თამარი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

66. დემეტრე I მეფობდა 1125-1156 წწ.

67. გიორგი III მეფობდა 1156-1184 წწ.


68. 1138 წელს დემეტრე I-ის მეთაურობით ქართველებმა აიღეს განძა.

69. 1162 წელს ქართველებმა გიორგი III-ის მეტაურობით აიღეს ქალაქი დვინი.

70. დემნას აჯანყება 1177 წელს დაიწყო და რამდენიმე თვე გასტანა. აჯანყებულები მეფემ სასტიკად
დასაჯა.

71. გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ამიტომაც, პოლიტიკური გართულებებისაგან თავის ასარიდებლად, მან
სიცოცხლეშივე, 1179 წელს, ტახტზე თავისი ქალიშვილი თამარი აიყვანა და მასთან ერთად მეფობდა
სიკვდილამდე, 1184 წლამდე.

72. სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის ქმარი დაალოებით 1185 წელს გახდა რუსული
სამთავროების, ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი, საკუთარი
სამშობლოდან გამოძევებული იური. ორი წლის შემდეგ ქორწინება გაუქმდა.
73. შემდეგ თამარ მეფემ თავად ამოარჩია საქმრო – ოსი უფლისწული, ბაგრატიონთა მონათესავე და
საქართველოს სამეფო კარზე გაზრდილი დავით სოსლანი.

74. 1203 წელს ბასიანის ველზე ქართველებმა, დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის
მეთაურობით მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს მეფის შეურაცხმყოფელი რუქნ ად-დინი.

75. გიორგი III და თამარ მეფე იწოდებოდნენ: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შარვან
შაჰი, შაჰინშაჰი, მეფეთ მეფე, სრულიად აღმოსავლეთისა და დასავლეთის მპყრობელი“.

…….1. ქართული სამოხელეო აპარატი, თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში
შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები),
მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და
მათი ხელქვეითნი).

2. „ხელმწიფის კარის გარიგება“-ში დაწვრილებით იყო აღწერილი სამეფო დარბაზის წესრიგი (მაგ., ვინ
სად და როგორ უნდა მჯდარიყო ან მდგარიყო).

You might also like