გვანცა გუნია,მხატვრული ანალიზი.16.03.2020

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

,,გმირობას ვერავის დააძალებ საკუთარი თავის გარდა’’

გმირი არის ფიზიკური და სულიერი ღირსებებით გამორჩეული ინდივიდი. გმირობა კი


საზოგადოებრივი მნიშვნელობით გამორჩეული საქციელის ჩადენააა,რომელიც შეესაბამება ხალხის
მასების ინტერესებს და ადამიანისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას,სიმტკიცესა და
თავგანწირვისთვის მზადყოფნას.

აღსანიშნავია,რომ გმირი თავდაპირველად მიცვალებულის სულს აღნიშნავდა. ჰეროსებად ანუ


გმირებად მიიჩნევდნენ სახელოვან წინაპართა,ბელადთა თუ ძლევამოსილ ბუმბერაზთა სულებს.
მოგვიანებით ამ ცნების მნიშვნელობა გაფართოვდა და უკვე გმირებად იწოდებოდნენ ბუნების
განმასახიერებელი ძალებიც,ზღაპრული პერსონაჟებიც.პირველად პოეტი ჰესიოდე უწოდებს გმირებს
ნახევარღმერთებს. ვფიქრობ,ეს არის ადამიანის ნება,რომ დაძლიოს შიში და აიძულოს საკუთარი
თავი,რომ ჩაიდინოს გმირობა. ნათქვამია“სულის სიმტკიცე ის კი არაა არასდროს დაეცე, არამედ
დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვოო".

მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომ გმირობას ვერავის დააძალებ საკუთარი თავის გარდა,რადგან სხვას


ვერასდროს აიძულებ ისეთ რამეს,რასაც საკუთარ თავს. საქართველოს ისტორიას უამრავი გმირი
ახსოვს.მაგალითად,ქეთევან დედოფალი,ასევე ქეთევან წამებული, კახეთის მეფის დავით I-ის
მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. როდესაც თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა
ქეთევან დედოფლის განთავისუფლება, მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის
გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა,
რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. ქეთევან დედოფალს „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი
სიმტკიცე“ ეწოდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ცხადია,გმირობა პირადი
გადაწყვეტილებაა,შეუძლებელია ეს ძალდატანებითი იყოს. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი თავისუფალია
საკუთარ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული გმირის ორდენი საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. ამ ჯილდოს


შემოღებიდან, 2004 წლიდან, მხოლოდ 18 ადამიანს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
ერთ-ერთი მათგანი იყო ექვთიმე თაყაიშვილი ,რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს
ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენა
სწორედ მის სახელს უკავშირდება. ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა. რასაკვირველია, მან
ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო,სხვისი ჩარევის გარეშე.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე,უფრო თვალნათელია,რომ გმირობა მხოლოდ პირადი


გადაწყვეტილებაა.ჩემი აზრით,გმირობას ვერავის დააძალებ თუ ეს ყოველივე ინდივიდის სურვილს
ეწინააღმდეგება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,რომ, გარკვეული გამონაკლისების გარდა, გმირობა პირად


გადაწყვეტილებას ემყარება. ადამიანს აქვს არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლება,რომელიც,ასე თუ
ისე, გმირობითაც გამოიხატება.

You might also like