Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ათათურქი და მისი

რეფორმები

მოსწავლე: ანა ჯორთმენაძე


მასწავლებელი: რუსუდან ვადაჭკორია
კლასი: X(ბ)
სარჩევი

ვინ იყო
ათათურქი?..........................................................3

ქემალიზმი.........................................................................
4

ათათურქის მიერ გატარებული


რეფორმები............................................................………5

მუსტაფა ქემალ ათათურქი „უკანასკნელ


გზაზე“.....................................................…………………..7

რესურსები.........................................................................
8
2
მუსტაფა ქემალ ათათურქი დაიბადა 1881 წელს. ის
იყო თურქეთის არმიის ოფიცერი და
რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის
რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი
პრეზიდენტი. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა
თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა
გალიპოლის ბრძოლაში დივიზიონის მეთაურად
მსახურობის განმავლობაში.

ათათურქმა ხალხს თავი დაამახსოვრა, როგორც


ადამიანმა, რომელმაც ოტომანთა იმპერიის
ნამსხვრევებიდან დაარსა თურქეთის
სუვენერიტეტული რესპუბლიკა. მისი წვლილი
თანამედროვე დამოუკიდებელი თურქეთის
განვითარებაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ
მისი ხსოვნის შეურაცხყოფა დღემდე ციხით ისჯება.

ის ოტომანთა იმპერიის ხანაში დაიბადა, რომელიც


600 წლის მანძილზე აკონტროლებდა დიდ ტერიტორიას ხმელთაშუაზღვის აუზში. 12 წლის
სამხედრო სკოლაში შევიდა. მან პირველი ნაბიჯები როგორც ჯარისკაცმა გადადგა ლიბიაში
მომხდარ ბრძოლებში იტალიელების წინააღმდეგ 1911-დან 1912 წლამდე. მოგვიანებით
პირველი მსოფლიო ომისას ეხმარებოდა წამყვან ძალებს, რომლებმაც გზა გადაუეღობეს
დარდანელის ოპერაციისას ალიანსის წევრების თურქეთიდან გასაძევებლად. ბერძნებთან და
სომხებთან მისი მტკიცე გამარჯვების შემდგომ ლოზანის საზღვაო ხელშეკრულება
განმტკიცდა 1923 წლის ივლისში, რისი მეშვეობითაც თურქეთი აღიარეს დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ. მოგვიანებით, ნაციონალურმა კრებამ თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა
და ათათურქი პირველ პრეზიდენტად დაინიშნა. როგორც რესპუბლიკის პირველმა
პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი შორს გამიზნულ რეფორმათა სერია,
რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს გამოყალიბება იყო.
საოჯახო გვართა კანონის თანახმად თურქეთის ეროვნულმა კრებამ მუსტაფა ქემალს 1934
წლის 24 ნოემბერს „ათათურქის“ (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.

ოსმანთა იმპერიის მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების


გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში
თურქების ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად
ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც
რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოიღო მთელი რიგი შორს
გამიზნულ რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული
სახელმწიფოს ჩამოყალიბება,ევროპული სტილის საზოგადოების შექმნა იყო. საოჯახო გვართა
კანონის თანახმად თურქეთის ეროვნულმა კრებამ მუსტაფა ქემალს 1934 წლის 24 ნოემბერს
„ათათურქის“ (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.
3
ქემალიზმის პრინციპებია: რესპუბლიკურობა, ნაციონალიზმი, ხალხურობა, ეტატიზმი, ლაიციზმი და
რევოლუციურობა.

რესპუბლიკურობა - 1924, 1961 და 1982 წლების კონსტიტუციების მიხედვით, თურქეთში


რესპუბლიკური მმართველობის ფორმაა. კანონით დაუშვებელია მისი შეცვლა ან ამ საკითხის
განსახილველად დაყენებაც კი. ათათურქი ქვეყნის მართვის ყველაზე მისაღებ და მოსახერხებელ
მოდელად რესპუბლიკური მმართველობის ფორმას მიიჩნევდა. სწორედ ამის გამო გააძევეს ქვეყნიდან
ოსმალეთის უკამასკნელი სულთნის ოჯახის წევრები, რომლებსაც ბოლო დრომდე ეკრძალებოდათ
თურქეთში დაბრუნება.

ნაციონალიზმი - ათათურქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ პრინციპს, რადგან მისი საშუალებით


ხდება თურქი ერის ერთიანობის დაცვა. იგი ამბობდა: „ჩვენი ნაციონალიზმი არავითარ შემთხევაში არ
არის ეგოისტური და ამპარტავნული ნაციონალიზმი“. ამასთან, მკვეთრად ასხვავებდა ერთმანეთისგან
ნაციონალიზმსა და ნაციზმს. თანახმად ათათურქის განმარტებისა, ბუნებრივი და ისტორიული
ფაქტორები, რომლებიც ქმნის ერს, ეს არის: საერთო ემა, საერთო სამშობლო, საერთო წარმოშობა და
რასობრივი ერთიანობა, ისტორული ერთიანობა, ზნეობრივი საფუძვლების ერთიანობა. ამასთან,
ათათურქმა დაამკვიდრა ცნობილი ფრაზა, რომელიც დიდი ასოებით წერია თურქეთის ნებისმიერი
სკოლის კედლებზე: „რა დებიერია ის, ვინც ამბობს, რომ თურქია“.

ხალხოსნობა - ათათურქის მიხედვით, ეს


დემოკრატიულობაა, არ ცნობს პიროვნებებს
შორის პრივილეგიებს და არ ეთანხმება
კლასობრივ ბრძოლას.

ეტატიზმი - ამ პრინციპს ორი განმარტება აქვს.


ფართო გაგებით იგი ნიშნავს ეკონომიკისა და
სოციალურ-კულტურული აღორძინების
პოლიტიკის გატარებას, ვიწრო გაგებით კი -
სახელმწიდოს წარმმართველ როლს ეკონომიკაში.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს
სახელმწიფო აწარმოებს.

ლაიციზმი - გულისხმობს რელიგიის გამოყოფას სახელმწიფოსგან. ათათურქი ამბობდა: „ჩვენ პატივს


ვცემთ რელიგიას. არ ვეწინააღმდეგებით არავის აზრებს და აზროვნების წესს. ჩვენ მხოლოდ
ვცდილობთ, რომ რელიგიური და სახელმწიფო საქმეები არ აირიოს ერთმანეთში“.

რევოლუციურობა - იგი, ერთი მხრივ, გულისხმობს სახოგადოების მუდმის განვითარებას და მეორე


მხრივ, ქემალისტური რევოლუციის სახელით აერთიანებს ყველა ზემოხსენებულ პრინციპს.

ქემალიზმის ექვსივე დებულება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთიდან


გამომდინარეობს. მაგრამ ამის მიუხედავად, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ქემალიზმი არ არის
მწყობრი თეორიული სისტემა და წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული იდეების ჯამს.
4
მსოფლიო ისტორიაში ალბათ ძნელად
მოიძებნება პიროვნება, რომელმაც ისე
რადიკალურად შეცვალა საკუთარი ქვეყნის
გეზი, როგორც ეს ათათურქმა მოახერხა.

ათათურქს იმ პერიოდში მოუწია ცხოვრება


და მოღვაწეობა, რომელსაც თავისუფლად
შეიძლება ეწოდოს „ბელადების ეპოქა“. იმ
დროს სწორედ ერთეულები წყვეტდნენ
ერების, სახელმწიფოებისა და მთელი
მსოფლიოს ბედს.

„ვინ არის თურქეთის მოქალაქე? - თურქეთის მოქალაქეა ის ადამიანი, რომელიც ქორწინდება


შვეიცარიული სამოქალაქო სამართლით, სამართლდება გერმანული პროცესუალური
კოდექსით, ისჯება იტალიური სისხლის სამართლის კოდექსით, მართავენ ფრანგყლი
ადმინისტრაციული სამართლით და ასაფლავებენ ისლამის კანონებით“. ეს კარგად ასახავს
თურქთა იმ მდგომარეობას, რომელიც მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელისუფლებაში
მოსვლის დროს სუფევდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თანამედროვე თურქული
სახელმწიფოს ფუძემდებელმა ქვეყანაში ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმების ჩატარება,
რომელიც მის სამშობლოს სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენებდა. როგორც
ისტორიკოსები ირმუნებიან, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაბადებული ათათურქის
უმთავრეს მიზანს, თურქეთის ევროპული ყაიდის სახელმწიფიდ ქცევა წარმოადგენდა და
დაიწყო იმ ტრადიციების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც თურქეთს - „ევროპულ
ფანფარაში“ გახედვაში უშლიდა ხელს: თურქ მანდილოსნებს აუკრძალა ტრადიციული
თავსაბურავის - ფესკას ტარება. ათათურქმა აღნიშნული საკუთხის შესახებ განაცხადა: „ფესკა
წარმოაგენს პროგრესისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ გულგრილობის,
ფანატიზმისა და სიძულვილის დამახასიათებელ სიმბოლოს“; თურქ მანდილოსნებს ასევე
აეკრძალათ ჩადრის ტარება. „ქალის მიერ სახის დამალვა ჩვენს ერს სასაცილო
მდგომარეობაში აგდებს“, -ამბობდა დიდი რეფორმატორი; თურქეთი მოქალაქეებისათვის
დაამკვიდრა გვარის მიღების აუცილებლობა და მათ არ შეუზღუდა უფლება აეღოთ ის
გვარები, რომელსაც მოისურვებდნენ. ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ მრავალმა თურქმა
მეტად უცნაური გვარი შეარჩია. მაგალითად, თუკი ვინმე ისმაილი პროფესიით ფოსტალიონი
იყო, მას შეეძლო გვარად - ფოსტალიონი მიეღო (ასევე იყო სხვა პროფესიების შემთხვევაშიც).
გარდა ამისა, თურქები თავადაც ირჩევდნენ ისეთ გვარებს, როგორებიცაა - კეთილი, გონიერი,
თავაზიანი, ლამაზი და სხვა. მან იმდენად წარმატებული რეფორმები განახორციელა
ეკონომიკაში, რომ ახლად დაფუძნებული თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკა 1930-იან
წლებში მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა ეკონომიკური განვითარების ტემპებით
(ამბობენ, რომ ათათურქის მიერ გატარებული შესანიშნავი ეკონომიკური რეფორმებით ბევრი
ევროპული სახელმწიფოც კი ვერ დაიტრაბახებდა); ქვეყნის მოსახლეობა აიძულა მხოლოდ
ადგილობრივ ფაბრიკებში დამზადებული ტანისამოსით ესარგებლათ;

5
მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ და უნიკალურ ქრისტიანულ ტაძარში - „აია-სოფიაში“
გააუქმა მუსლიმანური სამლოცველო და იგი მუზეუმად აქცია; ჩაატარა მეტად წარმატებული
საგანმანათლებლო რეფორმა;

დედაქალაქად აქცია ანკარა, მისივე ინიციატივით, ანკარაში გახსნილი იქნა ხეთური


კულტურის შესანიშნავი მუზეუმი (აცხადებდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის უმთავრეს
სფუძველს - კულტურა წარმოაგდენდა) და ასე შემდეგ...

მუსტაფა ქემალმა დააარსა სახელმწიფო საკუთრების ქარხნები და რკინიგზის ქსელი, მიიღო


კანონი გენდერულ თანასწორობაზე და ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.
დასავლური კანონების ხელშეწყობით თურქეთმა მიიღო გრეგორიანული კალენდარი და
ლათინური ანბანი. ყველაზე საკამათო იყო მისი რელიგიური კანონები, რომელთაც
აკრძალეს საუკუნოვანი ისლამური ხალიფატი. მან ასევე დახურა რელიგიური სკოლები და
სასამართლოები, გააუქმა აკრძალვა ალკოჰოლთან დაკავშირებით. გაატარა შესანიშნავი
საგანმანათლებლო რეფორმა, ფეხზე დააყენა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა.
6
ათათურქმა გატარებული რეფორმების გამო ბევრი მოსისხლე მტერი გაიჩინა.
კონსერვატიული ძალები პოლირიკუეი საშუალებებით არაერთხელ შეეცადნენ
ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას, თუმცა წარუმატებლად. მას ბევრჯერ შეთქმულებაც
მოუწყვეს, მაგრამ ათათურქი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

მუსტაფას სერიოზული ავადმყოფობის ნიშნები 1937 წელს აღმოაჩნდა. თურქმა ექიმებმა მას
ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს და
იგი 1938 წლის 10 ნოემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ქ. სტამბოლში. ამ დროიდან
მოყოლებული ყოველი წლის 10 ნოემბერს დიდი მოწიწებითა და პატივისცემით აღინიშნება
ათათურქის ხსოვნის დღე. იგი დაკრძალულია ქ. ანკარაში სპეციალურად მისთვის აგებულ
მავზოლეუმში.

ათათურქის სიკვლიდის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა შეასრულეს მუსტაფა ქემალის


ანდერძი - „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“ და არ ჩაერთნენ მეორე მსოფლიო
ომში, რითც ქვეყანა დიდი განსაცდელისაგან იხსნეს.
7

წყარო:

1) ზურაბ ბატიაშვილი - კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი

2) Wikipedia.com

3) Genia.ge

4) spitssite.wordpress.com
8

You might also like