Документ

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კონსტიტუციური სამართალი და ევროპისმცოდნეობა

ევროპოსმცოდნეობის, როგორც სასწავლო დარგის ჩამოყალიბება განაპირობა


ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებმა. ევროპისმცოდნეობა ხასიათდება
მაღალი ინტერდისციპლინურობით. იგი მოიცავს ადამიანურ და სოციალურ
მეცნიერებებს. ევროპისმცოდნე სპეციალისტების პროფესიული უნარების გამოყენების
სპექტრი ფართოა, მოცემული კვალიფიკაცია ითვალისწინებს მუშაობას: დიპლომატად,
კონსულტანტად, მთარგმნელად ასევე ექსპერტად სახელმწიფო და არასამთავრობო
ორგანიზაციებში, კულტურულ ცენტრებში საზღვარგარეთ და სხვა. ზემოხსენებული
პროგრამა არის ჩვეულებრივი კომბინაცია შემდეგი საგნებისა: ევროპის ისტორიის,
ევროპის ლიტერატურის, ევროპის სამართლისა და სხვა.

ევროპის სამართალი რომელსაც ჩვენ საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური


სამართლის სახელით გავდივართ მოიცავს ინფორმაციასა და პრაქტიკულ
მაგალითებს სახელმწიფოების კონსტიტუციური სამართლის შესახებ უპირველესად კი
ევროპის ქვეყნებისას. ამ საგნის მიზანია თეორიული ცოდნის მიწოდება.

კონსტიტუციური სამართლის როლი ევროპისმცოდნეობის პროგრამაში ძალზე


მნიშვნელოვანია როგორც სხვა საგნებისა, იგი გვაძლევს ინფორმაციასა და ცოდნას
ევროპულ სახელმწიფოთა ძირითად კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტების
შესახებ. რაც რათქმაუნდა აუცილებელია ევროპისმცოდნესათვის .თვითონ ეს
პროფესია მოითხოვს ყველანაირ ცოდნას ევროპის შესახებ რათა პროგრამის
სპეციალისტმა შეძლოს საკუთარი და უცხო ქვეყნების სპეციფიკის ხედვა და ანალიზი.
ზემოხსენებული საგანი იძლევა საშუალებას გააძლიეროს კარიერული პერსპექტივები
ევროპისმცოდნესათვის. კონსტიტუციური სამართლის გამოყენება
ევროპისმცოდნეობაში
იმოქმედებს სამართლიანობის, ადამიანური უფლებების, სოციალური და
დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით

You might also like