Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 30

საგარეო პოლიტიკა

მეხუთე მანიფესტი

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მისი სწორად განსაზღვრა და

განხორციელება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და კომპონენტია ჩვენი ქვეყნის

განვითარებისთვის, ამიტომ ჩვენი  ერთ-ერთი მიზანია,  განსაკუთრებული ყურადღება

მივანიჭოთ სწორი პოლიტიკის გატარებას და ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს,რომ ეს

ყოველივე გარანტი და საწინდარია საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის,

დამოუკიდებლობისა და დეოკუპაციის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც  ყველა

ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთისაც. სწორ საგარეო პოლიტიკაში თავის მხრივ, რა თქმა

უნდა, მოიაზრება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც

თავად ქვეყნისა და უფრო მეტად მისი მოქალაქეების დემოკრატიული თუ ეკონომიკური

განვითარების, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და

გარდაუვალ წინაპირობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაღრმავოთ

ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის.

აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისთავად

მოვიაზრებთ ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციას, რომელიც

საკმაოდ რთული მისაღწევია და ამისთვის , პირველ რიგში , ჩვენი მიზანია საქართველო-

რუსეთის კომპფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

ჩვენ ჩვენს გეგმებში თავისთავად მოვიაზრებთ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი

თანამემამულეების უფლებების დაცვას, ამისათვის კი, პირველ რიგში ძალიან სწორი და კარგი
ურთიერთობა უნდა ჩამოვიყალიბოთ და ,რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ არა

მარტო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში, არამედ სტრატეგიულ პარტნიორებთანაც,

რათა მათთან კარგი ურთიერთობით გარკვეულწილად დაცულად ვაგრძნობინებთ ჩვენს

მოქალაქეებს თავს იქ.

 ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვა განვითარებად თუ

განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენი მისიაცაა საკუთარი წვლილის შეტანა მშვიდობისა

და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, რასაც ნატოს მისიებში უკვე

ვაკეთებთ, თუმცა რადგან ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა იყოს რეგიონში და

ზოგადად მთელ მსოფლიოში, ამიტომ მზად ვართ ყოველგვარ წინააღმდეგობას

წინ აღვუდგეთ და ამის მაგალითები უკვე გვაქვს უახლოეს წარსულში. როგორც

კარგად ვიცით, დღევანდელი მსოფლიო ნამდვილად არ განიცდის ტეროტისტულ

აქტთა სიმცირეს, ჩვენი ქვეყანაც შესაძლოა გამხდარიყო ამ ყოველივეს მსხვერპლი

ან ტერორისტთა ხელის შემწყობი მხარე, თუმცა დროულად მოხდა რეაგირება და

სწორი პოლიტიკის გატარება, ამით ,არა მარტო ჩვენ თავს, არამედ ძალიან ბევრ

ქვეყანას ავარიდეთ საფრთხე. ჩვენი მისია კი არის ამ ყოველივეს კიდევ უფრო

გამყარება, სწორი ხედვების ჩამოყალიბება, სულისკვეთების ჩანერგვა

მოსახლეობაში და საჭირო კადრების არსებობა, რომელთა დახმარებითაც

განვაგრძნობთ ამ სწორ მიმართულებას.

ჩვენს სამომავლო ინტერესებში რეგიონის ეკონომიკური სიძლიერის განვითარება შედის,

რისთვისაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობა და მშვიდობიანი

პოლიტიკის გატარება.

უფრო კონკრეტულად:
ჩვენი მეზობლები არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი.

თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც

განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურს მიაღწია. იგი რეგიონში ერთადერთია , რომელიც

ნატოს წევრ ქვეყანათა შორისაა , ამიტომ მისი გამოცდილების გაზიარება, მასთან პატრნიორობა ,

მშვიდობიანი პოლიტიკა და თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება და უფრო წინ

წასვლა სრულიად მისაღები და ხელსაყრელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

აზერბაიჯანთან ჩვენი კარგი ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითია მისი მუდმივი

მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყველანაირ საჭირო და კრიტიკულ სიტუაციებში. რა თქმა უნდა,

სხვა მეზობლებიც გამოთქვამენ კეთილ ნებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ 2017 წლის ზაფხულის

ხანძრებს საქართველოში,  ყველაზე მეტი და სწრაფი დახმარება სწორედ აზერბაიჯანისგან

მივიღეთ. ეს ყველაფერი არაა. მათთან სწორი პოლიტიკა და პარტნიორობა ჩვენთვის

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისაა უახლოესი ნავთობმომწოდებელი ქვეყანა, რომელიც

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მასთან თანამშრომლობით კიდევ დიდხანს

დავზოგავთ უამრავ ხარჯს და გარანტირებული გვექნება ამ რესურსის ხელმისაწვდომობა.

სომხეთთან მშვიდობიანი და სწორი პოლიტიკის გატარებაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან

ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენ და ამისთვის მზად ვართ მათთან ერთად კოორდინირებული

მუშაობის, რათა ეს ყოველივე ჩვენი რეგიონის ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებაში

დაგვეხმაროს.

სანამ რუსეთზე გადავიდოდე, აქვე ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ამხელა

მნიშვნელობას იმიტომ ვანიჭებთ რეგიონში მშვიდობიან და პარტნიორულ დამოკიდებულებასა

და უერთიერთობებს, რომ ამით ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებას. როგორც ვიცით,

მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი , მაგალითად, აზერბაიჯანში ბიზნესის დაწყება


კოლოსალურ თანხებს უკავშირდება. მთავრობა ითხოვს ძალიან დიდ პროცენტს, არის უამრავი

რეგულაცია დაწესებული და ინვესტორებს არ აქვთ მაინც და მაინც ხელსაყრელი და

კომფორტული გარემო ამ მხრივ. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ მათგანს ურჩევნია ჩვენს

ქვეყანაში ფულის დაბანდება და ამით , როგორც მათ აქვთ ბევრად მეტი მოგება,ვიდრე თავიანთ

ქვეყნებში, ამით საქართველოც იღებს საკმაოდ დიდ სარგებელს. ჩვენთან სულ რამდენიმე

მარტივი პროცედურაა საჭირო დასარეგისტრირებლად და ბევრად მარტივია პროცესი ბიზნესის

წამოსაწყებად. ამით იზრდება სამუშაო რაოდენობა ადგილობრივთათვის და , რა თქმა უნდა ,

თავისთავად დასაქმებულთა რაოდენობაც.

სწორედ ამიტომ მიგვაჩნია,რომ სწორი და მშვიდობიანი პოლიტიკით სარგებელს

მივიღებთ როგორც ჩვენ, ისე თავად მეზობელი ქვეყნებიც.

ხოლო რაც შეეხება რუსეთს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით დღევანდელი სიტუაცია და

მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ძალიან ფაქიზად მივუდგეთ ამ საკითხს, რადგან

ჩვენთვის პირველ რიგში ხელშეუხებლობა, დაცულობა და ერთიანობაა მიზანი და მთავარი

ამოცანა. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის ვითარება, რომ წინ გვიდგას უძლიერესი

სახელმწოფო, ტეროტორიულად ნახევარი მსოფლიოს ხელა , რომელთანაც უძლურნი ვართ, რომ

მარტო ვიბრძოლოთ შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი  ხელებით, რადგან ეს ყოველგვარ

რეალობასააა მოშორებული. ამიტომ ჩვენი დასახული გეგმა თავისთავად მოაზრებს მშვიდობიან

სიტუაციას ამ ბუმბერაზ სახელმწიფოსთან და ეტაპობრივად მუშაობის გაგრძელებას, რაც

თავისთავად გულისხმობს ძალ-ღონის არდაშურებას საქართველოს დეოკუპაციისა და

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. ამის მისაღწევად მთავარ გამოსავალასა და

გასაღებს ვხედავთ მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ამით

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ანექსირების მიმართულებით გადადგმული

ნაბიჯები აღიკვეთოს  და თავისთავად პრევენცია მოხდეს ამ ყოველივესი. ამ ყველაფერში ასევე


მოვიაზრებთ იმასაც, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების

(რეგიონების) ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.  ამაში მოვიაზრებთ იმ ფაქტსაც,

რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოვახდენთ ინფორმირებას იმ ქვეყნებისა,

რომლებიც რისკის შემცველნი არიან ამ ტერიტორიების საქართველოსთვის მიკუთვნების

საკითხში. ამით ვეცდებით, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ მდგომარეობაზე და

ამით გავაბათილოთ რუსეთის ფედერაციის უსაფუძვლო არგუმენტები და ამით მათი

მხარდაჭერა და აღიარების საფრთხის მნიშვნელოვნად შემცირება გამოვიწვიოთ.

ჩვენი მიზანია ისიც, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის

უსაფრთხოება და ადამიანთა უფლება დავიცვათ. ამის მისაღწევად კი ვგეგმავთ ,ძალისხმევა

მივმართოთ, რომ აღვადგინოთ გაეროსა და ეუთოს სრულმასშტაბიანი მისიები ოკუპირებულ

რეგიონებში და შევქმნათ  ადგილზე ვითარების  მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზნები.

სწორედ ამისთვის, საჭიროა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების

შესაბამის ინსტიტუტებთან, როგორიცაა, გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო.

დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს ამ საკითხზე საუბარი, ახლა უკვე გადავინაცვლოთ იმ

თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი  უმთავრესი და მნიშვნელოვანი

საკითხი და ამოცანაა ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ

ჩამოყალიბება, რისთვისაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევროკავშირიში ეტაპობრივი ინტეგრაცია.

ახალი ნამდვილად არ არის ჩვენთვის ის, რომ ევროპა არის და ყოველთვის იქნება

სტრატეგიული პარტნიორი , ამისთვის კი ნამდვილად საჭიროა, დავამტკიცოთ ის, რომ

ღირსეულები ვართ, მისი წევრი ქვეყანა გავხდეთ. ამისთვის მუდმივად უნდა ვიმუშაოთ იმ

საკითხზე, რომ მას დავუმტკიცოთ, ჩვენ ვართ სრულიად დამოუკიდებელი, სუვერენური,

დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო 

მშვიდობის ჩამოყალიბების საკითხში. ამისათვის კი, ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ყველა ის


სტანდარტი , რომელსაც მოითხოვს ევროპა ჩვენგან. მასთან ასეთი ურთიერთობა კი საწინდარია

ჩვენი ეკონომიკის გაუმჯობესების , გაძლიერების და წინსვლისა.

აქვე, არ გამოგვრჩეს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ჩვენ მიგვაჩნია,  საქართველოსთვის

ნატო კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციაა, რომელსაც  შესწევს უნარი და

თავისთავად აქვს შესაბამისი სამხედრო, პოლიტიკური თუ სხვა რესურსები, რომ მშვიდობა

შეინარჩუნოს ევროატლატიკურ სივრცეში და მისი წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, ნატოში გაწევრიანება საწინდარი იქნება უსაფრთხოებისა და 

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა.

ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ სხვა რეგიონებიც, რომლებთან კარგი ურთიერთობაც

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება.

რა თქმა უნდა , ამერიკაზე საუბრის გარეშე წარმოუდგენელია ამ თემის განხილვა.

ამერიკის მხარდაჭერა თავისთავად გარკვეულწილად გარანტია დამოუკიდებლობისა და

ხელშეუხებლობის. ამის ნათელი მაგალითია ისრაელი. მიუხედავად იმისა , რომ იგი

გარშემორტყმულია არაბული ქვეყნებით, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან იმისკენ, რომ მისი

ტერიტორია ხელში ჩაიგდონ , ამერიკის მფარველობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ამ პატარა

სახელმწიფოს ისლამური სამყაროს წინააღმდეგ. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამხელა

ძალა შესწევს ამ ბუბმერაზ სახელმწიფოს. ამიტომ მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის. იგი ევროპისა არ იყოს, ასევე სწორი განათლების გაზიარების მნიშვნელოვან

წყაროს წარმოადგენს და ჩვენი მომავალი თაობებისთვის მეტად ხელსაყრელია.

ახლო აღმოსავლეთიდან ალბათ გამოვყოფთ ირანს, რომელთანაც ვაჭრობის გაფართოება

ჩვენი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საწინდარია. ასევე ყურადღების არეალიდან

არ უნდა გამოგვრჩეს სპარსეთის ყურის ქვეყნები და სხვა არაბული სახელმწიფოებიც. მათთან


შვიდობიანი ურთიერთობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში

მრავლად გვაქვს მაგალითები მათ მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტებისა.

აზიური ქვეყნებიდან კი ამ ბოლო დროს ჩინეთი დაწინაურდა, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ

ხელი უნდა შევუწყოთ მასთან სწორი პარნიორობის განხორციელებას. როგორც ვხედავთ, უკვე

მრავლადაა ჩინელი ინვესტორების მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა და

ამ საკითხში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხელშეწყობა. ჩინეთთან ერთად კი ჩვენ მოვიაზრებთ

ურთიერთობის გამყარებას რეგიონის სხვა წარმომაგენლებთანაც, როგორებიცაა იაპონია,

სამხრეთ კორეა და ა.შ.

ჩვენი აზრით, ესაა ის მცირედი ჩამონათვალი, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ და


განვახორციელოთ , იმისათვის , რათა ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონდეს
აღებული და ამან გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებაზე.   

მანიფესტი 4

თავდაცვითი და საგარეო პოლიტიკა


  სანამ უშუალოდ ამ საკიტხების განხილვაზე გადავიდოდეთ, გვინდა ვტქვათ, რომ
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები პოლიტიკური პარტიების
მიერ შიდა-პოლიტიკური დღის წესრიგისა და შიდა-პოლიტიკური მოხმარებისთვის არ უნდა
გამოიყენებოდეს. საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ზე-პარტიული და
ნაციონალური მნიშვნელობის თემებია. . . . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . .

  საქართველომ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ დასავლური გზა აირჩია, თუმცა


შევარდნაძის მტავრობის პირობებში ეს მკვეთრად გამოხატულ ხასიათს ნამდვილად არ
ატარებდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველომ აირჩია, ჩვენი აზრიტ, ერთადერთი
სწორი და შეუქცევადი გზა, რომელიც დასავლეთიტაა მიმარტული და რომელსაც ევროპულ და
ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებამდე მივყავართ.
  რა თქმა უნდა სახელმწიფოს, მისი მაცხოვრებლებისა და მეთაურების უმთავრესი მიზანი
ქვეყნის სუვერენიტეტი და თავისუფლება უნდა იყოს, ეს საკიტხი ჩვენს ქვეყანას
გამძაფრებულად აწუხებს, რადგან გვყავს მეზობელი გიგანტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს
ოკუპირებული და დღემდე ურცხვად აღიარებს ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად.
  მივიჩნევთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობის,
თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. 
 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხია საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიგვაჩნია, რომ დრო არ მუშაობს საქართველოს
სასარგებლოდ. საქართველოს არ ძალუძს გეოგრაფიის შეცვლა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთთან
მეზობლობა გარდაუვალია, მეორე მხრივ, თბილისის კონტროლირებად და რუსეთის მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს ერთი თაობა, რომელსაც არასდროს უცხოვრია
ერთიანი ქვეყნის პირობებში. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფ ახალგაზრდებს მალე
არ ექნებათ ერთიანი სახელმწიფო მეხსიერება და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი. . . . . . . . . .  . . . . .  .

. . . .  . . . . . . . .  . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . .  . . . . .  . . . . . . . .  . . . . . .  . . . . .

შევარდნაძის დათმობის პოლიტიკამ და სააკაშვილის შემტევმა პოლიტიკამ, ფაქტია, რომ


შედეგი არ გამოიღო. უშედეგოა ასევე არსებული ხელისუფლების „და-ძმობის“ გაუგებარი,
უშინაარსო და ხშირად წამგებიანი პოლიტიკაც, რომელიც ცხადია გამოწვეულია იმ ფაქტით,
რომ მოქმედ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
და მსგავსი პოლიტიკით ცდილობენ საზოგადოებაში ჩანერგონ შეხედულება თითქოს ძალიან
ლმობიერი და “მოსიყვარულე“ პოლიტიკით სურთ ქვეყნის გაერთიანება და დაკარგული
ტერიტორიების, ამჟამად იქ მცხოვრებ ხალხში სიყვარულის გაღვივებით დავრუნება. მიგვაჩნია,
რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყანას სჭირდება ახალი ინიციატივები. 
  აუცილებელია გაგრძელდეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, მაგრამ
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები დევს საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ
განვითარებაში. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ამისთვის აუცილებელია დაიწყოს ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი
გამდიდრება. საქართველოს სიღარიბე ახანგრძლივებს რუსულ ოკუპაციას. ჩვენი სიღარიბე
საუკეთესო იარაღია რუსეთის ხელში საქართველოს მოქალაქეების ადვილად
მანიპულირებისთვის.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის კონსოლიდაცია. საკუთრების
დაცული უფლება, ეფექტურად მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის
უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, გარანტირებული სამოქალაქო და პოლიტიკური
თავისუფლებები, უნდა იყოს საქართველოს უპირატესობა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
რუსეთთან ურთიერთობების კუთხით მიგვაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში
უპირატესობა საერთაშორისო ფორმატებს უნდა ენიჭებოდეს, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის
ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობებს როგორმე თავს ავარიდებთ, პირიქით, მიუხედავად
რუსეთის გამუდმებული შეტევებისა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, ჩვენ უნდა ვეცადოთ
მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დათბობას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ უნდა
მოხდეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების თუნდაც მცირედი დაზიანების ხარჯზე, ჩვენ უნდა
დავიცვათ ჩვენი პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს არჩეული კურსი მაქსიმალურად და
ოკუპანტს არ უნდა მივცეთ საშუალება გვათამაშოს მის ნებაზე,სწორედ ამიტომაა საჭირო
საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა ამ ურთიერთობებში, რათა ორი
დაპირისპირებული მხარის ურთიერთობების დააგების მცდელობამ არ მიგვიყვანოს უარეს
არეულობამდე ან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შელახვამდე.
  საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი აგრეთვე უნდა იყოს საქართველოს
ეკონომიკის გაზრდა. ხელისუფლება მუდმივად უნდა მუშაობდეს ახალი ბაზრების ათვისებაზე,
სადაც საქართველო შეძლებს საკუთარი პროდუქციის გატანას. რა თქმა უნდა, ამ მხრივ რუსუი
ბაზარი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა საქართველოსთვის და ზემოთ ხსენებული
ურთიერთობების დათბობა ამ მხრივაც ძალზე სასარგებლო იქნება, თუმცა ქვეყანა არ უნდა იყოს
დამოკიდებული ერთადერთ ბაზარზე, თანაც ისეთზე, რომლისგანაც ნებისმიერ დროსაა
მოსალოდნელი პროვოკაცია, რიგორიც 2006 წლის ემბარგოს დაწესება იყო. აუცილებელია
ევროპული ბაზრის ათვისება და ამისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების კიდევ უფრო
გაღრმავება. აგრეთვე მნიშვნელოვანი სამიზნე უნდა იყოს აღმოსავლეთის ქვეყნები და მათი
ბაზრები. . . . . . . . . . . .  . . . . .  . . . . .  . . . . . . . .  . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . .  . . . . .  . . . . . . . .  . . . . . .  . . .

  ახლა კი უშუალოდ თავდაცვით საკიტხებს გვინდა შევეხოთ. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოტ
იმაზე, რომ საქართველოს არმია მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამსახურზე, რადგან
მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ჯარში ძალით მიყავთ სამშობლოს ვერ დაიცავს, ამასთან, მას
ამ დროის განმავლობაში შეეძლო შეექმნა ქვეყნისთვის მის სამხედრო სამსახურზე მეტად
ღირებული რამ. განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია საქართველოს საჰაერო და კიბერ
უსაფრთხოება. პირველი მათგანის პრობლემები 2008 წლის აგვისტოს ომისასაც კარგად
გამოჩნდა და ამის შემდეგ თიტქმის არაფერი გაკეთებულა საჰაერო ძალების მოდერნიზება-
გაძლიერების კუთხით, რამდენიმე კვირის წინ კი თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ
აპირებს ავიაგამანადგურებლების გაყიდვას, რაც ჩვენი აზრით სრული უპასუხისმგებლობაა.
მიგვაჩნია, რომ ტავდაცვის სამინისტრომ, პირიქით, უნდა გააძლიეროს სამხედრო მრეჭველობა,
განსაკუთრებით საჰაერო ძალების მიმართულებიტ, რათა ჩვენიქვეყნის
თავდაცვისუნდარიანობა ამაღლდეს, სამხედრო მრეწველობა ასევე წაადგება ეკონომიკასაც.
კიბერუსაფრთხოების პრობლემები კი მუდმივად იჩენ თავს და აუცილებელია ამ საკიტხზე
მუშაობა და ისეთი სისტემის შექმნა, რომ საქართველოს მტრებისთვის სახელმწიფო
საიდუმლოებები მიუღწეველი გახდეს. ასევე მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია ქვეყნის
თავდაცვითი სისტემების ხარისხის ამაღლება, რათა საქართველოდ კონტროლირებადი
ტერიტორიები და საზღვრები დაცული იყოს დარღვევისგან, ამისთვის კი ძალიან
მნიშვნელოვანია ნატოსთან თანამშრომლობა და მათი დახმარებით ზემოთხსენებული
საკითხების მოგვარება. რა თქმა უნდა საქართველომ შეუქცევლად უნდა განაგრძოს სვლა
ნატოსკენ, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს მარტივი იქნება და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე
შევძლებთ ამას, როგორც დღევანდელი ხელისუფლება ფიქრობს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს
საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისათვის. და ბოლოს, საქართველოს შეუძლია გახდეს
გამტარი სამხედრო ტვირტების გადაზიდვისას. დღეს აღმოსავლეთის რმდენიმე ქვეყანაში
მიმდინარეობს საერთაშორისო სამხედრო კამპანიები, რომელშიც ჩვენი სამხედრო დანაყოფებიც
არიან ჩართულნი და ამით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გამოცდილებას იძენენ, ამ კამპანიების
საწარმოებლად კი ყოველდღიურად უამრავი ტვირთი მიემართება დასავლეთიდან
აღმოსავლეთით, ამ ტვირტების გამტარის ფუნქციის შეთვისება კი, ვფიქრობთ, წაადგება
ქვეყანასა და მის ეკონომიკას.

მანიფესტი 3
საგარეო პოლიტიკა
ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია ეფექტური
შეიარაღებული ძალების თანმიმდევრული განვითარება, რომელიც დროთა განმავლობაში
სახელმწიფოს მისცემს ქმედუნარიან ძალას, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს მის წინაშე
არსებულ ყველა გამოწვევას. პატარა სახელმწიფოვერ ვერ იქნება მხოლოდ პროფესიული
ჯარის ან მხოლოდ რეზერვის იმედად, ისევე როგორც ვერ დაეყრდნობამხოლოდ
კონვენციური ან მხოლოდ პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს. პატარა სახელმწიფო ყველა
ძალასუნდა აერთიანებდეს თავის დასაცავად, რაც თავდაცვის სისტემის სპეციფიურ
მოწყობას გულისხმობს.
ჩვენ ვგეგმავთ ტოტალური თავდ აცვის სქემის ამოქმედებას, სისტემას, რომელშიც ქვეყნის
უსაფრთხოების დამცველი თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს. ომში მხოლოდ
სამხედროები არ მონაწილეობენ. მისი წარმატებულად წარმართვისთვის, აუცილებელია
სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა კომპონენტისა თუ ფენის ჩართულობას.
გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს თავდაცვისუნარიანობის
ასამაღლებლად შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:
1) მუდმივი პროფესიული არმიის პარალელურად უნდა იარსებოს სარეზერვო ძალებისა
ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებმა, რომელიც  გარკვეული სისტემით,
მშვიდობიანობის დროს მუდმივ წვრთნასა და გადამზადებას გადის და საჭიროების
შემთხვევაში, სამობილიზაციო გეგმების შესაბამისად ახდენს რეაგირებას.  ჩვენ დიდი
ზომის პროფესიული არმიის ალტერნატივად უნდა განვიხილოთ სათანადოდ
მომზადებული მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია სწრაფად მობილიზება და აქვს
წინააღმდეგობის სათანადო რესურსი და უნარი.
2) -საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც არ არის რომელიმე სამხედრო ძალის
წარმომადგენელი, ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი, როლი და
შესაძლებლობები საგანგებო შემთხევაში და არ არის აუცილებელი, რომ ეს საგანგებო
შემთხვევა ომი იყოს. სამოქალაქო თავდაცვის მიზანია  მოსახლეობას გააცნოს და
შეასწავლოს  ისეთი უნარები, რომელიც დაეხმარება მათ აწარმოოს სამაშველო სამუშაოები
ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება, თვითგადარჩენა და თავდაცვა,
თავშესაფრის მოწყობა და ა.შ.  სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე  შეიძლება იყოს
ნებისმიერი მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელი, რომელსაც აქვს შესაბამისი
ჯანმრთელობა და არის 14 ან მეტი წლის.
3)უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს არსებობას ახალი საომარი
კონფლიქტის წამოწყების საფრთხის წინაშე, შესაბამისად სახელმწიფო ნებისმიერი სახის
გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს და მოახერხოს მისი მოსახლეობის  ყველა აუცილებელი
რესურსით (ტყვია-წამალი, საკვები და ა.შ) უზრუნველჰყოფა, რისთვისაც ჩვენ დღეს 
მშვიდობიანობის დროს უნდა შევქმნათს  რეზერვები, რომელიც პერიოდულად  უნდა
განახლდეს, რათა მოსახლეობის კეთილდღობა იყოსკარანტირებული.
ტოტალური თავდაცვა ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს
და დაუშვებელია მისი მხოლოდ თავდაცვის უწყების კონტექსტში განხილვა.
განათლების სისტემა, სპორტი, ჯანდაცვა, ეკონომიკა - ტოტალური თავდაცვის
დაგეგმვის პროცესში ყველა კომპონენტი ურთიერთქმედებაში უნდა იყოს და
შეთანხმებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ.გვახსოვდეს, რომ მტრის ყველაზე კარგი
შემაკავებელი ჩვენი მზადყოფნაა.
I. საგარეო პოლიტიკა

1.1 შესავალი

საგარეო პოლიტიკას და მისი კურსის განსაზღვრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა

აქვს პოლიტიკური საქმიანობის განსახორციელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ არც

ერთი ქვეყანა მსოფლიოში არაა სრულად იზოლირებული სხვებისგან, რომ ყველას მეტ-

ნაკლებად გავლენა აქვს ერთმანეთზე, ურთიერთთანამშრომლობენ, ვაჭრობენ, საერთო

სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ოჯახებს მიეკუთვნებიან, ამიტომ აუცილებელია

უმთავრესად განისაზღვროს პოლიტიკური ძალის მიერ მისთვის სასურველი კურსი.

მართალია, საუკეთესო შემთხვევაა ნებიესმიერ ქვეყანასთან კეთილგანწყობილი

ურთიერთობა, თანამშრომლობა როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მიზნების

გათვალისწინებით, თუმცა ასეთი იდეალური შემთხვევის მიღწევა დიდ ძალისხმევას

მოითხოვს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტია არ კარგავს იმედსა და მონდომებას,

რომ შეძლებს მსგავსი პოზიციის და ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას.

თუმცა რატომ არის ეს რთული? იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული

ინტერესები აქვთ და ცდილობენ არაერთგვაროვანი ხერხებით საკუთარი მიზნების


მიღწევას. ამ ხერხებს შორის შეიძლება იყოს საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის

განხორციელებაც ნაგულისხმები. ამიტომ შეუძლებელია, იცავდე საკუთარი ქვეყნის

კეთილდღეობასა და ინტერესს და იყო ყველასთვის სასურველი. მაგრამ, საჭიროა კიდევ

ერთხელ გავიმეოროთ, რომ პარტია მზადაა მსგავსი მეგობრული საგარეო პოლიტიკის

განხორციელებისთვის. ის დახმარების ხელს გაუწვდის ყველა მის მოკავშირე

სახელმწიფოს. საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების როლი

ისტორიული წარსულიდან ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა

ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ ის როგორც არასდროს, ისეთი აქტუალურია. ეს

შეიძლება აიხსნას გლობალიზაციის პროცესით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოები

დაახლოვდნენ ერთმანეთთან, გამარტივდა ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და

გაიზარდა გავლენა და კავშირი ერთმანეთთან.

რაც შეეხება საქართველოს, ის ისტორიულად წარმოადგენდა ე.წ გზაგასაყარს,

რომელზეც მაკავშირებელი ხიდი გადიოდა, როგორც დიპლომატიური, ასევე

ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების საწარმოებლად. შეიძლება ითქვას, რომ

საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს ყოფილა უმნიშვნელო.

დღესაც ჩვენ გვაქვს რეგიონში გამორჩეული როლი და ძალა იმისა, რომ ვიყოთ ამ

ურთიერთობების მონაწილე, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და პარტია მზადაა,

იკისროს ვალდებულება იყოს კეთილმოსურნე მეზობელი და მონაწილე რეგიონის წევრ

ქვეყნებთან ურთიერთობებში და არა მხოლოდ.

საქართველო რთულ და ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, ამიტომ

აუცილებელია ქვეყანაში სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბება.


ქვეყნის განვითარების საწინდარი მშვიდობიანი გარემოს, უსაფრთხოების,

სტაბილურობის და კეთილდღეობის ჩამოყალიბება. თანამედროვე, სტაბილური და

განვითარებული დემოკრატიული ევროპული ქვეყნის ჩამოყალიბება, რაც ჩვენი მიზანია,

შეიძლება მიიღწეს მხოლოდ სწორი ნაბიჯების სწორი კურსით გადადგმის შედეგად.

საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გასამტკიცებლად ხელი უნდა

შეეწყოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და მის უმთავრეს პარტნიორთან ამერიკის

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამყარებაში. აღნიშნული მიმართულებით

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება გრძელვადიანი განვითარების გეგმის

ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ურთიერთობა

რუსეთთან, რომელიც უნდა იყოს რაციონალური. აღნიშნული დიდად უწყობს ხელს

თავისუფალ გარემოსა და ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას, რაც ეკონომიკურ

ზრდას განაპირობებს.

ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და განვითარებას

განაპირობებს:

-ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თავდაცვა და

უსაფრთხოება;

-ევროატლანტიკური ინტეგრაცია;

-ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გაზრდა;

-რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზებით;


-რეგიონში და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების და სტრატეგიული

პარტნიორობის გაუმჯობესება და გააქტიურება საერთო პროექტების დაგეგმვაში;

-საქართველოს პოპულარიზება მსოფლიოს მასშტაბით, რათა ის მიმზიდველი

გახდეს უცხოელი ინვესტორებისა თუ ტურისტებისთვის;

-დიასპორის საკითხებში აქტიური მუშაობა, რათა არ დაიკარგოს და უფრო

გამტკიცდეს კავშირი.

ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გამტკიცება, ტერიტორიული

მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის

შესაძლებელი. ამისათვის უნდა გატარდეს მრავალი ქმედება, თუმცა თითოეული ნაბიჯი

უნდა იყოს რეალურად გადადგმული და არა მხოლოდ შეუსრულებელი სიტყვები და

დაპირებები. ამისთვის მშვიდობიანი, რაციონალური და პრინციპული პოლიტიკა

იარსებებს გრძელვადიანი ხედვებით. საქართველოსთვის ნათელია ასეთი პოლიტიკის

საჭიროება, რადგან მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და არსებობს საფრთხე ე.წ

საზღვრების გადმოწევისა. ასეთი პოლიტიკა იქნება ერთადერთი საშუალება ერთი მხრივ

რუსეთის მიმართ დეოკუპაციის მოთხოვნის და მეორე მხრივ ქართულ-აფხაზური და

ქართულ-ოსური დიალოგის წახალისების.

საგარეო პოლიტიკაში ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო

დისკუსიების ფორმატში. ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის შუამდგომლობით

განიხილება ძალის არ გამოყენების, ოკუპირებილ ტერიტორიებზე უსაფრთხო

გადაადგილების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებილ პირთა და სხვა


საკითხები. ასევე უნდა გააქტიურდეს მუშაობა, რომ შემცირდეს ოკუპირებული

ტერიტორიების აღიარების საფრთხე, რისთვისაც საჭიროა მუშაობა შორეულ ქვეყნებთან

და ცდა, რომ შემსუბუქდეს რუსეთის გავლენა.

ოკუპაციის პირობებში დაცულ უნდა იქნეს იქ ან ოკუპაციის ხაზთან

მაცხოვრებელი ადამიანების კონტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები და

თავისუფლებები. მათ საჭიროებებზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

სასურველია გააქტიურდეს კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო

ორგანიზაციებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით.

1.2 ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს მოსახლეობის საერთო ნების თანახმად საქართველოს სურს

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს

ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩუნებით გახდეს დემოკრატიულ

ევროპულ ქვეყნების თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ევროინტეგრაცია არა

მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიცაა, რადგან მისთვის

საჭიროა ბევრი ნაბიჯი გადაიდგას საშინაო პოლიტიკაში. ეს განაპირობა ძალიან

მნიშვნელოვანმა “ასოცირების შეთანმხებამ”, რომელიც 2014 წელს გაფორმდა.2016 წლის

ივლისიდან სრულიად ძალაში შევიდა „ასოცირების შეთანხმება”. ის მოიცავს

თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტსაც.

ამასთანავე საქართველოსთვის პერსპექტიულია ევროკავშირის სავიზო რეჟიმის


ლიბერალიზაცია. ამის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე საბოლოო

ნაბიჯიღა დარჩა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ცვლილებების მისაღწევად ბევრი

ვალდებულების აღება და მათი შესრულებაა საჭირო. ამიტომ პარტია მზად იქნება,

პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და მზადაა შეასრულოს

ყველა საჭირო პირობა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტანი

გახდეს.

საგარეო ურთიერთობების კურსის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია

ევროკავშირის როლი. ის გაეროსთან და ეუთოსთან ერთან ჟენევის დისკუსიების

თანათავმჯდომარეა და შესაბამისად ხელს უწყობს ჩვენი  უსაფრთხოებისთვის და

ტერიტორიული მთლიანობისთვის აუციელებელ საქმეს – არაღიარების პოლიტიკას და

საქართველოში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას.

როგორც უკვე ითქვა, მსგავსი კურსი და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის სურვილი

განპირობებულია ქართველი ხალხის ნებით, ამიტომაც უნდა მუდმივად იყოს ხალხის

ჩართულობა უზრუნველყოფილი და წახალისებული.

ნატოში ინტეგრაცია კი საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის

უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. საქართველო უწყვეტად განაგრძნობს მისკენ სვლას და ამ

მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. აღსანიშნავია 2014 წლის ნატოს უელსის

სამიტი. ხოლო 2015 წლიდან მოყოლებული დაფუძნდა ერთობლივი წვრთნებისა და

შეფასების ცენტრი. მსგავსი საქმიანობა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რაც

დაგვაახლოვებს ნატოსთან, გააზრდის ცოდნას ამ სფეროში და გააძლეირებს ქვეყანას.


ნატო-საქართველოს “არსებით პაკეტთან” ერთად, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის

ძირითადი ინსტრუმენტებია წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს

კომისია. აღნიშნული ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენებით, საქართველო

წარმატებით ახორციელებს დემოკრატიული განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის

გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს

მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების

პროფესიონალიზმის გაზრდას, ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებას, თავდაცვის

სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმიების გატარებას. 2014-2016 წლებში, კომუნიკაციისა

და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობამ განახორციელა 750-ზე

მეტი აქტივობა, შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები, მათ შორის საინფორმაციო

ღონისძიებების კამპანიის ფორმატში.

1.3 აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობა

აშშ წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს არაერთ მნიშვნელოვან

საკითხში: ენერგეტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება და სხვა. აშშ-ს

კონგრესის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები აშკარად მიუთითებს მის

მიერ ქართული ინტერესების გაზიარებასა და გვერდში დოგმას. ჩვენი პარტიის მიერ

განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც უნდა გამყარდეს

თანამშრომლობა. მათ შორისაა განათლებისა და მეცნიერების, სავაჭრო და საინვესტიციო

და შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების სფეროში. თანამშრომლობის

კუთხით მიღწეულ სასურველ შედეგებზე მიუთითებს თავდაცვის და უსაფრთხოების

სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმი და მაღალი დონის სავაჭრო და


საინვესტიციო დიალოგი, თუმცა ამ საქმეს სჭირდება ბოლომდე მიყვანა და კიდევ

გაუმჯობესება. ჩვენ ვაფასებთ რა მონიჭებულ უპირატესობებს, ვიზიარებთ

პასუხისმგებლობას და გვსურს, კიდევ უფრო სანდო და სასურველი პარტნიორები

გავხდეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს კი ზემოთჩამოთვლილი

მიზეზებიდანაც ჩანს, რომ ყველა სფეროსთვის სასარგებლო იქნება. მაგალითად, ბევრ

ქართველ სტუდენტსა და პროფესსიონალს ეძნევა შანსი მიიღოს ცოდნა და აიმაღლოს

კვალიფიკაცია. მსგავსი შესაძლებლობა გაიზრდება და კვოტებიც აიწევა. განათლების და

კვალიფიკაციის დონის ზრდა კი ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და მისი

მრავალმხრივი განვითარებისთვის. თუნდაც ამ კუთხით, რომ აღვნიშნოთ, ჩვენი

პრიორიტეტი არის ახალგაზრდობის განათლება და განვითარება და მასში ვხედავთ

ქვეყნის გრძელვადიანი განვითაარების პოტენციალს.

1.4 რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის

დღეს არსებული რთული პოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული

დღისწესრიგში რუსეთთან კონფლიქტური ურთიერთობის მოგვარება. არაერთი

მოქმედება ხორციელდება დარეგულირების მიზნით, თუმცა ეს არ გულისხმობს უარის

თქმას სასიცოცხლო ინტერესებზე. ნებისმიერი საგარეო ურთიერთობა მიზნად ისახავს

მოკავშირეების შეძენას და ამ გზით უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რადგან

საქართველოს ტერიტორიათა დიდი ნაწილი ოკუპირებულია და აუცილებელია მათი

დეოკუპაციისათვის ქმედითი ღონისძიებები იქნეს გატარებული. პარტიის მიზანს

პრაგმატული პოლიტიკის საფუძველზე ურთიერთობათა რეგულირებაა რუსეთის


ფედერაციასთან, მისი მომხრეც ჩვენი არაერთი დასავლელი პარტნიორია.

პრობლემის სირთულე დიდია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფაქტობრივი

ოკუპაციის გარდა, რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის

დამოუკიდებლობას. ამასთანავე ცდილობს გავლენა გაავრცელოს სხვა შორეულ

ქვეყნებზე, რათა მათ მიერაც იქნეს აღიარება. ამ დიდი საფრთხის წინაშე გვმართებს

ყურადღება და სიფრთხილე. პირველი ნაბიჯები, რაც შეიძლება განხორციელდეს არის

ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, თუმცა არ გამოვრიცხავთ უფრო აქტიური

მოლაპარაკებების წარმოებას. თუმცა ხაზგასასმელია ურთიერთობების მშვიდობიანი

სახე. ვგმობთ ყველანაირ ძალისმიერ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს

დაზიანება, როგორც ოკუპაციის ზონაში მაცხოვრებლების, ასევე ზოგადად

საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეიარაღებული კონფლიქტის განახლების ალბათობა

შეიძლება მუდამ არსებობდეს, ამიტომ ჩვენი მიზანია ამის მაქსიმალურად შემცირება

რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებებითა და საერთაშორისო პარტნიორების

მხარდაჭერით.  პრობლემის ასაცილებლად პრევენციული ზომები უნდა იყოს აქტიური

პოპულარიზაცია და გაშუქება ოკუპირებული რეგიონების შესახებ, რომ მათ შესახებ

ობიექტური ინფორმაცია იცოდეს საქართველოს და სხვა, თუნდაც შორეული ქვეყნების

მოქალაქეებმა. ასევე ჩვენ გვინდა მივანიჭოთ გარკვეული უფლებები და უპირატესობები

ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეებს, რომ მათ მიუწვდებოდეთ ჩვენს

სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე ხელი, მაგალითად, გამოიყენებდნენ საყოველთაო

დაზღვევის სისტემას. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო იცავს და ამით გაჩნდეს

შერიგების პოლიტიკის საწინდრები, დეოკუპაციის ფსიქოლოგიური ასპექტების


გადალახვა და სურვილი, რომ დაბრუნდნენ სახლში.

1.5 მეზობელ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცება

პარტიის პოლიტიკის პრიორიტეტია მეზობელ სახელმწიფოებთან, შავი და კასპიის

ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის განმტკიცება. ასევე, რასაკვირველია,

ევროპის და აზიის ქვეყნებთან ურითიერთობების გაუმჯობესებისკენ ვისწრაფით.

გვინდა, რომ გაგრძელდეს და დაიწყოს ახალი პროექტები. საქართველო აზერბაიჯანისა

და თურქეთის სამმხრივი ურთიერთობის განვითარება ხელსაყრელია ეკონომიკური

თვალსაზრისით.

უკრაინა და მოლდოვა იყვნენ ისტორიული მეგობრები და მოკავშირეები

საქართველოსთვის და დარჩებიან ასეთებად. თუმდა გვსურს, რომ კიდევ უფრო

გააქტიურდეს ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში. განსაკუთრებით ვუცხადებთ

თანადგომას უკრაინას მისი მშვიდობისა და სახელმწიფო მთლიანობის დაცვაში.

ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნების ინტერესი დიდია საქართველოს მიმართ.

ამიტომ ვთვლით, რომ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, რათა გავზარდოთ

დაინტერესება და ინვესტიციებიც და ამით განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური

მდგომარეობა და ვაჭრობის სფერო.

რაც შეეხებათ ევროპის ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვისწრაფით ევროპული

ოჯახისკენ, ამოსავალი მიზანია, მათი დაინტერესება, რომ განვითარდეს ჩვენ შორის

ვაჭრობა, სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნები და კულტურულ-საგანმანათლებლო


პროექტები და სხვა.

1.6 პოპულარიზაცია

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზნისა და გეგმის განსახორციელებლად

აუცილებელია, რომ ჩვენი დაახლოება მოხდეს. თანამედროვე კომუნიკაციების როლი და

ძალა დიდია ამიტომ შეიძლება მათი სასარგებლოდ გამოყენება. რაც შეიძლება, მეტად

უნდა მოხდეს საქართველოს, მისი პოტენციალის რეკლამირება და გაცნობა

მსოფლიოსთვის, რომ მოიზიდოს როგორც ტურისტები, ასევე ინვესტორები და

ზოგადად დააინტერესოს სხვა ქვეყნები ჩვენთან ურთიერთობით.

ერთიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და


განვითარებული სახელმწიფო
საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს
უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ მიზნის მისაღწევად,
დიპლომატიური სამსახურის მთავარი ამოცანა, მშვიდობიანი გზით ქვეყნის
დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
წარმატებული პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რომელიც  ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების
უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის
ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.

სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა


საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ
აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის განმტკიცება, მშვიდობიანი
გზით ქვეყნის დეოკუპაციის წარმატებული პოლიტიკის განხორციელება და
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა.
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის
რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო – ოკუპაცია და სამხედრო ბაზების
უკანონო განლაგება არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის
მშვიდობიან განვითარებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.
საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ამოცანებია: ქვეყნის ოკუპირებული
რეგიონების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, სამართლებრივი და მშვიდობიანი
საშუალებების გამოყენებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის
ურღვევობის უზრუნველყოფის მიზნით არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება, 
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ
სახლებში, ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების
უზრუნველყოფა, და ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებულ
საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთობების
გაღრმავება.
ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად:
 გაგრძელდება ძალისხმევა საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის პროცესში, საერთაშორისო თანამეგობრობის
ჩართულობის გაზრდისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის მიმართულებით.
კერძოდ:
გაგრძელდება თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ მიერ
აფხაზეთისა, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო
ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამგმობი
რეზოლუციების ან/და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მხარდაჭერის მიზნით????
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში, ისევე როგორც პარტნიორ-
სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება ძალისხმევა,
რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების
სრულად შესრულებისა  და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის
ვალდებულების აღების მისაღწევად. გაგრძელდება მუშაობა ოკუპირებულ
რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ლტოლვილთა
და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების
მიღწევის, აგრეთვე ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე,
ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის
მდგომარეობის გაუმჯობესების და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული
მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მოშლის უზრუნველყოფის
მიმართულებით.
გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჟენევის მოლაპარაკებათა
თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორ-სახელმწიფოებთან, ფორმატის ცვლილებისკენ
მიმართული მცდელობების აღკვეთის მიმართულებით; ორი სამუშაო ჯგუფის
შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებათა შემდგომი გაძლიერების, მათ შორის, მოლაპარაკებებში
ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ს როლის კიდევ უფრო გააქტიურების
მიმართულებით.
გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო
თანამეგობრობასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა,
საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო ანექსირების
მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.
გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.
დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად. კერძოდ:
აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო
ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით,
გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის (საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების) ძალისხმევის შენარჩუნებისა და
განმტკიცების მიმართულებით.
ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით გაგრძელდება საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რისკის
შემცველ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და მათთვის საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური
ინფორმაციის მიწოდება, რათა მოხდეს რუსეთის ფედერაციის უსაფუძვლო
არგუმენტების გაბათილება და აფხაზეთისა, საქართველო და ცხინვალის
რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო აღიარების საფრთხის მნიშვნელოვნად
შემცირება.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის
ფაქტების ფართოდ აღიარების მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო
თანამეგობრობის ინფორმირება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, რუსეთისა და
მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქართველთა
ეთნიკური წმენდის, ოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის
სხვა ფაქტების თაობაზე.
განხორციელდება ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის
მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო მონიტორინგის გზით. კერძოდ:
ძალისხმევა მიმართული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-სა და ეუთო-ს
სრულმასშტაბიანი მისიების აღდგენისაკენ და ადგილზე ვითარების მონიტორინგის
საერთაშორისო მექანიზმების შექმნისკენ, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებულ
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა
დაცვას.
გაგრძელდება ძალისხმევა და მოლაპარაკებები ევროკავშირის შესაბამის
ინსტიტუტებსა და წევრ-სახელმწიფოებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
(EUMM) მანდატის გაგრძელებისა და შემდგომი გაძლიერების მიმართულებით,
ისევე როგორც მისიის არსებული მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის
განხორციელების უზრუნველსაყოფად.
გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის ინსტიტუტებთან
(გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) რეგულარულად განახორციელონ მონიტორინგი და
მოამზადონ ანგარიში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების
მდგომარეობის თაობაზე.
განხორციელდება ძალისხმევა ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით
დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და
ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ:
გადაიდგმება ნაბიჯები „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ოკუპირებული
ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის
ფარგლებში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტების
ფარგლებში, შემუშავებული ინსტრუმენტებისა და ხედვებისადმი საერთაშორისო
თანამეგობრობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
განხორციელდება პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის, საქართველო
და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის, საქართველო ლეგიტიმური
მოსახლეობისათვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, საქართველოს
ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე რიგი უფლებებისა და
შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების
აღიარების მოპოვების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ რეგიონებში
მცხოვრები მოსახლეობის საზღვარგარეთ ლეგიტიმური გზით მგზავრობის
უფლებას.
განხორციელდება ძალისხმევა ნდობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო
ორგანიზაციების (ევროკავშირი,გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო), ისევე როგორც
არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
გაგრძელდება ძალისხმევა ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა და
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო
და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფისა და მათი უფლებების დაცვის
მიმართულებით. კერძოდ:
გაგრძელდება ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე სამუშაო
ჯგუფის ფარგლებში ხელშესახები პროგრესის, მათ შორის, ლტოლვილთა და
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო
და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მისაღწევად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ
შორის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისისა (UNHCR) და
პარტნიორი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ისევე, როგორც საერთაშორისო
საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხებში.
გაგრძელდება მუშაობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის
„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი,
საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ მხარდაჭერის, საკითხის საბოლოო მოგვარებამდე მისი რეგულარულად
მიღებისა და ამ საკითხის საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკურ დღის
წესრიგში მუდმივად არსებობის მიმართულებით.
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
საერთო ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება
ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციისა და ნატოში
გაწევრიანების გზით
გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული და ღირებულებათა სისტემის
თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ქართული
სახელმწიფოებრიობა ისტორიული მოვლენების შედეგად ხელოვნურად მოწყდა.
საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების,
განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირში
ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი
მთავარი ამოცანაა, რომელიც ეროვნული კონსენსუსის შედეგია და საქართველოს
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის (ორ მესამედზე მეტის) ნებითა და
არჩევანითაა გამყარებული.

ევროკავშირში ინტეგრაცია
საქართველოს ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბება და ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და
საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ასოცირების შეთანხმება
საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტულ მექანიზმს წარმოადგენს და
ყველა ძირითად სფეროში ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის,
ევროპული სტანდარტების ეტაპობრივად დანერგვის გზით. ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმირება გზას უხსნის
საქართველოს საქონელსა და მომსახურებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და
ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.  ამასთან,
ასოცირების შეთანხმება არ ზღუდავს და ღიას ტოვებს ევროკავშირსა და
საქართველოს შორის სამომავლო პროგრესული განვითარების გზას და არ
წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბოლოო ეტაპს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში შექმნილი ზემოხსენებული
ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გამოყენებით, მოცემულ პერიოდში
საგარეო უწყების ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკურ, თავდაცვისა და
უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების,
ეკონომიკური ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის
გაღრმავებისა და შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღების უზრუნველყოფის
ხელშეწყობისაკენ იქნება მიმართული.
ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად:
განხორციელდება ძალისხმევა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი 
განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ:
გააქტიურდება საქმიანობა, შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე,  დროებით
ამოქმედებული ნაწილის, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული
პრიორიტეტების შესრულების კუთხით.
გადაიდგმება ნაბიჯები, შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დროულად
განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით.
გაგრძელდება ძალისხმევა, საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის
ხელშეწყობის, მათ შორისსაქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი
დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლის შემდგომი გაძლიერების
ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის
შენარჩუნების, მისი სრულად განხორციელების, დამკვირვებელთა ამჟამინდელი
რაოდენობის შენარჩუნებისა და მომავალში მისიის შესაძლო გაძლიერების
მიმართულებით.
სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის
სპეციალური წარმომადგენლის (EUSR) მანდატის შენარჩუნების, მისი სრულად
გამოყენებისა და შესაძლო გაძლიერების მიმართულებით.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლის გაძლიერების
მიმართულებით.
კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის
რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით.
გაგრძელდება ძალისხმევა, ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის
უზრუნველყოფის, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების
დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების უზრუნველსაყოფად.
გადაიდგმება ნაბიჯები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
მიმართულებით. კერძოდ:
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისა
და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე
გადაწყვეტილების დროულად მიღების ხელშეწყობის კუთხით.
„პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობის
მიზნით.
განხორციელდება აქტიური ძალისხმევა, ევროკავშირის ენერგომომარაგების
დივერსიფიცირების პროექტებში, საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით
და საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე, მოლაპარაკებების
წარმატებით დასრულების მიმართულებით.
წარიმართება საქმიანობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის
პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
მათ შორის:
განხორციელდება ძალისხმევა ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო
ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
გადაიდგმება ნაბიჯები, მხარეებს შორის კრიზისების მართვისა და მონიტორინგის
სფეროში თანამშრომლობის გასავითარებლად.
განხორციელდება ძალისხმევა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებისა და
სააგენტოების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფისა და
მათთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის ევროპული
თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol),
ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) და სხვა.
განვითარდება თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიც არის
ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, განათლება და კულტურა.
გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში.
განვითარდება თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი და
მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, საერთო ინტერესთა
სფეროებში შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების
მიმართულებით.
გაღრმავდება ურთიერთობები ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებული თანამშრომლობის ინსტიტუტების ფარგლებში.
განვითარდება თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში
შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.
წარიმართება თანამშრომლობა 2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა
კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიით
გათვალისწინებული საგარეო კომპონენტის განხორციელების მიმართულებით.
ეკონომიკური განვითარება
ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების, ქვეყნის ეკონომიკური
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა
ეკონომიკური დიპლომატია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულების
ხელშემწყობ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ეკონომიკური დიპლომატიის
წარმოება განხორციელდება მთავრობის ყველა შესაბამისი უწყებისა და
ქვედანაყოფის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედებით. საქართველოს
ფარგლებს გარეთ მის მაქსიმალურ ეფექტიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრო უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის
უმთავრესი ამოცანაა, იმ ტიპის ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური
პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, რომელიც ქვეყნის განვითარების
შედეგების მოსახლეობის ყველა ფენისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ
ამოცანის შესრულება სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება:
ეკონომიკის მოდერნიზაცია, ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეკონომიკის
მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაცია. კერძოდ:
ხელი შეეწყობა საერთაშორისო არენაზე საქართველოს საინვესტიციო
შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს წარმოჩენასა და უცხოური
საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვას.
გადაიდგმება ნაბიჯები საერთაშორისო პროექტებში ქვეყნის აქტიური ჩართვის
უზრუნველსაყოფად.
ხელი შეეწყობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონული და
საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების
რეალიზაციას.
განხორციელდება    ძალისხმევა, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით და
მათთან კონსულტაციების შედეგად,   ქართული პროდუქციისათვის
პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნისა    და საექსპორტო
ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით.
ქვეყნის წინაშე მდგარი, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური განვითარების,
მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხების გადაჭრის, ასევე
ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების
მოსაზიდად, გაღრმავდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავაჭრო-
ეკონომიკურიპროფილის სტრუქტურებთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებში – მსოფლიო და
რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების
მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური მონაწილეობის გზით,განხორციელდება
მსოფლიოში გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე მიმდინარე დიალოგში ჩართვა
და  ეროვნული ეკონომიკის მოდერნიზაციისა და მოწინავე ბაზრების
ფუნქციონირების ინოვაციური მექანიზმებისდანერგვის მიზნით, საერთაშორისო
გამოცდილების გაზიარება.
განხორციელდება ძალისხმევა მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის
მიმართულებით, მათ შორის,თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების დამყარების
უზრუნველსაყოფად. კერძოდ:
გადაიდგმება ნაბიჯები, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
ვაჭრობის სივრცის სრულად და დროულად ამოქმედების, ასევე აშშ-სთან და სხვა
მნიშვნელოვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარების პერსპექტივის
რეალიზაციის მიმართულებით.
გაღრმავდება თანამშრომლობა დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტებთან, რათა პარტნიორებთან ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების
მიღწევის შემთხვევაში მოზიდულ იქნას ამ ღონისძიებათა უზრუნველყოფის
დამატებითი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები.
ხელი შეეწყობა ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიურ შემოსვლას, ასევე
ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულ საქმიანობას.
კერძოდ:
გაგრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების
განვითარების ხელშეწყობა, ორმხრივი ფორმალური ინსტიტუტების ფარგლებში.
გაგრძელდება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობებში
გაჩენილი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და ქართული ბიზნესწრეებისთვის
ოპერატიულად გაზიარება.
ამ მხრივ, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამთავრობათაშორისო
ორმხრივ, ერთობლივ ეკონომიკურ კომისიებსა და ბიზნესფორუმებში.

You might also like