Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ბილეთი 3.

ძველი ეგვიპტე
(სახელმწიფოების წარმოქმნა, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა)

დაარსდა ძვ.წ IV ათასწლეულში. ნილოსი განაპირობებდა მიმდებარე


ტერიტორიის ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. ის იძლეოდა ჭარბი მოსავლის
აღების საშუალებას, რაც ხელს უწყობდა ქვეყნის აღმავლობას. ჰეროდოტემ
ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“ უწოდა.
ეგვიპტე დაყოფილი იყო ორ სამეფოდ - ზემო და ქვემო. ძვ.წ 3100 წელს მენესმა
გააერთიანა და დედაქალაქი გახდა მემფისი.
ძვ.წ XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან შემოსულმა ჰიქსოსებმა. ისინი
რკინის კარგი ოსტატები იყვნენ, შემოიტანეს სამხედრო აღჭურვილობა, სამხედრო
ეტლი.
ძვ.წ XV-XIII სს ეგვიპტის ძლიერების ხანაა, იპყრობს სირია-პალესტინას,
უმეზობლდება წინა აზიის ქვეყნებს - ხეთებს, მითანს, ბაბილონს. საზღვრები
გაფართოვდა თუტმოს III-ის დროს.
ძვ.წ 1274 წელს ჩრდილოეთ სირიის გამო ეგვიპტესა და ხეთებს შორის გაიმართა
ქადეშის ბრძოლა(ეტლების ბრძოლა). {რამსეს II; მუვათალII; ხათსილ III}. დაიდო
მსოფლიოში პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ასლი გაროს შტაბ-
ბინაში (ნიუ იორკი) ინახება.
ძვ. წ 525 წელს ეგვიპტე დაიპყრო სპარსეთის მეფე კამბისეს II-მ;
ძვ. წ 332 წელს - ალექსანდრე მაკედონელმა;
ახ.წ VII საუკუნის ბოლოს შეწყვიტა არსებობა.

ეგვიპტეს განაგებდა ფარაონი. ძვ.წ XXVIII საუკუნიდან დაიწყო ფარაონებისთვის


პირამიდების აგება. პირველი პიამიდა ჯოსერს უკეთვნოდა.
ხეოფსის პირამიდა აიგო ძვ.წ XXVI საუკუნეში, დაიხარჯა 2 300 000 ლოდი,
თითოეული მათგანი 2 ტონაზე მეტს იწონიდა. მის მახლობლად არის დიდი
სფინქსი, რომლის დანიშნულებაც პირამიდის დაცვა იყო.
მუმიფიცირება. ხელუხლებელი სახით მოაღწია ტუტანხამონის და მისი მეუღლის
აკლდამამ, რომელიც აღმოაჩინეს 1922 წელს.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელი იყო მრავალღმერთიანობა. მთავარი ღვთაება
იყო მზის ღმერთი - ამონ რა.
ძვწ XVI საუკუნეში ამენხოტეპ IV-მ ანუ ეხნატონმა და მისმა მეუღლე ნეფერტიტმა
დაამკვიდრეს ერთღმერთიანობა. მთავარ ღმერთად გამოაცხადეს მზის დისტო -
ატონი.
საწერი მასალა - პაპირუსი. იეროგლაფიური დამწერლობა გაშიფრა ფრანგმა
მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლეონმა (პტოლემაიოსი და კლეოპატრა).
ბილეთი 3.2

ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში


(კოლხეთი, ქართლი)

„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ქართლის მმართველად აზონი დანიშნეს,


რომელიც მკაცრი მმართველი გამოდგა. აზონს დაუპირისპირდა ფარნავაზი,
მცხეთის მამასახლისის ძმიშვილი, რომელსაც ეხმარებოდა დასავლეთ
საქართველოს მმართველი ქუჯი და ჩრდილოკავკასიელი მთიელები. მის მხარეზე
დადგა აზონის 1000 მხედარიც. ფარნავაზმა თავი მეფედ გამოაცხადა. მას სამეფო
ნიშნები სელევკიდური სახელმწიფოს მმართველმა, ანტიოქოს I-მა გამოუგზავნა.
ფარნავაზმა ქვეყანა დაყო 8 საერისთავოდ და 1 სასპასპეტოდ. საერისთავოს
სათავეში მეფის მოხელე-ერისთავი იდგა. უფრო დიდი ტერიტორიული ერთეული
იყო სასპასპეტო, რომელიც მოიცავდა მთელ შიდა ქართლს. მისი განმგებელი იყო
სპასპეტი და ყველა ერისთავზე მაღლა იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ
სპასალარნი და ათათისთავნი, რომელთა მეშვეობითაც იკრიფებოდა ხარკი.
ფარნავაზმა შექმნა მთავარი ღვთაების - არმაზის კულტი. არმაზის კერპი ქართლის
მთაზე აღმართეს, სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზციხე ეწოდა.
ფარნავაზს ლეონტი მოველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის
შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს.
ქართის სამეფო გაძლიერდა ფარნავაზის მემკვიდრეების, საურმაგის და მირიან I-
ის დროს.
ქართლის სახელმწიფოებრივ მოწყობასა და საზოგადოებრივი წყობის შესახებ
ცნობებს გვაწვდის სტრაბონი. მისი თქმით, ქართლი მონარქიული სახელმწიფოა,
რომლის სათავეში დგას მეფე, ის სამეფოს საგვარეულოს - სეფე გვარის მეშვეობით
განაგებდა. სატახტო ქალაქი - მცხეთა. ხელისუფლება გადადიოდა
მემკვიდრეობით გვარში უფროსზე, ხოლო უფრო გვიან - მამიდან შვილზე.
ერისთავების არჩევა და შეცვლა მხოლოდ მეფეს შეეძლო. მეორე პირი იყო
სპასპეტი, რომელიც ითავსებდა მთავარსარდლისა და უმაღლესი მსაჯულის
მოვალეობებს. იგი განაგებდა შიდა ქართლს.
ქართლის მოსახლეობის უმრავლესობას თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი
მეთემეები, ნუ „ერები“ შეადგენდნენ. მათ შემორჩენილი ჰქონდათ გვაროვნული
დემოკრატიის ნიშნები. მშვიდობიანობის დროს ეწეოდნენ მიწათმოქმედებას,
ხოლო ომიანობის დროს მიდიოდნენ ლაშქრობაში.
იყვნენ მონებიც, რომლებსაც იყენებდნენ მძიმე სამუშაოებისთვის, როგორიც იყო
მაღაროებისა და ციხეების მშენებლობა, გზებისა და არხების გაყვანა და ა.შ.
ქურუმების განკარგულებაში იყო დიდი სატაძრო მამულები და საგანური,
რომელიც წლების განმში გროვდებოდა შემოწირულობებით.
სტრაბონი ასახელებს ეზოსმოძღვარსაც, რომელიც სათავეში ედგა სამეფო
ადმინისტრაციას. იგი განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს, კრეფდა
გადასახადებს, სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას და ჩართული იყო სამხედრო
საქმიანობაშიც.

ბილეთი 3.3

ქრისტიანობა
(წარმოშობა, გაავრცელება, I, IV და VII მსოფლიო საეკლესიო კრებები)

ქრისტიანობა წარმოიშვა I საუკუნეში, პალესტინაში. მახარებლები - მათე, იოანე,


მარკოზი, ლუკა. შეადგინეს ოთხთავი - სახარება.
ბიბლია - ძველი და ახალი აღთქმა. ძველი - იუდაიზმისა და ქრისტიანობის
საერთო წმინდა წიგნი; ახალი - იესო ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა;
ქრისტიანობის გავრცელებას დაუპირისპირდა ქურუმები და საიმპერატორო
ხელისუფლება. ქურუმები ეშინოდათ სავარაუდო გავლენის დაკარგვის, ხოლო
იმპერატორები სახელწიფოში სიმშვიდის დარღვევაზე ღელავდნენ.
I-IV საუკუნეებში იდევნებოდა ქრისტიანები, გაძლიერდა დიოკლიტიანეს დროს,
III-IV საუკუნეებში.
I-IV საუკუნეები - კატაკომბური პერიოდი, ამ დროს გაჩნდა ხატები.
I საუკუნე - მოციქულთა ეპოქა.
ქრისტეს ყავდა 70 მოწაფე, 12 რჩეული.
313 წელს კონსტანტინე I დიდმა გამოსცა „მილანის ედიქტი“, რომელიც
ითვალისწინებდა შემწყნარებლობას ყველა სარწმუნოების მიმართ.
რომი გაქრისტიანდა 324 წელს. მემატიანე - ევსები კესარიელი.
კაპადოკიელი მამები - ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი
ლაბარუმი
ფრანკთა გაქრისტიანება - 496 წლის 25 დეკემბერი, მეფე - ხლოდვიგი; მისი ცოლი
- კლოტილდა, სიმობლო - შროშანი, რემიგიუსი;
ქართლის გაქრისტიანება - 326 წელი. მეფე - მირიანი; დედოფალი - ნანა;
სასწაული - თხოთის მთა. პირველი მოციქულები - ანდრია პირველწოდებული,
სვიმონ კანანელი(ანაკოფია), მატათა (გონიო). კვართი ჩამოიტანა ელიოზ
მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა.
სომხეთის გაქრისტიანება - 301 წელი. მეფე - თრდატ III დიდი, გრიოგლ
განმანათლებელი, რიფსიმიანი ქალწულები - ნუნე (წმ,ნინო), გაიანე, რიფსიმე.
ისტორიკოსი - მოვსეს ხორენაცი.
ირანში ქრისტიანობა III საუკუნეში ფართოდ გავრცელდა.
საქართველოში ვრცელდება I საუკუნიდან.
ნასტაგისი
წმ. ნინო-კაპადოკიიდან, დედა-სუსანა, მამა-ზაბილონი, აღმზრდელი - სარა
ნიაფორა;
კონსტანტინემ და დედამისმა ელენემ გამოგზავნა ქართლში ეპისკოპოსი იოანე,
აკურთხეს მდ. მტკვარი და მონათლეს მცხეთისა და ქართლის მოსახლეობა.
I მსოფლიო საეკლესიო კრება (ნიკეის კრება) მოიწვია კონსტანტინე დიდმა 325
წელს. განისაზღვრა ქრისტიანული რწმენის სიმბოლო, აღდგომის დღესასწაული.
ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.
IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა 451 წელს ქალაქ ქალკდონიაში,
განიხილებოდა ქრისტეს ბუნებოვნობა, დაიგმო მონოფიზიტური მიმდინარეობა.
დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც უწოდებენ.
VII მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 787 წელს ნიკეაში, აიკრძალა
ხატმებრძოლეობა და სიმონია (საეკლესიო თანამდებობით ვაჭრობა).
1054 წელს მოხდა სქიზმა - დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები დაეთიშნენ
ერთმანეთს, ეკლესია გაიყო მართლმადიდებლურად და კათოლიკურად.

ბილეთი 3.4
დიდი ომიანობა ეგრისში.ერისმთავრობის დაწესება ქართლში

325 წელს სპარსელებმა ქართლში გააუქმეს მეფობა, დასვეს მარზპანი. ირანს


ეხმარებოდა დიდაზნაურები, რომლებსაც შაჰის კარი მიწებსა და მაღალ
თანამდებობებს ჰპირდებოდა. ისინი ხელს უწყობდნენ ქვეყნის
დეცენტრალიზაციას.
ეგრისის დიდი ომიანობა(542-562) – 20-წლიანი ომი სასანიანთა ირანსა და
ბიზანტიას შორის ეგრისში ბატონობისთვის. გაიმარჯვა ბიზანტიამ. მეფე გუბაზი
დახმარებას სთხოვს ხოსრო I ანუშირვანს ბიზანტიელების წინააღმდეგ
საბრძოლველად, სანაცვლოდ კი შავ ზღვაზე გასასვლელს ჰპირდება. 554 წელს
მოკლეს მეფე გუბაზი. 555 წელს გაიმართა სახალხო კრება ეგრისში. აიეტი
მოუწოდებდა, რომ ირანელთა მხარე დაეჭირათ, ხოლო ფარტაძი მოითხოვდა
მეფის მკვლელის დასჯას. 562 წელს დაიდო დარას ზავი 50 წლით, რომლის
მიხედვითაც ირანი ეგრისს ბიზანტიის კეისარს უთმობდა.
პროკოპი კესარიელი - იუსტინიანეს ისტორიკოსი, აღწერა ეგრისის ომი.
ერისმთავარი - გურგენი(გუარამი). ბიზანტიის იმპერატორმა მას კურაპალატის
ტიტული მიანიჭა.
სტეფანოზ I - ბიზანტიის მოკავშირე, დიოფიზიტი, ააგო მცხეთის ჯვრის
მონასტერი. მის დროს იჭრებოდა ფული.
ბილეთი 3.5
არაბთა ბატონობა საქართველოში

არაბებმა საქართველოში ლაშქრობა VII საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს. მათ


ბიზანტიელები გააძევეს სირია-პალესტინიდან და შუამდინარეთიდან. სომხეთის
დაპყრობის შემდეგ კი მათი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა საქართველოსკენ
გამოემართა. ის დაუზავდა ქართლის ერისმთავარს, გაუფორმა „დაცვის სიგელი“.
მისი პირობები არც ისე მძიმე იყო. არაბთა სახალიფოში ატყდა შინაომი, რითიც
ისარგებლეს ქართველებმა, სომხებმა და ალბანელებმა და მათი ბატონობისთან
თავი გაითავისუფლეს. ამჯერად საქართველოს თავს დაესხა ბიზანტიელები და
ხაზარები. არაბებმა საქართველოში ფეხი VII საუკუნის ბოლოს მოიკიდეს
ქართლში და დასავლეთ საქართველოშიც შეძლეს გადასვლა. 724 წელს არაბმა
სარდალმა, ჯარაჰმა განაახლა დაცვის სიგელი და სულადობრივ ჯიზიასთან
ერთად მოსახლეონას ხარაჯაც დააკისრა, რამაც აჯანყებები გამოიწვია.
არაბების მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ხაზარები, რომელთანაც გაერთიანდა
ქართლის განმგებელი. 730 წელს ხაზართა დიდი ჯარი შემოვიდა საქართველოში,
ქართლის ერისმთავრის დახმარებით მან შეძლო არაბების დამარცხება.
ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა ხაზართა გასანადგურებლად საქართველოში
გამოაგზავნა მისი ძმის შვილი მერვან იბნ მუჰამადი 735 წელს, რომელსაც
სისასტიკის გამო ქართველებმა „ყრუ“ უწოდეს. ამ დროს ქართლის ერისმთავარი
იყო სტეფანოზ II, ის იძულებელი გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო,
მას უკან გაჰყვა მურავან ყრუ. სტეფანოზის შვილები გამაგრებულნი იყვნენ
ანაკოფიის ციხეში, რომლის აღებაც მურვანმა ვერ შეძლო. ის გადავიდა
ჩრდილოეთ კავკასიაში, დაიმორჩილაა მისი რამდენიმე ტომი, თუმცა სირიაში
გაბრუნდა, როცა გაიგო იქ ტახტისთვის ატეხილი ბრძოლის შესახებ, იქ ის ხალიფა
გახდა მერვან II-ის სახელით (იყო უკანასკნელი ხალია ომაიანთა დინასტიიდან).
ქართლს მართავდა ამირა, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო. არაბებმა მთელი
საქართველოს დაპყრობა ვერ მოახერხეს. მათი ბატონობა ვრცელდებოდა მხოლოდ
ქართლის შიდა ტერიტორიაზე, ხოლო განაპირა ოლქებში ისინი მხოლოდ
დროდადრო აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს.

You might also like