Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

არგუმენტირებული ესე - მსურს, ესე იგი შემიძლია

ერთ-ერთი ფსიქოლოგის, ნაპოლეონ ჰილლის, აზრით, ,, არის ერთი რამ რასაც უნდა
ფლობდე გამარჯვებისთვის. ეს არის განსაზღვრული მიზანი,ცოდნა იმისა,თუ რა გინდა
ცხოვრებაში, რომ მიაღწიო დასახულს.’’ ჩემი აზრით, სურვილი ნიშნავს წინასწარ დასახულ
მიზანს. ზრდასრული ადამიანების მხოლოდ 3 პროცენტია ორიენტირებული მიზანზე და
დასახული აქვს გეგმა მის მისაღწევად. ვფიქრობ, წინასწარ დასახული მიზანი,იგივე
სურვილი, მოქმედების, საქმიანობის წინასწარ განსაზღვრული შედეგია, რომელსაც უნდა
მიაღწიოს ადამიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ სურვილები დიდ როლს ასრულებს ცხოვრებაში, ვფიქრობ,


მხოლოდ ის ვერ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი ნაბიჯი
წარმატებისკენ, მაგრამ არა გარანტირებული შედეგი.

პირველ რიგში, ვფიქრობ, ადამიანს უნდა შეეძლოს გარემოებების ერთმანეთთან


დაკავშირება, გაანალიზება და განსაზღვრა იმისა, თუ რა არის შესაძლებელი. მხოლოდ
სურვილი ვერ უზრუნველყოფს გარანტირებულად მიღწეულ შედეგს. რა თქმა უნდა, მიზნის
მისაღწევად დიდი და რთული გზაა გასავლელი, ამისთვის კი საჭიროა თავდაუზოგავი
შრომა.

ადამიანები, რომლებიც დღეს დიდების მწვერვალზე არიან, როგორც წესი, ამისთვის


მარტივად არ მიუღწევიათ და გზად დიდებისკენ უამრავ წინაღობას გადაეყარნენ. თუმცა,
კარიერულ წინსვლაში წინაღობები თავის დანებების მიზეზი არ ყოფილა და პირიქით
უბიძგებდა მათ, რომ მეტი ემუშავათ საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. ლეგენდის
თანახმად, ვოლტ დისნეიმ 302-ჯერ წარუმატებლად სცადა დისნეილენდის შექმნისთვის
დაფინანსების მოპოვება, თუმცა მან ეს ბოლოს მაინც შეძლო. მისი სურვილი იმდენად
ძლიერი იყო, რომ მოახერხა და საბოლოოდ მიაღწია დასახულ შედეგს.

უფრო შორეულ წარსულში რომ გადავინაცვლოთ, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ისააკ


ნიუტონი გენოსი იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა თავდაპირველად ჩავარდნები. მაგალითად,
სკოლაში კარგად ვერ სწავლობდა და როდესაც საოჯახო მეურნეობის სამართავად
გააგზავნეს, მან იქაც ვერაფერი ვერ შეძლო. ამის შემდეგ ბიძამისმა ნიუტონი კემბრიჯში
გააგზავნა, სადაც საბოლოოდ მეცნიერმა გაიბრწყინა კიდეც და დიდი შრომის შემდეგ
სასურველ შედეგს მიაღწია. ჰენრი ფორდმა კი წარმატებას 40 წლის ასაკში მიაღწია. უფრო
კონკრეტულად, 36 წლამდე ედისონის კომპანიის ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. პირველი
ავტომობილი 30 წლის ასაკში ააწყო, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ
დააარსა. თუმცა კომპანია უფრო წარმატებული მას შემდეგ გახდა, რაც 1908 წელს,
ავტომობილის მოდელი Ford-ი გამოუშვა. ამ დროს ის უკვე 45 წლის იყო. ასაკის მიუხედავად,
მანაც შეძლო სურვილის ასრულება და დასახულ მიზანს მიაღწია.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ალბათ უფრო თვალნათელია, რომ თავდაუზოგავი
შრომის შედეგად შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს დასახულ შედეგს. რა თქმა უნდა, ამ
ყოველივეს , პირველ რიგში, სურვილი განაპირობებს, თუ რამდენად მძაფრია იგი. ასე რომ,
მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თუ მსურს, ესე იგი შემიძლია, რადგან სურვილი არის ის
უმთავრესი, რომლითაც შესაძლებელია ფონს გასვლა.

You might also like