Craigslist

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

Craigslist

ბაზრის მიმოხილვა - რა არის კრეიგლისტი? კრეიგლისტი არის ამერიკული


კლასიფიცირებული რეკლამების საიტი , რომელშიც ინტეგრირებულია სხვადასხვა სახის
სექციები: დასაქმების, სასურველი ნივთების ყიდვა/გაყიდვის, ბინების და მომსახურების . ეს
ის განმარტებაა რომელსაც ალბათ ყველგან ვიპოვით . საინტერესოა როგორ მოახერხა
კრეიგლისტმა წარმატების მიღწევა და რა ფაქტორებმა შეუწყო თუ შეუშალა ამას ხელი . სანამ
ამ ყველაფრის განხილვაზე გადავიდოდეთ მოდით დავბრუნდეთ ჯერ კიდევ იმ დროს როცა
კრეიგლისტი არ არსებობდა . ეს დაგვეხმარება გავიგოთ თუ რა შეცვალა ჩვენი კომპანიის
გამოჩენამ ბაზარზე და როგორ შეხვდა მას მომხმარებელი.

წარმოიდგინეთ 1995 წელია , ინტერნეტი დიდი ხანია არსებობს , არც კომპიუტერია ახალი
ხილი , მოკლედ ის დროა , როცა ამერიკაში არც კომპიუტერი უკვირთ არც ინტერნეტის
გამოყენება , მაგრამ არ არსებობს რაიმე პლატფორმა რომელიც კომპიუტერისა და
ინტერნეტის პოტენციალს გააერთიანებდა , მოსახელობა არც სოციალურ ქსელებს იყენებს
უფრო სწორად რომ ვთქვათ არც არაფერია გამოსაყენებელი , არც მობილური ტელეფონები
აქვთ ანუ ერთმანეთს ვერაფრით ეკონტაქტებიან -ალბათ დამეთანმებით რომ ესეთი
სიტუაცია დამღლელი და რთულია , მითუმეტედ როცა საქმის მალე მოგვარებააა საჭირო .
დამღლელი სამუშაო დღის მერე განტვირთვა გჭირდებათ და ვერც ამის შესახებ პოულობთ
ინმფორმაციას . არ დაგავიწყდეთ ეს ის დროა როდესაც თითქმის არ არსებობს სოციალური
ქსელები , ვირტუალური სივრცეები , არც ბლოგები და ვერც რომელიმე ინფლუენსერი
გირჩევთ რაიმე საინტერესო ივენთს . ეს პრობლემა ალბათ ბევრს აწუხებდა თუმცა მისი
გადაჭრა მხოლოდ 42 წლის პროგრამისტმა ქრეიგ ნიუმარკმა შეძლო . Craig Newmark-მა
კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა და საკუთარი ბიზნეს კარიერა დაიწყო 1976 წელს
IBM - ში (ამერიკული კომპანია , რომელიც კომპიუტერულ ნაწილების მწარმოებელია +
პროგრამების). ის ბევრ დროს ატარებდა ინტერნეტში wel l, MindVoxსა და Usenet-ზე ,
ვინაიდან ის სიამოვნებას იღებდა, როდესაც ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა ,
უკავშირდებოდა და უფრო მეტად სოციალიზებული ხდებოდა . თავდაპირველად
სანფრანცისკოში ახალწვეული იყო და სწორედ იმიტომ , რომ იზოლირებული არ ყოფილიყო
აქტუალური მოვლენებისგან , გაუჩნდა საჭიროება როგორმე შეექმნა ისეთი პლათფორმა
რომელიც მსგავსი ინმფრომაციის გაცვლა - გამოცვლას უზრუნველყოფდა , თუმცა როცა
თავის პირველ მეილს აგზავნიდა ალბათ საერთოდ არ ფიქრობდა თუ რა მასშტაბებს
მიაღწევდა მისი წამოწყება -ამაზე უფრო ვრცლად შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ . მოკლედ
რომ ვთქვათ არსებობდა რაღაც საჭიროება რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კრეიგის
შემდგომში წარმატებულ ბიზსნესს.

საინტერესოა რა ხდებოდა ამ პერიოდში ბაზარზე. როდესაც ქრეიგსლისთის საიტი


შეიქმნა და ბიზნესად ჩამოყალიბდა , უკვე არსებობდა ისეთი დიდი ბიზნესები , როგორიცაა
ამაზონი და იბეი. როდესაც მომხმარებელს რაიმეს ყიდვა/გაყიდვა სურს , უწევს არჩევანის
გაკეთება ამ უმსხვილეს საიტებს შორის. თუმცა ქრეიგსლისთი თავის მომხმარებლებს
ნივთების ყიდვისა და გაყიდვის გარდა უამრავ სხვა სერვისსაც სთავაზობს. გარდა ამისა,
როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობდა ისეთი საიტები , როგორიცაა well.com და usenet.com,
რომლებიც შესაძლოა დღევანდელ სოციალურ ქსელებსაც შევადაროთ. საინტერესოა იმის
გააზრებაც , რომ ეს კონკრეტული საიტები შესაძლო კონკურენტობას გაუწევდა
ქრეიგსლისთს , რადგან დაახლოებით იმგვარ სერვისს სთავაზობდა მომხმარებელს.

როგორც უკვე ვახსენეთ , საჭიროება გახდა ქრეიგსლისტის შექმნის მიზეზი. მისი დაარსების
პერიოდში ბაზარზე არ არსებობდა ისეთი პლატფორმა რომელიც მომხმარებელს მათთვის
სასურველ ინფორმაციას ადვილად ხელმისაწვდომს გახდიდა. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ის
პერიოდია, საიდანაც იწყება თითოეული სერვისის ციფრულ პლატფორმაზე გადატანა.
გასაკვირიც არ არის , რომ საზოგადოება ცდილობდა პირველად ის სერვისი გადაეტანა,
რომელსაც ყოველდღიურად იყენებდა , ვგულისხმობ ჟურნალ-გაზეთებს. შესაბამისად
craigslist სწორედ იმ პერიოდში შევიდა ბაზარზე, როდესაც ბაზარს ჭირდებოდა მსგავსი
კომპანია . ვთვლი, რომ ერთ-ერთი ფაქტორი რაც ქრეიგის პროდუქტს გამოარჩევდა ბაზარზე
და რაც მისი შემდგომი წარმატების მიზეზიც გახდა იყო მომხმარებელზე მორგებული
სტრატეგიები რაზეც მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ.

ქრეიგსლისთის შექმნამდე ხალხი ძირითადად ინფორმაციას იღებდა ჟურნალებიდან,


გაზეთებიდან და მედიის სხვა საშუალებებიდან. ამიტომ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა
იყოს, ქრეიგსლისთის შექმნამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია პრესაზეც. ბოლო წლების
განმავლობაში გაზეთების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად დაეცა, განსაკუთრებით იმ
ადგილებში სადაც კრეიგსლისტი პოპულარული გახდა - გაზეთებთან შედარებით
ქრეიგსლისთზე ხომ ბევრად უფრო მარტივია საინტერესო შემოთავაზების პოვნა. გაზეთების
შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს - 40%-ს კი წარმოადგენდა გამოქვეყნებული განცხადებები
და რეკლამები, ამიტომ ზოგი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ბიზნესმა 50 მილიონ დოლარზე
მეტი ზარალი მიაყენა დიდ გამომცემლობებს.

იდეა,დაარსება - ახლა დროა უფრო ჩავუღრმავდეთ იმ პროცესს, რაც ქრეიგმა თითზე


ჩამოსათვლელი მეილების გაგზავნიდან დიდ კომპანიის ჩამოყალიბებამდე განვლო. როგორც
უკვე ახსენეს, ქრეიგს ეს იდეა ზუსტად იმ პერიოდში გაუჩნდა, როდესაც არ არსებობდა
სივრცე, სადაც იქნებოდა ბევრი ინფორმაცია იმაზე, თუ ამა და ამ საღამოს რა ივენთებზე
შეიძლებოდა დასწრება, სად შეიძლებოდა წასვლა ჩვეული რესტორნის გარდა დამღლელი
სამუშაო დღის შემდეგ. ქრეიგი ალბათ ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ამ პრობლემის და
ამიტომაც, 1995 წელს გაუჩნდა იდეა, რომ თავისი მეგობრებისთვის დაეწყო მეილების
გაგზავნა ყოველდღიურად, სადაც იუწყებოდა იმ სიახლეებისა და იმ ივენთების შესახებ,
რომელიც მოსალოდნელი იყო სან ფრანცისკოში ყოველდღიურად. პირველი მეილი,
რომელიც ქრეიგმა თავის 12-მდე მეგობარს გაუგზავნა, მოიცავდა ინფორმაციას ორი ივენთის
შესახებ, რამაც საკმაოდ დააინტერესა ეს ადამიანები და შემდეგ, ეგრეთწოდებული word of
mouth-ის საშუალებით, ძალიან მალევე გავრცელდა საზოგადოებაში და ყოველწამს
იზრდებოდა იმ მსურველთა რაოდენობა, რომელთაც ქრეიგის მეილთა ლისთში უნდოდათ
მოხვედრა. ქრეიგს ნათქვამი აქვს, რომ მისი თავდაპირველი იდეა საერთოდ არ
წარმოადგენდა ამხელა მასშტაბის კომპანიის შექმნას, როგორიც ის ახლა არის, ქრეიგს
უბარლოდ უნდოდა თავისი მეგობრების ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანა
ინფორმაციის გაზიარებით. მოკლედ, ქრეიგის გასაკვირვად, მისი სია მართლაც იზრდებოდა
და დროის განმავლობაში ხალხი არ დაჯერდა მხოლოდ ივენთების შესახებ ინფორმაციებს,
და გაჩნდა მოთხოვნა, რომ უფრო გაფართოებულიყო მეილების ასე ვთქვათ „ჟანრი“ და
დამატებულიყო განცხადებები ისეთ რაღაცებზე, როგორებიცაა ნივთების ყიდვა-გაყიდვა,
სხვადასხვა მომსახურეობის მიღება, ბინის ყიდვა-გაყიდვა, ვაკანსიები ან პირიქით
სამსახურის ძებნა. ქრეიგი პროფესიით როგორც უკვე ვთქვით პროგრამისტი გახლდათ და
გადაწყვიტა, რომ პროგრამირების ენით, პერლით, დაეწერა საიტი, რომელიც ქრეიგის მიერ
დაწერილ მეილებს ვებფეიჯად გარდაქმნიდა, და მეტიც, მისი ნახვა ყველას შეეძლებოდა და
აღარ იქნებოდა საჭირო, რომ ქრეიგის იღბლიანთა სიაში მოხვედრილიყავი. საიტმა
ფუნქციონირება 1996 წელს დაიწყო. ქრეიგის იდეა იყო, რომ საიტისთვის დაერქმია sf-events,
ანუ სან ფრანცისკოს ივენთები, თუმცა მეგობრებმა, რომლებიც აანალიზებდნენ, რომ ეს
ყველაფერი ივენთებს გასცდებოდა, ურჩიეს, რომ ისევ ძველი სახელი დაეტოვა და ქრეიგმაც
საიტი გააფორმა, როგორც craiglist. ერთ წელიწადში, 1997 წელს, გამართლდა ის ვარაუდები,
რომ ეს საიტი მართლაც გაფართოვდებოდა, კერძოდ, სან ფრანცისკოში ბინების დეფიციტმა,
უმუშევრობამ და ამგვარმა პრობლემებმა, გაზარდა მოთხოვნა ბინებსა და ვაკანსიებზე,
ქრეიგმა კი გააცნობიერა, რომ მის საიტს მართლაც ბევრად დიდი პოტენციალი ჰქონდა,
ვიდრე უბრალოდ ჰობი და იდეალური ადგილი იქნებოდა ამგვარი განცხადებების
განთავსებისათვისაც. ამ წელსვე, საიტის მნახველების რაოდენობა თვეში ერთ მილიონამდე
გაიზარდა. 1998 წელს, ქრეიგს კიდევ ჰქონდა სახელის შეცვლის მცდელობა და დაირქვა List
Foundation, თუმცა შემდგომში ისევ ქრეიგლისთს დაუბრუნდა, რადგან შეიტყო, რომ ამ
სახელწოდების ორგანიზაციები უკვე არსებობდა. მალევე, 2000 წლისთვის, ქრეიგლისთი სან
ფრანცისკოს გასცდა და გავრცელდა მთელ ამერიკაში. დღესდღეობით კი მთელ სამყაროს
არის მოდებული და 70 ზე მეტ ქვეყანასა და 700 ზე მეტ ქალაქს აერთიანებს, თუმცა
მიუხედავად უკვე ამხელა კომპანიისა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს მისი მიზანი
არასოდეს ყოფილა და შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა 150-ს არასდროს უნდა
გაცდენილიყო, თუმცა, ქრეიგლისთის შემთხვევაში 40-საც არ გასცდენია :დ. საიტი
უშუალოდ კომპანიად 1999 წელს ჩამოყალიბდა. ალბათ გვიჩნდება კითხვა, თუ როგორ
ახერხებდა ქრეიგი თავდაპირველად, მარტო მუშაობის პერიოდში, ეხელმძღვანელა
საიტისთვის, რომელსაც თვეში მილიონი ნახვა ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ მართლაც ძალიან
გაუჭირდა უბრალო მეილების გაგზავნის შემდგომ, ამ დონის საიტის მენეჯმენტი.ახლა კი
გადავიდეთ კომპანიის მენეჯმენტზე.

მენეჯმენტი - კომპანიის დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, ქრეიგ ნიუმარკმა გადაწყვიტა


საკუთარ კომპანიაში კოდერის ნაცვლად CEO გამხდარიყო. ამ პოზიციაზე ის მხოლოდ ერთი
წელი გარჩერდა და თავისივე გადაწყვეტილებით ის ჯიმ ბუქმასტერმა ჩაანაცვლა, რომელიც
მანამდე პროგრამისტად და ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ კომპანია სწრაფად განვითარდა, გაფართოვდა და


უამრავ წარმატებას მიაღწია. CEO-ს გადაწყვეტილებით კომპანიაში შეხვედრები აღარ
იმართბოდა, რადგან ჯიმი მას დროის უაზრო ხარჯვად თვლიდა. ამ პერიოდში
ქრეიგსლისთს 40-მდე თანამშრომელი ჰყავდა და გარემოც შედარებით პატარა, მცირე
რაოდენობის თანამშრომლის მქონე ორგანიზაციაზე იყო მორგებული.
დამფუძნებლის აზრით დიდ ორგანიზაციებში, რომლებშიც 150 ან მეტი ადამიანი
მუშაობდა მუდმივად ქაოსი და უთანხმოება იყო, ამიტომაც ორგანიზაციის სტრუქტურა
შეზღუდული რაოდენობის თანამშრომელზე იყო გათვლილი. კომპანიის წარმატებასთან
ერთად გაიზარდა მისი გამოყენების არეალი და მასშტაბებიც, საბოლოოდ კი 70 ქვეყანაში 700
ლოკალურ საიტს მიაღწია. ამის მიუხედავად, მენეჯმენტის სტრუქტურა არ შეუცვლია და
დღესაც მხოლოდ 50-მდე თანამშრომელი ჰყავს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაარსების დღიდან კომპანია მუდმივად ზრუნავდა


მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობაზე. 2011 წელს საიტზე ასევე შეიქმნა გვერდი,
რომლის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო ქრეიგ ნიუმარკთან ნებისმიერი
შეტყობინების გაგზავნა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მათი მიზანი არა
მაქსიმალური მოგების მიღება, არამედ მომსახურებისა და ხარისხის ზრდა იყო. ამის გამო,
ქრეიგლისთი ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი. კომპანია, რომელსაც თავისუფლად
შეეძლო რამდენიმე მილიარდიან მოგებაზე გასულიყო უარს ამბობდა ასეთ კამპანიაზე და
თითქმის ერთ მილიარდ შემოსავალზე ჩერდებოდა.

ქრეიგლისთი უარს ამბობდა საიტზე რეკლამების განთავსებით შემოსავლის გაზრდაზე და


მუდამ ცდილობდა „არაკომერციული ბუნების“ იმიჯის შენარჩუნებას, რაც ხშირად იწვევდა
მათდამი კრიტიკას.

კომპანია ძირითადად ორიენტირებული იყო ნაკლები რისკის შემცველი


გადაწყვეტილებების მიღებაზე და ამის გამო ხშირად შემოსავლის ნაწილსაც კარგავდა. ერთ-
ერთი ასეთი შემთხვევა იყო ამერიკასა და კანადაში სრულწლოვანთა სექციის გაუქმება.
თუმცა ზოგ შემთხვევაში ამ პოლიტიკამ კომპანია დაგაარჩინა და ბაზარზე ადგილი
შეუნარჩუნა.

ქრეიგლისთი მართლაც გამორჩეული, შეიძლება ითქვას უნიკალური სტრუქტურის მქონე


კომპანიაა, რომელიც მუდმივად მომხმარების საჭიროებებსა და მშვიდი, უკომფლიქტო
სამუშაო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. მისი მასშტაბების მიუხედავად, კომპანია
საკუთარ საქმიანობას ერთიანად და მარტივად აგვარებს, რისი მაშვეობითაც უფრო მეტად
იზრდება თანამშრომელბის პროდუქტიულობა და შედეგები. სწორედ ამის გამოა, რომ ის
დღესაც არ კარგავს აქტუალურობას 570-მდე მისთვის აქტიურ ქალაქში და ამასთან ერთად
ინარჩუნებს მისი შექმნისას არსებულ სისტემას და ღირებულებებს.

მარკეტინგი - რაც შეეხება ქრეიგსლისტის მარკეტინგს. Craigslist ყველანაირ მარკეტინგულ


ხერხს უარყოფს და მიმართავს მხოლოდ wom (word of mouth) – ს. ეს ნიშნავს, რომ ბრენდის
შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები ავრცელებენ და სწორედ ასე ზრდიან ცნობადობას. ეს
მარკეტინგულ ხერხი საკმაოდ წარმატებულია ბევრი კომპანიის პრაქტიკაში. სწორედ ამ
გზით გახდა ეს კომპანია კიდევ უფრო პოპულარული და ცნობადი. საიტზე დაგროვებული
კომენტარებითა და ნახვებით ადამიანები მეტ ინფორმაციას იღებდნენ ქრეიგსლისთის
შესახებ. გარდა wom -ისა, კომპანია ასევე გაპიარდა ფილმებისა და სერიალების საშუალებით.
ფილმში „Due date” მთავარი გმირი სწორედ ამ საიტზე ყიდულობდა წამლებს. ასევე
ქრეიგსლისთი გვხვდება სერიალში „Dexter and bored to death”, რომელშიც ქრეიგსლისთი
რეკლამების პლატფორმადაა გამოყენებული. ასევე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „24
საათი კრეიგსლისთზე“. ამ რამდენიმე ფილმმაც განაპირობა კომპანიის ცნობადობის ზრდა
და გაპიარება.

1997 წელს კომპანიამ Microsoft ის სტრატეგიას მიბაძა და უარი თქვა ბანერულ რეკლამებზე,
რადგან, ქრეიგსლისტის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ეს თავს მოხვეული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქრეიგსლისთი უარს ამბობს მარკეტინგულ სვლებზე, ის ერთ-ერთი


საშუალებაა სხვა კომპანიებისთვის, განახორციელონ affiliate marketing, ანუ შვილობილი
მარკეტინგი. ქრეიგსლისთი კარგი საშუალებაა კომპანიებისთვის, იპოვონ ახალი
„შვილობილები“. Affiliate marketing ნიშნავს, რომ კომპანიები ეძებენ პარტნიიორებს,
რომლებიც საკუთარი რესურსით უკეთებენ მარკეტინგს ამ კომპანიის პროდუქტს, ხოლო
შემდეგ ყოველი გაყიდული პროდუქტიდან ისინი იღებენ საკომისიოს. ქრეიგსლისთი არის
უნიკალური პლატფორმა კომპანიებისთვის მათი პროდუქტის რეკლამირებისთვისა და
მარკეტინგისთვის. აქ არა მხოლოდ უფასოა რეკლამა, არამედ მათ აქვთ უამრავი უნიკალური
ტრაფიკი. ქრეიგსლისთი არის ფასდაუდებელი ინსტრუმენტი დამწყებთათვის, რადგან ის
საშუალებას აძლევს მათ განავითარონ ბრენდინგი, მარკეტინგი, რეკლამირება უფასოდ ან
ძალიან დაბალ ფასად.

ახლა მიმოვიხილოთ ქრეიგსლისთის საიტი. საიტის ინტერფეისი ერთი შეხედვით უხარისხო


საიტებს გაგვახსენებს, თუმცა ეს არ უშლის კომპანიას ხელს წარმატებაში. ქრეიგსლისტის
მომხმარებლების სეგმენტი, ძირითადად, საშუალო ასაკის, 40-60 წლის, ადამიანები არიან.
ქრეიგსლისთი ახალგაზრდებში ვერ სარგებლობს პოპულარობით. შესაბამისად, უფროსი
თაბოს წარმომადგენლებისთვის მოძველებული ინტერფეისი არ წარმოადგენ პრობლემას,
რადგან მათთვის არ არის უცხო ასეთი საიტები. ქრეიგსლისთს საკმაოდ მრავალფეროვანი
განცხადებების სისტემა აქვს. აქ შევხვდებით როგორც ვაკანსიებსა და CV-ებს, ასევე უძრავი
ქონების, ტექნიკის კუბოების და სხვადასხვა საინტერესო ნივთების შესახებ განცხადებებს.
საიტზე შესაძლებელია განცხადების განთავსება როგორც ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე
დაკარგული მეგობრის საპოვნელად. ერთი შეხედვით ვიფიქრებთ, რომ საიტზე დაშვებულია
ყველანაირი განცხადების განთავსება, თუმცა ქრეიგსლისთს ტავისიი წესები აქვს და
აკრძალულია იარაღის გაყიდვა ან ეროტიკული ხასიათის განცხადებების განტავსება. ამის
გასაკონტროლებლად საიტს შემუშავებული აქვს flagging სისტემა, რაც ნიშნავს, რომ თუ
მნახველების 15% უკმაყოფილო დარცება კონკრეტული განცხადებით, ის ნიშანს უკეტებს და
ქრეიგსლისთი ამ განცხადებებს ავტომატურად შლის. Flagging სისტემის ანალოგიურია
facebook- ის რეპორტები. მომხმარებლებმა არ იციან რამდენი flag-ის შემთხვევაშ იშლება
განცხადება და ასევე რომელი მომხმარებლები სვამენ ამ ნიშნებს. ქრეიგსლისთს ასევე აქვს
ცალკე ვებ-გვერდი, რომელზეც ჩამოწერილია ხშირად დასმული კითხვები და პასუხები.
ასევე ქრეიგსლისთს აქვს ბარტერის ფუნქცია. ქრეიგსლისთს ჰქონდა dating ფუნქცია,
რომელიც ძალიან პოპულარული იყო, თუმცახშირად, ადამიანები სხვის ფოტოებს
იყენებდნენ, რაც ამერიკის კანონმდებლობით ქრეიგსლისთის პასუხისმგებლობა იყო, ამიტომ
კომპანიამ ეს ფუნქცია გააუქმა.
ქრეიგსლისთმა 2010 წელს შექმნა Craigslist TV, რომელმაც მხოლოდ 2 წლის განმავლობაში
იარსება. კომპანია არ გამოირცევა ინოვაციური ქმედებებით, მას ისევ 21 წლის წინანდელი
ლოგო და დიზაინი აქვს. ერთადერთი ინოვაციური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან მობილური
აპლიკაციის შექმნა იყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

ფინანსები-ერთი შეხედვით ქრეიგსლისთს არც ისე ბევრი და მომგებიანი შემოსავლის წყარო


აქვს, განცხადებებს უფასოდ აქვეყნებ და შეძენის მსურველები პირადად გიკავშირდებიან
მესამე პირის ჩარევის გარეშე. არ იხდი რეგისტრაციის, არც რეკლამის და არც რაიმე სხვა
სახის გადასახადს და ამ ყველაფრის შემდეგაც კი ქრეიგსლისტის წლიური შემოსავალი 2018
წლის მონაცემით ერთი მილიარდია.იმისათვის, რომ გავიგოთ ზუსტად რა გზებით
შოულობს ქრეიგსლისტი ფულს, დავბრუნდეთ წარსულში.

1995 წელს, ქრეიგ ნიუმარკმა ვებსაიტი ხალხის დასახმარებლად და მეილების


სადისტრიბუციოდ შექმნა, შესაბამისად, კომპანია არამომგებიანი იყო და ქრეგი თავისი
ფინანსებით მართავდა მას, რადგან მესამე პირთა ინვესტიციების მიღებას ყოველთვის
ეწინააღმდეგებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ქრეიგსლისტმა გადაწყვიტა არარსებული
ვაკანსიებისა და სპამების თავიდან მოსაშორებლად გარკვეული სახის განცხადებზბე 25$-
იანი გადასახადები დაეწესებინა, კონკრეტულად ეს გადასახადი სამუშაო ადგილების
შეთავაზებებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც გადასახადის დაწესება წარმატებული აღმოჩნდა,
გამომდინარე იქიდან, რომ იმავე წელს ქრეიგსლისტმა 4 მილიონი დოლარის მოგება ნახა,
იგივე თანხის გადახდა სხვა სახის პოსტებზეც გავრცელდა, მაგალითად ბინების
გაქირავებაზე ნიუ იორკ სითიში, ან ავტომობილების გაყიდვაზე. გადასახადი 7$-დან 75$-მდე
მერყეობს და მხოლოდ რამდენიმე სახის განცხადებებზე მოქმედებს, თუმცა ეს ყველაფერი
საკმარისია იმისათვის, რომ ქრეიგსლისტი თავის წონით კატეგორიაში ყველაზე მდიდარი და
მაღალშემოსავლიანი ვებსაიტი იყოს. ქრეიგსლისტის სტაფი სულ რაღაც ორმოცდაათი
ადამიანისგან სედგება, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო ამცირებს.შესაბამისად, ქრეიგსლისტი
უკვე დიდიხანია არამომგებიან ორგანიზაციას აღარ წარმოადგენს.

საოცრად არაესთეტიური და წლების განმავლობაში დაუაფდეითებელი დიზიანის


მიხედავად, ქრეიგსლისტი არ კარგავს პოპულარობას ამერიკელებში, ალბათ იმიტომ, რომ აქ
პროსტიტუციით დაწყებული ახალი მანქანით დამთავრებული ყველანაირი სერვისისა და
ქონების შეძენა არის შესაძლებელი. შესაბამისად არ წყდება მისი შემოსავლიანობაც და AIM-1
ის მონაცემებით 2016 წლის შემოსავალთან შედარებით 2018 წელს მას 50%-იანი ნაზრდი
ჰქონდა. ეს კიდევ უფრო გასაოცარი ხდება მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ ზემოთხსენებულმა
AIM-მა ქრეიგსლისტს 2003 წელს მხოლოდ 7 მილიონიანი შემოსავალი უწინასწარმეტყველა.

2009 წელს ქრეგ ნიუმარკმა დააარსა ნამდვილად არამომგებიანი საქველმოქმედო ფონდი,


რომელიც დაგროვებული კაპიტალით ეხმარება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ
ადამიანების უფლებებზე, სამართლიანობაზე, განათლებაზე, გარემოს ჯანმრთელობაზე,

1
AIM group- კანადური ორგანიზაცია, რომელიც გვაწვდის სიახლეებსა და ანალიზებს სხვადასხვა
ბიზნესების შესახებ, იქნება ეს მათი ფინანსები, მენეჯმენტი თუ სხვა.
მსოფლიო მშვიდობასა და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკაზე. ფორბსის მონაცემებით ამ
ორგანიზაციამ 2012-2014 წლებში 20 მილიონი დოლარი გასცა.

ქრეიგსლისტი ერთობ საინტერესო და არატრადიციული კომპანიაა. ისინი მაქსიმალურად


ზრუნავენ მომხმარებელტა ინტერესებზე და მათი ექსპლუატაციის გარეშე ახერხებენ
პოზიციის შენარჩუნებას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვებსაიტი
თავის კატეგორიაში. შემქმნელი, ყველას გასაკვირად, ყველანაირად გაურბის ინვესტიციებს
და არ ცვლის ბიზნესის მრავალწლიან მოდელს. როგორც ჩანს, მისი სიჯიუტე და
ნონკონფორმისტობა საუკეთესო არჩევანია ვებსაიტისათვის ფინანსური თვალსაზრისით.

კონკურენტები - საინტერესოა კომპანიის კონკურენტებთან ურთიერთობაც. როგორც უკვე


აღვნიშნეთ, ბაზარზე შესვლის მომენტში craigslist ის კონკურენტებად ფორუმისმაგვარი
სადისკუსიო პლატფორმები შეგვიძლია განვიხილოთ (Well.com Usenet.com), ამ პერიოდში
ქრეიგსლისტის მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ იყო უფასო. სიიაფე დღემდე მათი
წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუმცა, დროთა განმავლობაში ისინი
მომხმარებელს უფრო და უფრო მეტ მომსახურებას სთავაზობდნენ, რამაც უამრავი
პირდაპირი და ირიბი კონკურენტი გაუჩინა. OfferUp, Oodle, kijiji, eBay classifieds, Facebook
Marketplace, gumtree და ა.შ. კონკურენცია ძალზე დიდია როგორც ლოკალურ, ისე
გლობალურ ასპარეზზე. ყველა ეს საიტი ამა თუ იმ სახის ონლაინ რეკლამირების სერვისია:
უძრავი ქონებისა და მანქანების ქირაობა და ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა სახის ტექნიკა და
აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ვაკანსიები, მომსახურებები და მრავალი სხვა.
ლოკალურ კონკურენციაში იგულისხმება, რომ მაგალითად gumtree ძალზე პოპულარულია
ინგლისსა და ავსტრალიაში, შეიძლება ითქვას ორიენტირებულიც კი არის ამ ბაზარზე, kijiji
მოთხოვნადია კანადაში და ა.შ. ზოგადად კიჯიჯის, იბეისა და ქრეიგსლისთს
„განსაკუთრებული ურთიერთობა“ აქვთ, რაზეც მოგვიანებით ვიტყვით. ყოველ ასეთ
პლატფორმას საკუთარი თავისებურებები და განმანსხვავებელი ნიშნები აქვს, რომლებიც
განსაკუთრებით თვალში საცემი ამ პლატფორმების შედარების დროს ხდება. მაგალითად,
უდლისა და ქრეიგლისთის შედარებისას პირველი, რასაც შევამჩნევთ, არის ქრეიგსლისტის
მოძველებული ინტერფეისი. ის ტრადიციული გაზეთის სარეკლამო ბანერების
შთაბეჭდილებას გვიტოვებს. არის 7 ძირითადი კატეგორია, რომელთაც სუბკატეგორიები
მოყვებათ. განსხვავდება ძებნის მექნიზმი, ქრეიგსლისტში ვაკანსიების კატეგორიაში ძიება
keywords- ის საშუალებით ხდება, მაგალითად „contract”, “part-time”, “full-time”, “non-profit”.
უდლში კი საძებნად თავად სამუშაოს სახელი გამოიყენება, მენეჯერი იქნება ეს თუ
სატვირთოს მძღოლი, სათაურის „ფორმულა“ ძალზე მარტივია: პროფესია- კომპანიის
სახელი. გარდა ამისა უდლი საკუთარი ექაუნთის სხვა სოციალური ქსელის
ვერიფიცირებულ ექაუნთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ეს კი ძალზე
მოსახერხებელია მაგალითად განცხადების ფეისბუქზე გაზიარებისათვის, ასევე მყიდველს
შეუძლია გარკვეული წარმოდენა შეიქმნას გამყიდველზე მისი ფეისბუქ ექაუნთით. ჩვენი
ქრეიგსლისტი კი უფრო ანონიმურობისკენ მიისწრაფვის, რაც გარკვეულ ასპექტში შესაძლოა
პლუსიც იყოს, მაგრამ თან უამრავი მინუსი მოყვება. ნაკლები სანდოობა, სქემერების ჭარბი
რაოდენობა, ამავე სქემებერების ამოცნობისა და შემდგომში დაბლოკვის სირთულე და
მრავალი სხვა. აქვე ვახსენოთ Facebook Marketplace -იც, 2015 წელს ჩაშვებული ძალზე
მოსახერხებელი პლატფორმა, რომელიც ფეისბუქის სამაყაროს ნაწილია. მოსახერხებელია ის
იმით, რომ სმარტფონით შეგვიძლია ფოტოს გადაღება და ჩვენივე ექაუნთით განცხადების
მარკეტფლეისზე დადება (ატვირთვა), შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, ყიდვა-გაყიდვის
ან თუნდაც სამუშაო ვაკანსიების ჯგუფებში გაზიარება, რომლებიც უამრავ მომხმარებელს
ითვლიან. შეიძლება ითქვას, ფეისბუქი საკუთარი სოციალური ქსელის სიმძლავრეს იყენებს
მარკეტფლეისის პოპულარიზაციისთვის. როგორც უდლთან დაკავშირების, ისე
მარკეტფლეისის შემთხვევაში, ფეისბუქის ექაუნთი ძალზე ამარტივებს მყიდველსა და
გამყიდველს შორის კომუნიკაციას, ის რაც ანონიმური ქრეიგსლისთის შემთხვევაში
შესაძლოა პრობლემა იყოს.

მარტივი და პრიმიტიული, ჯერ კიდევ ძალზე ნელი ინტერნეტის პირობებში შექმნილი


ინტერფეისი, რაღაც დონეზე წარმატების მიზეზს წარმოადგენს. თუმცა, აშკარაა, რომ 2014-15
წლებში ქრეიგსლისტი გაცილებით უფრო აქტუალური იყო ვიდრე 2020 წელს. ამის ალბათ
მთავარი მიზეზი, ზემოთ ხსენებული, სმარტფონების ეპოქისათვის მხრის აბმაა, უფრო
სწორედ კი ის, რომ საიტმა საერთოდ ვერ აუბა მხარი სმარტფონების პოპულარიზაციას. მათ
დღემდე არააქვთ წესიერი აპლიკაცია (მხოლოდ გვერდითი, არაოფიცილაური აპლიკაციები)
და მთლიანობაშიც, ქრეიგსლისტის სმარტფონით გამოყენება ძალზე მოუხერხებელია.
ფეისბუქ მარკეტფლეისისა და უდლის გარდა შეგვიძლია ვახსენოთ OfferUp. ამ საიტის
დიზაინი გაცილებით უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება და თანაც, არანაკლებ
მინიმალისტურია. მათ დიდი აქცენტი გააკეთეს აპლიკაციის შექმნაზეც, რომელსაც
ანალოგიური ინტერფეისი აქვს და გარკვეულ ასპექტებში ფეისბუქის აპლიკაციაზე უკეთ
ორგანიზირებულიც კი არის. ამ მომენტისათვის OfferUp არ არის საკმარისად ცნობილი,
მაგრამ გაცილებით უფრო პერსპექტიულია, ის ინტერნეტის თანამედროვე მოთხოვნებს
აკმაყოფილებს და ქრეიგსლისტისგან განსხვავებით, მათ ხელმძღვანელობას ინიციატივა და
ზრდის, განვითარების სურვილი აქვთ.

ზემოთ ხსენებული კიჯიჯი იბეის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა. იბეისა და


ქრეიგსლისტის ერთგვარი დაპირისპირება გაცილებით უფრო ადრე იწყება, ვიდრე სხვა დღეს
აქტულაურ კონკურენტებთან. 2004 წელს იბეიმ ქრეიგსლისტის 25 % -იანი წილი შეიძინა. ეს
ისტორია უფრო გრძელია და თავდაპირველ წილების გასხვისებას უკავშირდება, რაც ამ
შემთხვევაში ნაკლებად მნიშნველოვანია. ქრეიგსლისტის მომხარებლების შეშფოთების
მიუხედავად, პირველ წლებში ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. პირიქით,
ხელმძღვანელობისთვის რაღაც მხრივ სასიამოვნოც კი იყო, რომ მათი მეწილე სწორედ იბეის
მსგავსი კომპანია გახდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში ვითარება დაიძაბა, და იბეიმ
სასამართლოში სასჯელი შეიტანა ქრეიგსლისტის წინააღმდეგ სასამართლოში სასჯელი
შეიტანა. ქრეიგსლისტმა საპასუხოდ მიმართა სასამართლოს სადაც იბეის კომპანიის
კონფიდენციალური ინფორმაციის სათავისოდ, კონკრეტულად კი კიჯიჯის სასარგებლოდ
გამოყენებაში ადანაშაულებდა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იბეიმ თავისი
წილი კვლავ ქრეიგსლისტს მიყიდა. აქ იკვეთება ქრეიგსლისტის სქემერების დიდი
რაოდენობით, სექსუალური ტრეფიკინგით და არერთი გახმაურებული სკანდალით
განპირობებული ცუდი რეპუტაიაც. კიჯიჯი წლების განმავლობაში ქრეიგსლისტის
სრულფასოვანი კონკურენტი გახდა, და დღესრეობით კანადის ბაზარზე აბსოლუტური
ლიდერია.

დადებითი და უარყოფითი მხარეები - ყველა კომპანიას აქვს თავსი დადებით და


უარყოფითი მხარეები , რომლებიც მათ სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს. განვიხილოთ
Craigslist-ის შეცდომების და წარმატებების ისტორია.

ერთ-ერთი მთავარი ნიშა, რამაც ქრეიგსლისტის წარმატება გამოიწვია ისაა, რომ იგი თითქმის
სრულიად უფასო და საკმაოდ სწრაფია. მხოლოდ რამდენიმე წყაროდან იღებენ
შემოსავალს ,მაგალითად თუ უძრავი ქონების გაყიდვის გნაცხადებას აქვეყნებ. საინტერესოა,
რომ ეს შემოსავალი მისი მფლობელისთვის სრულიად საკმარისია, რადგანაც ის ფიქრობს ,
რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც ზღვარი და მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს ხალხის
დახმარება და არა მაქსიმალურად მათთვის ფულის წართმევის მცდელობა. ხოლო თუ სხვა
საიტებზე განცხადების განთავსებისთვის საკმაოდ მეტი დრო გჭირდება და თანხის
გადახდაც, ქრეიგსლისტი უფასოცაა და მხოლოდ 5 წუთი უნდა განცხადების საიტზე
დადებას. გარდა განცხადების დადებისა, ასევე ძალიან ადვილი და უფასოა რეკლამის
განთავსებაც, რაც , რა თქმა უნდა , ბევრ კომპანიას იზიდავს. ეს სისტემა მხოლოდ ამერიკაში
თვიურად დაახლოებით 55 მილიონ მომხმარებელს იზიდავს და გათვლილია საშუალო
ფენის მოსახლეობაზე. საჭიროა გავითვალისწინოთ ,რომ ასეთ საიტზე მნიშვნელოვანია
მომხმარებლების რაოდენობა და არა სხვა დეტალები.

განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ქრეიგსლისტის პოპულარულობაზე ის ფაქტი,რომ


იგი ლოკალური საიტია. ასობით ლოკალური საწყობები აქვს და როცა ნახულობ საიტზე
ნივთებს, შეგიძლია შენი ქალაქი მიუთითო და როგორც კი იყიდი მიხვიდე და წამოიღო. ეს
უფრო მეტად სწრაფსაც ხდის ყიდვა-გაყიდვის პროცესს და შიფინგის ფულიც იზოგება.

ასევე ქრეიგსლისტს აქვს პატარ-პატარა ერთგვარი ინოვაციები, რომლებიც დროდადრო


აუცილებელი გახდა საიტისთვის. მაგალითად ერთ-ერთი ასეთია flagging სისტემა, რომელიც
საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაარეპორტონ ისეთი განცხადებები, რომლებიც მათი
აზრით საფრთხის შემცველია, ან შეურაცხმყოფელია და თუ რამდენიმე ადამიანი
დაარეპორტებს ერთსა და იმავე პოსტს ის პოსტი ავტომატურად იშლება. ეს საჭრო ტექნიკაა
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ზედმეტად თავისუფალი საიტია ,სადაც რეალური სამსახურის
ვაკანსიით დაწყებული , სერიული მკვლელის მიერ დაგებული მახით დამთავრებული
ყველაფერი შეიძლება შეგვხვდეს.

ასევე საინტერესოა მათ მიერ შექმნილი craigslist TV , რომელიც ერთგვარი ქრეიგსლისტის


იუთუბივით არის და იქ ყველას შეუძლია დადოს თავისი თავგადასავლების ვიდეოები.
ასევე საჭიროა აღვნიშნოთ craigsconnect , რომელიც საიტის დამფუძნებლისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი ფიქრობდა, რომ მთავარი იყო ადამიანებთნ ურთიერთობა და
მათი დახმარება და სწორედ ამიტომაც არსებობდა ეს ქონექშენი თავად დამფუძნებელთან და
არსებობს პლატფორმა, საიდანაც პირდაპირ ქრეიგს წერდნენ ნებისმიერი პრობლემის
შესახებ. ამ საიტის დღემდე პოპულარობის მიზეზად სწორედ მომხმარებელტან ასეთი
მჭიდრო კავშირიც შეიძლება ჩავთვალოთ.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ასევე თავად საიტის ძალიან პრიმიტიული დიზაინი, რაც ერთი
შეხედვით შეიძლება უარყოფით და ჩამორჩენილ მხარედ ჩავთვალოთ ,მაგრამ აშკარაა, რომ
ამ მეთოდით ქრეიგსლისტი დღემდე ერთ-ერთი ლიდერია თავის საქმეში. ეს ,ალბათ, იმის
გამოა ,რომ მარტივი დიზაინი ბევრად ადვილს ხდის საიტის გამოყენებას და
გადატვირთული ინტერფეისის არქონა არ იწვევს ყურადღების სხვა რამეებზე გადატანას.
თანაც ამ საიტზე იმდენი რაღაცაა ერთად თავმოყრილი , ეს საიტი რომ არ იყოს , ყველაფრის
ნახვისთვის რამდენიმე საიტზე მოგვიწევდა შესვლა და საჭირო ნივთების ძებნა.მას აქვს
ძალიან ფართო პროდუქტების პორტფოლიო და უამრავი კატეგორიის პროდუქციას
სთვაზობს მომხმარებლებს. აქ შეგიძლია ნახო ვაკანსიები, გასაყიდი ავეჯი, მეორეული
ნივთები, ასევე სასიყვარულო ურთიერთობების მაძებელი ხალხი და რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს ისეთი რაღაცები , როგორიცაა მაგალითად 500 ცალი ცოცხალი ჭიამაია, ან ნახევრად
შეჭმული სენდვიჩი.

რაც შეეხება მის უარყოფით მხარეებს, არც აქ იქნება პატარა ჩამონათვალი.

ალბათ, ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე საიტზე თაღლითობების აურაცხელი


რაოდენობაა. შეიძლება რაღაც ძალიან კარგი შეთვაზება ნახო , ფული გადარიცხო ,მაგრამ ის
ნივთი ვერასოდეს ვერ მიიღო. მაგალითად იყო შემთხვევბი როცა ვიღაც ჩნდება ვინც იმაზე
მეტს სთავაზობს გამყიდველს ვიდრე თვითნ ითხოვს. ეს წესით საეჭვოდ უნდა მოგეჩვენოს ,
მაგრამ ბევრი შემთხვევაა, რომ გაბრიყვებულან, გაუგზავნიათ პროდუქტი და მერე ფულის
გარეშე დარჩენილან. ამისთვის ქრეიგსლისტი არაფერს არ აკეთებს , გარდა იმისა, რომ
მომხმარებლებს ურჩევს, რომ გარიგებები მხოლოდ ადგილობრივ გამყიდველებთან დადონ
და face-to-face გაცვალონ პროდუქცია და ფული.

მაგრამ აქ ქრეიგსლისტის მეორე დიდი მინუსი ჩნდება-კრიმინალი ქრეიგსლისტის


დახმარებით. ყოფილა შემთხვევები , რომ ქრეიგსლისტზე განთავსებული ინფორმაციის
დახმარებით სტალკერები აკიდებია ხალხს.გატაცების შემთხვევაც იყო.შეიძლება
შეგხვედროდა განცხადება ისეთ საშინელი სათაურით როგორიცაა ,,rape me and my
daughters”. შესაძლოა გაგქურდონ ნივთის გასაცვლელად მისული ან სექსუალური ძალადობა
ცადონ. იყო შემთხვევა რომ ქალი ეძებდა მაცივრის ხელოსანს და ვიღაც გამოეხმაურა და
შეთანხმდნენ შეხვედრაზე. როდესაც ის კაცი მივიდა მის სახლში ქალი მარტო იყო და მასზე
იძალადა.რაც ყველაზე საშინელია შეიძლება მკვლელობის მსხვერპლიც გახდე. ამაზე
ფილმიცაა გადაღებული ,, the craigslist killer,, რომელშიც ბოლოს ირკვევა, რომ კინოს
განმავლობაში ნაჩვენები მკვლელობა და თავდასხმები მსხვერპლის მიერ ქრეიგსლისტზე
განთავსებული განცხადებასთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთ უსარგებლო მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ასევე მისი უამბიციობა. მას არ სურს
საიტზე განთავსებული რეკლამებით მეტო ფული იშოვოს და ამიტომ არც ადებს მაღალ ფასს
და ეს იწვევს იმას რომ უამრავი უაზრო და უსარგებლო რეკლამები გხვდება საიტის
თვალიერებისას.როგორიცაა მაგალითად მანქანა მხოლოდ ბორბლებით, ერთი ნაჭერი ხორცი
მომრჩა და ხომ არ გინდათ ვინმეს, ან თუნდაც ვეძებ პარტნიორს ნადირობისთვის,

ასევე ცუდი მდგომარეობაა spam-ების მხრივ. იქამდე სანამ შენს განცხადებაზე რეალური
მყიდველი შეგეხმიანება დიდი შანსია უამრავი სპამი და უაზრო პასუხები მიიღო, რაც
გამაღიზიანებელი შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა ქრეიგლისთი დადანაშულებული იყო პროსტიტუციის „გასაღებაში“. რამდენიმე


წლის განმავლობაში საიტს ჰქონდა სპეციალური (ეროტიული) სერვისების განყოფილება და
შეთავაზებები მოზრდილთათვის, იქნებოდა ეს უწყინარი მასაჟი, თუ სხვა . სწორედ ამ
აღძრული საქმის და საზოგდოების პროტესტის გამო ქრეიგლისთმა ეს სექტორი სრულიად
გააუქმა და დღეს ამ კატეგორიას საიტზე ვეღარ იპოვით.

როგორც ვხედავთ ამ საიტს რამდენადაც ცუდი, იმდენად კარგი მხარეებიც აქვს. მაგრამ
აშკარაა, რომ დღემდე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი საიტია ,რაც გვიჩვენებს, რომ
ყველა ბიზნესი ერთნაირად დიდ მოგებაზე, ლამაზ და მოწესრიგებულ დიზაინზე ,თუ
წინსვლის სურვილზე დამყარებული არაა და ამეების გარეშეც შესაძლოა დარჩე დიდი ხანი
ბაზარზე.

ახლანდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები - დღევანდელი მდგომარეობით თამამად


შეიძლება ითქვას, რომ ქრეიგსლისთი ფაქტობრივად არ შეცვლილა, განსაკუთრებით კი
ვიზუალურად. რაც შეეხება მის ფუნქციურ მხარეს, საიტზე დღემდე შეგვიძლია თითქმის
ყველა სახის ნივთის შეძენა ან მომსახურების მიღება. ამასთანავე, შესაძლებელია ნივთების
გაცვლა, რასაც საიტზე bartering ეწოდება. ეს უკანასკნელი განსაკითრებით საინტერესოა,
ვინაიდან არსებობს მრავალი ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც მოახერხეს და მათთვის
ნაკლებად მნიშვნელობვანი ნივთები სწორედ ამ ფუნქციის საშუალებით გაცილებით
ღირებულ ნივთებად აქციეს. მაგალითად, ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც ჩვეულებრივი
ტელეფონით დაიწყო, მოახერხა 9000$ ღირებულების მანქანას დაუფლებოდა სულ რაღაც 14
გაცვლით, ხოლო მეორემ, რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ფურცლების სამაგრით საბოლოო
ჯამში სახლამდე გავიდა.

თუმცა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება სწორედ საიტის ფუნქიურობას შეეხო,


როდესაც 2018 წელს, personals ფუნქცია გაუქმდა, რაც მომხმარებლებისთვის ინტიმური
მომსახურების მიღებას გულისმხობდა. აღმოჩნდა, რომ საიტის ეს სეგმენტი მეტად
პოპულარული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წელს ქრეიგსლისთის წლიური
შემოსავალი 27%-ით შემცირდა. თუმცა, პერსონალს ფუნქციის გაუქმების გარდა, რომელიც
სავარაუდოდ ძირითადი მიზეზი იყო შემოსავლის შემცირების, სხვა ფაქტორებმაც
განაპირობეს ქრეიგსლისთის შემოსავლების ვარდნა. ერთი მხრივ, 2019 წელს ამერიკაში
ნაკლები ახალ სამუშაო ადგილზე გამოცხადდა ვაკანსია, რამაც პირდაპირ შემაცირა
ქრეიგსლისთის ერთ-ერთი ძირითადი შემოსაცლის წყარო, ხოლო მეორე მხრივ, ბაზარზე
ჩნდებიან მსგავსი სერვისების სხვა მიმწოდებლები, რომლებიც კიდევ უფრო ამცირებენ
კომპანიის შემოსავლის წყაროს, მაგალითად facebook marketplace, offer up და სხვა.

ამასთანავე, თვიდან თვემდე მცირდება ქრეიგსლისთის ვიზიტორების რაოდენობა, რადგან


კომპანიას არ სურს, შეიცვალოს, ფეხი აუწყოს მუდმივად ცვალებად ბაზარს და დღემდე
იმადვე რცება რაც რამდენიმე წლის წინ იყო. ნებისმიერი კომპანიისთვის საარსებოდ ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ახალი მომხარებლის მოზიდვაა, თანაც ისე, რომ უკვე
არსებული, ძველი მომხარებლები არ დაივწყო და შეინარჩუნო. დღევანდელი
მდგომარეობით კი აშკარაა, რომ ქრეიგსლისთვის ახალი მომხარებლის მოზიდვა არაა
პრიორიტეტული, რადგან არ ცდილობს საიტის დახვეწას და მოდერნიზებას, რაც, ვფიქრობ,
პირველი ნაბიჯია ახალგაზრდა მომხარებლების დიდი რაოდენობით მოზიდვისთვის,
რომლებსაც სტანდარტი ბევრად უფრო მაღლა აქვთ დაენებული და მხოლოდ ფუნქციური
საიტი, სადაც ტექსტისა და დაბალხარისხიანი ფოტოების გარდა არაფერია, აღარ
აკმაყოფილებთ.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქრეიგსლისთი არის კომპანია, რომელიც შეიქმნა
ადამიანების ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად - იმ შესაძლებლობების გამოყენებით,
რასაც ინტერნეტი იძლეოდა, მიეღოთ მათთვის სასურველი პრაქტიკული ინფორმაცია
სხვადასხვა თემაზე. სწორედ კომპანიის პრაქტიკულობა იყო მისი წარმატების საწინდარი
არასტანდარტული ბიზნეს პოლიტიკის მიუხედავად, რის შედეგადაც საზოგადოების
წარმოდგენაში შესაბამისი ადგილიც დაიკავა, თუმცა კომპანია, როგორც უკვე აღვნიშნე, უარს
ამბობს განითარებაზე და ცვლილებაზე, რაც, ჩემი აზრით შეცვლის იმ დამოკიდებულებას
რომლითაც, ქრეიგსლისთს დღეს-დღეობით უდგებიან - თუ ჩვენ ახლა განვიხილავთ მას
როგორც მოულოდნელი წარმატების ისტორიად, სავარაუდოა, რომ წლების შემდეგ
ქრეისგლისთი განხილული იქნება როგორც წარმატებული კომპანიის მიერ პოზიციების
დაკარგვის ქეისი.

You might also like