ლ.გუმილიოვი, ეთნოგენეზი და დედამიწის ბიოსფერო

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

ლევ გუმილიოვი

ეთნოგენეზი და დედამიწის ბიოსფერო

მესამე ნაწილი
ეთნოსი ისტორიაში

აქ გადმოცემულია ეთნიკურ მოვლენათა კვლევის ტრადიციულად მიღებული ხერხები და ნაჩვენებია, რომ


საძიებელი შედეგის მიღება შეუძლებელია

თავი XII. ფიქრები მსოფლიო ისტორიაზე

მსოფლიო ისტორიის ორი ასპექტი


ისტორია არის მეცნიერება ურთიერთდაკავშირებულ და თანმიმდევრულ მოვლენათა შესახებ, მაგრამ მოვლენა
უამრავია და მათ შორის კავშირი სხვადასხვა ხალხებში განსხვავებულია. ნებისმიერი მეცნიერების მიზანი საკვლევი
საგნის მთლიანობაში განხილვაა, და ისტორია გამონაკლისი არ არის. შესაბამისად, უნდა ვიპოვოთ განხილვისათვის
შესაფერისი წერტილი. აქ ჩნდება თეორიის საჭიროება, რომელიც პრაქტიკას უსწრებს, ე.ი. სწორედ ასპექტის არჩევის
აუცილებლობა. კვლევის ასპექტი ამა თუ იმ ფილოსოფიური მსჯელობიდან არ გამომდინარეობს, არამედ
პრაქტიკული მოსაზრებითაა ნაკარნახევი. ასპექტს მეცნიერების თეორიის სფეროს იმიტომ მივაკუთვნებთ, რომ მისი
არჩევა განსაზღვრულია არა მასალის დაგროვებით, არამედ კვლევის დასაწყისში დასახული მიზნით. ჩვენი მიზანია,
გავიაზროთ მსოფლიო ისტორია, როგორც დედამიწის ერთ-ერთი გარსის - ეთნოსფეროს - ჩამოყალიბების პროცესი.
ისტორიის თეორიაში თავიდანვე ორი კონცეფცია ჩამიყალიბდა, რომლებიც ჩვენს დროშიც არსებობს: მსოფლიო-
ისტორიული და კულტურულ-ისტორიული კონცეფციები. პირველი ხალხთა ისტორიას განიხილავს, როგორც
პროგრესული განვითარების საერთო პროცესს, რომელიც ადამიანებით დასახლებულ მეტნაკლებად ყველა რეგიონს
მოიცავს. იგი პირველად შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როცა წარსულში არსებული "ოთხი იმპერიის" კონცეფცია
შემუშავდა. ამ ოთხ იმპერიას - ასურეთს, სპარსეთს, მაკედონიას და რომს - შემდეგ გერმანელი ერის საღვთო რომის
იმპერია დაუმატეს, რომელიც პაპთან ერთად მეთაურობდა VIII-IX სს. მიჯნაზე ჩამოყალიბებულ კათოლიკურ
ერთობას. მოვლენების ამგვარი ინტერპრეტაციისათვის პროგრესად მიიჩნეოდა იმპერიის მიერ ტერიტორიის
თანმიმდევრულად გაფართოების პროცესი. როდესაც XIV-XVI საუკუნეებში რეფორმაციამ დასავლეთ ევროპის
იდეოლოგიური ერთიანობა და ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორების პოლიტიკური ჰეგემონია დაანგრია,
მსოფლიო ისტორიული კონცეფცია შენარჩუნდა, მხოლოდ სხვაგვარად ფორმულირდა. ახლა "პროგრესულად"
აღიარებული იქნა "ცივილიზაცია", რომელშიც კვლავ დასავლეთი, რომანულ-გერმანული ევროპის კულტურა
იგულისხმებოდა. ამასთან ერთად, ყოფილ "წარმართებს" და "სქიზმატიკოსებს", უბრალოდ, "ველური" და
"ჩამორჩენილი" ხალხები დაარქვეს. იყო მცდელობა, მათთვის "არაისტორიულიც" ეწოდებინათ. ეს ხედვა, რომელსაც
სამართლიანად უწოდებენ "ევროპოცენტრიზმს", XIX საუკუნეში, ხშირად გაუცნობიერებლად, მიღებული იყო
როგორც უტყუარი რამ, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება. კულტურულ-ისტორიული კონცეფცია პირველად
ჰეროდოტემ ჩამოაყალიბა, რომელმაც ერთმანეთს დაუპირისპირა ევროპა და აზია. ევროპაში ის ელინური პოლისების
სისტემას, ხოლო აზიაში სპარსეთის მონარქიას გულისხმობდა. შემდეგ მათ დაემატა სკვითია და ეთიოპია, რომლებიც
არაფრით ჰგავდნენ არც ელადას და არც ირანს. ამის მერეც კულტურული რეგიონების სია მანამ დიდდებოდა, სანამ
მთელი ოიკუმენა არ აღმოჩნდა დაყოფილი კულტურულ-ისტორიულ რეგიონებად. ასეთებად ძველ სამყაროში, გარდა
დასავლეთ ევროპისა, პირველ რიგში მიიჩნეოდა ახლო აღმოსავლეთი ანუ ლევანტი, ინდოეთი, ჩინეთი, წყნარი
ოკეანის კუნძულების კულტურული რეგიონი, აფრიკა საჰარის სამხრეთით და ცირკუმპოლარული რეგიონი
რუდიმენტული ეთნოსებით. კულტურულ-ისტორიული სკოლის ძირითადი პოსტულატის მიხედვით, ყოველ
კულტურულ რეგიონს განვითარების საკუთარი გზა აქვს და, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საუბარი
ხალხების "ჩამორჩენილობაზე". შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ მათი თავისებურება. XIX ს. კულტურულ-ისტორიული
სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ ფ.რატცელი, ნ.დანილევსკი და კ.ნ.ლეონტიევი, ხოლო XX ს. -
ო.შპენგლერი და ა.ჯ.ტოინბი.
რატომ არ ვეთანხმები ა.ჯ.ტოინბის
ჩვენ არ ჩავუღრმავდებით საკითხის ისტორიას, რადგან ამან, შეიძლება, განსახილველ საკითხს დაგვაშოროს. მაგრამ
აუცილებელია ერთი ავტორის თვალსაზრისის განხილვა. ა.ტოინბიმ შემოგვთავაზა "ცივილიზაციის" წარმოშობის
კონცეფცია, რომელშიც გეოგრაფიულ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის შეიძლება მოკლედ ამგვარად
გადმოიცეს: ისტორიის ერთეულად მიჩნეულია "საზოგადოება". "საზოგადოებები" ორ რიგად იყოფიან:
"პრიმიტიულ", განუვითარებელ საზოგადოებებად და "ცივილიზაციებად". ეს უკანასკნელნი ოცდაერთია 16
რეგიონში. შესაბამისად, დაშვებულია, რომ თანმიმდევრობით 2-3 ცივილიზაცია ყალიბდებოდა, რომლებიც ასეთ
შემთხვევაში "შვილობილ" ცივილიზაციებად განიხილება. ასეთია შუმერული და ბაბილონური ცივილიზაციები
მესოპოტამიაში; მინოსის, ელინური და ორთოდოქსულ-ქრისტიანული ცივილიზაციები ბალკანეთის
ნახევარკუნძულზე; ინდური (ძველი) და ინდუსური (შუა საუკუნეები) - ინდოსტანში; გარდა ამისა, განსაკუთრებულ
რიგად გამოყოფილია "აბორტული" ცივილიზაციები; ასეთად იწოდებიან ირლანდიელები, სკანდინავიელები,
ცენტრალურაზიელი ნესტორიანელები; ასევე, ცალკეა გამოყოფილი "შეფერხებული" ცივილიზაციები - ესკიმოსები,
ოსმანები, ევრაზიის მომთაბარეები, სპარტელები და პოლინეზიელები. ა. ტოინბის თანახმად, საზოგადოებები
ვითარდება მიმესისის, ე.ი. მიბაძვის მეშვეობით. პრიმიტიულ საზოგადოებებში უხუცესებს და წინაპრებს ბაძავენ, რაც
ასეთი საზოგადოებების სტატიკურობას უწყობს ხელს, ცივილიზაციებში კი - შემოქმედ პიროვნებებს, რაც დინამიურ
განვითარებას განაპირობებს. ამიტომ ისტორიის მთავარი პრობლემა დინამიზმის განმაპირობებელი ფაქტორის
მოძიებაა, ამასთან, ა. ტოინბი რასიზმს უარყოფს. რჩება გეოგრაფიული გარემოს გავლენა, და აქ ტოინბი გვთავაზობს
მეტად ორიგინალურ გამოსავალს: "ადამიანი ცივილიზაციას აღწევს არა მემკვიდრეობით მითოლოგიური უნარის
მეშვეობით, ან ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გამო, არამედ განსაკუთრებით რთული სიტუაციის
გამოწვევაზე პასუხის გაცემით, რაც მას აძლევს სტიმულს, მიმართოს აქამდე უპრეცენდენტო ძალისხმევას". ამრიგად,
შემოქმედებითი უნარი განიხილება, როგორც ორგანიზმის რეაქტიული მდგომარეობა გარეშე გამოწვევაზე. ტოინბის
წიგნის ერთ-ერთ (VI) თავს სწორედ "უბედურების ღირსებები" ჰქვია. გამოწვევები სამ რიგად იყოფა: 1.
არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები, მაგალითად, ნილოსის დელტის ჭაობი გამოწვევაა ძველი ეგვიპტელისათვის;
იუკატანის ტროპიკული ტყე - მაიას ხალხისთვის; ეგეოსის ზღვის ტალღები ელინებისათვის; ტყეები და ყინვები -
რუსებისათვის. ამ კონცეფციის თანახმად, ინგლისური კულტურა წვიმისა და ნისლისაგან უნდა იყოს წარმოშობილი,
მაგრამ ტოინბი ამას არ ამტკიცებს. 2. უცხოელების თავდასხმა, რაც ასევე შეიძლება გეოგრაფიულ მომენტად გა-
ნიხილებოდეს (ნაწილობრივი მიგრაციები). ასე მაგალითად, ა.ტოინბის აზრით, ავსტრიამ განვითარებით იმიტომ
გაუსწრო ბავარიას და ბადენს, რომ მას თავს თურქები დაესხნენ. მაგრამ თურქები ჯერ ბულგარეთს, სერბეთს და
უნგრეთს დაესხნენ თავს, ამ ქვეყნებმა გამოწვევას კაპიტულაციით უპასუხეს, ხოლო ავსტრია იან სობესკის ჰუსარებმა
დაიცვეს. მაგალითი უფრო ამ კონცეფციის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, ვიდრე სასარგებლოდ. 3. წინამორბედი
ცივილიზაციების გახრწნა გამოწვევაა, რომელსაც უნდა ებრძოლო. მაგალითად, ელინურ-რომაული ცივილიზაციის
დანგრევამ თითქოს "გამოიწვია" ბიზანტიური და დასავლეთევროპული ცივილიზაციები, როგორც რეაქცია ძველი
ბერძნების დაცემაზე. ესეც შეიძლება განხილულ იქნას გეოგრაფიულ ფაქტორად, დროის კოორდინატების
გათვალისწინებით (ბიოცენოზის ცვლილებები). მაგრამ, ბიზანტია გარყვნილებით რომს არ ჩამორჩებოდა, ხოლო
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემასა და სიცოცხლისუნარიანი ფეოდალური სამეფოების შექმნას შორის 300 წელზე
მეტი გავიდა. რეაქციამ რამდენადმე დაიგვიანა. ყველაზე მთავარი პრობლემა - ლანდშაფტთან ადამიანის მიმართება -
ა.ტოინბის კონცეფციაში ბუნდოვნად არის ახსნილი. თეზისი, რომლის მიხედვით, მკაცრი ბუნება ადამიანს
აქტიურობის სტიმულს აძლევს, ერთი მხრივ, გეოგაფიული დეტერმინიზმის ვარიანტია, ხოლო მეორე მხრივ,
უბრალოდ მცდარია. კლიმატი კიევთან, სადაც ჩამოყალიბდა ძველი რუსული სახელმწიფო, მკაცრი სულაც არ არის.
ის განცხადება, რომ "სტეპზე ბატონობას მომთაბარეები მთელი ენერგიას ახარჯავდნენ", ავტორის ცუდ
ინფორმირებულობაზე მიუთითებს. ალტაი და ონონის წიწვოვანი ტყე, სადაც თურქები და მონღოლები
ჩამოყალიბდნენ, საკურორტო ადგილებია. თუ ზღვა, რომელიც გარს აკრავს საბერძნეთს და სკანდინავიას,
"გამოწვევაა", რატომ პასუხობდნენ მას ბერძნები მხოლოდ ძვ.წ. VII-VI სს., ხოლო სკანდინავიელები - ახ.წ. IX-XII
საუკუნეებში? სხვა ეპოქებში კი არ ჩანან არც ძლევამოსილი ელინები, არც თავზეხელაღებული ფინიკიელები, არც
მრისხანე ვიკინგები, არამედ მხოლოდ მეთევზეები? შუმერებმა შუამდინარეთი ედემად აქციეს, ხოლო თურქებმა
ყველაფერი ისე გაავერანეს, რომ იქ ისევ ჭაობი გაჩნდა, თუმცა, ტოინბის თანახმად, მათ ტიგროსისა და ევფრატის
გამოწვევაზე უნდა ეპასუხათ. ყველაფერი მცდარია. არანაკლებ თვითნებური ჩანს ცივილიზაციების გეოგრაფიული
კლასიფიკაცია რეგიონების მიხედვით. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ტერიტორიაზე მდებარეობდნენ, ბიზანტიისა და
თურქეთის იმპერიები ერთ ცივილიზაციაშია მოქცეული. თანაც არა ბერძნები და ალბანელები, არამედ რატომღაც,
ოსმალებია გამოცხადებული "შეფერხებულებად" (?!). "სირიულ ცივილიზაციაში" მოხვდნენ იუდეის სამეფო,
აქემენიდების იმპერია და არაბთა სახელიფო, ხოლო შუმერი და ბაბილონი გაყოფილია "დედა" და "შვილობილ"
ცივილიზაციებად. აშკარაა, რომ კლასიფიკაციის კრიტერიუმი ავტორის თვითნებობაა. დაწვრილებით ამ სიუჟეტზე
იმიტომ შევჩერდი, რომ საჭიროდ ჩავთვალე მეჩვენებინა, თუ რა მარტივად შეიძლება ნაყოფიერი სამეცნიერო იდეის
კომპრომეტირება სუსტი არგუმენტებითა და გაუაზრებელი პრინციპის წარუმატებელი გამოყენებით. მე შეგნებულად
არ ვეხები ა.ტოინბის სოციოლოგიურ სქემებს, თუმცა ისინიც არანაკლებ ეწინააღმდეგება ქრონოლოგიას და
მოვლენათა რეალურ მსველელობას. მაგრამ ეს მრავალი მკითხველისათვის ნათელია, მაშინ, როცა "გამოწვევა -
პასუხის" გეოგრაფიულ კონცეფციას ჯერ კიდევ ბევრი აღიქვამს სერიოზულად. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ
ასეთი ცდების შემდეგ ყოველთვის ჩნდება ტენდენცია, საერთოდ უარი თქვა გეოგრაფიული მონაცემების
გათვალისწინებასა და გამოყენებაზე, მიიჩნიო ბუნება სტაბილურ სიდიდედ, რომელიც გავლენას არ ახდენს
ისტორიულ პროცესებზე. თვითნებურად აღებული პოსტულატის განვითარებას სპეკულატიური კონსტრუქციების
მეშვეობით ჩიხში შეჰყავს მეცნიერება. ამრიგად, ორივე მიდგომას აქვს გარკვეული ღირებულებები და ბევრი ნაკლიც.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საგრძნობია ჩვენი თემის დამუშავებისას. ასე მაგალითად, მსოფლიო-ისტორიული
სკოლის თვალსაზრისით, თურქულ-მონღოლური მოდგმის ხალხები და მათი სპეციფიკური მომთაბარული
კულტურა არ შეიძლება მივაკუთვნოთ არც აღმოსავლურ ცივილიზაციებს და არც "ველურების" რიგს. შესაბამისად,
ისინი ისტორიკოს-თეორიტიკოსის თვალსაწიერს მიღმა რჩება. მაგრამ, ვინაიდან თურქებმა და მონღოლებმა ფრიად
მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში, არაერთხელ იყო მცდელობა, განეხილათ ისინი
ჩინეთის, ირანისა და ბიზანტიის "ბარბაროსულ პერიფერიებად", მაგრამ საკითხის ასე დაყენებაც კი
მეცნიერებისათვის გამოუსადეგარ, დამახინჯებულ სურათს იძლეოდა. ჩიხი! ამასთან, კულტურულ-ისტორიულ
სკოლას, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში თურქებისათვის ადგილი გამონახა, არ ძალუძს ახსნას მათი
ისტორიული განვითარების შინაგანი კანონზომიერებები, რადგან ესაა არა მარტო ლოკალური კანონზომიერებები,
არამედ ზოგადსაკაცობრიოს ვარიანტია. ხოლო ზოგადის გაუთვალისწინებლად გაუგებარია კერძოც, რადგან ასეთი
მიდგომის დროს ისინი არაშედარებადი და არათანაზომადი არიან. კაცობრიობის ისტორიის გაგებში ჩნდება
გაუმართლებელი წყვეტილები. ესეც ჩიხია!
რატომ არ ვეთანხმები ნ.ი.კონრადს
შეიძლება, მართალი მესამე გზა აღმოჩნდეს: თითეული კონცეფციიდან რაციონალური მარცვლის აღება და
გაერთიანება, რათა მიზანს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ. მაგალითად შემოთავაზებულია ერთი ფორმაციიდან
მეორეზე გარდამავალი ეპოქების გამოყოფა: 1. ძველი საზგადოებიდან შუასაუკუნეებზე გარდამავალი დრო -
ელინიზმი; 2. შუა საუკუნეებიდან ახალ დროში გარდამავალი პერიოდი - რენესანსი; 3. ახლიდან უახლეს დროზე
გარდამავალი ხანა - XIX ს. შუა ხანები. ინდიკატორად აღებულია ლიტერატურის ისტორია: "(სამიდან) ყოველი ეპოქა
გენიალური ლიტერატურული ნაწარმოებით იხსნება, რომელიც ახალი დროის დადგომის მაუწყებელია. პირველი
ეპოქა გაიხსნა ავგუსტინეს ტრაქტატით "ღვთის ქალაქისათვის", მეორე - "ღვთაებრივი კომედიით", მესამე -
"კომუნისტური მანიფესტით". ახალი კონცეფციის ავტორი ფრიად თანმიმდევრულია, ის ანალოგიურ ეპოქებს ეძებს
არაევროპული ქვეყნების კულტურებშიც, რომლებსაც სულაც არ მიიჩნევს არასრულფასოვნად, კულტურული
თვალსაზრისით დასავლეთ ევროპაზე დამოკიდებულად. ის წერს: "ჩინელებშიც და ირანელებშიც ძველი ეპოქიდან
შუა საუკუნეებში გარდამავალ პერიოდს თან სდევდა აზროვნების რევოლუცია, რასაც ჩინეთში ზოგადად დაოსიზმს,
ირანში - მანიქეველობას უწოდებენ. აქ ემატება გარეშე ფაქტორიც: გარედან მოსული იდეოლოგიის სისტემა. ჩინეთში
ეს იყო ბუდიზმი, ირანში - ისლამი." ასევე განიხილება "აღორძინების" ანუ "განახლების" ეპოქა. ჩინეთში ეს ხანა VII
საუკუნეა, შუა აზიაში, ირანში, ჩრდილო-დასვლეთ ინდოეთში - IX საუკუნე, და ბოლოს, იტალიაში - XII საუკუნე. მესამე
გარდამავალი ეპოქა განხილული არ არის, რაც მართებულია, რადგან ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
ნ.ი.კონრადის დიდი წიგნიდან ეს ადგილი მხოლოდ იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ აქ ავტორის იდეა ყველაზე მკაფიოდაა
გამოხატული. სხვა გამოკვლევებში კონრადი იკვლევს არა მარტო გარდამავალ პერიოდებს, არამედ სოციალური
ყოფის მთავარ ფორმებსაც, რომელთა აღსანიშნავად ისეთ ტრადიციულ ტერმინებს მიმართავს, როგორიცაა ძველი
დრო, შუა საუკუნეები, ახალი დრო. ავტორი ისტორიული პროცესის ძირითად ტენდენციად ხალხების გამსხვილებას
და კულტურის არეალის გაფართოების პროცესს მიიჩნევს, ამავე დროს, მსოფლიო ცივილიზაციის წარმოშობის
პოლიცენტრულობას და ხალხების განვითარებაში ლოკალური ნიშნების არსებობას აღიარებს. შეიძლება, ვინმეს
ეგონოს, რომ ჩიხიდან გამოსავალი ნაპოვნია, მაგრამ დავაკვირდეთ ზემოაღნიშნული თეზისის პრინციპულ მხარეს.
ნ.ი.კონრადის კონცეფციაში თვალშისაცემია გარდამავალი ეპოქის ქრონოლოგიური არათანაზომიერება. ელინიზმის
ეპოქა ძვ.წ. IV საუკუნეებში დაიწყო და ის ნამდვილად ანტიკური მსოფლმხედველობის კრიზისს დაემთხვა.
ნ.ი.კონრადს ეს "გარდამავალი პერიოდი" ავგუსტინემდე, ე.ი ახ.წ. V საუკუნემდე აჰყავს. საბოლოო ჯამში,
დაახლოებით 900 წელი გამოდის. იტალიაში აღორძინების ეპოქა 150-200 წელიწადში ეტევა, მესამე გარდამავალი
ეპოქა - ნახევარ საუკუნეში. თავისთავად ჩნდება აზრი, რომ ავტორი სიახლოვის აბერაციის მსხვერპლია, ე.ი. ახლო
წარსულის მოვლენები მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩანს, ვიდრე შორეული. საკმარისია ელინიზმი და აღორძინება
ერთმანეთში შევადაროთ, რათა დავინახოთ, რომ მოვლენები არათანაზომადია, უფრო მეტიც - ეს სხვადასხვა რიგის
სიდიდეებია. შევეცადოთ, გადავხედოთ პრობლემას ახალი მონაცემების მოუშველიებლად (რაც სათანადო ადგილზე
გაკეთდება), უმჯობესია, ძველი, უდავო მონაცემებისა და ახალი ორიგინალური იდეის ერთმანეთთან შეჯერებით
შემოვიფარგლოთ. თუ იდეა სწორია - დამთხვევა გარდაუვალია.
ელინიზმის შესახებ
ძვ.წ. 336 წელს, ე.ი. იმ მომენტიდან, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა თებეს ჰეგემონია, ათენის
თავისუფლება, სპარსეთის ძლიერება, ინდოეთის დამოუკიდებლობა და ეგვიპტის ძველი კულტურა (ალექსანდრიის
დაწინაურებით) - "ღვთაებრივი კომედიის" შექმნამდე შემდეგი მოვლენები მოხდა: მაკედონიის ოკუპაციის ხანმოკლე
პერიოდის შემდეგ ირანში არალისპირა სტეპებიდან პართიელები მოვიდნენ, რომლებიც თავიდან ელინური
კულტურის ბრწყინვალებით მოიხიბლნენ, ხოლო შემდეგ - ზოროასტრიზმის სიღრმეებით (ძვ.წ.აღ 250-ახ.წ.აღ 224).
ამას ირანული რეაქცია მოჰყვა, რომელსაც ჩვენს დროში, ალბათ, ნაციონალურ რეაქციას დაარქმევდნენ. არტაშირ
პაპაგანმა არისტოკრატიის ჰეგემონია დაანგრია, წვრილ აზნაურებსა (დეხკანი) და სასულიერო წოდებას (მობედები)
დაეყრდნო, ამასთან, შეწყალებული პართიელი არისტოკრატები ცხენოსანი ჯარის სახით გამოიყენა. VI ს. დასაწყისში
ძალაუფლება ხელთ იგდო დიდგვაროვანმა მაზდაკმა და დიდგვაროვნებისა და საულიერო პირების ჟლეტა დაიწყო,
რომლებიც მოსახლეობის ყველაზე ინტელექტუალურ ნაწილს წარმოადგენდნენ. 530 წ. ხოსრო ანუშირვანის
გადატრიალებამ ბოლო მოუღო რეფორმას და მასთან დაკავშირებულ ეგზეკუციებს, მაგრამ ხელისუფლებაში
სამხედროები მოიყვანა. დიახ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პროფესიონალი სამხედროები
ყოველდღიურ გასამრჯელოს იღებდნენ. ჯარისკაცების ბელადი ბაჰრამ ჩუბინი 590 წ. ტახტს დაეუფლა, მაგრამ მის
წინააღმდეგ მთელი ერობა აჯანყდა და ის დამარცხდა. უკანასკნელი პერიოდი (594-651 წწ.) - არაბების დაპყრობამდე
- კულტურისა და სახელმწიფოებრივი სისტემის განუხრელი რღვევის პერიოდია, რამაც მთელი განათლებული
სპარსელების ემიგრაცია და განადგურება გამოიწვია, რომლის შემდეგაც ახალი ერის ჩამოყალიბება დაიწყო, ახალი
კულტურით და ახალი ენითაც კი. განხილულ პერიოდში კულტურის სფეროში ხუთი ცვლილება მოხდა. თითოეული
მათგანი, მოცემული სისტემის შიგნით (ამ შემთხვევაში იგულისხმება ირანული კულტურა), თავისი მნიშვნელობით
ტოლია იტალიური აღორძინებისა, თუმცა მსგავსება არ არის არც გენეზისის, არც ხასიათის და არც შედეგების
თვალსაზრისით: 1. პართიული მოდგმის, სტეპის მოსახლეობის ელინიზაცია, ე.ი. უცხო ცივილიზაციის მიღება; 2.
პართიელი დიდგვაროვნების ირანიზაცია - საკუთარ ხალხთან დაახლოების მცდელობა; 3. 224-226 წწ. პართიელ
არისტოკრატიაზე გამარჯვება - სამეფო ტახტისა და საკურთხევლის კავშირი; 4. მაზდაკიზმი; 5. მითრაიზმის რეაქცია,
იმიტომ, რომ სომხები ბაჰრამ ჩუბინს "მიჰრის თაყვანისმცემელს, მეამბოხეს უწოდებედნენ" ამ ფონზე მკრთალად ჩანს
ქრისტიანული და გნოსტიკური იდეები, რომლებიც რაფინირებული და მერყევი ინტელიგენციის უმნიშვენელო
ნაწილს შეეხო. არა! არაფრით შემიძლია დავიჯერო, რომ დაძაბული შემოქმედებითი ცხოვრების ეს ათასწლოვანი
პერიოდი მხოლოდ გარდამავალი ხანა იყო მაკედონურ და არაბულ ოკუპაციებს შორის. ირანისათვის ეს პართიულ-
სასანური პერიოდია, სუმბად მაგისა და ბაბექის აჯანყებებით, აფშინის შეთქმულებითა და ანტიარაბული ბრძოლის
სხვა გამოვლინებებით. ეს პერიოდი თანაზომადია არა იტალიური აღორძინებისა, არამედ მთელი რომანულ-
გერმანული კულტურისა, დაწყებული კაროლინგებიდან, დამთავრებული ბონაპარტებით. ათასი წელი ტოლია ათასი
წლისა, თუმცა შედარებული კულტურები სწორედ რომ არ ჰგვანან ერთმანეთს. სწორედ "არამსგავსება," ისევე,
როგორც მსგავსება, ნ.ი. კონრადის კონცეფციის ერთ-ერთი პოსტულატია. რომში ელინიზმის ეპოქის ათვლა ორი
თარიღიდან ერთ-ერთის საფუძველზე შეიძლება: 1) თორმეტი ტაბულის ეპოქიდან, როცა დევნილთა ჯგუფი,
რომელიც შვიდ ბორცვზე დამკვიდრდა, ბერძნული პოლისის მსგავსად ჩამოყალიბდა. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ აქ
მოექცევა მთელი რესპუბლიკური რომი. აშკარაა, რომ გარდამავალი პერიოდის საწყისად ეს თარიღი არ გამოდგება; 2)
რომის კულტურული ელინიზაცია, ჩვეულებრივ, ძვ.წ. II საუკუნეში სციპიონების წრის მაღვაწეობას მიეწერება. ეს ასეა,
მაგრამ ნ.ი.კონრადი რომის რესპუბლიკას აკუთვნებს არა გარდამავალ პერიოდს, არამედ მონათმფლობელური
ფორმაციის დამკვიდრებაის ხანას. შესაბამისად, "გარდამავალი პერიოდისათვის" მხოლოდ იმპერიის ეპოქა რჩება,
რომელიც ნ.ი.კონრადმა დაახასიათა, როგორც "ზეობის და, ამასთან ერთად, დაცემის დრო." დავუშვათ, რომ ასეა.
მაგრამ, თუ ასეა, აქაც შეგვიძლია და უნდა გამოვყოთ რამდენიმე კულტურული და, ამასთან ერთად, საზოგადოებრივ-
პოლიტიკური პერიოდი, რომელთაგან თითოეული იტალიური აღორძინების ტოლფასია, ვიმეორებ, ტოლფასი
თანამედროვეთათვის თავისი მნიშვნელობით, და არა მოვლენათა ხასიათით. თვითონ ძველი რომაელები ძვ.წ. II-I სს.
რესპუბლიკას ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ფორმად სულაც არ მიიჩნევდნენ. ძვ.წ. 133 წ. ტიბერიუს გრახკუსის
მოკვლიდან ძვ.წ. 30 წლამდე, ანტონიუსის დაღუპვამდე, რომს მოსვენება არ ჰქონია. სამოქლაქო ომებმა რომის სენატი
და ხალხი ისე დაცალა სისხლისგან, რომ გადარჩენილები უკვე მზად იყვნენ, სიხარულით მიეღოთ ნებისმიერი
ძლიერი ხელისუფლება. ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ გამოცხადებული "ოქროს შუალედურობა" პოლიტიკური
სტაბილიზაციის, სამხედრო ძლიერების გამყარებისა და სამაგალითო წარსულის პატივისცემის ლოზუნგად იქცა.
მსოფლმხედველობის ეს სისტემა მარკუს ავრელიუსის სიკვდილამდე არსებობდა, ე.ი. დაახლოებით 200 წელი. თუ ხან
იუის და სხვა კონფუციელების მოღვაწეობას ჩინურ "აღორძინებას" დავუკავშირებთ, მაშინ პლინიუსის, ტიტუს
ლივიუსის და სვეტონიუსის მოღვაწეობაც შეიძლება დახასიათდეს, როგორც "სიძველის აღორძინება" საკუთრივ
რომში. ჩვენ ხომ ტერმინზე ამგვარად შევთანხმდით. მეორე პერიოდი - ესაა აზიური კულტურების მიერ რომის
აქტიური დაპყრობის ხანა. II საუკუნიდან აქ გაბატონდნენ ისიდა, ჰერმესი, ღმერთების დიდი დედა - კიბელა,
მომხიბლავი ასტარტა, ბოლოს, ყველას აჯობა ჯარისკაცების ღმერთმა მითრამ - დაუმარცხებელმა მზემ. დაწყებული
ავრელიანედან, დამთავრებული იულიანე აპოსტატით, მითრაიზმი რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია და
ოფიციალური მსოფლმხედველობა იყო. კულტურაში ეს გადატრიალება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო,
ვიდრე ჰუმანიზმი და თვით რეფორმაციაც კი: XVI საუკუნეში იტალიელები და გერმანელები ხომ მართლმორწმუნე
ქრისტიანებად დარჩნენ და მხოლოდ ესთეტიკური და პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალეს, ისიც არა
რადიკალურად. მაგრამ უფრო გრადნიოზული იყო მესამე ძვრა, რომელიც ახ.წ. I-IV სს. მთელი
ხმელთაშუაზღვისპირეთი მოიცვა. ჩვეულებრივ, მას ქრისიტიანობის გავრცელებას უკავშირებენ, მაგრამ ამ დროს
მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ერთი ნაკადი იყო ახალი იდეების იმ ნიაღვარში,
რომელიც იმპერიას მოედო. ქრისტიანების თანადროულად ქადაგებდნენ: ეგვიპტელი გნოსტიკოსები – ვალენტინი და
ვასილიდი, რომლებმაც მატერია ურყვეს; სირიელები - სატურნინი და მანი, რომლებმაც სიკეთის და ბოროტების
სტიქიები ერთმანეთს გაუთანაბრეს; ოფიტები, რომლებიც სიბრძნის მომცემ გველს - ბოროტი დემიურგის იაჰვეს
მოწინააღმდეგეს სცემდნენ თაყვანს; მარკიონიტები, რომლებიც ძველ აღთქმას უარყოფდნენ; ორიგენისტები,
რომლებიც გვთავაზობდნენ ძველი აღთქმის სიმბოლურ ინტერპრეტაციას; და ბოლოს გნოსტიკოსები, რომლებმაც
აღიარეს უმაღლესი მონიზმი - ყოველივე არსებულის მთლიანობა – ღვთაებრივი პლერომა. ბასილი დიდისა და
გრიგოლ ღვთისმეტყველის ქრისტიანულ თეოდოციასთან ყველაზე ახლოს და ანტიკურ პლატონიზმთან ყველაზე
შორს ნეოპლატონიკოსები აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი ორიგინალური სწავლების
აღსანიშნავად პლატონის სახელი მითვისეს. ნ.ი.კონრადი აღნიშნავს, რომ "აზროვნების რევოლუცია რომაულ
აღმოსავლეთში დაიწყო და გაიშალა, მაგრამ მან იმპერიის ბერძნულ-ლათინური ნაწილიც მოიცვა, სადაც ძველი
მსოფლმხედველობა, თავის მხრივ, კრიზისს განიცდიდა." ეს სამართლიანია, მაგრამ მაშინ ეს სტიქია არ შეიძლება
განიხილებოდეს, როგორც გარდამავალი პერიოდი ევროპის კულტურის ისტორიისათვის. მართლაც, რა კავშირი
ჰქონდა ქრისტიანობას და მანიქეველობას სენეკას რაციონალურ განსჯებთან, ავრელიანეს სისხლიან მისტერიებთან
მიტერუმებში ან ჰელიგაბალის ორგიულ გართობებთან? მსოფლმხედველობის ახალმა შემოქმედებითმა ნაკადმა
თანაბრად უარყო ერთიც და მეორეც. მან არ გააგრძელა დრომოჭმული ანტიკური აზროვნება, არამედ გაანადგურა იგი.
სხვა სიტყვებით, აქ საქმე გვაქვს არა "გარდამავალ პერიოდთან", არამედ ძველი ტრადიციის გაწყვეტასა და ახლის
შექმნასთან. ქრისტიანული და მანიქეველური ეკლესიები შეუთავსებელნი აღმოჩნდნენ, რამაც განაცვიფრა
თანამედროვენი, მაგრამ ეს ლოგიკური იყო ანტიკურ სამყაროსთან კავშირის სრული გაწყვეტის პირობებში. მაშინაც
კი, როცა იმპერატორმა კონსტანტინემ გადაწყვიტა წარმართობის პოზიციების დათმობა, ქრისტიანული თემის წინაშე
მხოლოდ ერთი დილემა დადგა: დაეშვა თუ არა თავისთან საერო ხელისუფალი დიაკვნის ჩინით, რათა მას საეკლესიო
საქმეებში ხმის უფლება ჰქონოდა, თუ დაეტოვებინა საერო პირად, რასაც კართაგენელი დონატი ითხოვდა; იგი
ამბობდა: "რა საქმე აქვს იმპერატორს ეკლესიაში?" ამ ფონზე, უკვე V საუკუნეში, როდესაც ბარბაროსები იმპერიას
ნაგლეჯებად ფლეთდნენ, ცხოვრობდა, ქმნიდა და მოღვაწეობდა ნეტარი ავგუსტინე, თავიდან მანიქეველი და შემდეგ
ქრისტიანი, ნიჭიერი მწერალი და დიდი მოპაექრე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ავგუსტინეს მთავარი იდეები
კათოლიკური კი არა, არამედ ერეტიკული აზროვნების მომასწავებელი აღმოჩნდა. წინასწარ განსაზღრულობის
თეზისს, რომელმაც, ფაქტობრივად, მოახდინა ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ კათოლიკური დოგმის
ანულირება, სამყაროში არსებულ უმსგავსობებზე მთელი პასუხისმგებლობა შემოქმედზე გადაჰქონდა. ავგუსტინეს ეს
თეზისი ათასი წლის შემდეგ კალვინმა გამოიყენა და განავითარა, მაგრამ შუა საუკუნეებში იგი პოპულარული არ იყო.
დანტესაგან განსხვავებით, რომელიც მისი დროის იდეებს არ უარყოფდა, მაგრამ თავისი თანამედროვეებით ძალიან
უკმაყოფილო იყო, ავგუსტინემ მთელი თავისი ნიჭი შეალია, როგორც თავის ყოფილი თანამოაზრეებთან -
მანიქეველებთან, ასევე ბრიტანელ ბერ პელაგის ჰუმანურ კონცეფციასთან პოლემიკას. პელაგი ქადაგებდა, რომ
ადამიანის შეცოდებები მისი უღირსი საქციელის შედეგია და, შესაბამისად, კეთილი წარმართი ბოროტ ქრისტიანზე
უკეთესია. ავგუსტინემ წამოაყენა თეზისი პირველქმნილი ცოდვის შესახებ, ამით ყველა წარმართი
არასრულფასოვნად გამოაცხადა და თეორიულად დასაბუთა რელიგიური შეუწყნარებლობა. პირველი ხუთი საუკუნე
ამ იდეამ გავრცელება ვერ ჰპოვა, დანტეს ლექსები კი მისსავე სიცოცხლეში უბადლოდ იქნა აღიარებული და ავტორს
დამსახურებული სახელი მოუტანა. არც ისტორიული როლის მიხედვით, არც რეზონანსით, არც პირადი თვისებებით
ავგუსტინე და დანტე ალიგიერი ერთმანეთს არ გვანან. კიდევ უფრო მეტად განსხვავებულია ერთმანეთისაგან ის
პერიოდები, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. და თუ ვინმე ჰგავს დანტეს, ეს დიდი პოეტი და
უმსგავსობათა მამხილებელი იოანე ოქროპირია. მაგრამ თუ ამ შესწორებას მივიღებთ, მაშინ შემდგომი მსჯელობაც
სხვაგვარი იქნება. ვფიქრობთ, ახალი გზა უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს, თუმცა, შეიძლება, რამდენადმე მოულოდნელი
ჩანდეს.
ბიზანტიის შესახებ
გავიხსენოთ, რომ ჩვენს მიერ აღწერილი მიმართულება, რომელსაც შეიძლება ადრექრისტიანული, ან - პირობითად -
ბიზანტიური (არა პოლიტიკური არამედ, მხოლოდ "კულტურული" გაგებით) ეწოდოს, საერო ისტორიოგრაფიაში
მხოლოდ II საუკუნის შუა ხანებში ე.ი. 150 წლით უფრო გვიან, ვიდრე ეკლესიის ისტორაში არის დაფიქსირებული.
სწორედ მაშინ გაიმართა ცნობილი დისპუტი რომაელ ფილოსოფოსებსა და ქრისტიან აპოლოგეტ იუსტინეს შორის,
რომელმაც კამათში გაიმარჯვა, რაც სიკვდილის ფასად დაუჯდა. თუ ათვლას ამ თარიღიდან დავიწყებთ, რომელიც
მოსახერხებელია, რადგან ეჭვს და დავას არ იწვევს, მაშინ გამოჩნდება, რომ აზროვნების ახალი მიმდინარეობა IV
საუკუნის ბოლოს (იულიანეს განდგომის შემდგომ) არა მარტო იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს
გარეთაც გავრცელდა. მან მიაღწია დასავლეთში ირლანდიას, სამხრეთში - ეთიოპიას, აღმოსავლეთში - შუა აზიას,
ჩრდილოეთში - რუსეთს, უფრო სწორად - დნეპრისპირა გოთებს. პერიფერიული ქრისტიანული კულტურები,
რომლებიც კულტურის მთავარ ღერძთან - ბიზანტიის იმპერიასთან, სიტყვის პირდაპირი გაგებით, პოლიტიკურად
დაკავშირებულნი არ იყვნენ, საკუთარ თავს, როგორც ერთობას აღიქვმდნენ, ისევე როგორც უკვე განხილული ირანი,
როგორც ბერძნულ-რომაული სამყარო და შემდეგში დასავლეთევროპული Chretiente, მიუხედავად იმისა, რომ
ევფრატისპირა აზიაში ნესტორიანობა ბატონობდა, ხოლო სირიაში, სომხეთსა და აფრიკაში - მონოფიზიტობა.
ბიზანტიურ კულტურას ჰქონდა ელინური წარსულის "აღორძინების" საკუთარი პერიოდი, როცა ბერძნულმა ენამ
სახელმწიფო მიმოქცევიდან ლათინური განდევნა (იმპერატორ მავრიკიოსის დროს), საკუთარი რეფორმაცია -
ხატმებრძოლეობა, და საკუთარი განმანათლებლობის ეპოქა - მაკედონელების დინასტიის დროს. ამ კულტურის
კერების აგონია თითქმის ერთდროული იყო: XIII ს. დაეცა ირლანდია, განადგურებულ იქნენ ცენტრალური აზიის
ნესტორიანელები, კონსტანტინეპოლი დროებით მტაცებელი ჯვაროსნების მსხვერპლი გახდა, ხოლო აბისინია მთიან
სიმაგრედ გადაიქცა, რომელიც გამაჰმადიანებული გალასებით და სომალელებით იყო გარშემორტყმული. ნიკეის
იმპერიის გამწარებულმა მცდელობამ თავისი პოზიციის დასაცავად მისი აგონია ასი წლით გაახანგრძლივა, მაგრამ
უკვე XIV ს. შუა ხანებში პალეოლოგები იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ უნია, რაც დასავლეთისადმი, ე.ი. იმ
კვლავწარმოქმნილი კულტურული ერთობისადმი სრულ დაქვემდებარებას ნიშნავდა. ეს ერთობა კარლოს დიდის
დაპყრობების შედეგად წარმოიშვა. ევროპულ ისტორიოგრაფიაში ანტიკური კულტურის გაგრძელებად, სწორედ ეს
ერთობა განიხილებოდა, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი აისახა. მაგრამ უფრო მიზანშეწონილია, ის
ათასწლოვანი პერიოდი, რომელიც "ანტიკურობას" მისი "აღორძინებისაგან" აშორებს, კულტურის ისტორიაში
დამოუკიდებელ მონაკვეთად განიხილებოდეს, ვიდრე გარდამავალ პერიოდად. მით უფრო, რომ რაინდებს და
პრელატებს მემკვიდრეობად არ მიუღიათ ბიზანტიური კულტურის მიღწევები, მისი ბერძნული და ირლანდიური
ვარიანტებით, არამედ, უბრალოდ, ნაცარტუტად აქციეს იგი. მაგრამ თუ ასეა, მაშინ ევროპის აღორძინება
კანონზომიერებათა და მოვლენათა თანმიმდევრობის იმ ხაზში უნდა ჩაისვას, როგორიცაა ჯვაროსნული ლაშქრობები,
რომელიც მას წინ უძღოდა, და კოლონიური დაპყრობები, რომელიც მის შემდეგ მიმდინარეობდა. დიახ, სწორედ ასეა!
დასავლეთ ევროპული კულტურა წარმოშობის მომენტიდან გაფართოებისკენ მიილტვოდა. კარლოს დიდის
ბარონების შთამომავლებმა დაიმორჩილეს დასავლეთის სლავები, ანგლოსაქსები, კელტები, პირენეის
ნახევარკუნძულიდან განდევნეს არაბები და მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლა ინდოეთის ოკეანის აუზში
გადაიტანეს. შუასაუკუნეების ბიურგერების შთამომავლებმა დაიპყრეს ამერიკა, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა,
ისინიც და სხვებიც დაეუფლნენ ინდოეთს, ტროპიკულ აფრიკას, სამხრეთ ამერიკას, პოლინეზიას და ა.შ. ეს იყო
სივრცეში გაფართოება. ჰუმანისტები? მათაც იგივე დაუფლების სტიმული ამოძრავებდათ, მაგრამ მათი ექსპანსია
დროში ვითარდებოდა: მათ წარსულის ოკუპირება დაისახეს მიზნად, ამასთან, არა საკუთარი, არამედ სხვისი
წარსულის. ჰუმანისტებმა ამ მიზანს მიაღწიეს. მათი ძალისხმევით შეიქმნა მსოფლიო ისტორია ფილოლოგიურ
ბაზაზე - მოვლენა, რომელსაც სხვა კულტურებში ანალოგი არ გააჩნია, რადგან ყველგან, როგორც წესი, ისტორია - ესაა
საკუთარი წინაპრების აღწერა, ე.ი. აბსოლუტიზებული გენეალოგია. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ "ჩინური აღორძინება"
ევროპულისაგან პრინციპულად უნდა განსხვავდებოდეს, ხოლო მსგავსი ნიშნები შემთხვევითობად უნდა
ჩაითვალოს. ნ.ი. კონრადს საწინააღმდეგო აზრიც აქვს, ამიტომ ამ კარდინალური პრობლემის გადასაწყვეტად
აღმოსავლეთ აზიის ისტორიას უნდა მივმართოთ.
ჩინეთის შესახებ
დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლეთ აზიაში ორი ეთნოლანდშაფტური ოლქია: მიწათმოქმედი - ჩინეთი და
მომთაბარე - ცენტრალური აზია ტიბეტის მთიანეთით. მიუხედავად ჩინეთის მოსახლეობის მრავალრიცხოვნებისა და
მომთაბარეების - თურქებისა და მონღოლების - მცირერიცხოვნებისა, ეს კულტურული რეგიონები ერთმანეთთან
თანაბარ საფუძველზე ერთიერთქმედებდნენ მთელი ისტორიული პერიოდის განმავლობაში. ამ უწყვეტი ბრძოლის
გარეშე აზიის ისტორია ყოველთვის არასწორად იქნება ახსნილი. გასულ საუკუნეებში არსებობდა ჭეშმარიტებად
მიჩნეული აზრი იმის შესახებ, რომ ჩინური კულტურა სტაბილური ან ერთ ადგილზე გაყინულია, ხოლო განვითარება
დაცემებით და აღმაფრენებით - დასავლეთ ევროპის მიღწევაა. ეს კონცეფცია სიშორის აბერაციის მაგალითად
გამოდგება, რომლის დროს მზე შეიძლება შაურიანზე პატარა მოგვეჩვენოს. ჩინეთის ისტორიის საკმარისად
დეტალურად შესწავლის შემთხვევაში ეს აბერაცია, როგორც კვამლი, ისე ქრება და ნათელი ხდება, რომ აღმოსავლეთში
და დასავლეთში ტრადიციის წყვეტისა და ობსკურაციის ეპოქები ერთნაირად მონაცვლეობდნენ. ისტორიული
განვითარების დისკრეტულობა ძველი დროის ორმა დიდმა ისტორიკოსმა - პოლიბიოსმა და სიმა ციანმა აღნიშნა,
ორივე მათგანმა შემოგვთავაზა მოვლენების ახსნა, გამომდინარე მეცნიერების იმდროინდელი განვითარების
დონიდან. სიმა ციანი თავის "ისტორიულ ჩანაწერებს" ძვ.წ. I ს. წერდა, მაგრამ მან დაასახელა პერიოდი, რომელიც
მისთვის "ანტიკურობას", ე.ი. იმ წარსულს წარმოადგენდა, რომელთან ტრადიციული კავშირი გაწყვეტილია. სიმა
ციანისათვის ანტიკურობა - ესაა პირველი სამი დინასტიის: სია-ს, ინი-სა და ჩჟოუ-ს ეპოქა, ხოლო ჩჟოუ-ს დაცემის
შემდე პოლიტიკური და კულტურული დაშლის ხანა მოდიოდა. სამი სამეფოს გზა წრებრუნვის მსგავსი აღმოჩნდა: ის
დამთავრდა და ისევ დაიწყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხანის დინასტიამ ძველი დრო ზუსტად გაიმეორა, - არა, ის თავისი
ლოკალური ნიშნებით სრულიად თვითმყოფადი მოვლენა იყო. სიმა ციანის მიხედვით, ერთგვაროვანი იყო არა
რეალური სინამდვილე, არამედ მოვლენათა შიდა კანონზომიერება, რომელსაც ავტორი ისტორიის ბუნებრივ კანონად
მიიჩნევდა. ისტორიკოსის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერება არა მარტო წარსულს ხდიდა ფარდას, არამედ
პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც იძლეოდა. თუ არქაული ჩინეთი გარდაუვალი შინაგანი რიტმების შედეგად
დაინგრა, სიმა ციანის თანამედროვე ჩინეთიც, ჩვენთვის კი - ძველი ჩინეთი, ე.ი. ხანის იმპერია იგივე ბედს ვერ
ასცდებოდა. რა თქმა უნდა, სიმა ციანის არ შეეძლო თავისი ქვეყნის დაღუპვის დეტალები წინასწარ განეჭვრიტა,
მაგრამ შედეგი იგივე უნდა ოფილიყო, ასეც მოხდა, III ს. სამოქალაქო ომმა ჩინეთი სისხლისგან დაცალა, ხოლო 312 წ.
მიწიერი იმპერიის დედაქალაქი ჰუნების მცირერიცხოვანი რაზმების მიერ იქნა აღებული, რომლებმაც ამის
კვალდაკვალ ხანის ძირძველი მიწები დაიმორჩილეს ხუანხეს აუზში. ყველაზე ადრე კი ჩინელი პატრიოტები უცხო
ოლქში - იანძის აუზში გაიქცნენ, ხოლო ძველი ჩინური კულტურის აგონია კიდევ 250 წელს გრძელდებოდა, ე.ი.
თითქმის ორჯერ მეტ ხანს, ვიდრე რომის ანალოგიური აგონია. ჩინელი ხალხის სამშობლოში მთელი ეს დრო
მომთაბარეები და მთიელები, ჰუნები, ტამგაჩები და კიანები (ტიბეტელები) მძვინვარებდნენ. ჩინეთის ახალი
აღმავლობა VI საუკუნეში დაიწყო. ჩინელი ულტრაპატრიოტების ბელადი, სარდალი იან ძიანი გადაგვარებული
მომთაბარე პრინცების შთამომავლებს გაუსწორდა და სუი-ს დინასტია დააფუძნა. ეს შუა საუკუნეების ჩინეთის "აისი"
იყო. "დაისი" კი XVII ს. დადგა, როცა მანჯურიელებმა დაამარცხეს მინი-ს დინასტიის ჯარებიც და მეამბოხე ლი ცი
ჩენის გლეხთა ლაშქარიც. მაშინ დაიწყო დაცემის პერიოდი, რომელიც გამჭრიახობას მოკლებულმა ევროპელმა
მკვლევარებმა ჩინეთის მუდმივ მდგომარეობად მიიჩნიეს და იგი ერთ ადგილზე "გაყინულად" მონათლეს. სიმა
ციანის კონცეფციის პროგნოზი დადასტურდა. თუმცა აღმოსავლეთში, დასავლეთთან შედარებით, ერთი
განსაკუთრებული მომენტი არსებობდა, რომელმაც კულტურებს შორის შედარებით მეტი მემკვიდრეობითობა
უზრუნველყო. ესაა იეროგლიფური დამწერლობა. მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა ანბანურ დამწერლობასთან
შედარებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ სემანტემები განვითარებად ენაში ფონეტიკის ცვლილებისას, და ასევე
იდეოლოგიური წარმოდგენების შეცვლის დროსაც გასაგებია. მცირერიცხოვანი განათლებული ჩინელები კონფუცის
და ლაო ძის კითხვისას მათი აზრების მომხიბვლელობას უფრო მეტად გრძნობდნენ, ვიდრე შუა საუკუნეების ბერები,
რომლებიც ბიბლიის შტუდირებას ახდენდნენ, რადგან სიტყვების მნიშვნელობის შეცვლა დამოკიდებულია: ა)
თარგმანზე; ბ) ინტონაციაზე; გ) მკითხველის ერუდიციაზე; ე) ასოციაციების მისეულ სისტემაზე. იეროგლიფები კი,
მათემატიკური სიმბოლოების მსგავსად, ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ ჩინეთის შიგნით კულტურათა შორის
წყვეტილობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ანტიკურ (ბერძნულ-რომაულ) და შუასაუკუნეების (რომანულ-გერმანულ)
კულტურებს შორის, ან შუასპარსულ და არაბულ, ე.ი. მუსლიმურ კულტურათა შორის და ა.შ. ეს გარემოება აისახა
ჩინეთის როგორც პოლიტიკურ, ისე იდეოლოგიურ ისტორიაში. განსაკუთრებით მნიშვლნელოვანია ის, რომ სწორედ
ამ გარეგნული ნიშნით მსგავსებამ შეიყვანა შეცდომაში ის ისტორიკოსები, რომლებმაც ჩინეთის ერთ ადგილზე
გაყინვის შესახებ აზრის პოსტულირება მოახდინეს და მასში იეროგლიფური დამწერლობის კონსერვატულობას
გულისხმობდნენ. სინამდვილეში, ჩინეთის ისტორია ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზის ქვეყნების ისტორიაზე
არანაკლებ ინტენსიურად ვითარდებოდა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი და
გამქრალი ეთნოსების ცხოვრების ეს სიმძაფრე დავინახოთ, საჭიროა მოვწყდეთ ხელოვნების ნიმუშებით ტკბობასა და
აბსტრაქტული აზროვნების ზიგზაგებს და თვალი მივადევნოთ დიდი კედლის საზღვრთან დიდი სტეპების
მომთაბარეების წინააღმდეგ ათასწლოვანი ომის პერიპეტიებს. ამ თემას მთლიანად ეთმობა ჩვენი "სტეპური
ტრილოგია".
რუსულიდან თარგმნა მალხაზ თორიამ

You might also like