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ორგანიზატორები და იდეოლოგები და ჩაება მათი წრეების
მუშაობაში. 1895 წელს დაამთავრა ციურიხის პოლიტექნიკუმი; დაბ-
რუნდა რუსეთში და მუშაობდა ინჟინრად ყარსის რკინიგზის მშენებ-
ლობაზე. ცხოვრობდა თბილისში, სადაც დასთან და მის მეუღლესთან
− იპოლიტ ფრანჩესკისთან ერთად აქტიურად ჩაება ადგილობრივი
სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1902 წლიდან წავიდა
ემიგრაციაში, შვეიცარიაში. 1903 წლიდან იყო მენშევიკი. აქტიურად თა-
ნამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან; იყო ლიტერატურის მკვლე-
ვარი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთ-
ში. იყო რსდმპ (მენშევიკების) ოფიციალური ორგანოს რედაქტორი.
სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასკომის წევრი, დემოკრატი-
ული თათბირის დელეგატი, პრედპარლამენტის წევრი − მენშევიკი-ი-
ნტერნაციონალისტების ლიდერი. ბოლშევიკური გადატრიალების შე-
მდეგ განაგრძობდა მენშევიკურ პარტიაში მუშაობას. დააპატიმრეს 1920
წელს. 1921 წელს, გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა;
- 275 -

აკრძალული ჰქონდა საზღვარგარეთ გასვლა. იყო მოსკოვის უნივერ-


სიტეტის ეკონომიკის კათედრის პროფესორი. პუბლიცისტი, მემუა-
რისტი. შრომის რაციონალიზატორი. ფსევდონიმები − „მეეროვიჩი“,
„ა.ო. გუშკა“, „მ. ბორისოვიჩი“. დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს 1937
წელს. მეორედ დააპატიმრეს 1940 წელს. გარდაიცვალა საკონცენტრა-
ციო ბანაკში.
კოპალეიშვილი ილია ივანეს ძე (1865-1924), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ქუთაისის მაზრის სოფელ ეწერში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა
პირველადი სამინისტრო სასწავლებელი. ადრეული ასაკიდან მუშაობ-
და ტფილისში, კავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკ-
ლად. 1895 წლის ზაფხულიდან იყო რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში
დაარსებული პირველი სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრის წევრი.
1898 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტი-
ის წევრი. თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო ორგანიზატორმა მუ-
შათა შორის. 1900 წელს, მთავარი სახელოსნოს და რკინიგზის მუშების
გაფიცვის შემდეგ, ილია კოპალეიშვილი დააპატიმრეს და საკუთარ
სოფელში გადაასახლეს, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ისევ ტფილისში
დაბრუნდა და პარტიული საქმიანობა განაგრძო. 1903 წელს სამუშა-
ოდ გადავიდა ბათუმში, სადაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზა-
ციის ერთ-ერთი ლიდერი იყო; შედიოდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის
შემადგენლობაში. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.
მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკუ-
რი საბაბით. ბათუმიდან დაბრუნდა საკუთარ სოფელში, მუშაობდა მე-
ურნედ და განაგრძობდა პარტიულ საქმიანობას გლეხთა შორის. ილია
კოპალეიშვილი 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამ-
ფუძნებელი კრების წევრი, 1921 წლის იანვრიდან − საქართველოს და-
მოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის, „სხივის“ ერთ-ერთი
დამფუძნებელი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დე-
მოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, დარჩა საქართველო-
ში, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდე-
გობის მოძრაობაში. 1924 წლის 28 აგვისტოს დაწყებული ანტი-საბჭოთა
აჯანყების დამარცხების შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის სადამსჯელო
ღონისძიებებისას, ილია კოპალეიშვილი, რომელსაც ავადმყოფობის
გამო (მწოლიარე, მაღალი სიცხით) აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუ-
ღია, სხვა მოქალაქეებთან ერთად დახვრიტეს სამტრედიასთან.
კორა, სანჟური ივანე არეფის ძე (1878-­1907), ფსევდონიმი „ისიდო-
რე კორა“; დაიბადა ყუბანის ოლქის ქალაქ ეისკში. ეროვნებით რუსი.
სწავლობდა რეალურ სასწავლებელში. შემდგომ წლებში მუშაობდა
- 276 -

ასოთამწყობად, შემდგომ საერობო სტატისტიკოსად ეკატერინოსლა-


ვში, სადაც შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. მრავალჯერ
იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. იყო
რსდმპ ჩრდილოეთის საკავ­შირო კომიტეტის წევრი; მუშაობდა დონის
მხარეში, ბაქოში, ოდესაში; 1905 წლის ნოემბრიდან − ტფილისში; აქტი-
ურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში − იყო
„საგაფიცვო ბიუროს“ წევრი, თანამშ­ რომლობდა გაზეთ „Кавказский
рабочий листок“­-თან. 1906 წელს დატოვა კავკასია. სიცოცხლე თვით-
მკვლელობით დაასრულა.
კოსმიადი, ბერძენი ხელოსანი.
კოხი ფრანც, თბილისელი გერმანელი ხარაზის შვილი.
კოხი ხრისტიან, თბილისელი გერმანელი ხარაზი.\
კრასნოვა ანნა იაკობის ასული (1875-19??), დაიბადა დონის სამხე-
დრო ოლქის სტანიცა კაჩალინსკში, მღვდლის ოჯახში. ეროვნებით
რუსი. 1889 წელს დაამთავრა სარატოვის ქალთა ეპარქიული სასწავლე-
ბელი. 1897 წლიდან ჰქონდა ფერშლად მუშაობის უფლება. იყო ტფი-
ლისის სოციალ-დემოკრატიული წრის წევრი, მუშათა ორგანიზატორი
და პროპაგანდისტი. დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით.
კუზნეცოვი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1887-1932), დაიბადა სამარა-
ში. ეროვნებით რუსი. დაბალი განათლებით. დურგალი. 1904 წლიდან
იყო რსდმპ სამარის ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციურ მოძრაობაში მოსკოვში. ბოლშევიკი. 1906 წელს იყო
სამარის მებრძოლი რაზმის წევრი. დააპატიმრეს და 12 წლის კატორ-
ღა მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა სარატოვის და სამარის ციხეებში. 1917
წლამდე იყო გადასახლებაში ირკუტსკის გუბერნიაში.
კუზნეცოვი ნიკოლოზ ვლადიმერის ძე (1884-1937), ბოლშევიკი, დაი-
ბადა ორლოვის გუბერნიის კარაჩაევოს მაზრის სოფელ არხიპოვოში,
გლეხის ოჯახში. ეროვნებით რუსი. სამი კლასის განათლებით. ხარა-
ტი. რსდმპ წევრი 1901 წლიდან. ბოლშევიკი. 7 წლით იყო პატიმრობაში
მეფის რეჟიმის დროს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
იყო სრულიად რუსეთის აღმასკომის წევრი. 1922 წელს კომპარტიიდან
გარიცხეს, როგორც „უცხო ელემენტი“. დაპატიმრებული იყო 1923 და
1926 წლებში. უკანასკნელად დააპატიმრეს და დახვრიტეს დიდი ტერო-
რის დროს, 1937 წელს.
კუპრაშვილი ბაჭუა (სამუელ) დიანოზის ძე (1888-1936), რევოლუცი-
ონერი. რსდმპ წევრი. მუშაობდა რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომი-
ტეტში. 1905 წლიდან − ბოლშევიკი. იყო ბოლშევიკთა მებრძოლი რაზ-
მის წევრი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური
- 277 -

საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო რუსეთის


სამოქალაქო ომის მონაწილე. დატოვა ბოლშევიკური პარტია და დაბ-
რუნდა საქართველოში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე-
ლოს ოკუპირებისას, იბრძოდა საქართველოს დემოკრატიული არმი-
ის რიგებში. ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დააპატიმრა
პოლიტიკური საბაბით. გათავისუფლების შემდეგ ჩამოშორდა პოლი-
ტიკას. იყო სცენარისტი. საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კო-
მისრის მოადგილე. 1928 წლიდან მუშაობდა სასამართლოსა და პროკუ-
რატურაში მაღალ თანამდებობებზე. იყო მწერალთა კავშირის კინოს
სექციის წევრი. დააპატიმრეს 1936 წლის აგვისტოში. გარდაიცვალა
გადასახლებაში.
კურნატოვსკი ვიქტორ კონსტანტინეს ძე (1868-1912), დაიბადა ქალაქ
რიგაში, სამხედრო ექიმის ოჯახში, ეროვნებით რუსი. სწავლობდა პე-
ტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც დაუახლოვდა „ნაროდნიკულ“
წრეებს. გარიცხეს 1887 წელს სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობაში
მონაწილეობის გამო და დააპატიმრეს. 1889 წელს გარიცხეს მოსკოვის
უნივერსიტეტიდანაც და გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში. გა-
იქცა გადასახლებიდან საზღვარგარეთ; ცხოვრობდა შვეიცარიაში. და-
ამთავრა ციურიხის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ციურიხის უნი-
ვერსიტეტი, გახდა „შრომის გათავისუფლების ჯგუფის“ წევრი. 1897
წელს რუსეთში დაბრუნებისას კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს
მინუსინსკში, სადაც გაიცნო ლენინი და გაიზიარა მისი იდეოლოგია.
გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ, 1900 წელს სპეციალური
დავალებით გაემგზავრა თბილისში, სადაც მუშაობდა მეაბრეშუმეობის
სადგურში და აქტიურად იყო ჩაბმული ადგილობრივი სოციალ-დე-
მოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში; დააპატიმრეს 1901 წელს
და გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში. აქტიურად მონაწილეობდა
1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩიტაში − იყო შეიარაღებული
აჯანყების მეთაური. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს
1906 წელს და სიკვდილით დასჯის განაჩენი შეუცვალეს სამუდამო კა-
ტორღით, თუმცა ციხიდან გაიქცა და გაემგზავრა იაპონიაში, შემდგომ
ავსტრალიაში, საიდანაც ჩავიდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1912
წლის 19 სექტმბერს.
- 278 -

ლავროვი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1869-191?), დაიბადა სანკტ-პე-


ტერბურგში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა კონსტანტინეს მე-2 სა-
მხედრო სასწავლებელი. 1888 წლიდან მსახურობდა იმიერბაიკალის
მხარის მე-2 კაზაკურ შენაერთში. 1894 წელს წარმატებით ჩააბარა გა-
მოცდა პეტერბურგის სამხედრო-იურიდიულ აკადემიაში, თუმცა ვა-
კანსიის არარსებობის გამო სწავლა ვერ განაგრძო. 1895 წელს სამუ-
შაოდ მიიწვიეს ჟანდარმთა კორპუსის შტაბში. სწავლის დასრულების
შემდეგ სამუშაოდ მიავლინეს ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმა-
რთველოში. 1901 წლიდან იყო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის
თანაშემწე. 1902-1903 წლებში − სამმართველოს უფროსი. 1903 წელს
გადაიყვანეს არმიის გენერალურ შტაბში. 1911 წლისათვის იყო გენე-
რალ-მაიორი. ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის საგარეო დაზვე-
რვის ჯგუფს გერმანიაში.
ლარინი, კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი.
ლასსალი ფერდინანდ (1825-1864), გერმანელ-ებრაელი იურისტი,
ფილოსოფოსი, პოლიტიკური მოღვაწე. სოციალისტი თეორეტიკოსი.
გერმანიის მუშათა პარტიის დამაარსებელი.
ლატარია ესტატე ბესარიონის ძე (1890-19??), კატორღელი, საქა-
რთველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1924
წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი
სამეგრელოში. რეპრესირებული.
ლაღიაშვილი იოსებ იაკობის ძე (1864-1911), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ნოჯიხევში, მღვდლის ოჯახში.
ეროვნებით ოსი. სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში.
1886 წლის 24 მაისს (ძველი სტილით) სასიკვდილოდ დაჭრა სემინარიის
რექტორი, დეკანოზი პავლე ჩუდეცკი. ოფიციალური მიზეზი, აკრძალუ-
ლი ლიტერატურის კითხვის გამო, მისი სასწავლებლიდან გარიცხვა
იყო. რეალურად, მკვლელობა სემინარისტთა საიდუმლო, ხალხოსა-
ნთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. სამხედრო სასამართლომ იო-
სებ ლაღიაშვილი გაასამართლა, მაგრამ არასრულწლოვნობის გამო
სიკვდილით ვერ დასაჯა და 20 წლით კატორღა მიუსაჯა ციმბირში,
საიდანაც ლაღიაშვილი გაიქცა და გადასახლდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში. ცხოვრობდა სან-ფრანცისკოში.
ლევაშოვი ისაკა, რკინიგზელი მუშა, მენშევიკი.
ლეკვეიშვილი, ციხის უფროსის თანაშემწე 1919 წელს.
ლელაშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე (18??-1906), დაიბადა თბი-
- 279 -

ლისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ ხოვლეში, გლეხის ოჯახში.


ოჯახი გადასახლდა თბილისში; მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკი-
ნიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად, სადაც მთელი ოჯახი ჩაება
სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. აქტიურად მონაწილე-
ობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის
მოლარე. 1906 წელს, პარტიის კუთვნილი ფულის გაფლანგვის გამო
გარიცხეს ორგანიზაციიდან. ამავე წლის გაზაფხულზე, ავლაბრის სტა-
მბის ჩავარდნის შემდეგ მოკლეს „პროვოკატორობის“ ეჭვის გამო.
ლელაშვილი გიორგი (გიგო) ზაქარიას ძე (1881-1943), დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ ხოვლეში, გლეხის ოჯახში.
ოჯახი გადასახლდა თბილისში. გიგომ მუშაობა დაიწყო ამიერკავკასი-
ის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად, სადაც მთელი ოჯახი
ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. აქტიურად მონა-
წილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო არალეგალური ლიტე-
რატურის დისტრიბუტორი, ასრულებდა ტერორისტულ დავალებებს.
რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკუ-
რი საბაბით. 1904-1906 წლებში ჩართული იყო ავლაბრის არალეგალუ-
რი სტამბის მუშაობაში. 1917 წლამდე მუშაობდა სავაგონო დეპოში.
1918 წლიდან აქტიურად მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც
დაპატიმრებული იყო 1918 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა მე-11 წითელი
არმიის შტაბში, ჩრდილოკავკასიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ
საქართველოს ოკუპირების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ სა-
განგებო კომისიაში, აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძ-
რაობის ჩახშობაში. იყო არსენალის რაიონის სამხედრო კომისარი, რკი-
ნიგზის დეპოს ადგილკომის თავმჯდომარე. 1929 წელს იყო კომპარტიის
გამწმენდ კომისიაში. 1930 წლიდან იყო ვაჭრობის სახალხო კომისარია-
ტის საიმპორტო-სატრანსპორტო სამმართველოს უფროსი.
ლენინი, ულიანოვი ვლადიმერ ილიას ძე (1870-­ 1924), ფსევდონიმი
„ლენინი“; საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, ფი-
ლოსოფოსი, პუბლიცისტი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, რევოლუცი-
ონერი; ბოლშევი­კური მიმდინარეობის დამაარსებელი და იდეური ხე-
ლმძღვანელი; „მე­სამე (კომუნისტური) ინტერნაციონალის“ დამაარსე-
ბელი. 1917 წლის ოქტომ­ბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ
რსფსრ­ს ლიდერი − საბ­ ჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე;
რსფსრ­ს სახალხო კომი­სართა საბჭოს თავმჯდომარე.
ლეჟავა ნოე მაქსიმეს ძე (1884-1938), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის
სოფელ კულაშში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ხონის სახელოსნო სა-
- 280 -

სწავლებელი, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშა-


ობაში. 1907 წლიდან მემანქანედ მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის
სისტემაში. 1908 წლიდან იყო ბოლშევიკი. პირველი მსოფლიო ომის
დროს ეწეოდა ბოლშევიკურ პროპაგანდას ოსმალეთის ფრონტის ჯა-
რისკაცთა შორის. 1918 წელს ფრონტის დაშლისა და რუსეთის არმიის
ნაწილების სტიქიური ევაკუაციის დროს განაგრძობდა პროპაგანდას
თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზზე, იყო ჯავშნოსანი მატარებლის მე-
თაური − მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში შამქორში, სადაც
გაბოლშევიკებულმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანელებს წინააღმდეგო-
ბა გაუწიეს იარაღის გადაცემაზე, რაც კავკასიის ფრონტის ოსმალთა
არმიის შეტევისგან თავდასაცავად იყო საჭირო. აქტიურად მონაწილე-
ობდა ჩრდილოკავკასიაში რუსეთის სამოქალაქო ომში. ჩაბმული იყო
დუშეთის ბოლშევიკურ აჯანყებაში საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის წინააღმდეგ; დაპატიმრებული იყო 1918 წელს. 1921 წელს,
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, იყო ამი-
ერკავკასიის რკინიგზის პროფკავშირების პრეზიდიუმის თავმჯდომარე,
ამიერკავკასიის სამთო ტრესტის დირექტორი, ალგეთის ლითოგრაფი-
ული წარმოების დირექტორი. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დაა-
პატიმრეს. 1937 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან
არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრი-
ტეს 29 დეკემბერს. დახვრიტეს მისი ვაჟიც − ინჟინერი შალვა ლეჟავა.
ლიბერმანი იაკობ, სტამბის მეპატრონე, ტიპოგრაფიისა და მბეჭდავ­
თა ამხანაგობის ხელმძღვანელი პეტერბურგში. ტფილისში მუშაობდა
მისი სტამბა.
ლოლაძე, პოლიცმეისტერის მოადგილე.
ლომინაძე, ჟანდარმერიის პოლკოვნიკი.
ლომინაძე ელისე გიორგის ძე (1880-1916), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ კვირიკეთში, გლეხის ოჯახში. ბათუ-
მის გიმნაზიაში გარიცხეს მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლებში
მონაწილეობის გამო. იყო რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი. 1905
წლიდან − ბოლშევიკი. ცნობილი იყო მეტსახელით „ჩახუნდარა“. მუ-
შაობდა პროპაგანდისტად, არალეგალური ლიტერატურის ტრანსპო-
რტიორად. 1906 წელს შეუერთდა ბოლშევიკთა შეიარაღებულ რაზმს,
რომელთან ერთადაც მონაწილეობდა 1907 წელს თბილისში საბანკო
ეკიპაჟზე თავდასხმასა და ფულის გატაცებაში. 1908 წელს დააპატიმრეს
ფინეთიდან იარაღის შემოტანის მცდელობისას, გაიქცა ოზურგეთის
ციხიდან, მაგრამ კვლავ დააპატიმრეს თბილისში და 6 წლის კატორღა
მიუსაჯეს, რომელიც მოიხადა სარატოვის ციხეში. შემდგომ სამუდამო
- 281 -

გადასახლება გადაუწყვიტეს ციმბირში, თუმცა ტუბერკულოზით დაა-


ვადებული გაათავისუფლეს 1916 წელს და სამშობლოში დაბრუნებუ-
ლი ერთ თვეში გარდაიცვალა.
ლორის-მელიქოვა-ჯიბლაძე ევა თადეოზის ასული, რევოლუციო-
ნერი. სოციალ-დემოკრატი. სილიბისტრო ჯიბლაძის მეუღლე.
ლუზინი ივანე ივანეს ძე (1869-1919?), დაიბადა ტამბოვის გუბერნია-
ში, გლეხის ოჯახში. ეროვნებით რუსი. მამამ კომერციას მიყო ხელი,
გამდიდრდა და ოჯახი მშობლიური მხარიდან გადასახლდა კავკასიაში,
ტფილისში და შემდგომ ქუთაისში. გიმნაზიაში სწავლის დროს ივანე
გაეცნო სოციალისტური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს
− კარლო ჩხეიძეს და იოსებ კოგანს და ჩაება მათი წრის მუშაობაში.
სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დააპატიმრეს და
გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში. გადასახლებაში ყოფნისას,
გათავისუფლების შემდეგ სამხედრო სამსახურისას გაეცნო მარქსისტ
სოციალ-დემოკრატ მოაზროვნეებს. 1896 წელს დაბრუნდა ტფილისში.
ჩაება რკინიგზის მუშათა პირველი სოციალ-დემოკრატიული წრეების
ორგანიზებაში. შემდგომ წლებში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული
პოლიტიკური საბაბით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამო-
შორდა პოლიტიკურ საქმიანობას და ცხოვრობდა მანგლისში.

მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე (1872-1937), დაიბადა ტფილისის გუ-


ბერნიის გორის მაზრის სოფელ სასირეთში. წარმოშობით რუსი. მსა-
ხურობდა რუსეთის არმიაში. რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი მა-
მაცობისათვის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ჯვრით. პირველ მსო-
ფლიო ომში იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მონაწილეობდა
ეროვნული სამხედრო შენაერთების დაკომპლექტებაში. მსახურობდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში გენერლის ჩი-
ნით. მონაწილეობდა რესპუბლიკის დასაცავად წარმოებულ უმთავრეს
სამხედრო ოპერაციებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე-
ლოს ოკუპირებისას, იყო თბილისის დაცვის ცენტრალური სექტორის
მეთაური. 1921 წლის მარტში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ ბათუმის „რევკომის“ მინდობილო-
ბით სარდლობდა ქართული არმიის და გვარდიის ნაწილებს თურქეთის
არმიის შენაერთების ბათუმიდან და აჭარიდან განსადევნად. საბჭოთა
- 282 -

საოკუპაციო ხელისუფლებამ მალევე დააპატიმრა. 1923 წელს მისცეს


საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება. ცხოვრობდა პარიზში; მონა-
წილეობდა საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ღონისძიებებში
საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად პოლიტიკური და
სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებისათვის. 1925 წელს ლოიალობა გა-
მოუცხადა საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ სამშობლოში
დაბრუნების ნება დართეს. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სო-
ფელში. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
მაისურაძე გიორგი ანტონის ძე, ტიპოგრაფიის მუშა. რევოლუცი-
ონერი. სოციალ-დემოკრატი. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პო-
ლიტიკური საბაბით.
მაისურაძე ილარიონ გრიგოლის ძე (1888-19??), მუშა. სოციალ-დე-
მოკრატი. რევოლუციონერი. პოლიტპატიმარი.
მალინოვსკი, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი.
მამალაძე ლეონტი ოთარის ძე (1869-195?), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრაში. მუშა. მეფის რეჟიმის დროს სოციალ-დე-
მოკრატი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პო-
ლიტიკური საბაბით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში,
რის გამოც დააპატიმრეს და კვლავ გადაასახლეს. გადასახლებიდან და-
ბრუნდა 1930-იან წლებში. შემდგომი ბედი უცნობია.
მარსაგოვი (მალსაგოვი) გიორგი, რკინიგზის მუშა, ზეინკალი. პოლი-
ტიკური საბაბით დაპატიმრებული იყო 1901 წელს.
მარტინოვი პეტრე ივანეს ძე (1867-19??), მსახურობდა ჟანდარმთა
კორპუსში 1900 წლიდან. იყო ბაქოს საგუბერნიო ჟანდარმერიის შეფის
ადიუტანტი, ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმერიის უფროსი. 1902
წელს ტფილისის საგუბერნიო ჟანდარმერიის უფროსის თანაშემწე.
1906 წლიდან იყო ტფილისის პოლიცმაისტერი. შემდგომ მსახურობდა
კიევის პოლიცმაისტერად და ბაქოს „გრადონაჩალნიკად“.
მარქსი კარლ ჰენრიხ (1818-­1883), გერმანელი ფილოსოფოსი, ეკო­
ნომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი. მარქსიზმის
სამეც­ნიერო და პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი.
მაშკევიჩი, ცეკას წევრი.
მაჭარაძე პოლიკარპე ნიკოლოზის ძე (1877-194?), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის დაბა ხონში (მეორე ვერსიით, ივანდიდში), გლეხის ოჯახში.
დაწყებითი განათლება მიიღო ხონის სკოლაში. მუშაობდა ტფილისში,
ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად, სადაც
ჩაება მუშათა პირველ სოციალ-დემოკრატიულ წრეებში. აქტიურად
- 283 -

მონაწილეობდა მუშათა საპროტესტო მოძრაობაში. მეფის რეჟიმის


დროს რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პო-
ლიტიკური საბაბით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ, მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში,
რის გამოც დაპატიმრებული იყო 1922 წელს. გათავისუფლების შემდეგ
ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.
მახარაძე ფილიპე იესეს ძე (1868-1941), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის სოფელ შემოქმედში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის
სასულიერო სემინარიაში, სადაც გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ
იდეოლოგიას და გახდა პირველი სოციალ-დემოკრატიული წრეების
ერთ-ერთი დამფუძნებელი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გა-
დასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი;
ხელმძღვანელობდა პარტიულ პრესას, აქტიურად მონაწილეობდა
1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. 1917 წლის თებე-
რვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო
ომში; 1918 წლიდან აქტიურად მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთ-
ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის
გამოც დაპატიმრებული იყო 1919 წელს. ციხიდან გაიქცა. 1921 წელს,
საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, ხელმძღვა-
ნელობდა საქართველოს სსრ რევკომს. შემდგომ წლებში იყო საქა-
რთველოს სსრ ცაკის და სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, ამიერკავკასიის
სფსრ ცაკის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი.
1938 წლიდან იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
თავმჯდომარე.
მგალობლიშვილი ანტონ, ბოლშევიკი.
მგელაძე ვლასა ჯარისმანის ძე (1871-1943), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ ზომლეთში გლეხის ოჯახში. მი-
იღო საშინაო და არასრული დაწყებითი განათლება. ადრეული წლე-
ბიდან მუშაობდა ასოთამწყობად ქუთაისის და თბილისის სტამბებში;
გაზეთების რედაქციებში გაეცნო ეგნატე ნინოშვილს (ინგოროყვა) და
სილიბისტრო ჯიბლაძეს, რომელთაც დაიახლოვეს და სოციალ-დემოკ-
რატიული წრეების მუშაობაში ჩართეს; ვლასა მგელაძემ 1894 წელს
დაბეჭდა პირველი არალეგალური წიგნაკი სემინარიის ბუნტზე და
დეკანოზ ჩუდეცკის მკვლელობაზე და ამ დროიდან აქტიურად ჩაება
არალეგალური ორგანიზაციების მუშაობაში. 1901 წელს, ტფილისში
პირველმაისობის საჯარო დემონსტრაციაში მონაწილეობის შემდეგ
რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს და სამი თვის პატიმრობის შემდეგ
ჟანდარმთა შეფის − როტმისტრ ლავროვის განკარგულებით ტფილისი-
- 284 -

დან გააძევეს. გასახლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში,


სადაც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული
კომიტეტის მუშაობაში − მოაწყო არალეგალური სტამბა. 1901 წელს
დაეხმარა ლადო კეცხოველს შრიფტის შოვნაში და ბაქოში არალე-
გალური სტამბის ორგანიზებაში პირველი ქართული არალეგალური
სოციალ-დემოკრატიული ჟურნალის, „ბრძოლის“ გამოცემისათვის;
1905 წელს პარალელურად მუშაობდა ბათუმსა და ტფილისში; ხელმ-
ძღვანელობდა ბომბების სახელოსნოს მოწყობას. აქტიურად მონაწი-
ლეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, სომეხ-თათართა შეტაკებების
განმუხტვაში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული.
მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში. იყო რსდმპ ყრილობების
დელეგატი. 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი,
საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის
ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართვე-
ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან
იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921
წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რეს-
პუბლიკის ოკუპირების შემდეგ, თბილისში დარჩა და წინააღმდეგობის
მოძრაობაში ჩაება. დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1922
წელს ვლასა მგელაძე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა
− „დამკომმა“ დელეგატად და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკ-
რატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად გენუაში
გაგზავნა. 1924 წლის დასაწყისში ვლასა მგელაძე არალეგალურად დაბ-
რუნდა საქართველოში და შეიარაღებული აჯანყების სამზადისში ჩაე-
ბა; 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას ხელმძღვანელობდა
შეიარაღებულ გამოსვლას ქუთაისის მაზრაში. აჯანყების დამარცხები-
სა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ მასობრივი რეპრესიების დაწყე-
ბის შემდეგ თავს აფარებდა გურიას. 1925 სექტემბერში ვლასა მგელაძე
არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. შემდგომ წლებში ცხო-
ვრობდა ნიცაში. გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია ლევილის
ქართველთა სასაფლაოზე.
მეტეხელი, სიდამონიძე მიხეილ სიმონის ძე, ფსევდონიმი „მეტეხე-
ლი“. მწერალი. ხალხოსანი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო
პოლიტიკური საბაბით.
მიკირიანცი ონიკ, კატორღელი.
მირაქოვი, მექარხნე.
მისნიკოვი, თბილისელი ვაჭარი.
მიქელაძე-ორახელაშვილი მარიამ პლატონის ასული (1887-1937),
- 285 -

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ კულაშში, თავადის ოჯახში.


სწავლობდა პეტერბურგში, ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს იურიდი-
ულ კურსებზე. 1903 წლიდან ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების
მუშაობაში. 1910 წლიდან, მეუღლესთან − სამხედრო ექიმ, ბოლშევიკ
მამია ორახელაშვილთან ერთად ცხოვრობდა თურქესტანსა და სპარ-
სეთში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა
რუსეთის სამოქალაქო ომში. 1918 წლიდან განაგრძობდა ბოლშევიკურ
პროპაგანდას და იატაკქვეშა ორგანიზაციებში მუშაობას საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც 1921 წელს და-
აპატიმრეს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპი-
რების შემდეგ იყო საქართველოს კომპარტიის ქალთა განყოფილების
გამგე, საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი, რსფსრ გა-
ნათლების კომისარიატის კოლეგიის წევრი, საქართველოს სსრ ცაკის
პრეზიდიუმის და ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი. რედაქტორობდა
პარტიული პრესის და სპეციალურ გამოცემებს. 1937 წლის დიდი ტე-
რორის დროს დააპატიმრეს მეუღლესთან ერთად მოსკოვში. 1937 წლის
17 სექტემბერს სსრკ უმაღლესის სასამართლოს სამხედრო კოლეგიის
გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 18 სექტემბერს.
რეაბილიტირებულია.
მურწა საქო, თბილისელი მედუქნე.
მუჩაიძე თადეოზ, მეხაშე.
მუხრანსკი, თბილისელი იუნკერი.

ნაზარეტიანი ამაიაკ მარქარის ძე (1889-1937), დაიბადა ქალაქ ბილისში,


ვაჭრის ოჯახში. ეროვნებით სომეხი. თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში
სწავლის დროს ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრის მუშაობაში. 1905
წლიდან იყო ბოლშევიკი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში,
სადაც სტუდენტურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დაა­
პატიმრეს. პატიმრობიდან გაიქცა და ცხოვრობდა ემიგრაციაში, ჟე­
ნე­
ვაში, სადაც დაასრულა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული
ფა­­კულტეტი; იყო რსდმპ ჟენევის ჯგუფის წევრი და ხაზინადარი.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის ემდეგ მონაწილეობდა რუ­
სეთის სამოქალაქო ომში. 1920 წელს ავიდა თბილისში, სადაც
განა­­გრძო მუშაობა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს
- 286 -

და რუსეთში გაასახლეს. 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის


მიერ ოკუპირების დროს, მუშაობდა რკპ(ბ) კავბიუროს მდივნად; იყო
საქართველოს სსრ რევკომის წევრი. საქართველოს სსრ იუსტიციის
სახალხო კომისარი, რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის
მდივანი, საკავშირო კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო
კომისიის წევრი, ამიერკავკასიის სფსრ ცაკის პრეზიდიუმის და სსრკ
ცაკის წევრი. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და
დახვრიტეს.
ნაცვალოვი სანდრო, სავარაუდოდ ნაცვლიშვილი ალექსანდრე ზა-
ქარიას ძე, დეპოს მუშა, მენშევიკი.
ნინოშვილი (ინგოროყვა) ეგნატე თომას ძე (1859-­ 1894), მწერალი,
პუბ­ლიცისტი; სოციალისტური მოძრაობის მონაწილე; ქართულ
მწერლობაში სოციალური დაპირისპირებებისა და სოციალური სამა-
რთლიანობის მოტივების შემომტანი.
ნუცუბიძე ილია დავითის ძე (1883-195?), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში, სასულიერო პირის
(მედავითნის) ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ტფილისის სასუ-
ლიერო სემინარიაში. სწავლობდა კიევის კომერციული ინსტიტუტის
ეკონომიკურ განყოფილებაზე; დაასრულა სამი კურსი. იყო რუსეთის
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. მეფის რეჟიმის დროს
რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1917 წელს იყო სა-
ქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლიდან იყო საქართვე-
ლოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის
წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი
კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დე-
მოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, დატოვა სამშობლო
და ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. აქტიურად მონაწილეობ-
და ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაკრძა-
ლულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ობოლენსკი ივანე მიხეილის ძე (1853-1910), ხარკოვის გუბერნატორი,


გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-ადიუტანტი; ხერსონისა და ხარკოვის
გენერალ-გუბერნატორი. 1905 წლიდან ფინეთის გენერალ-გუბერნა-
ტორი.
ონიკაძე, სახლის პატრონი, სადაც არალეგალური სტამბა მოეწყო
- 287 -

1919 წელს.
ორჯონიკიძე გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე (1886-1937), დაიბადა
ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში, აზნაურის
ოჯახში. სწავლობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს საფერშლო
სკოლაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
გუდაუთაში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. მრავალჯერ იყო დაპატი-
მრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. უკანასკნელი
გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცი-
ის შემდეგ. მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურ გადა-
ტრიალებაში. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში
− იყო მე-11 წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი,
რკპ (ბ) კავბიუროს მდივანი. აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკების ოკუპირების ერთ-ერთი ხელმძღვანე-
ლი. 1921 წლიდან იყო რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდი-
ვანი. 1930 წლიდან იყო სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე, 1932 წლიდან სსრკ მძიმე მრეწველობის სახალხო კომი-
სარი. საკავშირო კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრი. 1937 წლის
დიდი ტერორის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ოქუაშვილი არსენ არაქელის ძე (1898-194?), დაიბადა თბილისში.
მუშაობდა ნოქრად სხვადასხვა მაღაზიებში. 1917 წლიდან იყო კომუ-
ნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში დაამთავრა უმაღლესი
ტექნიკური კურსები და გახდა სატრანსპორტო ინჟინერი. 1928 წელს
„ტროცკისტობის“ გამო გარიცხეს კომპარტიიდან და რამდენიმე წელი-
წადში აღადგინეს. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოს-
ნოს ინჟინერი − სავაგონო საამქროს უფროსი. 1935 წელს ანტისაბჭო-
თა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს. გადაასახლეს
„შრომა-გასწორების კოლონიაში“, სადაც გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალა. რეაბილიტირებულია.

პავლიჩუკი, თბილისელი პორუჩიკი.


პაპუნაშვილი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1880-1918), დაიბადა თბილისის
გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ ქვემო ბოლში, გლეხის ოჯახში.
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
დუშეთის მაზრაში; იყო გლეხთა გამოსვლების ორგანიზატორი, რის
- 288 -

გამოც 1906 წელს დააპატიმრეს და 12 წლით კატორღა მიუსაჯეს. სას-


ჯელს იხდიდა სარატოვის ციხეში. გათავისუფლდა 1917 წლის თებერ-
ვლის რევოლუციის შემდეგ. დაბრუნდა და მუშაობდა თბილისის რკი-
ნიგზის მთავარ სახელოსნოში, სავაგონო პარკში. შევიდა ბოლშევიკურ
პარტიაში. 1918 წლის ივნისში იყო დუშეთის მაზრაში ბოლშევიკური
შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, აჯანყების ჩახშობისას მო-
კლეს სოფელ ყაზბეგთან.
პეტრენკო, არტილერისტი, ბოლშევიკი.
პეტროსიანი (ტერ-პეტროსიანი) არუსიაკა არშაკის ასული, დაიბადა
თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. ძმის − სიმონ
ტერ-პეტროსიანის (კამოს) გავლენით ადრეული ასაკიდან ჩაება რევო-
ლუციურ მოძრაობაში. იყო რევოლუციონერის − კოტე ცინცაძის მე-
უღლე.
პეტროსიანი (ტერ-პეტროსიანი) ლუსიკა(ლუსია) არშაკის ასული,
დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. ძმის
− სიმონ ტერ-პეტროსიანის (კამოს) გავლენით ადრეული ასაკიდან იყო
ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში.
პეტროსიანი (ტერ-პეტროსიანი) სანდუხტ არშაკის ასული, დაიბადა
თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. ძმის − სიმონ
ტერ-პეტროსიანის (კამოს) გავლენით ადრეული ასაკიდან იყო ჩაბმუ-
ლი რევოლუციურ მოძრაობაში.
პეტროსიანი-ხუტულაშვილი (ტერ-პეტროსიანი) ჯავაირა არშაკის
ასული (1888-1961), დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხე-
ლოსნის ოჯახში. ეროვნებით სომეხი. სწავლობდა თბილისის ქალთა
მესამე გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს საპროტესტო მოძრაობაში მო-
ნაწილეობის გამო. 1903 წლიდან ძმასთან − სიმონთან (კამო) ერთად
აქტიურად იყო ჩაბმული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების
მუშაობაში. ასრულებდა სხვადასხვა კონსპირაციულ დავალებებს.
რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის
თებერვლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა რუსე-
თის სამოქალაქო ომში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე-
ლოს ოკუპირების შემდეგ იყო ამერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი, საქა-
რთველოს სსრ ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე; მუშაობდა
საქართველოს კომპარტიის ქალთა განყოფილებაში. 1937 წლის დიდი
ტერორის დროს დახვრიტეს მისი მეუღლე ვლადიმერ (მიშა) ხუტულა-
შვილი, თავად გარიცხეს პარტიიდან. ტერორის დასრულების შემდეგ,
კვლავ აღადგინეს პარტიაში.
- 289 -

პოზდნიაკოვი ვასილ ივანეს ძე, სავარაუდოდ პოზდნიაკოვი ვასილი


პავლეს ძე (1880-19??), კატორღელი, დაიბადა სარატოვის გუბერნიის
სოფელ ეგორევკაში, გლეხის ოჯახში. ეროვნებით რუსი. 1905 წლიდან
იყო რსდმპ წევრი. ცნობილი იყო მეტსახელით, „ვიკტორი“. იყო რსდმპ
სარატოვის კომიტეტის მდივანი. 1910 წელს დააპატიმრეს და დროები-
თმა სამხედრო სასამართლომ 6 წლით კატორღა მიუსაჯა. სასჯელს
იხდიდა სარატოვის ციხეში. შემდგომ გადასახლებული იყო ჩერმეხო-
ვოში, ირკუტსკის გუბერნიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის
შემდეგ გათავისუფლდა. იყო საკავშირო კომპარტიის წევრი. პარტიი-
დან გარიცხეს 1925 წელს. შემდგომი ბედი უცნობია.

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) − დაიბადა ოზურგეთის


მაზრის სოფელ ლანჩხუთში, აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება
მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლობდა ვარშავის ვე-
ტერინარიულ ინსტიტუტში. სემინარიაში სწავლის დროიდან დაიწყო
პოლიტიკური მეცნიერებების გაცნობა და პოლიტიკური მუშაობა. იყო
საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი მე-19
საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველოს პირველი სოციალ-დემოკ-
რატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ წევრი. მეფის რეჟიმის მიერ
მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. სწავლობდა
ევროპის უნივერსიტეტებში თავისუფალ მსმენელად. თანამშრომლობ-
და ევროპული ქვეყნების სოციალისტური მოძრაობის ლიდერებთან.
იყო რსდმპ მეორე ყრილობის (1903 წ.) დელეგატი „კოსტროვის“ ფსე-
ვდონიმით. სტოკჰოლმის (1906 წ.) და ლონდონის (1907 წ.) ყრილობების
დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან. მე-2 ყრილობის შემდეგ − გახ-
და „მენშევიკთა“ ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლისთვის საქართველოში
ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას; იყო სოციალ-დემოკ-
რატიული გამოცემების რედაქტორი, პუბლიცისტი და ლიტერატო-
რი. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს
დეპუტატად. სათათბიროს გარეკვის შემდეგ ხელი მოაწერა ვიბორგის
მოწოდებას, რის გამოც დააპატიმრეს და გაასამართლეს − შედეგად
მომდევნო წლებში აღარ შეეძლო კანდიდატურის წამოყენება. პირვე-
ლი მსოფლიო ომის დროს იყო საქართველოში და მონაწილეობ-
და პარტიის ტაქტიკის განსაზღვრაში ომის მოსალოდნელი შედეგების
გასათვალისწინებლად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
- 290 -

იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯ-


დომარე. აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1917
წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასკო-
მის თავმჯდომარედ. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი.
1918 წლიდან კი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეორე
თავმჯდომარე. 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს საბჭო-
თა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს ემიგრანტული
მთავრობის მეთაური. მონაწილეობდა სოციალისტური ინტერნაციო-
ნალის კონგრესებში ჰამბურგსა (1923 წ.) და მარსელში (1925 წ). ხელმ-
ძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პრო-
ცესებს. გარდაიცვალა 1953 წელს პარიზში. დაკრძალულია ლევილის
ქართველთა სასაფლაოზე.

რაგოვსკი, როგოვსკი ევგენი ფრანცის ძე (1888-1950), ესერი,


ირკუტსკის კომისარი, დაიბადა სარატოვში, მოსამართლის ოჯახში.
ეროვნებით რუსი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იური-
დიული ფაკულტეტი. 1905 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციო-
ნერთა პარტიის წევრი; შედიოდა მებრძოლი რაზმის შემადგენლობაში.
თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. დაპატიმრებული იყო პოლიტი-
კური საბაბით. გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ. იყო ირკუტსკის სახალხო მილიციის ორგანიზა-
ტორი. პეტროგრადის „გრადონაჩალნიკი“. არჩეული იყო რუსეთში და-
მფუძნებელი კრების დეპუტატად. იყო რუსეთის დროებითი მთავრო-
ბის შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი. 1918 წელს მონარქისტული
სამხედრო გადატრიალებისას ადმირალ კოლჩაკის ოფიცრებმა ომსკში
დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გააძევეს. ცხოვრობდა ემიგრაციაში,
საფრანგეთში. ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზე-
ბაში.
რადჩენკო სტეფან, ინჟინერი, პოლიტპატიმარი.
რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე (1859-1937), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში, გლეხის ოჯახში. დაა-
მთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასუ-
ლიერო სემინარია; „ხალხოსნური“ იდეები სწავლის პერიოდიდან იტა-
ცებდა, რამაც გადააწყვეტინა სემინარიის დამთავრების შემდეგ სოფ-
ლად დაბრუნება და გლეხთა განათლებაზე ზრუნვა. მისი ინიციატივით
მოეწყო სურებში სკოლა, სადაც მუშაობდა სოფლის მასწავლებლად.
- 291 -

1892 წელს იყო ზესტაფონში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამ-


ფუძნებელი კონფერენციის მონაწილე. 1893 წლიდან ჩაერთო მუშათა
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ბათუმში, რასაც ხელი შუწყო
მისმა გადაყვანამ ქალაქ ბათუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის გამგედ. იყო რსდმპ ბათუ-
მის კომიტეტის წევრი; საერთო ჯამში, 20 წელიწადი იმუშავა სახალხო
მასწავლებლად. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებუ-
ლი პოლიტიკური საბაბით. 1905 წლის დეკემბერში აქტიურად მონა-
წილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში ტფილისში, იყო სოციალ-დე-
მოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი
და გამორჩეული ორატორი. 1906 წელს ისიდორე რამიშვილი აირჩიეს
პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნი-
იდან; იყო „დუმის“ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. იყო
რსდმპ ყრილობების დელეგატი. 1917 წლის თებერვლის რევოლუცი-
ამ სამარაში გადასახლებაში ყოფნისას მოუსწო, სადაც დაიწყო ადგი-
ლობრივ რევოლუციურ ორგანიზაციებში მუშაობა. მალე გადაიყვანეს
პეტროგრადში − პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღ-
მასკომში, შემდგომ მიავლინეს კავკასიაში სამუშაოდ − ბაქოში ასრუ-
ლებდა შრომის კომისრის მოვალეობას. 1917 წლიდან იყო საქართვე-
ლოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918 წლიდან ამიერკავკასიის სეიმის
წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან − საქართველოს რეს-
პუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსე-
თის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების
შემდეგ, დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლი-
დერებთან ერთად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს, მას შემდეგ რაც
ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში იოსებ სტა-
ლინის მოხსენების საპასუხოდ დარბაზში მძაფრი დისკუსია და მუშათა
საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მთავარი
ორატორი ისიდორე რამიშვილი იყო. მოთავსებული იყო მეტეხის N2
„გამასწორებელ სახლში“. 1922 წლიდან 1935 წლამდე გადასახლებული
იყო რუსეთის სხვადახვა მხარეებში. ვადის ამოწურვის შემდეგ ისიდო-
რე რამიშვილს მისცეს საშუალება საქართველოში დაბრუნებულიყო,
თუმცა საბჭოთა რეპრესიული ორგანოების მიერ დევნა-შევიწროების
გამო დატოვა საქართველო და ვლადიკავკაზში გადასახლდა. 1937-38
წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს ვლადიკავკაზში.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სა-
- 292 -

მეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 14 ნოემბერს ისიდორე რამიშვილს


დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამით. რეაბილიტირებულია
1989 წელს ასტრახანის მხარის სასამართლო ორგანოების მიერ.
რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე (1881-1930), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრის სურების საზოგადოების სოფელ დიდ ვა-
ნში, გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში;
სადაც ჩაება მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაო-
ბაში. 1900 წელს ჩაირიცხა იურიევის (დორპატის, ტარტუს) უნივერ-
სიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ გამოსვლებში მო-
ნაწილეობისთვის გარიცხეს და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს
− დააბრუნეს სამშობლოში. 1901 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დე-
მოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. დაბრუნების შემდეგ ბათუმში
ცხოვრობდა, სადაც ჩაერთო ადგილობრივი ორგანიზაციის მუშაობაში;
არჩეული იყო რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრად. მრავალჯერ იყო
დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წლის რევოლუციის
დროს იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ერთ-ერთი ლი-
დერი და მთავარი ორგანიზატორი ტფილისში; აქტიურად იყო ჩართუ-
ლი შეიარაღებული რაზმების − „წითელი რაზმების“ ფორმირებაში,
იყო სამხედრო-ტექნიკური კომისიის წევრი. იყო რსდმპ ყრილობების
დელეგატი. 1908-1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ლეიპციგში.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იყო პარტიაში ნაციონა-
ლური საკითხის გადაჭრის შესახებ მზადებისა და დისკუსიის ერთ-ერთი
ინიციატორი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა
ტფილისის მაზრის კომისრად. იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა
დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართვე-
ლოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის
წევრი; ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა
მინისტრი. 1918 წლის 26 მაისიდან იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე; შემდეგ დაინიშნა
შინაგან საქმეთა, განათლების და სამხედრო მინისტრად. იყო პარლამე-
ნტის წევრი, 1919 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებე-
ლი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის სიით. მთავრობაში ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდე-
ბობა. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატი-
ული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, დამფუძნებელი კრების და-
დგენილებით დატოვა სამშობლო და საფრანგეთში ემიგრაციაში ცხო-
ვრობდა. აქტიურად მუშაობდა საქართველოს დამოუკიდებლობის
აღსადგენად ევროპის პოლიტიკურ წრეებში მოკავშირეების შეძენასა
- 293 -

და საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობასთან კოორდინირებუ-


ლი მოქმედებებით ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის დასამხობად.
1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში, პარტიულ კრებაზე მიმავალ ნოე რა-
მიშვილს იტალიის მოედანზე ემიგრანტმა, ყოფილმა გვარდიელმა და
წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილემ, პარმენ ჭანუყვაძემ ესროლა.
ნოე რამიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებობს საფუძვლანი
ეჭვი, რომ მკვლელობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო ორგა-
ნიზებული. დაკრძალეს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე. მოგვიანებით
გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
რიმკევიჩი სტანისლავ, მეტეხის ციხის უფროსი.
რისაკოვი ნიკოლოზ ივანეს ძე (1861-1881), დაიბადა ნოვგოროდის
გუბერნიის ბელოზერსკის მაზრის ვოლოსტ არბოზერსკში, მექარხნის
ოჯახში. ეროვნებით რუსი. სწავლობდა პეტერბურგის სამთო ინსტი-
ტუტში, სადაც ჩაება „ნაროდნაია ვოლიას“ ორგანიზაციაში. 1881 წლის
პირველ მარტს მან პირველი ყუმბარა ესროლა ალექსანდრე მეორის
კარეტას. იგი ადგილზევე დააპატიმრეს. ამასობაში მეორე ტერორის-
ტმაც ისროლა ყუმბარა, რის შედეგადაც მეფე სასიკვდილოდ დაიჭრა.
რისაკოვს, როგორც არასრულწლოვანს, წესით, სასიკვდილო განა-
ჩენს ვერ მიუსადაგებდნენ და ამით დაიმედებულმა გამოძიებას მნიშ-
ვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ტერორისტული ქსელის შესახებ,
რასაც შედეგად რამდენიმე მისი ამხანაგის დაპატიმრება მოჰყვა. სასა-
მართლომ გვერდი აუარა შეზღუდვას და მასაც სიკვდილი მიუსაჯა.
რისაკოვი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩამოახრჩეს 1881 წლის 3
აპრილს. ამხანაგებმა მასთან გამომშვიდობაზე დემონსტრაციულად
თქვეს უარი.
როსტომაშვილი დავით მიხეილის ძე (1871-1944), დაიბადა ქალაქ თბი-
ლისში, ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ
სახელოსნოებში, სახარატო საამქროში, სადაც ჩაება „ნაროდნიკული“
წრის მუშაობაში; მონაწილეობდა ხელნაწერი ჟურნალის გამოცემაში.
შემდგომ წლებში განაგრძობდა თანამშრომლობას პრესასთან „დავით
ნინოწმინდელის“ ფსევდონიმით. 1896 წლიდან შეუერთდა რკინიგზის
სახელოსნოების ერთ-ერთ პირველ სოციალ-დემოკრატიულ წრეს.
1901 წლიდან გახსნა საკუთარი სავაჭრო დუქანი, რომელსაც იყენებდა
ფარად კონსპირაციული მუშაობისას. 1903 წელს იყო ავლაბრის არა-
ლეგალური სტამბის მოწყობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.
1906 წელს სტამბის ჩავარდნის შემდეგ დააპატიმრეს, როგორც სტამ-
ბის შენობის ოფიციალური მეპატრონე და სამუდამოდ გადაასახლეს
ციმბირში, ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც მალევე გაიქცა და 1925
- 294 -

წლამდე ცხოვრობდა ჩინეთში, ქალაქ ხარბინში, სადაც აქტიურად მუ-


შაობდა ადგილობრივ ქართულ სათვისტომოში. 1925 წელს დაბრუნდა
საქართველოში; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში.
რუნიჩი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე (1866-1904), დაიბადა სმოლენ-
სკის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ალექსანდრეს მესამე
სამხედრო სასწავლებელი. თერგის ოლქში მსახურობდა არმიაში. 1898
წლიდან გადავიდა ჟანდარმთა კორპუსში. 1899 წლიდან იყო ტფილისის
ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის ადიუტანტი. 1904 წელს დაინიშ-
ნა სამმართველოს უფროსის თანაშემწედ. 1904 წლის 25 თებერვალს
ვერის ხიდზე, ტრამვაის ვაგონში მოკლა ესერმა ტერორისტმა. დაკრძა-
ლეს ვლადიკავკაზში.
რუსია მელიტონ ივანეს ძე (1878-1951), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში. სწა-
ვლობდა ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1903
წელს გარიცხეს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის და
აუკრძალეს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებ-
ში სწავლა. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
წევრი; მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. მოგვიანებით მოახერხა
სწავლის გაგრძელება კიევის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა იუ-
რიდიული ფაკულტეტი; ნაფიცი ვექილის პროფესიით. 1904 წელს, იყო
ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი და
აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში; დაპატიმრებუ-
ლი და გადასახლებული იყო პოლიტიკური საბაბით. გადასახლებიდან
დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თვითმმართველობებსა და საერობო
ინიციატივებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო მუ-
შათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი − პროპაგანდისტთა
კოლეგიის თავმჯდომარე, საქართველოს ქალაქთა კავშირების თავმჯ-
დომარის ამხანაგი. არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს
წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან − საქართველოს რეს-
პუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსე-
თის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების
შემდეგ, დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთ-
ში. გარდაიცვალა 1951 წლის აგვისტოში. დაკრძალულია ლევილის ქა-
რთველთა სასაფლაოზე.
- 295 -

საბაშვილი პარმენ ალექსის ძე (1898-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერ-


ნიის სენაკის მაზრის სოფელ სახოშტარიოში, გლეხის ოჯახში. იყო შავი
მუშა ფოთისა და სევასტოპოლის ნავსადგურებში, სადაც ჩაება მუშათა
საგაფიცვო მოძრაობაში. 1905 წლიდან მუშაობდა თბილისში, რკინიგ-
ზის მთავარ სახელოსნოებში, სადაც შევიდა სოციალ-დემოკრატიულ
ორგანიზაციაში და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუ-
ციურ მოძრაობაში. 1907 წლიდან იყო ბოლშევიკი. 1910 წელს დააპატი-
მრეს არალეგალური სტამბის ჩავარდნის შემდეგ; მის სახლში აღმოა-
ჩინეს პარტიის არქივი. 4 წელი იჯდა ორიოლის საკატორღო ციხეში.
სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გადაასახლეს ირკუტსკის გუბერ-
ნიაში, საიდანაც გაიქცა. 1918 წელს მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვე-
შეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის
გამოც დააპატიმრეს და გაასახლეს რუსეთში, სადაც მონაწილეობდა
სამოქალაქო ომში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ, იყო საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი,
საქართველოს სსრ ცაკის მდივანი, უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს
თავმჯდომარე, ამიერკავკასიის რკინიგზის პროფკავშირების თავმჯდო-
მარე. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. 1937 წლის 29
სექტემბრს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამ-
სვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 30 სექტემბერს. რეა-
ბილიტირებულია.
სანკოვიჩი, სარატოვის საკატორღო ციხის უფროსი.
სართანია ექვთიმე, მუშა. რევოლუციონერი. რსდმპ წევრი. 1905
წლიდან ბოლშევიკი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პო-
ლიტიკური საბაბით. დააპატიმრეს 1937 წლის დიდი ტერორის დროს.
შემდგომი ბედი უცნობია.
სართანია იოსება, კატორღელი.
სართანია ფართხუ, კატორღელი.
საფაროვი, ფაბრიკის მუშა.
საფაროვა მაკო (მარიამ) მიხეილის ასული (1860-1940), დაიბადა თბი-
ლისის გუბერნიის თელავის მაზრის სოფელ გავაზში, სამხედროს ოჯა-
ხში. 1878 წლიდან გამოდიოდა პროფესიულ სცენაზე. იყო ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული მსახიობი.
საყვარელიძე პავლე საყვარელიძე პავლე მიხეილის ძე (1885-1937),
პატარა პავლე, დაიბადა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის დაბა
ზესტაფონში, აზნაურის ოჯახში. ქუთაისში, გიმნაზიაში სწავლისას ჩა-
- 296 -

ება მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში; ცნო-


ბილი იყო მეტსახელით, „პატარა პავლე“. გიმნაზიიდან საპროტესტო
მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. აქტიურად იყო ჩაბმული
1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში შორაპნის მაზრაში. დააპატი-
მრეს 1906 წელს. 1909 წელს სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორ-
ღა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ ირკუტსკის გუბერნიაში გადაა-
სახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს;
მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1921 წელს, საბჭოთა რუ-
სეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, იყო საქართველოს
სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მუშათა
და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარი. იყო მწერალი − რომა-
ნისტი (წერდა ძირითადად ბიოგრაფიულ მოტივებზე). „სახკინმრეწვის“
მმართველი 1932 წელს, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის
საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს სსრ
ლიტფონდის გამგეობის თავმჯდომარე 1933 წელს, გამომცემლობა
„ფედერაციის“ დირექტორი 1933-1937 წლებში. დააპატიმრეს 1937 წლის
28 სექტემბერს. 8 ოქტომბერს გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. სამე-
ულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს 1937 წლის 11 ნოემბერს. რეაბი-
ლიტირებულია 1955 წელს.
სვიატოპოლ-მირსკი დიმიტრი ივანეს ძე (1825-1899), სამხედრო მეთა-
ური; მონაწილეობდა კავკასიის ომებში. 1850 წლიდან იყო კავკასიის
შტაბის მეთაურის ადიუტანტი. 1853 წელს იყო ვიცე-პოლკოვნიკი. 1855
წლიდან მსახურობდა ყირიმში. იბრძოდა ყირიმის ომში. 1860 წელს მი-
აღწია გენერალ-მაიორის ჩინს. 1863-1867 წლებში იყო ქუთაისის გენე-
რალ-გუბერნატორი. 1875 წლიდან იყო კავკასიის მეფისნაცვლის თა-
ნაშემწე. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. 1880 წლიდან იყო
რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი. გარდაიცვალა საფრა-
ნგეთში, ნიცაში.
სიხარულიძე, მოკლული ალექსანდრეს ბაღში 1918 წლის 10 თებე-
რვალს.
სკორობოგატი, სკორობოგატკო (სკორობოგატენკო) პეტრე ივანეს
ძე (1881-19??), დაიბადა ხარკოვის გუბერნიის სუმის მაზრაში, გლეხის
ოჯახში. ეროვნებით უკრაინელი. ტფილისში იყო ამიერკავკასიის რკი-
ნიგზის მთავარი სახელოსნოს მუშა − დურგალი, ასევე მთავარი სახე-
ლოსნოს მუშათა სოციალ-დემოკრატიული წრის წევრი.
სპირიდონოვა მარია ალექსანდრეს ასული (1884-1941), დაიბადა ტა-
მბოვში, ჩინოვნიკის ოჯახში. ეროვნებით რუსი. დაამთავრა ტამბოვის
ქალთა გიმნაზია. მუშაობდა თავადაზნაურთა საკრებულოს კანტორა-
- 297 -

ში. 1902 წელს ჩაება სოციალისტ-რევოლუციონერთა ორგანიზაციაში.


1906 წელს ტერორისტული თავდასხმა მოაწყო ტამბოვის გუბერნა-
ტორის მრჩეველ ლუჟენოვსკიზე და მოკლა. დააპატიმრეს და სასიკ-
ვდილო განაჩენი სამუდამო კატორღით შეუცვალეს. სასჯელს იხდიდა
აკატუის და მალცევსკის ციხეებში. პატიმრობიდან გათავისუფლდა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. აქტიურად მონაწილე-
ობდა ესერთა პარტიის მუშაობაში − იმ მემარცხენე ესერთა ერთ-ერთი
ლიდერი იყო, რომელთაც თანამშრომლობა დაიწყეს ბოლშევიკებთან.
არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ბოლ-
შევიკური გადატრიალების შემდეგ საკუთარ პარტიასთან ერთად შე-
დიოდა კოალიციაში მათთან. 1918 წელს, მემარცხენე ესერების მიერ
კოალიციის დატოვების შემდეგ, დარჩა სახალხო კომისართა საბჭოში.
დააპატიმრეს 1918 წელს, მალე გაათავისუფლეს. კვლავ დააპატიმრეს
1919 წელს, 1920 წელს. 1923 წელს სსრკ-დან გაქცევის მცდელობისას და-
აპატიმრეს და გადაასახლეს. 1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს ორი-
ოლთან, მედვედევსკის ტყეში სხვა პოლიტპატიმარ ქალებთან ერთად.
რეაბილიტირებულია 1988 წელს ნაწილობრივ და 1992 წელს სრულად.
სტეგნევიჩი ფილიპ, სარატოვის საკატორღო ციხის ზედამხედველი.
სტეფანოვი ბაგრატ პოღოსის ძე, კატორღელი.
სტეფანოვი ალექსანდრე (საშკა) ნიკოლოზის ძე (1880-1937), კატორ-
ღელი, დაბადებული ქალაქ გორში. დაამთავრა სამასწავლებლო სემი-
ნარია. იყო რსდმპ წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევო-
ლუციურ მოძრაობაში ქუთაისის და შორაპნის მაზრებში. 1906 წელს
დააპატიმრეს ეკატერინოდარში. ქუთაისის დროებითმა სამხედრო სა-
სამართლომ 8 წელი კატორღა მიუსაჯა. სასჯელს იხდიდა სარატოვის
ციხეში. 1916 წლიდან იყო გადასახლებაში ბურეტში, ირკუტსკის გუბერ-
ნიაში. იყო საკავშირო კომპარტიის წევრი. თბილისის მუდმივმოქმე-
დი სამშენებლო გამოფენის დირექტორი. 1937 წლის 11 ივლისს სსრკ
უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ
დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 12 ივლისს. რეაბილიტირებულია 1957
წელს.
სტურუა გიორგი თევდორეს ძე (1884-1956), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის სოფელ კულაშში, გლეხის ოჯახში. 1901 წლიდან მუშაობდა
თბილისის მექანიკურ სახელოსნოში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკ-
რატიული ორგანიზაციის მუშაობაში. იყო ბოლშევიკი 1905 წლიდან.
მუშაობდა არალეგალურ სტამბებში; აქტიურად მონაწილეობდა 1905
წლის რევოლუციურ მოძრაობაში მოსკოვში. მრავალჯერ იყო დაპა-
ტიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. უკანასკნელი
- 298 -

გადასახლებისას, ეტაპის დროს მოუსწრო 1917 წლის თებერვლის რევო-


ლუციამ; დაბრუნდა ბაქოში, სადაც ხელმძღვანელობდა ბოლშევიკურ
წითელ რაზმს და იბრძოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
პარტიის დავალებით 1919 წელს ჩავიდა საქართველოში, სადაც ხელმ-
ძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღ-
მდეგ მოწყობილ ბოლშევიკურ შეიარაღებულ აჯანყებას დასავლეთ
საქართველოში, რის გამოც დააპატიმრეს და გაასახლეს აზერბაიჯანში.
1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შე-
მდეგ, იყო საქართველოს სსრ სურსათის სახალხო კომისრის მოადგი-
ლე, კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, საქართვე-
ლოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარი, ადგილობრივი მრეწველო-
ბის სახალხო კომისარი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზი-
დიუმის წევრი, ლენინის მუზეუმის თბილისის ფილიალის დირექტორი.
სტურუა ივანე (ვანო) თევდორეს ძე (1870-1931), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის სოფელ კულაშში, გლეხის ოჯახში. 1889 წლიდან მუშაობ-
და ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში, თბილისში, სადაც
ჩაება მუშათა მოძრაობაში და ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრა-
ტიული წრის წევრი გახდა. აქტიურად იყო ჩაბმული საგაფიცვო და რე-
ვოლუციურ მოძრაობაში. მუშაობდა ბაქოს არალეგალურ სტამბა „ნი-
ნაში“; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაო-
ბაში პეტერბურგში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლე-
ბული პოლიტიკური საბაბით. უკანასკნელი გადასახლებიდან გაიქცა და
არალეგალურად ცხოვრობდა და პარტიულ საქმიანობას განაგრძობდა
ბაქოში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქა-
რთველოში; მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დაააპატიმრეს.
1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შე-
მდეგ, იყო საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი,
საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი.
სტურუა რაჟდენ არსენის ძე (1883­-1905), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის სოფელ კულაშში, გლეხის ოჯახში; მუშაობდა ამიერკავკასიის რკი-
ნიგზის მთავარ სახელოსნოში თბილისში, სადაც შევიდა სოციალ-დე-
მოკრატიულ ორგანიზაციაში; რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული
პოლიტიკური საბაბით. 1905 წელს, თბილისში რევოლუციური მოძრა-
ობის დროს მონაწილეობდა ე.წ. სახალხო „მილიციის“ რაზმში, რომე-
ლიც სომეხ-თათართა შეტაკებების აღსაკვეთად შეიქმნა ტფილისში.
მოკლეს 1905 წლის 27 ნოემბერს, მეიდანზე. დაკრძალეს მშობლიურ
სოფელში.
- 299 -

სულაქველიძე ვლადიმერ ამბაკოს ძე, თბილისის მილიციის უფრო-


სი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს.

ტალახაძე, ოსტატი.
ტერ-სიმონოვი, კონდუქტორი.
ტორიკაშვილი სოლომონ ანდრიას ძე, მუშა. რევოლუციონერი.
„მენშევიკი“. მისი ბინა ნახალოვკაში იყო სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაციების არალეგალური, კონსპირაციული შეკრებებისა და
დისკუსიების ადგილი.
ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე (1880­-1937), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ სხვავაში, გლეხის ოჯახში. სწავლობ-
და ტფილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მოსწავლეთა
სოციალ-დემოკრატიულ წრეში; გარიცხეს მე-6 კლასიდან. მუშაობდა
ბათუმის ქარხნებში და აქტიურად იყო ჩაბმული ადგილობრივი სოცი-
ალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1903­-1905 წლებში
ცხოვრობდა ჟენევაში; 1905-­ 1906 წლებში აქტიურად მონაწი­ ლეობდა
რევოლუციურ მოძრაობაში; 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. 1906 წელს
კვლავ გაემგზავრა ჟენევაში, დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იუ-
რიდიული ფაკულტეტი; 1913-­1916 წლებში მუშაობდა სამტრედიის კო-
ოპერაციულ საზოგადოებაში, პარალელურად ეწეოდა პარტიულ და
პუბლიცისტურ საქ­მიანობას, 1916 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილის-
ში, საქართველოს სასოფლო­-სამეურნეო კოოპერაციაში; 1920 წელს სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკუ-
რი საქ­მიანობის გამო დააპატიმრეს. 1921 წელს იყო ბათუმის რევკომის
წევრი. 1921 წლიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ, იყო საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბ-
ჭოს თავმჯდომარე; 1922 წლიდან შედიოდა ნაციონალ­-უკლო­ნისტების
ჯგუფში. 1924 წელს გადაიყვანეს მოსკოვში „ცენტროსოიუზის“ თავმჯ-
დომარის მოადგილედ. 1934 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნი-
ვერსიტეტის რექტორი, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქარ­
თველოს ფილიალის დირექტორი, საქართველოს საბჭოთა მწერლების
კავშირის თავმჯდომარე, განათლების სახალხო კომისარი. დააპატიმრეს
1936 წელს. საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ 1937 წლის 9
ივლისს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ივლისს. რეაბილიტირებუ-
ლია 1956 წელს.
- 300 -

უგულავა, პოლიციის ზედამხედველი.


უნშლიხტი იოსებ (იუზეფ) სტანისლავის ძე (1879-1938), დაიბადა ქა-
ლაქ მლავში, პოლონეთში, მოქალაქის ოჯახში. დაამთავრა ვარშავის
უმაღლესი ტექნიკური კურსები ელექტროტექნიკოსის პროფესიით.
1900 წლიდან იყო ლიტვისა და პოლონეთის სამეფოს სოციალ-დემოკ-
რატიული პარტიის წევრი. 1906 წლიდან გახდა რსდმპ ბოლშევიკური
ფრაქციის წევრი. დაპატიმრებული და გადასახლებული იყო პოლიტი-
კური საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და ოქტომბრის
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ იყო პეტროგრადის საბჭოსა
და სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი. საბჭოთა უშიშრო-
ების სამსახურის − საგანგებო კომისიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1919-1921 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე.
1921-1923 წლებში იყო გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური
სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე; აქტიურად მონაწილეობ-
და პოლიტიკურ რეპრესიებში. 1923 წლიდან კვლავ დაბრუნდა არმიაში
სამუშაოდ − იყო სსრკ რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი, მუ-
შურ-გლეხური წითელი არმიის მომარაგების უფროსი. დააპატიმრეს
1937 წლის დიდი ტერორის დროს, „პოლონური სამხედრო ორგანიზა-
ციისა და პოლონური დაზვერვის დივერსიული-სადაზვერვო ქსელის“
წევრობის ბრალდებით. 1938 წლის 28 ივლისს სსრკ უმაღლესი სასა-
მართლოს სამხედრო კოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 29
ივლისს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ფარქოსაძე სტეფანე ოტიას ძე (1883-1937), მუშა. რევოლუციონერი.


„მენშევიკი“. რსდმპ ტფილისის კომიტეტის სამხედრო ორგანიზაციის
წევრი. მეფის რეჟიმის დროს მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და
გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1917 წლიდან იყო საქართვე-
ლოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. 1921 წელს საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ ჩაბმული იყო წინა-
აღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც 1922 წელს დააპატიმრეს და გა-
დაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებული კვლავ დააპატიმრეს 1937
წელს, დიდი ტერორის დროს და დახვრიტეს თბილისში.
ფაჩულია პლატონ ზურაბის ძე, საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგანგებო
- 301 -

რაზმის თავმჯდომარის ამხანაგი; რესპუბლიკის სისხლის სამართლის


მილიციის უფროსი. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე-
ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ცხოვრობ-
და და მუშაობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში.
ფორდი ჰენრი (1863-1947), ამერიკელი ბიზნესმენი. მუშაობდა დეტ-
როიტის საავტომობილო ქარხანაში. 1893 წელს დააპროექტა ავტომან-
ქანის საკუთარი მოდელი. 1903 წელს დააფუძნა საკუთარი კომპანია,
რომელიც მალე ლიდერ ავტომწარმოებლად იქცა. წარმოებაში პირ-
ველმა დანერგა კონვეიერული მეთოდი.
ფრანჩესკი იპოლიტ იაკობის ძე, ტფილისში მუშათა პირველი სოცი-
ალ-დემოკრატიული წრეების ერთ-ერთი ორგანიზატორი. რამდენჯე-
რმე იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით.
ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913), დაიბადა თბილისის
გუბერნიის, გორის მაზრის სოფელ მერეთში, აზნაურის ოჯახში. სწა-
ვლობდა ორიოლის კადეტთა სასწავლებელში, რომელიც 1854 წელს
ტრავმის გამო მიატოვა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა
თვითგანვითარებას. თბილისში დაუახლოვდა სემინარისტებს და მათ-
თან ერთად ჩამოაყალიბა წრე, სადაც ეცნობოდნენ თანამედროვე
მოაზროვნეებს, მართავდნენ დისკუსებს და ა.შ. თანამშრომლობდა
ქართულ და ადგილობრივ რუსულ პრესასთან. 1866 წლიდან დაიწყო
საკუთარი მხატვრული ნაწარმოებების გამოქვეყნება. 1870-იან წლებში
აქტიურად მუშაობდა თბილისსა და ქართლში „ხალხოსანთა“ საიდუმ-
ლო ორგანიზაციის ქსელის მოსაწყობად. იყო ხალხოსანთა ერთ-ერთი
ლიდერი.

ქავთარაძე ვლადიმერ სიმონის ძე (1889-1927), დაიბადა ქუთაისის გუ-


ბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში. დაამთა-
ვრა სოფლის სკოლა. 1905 წლიდან თბილისში მუშაობდა ამიერკავკა-
სიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, სადაც გაწევრიანდა სოცია-
ლ-დემოკრატიულ პარტიაში. 1907 წლიდან იყო ბოლშევიკი. მუშაობდა
ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს დემოკრატიული რეს-
პუბლიკის წინააღმდეგ; ხელისუფლებისაგან იდევნებოდა, რის გამოც
გაიქცა საქართველოდან. სწავლობდა სვერდლოვის უნივერსიტეტში,
მოსკოვში. 1920 წელს არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში.
1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემ­
- 302 -

დეგ, იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენი-


ნის რაიკომის წევრი.
ქავთარაძე სერგო ივანეს ძე (1885­-1971), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის სოფელ ზოვრეთში, აზნაურის, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.
ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ჩაება სოციალ-დემოკრატიული
წრეების მუშაობაში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იუ-
რიდიული ფაკულტეტი. 1904 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის
იმერეთ­-სამეგრელოს კომიტეტის წევრი. 1905 წლიდან იყო ბოლშევი-
კი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში 1905 წელს;
თანამშრომლობდა პარტიულ პრესაში. დაპატიმრებული და გადა-
სახლებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევო-
ლუციის შემდეგ იყო ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი საქართველო-
ში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მუშაო-
ბის გამო დაპატიმრებული იყო 1919 წელს. 1920 წელს, გათავისუფლე-
ბის შემდეგ, მუშაობდა საქართვე­ლოში რსფსრ­ს სრულუფლებიან წა-
რმომადგენლობაში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების დროს, იყო ბათუმის რევკომის თავმჯდომარე; შემდგომ
წლებში იყო საქართვე­ლოს სსრ­ს იუსტიციის სახალხო კომისარი. 1922
წელს შედიოდა ნაცი­ონალ-­უკლონისტთა ჯგუფში. 1922­-1923 წლებში
მუშაობდა თურქეთში სსრკ­-ს სრულუფლებიან წარმომადგენლობაში.
1927 წელს იყო საქარ­თველოს ტროცკისტული ოპოზიციის ერთ-­ერთი
ლიდერი, რის გამოც გარიცხეს პარტიიდან და ორენბურგის გუბერნია-
ში გაასახლეს, 1929 წელს კი დააპატიმრეს და 3 წლით გაასახლეს შუა
აზიაში. 1931 წელს, „მონანიების“ განცხადების დაწერის შემდეგ გაათავი-
სუფლეს. 1936 წელს მუშაობდა სსრკ­ს სახელმწიფო გამომცებლობაში,
ამავე წელს დააპატიმრეს; პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1939 წელს.
1941-­1945 წლებში მუშაობ­და სსრკ-­ს საგარეო საქმეთა სახალხო კომი-
სარიატში, 1945­ -1952 წლებში იყო სსრკ-­ს ელჩი რუმინეთში; 1952­-1954
წლებში სსრკ-­ს საგარეო საქმე­თა სამინისტროს მრჩეველი.
ქართველიშვილი (ლავრენტიევი) ლავრენტი იოსების ძე (1891-1938),
დაიბადა ქუთაისის გუბერნიის დაბა სამტრედიაში, გლეხის ოჯახში.
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატი-
ული წრის მუშაობაში. 1910 წლიდან სწავლობდა კიევის კომერციულ
ინსტიტუტში, სადაც გახდა სტუდენტთა არალეგალური წრის ხელმ-
ძღვანელი. 1910 წლიდან იყო ბოლშევიკი. გარიცხეს უნივერსიტეტიდან
პოლიტიკური საბაბით. 1918 წელს უკრაინის კომპარტიის ცეკას წე-
ვრად აირჩიეს; მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ჩაბმული
იყო უკრაინის ოკუპაციაში. 1921-1923 წლებში იყო კომპარტიის კიევის
- 303 -

საოლქო კომიტეტის მდივანი და უკრაინის კომპარტიის ცეკას მეო-


რე მდივანი. 1923 წლიდან დაბრუნდა საქართველოში; შედიოდა საქა-
რთველოს კომპარტიის ცეკაში, იყო ცეკას მდივანი, 1927 წლიდან საქა-
რთველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1931 წლიდან მუშაობდა
პარტიულ თანამდებობებზე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.
1936 წელს იყო კომპარტიის ყირიმის საოლქო კომიტეტის მდივანი.
1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს. 1938 წლის 22 მარტს
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სა-
მეულმა დახვრეტა მიუსაჯა. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ქარცივაძე დავით ერდიშხანის ძე (1881-1924), ლიტერატურული ფსე-
ვდონიმი − „მეჩონგურე“. პოეტი, სოციალ-დემოკრატი, რევოლუციო-
ნერი. იყო მეფის არმიის პოდპოლკოვნიკი; 1905 წლის რევოლუციურ
მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, წოდება აყარეს და
სამუდამო კატორღა მიუსაჯეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის
შემდეგ გათავისუფლდა და დაბრუნდა სამშბოლოში. იყო საქართვე-
ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კულ-
ტურულ-საგანმანათლებლო სექციის უფროსი, ჟურნალ „მხედარის“
რედაქტორი. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ, ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. და-
აპატიმრეს 1922 წლის 24 ივნისს. მეორედ დააპატიმრეს 1923 წლის დასა-
წყისში. დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოში, საქართველოში ანტისაბჭო-
თა აჯანყების დაწყებისთანავე.
ქარცივაძე ივანე ერდიშხანის ძე, სოციალ-დემოკრატი. პოეტი,
სოციალ-დემოკრატი − დავით ქარცივაძის ძმა. 1921 წლიდან, საბჭო-
თა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ჩაბმული იყო
წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს არალეგალურად გააღწია
საზრვარგარეთ. 1927 წელს საქართველოს ემიგრანტული მთავრობის
სპეციალური დავალებით არალეგალურად დაბრუნდა საქართველო-
ში. მცირე ხნის შემდეგ საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა.
გადაასახლეს ციმბირში. შემდგომი ბედი უცნობია.

ღოღობერიძე ლევან დავითის ძე (1896-­ 1937), დაიბადა ქუთაისის


გუბერნიის სოფელ გოჩა­ -ჯი­
ხაიშში, აზნაურის ოჯახში; დაამთავრა
ქუთაისის რეალური სასწავლებელი, სწავლა განაგრძო პეტროგრადის
პოლიტექნიკუმში. 1915 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც რევოლუციური
- 304 -

პროპაგანდის გამო 2 თვით დისციპ­ ლინურ ბატალიონში გააგზავნეს;


1916 წელს შევიდა ბოლშევი­ კურ პარტიაში; 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ჯივიზლიკის (ტრაპიზონის ოლქი) მუშათა
და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრე­ზიდიუმის თავმჯდომარის
მოადგილედ. მუშაობდა ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს
და გაასახლეს აზერბაიჯანში. 1918-­1920 წლებში მუშაობდა ბაქოში; 1920
წლის მაისიდან ნოემბრამდე იყო ბაქოს რევკომის თავმჯდომარე. 1921
წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ,
იყო ქალაქ თბილისის რევკო­ მის თავმჯდომარე; საქართველოს
კომპარტიის ტფილისის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს
სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მო­ ადგილე 1923-­
1924 წლებში,
აჭარისტანის სამხარეო კომიტეტის პასუ­ ხისმგებელი მდივანი 1924­ -
-1925 წლებში. 1925­-1926 წლებში, სპეციალური დავალებით მიავლინეს
პარიზში, სსრკ­ -ს სრულუფლებიან წარმომადგენლობაში სამუშაოდ.
1926-­1930 წლებში იყო საქართველოს კომ­პარტიის ცეკას მდივანი; 1934­-
-1936 წლებში მივლენილი იყო სამუშაოდ დონის როსტოვსა და აზოვ­-
შავიზღვისპირეთის მხარეში; დააპატიმრეს 1936 წელს; დახვრიტეს 1937
წელს. რეაბილიტირებულია.

ყარაბექირ ქიაზიმ მუსა (1882-1948), დაიბადა სტამბოლში, სამხედრო


მოსამსახურის ოჯახში. 1899-1902 წლებში სწავლობდა სამხედრო სკო-
ლაში. მსახურობდა ბალკანეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწი-
ლებში. მონაწილეობდა პირველ ბალნაკურ ომში. პირველი მსოფლიო
ომის დაწყების შემდეგ მივლენილი იყო აღმოსავლეთის ფორნტზე, და-
ბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიის გენშტაბის
დაზვერვის განყოფილებას. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპე-
რაციებში. 1916 წლისათვის მიაღწია ბრიგადის გენერლის წოდებას. 1919
წლიდან მიემხრო მუსტაფა ქემალის ნაციონალურ მოძრაობას. ამავე
პერიოდიდან ხელმძღვანელობდა თურქული არმიის სამხედრო ოპე-
რაციებს კავკასიაში. 1921 წელს, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის
ომის დროს, ცდილობდა ბათუმის მხარის ოკუპირებას. 1924 წლიდან
ჩამოსცილდა სამხედრო სამსახურს და გადავიდა ოპოზიციაში. დააპა-
ტიმრეს 1926 წელს შეთქმულების ბრალდებით, მაგრამ სასამართლომ
გაამართლა.
- 305 -

ყარაჯიანი (ყარაჯევი) გიორგი არტემის (არუთინის) ძე (1862-1937),


დაიბადა ქალაქ ტფილისში, მოქალაქის ოჯახში. ეროვნებით სომეხი.
1883 წელს დაამთავრა ტფილისის სომხური სემინარია. 1889 წელს და-
ამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა
კანდიდატი. ტფილისში მუშაობდა კომერციული ბანკის კორესპონდე-
ნტად. იყო ტფილისის მუშათა პირველი სოციალ-დემოკრატიული
წრეების ორგანიზატორი. 1900 და 1901 წლებში იყო რსდმპ ტფილისის
კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა პრესაში. იყენებდა ლიტერატუ-
რულ ფსევდონიმს − „Аркомед“. მეფის რეჟიმის დროს მრავალჯერ იყო
დაპატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1918 წლიდან იყო სომხეთის
რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1920 წლიდან, საბჭოთა რუსეთის
მიერ სომხეთის რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, ჩამოშორდა პოლი-
ტიკურ საქმიანობას. იყო ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი. 1937
წლის დიდი ტერორის დროს დახვრიტეს (?).

შატილოვი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1868-1949), დაიბადა


ქალაქ თბილისში, ფარმაცევტის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; მონაწილეობდა
სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს
და უნივერსიტეტიდან გარიცხეს 1889 წელს. გათავისუფლების შემდეგ
დაამთავრა დორპატის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფა­
კუ­ლ­ტეტი; ოკულისტის პროფესიით. დაბრუნდა თბილისში; დაუ­
კავშირდა პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების დამა­
არსებლებს და მათთან ერთად ჩაება ორგანიზაციების მოწყობაში;
ხელმძღვანელობდა საიდუმლო წრეებს, იყო პარტიის ხაზინადარი. 1901
წლიდან გადასახლდა ბათუმში შავი ჭირის ეპიდემიის სალიკვიდაციოდ.
მუშაობდა რსდმპ ბათუმის კომიტეტში. დაპატიმრებული იყო პოლი­
ტიკური საბაბით. 1918 წლიდან დაბრუნდა თბილისში და ჩამოშორდა
პოლიტიკურ საქმიანობას. მუშაობდა თბილისის სამედიცინო ინსტი­
ტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგედ; იყო საქართველოს სსრ
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საბჭოს წევრი, საქართველოს
ოფთალმოლოგთა სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე.
შაუმიანი სტეფანე გიორგის ძე (1878-­1918), დაიბადა თბილისის გუბერ-
ნიის ქალაქ თელავში, ნოქრის ოჯახში. ეროვნებით სომეხი. სწავლობდა
თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1900 წლიდან სწავლობდა რიგის
- 306 -

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც შევიდა სოციალ-დემოკრატიულ


პარტიაში; სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის
გამო ინსტიტუტიდან გარიცხეს და სამშობლოში დააბრუნეს. ცხო-
ვრობდა თბილისში; იყო სომხური სოციალ-დემოკრატიული წრეების
ორგანიზატორი. 1902 წლიდან სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის
ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1905 წელს დაბრუნდა საქართველოში;
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში −
ხელმძღვანელობდა ბოლშევიკურ პრესას. იყო ნიჭიერი პუბლი­ცისტი,
ლიტერატურის კრიტიკოსი. 1907 წლიდან გადასახლდა და განაგრძო
მუშაობა ბაქოში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებუ-
ლი პოლიტიკური საბაბით. უკანასკნელი პატიმრობიდან გათავისუფ-
ლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წელს რსფსრ­ს
სახკომსაბჭომ დანიშნა კავკასიის საგანგებო კომისრად. 1918 წელს იყო
ე.წ. „ბაქოს კომუნის“ ერთ­ -ერთი ორგანიზატორი; კომუნის დაცემის
შემდეგ დააპა­ტიმრეს და დახვრიტეს ანტიბოლშევიკმა მებრძოლებმა
თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიაზე.
შევარდნაძე ანტონ, ღვინის საწყობის მფლობელი.
შეინმანი არონ ლევის ძე (1886-1944), დაიბადა ქალაქ სუვალკიში, პო-
ლონეთში, ვაჭრის ოჯახში. ეროვნებით ებრაელი. 1903 წლიდან იყო
რსდმპ წევრი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკუ-
რი საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული
იყო ქალაქ ფელსინგფორსის საბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წლიდან
იყო საბჭოთა რუსეთის ფინანსური ატაშე შვედეთში. 1919 წელს სხვა
ბოლშევიკებთან ერთად გააძევეს შვედეთიდან. მუშაობდა სხვადასხვა
თანამდებობაზე საბჭოთა სავაჭრო და კომერციულ დაწესებულებებ-
ში − იყო რსფსრ სურსათის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევ-
რი, ვაჭრობა-მრწეველობის კომისრის მოადგილე. 1920 წლიდან იყო
რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრა-
ტიულ რესპუბლიკაში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე-
ლოს ოკუპირების დროს, დაპატიმრებული იყო ქუთაისის ციხეში. გა-
თავისუფლების შემდეგ დაინიშნა რსფსრ სახელმწიფო ბანკის გამგეო-
ბის თავმჯდომარედ. 1928 წლიდან მივლენილი იყო ევროპაში სავაჭ-
რო ხაზით სამუშაოდ. 1930-იანი წლების ბოლოს უარი თქვა სსრკ-ში
დაბრუნებაზე. მიიღო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა. გარდაიცვალა
ლონდონში.
შელკუნოვი, მექარხნე ჩერემხოვოში.
შერემეტიევი, თბილისელი მკერავი.
შპიგანოვიჩი, დეპოს უფროსი.
- 307 -

ჩაპსკი, ქუთაისის ციხის უფროსი.


ჩერნიშევსკი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1828­ -1889), რუსი ფილო­
სოფოსი, მწერალი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი.
„ნაროდნიკული“ მოძრაობის ერთ­-ერთი დამაარსებელი. ჟანდარმერია
მოიხსენიებდა, როგორც „რუსეთის იმპერიის ნომერ პირველ მტერს“.
დააპატიმრეს 1862 წელს, 1864 წელს გადაასახლეს კატორღულ სამუშა­
ოზე. 1874 წელს უარი თქვა შეწყალების მოთხოვნის სანაცვლოდ გათა­
ვისუფლებაზე.
ჩერქეზიშვილი ვარლამ ნიკოლოზის ძე (1846-1925), დაიბადა თბილი-
სის გუბერნიის თელავის მაზრის სოფელ თოხლიაურში. სწავლობდა
პეტროვსკის სამეურნეო აკადემიაში. დაუახლოვდა რევოლუციურად
განწყობილ ახალგაზრდებს და მათთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმ-
ლო ორგანიზაციები. პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1866
და 1871 წლებში. 1876 წელს გაიქცა გადასახლებიდან. ცხოვრობდა შვე-
იცარიასა და ინგლისში. იყო ქართული გაზეთების კორესპონდენტი.
დაუახლოვდა ანარქისტთა ლიდერებს და თავადაც მალე გახდა ანარ-
ქიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. აქტიურად მონაწილეობდა სა-
ზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მო-
ლაპარაკებებში. 1905-1907 წლებში აქტიურად იყო ჩაბმული საქართვე-
ლოში რევოლუციურ მოძრაობაში − მონაწილეობდა ანარქისტული
ორგანიზაციების მოწყობაში. 1907 წელს მონაწილეობდა ჰააგის საერთა-
შორისო კონფერენციაზე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესა-
ხებ პეტიციის წარდგენაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1921
წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ,
კვლავ ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა ლონდონში.
ჩივაძე, გენერალი, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე.
ჩითახოვი ივანე ალექსის ძე, მექარხნე, ტყავის დამამუშავებელი ქა-
რხნისა და ქაღალდის ფაბრიკის მფლობელი ტფილისში.
ჩიკვაიძე მიხეილ (მიტუშა) კონსტანტინეს ძე (1885-1937), მუშა; მკე-
რავი. რევოლუციონერი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო
პოლიტიკური საბაბით. 1930-იან წლებში იყო თბილისის ფეხსაცმლის
ფაბრიკის მთავარი ინჟინერი. 1937 წლის დიდი ტერორის დროს დააპა-
ტიმრეს. 1937 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა
სახალხო კომისარიატთან არსებულმა საგანგებო სამეულმა დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 12 ნოემბერს.
ჩინიკაევი, საერობო მოღვაწე ვოლოგდაში.
- 308 -

ჩიტაძე გოლა ალექსანდრეს ძე, დაიბადა გორში. სწავლობდა ტფი-


ლისის სასულიერო სემინარიაში. იყო სემინარისტთა ფარული თვითგა-
ნვითარების წრეების ორგანიზატორი. აქტიური „ხალხოსანი“. პირველი
არალეგალური სტამბის ორგანიზატორი.
ჩიხლაძე იასონ ივანეს ძე, კატორღელი.
ჩოდრიშვილი ზაქარია იოსების ძე (1869-1916), დაიბადა თბილისის
გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, ხელოსნის ოჯახში.
მამის გარდაცვალების გამო მძიმე გაჭირვებაში ჩავარდნილი ოჯახი,
უფროსმა ძმამ, მიხო ჩოდრიშვილმა თბილისში გადაიყვანა. ზაქრო
სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში, საიდანაც მო-
სწავლეთა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობისთვის გარიცხეს.
1888 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოს-
ნოებში, სადაც ჩაება რკინიგზელთა პირველი სოციალ-დემოკრატიული
წრის მუშაობაში. იყო მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი
მთავარი ორგანიზატორი; იყო რსდმპ თბილისის პირველი და მეორე
კომიტეტის წევრი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლე-
ბული პოლიტიკური საბაბით. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი.
1908 წელს დააპატიმრეს ბაქოში და 8 წლით კატორღა მიუსაჯეს. სას-
ჯელს იხდიდა იაროსლავლის და ნიკოლაევის საკატორღო ციხეებში,
სადაც ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა.
ჩოდრიშვილი მიხეილ (მიხა) იოსების ძე (1858-1929), დაიბადა თბილი-
სის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, ხელოსნის ოჯახში.
მამის გარდაცვალების გამო მძიმე გაჭირვებაში ჩავარდნილი ოჯახის
სარჩენად, გადასახლდა თბილისში და მოჯამაგირეობა დაიწყო. მუ-
შაობდა თბილისის და კავკასიის სხვადახვა ქალაქების ქარხნებსა და
ფაბრიკებში. შეისწავლა წერა-კითხვა და დაინტერესდა მუშათა ექსპ-
ლოატაციის საკითხებით; დაუახლოვდა „ნაროდნიკთა“ ჯგუფს და
აქტიურად მუშაობდა მათთან ერთად მუშათა შორის განათლების
შესატანად. იყო მუშათა ამხანაგობების დაარსების ინიციატორი. ძმის
− ზაქრო ჩოდრიშვილის გავლენით ჩაება რკინიგზელთა პირველი სოცი-
ალ-დემოკრატიული წრის მუშაობაში; მონაწილეობდა არალეგალური
სტამბების მოწყობაში, ლიტერატურის გავრცელებასა და სხვადასხვა
კონსპირაციული ამოცანების გადაჭრაში. მრავალჯერ იყო დაპატი-
მრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. აქტიურად მო-
ნაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. 1905
წლიდან იყო ბოლშევიკი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
განაგრძობდა ბოლშევიკურ ორგანიზაციებში მუშაობას − იყო თბილი-
- 309 -

სის კომიტეტის წევრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის


წინააღმდეგ მუშაობის გამო დაპატიმრებული იყო 1919 და 1920 წლებ-
ში. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების
შემდეგ, მუშაობდა საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისა-
რიატის კოლეგიაში, იყო რევტრიბუნალის წევრი. საქართველოს სსრ
და ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი.
ჩოდრიშვილი ნიკოლოზ იოსების ძე, დაიბადა თბილისის გუბერნი-
ის სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, ხელოსნის ოჯახში. ცხოვრობდა
თბილისში. იყო დურგალი. ძმის, ზაქრო ჩოდრიშვილის გავლენით ჩაე-
ბა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში; მონაწილე-
ობდა არალეგალური სტამბების მოწყობაში, ლიტერატურის გავრცე-
ლებასა და სხვადასხვა კონსპირაციული ამოცანების გადაჭრაში.
ჩხეიძე გიორგი ივანეს ძე (1874-1937), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის
სოფელ დიდ ჯიხაიშში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის სკოლა.
1889 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოს-
ნოში, თბილისში, სადაც იყო რკინიგზელთა ერთ-ერთი პირველი სოცი-
ალ-დემოკრატიული წრის წევრი. 1901 წელს არჩეული იყო რსდმპ თბი-
ლისის პირველი და მეორე კომიტეტების წევრად. დააპატიმრეს კო-
მიტეტის წევრებთან ერთად და გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა 1905
წლის რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. 1905 წლიდან იყო ბოლ-
შევიკი. 1908 წელს, იარაღის საწყობის ჩავარდნის შემდეგ, დააპატიმრეს
და გადაასახლეს იაკუტიის ოლქში, საიდანაც დაბრუნდა 1914 წელს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და 1918 წელს საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუშაობდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რის გამოც იძულებული
გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო; მონაწილეობდა რუსეთის სამოქალა-
ქო ომში. საქართველოში დაბრუნდა 1918 წლის ბოლოს. დაპატიმრე-
ბული იყო 1919 და 1920 წლებში. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა
რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, იყო ამიერკავკასიის რკინიგზის
პროფკავშირების თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ცეკას
წევრი, ძველი ბოლშევიკების საზოგადოების მდივანი, ამიერკავკასიის
სფსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1937 წლის დიდი ტე-
რორის დროს დააპატიმრეს. 1937 წლის 28 დეკემბერს საქართველოს
სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრე-
ტა მიუსაჯა. დახვრიტეს 30 დეკემბერს. რეაბილიტირებულია.
ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე (1864-1926), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში, აზნაურის ოჯახში. სწა-
- 310 -

ვლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მერვე


კლასში ყოფნისას. შემდგომ წლებში იყო ნოვოროსიისკის (ოდესის)
უნივერსიტეტისა და ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტის თავისუ-
ფალი მსმენელი, სადაც გაეცნო და შეისწავლა როგორც „ნაროდნი-
კული“ იდეოლოგია, ასევე მარქსიზმის საფუძვლები. 1892 წელს იყო
ზესტაფონში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი კონ-
ფერენციის მონაწილე. ამავე დროიდან გადასახლდა ბათუმში, სადაც
მუშაობდა ქალაქის საავადმყოფოს გამგედ, პარალელურად იყო ადგი-
ლობრივი სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ლიდერი და სხვადა-
სხვა საგანმანათლებლო და კულტურული საზოგადოებების წევრი.
1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის „მენშევიკების ფრაქციაში“. 1905 წლის რევოლუციური მოძ-
რაობის დროს ხელმძღვანელობდა გამოსვლებს ბათუმში. 1907 წელს
კარლო ჩხეიძე აირჩიეს მესამე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად.
1912 წელს ხელმეორედ აირჩიეს მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დე-
პუტატად; იყო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლი-
დერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას იყო პეტროგრადის მუ-
შათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომ
სრულიად რუსეთის საბჭოების ცენტრალური აღამასრულებელი
კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური
სამხედრო გადატრიალების შემდეგ კარლო ჩხეიძე აქტიურად უპირის-
პირდებოდა მათ რეჟიმს; რის გამოც მალევე დატოვა პეტერბურგი და
დაბრუნდა ტფილისში. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის თავმჯ-
დომარე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიუ-
ლი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. 1919 წლის დასაწყისში
კარლო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის დელეგაციას პარიზის საზავო კონფერენციაზე. 1919 წლი-
დან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯ-
დომარე. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრა-
ტიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, დატოვა საქართველო და
ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში. კარლო ჩხეიძე მოგზაურობდა
ევროპის ქვეყნებში და მართავდა საჯარო მოხსენებებს საქართველოს
ოკუპაციის გასაშუქებლად და ბოლშევიკური პროპაგანდის გასაფა-
ნტად; მონაწილეობდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენცი-
ებში. 1926 წლის 7 ივნისს, ლევილში, კარლო ჩხეიძემ თვითმკვლელობა
სცადა − სამზარეულოს დანით გამოიჭრა ყელი, თუმცა მეუღლემ და
მეზობლებმა მისი შეჩერება შეძლეს და იმავე დღეს გადაიყვანეს პა-
რიზის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შემდეგ გადაიყვანეს ყელის სპე-
- 311 -

ციალურ კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა, რომ ჩაქცეული სისხლის გამო


ფილტვების ანთება განუვითარდა და რამდენიმე დღეში − 1926 წლის 11
ივნისს, კარლო ჩხეიძე გარდაიცვალა. დაკრძალეს 15 ივნისს, პარიზში,
პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე (1879-1924), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ციხეში (საყვავისტყე), აზნა-
ურის ოჯახში. გარიცხეს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლის
ბოლო კლასიდან. სწავლისას დაუახლოვდა ქუთაისში მყოფ „მესამე
დასელებს“ და დაიწყო მარქსიზმის შესწავლა. მუშაობა დაიწყო ბათუმის
ერთ-ერთ ქარხანაში ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად.
1901 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის
ბათუმის ჯგუფში. მუშაობდა პედაგოგად დასავლეთ საქართველოში.
შემდგომ ჭიათურასა და ბათუმში − მუშად. ბათუმში გახდა ადგილობ-
რივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი,
თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო ორატორმა და ორგანიზატორ-
მა. პარალელურად იყო რსდმპ გურიის კომიტეტის წევრი და გლეხთა
მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მრავალჯერ იყო და-
პატიმრებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წელს იყო რევოლუციური
მოძრაობის ლიდერი გურიაში − ცნობილი იყო „გურიის რესპუბლიკის
პრეზიდენტის“ სახელით. ტფილისის სასამართლო პალატამ „გურიის
რესპუბლიკის საქმეზე“ გაასამართლა და მიუსაჯა ოთხწლიანი კატორ-
ღა ციმბირში და სამუდამო გადასახლება ციმბირშივე − ირკუტსკში.
საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შე-
მდეგ. 1917 წელს იყო სოხუმის ქალაქის თავი და სოხუმის მუშათა და
ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე. 1919 წლიდან იყო
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ქალაქ
თბილისის მოურავი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირებისას, ემიგრაციაში წავიდა სტამბოლში, საიდანაც მცირე ხნის
შემდეგ გადავიდა საფრანგეთში. 1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი
ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასა და ვიქ-
ტორ ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართვე-
ლოში. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ იმავე წლის 25 ივლისს
დააკავა და რუსეთის პოლიტიზოლატორში გადააგზავნა. 1924 წლის 28
აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ,
ამერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული
სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს
ძერჟინსკიმ 30 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის
გადასახლებაში მყოფი ლიდერების − ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერი-
- 312 -

კის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის


დახვრეტის სანქცია გასცა. დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატო-
რიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების
ადგილი უცნობია.

ცაბაძე ვასილ(ვასო) ზაქარიას ძე (1872-1924), დაიბადა ტფილისის


გუბერნიის გორის მაზრის სოფელ საციხურში, გლეხის ოჯახში. 1891
წელს დაასრულა ტფილისის სახელოსნო სასწავლებელი. სწავლის პე-
რიოდში გაეცნო და უთანაგრძნობდა „ნაროდნიკული“ პოლიტიკური
ჯგუფების იდეოლოგიას. 1891 წელს გაეცნო და დაუახლოვდა „მესამე
დასის“ ლიდერებს; 1894 წელს შეუერთდა ტფილისში არალეგალურად
არსებულ სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ჯგუფს. ამავე წელს ვასო
ცაბაძის ინიციატივით დაარსდა მუშათა პირველი სოციალ-დემოკრა-
ტიული წრე ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1898
წელს ვასო ცაბაძე აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშა-
თა პარტიის ტფილისის პირველი კომიტეტის წევრად; ასევე 1901 წელს
არჩეული კომიტეტის წევრად. მეფის რეჟიმის დროს მრავალჯერ იყო
დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1905
წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; ამავე
წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. როგორც ტფილისის
კომიტეტის წევრი და სასოფლო კომისიის თავმჯდომარე, ხელმძღვა-
ნელობდა აღმოსავლეთ საქართველოში გლეხთა შორის პროპაგა-
ნდასა და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.
ბოლო გადასახლებიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
დაბრუნდა საქართველოში; აქტიურად მუშაობდა გლეხთა საბჭოების
ჩამოსაყალიბებლად. არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს
წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. იყო გორის საერობო ყრილობის
თავმჯდომარე. ცენტრალურ ერობათა ბიუროს წევრი, ცენტრალუ-
რი სასურსათო საბჭოს წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს რეს-
პუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლიდან, საბჭოთა რუსე-
თის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების
შემდეგ, დარჩა საქართველოში და მუშაობდა კოოპერატიულ დაწე-
სებულებებში, ეხმარებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაბმულ
ამხანაგებს, თავმდებობდა მათი ციხიდან დასახსნელად. 1924 წლის 28
- 313 -

აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე ვასილ ცაბაძე სა-


ქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა თბილისში და
სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტა სავა-
რაუდოდ 30 აგვისტოს ღამით.
ცერცვაძე ნესტორ ნიკოლოზის ძე, ბოლშევიკი, რეპრესირებული.
დახვრიტეს (?) 1937 წელს.
ცინცაძე ალიპი (კოტე) მაქსიმეს ძე (1887-­1930), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ფსევდონიმი „კოტე“; სოცია­ლისტური
მოძრაობის მოღვაწე, რევოლუციონერი, ბოლშევიკი; აქტიურად მო-
ნაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, იყო შეიარაღებული რაზმის
წევრი. რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე; 1921-­1922 წლებში იყო
სა­ქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკა) თავმჯდომარე. „ნაციონალ-­
უკლო­ნისტობის“ გამო იგი ჩამოაშორეს საპასუხისმგებლო პოსტებს;
1926 წლიდან აქტიურად მუშაობდა საქართველოს სსრ­-ში − დააარსა
არალეგალური ტროცკისტული ორგანიზაცია; იყო ტროცკისტული
ოპოზიციის ერთ­ -ერთი ლიდერი საქართველოში; 1927 წელს გადაა-
სახლეს ყირიმში (ავადმყოფობის გამო არ გაგზავნეს შუა აზიაში); გა-
დასახლებულს არ გაუწყვეტია მიმოწერა ლევ ტროცკისთან. გარდაი-
ცვალა გადასახლებაში. რეპრესირებული იყვნენ მისი ოჯახის წევრები
− დები და ძმები. თავისი არსებობის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმს არ
დაუშვია კოტე ცინცაძის რეაბილიტაცია. მისი სახელი ამოშლილი იყო
საბჭოთა საქართველოს ისტორიის ღია წყაროებიდან.
ცხაკაია მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე (1865­-1950), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ ხუნწში, მღვდლის ოჯახში. სწა-
ვლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1886 წელს
არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისა და რევოლუციური
იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. 1897 წლამდე ცხოვრობდა სოფ-
ლად, სწავლობდა მარქსიზმს და აწყობდა ორგანიზაციებს გლეხთა შო-
რის; 1892 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე. მრავალჯერ იყო დაპა-
ტიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან
იყო ბოლშევიკი; მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობა-
ში პეტერბურგში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ მცირე ხნით მუ-
შაობდა თბილისში. 1907 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, ჟენევაში,
თანამშრომლობდა რსდმპ ემიგრანტულ პრესასთან. 1917 წლის თებე-
რვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში. დაპატიმრებული
იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მუშა-
ობისთვის. იყო კომინტერნის აღმასკომის წევრი. 1921 წლიდან, საბჭოთა
- 314 -

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, იყო საქართველოს


სსრ­ს სრუ­ლუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ­ში, 1923­-1931 წლებ-
ში − ამი­ერკავკასიის სფსრ­ს ცენტრალური აღმასკომის თავმჯდომარე;
სსრკ­-ს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი.

ძიძიგური, კატორღელი, ურიადნიკი გურიელის მკვლელი.

წერეთელი ირაკლი გიორგის ძე (1882-1973), დაიბადა ქუთაისის გუ-


ბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ გორისაში მწერლისა და საზოგადო
მოღვაწის, გიორგი წერეთლის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის უნივერ-
სიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდიდან ჩაე-
ბა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. ირაკლი წერეთელი
1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება პარტიულ
და საზოგადოებრივ მუშაობაში; ხელმძღვანელობდა სოციალ-დე-
მოკრატიულ პრესას; 1906 წელს აირჩიეს რუსეთის მე-2 სახელმწიფო
სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. სათათბიროს გა-
რეკვის შემდეგ სხვა სოციალ-დემოკრატ დეპუტატებთან ერთად ირა-
კლი წერეთელი დააპატიმრეს და 4-წლიანი საკატორღო სასჯელი შე-
უფარდეს, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო 5 წელი საკატორღო სა-
მუშაოს ნაცვლად ცალკე საკანში გაატარა, ხოლო შემდეგ ციმბირში,
ირკუტსკის გუბერნიაში, სოფელ უსოლიეში გადაასახლეს. 1917 წლის
თებერვლის რევოლუციისას მონაწილეობდა ირკუტსკის მუშათა და
ჯარისკაცთა საბჭოს ფორმირებაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუ-
ციის შემდეგ ირაკლი წერეთელი დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც
სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის საბჭოს მენშევიკ-ესერების ბლოკს,
ხოლო სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობამ იგი წარმომადგენ-
ლად მიავლინა დროებით კოალიციურ მთავრობაში; ეჭირა ფოსტა-ტე-
ლეგრაფის, შემდგომ კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1917
წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით) პროტესტის ნიშნად დატოვა
მინისტრის პორტფელი. 1917 წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის
სიით არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1918
წლის იანვარში, ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების
გარეკვის შემდეგ, ირაკლი წერეთელი კვლავ საქართველოში დაბრუ-
- 315 -

ნდა; იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი,
კარლო ჩხეიძესთან ერთად დიპლომატიური მისიით იყო გაგზავნილი
ევროპაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული
აღიარების მისაღწევად და საგარეო პოლიტიკური მოკავშირეების მო-
საპოვებლად. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძ-
ნებელი კრების წევრი. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, საზღვარგარეთ ემიგრაცია-
ში გაემგზავრა. მონაწილეობდა საერთაშორისო სოციალისტურ ყრი-
ლობებსა და კონფერენციებში, მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში და
საზოგადოებას აცნობდა საქართველოს რეპუბლიკის საბჭოთა რუსე-
თის მიერ ოკუპაციის და მასობრივი ტერორის ფაქტებს. 1925 წლის
მაისიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
საზღვარგარეთის ორგანიზაციაში დაწყებული ღია დისკუსიის შედე-
გად ოფიციალურად ჩამოყალიბდა ოპოზიციური ჯგუფი ირაკლი წე-
რეთლის ხელმძღვანელობით. მეორე მსოფლიო ომამდე წარმოადგე-
ნდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სოციალისტურ
ინტერნაციონალში. 1940-იანი წლებიდან ირაკლი წერეთელი ამერიკის
შეერთებულ შტატებში − ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც კოლუმ-
ბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თხოვნით განაგრძო მუშაობა
ორტომიან თხზულებაზე „მოგონებები თებერვლის რევოლუციაზე“.
1940-იანი წლების ბოლოდან, როგორც კონსულტანტი, ჩაბმული იყო
ბოლშევიზმისაგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის მუ-
შაობაში − მისი ხელშეწყობით დაარსდა რადიო „ევროპის გათავისუფა-
ლების“ (შემდგომ − რადიო „თავისუფლება“) ქართული სექცია. ირაკ­
ლი წერეთელი გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1959 წლის 21 მაისს.
წერეთელი მიხეილ(მიხაკო) გიორგის ძე (1878-1965), დაიბადა ქუ-
თაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში, თავადის
ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1899 წელს გარი-
ცხეს კიევის უნივერსიტეტიდან სტუდენტურ საპროტესტო მოძრაო-
ბაში მონაწილეობისთვის. 1900 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ,
სადაც დაუახლოვდა საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ლი-
დერებს. პარალელურად სწავლობდა ჟენევისა და სორბონის უნივე-
რსიტეტებში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. მონა-
წილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში საქართველოში
− ჩაბმული იყო ანარქისტული ორგანიზაციების მოწყობაში. 1900-იანი
წლების ბოლოს დაუახლოვდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტი-
ას. პარალელურად იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის მკვლევარი; 1914
- 316 -

წელს გახდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი. მეფის რე-


ჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1914 წლი-
დან მონაწილეობდა გერმანიის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მუშაობასა და „ქართული ლეგიო-
ნის“ დაკომპლექტებაში ოსმალეთში. 1918 წლიდან იყო საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყ-
ნებში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი. 1921
წელს, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ,
დატოვა საქართველო და ცხოვრობდა ემიგრაციაში. იყო ბრიუსელის
და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი. აქტიურად
იყო ჩაბმული საზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური პარტიების და
ორგანიზაციების მუშაობაში. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესა-
ში. 1914-1945 წლებში იყო გერმანიაში მოქმედი „სამოკავშირეო შტაბის“
წევრი. გამოაქვეყნა რიგი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომები.
წეროძე, ხარატი, მენშევიკი.
წულაძე ავთონ ონისიმეს ძე (1884-1937?), დაიბადა ქუთაისის გუ-
ბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში. ბათუმში(?) მუშაობი-
სას ჩაება სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. იყო „მენშევიკი“.
მეფის რეჯიმის დროს დაპატიმრებული და გადასახლებული იყო პო-
ლიტიკური საბაბით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში,
რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვეცკის
საკონცენტრაციო ბანაკში. გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ,
1936 წელს კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. და-
იღუპა საკონცენტრაციო ბანაკში (?). რეაბილიტირებულია 1989 წელს.
წულუკიძე ალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე (1876-1905), დაიბადა
ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში, თავადის ოჯახში. სწავლობდა ქუ-
თაისის გიმნაზიაში, სადაც „მესამე დასელების“ გავლენით ჩაება სოცი-
ალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1897 წლიდან სწავლობდა
პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და პარალე-
ლურად ეცნობოდა მარქსიზმის საფუძვლებს. 1899 წელს დაბრუნდა სა-
ქართველოში და აქტიურად შეუდგა პროპაგანდისტობას მუშათა ორ-
განიზაციებში, თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალისტურ პრესაში.
1905 წლიდან იყო ბოლშევიკი − ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი
მთავარი თეორეტიკოსი და პოლემისტი. 1905 წელს დაპატიმრებული
იყო პოლიტიკური საბაბით. ტუბერკულოზით დაავადებული გარდაი-
ცვალა 1905 წლის 21 ივნისს. დაკრძალეს ხონში.
- 317 -

ჭავჭავაძე ილია გრიგოლის ძე (1837­-1907), დაიბადა ტფილისის გუბერ-


ნიის თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, თავადის ოჯახში. დაამთავრა
ტფილისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერ-
ბურგის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სამშობლო­ში და-
ბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გა-
მოსცემდა ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, აქვეყნებდა მხატვრულ
ნაწარმოებებს. თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად აღძრა დიდი სა-
ზოგადოებრივი დისკუსია ენის განახლებასა და სხვა თანამედროვე იდე-
ების გარშემო. 1864 წლიდან მუშაობდა მომრიგებელ მოსამართლედ
დუშეთში, 1875 წლიდან არჩეული იყო ქართული სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ. იყო მრავალი საზოგადოებ-
რივი ორგანიზაციის წევრი და ლიდერი. მისი და მის თანამოაზრეთა
ჯგუფის მრავალწლიან შრომას უკავშირდება ქართული საზოგადოე-
ბის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების კამპანია და ლიბერალური
იდეების დანერგვა. 1900-იანი წლების დასაწყისში ასაკის გამო ნაკლე-
ბად აქტიურობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1906 წელს შეიყვანეს რუ-
სეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად. 1907 წლის 28 აგვისტოს
მოკლეს წიწამურში, საგურამოსთან. მკვლელობის მოტივები და ორგა-
ნიზატორების ვინაობა დღემდე საკამათოა. დაკრძალულია მწერალთა
და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ჭელიძე, რაზმელი.
ჭეშმარიტოვი კოსტა, შულერი.
ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1854-1931), დაიბადა ქალაქ ტფილისში,
მოქალაქის ოჯახში. დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. ადრეული
ასაკიდან მუშაობდა სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებებში, ფაბრი-
კებში, ქარხნებსა და სახელოსნოებში. პარალელურად ეწეოდა თვით-
განვითარებას; დაინტერესებული იყო ისტორიული მეცნიერებითა
და თანამედროვე პოლიტიკური იდეებით. იყო „ხალხოსანთა“ ჯგუფის
აქტიური წევრი − მუშათა ჯგუფის ორგანიზატორი. ხელმძღვანელობ-
და არალეგალური ხელნაწერი ჟურნალის გამოცემას. აგროვებდა და
გამოსცემდა ისტორიულ წყაროებს. დააარსა ბუკინისტური მაღაზია,
რომელიც მალე გადაიქცა მოქალაქეებისთვის არალეგალური, აკრძა-
ლული ლიტერატურის გაცნობის მთავარ წყაროდ. მისი სახლი მთაწ-
მინდაზე იყო რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდებისა და სა-
ზოგადოების წარმომადგენლების შეკრებისა და დისკუსიების ადგილი.
მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით.
- 318 -

აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. დიდი ღვაწლი მიუ-


ძღვის სამაჰმადიანო საქართველოში ქართული წერა-კითხვის გავრცე-
ლებაში და ამ მხარეების მიმართ საზოგადოებრივი ყურადღების მობი-
ლიზებაში. საზოგადოებას დაუტოვა ფასდაუდებელი საბიბლიოთეკო
ფონდი და საცნობარო ნაშრომები მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი
და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. დაკრძალულია მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ჭიჭინაძე პარმენ (1881-1921), დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ
გოდოგანში. სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. სტუდენტობის
დროიდან იყო ჩაბმული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების
მუშაობაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ
მოძრაობაში. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული და გადასახლე-
ბული იყო პოლიტიკური საბაბით. 1910 წელს იყო საქართველოს დე-
მოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი. 1921 წელს, საბჭოთა
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, დააპატიმრეს. მე-
ტეხის ციხეში პატიმრობისას მენინგიტით დაიღუპა. მისი დაკრძალვა
ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა. დაკრძალეს საზოგადო მოღვაწე-
თა დიდუბის პანთეონში.

ხარკოვსკი, ციხის უფროსის თანაშემწე.


ხარტიშვილი დავით(დათიკო) გიორგის ძე, რკინიგზის მუშა, ზეინკა-
ლი. მემანქანე. რევოლუციონერი. პარტიული ფსევდონიმი „მოხევე“.
ხაჩიკიანცი ჰაიკ, კატორღელი.
ხახანაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1864-1912), დაამთავრა
ტფილისის გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უნივერ-
სიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. იყო ლაზარევის
აღმოსავლური ენების ინსტიტუტის პროფესორი, მკვლევარი, ორიე-
ნტალისტი. იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მუშა-
ობდა საქართველოს ისტორიის საკითხებზე; იყო მრავალი ფუნდამე-
ნტური კვლევის ავტორი.
ხახუტაშვილი ვანო, მედუქნე.
ხელაია ამბროსი (ხელაია ბესარიონ ზოსიმეს ძე) − სრულიად საქა-
რთველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (1861-1927), დაიბადა ქუთა-
ისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ მარტვილში. 1885 წელს და-
ამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია. მსახურობდა მღვდლად
- 319 -

დასავლეთ საქართველოში. 1901 წელს დაასრულა ყაზანის სასულიე-


რო აკადემია. 1900-იანი წლებიდან იყო საქართველოს ეკლესიის ავტო-
კეფალიის აღდგენაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, რის გამოც არ აძლე-
ვდნენ სამშობლოში მსახურების საშუალებას. 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. მონაწილეობდა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკე-
ფალიის აღდგენაში; იყო აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. 1921
წლის სექტემბრიდან არჩეული იყო საქართველოს კათოლიკოს პატ-
რიარქად. 1922 წლის გაზაფხულზე გენუის საერთაშორისო კონფერენ-
ციას მისი ხელმოწერით წარედგინა დეკლარაცია, სადაც გაკრიტიკებუ-
ლი იყო ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება საქართველოში
და გამოთქმული იყო მოწოდება საქართველოს დეოკუპაციისა და
დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერისათვის. შედეგად ამბროსი
ხელაია საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა − 1924 წელს
მღვდელთმსახურთა ჯგუფთან ერთად გაასამართლა საქართველოს
სსრ უმაღლესმა სასამართლომ საეკლესიო განძეულის გადამალვის
და ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით. დაპატიმრებული იყო
თბილისში, მეტეხის ციხეში. გაათავისუფლეს 1927 წელს ამნისტიით.
გარდაიცვალა მალევე. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო
ტაძარში.
ხომერიკი ნოე გიორგის ძე (1883-1924), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ-გაბრიელში, ღარიბი გლეხის
ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებე-
ლი, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1900
წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
წევრი. მუშაობდა გურიასა და ბათუმში, სადაც ადგილობრივი სოცი-
ალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ერთ-ერთ ლიდერად იქცა; გა-
მოირჩეოდა იატაკქვეშა საქმიანობის ორგანიზების დიდი ნიჭით. იყო
რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული
და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. 1905 წლიდან მუშაობდა
„მენშევიკების“ ფრაქციაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რე-
ვოლუციურ მოძრაობაში. უკანასკნელი გადასახლებიდან, საქართვე-
ლოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. 1918
წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. ამიერკავკასიის მთავრობის
კაბინეტში ჩაიბარა მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობა და
აგრარული რეფორმა წამოიწყო. არჩეული იყო საქართველოს ერო-
ვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; პარალელურად
- 320 -

მუშაობდა შრომის, გზათა და მიწათმოქმედების მინისტრად და გა-


ნაგრძობდა აგრარული რეფორმის განხორციელებას. 1919 წლიდან
იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1920
წელს, რეფორმის დასრულების შემდეგ, გადადგა და ძირითადად მუ-
შაობდა დამფუძნებელ კრებაში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ,
დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში ცხოვრობდა სტამბოლში. ნოე
ხომერიკი 1922 წლის ოქტომბრის ბოლოს არალეგალური გზით და-
ბრუნდა საქართველოში და ჩამოსვლისთანავე ენერგიული ზომები
მიიღო არალეგალური იატაკქვეშა საქმიანობის გააქტიურებისათვის.
შემდგომი პერიოდის განმავლობაში იყო წინააღმდეგობის მოძრაობის
ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ნოე ხომერიკი საქართველოს სსრ
საგანგებო კომისიამ დააპატიმრა 1923 წლის 9 ნოემბერს, თბილისში.
1924 წლის 30 ივლისს გადაგზავნეს სსრკ გაერთიანებული პოლიტიკური
სამმართველოს განკარგულებაში მოსკოვში, საიდანაც სუზდალის პო-
ლიტიზოლატორში მოათავსეს. 1924 წლის 28 აგვისტოს, ანტისაბჭოთა
შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს, ამერკავკა-
სიის სფსრ-ს მთავრობის მოთხოვნით სსრკ გაერთიანებული სახელმწი-
ფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ
სანქცია გასცა გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის
მოძრაობის ლიდერების − ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა
ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტაზე.
დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას,
გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.
ხოშტარია აკაკი მეთოდეს ძე (1887-1932), კომერსანტი და მეცენა-
ტი, ფლობდა მსხვილ კაპიტალდაბანდებებს საბანკო და სარკინიგზო
სფეროში, ამიერკავკასიის და მცირე აზის სახელმწიფოებში. 1921 წელს
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ წავიდა
ემიგრაციაში. ცხოვრობდა ირანსა და საფრანგეთში. გარდაიცვალა სა-
ფრანგეთში. დასაფლავებულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
ხუდადოვი ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე (1850-1907), დაიბადა ტფილი-
სის გუბერნიის ქალაქ გორში, მოქალაქის ოჯახში. ეროვნებით სომეხი.
დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი. სწავლობდა საგზაო
ინსტიტუტში, საიდანაც გადავიდა სამედიცინო ქირიურგიულ აკადემია-
ში, რომელიც დაასრულა 1876 წელს. სტუდენტობის პერიოდიდან იყო
ჩაბმული რევოლუციური ორგანიზაციების მუშაობაში, რის გამოც
მრავალჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული. დაამთავრა პეტერბურგის
სამხედრო-სამედიცინო აკადემია; სტაჟირებაზე იყო მივლენილი შვე-
- 321 -

იცარიასა და გერმანიაში. 1880-იანი წლებიდან მუშაობდა ტფილისში;


იყო ტფილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი ექიმი. არჩეული
იყო საქალაქო საბჭოს ხმოსნად. აქტიურად იყო ჩაბმული ქალაქის სა-
ზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ინიციატივით დაარ-
სდა პირველი მუშათა თეატრი ნაძალადევში. მანვე დააარსა მიმდებარე
ზონაში სანიტარულ-კულტურული მწვანე ზონა, რომელსაც მისი სა-
ხელი დაერქცა − „ხუდადოვის ტყეპარკი“. ოჯახის წევრებთან ერთად
ჩაბმული იყო 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1907 წლის 17
იანვარს მოკლა რუსმა „შავრაზმელმა“.
ხუმარიანი ალექსანდრე (აშოტ) ქრისტეფორეს ძე (1875-1937), ტი-
პოგრაფიის მუშა. რევოლუციონერი, რსდმპ წევრი 1898 წლიდან, 1905
წლიდან ბოლშევიკი. პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის სომხუ-
რი სექციის წევრი. დახვრიტეს 1937 წელს.

ჯაფარიძე, პრისტავი.
ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე (1884-194?), დაიბადა ქუთაისის
გუბერნიის, რაჭის მაზრის, სოფელ შარდომეთში, თავადის ოჯახში. და-
ამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905
წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
„მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. 1910-იან წლებში მუშაობდა ადვოკა-
ტად თბილისში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს
წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიუ-
ლი რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართვე-
ლოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ასრულებდა საქა-
რთველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას.
1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, დარჩა საქართველოში, ცხოვრობ-
და მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაო-
ბაში. დააპატიმრეს 1923 წლის დასაწყისში და გადაასახლეს რუსეთში.
გათავისუფლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისთანავე კვლავ
ჩაერთო იატაკქვეშა საქმიანობაში; 1926 წლის იანვარში კონსტანტინე
ჯაფარიძე კოოპტაციით შეიყვანეს საქართველოს სოციალ-დემოკრა-
ტიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის
შემადგენლობაში. მეორედ დააპატიმრეს 1926 წლის 27 მარტს, თბი-
ლისში. გადასახლებული იყო ენისეისკში. 1933 წლის 29 ოქტომბერს კი
- 322 -

გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა საქა-


რთველოში. ნახევრად-ლეგალურად ცხოვრობდა ქვიშხეთში. გარდაი-
ცვალა 1940-იანი წლების მეორე ნახევარში (ზუსტი თარიღი უცნობია).
დაკრძალეს ქვიშხეთის სასაფლაოზე.
ჯეჯელავა ივანე (ვანო) მარკოზის ძე (1883-1936), დაიბადა ქალაქ
ქუთაისში, მოქალაქის ოჯახში. სწავლობდა ბათუმის საქალაქო სა-
სწავლებელში, რომელიც ვერ დაასრულა ხელმოკლეობის გამო. 1899
წლიდან მუშაობდა ბათუმის რკინიგზის დეპოში, სადაც შევიდა სო-
ციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 1902 წლიდან გადავიდა თბილისში
და მუშაობდა სხვადასხვა ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905
წლის რევოლუციურ მოძრაობაში; მის ბინაში იყო მოწყობილი ქი-
მიური ლაბორატორია ბომბების დასამზადებლად. 1905 წლიდან იყო
ბოლშევიკი. დაპატიმრებული იყო 1910 წელს. 1917 წლამდე მუშაობდა
ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში. 1918 წლიდან მუშაობდა ბოლშე-
ვიკურ იატაკქვეშეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
წინააღმდეგ; იყო შეიარაღებული აჯანყების ორგანიზატორი გორის
მაზრაში, 1920 წლის მაისში − სამხედრო სკოლაზე თავდასხმის ხელმ-
ძღვანელი. დევნის გამო გაიქცა ქვეყნიდან და მონაწილეობდა მთიელ-
თა ანტისაბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში ჩრდილოკავკასიაში − იყო თე-
რგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიის თანამშრომელი. 1921
წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ,
მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის პროფკავშირში, იყო საქართვე-
ლოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი. დიდი ტერორის
და ძველი ბოლშევიკების წმენდის დაწყების გამო თავი მოიკლა 1936
წელს.
ჯიბლაძე ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (1879-1938), დაიბადა ქუ-
თაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სამიქაოს თემის სოფელ გეზათში,
გლეხის ოჯახში. სწავლობდა ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში,
თუმცა კურსის დასრულება ვერ შეძლო. 1896 წლიდან მუშაობდა ამი-
ერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად; აქვე ჩაება
მუშათა სოციალ-დემოკრატიულ პირველ არალეგალურ წრეებში. 1897
წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წე-
ვრი. 1901 წელს, რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფი-
ცვის დაშლის შემდეგ, ჟანდარმერიამ დააპატიმრა და გაასახლა ტფილი-
სიდან. შემდგომ გადავიდა სამუშაოდ ბათუმის ქარხნებში, სადაც მუშა-
თა შორის სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელების ერთ-ერთი
პიონერი გახდა და მალევე ბათუმის მუშათა სოციალ-დემოკრატიული
არალეგალური კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. მრავალჯერ იყო და-
- 323 -

პატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური საბაბით. ვლადიმერ


ჯიბლაძე აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრა-
ობაში; მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. იყო რსდმპ ყრილობების
დელეგატი. უკანასკნელი გადასახლებიდან დაბრუნდა 1917 წლის თებე-
რვლის რევოლუციის შემდეგ. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრა-
ტიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართვე-
ლოს ეროვნული საბჭოს წევრი. იყო საქართველოს სახალხო გვა-
რდიის ერთ-ერთი დამაარსებელი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის
მთავარი შტაბის წევრად. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი,
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების
წევრი. მონაწილეობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციებში.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპირების დროს, მონაწილეობდა წითელი არმიის
წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში
და ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. ლადო ჯიბლაძე 1921 წლის 30
აპრილს დააპატიმრეს სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად საბჭოთა
რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასობრივი დაპატი-
მრების პირველი ტალღისას. გადაასახლეს რუსეთში, სადაც იყო 1937
წლამდე. 1937 წლის 13 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ კარიაკოვოში
და გადაგზავნეს მოსკოვში სსრკ შინსახკომის განკარგულებაში. ლადო
ჯიბლაძეს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ იოსებ
სტალინის სანქციით, „კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგა-
ნიზაციის“ წევრობის ბრალდებით, 1938 წლის 8 თებერვალს დახვრეტა
მიუსაჯა. დახვრიტეს 9 თებერვლის ღამით „კომუნარკაში“.
ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე (1859-1922), დაიბადა ქუთაი-
სის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ ამაღლებაში, სასულიე-
რო წოდების ოჯახში. 1879 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის
სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ტფილისის სასუ-
ლიერო სემინარიაში, სადაც მალევე დაიწყო სემინარიაში არსებული
რეჟიმის დარღვევა, აკრძალული ლიტერატურის გაცნობა და სემი-
ნარისტებს შორის ფარული წრეების ჩამოყალიბება. მეექვსე კურსზე
ყოფნისას, 1885 წელს, აკრძალული ლიტერატურის ქონის გამო სემი-
ნარიის რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის გადაწყვეტილებით, სილიბის-
ტრო ჯიბლაძე ე.წ. „მგლის ბილეთით“ გარიცხეს სემინარიიდან; რის
გამოც მან რექტორი ჩუდეცკი სემინარიის შენობაშივე თმით ათრია
და სცემა, რის გამოც ორი წლით გაგზავნეს „გამასწორებელ რაზმში
. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სილიბისტრო ჯიბლაძე გაეცნო
- 324 -

მარქსიზმის საფუძვლებს და უკვე 1893 წელს, ზესტაფონის კონფერენ-


ციიდან მოყოლებული, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების
ჯგუფების მუშაობაში ჩაერთო და მალე მისი ერთ-ერთი ლიდერიც
გახდა. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული პო-
ლიტიკური საბაბით. 1905 წლის გაზაფხულზე და პარტიაში დაწყებუ-
ლი განხეთქილების შემდეგ „მენშევიკების“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა;
აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში;
რევოლუციის დამარცხებისა და „რეაქციის“ დაწყების შემდეგ ხელმ-
ძღვანელობდა ტერორისტული აქტების განხორციელებას სადამსჯე-
ლო ოპერაციების მეთაურებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ;
მისი ხელმძღვანელობით მოკლეს ტფილისში გენერალი გრიაზნოვი
1906 წლის იანვარში. იყო რსდმპ ყრილობების დელეგატი. 1917 წლის
თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ტფილისის მუშათა და ჯა-
რისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი,
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლიდან ამიერკავკასი-
ის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკ-
რატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან საქართვე-
ლოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლიდან, საბ-
ჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ოკუპირების შემდეგ, დარჩა თბილისში და დაიწყო წინააღმდეგობის
მოძრაობის ორგანიზება. სილიბისტრო ჯიბლაძე გახდა საქართვე-
ლოში პარტიებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი მთა-
ვარი ინიციატორი ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ
საბრძოლველად − საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად
ერთიანი ფრონტის შექმნისათვის. სილიბისტრო ჯიბლაძე საქართვე-
ლოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) საქართველოს სოციალ-დემოკ-
რატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრა
1921 წლის 13 ივლისს, მას შემდეგ რაც ნაძალადევში, პლეხანოვის სა-
ხელობის მუშათა კლუბში იოსებ სტალინის მოხსენების საპასუხოდ
დარბაზში მძაფრი დისკუსია და მუშათა საპროტესტო დემონსტრაცია
გაიმართა. მოთავსებული იყო მეტეხის № 2 „გამასწორებელ სახლში“.
1921 შემოდგომაზე, მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს ციხი-
დან. განთავისუფლებისთანავე დაუბრუნდა იატაკქვეშა საქმიანობას
და ჩეკას მიერ დევნის გამო 17 ოქტომბრიდან გადავიდა არალეგალურ
მდგომარეობაზე. სილიბისტრო ჯიბლაძე გულის უკმარისობით გა-
რდაიცვალა 17 თებერვლის ღამის 11 საათზე კონსპირაციულ ბინაში.
დილით გადაასვენეს საკუთარ ბინაზე. მეორე დღეს ჩეკას წარმომა-
დგენლებმა ოჯახს მისი გვამი მოსტაცეს და გასაიდუმლოებულ ვი-
- 325 -

თარებაში დაასაფლავეს სავარაუდოდ, ვერის რუსულ სასაფლაოზე.


ჯორბენაძე იასონ, ბოლშევიკი.
ჯუღაშვილი იოსებ (სტალინი) ბესარიონის ძე (1878­-1953), დაიბადა
თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში, ხელოსნის ოჯახში. ეროვნება
დღემდე კამათს იწვევს მკვლევრებში. სწავლობდა თბილისის სასუ-
ლიერო სემინარიაში, სადაც შევიდა მოსწავლეთა სოციალ-დემოკ-
რატიულ წრეში. 1899 წელს სემინარიიდან გარიცხეს სწავლის სა-
ფასურის გადაუხდელობის გამო; მუშაობდა თბილისის სხვადასხვა
დაწესებულებებში, იყო მარქსიზმის პორპაგანდისტი მუშათა შორის.
1901 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციიდან
გააძევეს ინტრიგნობის გამო. გადასახლდა ბათუმში, სადაც მუშაობა
დაიწყო ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში და შეუდგა მუშათა
სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მოწყობას რსდმპ ბათუმის
კომიტეტის გვერდის ავლით. 1902 წლის მარტში მის მიერ ორგანიზე-
ბული გაფიცვის გამო დაპატიმრებული მუშების გათავისუფლების
მოთხოვნით გამოსულ მუშათა მიტინგს შეტაკება მოუხდა პოლიცი-
ისა და ჯარის ნაწილებთან, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა მოკლეს
და დაჭრეს და ბათუმის მუშების დიდი ნაწილი დაითხოვეს სამსახუ-
რებიდან. იოსებ ჯუღაშვილი დააპატიმრეს და მოათავსეს ქუთაისის
ციხეში. გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა და
დაბრუნდა თბილისში, სადაც კვლავ მიიღეს სოციალ-დემოკრატი-
ულ ორგანიზაციაში. 1905 წლიდან იყო ბოლშევიკი. აქტიურად მონა-
წილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში თბილისში. იყო
რსდმპ კონფერენციების დელეგატი. 1907 წლიდან კვლავ განდევნეს
თბილისის ორგანიზაციიდან, 13 ივნისს საბანკო ეკიპაჟის გაძარცვისა
და ფულის გატაცების საქმესთან კავშირის ეჭვით. ოჯახთან ერთად
გადასახლდა ბაქოში, სადაც ადგილობრივი ბოლშევიკების ერთ-ერთ
ლიდერად იქცა; შეიარაღებული რაზმების საშუალებით განაგრძობდა
ექსპროპროაციებს და ამარაგებდა ფინანსებით ბოლშევიკური პარტი-
ის ცენტრს. ბაქოში მუშაობის პერიოდში პარტიაში არსებობდა ეჭვი
მისი მეფის პოლიტიკურ პოლიცია − „ოხრანკასთან“ კავშირის შესახებ.
დააპატიმრეს ბაქოში და გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც კვლავ გა-
იქცა და ცხოვრობდა არალეგალურად, 1917 წლამდე ჯამში შვიდჯერ
იყო დაპატიმრებული. მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლ-
შევიკურ გადატრიალებაში − რუსეთის სამოქალაქო ომში, სადაც ხე-
ლმძღვანელობდა ლატიში მსროლელების სადამსჯელო რაზმს ფრო-
ნტის გასამაგრებლად. იყო რსფსრ ნაციონალურ საქმეთა სახალხო
კომისარი. 1922 წელს გახდა საკავშირო კომპარტიის ცენტრალური
- 326 -

კომიტეტის გენერალური მდივანი. 1920-­იანი წლების ბოლოს, მთავა-


რი კონკურენტის − ლევ ტროცკის განეიტრალების შემდეგ იყო სსრკ­
ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი 1953 წლამდე. 1941 წლიდან
იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მსოფლიო
ის­ტორიაში ერთ­-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორი.
ჯუღელი ვალერიან (ვალიკო) ანთიმოსის ძე (1887-1924), დაიბადა
ქუთაისის გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ სვირში, პედაგოგის
ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ჩაება
სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობდა
1904-1905 წლებში ქუთაისში მოსწავლეების მიერ მოწყობილ საპრო-
ტესტო დემონსტრაციებში, რის გამოც გიმნაზიიდან გარიცხეს. 1905
წელს ვალიკო ჯუღელი ცხოვრობდა მოსკოვში და აქტიურად მონაწი-
ლეობდა რევოლუციურ შეიარაღებულ გამოსვლებში; რევოლუციის
დამარცხების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში; 1912 წელს დაასრულა
სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტ-
ში. სტუდენტობის დროიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრა-
ტიული მუშათა პარტიის „ბოლშევიკების ფრაქციაში“. 1917 წლის თე-
ბერვლის რევოლუციის შემდეგ, თბილისში მიემხრო „მენშევიკების“
ფრაქციას. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუ-
ტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; იყო საქართვე-
ლოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი
დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის
მთავარი შტაბის წევრად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო
გვარდიის საბრძოლო ოპერაციების უმრავლესობას. არჩეული იყო
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს იყო ამიერკა-
ვკასიის სეიმის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
პარლამენტის წევრი. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ სა-
ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, ხე-
ლმძღვანელობდა სახალხო გვარდიის შენაერთებს წითელი არმიის
წინააღმდეგ ბრძოლებში; დაიჭრა ბრძოლისას და 1921 წლის 16 მარტს
მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად და-
ტოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა. 1921 წლის მარტიდან
ცხოვრობდა სტამბოლში; იყო პარტიათა შორის მოლაპარაკებების
პროცესის აქტიური მონაწილე საერთო ფრონტის შექმნის მიზნით ბო-
ლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1923-1924 წლებში სწა-
ვლობდა საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში. ვალიკო ჯუღელი ბენია
ჩხიკვიშვილთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასა და ვიქტორ
- 327 -

ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში


1924 წლის მაისში; შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო
კომისიაში და ხელმძღვანელობდა საყოველთაო შეიარაღებული აჯა-
ნყების სამზადისს. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ვალიკო
ჯუღელი დააპატიმრა 1924 წლის 6 აგვისტოს. ჩეკაში დაკითხვისას
სტამბოლში მის მიერვე დამუშავებული აჯანყების გეგმა აჩვენეს, რი-
თაც დარწმუნდა, რომ აჯანყება გაცემული იყო − თვითმკვლელობის
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოითხოვა, რომ მიეცათ საშუა-
ლება, დაკავშირებოდა ამხანაგებს თხოვნით − აჯანყება გაეუქმებინათ.
ვალიკო ჯუღელმა გაზეთ „კომუნისტის“ ფუცლებიდანაც მიმართა თა-
ნამებრძოლებს იმავე თხოვნით. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა
აჯანყების დაწყებისთანავე, ჩეკამ ვალიკო ჯუღელი სხვა პოლიტპატი-
მრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტა თბილისში, სავარაუ-
დოდ 30 აგვისტოს ღამით.
ჯუღელი სევერიან მოსეს ძე (1877-1909), დაიბადა ქუთაისის გუბერ-
ნიის შორაპნის მაზრის სოფელ ჩხარში, მღვდლის ოჯახში. სწავლობდა
ტფილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს
სემინარისტების საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო. ამ
პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშა-
ობაში. იყო ტფილისის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პირველი
წრეების ორგანიზატორი. 1900 და 1901 წლებში იყო რსდმპ ტფილისის
კომიტეტის წევრი. დააპატიმრეს 1902 წელს და გადაასახლეს ციმბირ-
ში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
ტფილისში. 1907 წელს არჩეული იყო რუსეთის მეორე სახელმწიფო
სათთბიროს დეპუტატად. ამავე წელს დუმის გარეკვისა და სოცია-
ლ-დემოკრატიული ფრაქციის წევრების პასუხისგებაში მიცემის შე-
მდეგ დააპატიმრეს. იჯდა ტფილისის მეტეხის ციხეში, სადაც მენინგი-
ტით გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.
„შენ დემოკრატიისთვის“ - არასამთავრობო ორგანიზაცია

Ara universitettan vart nacili. Aravin ar icis vin aris es xalxi ruporit xma gadafares da daanace-
vres aqcia. Mand bervi xalxia?
Sent: 24-Sept-2012 16:48:34

ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, სტუდენტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული


პროტესტის ერთ-ერთი აქტივისტისგან მივიღეთ. მსვლელობა უნივერსიტეტის
ბაღიდან დაიწყო და თავდაცვის სამინისტროსთან დამთავრდა. იქ მისულ სტუდენტებს,
მოულოდნელად, სხვა ადამიანების ჯგუფი მანქანაზე დამონტაჟებული ხმის ოთხი
გამაძლიერებელით, იუსტიციის სახლისკენ გაყოლას მოუწოდებდა. კიდევ სხვა ჯგუფი,
ხალხის ნაწილს სამების ტაძრისკენ გალობით გაუძღვა. სტუდენტი აქტივისტები კი,
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან ნათხოვარი მეგაფონით, რომლის სუსტი
ხმა სრულიად შთანთქა ელექტრო მოწყობილობამ, დემონსტრანტებს თავდაცვის
სამინისტროსთან დარჩენას სთხოვდნენ. ასე დაიქსაქსა აქცია.
იმ დღეებში, მსგავსი რამ სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობებზეც მოხდა. ამ
ამბების შემყურე თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, სტუდენტებს დავხმარებოდით
ხმის მოწყობილობის ქირაობში ან შეძენაში. ამიტომაც ვცადეთ შეგვეგროვებინა
ფული ან ორგანიზაცია ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ და დონორები ერთად
მოგვეძებნა. ყველა შეთავაზებას უარი მოსდევდა. ძალიან კარგი და გულწრფელი
აქციები კი, უკეთეს ორგანიზებას, მინიმუმ უკეთეს ხმას მოითხოვდა.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია,
რომელიც თვითონ მოძებნიდა წყაროებს ქუჩის აქციაზე პროტესტანტის სიტყვის
გასაძლიერებლად. ასე დაიბადა „შენ დემოკრატიისთვის”. მას შემდეგ ჩვენი ამოცანა
და ყოველდღიური საქმიანობაა, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ნათქვამი ან
დაწერილი სიტყვის გაძლიერება.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიზანია, ხელი შეუწ­ ყოს საბჭოთა


ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური,
სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას
სურს, შექმნას თავი­
სუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული
განვითარების ხელშესაწყობად.

info@sovlab.ge / www.sovlab.ge

daibeWda gamomcemloba `universalSi~


Tbilisi, 0186, a. politkovskaias 4, : 5(99)33 52 02; 5(99) 17 22 30
E–mail: universal505@ymail.com; gamomcemlobauniversali@gmail.com

© შენ დემოკრატიისთვის
ყველა უფლება დაცულია

© საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 2017


ყველა უფლება დაცულია
„dro daubruneblaT midis, Cvenc Tan mivyvebiT. ukan
sxvebi modian, Cvens ambavs daeZeben, ikvleven da mo-
maval Taobas mouTxroben. momavali mkvlevarni da
momTxrobni Cvens dros, ambavs, nakls, Rirsebas sxva da
sxva adliT gazomen da ueWvelia, msjavrs dasdeben.“
zaqaria CiCua

`sabWoTa warsulis kvlevis laboratoria~ da `Sen


demokratiisTvis~ warmogidgenT muSa-xalxosnis, so-
cial-demokratiuli moZraobis erT-erTi uxucesis da
Zveli bolSevikis – araqela oquaSvilis mogonebebs.
araqela iyo pirveli revolucioneri, vinc sajarod
aRmarTa wiTeli droSa TbilisSi sapirvelmaiso demo­
nstraciis dros 1901 wels. muSaTa moZraobaSi igi didi
avtoritetiT sargeblobda da SemdgomSi mas `stali­
nis maswavleblis~ saxeliTac icnobdnen. Mmravaljer
dapatimrebuli da gadasaxlebuli araqela 1905 wli-
dan uryevi bolSeviki iyo, Tumca 1922 wlidan misi da
`moswavlis~ gzebi gaiyo. 1930-iani wlebis Sua period-
Si dawerili es memuarebi, avtoris daxvretis Semdeg
1937 wlidan mudmivad saidumlod inaxeboda da dRes
pirvelad ibeWdeba.
uSualo, qalaquri eniT naweri, misi fantastikuri da
tragikuli cxovrebis gzis amsaxveli am monaTxrobiT,
gardacvalebidan 80 wlis Semdeg iwyeba `akrZaluli
mexsierebis~ seriis gamocema.
wigni gamoicema sagamomcemlo seriiT – „akrZaluli
mexsiereba“, romlis mizania, istoriis TeTri laqebi
am periodebis Tanamedrove mowmeTa mexsierebiT, mona­
T­xrobiTa da gancdiliT Seavsos. sloganiT, „erTi
adamiani, erTi bediswera, saerTo istoria“ sovla-
bi araerT saintereso da usamarTlod daviwyebul
mogonebas SemogTavazebT.

9 789941 093203

You might also like