ბუდიზმი და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ბუდიზმი და შორეული აღმოსავლეთის კურსი

თამარ თარგამაძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ლექტორი: ჯაბა მესხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი,2018
ბუდიზმი მსოფლიოს უძველესი რელიგიაა იგი ჩაისახა ინდოეთში ძვ.წ 6 საუკუნეში მის
წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს მითი რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ
გასხივოსნდა შაკიების სახელმწიფოს პრინცი  სიდჰარტი გაუტამა ანუ იგივე ბუდა , შესაბამისად
უნდა ითქვას რომ პრინცი გახლდათ ბუდიზმის ფუძემდებელი (მაგალითად როგორც
მუჰამედი) .ბუდიზმი მალევე გავრცელდა სხვა ქვეყნებში ის ჯერ მეზობელმა ჩინეთმა გაიცნო
ხოლო შემდგომ კორეის გავლით იაპონიაშიც დამკვიდრდა.

ჩრდილოეთ ბუდიზმი ანუ მაჰაიანა(დიდი ეტლი) - ზუსტად ბუდიზმის ეს


მიმდინარეობაა ამ ქვეყნებში გავრცელებული იგი განსხვავდება ჰინაიანასგან (მცირე ეტლი)
რომელიც სამხრეთ ქვეყნებშია გავრცელებული. მაჰაიანას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული
აქვს ,ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება,რომელიც მკაცრი ცხოვრებით
გამოირჩევა.არსებობს ასევე ძენ-ბუდიზმი იგი
მიმდინარეობაა მაჰაიანას ტრადიციის ბუდიზმში ,რომელიც 6 საუკუნეში აღმოჩენდა ინდოეთში
. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში,შემდგომში
დანარჩენ შორეულ აღმოსავლეთში - ვიეტნამში, კორეაში და იაპონიაში. ძენის ზნეობრივი
მოთხოვნაა თავის დაღწევა სიძულვილისაგან ამაო ფიქრებისაგან და შინაგანი სიმშვიდის
შენარჩუნებაა. მისი მიხედვით ადამინი უნდა გათავისუფლდე სსხვათა აზრების
ზეგავლენისგან,რჩევებისგან და სწავლებებისგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე
.ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის ,რომ რეალობას არ
გააჩნია ობიექტური შინაარსი, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი არსებაა იგი არ აღიარებს არც
მადლს,ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს , ძენის მოძღვრებით
განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს .

ბუდიზმი როგორც უკვე ვთქვით ჩინეთის საშუალებით გავრცელდა შორეული


აღმოსავლეთის ქვეყნებში ,მაგრამ საინტერესოა თუ როგორც შეაღწია ამ რელიგიამ თვითონ ამ
ქვეყანაში. ჩინეთი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენს(ეს არის მისი ჩინური განმარტება)
შესაბამისად ის ყველა სხა ცივილიზაციას ერთ ჭრილში განიხილავს რომ მათ არ გააჩნიათ უნარი
რომ მას აჯობონ ,ამიტომაც ძნელი იყო უცხოეთიდან შემოსული რელიგიას იქ მარტივად
მოეკიდა ფეხი და შესაბამისად ყველა ეს რელიგია უნდა ითქვას რომ „გაჩინურდა“ მაგალითად
ისლამი შედარებულ იქნა კონფუციონიზმთან, ქრისტიანობა არა როგორც ეკლესია არამედ
მოძღვრება ქრისტესი დიდი პოპულარობით სარგებლობდა რევოლუციონერ ჩინელებთან
რადგან ქრისტე ყველაზე დიდი რევოლუციონერი გახლდათ, ამირომაც ბუდიზმიც არ გახლდათ
გამონაკლისი და შესაბამისად იმდენად გარდაიქმნა და შეიცვალა რომ ძალიან განსხვავდებოდა
ორიგინალ ანუ ინდური ბუდიზმისგან ,იგი ჩინეთში ჩნდება იმ დროს როდესაც იქ უკვე დაოზმს
და კონფუციონიზმს მჭიდროდ ქონდათ ფეხი მოკიდებული ,თუმცა ამან ახალი რელიგიის
გავრცელება არ შეაფერხა რადგან როგოც ჩინელები თვლიდნენ ბუდიზმი ეს დაოზმის
განახლებული სახე იყო , ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ლაო-ძიმ იმოგზაურა ინდოეთში
სადაც გაავრცელა დაოზმი და მისი მოძღვრების მიხედვით შეიქმნა ბუდიზმი. პირველი
ბუდიზმის გავრცელებლები იყვნენ ვაჭრები ხოლო უფრო გვიან უკვე 2-3 საუკუნეებში ქვეყანაში
შემოდიან მისიონერი ბერები და უკვე 2 საუკუნის შუა რიცხვებში საიმპერატორო კარი ეცნობა
ბუდიზმს. რაზაც მიგვანიშნებს 165 წელს იმპერატორ ხუან დის მიერ ჩატარებული
მსხვერპლშეწირვა ბუდისთვის . იგება პირველი ბუდისტური მონასტერი ბაიმა-სი(თეთრი
ცხენის მონასტერი ) და 2 საუკენეში იწყება ჩინურ ენაზე სუტრების წერა.ჩინეთში უნდა ითქვას
რომ კონფუციონიზმმა და დაოიზმმა დიდი გავლენა იქონიეს ბუდიზმზე და არა მარტო მათ
ასევე მოსახლეობის წეს ჩვეულებებმა მაგალითად თუ ინდურ ბუდიზმში ბერებს არასდროს არ
უნდა მოეყვანათ ცოლი ეს ჩინელებისთვის მიუღებელი გახლდათ რადგან მათ გვარი
აუცილებლად უნდა გაეგრძელებინათ ეს და კიდე სხვა „შესწორებები“ შეიტანეს ჩინელებმა
ბუდიზმს და ამიტომაც არის ის „გაჩინურებული“ და უნდა ითქვას რომ ამავე სახით შედიოდა ის
სხვა ქვეყნებშიც. რადგან ჩინეთს დიდი ზეგავლენა ჰქონდა კორეაზე და იაპონიაზე გასაკვირი არ
არის რომ ეს ქვეყნებიც ეზიარებოდნენ ახალ რელიის ჯერ იგი მის მეზობელ კორეაში
გავრცელდა.

მე-4 საუკუნეში ჩინელმა მისიონერებმა დაიწყეს ბუდიზმის კორეაში გავრცელება ,ეს


პროცესი კი დაიწყო ჩრდილოეთიდან კერძოდ კი კოგუროს სახელმწიფოდან .372 წელს ჩინელმა
ბერმა სუნდომ იქ ჩაიტანა ბუდას გამოსახულება და ბუდისტური ლიტერატურა ორი წლის
შემდეგ იქ ჩავიდა ბერი ადო ხოლო ერთი წლის შემდეგ აშენდა პირველი ბუდისტური ტაძარი
კორეაში ჩომუნსა და იბულანსა ,პექჩეს სახელმწიფოში პირველი ბუდისტური ტაძარი აშენდა
387 წელს ხოლო ცილას სახელმწიფოში ბუდიზმი ოფიციალურად მიღებული იქნა 527 წელს.
ბუდიზმის გავრცელება კორეაში გავდა ქრისტიანობის გავრცელებას ევროპაში იგი ჯერ მაღალ
ფენაში გახდა ცნობილი და შემდეგ დაბალ ფენაშიც მოიკიდა ფეხი. შეძლებულია არისტოკრატია
და მმართველები აშენებდნენ ბუდისტურ სკოლებს ტაძრებს მოითხოვდნენ მათი ბუდისტური
წესით დაკრძალვას ამის გამო ნელ ნელა ბუდისტური სწავლება უკვე სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადდა და ზუსტად ამ პერიოდში დაიწყეს კორეელებმა მისი იაპონიაში გავრცელება.
თავდაპირველად კორეული ბუდიზმი მოიაზრებდა ასკეტურ ცხოვრებას ანუ ყოველივე მიწიერი
სიამოვნებისგან განთავისუფლებას თუმცა დროთა განმავლობაში კორეაში როგორც სხვა
ქვეყნებში წარმოიქმნა სექტები რომლებიც უაზროდ თვლიდნენ ამ ყველაფერზე უარის თქმას
მაგალითად სექტა ჰიდონჩონს მიაჩნდათ რომ ალკოჰოლური სასმლის მიღებაზე მათ უარი არ
უნდა ეთქვათ ამას დაემატა სხვა სექტების მოძღვრებებიც და საბოლოოდ ქორწინების , ხორცის
ჭამის და სხვა უფლება მიეცათ სექტანტებს . ბუდიზმი დღითიდღე პოპულარობას იხვეჭდა
კორეაში საბოლოოდ პიკს კი ნახევარ კუნძულზე ერთი მთლიანი სამეფოს (ჯერ სილა შემდეგ
კორო) შექმნის დროს მიაღწია , თუმცა უკვე 13 საუკუნესი როდესაც კორეას მონჭოლებმა
შემოუტიეს და დაიპყრეს ხალხმა ეს წარუმატებლობა ბუდიტ მმართველებს დააბრალა და
ბუდიზმის მიმდევართა რიცხვმა დაიკლო წლების განმავლობაში კანონები იმ დონემდეც
მივიდა რომ ბუდისტ ბერებს მიენიღათ ყველაზე დაბალი ტიტული და მათ დედაქალაქში
ყოფნის უფლება ჩამოერთვათ. დღეს კორეაში ბუდიზმს მხოლოდ მოსახლეობის 15 % მიზდევს
ეს გამოწვეული იქნა იმ ისტორიული მდგომარებით რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და სხვა
რელიგიების განსაკუთრებით კი ქრისტიანობის პოპულარიზაციით.

ოფიციალურად ბუდიზმის შესვალა იაპონიაში თარიღდება 552 წელს ,როდესაც კორეის


სახელმწიფო პეკჩეს მმართველმა მეფე კიმეს გაუგზავნა ბუდისტური გამოსახულებები და
სუტრები. იაპონელები ამ რელიგიას მანამდეც იცნობდნენ თუმცა მათი განვითარების დონე არ
იყო იქამდე მისული რომ ის გავრცელებულიყო ტერიტორიაზე ,ბუდიზმი იაპონელმა მთავრებმა
მოიწონეს რადგან ბუდიზმის მთავარი დოქტრინა მორჩილების შესახებ ესადაგებოდა
მართველი კლასის ინტერესებს შესაბამისად ის კარგი იარაღი გახლდათ ხალხის
დასამორჩილებლად . ამიტომაც მალევე 594 წელს იმპერატორმა სოტოკუმ რომელიც ბუდიზმის
მიმდევარი იყო იგი სახელწიფო რელიგიად გამოცხადა მასვე მიეწერება 46 ბუდიზტური ტაძრის
აშენება ქვეყანაში და მის დროს დაერქვა იაპონია დღევანდელი სახელი -ნიჰონ ამომავალი მზის
ქვეყანა აქვე ავღნიშნავ რომ იმპერატორი ასევე ემხრობოდა კონფუციონისტურ მოძღვრებებს და
უნდოდა შინტოიზმის კონფუციონიზმის და ბუდიზმის შერწმა რადგან სამივეში ხედავდა
ურთიერთკავშირს. ნარას პერიოდი ეს არის ბუდიზმის აყვავების პერიოდი იაპონიაში ამ დროს
შენდება უამრავი ტაძარი ხოლო იმპერატორ სომუს დროს აშენდა ბუდას ქანდაკება ნარა
დაიბუცუ. უნდა ითქვას რომ ბუდიზმმა მჭიდროდ მოიკიდა იაპონიაში ფესვები თუ სხვა
ქვეყნებში ივიწყებდნენ მას ან მის სხვადასხვა მიმართულებებს იაპონისი ბუდიზმის თითქმის
ყველა მიმართულება აქტუალური რჩებოდა და გარკვეულ დროს თავსისი როლი შეასრულა
ქვეყნის ისტორიაში . ბუდიზმმა დიდი კვალი დატოვა ასევე იაპონური ხელოვნებაში ,ფერწერაში
ცალკე პერიოდიც არსებობს როდესაც მხატვრები მხოლოდ ბუდას ან მის გარშემო მოვლენებს
ხატავდნენ ,ასევევ მუსიკისა და ცეკვის ხელოვნება და სხვა.

21-ე საუკუნეში ბუდიზმი თავისი პირველადი სახით მხოლოდ ინდოეთშია


შემორჩენილი ეს რელიგია ჯერ ჩინეთმა და შემდეგ სხვა ქვეყნებმა თავის მოსახლეობას მოარგეს
მაგალითად იაპონიაში ის ერწყმის შინტოიზმს რაც გულისხმობს მიცვალებულის ბუდისტური
წესით დაკრძალვას ხოლო ქორწილის შინტოისტური წესით გადახდას ,კორეაში იმის და
მიუხედავად რომ უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვრობს დღემდეა შემორჩენილი უამრავი
ბუდისტური ტრადიციები ,რომლებსაც ყველა კორეელი დღემდე მისდევს თუ აღნიშნავს
ჩინეთსი ის შერწყმულია კონფუციონიზმთან და დაოიზმთან თუმცა ის მოძღვრება რასაც
ბუდიზმი ქადაგებს ყველასთვის ერთია უბრალოდ მოხდა მისი საზოგადოებაზე მორგება
რადგან ის ცივილიზაცია სადაც ის ჩაისახა მთლიანად განსხვავდება ჯერ ჩინეთისგან და
შემდგომ ჩინეთიც კი განსხვავდება თითოეული იმ ქვეყნისგან რომელზედაც ვილაპარაკე.

ბიბლიოგრაფია: ბუდიზმი ენციკლოპედია, ა. ლაქტიონოვი. 2008 წელი ,გამომცემლობა


ექსმო,მიდგარდ.

You might also like