Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგანი-რუსეთის ისტორია

რეფერატი თემაზე :პოლიტიკური მოძრაობის დასაწყისი რუსეთში.დეკაბრისტები

ფაკულტეტი-სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა,პოლიტიკის მიმართულება

ლექტორი-დალი კანდელაკი

სტუდენტი-მარიამ პაპიაშვილი

თბილისი 2018
სარჩევი:

 შესავალი;

დეკაბრისტული მოძრაობის შესწავლის აქტუალურობა და მისი როლი


რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში

 დეკაბრიზმის იდეური წყაროები;

 ცნობილი დეკაბრისტები და მათი იდეები;

 პირველი ფარული საზოგადოებანი,სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფარული


საზოგადოებანი;

 შეერთებულ სლავთა საზოგადოება;

 აჯანყება და დასჯა;

 ბიბლიოგრაფია;
შესავალი

დეკაბრისტული მოძრაობის შესწავლის აქტუალურობა და მისი როლი


რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში

რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში დეკაბრისტებს თვალსაჩინო


ადგილი უჭირავთ. დეკაბრისტები, როგორც რევოლუციონერები, საზოგადოებრივ არენაზე
მაშინ გამოვიდნენ, როდესაც რუსეთის პროგრესული ძალების ძირითადი საბრძოლო
ამოცანას წარმოადგენდა ბრძოლა დამყარებული ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმის
წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს ევროპაში.
საფრანგეთის რევოლუციის ქუხილის ექო ჯერ კიდევ დამცხრალი არ ყოფილა. ფეოდალური
ბურჯების რყევა, რეაქციული საღვთო კავშირის ღონისძიებათა მიუხედავად,
თანდათანობით ძლიერდებოდა ,და რიგ ევროპულ ქვეყნებში ბურჟუაზია ისტორიული
სცენიდან იძულებით აძევებდა ამ დრომოჭმულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთში სწრაფად და გაბედულად


იკაფავდნენ გზას ახალი, ბურჟუაზიული წყობილების ელემენტები. ისტორიის ობიექტური
აუცილებლობა მოითხოვდა ამ ახალი, პროგრესული და მზარდი ძალებისთვის გასაქანის
მიცემას გზის დაცლას. მაგრამ ფეოდალურ-ბატონყმური წარმოებითი ურთიერთობანი
ბოჭავდნენ, გზას უღობავდნენ ბურჟუაზიულ განვითარებას, აფერხებდნენ მწარმოებლური
ძალების წინსვლას, განაპირობებდნენ მძაფრ კრიზისს ეკონომიკაში, იწვევდნენ ქვეყნის
ჩამორჩენილობას, ამწვავებდნენ დაჩაგრული მასების მდგომარეობას, ხელს უწყობდნენ მათი
სოციალური პროტესტის გამძაფრებას.

XIX საუკუნის პირველ მეოთხედში ბურჟუაზიულმა ძალებმა ეკონომიკაში უფრო


სწრაფად იწყეს წანსვლა და კონფლიქტი და შეჯახებანი ძველსა და ახალს შორის უფრო
მწვავე, შეურიგებელი გახდა. ბატონყმური რეჟიმის მანკიერებამ თანამედროვე ვითარებაში,
მისმა უკურნებელმა წყლულებამ ისე სააშკარაოდ იჩინეს თავი, რომ ბევრი სწავლული,
საქმეში ღრმად ჩახედული ადამინი თვით რუსეთის თავადაზნაურული კლასის რიგებიდან
ბატონყმური რეჟიმის უვარგისობაზე ალაპარაკდა.

ამრიგად, თავად გაბატონებულ წრეებში ამ დროს უკვე დაიბადა აზრი, რომ საჭირო იყო
ძვირფესვიანი გარდაქმნები ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის უკვე
რევოლუციური სიტუაციის მომწიფების ერთერთი მთავარი ელემენტი იყო. მაგრამ
კლასობრივმა შეზღვუდულობამ ცარიზმის მოხელეებს სერიოზულ გარდაქმნებზე ხელი
ააღებინა. კრიზისი კი თანდათან ღრმავდებოდა, ბატონყმურ-ფეოდალური რეჟიმის
ლიკვიდაციის საკითხი მუდმივად ისევ დღის წესრიგში იდგა.

რევოლუციური სიტუაციის ელემენტების მომწიფების ფაქტი ვლინდებოდა იმ მძაფრ


მასობრივ მოძრაობაში, რომელსაც რუსეთში ადგილი ჰქონდა 1815-1825 წლებში, არაკჩეევის
პერიოდში. რუსეთის გლეხობის, სამხედრო დაბების ჯარისკაცების, რეგულარული არმიის,
ფაბრიკა-ქარხნების მუშების მღელვარებანი, რომელზედაც უკვე გვქონდა ლაპარაკი,
წარმოადგენდენ ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმის წინააღმდეგ სტიქიური აღშფოთების
გამოხატულებას. სწორედ ამ დროს, ომის შემდგომ ვითარებაში, რუსეთის მშრომელი მასების
თვითშეგნების ამაღლების შედეგად, მასებში მტკიცედ გაჯდა აზრი თავისუფლების
უფლების შესახებ. ეს აზრი, ეუფლებოდა რა მასებს, სწორედ ამ დროიდან, იქცეოდა მძლავრ
მატერიალურ ძალად. ცარიზმის მოხელეები შეშფოთებით წერდნენ გლეხობაში
თავისუფლების შეგნების მომძლავრების შესახებ. დეკაბრისტებმა ამ ძირითადი
მოთხოვნილებებს ორგანიზებული ხასიათი მისცეს. მათ რევოლუციური იდეოლოგიის
საფუძველზე რუსეთის სინამდვილეში პირველად შექმნეს რევოლუციური ორგანიზაცია.

დეკაბრიზმის იდეური წყაროები/ცნობილი დეკაბრისტები და მათი იდეები

1815-1825 წლებში რუსეთში რევოლუციური იდეოლოგიის ფორმირებაზე და


განსაკუთრებით დეკაბრისტულ მსოფლმხედველობის ფორმირებაზე უდიდესი გავლენა
ჰქონდა 1812 წლის ომს, რომელმაც ათეული წლებით დააჩქარა ხალხის, მისი საუკეთესო
შვილების თვითშეგნების ამაღლება, მათი პოლიტიკური მომზადება. ომმა ახალგაზრდებს
თვალები აუხილა, ნაპოლეონის წინააღმდეგ ყველა ლაშქრობაში უშალო მონაწილეობამ კი
მომავალ დეკაბრისტებს დაანახა რუსეთის უბრალო ხალხი. მათ შეამჩნიეს ერთმანეთთან
მტრულად დაპირისპირებული ორი რუსეთ- მჩაგვრელი და ჩაგრული.

დეკაბრისტი ფონვიზინი დაკითხვის პროცესში აღიარებდა, რომ მასში „სამამულო ომის


დიდმა მოვლენებმა, დატოვეს გრძობა მოღვაწეობისა. ნაპოლეონი შეიჭრა რუსეთში და მაშინ
რუსმა ხლხმა შეიგრძნო თავისი ძალა. მაშინ მის შვილთა გულებში დამოუკიდებლობის
გრძნობა, პირველად პოლიტიკური, შემდეგ სახალხო. ეს იყო რუსეთში თავისუფალი
აზროვნების დასაწყისი“ -მიუთუთებდნენ თავიანთ ჩვენებებში დეკაბრისტები.

დეკაბრისტული მსოფლმხედველობის ფორმირებაში ერთერთი ძირითადი ფაქტორი


იყო აგრეთვე სამამულო ომის დამამთავრებელ ეტაპზე რუსეთის არმიის ბრძოლა ევროპის
კონტინენტზე და გამარჯვებული შესვლა პარიზში. ეს იყო პერიოდი, როცა მთელს ევროპაში
გაჩაღებული იყო არა მარტო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ
არამედ დაუნდობელი ბრძოლა ფეოდალური რეჟიმის წინააღმდეგ. ამ შთაბეჭდილებებმა
ახალგაზრდების აზროვნებაზე დიდი კვალი დატოვა, როდესაც ომმგამოვლი,
რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის პეტერბურგიში დაბრუნების შემდეგ
ქალაქის ცხოვრებაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა, პიეველი ეს იყო „მოხუცთა“ ბანაკი,
ეკატერინე მეორის ტრადიციებზე აღზრდილი რუსეთის ბრწყინვალე არისტოკრატია, თავისი
დიდი პრეტენზიებით პატივმოყვარებოთ, უცხოურისადმი მონური მიბაძვით,რომლებსაც
არ ეთაკილებოდათ რუსეთის ჩამორჩენილობა ისტორიის ეტლმა ერთი საუკუნით უკან
ჩამოტოვა.

აი ამ „მოხუცებს“ დაუპირისპირდა მეორე ახალგაზრდული ბანაკი, რომელთაც გული


წრფელი პატრიოტიზმით უცემდათ, ისინი მზად იყვნენ თავგანწირვისთვის, მათ უნდოდათ
გარდაქმნებისა და განვითარების ეპოქა. მათ უცხოეთში შეისისხლხორცეს ახალი,
რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც მათ ბობოქარ ახალგაზრდულ ხასიათს და
გამარჯვების თავბრუდამხვევ სიამაყეს ესიტყვებოდა. მათ ეგონათ რომ ხორცს შეასხამდნენ
იმ დიდი განმანათლებლების იდეებს, რომელთა ნაშრომებსაც კითხულობდნენ: რადშჩევის,
ნოვიკოვის, დიდროს, ვოლტერის, მონტესკიეს და სხვა. ისინი ბრუნდებოდნენ რუსეთში და
მოჰქონდათ ეს რევოლუციურ-დემოკრატიული სულისკვეთება, რომელიც მაშინ ღვიოდა
მთელი ევროპის პროგრესულ თაობაში. მაგრამ მათ სხვაგვარად შეხვდა რუსეთი.

ამ ორი ბანაკის შესახებ მინიშნებული აქვთ თვით დეკაბრისტებს. „1814 წელს-წერს


იაკუშკინი-პეტერბურგში ცხოვრება ახალგაზრდობისათვის მოსაბეზრებელი იყო. ორი წლის
მანძილზე ჩვენს თვალწინ ჩაიარა უდიდესმა მოვლენამ, რომელმაც ბევრ შემთხვევაში
განსაზღვრა ხალხთა ბედი და რომელშიც რაღაცნაირად ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა; ახლა
კი აუტანელი იყო ცქერა პეტერბურგის ამ ცარიელი ცხოვრებისა და მოსმენა მოხუცთა
ლაყბობისა, რომელიც ყველა დრომოჭმულს ადიდებდა და ჰკიცხავდა ყოველგვარ წინსვლას.
ჩვენ მათ 100 წლის წინ გავუსწარით“. (810გვ. ა.სურგულაძე „რუსეთის XIX საუკუნის
ისტორია)

დეკაბრისტებს რუსეთში ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმის ლიკვიდაცია ეპოქის


მოთხოვნად მიაჩნდათ. ისინი რუსეთის რევოლუციას, როგორც ისტორიკოსი ოკუნი
მიუთითებს. განიხილავდნენ როგორც ერთერთ შემდაგენელ რგოლს იმ ბურჟუაზიული
რევოლუციებისა, რომელსაც სათავე XVIII საუკუნის ბოლო წლებში დაედო, ყველა საუკუნეს
თავისი საკუთარი სახე გააჩნია, ამბობდა პ.პესტელი. გარდაქმნის სულისკვეთება იწვევს, ასე
ვთქვათ, მრავალი გონების დუღილსო. ამიტომ იყო, რომ დეკაბრისტები მიესალმებოდნენ
ესპანელ რევოლუციონერებს. „დიდება შენ, სახელმოხვეჭილო ესპანეთის არმიავ. დიდება
ესპანელო ხალხო“. მეორეჯერ ესპანეთი ცხადყოფს თუ რას ნიშნავს ხალხის სულისკვეთება.
რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული! - წერდა დეკაბრისტი ნ.ტურგენევი საკუთარ
წერილებში. დეკაბრისტები ასევე სულითა და გულით თანაუგრძნობდნენ ბერძენი ხალხის
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ და
კიცხავდნენ რუსეთის მონარქს, რომელმაც წააქეზა ეს მოძრაობა. მის მესვეურებს შეპირდა
დახმარებას, ხოლო მძიმე მომენტში „მიატოვა იგი ბედის ანაბარა“(შტეინგელი) და თურქეთის
სულთანის ბატონობის კანონიერების დასაბუთებას შეუდგა.

დეკაბრისტი ლუნინი წერდა: შეუძლებლობა მისი (თვითმპყრობელური რეჟიმის ა.ს)


პოლიტიკური შეცვლი აშკარად გვაიძულებდა ჩვენ მიგვემართა საიდუმლო
საშუალებებისათვის. აი, როგორც მე ვფიქრობ, მიზეზები, რომლებიც წინ უსწრებდნენ და
ბადებდნენ აზრს საიდუმლო პოლიტიკური საზოგადოებების ჩამოყალიბებისა. 78 წლის
ვოლკონსკი ამბობდა: „ ჩემმა იდეებმა უმაღლეს სასამართლომდე მიმიყვანეს, კატორღამდე,
30 წლიან განდევნამდე და მიუხედავად ამისა, არცერთ ჩემს იდეაზე უარს არ ვიტყვი.
დეკაბრისტი იაკუშკინი, როცა მან თავის თავზე აიღო მეფის მოკვლა ამბობდა, რომ მზად იყო
შეეწირა საკუთარი სიცოცლე, იმის ფასად, რომ რუსეთი ეხსნა დაღუპვისაგან. დეკაბრისტი
ლორენი საკუთარ წერილებში, რომლებიც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დაიწერა
აღნიშნავდა: „40-მა წელმა განვლო იმ დღიდან და მე თამამად ვიტყვი, რომ არცერთი წუთით
არ მინანია, რომ ყველაფერი ასე მოხდა და არა სხვაგვარად“.

ამრიგად, დეკაბრისტების მთელი მოქმედება ეს იყო წინასწარ გააზრებული, საიდუმლო


ორგანიზაციებში დახვეწილი, ღრმად შეგნებული, შეიარაღებული, სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლა. ბრძოლა ცარიზმისა და ბატონ-ყმობის წინააღმდეგ. ახალი პროგრესული
ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რუსეთისთვის. ხოლო თვით მებრძოლები ქვეყნის
საუკეთესო, რჩეულ შვილებს წარმოადგენდნენ.

პირველი ფარული საზოგადოებანი,სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფარული


საზოგადოებანი

დეკაბრისტთა შეიარაღებულ გამოსვლას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი


ორგანიზაციული მუშაობა. პეტერბურგის ოფიცერთა შორის, განსაკუთრებით
გვარდიელებში, საიდუმლო ორგანიზაციათა ჩასახვა საზღვარგარეთ ლაშრობიდან
დაბრუნებისთანავე დაიწყო. აქ პირველ რიგში უნდა მივუთითოთ სემიონოვის გვარდიული
პოლკის ე.წ სემიონოველთა არტელზე, რომლის შესახებ ჩვენ გაკვრით გვქონდა საუბარი.

„სემიონოველთა არტელი“ აღმოცენდა 1814 წელს და არსებობდა 1817 წლამდე. მასში


შედიოდნენ: ს. ტრუბეცკოი, მატევიდა სეგეი მურავიოვ-აპოსტოლები, იაკუშკინი და სხვ. ეს
იყო ნებაყოფლობითი გაერთიანება, ცხადია არასაიდუმლო. ოფიცრები ერთად
იკრიბებოდნენ სამსახურის შემდეგ, ცხარედ მსჯელობდნენ რუსეთის საკითხზე და მის
მომავალზე. გატაცებული იყვნენ ნოვგოროდის რესპუბლიკური მმართველობით. „ოფიცერთა
არტელს“ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცარსკოესელოს ლიცეუმთან. ამავე პერიოდში
ჩამოყალიბდა გენერალური შტაბის ოფიცერთა გაერთიანება ე.წ წმინდა არტელი, რომელშიც
მომავალი დეკაბრისტები ალექსანდრე და მიხეილ მურავიოვები, ბურცოვი, პუშჩინი,
კუხელბეკერი და სხვა შედიოდნენ. ამ არტელის გონებრივი ცხოვრება რუსეთის
თანამედროვე საჭირ-ბოროტო საკითხებს დატრიალებდა.

საიდუმლო ორგანიზაციის შექმნისას წარმოადგენს სამამულო ომის აქტიური მონაწილე


გენერალ-მაიორ მიხეილ ორლოვისა და მათე დიმიტრიევ-მამონტოვი „რუს რაინდთა
ორდენი“. ორგანიზაციის წევრები საბოლოოდ დაიფანტნენ. ყველა ეს ზემოთხსენებული
არტელები თუ ორგანიზაციები წარმოადგენდნენ ერთგვარ შემამზადებელ საფეხურს
დეკბრისტული ფარული ორგანიზაციის შესაქმნელად. ფარული ორგანიზაცია მართლაც
გაფორმდა 1816 წელს პეტერგბურგში. მისი ორგანიზატორი იყო გენერალური შტაბის
პოლკოვნიკი 23 წლის ალექსანდრე მურავიოვი.

თავიანთ ჩვენებებში დეკაბრისტები მიუთითებენ, რომ პირველი დამფუძნებელი


კრება საიდუმლო ორგანიზაციისა 1816 წლის თებერვალში მოხდა და ორგანიზაციის
შემადგენლობაც გაიზარდა. ამ პირველ ფარულ საზოგადოებას, რომელმაც 1816 წლის
თებერვლიდან 1817 წლის აგვისტომდე იარსება, ეწოდებოდა სამშობლოს ჭეშმარიტ და
ერთგულ შვილთა საზოგადოება, ანუ „ხსნის კავშირი“.

„ხსნის კავშირის“ დაშლის შემდეგ ზომიერმი ფრთის იიციატივით დაიწყო ახალი


ფარული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ისტორიაში ცნობილია „კეთილდღეობის
კავშირის“ სახელწოდებით.

„კეთილდღეობის კავშირი“ შეიქმნა 1818 წელს, არსებობდა 1821 წლამდე.ამ


ორგანიზაციის ჩამოყალიბება წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს დეკაბრისტულ
მოძრაობაში.ბურჟუაზიული ისტორიკოსი ა.პანინი კეთილდღეობის კავშირის ნახევრად-
ლეგალურ ორგანიზაციას უწოდებდა. მ.ვ.ნეზიკმა შენიშნა, რომ ეს იყო კონსპირატიული
ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებდა. კეთილდღეობის კავშირის
თვალსაჩინო წევრი, ნიკოლოზ ტურგენევი, თავის დღიურში, რომელიც გამოქვეყნებისთვის
არ იყო განკუთვნილი, არ ახსენებს ამ კავშირის არსებობას. ამ კავშირის წესდებას ერქვა
„მწვანე წიგნი“, სადაც საზოგადოების პროგრამული საკითხები იყო ჩამოყალიბებული.

ფარულ საზოგადოებაში დროთა განმავლობაში მომწიფდა უთანხმოება, რამაც დღის


წესრიგში დააყენა ყრილობის მოწვევის საკითხი. მოწვევის დღედ დადგენილ იქნა 1821 წლის
იანვარი. ამ დროისათვის შეიკრიბნენ მოსკოვში დეკაბრისტთა წამომადგენლები. ყრილობა
გახსნა ტურგენევმა, პირველი გამოვიდა ორლოვი, რომელმაც დააყენა აზრი დაოყოვნებელი
მოქმედების შესახებ. მისი აზრით, უნდა მომხდარიყო ერთდროულად სამხედრო
გამოსვლები სხვადასხვა პუნქტებში. ამბოხების შესამზადებლად გავრცელდებოდა
პროკლამაციები, რომელსაც დაბეჭდავდნენ არალეგალურად მოწყობილ
სტამბებში.ორლოვის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა პ. გრაბბემ, რომელმაც მოიტანა
შემაშფოთეელი ფაქტებისა, იმის შესახებ, რომ ზედმდგომ ორგანიზაციებს ჰქონდათ
ინფორმაცია მათი საიდუმლოს შესახებ, დეკაბრისტები გადავიდნენ სიფრთხილის რეჟიმში.

მოსკოვის ყრილობას დიდი მნიშვცნელობა ენიჭება დეკაბრისტული მოძრაობის


ისტორიაში. მან ლიკვიდაცია უყო „კეთილდღეობის კავშირს“ და დასაბამი მისცა ახალ
ფარულ საზოგადოებათა არსებობას. ახალ, უფრო მაღალ ეტაპს დეკაბრისტთა მთელ
მოღვაწეობაში. მართალია ეს კავშირი მალევე დაიშალა, თუმცა მის სანაცვლოდ ახალი,
ფარული საზოგადოებები აღმოცენდა პეტერბურგსა და ტულჩინოში. მოსკოვის ფილიალი კი
ისევ ძველებურად განაგრძობდა არსებობას. შემდეგ შეკრებაზე ჩამოყალიბდა სამხრეთის
ფარული საზოგადოება და განისაზღვრა მისი სტრუქტურა. საზოგადოების თავმჯდომარედ
არჩეული იქნა პესტელი, იუშნევსკი კი მეთვალყურედ. საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც
პავლე პესტელმა შეადგინა ისტორიაში ცნობილია „რუსკაია პრავდას“ სახელწოდებით. ეს
იყო იმ დროის უდიდესი რევოლუციური დოკუმენტი, ამიტომ გასაგებია ის
განსაკუთრებული კონსპირაცია, რომლითაც ამ დოკუმენტს ინახავდნენ სამხრეთელები და
განსაკუთრებული ინტერესი, რომელსაც იჩენდა იმპერატორი ნიკოლოზ პირველი და
საგამომძიებლო კომისია.

დეკაბრისტებმა შექმნეს რამდენიმე კონსტიტუცია, რომელთაგან ერთერთის სამი


ვერსიაა ცნობილი. კონსტიტუციის პირველ თავში რუსი ხალხისა და მისი მმართველობის
შესახებ შესავალში განსაზღვრულია ის სამი საწყისი, რომელიც მომდინარეობს რუსი
ხალხისგან. რომელზეც შემდეგ დაფუძნებულია მთელი კონსტიტუციონალური შენობა. ესაა
ხალხის სუვერენიტეტი, კონსტიტუციის უმაღლესობა და სახელმწიფოებრივი
მოკავშირეობითი ხასიათი. მეორე კონსტიტუცია მომწიფდა ჩრდილოეთის საზოგადოებაში.
რუსეთის კონსტუტუციებში მოიაზრებოდა მმართველობის სხვადასხვა სისტემები. რუსეთის
ფედერაციული სახელმწიფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მურავიოვის
კონსტიტუცია აღიარებს სახახლო ვეჩეს. მის კონსტიტუციას ღრმად ამჩნევია
თავადაზნაურული, კლასობრივი შეზღუდულობის დაღი, მაგრამ მისი განხორციელება
რუსეთის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნებოდა პროგრესული ნაბიჯი.

დეკაბრისტული მოძრაობის ერთერთი მთავარი თვისება მისი განვითარების ყველა


ეტაპზე იყო შინაგანი ერთობა. ამ ერთიანობის მნიშვნელობა და აუცილებლობა შესანიშნავად
ესმოდა სამხრეთის ფარული საზოგადოების მეთაურს პ. პესტელს. გაიმართა ბევრი
ყრილობა, როგორც სამხრეთში ასევე ჩრდილოეთის საზოგადოებაში. მათ შეძლეს გარკვეულ
საკითხებში შეთანხმება.

შეერთებულ სლავთა საზოგადოება

ეს ფარული ორგანიზაცია რუსეთში აღმოცენდა სავსებით დამოუკიდებლად იმ ფარული


საზოგადოებებისგან ,რომლებზეც ზევით იყო საუბარი. შეერთებულ სლავთა საზოგადოების
ჩასახვა-განვითარების ისტორია შემდეგია: 1818 წელს პოლტავის გუბერნიის დაბა
რეშეტილოვკაში იუნკერებმა ძმებმა პეტრე და ანდრია ბორისოვებმა იუნკერ ვოლკოვთან
ერთად შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც მათ „პირველი შეთანხმების
საზოგადოება“ უწოდეს. მისი მიზანი იყო მაღალი ზნეობრივი პრინციპების ქადაგება და
დანერგვა. იგი მალე გარდაიქმა „ბუნების მეგობართა საზოგადოებად“, მის ორგანიზატორებს
სურდათ გაელაშქრათ რუსეთში არსებული ბოროტების წინააღმდეგ.

1918-1819 წლებშიძმები ბოროსოვები საქართველოში არიან. პოლკი, რომელშიც ისინი


მსახურობდნენ, მონაწილეობდა კავკასიის ლაშქრობებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ ეს
პოლკი ნოვოგრად-ვოლინსკში დაბანაკდა. 1823 წელს აქ ჩავიდა ვარშაველი სტუდენტი
ეულიან ლუბლინსკი, რომელშიც პოლონელ პატრიოტ შეთქმულთა წრეს ეკუთვნოდა,
ლუბლინსკისთან გაცნობამ და დაახლოებამ ბორისკოვების მიზანდასახულებაში მეტი
სიცხადე შეიტანა. 1824-1825 წლებში ეს ფარული ორგანიზაცია სწრაფად გაიზარდა.
შეერთებულ სლავთა საზოგადოებაში უმთავრესად მცირე ქონებიანი აზნაურები იყვნენ
წარმოდგენილნი.

საზოგადოება მიზნად ისახავდა სლავი ხალხების გათავისუფლებას სოციალური და


პოლიტიკური ჩაგვრისაგან, მათ გაერთიანებას ერთ ფედერაციულ სახელმწიფოში,
თითოეულ ფედერაციაში კი რესპუბლიკური მართველობის შემოღებას. ამის შესახებ
წყაროები არის გორბაჩევსკის „წერილებში“.

დეკაბრისტები, რუსეთის მაშინდელი ინტელიგენციის ეს საუკეთესო წარმომადგენლები


საერთოდ დიდი ყურადღებით, ეკიდებოდნენ სლავთა საკითხს და სამართლიანად
ჰკიცხავდნენ კიდეც თვითმპყრობელობას სლავებისადმი დამოუკიდებლობის საქმეში
რეაქციული მიზანდასახულობისთვის.

საზოგადოებაში გაჩნდა თავისი წერილობითი წესდება, რომელიც რელიგიურ-


მისტიკურ სამოსელში იყო გახვეული, მაგრამ შინაარსით რევოლუციურ-რადიკალურ
იდეოლოგიას შეიცავდა. ამ წესდების ანუ კატეხიზის მეთხუთმეტე პუნქტი ასე ლაკონურად
აყალიბებს საზოგადოების წევრის საბრძოლო გეგმას სლავთა ფედერაციის მშენებლობის
საკითხში:

„შენ სლავი ხარ და შენს მიწა-წყალზე, იმ ზღვების ნაპირებზე, რომელიც მას გარს
ერტყმის, ააგებ ოთხ ფლოტს-შავს, თეთრს, დალმაციურსა და ყინულოვანს, ხოლო მათს
შუაგულში აღმართავ ქალაქს, და მასში განათლების ღმერთს თავის ძლევამოსილების ტახტს
დაუდგამ“.

1825 წლის ზაფხულში შეერთებულ სლავთა საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი


მოვლენები მოხდა. მესამე კორპუსის მანევრების დროს ჟიტომირთან თავი მოიყარეს
უკრაინის სხვადასხვა მაზრებისა და გუბერნიებში განლაგებულმა სამხედრო ნაწილებმა.
ოფიცრებს საშუალება მიეცათ ენახათ ერთმანეთი. ერთმანეთს შეხვდნენ ტიუტჩევი, სერგეი
მურავიოვ-აპოსტოლი და ბესტუჟევ-რიუმინი, მეგობრებმა დაინახეს რა ერთმანეთში იდეური
თანხმობა, ტიუტჩევმა გადაწყვიტა გაეცნო მათთვის საზოგადოების წევრები.

აგვისტოს მიწურულში დაიწყო სამხრეთისა და შეერთებულ სლავთა საზოგადოებების


წარმომადგენელთა გაერთიანებული თათბირი, რომელიც მიზნად ისახავდა მათ
ორგანიზაციულ გაერთინებას. სამხრეთელებმა სლავებს გადაუშალეს პროგრამა,
შეატყობინეს კონსტიტუციის არსებობაც. მეორე თათბირზე წაკითხულ იქნა პესტელის
კონსტიტუციიდან ზოგიერთი ადგილი. თათბირებზე მწვავე შეჯახებებს ჰქონდა ადგილი,
როგორც პროგრამულ, ისე ტაქტიკის საკითხებში. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა,
შეერთებული სლავთა საზოგადოება სამხრეთის ფარულ ორგანიზაციასთან გაერთიანდა.
დაიწყო გაცხოველებული მზადება აჯანყებისთვის, რასაც 1826 წლის ზაფხულისათვის
ვარაუდობდნენ. მაგრამ დეკაბრისტთა ეს გეგმები და სამზადისი შეაჩერა და სულ სხვა
მიმართულებით წარმართა ცნობამ, რომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი
გარდაიცვალა.

აჯანყება და დასჯა

რუსეთის მონარქი გარდაიცვალა 1825 წლის 19 ნოემბერს ტაგანროგში. ალექსანდრე I-ის


ძმამ კონსტანტინემ უარი განაცხადა ტახტზე და შესაბამისად იმპერატორი გახდა ნიკოლოზ I,
წლის 14 დეკემბერს დაინიშნა იმპერატორისადმი შეფიცვა. დეკაბრისტებისთვის
მოულოდნელი აღმოჩნდა იმპერატორის სიკვდილი, მათვის ხელსაყრელი მომენტი შეიქმნა
და დაიწყეს სასწრაფო მზადება ჯანყისთვის. ისინი მსჯელობნენ ყველა გარემოებაზე, მათ
შორის დამოკიდებულებაზა სამეფო ოჯახის მიმართ.

14 დეკემბერს დილით ფიცის ცერემონიალი დაიწყო, მთელმა რიგმა ნაწილმა შეჰფიცეს


ისე რომ ინციდენტი არ მომხდარა. ადრე დილით შეფიცა სენატრმაც, მას არავითარი
ხელისშეშლა არ მოჰყოლია. ეს უკვე დეკაბრისტთა გეგმის ერთი ძირითადი ნაწილის ჩაფუშვა
იყო. საზღვაო გვარდიულ ეკიპაჟში შეფიცვისთანავე დაიწყო ინციდენტი. გენერალ-მაიორი
შოპოვი, რომელიც მანიფესტს კითხულობდა, შეთქმულმა ოფიცრებმა შეაჩერეს. თათბირზე
შიპოვს განუცხადეს, რომ ჯარისკაცების ეს შეფიცვა მიაჩნდათ უკანონოდ, რომ ამას წინათ
მათ უკვე შეჰფიცეს კონსტანტინეს რომელიც არ გამხდარა იმპერატორი. ასეულის მეთაურები
დაატუსაღეს.

თანდათანობით სენატის მოედანზე თავი მოიყარა 3000 მეტმა ჯარისკაცმა, შეთქმული


ოფიცრები რაღაცას ჩურჩულებდნენ ერთმანეთში. როლეევი ეძებდა ტრუბეცკოის ,
რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიატოვა თანამოაზრეები და დაიმალა. მისი ეს ნაბიჯი
დამღუპველი აღმოჩნდა, დაბნეულობა სუფევდა როგორც აჯანყებულებში, ასევე მეფის
არმიაში. გენერალ-გუბერნატორი მილორადოვიჩი ეცადა მშვიდობიან მოლაპარაკებას
აჯანყებულებთან და ჯარისკაცების ლაპარაკის გადმობირებას. დეკაბრისტებმა ობოლენსკიმ
და კახოვსკიმ მილორადოვიჩი გააფრთხილეს გსცლოდა ჯარისკაცებს. მან ყურადღება არ
მიაქცია გაფრთხილებას, მაშინ ობოლენსკიმ მას ხიშტით ჭრილობა მიაყენა, ხოლო კახოვსკიმ
ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. იმპერატორი ნიკოლოზი მაინც ვერ ბედავდა იარაღის
ამოქმედებას.

დეკაბრისტები სენატის მოედანზე მარტონი არ ყოფილან, მათდამი თანაგრძნობა


გამოხატა პეტერბურგის „შავმა“ ხალხმა, ისინი წარმოადგენდნენ ქალაქის მშრომელ მასას.
აჯანყებულები ლოდინის ფაზაში გადავიდნენ, ნიკოლოზმა შეაგროვა საკმარისი ძალა, ჩაკეტა
ქალაქიდან გასასვლელბი და შემდეგ იმპერატორმა მის ახლოს მდგომ არტილერიის ოფიცერს
უბრძანა პირდაპირი დამიზნებით შეთქმულებისთვის ჭურვების დაშენა, ამ უკანასკნელმა
ბრძანება არ შეასრულა, ბაკუნიმა მას პატრუქი გამოგლიჯა ხელიდან და ქვემეხს მოუკიდა, ეს
იყო პირველი გასროლა.

გამოსვლა სენატის მოედანზე დასრულდა იმპერატორის გამარჯვებით. გვიან ღამემდე


ჰკრეფდნენ მოედანზე მოკლულებსა და დაჭრილებს, რეცხავდნენ სისხლის კვალს. ამ დღეს
მარტო მოედანზე 300 კაცი მაინც დაიღუპა. აჯანყება მიმდინარეობდა სამხრეთშიც, თუმცა 13
დეკემბერს მათთვის სამწუხარო ამბავი მოხდა დააპატიმრეს პავლე პესტელი. ორივე აჯანყება
წარუმატებელი აღმოჩნდა.

იმპერატორმა ნიკოლოზმა დეკაბრისტების დაპატიმრებისთანავე დაიწყო მკაცრი ძიება.


იგი იყენებდა მუქარას, მოთაფლვას, წამების მეთოდებს, რომ შეთქმულნი გამოეტეხა,
გამოეძალა მათთვის ყველაფერი, რაც საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ იცოდნენ. ბევრი
სიკვდილით დასაჯეს, იმპერატორმა მიმართა ტირანურ მეთოდებს. თუმცა დეკაბრისტებმა
სახრჩობელიდან რუსეთს თვალი აუხილეს, გააღვიძეს მთელი თაობა. მათ თავისი
იდეოლოგიით მყარი ნიადაგი შეუქმნეს ცარიზმის და ბატონყმობის წინააღმდეგ ბრძოლას
რუსეთში. დეკაბრისტები ახალი თაობისთვის იყვნენ მომავლისთვის დაუცხრომელი
ბრძოლისა და ბედნიერებისთვის თავგანწირვის მაგალითად.
ბიბლიოგრაფია:

 რუსეთი XIX საუკუნის პირველ ნახევარში / აკაკი სურგულაძე

 მერაბ ვაჩნაძე/ვახტანგ გურული რუსეთის ისტორია

Восстание декабристов на сенатской площади


 https://istoriarusi.ru/imper/vosstanie-dekabristov-na-senatskoj-ploshcadi-
1825.html
 Восстание Декабристов-Михаил сартиков-
http://www.factruz.ru/history_mistery_2/decembrist-uprising.htm

You might also like