Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

ქცევა

მიზეზები და მიზნები

მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (მაკ)

McLain Association for Children (MAC)

2016
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

სარჩევი

პრობლემური ქცევა, ქცევის მიზეზები და მიზნები.................................................................................... 3


პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია ...................................................................................................... 3
ქცევის მახასიათებლები ............................................................................................................................... 4
პრობლემური ქცევის მიზეზები ................................................................................................................. 5
ქცევის მიზნები .............................................................................................................................................. 6

2
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

პრობლემური ქცევა, ქცევის მიზეზები და მიზნები

ბავშვის პრობლემური ქცევა ხშირად ხვდება მასწავლებლებისა და მათთან მომუშავე სხვა


სპეციალისტების, ასევე, ოჯახის წევრების, თანატოლების და ირგვლის მყოფი ადამიანების
ყურადღების ცენტრში.

ქცევები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგალითად:

o დავალების შესრულებაზე უარის თქმა;


o თამაშის წესების დაცვაზე უარის თქმა;
o წამოყვირება გაკვეთილის დროს;
o ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე გადასვლისას შეწინააღმდეგება;
o ყოველ გაკვეთილზე მასწავლებლის ნებართვის გარეშე საუბრის წამოწყება;
o გაკვეთილის დროს წამოდგომა და სიარული;
o მაღაზიაში სასურველი სათამაშოს დანახვისთანავე ტირილითა და იატაკზე ფეხების
ბაკუნით მისი მოთხოვნა;
o სასკოლო ნივთების იატაკზე დაყრა;
o თანატოლების მიმართ აგრესიის გამოხატვა, მაგალითად ხელის დარტყმით და აშ.

პრობლემური ქცევის იდენტიფიკაცია

როდის შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვის ქცევა პრობლემურად?

ქცევა მაშინ არის პრობლემური, როდესაც ის თავად ბავშვისთვის და მის ირგვლივ მყოფი
სხვა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი სირთულეების წარმოქმნის მიზეზი ხდება. ეს
სირთულეები შეიძლება უკავშირდებოდეს შემდეგ საკითხებს:

o ქცევა ზიანის მომტანია თავად ბავშვისთვის. იგი ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ
განვითარებას, შესაბამისად, ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ
მიღწევებზე;
o ქცევა ზიანის მომტანია სხვისთვის;
o ქცევა ზიანის მომტანია ფიზიკური გარემოსთვის;
o ქცევა იწვევს სოციალური სფეროს პრობლემებს, ბავშვის სოციალურ იზოლაციას;

3
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

o ქცევა არის სოციალური და კულტურული ნორმების შეუსაბამო. ამ კონტექსტში,


მნიშვნელოვანია, ადგილისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინება, სადაც
ვლინდება კონკრეტული ქცევა. მაგალითად, ნებართვის გარეშე წამოდგომა და
სირბილი პრობლემურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს მკაცრად დისციპლინირებულ
გარემოში,როგორიცაა მაგ.: სკოლა. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო მოედანთან
დაკავშირებით.
o მასწავლებლისთვის ან ბავშვთან მომუშავე სხვა პირებისთვის ქცევა რთული
სამართავია

ქცევის მახასიათებლები
ქცევას გააჩნია 3 მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელთა საფუძველზეც ხდება ქცევის
შეფასება. აღნიშნული მახასიათებლებია: 1) სიხშირე, 2)ინტენსივობა და 3)ხანგრძლივობა.
შესაბამისად, პრობლემური ქცევები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან
გამოვლენის სიხშირით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით. განვიხილოთ თითოეული
მათგანი.

სიხშირის მახასიათებელი დაკავშირებულია კონკრეტული ქცევის გამოვლენის


რაოდენობასთან, დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაკვირვების საფუძველზე,
შესაძლებელია კონკრეტული ქცევის გამოვლენის სიხშირის შესახებ ინფორმაციის აღწერა
და დაკვირვება იმაზე, თუ როგორია დროში ქცევის გამოვლენის სიხშირის დინამიკა.
სწორი ჩარევის შედეგად, შესაძლოა, მოხდეს პრობლემური ქცევის გამოვლენის სიხშირის
შემცირება და საბოლოო ჯამში - ჩაქრობა. იმ შემთვევაში, თუ გამოვლენის სიხშირე
იზრდება ან ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას, ეს გარემოება ჩარევის სტრატეგიის
ცვლილების საჭიროების მანიშნებელი შეიძლება იყოს. მაგალითად, პრობლემური ქცევა:
ერთი აქტივობიდან მეორე აქტივობაზე გადასვლის დროს შეწინააღმდეგება - შეიძლება
გამოვლინდეს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ერთ რომელიმე აქტივობასთან დაკავშირებით
ან ყოველდღე, აქტივობების ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს არის ქცევის
სიხშირის მახასიათებელი.

ინტენსივობა დაკავშირებულია ქცევის გამოვლენის სიძლიერესთან. რაც უფრო ძლიერად


არის გამოხატული ქცევა, მით მაღალია მისი ინტენსივობის მაჩვენებელი. მაგალითად,
შეწინააღმდეგება შეიძლება, გამოიხატოს სიტყვიერად: ,,არ მინდა“ და ხასიათდებოდეს
დაბალი ინტენსივობით. იგივე ქცევა შეიძლება იყოს გამოხატული უკიდურესად
ინტენსიური, ისტერიული ფორმით, მაგალითად - ძალიან ხმამაღალი ყვირილით.
ინტესივობის გაზრდა ასევე შესაძლებელია მოხდეს, თუკი ქცევას დაემატება ახალი
ელემენტები, მაგალითად ტირილი და იატაკზე ფეხების ბაკუნი და ნივთების მაგიდიდან

4
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

გადმოყრა მთელი ძალით. ქცევის ინტენსივობის შეფასება შესაძლებელია დაკვირვებადი


ქცევის მაქსიმალურად ობიექტური აღწერით და შესაბამისი ჩანაწრების წარმოებით. ამ
შემთხვევაშიც არსებობს სუბიექტურობის რისკი. აღნიშნული რისკის შესამცირებლად
მნიშვნელოვანია მოხდეს დაკვირვებისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და
ქცევის მართვის სპეციალისტის, ფსიქოლოგის კონსულტაციის გამოყენება.

ქცევის ხანგრძლივობა არის დროის პარამეტრი, რომლის მიხედვითაც, ფასდება ქცევა.


ობიექტური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქცევაზე დაკვირვებით და შესაბამისი
ჩანაწერების განხორციელებით. ქცევის ხანგრძლივობის შეფასება შესაძლებელია
წუთებისა და წამების ზუსტი დაფიქსირებით.

პრობლემური ქცევის მიზეზები


ბავშვის პრობლემურ ქცევას, რიგ შემთხვევებში, გააჩნია განმაპირობებელი მიზეზები.
არსებობს მიზეზების ჩამონათვალი, რომლებიც, შესაძლოა, საფუძვლად ედოს ქცევას.
აღნიშნული მიზეზების იდენტიფიკაცია რთულია და შესაძლოა, ქცევების გამოვლენიდან
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გახდეს ცნობილი მათი არსებობის შესახებ. რთული
ქცევის გამომწვევი შესაძლო მიზეზების ცოდნა დაგვეხმარება, უკეთ გავიაზროთ
კონკრეტული ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ბავშვს ამ ან სხვა
მიზეზების გამო, შეიძლება, უჭირდეს დავალებების და სხვა ინსტრუქციების შესრულება.
ეს გარემოება გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიური მიღწევის დონეზე და შეიძლება, იყოს
ბავშვის პრობლემური ქცევების მაპროვოცირებელი.

პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზები შეიძლება დავყოთ 3 ძირითად კატეგორიად:

1. ბავშვიდან გამომდინარე, ინტერნალური მიზეზები:


o ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა;
o ემოციური და ქცევითი დარღვევები;
o დასწავლის უნარის დაქვეითება;
o ყურადღების პრობლემები და ჰიპერაქტიურობა - როდესაც ბავშვს უჭირს
ყურადღების კონცენტრირება, უჭირს ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერება
და სულ მოძრაობაშია.
2. ფიზიკური გარემო:
o არასათანადო სასკოლო გარემო - როდესაც კლასის მოწყობა და არსებული
რესურსები არ შეესაბამება ბავშვის საჭიროებებს;

5
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

o არასათანადო ფიზიკური გარემო სახლში - როდესაც რესურსები არ


შეესაბამება ბავშვის საჭიროებებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახის
დაბალი სოციალურ-ეკონომუკური სტატუსით, ან საჭიროებების შესახებ
ინფორმაციის არ ქონით;

3. ბავშვის უახლოესი სოციალური გარემოცვა: თანატოლები, მასწავლებელი,


მშობლები, ოჯახის წევრები
o დისფუნქციური ოჯახი და ბავშვის საჭიროებების უგულვებელყოფა;
o უხეში, სასტიკი, არათანმიმდევრული აღზრდის სტილი - როდესაც ოჯახის
წევრები და მასწავლებლები განსხვავებულ მიდგომებს და სტრატეგიებს
იყენებენ;
o მშობლების უთანხმოება;
o თანატოლების გავლენა;
o ძალადობა, ბულინგი;

ქცევის მიზნები
ადამიანის ქცევის მიზნის არსებობა გულისხმობს იმას, რომ ქცევა წარმოადგენს მიზნის
მიღწევის საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქცევის საშუალებით ხდება
სასურველი მიზნის მიღწევა, იზრდება ამ ,,წარმატებული“ ქცევის მრავალჯერადი
გამოვლინების ალბათობა, ქცევის შენარჩუნება იგივე ან სხვა მსგავს სიტუაციებში.
შეიძლება, გამოვყოთ ქცევის მიზნების 4 კატეგორია:

1. სენსორული სტიმულაცია;
2. სასურველის მიღება;
3. არასასურველის არიდება;
4. ყურადღების მიღება;

განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად.


სენსორული სტიმულაცია გულისხმობს შეხებით, მოფერებით, მოძრაობით გარკვეული
შეგრძნებების მიღებას. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ტაშის შემოკვრა, სტერეოტიპული
მოძრაობები და აშ. სენსორული სტიმულაცია თვითგანმამტკიცებელი ქცევაა, რადგან
თავად ქცევა არის დაკავშირებული სასურველთან და სასიამოვნოსთან.

სასურველის მიღება შეიძლება, დაკავშირებული იყოს საყვარელი სათამაშოს, საკვების,


ნებისმიერი ნივთის მიღებასთან, საყვარელ გარემოში დარჩენის სურვილთან და აშ.

6
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

განვიხილოთ მაგალითი: 5 წლის გიორგი დედასთან ერთად პარკში სეირნობის დროს


უეცრად იწყებს ტირილს და ითხოვს შორიახლოს მდებარე მაღაზიაში სათამაშოს ყიდვას.
დედისგან უარის მიღების შემდეგ, გიორგი უფრო ხმამაღალი ტირილით განაგრძობს
სათამაშოს მოთხოვნას. გიორგის დედა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ასრულებს გიორგის
მოთხოვნას და ყიდულობს მისთვის სასურველ სათამაშოს.
ამ მაგალითის მიხედვით, გიორგის პრობლემური ქცევის (სათამაშოს მოთხოვნა და
ტირილი) მიზანია სასურველი სათამაშოს მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ დედამ
შეუსრულა გიორგის მოთხოვნა, ტირილი გახდა სასურველი სათამაშოს მიღების
საშუალება, რაც ზრდის ამ ქცევის კვლავ გამოვლენის ალბათობას მსგავს სიტუაციებში.

მეორე შემთხვევაში, ქცევა შეიძლება, წარმოადგენდეს ბავშვისთვის რაიმე არასასურველის


არიდების საშუალებას, ინსტრურამენტს. არასასურველი შეიძლება იყოს ნებისმიერი
საგანი, მოვლენა ან ადამიანი, რომელიც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტის
გამომწვევად აღიქმება ბავშვის მიერ.
მაგალითი: ირაკლი არის 7 წლის და სწავლობს მე-2 კლასში. როგორც მასწავლებლები
აღნიშნავენ, მას უჭირს წერა: ვერ ახერხებს ასოების ზუსტ კოპირებას და, თანატოლებთან
შედარებით, ბევრად მეტ დროს ანდომებს წერითი დავალებების შესრულებას.
ყოველთვის, როდესაც გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს წერითი დავალების
შესრულებას სთხოვს, ირაკლი იწყებს ხმამაღალ საუბარს, დგება ფეხზე და უარს ამბობს
დავალების შესრულებაზე. ირაკლის ამ ქცევას, მასწავლებლის მხრიდან, მოყვება უამრავი
საყვედური, რაზეც ირაკლი რეაგირებს მაგიდის ქვეშ დამალვით. მასწავლებელი აკეთებს
არჩევანს, რომ გააგრძელოს გაკვეთილი და ირაკლის აძლევს წიგნის თვალიერების
უფლებას. ამ მაგალითის მიხედვით, ირაკლის პრობლემური ქცევის (ფეხზე ადგომა,
ხმამაღალი საუბარი, უარის თქმა დავალების შესრულებაზე, მაგიდის ქვეშ დამალვა)
მიზანს წარმოადგენს არასასურველის, კერძოდ, წერითი დავალების შესრულების
თავიდან არიდება. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ქცევის საშუალებით ხდება მიზნის
მიღწევა (ირაკლის ნებას რთავენ, რომ არ შეასრულოს წერითი დავალება) - ეს გარემოება
ზრდის აღნიშნული ქცევის გამოვლენის ალბათობას მსგავს სიტუაციებში.

ასევე, ბავშვის ქცევა, შეიძლება, გამოწვეული იყოს ყურადღების ცენტრში მოხვედრის


სურვილით. მასწავლებლები, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ხშირად
დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ბავშვი ისედაც საკმარისი დოზით იღებს ყურადღებას
და შესაძლოა, გამორჩეთ მხედველობიდან ყურადღების მიღების სურვილის, როგორც
პრობლემური ქცევის მაპროვოცირებლის გათვალისწინება. აღნიშნული მიზეზით
გამოწვეული ქცევები სკოლაში, შეიძლება, დაკავშირებული იყოს საკუთარი

7
მაკლეინისასოციაციაბავშვებისთვის McLainAssociationforChildren

უპირატესობის ჩვენებასთან და კლასის გამრთობის იმიჯის მქონე მოსწავლის ქცევების


გამოვლენასთანაც.

მაგალითი: 5 წლის ნიკა საბავშვო ბაღში სწავლობს. საბავშვო ბაღიდან დაბრუნების


შემდეგ, ვახშმის დროს, ნიკა დგება მაგიდიდან და იწყებს დარჩენილი საკვების ძირს
გადმოყრას, რასაც მოყვება მისაღებ ოთახში ტელევიზორთან მჯდომი დედის და მამის
მხრიდან საყვედურები, ჭკუის დარიგება და საუბარი იმაზე, თუ რა არის კარგი ქცევა და
რა არის ცუდი. ამ მაგალითიდან გამომდინარე, ნიკას პრობლემური ქცევის (საკვების ძირს
დაყრა) მიზანს შეიძლება, წარმოადგენდეს მშობლების ყურადღების მიღება. იქიდან
გამომდინარე, რომ ქცევის საშუალებით ხდება სასურველის მიღება, ხდება აღნიშნული
ქცევის დასწავლა და შენარჩუნება.

ამრიგად, ბავშვის ქცევის მიზეზების და მიზნების იდენტიფიცირება გვეხმარება ქცევის


საფუძვლად მდებარე მექანიზმების შესწავლაში და შემდგომი პრევენციისა და
ინტერვენციის დაგეგმვაში. მუშაობის პროცესში ხდება პრობლემური ქცევების ჩაქრობა,
მინიმიზაცია და ახალი, სოციალურად მისაღები ქცევების განმტკიცება, რომლებიც ასევე
სასურველი ან სასიამოვნო შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის.

You might also like