Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

VIII კვირა

სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს (აჭარის) საკულტო ნაგებობები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, წერილობითი წყაროები, ზეპირი გადმოცემები და


არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აჭარა, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები,
მაღალი სამშენებლო ტრადიციებით გამოირჩეოდა. ხანგრძლივი ისტორიული კატაკლიზმების
გამო საეკლესიო არქიტექტურის დიდი ნაწილი მხოლოდ ნანგრევების სახით შემოგვრჩა და
არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის გამოვლენილი.

ეკლესია-მონასტრები. განვითარებული შუა საუკუნეების ერთ-ერთი ადრეული ნაგებობა


ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც მდინარე კინტრიშის შენაკადის -
საკირისღელის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს
ზეპირი გადმოცემა, რომლის თანახმად ამ სოფელში ერთხელ თამარ მეფეს თავისი
დიდებულებით მოულხენია და სოფელსაც „სალხინო“ დარქმევია. დროთა განმავლობაში
„სალხინო“ შეცვლილა და საბოლოოდ „ხინო“ დამკვიდრებულა. ცნობილია, რომ ხინოში
არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა. ხინოწმინდის ეპარქიის ჩამოყალიბება მას შემდეგ უნდა
მომხდარიყო, რაც ლაზიკის ცენტრებმა, მათ შორის პეტრას საეპისკოპოსომ, არსებობა შეწყვიტა.
ეს პროცესი ზოგადად IX-X საუკუნეებიდან ივარაუდება. ხინოწმინდის საეპისკოპოსო XVIII
საუკუნემდე ფუნქციონირებდა.

სალოცავს, საუკუნეების განმავლობაში, არაერთი გადაკეთება განუცდია. ეკლესიას ორი


შესასვლელი ჰქონდა-სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მშენებლობის შერეული ტექნიკა და
ქვის წყობის ხასიათი ხინოწმინდის ეკლესიას VIII-IX საუკუნეების ქართული არქიტექტურის
ნიმუშებთან აახლოებს. 1989 წელს სამხრეთი მინაშენის გაწმენდისას აღმოჩნდა მამაკაცის თავის
ორი სკულპტურული გამოსახულება, რაც X-XI საუკუნეების მიჯნაზე წარმოებული
განახლების მაუწყებელია. შუა საუკუნეების აჭარაში საეკლესიო აღმშენებლობის უფრო სრულ
სურათს აჭარისწყლის ხეობაში შემორჩენილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად
გამოვლენილი ძეგლები გვაძლევს.

ხულოს რაიონში მდებარეობდა თხილვანის იოანე მახარობლის ეკლესია, რომელიც


განვითარებულ შუა სუკუნეებში აჭარის ერისთავების - აბუსერისძეების სამკვიდრებელს,
საძვალეს წარმოადგენდა. ტაძარი სხალთისწყლის ხეობის სათავეე–ბთან, ხიხანის ციხიდან 5 კმ-
ის დაშორებით იდგა. ეკლესია აუგია ერისთავთერისთავ აბუსერს და დედოფალ ვანენს.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ აბუსერ ერისთავი XI საუკუნეში არტანუჯის,
ხიხანის, ციხისჯვარისა და აწყურის ციხეების პატრონი იყო. იოანე მახარობლის ეკლესიის
შემდგომი აღმშენებლობის პერიოდი XIII საუკუნეს უკავშირდება. XIII საუკუნის პირველ
ნახევარში, ტბელის დას დედოფალთ დედოფალ ვანენს აღუდგენია. თხილვანის აბუსერისძეთა
საგვარეულო ეკლესია წარმოადგენდა ე.წ. სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობას. ასეთ
შენობებში ერთმანეთისაგან კედლებით იზოლირებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველოა
გაერთიანებული. სამეკლესიანი ბაზილიკის ორიგინალური ტიპი საქართველოში შეიქმნა და
სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. ეს თემა ქართულ არქიტექტურაში, ძირითადად, XI საუკუნემდეა
პოპულარული. თხილვანის ტაძრის ხუროთმოძღვ–რული გადაწყვეტა, სამშენებლო ტექნიკა,
არქიტექტურული დეტალები მიუთითებენ, რომ ეკლესია X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა
იყოს აგებული.

შუა საუკუნეებში აჭარისწყლის ხეობა ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი კერა იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ გამოვლენილი სალოცავების
ძირითად ნაწილი დარბაზული - ერთნავიანი ეკლესიების ტიპს მიეკუთვნება. ასეთი ტაძრები
ქართულ ხუროთმოძღვრებაში განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება,
ისინი არქიტექტურის განვითარების ყველა ეტაპზე უწყვეტად გვხვდება. დღესათვის
არსებული მასალებით, დარბაზული ეკლესიები აჭარისწყლის ხეობაში, ინტენსიურად, IX-X
საუკუნეებიდან იგება.

სალოცავები, ძირითადად, მდინარე აჭარისწყლის შენაკადების – სხალთისა და


ღორჯომისწყლის ხეობებში, მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ქედებზეა აგებ–ული.
სალოცავების უმეტესობა – ქურდული, ვანაძეები, გელაური, საციხური, ნამონას–ტრევი და სხვ.
მთის ქედების ყველაზე მაღალ ადგილებზეა აგებული. ისინი, როგორც ციხე-სიმაგრეები,
ერთმანეთთან გადაბმულ ჯაჭვს ქმნიან, ზევიდან გადმოჰყურებენ ფერდობებზე შეფენილ
სოფლებს და თითქოს აკონტროლებენ ხეობაში გამავალ გზებს.

ქრონოლოგიურად, ღორჯომისწყლის ხეობის ერთ-ერთ ადრეულ სალოცავს საციხურის


ეკლესია წარმოადგენს. სალოცავი დაბა ხულოდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბორცვს,
სადაც ეკლესია იდგა, მოსახლეობა „ჯვართანს“ უწოდებს. სალოცავი პერანგშემოცლილი
კედლების ამარაა დარჩენილი. საციხურის ეკლესია IX-X საუკუნეებით თარიღდება.
ღორჯომისწყლის ხეობის ეკლესიებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვანაძეების
(აგარის) ტაძარი. სალოცავი XIX საუკუნის წყაროებში აგარის სახელით მოიხსენიება, რადგან
ძველად ეს სოფელი ღორჯომისწყლის ხეობის აგარის თემში შედიოდა. ამჟამად აგარის ეკლესის
ნაშთები სოფ. ვანაძეების სამხრეთით საყდრიქედის ბორცვზეა გამოვლენილი. ამ ადგილს დღეს
„ნასაყდრალი“ ეწოდება. ვანაძეების (აგარის) ეკლესია წარმოადგენდა საშუალო ზომის
ნაგებობას. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებების საფუძველზე ვანაძეების საყდარი XII-
XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება.

განვითარებული შუა საუკუნეების საეკლესიო ნაგებობებით მდიდარია სხალთისწყლის


ხეობა. ქრონოლოგიური თვალსაზრისით შედარებით ადრეული უნდა იყოს თიკანაურის
ეკლესია, რომელიც სოფ. ხიხაძირთან ახლოს, მდ. სხალთისწყლის მარცხენა მხარეს
მდებარეობს. ეკლესიისათვის შერჩეულ მაღალ ადგილს მოსახლეობა „ნასაყდრალს“ უწოდებს.
საყდარი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. იგი წარმოადგენდა მცირე ზომის „უაფსიდო“
ნაგებობას შესასვლელით სამხრეთიდან. ეკლესია, სავარაუდოდ, არქეოლოგიური მასალებისა
და სამშენებლო ტექნიკის გათვალისწინებით, IX-X საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.

კალოთის ეკლესია სხალთისწყლის ხეობაში მდებარეობს. მისგან ამჟამად მხოლოდ


საკურთხევლის კედლისა და კონქის ნაწილია დარჩენილი. ეკლესიის მხატვრული
თავისებურებანი X-XI საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიშნებს ავლენს.

XI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება ვერნების ეკლესია, რომელიც მდინარე


სხალთისწყლის მარცხენა მხარეს, სოფლის ცენტრში „მადიძირის“ ბორცვზე იდგა. მისგან
შემორჩენილია მხოლოდ საძირკველი, საფეხურებიანი ცოკოლი და კედლების წყობის
რამდენიმე რიგი. ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა – სამხრეთისა და დასავლეთის. ეკლესიას
მდიდარი დეკორატიული შემკულობა ჰქონდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ XIII საუკუნის 30-იან წლებშია აგებული
ხიხანის ციხის წმ. გიორგის ეკლესია. ხიხანის ციხის ეკლესია ზომებით ბევრად ჩამოუვარდება
აჭარისწყლის ხეობის სხვა დარბაზულ ტაძრებს. იგი, ძირითადად, მძლავრი თავდაცვითი
კომპლექსის აუცილებელ დანამატს წარმოადგ–ენდა და მცირე სამლოცველოს ფუნქციას
ასრულებდა. ეკლესია ამჟამად საძირკვლის დონემდეა დანგრეული.
სხალთისწყლის ხეობაში თავდაპირველი სახით მხოლოდ სხალთის მონასტერი შემორჩა.
სხალთის კომპლექსის შემადგენლობაში შედის დიდი დარბაზული ტაძარი, სხალთის მცირე
ეკლესია, მარანი, და ეზოს გალავანი. კომპლექსი ხულოს რაიონში, დღევანდელ სოფ.
ყინჩაურში, ბათუმიდან 100 კმ დაშორებით მდებარეობს.

სხალთის მცირე ეკლესია X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.


თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ერთნავიან ნაგებობას სამხრეთის მინაშენით. სხალთის
დიდი დარბაზული ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. მისი აშენების შესახებ ისტორიულ
წყაროებსა და ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი
ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. მხატვრულ-
სტილისტური ნიშნები მოწმობს, რომ ტაძარი XIII საუკუნის შუა ხანებშია აგებული.
აჭარისწყლის ხეობაში გამოვლენილი დარბაზული ეკლესიებისაგან განსხვავებით, სხალთის
თავისებურებას შვერილი შვიდწახნაგოვანი აფსიდი და სამხრეთის თაღოვანი კარიბჭე
წარმოადგენს. სამხრეთის სამნაწილიანი კარიბჭე უფრო გვიანაა აგებული, თუმცა,
კომპოზიციური გადაწყვეტა ცხადყოფს, რომ მისი მშენებლობის ხანა საგრძნობლად არ უნდა
შორდებოდეს ტაძრის აგების პერიო–დს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთისა და
დასავლეთის. სხალთის ეკლესიის მორთულობის სისტემა, კარ-სარკმელთა ტიპები,
მცენარეული, გეომეტ–რიული თუ შერეული ორნამენტები ანალოგიებს XIII საუკუნის შუა
წლების ნიმუშებში პოვებს. XIII საუკუნის აჭარის ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე
სხალთის ეკლესიის დამკვეთნი უთუოდ აბუსერისძეთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. მისი
მშენებლობა XIII საუკუნის 40-70 წწ. უკავშირდება.

ბოლო წლებში განხორციელებული არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად დარბაზული


ტიპის ერთნავიანი ეკლესიები გამოვლინდა ასევე შუახევის მუნიციპა–ლიტეტის სოფლებში:
ჯაბნიძეებში, ფურტიოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონეთში, ერგეში,
ზემო ჯოჭოში. ისინი აღმოჩენილი არტეფაქტებისა და პარალელური მასალების მიხედვით
კარგად თარიღდებიან XI-XIII სს-ით.

გვიანი შუა საუკუნეების პერიოდი აჭარაში შედარებით მწირადაა წარმოდგენილი, თუმცა


ჩანს, რომ ბათუმ-ქობულეთის მიდამოებში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა XVII
საუკუნემდე არ წყდება. გვიანი შუასაუკუნეების ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას
იქცევს ცხრაფონას ეკლესია, რომელიც მდ. ჩოლოქის აუზის შენაკადის ცხრაფონას ხეობაში
მდებარეობს. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით შედის ლეღვას სასოფლო თემში.
ქობულეთიდან დაშორებულია 15 კმ-ით. ცხრაფონას ეკლესია წარმოადგენს მცირე ზომის
დარბაზულ ნაგებობას, რომლის თავისებურებას სწორკუთხა ფორმის საკურთხეველი
განაპირობებდა, რაც ქართულ ძეგლებში იშვია–თია. ეკლესიაში შემორჩენილი იყო
მოხატულობის ფრაგმენტები, რომელთა თარიღი XVI-XVII საუკუნეებით შეიძლება
განისაღვროს. ამჟამად საყდარი განახლებულია. ისტორიული წყაროების მიხედვით დგინდება,
რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული სალოცავები XIX საუკუნემდე იყო შემორჩენილი
ქობულეთ-ბათუმის მიდამოებში. ძველი ეკლესიების ნაშთები გამოვლინდა სარფში, სამების
მთაზე და სხვა ადგილებში. ამდენად, საეკლესიო არქიტეტურის ნიმუშები მოწმობენ, რომ
აჭარას, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, შეჰქონდა თავისი წვლილი ქართული
ქრისტიანული კულტურის საგანძურში.

მეჩეთები. ისლამის გავრცელებას დასავლეთ საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს.


აჭარა XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება ოსმალეთის იმპერიის ნაწილი, თუმცა
აჭარისათვის ბრძოლა ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი პროცესი იყო. თანდათანობით
აჭარაში ოსმალეთისადმი ლოიალური მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდა. ისლამი
ეტაპობრივად ჯერ ლაზეთში, შემდეგ ჭოროხისა და აჭარის–წყლის ხეობებში, ხოლო ბოლოს
ქობულეთში გავრცელდა. სტატისტიკური თვალსა–ზრისით, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან
აჭარაში მოსახლეობის უმრავლესობა უკვე გამუსლიმებული იყო.

აჭარის სხვადასხვა ნაწილში მეჩეთები სხვადასხვა პერიოდში შენდებოდა. ხულოს


მუნიციპალიტეტში უძველესია სოფელ დიდაჭარის მეჩეთი, რომელიც 1831-1832 წლებში
აუგიათ. ამ პერიოდში ხულოში უკვე არსებობდა ძველი ხის მეჩეთი, რომელიც რუსეთ-
თურქეთის ომის დროს გადამწვარა. საერთოდ აჭარისწყლის ხეობის ამ ნაწილში ცენტრალურ
მეჩეთად ითვლებოდა ბეღლეთის მეჩეთი. მეჩეთი 1920-1921 წლებში შეუმკიათ ლაზ ოსტატებს.

როგორც ჩანს, მეჩეთების დიდი ნაწილი ჯერ აუგიათ, ხოლო მოგვიანებით შეუმკიათ,
გადაუკეთებიათ ან განუახლებიათ, რის გამოც ზოგიერთი მეჩეთის აგების თარიღის გარკვევა
შეუძლებელია. მეჩეთების ერთი ნაწილი ქვის საძირკველზეა დადგმული, რომელიც
ქრისტიანული სალოცავების შენობებიდანაა აღებული. არის შემთხვევები, როცა მეჩეთის
შენობები ეკლესიათა საძირკვლებზეა დადგმული. XIX საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ
თხილვანას, ხიხაძირისა და ფუშრუკაულის მეჩეთები.
მეჩეთები თავდაპირველად ძირითადად თემების ცენტრალურ დასახლებებში შენდებოდა.
მათი აქტიური მშენებლობა რუსეთ-ოსმალეთის ომების პერიოდში და აჭარის რუსეთის
იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგაც გრძელდება და უკვე ყველა სოფელში შენდება.
მაგალითად, შუახევის მუნიციპალიტეტში, მარეთის ხეობაში, ერთმანეთის თანმიმდევრობით
ყველა სოფელში ააგეს მეჩეთები: ქიძინიძეებში , კვიახიძეებში, ჯაბნიძეებში, დღვანში და აშ.

ამჟამად შესწავლილი მეჩეთებიდან უძველესია ახოს (აგებულია 1817-1818 წლებში) და


დაგვის (აგებულია 1826 წელს) მეჩეთების. მეჩეთების (ჯამეების) უმეტესობა, თავისი
არქიტექტურული თუ მხატვრულ-სტილისტური შემკულობის თვალსაზრი–სით წარმოადგენს
ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური ხელოსნობისა და ხითხუროობის
საინტერესო ნიმუშებს.

You might also like