Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მოიძიეთ და დაწერეთ თქვენი მოსაზრება ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე და

მათგან რომელი იქნება მიზანშეწონილი საქართველოსთვის.

მზის ენერგია
ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს მზის ენერგია.
მზე მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავია, თუმცა იგი წარმოადგენს
ენერგიის წყაროს ყველა ცოცხალი არსებისათვის, თვით დედამიწისათვის. მზის
ენერგია,რომელიც აღწევს დედამიწამდე ყოველი 40 წუთის განმავლობაში,
საკმარისია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ყველა ენერგეტიკული
მოთხოვნილება ერთი წლის განმავლობაში. ყოველ საათში დედამიწა იღებს 100
000 000 000 000 კვტ.სთ მზის ენერგიას.

მზის ენერგიის წყაროა თერმობირთვული რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს


მზის ძლიერ ღრმა ფენებში. უმთავრესია ე.წ. პროტონ-პროტონული
ციკლი,რომელშიც წყალბადის ბირთვისაგან თანმიმდევრობით წარმოიქმნება ჯერ
მძიმეწყალბადი, ხოლო შემდეგ ჰელიუმი.
დედამიწაზე მოღწეული მზის გამოსხივების 30% ირეკლება ატმოსფეროს მიერ,
20% იწოვება, ხოლო დარჩენილი 50% კვეთს დედამიწის ზედაპირს, მაგრამ ეს
რიცხვი უდრის 170 მილიონი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას.

ჯერ კიდევ ძვ.წ. 400 წელს ძველმა ბერძნებმა შეძლეს ცეცხლის მოპოვება მზის
სხივისა და წყლით სავსე მინის ჭურჭლის დახმარებით. ძვ.წ.200 წლისათვის იმავე
ბერძნებმა ჩინელებთან ერთად დაიწყეს სფერული სარკის გამოყენება მზის
სხივების ფოკუსირებისათვის.
პარაბოლური თეფშების საშუალებით ხდება მზის ენერგიის კონცენტრაცია, რათა
შემდგომ გამომუშავდეს ელექტროენერგია. მზის ელექტრო სადგური -
ფოტოელემანტებზე მომუშავე უდიდესი ელექტროსადგური სამხრეთ ამერიკაში.
მზის ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სქემა
მზის ენერგიის დიდი ნაწილი დედამიწაზე არსებული წყლის უზარმაზარ მასაში
გროვდება. წყალი მზის ენერგიას ინახავს და შემდეგ თვითონ ხდება სითბოს,
სინათლის წყარო.
მზის მიერ დედამიწის ატმოსფეროს  არათანაბარი გათბობის  გამო წარმოიქმნება
ქარი - ატმოსფეროს კონვექციური მოძრაობა. შეიძლება ითქვას, რომ ჰიდრო და
ქარის ელექტრო სადგურები სწორედ მზის ენერგიაზე მუშაობენ.
სასარგებლო წიაღისეული - ქვანახშირი, ნავთობი, გაზი - წარმოიშვა მილიონობით
წლიების წინ არსებული მცენარეებისა და ნამარხი ნარჩენებისგან. მათში მზის
ენერგიის ის ნაწილია, რომელიც უძველესი მცენარეებისა და ცხოველების
ნაშთებში მარაგის სახითაა შენახული.
განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა
მზის ბატარიები; ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მზის
ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტროენერგიად გარდაქმნის. მზის
ბატარიებს უწოდებენ რამდენიმე გაერთიანებულ ფოტოელექტრო გარდამქნელებს
(ფოტოელემენტები) - ნახევრგამტარ მოწყობილობებს, რომლებიც მზის (ფოტონის)
ენერგიას პირდაპირ გარდაქმნის მუდმივ დენად.
დღეისათვის 1 ვატის გარდამქნელი მზის ბატარია საშუალოდ 2.5 დოლარი ჯდება.
მოწყობილობაში მზის ბატარიას შემდეგ მოსდევს გარდამქნელი, რომელიც
ელემნტებისგან მიღებულ მუდმივ დენს უკვე ცვლად დენში გარდაქმნის, რომელიც
ჩვენს სახლებში გამოიყენება. ღამისა და ღრუბლიან პერიოდში კი ენერგიის
უწყვეტობაში დღის განმავლობაში დატენილი აკუმულატორები გვეხმარებიან.
ე.ი. სულ რაღაც 8000 დოლარად თქვენ შეგიძლიათ მუდმივი და უფასო
ელექტროენერგია მიიღოთ თქვენი სახლისთვის.

მზის ენერგია საქართველოში


საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური
და ხანგრძლივი გამოსხივება საკმაოდ მაღალია. საქართველოს უმეტეს რაიონებში
მზის ნათების წლიური ხანგრძლიობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც
წელიწადში დღის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოვებით 1900-2200 საათს
შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური რადიაცია
რეგიონების მიხედვით მერყეობს 1250-1800 კვტ.სთ/მ2 დიაპაზონში, ხოლო მზის
საშუალო რადიაცია უტოლდება 4,2 კვტ.სთ/მ2 დღეში.
მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108
მვტ-ით, რაც წლიურად 34 ათასი ტ. პირობითი სათბობის ექვივალენტურია. უნდა
აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია, ვიდრე
დასავლეთი.
გასული საუკუნის ბოლო წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის
ენერგიით თბომომარაგების  სისტემები. მზის  ენერგია საქართველოში
შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ 40-500C ტემპერატურის წყალი.
საქართველოს პირობებში მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი
და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების, მწყემსების,
სამთომადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების, კავშირგაბმულობის
(სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო სიტუაციების
ენერგიით მომარაგების ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მზის ენერგიის
გარდამქმნელები. 
მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები
მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები წარმოადგენს სისტემას, რომელიც
მუშაობს წლის ნებისმიერ დროს მზის ენერგიაზე და უზრუნველყოფს ცხელი წყლის
მოწოდებას -40°C (გრადუს) გარემო ტემპერატურაზეც.
ამ სისტემის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ენერგომატარებლის (ელ.ენერგია,
გაზი, შეშა...) 75-80%-იანი ეკონომიისა წლის განმავლობაში. იგი მუშაობს
ვაკუმური ენერგოშემკრები მილაკების საშუალებით, რომლებიც ალტერნატიური
ენერგიის გამოყენების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევაა. მისი მუშაობის
საიმედობა გამოცდილია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში და აქვს საქარხნო
გარანტია 10-15 წელი.

You might also like