Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

როცა მეწვევა უიმედობა, და მძიმე სევდა თავისთან მიხმობს...

ვამბობ რომ ისევ ვიქნები კარგად და ჩემი სევდაც იძინებს თითქოს ...
სასოწარკვეთას რომ მივეცემი და ჩემი სული მოითხოვს შველას ,
ვამბობ რომ ბოლო იქნება კარგი ამით ვასრულებ უმიზნო ღელვას ...
ხომ ყველაფერი იცვლება წამში ესეც გაივლის ვამბობ და მჯერა ...
მოთბინება საჭირო ალვათ რომ თავმდაბლობით დაუხვდე წერას ...
როცა მგონია რომ სულ მარტო ვარ და ჩემი სული მარტოა ობლად,
შემდეგ ვიხსენებ ჩემს სულის საწყის, თუ ვინ შთამბერა რატომ ვარ ქვეყნად ...
როცა მგონია მოყვარე მტერი პატარა წყენა მიგესლავს გულ_მკერდს ...
ვამბობ რომ ღმერთი მიყურებს ციდან და რომ სიძულვილი არაფრად ღირდა ...
როცა დილიდან იწყება გლოვა და უიმედო ფიქრები მოდის...
ვცდილობ შევასხა ოცნებებს ფრთები და ვამჯობინებ კეთებას ლოდინს ...
როცა გარშემო არის სიყალბე და ამის გამო ეს გული შფოთავს ...
ვცდილობ მე ვიყო უფრო გილწრფელი და დავემსგავსო საკუთარ მოძღვარს ...
როცა ვერც ჩემში ვერ ვპოვებ გულს წრფელს, როცა მეც ვიწყენ სხვანაირ ყოფას ...
მაშინ ვიხსენებ წარსულის დღეებს თუკი რამ მადლი უფლიაგან მქონდა ...
როცა ღალატი არის საწყილი და ბოლო არის ჩემი ტკივილი ,
უნდა დავუხვდე ამასაც თბენით არ უნდა მსურდეს ალბათ სიკვდილი...
როცა მეგობარს ხელში აქვს ლაფი, შენ კი შორიდან უყურებ ამას,
უნდა მიხვიდე და შეეცადო რომ მის ცხოვრებას დაუხვდე წამლად ..
როცა შენა გაქ ხელებში ლაფი და შენს საშველად არავინ მოდის,
ნუკი ჩაიდებ გულში გულღრძობას ამხილო უნდა საკუთარ ცოდვის..
როცა შენს სულში ხედავენ ცოდვას და ამიტომაც გაგირბის ყველა,
არ გაეკიდოს არავის როცა მიზნად არა აქვთ მათ შენი შველა..
როცა კაცთაგან არა გავქს ნდობა, იჯვნეულობა თუ არის შენში,
ითხოვე ძალა გაფანტო იგი და სუფთა გული რომ გქონდეს მკერდში ...
არის ცხოვრების არის ასეთი, ყველა ბრუნდება ვინც უცბად მიდის...
ბოლოს თუ მიხვდნენ ეგეც კარგია, ნუ დაუკარგავ ნურავის სინდისს...
როცა სიტყვების აღარ გაქვს ძალა, ხანდახან არის დუმილი კარგი...
უფრო ხვდები რომ ყველაფერი არ არის მხოლოდ სულ სხვილი ბრალი ...
თუკი მოყვარე იქცევა მტერად და შენს განკითხვას დაიწყებს ჩუმად...
შენ შემობრუნდი არ იდგე ზურგით და გაუღიმე გილწრფელად თუნდაც ...
იცოდე ხდება ის რაც სწორი და რაც არ ხდება არ არის სწორი ...
არ არის ალბათ მთავარი ის რომ ამ ქვეყნად კაცში არა გყავს ტოლი...
ესეც გაივლის თქვი და მორჩება აწმყო მომავალ დაუხვდეს უნდა ...
თუკი გატკენენ მერე რა მოხდა არ დაუბრუნო არავის ხურდა ...
ძნელია ალბათ აკეთო კარგი და ბოროტებას რა უნდა ნეტა ...
იმ გზაზე ასვლა უფრო ძნელია სადაც სინათლეს, სიწმინდეს ხედავ ...
მე კი ვადგავარ კარგსა და ბოროტს გასაყარზე ვარ მადლის და ცოდვის...
რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა იყოს სულ თუ არაფერი ს ი ც ო ც ხ ლ ე ხომ ღირს!!!

ანი ნოზაძე

You might also like