Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს სამხედრო-

პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის 2
და ევროპის 27 სახელმწიფოსაგან შემდგარი კავშირი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკურ
სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად
იცავს და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი,
ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის
უფლებები და კანონის უზენაესობა.

ნატო არის ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და


სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება
კონსესუსის საფუძველზე, თითოეული წევრი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს
ყველა წევრ სახელმწიფოს, განურჩევლად მისი ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის
რაოდენობისა, პოლიტიკური თუ სამხედრო ძლიერებისა გააჩნია თანასწორუფლებიანი
სიტყვა განხილვებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს. ნატოს გადაწყვეტილების
მიმღებ ძირითად ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების
მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების
დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე (მათ შეხვედრას
სამიტი ეწოდება).

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.


გენერალურ მდივანს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია: 1. ის არის ჩრდილოატლანტიკური
საბჭოს, თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის, ნატო-
რუსეთის საბჭოს, ნატო-უკრაინის საბჭოს, ნატო-საქართველოს საბჭოსა და ხმელთაშუა ზღვის
დიალოგის თავმჯდომარე; 2. ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით; გამოხატავს
ორგანიზაციის პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; 3. ის არის ალიანსის
უმაღლესი წარმომადგენელი და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი. ნატოს
გენერალურ მდივანს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-
ერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც გენერალური მდივანი წარმოადგენს, ორი ხმით
ისარგებლებდა, ნატოში კი თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი და თანაბარი ძალის ხმის უფლება
აქვს. ნატოს გენერალური მდივანი წევრი სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება.
დღემდე ნატოს სულ 12 გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი იკავებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა.


ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია
კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ
სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც
თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას
გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო
ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის
უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ
ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული
თავდასხმის მომდევნო დღეს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია შეიარაღებული სამხედრო ძალები მუდმივ


საწყისებზე. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ნატოს გაერთიანებულ
სამხედრო სტრუქტურაში, ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის
შეიარაღებული ძალები შეთანხმებული ამოცანებისა და ოპერაციების განსახორციელებლად.
თუმცა 2006 წლიდან ნატოს სრულ მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად
მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი „სწრაფი რეაგირების ძალები“ (NRF-NATO
Response Force), რომლებიც მოიცავენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური
დანიშნულების ძალების კომპონენტებს.

სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნების


მეთაურებმა ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიღეს. ნატოს დოქტრინის თანახმად, ამ
ძალების მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პლაცდარმის ხუთი დღის
განმავლობაში დაკავება და ძირითადი ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის
დაწყების ხელშეწყობაა. ბოლო პერიოდში ევროპაში შექმნილი ახალი გარემოებების
გათვალისწინებით სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 13000-დან 30000-მდე გაიზარდა.

ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მდებარეობს. მასში განთავსებულია: წევრი


სახელმწიფოების ეროვნული დელეგაციები, ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო
კომიტეტები, გენერალური მდივნის ოფისი და საერთაშორისო სამსახური, საერთაშორისო
სამხედრო სამსახური, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიები და სხვა მნიშვნელოვანი
სტრუქტურული ერთეულები.

ნატოს აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც მოიცავს პოლიტიკურ


და სამხედრო ასპექტებს. თითოეული ეს სტრუქტურა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ
ორგანოს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.

სამოქალაქო სტრუქტურა

ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ნატოს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენელი/დელეგაცია


ჰყავს. მას ხელმძღვანელობს ელჩი, რომელიც თავისი ეროვნული მთავრობის ინსტრუქციების
მიხედვით მოქმედებს. დელეგაცია, ძირითადად, დაკომპლექტებულია სახელმწიფოს საგარეო
და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით. ის ფაქტი, რომ ეროვნული დელეგაციები
ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობენ, ხელს უწყობს მათ საერთაშორისო სამსახურთან ოფიციალურ და
არაოფიციალურ ურთიერთობებს. ნატოს შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და
თანამშრომლობის ადგილს პარტნიორ და წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და
მშვიდობის დამყარების მიზნით, მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო სამსახური ნატოს საკონსულტაციო და ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც


ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და დაქვემდებარებულ კომიტეტებს ვალდებულებების
შესრულებაში ეხმარება. საერთაშორისო სამსახური წევრი სახელმწიფოების
წარმომადგენლებისაგან შედგება. ისინი ნატოს მიერ არიან დაქირავებულები ან შესაბამისი
ეროვნული ორგანოების მიერ 3-4 წლის ვადით ინიშნებიან. ნატოს საერთაშორისო სამსახური
უშუალოდ გენერალურ მდივანს ექვემდებარება. კონსულტაციებისა და ადმინისტრაციული
ვალდებულებების გარდა, საერთაშორისო სამსახური ჩართულია ალიანსის გაფართოების
პროცესში. საერთაშორისო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან ალიანსში
გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს გარკვეული ვალდებულებების განხორციელების პროცესში.

სამხედრო სტრუქტურა

ნატოს სამხედრო კომიტეტი წარმოადგენს ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს, რომელიც


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო
კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს ნატოს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის, სამხედრო
სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე.
სამხედრო კომიტეტი აფასებს ნატოსთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო
ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული სიტუაციების ან
ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება მოხსენებებისა და
რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმვის
ჯგუფისათვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი შეიმუშავებს დირექტივებს ნატოს
სამხედრო სარდლობებისათვის. ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების,
თავდაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის
წარმომადგენლებთან.

ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარსარდლობა: 1. მოკავშირეთა


მთავარსარდლობა ევროპაში, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში (ბელგიის სამეფო);
2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის მთავარსარდლობა, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს
ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს
მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობას და ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ
ძალებს. იგი პასუხისმგებელია ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე, მიუხედავად მათი
ადგილმდებარეობისა. ევროპაში მოკავშირეთა მთავარსარდლის პოზიცია, ტრადიციულად,
ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს უკავია, რომელიც ამავდროულად შეერთებული
შტატების ევროპული სარდლობის მეთაურსაც წარმოადგენს. ხოლო მოკავშირეთა
მთავარსარდალი ტრანსფორმაციის დარგში, პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო
შესაძლებლობათა მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე.

ნატოს შექმნაზე საუბარი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მიმოხილვით უნდა
დავიწყოთ. 1945 წელს ევროპის ორ ნაწილად დაყოფამ თითქმის ნახევარი საუკუნით
განსაზღვრა ამ კონტინენტის, ევროატლანტიკური არეალისა და მილიონობით ადამიანის ბედი.
მეორე მსოფლიო ომის დროს სამი მოკავშირის (აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს)
გამარჯვებამ შექმნა მოლოდინი, რომ ევროპის კონტინენტზე ჰარმონიული თანაცხოვრება და
სტაბილური განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ილუზია იყო.
დასავლეთ ევროპელი ლიდერები და მათი მოკავშირეები რეალისტურად აფასებდნენ საბჭოთა
კავშირის ექსპანსიური პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებს. ცხადი იყო, რომ
გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა ევროპაში ფაშისტური დიქტატურის ჩანაცვლება არანაკლებ
საფრთხის შემცველი კომუნისტური დიქტატურით განიზრახა. მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის
ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები, სამხედრო ძალების
შემცირებასა და სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით, საბჭოთა
კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ევროპის კონტინენტზე სამხედრო
ძალების სრულ შემადგენლობას ინარჩუნებდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების განსაკუთრებული გარემოებები


ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირს მომგებიანი პოზიცია ეკავა და ცდილობდა შექმნილი
სტრატეგიული უპირატესობით მანიპულირებას. საბჭოთა კავშირის არმია უკუქცეული მტრის
დევნისას ღრმად შეიჭრა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე. მოახდინა
პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ასევე ავსტრიისა და
გერმანიის ტერიტორიების ოკუპაცია და დაიკავა სტრატეგიული პოზიციები. ოკუპირებულ
ქვეყნებში საბჭოთა კავშირი მოსკოვისადმი ლოიალურ და კომუნისტური იდეოლოგიის
მიმდევარ რეჟიმებს ახალისებდა. ასევე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ზრახვები
აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებით არ შემოიფარგლებოდა. საბჭოთა კავშირის
ლიდერს, სტალინს კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელება და მისი გავლენის სფეროს
გაფართოება სურდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, კერძოდ
საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში, სადაც კომუნისტური იდეოლოგიისადმი
სიმპათიით განწყობილი პოლიტიკური ძალების მომძლავრების ტენდენცია თვალში საცემი
იყო. მოსალოდნელ საფრთხეზე 1946 წლის 5 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ
ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა (რომელიც დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის
ლიდერის რანგში წარდგა) გაამახვილა ყურადღება და პირველად გამოიყენა ტერმინი „რკინის
ფარდა“.
XX საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის
შენარჩუნებისა და აღმშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანია, ჯეროვნად შეფასდეს ამერიკის
შეერთებული შტატების დროული და თამამი პოზიცია, რომელიც, ე.წ. შეკავების დოქტრინის
სახელითაა ცნობილი. პრეზიდენტ ტრუმენის დოქტრინა, რომლის მთავარი არსი ორ
იდეოლოგიას შორის კრიტიკულ შეუთანხმებლობასა და მიუღებლობაში მდგომარეობდა,
ევროპის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. შეკავების დოქტრინის
ავტორი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. კენანი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა
საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ექსპანსიის შეჩერებას ძალისმიერი პოლიტიკითა და
დასავლეთის უხვი ეკონომიკური დახმარებით. ეს დოქტრინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,
ჯორჯ მარშალმა განახორციელა, მისი გეგმა “მარშალის გეგმის” სახელითაა ცნობილი. 1948
წლის 2 აპრილს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი “ევროპის აღორძინების” შესახებ, რომლის
მთავარი ამოცანა ეკონომიკურ დონეზე კომუნიზმის შეკავება გახლდათ. „მარშალის გეგმის“
შედეგად თექვსმეტმა ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან 13 მლრ დოლარის დახმარება მიიღო.

მარშალის გეგმა

1947 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა , ჰარვარდის


უნივერსიტეტში გამოსვლისას აუდიტორიას გააცნო გეგმა, რასაც შემდგომში მარშალის გეგმა
ეწოდა. მარშალმა აღწერა ის უკიდურესი გაჭირვება და უიმედობა, რომელიც მეორე მსოფლიო
ომგამოვლილ ევროპაში სუფევდა . ამის შემდეგ მან შეახსენა ამერიკელებს, რა გავლენა
შეიძლებოდა მოეხდინა ევროპის სამუდამო განადგურებას მათსავე ეკონომიკაზე . გეგმა არც
ერთი იდეოლოგიისა თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა,
სტალინის მითითებით, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა უარი თქვეს აშშ-ის დახმარების
მიღებაზე . მარშალის გეგმა ითვალისწინებდა ამერიკელთა დახმარებას ევროპის
რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინების პროცესში. დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოებისათვის მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარების გასანაწილებლად
შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი. ეს გეგმა მოგვიანებით ევროპის
აღორძინების პროგრამად გადაიქცა. აშშ-ის მოთხოვნით , აღნიშნული დახმარების შესაბამის
პრიორიტეტებზე განაწილება ევროპელებს უნდა ეკისრათ . ამ მიზნით , ევროპის ეკონომიკური
თანამშრომლობის კომიტეტი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციად
გადაკეთდა. პროგრამა 1952 წლამდე გაგრძელდა . ამ ხნის განმავლობაში ევროპის
რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის გაწეულმა დახმარებამ 13 მილიარდი
ამერიკული დოლარი შეადგინა. მარშალის გეგმით , პრეზიდენტ ტრუმენის მიერ
გამოცხადებული დოქტრინითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნით შეერთებული
შტატები აქტიურად ჩაერთო დასავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებში.

მდგომარეობა განსაკუთრებით 1947-1949 წლებში დაიძაბა. უნდა გამოიყოს სახელმწიფო


გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში და ბერლინის ბლოკადა, რომელიც 1947 წელს დაიწყო. ცხადი
გახდა, რომ დასუსტებული ევროპის ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ თავის
დაცვას და გაეროს წესდება და სხვა არსებული საერთაშორისო მექანიზმები ევროპის
დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების გარანტი ვერ იქნებოდა. 1948 წლის მარტში
დასავლეთ ევროპის ხუთმა სახელმწიფომ – ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა,
ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს“. ეს კავშირი მიზნად
ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას,
რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას წინ
აღუდგებოდა. „ბრიუსელის პაქტი“ დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის
შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა ნატო-ს დაარსების საფუძველი. „ბრიუსელის
პაქტის“ ქვეყნები ერთიან თავდაცვით სისტემაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან,
ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. მოლაპარაკებები 1949 წლის 4
აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება)
ხელმოწერით დასრულდა შეიქმნა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომელიც ალიანსში
შემავალი თორმეტივე წევრი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს
ეფუძნებოდა. ჩრდილო ამერიკის ჩართვა დასავლეთ ევროპის დასაცავად მოწმობდა იმას, რომ
დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური თუ სამხედრო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა
წარუმატებელი იქნებოდა. ნატოს თავდაცვის ქოლგის ქვეშ დასავლეთ ევროპამ და ჩრდილო
ამერიკამ მალე მიაღწიეს სტაბილურობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს და ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისათვის მყარი საფუძველი შექმნეს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ანუ ვაშინგტონის ხელშეკრულება ნატოს
ფუძემდებლური დოკუმენტი 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების
დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების
ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე
განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
მოგვიანებით, 1952 წელს, ამ ხელშეკრულებას თურქეთი და საბერძნეთი შეურთდა. 1955 წელს,
ვაშინგტონის ხელშეკრულებას გერმანიისფედერაციულმა რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, ხოლო
1982 წელს ესპანეთმა. 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შედეგად
გერმანიისდემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც გერმანიის განუყოფელი ნაწილი,
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა. 1999 წელს,უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის
რესპუბლიკა ნატოს წევრები გახდნენ. 2004 წელს ნატოში გაწევრიანდა ევროპის შვიდი ქვეყანა:
ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ალბანეთი და
ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს,
ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ. 2017 წლის 5 ივნისს კი
მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა წევრ სახელმწიფოებს შორის


შეთანხმების საფუძველზე, რომელიცითვალისწინებდა ამ ქვეყნების თავისუფალ არჩევანს,
გაწევრიანების საკითხის საჯარო განხილვასა და შესაბამისს საპარლამენტოპროცედურებს.
ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებას და
პასუხისმგებლობასერთობლივად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე მდგარი
საფრთხეები. ნატო შეიქმნა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინდა იმ დროიდან მოყოლებული
ალიანსის მთავარი ამოცანაა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.ნატოს დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ განიცადა არაერთი ცვლილება
ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატურირეაგირების მიზნით.

ნატოს “ღია კარის პოლიტიკა” ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს


ემყარება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს
ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის
საფუძველზე. ნატოს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში.

ნატოს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის.


გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში,
ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებასა და
საერთო დემოკრტიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო


ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების
უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა,
გაფართოების შვიდი საფეხურის გავლით 12-დან 28 ქვეყანამდე გაიზარდა.

გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952),


დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები გახდნენ, ცივი ომის დროს
მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის
გათვალისწინებით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი
გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება
სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების
პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით
რუსეთთან ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა
სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წლის მადრიდის სამიტზე,
გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია,
ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების
ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატოს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan -
MAP) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის
მომზადებაში დაეხმარებოდა.

ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია


მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიწვიეს.
ჩამოთვლილი ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების
სამოქმედო გეგმას შვიდივე ქვეყანა ასრულებდა.

ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის


სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად კი ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ.

2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა


მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ნატოს გაფართოების პირველი შემთხვევაა. „ვულოცავთ
მონტენეგროს. ეს არის ძალიან ლამაზი კავშირის დასაწყისი", განაცხადა ნატოს გენერალურმა
მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 2015 წლის დეკემბრიდან მონტენეგრო ნატოსთან
გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იყო, 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი
ოფიციალურად გახდა.

Samshvidobo misiebi

Sxva

პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს


ნდობის დამყარებას ნატოს, ევროპაში ნატოს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის
ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა 1993
წლის 20-21 ოქტომბერს, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია).
1994 წლის 10-11 იანვარს ნატომ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი
პროგრამა - ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს
შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური
ურთიერთობა ნატოსთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისათვის.

დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება,


“პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება,
სტაბილურობის განმტკიცება და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, როგორც ნატოსა და
ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს
შორის.“პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს
ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს
განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების,
საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების
უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და
შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო
ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და
კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს. დოკუმენტი,
ასევე, ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების,
ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და
ნატოსთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის
შესახებ.

,,პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები


ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატოს ეგიდით წარმოებულ
ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის
რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა
და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების,
ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.
პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას
ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების
თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა
და პარტნიორებს შორის.

თავდაცვის განვითარების პროგრამა (DEEP)

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სხვადახვა პროგრამის ფარგლებში,


რომლის მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და თავდაცვის ინსტიტუტების
განვითარება, რომლებზეც ხორციელდება სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლი. 2009
წელს დაიწყო თავდაცვის განვითარების პროგრამა (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს
საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა
ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი
დაწესებულებების განვითარებას, საწვრთნელი პროგრამების შემუშავების და გამოცდილების
გაზიარებას ფაკულტეტების შემდგომი დახვეწის მიზნით. პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება სხვადასხვა სწავლება, კურსი, გაცნობითი შეხვედრა, მობილური საწვრთნელი
ჯგუფების ვიზიტები და სემინარები. ამჟამად პროგრამა ფოკუსირებულია ეროვნული
თავდაცვის აკადემიის განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP)

2009 წელს ნატოს ეგიდით დაიწყო პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP), რომელიც
მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.
თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
თანამშრომლებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კურსები განკუთვნილია სხვადასხვა
უწყების წარმომადგენლებისთვის და ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო
დონეზე. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორში უწყებათაშორისი
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას. პროგრამით გათვალისწინებული
ტრეინინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინგლისური ენა, კიბერ და ინფორმაციული
უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების სექტორის მენეჯმენტი,
საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანური რესურსების მართვა, მართვის უნარები,
იურიდიული საკითხები, ანალიტიკური უნარები, შესყიდვები, თავდაცვის ეროვნული
აკადემიის ფაკულტეტების განვითარება და პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC)
ფუნქციონირების გაუმჯობესება.

გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივა (Building Integrity (BI)


Initiative)

საქართველო მონაწილეობს ნატოს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების


ინიციატივაში (Building Integrity (BI) Initiative) და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა
საგანმანათლებლო ღონისძიებასა და საწვრთნელ პროგრამაში. 2013 წელს საქართველომ
გადაწყვიტა შეევსო ზემოხსენებული ინიციატივის თვითშეფასების კითხვარი და ჩართულიყო
BI პროგრამაში. პროგრამის მიზანია თავდაცვის სექტორში გამჭირვალეობის და
ანგარიშვალდებულების ამაღლება და კორუფციის რისკის შემცირება. ქართული მხარის მიერ
შევსებულ თვითშეფასების კითხვარზე და ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ თბილისში
ჩატარებული ინტერვიუების ანალიზზე დაყრდნობით, ნატოს ჯგუფმა შეიმუშავა შეფასების
დოკუმენტი (Peer Review Report). ნატოს ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად,
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში
არსებული საუკეთესო პრაქტიკა (best practices) გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს ნატოს და
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატების მეშვეობით.
ამისათვის თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა თავდაცვის აღმშენებლობის ჯგუფი.

ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის თვითშეფასების ექსპერტთა საბჭოს


ანგარიშზე დაყრდნობით თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა და დაამტკიცა
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა
2014-2015.“ დოკუმენტი დეტალურად აღწერს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ
მიმართულებებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს. საქართველო აქტიურად
თანამშრომლობს ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NSPA – NATO Support Agency)
(ყოფილი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) 2002 წლიდან.
სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარლებში უკვე წარმატებით განხორციელდა
პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”,
”საქართველო II” და “საქართველო III”. 2013 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ახალი
პროექტის “საქართველო IV” დაწყება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს 2008
წლის აგვისტოს ომის შემდგომ სკრის ყოფილი სამხედრო საცავის დასუფთავებასა და EOD
ასეულის საერთაშორისო განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას. 2014
წლის მარტში ხელი მოეწერა საიმპლემენტაციო შეთანხმებას საქართველოსა და ნატოს
უზრუნველყოფის ორგანიზაციას შორის ასაფეთქებელი მასალებისგან (EOD) დაბინძურებული
სკრის ყოფილი სამხედრო საცავის და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავების, ასევე, EOD
შესაძლებლობების განვითარების პროექტის შესახებ. 2014 წლის ოქტომბერში გაიმართა
პროექტის „საქართველო IV” ოფიციალურად გახსნის ცერემონია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
ახალი პროექტის განხორციელება. 2012 წელს საქართველო მიუერთდა ნატოს გონივრული
თავდაცვის (Smart Defence) ინიციატივას. ამ ეტაპზე ქართული მხარე მონაწილეობს ნატოს
გონივრული თავდაცვის ინიციატივის ხუთ საერთაშორისო პროექტში და სხვა პროექტებში
ჩართვასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან.

"მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS)

ნატოს პროგრამა ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS) წარმოადგენს


დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის,
რომლის მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და
ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.

საქართველო 1994 წლიდან აქტიურადაა ჩართული ,,მეცნიერება მშვიდობისა და


უსაფრთხოებისთვის" პროგრამაში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის


პერსპექტივები ისეთ სფეროებში განიხილება, როგორიცაა მეცნიერება, გარემოს დაცვა,
კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური
და ბირთვული თავდაცვა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული
საკითხები.

მეცნიერები და მკვლევარები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან სარგებლობენ ალიანსის


”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS) პროგრამით გათვალისწინებული
შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს უწყობს ალიანსის და პარტნიორი ქვეყნებიდან
მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კავშირების დამყარებას და ძალისხმევის მობილიზიას.
გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს კვლევით საქმიანობას, სემინარებს,
კონფერენციებს და ერთობლივ კვლევებს სამეცნიერო და გარემოს დაცვის საკითხებზე. გარდა
სამეცნიერო სფეროში კვლევებზე კონცეტრირებული პროექტებისა, პროგრამის ძალისხმევა,
ასევე, მიმართულია სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების გაძლიერებისაკენ სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებში.

”ვირტუალური აბრეშუმის გზის” პროექტი მიზნად ისახავს კავკასიის და ცენტრალური აზიის


სამეცნიერო ერთეულებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სატელიტური
ქსელების მეშვეობით. გრანტები ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნაზე დახმარებას უწევს
სამეცნიერო დაწესებულებებს პარტნიორ ქვეყნებში იმ აღჭურვილობის უზრუნველყოფის
გზით, რომელიც გააუმჯობესებს მათი სატელეკომუნიკაციო საშუალებების დაცულობის
დონეს.

ამჟამად, საქართველო NATO-ს ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" რამდენიმე


მიმდინარე პროგრამაშია ჩართული:

1. ENGAGING THE PUBLIC TO FIGHT THE CONSEQUENCES OF TERRORISM AND DISASTERS


2. PROTECTION OF UNDERGROUND STRUCTURES FROM FUEL CLOUD EXPLOSION
3. NANOTECHNOLOGY TO AID CHEMICAL AND BIOLOGICAL DEFENCE

You might also like