Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კლასიკური ელიტების თოერიის მიხედვით გარკვეული მმართველი კლასი,

ოლიგარქები,პოლიტიკური ელიტა ახდენენ გავლენას ყველაფერზე სოციუმში, ხოლო


ნებისმიერი პოლიტიკური არჩევანი განპირობებულია მათი სურვილებით. ისინი
ინტელექტუალურად და მორალურად უფრო განვითარებულები არიან ვიდრე ჩვეულებრივი
ადამიანები თუმცა თუ თანამედროვე მკვლევარებს ავიღებთ როგორიც არის მიხეილ
ბარტონი ის ამბობს, რომ ელიტები ნიჭიერი ინტელექტუალურად განვითარებული
ადამიანები კი არა არიან როგორც ვილჰემ პარეტო წერდა, არამედ მათ ცხოვრების
დასაწყისში ანუ დაბადებიდანვე ქონდათ ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით უფრო
მეტი უპირატესობა. მაგალითად: მათ ერგოთ მდიდარი მემკვიდრეობა,ოჯახური კავშირები
ეს ყველაფერი მათ აძლევთ გარკვეულ უპირატესობას პოლიტიკაში. ელიტების წარმოქმნა
ხდება ნებისმიერ დიდ ორგანიზაციაში რომელსაც ჭირდება ლიდერები და ექსპერტები რათა
ამ ადამიანებმა უზრუნველყონ ორგანიზაციის ეფექტური მუშაობა. ელიტები რომელიც
მართავენ დიდ ორგანიზაციებს ცდილობენ დაიცვან ეს ორგანიზაციები ნებისმიერი საგარეო
და შიდა კონფლიქტებისგან აქედან გამომდინარეობს, რომ ელიტების ქცევა არის
განპირობებული პრობლემის აღმოსაფხვრელად და საკუთარი ორგანიზაციის ინტერესების
დასაცავად. ჰიგლი და ბარტონი ელიტებს აღწერენ როგორც პიროვნებებს რომლებთაც
შეუძლიათ თავიანთი სტრატეგიული პოზიციები რომელიც მათ უკავიათ დიდ
ორგანიზაციებში გამოიყენონ ნაციონალურ პოლიტიკაზე სამოქმედოთ. მათ თავიანთი
მოქმედებებით შეუძლიათ ნაციონალურ პოლიტიკაზე მოახდინონ ძალიან ხშირი და
საფუძვლიანი გავლენა რაც თავისთავად განსაზღვრავს პოლიტიკური რეჟიმის
სტაბილურობას. საერთოდ არსებობს პირდაპირი კავშირი ელიტებსა და რეჟიმებს შორის.
ისინი ყოფენ ნაციონალურ ელიტებს სხვადასხვა კონფიგურაციებად სტრუქტურული
ინტეგრაციის და საერთო ღირებულებების მიედვით მაგალითად:“დაქსაქსული
კონიფგურაცია“ როცა ელიტები ვერ პოულობენ ერთმანეთში საერთო იდეას და
პოლიტიკურად ან ფიზიკურად უპირისპირებიან ერთმანეთს სანამ ერთ ერთი არ
გაიმარჯვებს. „კონსსესუსით გაერთიანებული“ როცა ელიტები თანხმდებიან გარკვეულ
პლიტიკურ თამაშის წესებზე, „იდეოლოგიურად გაერთიანებული“ როცა არსებობს ერთი
მონოლითური იდეა რომელსაც ყველა ფრაქცია ატარებს მაგ: როგორიც იყო საბჭოთა
კავშირში .თავისთავად ნაციონალური ელიტების კონფიგურაცია იწვევს სხვადასხვა
სტაბილურობის პოლიტკური რეჟიმის არსებობას. ამ თეორიების მიხედვით მინდა
განვიხილო ამ თეორიების რელევანტურობა პოსტკომუნისტური სამყაროს მიმართ.თუ
დავაკვირდებით პოსტ კომუნისტურ ქვეყნებს მაგალითად როგორიც არის რუსეთი და
საქართველო დავინახავთ რომ ორივე ქვეყანაში მოხდა ელიტების ტრანსფორმაცია და არა
მათი ცირკულაცია ჰიგლის და ბარტონის თოერიის მიხედვით ეს ადვილი ასახსნელია
რადგანაც კომუნისტურ ელიტებს შემორჩენილი ქონდათ მეტი ძალაუფლება წარსული
კომუნისტური რეჟიმიდან ასევე ქონდათ მეტი მატერიალური რესურსები,კონტაქტები მათ
მოახერხეს საკვანძო თანამდებობების შენარჩუნება ასევე როცა დაიწყო ეკონომიკური ბაზრის
ჩამოყალიბება მათ დაიწყეს თავიანთი პოლიტიკური ძალის გამოყენება გასამდიდრებლად
ამიტომ მათ პოლიტიკურ ძალაუფლებას დაემატა ასევე ეკონიმური ძალაუფლება.თუმცა ეს
ძველი კომუნისტური ელიტები უფრო მოქნილები გახდნენ და მათ რიგებში ისეთი კლასის
წარმომადგენლებიც გაჩნდენ რომლებიც კომუნისტების დროს ვერ მოხვდებოდნენ
ელიტაში.ბიზნესმენებმა და ნაციონალურმა ელიტამ უცებ ნახეს საერთო ენა ბიზნესმენები
იხდიან ფულს რათა ელიტამ არ მიიღოს მათ საწინააღმდეგოდ რაიმე კანონები შედეგად
ვიღებთ სოციალური არასამართლიანობას, როცა ელიტის წარმომადგენლები მდიდრებიან
ხოლო ხალხი უფრო ღარიბდება. თუმცა ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პოსტკომუნისტურ
ქვეყანაზე იმ ქვეყნებში რომლებშიც ხელისუფლებაში არ მოვიდნენ ტრანსფორმირებული
კომუნისტური ელიტა და ისინი ჩაანაცვლა სხვა იდეოლოგიის მქონე ელიტამ შედეგად
სახელმწიფომ უფრო სწრაფად დაიწყო განვითარება.ასევე იმ ქვეყნებში სადაც არსებობდა
ჯანმრთელი სამოქალაქო საზოგადოება, ხდებოდა პოლიტიკური ელიტის ცირკულაცია,
რადგანაც აქტიური სამოქალაქო საზოგადოება წარმოქმნის ახალ პოლიტიკურ ლიდერებს
რითიც ის ხელს უწყობს პოლიტიკური ელიტების ცირკულაციას, ხოლო ელიტის
ცირკულაცია ღია მრავალფეროვანი დემოკრატიული სისტემის მიმანიშნებელია. შესაბამისად
არსებობს პოსტკომუნისტური ელიტის ორი კატეგორია: პირველი სადაც არის აქტიური
სამოქალაქო საზოგადოება და ელიტა თანამშრომლობს მათთან და ხდება ელიტების
ცირკულაცია რაც განაპირობებს იმას რომ პოსტკომუნისტური ელიტა ხდება უფრო ღია და
გამჭირვალე სადაც სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამ ელიტის აქტიური წევრები არიან.
ესეთი ქვეყნები იყო უნგრეთი და პოლონეთი.მეორე კატეგორია: სადაც არსებობს პასიური
სამოქალაქო საზოგადოება შედეგად პოსტკომუნისტური ელიტა აკეთებს თავისი თავის
რეპროდუქციას და იგივე ადამიანები ან იგივე მენტალობის მოდიან ხელისუფლებაში.ასეთი
სისტემის შექმნა იქწვევს ოლიგარქიული სისტემის შექმნას სადაც ოლიგარქების
მიერ,პოლიტიკური ელიტების მიერ ქვეყნის რესურსების, სიმდიდრების მითვისება
არალეგალური საქმიანობა იწვევს კრიმინალური დაჯგუფებების შექმნას,მაღალ
კრიმინალურ აქტივობებს, შედეგად სამოქალაქო საზოგადოებას უჩნდება უნდობლობა
პოლიტიკური პროცესების მიმართ ესეთ ქვეყანად შემიძლია დავასახელო რუსეთი. რუსეთში
ვინც მოვიდა ხელისუფლებაში ყველა მაღალ თანამდებობაზე იყო კომუნისტური
ხელისუფლების დროს თუ არა საშუალო დონეზე მაინც. ჩემი აზრით მოცემულ თეორიებს
თუ დავიხმარებთ რუსეთში მარტო სოციალური და ეკონომიკური ასპექტი შეიცვალა ხოლო
პოლიტიკური ელიტა ისევ იგივე დარჩა მიუხედავად იმისა რომ რუსეთში არსებობს ბევრი
ფრაქცია მემარჯვენეები,მემარცხენეები,ლიბერალები ყველა მაინც ერთ იდეოლოგიას
ემსახურება არ არსებობს ანტი ელიტური ფრაქცია და ამის შედეგია რომ რუსეთში ჩემი
აზრით არის როგორც ჰიგლი და ბარტონი წერენ „პირველადი არა წარმომადგენლობითი“
პოლიტიკური რეჟიმი როდესაც სახელმწიფოში არჩევნები ტარდება მაგრამ ეს არ ატარებს
სერიოზულ ხასიათს ხოლო რეალურად აღმასრულებელი ძალა გადადის იმ პიროვნებაზე
ვისაც რეჟიმის წვერები აირჩევენ ესე ხდებოდა საბჭოტა კავშირში და იგივე ხდება დღესაც
თანამედროვე რუსეთში რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია რადგანაც შეიძლება ელიტების
დაპირისპირება გამოიწვიოს ერთმანეთში ან რევოლუცია არასტაბილური მდგომარეობა
ქვეყანაში.

ჩემი აზრით თუ დავაკვირდებით პოსტკომუნისტურ ქვეყნებს განსაკუთრებით ისეთ


ქვეყნებს სადაც დიდი ხანი იყო კომუნიზმი და სადაც ყველა სხვა უცხო იდეოლოგიის მქონე
ელიტა იდევნებოდა სასტიკად და პრაქტიკულად არ არსებობდა და ძლიან დასუსტებული
იყო ხოლო ნამდვილი დასავლური ინტელიგენცია ჩანაცვლებული იყო წითელი
ინტელიგენციით რომელთაც ყველა საკვანძო ადგილი ეჭირათ სახელმწიფოს ნებისმიერ
სფეროში გასაკვირი არ არის რომ სახელმწიფოსთვის საჭირო მომენტში დასავლური
იდეოლოგიის მქონე ელიტამ წააგო ბრძოლა კომუნისტურ ელიტასთან რადგანაც მათ ძალიან
დიდი უპირატესობა ქონდათ.მაგალითად თუ ავიღებთ საქართველოს ნებისმიერ
ხელისუფლებას ყველა იყო კომუნისტური ელიტის წარმომადგენელი თუ პირდაპირი არა
მაშინ მათი ირიბი მემკვიდრე. ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის ნორმალური რომ
კომუნისტური ელიტამ სახე იცვალა და ასეთი ფორმით მოგვევლინა მე წარმოდგენა არ მაქვს
საიდან უნდა მოსულიყო ნამდვილი დასავლური ელიტა როცა ქვეყანას ამდენი ხნის
განმავლობაში კომუნისტური ელიტა მართავდა.რაც შეეხება რელევეანტურია არის თუ არა ამ
მკვლევარების თეორიები პოსტკომუნისტურ სამყაროსთან მიმართებით ჩემი აზრით
რელევანტურია და თუ ავიღებთ ცალკეულ ქვყენებს მაგ:რუსეთს პოლონეთს საქართველოს
ამ თეორიების მიხედვით ბევრი რამის ახსნა შეიძლება.

You might also like