ძლივს

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ტერორიზმის ზეგავლენა XXI საუკუნის მსოფლიოზე

ეინულა კოხტაევი

ბიზნესის სკოლა

კურსის ხელმძღვანელი: ლალი კახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
განაცხადი

„როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი არ შეიცავს


სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან
დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან
ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.”

ეინულა, კოხტაევი, 14.02.2020

i
სარჩევი
განაცხადი.......................................................................................................................................i
შესავალი........................................................................................................................................1
ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................................................3
შეჯამება.........................................................................................................................................6
ბიბლიოგრაფია.............................................................................................................................8

i
შესავალი

ტერორიზმი არის ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.


ტერორიზმი სათავეს იღებს 1605 წლიდან, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქს
აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმს I-ის მოკვლას. თანამედროვე სამყაროში
ტერორიზმი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. სტატისტიკების მიხედვით
ტერორიზმმა მსოფლიოს ყველაზე დიდი ზიანი 2001 წლის 9 სექტემბერს
განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მიაყენა. ტერორიზმი
მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა რომელიც მუდამ იარსებებს. იშვიათად
თუ ჩაივლის თვე და კვირა, საინფორმაციო საშუალებებმა დედამიწის სხვადასხვა
წერტილიდან რომ არ გადმოსცენ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. გამოძიების
ფედერალური ბიუროს(FBI) მიხედვით ,„ტერორიზმი არის ძალისა და სისასტიკის
უკანონო არადისკრიმინაციული და განზრახ გამოყენება ადამიანებისა და მათი
საკუთრების წინააღმდეგ, მთავრობის იძულებისთვის, საზოგადოების ან/და მისი
რომელიმე სეგმენტის დასაშინებლად და გამყარებულია პოლიტიკური ან
სოციალური მიზნებით“.
საქართველოში ტერორიზმი არც ისე აქტუალური თემაა მაგრამ, ტერორიზმი
არის გლობალური თემა რომლის წინააღმდეგ არაერთი სახელმწიფო იბრძვის. აშშ-
ს სახელმწიფო ტეპარტამენტი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს ტერორიზმის
შესახებ. ერთ-ერთ სტატიაში, აშშ-ს სახელმწიფო ტეპარტამენტი საქართველოს
შესახებ წერდა, რომ საქართველო ტერორიზმთან მებრძოლი გლობალური
კოალიციის დიდი ხნის წევრია და ის რჩება აშშ-ს მტკიცე პარტნიორად
უსაფრთხოების საკითხებში.(ნერგაძე, 2018)
ჩემი მიზანია უფრო ახლოდან გაგაცნოთ ტერორიზმი, თუ როგორ ზიანს აყენებს
ეს საკითხი ჩვენს მსოფლიოს და მთელ კაცობრიობას. მინდა ინფორმაცია
გადმოგცეთ ისტორიაში ყველაზე დიდ და სახელგანთქმულ ტერორისტული
აქტების შესახებ. ასევე მინდა მოგიყვეთ ტერორისტული დაჯგუფეფების შესახებ.
გადმოგცეთ ინფორმაცია თუ როგორ წარმოიშვა ეს და რატომ მიმართავენ
ძალაუფლების ამ სახეს.
კიდევ უფრო კონკრეტულად კი გვაინტერესებს, რამდენად აქტუალურია
ტერორიზმი ჩვენ სამშობლოს საზღვრების შიგნით და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამ
მიზნიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე შემდეგი საკვლევი კითხვები:
1.რამდენად აქტუალურია ტერორიზმი საქართველოში?
2.რა ზიანს აყენებს ტერორიზმი მსოფლიოს?
3.რა არის მთავარი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობებს ტერორისტული აქტების
მოწყობას?
ტერორიზმი არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას. არ არსებობს
ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ემუქრება ეს საკითხი. ტერორიზმი ძირითადად
მეორე მსოფლიო ომის მერე უფრო აქტუალურ თემად გადაიქცა. ტერორიზმის

1
წინააღმდეგ ბევრი ქვეყანა იბრძვის, აშშ-ს სახელმწიფო ტეპარტამენტის მიერ
დაწერილ სტატიაში საქართველოც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნების
სიაში მოხვდა. ტერორიზმი ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს მეზობელ ქვეყანა
თურქეთშიც, რომელიც უფრო და უფრო იძაბება ამ ბოლო დროს. იქედან
გამომდინარე, რომ თურქეთს მეზობლად ჰყავს ისეთი სახელმწიფო, რომელიც
შეგვიძლია ტერორიზმის ერთ-ერთ სამშობლოდ ჩავთვალოთ, ეს ქვეყანა არის
სირია, სადაც წლებია ტერორისტული დაჯგუფებები იბრძვიან სახელმწიფოს
წინააღმდეგ.
ზემოთ აღნიშნული მოკვლე მიმოხილვის საფუძველზე დაყრდნობით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ტერორიზმი საქართველოში არც ისე აქტუალური თემაა, მაგრამ
საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანაა. საქართველოს
ტერორიზმთან სიახლოვე იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მეზობელ
ქვეყნებში ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია

2
ლიტერატურის მიმოხილვა

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომელიც


სათავეს ჯერ კიდევ 1605 წლიდან იღებს. (ბლიაძე, 2015) ტერორი, როგორც
ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. 21-ე საუკუნეში
ტერორიზმის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. ვასილ რუბაშვილის მიერ
დაწერილ ერთ-ერთ სტატიაში ის გვიწერს ტერორისტული დაჯგუფებების

წარმოქმნის მიზეზებზე; „1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ ძლავრი


იმპულსი მისცა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამური ტერორისტული
ორგანიზაციების წარმოქმნას.“ როგორც ყველასთვის ცნობილია დღესაც
გრძელდება ისრაელსა და ისლამურ ქვეყნებს შორის დაპირისპირება. მაგრამ
ამასთანავე ვასილ რუბაშბილი გვეუბნება, რომ ებრაული ტერორისტული
დაჯგუფებები აქამდეც არსებობდნენ. (რუბაშვილი, 2017) აქედან გამომდინარე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორიზმს ძაილან დიდი ისტორია აქვს. ტერორიზმი
არის ძალადობის გამოყენება, რაიმე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ტერორიზმი შეგვიძლია დავყოთ სხვადასხვა სახეებად, არსებობს: პოლიტიკური
ტერორიზმი, ნაციონალური ტერორიზმი, სოციალური ტერორიზმი და
რელიგიური ტერორიზმი. (რუბაშვილი, 2017) დღესდღეობით მსოფლიოში
ყველაზე მეტად გავრცელებულია ტერორიზმის ორი სახე: პოლიტიკური და
რელიგიური ტერორიზმი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიგიური
ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდაა, ეს ის ტერორისტული დაჯგუფებაა
რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ტერიტორიაზე მომხდარი
კოორდინებული თავდასხმათა სერია აღიარა. ვასილ რუბაშვილი თავის სტატიაში
„ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში“ გვიწერს, რომ
„ბრძოლამ გლობალურ ტერორიზმის წინააღმდეგ უკვე მნიშვნელოვან წარმატებას
მიაღწია. მაგალითად დიპლომატურ ფონტზე- გაეროს უშიშროების საბჭომ
ერთხმად მიიღო რეზოლუციები, რომლებიც ავალდებულებს 189 წევრ ქვექანას
აღკვეთოს ტერორისტული საქმიანობა და შეწყვიტოს მათი დახმარება.“
მიუხედავად ამ მიღებულ რეზოლუციებისა, დღესდღეობით კიდევ არსებობს
ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტულ დაჯგუფებებს

3
სხვადასხვა გზით. ეს შეგვიძლია იმ მარტივი გაგებით ვთქვათ, რომ ტერორისტულ
დაჯგუფებებს დაფინანსება, რომ არ ჰქონდეს ვერ იარსებებდენ თანამედროვე
მსოფლიოში.

დღესდღეობით ყველასთვის ცნობილია, რომ ტერორიზმი კვლავ არსებობს


მსოფლიოში, ის ამოუფხვრელი და სერიოუზლი პრობლემაა მსოფლიოსთვის.
ძირითადად ტერორიზმი ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული სადაც მძიმე
პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემაა და ირღვევა ადამიანთა უფლებები.
ასეთი ქვეყნის მაგალითად შეგვიძლი მოვიყვანოთ ახლო აღმოსავლეთში მდებარე
სირია, სადაც ათასობით ბავშვი თუ მოზარდი ეწირება ტერორისტულ აქტებს. 2013
წლის მონაცემების მიხედვით 17958 ადამიანი დაიღუპა ტერორისტული აქტის
შედეგად მსოფლიოში. (მესხიძე, 2018). სამწუხაროა, რომ ადამიანების
უმრავლესობა ტერორიზმს ისლამურ რელიგიასთან აკავშირებენ და
მორიდებულად ექცევიან ისლამურ რელიგიის მიმდევარ ადამიანებს, მაგრამ
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ტერორიზმი არ შეიძლება ერთ ადამიანთან ან
კონკრეტულ რელიგიასთან მივუახლოვოთ, რადგან ტერორიზმი ემუქრება ყველა
ქვექანას არ აქვს მნიშვნელობა ეს ისლამისტური იქნება თუ სხვა რელიგიის
მიმდევარი. ამის უახლესი მაგალითია ახალ ზელანდიაში მდებარე ორ მეჩეთში
განხორციელებული ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც 40ზე მეტი ადამიანი
დაიღუპა.

გამოძიების ფედერალური ბიურო, FBI-ის მიხედვით, „ ტერორიზმი არის ძალისა


და სისასტიკის გამოყენება ადამიანებსა და მათი საკუთრების წინააღმდეგ,
მთავრობის იძულებისთვის, საზოგადოების ან მისი რომელიმე სეგმენტის
დასაშინებლად და გამყარებულია პოლიტიკური ან სოციალური მიზნებით.“
(გოგუაძე, 2016)

გამოძიების ფედერალური ბიუროს ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ტერორიზმი


გამოიყენება არამხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთის, ასევე გამოყენება

4
სოციალური მიზნებისთვისაც. ადამიანზე ძალადობის ყველა სახე შეგვიძლია
ჩავთვალოთ ტერორიზმის სახედ, რადგან ამ დროს ირღვევა ადამიანის უფლებები.

ტერორიზმი დიდ ზარალს აყენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკას, ამცირებს


ქვეყანაში მიმავალ ტურისტების რაოდენობას, მოსახლეობას აიძულებს დატოვონ
თავიანთი საცხოვრებელი და გადავიდნენ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. დღემდე
მსოფლიოში უამრავი ტერორისტული აქტი მომხდარა, რომლებიც დიდ
ეკონომიკური ზარალი მიაყენა ქვეყანს. Business Media Georgia ავრცელებს ასეთ
სტატიას „10 ყველაზე ზარალიანი ტერორისტული თავდასხმა ისტორიაში.“ აქ
შეგვიძლია წავიკითხოთ თუ რამდენი მილიონი ზარალი მიაყენა ამა თუ იმ
ქვეყანას ტერორისტულმა აქტებმა. როგორც ყველასთვის ცნობილია და ამ
სტატიაშიც წერია, ყველაზე ზარალიანი ტერორისტული ატქი მსოფლიო
ისტორიაში 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ტერირორიაზე მომხდარი აქტია,
რომელმაც 3 ტრილიონი დოლარი ზარალი მიაყენა აშშ-ს ეკონომიკას.

2014 წელს 67 ქვეყანა იყო, სადაც ტერორისტული აქტების შედეგად თენდაც ერთი
ადამიანი გარდაიცვალა. (ბლიაძე, 2015). მაია ბლიძე თავის სტატიაში
„ტერორიზმის გეოგრაფიაში“ წერს ასეთ რაღაცას, რომ „დღეს მსოფლიო
ყველაფერს აკეთებს იმისთის, რომ ტერორისტული აქტებში ეჭვიმტანილიპირების
თუ ადამიანთა ჯგუფები ამხილოს, რათ ისინი მართმსაჯულის წინაშე წარადგნენ.“
ზუსტად ასეთი ორგანიზაციაა „NATO”, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე მარტივია, მიუხედავად საერთაშორისო
ორგანიზაციებისა. თუ მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებს უნდათ, რომ ტერორიზმი
გააქრონ მსოფილიოდან და მომავალ თაობას ლამაზი და უსაფრთხო დედამიწა
დატოვონ, ამისათვის მათ მოუწევთ გაერთიანება და ძალების ერთად გამოყენება.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი კაცობრიობის ძალისხმევას მოითხოვს.

5
შეჯამება

როგორც შესავალში და ლიტერატურის მიმოხილვაში განვიხილეთ, ტერორიზმი


მრავალი წელია არსებობს. მისი აქტუალობა დიდად გაიზარდა 21-ე საუკუნის
მსოფლიოში. ამ თემაზე მუშაობა იმიტომ გადავწყიტე, რომ ეს თემა დღესდღეობით
ძალზე აქტუალურია და ყველა ქვეყანას ემუქრება. ამ თემაზე მუშაობისას
გამოვიყენე სხვადასხვა სახის სტატიები სადაც შეგვეძლო წაგვეკითხა ტერორიზმის
წარმოშობის შესახებ, ასეცე ისიც, რატომ მიმართავენ ძალადობის ამ სახეს.

ამ თემაზე მუშაობისას ჩემი მთავარი მიზანი იყო, მკითხველთათვის უკეთ


გამეცნო ტერორიზმი, თუ რამდენად აქტუალური თემაა და რა ზიანს აყენებს ის
კაცობრიობას და რა არის ამ თემის აქტუალობის გამომწვევი მთავრი ფაქტორები,
ასევე მინდოდა გადმომეცა იმფორმაცია ტერორიზმის აქტუალობის შესახებ ჩვენს
ქვეყანაში. შესავალზე მუშაობისას შევეცადე მკითხველთათვის ჭეშმარიტი
იმფორმაცია მივაწოდო, ამისათის დიდი ყურადღება მივაქციე ამა თუ იმ წყაროს
სანდოობას. ამ თემაზე მუშაობისას გამოვიყენე მრავალი წყარო, მათ შორის იყო
გიორგი გოგუაძის მიერ 2016 წელს დაწერილი სტატია სახელად „რატომ არ კვდება
ტერორიზმი“ აქ მოცემული იყო ის იმფორმაცია, თუ რატომ არის ტერორიზმი ასაე
აქტუალური მსოფლიოში. ასევე გამოვიყენე Business Media Georgia-ს სტატია სადაც
მოცემული იყო სტატისტიკა 10 ყველაზე ზარალიანი ტერორისტული თავდახსმის
შესახებ. როგორც შესავალში ჩანს, ტერორიზმი ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე
აქტუალური საკითხია, მაგრამ ის დიდად აქტუალური თემაა მსოფლიო მასშტაბით
და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ლიტერატურის მიმოხილვის წერის დორს ისეთი წყაროები გამოვიყენე, სადაც


შეგვეძლო წაგვეკითხა, თუ რას აკეთებს მსოფლიო ქვეყნები ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ლიტერატურის მიმოხილვაში შევეცადე იმ
საკითხებზე გამეცა პასუხი, რომლებიც შესავალში მქონდა მოცემული. ამისათვის

6
გამოვიყენე ვასილ რუბაშვილის მიერ დაწერილი სტატია სახელად „ტერორიზმის
პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში“ . აქ სტატიის ავტორი გვიწერდა
ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოქმნილ მსოფლიო
ორგანიზაციების შესახებ და იმას, თუ რამდენად წარმატებას მიაღწიეს ისინი.
ვასილ რუბაშვილის მიერ დაწერილ სტატიას ჰგავს ასე მაია ბლიაძის მიერ
დაწერილი სტატიაც, სახელად „ტერორიზმის გეოგრაფია“ აქაც არის იმფორმაცია
იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც შეიქმნა ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლისვთის.

საბოლოოდ რომ შევჯამდეთ, ზემოთ აღნიშნული იმფორმაციის მიხედვით


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე თუ ისე შესავალში დასმულ კითხვებს ვუპასუხეთ.
ჩემს მიერ შესრულებული ორი დავალებიდანაც ჩანს თუ რა ზარალს აყენებს ის
მსოფლიოს და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები. ერთ დასმულ კითხვას ვერ
ვუპასუხე სრულიად, რადგან ტერორიზმი აქტუალური თემა არაა ჩვენს ქვეყანაში
და ამის შესახებ ბევრი იმფორმაცია არ მოიძებნება.

7
ბიბლიოგრაფია

ბლიაძე, მაია. 2015. ტერორიზმის გეოგრაფია. Mastavlebeli.ge


http://mastsavlebeli.ge/?p=1405 (10.02.2020)
გოგუაძე, გიორგი. 2016. რატომ არ კვდება ტერორიზმი. Fatcheck.ge
https://factcheck.ge/ka/story/23278-ratom-ar-kvdeba-terorizmi (10.02.2020)
მესხიძე, რაფიელ. 2018. ტერორიზმი და მისი საფუძვლები. Yata.ge
http://yata.ge/ge/?p=1585 (10.02.2020)
ნერგაძე, ნიკო. 2018. საქართველო და ტერორიზმი. Radiotavisupleba.ge
https://tinyurl.com/rf4s4qe (11.02.2020)
რუბაშვილი, ვასილ. 2017. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო
ორგანიზაციებში. Militarium.org https://militarium.org/terorizmis-problema/
(10.02.2020)
Business Media Georgia. 10 ყველაზე ზარალიანი ტერორისტული თავდასხმა
ისტორიაში. Bm.ge https://bm.ge/ka/article/10-yvelaze-zaraliani-teroristuli-tavdasxma-
istoriashi-/14054 (11.02.2020)

You might also like