მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 166

გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/

ჯ. მ. კუტზეე

მაიკლ კეის ცხოვრება და


დროება

1
ერთი
დედის საშოდან მაიკლ კეის გამოყვანისას, პირველი, რაც ბებიაქალმა შენიშნა,
კურდღლის ტუჩი იყო. სხმარტალა ლოქორასავით ეხვეოდა ტუჩი, მარცხენა ნესტო კი
დიდი ქვაბულივით უთრთოდა. მეანმა ახალშობილი დედის მზერას წამით მოარიდა,
პაწაწას ციცქნა პირი ძალით გაუღო და ამოისუნთქა, როცა ნახა, რომ ბავშვს სასა
მთელი ჰქონდა. დედას კი უთხრა:

– უნდა გიხაროდეს. ასეთებს ოჯახისთვის იღბალი მოაქვთ.

მაგრამ ანა კეი ვერაფრით ეგუებოდა შვილის მუდმივად დაღებულ პირს და მფეთქავ
მოვარდისფრო ხორცს, რომელიც შიგნიდან მოუჩანდა. აჟრჟოლებდა, როცა
წარმოიდგენდა, რომ თურმე, აი, ეს არსება იზრდებოდა მის წიაღში მთელ 9 თვეს.
ბავშვი ძუძუს ვერ ავლებდა პირს და, მშიერი, გაავებით ტიროდა. ანამ საწოვარა სცადა,
მაგრამ როცა პატარამ ბოთლსაც ვერ მოსჭიდა პირი, ანა ჩაის კოვზზე გადავიდა. ასე
უკეთ ჭამდა ბავშვი, მაგრამ დედამისი მაინც მოუთმენლად აცმუკდებოდა ხოლმე,
როცა ახალშობილს რძე გადასცდებოდა, ან წამოაზიდებდა და ატირდებოდა.

– ნახე, თუ არ დაეხუროს, გაიზრდება და... – დაჰპირდა ბებიაქალი, მაგრამ მაიკლ კეის


პირი არ

დაეხურა, უფრო სწორად, ბოლომდე არ დაეხურა და არც ცხვირის ფორმა


გამოუკეთდა.

ბავშვს სამსახურში თან დაატარებდა და ასე გრძელდებოდა მაშინაც, როცა ბიჭუნა


წამოიზარდა. ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, სხვა ბავშვები ქირქილსა და
ჩურჩულს რომ იწყებდნენ მაიკლის დანახვაზე და ამიტომ არიდებდა მათ. წელი წელს
მისდევდა, მაიკლ კეი კი იჯდა ფარდაგზე და უყურებდა, როგორ ხეხავდა დედამისი
სხვის იატაკებს და ამ დროს ჩუმად ყოფნას სწავლობდა.

თავისი შეუხედაობისა და შენელებული აზროვნების გამო მცირეხნიანი მცდელობის


შემდეგ სკოლიდან გამოიყვანეს და ფაურეში ჰოის ნორენიუსის მფარველობას
მიანდეს. იქ მაიკლ კეიმ მთელი დარჩენილი ბავშვობა გაატარა სახელმწიფოს ხარჯზე.
ცხოვრობდა თავისნაირ უბედურ, მიუსაფარ ბავშვებთან ერთად და კითხვის, წერის,
თვლის, გვის, ხეხვის, რეცხვის, კალათების წვნის, ლოგინების გასწორების,
დურგლობისა და თხრის ელემენტებს სწავლობდა. 15 წლის იყო, როცა ჰოის
ნორენიუსიდან გამოვიდა და ქალაქ კეიპტაუნის მუნიციპალიტეტის მომსახურებათა
განყოფილების პარკებისა და ბაღების სექციაში მე-3 (ბ) ხარისხის მებაღედ მოეწყო.
სამი წლის შემდეგ პარკებისა და ბაღების სექციაც დატოვა, ცოტა ხანი უსამსახუროდ
გაატარა და მთელი ეს დრო საწოლზე წოლასა და საკუთარი ხელების თვალიერებაში
იყო, მერე კი გრინ მარკეტის მოედანზე, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში მოეწყო
ღამის დარაჯად.

ერთხელ, პარასკევ ღამით, კარგა გვიანი იყო, შინ რომ ბრუნდებოდა, მეტროში ჩასულს
წინ ორი უცნობი გადაუდგა, სცემეს, საათი, ფული და ფეხსაცმელები წაართვეს და
დატოვეს ძირს დაგდებული, უგონოდ, გადასერილი მკლავით, ამოვარდნილი ცერით

2
და ორი ჩამტვრეული ნეკნით. ის იყო და ის, ღამით მუშაობას თავი დაანება და ისევ
პარკებისა და ბაღების განყოფილებაში დაბრუნდა, სადაც ნელ-ნელა დაწინაურდა
კიდეც და პირველი ხარისხის მებაღე გახდა.

რადგან ასეთი შეუხედავი იყო, მეგობარი ქალები არ ჰყავდა. ყველაზე მშვიდად მაშინ
გრძნობდა თავს, როცა გარშემო არავინ იყო. ისე, კაცმა რომ თქვას, ორივე სამსახური
ანიჭებდა საკუთარ თავთან განმარტოების კომფორტს, ეგ იყო მხოლოდ, ქვევით,
საპირფარეშოებში, ძალიან აწუხებდა ნეონის ციმციმა შუქი, რომელსაც თეთრი
კაფელი ირეკლავდა და ისე ალაპლაპებდა იქაურობას, ჩრდილი აღარაფერს ეცემოდა.
ის პარკები მოსწონდა, სადაც ხშირი ფიჭვნარი იყო ასვეტილი და ჩაბურულ
აგაპანთუსებს შორის სეირნობა. ზოგჯერ, შაბათობით, შუადღის ზარბაზნის ზალპი არ
ესმოდა და დიდხანს, დიდხანს სრულიად მარტო მუშაობდა. კვირა დილას
გვიანობამდე ეძინა, შუადღისას კი დედის სანახავად მიდიოდა.

ივნისის ერთ დილას, თავისი სიცოცხლის 31-ე წელიწადს, დე ვაალის პარკში ხმელ
ფოთლებს აგროვებდა ფოცხით, როცა წერილი მიუტანეს. ბარათი შუამავალმა
გადასცა, დედისგან იყო,

საავადმყოფოდან გამოწერეს და სთხოვდა, მოდი, წამიყვანეო. კეიმ იარაღები შეინახა


და სომერსეტის საავადმყოფომდე ავტობუსით მივიდა. დედა უკვე გარეთ დახვდა,
საავადმყოფოს შესასვლელთან მზით განათებულ მერხზე იჯდა, წასასვლელად იყო
ჩაცმული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საგარეო ფეხსაცმელი გვერდზე მოეწყო. მოჰკრა
თუ არა თვალი შვილს, ცრემლები წამოსცვივდა, ოღონდ პაციენტებსა და მნახველებს
რომ არ დაენახათ, თვალებზე ხელი აიფარა.

თვე თვეს მისდევდა და ანა კეის სულ უფრო მეტად ტანჯავდა უსაშველოდ
დასივებული ფეხები და მკლავები. ბოლოს უკვე მუცელიც გაუსივდა. ამ დროს
გადაიყვანეს საავადმყოფოში – თვითონ ვეღარ დადიოდა და ძლივს სუნთქავდა.
ხუთი დღე იწვა საავადმყოფოს კორიდორში, დანით დაჭრილ, ნაცემ-ნაგვემ და
ტყვიით დასისხლიანებულ ადამიანებთან ერთად. მათი ტკივილიანი მოთქმა-გოდება
არ აძინებდა. ვერც მედდები იცლიდნენ მოხუცი ანა კეის დასაწყნარებლად, ან კი რას
მოიცლიდნენ – იქვე, მოხუცის გვერდით, წარამარა ახალგაზრდები იხოცებოდნენ.
შეიყვანეს თუ არა, ჟანგბადით მოასულიერეს, ინიექციები გაუკეთეს, აბები
დაალევინეს, რომ როგორმე გასივება დამცხრალიყო. მაგრამ, თუ ღამის ქოთანი
დასჭირდებოდა, იშვიათად აღმოჩნდებოდა ვინმე ახლომახლო, რომ მოეტანა. ღამის
პერანგი არ ჰქონდა და ერთხელაც, როცა ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას
საპირფარეშოსკენ, ერთი ნაცრისფერპიჟამიანი ბერიკაცი გადაუდგა წინ, უხამსად
გამოელაპარაკა და სარცხვინელიც

დაანახვა. საჭიროებების დაკმაყოფილება ჯოჯოხეთად ექცა. როცა მედდები


ეკითხებოდნენ, აბები თუ მიიღეთო, ზოგჯერ ტყუილად უქნევდა თავს. ეს წამლები
სუნთქვაში კი ეხმარებოდა, მაგრამ თან ფეხების ფხანას აწყებინებდა. ზოგჯერ
იძულებული იყო, ხელებზე დაწოლილიყო, რომ ფხანის სურვილი
დაეკმაყოფილებინა. უკვე მესამე დღეს იხვეწებოდა, სახლში გამიშვითო, მაგრამ,

3
ეტყობა, ვისაც საჭიროა, იმას არ სთხოვდა. მეექვსე დღეს ცრემლებს რომ ღვრიდა, უკვე
შვების ცრემლები იყო, რადგან ამ ჯოჯოხეთიდან მიდიოდა.

მაიკლ კეიმ მიმღებში ინვალიდის ეტლი ითხოვა, მაგრამ არ მისცეს. ამიტომ


ავტობუსის გაჩერებამდე დარჩენილი 50 ნაბიჯი ისე გაიარა, თან დედამისის
ხელჩანთა დაფეხსაცმელები მიჰქონდა, თან ცალი ხელით სიარულში ეხმარებოდა.
გაჩერებაზე გრძელი რიგი დახვდათ. ტაბლოზე ეწერა, ავტობუსი 15 წუთში ერთხელ
დადისო, მაგრამ უკვე ძალიან აგვიანებდა. ერთ საათს მაინც იცდიდნენ. მიწაზე
გაწოლილი ჩრდილები უფრო დაგრძელდა, ქარმა უფრო სუსხიანად იწყო ქროლა. ანა
კეის დგომა არ შეეძლო, ამიტომ ჩაჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო, ფეხები ისე
გამოშალა, რომ მოწყალების სათხოვნელად ასფალტზე ფეხმორთხმულ უსახლკაროს
ჰგავდა. მაკლ კეი ამ დროს რიგში ადგილს იკავებდა. ბოლოს ავტობუსმა ძლივს
მოაღწია, მაგრამ გატენილი იყო. ანა რომ არ დავარდნილიყო, მაიკლი მოაჯირს
ეჭიდებოდა, დედას მკლავებს შორის იქცევდა და ასე იცავდა წაბორძიკებისგან. ხუთი
საათი იყო, როცა ანას ოთახამდე მიაღწიეს სი პოინტში.

რვა წელი გახდა, რაც ანა კეი შინამოსამსახურედ მუშაობდა პენსიაზე გასულ
ტრიკოტაჟის მწარმოებლისა და მისი ცოლის ხუთოთახიან სახლში, რომელიც
ატლანტის ოკეანეს გადაჰყურებდა. ხელშეკრულება ასეთი ჰქონდა: დილის ცხრა
საათზე მიდიოდა და საღამოს რვამდე რჩებოდა, შუადღისას კი სამ საათს ისვენებდა.
კვირაში ხან ხუთ, ხანაც ექვს დღეს მუშაობდა. ჰქონდა ორკვირიანი ფასიანი
შვებულება და საკუთარი ოთახი კორპუსში. ანაზღაურებასაც არა უშავდა, სანდო და
პასუხისმგებლობით სავსე უფროსები ჰყავდა, სამსახური იოლი საშოვნელი არ იყო და
ანა კეიც ბედს არ უჩიოდა. თუმცა ერთი წლის წინ უჩვეულო სიმპტომები დაეწყო –
დაიხრებოდა თუ არა, თავბრუსხვევასა და მკერდის არეში დაჭიმულობას გრძნობდა.
მერე წყალმანკი გაუჩნდა. ბოურმანებმა მაინც დაიტოვეს მზარეულად, ხელფასი
მესამედით შეუმცირეს და საშინაო საქმეებისთვის ახალგაზრდა ქალი დაიქირავეს,
ანას კი ნება მისცეს, თავის ოთახში დარჩენილიყო, რადგან ამ ოთახსაც ისინი
განკარგავდნენ. წყალმანკი უარესდებოდა, ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ,
მუშაობა უკვე აღარ შეეძლო და რამდენიმე კვირა საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა.
კოშმარში ცხოვრობდა, ბოურმანების მოწყალების იმედად.

მისი ოთახი «კოტ დ’აზიურის» კიბეების ქვეშ იყო მოწყობილი. იქაურობას ეტყობოდა,
რომ ჰაერის სავენტილაციო აღჭურვილობისთვის იყო ჩაფიქრებული, ოღონდ
აღჭურვილობა რატომღაც აღარ დაემონტაჟებინათ. კარზე ტრაფარეტიც იყო: წითლად
დაეხატათ თავის ქალა

და ორი გადაჯვარედინებული ძვალი, ქვეშ კი ეწერა: ფრთხილად – GEVAAR – INGOZI.


არც შუქი ინთებოდა შიგნით, არც ნიავდებოდა და ამიტომ სულ მძიმე, ნესტიანი ჰაერი
იდგა. მაიკლმა დედას კარი გაუღო, სანთელი აანთო და გარეთ დაელოდა, ვიდრე ანა
ლოგინს იშლიდა. ანას შინ დაბრუნების ეს საღამო, ისევე როგორც ყოველი მორიგი
საღამო შემდეგი კვირის განმავლობაში, მაიკლმა მის გვერდით გაატარა. პარაფინის
ქურაზე უთბობდა წვნიანს, ზრუნავდა, უნდოდა, ესიამოვნებინა რითაც შეეძლო,
ასრულებდა სხვა საჭირო საქმეებს და, როცა ერთხელ ანა დაეცა და ტირილი აუვარდა,
მთელი არსებით ამშვიდებდა, იჯდა და მკლავზე ნაზად უსვამდა ხელს. ერთ საღამოს

4
სი პოინტიდან ავტობუსები საერთოდ აღარ ჩამოვიდნენ და მაიკლს დედის ოთახში,
ძირს დაგებულ ფარდაგზე, პალტოგადაფარებულს მოუხდა დაძინება. შუაღამე
გადასული იყო, როცა მიხვდა, რომ სიცივეს ვეღარ უძლებდა. ვერც იძინებდა, ვერც
მიდიოდა, რადგან კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო და იჯდა სკამზე ასე
გათოშილი გარიჟრაჟამდე, იქვე ძალიან ახლოს კი დედამისი ძილში კვნესოდა და
ხვრინავდა.

მაიკლ კეის არ მოსწონდა ეს ფიზიკური სიახლოვე – გრძელი საღამოები ციცქნა


ოთახში ორივესთვის იძულება იყო. დედის დასივებულ ფეხებს ცოტა ხნითაც ვერ
უმზერდა. რამდენჯერაც ლოგინიდან გადმოსვლაში დაეხმარებოდა, თვალს
მოარიდებდა ხოლმე – დედას თეძოები და მკლავები ფხანისგან სულ დაკაწრული
ჰქონდა (ერთხანს ღამით ხელთათმანებით

წვებოდა). თუმცა, მაიკლ კეი წამითაც არ ირიდებდა იმას, რაც თავის ვალდებულებად
მიაჩნდა. პასუხი კითხვაზე, რომელიც წლების წინ ჰოის ნორენიუსში ველოსიპედების
ფარდულის უკან მდგომს არ ასვენებდა, როგორც იქნა, იპოვა. რისთვის გაჩნდა ამ
ქვეყანაზე და იმისთვის, რომ დედაზე ეზრუნა.

მაგრამ, რაც უნდა ეთქვა მაიკლ კეის, ანა მაინც ძრწოდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა
მოხდებოდა, ოთახი რომ დაეკარგათ. სომერსეტის საავადმყოფოს დერეფნებში,
მომაკვდავთა შორის გატარებულმა ღამეებმა დაარწმუნა, თუ როგორ იკიდებს
ფეხებზე სამყარო მოხუც ქალს თავისი სენითურთ მაშინ, როცა ომია. შრომის უნარის
დაკარგვის შემდეგ ქუჩის წუმპეში რომ არ აღმოჩნდა, ბოურმანების კეთილი ნება იყო,
რაც, არავინ უწყოდა, როდემდე გასტანდა. გადარჩენას ჭკუასუსტი შვილის
წესიერებასაც უმადლოდა და სულ ბოლოს ცოტაოდენ ფულს, რომელსაც საწოლის
ქვეშ, ჩემოდანში და იმ ჩემოდანში მოთავსებულ ხელჩანთაში ინახავდა. ერთ
საფულეში ახალი ფული ჰქონდა, მეორეში – ძველი, უკვე გაუფასურებული, რადგან
არაფრით არ გადაცვალა დროულად – შეშინებული, ძალიან ფრთხილობდა.

ასე რომ, როცა ერთ საღამოს მაიკლი დაბრუნდა და უამბო, რომ «პარკებსა და ბაღებში»
ცუდი დრო დადგა, ხალხს სამსახურიდან ითხოვენ და აღარც სამუშაოაო, ანას
თავისდაუნებურად გაახსენდა ერთი ძველი ჩანაფიქრი, რომელზეც თავისუფალ
დროს ოცნებობდა ხოლმე:

დაეტოვებინა ქალაქი, რომელიც ბევრს არაფერს აძლევდა და დაბრუნებულიყო


სოფლად, იმ მიდამოებში, სადაც ყმაწვილქალობა გაატარა.

ანა კეი პრინს-ალბერტის რაიონში, ფერმაში დაიბადა. მამამისს წესიერ კაცს ვერ
უწოდებდი, სმა უყვარდა და, ვიდრე ანა პატარა იყო, ოჯახი ფერმიდან ფერმაში
გადადიოდა. დედამისი სარეცხს ურეცხავდა პატრონებს და ვის სამზარეულოში აღარ
მუშაობდა. ანა ეხმარებოდა. მერე პატარა ქალაქ ოდშორნში გადასახლდნენ, სადაც ანა
ერთი პირობა სკოლაშიც დადიოდა. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ კეიპტაუნში
ჩამოვიდა. მერე სხვა კაცისგან მეორე შვილი ეყოლა, მერე – მესამე, ის, რომელიც
მოუკვდა და ბოლოს მაიკლი. ოდშორნამდე გატარებული წლები ანას მეხსიერებას
ყველაზე ბედნიერ დროდ შემორჩა – ბარაქისა და სითბო-სიმყუდროვის დროდ.

5
ახსოვდა, როგორ იჯდა ქათმების ნაქექ მტვერში, ირგვლივ კი ქათმები კაკანებდნენ და
კანს უფხაჭნიდნენ. ახსოვდა, როგორ ეძებდა კვერცხებს ბუჩქებში. ახლა კი იწვა თავის
უჰაერო ოთახში, გარეთ ზამთრის შუადღეები ერთმანეთს ცვლიდა, წვიმა კაკუნებდა
კიბის საფეხურებზე, ის კი ოცნებობდა, როგორმე გაჰქცეოდა ამ გულგრილ
ძალადობას, გაჭედილ ავტობუსებს, საჭმლის რიგებს, უზრდელ გამყიდვლებს,
ქურდებს და მათხოვრებს, ღამით აკივლებულ სირენებს, კომენდანტის საათებს,
სიცივესა და ნესტს, და დაბრუნებულიყო სოფელში, სადაც, თუ სიკვდილი
გარდაუვალი იყო, ლურჯი ცის ქვეშ მაინც მოკვდებოდა.

თავისი გეგმამაიკლ კეისაც გააცნო, ოღონდ სიკვდილი ან გარდაცვალება არ


უხსენებია. შესთავაზა, თავი დაანებე «პარკებსა და ბაღებს», ვიდრე თვითონ
დაუთხოვიხართ სამსახურიდან და მატარებლით წამომყევი პრინს-ალბერტამდეო.
ფიქრობდა, ოთახს დავიქირავებ, მაიკლი კი ფერმაში სამსახურს იშოვისო. თუ ისე
მოხდებოდა, რომ მაიკლის ბინა იმხელა იქნებოდა, რომ ორივეს ეყოფოდა, ანაც მასთან
დარჩებოდა და სახლს მიხედავდა; თუ – არა, მაიკლი უქმეებზე მოინახულებდა
დედას. რომ დაენახვებინა, სრულიად სერიოზულად განვიხილავ ამ გეგმასო, მაიკლს
საწოლის ქვეშ შედგმული ჩემოდანიც გამოაღებინა, მის თვალწინ გადათვალა ერთი
ხელჩანთა გატკიცინებული ბანკნოტები, რომლებსაც ამ საქმისთვის აგროვებდა –
ზუსტად ასე უთხრა შვილს.

წინდაწინვე ელოდა, რომ მაიკლი ჰკითხავდა, როგორ წარმოგიდგენია, ერთმა


მივარდნილმა, პატარა დასახლებამ თავის წიაღში მიიღოს ორი უცხო ადამიანი,
რომელთაგან ერთი ავადმყოფი მოხუცი ქალიაო. ამ კითხვაზეც მზად ჰქონდა პასუხი,
მაგრამ მაიკლს წამითაც არ უყოყმანია. ზუსტად ისე მიიღო დედამისის შეთავაზების
სიბრძნე, ზედმეტი კითხვების გარეშე, როგორც წლების წინ ირწმუნა, რომ ჰოის
ნორენიუსში დედამ იმიტომ დატოვა, რომ საამისო მიზეზი ჰქონდა და, თუკი ჯერ არ
იცოდა, რა იყო ეს მიზეზი, მალე აუცილებლად ამოიცნობდა. დაჰყურებდა მაიკლი
კილტზე გადაშლილ ბანკნოტებს და გონების თვალით სულ სხვა რამეს ხედავდა –
ფართო და გაშლილ მინდორზე წამომართულ, მზისგან გახუნებულ თეთრ კოტეჯს,

რომლის საკვამურიდანაც კვამლი ხუჭუჭა ქულებად ამოდიოდა, წინკარში კი


ხედავდა დედას, კარგად მყოფსა და მოღიმარს, სრულ მზადყოფნაში, მიეღო თავისი
ვაჟი გრძელი და დამქანცველი დღის ბოლოს.

მეორე დილას მაიკლი სამსახურში აღარ გამოცხადებულა. წინდებში ჩაყოლებული


ორი შეკვრა ბანკნოტებით რკინიგზის სადგურზე მთავარი სარკინიგზო ხაზისთვის
შესაძენი ბილეთების განყოფილებას მიაშურა. ბილეთების გამყიდველმა უთხრა,
სიამოვნებით მოგყიდი ორ ბილეთს პრინს-ალბერტამდე, ანდა სხვა უახლოეს
პუნქტამდე (პრინს-ალბერტი, თუ პრინს-ალფრედი? – ჩაეკითხა კიდეც), მაგრამ მაინც
არ უნდა გქონდეს მატარებელში მოხვედრის იმედი, თუ ადგილს წინასწარ არ
დაჯავშნი და შემდეგ გამოცხადებული კეიპის ნახევარკუნძულის საპოლიციო
რაიონის დატოვების ნებართვას არ მოიპოვებო. ბილეთების დაჯავშნა კლერკს 18
აგვისტოზე ადრე არ შეეძლო, ეს კი ორი თვის შემდეგ იყო. რაც შეეხება ნებართვას,
საბუთის აღებას მხოლოდ პოლიციაში შეძლებდა. კეიმ მაინც სთხოვა, იქნებ
ბილეთები უფრო ადრე მომიძებნოთო, მაგრამ ამაოდ: კლერკის აზრით, დედამისის

6
ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოდგებოდა გამგზავრების შესაფერის
არგუმენტად. მეტიც, ურჩია კლერკმა, ჯობია, დედათქვენის მდგომარეობა სულ არ
ახსენოთო.

სადგურიდან კეი კალედონის მოედანზე გავიდა და ორ საათზე მეტი გაატარა რიგში


ერთი

ქალის უკან, რომელსაც ატირებული ბავშვი ეჭირა. ანკეტების ორი წყება მისცეს, ერთი
დედისთვის, ერთიც მისთვის. ლურჯ ანკეტებს ბილეთის ჯავშნები მიაკარით და
წაიღეთ EE5 ოთახშიო, მიასწავლა მისაღებ მერხთან მჯდომმა პოლიციელმა ქალმა.
წვიმიან დღეებში ანა კეი კარის ქვეშ დარჩენილ ღრიჭოსძველი პირსახოცით გმანავდა
და ასე იცავდა ოთახს შემომავალი წყლისგან. ოთახი «დეტოლისა» და ტალკის სუნად
ყარდა.

– თავი ქვის ქვეშ გაყურსული გომბეშო მგონია, ზუსტად ამას ჰგავს აქ ცხოვრება, –
წაიჩურჩულა ანამ, – არა, აგვისტომდე ვერ გავძლებ, – დააყოლა მერე, სახე
გადასაფარებელში ჩარგო და დადუმდა. ცოტა ხანში კეიმ იგრძნო, რომ სუნთქვა
უჭირდა. ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში გავიდა. პური არ ჰქონდათ.

– არც პურია, არც რძე, – მიუგო გამყიდველმა, – ხვალ შემოიარე.

გალეტები და შესქელებული რძე იყიდა, მერე ტენტის ქვეშ დადგა და წვიმის ცქერაში
თვალი გაუშტერდა. მეორე დღეს ანკეტები EE5 ოთახში მიიტანა. ნებართვებს
დადგენილ ვადაში ფოსტით გამოგიგზავნითო, უთხრეს, რა თქმა უნდა, მას მერე, რაც
ანკეტებს პრინს-ალბერტის პოლიციის განყოფილებაში ნახავენ და დაადასტურებენო.

იქიდან დე ვაალის პარკში წავიდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უთხრეს,


ჯამაგირს თვის ბოლოს გაგისტუმრებთო.

– მაგას მნიშვნელობა აღარა აქვს, – უთხრა უფროსს, – მაინც მივემგზავრები, დედასთან


ერთად მივდივარ.

კარგად ახსოვდა დედამისის ვიზიტები ჰოის ნორენიუსში. ზოგჯერ ზეფირი


მოჰქონდა, ზოგჯერ შოკოლადის გალეტები. სათამაშო მოედანზე სეირნობდნენ, მერე
დარბაზში სვამდნენ ჩაის. ვიზიტების დღეებში ბიჭებს თავიანთ საუკეთესო ხაკისფერ
ტანსაცმელსა და ყავისფერ სანდლებს აცმევდნენ. ზოგ ბიჭს მშობლები არ ჰყავდა, ანდა
მშობლებს არ ახსოვდათ ისინი. მამაჩემი მოკვდა, დედა მუშაობსო, ამბობდა თავის
თავზე.

ოთახის ერთ კუთხეში რბილი ბუდე მოიწყო მუთაქებითა და გადასაფარებლებით, იქ


იჯდა ხოლმე საღამოობით სრულ სიბნელეში და დედის სუნთქვას უსმენდა. ანა სულ
უფრო მეტ დროს ატარებდა ძილში. ზოგჯერ თვითონაც ასე მჯდომარეს ჩაეძინებოდა
ხოლმე და ავტობუსზე იგვიანებდა. მომდევნო დილას თავის ტკივილი აღვიძებდა.
დღისით ქუჩებში დახეტიალებდა. არაფერი მუშაობდა მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც
ნებართვას უცდიდნენ. ნებართვები კი არა და არ მოდიოდა.

ერთ ადრიან კვირა დილას მაიკლ კეი დე ვაალის პარკში მივიდა და იმ ფარდულის
საკეტი გატეხა, სადაც მებაღეები თავიანთ ხელსაწყოებს ინახავდნენ. აიღო ხელის

7
იარაღები, ურიკა და სი პოინტამდე ჩააგორა. ბინების უკან, ხეივანში შეუდგა
მუშაობას, ჯერ ერთი ძველი ყუთი დააცალკევა და ორი კვადრატული ფუტის ხელა
სიბრტყე შეაკოწიწა წამომაღლებული ზურგით და მერე ეს ზურგი მავთულით
ურიკაზე მიამაგრა. ახლა დედამისის დარწმუნებას შეუდგა, სასეირნოდ გამომყევიო.

– მოგიხდება სუფთა ჰაერი, – უთხრა დედას, – თან არავინ დაგინახავს, უკვე ხუთს
გადასცდა, წინა შესასვლელი სულ ცარიელია.

– მერე რა, სახლის ფანჯრებიდან დამინახავენ. არ მინდა, ვიღაცის სასეიროდ გამიხდეს


საქმე, – გაჯიუტდა ანა, მაგრამ მეორე დღეს მაინც მოულბა გული. ქუდი დაიხურა,
პალტო შემოიცვა, ფეხები ჩუსტებში წაყო და ფლატუნით შეერია ნაშუადღევის
ნაცრისფერ სივრცეს. მერე მაიკლს იმის უფლებაც მისცა, საკაცეზე დაესვა. მაიკლმა
ბიჩ-როუდზეგადაიყვანა და ბულვარის გაყოლებაზე მოასფალტებულ გზაზე
გავიდა.
იქ არავინ დახვედრიათ, მხოლოდ ხანში შესული წყვილი, რომელიც ძაღლს
ასეირნებდა. ანა კეი მაგრად ჩაჰფრენოდა საკაცის კიდეებს და ზღვის ცივ ჰაერს
ხარბად ისუნთქავდა, მაიკლი ამასობაში დაუზარლად აწვებოდა ურიკას ასიარდიან
ბულვარზე და მხოლოდ დროდადრო შეჩერდებოდა ხოლმე, რომ ანას ქვებს
მოხეთქებული

ტალღებისთვის ეცქირა; მერე ისევ აგრძელებდა გზას. უკვირდა, რა მძიმე იყო დედა
სატარებლად, ურიკა კი – როგორი ყანყალა. ერთხელ კინაღამ აუყირავდა კიდეც და ანა
ძლივს გადარჩა გადავარდნას.

– ფილტვებზე მოგიხდება სუფთა ჰაერი, – გაუმეორა დედას. მომდევნო შუადღეს


წვიმდა და შინ დარჩნენ.

იფიქრა, ხელით სატარებელ ორთვალას გავაკეთებ თავისი კორპუსით – ძირითად


ნაწილს ველოსიპედის წყვილ ბორბალზე დავამაგრებო, მაგრამ ვერ მოიფიქრა, ღერძი
სად ეპოვა.

მერე, ივნისის ბოლო კვირას, მოსაღამოებულზე, სამხედრო ჯიპი მაღალი სიჩქარით


შევარდა ბიჩ-როუდზე და გაიტანა ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა.
ყმაწვილი დარტყმის ძალამ უკან, ტროტუარზე გადაისროლა და ბორდიურთან
გაჩერებულ მანქანებს შორის ჩაჭეჭყა. თვითონ ჯიპიც გზიდან გადავიდა და «კოტ
დ’აზიურის» წინ გაუკრეჭავ გაზონებში შევარდა. მანქანის მგზავრებს ავარიაში
მოყოლილი ბიჭის გაბრაზებული მეგობრები გადაუდგნენ წინ, გაწევ-გამოწევა ჩხუბში
გადაიზარდა და გარშემო სეირის მოყვარულებიც შემოიკრიბნენ. ტროტუარის
ჩაყოლებაზე გაჩერებულ მანქანებს კარები გამოგლიჯეს და სავალ ნაწილზე
გადაყარეს. მთელ ქუჩაზე გაისმა სირენების ხმა, რაც კომენდანტის საათის დაწყებას
ნიშნავდა,

მაგრამ ბრძანებას არავინ დაემორჩილა. სასწრაფო დახმარების მანქანამ, რომელსაც


მოტოციკლების ესკორტი მოჰყვა, ბორდიურთან მკვეთრად დაამუხრუჭა, მოატრიალა
და გიჟივით გავარდა უკან, ბრბომ მძლავრად მოქნეული ქვების წვიმა მიაყოლა. მერე
მეთოთხმეტე სართულის აივნიდან ვიღაცამ რამდენჯერმე გაისროლა რევოლვერი.

8
დაბნეული ხალხი წივილ-კივილით თავშესაფრის მოსაძებნად გაიფანტა. ვიღაცეები
სანაპიროზე მდგარ კორპუსებში შეცვივდნენ, კორიდორებს მოედვნენ, კარებზე
ბრახუნი ატეხეს, ფანჯრები და ნათურები ჩალეწეს. კაცი, რომელმაც რევოლვერიდან
ისროლა, სამალავიდან გამოათრიეს, გონების დაკარგვამდე ურტყეს და ტროტუარზე
დააგორეს. კორპუსების ზოგიერთი მცხოვრები ჩარაზულ კარს მიღმა, სიბნელეში
დაიმალა, დანარჩენები, შეშინებულები, ქუჩებს მოედვნენ. ქალს, რომელიც დერეფნის
ბოლოს მიიმწყვდია ბრბომ, ტანსაცმელი შემოახიეს. ვიღაცას ცეცხლის ჩამქრობ
ბალონზე დაუცდა ფეხი და კოჭი მოიტეხა. მერე კარებიც შეანგრიეს და ბინები
დააწიოკეს. ზუსტად ანა კეის ოთახის თავზე, მძარცველებმა ფარდები ჩამოხიეს,
ტანსაცმელი იატაკზე დაყარეს, ავეჯი დალეწეს და ოთახში ცეცხლი დაანთეს, მაგრამ
ხანძარი დიდ ფართობს არ მოსდებია, მხოლოდ სქელი კვამლი დადგა. კოტ
დ’აზიურის, კოტ დ’ორის და კოპაკაბანას მიმდებარე გაზონებზე სულ უფრო
მატულობდა ხალხი, ზოგს ფეხებთან ნაძარცვი ნივთები ეწყო ბოხჩებად, სხვები
დეკორატიული ქვებით მოკირწყლული ბაღებიდან ქვებს იღებდნენ და იქამდე
ესროდნენ ფანჯრებს ზღვაზე ხედით, ვიდრე ყველა შუშა არ ჩაილეწა.

ბულვარზე, 50 იარდის იქით, ლურჯი შუქის ციმციმითმოვიდა პოლიციის საბარგო


მანქანა და დადგა. უცებ ავტომატური პისტოლეტიდან ცეცხლი გაიხსნა, საპასუხო
სროლა ატყდა მანქანების ბარიკადებს აქეთაც. მანქანამ სწრაფად დაიხია უკან,
აკივლებული ბრბოც ბიჩ-როუდისკენ გაბრუნდა. კიდევ ოცი წუთიც და უკუნი
სიბნელე ჩამოწვა, პოლიციელების და აჯანყებულების რიცხვი კი გაიზარდა.
სართულ-სართულ დაიკავეს გაძარცული ბინები, ისე რომ წინააღმდეგობა არავის
გაუწევია, ხალხი უკანა გასასვლელიდან გარბოდა. ერთმა მძარცველმა პირდაპირ
ესროლა და მოკლა ქალი, რომელმაც ვერ გაასწრო ბრბოს და სხვებს ჩამორჩა.
პოლიციელები მიგდებულ ნივთებს აგროვებდნენ ქუჩებში და გაზონებზე აწყობდნენ.
გვიან ღამით ადგილობრივი მცხოვრებლები ამ გროვებს ჩხრეკდნენ ფარნებით და
საკუთარ ნივთებს ეძებდნენ. უკვე შუაღამისას, როცა ოპერაცია თითქმის
დასრულებული ეგონათ, ერთ ჩაბნელებულ კორიდორში მიგდებული, ტყვიით
ფილტვგახვრეტილი მეამბოხე იპოვეს და წაიყვანეს. ღამის გუშაგები დანიშნეს და
მთავარმა ძალამ უკან დაიხია. გამთენიისას ქარმა იმატა და თქეში წამოვიდა. კოტ
დ’აზიურის, კოტ დ’ორის და კოპაკაბანის ჩალეწილ ფანჯრებში ორივე გავეშებით
ატანდა. ავდარი ბოგინობდა ეგრემონტსა და მალიბუ ჰაიტსშიც, რომელიც ამ დრომდე
კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის გადამზიდავი
ხაზებისთვის უკანასკნელ წყნარ ოაზისს წარმოადგენდა, ახლა კი იქაც, ჩამტვრეულ
ფანჯრებში ფარდები ფრიალებდა, ხალიჩები წვიმით იჟღინთებოდა, ზოგან კი იატაკი
მთლიანად იტბორებოდა.

მთელი ამ ამბების დროს ანა კეი და მისი ვაჟი, თაგვებივით გატრუნულები, კიბის ქვეშ
მოწყობილ თავიანთ ოთახში იმალებოდნენ. მაშინაც კი არ გაუღიათ ჩქამი, როცა
კვამლის სუნი იგრძნეს, როცა მძიმე ნაბიჯებით ვიღაცამ კართან გაირბინა, როცა ვიღაც
დაკეტილ კარსაც დაეჯაჯგურა. ლოგინზე წამომჯდარ დედა-შვილს,
გადაჩურჩულებასაც რომ ვერ ბედავდნენ, ცხადია, ვერ წარმოედგინათ, რომ
ალიაქოთი და წივილ-კივილი, სროლა და შუშების ლეწვა მხოლოდ მათ მიმდებარე
რამდენიმე ქუჩაზე ვრცელდებოდა. ამიტომ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღრმად

9
რწმუნდებოდნენ, რომ სი პოინტამდე ნამდვილმა ომმა მოაღწია და მათაც მოაგნო.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა ანას ძლივძლივობით ჩაეძინა, მაიკლი კი
მაინც ყურებდაცქვეტილი იჯდა, ცდილობდა, ძალიან ჩუმად ესუნთქა და კარქვეშა
ღრიჭოში გავლებულ, გარედან შემომავალი სინათლის ნაცრისფერ ზოლს
აკვირდებოდა. როცა დედამისმა ხვრინვა ამოუშვა, მკლავზე წაავლო ხელი
გამოსაფხიზლებლად.

ასე, ამ პოზაში, კედელს ზურგით მიყრდნობილს, როგორც იქნა, მაიკლსაც ჩაეძინა.


როცა გაეღვიძა, სინათლის ზოლი უფრო გაბაცებულიყო. გააღო კარი და გარეთ
ფეხაკრეფით გაიპარა. კორიდორის იატაკზე დამტვრეული შუშები ეყარა. კორპუსის
შესასვლელში, ზურგით მისკენ, ორი ჩაფხუტიანი ჯარისკაცი იჯდა შეზლონგებში და
წვიმასა და ნაცრისფერ ზღვას გაჰყურებდა. კეი ისევ ჩუმად შემოიპარა ოთახში და
ფარდაგზე დაწვა დასაძინებლად.

მოგვიანებით, იმავე დღეს, როცა კოტ დ’აზიურის ბინადრები დაბრუნდნენ


აოხრებული სახლების დასალაგებლად, საკუთარი ნივთების ჩასაწყობად, ან
უბრალოდ აწიოკებული მიდამოს საცქერად და დასატირებლად, და როცა წვიმამაც
გადაიღო, მაიკლ კეი გრინ პოინტში გაემგზავრა, იქ ოლიფანტ როუდზე მივიდა
წმინდა ჯოზეფის მისიაში, სადაც ადრე ყველას შეეძლო, ჯამი წვნიანი მიეღო და ღამე
გაეთია ისე, რომ არავინ არაფერს ჰკითხავდა. მაიკლს იმედი ჰქონდა, რომ
დედამისისთვის იპოვიდა ღამის გასათევს და აოხრებულ კორპუსს მოაშორებდა,
მაგრამ წმინდა ჯოზეფის ქანდაკებას აღარც წვერი ჰქონდა, აღარც თავისი
აღჭურვილობა, ბრინჯაოს ტრაფარეტი ჭიშკრის ბოძიდან ჩამოეხსნათ, ფანჯრები
ჩაერაზათ. მეზობელ კარზე დააკაკუნა, გაიგო, როგორ გაჭრიალდა იატაკი, მაგრამ
კართან არავინ მოვიდა.

სამსახურისკენ გზაზე ქალაქის გადაკვეთა მოუხდა, გზად იმდენი უსახლკარო და


ღარიბ-ღატაკი ხვდებოდა, გვერდს ძლივს უქცევდა. რამდენიმე წლის წინ
ცენტრალური უბნიდან ისინი გარეკეს, ახლა კი ისევ მოჰფენოდნენ ქუჩებს,
მათხოვრობდნენ, ქურდობდნენ ან ჰუმანიტარული მისიების შენობებთან რიგში
იდგნენ. ზოგი საჯარო დაწესებულებების შენობებს ეხიზნებოდა გასათბობად, ღამით
კი დოკის გარშემო მდებარე ფარღალალა საწყობებს ანდა ბრი-სტრიტის მიტოვებულ
კორპუსებს აფარებდა თავს, სადაც პოლიცია ვერასოდეს ბედავდა შესვლას. იმ
წელიწადს, ვიდრე ხელისუფლება საბოლოოდ დაიწყებდა პერსონალური
გადაადგილების კონტროლს, კეიპტაუნი სავსე იყო სოფლებიდან სამუშაოს
საძებნელად

ჩასული ხალხით. ისინი ნებისმიერ სამუშაოზე იყვნენ თანახმა, მაგრამ არც სამუშაო
ადგილები იყო, არც – ღამის გასათევი. ამ დამშეულთა საკბილო რომ გამხდარიყვნენ, –
ფიქრობდა კეი, – გადარჩებოდნენ კი დედამისი და თვითონ? როდემდე შეძლებდა,
დედა ურიკით ქუჩა-ქუჩა ეტარებინა და საჭმელი ემათხოვრა? მთელი დღე უმიზნოდ
დაეხეტებოდა და ბოლოს ოთახში სრულიად სასოწარკვეთილი დაბრუნდა.
ვახშმისთვის სუპი, ორცხობილები და სარდინის კონსერვი გამოიტანა, ქურას პლედი
მიაფარა, შემთხვევით სინათლეს ვინმეს ყურადღება რომ არ მიეპყრო.

10
ახლა მთელი იმედი ნებართვის მიღებაზე დაამყარეს, ეს თუ მისცემდათ შანსს,
იქაურობას გასცლოდნენ. მაგრამ ბოურმანების საფოსტო ყუთი, სადაც პოლიცია
საბუთს გამოგზავნიდა, რა თქმა უნდა, თუ საერთოდ აპირებდა გამოგზავნას,
დაკეტილი იყო. ძარცვის ღამის შემდეგ კი თვითონ დაზაფრული ბოურმანები
მეგობრებმა გაარიდეს იქაურობას, ისე რომ სიტყვა არ დაუბარებიათ, როდის
დაბრუნდებოდნენ. ამიტომ ანა კეიმ თავისი ვაჟი აგზავნა ზედა სართულზე და
მიასწავლა, როგორ და სად აეღო საფოსტო ყუთის გასაღები.

კეი ამ ბინაში მანამდე არასდროს ყოფილა. ყველაფერი არეულ-დარეული დახვდა.


იატაკზე ავდრისას ფანჯრებიდან შემოსული წვიმის გუბეები იდგა, ამ გუბეებში ეყარა
დამტვრეული ავეჯი, გამოღრუტნული მატრასები, შუშის ნამტვრევები და დალეწილი
ჭურჭელი, დამჭკნარი

ქოთნის ყვავილები, სულ მთლად სველი თეთრეული და ხალიჩები. ფეხსაცმელზე


ეკვროდა დასველებული საკონდიტრო ფქვილი, ბურღულეული, შაქარი, კატის ნაგავი
და ჭუჭყი. სამზარეულოში მაცივარი პირქვე ეგდო, თუმცა ძრავა კვლავ მუშაობდა,
ანჯამებიდან კი ყვითელი დუჟი გამოსდიოდა და ერთვოდა მეტლახის იატაკზე
ნახევარ დუიმზე დამდგარ წყალს. ერთ დროს თაროებზე ჩამწკრივებული ქილები
ახლა ძირს ეყარა. იდგა აძმარებული ღვინის სუნი. ბზინვარე თეთრ კედელზე კი
გაზქურის საწმენდი სითხით ვიღაცას მიეწერა: ჯოჯოხეთში.

მაიკლმა დაარწმუნა დედა, ზევით ასულიყო და თავისითვალით ენახა დანგრეული


სახლი. ანა ბოლოს იქ ორი თვის წინ იყო, ახლა კი თვალცრემლიანი იდგა სასტუმრო
ოთახის ზღურბლზე.

– რისთვის დასჭირდათ ეს ყველაფერი? – ამოილუღლუღა და იუარა, სამზარეულოში


ვერ შევიდა, – არადა, რა კარგი ხალხია! არც კი ვიცი, როგორ გადაიტანენ!

მაიკლი ქვევით ჩასვლაში დაეხმარა, ანა კი არ ისვენებდა, გაუჩერებლად


კითხულობდა, სად იყვნენ ახლა ბოურმანები და ვინ დაალაგებდა მათ სახლს, როცა
დაბრუნდებოდნენ.

მაიკლი ახლა ანას გარეშე აბრუნდა აოხრებულ ბინაში. მაცივარი გაასწორა,


გამოასუფთავა, ერთ

კუთხეში მიხვეტა დამტვრეული ჭურჭელი, მოწმინდა იატაკი, ნაგვით აავსო ათზე


მეტი პარკი და მთავარ კართან მიაყუდა. ერთ მხარეს გადააწყო ჯერ კიდევ ვარგისი
საჭმელი. სასტუმრო ოთახის დალაგება არ უცდია, სამაგიეროდ რამდენადაც შეძლო
საიმედოდ მიამაგრა გამოფატრული ფანჯრების ჩარჩოებზე ფარდები. რასაც ვაკეთებ,
ვაკეთებ არა იმ ხანდაზმული ადამიანებისთვის, არამედ დედაჩემისთვის, – უთხრა
საკუთარ თავს.

აშკარა იყო, რომ ვიდრე არ შეაკეთებდნენ ფანჯრებს და არ გადაყრიდნენ ხალიჩებს,


რომლებსაც უკვე მყრალი სუნი ასდიოდათ, ბოურმანები ამ სახლში ვეღარ
იცხოვრებდნენ. მიუხედავად ამისა, ბინის დაკავების იდეა მაიკლს იქამდე არ
მოსვლია, ვიდრე პირველად არ ნახა სააბაზანო ოთახი.

11
– მხოლოდ ერთი-ორი ღამით-მეთქი, – სთხოვა დედას, – ისე, რომ მარტომ დაძინება
შეძლო. მხოლოდ იქამდე, ვიდრე გეცოდინება, რას ვაკეთებთ. დივანს შევიტან
სააბაზანო ოთახში, დილას კი ისევ ყველაფერს თავის ადგილზე დავაბრუნებ.
გპირდები. ვერაფერს გაიგებენ.

სააბაზანო ოთახში მართლა შეიტანა დივანი და ზედ ფენებად ბევრი ზეწარი და


სუფრა გადააფარა. ფანჯარაზე მუყაო ააკრა და შუქი ჩააქრო. ცხელი წყალიც
მოდიოდა. ასე რომ, იბანავა კიდეც. დილას კი თავისი იქ ყოფნის კვალი სრულად
გააქრო. ფოსტალიონი მოვიდა,

მაგრამ ბოურმანებისთვის არაფერი დაუტოვებია. წვიმდა. გარეთ გავიდა, ავტობუსის


მოსაცდელში მერხზე ჩამოჯდა და წვიმის ცქერაში გაერთო. შუადღისას, როცა
მიხვდნენ, რომ ბოურმანები არც იმ დღეს ბრუნდებოდნენ სახლში, ისევ ბინაში
დაბრუნდა.

დღე დღეს მისდევდა და გადაუღებლად წვიმდა. ბოურმანებისგან არაფერი ისმოდა.


კეიმ ყველაზე ბინძური დაგუბებული წყალი აივანზე გახვეტა და გაჭედილი მილები
გაასუფთავა. მართალია, ბინაში ქარი უბერავდა, მაგრამ ობის სუნი დღითი დღე
იკიდებდა ფეხს. კარგად გაწმინდა სამზარეულოს იატაკი და ნაგვის პარკები ქვევით
ჩაზიდა.

მერე და მერე, ბოურმანების ბინაში არა მხოლოდ ღამეებს, დღეებსაც ატარებდა.


სამზარეულოს კარადაში ჟურნალების მთელ წყებას მიაგნო. ჩაწვებოდა საწოლში,
ანდა აბაზანაში და ფურცლავდა ლამაზი ქალებისა და ძვირფასი სადილების
ფოტოებს. უფრო მეტად საჭმლის ფოტოები იზიდავდა. დედასაც აჩვენა სურათი,
რომელზეც შემწვარი ღორის ხორცის ალუბლითა და ანანასის რგოლებით მორთული,
აბზინვარებული ნაჭერი ჩანდა, რომელსაც მშვენივრად აბალანსებდა ჟოლოთი და
ფაფუკი კრემით სავსე ჯამი და ხურტკმელის ტარტი.

– ასე ახლა ვეღარავინ იკვებება, – უთხრა დედამ. მაიკლი არ დაეთანხმა:

– აბა, ღორებმა რა იციან, რომ ომი დაიწყო, – მიუგო, – არც ანანასებმა იციან ომის
ამბავი. საკვები კვლავ იზრდება და მრავლდება. ვიღაცამ ხომ უნდა ჭამოს.
დაბრუნდა ჰოსტელში, სადაც წინათ ცხოვრობდა და ძველი ქირა დაფარა.

– სამსახურიდან წამოვედი, – უთხრა მეპატრონეს, – დედაჩემთან ერთად


სოფელში მივდივარ, მინდა, გავერიდო აქაურ ამბებს, ნებართვასღა ველოდებით.

აიღო ველოსიპედი და ჩემოდანი, გზად სამჭედლოში შეიარა და იყიდა ერთი მეტრი


ფოლადის მილი. ურიკა თავისი დასაჯდომით იქვე იდგა, სადაც დატოვა – კორპუსებს
უკან, ხეივანში. ისევ მიუბრუნდა საქმეს და ველოსიპედი გამოიყენა ორთვალას
გასაკეთებლად, რითაც დედის გასეირნებას შეძლებდა. მართალია, ბორბლის
სამაგრები ადვილად ჩამოეცვა ახალ ღერძს, მაგრამ ვერაფრით მოიფიქრა, როგორ
დაემაგრებინა ბორბლები, ისე რომ არ ამოცვენილიყო. რამდენიმე საათს წვალობდა
მავთულის სამაგრების გაკეთებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მერე ხელი ჩაიქნია. რაღაცას

12
ვიზამო, გაიფიქრა და დაშლილი ველოსიპედი ბოურმანების სამზარეულოს იატაკზე
დატოვა.

წინა ოთახში შეგროვებულ ნაგავში რადიოტრანზისტორიც ეგდო. ფირფიტის კიდეში


ნემსი იყო

გარჭობილი, ელემენტები თითქმის აღარ მუშაობდა და მაიკლი მალე შეეშვა


ჩხირკედელაობას. თუმცა, მერე, სამზარეულოს უჯრების ჩხრეკისას, თავსახური
იპოვა, რითიც რადიო კვების ბლოკს შეუერთა. ასე რომ, ახლა შეეძლო სრულ
სიბნელეში ჩაწოლილიყო აბაზანაში და მოესმინა მეორე ოთახში ჩართული
რადიოდან შემომავალი მუსიკა. ზოგჯერ ეს მუსიკა აძინებდა. ეღვიძებოდა მეორე
დილას და კვლავ უწყვეტად ისმოდა მუსიკა, ანდა საუბარი ენაზე, რომლის ერთი
სიტყვაც არ ესმოდა, შორეული ადგილების სახელებს თუ გაარჩევდა მხოლოდ:
ვაკერსტრუმი, პიეტერსბურგი, კინგ უილიამის ქალაქი. ზოგჯერ აღმოაჩენდა, რომ
თურმე მუსიკას თვითონაც უღიმღამოდ აჰყოლია.

ჟურნალები რომ მოიყირჭა, სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დახვავებული ძველი


გაზეთების ფურცვლას შეუდგა. გაზეთები ისეთი ძველი იყო, გამოქვეყნებული
ამბებიდან ერთიც აღარ ახსოვდა, ზოგიერთი ფეხბურთელის გვარი ეცნობოდა
მხოლოდ. ხამიეკსრუნელ მკვლელს მიაგნეს! – იუწყებოდა ერთი სათაური, რომლის
ქვეშაც ბორკილებდადებული კაცის ფოტო იყო. კაცს თეთრი, ალაგ-ალაგ შემოხეული
მაისური ეცვა და მკაცრი იერის მქონე ორ პოლიციელს შორის იდგა. მიუხედავად
იმისა, რომ ბორკილების სიმძიმის გამო ხამიეკსრუნელ მკვლელს მხრები წინ
გადმოსწეოდა და მოხრილი იდგა, კეის აღქმით, სახეზე მაინც მშვიდი, გამარჯვების
აღმნიშვნელი ღიმილი დასთამაშებდა. ქვემოთ კიდევ ერთი ფოტო იყო: შავ ფონზე
მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი მინაწერით: «მკვლელის იარაღი». კეიმ ეს
სტატია

მაცივრის კარზე გააკრა და შემდეგი დღეების განმავლობაში, როცა ველოსიპედის


ბორბლებზე ჩხიკინსა და ჩხიკინს შორის შეისვენებდა და თავს აიღებდა, ყოველთვის
ხვდებოდა იმ უცხო კაცის მზერას ხამიეკსრუნიდან, და რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად
იყო ეს ადგილი.

უსაქმურობისგან ბოურმანების წყლით დასველებული წიგნების გაშრობა სცადა –


სასტუმრო ოთახში გაბმულ თოკზე ჩამოკიდა, მაგრამ წიგნები ისე ნელა შრებოდა, რომ
თავი მიანება. კითხვა ისედაც არასოდეს ჰყვარებია, ამ სველ წიგნებში მოთხრობილ
ამბებშიც საინტერესოს ვერაფერს ხედავდა. ეს იყო ამბები სამხედრო კაცებსა და
ქალებზე, რომელთაც ისეთი სახელები ერქვათ, როგორიცაა, მაგალითად, ლავინია.
თუმცა სურათებიანი წიგნების ფურცლების ერთმანეთისგან განცალკევებას მაინც
შეეცადა. ამ სურათებზე იყო იონიის კუნძულები, მურის ეპოქის ესპანეთი, ტბების
ქვეყანა ფინეთი, ბალი და დედამიწის სხვა მხარეები.

შემდეგ, ერთ დილას, როცა მაიკლ კეიმ წინა კარის საკეტის გაფხეკა დაიწყო, წინ
უეცრად ოთხი კომბინეზონიანი უცნობი აესვეტა. უცნობებმა იდაყვით გასწიეს
გვერდზე და სიტყვის უთქმელად დაიწყეს ნივთების ჩალაგება. ნაჩქარევად გასწია

13
გვერდზე ველოსიპედის ნაწილები. ამ დროს ხალათმოცმული დედამისიც
გამოფრატუნდა და კიბეზე ერთ-ერთი უცნობი შეაჩერა:

– სადაა თქვენი უფროსი? სადაა ბატონი ბოურმანი?

კაცმა მხრები აიჩეჩა. კეი ქუჩაში გავიდა და სატვირთო მანქანის მძღოლს


გამოელაპარაკა.

– ბოურმანებმა გამოგგზავნეს?

– შენ როგორ გგონია, ძმაო? – კითხვა შეუბრუნა მძღოლმა.

მაიკლმა კვლავაც ლოგინამდე მიიყვანა დედა. დედა არ ჩერდებოდა:

– იცი, რა ვერ გამიგია? რატომ არაფერი გამაგებინეს? რა ვქნა, ერთ დღესაც კარზე
ვიღაცამ რომ მომიკაკუნოს და მომთხოვოს, დაცალე აქაურობა, ოთახი ჩემთვის
მინდაო? სად წავიდე მერე...

დიდხანს ეჯდა დედას გვერდზე, ხელზე ნაზად უსვამდა ხელს და მის წუწუნს
ისმენდა. მერე კი აიღო ველოსიპედის ბორბლები, ფოლადის მილი, თავისი იარაღები
და ხეივანში გავიდა, ჩაჯდა მზის გულზე და თავიდან დაუწყო კირკიტი ღიად
დარჩენილ საკითხს – როგორმე ბორბლები ღერძზე კარგად მიემაგრებინა. მთელი
შუადღე იმუშავა, საღამოს კი ტარიანი ხერხის პირით ძლივს გაუყარა მავთული
მილის ერთი ბოლოდან მეორეში, რომელზეც უკვე შეეძლო, ბევრი ერთდუიმიანი
ჭანჭიკი მოეჭირა. მას შემდეგ, რაც ბორბლებს ჭანჭიკებს შორის დაამაგრებდა ღერძზე,
მხოლოდ მავთულის ღერძის გარშემო მჭიდრო ნასკვებით დამაგრებაღა რჩებოდა და

ამოცანა თითქოს გადაჭრილი იყო. იმ ღამეს თითქმის არ ეძინა, არც არაფერი უჭამია,
ისე ძალიან უნდოდა, წინ წაეწია საქმე. დილას დაშალა ძველი ურიკის დასაჯდომი და
ხელახლა ააწყო ვიწრო და სამგვერდა, რომელსაც ორი სახელური დაუყენა,
სახელურები კი, თავის მხრივ, ღერძზე მიამაგრა. ახლა უკვეჰქონდა სქელი რიქშა,
რომელიც, მართალია, მყარი კონსტრუქციისა არ იყო, მაგრამ დედამისის წონას მაინც
გაუძლებდა; ასე რომ, იმავე საღამოს, როცა ჩრდილო-დასავლეთიდან მობერილმა
ცივმა ქარმა, ყველაზე ჯიუტი მოსეირნეების გარდა, ყველა აიძულა, შინ შესულიყვნენ,
კეიმ ზღვისპირას ისევ გაასეირნა პალტოსა და პლედში გახვეული დედა, რამაც ანა
ძლივს გააღიმა ამდენი ხნის განმავლობაში.

სწორედ ახლა იყო დრო და კეიმაც, რაწამს სახლში შევიდნენ, მაშინვე გააცნო გეგმა,
რომელიც პირველი ურიკის აწყობისთანავე აეკიატა. – ნებართვის მოლოდინში
დროს უქმად ვკარგავთ, – თქვა მან.

ნებართვა არ მოვა, მის გარეშე კი მატარებლით ვერაფრით გაემგზავრებიან. ოთახიდან


უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება გამორეკონ. ამიტომ ნუთუ მაინც არ წააყვანინებს ანა
თავს ამ ურიკით პრინს-ალბერტამდე? აკი, თავად დაინახა, რა კომფორტულია შიგ
ჯდომა. თან ამ ნესტიან ჰავას მისთვის კარგი არაფერი მოაქვს, არც მომავალზე დარდი
დასრულდება. დაიდებს

14
თუ არა ბინას პრინს-ალბერტში, ნახავს, როგორ მომჯობინდება. გზაში სულ ერთიორი
დღე დაეხარჯებათ. ხალხსაც არა უშავს, გზადაგზა გადაადგილებაშიც დაეხმარებიან.

კამათმა რამდენიმე საათს გასტანა და კეი თვითონვე გააკვირვა საკუთარმა


მოხერხებულობამ. როგორ წარმოიდგინა, რომ დედა შუა ზამთარში ღია ცის ქვეშ
ღამის გათევას შეძლებდა? ანა გაუძალიანდა. თუ გაუმართლებთ, პრინს-ალბერტამდე
ერთ დღეშიც შეიძლება ჩასვლა – ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სულ ხუთსაათიანი
სამანქანო გზაა.

– რომ გაწვიმდეს? – ჰკითხა ანამ. რას იზამს და ბალდახინს გადააფარებს ურიკას.

და პოლიციამ რომ გააჩეროს? პოლიციას თავისი საქმე სხვაც ბევრი აქვს, მაინცდამაინც
ორი უდანაშაულო ადამიანი რომ არ გააჩეროს, რომლებსაც მხოლოდ ის უნდათ,
ხალხით გაჭედილ ქალაქს გაერიდონ, – პასუხი ამაზეც შეაგება, – რატომ უნდა
უნდოდეს პოლიციას, რომ დედა-შვილმა ღამეები უცხო ადამიანების ვერანდებზე
ათიოს, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჩამოდგეს და თავს რამე აუტეხოს? – ისე
დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ ბოლოს ანა დანებდა, თუმცა, ორი პირობით:
ერთხელ და უკანასკნელად მაინც ეცდებოდა ნებართვის საკითხის გარკვევას
პოლიციაში და მოსამზადებლად იმდენ დროს მისცემდა, რამდენიც ანას
დასჭირდებოდა. გახარებული მაიკლი დათანხმდა.

მეორე დილას, ავტობუსის ლოდინის ნაცვლად, რომელიც შეიძლება არც კი


მოსულიყო, სი პოინტიდან ქალაქამდე ფეხით წავიდა. მიდიოდა და საოცრად
სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ მაგარი გული აქვს; რომ ნაბიჯებს ღონივრად და
დარწმუნებით დგამს. უკვე უამრავი ადამიანი იდგა რიგში ტრაფარეტის ქვეშ
HERVESTIGING – გადასახლება. ერთი საათი მაინც გავიდა, ვიდრე მისაღებ მერხთან
მიაღწევდა, სადაც ეჭვით აღსავსე მზერით პოლიციელი ქალი დახვდა. ორი ბილეთი
გაუწოდა და უთხრა: – მხოლოდ იმის გაგება მინდა, ნებართვა მოვიდა თუ არა. ქალმა
უკვე ნაცნობი ანკეტები გაუწოდა: – შეავსეთ და მიიტანეთ EE5-ში. თან იქონიეთ
ბილეთი და ჯავშნის საბუთი, – და მერე კეის უკან მდგარ კაცს მიაპყრო მზერა:

– გისმენთ!

– არა, – სწრაფად მიუგო კეიმ და პოლიციელი ქალის ყურადღების კვლავ მიპყრობა


სცადა, – ნებართვაზე განაცხადი უკვე შევავსე. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს,
ნებართვა მოვიდა თუ არა.

– ვიდრე ნებართვას მიიღებთ, ჯავშანი უნდა გქონდეთ. გაქვთ ჯავშანი? როდის


გიწევთ გამგზავრება?

– 18 აგვისტოს. მაგრამ, იცით, დედაჩემი...

– 18 აგვისტო ერთი თვის მერეა! თუ ნებართვა მოგცეს, მოგივათ კიდეც, თან


პირდაპირ თქვენს მისამართზე გამოგიგზავნიან! შემდეგი!

– მაგრამ მე სწორედ ამის ცოდნა მჭირდება! რადგან თუ ნებართვას ტყუილად


ველოდები, სხვა გეგმები უნდა დავაწყო. ავადაა დედაჩემი...

15
პოლიციელმა ქალმა მერხს ხელი დაჰკრა კეის გასაჩუმებლად: – დროს ნუ
მაკარგვინებთ. უკანასკნელად გიმეორებთ, თუ ნებართვას იმსახურებთ, მოგივათ
კიდეც! ვერ ხედავთ, რამდენი ხალხი მელოდება? არ გესმით? თქვენ ცოტა ვერა ხართ?
შემდეგი! – ქალი მერხს მიეყრდნო და მზერა კვლავ კეის მიღმა, უკან მდგარ კაცს
დაასო: – დიახ, თქვენ მოგმართავთ, გისმენთ!

გარიჟრაჟამდე ერთი საათით ადრე კეიმ დედა ლოგინიდან ააყენა და ვიდრე ის


იცვამდა, ბარგი ურიკაში გაანაწილა, დასაჯდომ ნაწილზე პლედები და ბალიშები
დააწყო, ჩემოდანი კი სახელურებზე დააკრა. ურიკას ზემოთ შავი პლასტმასის
გადასაფარებელი ჰქონდა, რის გამოც საბავშვო ეტლს ჰგავდა. როცა დედამისმა
დაინახა, გაჩერდა და თავი გადააქნია, – არ ვიცი, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, – თქვა მან.
ისევ დაყვავება დასჭირდა, ურიკაში რომ ჩაესვა. ამან კი

კარგა გვარიანი დრო წაიღო. ურიკა დიდი არ იყო, ახლაღა მიხვდა: დედამისის წონას
კი უძლებდა, მაგრამ ანას დაჭიმულს უწევდა ჯდომა ბალდახინის ქვეშ, გვერდებში
ჩაჭედილი იყო. ფეხებზე პლედი გადააფარა, ზემოდან საკვების შეკვრა, პარაფინის
ქურა და ბოთლით საწვავი დაადო – ეს ყველაფერი ერთ ყუთში მოათავსა, სულ
ზემოდან კი ტანსაცმელების გროვა მოაწყო. მეზობლების ბინებში შუქი ბჟუტავდა.
ესმოდათ, როგორ ასკდებოდა ქვებს ტალღები.

– სულ რაღაც ერთი-ორი დღე, – უჩურჩულა დედას, – ერთი-ორი დღე და იქ


ვართ. თუ შეძლებ, გვერდი არ იცვალო. დედამ თავი დაუქნია, მაგრამ სახე თავისი
შალის, დათბუნებული ხელთათმანებიდან არ ამოუღია. მისკენ გადაიხარა: – დარჩენა
გინდა, დედა? – ჰკითხა, – თუ დარჩენა გინდა, დავრჩეთ. ანამ თავი გააქნია და
მაიკლმაც თავზე კეპი ჩამოიფხატა, სახელურები ასწია და ურიკა ნისლიან გზაზე
გაიყვანა.

უმოკლესი გზა აირჩია, ჩაუარა ძველ, უკვე აოხრებულ საწვავის საწყობ ტანკერებს,
საიდანაც შიგნიდან გამომწვარი შენობების რიგი იწყებოდა, გასცდა დოკის უბანს,
საწყობების ჩაღამებულ, გამოღრუტნულ ნაგებობებს, რომლებშიც შარშან ქუჩის
დაჯგუფებები დააკავეს. არავის შეუჩერებია. თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე
გამვლელი, რომელიც ამ ადრიან დილას გარეთ იყო, მზერასაყოლებდა. თანდათან
უცხო სატვირთოები მომრავლდნენ ქუჩებში. ზოგს ხელურმით საქონელი
გადაჰქონდა, იყო სამთვალებიც, უკანა ღერძზე მიბმული ვაგონებით;

მომცრო ორთვალები ქვედა განყოფილებაში ჩაწყობილი კალათებით; იქვე


გორგოლაჭებზე შემოდგმული ხის ყუთები; სულ ნაირ-ნაირი ზომის ურიკები. ვირს 80
რანდი მოჰქონდა ახალ ვალუტაში, ბორბლებიან საზიდარს – ასზე მეტი.

კეი შეუფერხებლად მიდიოდა, მწყობრი ტემპით, ყოველ ნახევარ საათში


გაჩერდებოდა, შემცივნებულ ხელებს მოისრესდა, ატკივებულ მხრებს მოადუნებდა
და გზას აგრძელებდა. როგორც კი სი პოინტში დედამისი ჩასვა საზიდარში, მიხვდა,
რომ წინა მხარეს დახვავებული ბარგის სიმძიმემ ღერძი ძალიან უკან გადახარა. ახლა,
რაც უფრო მეტად ცურდებოდა ქვემოთ დედამისი კომფორტული პოზის ძებნაში,
გრძნობდა, რომ თვითონ მით მეტი სიმძიმის ტარება უხდებოდა. ღიმილს არ
იშორებდა სახიდან და ასე ცდილობდა დაჭიმულობის დაფარვას.

16
– მთავარია, ღია გზაზე გავიდეთ, – ქოშინებდა თან, – იქ ვინმე აუცილებლად
წამოგვეწევა.

შუადღისთვის უკვე პაარდენ აილენდის გაუკაცრიელებულ, თითქოს მოჩვენებებით


სავსე ინდუსტრიულ რაიონს კვეთდნენ. სამხედრო სიმაგრეს თავზე რამდენიმე მუშა
გადასჯდომოდა. ისხდნენ და სენდვიჩებს ჭამდნენ. უხმოდ დააკვირდნენ გვერდზე
ჩავლილ დედა-შვილს. CRASH-FLASH – ეწერა ალაგ-ალაგ გადაშლილი შავი ასოებით
მათ ფეხებთან. კეი გრძნობდა, როგორ დაუბუჟდა მკლავები, მაგრამ კიდევ ნახევარ
მილსაც გაუძლო. მერე კი იქ, სადაც გზა

შავი მდინარის ავტოსადგომის ქვეშ გადიოდა, დედა საზიდრიდან გადმოიყვანა და


ხიდის დასაწყისში, ბალახებში დასვა. წაიხემსეს. კეის აოცებდა დაცარიელებული
გზები. ისეთი უმოძრაობა იყო გამეფებული, რომ ჩიტის ჭიკჭიკსაც კი არჩევდა.
ზურგით გადაწვა ხშირ ბალახებში და თვალები დახუჭა.

ცოტა ხანში ნიავის მოტანილმა გრუხუნმა გამოაფხიზლა. ჯერ იფიქრა, შორეული ჭექა-
ქუხილის ხმააო, მაგრამ გრუხუნმა ნელ-ნელა იმატა და ტალღებად დაირხა ხიდზე,
ზუსტად მათ თავზე. მარჯვენა მხრიდან, იქიდან, საითაც ქალაქი იყო,
მიზანმიმართული და შეუფერხებელი სისწრაფითა და ზურგზე შემართული
თოფებით ორ წყვილად მოდიოდნენ სამხედრო მოტოციკლისტები. მათ უკან
მოჰყვებოდა ჯავშან-მანქანა, რომლის კოშკურაზეც არტილერისტი იდგა. შემდეგ
იწყებოდა მძიმე ტექნიკის გრძელი, ჭრელი რიგი, რომელთა შორის ცარიელი
სატვირთო მანქანები ჭარბობდა. კეი დედასთან ახლოს მიხოხდა. ახლა უკვე
გვერდიგვერდ ისხდნენ და უყურებდნენ გრუხუნით მიმავალ მანქანებს. მათი
ხმაურის გამო ჰაერი თითქოს მყარ მასად იქცა. ესკორტი იმსიგრძე იყო, რამდენიმე
წუთი დასჭირდა ჩასავლელად. უკან ავტომობილები იყვნენ, ფურგონები და მსუბუქი
მანქანები, რომელთაც კუდში მოსდევდა მწვანე ზეთისხილისფერი სამხედრო
სატვირთო – ტილოს ტენტიდან მომზირალი ჩაფხუტიანი ჯარისკაცებით, რომლებიც
ორ რიგად ისხდნენ. პროცესიას ისევ მოტოციკლისტების ორი წყვილი ასრულებდა.

წინ მჯდომი ერთ-ერთი მოტოციკლისტი კეის და დედამისს მიაშტერდა. მერე


პროცესიას ორი ბოლო მოტოციკლისტიც გამოეყო. ერთი გზის პირას გაჩერდა, მეორე
ხიდის კიდეზე დედა-შვილისკენ ჩაცოცდა. წინაფრა აიწია და უთხრა:

– გზატკეცილზე გაჩერება არ შეიძლება! ეს თქვენი ტრანსპორტია? – თან საზიდარს


გადმოხედა. კეიმ თავი დაუქნია.

– სად მიდიხართ? კეიმ პასუხი ჩაიჩურჩულა, მაგრამ მერე ყელი ჩაიწმინდა და

ხელახლა უთხრა:

– პრინს-ალბერტში, კარუში.

მოტოციკლისტმა დაუსტვინა, საზიდარს მსუბუქად გაჰკრა ხელი და თავის


კომპანიონს რაღაც ჩასძახა. ის კეის მიუბრუნდა:

– ამ გზას რომ გაჰყვები და მოსახვევს როგორც კი გასცდები, საგუშაგოა. გაჩერდები იქ


და ნებართვას აჩვენებ. გაქვს კუნძულის დატოვების ნებართვა?

17
– დიახ.

– ნებართვის გარეშე ნახევარკუნძულს ვერ დატოვებ. მიდი საგუშაგოსთან, აჩვენე


ნებართვა და საბუთები და მისმინე კარგად: თუ გინდა, გზატკეცილზე გაჩერდე,
გზიდან 50 მეტრზე მაინც უნდა გადახვიდე. რეგულაცია ეგეთია: 50 მეტრი გზიდან
ორსავე მხარეს. თუ უფრო ახლოს დადგები, შეიძლება გესროლონ,
გაუფრთხილებლად, უკითხავად. კარგად გაიგე?

კეიმ თავი დაუქნია. მოტოციკლისტები ისევ შესხდნენ მოტოციკლზე და პროცესიას


დაეწივნენ. კეი კი დედას თვალებში ვერ უყურებდა.

– უფრო წყნარი გზა უნდა აგვერჩია, – ესღა თქვა.

შეეძლო, პირდაპირ უკან გაბრუნებულიყო, მიუხედავად იმისა, იცოდა, შეიძლება


კიდევ ერთხელ დაემცირებინა ვინმეს დედის თანდასწრებით. ისევ ჩასვა ანა
საზიდარში და გზას გაუყენა. მთელი ძალით აწვებოდა, ვიდრე ძველ სანგრებს არ
მიადგნენ. იქ კი, რაღა თქმა უნდა, ჯიპი იდგა გზის პირას, სამი ჯარისკაცი კი საველე
ქურაზე ჩაის ადუღებდა. თხოვნამ არ გაჭრა.

– გაქვს თუ არა ნებართვა? – მკაცრად ეკითხებოდა კაპრალი, – სულ ფეხებზე მკიდია,


ვინ ხარ, ან

დედაშენი ვინ არის. ნებართვა უნდა გქონდეს; თუ არ გაქვს, აქაურობას ვერ დატოვებ,
დამთავრებული ამბავია.

კეიმ დედას გამოხედა. ბალდახინის ქვეშიდან ანა უტყვი თვალებით უმზერდა


ჯარისკაცს. ჯარისკაცმა ხელები გაშალა:

– იცოდე, საქმეს ნუ გამირთულებ! მოიტანე ნებართვა და გაგატარებ!

მერე კარგად აკვირდებოდა, როგორ დასწვდა კეი სახელურებს და საზიდარი თაღქვეშ


გააჩინდრიკა. ერთი ბორბალი საზიდარს უკვე კარგა მაგრად უყანყალებდა.

საგზაო შუქებს რომ ჩაუარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიჩ-როუდს მიადგნენ, უკვე ღამე
იყო. საცხოვრებელ ბინებში შეჭრის დროს გზის გადასაკეტად გამოყენებული
ბარიერები ახლა გაზონებზე მიეწყოთ. გასაღები კვლავ კიბის ქვეშ მდებარე კარში იყო
გარჭობილი. ოთახი ზუსტად ისე დახვდათ, როგორც დატოვეს, შემდეგი
დამკავებლისთვის პირწმინდად მოსუფთავებული. ანა კეიპირდაპირ პალტოთი და
ჩუსტებით დაწვა შიშველ მატრასზე, მაიკლმა ნივთები უკან გადმოზიდა. მუთაქები
თქეშს სულ დაეჟიებინა.

– ერთ-ორ დღეში თავიდან ვცდით წასვლას, დე, – უჩურჩულა დედას. მან თავი

გადააქნია.

– მაგრამ, დე, არ ჩამოვა ნებართვები, არა! ერთხელაც ვცდით წასვლას, მაგრამ ამჯერად
გვერდით გზებს დავადგებით. თითოეულ პატარა შარას ხომ არ გადაკეტავენ.

დედას მატრასზე ჩამოუჯდა, ხელი მკლავზე დაადო და გაყუჩდა. ასე იჯდა, ვიდრე
ანას არ ჩაეძინა. მერე კი დასაძინებლად ზევით, ბოურმანების სართულზე ავიდა.

18
ორი დღის შემდეგ ისევ გზას დაადგნენ. სი პოინტიდან ალიონამდე ერთი საათით
ადრე გავიდნენ. პირველი მოგზაურობის ჟინი და ენთუზიაზმი უკვე გამქრალიყო.
კეიმ უკვე იცოდა, რომ მოგზაურობა შეიძლება ბევრ ღამეს გაგრძელებულიყო და
ანასაც აღარ ერჩოდა შორეული მოგზაურობის ძალა. გულმკერდის არეში რაღაც
მტკივაო, ამბობდა და პირგამეხებული იჯდა საზიდარში, გულზე პლასტმასის
წინსაფრით, რომელიც კეიმ წვიმისგან დასაფარად მიამაგრა. სველ ბეტონზე თანაბარი
ტემპით მისისინებდა ბორბლები, კეი ქალაქის შუაგულზე გამავალ ახალ გზას
მიჰყვებოდა, სერ ლოური როუდის და გარეუბნის მეინ როუდის გასწვრივ, მოუბრეის
სარკინიგზო ხიდის გადაღმა, ყოფილი საბავშვო ჰოსპიტლის გაყოლებაზე, ძველ
კლიპფონტეინის ქუჩაზე. პირველად სწორედ აქ გაჩერდნენ, ერთ ჩამორღვეულ
ღობესთან, რომლის იქითაც გოლფის მოედნის მოკლედ გაკრეჭილი ბალახით
დაფარულ ნაწილზე მუყაოსა

და რკინისგან ახოხოლავებული ბარაკები იდგა. შეჭამეს თუ არა, კეი გზის პირას


დადგა, დედა გვერდით ამოიყენა და ხელის აქნევით ცდილობდა მიმავალი
ავტომობილების გაჩერებას. ტრანსპორტი მეჩხრად მოძრაობდა. ჯერ ზედიზედ
გაიელვა შუქფარებსა და ფანჯრებზე აფარებული რკინის ბადეებით სამმა მსუბუქმა
სატვირთომ. მერე გაწიკწიკებული, ცხენებშებმული ურემი გამოჩნდა, წითურ ცხენებს
ღვედებზე ზანზალაკები ჰქონდათ დამაგრებული, უკან უამრავი ბავშვი იჯდა და
ჟრიამულობდა, თან გზაზე ჩამომდგარი დედა-შვილისკენ იშვერდნენ თითებს და
იცინოდნენ. მერე კი, ხანგრძლივი და სიჩუმით სავსე ინტერვალის შემდეგ, სატვირთო
მანქანა გაჩერდა. მძღოლმა საგზაო სამუშაოებამდე მიყვანა შესთავაზა და კეის
საზიდრის აწევაშიც კი დაეხმარა. წვიმის წკაპაწკუპს გარიდებული კეი მშვიდად და
მშრალად იჯდა მანქანის კაბინაში, თვალის კუთხიდან უყურებდა გზას და გავლილ
კილომეტრებს აღრიცხავდა. მერე დედას გაჰკრა მხარი, დედამ დაჭიმული ღიმილით
უპასუხა.

ერთი
დედის საშოდან მაიკლ კეის გამოყვანისას, პირველი, რაც ბებიაქალმა შენიშნა,
კურდღლის ტუჩი იყო. სხმარტალა ლოქორასავით ეხვეოდა ტუჩი, მარცხენა ნესტო კი
დიდი ქვაბულივით უთრთოდა. მეანმა ახალშობილი დედის მზერას წამით მოარიდა,
პაწაწას ციცქნა პირი ძალით გაუღო და ამოისუნთქა, როცა ნახა, რომ ბავშვსსასა მთელი
ჰქონდა. დედას კი უთხრა:

– უნდა გიხაროდეს. ასეთებს ოჯახისთვის იღბალი მოაქვთ.

მაგრამ ანა კეი ვერაფრით ეგუებოდა შვილის მუდმივად დაღებულ პირს და მფეთქავ
მოვარდისფრო ხორცს, რომელიც შიგნიდან მოუჩანდა. აჟრჟოლებდა, როცა
წარმოიდგენდა, რომ თურმე, აი, ეს არსება იზრდებოდა მის წიაღში მთელ 9 თვეს.
ბავშვი ძუძუს ვერ ავლებდა პირს და, მშიერი, გაავებით ტიროდა. ანამ საწოვარა სცადა,
მაგრამ როცა პატარამ ბოთლსაც ვერ მოსჭიდა პირი, ანა ჩაის კოვზზე გადავიდა. ასე
უკეთ ჭამდა ბავშვი, მაგრამ დედამისი მაინც მოუთმენლად აცმუკდებოდა ხოლმე,
როცა ახალშობილს რძე გადასცდებოდა, ან წამოაზიდებდა და ატირდებოდა.
19
– ნახე, თუ არ დაეხუროს, გაიზრდება და... – დაჰპირდა ბებიაქალი, მაგრამ მაიკლ კეის
პირი არ დაეხურა, უფრო სწორად, ბოლომდე არ დაეხურა და არც ცხვირის ფორმა
გამოუკეთდა.

ბავშვს სამსახურში თან დაატარებდა და ასე გრძელდებოდა მაშინაც, როცა ბიჭუნა


წამოიზარდა. ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, სხვა ბავშვები ქირქილსა და
ჩურჩულს რომ იწყებდნენ მაიკლის დანახვაზე და ამიტომ არიდებდა მათ. წელი წელს
მისდევდა, მაიკლ კეი კი იჯდა ფარდაგზე და უყურებდა, როგორ ხეხავდა დედამისი
სხვის იატაკებს და ამ დროს ჩუმად ყოფნას სწავლობდა.

თავისი შეუხედაობისა და შენელებული აზროვნების გამო მცირეხნიანი მცდელობის


შემდეგ სკოლიდან გამოიყვანეს და ფაურეში ჰოის ნორენიუსის მფარველობას
მიანდეს. იქ მაიკლ კეიმ მთელი დარჩენილი ბავშვობა გაატარა სახელმწიფოს ხარჯზე.
ცხოვრობდა თავისნაირ უბედურ, მიუსაფარ ბავშვებთან ერთად და კითხვის, წერის,
თვლის, გვის, ხეხვის, რეცხვის, კალათების წვნის, ლოგინების გასწორების,
დურგლობისა და თხრის ელემენტებს სწავლობდა. 15 წლის იყო, როცა ჰოის
ნორენიუსიდან გამოვიდა და ქალაქ კეიპტაუნის მუნიციპალიტეტის მომსახურებათა
განყოფილების პარკებისა და ბაღების სექციაში მე-3 (ბ) ხარისხის მებაღედ მოეწყო.
სამი წლის შემდეგ პარკებისა და ბაღების სექციაც დატოვა, ცოტა ხანი უსამსახუროდ
გაატარა და მთელი ეს დრო საწოლზე წოლასა და საკუთარი ხელების თვალიერებაში
იყო, მერე კი გრინ მარკეტის მოედანზე, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში მოეწყო
ღამის დარაჯად. ერთხელ, პარასკევ ღამით, კარგა გვიანი იყო, შინ რომ ბრუნდებოდა,
მეტროში ჩასულს წინ ორი უცნობი გადაუდგა, სცემეს, საათი, ფული და
ფეხსაცმელები წაართვეს და დატოვეს ძირს დაგდებული, უგონოდ, გადასერილი
მკლავით, ამოვარდნილი ცერით და ორი ჩამტვრეული ნეკნით. ის იყო და ის, ღამით
მუშაობას თავი დაანება და ისევ პარკებისა და ბაღების განყოფილებაში დაბრუნდა,
სადაც ნელ-ნელა დაწინაურდა კიდეც და პირველი ხარისხის მებაღე გახდა.

რადგან ასეთი შეუხედავი იყო, მეგობარი ქალები არ ჰყავდა. ყველაზე მშვიდად მაშინ
გრძნობდა თავს, როცა გარშემო არავინ იყო. ისე, კაცმა რომ თქვას, ორივე სამსახური
ანიჭებდა საკუთარ თავთან განმარტოების კომფორტს, ეგ იყო მხოლოდ, ქვევით,
საპირფარეშოებში, ძალიან აწუხებდა ნეონის ციმციმა შუქი, რომელსაც თეთრი
კაფელი ირეკლავდა და ისე ალაპლაპებდა იქაურობას, ჩრდილი აღარაფერს ეცემოდა.
ის პარკები მოსწონდა, სადაც ხშირი ფიჭვნარი იყო ასვეტილი და ჩაბურულ
აგაპანთუსებს შორის სეირნობა. ზოგჯერ, შაბათობით, შუადღის ზარბაზნის ზალპი არ
ესმოდა დადიდხანს, დიდხანს სრულიად მარტო მუშაობდა. კვირა დილას
გვიანობამდე ეძინა, შუადღისას კი დედის სანახავად მიდიოდა.

ივნისის ერთ დილას, თავისი სიცოცხლის 31-ე წელიწადს, დე ვაალის პარკში ხმელ
ფოთლებს აგროვებდა ფოცხით, როცა წერილი მიუტანეს. ბარათი შუამავალმა
გადასცა, დედისგან იყო, საავადმყოფოდან გამოწერეს და სთხოვდა, მოდი, წამიყვანეო.
კეიმ იარაღები შეინახა და სომერსეტის საავადმყოფომდე ავტობუსით მივიდა. დედა
უკვე გარეთ დახვდა, საავადმყოფოს შესასვლელთან მზით განათებულ მერხზე იჯდა,
წასასვლელად იყო ჩაცმული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საგარეო ფეხსაცმელი

20
გვერდზე მოეწყო. მოჰკრა თუ არა თვალი შვილს, ცრემლები წამოსცვივდა, ოღონდ
პაციენტებსა და მნახველებს რომ არ დაენახათ, თვალებზე ხელი აიფარა.

თვე თვეს მისდევდა და ანა კეის სულ უფრო მეტად ტანჯავდა უსაშველოდ
დასივებული ფეხები და მკლავები. ბოლოს უკვე მუცელიც გაუსივდა. ამ დროს
გადაიყვანეს საავადმყოფოში – თვითონ ვეღარ დადიოდა და ძლივს სუნთქავდა.
ხუთი დღე იწვა საავადმყოფოს კორიდორში, დანით დაჭრილ, ნაცემ-ნაგვემ და
ტყვიით დასისხლიანებულ ადამიანებთან ერთად. მათი ტკივილიანი მოთქმა-გოდება
არ აძინებდა. ვერც მედდები იცლიდნენ მოხუცი ანა კეის დასაწყნარებლად, ან კი რას
მოიცლიდნენ – იქვე, მოხუცის გვერდით, წარამარა ახალგაზრდები იხოცებოდნენ.
შეიყვანეს თუ არა, ჟანგბადით მოასულიერეს, ინიექციები გაუკეთეს, აბები
დაალევინეს, რომ როგორმე გასივება დამცხრალიყო. მაგრამ, თუ ღამის ქოთანი
დასჭირდებოდა, იშვიათად აღმოჩნდებოდა ვინმე ახლომახლო, რომ მოეტანა. ღამის
პერანგი არ ჰქონდა და ერთხელაც, როცა ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას
საპირფარეშოსკენ, ერთი ნაცრისფერპიჟამიანი ბერიკაცი გადაუდგა წინ, უხამსად
გამოელაპარაკა და სარცხვინელიც დაანახვა. საჭიროებების დაკმაყოფილება
ჯოჯოხეთად ექცა. როცა მედდები ეკითხებოდნენ, აბები თუ მიიღეთო, ზოგჯერ
ტყუილად უქნევდა თავს. ეს წამლები სუნთქვაში კი ეხმარებოდა, მაგრამ თან ფეხების
ფხანას აწყებინებდა. ზოგჯერ იძულებული იყო, ხელებზე დაწოლილიყო, რომ ფხანის
სურვილი დაეკმაყოფილებინა. უკვე მესამე დღეს იხვეწებოდა, სახლში გამიშვითო,
მაგრამ, ეტყობა, ვისაც საჭიროა, იმას არ სთხოვდა. მეექვსე დღეს ცრემლებს რომ
ღვრიდა, უკვე შვების ცრემლები იყო, რადგან ამ ჯოჯოხეთიდან მიდიოდა.

მაიკლ კეიმ მიმღებში ინვალიდის ეტლი ითხოვა, მაგრამ არ მისცეს. ამიტომ


ავტობუსის გაჩერებამდე დარჩენილი 50 ნაბიჯი ისე გაიარა, თან დედამისის
ხელჩანთა და ფეხსაცმელები მიჰქონდა, თან ცალი ხელით სიარულში ეხმარებოდა.
გაჩერებაზე გრძელი რიგი დახვდათ. ტაბლოზე ეწერა, ავტობუსი 15 წუთში ერთხელ
დადისო, მაგრამ უკვე ძალიან აგვიანებდა. ერთ საათს მაინც იცდიდნენ. მიწაზე
გაწოლილი ჩრდილები უფრო დაგრძელდა, ქარმა უფრო სუსხიანად იწყო ქროლა. ანა
კეის დგომა არ შეეძლო, ამიტომ ჩაჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო, ფეხები ისე
გამოშალა, რომ მოწყალების სათხოვნელად ასფალტზე ფეხმორთხმულ უსახლკაროს
ჰგავდა. მაკლ კეი ამ დროს რიგში ადგილს იკავებდა. ბოლოს ავტობუსმა ძლივს
მოაღწია, მაგრამ გატენილი იყო. ანა რომ არ დავარდნილიყო, მაიკლი მოაჯირს
ეჭიდებოდა, დედას მკლავებს შორის იქცევდა და ასე იცავდა წაბორძიკებისგან. ხუთი
საათი იყო, როცა ანას ოთახამდე მიაღწიეს სი პოინტში.

რვა წელი გახდა, რაც ანა კეი შინამოსამსახურედ მუშაობდა პენსიაზე გასულ
ტრიკოტაჟის მწარმოებლისა და მისი ცოლის ხუთოთახიან სახლში, რომელიც
ატლანტისოკეანეს გადაჰყურებდა. ხელშეკრულება ასეთი ჰქონდა: დილისცხრა
საათზე მიდიოდა და საღამოს რვამდე რჩებოდა, შუადღისას კი სამ საათს ისვენებდა.
კვირაში ხან ხუთ, ხანაც ექვს დღეს მუშაობდა. ჰქონდა ორკვირიანი ფასიანი
შვებულება და საკუთარი ოთახი კორპუსში. ანაზღაურებასაც არა უშავდა, სანდო და
პასუხისმგებლობით სავსე უფროსები ჰყავდა, სამსახური იოლი საშოვნელი არ იყო და
ანა კეიც ბედს არ უჩიოდა. თუმცა ერთი წლის წინ უჩვეულო სიმპტომები დაეწყო –

21
დაიხრებოდა თუ არა, თავბრუსხვევასა და მკერდის არეში დაჭიმულობას გრძნობდა.
მერე წყალმანკი გაუჩნდა. ბოურმანებმა მაინც დაიტოვეს მზარეულად, ხელფასი
მესამედით შეუმცირეს და საშინაო საქმეებისთვის ახალგაზრდა ქალი დაიქირავეს,
ანას კი ნება მისცეს, თავის ოთახში დარჩენილიყო, რადგან ამ ოთახსაც ისინი
განკარგავდნენ. წყალმანკი უარესდებოდა, ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ,
მუშაობა უკვე აღარ შეეძლო და რამდენიმე კვირა საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა.
კოშმარში ცხოვრობდა, ბოურმანების მოწყალების იმედად.

მისი ოთახი «კოტ დ’აზიურის» კიბეების ქვეშ იყო მოწყობილი. იქაურობას ეტყობოდა,
რომ ჰაერის სავენტილაციო აღჭურვილობისთვის იყო ჩაფიქრებული, ოღონდ
აღჭურვილობა რატომღაც აღარ დაემონტაჟებინათ. კარზე ტრაფარეტიც იყო: წითლად
დაეხატათ თავის ქალა და ორი გადაჯვარედინებული ძვალი, ქვეშ კი ეწერა:
ფრთხილად – GEVAAR – INGOZI. არც შუქი ინთებოდა შიგნით, არც ნიავდებოდა და
ამიტომ სულ მძიმე, ნესტიანი ჰაერი იდგა. მაიკლმა დედას კარი გაუღო, სანთელი
აანთო და გარეთ დაელოდა, ვიდრე ანა ლოგინს იშლიდა. ანას შინ დაბრუნების ეს
საღამო, ისევე როგორც ყოველი მორიგი საღამო შემდეგი კვირის განმავლობაში,
მაიკლმა მის გვერდით გაატარა. პარაფინის ქურაზე უთბობდა წვნიანს, ზრუნავდა,
უნდოდა, ესიამოვნებინა რითაც შეეძლო, ასრულებდა სხვა საჭირო საქმეებს და, როცა
ერთხელ ანა დაეცა და ტირილი აუვარდა, მთელი არსებით ამშვიდებდა, იჯდა და
მკლავზე ნაზად უსვამდა ხელს. ერთ საღამოს სი პოინტიდან ავტობუსები საერთოდ
აღარ ჩამოვიდნენ და მაიკლს დედის ოთახში, ძირს დაგებულ ფარდაგზე,
პალტოგადაფარებულს მოუხდა დაძინება. შუაღამე გადასული იყო, როცა მიხვდა,
რომ სიცივეს ვეღარ უძლებდა. ვერც იძინებდა, ვერც მიდიოდა, რადგან კომენდანტის
საათი უკვე დაწყებული იყო და იჯდა სკამზე ასე გათოშილი გარიჟრაჟამდე, იქვე
ძალიან ახლოს კი დედამისი ძილში კვნესოდა და ხვრინავდა.

მაიკლ კეის არ მოსწონდა ეს ფიზიკური სიახლოვე – გრძელი საღამოები ციცქნა


ოთახში ორივესთვის იძულება იყო. დედის დასივებულ ფეხებს ცოტა ხნითაც ვერ
უმზერდა. რამდენჯერაც ლოგინიდან გადმოსვლაში დაეხმარებოდა, თვალს
მოარიდებდა ხოლმე – დედას თეძოები და მკლავები ფხანისგან სულ დაკაწრული
ჰქონდა (ერთხანს ღამით ხელთათმანებით წვებოდა). თუმცა, მაიკლ კეი წამითაც არ
ირიდებდა იმას, რაც თავის ვალდებულებად მიაჩნდა. პასუხი კითხვაზე, რომელიც
წლების წინ ჰოის ნორენიუსში ველოსიპედების ფარდულის უკან მდგომს არ
ასვენებდა, როგორც იქნა, იპოვა. რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე და იმისთვის, რომ
დედაზე ეზრუნა.

მაგრამ, რაც უნდა ეთქვა მაიკლ კეის, ანა მაინც ძრწოდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა
მოხდებოდა, ოთახი რომ დაეკარგათ. სომერსეტის საავადმყოფოს დერეფნებში,
მომაკვდავთა შორის გატარებულმა ღამეებმა დაარწმუნა, თუ როგორ იკიდებს
ფეხებზე სამყარო მოხუც ქალს თავისი სენითურთ მაშინ, როცა ომია. შრომის უნარის
დაკარგვის შემდეგ ქუჩის წუმპეში რომ არ აღმოჩნდა, ბოურმანების კეთილი ნება იყო,
რაც, არავინუწყოდა, როდემდე გასტანდა. გადარჩენას ჭკუასუსტი შვილის
წესიერებასაც უმადლოდა და სულ ბოლოს ცოტაოდენ ფულს, რომელსაც საწოლის
ქვეშ, ჩემოდანში და იმ ჩემოდანში მოთავსებულ ხელჩანთაში ინახავდა. ერთ

22
საფულეში ახალი ფული ჰქონდა, მეორეში – ძველი, უკვე გაუფასურებული, რადგან
არაფრით არ გადაცვალა დროულად – შეშინებული, ძალიან ფრთხილობდა.

ასე რომ, როცა ერთ საღამოს მაიკლი დაბრუნდა და უამბო, რომ «პარკებსა და ბაღებში»
ცუდი დრო დადგა, ხალხს სამსახურიდან ითხოვენ და აღარც სამუშაოაო, ანას
თავისდაუნებურად გაახსენდა ერთი ძველი ჩანაფიქრი, რომელზეც თავისუფალ
დროს ოცნებობდა ხოლმე: დაეტოვებინა ქალაქი, რომელიც ბევრს არაფერს აძლევდა
და დაბრუნებულიყო სოფლად, იმ მიდამოებში, სადაც ყმაწვილქალობა გაატარა.

ანა კეი პრინს-ალბერტის რაიონში, ფერმაში დაიბადა. მამამისს წესიერ კაცს ვერ
უწოდებდი, სმა უყვარდა და, ვიდრე ანა პატარა იყო, ოჯახი ფერმიდან ფერმაში
გადადიოდა. დედამისი სარეცხს ურეცხავდა პატრონებს და ვის სამზარეულოში აღარ
მუშაობდა. ანა ეხმარებოდა. მერე პატარა ქალაქ ოდშორნში გადასახლდნენ, სადაც ანა
ერთი პირობა სკოლაშიც დადიოდა. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ კეიპტაუნში
ჩამოვიდა. მერე სხვა კაცისგან მეორე შვილი ეყოლა, მერე – მესამე, ის, რომელიც
მოუკვდა და ბოლოს მაიკლი. ოდშორნამდე გატარებული წლები ანას მეხსიერებას
ყველაზე ბედნიერ დროდ შემორჩა – ბარაქისა და სითბო-სიმყუდროვის დროდ.
ახსოვდა, როგორ იჯდა ქათმების ნაქექ მტვერში, ირგვლივ კი ქათმები კაკანებდნენ და
კანს უფხაჭნიდნენ. ახსოვდა, როგორ ეძებდა კვერცხებს ბუჩქებში. ახლა კი იწვა თავის
უჰაერო ოთახში, გარეთ ზამთრის შუადღეები ერთმანეთს ცვლიდა, წვიმა კაკუნებდა
კიბის საფეხურებზე, ის კი ოცნებობდა, როგორმე გაჰქცეოდა ამ გულგრილ
ძალადობას, გაჭედილ ავტობუსებს, საჭმლის რიგებს, უზრდელ გამყიდვლებს,
ქურდებს და მათხოვრებს, ღამით აკივლებულ სირენებს, კომენდანტის საათებს,
სიცივესა და ნესტს, და დაბრუნებულიყო სოფელში, სადაც, თუ სიკვდილი
გარდაუვალი იყო, ლურჯი ცის ქვეშ მაინც მოკვდებოდა.

თავისი გეგმა მაიკლ კეისაც გააცნო, ოღონდ სიკვდილი ან გარდაცვალება არ


უხსენებია. შესთავაზა, თავი დაანებე «პარკებსა და ბაღებს», ვიდრე თვითონ
დაუთხოვიხართ სამსახურიდან და მატარებლით წამომყევი პრინს-ალბერტამდეო.
ფიქრობდა, ოთახს დავიქირავებ, მაიკლი კი ფერმაში სამსახურს იშოვისო. თუ ისე
მოხდებოდა, რომ მაიკლის ბინა იმხელა იქნებოდა, რომ ორივეს ეყოფოდა, ანაც მასთან
დარჩებოდა და სახლს მიხედავდა; თუ – არა, მაიკლი უქმეებზე მოინახულებდა
დედას. რომ დაენახვებინა, სრულიად სერიოზულად განვიხილავ ამ გეგმასო, მაიკლს
საწოლის ქვეშ შედგმული ჩემოდანიც გამოაღებინა, მის თვალწინ გადათვალა ერთი
ხელჩანთა გატკიცინებული ბანკნოტები, რომლებსაც ამ საქმისთვის აგროვებდა –
ზუსტად ასე უთხრა შვილს.

წინდაწინვე ელოდა, რომ მაიკლი ჰკითხავდა, როგორ წარმოგიდგენია, ერთმა


მივარდნილმა, პატარა დასახლებამ თავის წიაღში მიიღოს ორი უცხო ადამიანი,
რომელთაგან ერთი ავადმყოფი მოხუცი ქალიაო. ამ კითხვაზეც მზად ჰქონდა პასუხი,
მაგრამ მაიკლს წამითაც არ უყოყმანია. ზუსტად ისე მიიღო დედამისის შეთავაზების
სიბრძნე, ზედმეტი კითხვების გარეშე, როგორც წლების წინ ირწმუნა, რომ ჰოის
ნორენიუსში დედამ იმიტომ დატოვა, რომ საამისო მიზეზი ჰქონდა და, თუკი ჯერ არ
იცოდა, რა იყო ეს მიზეზი, მალე აუცილებლად ამოიცნობდა. დაჰყურებდა მაიკლი
კილტზე გადაშლილ ბანკნოტებს და გონებისთვალით სულ სხვა რამეს ხედავდა –

23
ფართო და გაშლილ მინდორზე წამომართულ, მზისგან გახუნებულ თეთრ კოტეჯს,
რომლის საკვამურიდანაც კვამლი ხუჭუჭა ქულებად ამოდიოდა, წინკარში კი
ხედავდა დედას, კარგად მყოფსა და მოღიმარს, სრულ მზადყოფნაში, მიეღო თავისი
ვაჟი გრძელი და დამქანცველი დღის ბოლოს.

მეორე დილას მაიკლი სამსახურში აღარ გამოცხადებულა. წინდებში ჩაყოლებული


ორი შეკვრა ბანკნოტებით რკინიგზის სადგურზე მთავარი სარკინიგზო ხაზისთვის
შესაძენი ბილეთების განყოფილებას მიაშურა. ბილეთების გამყიდველმა უთხრა,
სიამოვნებით მოგყიდი ორ ბილეთს პრინს-ალბერტამდე, ანდა სხვა უახლოეს
პუნქტამდე (პრინს-ალბერტი, თუ პრინს-ალფრედი? – ჩაეკითხა კიდეც), მაგრამ მაინც
არ უნდა გქონდეს მატარებელში მოხვედრის იმედი, თუ ადგილს წინასწარ არ
დაჯავშნი და შემდეგ გამოცხადებული კეიპის ნახევარკუნძულის საპოლიციო
რაიონის დატოვების ნებართვას არ მოიპოვებო. ბილეთების დაჯავშნა კლერკს 18
აგვისტოზე ადრე არ შეეძლო, ეს კი ორი თვის შემდეგ იყო. რაც შეეხება ნებართვას,
საბუთის აღებას მხოლოდ პოლიციაში შეძლებდა. კეიმ მაინც სთხოვა, იქნებ
ბილეთები უფრო ადრე მომიძებნოთო, მაგრამ ამაოდ: კლერკის აზრით, დედამისის
ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოდგებოდა გამგზავრების შესაფერის
არგუმენტად. მეტიც, ურჩია კლერკმა, ჯობია, დედათქვენის მდგომარეობა სულ არ
ახსენოთო.

სადგურიდან კეი კალედონის მოედანზე გავიდა და ორ საათზე მეტი გაატარა რიგში


ერთი ქალის უკან, რომელსაც ატირებული ბავშვი ეჭირა. ანკეტების ორი წყება მისცეს,
ერთი დედისთვის, ერთიც მისთვის. ლურჯ ანკეტებს ბილეთის ჯავშნები მიაკარით
და წაიღეთ EE5 ოთახშიო, მიასწავლა მისაღებ მერხთან მჯდომმა პოლიციელმა ქალმა.

წვიმიან დღეებში ანა კეი კარის ქვეშ დარჩენილ ღრიჭოს ძველი პირსახოცით გმანავდა
და ასე იცავდა ოთახს შემომავალი წყლისგან. ოთახი «დეტოლისა» და ტალკის სუნად
ყარდა.

– თავი ქვის ქვეშ გაყურსული გომბეშო მგონია, ზუსტად ამას ჰგავს აქ ცხოვრება, –
წაიჩურჩულა ანამ, – არა, აგვისტომდე ვერ გავძლებ, – დააყოლა მერე, სახე
გადასაფარებელში ჩარგო და დადუმდა. ცოტა ხანში კეიმ იგრძნო, რომ სუნთქვა
უჭირდა. ქუჩის კუთხეში მდებარე მაღაზიაში გავიდა. პური არ ჰქონდათ.

– არც პურია, არც რძე, – მიუგო გამყიდველმა, – ხვალ შემოიარე.

გალეტები და შესქელებული რძე იყიდა, მერე ტენტის ქვეშ დადგა და წვიმის ცქერაში
თვალი გაუშტერდა. მეორე დღეს ანკეტები EE5 ოთახში მიიტანა. ნებართვებს
დადგენილ ვადაში ფოსტით გამოგიგზავნითო, უთხრეს, რა თქმა უნდა, მას მერე, რაც
ანკეტებს პრინს-ალბერტის პოლიციის განყოფილებაში ნახავენ და დაადასტურებენო.

იქიდან დე ვაალის პარკში წავიდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უთხრეს,


ჯამაგირს თვის ბოლოს გაგისტუმრებთო.

– მაგას მნიშვნელობა აღარა აქვს, – უთხრა უფროსს, – მაინც მივემგზავრები, დედასთან


ერთად მივდივარ.

24
კარგად ახსოვდა დედამისის ვიზიტები ჰოისნორენიუსში. ზოგჯერ ზეფირი
მოჰქონდა, ზოგჯერ შოკოლადის გალეტები. სათამაშო მოედანზე სეირნობდნენ, მერე
დარბაზში სვამდნენ ჩაის. ვიზიტების დღეებში ბიჭებს თავიანთ საუკეთესო ხაკისფერ
ტანსაცმელსა და ყავისფერ სანდლებს აცმევდნენ. ზოგ ბიჭს მშობლები არ ჰყავდა, ანდა
მშობლებს არ ახსოვდათ ისინი. მამაჩემი მოკვდა, დედა მუშაობსო, ამბობდა თავის
თავზე.

ოთახის ერთ კუთხეში რბილი ბუდე მოიწყო მუთაქებითა და გადასაფარებლებით, იქ


იჯდა ხოლმე საღამოობით სრულ სიბნელეში და დედის სუნთქვას უსმენდა. ანა სულ
უფრო მეტ დროს ატარებდა ძილში. ზოგჯერ თვითონაც ასე მჯდომარეს ჩაეძინებოდა
ხოლმე და ავტობუსზე იგვიანებდა. მომდევნო დილას თავის ტკივილი აღვიძებდა.
დღისით ქუჩებში დახეტიალებდა. არაფერი მუშაობდა მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც
ნებართვას უცდიდნენ. ნებართვები კი არა და არ მოდიოდა.

ერთ ადრიან კვირა დილას მაიკლ კეი დე ვაალის პარკში მივიდა და იმ ფარდულის
საკეტი გატეხა, სადაც მებაღეები თავიანთ ხელსაწყოებს ინახავდნენ. აიღო ხელის
იარაღები, ურიკა და სი პოინტამდე ჩააგორა. ბინების უკან, ხეივანში შეუდგა
მუშაობას, ჯერ ერთი ძველი ყუთი დააცალკევა და ორი კვადრატული ფუტის ხელა
სიბრტყე შეაკოწიწა წამომაღლებული ზურგით და მერე ეს ზურგი მავთულით
ურიკაზე მიამაგრა. ახლა დედამისის დარწმუნებას შეუდგა, სასეირნოდ გამომყევიო.

– მოგიხდება სუფთა ჰაერი, – უთხრა დედას, – თან არავინ დაგინახავს, უკვე ხუთს
გადასცდა, წინა შესასვლელი სულ ცარიელია.

– მერე რა, სახლის ფანჯრებიდან დამინახავენ. არ მინდა, ვიღაცის სასეიროდ გამიხდეს


საქმე, – გაჯიუტდა ანა, მაგრამ მეორე დღეს მაინც მოულბა გული. ქუდი დაიხურა,
პალტო შემოიცვა, ფეხები ჩუსტებში წაყო და ფლატუნით შეერია ნაშუადღევის
ნაცრისფერ სივრცეს. მერე მაიკლს იმის უფლებაც მისცა, საკაცეზე დაესვა. მაიკლმა
ბიჩ-როუდზე გადაიყვანა და ბულვარის გაყოლებაზე მოასფალტებულ გზაზე
გავიდა.
იქ არავინ დახვედრიათ, მხოლოდ ხანში შესული წყვილი, რომელიც ძაღლს
ასეირნებდა. ანა კეი მაგრად ჩაჰფრენოდა საკაცის კიდეებს და ზღვის ცივ ჰაერს
ხარბად ისუნთქავდა, მაიკლი ამასობაში დაუზარლად აწვებოდა ურიკას ასიარდიან
ბულვარზე და მხოლოდ დროდადრო შეჩერდებოდა ხოლმე, რომ ანას ქვებს
მოხეთქებული ტალღებისთვის ეცქირა; მერე ისევ აგრძელებდა გზას. უკვირდა, რა
მძიმე იყო დედა სატარებლად, ურიკა კი – როგორი ყანყალა. ერთხელ კინაღამ
აუყირავდა კიდეც და ანა ძლივს გადარჩა გადავარდნას.

– ფილტვებზე მოგიხდება სუფთა ჰაერი, – გაუმეორა დედას. მომდევნო შუადღეს


წვიმდა და შინ დარჩნენ.

იფიქრა, ხელით სატარებელ ორთვალას გავაკეთებ თავისი კორპუსით – ძირითად


ნაწილს ველოსიპედის წყვილ ბორბალზე დავამაგრებო, მაგრამ ვერ მოიფიქრა, ღერძი
სად ეპოვა.

25
მერე, ივნისის ბოლო კვირას, მოსაღამოებულზე, სამხედრო ჯიპი მაღალი სიჩქარით
შევარდა ბიჩ-როუდზე და გაიტანა ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა.
ყმაწვილი დარტყმის ძალამ უკან, ტროტუარზე გადაისროლა და ბორდიურთან
გაჩერებულ მანქანებს შორის ჩაჭეჭყა. თვითონ ჯიპიც გზიდან გადავიდა და «კოტ
დ’აზიურის» წინ გაუკრეჭავ გაზონებში შევარდა. მანქანის მგზავრებს ავარიაში
მოყოლილი ბიჭისგაბრაზებული მეგობრებიგადაუდგნენ წინ, გაწევ-გამოწევა ჩხუბში
გადაიზარდა და გარშემო სეირის მოყვარულებიც შემოიკრიბნენ. ტროტუარის
ჩაყოლებაზე გაჩერებულ მანქანებს კარები გამოგლიჯეს და სავალ ნაწილზე
გადაყარეს. მთელ ქუჩაზე გაისმა სირენების ხმა, რაც კომენდანტის საათის დაწყებას
ნიშნავდა, მაგრამ ბრძანებას არავინ დაემორჩილა. სასწრაფო დახმარების მანქანამ,
რომელსაც მოტოციკლების ესკორტი მოჰყვა, ბორდიურთან მკვეთრად დაამუხრუჭა,
მოატრიალა და გიჟივით გავარდა უკან, ბრბომ მძლავრად მოქნეული ქვების წვიმა
მიაყოლა. მერე მეთოთხმეტე სართულის აივნიდან ვიღაცამ რამდენჯერმე გაისროლა
რევოლვერი. დაბნეული ხალხი წივილ-კივილით თავშესაფრის მოსაძებნად გაიფანტა.
ვიღაცეები სანაპიროზე მდგარ კორპუსებში შეცვივდნენ, კორიდორებს მოედვნენ,
კარებზე ბრახუნი ატეხეს, ფანჯრები და ნათურები ჩალეწეს. კაცი, რომელმაც
რევოლვერიდან ისროლა, სამალავიდან გამოათრიეს, გონების დაკარგვამდე ურტყეს
და ტროტუარზე დააგორეს. კორპუსების ზოგიერთი მცხოვრები ჩარაზულ კარს მიღმა,
სიბნელეში დაიმალა, დანარჩენები, შეშინებულები, ქუჩებს მოედვნენ. ქალს, რომელიც
დერეფნის ბოლოს მიიმწყვდია ბრბომ, ტანსაცმელი შემოახიეს. ვიღაცას ცეცხლის
ჩამქრობ ბალონზე დაუცდა ფეხი და კოჭი მოიტეხა. მერე კარებიც შეანგრიეს და
ბინები დააწიოკეს. ზუსტად ანა კეის ოთახის თავზე, მძარცველებმა ფარდები
ჩამოხიეს, ტანსაცმელი იატაკზე დაყარეს, ავეჯი დალეწეს და ოთახში ცეცხლი
დაანთეს, მაგრამ ხანძარი დიდ ფართობს არ მოსდებია, მხოლოდ სქელი კვამლი
დადგა. კოტ დ’აზიურის, კოტ დ’ორის და კოპაკაბანას მიმდებარე გაზონებზე სულ
უფრო მატულობდა ხალხი, ზოგს ფეხებთან ნაძარცვი ნივთები ეწყო ბოხჩებად, სხვები
დეკორატიული ქვებით მოკირწყლული ბაღებიდან ქვებს იღებდნენ და იქამდე
ესროდნენ ფანჯრებს ზღვაზე ხედით, ვიდრე ყველა შუშა არ ჩაილეწა.

ბულვარზე, 50 იარდის იქით, ლურჯი შუქის ციმციმით მოვიდა პოლიციის საბარგო


მანქანა და დადგა. უცებ ავტომატური პისტოლეტიდან ცეცხლი გაიხსნა, საპასუხო
სროლა ატყდა მანქანების ბარიკადებს აქეთაც. მანქანამ სწრაფად დაიხია უკან,
აკივლებული ბრბოც ბიჩ-როუდისკენ გაბრუნდა. კიდევ ოცი წუთიც და უკუნი
სიბნელე ჩამოწვა, პოლიციელების და აჯანყებულების რიცხვი კი გაიზარდა.
სართულ-სართულ დაიკავეს გაძარცული ბინები, ისე რომ წინააღმდეგობა არავის
გაუწევია, ხალხი უკანა გასასვლელიდან გარბოდა. ერთმა მძარცველმა პირდაპირ
ესროლა და მოკლა ქალი, რომელმაც ვერ გაასწრო ბრბოს და სხვებს ჩამორჩა.
პოლიციელები მიგდებულ ნივთებს აგროვებდნენ ქუჩებში და გაზონებზე აწყობდნენ.
გვიან ღამით ადგილობრივი მცხოვრებლები ამ გროვებს ჩხრეკდნენ ფარნებით და
საკუთარ ნივთებს ეძებდნენ. უკვე შუაღამისას, როცა ოპერაცია თითქმის
დასრულებული ეგონათ, ერთ ჩაბნელებულ კორიდორში მიგდებული, ტყვიით
ფილტვგახვრეტილი მეამბოხე იპოვეს და წაიყვანეს. ღამის გუშაგები დანიშნეს და
მთავარმა ძალამ უკან დაიხია. გამთენიისას ქარმა იმატა და თქეში წამოვიდა. კოტ

26
დ’აზიურის, კოტ დ’ორის და კოპაკაბანის ჩალეწილ ფანჯრებში ორივე გავეშებით
ატანდა. ავდარი ბოგინობდა ეგრემონტსა და მალიბუ ჰაიტსშიც, რომელიც ამ დრომდე
კეთილი იმედის კონცხის გარშემო მოქმედი აღმოსავლეთ-დასავლეთის გადამზიდავი
ხაზებისთვის უკანასკნელ წყნარ ოაზისს წარმოადგენდა, ახლა კი იქაც, ჩამტვრეულ
ფანჯრებში ფარდები ფრიალებდა, ხალიჩები წვიმით იჟღინთებოდა, ზოგან კი იატაკი
მთლიანად იტბორებოდა.

მთელი ამ ამბებისდროს ანა კეი და მისი ვაჟი, თაგვებივით გატრუნულები, კიბის ქვეშ
მოწყობილ თავიანთ ოთახში იმალებოდნენ. მაშინაც კი არ გაუღიათ ჩქამი, როცა
კვამლის სუნი იგრძნეს, როცა მძიმე ნაბიჯებით ვიღაცამ კართან გაირბინა, როცა ვიღაც
დაკეტილ კარსაც დაეჯაჯგურა. ლოგინზე წამომჯდარ დედა-შვილს,
გადაჩურჩულებასაც რომ ვერ ბედავდნენ, ცხადია, ვერ წარმოედგინათ, რომ
ალიაქოთი და წივილ-კივილი, სროლა და შუშების ლეწვა მხოლოდ მათ მიმდებარე
რამდენიმე ქუჩაზე ვრცელდებოდა. ამიტომ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ღრმად
რწმუნდებოდნენ, რომ სი პოინტამდე ნამდვილმა ომმა მოაღწია და მათაც მოაგნო.
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა ანას ძლივძლივობით ჩაეძინა, მაიკლი კი
მაინც ყურებდაცქვეტილი იჯდა, ცდილობდა, ძალიან ჩუმად ესუნთქა და კარქვეშა
ღრიჭოში გავლებულ, გარედან შემომავალი სინათლის ნაცრისფერ ზოლს
აკვირდებოდა. როცა დედამისმა ხვრინვა ამოუშვა, მკლავზე წაავლო ხელი
გამოსაფხიზლებლად.

ასე, ამ პოზაში, კედელს ზურგით მიყრდნობილს, როგორც იქნა, მაიკლსაც ჩაეძინა.


როცა გაეღვიძა, სინათლის ზოლი უფრო გაბაცებულიყო. გააღო კარი და გარეთ
ფეხაკრეფით გაიპარა. კორიდორის იატაკზე დამტვრეული შუშები ეყარა. კორპუსის
შესასვლელში, ზურგით მისკენ, ორი ჩაფხუტიანი ჯარისკაცი იჯდა შეზლონგებში და
წვიმასა და ნაცრისფერ ზღვას გაჰყურებდა. კეი ისევ ჩუმად შემოიპარა ოთახში და
ფარდაგზე დაწვა დასაძინებლად.

მოგვიანებით, იმავე დღეს, როცა კოტ დ’აზიურის ბინადრები დაბრუნდნენ


აოხრებული სახლების დასალაგებლად, საკუთარი ნივთების ჩასაწყობად, ან
უბრალოდ აწიოკებული მიდამოს საცქერად და დასატირებლად, და როცა წვიმამაც
გადაიღო, მაიკლ კეი გრინ პოინტში გაემგზავრა, იქ ოლიფანტ როუდზე მივიდა
წმინდა ჯოზეფის მისიაში, სადაც ადრე ყველას შეეძლო, ჯამი წვნიანი მიეღო და ღამე
გაეთია ისე, რომ არავინ არაფერს ჰკითხავდა. მაიკლს იმედი ჰქონდა, რომ
დედამისისთვის იპოვიდა ღამის გასათევს და აოხრებულ კორპუსს მოაშორებდა,
მაგრამ წმინდა ჯოზეფის ქანდაკებას აღარც წვერი ჰქონდა, აღარც თავისი
აღჭურვილობა, ბრინჯაოს ტრაფარეტი ჭიშკრის ბოძიდან ჩამოეხსნათ, ფანჯრები
ჩაერაზათ. მეზობელ კარზე დააკაკუნა, გაიგო, როგორ გაჭრიალდა იატაკი, მაგრამ
კართან არავინ მოვიდა.

სამსახურისკენ გზაზე ქალაქის გადაკვეთა მოუხდა, გზად იმდენი უსახლკარო და


ღარიბ-ღატაკი ხვდებოდა, გვერდს ძლივს უქცევდა. რამდენიმე წლის წინ
ცენტრალური უბნიდან ისინი გარეკეს, ახლა კი ისევ მოჰფენოდნენ ქუჩებს,
მათხოვრობდნენ, ქურდობდნენ ან ჰუმანიტარული მისიების შენობებთან რიგში
იდგნენ. ზოგი საჯარო დაწესებულებების შენობებს ეხიზნებოდა გასათბობად, ღამით

27
კი დოკის გარშემო მდებარე ფარღალალა საწყობებს ანდა ბრი-სტრიტის მიტოვებულ
კორპუსებს აფარებდა თავს, სადაც პოლიცია ვერასოდეს ბედავდა შესვლას. იმ
წელიწადს, ვიდრე ხელისუფლება საბოლოოდ დაიწყებდა პერსონალური
გადაადგილების კონტროლს, კეიპტაუნი სავსე იყო სოფლებიდან სამუშაოს
საძებნელად ჩასული ხალხით. ისინი ნებისმიერ სამუშაოზე იყვნენ თანახმა, მაგრამ
არც სამუშაო ადგილები იყო, არც – ღამის გასათევი. ამ დამშეულთა საკბილო რომ
გამხდარიყვნენ, – ფიქრობდა კეი, – გადარჩებოდნენ კი დედამისი და თვითონ?
როდემდე შეძლებდა, დედა ურიკით ქუჩა-ქუჩა ეტარებინა და საჭმელი ემათხოვრა?
მთელი დღე უმიზნოდ დაეხეტებოდა და ბოლოს ოთახში სრულიად
სასოწარკვეთილიდაბრუნდა. ვახშმისთვის სუპი, ორცხობილები და სარდინის
კონსერვი გამოიტანა, ქურას პლედი მიაფარა, შემთხვევით სინათლეს ვინმეს
ყურადღება რომ არ მიეპყრო.

ახლა მთელი იმედი ნებართვის მიღებაზე დაამყარეს, ეს თუ მისცემდათ შანსს,


იქაურობას გასცლოდნენ. მაგრამ ბოურმანების საფოსტო ყუთი, სადაც პოლიცია
საბუთს გამოგზავნიდა, რა თქმა უნდა, თუ საერთოდ აპირებდა გამოგზავნას,
დაკეტილი იყო. ძარცვის ღამის შემდეგ კი თვითონ დაზაფრული ბოურმანები
მეგობრებმა გაარიდეს იქაურობას, ისე რომ სიტყვა არ დაუბარებიათ, როდის
დაბრუნდებოდნენ. ამიტომ ანა კეიმ თავისი ვაჟი აგზავნა ზედა სართულზე და
მიასწავლა, როგორ და სად აეღო საფოსტო ყუთის გასაღები.

კეი ამ ბინაში მანამდე არასდროს ყოფილა. ყველაფერი არეულ-დარეული დახვდა.


იატაკზე ავდრისას ფანჯრებიდან შემოსული წვიმის გუბეები იდგა, ამ გუბეებში ეყარა
დამტვრეული ავეჯი, გამოღრუტნული მატრასები, შუშის ნამტვრევები და დალეწილი
ჭურჭელი, დამჭკნარი ქოთნის ყვავილები, სულ მთლად სველი თეთრეული და
ხალიჩები. ფეხსაცმელზე ეკვროდა დასველებული საკონდიტრო ფქვილი,
ბურღულეული, შაქარი, კატის ნაგავი და ჭუჭყი. სამზარეულოში მაცივარი პირქვე
ეგდო, თუმცა ძრავა კვლავ მუშაობდა, ანჯამებიდან კი ყვითელი დუჟი გამოსდიოდა
და ერთვოდა მეტლახის იატაკზე ნახევარ დუიმზე დამდგარ წყალს. ერთ დროს
თაროებზე ჩამწკრივებული ქილები ახლა ძირს ეყარა. იდგა აძმარებული ღვინის სუნი.
ბზინვარე თეთრ კედელზე კი გაზქურის საწმენდი სითხით ვიღაცას მიეწერა:
ჯოჯოხეთში.

მაიკლმა დაარწმუნა დედა, ზევით ასულიყო და თავისი თვალით ენახა დანგრეული


სახლი. ანა ბოლოს იქ ორი თვის წინ იყო, ახლა კი თვალცრემლიანი იდგა სასტუმრო
ოთახის ზღურბლზე.

– რისთვის დასჭირდათ ეს ყველაფერი? – ამოილუღლუღა და იუარა,


სამზარეულოში ვერ შევიდა, – არადა, რა კარგი ხალხია! არც კი ვიცი, როგორ
გადაიტანენ!

მაიკლი ქვევით ჩასვლაში დაეხმარა, ანა კი არ ისვენებდა, გაუჩერებლად


კითხულობდა, სად იყვნენ ახლა ბოურმანები და ვინ დაალაგებდა მათ სახლს, როცა
დაბრუნდებოდნენ.

28
მაიკლი ახლა ანას გარეშე აბრუნდა აოხრებულ ბინაში. მაცივარი გაასწორა,
გამოასუფთავა, ერთ კუთხეში მიხვეტა დამტვრეული ჭურჭელი, მოწმინდა იატაკი,
ნაგვით აავსო ათზე მეტი პარკი და მთავარ კართან მიაყუდა. ერთ მხარეს გადააწყო
ჯერ კიდევ ვარგისი საჭმელი. სასტუმრო ოთახის დალაგება არ უცდია, სამაგიეროდ
რამდენადაც შეძლო საიმედოდ მიამაგრა გამოფატრული ფანჯრების ჩარჩოებზე
ფარდები. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ არა იმ ხანდაზმული ადამიანებისთვის, არამედ
დედაჩემისთვის, – უთხრა საკუთარ თავს.

აშკარა იყო, რომ ვიდრე არ შეაკეთებდნენ ფანჯრებს და არ გადაყრიდნენ ხალიჩებს,


რომლებსაც უკვე მყრალი სუნი ასდიოდათ, ბოურმანები ამ სახლში ვეღარ
იცხოვრებდნენ. მიუხედავად ამისა, ბინის დაკავების იდეა მაიკლს იქამდე არ
მოსვლია, ვიდრე პირველად არ ნახა სააბაზანო ოთახი.

– მხოლოდ ერთი-ორი ღამით-მეთქი, – სთხოვა დედას, – ისე, რომ მარტომ


დაძინება შეძლო. მხოლოდ იქამდე, ვიდრე გეცოდინება, რას ვაკეთებთ. დივანს
შევიტან სააბაზანო ოთახში, დილას კი ისევ ყველაფერს თავის ადგილზე დავაბრუნებ.
გპირდები. ვერაფერს გაიგებენ.

სააბაზანო ოთახში მართლა შეიტანა დივანი და ზედ ფენებად ბევრი ზეწარი და


სუფრა გადააფარა. ფანჯარაზე მუყაო ააკრა და შუქი ჩააქრო. ცხელი წყალიც
მოდიოდა. ასე რომ, იბანავა კიდეც. დილას კი თავისი იქ ყოფნის კვალი სრულად
გააქრო. ფოსტალიონი მოვიდა, მაგრამ ბოურმანებისთვის არაფერი დაუტოვებია.
წვიმდა. გარეთ გავიდა, ავტობუსის მოსაცდელში მერხზე ჩამოჯდა და წვიმის ცქერაში
გაერთო. შუადღისას, როცა მიხვდნენ, რომ ბოურმანები არც იმ დღეს ბრუნდებოდნენ
სახლში, ისევ ბინაში დაბრუნდა.

დღე დღეს მისდევდა და გადაუღებლად წვიმდა. ბოურმანებისგან არაფერი ისმოდა.


კეიმ ყველაზე ბინძური დაგუბებული წყალი აივანზე გახვეტა და გაჭედილი მილები
გაასუფთავა. მართალია, ბინაში ქარი უბერავდა, მაგრამ ობის სუნი დღითი დღე
იკიდებდა ფეხს. კარგად გაწმინდა სამზარეულოს იატაკი და ნაგვის პარკები ქვევით
ჩაზიდა.

მერე და მერე, ბოურმანების ბინაში არა მხოლოდ ღამეებს, დღეებსაც ატარებდა.


სამზარეულოს კარადაში ჟურნალების მთელ წყებას მიაგნო. ჩაწვებოდა საწოლში,
ანდა აბაზანაში და ფურცლავდა ლამაზი ქალებისა და ძვირფასი სადილების
ფოტოებს. უფრო მეტად საჭმლის ფოტოები იზიდავდა. დედასაც აჩვენა სურათი,
რომელზეც შემწვარი ღორის ხორცის ალუბლითა და ანანასის რგოლებით მორთული,
აბზინვარებული ნაჭერი ჩანდა, რომელსაც მშვენივრად აბალანსებდა ჟოლოთი და
ფაფუკი კრემით სავსე ჯამი და ხურტკმელის ტარტი.

– ასე ახლა ვეღარავინ იკვებება, – უთხრა დედამ. მაიკლი არ დაეთანხმა:

– აბა, ღორებმა რა იციან, რომ ომი დაიწყო, – მიუგო, – არც ანანასებმა იციან ომის
ამბავი. საკვები კვლავ იზრდება და მრავლდება. ვიღაცამ ხომ უნდა ჭამოს. დაბრუნდა
ჰოსტელში, სადაც წინათ ცხოვრობდა და ძველი ქირა დაფარა.

29
– სამსახურიდან წამოვედი, – უთხრა მეპატრონეს, – დედაჩემთან ერთად
სოფელში მივდივარ, მინდა, გავერიდო აქაურ ამბებს, ნებართვასღა ველოდებით.

აიღო ველოსიპედი და ჩემოდანი, გზად სამჭედლოში შეიარა და იყიდა ერთი მეტრი


ფოლადის მილი. ურიკა თავისი დასაჯდომით იქვე იდგა, სადაც დატოვა – კორპუსებს
უკან, ხეივანში. ისევ მიუბრუნდა საქმეს და ველოსიპედი გამოიყენა ორთვალას
გასაკეთებლად, რითაც დედის გასეირნებას შეძლებდა. მართალია, ბორბლის
სამაგრები ადვილად ჩამოეცვა ახალ ღერძს, მაგრამ ვერაფრით მოიფიქრა, როგორ
დაემაგრებინა ბორბლები, ისე რომ არ ამოცვენილიყო. რამდენიმე საათს წვალობდა
მავთულის სამაგრების გაკეთებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მერე ხელი ჩაიქნია. რაღაცას
ვიზამო, გაიფიქრა და დაშლილი ველოსიპედი ბოურმანების სამზარეულოს იატაკზე
დატოვა.

წინა ოთახში შეგროვებულ ნაგავში რადიოტრანზისტორიც ეგდო. ფირფიტის კიდეში


ნემსი იყო გარჭობილი, ელემენტები თითქმის აღარ მუშაობდა და მაიკლი მალე შეეშვა
ჩხირკედელაობას. თუმცა, მერე, სამზარეულოს უჯრების ჩხრეკისას, თავსახური
იპოვა, რითიც რადიო კვების ბლოკს შეუერთა. ასე რომ, ახლა შეეძლო სრულ
სიბნელეში ჩაწოლილიყო აბაზანაში და მოესმინა მეორე ოთახში ჩართული
რადიოდან შემომავალი მუსიკა. ზოგჯერ ეს მუსიკა აძინებდა. ეღვიძებოდა მეორე
დილას და კვლავ უწყვეტად ისმოდა მუსიკა, ანდა საუბარი ენაზე, რომლის ერთი
სიტყვაც არ ესმოდა, შორეული ადგილების სახელებს თუ გაარჩევდა მხოლოდ:
ვაკერსტრუმი, პიეტერსბურგი, კინგ უილიამის ქალაქი. ზოგჯერ აღმოაჩენდა, რომ
თურმე მუსიკას თვითონაც უღიმღამოდ აჰყოლია.

ჟურნალები რომ მოიყირჭა, სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დახვავებული ძველი


გაზეთების ფურცვლას შეუდგა. გაზეთები ისეთი ძველი იყო, გამოქვეყნებული
ამბებიდან ერთიც აღარ ახსოვდა, ზოგიერთი ფეხბურთელის გვარი ეცნობოდა
მხოლოდ. ხამიეკსრუნელ მკვლელს მიაგნეს! – იუწყებოდა ერთი სათაური, რომლის
ქვეშაც ბორკილებდადებული კაცის ფოტო იყო. კაცს თეთრი, ალაგ-ალაგ შემოხეული
მაისური ეცვა და მკაცრი იერის მქონე ორ პოლიციელს შორის იდგა. მიუხედავად
იმისა, რომ ბორკილების სიმძიმის გამო ხამიეკსრუნელ მკვლელს მხრები წინ
გადმოსწეოდა და მოხრილი იდგა, კეის აღქმით, სახეზე მაინც მშვიდი, გამარჯვების
აღმნიშვნელი ღიმილი დასთამაშებდა. ქვემოთ კიდევ ერთი ფოტო იყო: შავ ფონზე
მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი მინაწერით: «მკვლელის იარაღი». კეიმ ეს
სტატია მაცივრის კარზე გააკრა და შემდეგი დღეების განმავლობაში, როცა
ველოსიპედის ბორბლებზე ჩხიკინსა და ჩხიკინს შორის შეისვენებდა და თავს
აიღებდა, ყოველთვის ხვდებოდა იმ უცხო კაცის მზერას ხამიეკსრუნიდან, და რა
მნიშვნელობა ჰქონდა, სად იყო ეს ადგილი.

უსაქმურობისგან ბოურმანების წყლით დასველებული წიგნების გაშრობა სცადა –


სასტუმრო ოთახში გაბმულ თოკზე ჩამოკიდა, მაგრამ წიგნები ისე ნელა შრებოდა, რომ
თავი მიანება. კითხვა ისედაც არასოდეს ჰყვარებია, ამ სველ წიგნებში მოთხრობილ
ამბებშიც საინტერესოს ვერაფერს ხედავდა. ეს იყო ამბები სამხედრო კაცებსა და
ქალებზე, რომელთაც ისეთი სახელები ერქვათ, როგორიცაა, მაგალითად, ლავინია.
თუმცა სურათებიანი წიგნების ფურცლების ერთმანეთისგან განცალკევებას მაინც

30
შეეცადა. ამ სურათებზე იყო იონიის კუნძულები, მურის ეპოქის ესპანეთი, ტბების
ქვეყანა ფინეთი, ბალი და დედამიწის სხვა მხარეები.

შემდეგ, ერთ დილას, როცა მაიკლ კეიმ წინა კარის საკეტის გაფხეკა დაიწყო, წინ
უეცრად ოთხი კომბინეზონიანი უცნობი აესვეტა. უცნობებმა იდაყვით გასწიეს
გვერდზე და სიტყვის უთქმელად დაიწყეს ნივთების ჩალაგება. ნაჩქარევად გასწია
გვერდზე ველოსიპედის ნაწილები. ამ დროს ხალათმოცმული დედამისიც
გამოფრატუნდა და კიბეზე ერთ-ერთი უცნობი შეაჩერა:

– სადაა თქვენი უფროსი? სადაა ბატონი ბოურმანი?

კაცმა მხრები აიჩეჩა. კეი ქუჩაში გავიდა და სატვირთო მანქანის მძღოლს


გამოელაპარაკა.

– ბოურმანებმა გამოგგზავნეს?

– შენ როგორ გგონია, ძმაო? – კითხვა შეუბრუნა მძღოლმა.

მაიკლმა კვლავაც ლოგინამდე მიიყვანა დედა. დედა არ ჩერდებოდა:

– იცი, რა ვერ გამიგია? რატომ არაფერი გამაგებინეს? რა ვქნა, ერთ დღესაც კარზე
ვიღაცამ რომ მომიკაკუნოს და მომთხოვოს, დაცალე აქაურობა, ოთახი ჩემთვის
მინდაო? სად წავიდე მერე...

დიდხანს ეჯდა დედას გვერდზე, ხელზე ნაზად უსვამდა ხელს და მის წუწუნს
ისმენდა. მერე კი აიღო ველოსიპედის ბორბლები, ფოლადის მილი, თავისი იარაღები
და ხეივანში გავიდა, ჩაჯდა მზის გულზე და თავიდან დაუწყო კირკიტი ღიად
დარჩენილ საკითხს – როგორმე ბორბლები ღერძზე კარგად მიემაგრებინა. მთელი
შუადღე იმუშავა, საღამოს კი ტარიანი ხერხის პირით ძლივს გაუყარა მავთული
მილის ერთი ბოლოდან მეორეში, რომელზეც უკვე შეეძლო, ბევრი ერთდუიმიანი
ჭანჭიკი მოეჭირა. მას შემდეგ, რაც ბორბლებს ჭანჭიკებს შორის დაამაგრებდა ღერძზე,
მხოლოდ მავთულის ღერძის გარშემო მჭიდრო ნასკვებით დამაგრებაღა რჩებოდა და
ამოცანა თითქოს გადაჭრილი იყო. იმ ღამეს თითქმის არ ეძინა, არც არაფერი უჭამია,
ისე ძალიან უნდოდა, წინ წაეწია საქმე. დილას დაშალა ძველი ურიკის დასაჯდომი და
ხელახლა ააწყო ვიწრო და სამგვერდა, რომელსაც ორი სახელური დაუყენა,
სახელურები კი, თავის მხრივ, ღერძზე მიამაგრა. ახლა უკვე ჰქონდა სქელი რიქშა,
რომელიც, მართალია, მყარი კონსტრუქციისა არ იყო, მაგრამ დედამისის წონას მაინც
გაუძლებდა; ასე რომ, იმავე საღამოს, როცა ჩრდილო-დასავლეთიდან მობერილმა
ცივმა ქარმა, ყველაზე ჯიუტი მოსეირნეების გარდა, ყველა აიძულა, შინ შესულიყვნენ,
კეიმ ზღვისპირას ისევ გაასეირნა პალტოსა და პლედში გახვეული დედა, რამაც ანა
ძლივს გააღიმა ამდენი ხნის განმავლობაში.

სწორედ ახლა იყო დრო და კეიმაც, რაწამს სახლში შევიდნენ, მაშინვე გააცნო გეგმა,
რომელიც პირველი ურიკის აწყობისთანავე აეკიატა. – ნებართვის მოლოდინში
დროს უქმად ვკარგავთ, – თქვა მან.

31
ნებართვა არ მოვა, მის გარეშე კი მატარებლით ვერაფრით გაემგზავრებიან. ოთახიდან
უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება გამორეკონ. ამიტომ ნუთუ მაინც არ წააყვანინებს ანა
თავს ამ ურიკით პრინს-ალბერტამდე? აკი, თავად დაინახა, რა კომფორტულია შიგ
ჯდომა. თან ამ ნესტიან ჰავას მისთვის კარგი არაფერი მოაქვს, არც მომავალზე დარდი
დასრულდება. დაიდებს თუ არა ბინას პრინს-ალბერტში, ნახავს, როგორ
მომჯობინდება. გზაში სულ ერთი-ორი დღე დაეხარჯებათ. ხალხსაც არა უშავს,
გზადაგზა გადაადგილებაშიც დაეხმარებიან.

კამათმა რამდენიმე საათს გასტანა და კეი თვითონვე გააკვირვა საკუთარმა


მოხერხებულობამ. როგორ წარმოიდგინა, რომ დედა შუა ზამთარში ღია ცის ქვეშ
ღამის გათევას შეძლებდა? ანა გაუძალიანდა. თუ გაუმართლებთ, პრინს-ალბერტამდე
ერთ დღეშიც შეიძლება ჩასვლა – ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სულ ხუთსაათიანი
სამანქანო გზაა.

– რომ გაწვიმდეს? – ჰკითხა ანამ. რას იზამს და ბალდახინს გადააფარებს ურიკას.

და პოლიციამ რომ გააჩეროს? პოლიციას თავისი საქმე სხვაც ბევრი აქვს, მაინცდამაინც
ორი უდანაშაულო ადამიანი რომ არ გააჩეროს, რომლებსაც მხოლოდ ის უნდათ,
ხალხით გაჭედილ ქალაქს გაერიდონ, – პასუხი ამაზეც შეაგება, – რატომ უნდა
უნდოდეს პოლიციას, რომ დედა-შვილმა ღამეები უცხო ადამიანების ვერანდებზე
ათიოს, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჩამოდგეს და თავს რამე აუტეხოს? – ისე
დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ ბოლოს ანა დანებდა, თუმცა, ორი პირობით:
ერთხელ და უკანასკნელად მაინც ეცდებოდა ნებართვის საკითხის გარკვევას
პოლიციაში და მოსამზადებლად იმდენ დროს მისცემდა, რამდენიც ანას
დასჭირდებოდა. გახარებული მაიკლი დათანხმდა.

მეორე დილას, ავტობუსის ლოდინის ნაცვლად, რომელიც შეიძლება არც კი


მოსულიყო, სი პოინტიდან ქალაქამდე ფეხით წავიდა. მიდიოდა და საოცრად
სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ მაგარი გული აქვს; რომ ნაბიჯებს ღონივრად და
დარწმუნებით დგამს. უკვე უამრავი ადამიანი იდგა რიგში ტრაფარეტის ქვეშ
HERVESTIGING – გადასახლება. ერთი საათი მაინც გავიდა, ვიდრე მისაღებ მერხთან
მიაღწევდა, სადაც ეჭვით აღსავსე მზერით პოლიციელი ქალი დახვდა. ორი ბილეთი
გაუწოდა და უთხრა: – მხოლოდ იმის გაგება მინდა, ნებართვა მოვიდა თუ არა.

ქალმა უკვე ნაცნობი ანკეტები გაუწოდა: – შეავსეთ და მიიტანეთ EE5-ში. თან იქონიეთ
ბილეთი და ჯავშნის საბუთი, – და მერე კეის უკან მდგარ კაცს მიაპყრო მზერა:

– გისმენთ!

– არა, – სწრაფად მიუგო კეიმ და პოლიციელი ქალის ყურადღების კვლავ მიპყრობა


სცადა, – ნებართვაზე განაცხადი უკვე შევავსე. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს,
ნებართვა მოვიდა თუ არა.

– ვიდრე ნებართვას მიიღებთ, ჯავშანი უნდა გქონდეთ. გაქვთ ჯავშანი? როდის


გიწევთ გამგზავრება?

– 18 აგვისტოს. მაგრამ, იცით, დედაჩემი...

32
– 18 აგვისტო ერთი თვის მერეა! თუ ნებართვა მოგცეს, მოგივათ კიდეც, თან
პირდაპირ თქვენს მისამართზე გამოგიგზავნიან! შემდეგი!

– მაგრამ მე სწორედ ამის ცოდნა მჭირდება! რადგან თუ ნებართვას ტყუილად


ველოდები, სხვა გეგმები უნდა დავაწყო. ავადაა დედაჩემი...

პოლიციელმა ქალმა მერხს ხელი დაჰკრა კეის გასაჩუმებლად: – დროს ნუ


მაკარგვინებთ. უკანასკნელად გიმეორებთ, თუ ნებართვას იმსახურებთ, მოგივათ
კიდეც! ვერ ხედავთ, რამდენი ხალხი მელოდება? არ გესმით? თქვენ ცოტა ვერა ხართ?
შემდეგი! – ქალი მერხს მიეყრდნო და მზერა კვლავ კეის მიღმა, უკან მდგარ კაცს
დაასო: – დიახ, თქვენ მოგმართავთ, გისმენთ!

გარიჟრაჟამდე ერთი საათით ადრე კეიმ დედა ლოგინიდან ააყენა და ვიდრე ის


იცვამდა, ბარგი ურიკაში გაანაწილა, დასაჯდომ ნაწილზე პლედები და ბალიშები
დააწყო, ჩემოდანი კი სახელურებზე დააკრა. ურიკას ზემოთ შავი პლასტმასის
გადასაფარებელი ჰქონდა, რის გამოც საბავშვო ეტლს ჰგავდა. როცა დედამისმა
დაინახა, გაჩერდა და თავი გადააქნია, – არ ვიცი, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, – თქვა მან.
ისევ დაყვავება დასჭირდა, ურიკაში რომ ჩაესვა. ამან კი კარგა გვარიანი დრო წაიღო.
ურიკა დიდი არ იყო, ახლაღა მიხვდა: დედამისის წონას კი უძლებდა, მაგრამ ანას
დაჭიმულს უწევდა ჯდომა ბალდახინის ქვეშ, გვერდებში ჩაჭედილი იყო. ფეხებზე
პლედი გადააფარა, ზემოდან საკვების შეკვრა, პარაფინის ქურა და ბოთლით საწვავი
დაადო – ეს ყველაფერი ერთ ყუთში მოათავსა, სულ ზემოდან კი ტანსაცმელების
გროვა მოაწყო. მეზობლების ბინებში შუქი ბჟუტავდა. ესმოდათ, როგორ ასკდებოდა
ქვებს ტალღები.

– სულ რაღაც ერთი-ორი დღე, – უჩურჩულა დედას, – ერთი-ორი დღე და იქ ვართ. თუ


შეძლებ, გვერდი არ იცვალო. დედამ თავი დაუქნია, მაგრამ სახე თავისი შალის,
დათბუნებული ხელთათმანებიდან არ ამოუღია. მისკენ გადაიხარა: – დარჩენა
გინდა, დედა? – ჰკითხა, – თუ დარჩენა გინდა, დავრჩეთ. ანამ თავი გააქნია და
მაიკლმაც თავზე კეპი ჩამოიფხატა, სახელურები ასწია და ურიკა ნისლიან გზაზე
გაიყვანა.

უმოკლესი გზა აირჩია, ჩაუარა ძველ, უკვე აოხრებულ საწვავის საწყობ ტანკერებს,
საიდანაც შიგნიდან გამომწვარი შენობების რიგი იწყებოდა, გასცდა დოკის უბანს,
საწყობების ჩაღამებულ, გამოღრუტნულ ნაგებობებს, რომლებშიც შარშან ქუჩის
დაჯგუფებები დააკავეს. არავის შეუჩერებია. თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენიმე
გამვლელი, რომელიც ამ ადრიან დილას გარეთ იყო, მზერას აყოლებდა. თანდათან
უცხო სატვირთოები მომრავლდნენ ქუჩებში. ზოგს ხელურმით საქონელი
გადაჰქონდა, იყო სამთვალებიც, უკანა ღერძზე მიბმული ვაგონებით; მომცრო
ორთვალები ქვედა განყოფილებაში ჩაწყობილი კალათებით; იქვე გორგოლაჭებზე
შემოდგმული ხის ყუთები; სულ ნაირ-ნაირი ზომის ურიკები. ვირს 80 რანდი
მოჰქონდა ახალ ვალუტაში, ბორბლებიან საზიდარს – ასზე მეტი.

კეი შეუფერხებლად მიდიოდა, მწყობრი ტემპით, ყოველ ნახევარ საათში


გაჩერდებოდა, შემცივნებულ ხელებს მოისრესდა, ატკივებულ მხრებს მოადუნებდა
და გზას აგრძელებდა. როგორც კი სი პოინტში დედამისი ჩასვა საზიდარში, მიხვდა,

33
რომ წინა მხარეს დახვავებული ბარგის სიმძიმემ ღერძი ძალიან უკან გადახარა. ახლა,
რაც უფრო მეტად ცურდებოდა ქვემოთ დედამისი კომფორტული პოზის ძებნაში,
გრძნობდა, რომ თვითონ მით მეტი სიმძიმის ტარება უხდებოდა. ღიმილს არ
იშორებდა სახიდან და ასე ცდილობდა დაჭიმულობის დაფარვას.

– მთავარია, ღია გზაზე გავიდეთ, – ქოშინებდა თან, – იქ ვინმე აუცილებლად


წამოგვეწევა.

შუადღისთვის უკვე პაარდენ აილენდის გაუკაცრიელებულ, თითქოს მოჩვენებებით


სავსე ინდუსტრიულ რაიონს კვეთდნენ. სამხედრო სიმაგრეს თავზე რამდენიმე მუშა
გადასჯდომოდა. ისხდნენ და სენდვიჩებს ჭამდნენ. უხმოდ დააკვირდნენ გვერდზე
ჩავლილ დედა-შვილს. CRASH-FLASH – ეწერა ალაგ-ალაგ გადაშლილი შავი ასოებით
მათ ფეხებთან. კეი გრძნობდა, როგორ დაუბუჟდა მკლავები, მაგრამ კიდევ ნახევარ
მილსაც გაუძლო. მერე კი იქ, სადაც გზა შავი მდინარის ავტოსადგომის ქვეშ გადიოდა,
დედა საზიდრიდან გადმოიყვანა და ხიდის დასაწყისში, ბალახებში დასვა. წაიხემსეს.
კეის აოცებდა დაცარიელებული გზები. ისეთი უმოძრაობა იყო გამეფებული, რომ
ჩიტის ჭიკჭიკსაც კი არჩევდა. ზურგით გადაწვა ხშირ ბალახებში და თვალები დახუჭა.

ცოტა ხანში ნიავის მოტანილმა გრუხუნმა გამოაფხიზლა. ჯერ იფიქრა, შორეული ჭექა-
ქუხილის ხმააო, მაგრამ გრუხუნმა ნელ-ნელა იმატა და ტალღებად დაირხა ხიდზე,
ზუსტად მათ თავზე. მარჯვენა მხრიდან, იქიდან, საითაც ქალაქი იყო,
მიზანმიმართული და შეუფერხებელი სისწრაფითა და ზურგზე შემართული
თოფებით ორ წყვილად მოდიოდნენ სამხედრო მოტოციკლისტები. მათ უკან
მოჰყვებოდა ჯავშან-მანქანა, რომლის კოშკურაზეც არტილერისტი იდგა. შემდეგ
იწყებოდა მძიმე ტექნიკის გრძელი, ჭრელი რიგი, რომელთა შორის ცარიელი
სატვირთო მანქანები ჭარბობდა. კეი დედასთან ახლოს მიხოხდა. ახლა უკვე
გვერდიგვერდ ისხდნენ და უყურებდნენ გრუხუნით მიმავალ მანქანებს. მათი
ხმაურის გამო ჰაერი თითქოს მყარ მასად იქცა. ესკორტი იმსიგრძე იყო, რამდენიმე
წუთი დასჭირდა ჩასავლელად. უკან ავტომობილები იყვნენ, ფურგონები და მსუბუქი
მანქანები, რომელთაც კუდში მოსდევდა მწვანე ზეთისხილისფერი სამხედრო
სატვირთო – ტილოს ტენტიდან მომზირალი ჩაფხუტიანი ჯარისკაცებით, რომლებიც
ორ რიგად ისხდნენ. პროცესიას ისევ მოტოციკლისტების ორი წყვილი ასრულებდა.

წინ მჯდომი ერთ-ერთი მოტოციკლისტი კეის და დედამისს მიაშტერდა. მერე


პროცესიას ორი ბოლო მოტოციკლისტიც გამოეყო. ერთი გზის პირას გაჩერდა, მეორე
ხიდის კიდეზე დედა-შვილისკენ ჩაცოცდა. წინაფრა აიწია და უთხრა:

– გზატკეცილზე გაჩერება არ შეიძლება! ეს თქვენი ტრანსპორტია? – თან საზიდარს


გადმოხედა. კეიმ თავი დაუქნია.

– სად მიდიხართ?

კეიმ პასუხი ჩაიჩურჩულა, მაგრამ მერე ყელი ჩაიწმინდა და ხელახლა უთხრა:

– პრინს-ალბერტში, კარუში.

34
მოტოციკლისტმა დაუსტვინა, საზიდარს მსუბუქად გაჰკრა ხელი და თავის
კომპანიონს რაღაც ჩასძახა. ის კეის მიუბრუნდა:

– ამ გზას რომ გაჰყვები და მოსახვევს როგორც კი გასცდები, საგუშაგოა. გაჩერდები იქ


და ნებართვას აჩვენებ. გაქვს კუნძულის დატოვების ნებართვა?

– დიახ.

– ნებართვის გარეშე ნახევარკუნძულს ვერ დატოვებ. მიდი საგუშაგოსთან, აჩვენე


ნებართვა და საბუთები და მისმინე კარგად: თუ გინდა, გზატკეცილზე გაჩერდე,
გზიდან 50 მეტრზე მაინც უნდა გადახვიდე. რეგულაცია ეგეთია: 50 მეტრი გზიდან
ორსავე მხარეს. თუ უფრო ახლოს დადგები, შეიძლება გესროლონ,
გაუფრთხილებლად, უკითხავად. კარგად გაიგე?

კეიმ თავი დაუქნია. მოტოციკლისტები ისევ შესხდნენ მოტოციკლზე და პროცესიას


დაეწივნენ. კეი კი დედას თვალებში ვერ უყურებდა.

– უფრო წყნარი გზა უნდა აგვერჩია, – ესღა თქვა.

შეეძლო, პირდაპირ უკან გაბრუნებულიყო, მიუხედავად იმისა, იცოდა, შეიძლება


კიდევ ერთხელ დაემცირებინა ვინმეს დედის თანდასწრებით. ისევ ჩასვა ანა
საზიდარში და გზას გაუყენა. მთელი ძალით აწვებოდა, ვიდრე ძველ სანგრებს არ
მიადგნენ. იქ კი, რაღა თქმა უნდა, ჯიპი იდგა გზის პირას, სამი ჯარისკაცი კი საველე
ქურაზე ჩაის ადუღებდა. თხოვნამ არ გაჭრა.

– გაქვს თუ არა ნებართვა? – მკაცრად ეკითხებოდა კაპრალი, – სულ ფეხებზე მკიდია,


ვინ ხარ, ან დედაშენი ვინ არის. ნებართვა უნდა გქონდეს; თუ არ გაქვს, აქაურობას
ვერ დატოვებ, დამთავრებული ამბავია.

კეიმ დედას გამოხედა. ბალდახინის ქვეშიდან ანა უტყვი თვალებით უმზერდა


ჯარისკაცს. ჯარისკაცმა ხელები გაშალა:

– იცოდე, საქმეს ნუ გამირთულებ! მოიტანე ნებართვა და გაგატარებ!

მერე კარგად აკვირდებოდა, როგორ დასწვდა კეი სახელურებს და საზიდარი თაღქვეშ


გააჩინდრიკა. ერთი ბორბალი საზიდარს უკვე კარგა მაგრად უყანყალებდა.

საგზაო შუქებს რომ ჩაუარეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიჩ-როუდს მიადგნენ, უკვე ღამე
იყო. საცხოვრებელ ბინებში შეჭრის დროს გზის გადასაკეტად გამოყენებული
ბარიერები ახლა გაზონებზე მიეწყოთ. გასაღები კვლავ კიბის ქვეშ მდებარე კარში იყო
გარჭობილი. ოთახი ზუსტად ისე დახვდათ, როგორც დატოვეს, შემდეგი
დამკავებლისთვის პირწმინდად მოსუფთავებული. ანა კეი პირდაპირ პალტოთი და
ჩუსტებით დაწვა შიშველ მატრასზე, მაიკლმა ნივთები უკან გადმოზიდა. მუთაქები
თქეშს სულ დაეჟიებინა.

– ერთ-ორ დღეში თავიდან ვცდით წასვლას, დე, – უჩურჩულა დედას. მან თავი

გადააქნია.

35
– მაგრამ, დე, არ ჩამოვა ნებართვები, არა! ერთხელაც ვცდით წასვლას, მაგრამ ამჯერად
გვერდით გზებს დავადგებით. თითოეულ პატარა შარას ხომ არ გადაკეტავენ.

დედას მატრასზე ჩამოუჯდა, ხელი მკლავზე დაადო და გაყუჩდა. ასე იჯდა, ვიდრე
ანას არ ჩაეძინა. მერე კი დასაძინებლად ზევით, ბოურმანების სართულზე ავიდა.

ორი დღის შემდეგ ისევ გზას დაადგნენ. სი პოინტიდან ალიონამდე ერთი საათით
ადრე გავიდნენ. პირველი მოგზაურობის ჟინი და ენთუზიაზმი უკვე გამქრალიყო.
კეიმ უკვე იცოდა, რომ მოგზაურობა შეიძლება ბევრ ღამეს გაგრძელებულიყო და
ანასაც აღარ ერჩოდა შორეული მოგზაურობის ძალა. გულმკერდის არეში რაღაც
მტკივაო, ამბობდა და პირგამეხებული იჯდა საზიდარში, გულზე პლასტმასის
წინსაფრით, რომელიც კეიმ წვიმისგან დასაფარად მიამაგრა. სველ ბეტონზე თანაბარი
ტემპით მისისინებდა ბორბლები, კეი ქალაქის შუაგულზე გამავალ ახალ გზას
მიჰყვებოდა, სერ ლოური როუდის და გარეუბნის მეინ როუდის გასწვრივ, მოუბრეის
სარკინიგზო ხიდის გადაღმა, ყოფილი საბავშვო ჰოსპიტლის გაყოლებაზე, ძველ
კლიპფონტეინის ქუჩაზე. პირველად სწორედ აქ გაჩერდნენ, ერთ ჩამორღვეულ
ღობესთან, რომლის იქითაც გოლფის მოედნის მოკლედ გაკრეჭილი ბალახით
დაფარულ ნაწილზე მუყაოსა და რკინისგან ახოხოლავებული ბარაკები იდგა. შეჭამეს
თუ არა, კეი გზის პირას დადგა, დედა გვერდით ამოიყენა და ხელის აქნევით
ცდილობდა მიმავალი ავტომობილების გაჩერებას. ტრანსპორტი მეჩხრად მოძრაობდა.
ჯერ ზედიზედ გაიელვა შუქფარებსა და ფანჯრებზე აფარებული რკინის ბადეებით
სამმა მსუბუქმა სატვირთომ. მერე გაწიკწიკებული, ცხენებშებმული ურემი გამოჩნდა,
წითურ ცხენებს ღვედებზე ზანზალაკები ჰქონდათ დამაგრებული, უკან უამრავი
ბავშვი იჯდა და ჟრიამულობდა, თან გზაზე ჩამომდგარი დედა-შვილისკენ იშვერდნენ
თითებს და იცინოდნენ. მერე კი, ხანგრძლივი და სიჩუმით სავსე ინტერვალის შემდეგ,
სატვირთო მანქანა გაჩერდა. მძღოლმა საგზაო სამუშაოებამდე მიყვანა შესთავაზა და
კეის საზიდრის აწევაშიც კი დაეხმარა. წვიმის წკაპაწკუპს გარიდებული კეი მშვიდად
და მშრალად იჯდა მანქანის კაბინაში, თვალის კუთხიდან უყურებდა გზას და
გავლილ კილომეტრებს აღრიცხავდა. მერე დედას გაჰკრა მხარი, დედამ დაჭიმული
ღიმილით უპასუხა.

***
იმ დღეს მეტად აღარ გაუმართლათ. საგზაო სამუშაოებთან კიდევ ერთ საათს
იცდიდნენ, ბევრმა ქვეითმა და მოტოციკლისტმა ჩაიარა, მანქანები კი ცოტა იყო და
ისინიც სულ საკანალიზაციო დეპარტამენტიდან იყვნენ. მზე გადაიხარა, ქარის
თითოეული შეხება უკვე მჩხვლეტავი გახდა. კეიმ საზიდარი ისევ გზაზე გადაათრია
და სვლა გააგრძელა. თან ფიქრობდა, ალბათ, ჯობია, სხვების იმედად დარჩენა არ
გიწევდესო. პირველი გამგზავრების შემდეგ, სი პოინტში დაბრუნებულმა კეიმ
საზიდრის ღერძი ორი დუიმით წინ წასწია. ამან გაამართლა და ახლა საზიდარი
ბუმბულივით მსუბუქი ეჩვენებოდა. ამ სიარულში ერთ კაცს გადაასწრო. ის
ტოტებითა და ფიჩხით დატვირთულ ურიკას მიათრევდა. თავის დაკვირთ
მიესალმნენ ერთმანეთს. საზიდრის პატარა, ჩაბნელებულ კაბინაში, რომელიც

36
შემაღლებულ გვერდებს შორის ვერტიკალურად იყო ჩამაგრებული, იჯდა
თვალებდახუჭული და წინ თავგადაგდებული დედა.

ღრუბლებს შორის უკვე ბუნდოვნად ჩანდა მთვარე, როცა მთავარი გზიდან ნახევარ
მილში კეიმ საზიდარი გადააყენა, დედას გადმოსვლაში დაეხმარა, თვითონ კი პორტ
ჯექსონის გაუვალ ბუჩქნარში შევიდა, ღამის გასათევად შესაფერისი ადგილი რომ
ეპოვა. თუმცა თითქმის მთელი გარემო – სველ მიწაში ახლართული ფესვებითა და
სისველის ჩამპალი სუნით – დასაწოლად ერთიანად გამოუსადეგარი ჩანდა.
აკანკალებული დაბრუნდა გზის პირას.

– ვიცი, კარგი არაფერია, მაგრამ ერთი ღამით უნდა გავუძლოთ, – უთხრა დედას.

რამდენადაც შეძლო, საგულდაგულოდ დაფარა საზიდარი, მერე ერთი ხელი დედას


შეაშველა, მეორით ჩემოდანი აიღო და ძლივს ჩაბრუნდა ისევ ბუჩქნარში.

საჭმელი ცივად ჭამეს და ფოთლების სარეცელზე მოთავსდნენ. თუმცა ქვეშიდან


აშკარად გრძნობდნენ, როგორ ასველებდა ნესტი ტანსაცმელს. შუაღამისას ნელი,
შხაპუნა წვიმა წამოვიდა. ერთმანეთს ახლო მიუჩოჩდნენ, თავზე პლედი წაიფარეს და
ასე ჩახუტებულები გაყუჩდნენ ბუჩქის ქვეშ. როცა გადასაფარებელი წყლით
გაიჟღინთა, მაიკლი ლამის ოთხზე შემდგარი გაფორთხდა საზიდრამდე და
პლასტმასის წინსაფარი აიღო. დედას თავი მხარზე დაადებინა და უცებ სრულიად
მკაფიოდ გაარჩია დედის დამძიმებული სუნთქვა. ახლაღა გაიაზრა, რომ შეიძლება
ანამ წუწუნს თავი მარტო იმიტომ ანება, რომ ძალიან დაიღალა, ან უბრალოდ
აღარაფერი აინტერესებდა.

უნდოდა, ისე ადრიანად გასულიყვნენ, რომ სტელენბოშისა და პაარლის


გადასახვევამდე გათენებამდე მისულიყვნენ. მაგრამ ვერ მოახერხა – გარიჟრაჟისკენ
დედამისს მაინც ღრმად ეძინა და გაღვიძება ვერ გაბედა. ჰაერი უფრო გათბა და
თვითონაც ვეღარ ართმევდა თავს უძილობას. ამიტომ ვიდრე დილა კარგად არ
მომძლავრდა, დედა ბუჩქებიდან ვერაფრით

გამოიყვანა. საზიდარში თავიანთ გალუმპულ გადასაფარებლებს რომ აწყობდნენ, თავს


ორი გამვლელი წამოადგათ. ამ უკაცრიელ ადგილზე დედა-შვილის – ანუ ამ გამხდარი
კაცისა და მოხუცი ქალის დანახვაზე – უცხოებმა იფიქრეს, რომ ადვილად
გაძარცვავდნენ და თან დანაშაულიც შერჩებოდათ. ეს განზრახვა კაცს უმალ დაეტყო
სახეზე, თან მაჯიდან ხორცის საჭრელი დანა გამოაცურა, მუჭში მარჯვედ მოიქცია და
კეის მიუშვირა, მეორემ კი ამასობაში ჩემოდანს დასტაცა ხელი. დანის პირმა რა
სისწრაფითაც გაიელვა, ზუსტად ისე გაჰკრა გონებაში კეის, რომ ეს უკვე მეორე
შემთხვევა იქნებოდა, როცა დედის წინაშე დაამცირეს; როცა საზიდრის კვლავ სი
პოინტამდე ჩახრიგინება მოუწევდა; იქ კი მდუმარედ, ყურებში თითებდაცობილი
უნდა მჯდარიყო იატაკზე გაფენილ ფარდაგზე და ასე გადაეტანა ტკივილი,
რომელსაც დედის სიტყვაძუნწობა მიაყენებდა.

საზიდრისკენ გადაიხარა და თავისი ერთადერთი იარაღი ამოიღო – ღერძისგან


მორჩენილი 15-დუიმიანი ბასრი ნაჭერი, რომელიც აიქნია, მარცხენა ხელი სახეზე
აიფარა და დანიანი ახალგაზრდისკენ წავიდა. დანიანმა წრე დაარტყა და თავის

37
მეგობარს სწრაფად მიუახლოვდა. ანა კეი მთელი ხმით აკივლდა. უცნობებმა უკან
დაიხიეს. მაიკლ კეი კი კვლავ უსიტყვოდ, კვლავ გაავებული მზერით იქნევდა თავის
იარაღს, მერე ჩემოდანი დაიბრუნა და აკანკალებული დედა საზიდარში ჩასვა.
ყაჩაღები ოცი ნაბიჯის მოშორებით ტრიალებდნენ. მაიკლ კეიმ საზიდარი გზაზე
გაათრია და ყაჩაღებს საგრძნობლად გაუსწრო, დედა ნელ-ნელა

სამშვიდობოს გაიყვანა. ცოტა ხანს ისინი უკან მიჰყვებოდნენ დედა-შვილს. დანიანი


უხამს გამომეტყველებას იღებდა და ტუჩებისა და ენის მოძრაობით, სიცოცხლეს
გამოგასალმებო, ემუქრებოდა კეის. თუმცა მერე ისევე უცებ გაქრნენ და შეერივნენ
ბუჩქებს, როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდნენ.

ჩქაროსნულ გზატკეცილზე მანქანები არ მოძრაობდნენ, მხოლოდ ქვეითად


მოსიარულე ადამიანები, რომელთა უმეტესობაც იქ მისეირნობდა, სადაც წინათ ვერც
ერთი მათგანი ვერ გაივლიდა, პირდაპირ გზატკეცილის შუაგულში, თავიანთ
საკვირაო ტანსაცმელში გამოწყობილნი. გზის პირას ერთმანეთში ახლართული
სარეველა ბალახი ისე გაზრდილიყო, რომ კაცს მკერდამდე მისწვდებოდა, გზის
ზედაპირი ერთიანად დამსკდარიყო, ბზარებიდან კი თავი ამოეყო ბალახს. კეი სამ
ბავშვს წამოეწია. სამი და იყო. ერთნაირ ვარდისფერ კაბებში გამოწყობილები
ეკლესიაში მიდიოდნენ. მათ ჯერ მისის კეის პატარა კაბინაში ჩაიჭყიტეს და მერე
გამოელაპარაკნენ კიდეც. გზის ბოლო მონაკვეთში, ვიდრე მაიკლი სტელენბოშისკენ
გადაუხვევდა, უფროსი ბავშვი ანასთან ხელჩაჭიდებული მიდიოდა. დებთან
განშორებამდე ანა კეიმ ხელჩანთა გამოიღო და სამივე გოგონას თითო მონეტა აჩუქა.

ბავშვებმა თქვეს, კვირაობით ტრანსპორტი არ მოძრაობსო, მაგრამ სტელენბოშის


გზაზე ფერმერებმა ჩაუარეს. ეს იყო მსუბუქი სატვირთო მანქანებისა და
ავტომობილების პროცესია,

რომელსაც უკან მიჰყვებოდა მძიმე რკინის ბადით შეჯავშნილი საბარგო, რომლის


ღიად დარჩენილ უკანა ნაწილში ავტომატით შეიარაღებული ორი კაცი იდგა.
იარაღშემართულები აკვირდებოდნენ წინ გაშლილ გზას. კეი გზიდან გადავიდა,
ვიდრე ყველა არ ჩაივლიდა. მგზავრებმა ცნობისმოყვარე მზერით გააცილეს, ბავშვები
თითს იშვერდნენ და რაღაცეებს ამბობდნენ მათზე, თუმცა კეი სიტყვებს ვერ არჩევდა.

მთელ არემარეზე, გზის წინა და უკანა მხარეს, ფოთლებშემოძარცული ვენახები იყო


გადაჭიმული, ციდან ბეღურების გუნდი ეშვებოდა, წამით გადანაწილდებოდნენ
გარშემო ბუჩქებზე, შემდეგ ისევ მაღლა აიჭრებოდნენ ცაში. მინდვრებს გადაღმა
ზარების რეკა ისმოდა. კეის «ჰოუს ნორენიუსი» გაახსენდა; ცოცხლად იგრძნო, როგორ
წამოჯდებოდა ხოლმე ლაზარეთის საწოლზე, დაჰკრავდა ხელს ბალიშს და მერე კარგა
ხანს აკვირდებოდა, მზის სხივზე როგორ იწყებდნენ ცეკვას მტვრის ნაწილაკები.

როცა სტელენბოშში შეაღწიეს, უკვე ღამე იყო. უკაცრიელ ქუჩებში ცივი ქარი
სისინებდა. მოფიქრებული არ ჰქონდა, სად გაათევდნენ ღამეს. დედამისი საშინლად
ახველებდა, თითოეული დახველების მერე ხელახლა იკრებდა სუნთქვას. მაიკლმა
საზიდარი კაფესთან გააჩერა და კარით შეზავებული ღვეზლები იყიდა. თვითონ სამი
შეჭამა, ანამ – ერთი, მადა არ ჰქონდა. – ექიმმა არ უნდა გაგსინჯოს? – ჰკითხა.

38
უარის ნიშნად ანამ თავი გააქნია და მკერდზე ხელი დაირტყა: – არაფერია, ყელი მაქვს
მხოლოდ გამომშრალი.

ეტყობოდა, ფიქრობდა, პრინს-ალბერტში ერთი-ორ დღეში ჩავალთო და მაიკლმაც


გული არ გაუტეხა.

– აღარ მახსოვს, ზუსტად რა ჰქვია ფერმას, მაგრამ ვიკითხავთ და მივალთ, – უთხრა


ანამ, – მახსოვს, რომ ვაგონის სახლის ერთი კედლის გასწვრივ საქათმე ჰქონდათ
გაშენებული, კარგა გრძელი საქათმე, გორაკზე კი ტუმბო-საქაჩი იყო. სახლი გორაკის
კალთაზე იდგა. უკანა ეზოში ოპუნცია ხარობდა. აი, ეგეთი ადგილი უნდა ვეძებოთ.

ხეივანში გაათიეს ღამე. მუყაო გაიფინეს ქვეშ და ისე დაიძინეს. მაიკლმა საწოლის
გვერდზე ერთი დამატებითი მუყაოს დაფა წამოაყუდა, მაგრამ ქარმა გადააყირავა.
დედამისი მთელი ღამე ახველებდა და მაიკლი დაძინებას ვერ ახერხებდა. ერთხელ
პატრულირებაზე გამოსული პოლიციელების ფურგონმა ძალიან ნელა ჩაიარა ქუჩაზე
და მაიკლი იძულებული გახდა, დედისთვის პირზე ხელი აეფარებინა.

ინათა თუ არა, ისევ საზიდარში ჩასვა. ანა თავს სწორად ვეღარ იჭერდა, აღარ იცოდა,
სად იყო. მაიკლმა პირველივე შემხვედრს საავადმყოფოს გზა ჰკითხა. ანა ქვემოთ
ცურდებოდა, რადგან ჯდომა აღარ შეეძლო და მაიკლიც, ორმაგად გაფაციცებული,
ცდილობდა, საზიდარი სწორად დაეჭირა, რომ არ ამოყირავებულიყო. ერთიანად
ავარვარებული ანა მძიმედ სუნთქავდა.

– ყელი ისე გამომიშრა, ისე... – ჩაიჩურჩულა ანამ, არადა, ხველა სველი ჰქონდა.

საავადმყოფოს რიგში ანას მაიკლი იჭერდა, ისე იჯდა, რომ ღონივრად შეჰყუდებოდა
დედას, ვიდრე ბოლოს ანა არ წაიყვანეს. შემდეგ ჯერზე, როცა დედა ნახა, ის უკვე
საკაცეზე იწვა, სხვა უამრავ საკაცეს შორის, ნესტოში მილაკი ჰქონდა შერჭობილი,
უგონოდ იყო. არ იცოდა, რა ეკეთებინა და ვიდრე იცდიდა, უმიზნოდ დახეტიალებდა
კორიდორში, ვიდრე იქიდანაც არ გაუშვეს. მთელი შუადღე ეზოში გაატარა, ზამთრის
სუსტ მზეს ეფიცხებოდა. ორჯერ შეიპარა უკან, რომ ენახა, დაძრეს თუ არა ადგილიდან
საკაცე. მესამედ ფეხაკრეფით მიიპარა დედასთან და მისკენ დაიხარა. სუნთქვა
საერთოდ ვეღარ შენიშნა მოხუცს და უცებ იგრძნო, როგორ მოუჭირა გულზე
თავზარდამცემმა შიშმა. სასწრაფოდ მიირბინა მედდასთან, რომელიც მაგიდასთან
იდგა და სახელოზე ჩამოქაჩა:

– გთხოვთ, მობრძანდით და ნახეთ, სწრაფად!

მედდამ ხელი გაიქნია, თავი რომ გაეთავისუფლებინა, – ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა,


მაგრამ საკაცისკენ მაინც გაჰყვა, დედამისს პულსი გაუსინჯა, თან, ვიდრე დარტყმებს
ითვლიდა, სადღაც მიღმა იცქირებოდა. შემდეგ სიტყვის უთქმელად ისევ მაგიდასთან
დაბრუნდა. კეი მუნჯი ძაღლივით წინ დაუდგა და უცდიდა, ვიდრე ქალი წერდა. მერე
მოუბრუნდა კეის და უთხრა:

– მისმინეთ, ხედავთ ამდენ ხალხს გარშემო? – და ხელით კორიდორსა და პალატებზე


ანიშნა, – ამათ ყველას მოვლა სჭირდება. და თითოეულ მათგანს რომ მივხედოთ,
დღეღამეში 24 საათს გვიწევს მუშაობა. როცა მორიგეობას ვამთავრებ... არა, არა, სად

39
მიდიხართ, მომისმინეთ! – ახლა პირიქით, მედდამ მოქაჩა, კეი რომ მოებრუნებინა,
ხმას აუწია და სახე ახლოს მიუტანა, ისე რომ კეი გარკვევით ხედავდა, როგორ
მოადგა ბრაზის ცრემლები თვალებზე ქალს, – როცა მორიგეობას ვამთავრებ, ისეთი
ქანცგაწყვეტილი ვარ, ჭამის თავიც აღარ მაქვს, ფეხსაცმლის გახდასაც ვერ ვასწრებ,
ზეზეულად მეძინება. ერთი ადამიანი ვარ, არც ორი, არც სამი – ერთი. გესმით
ამდენი, თუ ძალიან რთულია ამის გაგება?

კეიმ გვერდზე გაიხედა: – მაპატიეთ, – წაიბლუყუნა, რადგან არ იცოდა, კიდევ რა


ეთქვა და ისევ ეზოში გაბრუნდა.

ჩემოდანი დედასთან იდო. წინა საღამოს ვახშმიდან გადარჩენილი წვრილ-წვრილი


ხურდების გარდა, ფული თან არ ჰქონდა. დონატი იყიდა და ონკანის წყალი დააყოლა.
ხეტიალ-ხეტიალში მეზობელ ქუჩებზე გავიდა, ფეხსაცმლის წვერით ხვეტდა ხმელი
ფოთლების ზღვას. პარკი იპოვა, მერხზე ჩამოჯდა და შიშველ ტოტებს შორს
გაფერმკრთალებულ ცას მიაჩერდა. ზემოდან ციყვები გამოეხმაურნენ, თითქოს
ელაპარაკებიანო და მაიკლიც უმალ გამოფხიზლდა. უცებ აიტანა შფოთვამ, ვაითუ
საზიდარი მომპარონო და უკან, საავადმყოფოსკენ გაქანდა. საზიდარი ისევ იქ იდგა,
სადაც დატოვა – ავტოსადგომზე. საბნები, ბალიშები და ქურა გადმოალაგა და უცებ
გაჩერდა, ვერ გაიგო, სად დაემალა.

ექვს საათზე დაინახა, როგორ გამოდიოდნენ დღის მორიგე მედდები


საავადმყოფოდან, გული მიეცა და შიგნით შეიპარა. დედამისი კორიდორში აღარ
დახვდა. სარეგისტრაციო მაგიდასთან იკითხა და საავადმყოფოს შორეული
ფლიგელისკენ გაგზავნეს, სადაც არავინ იცოდა, საერთოდ რაზე ლაპარაკობდა
მაიკლი. ისევ რეგისტრატურაში დაბრუნდა. ახლა უთხრეს, დილით მოდიო.
დერეფანში ღამის გასათევად ნებართვის აღება სცადა, მაგრამ უარი მიიღო.

საბოლოოდ ხეივანს მიაშურა. მუყაოს ყუთზე თავმიდებულმა დაიძინა. სიზმარიც


ნახა: დედა მოვიდა ჰოის ნორენიუსში, თან საჭმელი მოუტანა.

– საზიდარი ძალიან მიზოზინებს, – უთხრა ძილში, – მაგრამ პრინს-ალბერტში ჩასვლა


გადამარჩენს.

ძვალ-რბილში გამჯდარმა სიცივემ გააღვიძა, ფეხი ვერ გაშალა. სადღაც შორს ზარმა
სამჯერ ჩამოჰკრა, შეიძლება ოთხჯერაც. მოწმენდილი ციდან ვარსკვლავები
დანათოდნენ. გაუკვირდა, სიზმარმა ცუდ გუნებაზე რომ არ დააყენა. ტანზე
საბანშემოხვეული ჯერ ხეივანში წინ და უკან სიარულს მოჰყვა, შემდეგ ქუჩაზე
გავიდა, თან ჩაბნელებული მაღაზიების ვიტრინებში იჭყიტებოდა და გამჭვირვალე
ცხაურებს მიღმა აკვირდებოდა მანეკენებს, რომლებიც საგაზაფხულო მოდელებს
აწონებდნენ გამვლელებს.

როცა ბოლოს და ბოლოს საავადმყოფოში შეუშვეს, დედამისი ქალთა პალატაში იპოვა.


თავისი შავი პალტოს ნაცვლად ახლა საავადმყოფოს თეთრი პერანგი ეცვა.
თვალდახუჭული იწვა და ნესტოში ისევ ის მილაკი ჰქონდა შეერთებული. ტუჩები
მოკუმვოდა, ლოყები ჩასცვივნოდა, მკლავზე კანიც კი დანაოჭებული უჩანდა. ხელზე
ხელი მოუჭირა, მაგრამ დედას რეაქცია არ ჰქონდა. პალატაში საწოლები ოთხ

40
მწკრივად იდგა, მათ შორის სულ ერთი ფუტის სიგანის გასავლელი იყო დარჩენილი
და ვერც ვერსად ჩამოჯდებოდი.

11 საათზე სანიტარმა ჩაი მოიტანა, ლამბაქით მშრალი ნამცხვარი მოაყოლა და


დედამისს

სასთუმალთან დაუდო. მაიკლმა დედას თავი აუწია და ფინჯანი ტუჩებთან მიუტანა,


მაგრამ დედამ პირი არ გააღო. დიდხანს იცდიდა საწოლთან, შიმშილით მუცელი
უყმუოდა, ჩაი კი სულ უფრო ცივდებოდა. მერე, როცა სანიტრის მოსვლის დრო
მოახლოვდა, ნაჩქარევად გადაჰკრა ჩაი და მშრალი ნამცხვარიც პირში ჩაუძახა.

დედის ფერხთით ჩამოკიდებულ დაფაზე წარწერის კითხვას შეუდგა, მაგრამ ვერ


მიხვდა, დედამისს გულისხმობდნენ თუ ვინმე სხვას. დერეფანში
თეთრხალათიანი კაცი გააჩერა და სამსახური სთხოვა.

– ფული არც მინდა, მხოლოდ მინდა, რომ საქმე ვაკეთო. იატაკს მოვწმენდ, ან რამე
ეგეთი, ან ბაღს მოვუვლი.

– ქვევით, ოფისში იკითხეთ, – უთხრა კაცმა, ხელით მოიშორა და გვერდზე სწრაფად


ჩაუარა. კეიმ მითითებული ოფისი ვერ იპოვა.

საავადმყოფოს ეზოში ვიღაც უცნობი გამოელაპარაკა.

– ნაკერებზე ხარ? – დაინტერესდა.

კეიმ თავი გააქნია. უცნობმა ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა. შემდეგ უამბო გრძელი
ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაბრუნდა ტრაქტორი და როგორ მოჰყვა თვითონ
ქვეშ, მოიტეხა ფეხი და გაიტეხა თეძო და შემდეგ როგორ ჩაუმაგრეს ექიმებმა ძვლებში
სარჭები, ვერცხლის სარჭები, რომლებიც არასდროს დაჟანგდება. ის უცნაურად
მოხრილი ალუმინის ჯოხით დადიოდა.

– ხომ არ იცი, სად შეიძლება ერთი ლუკმა ვჭამო, – ჰკითხა კეიმ, – გუშინდელის მერე
არაფერი მიჭამია.

– უი, მეგობარო, მოდი, აი, ჩემთვისაც და შენთვისაც ღვეზელი იყიდე, – უთხრა და


კეის ორრანდიანი მონეტა მიაწოდა. კეი საცხობში წავიდა და უკან ორი ცხელ-ცხელი
ქათმის ღვეზლით დაბრუნდა. დაჯდა მერხზე თავის ახალ მეგობართან ერთად,
მიეყრდნო საზურგეს და ჭამას შეუდგა. ღვეზელი ისეთი გემრიელი იყო, მაიკლს
თვალებზე ცრემლი მოადგა. კაცმა ახლა თავის დაზე უამბო, რომელსაც თურმე
კანკალის უმართავი შეტევები ემართება. კეი ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტების
ჭიკჭიკს უსმენდა და ცდილობდა, გაეხსენებინა, ბოლოს როდის იყო ასეთი
ბედნიერი.

შუადღისას დედას სასთუმალთან ერთ საათს ეჯდა, საღამოსაც – ერთ საათს. ანას
სახეზე

ნაცრისფერი ედო, სუნთქვის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ერთხელ ყბა გაანძრია:


გაოცებული კეი უყურებდა, გამომხმარ ტუჩებს შორის როგორ ებუშტებოდა და მერე

41
იფუშებოდა ძაფივით გაწელილი ნერწყვი. თითქოს რაღაც ჩაიჩურჩულა, მაგრამ კეიმ
ვერ გაარჩია – რა. მედდამ, რომელმაც სთხოვა, წაბრძანდითო, უთხრა, რომ დედამისი
დამამშვიდებლის მოქმედების ქვეშ იყო. – რატომ სჭირდება დამაძინებელი? –
ჰკითხა კეიმ.

დედამისის და გვერდით საწოლში მწოლიარე მოხუცი ქალის ჩაი მიითვისა, სანიტარი


გატრიალდა თუ არა, დამნაშავე ძაღლივით ერთ ყლუპად გადაჰკრა ორივე.

როცა ხეივანში დაბრუნდა, ნახა, რომ მუყაოს ყუთები აეღოთ. მთელი ღამე ერთი
მივარდნილი სახლის წინკარში გაატარა. მის თავზე მიკრულ სპილენძის ფირნიშზე
ეწერა: «Roux & Hattingh – Prokureurs». პოლიციის მანქანამ გვერდით რომ ჩაუარა,
გაეღვიძა, მაგრამ მერე ისევ დაეძინა. ისე აღარ ციოდა, როგორც წინა ღამით.

დედამისის საწოლში უცნობი ქალი დახვდა. ქალს თავი შეხვეული ჰქონდა. კეი იდგა
საწოლის ფეხებთან და თვალს არ აშორებდა. შეიძლება სხვა პალატაში შემოვედი, –
გაიფიქრა და მედდა შეაჩერა: – დედაჩემი იწვა აქ გუშინ.

– რეგისტრატურაში იკითხეთ, – მიუგო მედდამ.

– დედათქვენი ღამით გარდაიცვალა, – უპასუხა ექიმმა ქალმა, – ყველაფერი


გავაკეთეთ, რომ გადაგვერჩინა, მაგრამ ძალიან იყო დასუსტებული. გვინდოდა
დაგკავშირებოდით, მაგრამ ტელეფონის ნომერი არ გქონდათ მითითებული.

კუთხეში სკამზე დაჯდა.

– გინდათ, დაგარეკინოთ? – ჰკითხა ექიმმა.

წესით, ამ ფრაზით რაღაცას გულისხმობდა, მაგრამ რას, კეიმ არ იცოდა. თავი გაუქნია.

ვიღაცამ ფინჯანი ჩაი მოუტანა. დალია. ხალხი, რომელიც შეუჩერებლად მიმოდიოდა


გარშემო, აღიზიანებდა. ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მთელი ძალით დააშტერდა
საკუთარ ფეხებს. საინტერესოა, ელოდნენ მისგან რამის თქმას? ხელებს ხან შლიდა, ხან
ისევ მაგრად აჭდობდა და ასე იმეორებდა დაუსრულებლად.

ქვემოთ ჩაიყვანეს დედის სანახავად. ხელები ტანის გასწვრივ ეწყო. ისევ ის ხალათი
ეცვა,

მკერდზე KPA-CPA წარწერით. ნესტოში მილი აღარ ედო. ერთხანს უყურებდა დედას,
მერე კი აღარ იცოდა, საით გაეხედა.

– გყავთ თუ არა სხვა ნათესავები? – ჰკითხა მედდამ რეგისტრატურაში, – გსურთ


ვინმეს დაურეკოთ? თუ გნებავთ, ჩვენ დავურეკავთ.

– საჭირო არ არის, – მიუგო კეიმ და ისევ კუთხეში მიმდგარ სკამზე დაჯდა. იქ უკვე
განმარტოების საშუალება მისცეს, თუმცა მხოლოდ შუადღემდე. შუადღისას
ლანგრით საავადმყოფოს მენიუდან საკვები მიუტანეს. ბოლომდე შეჭამა.

ჯერ კიდევ კუთხეში იჯდა, როცა პიჯაკიან-ჰალსტუხიანი მამაკაცი მიუახლოვდა და


კითხვები დააყარა. რა ერქვა დედას, რამდენი წლის იყო, რა მისამართზე ცხოვრობდა,

42
რა იყო მისი რელიგიური აღმსარებლობა, რა საქმეზე იმყოფებოდა სტელენბოშში,
ჰქონდა თუ არა კეის მისი სამგზავრო დოკუმენტაცია.

– სახლში მიმყავდა, – უპასუხა კეიმ, – სადაც მანამდე ცხოვრობდა; კეიპტაუნში ძალიან


ციოდა და გამუდმებით წვიმდა, ასეთი ჰავა ჯანმრთელობას ვნებდა. სტელენბოშში
გაჩერებას სულ არ ვაპირებდით, – თქვა და მიხვდა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია
გასცა და ეგრევე ლაპარაკი

შეწყვიტა. კაცი დანებდა და წავიდა. ცოტა ხანში კვლავ დაბრუნდა, კეის წინ ჩაიმუხლა
და ჰკითხა: – თქვენ თავად თუ გიცხოვრიათ ოდესმე უნარშეზღუდულთა
პანსიონატში, ან რომელიმე ინსტიტუციაში, ანდა თავშესაფარში? ოდესმე გქონიათ თუ
არა სამსახური ანაზღაურებით? კეი ხმას არ სცემდა.

– აი, აქ მოაწერეთ ხელი, – უთხრა კაცმა, ქაღალდი გაუწოდა და ხელმოწერის გრაფაზე


ანიშნა. კეიმ თავი გააქნია უარის ნიშნად და კაცმა თავად მოაწერა ხელი ფურცელს.

მორიგეობა ისევ შეიცვალა და კეი ახლა ავტოსადგომზე გახეტიალდა. სეირნობდა და


დროდადრო მოწმენდილ ღამის ცას ახედავდა ხოლმე. შემდეგ კედელთან მიდგმულ
სკამთან დაბრუნდა. არავის უბრძანებია, აქედან წადიო. მოგვიანებით, როცა გარშემო
აღარავინ იყო, დედის მოსაძებნად ქვემოთ ჩავიდა. ვერ მიაგნო, ანდა შეიძლება კარი,
რომელიც მასთან შედიოდა, დაკეტეს. შეძვრა ერთ დიდ ცხაურებიან ყუთში,
რომელშიც ბინძური თეთრეული ეყარა და კატასავით მოკუნტულმა დაიძინა.

დედის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მასთან მივიდა მედდა, რომელიც მანამდე არ


ენახა.

– წამომყევით, წასვლის დრო მოვიდა, მაიკლ, – უთხრა მან. მაიკლი უკან გაჰყვა
რეგისტრატურისკენ. იქ ჩემოდანი და ორი ყავისფერი შეკვრა ელოდა.

– გარდაცვლილი დედათქვენის ტანსაცმელი და პირადი ნივთები ამ ჩემოდანშია,


შეგიძლიათ წაიღოთ, – უთხრა მედდამ. სათვალე ეკეთა და ისე ლაპარაკობდა,
იფიქრებდი, სათქმელი დაწერილი აქვს და კითხულობსო. კეიმ შენიშნა, რომ
მერხთან მჯდარი გოგონა ქურდულად აპარებდა მისკენ თვალს. მედდა
აგრძელებდა:

– ამ შეკვრაში დედათქვენის ფერფლია. დღეს დილით ჩაუტარდა კრემაცია, მაიკლ. თუ


თქვენი ნება იქნება, შეგვიძლია ჩვენ თვითონ გადავყაროთ ფერფლი, როგორც წესი
და რიგია, თუ არა და, შეგიძლიათ წაიღოთ, – თქვა და მერე ფრჩხილით ფრთხილად
შეეხო შეკვრას, რომელზეც ლაპარაკობდა. ორივე მათგანი გულმოდგინედ იყო
გადაკრული ყავისფერი ქაღალდის ლენტით. ფერფლიანი შეკვრა უფრო მომცრო
იყო.

– გნებავთ, ჩვენ მივხედოთ ამ საქმეს? – ჰკითხა ისევ ქალმა და ფრჩხილი კვლავ


მსუბუქად ჩამოუსვა შეკვრას. კეიმ თავი გაიქნია. ქალმა განაგრძო:

43
– ამაში კი ცოტა რამ თქვენთვის გადავდეთ, შეიძლება გამოგადგეთ, ტანსაცმელი და
ჰიგიენური ნივთებია, – მზრუნველად ჩახედა თვალებში და გაუღიმა. მერხთან
მჯდომი გოგონა ისევ საბეჭდ მანქანას მიუბრუნდა.

კეი კი ფიქრობდა, – ესე იგი, აქვეა დასაწვავი ადგილი. წარმოიდგინა, როგორ ყრიდნენ
პალატაში მწოლიარე მოხუც ქალებს ერთმანეთის მიყოლებით აალებულ ღუმელში.
როგორ ეჭმუჭნებოდათ სიცხისგან თვალები, ტუჩები, გვერდზე დაწყობილი ხელები.
ჯერ ცეცხლის ალი თმას სწვდებოდა, შემდეგ ყველაფერ დანარჩენს, სულ ბოლო
ნაწილაკამდე წვავდა და აქუცმაცებდა მათ. და ეს ხდებოდა დაუსრულებლად.

– საიდან უნდა ვიცოდე? – იკითხა კეიმ. – საიდან უნდა იცოდეთ რა? – უთხრა მედდამ.

კეიმ მოუთმენლად ანიშნა შეკვრაზე, – საიდან უნდა ვიცოდე? – გაუმეორა ერთხელაც.


ქალმა არჩია, არაფერი ეპასუხა, შეიძლება ვერც კი გაიგო.

ავტოსადგომზე გავიდა და მოზრდილი შეკვრა გახია. შიგ სამართებელი, საპონი,


პირსახოცი,

თეთრი ქურთუკი მხრებზე მეწამული ორნამენტებით, ერთი შავი შარვალი და შავი


ბერეტი იდო. ბერეტზე მეტალის პატარა დაფა ბზინავდა წარწერით: სენტ ჯონის
სასწრაფო დახმარება.

მაიკლმა ტანსაცმელი რეგისტრატურაში მჯდომ გოგონას მიუტანა. სათვალიანი


მედდა აღარსად ჩანდა.

– რატომ მომეცით ეს? – ჰკითხა გოგონას.

– მე ნუ მეკითხებით, შეიძლება მანამდე ვიღაც სხვას ეკუთვნოდა, – უთხრა მაიკლს და


სახე შეგნებულად მოარიდა.

საპონი და სამართებელი გადააგდო, ფიქრობდა, ტანსაცმელიც გადაეგდო, მაგრამ


დაიტოვა. თავისას უკვე დიდი ხანია სუნი ასდიოდა.

მართალია, საავადმყოფოში აღარაფერი ესაქმებოდა, მაგრამ მაინც გაუჭირდა წასვლა.


დღისით შორიახლო დაატარებდა ხოლმე საზიდარს, ღამით ხეივანში, ღობის უკან,
მილებქვეშ ეძინა. უცნაურად ეჩვენებოდა, რომ ბავშვები შუადღისას სკოლიდან
სახლისკენ ველოსიპედებით მიქროდნენ, თან ზარებს აწკარუნებდნენ, ერთმანეთს
უსწრებდნენ; უცნაურად ეჩვენებოდა, რომ

ადამიანები ძველებურად ჭამდნენ და სვამდნენ. ერთხანს იქვე შორიახლო დადიოდა


და ბაღის სამუშაოებს ეძებდა კარდაკარ, მაგრამ მაშინვე ქონდრისკაცივით
პატარავდებოდა, როცა სახლის პატრონებს, რომელთაც მაიკლ კეისთვის მოწყალების
გაღებას ვერავინ დაავალდებულებდა, კარის გაღებისთანავე სახეზე უკმაყოფილება
ეხატებოდათ. წვიმის დროს საზიდრის ქვეშ შეძვრებოდა და იქ იჯდა. იყო გრძელი
პერიოდებიც, როცა არაფერს აკეთებდა, მხოლოდ საკუთარ ხელებს დაჰყურებდა ისე,
რომ თავში სრული სიცარიელე ჰქონდა.

მერე ვიღაც კაცები და ქალები გაიცნო. ისინი რკინიგზის ხიდის ქვეშ ათევდნენ ღამეს
და გამოთავისუფლებულ ადგილებს ანდრინგას ქუჩაზე, ალკოჰოლის მაღაზიის უკან

44
ეძებდნენ. ზოგჯერ მათ თავის საზიდარსაც ათხოვებდა ხოლმე. ერთხელ,
გულმოწყალების მოზღვავების დროს, ქურაც სხვას აჩუქა. ერთ ღამით კი მის
ჩემოდანს, რომელიც მაიკლს თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, ვიღაც დაეჯაჯგურა.
ჩხუბი ატყდა, მაიკლმა ესეც გადაიტანა.

ერთხელ პოლიციის ფურგონმა გაუჩერა, იქიდან კი ორი პოლიციელი გადმოვიდა


საზიდრის გასაჩხრეკად. გახსნეს ჩემოდანი და შიგთავსი გულდასმით გადაქექეს.
მეორე შეკვრას კი შესაკრავი ლენტიც მოხსნეს. შიგნით მუყაოს ყუთი იდო, იმის
შიგნით კი მუქი ნაცრისფერი ფერფლით სავსე პლასტმასის ტომსიკა. ეს იყო პირველი
შემთხვევა, როცა კეიმ ფერფლი დაინახა. მაშინვე გვერდზე გაიხედა.

– ეს რა არის?

– დედაჩემის ფერფლია, – მიუგო კეიმ.

დაეჭვებულმა პოლიციელმა პაკეტი ხელში ატრიალა და მერე თავის მეგობარს რაღაც


უთხრა, რა – კეის არ გაუგია.

საავადმყოფოს წინ მდებარე ქუჩაზე საათობით იდგა. ახლა უფრო პატარა ეჩვენებოდა,
ფაქტობრივად ეს იყო ერთი დაბალი, გრძელი შენობა წითელი კრამიტის სახურავით.

კომენდანტის საათს სულ აღარ აქცევდა ყურადღებას. არ სჯეროდა, რომ რამე


დაემართებოდა; ხოლო თუ დაემართებოდა, არც მაგას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.
ახალი ტანსაცმელი ეცვა; თეთრი ქურთუკით, შავი შარვლითა და ბერეტით
დააგორებდა საზიდარს იქით, საითაც გული გაუწევდა. ზოგჯერ თავს უჩვეულოდ
მსუბუქად გრძნობდა, უფრო სუსტად, მაგრამ ავად არ იყო. დღეში ერთხელ ჭამდა,
დონატს ან ღვეზელს ყიდულობდა დედის საფულეში დარჩენილი ფულით.
გარკვეული სიამოვნება ნამდვილად ახლდა ფულის ასეთ ხარჯვას, რადგან
გამომუშავება თვითონ არ უწევდა. სულ არ უყურებდა, თუ რა სისწრაფით ილეოდა
ფული.

დედამისის პალტოს სარჩულს შავი ნაკუწი მოაგლიჯა და მკლავზე შემოიხვია. თუმცა


არ ენატრებოდა, ამას მიხვდა; იმაზე მეტად როგორღა მონატრებოდა, როგორც მთელი
ცხოვრება ენატრებოდა.

საქმე არაფერი ჰქონდა, ამიტომ სულ უფრო მეტხანს ეძინა. უკვე ყველგან შეეძლო
ძილი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პოზაში: შუადღისას ტროტუარზე, სადაც ხალხი
ზოგჯერ ვერ უქცევდა გვერდს და ზემოდან გადააბიჯებდა ხოლმე; კედელზე
მიყუდებულს, ფეხებს შორის ამოჩრილი ჩემოდნით. ძილი ფაფუკი ნისლივით
ედებოდა მის გონებას და წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა. არავინ
ესიზმრებოდა. არც არაფერი.

ერთ დღეს საზიდარი გაქრა. მხრების აჩეჩით გადაიტანა დანაკარგი.

გაირკვა, რომ სტელენბოშში გარკვეული დროით უნდა დარჩენილიყო. ვერაფრით


შეძლებდა ამ დროის შემცირებას. დღეებსა და დღეებს შორის ფეხარეული
მიაბიჯებდა. გზაც ერეოდა ხშირად.

45
ერთ დღეს ბაჰოკის ქუჩაზე მიაბიჯებდა, ჩემოდნით ხელში. იქ რამდენჯერმე სხვა
დროსაც ყოფილა. ახლა კი დაბინდული, ნისლიანი დილა იდგა. ზურგს უკან ცხენების
ფლოქვების

თქარათქური გაიგო. ჯერ ნედლი ჩონჩორიკის სუნი მოვიდა, მერე ნელ-ნელა მთელი
ყურადღება საზიდარმა დაიპყრო. ეს იყო ძველი, მწვანე ფერის ყოფილი
მუნიციპალური სამგზავრო ეტლი, უკანა კარის გარეშე, რომელშიც კლაიდზდეილი[1]
იყო შებმული, და მას წყალგაუმტარ შავ ტანსაცმელში ჩაცმული მოხუცი კაცი
მართავდა. ერთხანს გვერდიგვერდ მიდიოდნენ. კაცმა ოდნავ დაუკრა თავი, კეი ჯერ
შეყოყმანდა, მერე გახედა წინ გადაშლილ, ნისლში ჩაძირულ გზას და გააცნობიერა,
რომ აღარაფერი აკავებდა, ზევით ასწია ტანი და მოხუცს გვერდით მიუჯდა.

– გმადლობთ, – უთხრა კაცს, – თუ დახმარება გსურთ, დაგეხმარებით.

მაგრამ მოხუცს დახმარება არ სჭირდებოდა, არც საუბრის გუნებაზე იყო. ერთი მილის
იქით, ვიწრო გზის ბოლოს, აღმართზე ჩამოსვა და თვითონ ქვევით, ტალახიან ბილიკს
ჩაუყვა. კეიმ მთელი დღე გზაში გაატარა, ღამე – ევკალიპტების პატარა ტყეში. მაღლა
აზიდულ ტოტებს შორის განუწყვეტლივ ღმუოდა ქარი. მეორე დღეს, შუადღისას,
პაარლის მისადგომებთან იყო და ჩრდილოეთისკენ მიუყვებოდა მთავარ გზას.
მხოლოდ მაშინ შეწყვიტა სიარული, როცა პირველივე საგუშაგო დაინახა.
სამალავისმაგვარი ადგილი მოძებნა და იქ შეიცადა, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ
ქვეითთაგან არავის აჩერებდნენ.

რამდენჯერმე ჩაუარა გვერდზე მანქანების გრძელმა ჯაჭვმა, რომელთაც


შეიარაღებული ესკორტი ახლდა თან. ყოველ ჯერზე გზიდან გადადიოდა და კი არ
იმალებოდა, გამოსაჩენ ადგილზე დგებოდა, თან ხელებს აჩვენებდა, რადგან დაინახა,
რომ სხვებიც ასე აკეთებდნენ.

გზის პირას დაიძინა და დილის ნამით დასველებულმა გაიღვიძა. წინ გადაშლილი


გზა აღმართში მიიკლაკნებოდა და ნისლში გვერდზე უხვევდა. ჩიტები ბუჩქიდან
ბუჩქზე დახტოდნენ და მათი ჟღურტული მოგუდულად ისმოდა. ჩემოდანი ჯოხზე
გადაკიდა და მხარზე გადებული მიჰქონდა. ორი დღის განმავლობაში ლუკმა არ
ჩასვლია პირში, სამაგიეროდ, საზღვარი არ ჰქონდა მის გამძლეობას.

აღმართზე ერთ მილში ნისლში ბუნდოვნად გამოჩნდა კოცონი და ხმებიც მოესმა.


როცა მიუახლოვდა, შემწვარი ბეკონის სუნზე მუცელი აუბუყბუყდა. კოცონის
გარშემო კაცები იდგნენ და თბებოდნენ. კეის გამოჩენაზე ლაპარაკი შეწყვიტეს და
მიაშტერდნენ. კეი მისალმების ნიშნად ხელით ბერეტს შეეხო, მაგრამ სალამზე არავინ
უპასუხა. გასცდა მათ, მერე ჩაუარა გზის პირზე დანთებულ მეორე კოცონს,
ავტომობილების მწკრივს, რომლებიც ორივე მხარეს ფარებანთებულები იდგნენ და
ბოლოს წამოადგა კიდეც თავზე მოძრაობის შეწყვეტის მიზეზს. გზას ხერგავდა
გვერდზე გადაყირავებული ორნაწილიანი, ღია ცისფრად შეღებილი სატვირთო,
რომლის სულ უკანა ბორბლები ხევს ზემოთ ეკიდა. სალონი სულ მთლად
დამწვარიყო,

46
ფურგონი კი ბოლით იყო გაშავებული. ამ დამტვრეულ მანქანას ტომრებით სავსე
სატვირთო შესჯახებოდა და ახლა გზას გამსკდარი ტომრებიდან გადმოყრილი
ფქვილის კვალი ეტყობოდა. მთელ მოსახვევში, სადამდეც კეის თვალი სწვდებოდა,
უკან დახეული მანქანების რიგი იდგა. ორი სხვადასხვა რადიოსადგურიდან
მომავალი ხმები მჭახედ იჭრებოდა ერთმანეთში; ცოტა წინიდან ისმოდა ცხვრების
შფოთიანი ბღავილი. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, გავჩერდები და ძირს დაყრილ
ფქვილს მუჭებით მოვხვეტავ, ჯიბეებით წავიღებო, მაგრამ ვერ მიხვდა, რაში
გამოიყენებდა. მძიმე და ნელი ნაბიჯით მიდიოდა წინ, სატვირთო მანქანებს
ერთმანეთის მიყოლებით უკან იტოვებდა, ჩაუარა ცხვრებით სავსე სატვირთოსაც. ისე
მჭიდროდ იდგნენ საბარგულში, ზოგს ცალი კიდური ჰაერში ეკიდა; ჩაუარა კოცონის
გარშემო შემოკრებილ ჯარისკაცებსაც. მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
მანქანების რიგის სულ ბოლოს გზის მაჩვენებელი ორი შუქურა ციმციმებდა, უფრო
იქით, შუა გზაზე, სათლი იწვოდა და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა.

როგორც კი ეს ყველაფერი უკან მოიტოვა, კეი მოდუნდა, ისეთი გრძნობა დაეუფლა,


თითქოს გათავისუფლდა. თუმცა მეორე მოსახვევში ბუჩქებიდან გამოსული
სამხედროუნიფორმიანი ჯარისკაცი გადაეღობა და ავტომატი შიგ გულში დაუმიზნა.
კეი ადგილზე გაიყინა. ჯარისკაცმა ავტომატი დახარა, სიგარეტს მოუკიდა, ნაფაზი
დაარტყა და ავტომატი ისევ აღმართა. კეი ცდილობდა განესაზღვრა, სად უმიზნებდა
ამჯერად ჯარისკაცი – სახეში თუ ყელზე.

– მოკლედ, ვინ ხარ? და მითხარი ერთი, საით გაგიწევია? – ჰკითხა. აპირებდა პასუხის

გაცემას, მაგრამ ჯარისკაცმა არ აცალა:

– მაჩვენე, მოდი აქ და მაჩვენე, რა გიდევს მანდ.

მანქანების პროცესიისგან მოფარებულ ადგილზე იდგნენ, თუმცა კი მუსიკა


მოგუდულად მაინც აღწევდა. კეიმ ჩემოდანი მხრიდან ჩამოიღო და გახსნა.
ჯარისკაცმა ხელი აუქნია, გადიო, სიგარეტი მოისროლა და სწრაფი მოძრაობით ზედ
გზაზე გადმოაპირქვავა ჩემოდნის შიგთავსი. ახლა ყველაფერი ძირს ეყარა: ლურჯი
ფეტრის ფოსტლები, თეთრი ნიფხავი, კალამინის ლოსიონიანი ვარდისფერი
პლასტმასის ფლაკონი. წამლის ყავისფერი ბოთლი, კრემისფერი პოლიეთილენის
პარკი, ყვავილებიანი თავსაფარი, შავი შალის პალტო, ძვირფასეულობის შესანახი
კოლოფი, ყავისფერი ქვედატანი, მწვანე ბლუზა, ფეხსაცმელები, სხვა საცვლები,
ყავისფერი ქაღალდის შეკვრები, თეთრი პლასტმასის კოლოფი, ყავის ქილა, რომელიც
ჟღარუნებდა, ტალკი, ცხვირსახოცები, წერილები, ფოტოები, ფერფლით სავსე ყუთი.
კეის წარბიც არ შესტოკებია.

– სად მოიპარე ეს ყველაფერი, – ჰკითხა ჯარისკაცმა, – ხო ვიცი, ქურდი ხარ, არა?!


ქურდი,

რომელსაც სურს, რომ ამ მთებზე გადაიპაროს, – მერე ბოტის წვერი გაჰკრა ხელჩანთას,
მაჩვენეო, უბრძანა კეის და თვითონ უკან გაიწია.

კეიმ ყავის თუნუქის ქილა გახსნა. სავსე იყო ფარდის რგოლებით. გადმოიყარა
ხელისგულზე, შემდეგ უკან ჩაყარა და დახურა. ახლა სამკაულების კოლოფი გახსნა

47
და გაუწოდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ჯარისკაცმა გაჩხრიკა ნივთები, ბროში
ამოარჩია და უკან გადგა, თან იღიმოდა. კეიმ ახლა ხელჩანთა გახსნა და გაუწოდა.
ჯარისკაცმა ხელით ანიშნა და კეიმ ხელჩანთა გზაზე გადმოაპირქვავა. ცხვირსახოცი,
სავარცხელი და სარკე, სახის პუდრი და ორი საფულე იდო. ჯარისკაცმა კვლავ ანიშნა
და კეიმ საფულეები გაუწოდა. ჯარისკაცმა ორივე კიტელის ჯიბეში ჩააცურა. კეიმ
ტუჩები ენით გაისველა და მძიმედ უთხრა:

– ეგ არაა ჩემი ფული, დედაჩემის ფულია, მისი გასამრჯელოა.

არადა, არ იყო მართალი. დედამისი მკვდარი იყო, დედამისს ფული აღარ


სჭირდებოდა. და მაინც. სიჩუმე ჩამოწვა.

– რა გგონია, რისთვისაა ომი? – ჰკითხა კეიმ, – სხვებს რომ ფული წაართვა, იმისთვის?
– რა გგონია, რისთვისაა ომი? – კეის ტუჩებისმოძრაობას გამოაჯავრა ჯარისკაცმა და
გააგრძელა: – ქურდბაცაცავ, კარგად მომისმინე. შეიძლება შენი ლეში ახლა ბუჩქებში
გდებულიყო და ზედ ბუზებს ექეიფათ. ნუ მასწავლი, ომი რაცაა. ახლა ავტომატით
ფერფლიან კოლოფზე ანიშნა – ეგ მაჩვენეო.

კეიმ მოხსნა თავსახური და კოლოფი გაუწოდა. ჯარისკაცმა პლასტმასის ტომსიკა


ყურადღებით დაათვალიერა, მერე ჰკითხა:

– რა არის ეს?

– ფერფლი, – უპასუხა კეიმ. ამჯერად მისი ხმა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა.

– გახსენი, – უბრძანა ჯარისკაცმა. კეიმ გახსნა, ჯარისკაცმა მწიკვი ამოიღო და


ინტერესით დაყნოსა.

– ღმერთო, – ესღა თქვა მერე. მისი თვალები კეის თვალებს შეხვდა.

კეი დაიხარა და დედამისის ნივთები ისევ ჩემოდანში ჩაალაგა. ჯარისკაცი გვერდზე


გადგა.

– შემიძლია წავიდე? – ჰკითხა კეიმ.

– საბუთები წესრიგშია – შეგიძლია წახვიდე, – უთხრა ჯარისკაცმა. კეიმ ისევ ჯოხზე


წამოაცვა ჩემოდანი და მხარზე გაიდო.

– მოიცა, შენ სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობ ან რამე ეგეთი? – ჰკითხა


ჯარისკაცმა. კეიმ თავი გააქნია.

– მოიცა, მოიცა, – გააჩერა ისევ ჯარისკაცმა. ჯიბიდან ერთ-ერთი საფულე ამოიღო,


შეკრული ბანკნოტებიდან ერთი ათრენდიანი გამოაცურა და კეის მიმართულებით
ისროლა.

– ეს ფეხის ქირაა. წადი, ნაყინი იყიდე.

კეი მიბრუნდა და ბანკნოტი აიღო. მერე ისევ გზას დაადგა. ორი წუთიც და, ჯარისკაცი
მის ზურგს უკან, სქელ ნისლში ჩაიკარგა.

48
არ უფიქრია, რომ სიმხდალე გამოიჩინა. თუმცა მაინც, ცოტა მერე, უცებ მიხვდა, რომ
ჩემოდნის თრევას აზრი აღარ ჰქონდა. აცოცდა ფერდობზე და ბუჩქებში დატოვა
ხელბარგი, მხოლოდ შავი

პალტო წამოიღო ცივი დღეებისთვის, ასევე თავახდილი ფერფლიანი კოლოფი, რათა


წვიმასაც ჩაეღწია შიგ და მზის სხივებსაც გამოეშრო და თუ მოისურვებდნენ, მწერებიც
დასეოდნენ შეუფერხებლად.

აქეთ მხარეს მანქანები ისე გაიშვიათდა, რომ გზა სულ კეის დარჩა. ნაშუადღევს
გამოჩნდა მთაში გათხრილი გვირაბი და საგუშაგო სამხრეთ შესასვლელთან. კეიმ
გადაუხვია და ფერდობს შეუყვა, გაჭირვებით მიიკვლევდა გზას, გვერდს უქცევდა
სისველისგან დამძიმებულ ბუჩქებს, შუაღამისას უკვე თავზე მოექცა გვირაბს; ქვემოთ
მდინარე ელანდი და ჩრდილოეთით გაშლილი გზა ჩანდა. შორიდან ბაბუინების ყეფა
ესმოდა. მოფარებული ადგილი ნახა, დედისპალტოში გაეხვია და დაწვა, ჯოხი მაინც
გვერდზე ედო. გამთენიისას უკვე გზაში იყო, მთავარ ხიდზე რომ არ გაევლო, საკმაო
მანძილზე წრე დაარტყა ხეობაში. იმ დღის პირველმა მანქანების კოლონამაც გვერდზე
ჩაუარა.

მთელი დღე სიარულში გაატარა, სულ გზიდან მოშორებით მიაბიჯებდა, ღამე


გოლფის ძელებიანი, მაგრამ თავის ნებაზე მიშვებული და გაუკრეჭავი მინდვრის
განაპირას, ბუნგალოში გაატარა. იმ ადგილს გზისგან ევკალიპტის ხეები აშორებდა.
ბუნგალოს ფანჯრები ჩარაზული დახვდა, კარი კი გამოგლეჯილი. იატაკზე შუშის
ნამტვრევები, ძველი გაზეთები და დამჭკნარი ფოთლები ეყარა. კედლებზე
დაკლაკნილ ბზარებში გახუნებული ყვითელი ფერის, უკვე

მომჭკნარ მცენარეებს წამოეყოთ თავი; წყლის მილების ქვეშ ლოკოკინებს დაედოთ


ბინა, აი, სახურავი კი ხელუხლებელი იყო. კეიმ კუთხეში მიხვეტა ფოთლები და
ქაღალდები და ეს გროვა საწოლად აქცია. ჩაეძინა, მაგრამ დროდადრო მაინც
წამოყოფდა ხოლმე თავს – ძლიერი ქარისა და თქეშის მონოტონური ხმა აღვიძებდა.

როცა ადგა, ჯერაც წვიმდა. შიმშილისგან გული ერეოდა. ზღურბლთან იდგა და


გასცქეროდა გალუმპულ სათიბ-საძოვრებს, წვიმით გაჟღენთილ ხეებს და ნაცრისფერ
ნისლში ჩაძირულ შორეულ გორაკებს. ერთ საათს მაინც უცდიდა წვიმის შენელებას,
მერე საყელო აიწია და თავსხმაში გარეთ გავარდა. მინდვრის მარჯვენა ბოლოში,
მავთულხლართებიან ღობეზე გადაძვრა და ბალახებიან-სარეველებიან ვაშლის ბაღში
აღმოჩნდა. სადაც უნდა დაედგა ფეხი, ყველგან ჭიანი ვაშლები ეყარა, ტოტებზეც
უამრავი ესხა წვრილ-წვრილად. წვიმისგან ბერეტი ქვაბივით ჩამომხობოდა თავზე,
შავი პალტო სხეულზე კანივით შემოტმასნოდა, იდგა ასე გალუმპული ვაშლის ბაღში
და ანგარიშმიუცემლად ნთქავდა ვაშლებს, კბილებით არჩევდა ჭიან და საღ ადგილებს
და საღს კურდღლის სისწრაფით ღრღნიდა. მზერაც კურდღელივით ცარიელი ჰქონდა.

მერე ბაღში უფრო ღრმად შევიდა. ყველაფერს ეტყობოდა, რომ აღარავინ ზრუნავდა
აქაურობაზე, რომ ყველაფერი თავის ნებაზე იყო მიშვებული. ის იყო, თითქმის
დაასკვნა, რომ

49
მიტოვებულ მიწის ნაკვეთზე იმყოფებოდა, ვაშლის ხეებს შორის მოსწორებულ ვაკეს
მოჰკრა თვალი, რომლის იქითაც სამეურნეო ნაგებობები და თეთრად შეღებილი
კედლებითა და ჩალის სახურავით ფერმერის სახლი დაინახა. მოსუფთავებულ მიწის
ნაკვეთზე ბოსტნეულის კვლები ჩაეწიკწიკებინათ: ყვავილოვანი კომბოსტოს კვალი
ცალკე, იქვე სტაფილო, კარტოფილი. გამოეყო ხეების თავშესაფარს, ისევ თავსხმაში
გავარდა, ოთხზე ჩაიცუცქა და ჩარბილებული მიწიდან ნახევრად ამოზრდილი
ყვითელი სტაფილოების ამოთხრას შეუდგა. ღმერთის მიწაა ეს, – ფიქრობდა
თავისთვის, – არ ვარ მე ქურდი. მიუხედავად ამისა, მაინც წარმოიდგინა, როგორ
ხვდებოდა ფერმერის სახლის უკანა ფანჯრიდან ნასროლი ტყვია და როგორ მორბოდა
თავდასასხმელად გაავებული ალზასური ნაგაზი. როცა ჯიბეები ბოსტნეულით
გამოიტენა, მაინც აღგზნებული იდგა, ვერ ჩერდებოდა. იმის ნაცვლად, რომ
სტაფილოების მწვანე ღეროები წაეღო და ხეების ქვეშ მიმოეფანტა, როგორც
ჩაფიქრებული ჰქონდა, იქვე დატოვა, სადაც ეყარა.

ღამით წვიმამ გადაიღო. დილით თავისი გალუმპული ტანსაცმლით ისევ გზას


დაადგა. უმი ბოსტნეულის ჭამისგან შებერილი მუცელი უბუყბუყებდა. როცა
მანქანების მოახლოებას იგუმანებდა, მაშინვებუჩქებში მიძვრებოდა, თუმცა თან
ფიქრობდა, რომ უკვე ისეთი ბინძური, გალეული და სიქაგამოცლილი იერი ჰქონდა,
ყველა დაასკვნიდა, რომ ერთი თავის ნებაზე მოხეტიალე მაწანწალაა, რომელიც
ქვეყნის შუაგულიდან მოჰყვება გზებს და მოგზაურობს, თან იმდენად ჩლუნგია, არ
იცის, რომ მოგზაურობას საბუთები სჭირდება; იმდენად სასოწარკვეთილი და
საკუთარ სატკივარში ჩაძირულია, რომ სხვებს ვერაფერს დაუშავებსო.

მანქანების ერთ-ერთ ნაკადს, რომელსაც მოტოციკლისტების, ჯავშნიანი


ავტომობილებისა და უწვერულვაშო, ჩაფხუტიანი ჯარისკაცებით სავსე
სატვირთოების ესკორტი მოჰყვებოდა, ხუთ წუთზე მეტი დასჭირდა ბოლომდე
ჩასავლელად. თავისი სამალავიდან გულმოდგინედ აკვირდებოდა თითოეულ
მათგანს. ბოლო მანქანაში, ავტომატის სადგამთან მსროლელი იდგა, სახეზე შარფი
ჰქონდა ახვეული, სამხედრო სათვალე ეკეთა და თავზე ნაქსოვი კეპი ეხურა. ზუსტად
ერთი წამით კეის და მისი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მერე ჯარისკაცი ისევ უკან,
ბოლანდში გაიტაცა მანქანამ.

წყლის მილის ქვეშ დაიძინა. დილით, ცხრისთვის, გზაზე უკვე გამოჩნდა


უორჩესტერის საკვამურები და ანძები. მარტო აღარ იყო, ახლა მის გვერდით ათასი
ჯურის ხალხი ირეოდა. სამმა ახალგაზრდამ ისეთი ნაბიჯით ჩაუარა, მათი ქშენისგან
ჰაერში თეთრი ქულები დარჩა.

ქალაქის მისადგომებთან ბლოკპოსტი დახვდა, პირველად პაარლის შემდეგ.


პუნქტთან ამჯერად პოლიციის მანქანები იდგა, იქაურობა ხალხით იყო სავსე. წამით
შეყოყმანდა. მარცხნივ სახლები იდგა, მარჯვნივ – აგურის ქარხანა. ერთადერთი
გამოსავალი უკან დაბრუნება იყო. ის კი წინ წავიდა.

– რა უნდათ ჩვენგან? – ჰკითხა ქალს, რომელიც მის წინ იდგა რიგში. ქალმა შეხედა და
გვერდზე გაიხედა, არაფერი უთქვამს.

50
ახლა მისი ჯერი იყო. გაუწოდა თავისი მწვანე ბარათი. რიგის თავში, პოლიციელების
ორ სატვირთო მანქანას შორის, ხედავდა მათ, ვინც ბლოკპოსტზე გაატარეს, მაგრამ
ერთ მხარეს ხედავდა კაცების მდუმარე ჯგუფსაც, მხოლოდ კაცებისას, რომლებსაც
ძაღლიანი პოლიციელი იცავდა. თუ ძალიან მოვისულელებ თავს, შეიძლება
გამატარონ, – ფიქრობდა თავისთვის.

– საიდან ხართ?

– პრინს-ალბერტიდან, – თქვა, მაგრამ იგრძნო, როგორ გაუშრა პირი, – სახლში


მივდივარ, ისევ პრინს-ალბერტში.

– ნებართვა?

– დავკარგე.

– ჰო, დაკარგე, დაკარგე. იდექი მანდ, – პოლიციელმა ჯოხით ანიშნა.

– ვერ გავჩერდები, მეჩქარება, – წაიჩურჩულა კეიმ. ნეტა რა მოხდა, შიში ყნოსვით


იგრძნეს? ვიღაცამ მკლავში მაგრად ჩაავლო ხელი. კეიმ გალიაში შეგდებული
მხეცივით გაიბრძოლა.

ვიღაც მის უკან უკვე თავის მწვანე ბარათს უწვდიდა პოლიციელს. კეის აღარავინ
უსმენდა. ძაღლიანი პოლიციელი ადგილზე აცმუკდა, თითქოს ვეღარ ითმენდა. კეის
ხელი ჰკრეს და წინ გააგდეს. ბოლო ნაბიჯები თავისით გადადგა და თვითონ შეაბიჯა
ტყვეობაში. დანარჩენები გვერდზე ისე აჩოჩქოლდნენ და მიიწ-მოიწიეს, თითქოს
დასნებოვნების წყაროს ერიდებიანო. კეიმ ჯიხურის კარი მიიჯახუნა და ისევ ძაღლს
ჩახედა ყვითელ თვალებში.

ორმოცდაათ უცნობთან ერთად კეი რკინიგზის ეზოში მიიყვანეს, ფაფა და ჩაი მისცეს
და მორიგე ხაზზე შემდგარ ერთვაგონიან მატარებელში ჩასვეს. კარი ჩაკეტილი იყო,
ამიტომ ლოდინი მოუხდათ, იქვე რკინიგზის პოლიციის ყავისფერ და შავ
უნიფორმებში ჩაცმული შეიარაღებული დაცვა ტრიალებდა, მერე კიდევ ოცდაათი
პატიმარი დაემატათ და ყველანი ერთად ვაგონში აუშვეს.

კეის გვერდით, ფანჯარასთან, კოსტიუმიანი ხანში შესული კაცი იჯდა. კეი სახელოზე
შეეხო:

– სად მივყავართ? უცნობმა შეხედა და მხრები აიჩეჩა:

– აბა, რა მნიშვნელობა აქვს, სად მივყავართ, მხოლოდ ორი მიმართულება არსებობს,


რკინიგზის ხაზის თავი და დასასრული. ასეთია მატარებლების ბუნება.

კაცმა ტკბილეულის შეკვრა გამოიღო და ერთი კეისაც შესთავაზა.

ორთქლმავალი რკინიგზაზე გადმოიყვანეს და სტვენით, ყანყალითა და ბრახუნით


მიაბეს ვაგონს.

– ჩრდილოეთისკენ, – თქვა უცნობმა, – ტოუვზ რივერისკენ[2].

კეიმ არაფერი უპასუხა და უცნობმაც წამსვე დაკარგა ინტერესი მის მიმართ.

51
ვაგონი დაიძრა, გზა უორჩესტერის უკანა, თვალს მოფარებულ უბნებში გადიოდა.
რკინიგზისპირა დასახლებებში ქალები სარეცხს ფენდნენ, ბავშვები ღობეებზე იდგნენ
და ხელს უქნევდნენ, მატარებელი ნელ-ნელა სიჩქარეს უმატებდა. კეი უყურებდა,
თითქოს როგორ მოძრაობდნენ ტელეგრაფის გადამცემი ხაზები. აღმა-დაღმა,
აღმადაღმა. მილი მილს მისდევდა და ერთმანეთს ცვლიდა მიტოვებული ვენახები,
რომელთა თავზეც ყვავები წრეებს ხაზავდნენ. შემდეგ მთებში შევიდნენ და ძრავა
ათუხთუხდა. კეის გააჟრჟოლა, თვითონვე გრძნობდა ყნოსვით ბინძური ტანსაცმლის
სუნში არეულ საკუთარ ოფლს.

გაჩერდნენ; დაცვა მოვიდა და კარს ურდული ახსნა. გადმოვიდნენ თუ არა, გაჩერების


მიზეზიც ცხადი გახდა. მატარებელი ვეღარსად წავიდოდა: ლიანდაგი ამის იქით
ქვების გროვითა და წითელი თიხით იყო დაფარული. თიხა ფერდობიდან
ჩამოცვენილიყო და მთის კალთაზე ფართო ნაპრალიც დაეტოვებინა. ვიღაცამ რაღაც
თქვა. ნათქვამზე სხვებს სიცილი წასკდათ.

დამეწყრილი ადგილის წვეროდან კარგად მოჩანდა დაბლა, სარკინიგზო ხაზის მეორე


მხარეს გაჩერებული სხვა მატარებელი. კაცებიც იქვე ირეოდნენ. ჭიანჭველებივით
ფუსფუსებდნენ, ცდილობდნენ, ვაგონიდან მექანიკური ნიჩაბი გადმოეღოთ და
დაღმართზე ჩაეტანათ.

კეი იმ ჯგუფში გაანაწილეს, რომელიც ოდნავ მოშორებით, დაზიანებულ მონაკვეთთან


უფრო ახლოს, ლიანდაგზე მუშაობდა. მთელ შუადღეს, ზედამხედველისა და დაცვის
მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენ ჯგუფთან ერთად, კეი დახვავებულ რელსებს
ეზიდებოდა, საძირკველს ამაგრებდა და მორებს აგებდა. საღამოსთვის უკვე ისე წინ
წასწიეს საქმე, რომ მიწაყრილთან ცარიელი ვაგონი თავისუფლად მივიდოდა.
ვახშმისთვის დაიშალნენ, ჯემიანი პური ჭამეს და ჩაი დააყოლეს. შემდეგ,
ლოკომოტივის წინა ფარების შუქზე მიწაყრილზე აძვრნენ და თიხისა და ქვების თხრა
დაიწყეს. თავიდან ისეთ სიმაღლეზე იდგნენ, რომ სავსე ნიჩაბს პირდაპირ
საბარგულში ცლიდნენ, მაგრამ დაიწია თუ არა მიწაყრილმა, სავსე ნიჩბების ზემოთ
აღმართვა გახდა საჭირო. გავსებული საბარგული ლოკომოტივმა გზის ქვედა
ნაწილამდე ჩაიტანა და იქ უკვე სრულ სიბნელეში იმავე მუშებმა დაცალეს.

ვახშმითა და მცირედი შესვენებით ძალამოცემულს, მალე ისევ წაერთვა ღონე. ძლივს


სწევდა სავსე ნიჩაბს; წელში გასწორებული თუ იდგა, ზურგში ტკივილს გრძნობდა,
თითქოს დანა გაუყარესო, თან ეგონა, გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. სულ უფრო
უკლებდა ტემპს, მერე გზისპირას ჩამოჯდა და თავი მუხლებს შორის ჩარგო. დრო
გადიოდა, ვეღარც კი ხვდებოდა, რამდენი ხანი გავიდა, ხმებიც სულ უფრო ყრუდ
ესმოდა. მერე უცებ მუხლზე იგრძნო დარტყმა: – ადექი! – უბრძანა ხმამ. ბორძიკით
წამოდგა და მკრთალ შუქზე ძლივს გაარჩია ჯგუფის ზედამხედველი თავისი შავი
პალტოთი და კეპით.

– რატომ მაიძულებთ, ვიმუშაო აქ? – ჰკითხა კეიმ. თავბრუ ეხვეოდა და


საკუთარი ხმა შორიდან ექოდ ჩაესმოდა. ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა:

52
– უბრალოდ აკეთე, რასაც გეუბნებიან, – უთხრა, მერე აიღო ჯოხი და კეის
მკერდში მიარტყა. კეი ნიჩაბს დასწვდა.

შუაღამემდე შრომობდნენ, ბოლოს უკვე მთვარეულებივით დალასლასებდნენ.


ბოლოს და ბოლოს, ვაგონში რომ შერეკეს, გვერდიგვერდ მიჭუჭკნულებმა დაიძინეს
სკამებზე, ანდა

პირდაპირ შიშველ იატაკზე მოიკუნტნენ. ფანჯრები ჩარაზული იყო, მთის საშინელი


სუსხისგან რომ დაეცვათ თავი, გარეთ კი გუშაგები დადიოდნენ წინ და უკან, თან
კანკალებდნენ, იგინებოდნენ და მორიგეობით იპარებოდნენ შიგნით ვაგონში,
ცოტათი მაინც რომ გაეთბოთ ხელები.

დაღლილი და შემცივნებული კეი დასაძინებლად დაწვა, გულში ფერფლით სავსე


კოლოფი ჰქონდა ჩაკრული, უკან მეზობელი მოუწვა და ძილში, გაუაზრებლად
მაგრად ჩაეხუტა. ალბათ, ცოლი ვგონივარ, ფიქრობდა თავისთვის კეი, ცოლი, ვისთან
ერთადაც გუშინ ღამით საკუთარ ლოგინში იწვაო. დაბინდულ ფანჯარას
მიშტერებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაილეოდა ღამე. მერე მაინც ჩაეძინა,
დილით კი, როცა გუშაგებმა კარები გახსნეს, მთელი ტანი ისეთი დაჭიმული ჰქონდა,
ფეხზე ძლივს ადგა.

ისევ ფაფა და ჩაი. შენიშნა, რომ გვერდზე ისევ ის კაცი ეჯდა, რომელიც
უორჩესტერიდან წამოსვლისას გზაში გამოელაპარაკა.

– შეუძლოდ ხარ? – ჰკითხა კაცმა. კეიმ თავი გააქნია.

– არ ლაპარაკობ და ვიფიქრე, რომ ავად გახდი.

– არა, არ ვარ ავად, – მიუგო კეიმ.

– მაშინ ნუ გაქვს ეგეთი უბედური სახე. ეს არც ციხეა, არც საბოლოო განაჩენი. ეს
უბრალოდ მუშების ჯგუფია. კარგი რა, ლობიოს ჭამასავით იოლია ეს ყველაფერი.

კეიმ ვერაფრით დაამთავრა გაცივებული სიმინდის ფაფა. გუშაგები და ორი


ზედამხედველი დადიოდნენ რიგებს შორის და ტაშისა და ჯოხის კვრით გასცემდნენ
ადგომის ბრძანებას.

– არაფერი განსაკუთრებული შენ არ გჭირს, – განაგრძო კაცმა, – და არც არავის ჩვენ


შორის, – თქვა და თვალი მოავლო ტყვეებს, გუშაგებს, ზედამხედველებს. კეიმ
დატოვებული ფაფა მიწაზე გადმოაპირქვავა და მერე ორივე ადგა. ამ დროს
ცხვირკაუჭა ზედამხედველმა ჩაიარა და პალტოს ბოლოზე მიარტყა ჯოხი.

– გამხიარულდი! – გაუღიმა კაცმა კეის და მხარზე ოდნავ დაჰკრა ხელი, – მალე ისევ
გახდები შენი თავის ბატონ-პატრონი!

ძლივს მოეტანათ მექანიკური მიწის მთხრელი და მისი საშუალებით თხრილის მეორე


მხარეს ახლა უკვე სწრაფად იწმინდებოდა გზა. შუადღისთვის უკვე გაჭრილი იყო სამი
მეტრი სიგანის გზა და ტოუვზ რივერიდან მოსულ პროფესიონალ მუშათა
ბრიგადასაც უკვე შეეძლო საქმეში ჩართვა – მოშიშვლებული გზის აყრა და დაგება.

53
ჩრდილოეთით ჩამომდგარმა მატარებელმა თეთრი კვამლი დააყენა. კეი, რომელსაც
თავისი გაჭუჭყიანებული, სასწრაფო დახმარების ერთ დროს თეთრი ქურთუკი ეცვა,
ხელში კი ფერფლით სავსე კოლოფი და პალტო ეჭირა, ვაგონში აძვრა. არავის
შეუჩერებია. ნელ-ნელა მატარებელმა უკან დაიხია და ცალხაზიან ლიანდაგზე
ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი. ვაგონის ბოლოს მდგარი შეიარაღებული დაცვის ორი
წევრი კი გზას აკვირდებოდა.

მთელი ორსაათიანი მგზავრობის განმავლობაში კეი თავს იკატუნებდა, ვითომ ეძინა.


ერთხელ მის წინ მჯდომმა კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, საჭმელს ეძებდა,
ფეხებშორის მოქცეული კოლოფი ფრთხილად გამოუცურა და გახსნა, მაგრამ რომ
დაინახა, შიგ მხოლოდ ფერფლი იყო, დახურა და ისევ უკან შეაბრუნა. კეიმ ნახევრად
დახუჭული თვალებით ყველაფერი დაინახა, მაგრამ არ ჩარეულა.

ნაშუადღევს, ხუთ საათზე, ტოუვზ რივერში გადმობარგდნენ. კეი პლატფორმაზე იდგა


და ვერ

ხვდებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. შეიძლება აღმოეჩინათ, რომ სხვა


მატარებელში ჩასვეს და უკან, უორჩესტერში გაეგზავნათ; ანდა შეიძლება ამ უცნაურ,
ფარღალალა, ქარიან ადგილას გამოეკეტათ, რადგან დოკუმენტები არ ჰქონდა; ანდა
შეიძლება ბევრი რამ ფუჭდებოდა ამ სარკინიგზო ხაზზე, ბევრი მეწყერი ჩამოდიოდა,
ბევრი ადგილი იტბორებოდა, ფეთქდებოდა, ფუჭდებოდა გზაზე იმისთვის, რომ ეს
ორმოცდაათკაციანი ჯგუფი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ეტარებინათ ტოუვზ
რივერიდან მთელი შემდეგი წლების განმავლობაში, უჯამაგიროდ, მხოლოდ ფაფაზე
და ჩაიზე – ისიც იმიტომ, რომ სიქაგამოლეულები არ დაცემულიყვნენ. თუმცა
სინამდვილეში ის მოხდა, რომ ორმა გუშაგმა ისინი პლატფორმიდან გააცილა, უკან
უსიტყვოდ გაბრუნდა და დატოვა ყოფილი ტყვეები ამ გადაბუგულ მიწაზე თავიანთი
შეწყვეტილი ცხოვრების გასაგრძელებლად.

კეის ბევრი არ უყოყმანია, გადაჭრა გზა, გაძვრა ღობეში გამოთხრილ ხვრელში და


დაადგა ბილიკს, რომელსაც რკინიგზის სადგურიდან ცენტრალურ გზაზე
ჩამწკრივებული ბენზინგასამართი სადგურების, გზისპირა სახლებისა და საბავშვო
სათამაშო მოედნების ოაზისისკენ მიჰყავდა. ცხენებიან საქანელასა და სხვა
კარუსელებზე მხიარული ფერის საღებავი სულ გადაქერცლილიყო, ბენზინგასამართი
სადგურები კარგა ხნის წინ დაეხურათ, მაგრამ პატარა მაღაზია, რომელსაც თავზე
Coca-Cola-ს ტრაფარეტი ჰქონდა დამაგრებული, ფანჯარაში კი დამჭკნარი
ფორთოხლებით სავსე ყუთი იდგა, კვლავ ღია ჩანდა. კეი კარს მიუახლოვდა. ის

იყო, ფეხიც გადადგა შესასვლელად, რომ შავებში ჩაცმული ტანდაბალი მოხუცი ქალი
ხელებგამოწვდილი გამოემართა შესახვედრად. ვიდრე კეი გონს მოვიდოდა, ტანით
ღონივრად მიაწვა, ზღურბლიდან გადასვლა აიძულა და ზედ ცხვირწი მიუჯახუნა
კარი. წამსვე საკეტის ენის ჟღარუნიც გაისმა – კარი ჩაიკეტა. კეიმ ფანჯარაში შეიხედა
და დააკაკუნა, ათრანდიანიც ააფრიალა მინაზე, რომ ეთქვა, კეთილი განზრახვით
მოვედიო, მაგრამ მოხუცი ქალი, რომელიც სულ არ აპირებდა გამოხედვას, დახლს
უკან გაუჩინარდა. მატარებლიდან ჩამოსულმა ორმა კაცმა, რომლებიც კეის
მოჰყვებოდნენ უკან, ყველაფერი დაინახეს. ერთ-ერთი მათგანი ისე გამწარდა,

54
დაიხარა და ერთი მუჭა ხრეში შეაყარა ფანჯარას. მერე ორივე შებრუნდა და გაეცალა
იქაურობას.

კეი კი დარჩა. რბილყდიანი წიგნებით სავსე თაროს მიღმა, ვიტრინაში გამოდებულ


ტკბილეულს შორის, ის კვლავაც ხედავდა შავი კაბის კალთას. თვალებზე ხელით
მოიჩრდილა მზე და დაიცადა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა, მხოლოდ გაშლილი
ველდიდან[3] მომავალი ქარისა და კეის თავს ზემოთ აჭრიალებული ფირნიშის ხმა.
გარკვეული დროის შემდეგ ქალმა დახლიდან თავი ასწია და კეის მზერას წააწყდა.
შავჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ვერცხლისფერი თმა უკან ჰქონდა გადაწეული და
მაგრად შეკრული. მის ზურგს უკან, თაროებზე, კონსერვები, სიმინდის პაკეტები,
შაქარი და მათეთრებელი ფხვნილის ყუთები ეწყო. დახლის წინ, იატაკზე, ლიმონით
სავსე კალათა იდგა. კეიმ თავს ზემოთ ისევ ააფრიალა ათრანდიანი ბანკნოტი. მოხუცი
ქალი არც კი გატოკებულა.

კეიმ ერთ-ერთი ბენზინის საქაჩის გვერდით ონკანის მოშვება სცადა, მაგრამ წყალი არ
მოდიოდა. მერე მაინც დალია, ოღონდ მაღაზიის გვერდზე მდებარე ონკანიდან.
გაშლილ მინდორზე, ბენზინგასამართი სადგურის უკან, უამრავი დაშლილი მანქანა
და მათი ნაწილები ეწყო. რამდენიმეზე სცადა და ბოლოს მაინც მიაგნო კარს, რომელიც
იღებოდა. უკანა სავარძელი მანქანას ამოცლილი ჰქონდა, მაგრამ უკეთესის ძებნა უკვე
აღარ შეეძლო. შორს, მთებში მზე ჩადიოდა და ღრუბლებსაც ფორთოხლისფრად
აფერადებდა. კეი მოეჭიდა კარს და დაწვა მანქანის ჩაღუნულ, მტვრიან ძირზე,
თავქვეშ ფერფლის ყუთი ამოიდო და ცოტა ხანში უკვე ეძინა.

***
დილით მაღაზია ღია დახვდა. დახლს უკან კრემისფერ უნიფორმაში გამოწყობილი
მაღალი კაცი იდგა. კეიმ მისგან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იყიდა პომიდვრის
სოუსში ჩაწყობილი ლობიოს სამი კონსერვი, რძის ფხვნილის პაკეტი და ასანთი.
გავიდა ბენზინგასამართი სადგურის უკან და ცეცხლი დაანთო. ვიდრე ერთ-ერთი
კონსერვის ქილა თბებოდა, რძის ფხვნილი გადმოიყარა ხელისგულზე და ალოკა.
შეჭამა თუ არა, გზას გაუდგა. ძლივს მილასლასებდა გზატკეცილზე. მზე მარჯვნივ
მოექცა. შეუფერხებლად იარა მთელ დღეს. ამ ქვაღორღიან და ბუჩქებიან ადგილებში
არაფერი ჩანდა, სადაც კაცი დამალვას შეძლებდა. მანქანების მწკრივი ორივე
მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ კეის ყურადღებას არავინ აქცევდა. როცა
შებინდდა, გადავიდა გზიდან, გადაძვრა ღობეზე და ამომშრალი მდინარის
კალაპოტში იპოვა ღამის გასათევი. ისევ დაანთო ცეცხლი და ლობიოს მეორე
კონსერვი შეჭამა. ჩანაცრულ კოცონთან ახლოს მიწვა დასაძინებლად, ისე რომ
ყურადღება არც კი მიუქცევია ღამეული ხმებისთვის – ქვებზე სწრაფი გადარბენებისა
და ხის ტოტებში შეფრთხიალებებისთვის.

მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მინდორში ღობეზე გადაძრომა შეეძლო, უფრო
წყნარად განაგრძო მოგზაურობა. მთელ დღეს მიდიოდა, უკვე საღამოს ბინდბუნდში
კი გაუმართლა და

55
გვრიტი დაიჭირა – ქვა ესროლა და ჩამოაგდო მაშინ, როცა ჩიტი ეკლიან ხეზე
დასაბუდებლად დაჯდა. გვრიტს კისერი გადაუგრიხა, გაასუფთავა, შამფურად
გადაკეთებულ მავთულზე წამოცმული შეწვა და ლობიოს ბოლო კონსერვს მიაყოლა.

დილით მოხუცი სოფლელი წამოადგა თავზე. კაცს ჩამოძონძილი ყავისფერი


სამხედრო პალტო ეცვა. საკმაოდ უხეშად გააღვიძა კეი და უცნაურად აღელვებულმა
გააძევა იქიდან.

– არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ღამე გავათიე აქ, – შეეპასუხა კეი.

– თუ პრობლემებს არ ეძებ, აქ აღარ დაბრუნდე! – უთხრა მოხუცმა, – გიპოვიან


თავიანთ მინდორში და გესვრიან! ტყუილად თავს გაიუბედურებ! ახლა წადი!

კეიმ მიმართულება ჰკითხა, მაგრამ მოხუცმა კაცმა ხელის აქნევით უსიტყვოდ


მოიშორა თავიდან და ნაცარზე მიწის წაყრას შეუდგა. კეიმაც თავი დაანება და
ლასლასით გაუყვა ისევ გზატკეცილს. ერთ საათს იარა ასე, მერე კი, როცა იგრძნო, რომ
სამშვიდობოს იყო, ისევ გადავიდა ღობის იქით.

დაგუბებული ღელეს გვერდით საკვები ვარცლი ნახა, ცარიელი კონსერვის ქილით


მოხვეტა

ცოტა სიმინდი და ძვლის ფქვილი, ნახევრამდე გაავსო, წყალში მოხარშა და შეჭამა ეს


ქვიშასავით შეჭამანდი. რაც ვერ ჭამა, ბერეტში გადაიტანა და თან გაიფიქრა: როგორც
იქნა, მიწა მაჭმევს საჭმელს.

ზოგჯერ ერთადერთი ხმა, რაც ესმოდა, შარვლის ტოტების ერთმანეთზე გასმის


შრიალი იყო. ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე არაფერი ჩანდა. მხოლოდ სიცარიელე.
აძვრა გორაკზე, ზურგზე დაწვა და სიჩუმეს მიუგდო ყური. გრძნობდა, როგორ
უთბობდა მზის სხივები ძვლებს.

«აქ სამუდამოდ დავრჩებოდი, – აგრძელებდა ფიქრს, – ანდა სიკვდილამდე


დავრჩებოდი». არაფერი მოხდებოდა, წინა დღე იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც
ახლანდელია. არაფერი იქნებოდა სათქმელი. შფოთვა, რომელსაც გზაზე სიარულისას
გრძნობდა, ნელ-ნელა გაუქრა. ზოგჯერ, როცა მიდიოდა, ვერ ხვდებოდა, კვლავაც
ეღვიძა თუ მძინარე მიდიოდა. დარწმუნებული იყო, რომ ადამიანებს სწორედ აქ უნდა
მოესვენათ, მთლიანად უნდა დანებებოდნენ წინ გაწოლილ უსაზღვრო სიჩუმეს;
დარწმუნებული იყო, მათ უნდა გასჩენოდათ სურვილი იმისა, რომ თავიანთი
შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც ანდერძად დაეტოვებინათ ეს უკიდეგანო
მდუმარება; ფიქრობდა, ნეტა თუ არსებობს ამ ღობეებს შორის დავიწყებული
კუთხეები, კუნჭულები და დერეფნები, რომლებიც ჯერ არავის ეკუთვნის. კარგა
მაღლა რომ ავფრინდე, განაგრძობდა ფიქრს, იქნებ შევძლო კიდეც ასეთი მიწის
ნაკვეთების დანახვაო.

ცა ორმა თვითმფრინავმა გადასერა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ცაში დატოვა


ბამბის ქულასავით ბილიკი, რომელიც ნელ-ნელა გაქრა, ისევე როგორც ტალღებად
დარხეული ხმაური.

56
როცა ლაინგსბურგის გაღმა ბოლო გორაკები გადაიარა, მზე გადაიხარა. მერე კი, როცა
ხიდიც გადაკვეთა და ქალაქის ფართო, მთავარ ავენიუს მიაღწია, გარშემო უკვე
ყველაფერი მუქ მელნისფრად მოჩანდა. ჩაუარა ბენზინგასამართ სადგურებს,
მაღაზიებს, გზისპირა სახლებს – ყველაფერი დაკეტილი იყო. ძაღლმა ყეფა დაიწყო და
რადგან დაიწყო, აღარც გაჩერდა. დანარჩენებიც აჰყვნენ. ქუჩის შუქი არსად ანათებდა.

ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიის ჩაბნელებულ ვიტრინასთან იდგა, როცა ვიღაცამ


ჩაუარა, გაჩერდა და მოუბრუნდა:

– ზარები რომ ირეკება, კომენდანტის საათი იწყება, – უთხრა ხმამ, – ჯობია, გადახვიდე
ქუჩიდან.

კეი მისკენ შებრუნდა. მასზე გაცილებით ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც


მომწვანომოოქროსფრო სპორტული ქურთუკი ეცვა და ხელში ხელსაწყოების ხის
ყუთი ეჭირა. აი, უცნობმა რა დაინახა, კეიმ არ იცოდა.

– კარგად ხარ? – ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

– არ მინდა, გავჩერდე, – უპასუხა კეიმ, – პრინს-ალბერტში მივდივარ და გრძელი გზა


მაქვს გასავლელი.

თუმცა უცნობს ბოლოს მაინც გაჰყვა და ტაფაზე გამომცხვარი პურითა და წვნიანით


ივახშმა, მერე კი მისსავე სახლში დაიძინა. სახლში სამი ბავშვი იყო. მთელი იმ დროის
განმავლობაში, როცა კეი ჭამდა, დედის კალთაში მოკალათებული უმცროსი გოგონა
თვალს არ აშორებდა. დედა ყურში ეჩურჩულებოდა, მაგრამ გოგონა მაინც კეის
ათვალიერებდა. ორი უფროსი ბავშვი კი დაჟინებით ჩასცქეროდა თეფშს. ოდნავი
ყოყმანის შემდეგ კეიმ უამბო, რამდენიმე დღის წინ კაცი შემხვდა, რომელმაც მითხრა,
თუ ვინმეს იპოვიან თავის მიწაზე, პირდაპირ ესვრიანო. მისმა ახლად გაჩენილმა
მეგობარმა თავი გააქნია.

– ასეთი არაფერი გამიგია, ადამიანები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს, აი, ამის მჯერა
მე.

კეი ამ ბოლო ფრაზას აჰყვა და ჩაუფიქრდა: მე მჯერა სხვების დახმარების იდეის? –


ფიქრობდა. ზოგჯერ ეხმარება, ზოგჯერ – არა, წინასწარ არასდროს იცოდა, ყველაფერი
შეიძლებოდა

მომხდარიყო. როგორც ჩანს, რამე პრინციპი არ ჰქონდა, უფრო სწორად, არ ჰქონდა


პრინციპი დახმარების შესახებ. შეიძლება უნაყოფო მიწა ვარო, გაიფიქრა.

როცა შუქი გამორთეს, კეი დიდხანს უსმენდა, როგორ წრიალებდნენ ბავშვები. მათ
ახლა იატაკზე დაფენილ მატრასზე ეძინათ, რადგან მათ საწოლზე კეი დააწვინეს.
ღამით ერთხელ გაეღვიძა შემცბარს, ეგონა, ძილში ლაპარაკობდა, მაგრამ არავის
ეტყობოდა, რომ რამე გაიგო. როცა მეორედ გაეღვიძა, შუქი ენთო და მშობლები
ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ამზადებდნენ, თან აჩუმებდნენ, სტუმარი გვყავსო.
შერცხვენილმა საბნის ქვეშვე გაუყარა ფეხი შარვალში და გარეთ გავიდა. ცაზე ჯერ
კიდევ ვარსკვლავები ანათებდა, აღმოსავლეთით კი ჰორიზონტს ნელ-ნელა
ეფინებოდა ვარდისფერი.

57
ბიჭი მოვიდა, საუზმეზე უხმო. სუფრასთან დაჯდომისას კვლავ გაეხსნა საუბრის
იშტა. მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა და წელში გამართული, დაძაბული დაჯდა. გული სავსე
ჰქონდა, მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ საჭირო სიტყვები მაინც ვერ
მონახა. ბავშვები კვლავ აკვირდებოდნენ. სიჩუმემ დაისადგურა. მშობლებმა თვალი
მოარიდეს.

ორ უფროს ბავშვს უთხრეს, რომ კეი თითქმის სიუიიკსპორტის გადასახვევამდე უნდა


მიეცილებინათ. გადასახვევთან, ვიდრე გამოემშვიდობებოდა, ბიჭუნამ ჰკითხა:

– ეგ ფერფლია?

კეიმ თავი დაუქნია.

– გინდა, გაჩვენო? – შესთავაზა. მერე თავი ახადა კოლოფს და პლასტმასის ტომსიკას


პირი მოუხსნა. ჯერ ბიჭუნამ უყნოსა ფერფლს, მერე მისმა დამაც იგივე გაიმეორა.

– რას უპირებ ახლა ამ ფერფლს? – ჰკითხა ბიჭუნამ.

– იქ უნდა დავაბრუნო, სადაც დიდი ხნის წინ დედაჩემი დაიბადა, – უპასუხა კეიმ, – ეს
უნდოდა თვითონ.

– და დაწვეს დედაშენი? – ჰკითხა ბიჭუნამ. კეის კვლავ თვალწინ დაუდგა აალებული


შარავანდი.

– არაფერი უგრძნია, როცა დაწვეს, თვითონ უკვე სული იყო.

სამი დღე დასჭირდა ლაინგსბურგიდან პრინს-ალბერტამდე მანძილის გავლას.


მიჰყვებოდა ჭუჭყიან გზას, ფართო წრეებს უვლიდა ფერმებს, ცდილობდა სარჩო
მინდვრებში ეპოვა, მაგრამ

ძირითადად მაინც შიმშილობდა. ერთხელ ძალიან დაცხა, კეიმ ტანსაცმელი გაიხადა


და ჩაგუბებულ მდინარეში ჩაწვა. იქაურობა უკაცრიელი ჩანდა. ერთხელაც გზის
პირზე ფერმერმა დაუძახა, მსუბუქ სატვირთოს მართავდა. დაინტერესდა, საით
გაგიწევიაო.

– პრინს-ალბერტში მივდივარ, ჩემები უნდა მოვინახულო. მაგრამ კეის უცხო აქცენტი

ჰქონდა და ცხადია, ფერმერი პასუხმა არ დააკმაყოფილა.

– ამოძვერი, – უთხრა კეის. კეიმ თავი გააქნია.

– ამოძვერი-მეთქი, მიგიყვან, – უთხრა ფერმერმა. – არაფერი მიჭირს ასე, – უპასუხა

კეიმ და გაეცალა.

მანქანა ადგილს მოსწყდა და მტვრის კორიანტელი დააყენა. კეი კი მაშინვე გადავიდა


გზიდან, მდინარის კალაპოტში ჩავიდა და შუაღამემდე იქ იცდიდა.

შემდეგ, როცა ფერმერის გახსენებას ცდილობდა, ახსენდებოდა მხოლოდ გაბარდინის


ქუდი და მსუქანა თითები, კეის რომ უშვერდა. თითოეული თითის სახსართან

58
ბრინჯაოსფერი ღინღლი უელავდა. მის შესახებ მოგონება ფრაგმენტებად დაილექა,
არა ერთ მთლიანობად.

მეოთხე დილას გორაზე ჩაცუცქული უცქეროდა, როგორ წამოადგა მზე ადგილს,


რომელიც მისი გათვლით უკვე პრინს-ალბერტი იყო. მამლები ყიოდნენ; სინათლე
ირეკლებოდა ფანჯრების შუშებზე; მთავარი ქუჩის გრძელ დაღმართზე ბიჭი ორ ვირს
მიერეკებოდა. ჰაერი არ იძვროდა. ქალაქის მიმართულებით ქვევით დაეშვა. ამ დროს
ჩაესმა, როგორც თვითონ ივარაუდა, კაცის ხმა, რომელიც სულ უფრო მძლავრად
ესმოდა. ეს იყო ემოციური და უწყვეტი მონოლოგი, თითქოს, კეის ეგებებოდა, ისე რომ
გამოსახულება არ ჩანდა. დაიბნა და მოსმენას თავი ანება. რა იყო ეს, თავად
პრინსალბერტის ხმა? ფიქრებმა გაიტაცა: მე მეგონა, პრინცი ალბერტი მკვდარი იყო.
შეეცადა, სიტყვები გაერჩია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხმა ავსებდა ჰაერს, ისე
როგორც ნისლი ანდა სურნელი ავსებს ჰაერს, სიტყვებს მაინც ვერ არჩევდა – ან ძალიან
ჩუმი იყო, ან ძალიან ნაზი, ანდა იქნებ სულაც არ იყო სიტყვები და ეს მხოლოდ
ძილისპირულის ან გალობის მელოდია იყო? მერე ხმა ჩაჩუმდა და გზა დაუთმო
პატარა, შორიდან მომავალ სასულე ორკესტრს.

კეი დაადგა გზას, რომელიც ქალაქში სამხრეთიდან შედიოდა. ჩაუარა ძველი


წისქვილის

ბორბალს, შემოღობილ ბაღებს. ღობეების გასწვრივ ბრინჯაოსფერი ძაღლები


დარბოდნენ ყეფით და კეის ემუქრებოდნენ. რამდენიმე სახლის იქით, ეზოში
მოწყობილ ონკანთან ახალგაზრდა ქალი ჯამს რეცხავდა. მხარს ზემოდან გადახედა
კეის. კეი მისალმების ნიშნად ბერეტს თითით შეეხო. ქალმა გაიხედა.

ახლა ქუჩის ორივე მხარეს უკვე მაღაზიები გამოჩნდა: საცხობი, კაფე, ტანსაცმლის
მაღაზია, ბანკის ფილიალი, დუღაბის საამქრო, სოფლის მაღაზია, გარაჟები. სოფლის
მაღაზიის რკინის გისოსები ჩაკეტილი იყო. კეი ვერანდაზე ჩამოჯდა, გისოსებს
ზურგით მიეყრდნო და მზის გულზე თვალებდახუჭული გაირინდა. ახლა კი აქ ვარ,
როგორც იქნა, აქ ვარ.

ერთი საათის შემდეგ კეი ისევ იქ იჯდა, მძინარე, პირდაღებული. გარშემო ბავშვები
შემოკრებილიყვნენ, ჩურჩულებდნენ და ხითხითებდნენ. ერთმა ფრთხილად აუწია
ბერეტი, თვითონ დაიხურა და ტუჩები მოჯღანა, კეის მიჰბაძა. მისი მეგობრები
ახვიხვინდნენ. ბიჭმა კეის ბერეტი ცერად ჩამოაფხატა თავზე და ახლა კოლოფის
გამოცლა სცადა, მაგრამ პატრონს ორივე ხელით მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული.

მერე მაღაზიის მეპატრონე მოვიდა და გასაღების აცმა მოიტანა. ბავშვები დაიფანტნენ.


როცა კაცმა გისოსების გაღება დაიწყო, კეის გაეღვიძა.

მაღაზიაში სიბნელე და არეულობა იყო. ჭერში თუთიით დაფარული აბაზანები და


ველოსიპედების ბორბლები ეკიდა, ვენტილატორის რგოლებთან და რადიატორის
მილებთან ერთად. იქვე ეწყო ლურსმნებით სავსე კოლოფები და პლასტმასის
სათლების პირამიდები. თაროები სავსე იყო კონსერვებით, დაპატენტებული
მედიკამენტებით, ტკბილეულით, ბავშვის ტანსაცმლითა და ცივი სასმელებით. კეი
დახლთან გაჩერდა.

59
– ბატონი ვოსლო ან ბატონი ვისერი, – თქვა მან. ეს სახელები დიდი ხნის წინათ
დედისგან გაეგო, – ვეძებ ბატონ ვოსლოს ან ბატონ ვისერს, რომელიც ფერმერია.

– ქალბატონ ვოსლოს გულისხმობთ? ქალბატონ ვოსლოს სასტუმროდან? ბატონი


ვოსლო არ არსებობს.

– ბატონი ვოსლო ან ბატონი ვისერი, რომელიც დიდი ხნის წინ ფერმერი იყო, აი, მას
ვეძებ. სახელი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ ფერმას მივაგნებ, აუცილებლად ვიცნობ.

– აქ არც ვოსლოა და არც ვისერი, ფერმა რომ ჰქონდეს. ვისაგის ხომ არ გულისხმობთ?
რა გნებავთ ვისაგისგან?

– რაღაც უნდა გადავცე, – თქვა და კოლოფი დაანახვა.

– მაშინ ამ სიშორეზე ტყუილად ჩამოსულხართ. აღარავინაა მათ სახლში, ცარიელია


იქაურობა. დარწმუნებული ხართ, რომ ვისაგი გნებავთ? ისინი კარგა ხნის წინ
აიბარგნენ აქედან. კეიმ ჯანჯაფილიანი ნამცხვრის შეკვრა ითხოვა.

– აქეთ ვინ გამოგგზავნათ? – ჰკითხა მაღაზიის მეპატრონემ. კეი სულელურად


გამოიყურებოდა.

– სავარაუდოდ, იქნება ვინმე, ვინც იცის, სად არიან. გადაეცით, როცა ნახავთ, –
წაიბურტყუნა კეიმ და გამოვიდა.

ქუჩას აღმა მიუყვებოდა და ფიქრობდა, კიდევ სად ეძებნა, როცა ბავშვები დაეწივნენ
სირბილით.

– მისტერ, მე ვიცი, სად არიან ეგენი! – დაუძახა ერთ-ერთმა. კეი გაჩერდა, – მაგრამ
იქაურობა ცარიელია, არავინაა, – თქვა ბავშვმა. მერე უთხრა, რომ გზას
ჩრდილოეთით უნდა დასდგომოდა კრუიდფონტეინამდე, შემდეგ სოფლის შარას
გაჰყოლოდა აღმოსავლეთით მორდენარსრივიერის ხეობაში.

– ძალიან შორს არის სოფლის გზა დიდი გზიდან? – ჰკითხა კეიმ, – გრძელია გზა თუ
მოკლე? ბიჭი დაიბნა. არც სხვა ბავშვებმა იცოდნენ.

– იქ უნდა გადაუხვიოთ, სადაც ფირნიში დაგხვდებათ – გაშვერილი თითი, – უთხრა


ბიჭმა. ვისაგი და მისიანები მთებამდე იყვნენ, კარგა გრძელი გზაა, თუ ფეხით
წახვალთ.

კეიმ ტკბილეულისთვის ფული დაუტოვა.

შუადღემ მოატანა, ვიდრე ტრაფარეტამდე მიაღწევდა. იქიდან გადაუხვია სოფლის


შარაზე, რომელიც უკაცრიელ მინდვრებს შორის გადიოდა; მზე ჩადიოდა, როცა
ზევით ააღწია და დაინახა გახუნებული თეთრი დაბალი შენობა – ფერმა, რომლის
იქითაც მიწის ოღროჩოღრო სიბრტყე გორაკებად იზნიქებოდა, მერე კი უკვე ციცაბო,
შავი მთები იწყებოდა. მიუახლოვდა სახლს და გარს შემოუარა. დარაბები დახურული
იყო. სახურავის ქვეშ ერთი ნაწილი ჩამონგრეულიყო, რის გამოც მოშიშვლებული ხის
ძელები და მოპირკეთებული სახურავის მორყეული ფილები ჩანდა. ამ პატარა
ღრიჭოში მტრედი შეფრინდა. ერთი მოფამფალებული ფილა მონოტონურად

60
რახუნობდა ქარში. სახლის უკან ქვაღორღიანი ბაღი იყო, რომელშიც არაფერი
ხარობდა. არსად ჩანდა ძველი ვაგონი-სახლი, ისეთი, როგორიც კეის წარმოედგინა,

იყო მხოლოდ ხისა და რკინისგან ნაგები ფარდული, მისი კედლის ძირში კი ჩანდა
ცარიელი საქათმე ყვითელი პლასტმასის ძელებით, რომლებსაც ქარი რკინის
ცხაურებს აჯახებდა. სახლის უკან, შემაღლებაზე იდგა წყლის ტუმბო, ოღონდ თავი
აღარ ჰქონდა. უფრო შორს, მინდორში, მეორე ტუმბოს ცალი ფრთა აჭყიტებდა.

კარი ჩაკეტილი იყო – წინაც და უკანაც. დარაბა მკვეთრი მოძრაობით გამოსწია და


შიდა კაუჭიდან ჩამოწყვიტა. თვალები ხელით მოიჩრდილა და ფანჯარაში შეიხედა,
მაგრამ ვერაფერი გაარჩია.

როცა ფარდულში შევიდა, ორმა დამფრთხალმა მერცხალმა შეიფრთხიალა და


გამოფრინდა. ფარცხი მტვრის სქელი ფენით და აბლაბუდით იყო დაფარული.
სიბნელეში თითქმის ვერაფერს არჩევდა, პარაფინის, მატყლისა და ფისის სუნი
სცემდა. თოხებს, ნიჩბებს, მილის გადანაჭრებს, შლანგებს, დახვეულ მავთულებსა და
ცარიელი ბოთლებით სავსე ყუთებს შორის დაფათურობდა, სანამ არ იპოვა ცარიელი
ტომრები, რომლებიც ეზოში გაათრია, გაბერტყა და მათგან ვერანდაზე რაღაც
საწოლისმაგვარი შეაკოწიწა.

პრინს-ალბერტში ნაყიდი მშრალი ნამცხვრის დარჩენილი ნაწილი შეჭამა. ფულის


ნახევარი ჯერაც არ ჰქონდა დახარჯული, მაგრამ ის ახლა სრულიად უსარგებლო იყო
მისთვის. ბინდი

ეშვებოდა. სახურავის საჩიხის ქვეშ ღამურები დაფრთხიალებდნენ. იწვა ლოგინში და


ღამის ხმებს უსმენდა. ჰაერი ახლა თითქოს უფრო სქელი იყო, ვიდრე დღისით. «აი, მე
უკვე აქ ვარ, – ფიქრობდა ის, – ასეა თუ ისე, სადღაც ხომ მაინც ვარ». ამ ფიქრში ჩაეძინა.

პირველი, რაც დილით აღმოაჩინა, ის იყო, რომ ფერმაში თხები ყოფილან. არვე,
რომელიც დაახლოებით ცამეტი-თოთხმეტი თხისგან შედგებოდა, სახლის უკანა
მხრიდან გამოჩნდა და ნელი სვლით ეზო გადაკვეთა. წინ ხვეულრქიანი ბებერი თხა
მიუძღოდა. კეი თავის საწოლზე ბოლომდე წამოიმართა, რომ მათთვის შეეხედა.
თხები დაფრთხნენ, ჩლიქების ბაკუნით მდინარისკენ გაიქცნენ და რამდენიმე წამში
უკვე აღარ ჩანდნენ. ტომრებზე დაჯდა და ზანტად დაიწყო მაღალყელიან
ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრა. და უცებ აზრად მოუვიდა, რომ თუ უნდოდა,
ცოცხალი დარჩენილიყო, ეს მოფრუტუნე, ბალნიანი ცხოველები თუ მათი მსგავსი
არსებები უნდა დაეჭირა, მოეკლა, დაეჭრა და ეჭამა. თავისი ერთადერთი იარაღი –
ჯაყვა – მაგრად ჩაბღუჯა და თხებს გაეკიდა. მთელი დღე მათზე ნადირობაში გაატარა.
თავიდან ისინი გაურბოდნენ, მაგრამ თანდათან შეეჩვივნენ ადამიანს, რომელიც
აჩქარებული ნაბიჯით მიჰყვებოდა უკან. მზე სულ უფრო და უფრო მაგრად აჭერდა
და თხები დროდადრო ჩერდებოდნენ, ერთად გროვდებოდნენ და ნებას აძლევდნენ
მას, რამდენიმე ნაბიჯით მიახლოებოდა, მაგრამ შემდეგ შეიკუნტრუშებდნენ და ისევ
წინ გარბოდნენ. იმ წუთებში, როცა კეი მათთან ახლოს იყო, გრძნობდა, რომ მთელი
მისი სხეული კანკალს იწყებდა. საკუთარ თავს

61
ვერ ცნობდა. ნუთუ ასე გაველურდა, რომ დანით ხელში თხებს დასდევდა? თან იმის
შიშიც ვერ მოეცილებინა თავიდან, რომ, როცა თხას ჭრელ, თეთრ-ყავისფერ ყელში
ჯაყვას ჩასცემდა, დანის პირი ჩაიკეცებოდა და ხელს გაუჭრიდა. შემდეგ თხები ისევ
ადგილიდან მოსწყდნენ და სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდნილიყო, საკუთარ
თავს ეუბნებოდა, ახლა ისინი ალბათ ბევრ რამეზე ფიქრობენ, მე კი სულ ერთი რამ
მიტრიალებს თავში და, ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი ერთი აზრი უფრო ძლიერი
აღმოჩნდება, ვიდრე მათი მრავალი აზრიო. ცდილობდა, არვე სადმე ღობესთან
მიემწყვდია, მაგრამ თხები ახერხებდნენ, რომ ხელიდან დასხლტომოდნენ.

მერე შენიშნა, რომ თხები ფართო წრეზე ატარებდნენ, ტუმბოს და ტბორის შემოვლით,
რომლებსაც წინა დღით ფერმის სახლიდან აკვირდებოდა. როცა ახლოს მივიდა, ნახა,
რომ ჩაბეტონებული კვადრატული ტბორი პირთამდე იყო სავსე, მის გარშემო
ტალახიანი წყალი იდგა და ჭაობის ბალახი ყვაოდა. ახლოს რომ მივიდა, ბაყაყები
წყალში ადგაფუნდნენ. მხოლოდ წყლის დალევის შემდეგ მოუვიდა აზრად, რომ ეს
ყველაფერი ძალიან უცნაური იყო და თავს ჰკითხა, ტუმბო როგორ მუშაობს, ან ვინ
ადევნებს თვალყურს იმას, რომ ტბორი სავსე იყოსო. დღის მეორე ნახევარში, როცა
ისევ თხებს დასდევდა, ისინი კი ერთი ჩრდილიდან მეორეში გადარბოდნენ, მან
თავისი ამ შეკითხვის პასუხი იხილა: ქარმა დაუბერა, ბორბალი აჭრიალდა და
ტრიალი დაიწყო, ტუმბოში რაღაცამ გაიჟღარუნა და მილიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ
წამოვიდა წყლის ნაკადი.

მოშივებული და გატანჯული, მეტისმეტად იყო შესული ნადირობის აზარტში


საიმისოდ, რომ დევნა შეეწყვიტა. იმის შიშით, თხის არვე არ დამეკარგოსო,
ფარდულიდან ტომრები გამოათრია, პირდაპირ მიწაზე დაიგო, სავსე მთვარის შუქზე,
თხებთან იმდენად ახლოს, რამდენადაც გაბედა და დაიძინა. მშფოთვარე ძილი
ჰქონდა. შუაღამისას გაეღვიძა. წყალში ტყაპუნის ხმა და ფრუტუნი გაიგონა. თხები
წყალს სვამდნენ. ოდნავაც ვერ დაისვენა. დაღლილობისგან თავბრუ ეხვეოდა. წამოდგა
და ბარბაცით მათკენ გაემართა. მუხლებამდე წყალში მდგარი თხები წამით
შეგროვდნენ, პირი მისკენ მიაბრუნეს და მაშინვე, როგორც კი ის წყალში შევიდა,
შეშინებულები ყველა მიმართულებით გაიფანტნენ. სწორედ მის წინ ერთს ფეხი
დაუსრიალდა და თევზივით აფართხალდა, ცდილობდა, ტალახზე ფეხი მოეკიდებინა
და წამომდგარიყო. კეი მთელი სხეულით დააწვა ზემოდან. თავში გაუელვა, როგორც
უნდა გამიძნელდეს, არ უნდა მოვეშვაო. გრძნობდა, მის ქვეშ როგორ ძაგძაგებდა თხის
უკანა ნაწილი. ცხოველი საშინლად კიკინებდა, ტანი ეკრუნჩხებოდა. კეი ზემოდან
დააჯდა, ხელები კისერში მაგრად მოუჭირა, მთელი ძალით დააწვა და თავი ჯერ
წყალში, შემდეგ კი უფრო ქვემოთ, სქელ შლამში ჩააყოფინა. თხის უკანა ნაწილი
ძაგძაგებდა და ხტოდა, მაგრამ მუხლებს შორის მოიქცია და ფეხები მარწუხებივით
მოუჭირა. თხამ წინააღმდეგობა შეწყვიტა, ფეხებსაც თითქმის აღარ აბაკუნებდა და
კეიმ კინაღამ ხელები გაუშვა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. თხის თავს შლამში კიდევ
დიდხანს აწვებოდა, მას შემდეგაც, რაც ცხოველს აგონიის უკანასკნელი კრუნჩხვები
შეუწყდა. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა ცივი წყლისგან ხელ-ფეხის გაშეშება დაეწყო.

მთელი დარჩენილი ღამის განმავლობაში, სანამ მთვარე ცაზე დაცურავდა, აღარ


უძინია. ტბორის მიდამოებში ადგილს ტკეპნიდა, სველ ტანსაცმელში კანკალებდა,

62
კბილებს კაწკაწი გაუდიოდა. როცა გათენება დაიწყო და ისე ინათა, რომ გზის გაგნება
შეიძლებოდა, ფერმაში დაბრუნდა და სრულიად უყოყმანოდ ფანჯრის მინა იდაყვით
ჩაამტვრია. უკანასკნელი ნამსხვრევის წკრიალი მიწყდა და სიჩუმემ დაისადგურა,
ისეთივე უძირომ და დაურღვეველმა, როგორც ადრე. შპინგალეტი ასწია და ფანჯარა
ფართოდ გამოაღო. შემდეგ მთელი სახლი შემოიარა, მაგრამ უზარმაზარი ავეჯის –
ბუფეტების, საწოლების, გარდერობების გარდა ოთახებში არაფერი იყო. სიარულისას
დამტვერილ იატაკზე კვალს ტოვებდა. როცა სამზარეულოში შევიდა, ფრთების
ფარფატის ხმა გაიგონა, შეშინებული ჩიტები სახურავის ხვრელს მიაწყდნენ და
გაფრინდნენ. იატაკი, მაგიდები, ყველაფერი ჩიტების სკინტლით იყო სავსე. კარის
პირდაპირ, კედელთან, იმ ადგილას, სადაც ფრონტონი იყო ჩამოშლილი, დაფშვნილი
აგური ეყარა და მასზე რაღაც პაწაწკინტელა მცენარეს მოესწრო ამოსვლა.

სამზარეულოს პატარა საკუჭნაო ემიჯნებოდა. კეიმ იქ ფანჯარა და დარაბები გააღო.


ერთი კედლის გასწვრივ ხის კასრები იყო ჩამწკრივებული. ყველა ცარიელი აღმოჩნდა,
გარდა ერთისა, რომელშიც ქვიშაში შერეული თაგვის ცურცლის მსგავსი რაღაც იპოვა.
თაროზე, მტვერსა და აბლაბუდების ქსელში სამზარეულოს კომპლექტების ნარჩენები
ეწყო: პლასტმასის ფინჯნები და ფიალები, მინის ქილები. მეორე თაროზე – რამდენიმე
ბოთლი, შიგ ჩარჩენილი ზეთით და

ძმრით, ქილები შაქრის ფხვნილით და მშრალი რძით, სამი ქილა მურაბა. კეიმ
ერთერთი გახსნა, გასანთლული ხუფი გადააძრო და სწრაფად, ხარბად დაიწყო ჭამა.
მურაბას გარგარის გემო ჰქონდა. ხილის სასიამოვნო არომატი შლამის მძიმე სუნს
შეერია, რომელიც მის ტანსაცმელს ასდიოდა. გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა, ქილა
გარეთ გაიტანა და დარჩენილი ნაწილი ნელა შეჭამა.

შემდეგ ერთი მილი იარა ბალახებში და ტბორთან დაბრუნდა. თუმცა ჰაერი უკვე
შემთბარი იყო, მაინც აკანკალებდა.

თხის ჭუჭყისფერ-ყავისფერი გვერდი წყლიდან იყო ამოშვერილი. ტბორში შევიდა,


თხას უკანა ფეხებში ჩასჭიდა ხელი და გაჭირვებით გამოათრია მიწაზე. კბილები
დაკრეჭილი ჰქონდა, ყვითელი თვალები – ფართოდ გახელილი და გაშეშებული.
პირიდან წყლის წვრილი ნაკადი მოჟონავდა. აუტანელი შიმშილი, რომელიც გუშინ
აწუხებდა, უკვე ჩამცხრალი იყო. გულს ურევდა იმაზე ფიქრი, რომ ახლა ეს სველი,
აწეწილბალნიანი საშინელი რაღაც უნდა დაენაწევრებინა და შთაენთქა. დანარჩენი
თხები შორიახლო იდგნენ ცოტათი შემაღლებულ ადგილზე და ყურები ჰქონდათ
დაცქვეტილი. არც კი სჯეროდა, რომ გუშინ მთელი დღე გიჟივით მათ დასდევდა
დანით. უცებ თვალწინ ხილვა წარმოუდგა ცხადად: ყველაფერი მთვარის შუქითაა
განათებული და ის, თხაზე შემჯდარი, ტალახში ახრჩობს მას. ააძაგძაგა.

აჯობებს, სადმე დამარხოს და დაივიწყოს ეს კოშმარი. უკეთესი იქნება, ერთი ჭიტლაყი


ამოჰკრას გავაში, რომ თხა ფეხზე წამოხტეს და გაიქცეს. რამდენიმე საათი დასჭირდა,
რომ ის თრევა-თრევით ფერმაში მიეტანა. კარის გაღება შეუძლებელი აღმოჩნდა.
იძულებული გახდა თხა აეწია და სახლში სამზარეულოს ფანჯრიდან შეეტანა. შემდეგ
უცებ გაიაზრა, რომ სისულელე იქნებოდა მისი აქ, შინ დანაწევრება, თუკი საერთოდ
«შინ» შეიძლებოდა გეწოდებინა ადგილისთვის, სადაც ჩიტები დაფრინავდნენ და

63
მცენარეები იზრდებოდნენ. და მან თხა ისევ გარეთ გადაათრია. ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, რომ ის ძალა ეცლებოდა, რომელმაც ასეულობით მილი გამოატარა. სახეზე
ხელისგულები აიფარა, აქეთ-იქით ნელა გაიარ-გამოიარა რამდენჯერმე და მალე თავი
შედარებით უკეთ იგრძნო.

ადრე ცხოველი არასოდეს გამოუშიგნავს. ჯაყვის გარდა არაფერი გააჩნდა ისეთი, რაც
ამ საქმისთვის გამოადგებოდა. თხას მუცელი გაუჭრა და განაჭერში ხელები ჩაყო.
ელოდა, რომ შიგნეული თბილი იქნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ჭაობის ტალახის
ცივი, წებოვანი სისველე იგრძნო. ძლიერად გამოქაჩა, ცხოველის ორგანოები
გამოიტანა და იქვე, თავის ფეხებთან დაყარა. ლურჯი, მეწამული, ვარდისფერი
შიგნეული. ამის შემდეგ თხის რამდენიმე მეტრზე გათრევა მოუხდა, რომ საქმე
გაეგრძელებინა. ტყავი გაჭირვებით გააძრო, მაგრამ მიხვდა, რომ ჯაყვით ფეხებს და
თავს ვერ მოაჭრიდა. ფარდულში ეძება და სისო ხერხი იპოვა. ბოლოს, გატყავებული
და გამოშიგნული ცხოველი, რომელიც საკუჭნაოში ჩამოკიდა, გაცილებით პატარა

ჩანდა, ვიდრე მთელი ის გროვა, რაც თხის შიგნიდან ამოგლიჯა, შემდეგ კი ტომარაში
ჩადო და ბოსტნის ზედა ნაწილში დამარხა. ხელები და სახელოები სისხლით ჰქონდა
მოთხვრილი. ახლომახლო წყალი არსად იყო. შეეცადა, სისხლი ქვიშით ჩამოეხეხა,
მაგრამ ბუზები მაინც თავს დაბზუოდნენ, როცა სახლისკენ მიდიოდა.

ღუმელი გაწმინდა და ცეცხლი დაანთო. არც ქვაბი ჰქონდა და არც ტაფა, რომ საჭმელი
მოემზადებინა. უკანა ფეხი ჩამოაჭრა და ცეცხლის ალზე ეჭირა, სანამ ყოველი
მხრიდან არ შეიწვა და წვენი არ წამოუვიდა. საჭმელს გემო ვერ ჩაატანა. ფიქრობდა, ამ
თხას რომ შევჭამ, მერე რა გავაკეთოო.

დარწმუნებული იყო, რომ გაცივდა. მთელი სხეული უხურდა, თავი საშინლად


სტკიოდა. საჭმელს გაჭირვებით ღეჭავდა. მინის ქილები აიღო და წყლის მოსატანად
წავიდა. როცა უკან ბრუნდებოდა, ღონე მთლად გამოელია და იძულებული გახდა,
მიწაზე ჩამომჯდარიყო. იჯდა, თავი მუხლებს შორის ჰქონდა ჩახრილი და
ეჩვენებოდა, რომ სუფთა საწოლში იწვა, გახამებულ თეთრ ზეწრებში. დაახველა და
რაღაც უცნაური ხმა გამოსცა, თითქოს ბუმ დაიკივლაო. ხმა უკვალოდ დაიკარგა, ექოს
გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყელი სტკიოდა, მსგავსი ხმა ისევ გამოსცა.
პრინსალბერტის შემდეგ პირველად იყო, რომ საკუთარი ხმა გაიგონა. გაიფიქრა, აქ ხომ
შემიძლია ვიყვირო კიდეც, არავინ დამიშლისო.

საღამოს ცხელებამ აიტანა. ტომრებისგან შეკოწიწებული თავისი საწოლი სასტუმრო


ოთახში გაათრია და იქ დაიძინა. ესიზმრა, რომ უკუნ ღამეში იწვა «ნორენიუსის»
თავშესაფარში. ხელი გაიწვდინა და საწოლის რკინის საზურგეს შეეხო. ლეიბიდან
ძველი შარდის სუნი სცემდა. განძრევისა ეშინოდა, რომ მის გარშემო მწოლარე პატარა
ბიჭები არგაეღვიძებინა. თვალგახელილი იწვა. არ უნდოდა, ისევ ჩასძინებოდა და
რაღაც საშინელება დასიზმრებოდა. «ახლა ოთხი საათია, – ეუბნებოდა თავს, – ექვს
საათზე უკვე გათენდება». ძალიან ცდილობდა, მაგრამ ვერ გაარჩია, ფანჯარა რომელ
მხარეს იყო. ქუთუთოები დაუმძიმდა. «სადღაც მივფრინავ და ვვარდები», – გაიფიქრა
მან.

64
დილით თავი უკეთ იგრძნო. ფეხსაცმელები ჩაიცვა და სახლი შემოიარა. კარადის
თავზე ჩემოდანი იპოვა, მაგრამ შიგ მხოლოდ გატეხილი სათამაშოები და ასაწყობი
სურათების ნაწილები ეყარა. სახლში ისეთს ვერაფერს მიაგნო, რის გამოყენებაც
შეიძლებოდა და ვერც იმის მიმანიშნებელს წააწყდა რაიმეს, თუ რატომ შეიძლებოდა
მიეტოვებინათ აქაურობა ვისაგებს, რომლებიც აქ ადრე ცხოვრობდნენ.

სამზარეულოში და საკუჭნაოში ბუზები ბზუოდნენ. საჭმელი არ უნდოდა, მაგრამ


ცეცხლი მაინც დაანთო და თუნუქის ჯემის ქილაში ცოტაოდენი თხის ხორცი მოხარშა.
საკუჭნაოში, ქილაში ჩაის ფოთლები იპოვა, ჩაი მოადუღა და ისევ ტომრებზე წამოწვა.
საშინელი ხველა აუტყდა.

ფერფლიანი კოლოფი სასტუმრო ოთახის კუთხეში ელოდა, როდის მოიცლიდნენ


მისთვის. კეის იმედი ჰქონდა, რომ მისმა დედამ, რომელიც ამ კოლოფში იყო და თან
არც იყო, რამდენადაც მისი სული გათავისუფლდა და ჰაერში გაიფანტა, ბოლოს და
ბოლოს აქ, მშობლიურ მიწაზე, სიმშვიდე პოვა.

ერთგვარად სასიამოვნოც კი იყო ავადმყოფობას მინებება. ყველა ფანჯარა გააღო. იწვა


და მტრედების ღუღუნს უსმენდა. ან, შეიძლება, სიჩუმეს. მთელი დღის განმავლობაში
ხან ჩათვლემდა და ხან ეღვიძებოდა. როცა ფანჯრიდან ნაშუადღევის მზემ დააჭირა,
დარაბები დახურა.

საღამოს ისევ ბოდვა დაიწყო. დაგვალული დაბლობის გადაჭრას ლამობდა, რომელიც


მის ფეხქვეშ დროდადრო იხრებოდა და კიდის მიღმა გადაგდებას უქადდა. პირქვე
დაწვა, თითები მიწაში ჩაასო და იგრძნო, რომ სადღაც უკუნში მიქროდა.

ორი დღის შემდეგ ციებ-ცხელების შემოტევებმა გაუარა, კიდევ ერთი დღის შემდეგ კი
გამოჯანმრთელება დაიწყო. საკუჭნაოში თხის აყროლებული სუნი იდგა. ამ ამბიდან
მიღებული გაკვეთილი, თუკი საერთოდ ეს შეიძლება გაკვეთილად ჩაითვალოს, ის
იყო, რომ ასეთი დიდი ცხოველი არ უნდა მოეკლა. ჯოხი გათალა და ძველი
ფეხსაცმლის ენისა და რეზინის მილისგან

შურდული გააკეთა. ახლა შეეძლო, ხიდან ჩიტები ჩამოეგდო. თხის დარჩენილი


ნაწილი მიწაში ჩამარხა.

ფერმის უკან, ბორცვის ფერდობზე მდგარი პატარა, ერთოთახიანი სახლები


დაათვალიერა. აგურისგან ნაშენი შენობები იყო, ცემენტის იატაკით და რკინის ჭერით.
საეჭვოა, რომ ისინი თუნდაც ნახევარი საუკუნის ყოფილიყო, მაგრამ მათგან
რამდენიმე იარდში შიშველი მიწიდან პატარა, მართკუთხა ფორმის ხავსმოდებული
საძირკველი იყო ამოშვერილი. იქნებ დედამისი სადღაც აქ, ბაღის შუაში დაიბადა
კაქტუსებს შორის? სახლიდან ფერფლიანი ყუთი გამოიტანა და მართკუთხედის
შუაში ჩადგა. დაჯდა და დაელოდა. თუმცა რა უნდა მომხდარიყო, თვითონაც არ
იცოდა და არც არაფერი მომხდარა. მიწაზე ხოჭო მიცოცავდა. ქარმა დაუბერა. მზის
სხივებით გამომშრალ ტალახში მუყაოს ყუთი იდგა და სულ ეს იყო. ალბათ რაღაც
კიდევ უნდა ექნა, შემდეგი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ, კერძოდ რა, ჯერ კიდევ არ
ჰქონდა წარმოდგენილი.

65
ღობის გარშემო ფერმა შემოიარა მთელ პერიმეტრზე. არავითარი ნიშანი არ ჩანდა
იმისა, რომ სადმე, ახლომახლო ვინმე ცხოვრობდა. რკინის ფურცლით დაფარულ
ვარცლში ცხვრების ობმოდებული საჭმელი იყო. ერთი მუჭა აიღო და ჯიბეში ჩაიდო.
შემდეგ ტუმბოსთან მივიდა და იქამდე უკირკიტა, ვიდრე არ გაერკვა, როგორ
მუშაობდა მუხრუჭის მექანიზმი და წყალი რატომ მოჟონავდა. გაწყვეტილი ჯაჭვი
გადააბა და ბორბლის ბრუნვა შეჩერდა.

თუმცა ღამით ისევ სახლში იძინებდა, თავს იქ კარგად ვერ გრძნობდა. ოთახებში
დაეხეტებოდა და ჰაერში თითქოს რაღაც არამატერიალურს გრძნობდა. თავისთვის
მღეროდა და კედლებიდან და ჭერიდან საკუთარი ხმის ექო ესმოდა. შემდეგ თავისი
საწოლი სამზარეულოში გადაიტანა. ჭერის ხვრელიდან ვარსკვლავების ყურება მაინც
შეიძლებოდა.

დღეებს ტბორთან ატარებდა. ერთ დილით ტანსაცმელი მთლიანად გაიხადა და


გარეცხა. მკერდამდე წყალში ჩამდგარმა ტანსაცმელი ტბორის კედელზე ხეხა მთელი
დანარჩენი დღის განმავლობაში. შემდეგ, სანამ სარეცხი შრებოდა, ხის ჩრდილში იწვა
და თვლემდა.

დადგა დრო, როცა დედის ფერფლი მიწისთვის უნდა დაებრუნებინა. უნდოდა, ორმო
ბორცვის თხემზე ამოეთხარა, ტბორის დასავლეთით, მაგრამ როგორც კი ზედაპირს
ოდნავ ჩასცილდა, ნიჩაბი მაშინვე ქვას მოხვდა. ამიტომ ტბორისკენ გადაინაცვლა და
ქვემოთ, უბნის კიდისკენ, მიწაზე, რომელსაც ეტყობა, ოდესღაც ამუშავებდნენ, ერთი
წყრთის სიღრმის ორმო ამოთხარა. ფერფლიანი ყუთი შიგ ჩადო და პირველი ნიჩაბი
მიწა მიაყარა. შემდეგ რაღაცამ შეაჩერა. თვალები დახუჭა, რომ აზრები მოეკრიბა.
იმედი ჰქონდა, ხმას გაიგონებდა, რომელიც ეტყოდა, ყველაფერს სწორად აკეთებო –
გაიგონებდა დედის ხმას, თუკი მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხმა, ან კიდევ სხვა ვინმეს ხმას,
ვინ იცის, ვისას, ან თუნდაც საკუთარს, ადრე ხომ მომხდარა, რომ ხმას უკარნახია,
როგორ მოქცეულიყო. მაგრამ ამჯერად არაფერი ესმოდა. მაშინ პასუხისმგებლობა

საკუთარ თავზე აიღო: ყუთი მიწიდან ამოიღო და მინდვრის შუაგულში დიდი,


კვადრატული ფორმის ორმოს თხრა დაიწყო. ძალიან დაბლა დაიხარა, რომ ქარს
ფერფლი შორს არ წაეღო. პატარა, ნაცრისფერ ფიფქებს ახლომახლო აბნევდა და თან
ნიჩბით მიწას აყრიდა.

ამით დაიწყო მისთვის მეორე ცხოვრება – მიწათმოქმედის ცხოვრება. სარდაფის


თაროზე, აქ ყოფნის ჯერ კიდევ პირველ დღეებში, პაკეტი იპოვა გოგრის თესლით.
რაღაც ნაწილი ქურაზე მოხალა და შეჭამა. კიდევ სიმინდი ჰქონდა შემორჩენილი.
საკუჭნაოს იატაკიდან ერთადერთი ლობიოს მარცვალი აიღო. ერთი კვირის
განმავლობაში მიწის ნაკვეთი გაწმინდა, ტბორთან ახლოს დაბარა და სარწყავი
სისტემა აღადგინა. ერთ პატარა ზოლზე გოგრა დათესა, მეორე პატარა ზოლზე –
სიმინდი, მოშორებით კი, გამომშრალი მდინარის ნაპირზე, მიუხედავად იმისა, რომ იქ
წყლის ზიდვა დასჭირდებოდა – ლობიო, ისე რომ, თუ გაიზრდებოდა, სანაპიროს
ბუჩქნარზე აცოცებულიყო.

ძირითადად ჩიტებით იკვებებოდა, რომლებსაც შურდულით ხოცავდა. სახლთან


ახლოს ჩიტებზე ნადირობდა და მიწას ამუშავებდა – ასე გადიოდა დღეები. შემდეგ კი

66
ბედნიერიწუთები დგებოდა: მზის ჩასვლისას ტბორის რაბს აღებდა და უდიდესი
სიამოვნებით უყურებდა, როგორ მიედინებოდა არხში წყალი და ყვითელი ნიადაგი
მუქი ყავისფერი ხდებოდა. «იმიტომ მიხარია, რომ მებაღე ვარ, – ფიქრობდა ის, –
იმიტომ, რომ ასე ვარ

მოწყობილი». ნიჩაბი ქვაზე ალესა, რომ უფრო სასიამოვნო საყურებელი ყოფილიყო,


როგორ ჩადიოდა ის მიწაში. მასში მიწათმოქმედის ინსტინქტმა გაიღვიძა. სულ რაღაც
ორი-სამი კვირა გავიდა და იგრძნო, რა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწის იმ
ნაკვეთთან, რომლის დამუშავება დაიწყო, თესლთან, რომელიც იქ დათესა.

ხანდახან, განსაკუთრებით დილაობით, აღტაცების ჟრუანტელი უვლიდა იმის


გაფიქრებაზე, რომ ის, მარტოხელა და ყველასათვის უცნობი, ამ მიტოვებულ ფერმას
ააყვავებდა. მაგრამ ასეთ ეგზალტაციას ხშირად ტკივილი მოჰყვებოდა ხოლმე, რაც
ბუნდოვნად მომავალთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ თავაუღებელი მუშაობა
შველოდა, რომ სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩანთქმულიყო.

მალე ჭაბურღილი თითქმის მთლიანად ამოაშრო – მხოლოდ წყლის სუსტი,


ნაწყვეტნაწყვეტი ნაკადი მოჟონავდა. ახლა მისი უდიდესი სურვილი იყო, მიწაში
წყლის მარაგი აღედგინა. ზუსტად იმდენ წყალს იღებდა, რამდენიც ბოსტნისთვის იყო
აუცილებელი. ტბორის წყალს საშუალება მისცა, რამდენიმე დუიმამდე დაწეულიყო
და გულგრილად ადევნებდა თვალს, როგორ შრებოდა და სკდებოდა ჭაობის გარშემო
მიწა, ბალახები ჭკნებოდა, გულაღმა გადაბრუნებულ ბაყაყებს სული ამოსდიოდათ.
მან არ იცოდა, როგორ ხდებოდა ნიადაგის წყლების შევსება, მაგრამ ის კი იცოდა, რომ
უყაირათობა ცუდია. წარმოდგენა არ ჰქონდა, მის

ფეხებქვეშ რა იყო: ტბა, თუ სწრაფი დინება, თუ უზარმაზარი შიდა ზღვა, თუ უძირო


ყურე. ეს შეეძლო, მხოლოდ ევარაუდა. ყოველთვის, როცა მუხრუჭს აუშვებდა,
ბორბალი დატრიალდებოდა და წყალი დინებას იწყებდა. ეს მას სასწაულად
ეჩვენებოდა. ტბორის კედელთან იხრებოდა, ხელებს წყლის ნაკადს შეუშვერდა და
თვალებს ხუჭავდა.

ის მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ცხოვრობდა. სხვა დრო არ არსებობდა.


კეიპტაუნი, ომი, მისი გზა ფერმისკენ – ყველაფერი სულ უფრო ღრმად იძირებოდა
დავიწყების ბურუსში.

მაგრამ ერთ დღეს, შუადღისას, სახლში დაბრუნდა და დაინახა, რომ წინა კარი
ფართოდ იყო გაღებული. სანამ შეცბუნებული იდგა და არ იცოდა რა ექნა, სახლიდან
მზით განათებულ პარმაღზე ფერმკრთალი, ჩასუქებული, ხაკისფერ ფორმაში
გამოწყობილი ახალგაზრდა გამოვიდა.

– შენ აქ მუშაობ? – ეს იყო მისი პირველი სიტყვები.

ბიჭი პარმაღის ზედა საფეხურზე ისეთი გამომეტყველებით იდგა, თითქოს ამბობდა,


აქ მე ვარ ბატონ-პატრონიო. კეის სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ თავი
დაექნია.

67
– ადრე აქ არასოდეს მინახიხარ, – უთხრა უცნობმა, – ფერმას უვლი? კეიმ ისევ თავი

დაუქნია.

– სამზარეულოში ჭერი როდის ჩამოიქცა? – ჰკითხა ბიჭმა.

კეის უნდოდა ეპასუხა, მაგრამ სიტყვების წარმოთქმა ვერ შეძლო. ბიჭი მის მახინჯ
ტუჩს თვალს არ აშორებდა. შემდეგ ისევ ალაპარაკდა:

– შენ ალბათ არ იცი, ვინა ვარ, არა? მე მეპატრონის – ვისაგის შვილიშვილი ვარ.

კეიმ ტომრები ბორცვის ფერდობზე მდგარ ერთ-ერთ სახლში გადაიტანა და სახლი


ახალგაზრდა ვისაგის დაუტოვა. გრძნობდა, რომ ისევ ადრინდელი, ჩლუნგი
უიმედობა ეუფლებოდა და ცდილობდა, ის თავიდან მოეშორებინა. «შეიძლება ეს ბიჭი
ერთი-ორი დღით დარჩეს და შემდეგ წავიდეს, – ფიქრობდა ის, – შეხედავს, რომ აქ
კარგი არაფერია და წავა აქედან. შეიძლება სწორედ ის წავიდეს, მე კი დავრჩე».

მაგრამ ვისაგის შვილიშვილს, როგორც აღმოჩნდა, წასვლა არ შეეძლო. იმავე საღამოს,


როცა კეიმ ბორცვზე ცეცხლი გააჩაღა და ვახშმისთვის ორიოდე გარეული მტრედი
დადგა მოსახარშად, ბინდბუნდიდან ბიჭის სქელი ფიგურა გამოიკვეთა და ცეცხლთან
იმდენ ხანს ითრია ფეხი, რომ

კეი იძულებული გახდა, ვახშმად მიეწვია. სტუმარი მშიერი ბიჭივით ხარბად ჭამდა.
საჭმელი ორი ადამიანისთვის არ კმაროდა. მალე კეისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

– როცა პრინს-ალბერტში წახვალ, – დაიწყო ვისაგის შვილიშვილმა, – ნურავის ეტყვი,


რომ აქ მნახე.

როგორც აღმოჩნდა, დეზერტირი იყო. ჯარიდან წინა დღეს გამოქცეულა.


კრეინდფონტეინის საომარი ეშელონიდან გამოპარულა, მთელი ღამე უვლია და
მოუგნია ფერმისთვის, რომელიც სკოლის წლებიდან ახსოვდა.

– საშობაოდ აქ მთელი ჩვენი ოჯახი იკრიბებოდა, – ყვებოდა ის, – მოდიოდნენ და


მოდიოდნენ ყოველი მხრიდან სანამ სახლი მთლად არ გაივსებოდა. და მერე
როგორი ლხინი იმართებოდა. მას შემდეგ ისეთი საჭმელი აღარ მიჭამია. რა გინდა
სულო და გულო, ბაბუაჩემის სუფრაზე რომ არ ყოფილიყო. და ყველაფერი
გემრიელი, სოფლის, ბუნებრივი. და ყველაფერი ბოლო ნამცეცამდე იჭმებოდა.
შემწვარი ბატკანი ისეთი იყო, თითებს ჩაიკვნეტდი.

კეი ჩაცუცქული იყო, საჩხრეკს ცეცხლში ურევდა, სასხვათაშორისოდ უსმენდა და


ფიქრობდა: «საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი კუნძული იყო,
რომელსაც პატრონი არ ჰყავს. ახლა კი სიმართლე შევიტყვე. აი, კიდევ ერთი ჭკუის
სასწავლებელი გაკვეთილი».

ამასობაში კი ვისაგის შვილიშვილი რაც მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო მეტად


შედიოდა აზარტში. ის სისხლნაკლულია და გულიც სუსტი აქვს. ყველაფერი მისი
ავადმყოფობის ისტორიაშია დაფიქსირებული და ამაზე არც არავინ შედავებია, მაგრამ
მაინც ადგნენ და ფრონტზე გაგზავნეს. თანამშრომლები პირდაპირ სამსახურებიდან

68
აჰყავთ და საბრძოლველად გზავნიან. თუ ყველა წაიყვანეს, ვინღა იმუშავებს? თუ
ფიქრობენ, რომ, რადგან ომია, ადამიანებს აღარაფერი სჭირდებათ? თუ აქ მის
მოსაძებნად მოვლენ, სამხედრო, ან სამოქალაქო პოლიცია, იმისთვის, რომ უკან
წაიყვანონ და საჩვენებელი სასამართლო მოუწყონ, კეიმ უნდა მოიგონოს, ვითომ
მუნჯია და თავი მოისულელოს, რომ მისგან ვერაფრის გაგება ვერ შეძლონ. თვითონ კი
ის, ვისაგის შვილიშვილი, ამასობაში სამალავს მოიწყობს. ფერმაში ყოველი კუთხე-
კუნჭულიიცის და შეუძლია ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც მათ აზრადაც არ მოუვათ
შეიხედონ. უკეთესია, კეიმ ამ ადგილის შესახებ არაფერი იცოდეს. ხერხი სად არის?
კეიმ როგორმე უნდა მოუძებნოს. ხერხი ძალიან სჭირდება, ხვალ დილით მუშაობის
დაწყებას აპირებს. კეიმ უპასუხა, მოვძებნიო. შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.

– შენ მხოლოდ ამას ჭამ? – ჰკითხა ბიჭმა ბოლოს. კეიმ თავი დაუქნია.

– ბოსტნეული უნდა მოიყვანო, – უთხრა ვისაგის შვილიშვილმა, – კარტოფილი, ხახვი,


სიმინდი. აქ ყველაფერი მოვა თუ მორწყვას არ დააკლებ. ეს ხომ ძალიან ნაყოფიერი
მიწაა. მიკვირს, რომ აქამდე რაღაც მაინც არ დათესე ტბორის მიდამოებში. კეის
გული მოეწურა. ტბორის შესახებაც კი ყველაფერი იცის!

– ჩემს მოხუცებს გაუმართლათ, – განაგრძობდა ვისაგის შვილიშვილი, – ახლა


ფერმისთვის კარგ მოსამსახურეს სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი. რა გქვია?

– მაიკლი, – უპასუხა კეიმ.

უკვე მთლად ჩამობნელდა. ვისაგის შვილიშვილი წამოდგა. დაბნეული ჩანდა.

– ფარანი გაქვს? – ჰკითხა მან.

– არა, – უპასუხა კეიმ. მერე დიდხანს გაჰყურებდა ვისაგის შვილიშვილს, რომელიც


მთვარით განათებულ ფერდობზე ფრთხილად ეშვებოდა.

გათენდა, მაგრამ კეიმ აღარ იცოდა, რა ექნა. ტბორისკენ ვერ წავიდოდა. ამით ხომ
თავის ბოსტანს გასცემდა. სახლის კედელთან იყო ჩაცუცქებული. გრძნობდა, როგორ
უთბობდა მზე სხეულს, დროის დინებას გრძნობდა. ასე გრძელდებოდა, სანამ ვისაგის
შვილიშვილი არ დაინახა, რომელიც ამჯერად ფერდობზე ამოდიოდა. ათი წლით
ჩემზე უმცროსი იქნებაო, გაიფიქრა კეიმ. აღმართზე სიარულისგან ბიჭს სახე
ასწითლებოდა.

– მაიკლ, აქ საჭმელი არ არის, – შესჩივლა ბიჭმა, – მაღაზიებში არ დადიხარ?

ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, კარი გააღო და ოთახში შეიხედა. ეტყობოდა, რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა.

– რამდენს გიხდიან ისინი, მაიკლ? – ჰკითხა მან.

«მას ჰგონია, რომ მე ნამდვილი იდიოტი ვარ, – გაიფიქრა კეიმ, – ის მთვლის იდიოტად,
რომელსაც იატაკზე სძინავს ცხოველივით, ჩიტებით და ხვლიკებით იკვებება და
წარმოდგენაც კი არა აქვს ისეთ რამეზე, როგორიცაა ფული. ჩემს ბერეტზე ნიშანს
უყურებს და საკუთარ თავს ეუბნება, რომ ეს ალბათ ვიღაც ბავშვმა მაჩუქა».

69
– ორ რანდს, – უპასუხა კეიმ, – კვირაში ორ რანდს.

– ჩემი ბებიის და ბაბუის შესახებ რაიმე ხომ არ იცი? საერთოდ ჩამოდიან აქ? კეი

დუმდა.

– შენ აქ საიდან ჩამოხვედი? აქაური არა ხარ, ხომ?

– მე ბევრ ადგილას ვყოფილვარ, – თქვა კეიმ, – მათ შორის, კეიპტაუნშიც.

– ცხვრები არის ფერმაში? – იკითხა ვისაგის შვილიშვილმა, – და თხები არის, ხომ?


გუშინ ტბორს იქით მთელი არვე დავინახე, ათი-თორმეტი თხა იქნებოდა. იმედია, არ
მომჩვენებია. მან საათზე დაიხედა, – მოდი, წავიდეთ, თხები მოვძებნოთ. კეის
თვალწინ ტალახში ჩავარდნილი თხა წარმოუდგა.

– ეს თხები გაველურებული არიან, – უთხრა მან, – ვერ დაიჭერ.

– ტბორთან როგორმე დავიჭერთ. ორნი თუ ვიქნებით, მოვახერხებთ. – ტბორთან

ღამით მოდიან, – თქვა კეიმ, – დღისით კი ველდში დარბიან.

თავისთვის კი ფიქრობდა: «უიარაღო ჯარისკაცი, თავგადასავლების მოყვარული


ბიჭი. ფერმაშიც თავგადასავლებს ეძებს». ხმამაღლა კი თქვა: – თავი დავანებოთ თხებს.
მე გიშოვით რამე საჭმელს.

კეიმ შურდული აიღო და მდინარეზე ჩავიდა. ერთი საათის განმავლობაში სამი


ბეღურა და

ერთი მტრედი მოკლა და უკან დაბრუნდა. სახლიდან ხერხვის ხმა ისმოდა. მან
მკვდარი ფრინველები წინა კართან მიიტანა და დააკაკუნა. ვისაგის შვილიშვილი
გამოვიდა, წელამდე შიშველი, გაოფლიანებული.

– შესანიშნავია, – თქვა მან, – შეგიძლია, სწრაფად გაასუფთაო? ძალიან მადლობელი


დაგრჩები.

კეის ოთხი ფრინველი კლანჭებით ეჭირა მომუჭულ ხელში. ერთ ბეღურას ნისკარტზე
სისხლის წვეთი ჰქონდა შემხმარი.

– ესენი ისე პატარებია, გემოსაც ვერ გაუგებთ, ისე გადაყლაპავთ. ტალახი არ


მოგეცხებათ. ნეკიც კი არ დაგესვრებათ.

– რას მიედ-მოედები, – თქვა ვისაგის შვილიშვილმა, – რა ჯანდაბას გულისხმობ? თუ


რამის თქმა გინდა, გარკვევით თქვი. დადე ესენი ძირს. მე თვითონ მივხედავ! კეიმ
ოთხი ფრინველი წინა კარის საფეხურებთან დადო და წავიდა.

მიწიდან გოგრის პირველი მსხვილი ფოთლები იყო ამოწვერილი, ერთი აქ, მეორე იქ.
კეიმ რაბი

უკანასკნელად ასწია და უყურებდა, როგორ ნელა მიედინებოდა წყალი ბოსტანში,


როგორ ამუქებდა მიწას. «ჩემს შვილებს მაშინ ვტოვებ, როცა ყველაზე მეტად
ვჭირდები», – გაიფიქრა მან. რაბი დაუშვა და ონკანის მოღუნვა დაიწყო ვარცლისკენ,

70
რომლიდანაც თხები სვამდნენ. მერე ოთხი ქილა წყალი მოიტანა და პარმაღის
საფეხურებზე დადგა.

ვისაგის შვილიშვილი, რომელსაც ხალათი ხელახლა ჩაეცვა, იდგა, ხელები ჯიბეებში


ჰქონდა ჩაწყობილი და სადღაც შორს იყურებოდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან
თქვა:

– მე შენ ჯამაგირს არ გიხდი, მაიკლ, – უთხრა მან, – მე არ შემიძლია, შენ ფერმიდან


გაგაგდო. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ, სხვაგვარად... – მან
მზერა კეიზე გადაიტანა.

ამ სიტყვებმა, რაც უნდა ყოფილიყო მათში ნაგულისხმევი: ბრალდება, მუქარა თუ


საყვედური, კეი როგორღაც მოალბო. უბრალოდ, ლაპარაკის ასეთი მანერა აქვს,
გაიფიქრა მან. დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ. და მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობდა,
რომ სიჩლუნგე ნისლივით ეხვეოდა და მთელ მის არსებას ეუფლებოდა. უკვე აღარ
იცოდა, თავისი სახისთვის რა მოეხერხებინა. პირზე ხელს ისვამდა და ვისაგის
შვილიშვილის მაღალყელიან ყავისფერ ფეხსაცმელებს მიშტერებოდა. ახლა ასეთ
ფეხსაცმელებს მაღაზიაში ვეღარ იყიდიო, ფიქრობდა. შეეცადა, ამაზე ეფიქრა და
დაწყნარებულიყო.

– მე მინდა, რომ შენ პრინს-ალბერტში წახვიდე, მაიკლ, – უთხრა ვისაგის


შვილიშვილმა, – საყიდლების სიას და ფულს მოგცემ. შენთვისაც მოგცემ გარკვეულ
თანხას. მაგრამ ნურავის გამოელაპარაკები, ნუ იტყვი, რომ მნახე. ნუ იტყვი, რომ
ჩემთვის ყიდულობ ამ რაღაცებს. საერთოდ არ თქვა, ვისთვის ყიდულობ. და
ყველაფერს ერთ მაღაზიაში ნუ შეიძენ. ნახევარი ვან რეინის მაღაზიაში იყიდე,
ნახევარი – კაფეში. ნურავის გაუჩერდები სალაპარაკოდ, თავი ისე მოაჩვენე, რომ
გეჩქარება. გასაგებია?

«ოღონდ კი რაიმე სისულელე არ წამომცდეს», – გაიფიქრა კეიმ და თავი დაუქნია.


ვისაგის შვილიშვილმა განაგრძო:

– მაიკლ, მე შენ როგორც ადამიანი ადამიანს, ისე გელაპარაკები. ომია და ხალხი


კვდება. არავის არ მინდა ვეომო. მე ჩემთვის მშვიდობა ავირჩიე. გესმის, რას ვამბობ?
მე ყველასთან მშვიდობა მინდა. აქ, ფერმაში, ომი არ არის. მე და შენ შეგვიძლია აქ
წყნარად ვიცხოვროთ, სანამ ყველგან მშვიდობა არ დამყარდება. ჩვენ აქ არავინ
შეგვაწუხებს. ცოტა ხანიც და ომი დამთავრდება. მაიკლ, მე ხაზინადრად ვმუშაობდი
ოფისში და კარგად ვიცი, რაც ხდება. ვიცი, რამდენი ადამიანი გარბის ყოველ თვეში.
ადგილმდებარეობა უცნობია. ხელფასის გადახდა წყდება. საქმე სასამართლოს
გადაეცემა. ხვდები, რას ვგულისხმობ? შემიძლია, ციფრებიც დაგისახელო.
გაოგნებული დარჩები. მხოლოდ მე კი არ გამოვქცეულვარ. მალე მათ იმისთვისაც კი
არ ეყოფათ

ხალხი, რომ გაქცეულები ეძიონ. დამიჯერე, ასეა. ეს ხომ უზარმაზარი ქვეყანაა. აბა
ერთი კარგად მიიხედ-მოიხედე გარშემო. შეგიძლია, ოთხივე მხარეს გაიქცე და არც
დასამალავი ადგილების მოძებნა გაგიჭირდება. მე მინდა, ცოტა ხანს თვალს
მივეფარო. დიდხანს არ გააგრძელებენ ჩემს დევნას. რა ვარ მე მათთვის? ერთი პატარა

71
თევზი უზარმაზარ ოკეანეში. მაგრამ შენ მჭირდები, მაიკლ. უნდა დამეხმარო. თორემ
ჩემი საქმეც ცუდად წავა და შენიც. ხვდები, რას გეუბნები?

კეი ჭიშკრისკენ წავიდა. ხელში ის სია ეჭირა, ვისაგის შვილიშვილმა რომ მისცა და
კიდევ ორმოცი რანდი. გზაზე კონსერვის ქილა იპოვა, ფული შიგ ჩადო და ფერმის
ჭიშკართან, ქვის ქვეშ დამარხა. შემდეგ ველდის გავლით მთისკენ გაემართა, ისე რომ
მზე მარცხენა მხრიდან მისდგომოდა და საცხოვრებელი ადგილებისთვის გვერდი
აევლო. ნაშუადღევს უკვე ბორცვზე ადიოდა, სულ უფრო ზემოთ მიიწევდა. შორს,
ქვემოთ პრინს-ალბერტის ლამაზი, პატარა თეთრი სახლები გამოჩნდა. ის ბორცვიდან
ბორცვზე გადადიოდა, რომ ქალაქისთვის შემოევლო და ბოლოს სვარტბერგუს გზაზე
გავიდა. ძალიან ციოდა. დედის პალტოში შეფუთნილი ისევ მთას მიუყვებოდა. უკვე
შავი ჩრდილები ჩამოწვა.

ქალაქი ძალიან დაბლა ჩანდა. მან დასაძინებელი ადგილის ძებნა დაიწყო.


გამოქვაბულს წააწყდა, რომელსაც ეტყობოდა, ადრე ტურისტები იყენებდნენ
თავშესაფრად. ქვებისგან ცეცხლის დასანთები ადგილი მოეწყოთ. მთელ იატაკზე
ბეგქონდარას გამომშრალი ბუჩქის

სურნელოვანი საფენი ეგო. მან ცეცხლი დაანთო და შეწვა ხვლიკი, რომელიც ქვით
მოკლა. ცის მუქლურჯი გუმბათი კიდევ უფრო ჩამუქდა და ვარსკვლავები გამოჩნდა.
მოიკუნტა, ხელები სახელოებში შემალა და ნელ-ნელა ძილის სამყაროში დაიწყო
შესვლა. უკვე ძნელი დასაჯერებელი იყო, ოდესმე რომ შეხვდა ვისაგის შვილიშვილს,
რომელმაც მოინდომა, ის თავის მსახურად ექცია. საკუთარ თავს უთხრა, კიდევ
ერთიორი დღე და ის ბიჭი საერთოდ დამავიწყდება და მხოლოდ ფერმა ჩამრჩება
მეხსიერებაშიო.

მიწიდან ამოწვერილ გოგრის ნაზარდებზე ფიქრობდა. ხვალ კიდევ ცოცხალი


იქნებოდნენ, ზეგ ჭკნობას დაიწყებდნენ, მერე კი საბოლოოდ დაიხოცებოდნენ, ვიდრე
ის აქ, მთებში იქნებოდა. ძალიან ადრე რომ ადგეს და მთელი დღე ირბინოს, შეიძლება
კიდევ მიუსწროს და შეძლოს მათი გადარჩენა. მათი და კიდევ სხვა თესლის,
რომლებიც მიწაში ჩალპობისთვისაა განწირული, თუმცა არ იციან, რომ მზის
სინათლეს ვერასოდეს იხილავენ. მისი გულიდან ტბორთან მდებარე მიწის
ნაკვეთამდე ნაზი სიმები იყო გაბმული. ახლა ეს სიმები უნდა დაწყვეტილიყო. ბოლოს
და ბოლოს რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ნაზი გრძნობები მოიშოროს. ასე ხომ
გული შეიძლება საბოლოოდ გაქვავდეს.

***
დღე უქმად გაატარა. გამოქვაბულის შესასვლელთან იჯდა და შორეულ მწვერვალებს
გასცქეროდა, რომლებზეც აქა-იქ თოვლი ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. გრძნობდა,
რომ შიოდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა. იმის ნაცვლად, რომ ესმინა თავისი
სხეულისთვის, რომელიც საკვებს სთხოვდა, ცდილობდა გარშემო გამეფებული
დიადი სიჩუმისთვის მიეყურადებინა. წყნარად და ადვილად ჩაიძინა და სიზმარი

72
ნახა: ქარივით სწრაფად გარბოდა ცარიელ გზაზე, მის უკან კი, თითქოს ჰაერში
ლივლივებსო, ეტლი მოქროდა და რეზინის სალტეებით მიწას ოდნავ ეხებოდა.

ფერდობები ისე მკვეთრად ეშვებოდა ქვემოთ, რომ მზე შუადღემდე არ გამოჩნდა და


მალე დასავლეთის მწვერვალებს მიეფარა. მას გამუდმებით სციოდა. ისევ ზემოთ და
ზემოთ დაიწყო აცოცება ზიგზაგებით, ვიდრე გზა უღელტეხილს იქით საერთოდ არ
დაიკარგა მხედველობის არიდან. ახლა ყოველ მხარეს კარუს ვრცელი დაბლობი ჩანდა
და კიდევ სადღაც შორს, რამდენიმე მილის იქით – პრინს-ალბერტი. მან ახალი
გამოქვაბული იპოვა და ბუჩქები დაჭრა, რომ ქვის იატაკზე დაეგო. «ახლა ისე მაღლა
ვარ ამოსული, რომ უფრო ზემოთ ასვლა შეუძლებელია, – ფიქრობდა ის, – ალბათ არც
ერთ ჭკუათმყოფელს არ მოუვა აზრად, რომ ამ ველდებზე იაროს, მთებზე
იძრომიალოს და კლდეებში იჩხრიკოს იმისთვის, რომ მე მომაგნოს.

ახლა, როცა მთელ სამყაროში მხოლოდ მე ვიცი, სად ვიმყოფები, შემიძლია ჩავთვალო,
რომ დავიკარგე და აღარაფერი მემუქრება».

ყველაფერი უკან დარჩა. დილით, როცა გაეღვიძა, წინ მხოლოდ დღის უზარმაზარი
მონაკვეთი დაინახა – ერთი დღე მთლიანად. საკუთარი თავი წარმოიდგინა
ტერმიტად, რომელიც გზას კლდისკენ მიიკვლევდა. აქ, როგორც ჩანდა, არაფერი იყო
საკეთებელი. უბრალოდ, უნდა გეცხოვრა. წყნარად იჯდა. ძალიან წყნარად. ახლა
ჩიტები რომ შეფრთხიალებულიყვნენ და მხარზე დასხდომოდნენ, ოდნავაც არ
შეკრთებოდა.

ხანდახან, ძალიან თუ დაძაბავდა მზერას, შეეძლო გაერჩია პაწაწკინტელა მანქანა,


რომელიც სათამაშო ქალაქის მთავარ ქუჩაზე მიღოღავდა დაბლობში, მაგრამ ყველაზე
წყნარ დღეებშიც კი მის სამყოფლამდე ვერავითარი ხმა ვერ აღწევდა, გარდა მწერების
ფუსფუსის და ბუზების ბზუილისა, რომლებმაც ის არ დაივიწყეს, – და კიდევ
საკუთარი გულისცემისა, თითქოს ყურებში რომ უძგერდა.

არ იცოდა, რას უქადდა მომავალი. მის ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომხდარა


საინტერესო. ყოველთვის ვიღაც ეუბნებოდა, რა უნდა ეკეთებინა, ახლა კი გარშემო
არავინ იყო, ასე რომ, ყველაზე უკეთესი ის იქნებოდა, დალოდებოდა.

უინბერგ-პარკი გაახსენდა, ერთ-ერთი პარკთაგანი, სადაც ადრე მუშაობდა. გაახსენდა


ახალგაზრდა დედები, ბავშვები რომ მიჰყავდათ საქანელებზე საქანაოდ, წყვილები,
ხეების ქვეშ რომ იწვნენ და კიდევ აუზში მოცურავე მწვანე და ყავისფერი იხვები.
მართალია, ომია, მაგრამ ბალახი ალბათ ახლაც იზრდება უინბერგ-პარკში და ხეებსაც
ფოთლები ისევე სცვივა, როგორც ადრე სცვიოდა. და ყოველთვის იქნებიან საჭირო
ადამიანები, რომლებიც ბალახს გაკრეჭენ და ფოთლებს დაგვიან. მაგრამ ახლა უკვე
დარწმუნებული აღარ იყო იმაში, რომ მუხებს და მწვანე გაზონებს შორის ცხოვრება
ერჩივნა. როცა უინბერგ-პარკზე ფიქრობდა, წარმოიდგენდა, რომ მიწა იმდენად
მინერალური ნივთიერებებისგან კი არ შედგებოდა, რამდენადაც ორგანულისგან –
შარშანდელი, შარშანწინდელი და კიდევ უფრო ადრინდელი დამპალი ფოთლებისგან,
საერთოდ ყველა დამპალი ფოთლისგან, სამყაროს შექმნის შემდეგ. მიწა ისეთი
რბილია, რომ ის შეიძლება თხარო და თხარო და მაინც რბილი იქნება. შეიძლება
იმდენი თხარო, უინბერგ-პარკიდან დედამიწის შუაგულამდე გახვიდე და მთელი გზა

73
ცენტრამდე მიწა გრილი, შავი, ნესტიანი და რბილი იქნება. «მე ასეთი მიწის მიმართ
სიყვარული დავკარგე, – ფიქრობდა ის, – სურვილი აღარ მიჩნდება, ხელში ავიღო,
თითებს შორის დავფშვნა. ის უკვე აღარ არის მწვანე და ყავისფერი, როგორიც მე
მინდა, რომ იყოს, არამედ ყვითელი და მწვანეა, სველი კი არ არის, მშრალია, მუქი კი
არ არის, ღია ფერისაა, რბილი კი არ არის – მაგარია. მე სხვა ჯიშის ადამიანი ვხდები,
თუკი საერთოდ სხვადასხვა ჯიშის ადამიანები არსებობენ. ვენა რომ გადავიხსნა, –
ფიქრობდა ის და თავის მაჯას დასცქეროდა, – სისხლი კი არ გადმომივა, არამედ
წვრილ ზოლად

წამოვა, მალე ისიც შეწყდება და ჭრილობა პირს შეიკრავს. სულ უფრო პატარა და
ხისტი ვხდები და ვიშრიტები. თუ აქ მიწერია სიკვდილი, გამოქვაბულის ხახაში,
მუხლებზე ჩამოდებული ნიკაპით და დაბლობზე თვალგაშტერებულს, ქარი სულ
რაღაც ერთი დღის განმავლობაში გამომაშრობს და ჩემი სხეული მთლიანად
შეინახება, ისე, როგორც ქვიშაში დამარხული ინახება ხოლმე».

მთაში ცხოვრების პირველ დღეებში ის დროდადრო გაისეირნებდა ხოლმე, ქვებს


ამოაყირავებდა, მცენარეების ფესვებს და ბოლქვებს ღრღნიდა. ერთხელ ჭიანჭველების
ბუდე დაანგრია და მატლები თითო-თითოდ შეჭამა. თევზისნაირი გემო ჰქონდა.
შემდეგ საჭმლის და სასმლის ძებნა შეწყვიტა. თავის ახალ სამყაროს არ იკვლევდა. არ
უცდია, გამოქვაბული სახლად ექცია და არც გასულ დღეებს ითვლიდა. მოლოდინი
არაფრისა ჰქონდა, ის იყო მხოლოდ, რომ ყოველ დილით უცქეროდა, როგორ მიიწევდა
მისკენ მთების მწვერვალების მუქი, რკალისებური ჩრდილი სულ უფრო აჩქარებით
და აი, ბოლოს, უცებ ის მზის სხივებში ბანაობდა, ლივლივებდა. ზოგჯერ
გაუნძრევლად იჯდა ან იწვა გამოქვაბულის შესასვლელთან მეტისმეტად დაღლილი
და მიბნედილი საიმისოდ, რომ რაიმე მოემოქმედებინა. ზოგჯერ მთელი დღის
განმავლობაში გაბმით ეძინა. იქნებ ნეტარება სწორედ ეს არისო, ფიქრობდა. ერთი
ღრუბლიანი, წვიმიანი დღის შემდეგ მთელი ფერდობი პატარა ვარდისფერი,
უფურცლო ყვავილებით დაიფარა. რამდენიმე მუჭა შეჭამა და მუცელი ასტკივდა.
დღეები სულ უფრო

ცხელი ხდებოდა, ნაკადულები სულ უფრო სწრაფად მიედინებოდა. მთის ცივ წყალს
ჩვეულებრივი წყლის სიმწკლარტე აკლდა. ნუნებიდან სისხლი სდიოდა. სისხლს არ
აფურთხებდა, ყლაპავდა.

ბავშვობაში კ-ს, ისევე როგორც ყველა ბავშვს თავშესაფარში, გამუდმებით შიოდა.


შიმშილისგან ისინი მტაცებელ ცხოველებად იქცნენ. საჭმელს ერთმანეთს პირდაპირ
თეფშებიდან სტაცებდნენ, სამზარეულოს გვერდით, შემოღობილში მდგარი სანაგვე
ყუთებიდან ძვლებს და ნარჩენებს იღებდნენ. შემდეგ, როცა ასაკი მოემატა, შიმშილი
აღარ აწუხებდა. მხეცს, რომელიც მის შიგნით ღმუოდა და ბორგავდა, შიმშილმა
არაქათი გამოაცალა და ჩააწყნარა. «ნორენიუსის» ბოლო წლები ყველაზე კარგი იყო.
უფროსი ბიჭები აღარ იყვნენ და მას აღარავინ ტანჯავდა. ახლა შეეძლო, შეუმჩნევლად
გაპარულიყო და ფარდულს უკან თავის საყვარელ ადგილზე განმარტოებულიყო.
ერთ-ერთი მასწავლებელი დროდადრო მის კლასს აიძულებდა, ხელები თავზე
შემოეწყოთ, პირი მაგრად მოეკუმათ, თვალები დაეხუჭათ და ასე მსხდარიყვნენ,
თვითონ კი გრძელი სახაზავით ხელში რიგებს შორის დადიოდა. დროთა

74
განმავლობაში ამ პოზამ კეისთვის სასჯელის მნიშვნელობა დაკარგა და როცა ასეთ
პოზას იღებდა, ოცნებებს ეძლეოდა. ახლაც იხსენებდა, როგორ ებრძოდა ცხელ
დღეებში ნეტარ თვლემას. იჯდა, ხელები თავზე ჰქონდა შემოწყობილი, ევკალიპტების
ტოტებში მტრედები ღუღუნებდნენ, მეზობელ კლასებში ბავშვები გუნდურად
იზეპირებდნენ გამრავლების ტაბულას. და ახლაც, თავისი

გამოქვაბულის წინ კეფაზე თითებს გადაიჯვარედინებდა ხოლმე, თვალებს


დახუჭავდა და გონებას აზრებისგან დაცლიდა. მას არაფერი უნდოდა და არც არაფერს
ელოდა.

იყო სხვანაირი დღეებიც, როცა მისი გონება ახალგაზრდა ვისაგის უბრუნდებოდა,


წარმოიდგენდა, როგორ იმალებოდა ის სადღაც იატაკის ქვეშ, სიბნელეში, თაგვის
ცურცლებს შორის, ან სხვენზე, კარადაში, ან ბაბუამისის ველ-მინდვრების ბუჩქებში.
ფიქრობდა მის ლამაზ მაღალყელიან ფეხსაცმელებზე. რაღაში არგია ახლა ისინი,
თუკი სადღაც სოროში იმალება.

დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ მზის სხივებში თვალები არ დაეხუჭა.


საფეთქლებში გამუდმებით სისხლის ჩუხჩუხს გრძნობდა. სინათლის შუქი თავში
ნემსებივით ესობოდა. უკვე არაფრის ჭამა აღარ შეეძლო. წყლის დალევაზეც კი გული
ერეოდა. დადგა დღე, როცა ქანცგაწყვეტილმა თავისი გამოქვაბულის საწოლიდან
წამოდგომაც კი ვეღარ შეძლო. შავი პალტო უკვე ვეღარ ათბობდა და გამუდმებით
კანკალებდა. ერთბაშად გაიაზრა, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო, თვითონ ან მისი
სხეული, ეს სულერთი იყო, და აქ იწვებოდა იქამდე, ვიდრე სახურავის ხავსი არ
ჩამუქდებოდა მის თვალწინ და აქ, სამყაროსგან მოწყვეტილ შორეულ გამოქვაბულში,
მხოლოდ მისი თეთრი ძვლები არ დარჩებოდა.

მთელი დღე დასჭირდა, რომ მთის ფერდობზე ჩამოცოცებულიყო. დაუძლურებულ


ფეხებზე

თავს ვეღარ იმაგრებდა. თავს გუგუნი გაჰქონდა. ყოველთვის, როცა ქვემოთ


ჩაიხედავდა, თავბრუ ეხვეოდა და იძულებული იყო, მიწას ჩასჭიდებოდა, სანამ
თავბრუსხვევა გაუვლიდა. გზამდე იმ დროისთვის ჩააღწია, როცა უკვე ბინდი
წვებოდა, ხოლო როცა ქალაქში შევიდა, სინათლის უკანასკნელმა სხივებმაც დატოვა
დედამიწა. აყვავებული ატმების სუნი მოაწყდა ბაღებიდან. და კიდევ ხმა გაიგონა,
რომელიც ყველა მხრიდან მოდიოდა, წყნარი, თანაბარი ხმა, სწორედ ის, რომელიც
მაშინ ჩაესმა, როცა პრინს-ალბერტი პირველად იხილა. ჰაი-სტრიტის დასაწყისში
იდგა, ამწვანებულ ბაღებს შორის და ძალიან ცდილობდა, მაგრამ სიტყვების გარჩევას
ვერ ახერხებდა. მხოლოდ მონოტონური ხმა ესმოდა შორიდან, რომელიც მალე ხეზე
მჯდარი ჩიტების ჟღურტულს შეერწყა, შემდეგ კი მუსიკა დაუკრეს.

ქუჩაში არავინ იყო. საწოლი ბანკის შესასვლელში მოიწყო. თავქვეშ რეზინის


ფეხსაწმენდი ამოიდო. მალე სხეული მთლად გაუცივდა და კანკალი დააწყებინა.
რამდენჯერმე ჩაეძინა და გაეღვიძა. თავი ძლიერ სტკიოდა და სიმწრისგან ყბაზე
იჭერდა ხელს. ფარნის შუქმა გააღვიძა, მაგრამ ეგონა, სიზმარში იყო. პოლიციელების
კითხვების პასუხად რაღაცას გაურკვევლად ბურტყუნებდა, ყვიროდა და სუნთქვა
ეკვროდა.

75
– არა, არა, – იმეორებდა და ფილტვებიდან ისეთი ხმა ამოსდიოდა, თითქოს
ამოახველაო. პოლიციელებმა ვერაფერი გაუგეს. მისგან წამოსული სუნი გულს
ურევდათ. მანქანაში შეტენეს

და პოლიციის უბანში მიიყვანეს. საკანში ჩაკეტეს ხუთ სხვა მაწანწალასთან ერთად.


კეი ისევ კანკალებდა და ბოდავდა.

დილით, როცა პატიმრები დასაბანად, შემდეგ კი საუზმისთვის წაიყვანეს, კეის ცნობა


დაკარგული არ ჰქონდა, მაგრამ ფეხზე ვერ დგებოდა. კართან მდგომ პოლიციელს
მოუბოდიშა:

– ფეხზე ვერ ვდგები, მაგრამ მალე გამივლის.

პოლიციელმა მორიგე ოფიცერს დაუძახა. ცოტა ხანს ისინი ცოცხალ ჩონჩხს


ათვალიერებდნენ, რომელიც კედელზე მიყრდნობილი იჯდა და შიშველ კანჭებზე
ხელებს ისვამდა. შემდეგ ორივემ ერთდროულად სტაცა ხელი და ეზოში გაიყვანეს,
სადაც ის კაშკაშა მზისგან მოიბუზა. პოლიციელმა მეორე პატიმარს ხელით ანიშნა,
რომ მისთვის საჭმელი მიეცა. კეიმ სიმინდის ფაფით სავსე გაწებილი თეფში
ჩამოართვა, მაგრამ კოვზი პირთან ვეღარ მიიტანა – ღებინება დაეწყო.

პოლიციელებმა ვერაფრით გაიგეს, კეი საიდან იყო. საბუთები თან არ ჰქონდა – მწვანე
ბარათიც კი. პოლიციის ოქმში ეწერა, რომ ის იყო «მაიკლ ვისაგი – უმუშევარი» და
ბრალი ედებოდა თავისი ადმინისტრაციული ოლქის უნებართვოდ დატოვებაში.
გარდა ამისა, არ ჰქონდა

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაარღვია კომენდანტის საათი და მთვრალ


მდგომარეობაში მყოფი ქალაქში შეუფერებლად ჩაცმული დაეხეტებოდა. მისი
სისუსტე და აბდაუბდა ლაპარაკი სიმთვრალეს მიაწერეს და ეზოში დატოვეს, ყველა
დანარჩენი პატიმარი კი ისევ საკნებში დაამწყვდიეს. შუადღისას კი ფურგონში ჩასვეს
და საავადმყოფოში წაიყვანეს. იქ ტანსაცმელი გახადეს და რეზინის საგებელზე
დააწვინეს. ახალგაზრდა მომვლელმა ქალმა დაბანა და გაპარსა, შემდეგ კი თეთრი
ხალათი ჩააცვა. კეის სირცხვილი საერთოდ არ უგრძნია.

– მითხარით, თუ შეიძლება, ყოველთვის მინდოდა ეს მცოდნოდა – პრინცი ალბერტი


ვინ არის? – ჰკითხა მომვლელ ქალს. მან ყურადღება არ მიაქცია, – და პრინცი
ალფრედი ვინ არის? პრინცი ალფრედიც ხომ არსებობს? – კეიმ თვალები დახუჭა და
სიამოვნებით ელოდა, რბილი, თბილი ღრუბელი როდის შეეხებოდა სახეზე.

და, აი, ის კვლავ სუფთა თეთრეულში იწვა, მაგრამ არა მთავარ კორპუსში, არამედ ხის
შენობის რკინისკარიან მინაშენში, სადაც, რამდენადაც ის ხედავდა, მხოლოდ ბავშვები
და მოხუცები იყვნენ. შიშველ ნივნივებზე გრძელი მავთულებით შიშველი ნათურები
ეკიდა, რომლებიც გამუდმებით ქანაობდა. შტატივზე დაყენებული ბოცებიდან მისი
ხელისკენ რეზინის მილი იყო გამოშვერილი. თუ მოინდომებდა, შეეძლო თვალი
გაედევნებინა და დაჰკვირვებოდა, როგორ იკლებდა სითხის დონე ბოცებში ყოველ
საათში.

76
ერთხელ გამოიღვიძა და კარში მედდა და პოლიციელი დაინახა. ისინი მისკენ
იყურებოდნენ და რაღაცას ჩურჩულებდნენ. პოლიციელს ფორმის ქუდი იღლიაში
ჰქონდა ამოჩრილი.

საღამოს ფანჯარაში მზემ შემოიხედა. კეის ტუჩზე ბუზი დააჯდა. ხელის აქნევით
მოიშორა. ბუზმა მისი თავის გარშემო იბზუილა და ისევ ტუჩზე დაეშვა. კეის რეაქცია
აღარ ჰქონია. თხელი ხორთუმი მისი ტუჩის შესწავლას შეუდგა.

მომვლელმა ქალმა პალატაში მაგიდა შემოაგორა სადილით. კეის გარდა ყველას


ლანგარი მისცეს. საჭმლის სუნი დატრიალდა და კეიმ იგრძნო, როგორ აევსო პირი
ნერწყვით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო, რომ შიოდა. არ იყო
დარწმუნებული, რომ სურდა, ისევ შიმშილის მონა გამხდარიყო. მაგრამ ეს ხომ
საავადმყოფო იყო და აქ სხეულს მკურნალობდნენ. სხეულს აქ განსაკუთრებული
უფლებები ჰქონდა.

შებინდდა, შემდეგ კი მთლად დაბნელდა. ვიღაცამ სინათლე აანთო. კეიმ თვალები


დახუჭა და დაიძინა. როცა თვალები გაახილა, სინათლე ისევ ენთო. სანამ უყურებდა,
თანდათან მიინავლა და ჩაქრა. ოთხი ფანჯრიდან მთვარის ვერცხლისფერი შუქი
იჭრებოდა. სადღაც ახლომახლო დიზელის ძრავა თუხთუხებდა. კეის ჩაეძინა.

დილით საბავშვო ფაფა შეჭამა და რძე დალია, მაგრამ ამჯერად ღებინებას გადაურჩა.
საკმარის ძალას გრძნობდა საიმისოდ, რომ წამომდგარიყო, მაგრამ რცხვენოდა, სანამ
არ დაინახა, როგორ შემოიცვა ვიღაც მოხუცმა კაცმა პიჟამაზე გრძელი ხალათი და
გარეთ გავიდა. ისიც ადგა და თავის საწოლთან ახლოს რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა.
გრძელ ხალათში თავს უხერხულად გრძნობდა. გვერდით საწოლზე ბიჭი იწვა.

ერთი ხელის ნაცვლად შებინტული ტაკვი ჰქონდა.

– რა დაგემართა? – ჰკითხა კეიმ, მაგრამ ბიჭმა არაფერი უპასუხა და გვერდზე


გადაბრუნდა.

«ჩემს ტანსაცმელს რომ ვიპოვიდე, წავიდოდი», – ფიქრობდა კ, მაგრამ მის საწოლთან


მდგარი კარადა ცარიელი იყო. შუადღისას ისევ ჭამა.

– ჭამე, სანამ ჯერ კიდევ გაძლევენ საკვებს, დიდი შიმშილი წინ არის, – უთხრა
სანიტარმა კაცმა, რომელმაც საჭმელი მოუტანა. მერე ბორბლებიან მაგიდას უბიძგა
და წინ გააგორა. ცოტა უცნაური იყო, რომ სანიტარმა ეს თქვა. კეიმ მას თვალი
გააყოლა. ის ახლა სხვა ავადმყოფების საწოლებთან ჩერდებოდა და მათ სადილს
უტოვებდა. როცა კეის მზერა იგრძნო, სანიტარმა პალატის მეორე ბოლოდან
იდუმალი ღიმილით გაუღიმა, თუმცა მეტი აღარაფერი უთქვამს, როცა ლანგრის
წასაღებად დაბრუნდა.

მზემ რკინის სახურავი გაახურა და პალატა ავარვარებულ ღუმლად იქცა. კეი


ფეხებგაშხლართული იწვა და თვლემდა. როცა თავდავიწყებისგან კიდევ ერთხელ
გამოერკვა, დაინახა, რომ იგივე პოლიციელი და იგივე მედდა ადგნენ თავზე. თვალები
დახუჭა და როცა გაახილა, ისინი აღარსად ჩანდნენ. დაღამდა.

77
დილით მედდა მოვიდა, ის მთავარი შენობის კორიდორისკენ წაიყვანა და სკამზე
დასვა. იქ კეის მთელი ერთი საათი მოუწია ცდა, სანამ მისი რიგი დადგებოდა.

– დღეს როგორ გრძნობ თავს? – ჰკითხა ექიმმა. კეი შეყოყმანდა, არ იცოდა, რა ეპასუხა.
ექიმი პასუხს აღარ დაელოდა და გასინჯვა დაუწყო. ღრმად ამოისუნთქეო, უთხრა
კეის და მის მკერდს მოუსმინა. მერე შეამოწმა, ვენერიული დაავადება ხომ არ
ჰქონდა. ყველაფერი ორ წუთში დამთავრდა. ექიმმა თავის ყავისფერ ბლოკნოტში
რაღაცის ჩაწერა დაიწყო.

– ტუჩთან დაკავშირებით ოდესმე ექიმისთვის მიგიმართავს? – ჰკითხა ექიმმა ისე, რომ


წერა არ შეუწყვეტია.

– არა, – უპასუხა კეიმ.

– ტუჩის შესწორება შეიძლება, – თქვა ექიმმა, მაგრამ არ შეუთავაზებია, რომ ამას


თვითონ გააკეთებდა.

კეი პალატაში დაბრუნდა, თავის საწოლში დაწვა და თავქვეშ ხელები ამოიდო. მედდამ
ტანსაცმელი მიუტანა – საცვლები, ხაკის ხალათი და შორტი. ყველაფერი
საგულდაგულოდ იყო გაუთოებული.

– ჩაიცვი, – უთხრა და მომდევნო საწოლისკენ წავიდა.

კეი საწოლში წამოჯდა და, რაც მიუტანეს, ჩაიცვა. შორტი ძალიან დიდი ჰქონდა. როცა
წამოდგა, ქამრით დაიჭირა, რომ არ ჩავარდნოდა. ამ დროს კართან კვლავ იგივე
პოლიციელი დაინახა.

– ეს ძალიან დიდი მაქვს, – უთხრა მედდას, – თუ შეიძლება, ჩემი საკუთარი


ტანსაცმელი მომეცით.

– შენს ტანსაცმელს მაშინ მიიღებ, როცა აქედან გახვალ, – უთხრა მედდამ.

პოლიციელმა ის კორიდორის გავლით მორიგის მაგიდასთან მიიყვანა და ყავისფერი

ფურცლების შეკვრა ამოიღო. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.


გაჩერებაზე პოლიციის ლურჯი მანქანა იდგა. კეი ელოდა, პოლიციელი უკანა კარს
როდის გაუღებდა. გავარვარებული გუდრონი შიშველ ფეხისგულებს ისე სწვავდა,
რომ მალიმალ ხან ერთ ფეხს სწევდა ზემოთ, ხან მეორეს.

კეი ფიქრობდა, ისევ უკან, პოლიციის უბანში წამიყვანენო, მაგრამ ამის ნაცვლად
მთელი ქალაქი გადაატარეს, შემდეგ მანქანამ კიდევ ხუთი კილომეტრი სოფლის
ტალახიან გზაზე იჯაყჯაყა და ტრიალ ველზე შემოღობილ ბანაკთან მივიდა. მთიდან,
თავისი გამოქვაბულიდან კეი იაკალსდრიფის ყვითელ მართკუთხედს ხედავდა,
მაგრამ ის სამშენებლო მოედანი ეგონა. თავშიც კი არ გაუვლია, რომ ეს ერთ-ერთი
შრომის ბანაკი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ კარვებსა და რკინისსახურავიან
შეუღებავ ხის ნაგებობებში ადამიანები ცხოვრობდნენ, ღობის ზემოთ კი, სამი მეტრის
სიმაღლეზე, მავთულხლართები იყო გადაჭიმული. როცა ფურგონიდან გადმოძვრა,
შარვალი ისევ ხელით ეჭირა. ჭიშკრის აქეთ-იქით, ღობესთან ჩამწკრივებული
რამდენიმე ათეული ადამიანი, დიდი თუ ბავშვი, ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა.

78
ჭიშკართან საგუშაგო ჯიხური იდგა გადახურული შესასვლელით, სადაც ორ კასრში
ერთნაირი ნაცრისფერ-მწვანე კაქტუსები იყო ამოზრდილი. ვერანდაზე მათ
სამხედროფორმიანი სქელი კაცი ელოდა. კეიმ იცნო მოხალისეთა კორპუსის ლურჯი
ბერეტი. მისი თანმხლები პოლიციელი

სქელ კაცს მიესალმა და ისინი საგუშაგო ჯიხურში შევიდნენ. კეი იღლიაში ამოჩრილი
პაკეტით გარეთ დარჩა ბრბოს სასეიროდ. ჯერ შორს იყურებოდა, შემდეგ კი მზერა
თავის ფეხებზე გადაიტანა. არ იცოდა, როგორი გამომეტყველება უნდა მიეღო.

– ეს შარვალი სად მოიპარე? – დაუძახა ვიღაცამ.

– ეტყობა, სერჟანტს აწაპნა, – გამოეპასუხა სხვა ხმა და ბრბომ სიცილი ატეხა.

ჯიხურიდან მოხალისეთა კორპუსის კიდევ ერთი წევრი გამოვიდა. მან ბანაკის


ჭიშკარი გააღო და კ-სთან ერთად ბრბო გაარღვია. დატკეპნილ მიწაზე იარეს და
ერთერთ რკინისსახურავიან ხის შენობასთან მივიდნენ. შენობას ფანჯარა არ ჰქონდა
და შიგნით ბნელოდა. გუშაგმა კეის თავისუფალი საწოლი უჩვენა.

– ამიერიდან შენი სახლი ეს იქნება, – უთხრა მან, – სხვას შენ არავინ მოგცემს. ამიტომ
სისუფთავე დაიცავი.

კეი საწოლზე აძვრა და შიშველი, დაჩვრეტილი რეზინის საგებელზე დაწვა. რკინის


სახურავამდე ხელით შეეძლო მიწვდომა. სიბნელეში, ჩახუთულ სიცხეში
მოუთმენლად ელოდა, გუშაგი როდის წავიდოდა.

დღის დარჩენილი ნაწილი საწოლში გაატარა. შენობის მიღმიდან ბანაკის ცხოვრების


ხმები ესმოდა. კარში ბიჭების გუნდი შემოვარდა ჟივილ-ხივილით. ერთმანეთს
დასდევდნენ, საწოლებზე დახტოდნენ და მათ ქვეშ იმალებოდნენ. როცა წავიდნენ,
კარი მაგრად გაიჯახუნეს. კეი შეეცადა დაეძინა, მაგრამ ვერ შეძლო. ყელი უშრებოდა.
მთის გრილ გამოქვაბულზე ფიქრობდა. ნაკადულებზე, რომლებიც შეუჩერებლად
მიჩუხჩუხებდნენ. აქ ყველაფერი ისეა, როგორც «ნორენიუსის» თავშესაფარში. მე ისევ
«ნორენიუსში» ვარ, უკვე მეორედ, მაგრამ ახლა მეტისმეტად ხნიერი ვარ საიმისოდ,
რომ ეს ავიტანო. ხაკის ხალათი და შორტი გაიხადა და პაკეტი გახსნა, მაგრამ ოფლის
სუნს, მისივე სუნს, რომლითაც მთელი ტანსაცმელი იყო გაჟღენთილი, ამ დღეების
განმავლობაში შმორის სუნი შერეოდა, დამძიმებულიყო და უცხოდ ეჩვენებოდა.
მხოლოდ ტრუსი ეცვა, გახურებულ რეზინზე იწვა და ელოდა, დღე როდის
დასრულდებოდა.

ვიღაცამ კარი გააღო და იატაკზე ფეხაკრეფით გაიარა. კეიმ თავი მოიმძინარა. მის
შიშველ მკლავს თითები შეეხო. შეკრთა.

– ცუდად ხომ არა ხარ? – იკითხა კაცის ხმამ. კეიმ კარიდან შემომავალი მზის
დამაბრმავებელ შუქზე უცნობის სახე ვერ გაარჩია.

– არა, კარგად ვარ, – უპასუხა მან. მისი სიტყვები თითქოს სადღაც შორიდან გაისმა.
უცნობი ისევ ფეხაკრეფით გავიდა. «უნდა გავეფრთხილებინეთ, ჩემთვის უნდა
ეთქვათ, რომ ისევ უკან, ადამიანებთან მგზავნიდნენ», – ფიქრობდა კ.

79
ცოტა ხნის შემდეგ ჩაიცვა და გარეთ გავიდა. მზე აჭერდა, ჰაერი არ იძვროდა. სიოც კი
არ უბერავდა. კარვის ჩრდილში, საბანზე ორი ქალი იწვა. ერთს ეძინა, მეორეს კი
მკერდზე მძინარე ჩვილი ჰყავდა მიკრული. ქალმა კეის გაუღიმა. მან თავი დაუქნია და
ჩაუარა. წყლის ცისტერნა მოძებნა და დიდხანს სვამდა. როცა უკან დაბრუნდა, ქალს
გამოელაპარაკა:

– შეიძლება აქ სადმე ტანსაცმელი გავრეცხო? – ჰკითხა მან.

ქალმა სამრეცხაოსკენ მიუთითა.

– საპონი გაქვს? – ჰკითხა მან.

– მაქვს, – იცრუა კეიმ.

სამრეცხაოში ორი ტაშტი და ორი საშხაპე იყო. შხაპის მიღება უნდოდა, მაგრამ, როცა
ონკანი

მოუშვა, წყალი არ წამოვიდა. მან გარეცხა ქურთუკი, წარწერით «წმინდა იოანე», შავი
შარვალი, ყვითელი ხალათი და ტრუსი, რომელშიც რეზინი მთლად გაიწელა.
სიამოვნებდა ტანსაცმლის წყალში ჩაყოფა, ამოვლება და გაწურვა, დახუჭული
თვალებით დგომა და ხელების იდაყვებამდე ცივ წყალში ჩაყოფა. ფეხსაცმელები
ჩაიცვა. მოგვიანებით, როცა ტანსაცმელს თოკზე კიდებდა, კედელზე წარწერა შენიშნა
– «იაკალსდრიფის ბანაკი ევაკუირებულებისთვის. შხაპი მუშაობს: მამაკაცებისთვის
ექვსიდან შვიდ საათამდე. ქალებისთვის რვის ნახევრიდან ცხრის ნახევრამდე.
დაიცავით რიგი. წყალი ეკონომიურად მოიხმარეთ». თვალი გაადევნა, ცისტერნიდან
მილი საით მიდიოდა. ის ქვემოთ ეშვებოდა, ღობის ქვეშ გადიოდა, შემდეგ კი
მიუყვებოდა ბორცვს, რომელზეც წყლის ტუმბო იდგა. როცა ჩვილბავშვიან ქალს
ჩაუარა გვერდით, მან შეაჩერა და უთხრა: – შენ აქ ტანსაცმელი რომ ჩამოკიდე,
იცოდე, დილით აღარ დაგხვდება.

კეიმ სველი ტანსაცმელი ჩამოხსნა და თავის საწოლზე დააფინა.

მზე უკვე ჩადიოდა. გარშემო ხალხის რაოდენობამ იმატა. საითაც გაიხედავდი,


ბავშვებს დაინახავდი. გვერდით ბარაკთან სამი მოხუცი ბანქოს თამაშობდა. ცოტა
ხნით შეჩერდა და უყურა.

მან ოცდაათამდე კარავი დაითვალა. ისინი ბანაკის მთელ ტერიტორიაზე


გვერდიგვერდ, ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე იდგა. გარდა ამისა, კიდევ შვიდი
ბარაკი, საშხაპე და ტუალეტი. ბარაკების მეორე რიგისთვის ფუნდამენტი უკვე
ჩაეყარათ. ცემენტიდან ჟანგიანი ღერძები იყო ამოშვერილი.

ის ჭიშკრისკენ წავიდა. საგუშაგოს პარმაღთან ერთ-ერთი გუშაგი შეზლონგზე


თვლემდა. ხალათი წელამდე ჰქონდა ჩახსნილი. კეიმ თავი ღობეს მიაყრდნო.
უნდოდა, გუშაგი გაეღვიძებინა. უნდოდა ეკითხა, რატომ მომიყვანეს აქ, კიდევ რამდენ
ხანს მომიწევს აქ ყოფნაო, მაგრამ გუშაგს ეძინა და კეის გამბედაობა არ ეყო,
გაეღვიძებინა.

80
უკან, ბარაკისკენ წაჩანჩალდა, ბარაკიდან კი – ცისტერნისკენ. არ იცოდა, საკუთარი
თავისთვის რა მოეხერხებინა. ვიღაც გოგონა ვედროებით ცისტერნისკენ
მიემართებოდა, მაგრამ მისი დანახვისას უკან შებრუნდა. კეი ბანაკის უკანა ღობისკენ
წავიდა და უკაცრიელი ველდისკენ დაიწყო ყურება.

კარვებს შორის, ერთი-ორ ქვის ბუხარში ცეცხლი დაანთეს. ბანაკი გამოცოცხლდა.


ადამიანები საუბრობდნენ, მიდი-მოდიოდნენ.

მტვრის ბუღში, ჭიშკართან, პოლიციის ლურჯი, ფურგონიანი მანქანა შეჩერდა, მალე


მას ხალხით გაჭედილი სატვირთო მანქანა მოჰყვა. ბანაკში მყოფი ბავშვები ჭიშკართან
მიცვივდნენ. გუშაგმა პოლიციის მანქანა ჭიშკარში შეუშვა და ის ნელა გაემართა მე-4
ბარაკისკენ, რომლის თავზეც ღუმლის მილი მოჩანდა. მანქანიდან ორი ქალი
გადმოვიდა და ბარაკის კარი გააღეს. მძღოლმა შიგნით მუყაოს დიდი კოლოფი
შეათრია. კეის მანქანიდან რადიოს ხმა ესმოდა, თუმცა კარგა მოშორებით, უკანა
ღობესთან იდგა. მალე მილიდან შავი კვამლის ბოლქვები ამოვიდა.

კაცები, რომლებიც სატვირთო მანქანით მოვიდნენ, შეშას ეზიდებოდნენ და ეზოში


აწყობდნენ. მძღოლი პოლიციელი მანქანაში დაბრუნდა და თმის ვარცხნას შეუდგა.
ერთი ქალი, ზორბა, შარვლიანი, ბარაკიდან გამოვიდა და რკინის სამკუთხედზე
რამდენჯერმე დაარტყა. უკანასკნელი დარტყმის ხმა მიმწყდარიც კი არ იყო, როცა
ბავშვების ჯგუფი კარს მისცვივდა. ხელში თეფშები, ტოლჩები და კონსერვის ქილები
ეჭირათ. ჩვილბავშვიანი მშობლებიც მოვიდნენ. შარვლიანმა ქალმა კარს მომდგარი
ბავშვები უკან დასწია და ბარაკში მათი ორ-ორად შეშვება დაიწყო. კეი მივიდა და
ყველაზე უკან დადგა. პირველად შესული ბავშვები უკვე გარეთ გამოდიოდნენ. კეიმ
დაინახა, რომ ხელში სუპი და პურის ნატეხი ეჭირათ.

ერთ-ერთი ბიჭი გამოსვლისას წაფორხილდა და სუპი ფეხებზე გადაეღვარა. ისეთი

დარცხვენილი ჩანდა, თითქოს ჩაისველაო. რიგში ხელახლა ჩადგა. ზოგიერთი ბავშვი


შიშველ მიწაზე დაჯდა და სუპი იქვე, ბარაკის ახლოს შეჭამა, სხვებმა კი საკუთარ
კარავში წაიღეს. კეი კართან მდგარ ქალთან მივიდა.

– მაპატიეთ, – თქვა მან, – შეიძლება საჭმელი მეც მივიღო? თეფში არ მაქვს. მე


საავადმყოფოდან ვარ.

– ეს მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, – უპასუხა ქალმა და გვერდზე


გაიხედა.

კეი უკან, თავის ბარაკში წავიდა და შარვალი ჩაიცვა, რომელიც ჯერ კიდევ სველი იყო.
შორტი საგებლის ქვეშ ამოდო.

– სად შეიძლება ვჭამო? – ჰკითხა მან ფურგონში მჯდარ პოლიციელს, – მე არ


მითხოვია, აქ მომიყვანეთ-მეთქი. ახლა კი არ ვიცი, საჭმელი სად უნდა მივიღო.

– ეს ციხე არ არის, – უთხრა პოლიციელმა, – ეს ბანაკია. აქ ყველა თავისი შრომით


შოულობს საჭმლის ფულს. შენც ადექი და იმუშავე.

81
– როგორ უნდა ვიმუშაო, როცა აქ ჩაკეტილი ვარ. სად არის სამუშაო, რომელიც მე
შემიძლია შევასრულო?

– მოშორდი აქედან, შენი დედაც... წადი და შენს მეგობრებს ჰკითხე, – თქვა


პოლიციელმა, – რატომ გგონია, რომ შენს საჭმელზე მე უნდა ვიზრუნო?

«მთაში ჯობდა, – გაიფიქრა კეიმ, – ფერმაშიც, გზაზეც და კეიპტაუნშიც». გახურებული,


ბნელი ბარაკი გაახსენდა, მის გარშემო მწოლარე უცხო ადამიანები. ჰაერიც კი მათი
დაცინვით იყო გაჟღენთილი. თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები, თითქოს კოშმარულ
სიზმარში ვარო, ფიქრობდა.

ცეცხლი სხვაადგილებშიცდაანთეს და ჰაერში საჭმლის სუნი დატრიალდა, სადღაც


ხორცსაც კი წვავდნენ. შარვლიანმა ზორბა ქალმა ის თავისთან მიიხმო და პლასტმასის
ვედრო გაუწოდა.

– აი, გარეცხე, – უთხრა მან, – და აქ დადგი. მერე კი კარი ჩაკეტე. იცი, როგორ იკეტება
ეს ბოქლომი?

კეიმ თავი დაუქნია. ვედროს ფსკერზე სუპის ჩასქელებული ფაფა იყო დალექილი.
ორი ქალი

პოლიციის ფურგონში ჩაჯდა და, როცა მანქანა დაიძრა, კეიმ ყურადღება მიაქცია, რომ
შიგ მჯდომები, სამივე, მხოლოდ წინ იყურებოდნენ, თითქოს გარშემო, ბანაკში
საინტერესო აღარაფერი დარჩათ სანახავიო.

ჩამობნელდა. აქა-იქ გაჩაღებული ცეცხლის გარშემო ადამიანები ჯგუფებად ისხდნენ,


ჭამდნენ და საუბრობდნენ. მოგვიანებით გიტარის ხმა მოისმა და ცეკვაც დაიწყეს. კეი
ჯერ მოფარებულ ადგილას იდგა და მათ უყურებდა, შემდეგ თავი უხერხულად
იგრძნო, ცარიელ ბარაკში შევიდა და თავის საწოლზე დაწვა.

ბარაკში ვიღაც შემოვიდა. ის შემობრუნდა, როცა ბნელი ფიგურა მიუახლოვდა.

– სიგარეტი გინდა? – ჰკითხა ხმამ.

კეიმ სიგარეტი გამოართვა, საწოლზე წამოჯდა და ზურგით კედელს მიეყრდნო.


ასანთმა გაიჩხაკუნა და მის შუქზე კეიმ შეამჩნია, რომ კაცი მასზე უფროსი იყო.

– წარმოშობით საიდან ხარ?

– დღეს უკანა ღობესთან ვიარე, – თქვა კეიმ, – მასზე გადაძრომა ძნელი არ არის.
ბავშვიც კი ერთ წუთში მოახერხებს ამას. რატომ ჩერდება აქ ხალხი? კეი

დუმდა. მთლად კარგად ვერ მიხვდა, ეს კაცი ვის რაში ადანაშაულებდა.

– ღობეზე თუ გადაძვრები, ამ შენს სამყოფელს დაემშვიდობე, – უთხრა კაცმა, – ახლა


შენი სახლი იაკალსდრიფია. კეთილი იყოს შენი მობრძანება. და აქედან თუ
გაიქცევი, დაგიჭერენ, იმიტომ რომ შენ უკვე მაწანწალად იქცევი. უსახლკარო
მაწანწალად.
პირველად იაკალსდრიფში წაგიყვანენ, მეორედ კი – ბრანდვლეიში. გინდა,
ბრანდვლეიში წაგიყვანონ? იქ ძალიან მძიმე სამუშაოა, კატორღული სამუშაო.

82
მცველები მათრახებით გადგანან თავზე. ღობეზე გადაძვრები, დაგიჭერენ და... ეს ხომ
უკვე შენი მეორე დარღვევა იქნება. ჰოდა, ბრანდვლეიში გაგგზავნიან. ეს ყველაფერი
კარგად დაიმახსოვრე. ასარჩევი ბევრი არაფერია. ან სად გინდა, რომ წახვიდე? – მან
ხმას დაუდაბლა, – მთაში აპირებ? კეიმ ვერ გაიგო, მისგან რა უნდოდათ. უცნობმა
ფეხზე ხელი მოუთათუნა.

– წამოდი ჩვენთან და შემოუერთდი კამპანიას, – უთხრა მან, – ხედავ, როგორ ჩხრეკენ


ხალხს ჭიშკართან? სპირტს ეძებენ. ბანაკში სპირტი აკრძალულია. წამოდი ჩვენთან,
დავლიოთ.

კეის წინააღმდეგობა არ გაუწევია და უცნობმა ის ადამიანების ჯგუფთან მიიყვანა,


რომლებიც გარს შემოჯაროდნენ კაცს, გიტარას რომ უკრავდა. მან დაკვრა შეწყვიტა. –
ეს მაიკლია, – წარადგინაის ახალმა ნაცნობმა, – დასვენება განუზრახავს და
იაკალსდრიფში მოვიდა. რა ვქნათ, მივიღოთ ჩვენს კამპანიაში?

კეი სკამზე დასვეს და ღვინო დაალევინეს პირდაპირ ბოთლიდან, რომელიც ყავისფერ


ქაღალდში იყო გახვეული. მერე ყოველი მხრიდან კითხვები დააყარეს: საიდან
ჩამოვიდა? რას აკეთებდა პრინს-ალბერტში? სად აიყვანეს? ვერავის გაეგო, რატომ
წამოვიდა ის კეიპტაუნიდან, რატომ გამოიარა ამხელა გზა იმ ადგილებისკენ, სადაც
სამუშაო არ არის, სადაც მთელი ოჯახები ტოვებენ ფერმებს და სახლებს, რომლებშიც
მათი წინაპრების რამდენიმე თაობა ცხოვრობდა.

– პრინს-ალბერტში დედაჩემი მიმყავდა. გვინდოდა, იქ დავსახლებულიყავით, – კეი


ცდილობდა აეხსნა, – დედა ავადმყოფობდა, სიარული ძალიან უჭირდა. უნდოდა,
წვიმებს გარიდებოდა. სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, იქ სულ წვიმდა. მაგრამ დედა
გზაში გარდაიცვალა, სტელენბოსში, იქაურ საავადმყოფოში და პრინს-ალბერტში
ვეღარ ჩამოაღწია. აქ იყო დაბადებული.

– საწყალი, – თქვა ვიღაც ქალმა, – მაგრამ თქვენ რა, კეიპში დახმარებას არ იღებდით? –
ჰკითხა

და, ისე რომ პასუხს არ დალოდებია, განაგრძო: – აქ დახმარებას არ იძლევიან. ჩვენი


დახმარება აი, ეს არის, – თქვა მან და ჟესტით ბანაკზე მიანიშნა. კეი თავისას
განაგრძობდა:

– შემდეგ რკინიგზაზე ვმუშაობდი. მიწა იყო ჩამოწოლილი და რელსებს ვწმენდდით.


შემდეგ კი აქ მოვხვდი.

სიჩუმე ჩამოვარდა. «ახლა ფერფლის შესახებ უნდა მოვყვე, – გაიფიქრა მან, – და


მთელი ჩემი ამბავი სრულად ეცოდინებათ». მაგრამ გრძნობდა, რომ ახლა არ შეეძლო,
ალბათ ამის დრო ჯერ არ დამდგარიყო. გიტარიანმა ბიჭმა ახალი მელოდიის დაკვრა
დაიწყო. იქ მყოფთა ყურადღება მუსიკაზე გადავიდა.

– დახმარებას ახლა აღარც კეიპტაუნში აძლევენ, – თქვა კეიმ, – დახმარება ყველგან


შეწყვეტილია.

83
მეზობელ კარავში სანთელი ენთო და მის კედლებს შიგნით უზარმაზარი სილუეტები
მოძრაობდა. კეი უკან გადაიწია, იდაყვს დაეყრდნო და ვარსკვლავებს მიაჩერდა.

– ჩვენ უკვე ხუთი თვეა აქა ვართ, – თქვა ხმამ მის გვერდით. ეს იყო კაცი, რომელიც მის
ბარაკში ცხოვრობდა, სახელად რობერტი, – ცოლი, ბავშვები – სამი გოგონა და ერთი
ბიჭი. ჩემი და და მისი შვილები. მე ფერმაში ვმუშაობდი კლაარსტრუმთან ახლოს,
დიდხანს, მთელი თორმეტი წლის განმავლობაში. და უცებ, ისე მოხდა, რომ
მატყლზე მოთხოვნა აღარ იყო. მაშინ მათ კვოტების სისტემა შემოიღეს – ამდენი და
ამდენი მატყლი თითოეულ ფერმერზე. შემდეგ ერთი გზა დაკეტეს აუდსჰორნისკენ
და მას მეორეც მიაყოლეს. შემდეგ ორივე გზა გახსნეს. ბოლოს ორივე გზა დაკეტეს
და ეს უკვე სამუდამოდ. ჰოდა, ერთ დღეს ფერმერი მოვიდა და მეუბნება, უნდა
გაგიშვა, მეტი გზა არ მაქვს. ამდენი ადამიანის რჩენა არ შემიძლია, ჩემთვისაც აღარ
მყოფნისო. სად უნდა წავიდე, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სამუშაო არსად არის-
მეთქი, – ვეკითხები. ძალიან ვწუხვარ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
უბრალოდ, თავს ზემოთ ძალა არ არისო, – მეუბნება. აი, ასე გამომაძევა მთელი ჩემი
ოჯახიანად. ახალგაზრდა, უცოლო ბიჭიკი, რომელიციქ ცოტა ხანს მუშაობდა,
დაიტოვა. ერთი სულის გამოკვება შეეძლო. ვუთხარი, სამუშაო აღარ მაქვს, ახლა
ოჯახს რა ვაჭამო-მეთქი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ავიღეთ ჩვენი ბარგი-ბარხანა და
წამოვედით. როგორც კი გზაზე გავედით, დამიჯერე, აი, მაშინვე, როგორც კი გზაზე
გავედით, პოლიციამ დაგვაკავა. იმან დაურეკა პოლიციას. ასე რომ, დაგვაკავეს და
იმავე ღამეს აქ აღმოვჩნდით, იაკალსდრიფში, მავთულხლართებს აქეთ.
საცხოვრებელი ადგილი არ მაქვს-მეთქი, – ვუთხარი, – წუხელ საცხოვრებელი
ადგილი მქონდა, როგორ მოასწარით იმის გაგება, რომ ამაღამ უკვე აღარ მექნებოდა-
მეთქი. ისინი კი მპასუხობენ, სად გირჩევნიათ

დაიძინოთ, სადღაც მინდორ-ველებში, ბუჩქებში, ნადირივით, თუ ბანაკში, სადაც


საწოლიც გექნებათ და სასმელი წყალიცო. არჩევანის უფლება მაქვს-მეთქი? –
ვეკითხები. არჩევანი შენ უკვე გააკეთეო, მეუბნებიან, იაკალსდრიფი აირჩიეო. ჩვენ
იმის ნებას არ მოგცემთ, რომ ქუჩაში იწანწალო და ადამიანები შეაწუხოო. მაგრამ მე
შემიძლია გითხრა, რა იყო ნამდვილი მიზეზი. ზუსტად გეტყვი, რატომ დაგვაკავეს ასე
სწრაფად. იმათ არ უნდათ, რომ ადამიანები მთებში დაიმალონ, შემდეგ კი ერთ ღამეს
აქ დაბრუნდნენ, მათი ღობეები დაამტვრიონ და საქონელი გარეკონ. იცი, ამ ბანაკში
რამდენი კაცია? რამდენი ახალგაზრდა კაცი? – ის კ-სკენ დაიხარა და ხმას დაუდაბლა:
– ოცდაათი. შენი ჩათვლით ოცდათერთმეტი. გარდა ამისა, კიდევ რამდენი ქალი,
ბავშვი და მოხუცია? მიიხედ-მოიხედე და დაითვალე. ჰოდა, აი, გეკითხები: სად
იქნებიან კაცები, რომლებიც აქ თავის ოჯახებთან ერთად არ არიან?

– მე მთაში ვიყავი, – თქვა კეიმ, – იქ არავინ მინახავს.

– აი, ჰკითხე ნებისმიერ აქ მყოფ ქალს, შენი ქმარი სად არის-თქო და გიპასუხებს, ჩემი
ქმარი მუშაობს და ყოველ თვეში ფულს მიგზავნისო. ან გეტყვის, გაიქცა და
მიმატოვაო. ვერაფერს გაიგებ.

ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. პატარა სინათლემ ცა გაკვეთა. კეიმ მისკენ თითი


გაიშვირა.

84
– ვარსკვლავი მოწყდა, – თქვა მან.

მომდევნო დილით კეი სამუშაოდ გავიდა. პირველი განაცხადი სამუშაო ძალის


შესახებ რკინიგზის ადმინისტრაციიდან მოვიდა, მეორე – პრინს-ალბერტის საოლქო
საბჭოდან. შემდეგ ამას ადგილობრივი ფერმერების განაცხადებიც მოჰყვა. სატვირთო
მანქანა მათ წასაყვანად შვიდის ნახევარზე მოვიდა, რვის ნახევარზე კი უკვე
ლიუგამკას ჩრდილოეთით მუშაობდნენ: მდინარის კალაპოტს რკინიგზის ხიდთან
ბალახისა და ბუჩქნარისგან წმენდდნენ დინების საწინააღმდეგოდ და დინების
მიმართულებით. ორმოებს თხრიდნენ და ცემენტს ზელდნენ გზისპირა ზღუდეების
გასაკეთებლად. მძიმე სამუშაო იყო. შუადღისთვის კეის უკვე ქანცი ჰქონდა
გაწყვეტილი. მთებში ყოფნამ დამაბერაო, ფიქრობდა ის. მის გვერდით რობერტი
შეჩერდა.

– რატომ იკლავ თავს, მეგობარო, – უთხრა მან, – გაიხსენე, რამდენს გვიხდიან – ყველას
თანაბრად. ერთი რანდი დღეში. მე ერთ-ნახევარ რანდს მაძლევენ, რადგან ოჯახი
მყავს. ასე რომ, თავს ნუ შეაკლავ. წადი, ხანდახან ტუალეტში გაისეირნე. შენ ხომ
საავადმყოფოდან გამოგწერეს ახლახან და მთლად კარგად არა ხარ.

მოგვიანებით, შესვენების დროს, მან კეის თავისი სენდვიჩებიდან ერთი მისცა და მის
გვერდით ხის ჩრდილში წამოწვა.

– იმ ხუთი თუ ექვსი რანდით, რომელსაც ერთ კვირაში მიიღებ, თავი უნდა ირჩინო.
ბანაკი მხოლოდ დასაძინებელი ადგილია. ის ორი ქალბატონი, რომლებიც გუშინ
ნახე, კვირაში სამჯერ მოდიან და მარტო ბავშვებს კვებავენ. ეს ქველმოქმედებაა. ჩემი
ცოლი ქალაქში მუშაობს მოსამსახურედ კვირაში სამჯერ, შუადღემდე. ჩვილი თან
დაჰყავს, დანარჩენ ბავშვებს კი ჩემს დას უტოვებს. ასე რომ, კვირაში თორმეტი
რანდი გვაქვს შემოსავალი, მაგრამ ამ ფულით ცხრა სული უნდა შევინახოთ: სამი
მოწიფული ადამიანი და ექვსი ბავშვი. სხვებს კიდევ უფრო უჭირთ. და როცა
სამუშაო არ არის, მაშინ ხომ მთლად ცუდად გვაქვს საქმე. მავთულხლართების მიღმა
ვსხედვართ და ქამრებს კიდევ უფრო ვიჭერთ.

ფული კი, რომელსაც შენ გამოიმუშავებ, მხოლოდ ერთ ადგილზე შეიძლება დახარჯო
– პრინს-ალბერტში. მაგრამ აქაც ყველაფერი რიგზე ვერ არის: როგორც კი
პრინსალბერტის რომელიმე მაღაზიაში შეხვალ, ფასები მაშინვე ზემოთ იწევს. რატომ?
იმიტომ, რომ შენ ბანაკიდან ხარ. არ უნდათ, რომ ბანაკი მათ ქალაქთან ასე ახლოს
იყოს. არც არასოდეს უნდოდათ. თავიდანვე ერთი ამბავი ატეხეს ბანაკის
საწინააღმდეგოდ. ავადმყოფობის გავრცელების წყაროაო, იძახიან. ანტისანიტარია,
გარყვნილება. ყოველგვარი უწმინდურობის ბუდე. ერთად შეყრილი ქალები და

კაცები. მაგათ რომ უსმინო, ისე გამოდის, რომ ბანაკი შუაზე უნდა გადაღობო – ერთ
მხარეს კაცები, მეორე მხარეს – ქალები, ღამით კი ღობის აქეთ-იქით მხარეს ძაღლები
დააყენო. მათ, ჩემი აზრით, ის უნდოდათ, რომ ბანაკი რაც შეიძლება შორს, რამდენიმე
მილის მოშორებით გადაეტანათ, რომ თვალში აღარ მოხვედროდათ. ჩვენ კი
შუაღამისას ფეხაკრეფით მივსულიყავით ფერიებივით და მათი საქმეები გვეკეთებინა:
მათი ბაღები დაგვებარა, ჭურჭელი დაგვერეცხა, დილისთვის კი ყველაფერი
გაწმენდილგაკრიალებული დაგვეტოვებინა და გავმქრალიყავით.

85
შენ ალბათ კითხვა გაგიჩნდება: ვის სჭირდება საერთოდ ეს ბანაკი? გიპასუხებ: ჯერ
ერთი, რკინიგზას. მათი ნება რომ იყოს, ასეთ ბანაკებს ყოველ ათ მილში გახსნიდნენ.
მეორეც, ფერმერებს. მუშახელი თითქმის არაფრად უჯდებათ. იაკალსდრიფიდან
გამოიძახებენ ბრიგადას, რომელსაც საღამოს სატვირთო მანქანა მიაკითხავს და
არავითარი პრობლემა, მუშების ოჯახების ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ – შიათ,
სცივათ თუ სწყურიათ, ფერმერებისთვის სულერთია. მთავარია, თითქმის მუქთა
მუშახელი ჰყავდეთ.

მათთან ახლოს, თუმცა კი იმდენად შორს, რომ მათი საუბარი ვერ მოესმინა, გასაშლელ
სკამზე ბრიგადირი იჯდა.კეი ხედავდა, როგორ ისხამდა ის ყავას თერმოსიდან. მისი
გრძელი, ბრტყელი თითები ტოლჩის სახელურში ადგილს ვერ პოულობდნენ. შემდეგ
ის ორი თითით ასწია და სმა

დაიწყო. მისი მზერა ტოლჩის კიდის მიღმიდან კეის მზერას შეხვდა. «რას ხედავს ის
ახლა? რა ვარ მე მისთვის?» – ფიქრობდა კეი. ბრიგადირმა ტოლჩა მიწაზე დადგა,
სასტვენი ტუჩებთან მიიტანა და, ისე რომ სკამიდან არ წამომდგარა, ხანგრძლივად
ჩასტვინა.

მოგვიანებით, ნაშუადღევს, როცა კეი ეკლიან ბუჩქებს ძირკვავდა, ბრიგადირი


მიუახლოვდა და მის ზურგს უკან დადგა. მკლავებს ქვემოთ კეი ორ შავ ფეხსაცმელს
ხედავდა დაპალმის ხელჯოხს, დროდადრო მტვერში ყრუდ რომ კაკუნობდა. ნაცნობი
ნერვიული შეგრძნებები დაუბრუნდა. კანკალმა აიტანა. მუშაობას განაგრძობდა,
მაგრამ ხელებში ძალა აღარ ჰქონდა. მხოლოდ მაშინ დაიწყო თანდათან აზრზე
მოსვლა, რაც ბრიგადირი წავიდა.

საღამოს ისეთი დაღლილი იყო, რომ ჭამაც კი აღარ შეეძლო. ლეიბი გარეთ გაიტანა.
იწვა და უყურებდა, როგორ ჩნდებოდნენ თითო-თითოდ იისფერ ცაზე ვარსკვლავები.
შემდეგ, ვიღაც, ტუალეტში მიმავალი, მას წამოედო და წაიფორხილა. კეიმ ლეიბი
ბარაკში შეიტანა და სიბნელეში თავის საწოლზე დაწვა.

შაბათს ხელფასი მისცეს და სატვირთო მანქანით პროდუქტები მოიტანეს. კვირას


ბანაკი პასტორმა მოინახულა და ლოცვა ჩაატარა, რის შემდეგაც ჭიშკარი გააღეს
კომენდანტის საათის დადგომადე. კეი ღვთისმსახურებაზე წავიდა. ქალებსა და
ბავშვებს შორის იდგა და მღეროდა.

შემდეგ პასტორმა თავი ჩაღუნა და ლოცვის კითხვა დაიწყო: «დაე, სიმშვიდემ კვლავ
დაისადგუროს ჩვენს გულებში. წყალობა მოიღე და ჩვენს სახლებში დაგვაბრუნე, ისე
რომ ბოროტი ზრახვები არავის მიმართ არ გვქონდეს გულში ჩაბუდებული.
ჩაგვინერგე მტკიცე რწმენა, რომ ერთმანეთთან თანხმიერობით ვიცხოვროთ შენი
სახელით და შენს მცნებებს დავემორჩილოთ». ლოცვის დასრულების შემდეგ
პასტორი რამდენიმე მოხუცს გამოელაპარაკა, შემდეგ ლურჯ, ფურგონიან მანქანაში
ჩაჯდა, რომელიც ჭიშკართან ელოდა და წავიდა.

ახლა ისინი თავისუფლები იყვნენ. შეეძლოთ პრინს-ალბერტში წასულიყვნენ,


მეგობრებს სწვეოდნენ ან, უბრალოდ, ესეირნათ. კეის წინ მთელმა ოჯახმა ჩაიარა. რვა
სული იყო: კაცს და მის ცოლს შავი ტანსაცმელი ეცვათ, გოგონებს კი ვარდისფერი და

86
თეთრი კაბები და თავზე თეთრი ქუდები ეხურათ. ბიჭები ნაცრისფერ კოსტიუმებში
იყვნენ გამოწყობილი და ჰალსტუხები ეკეთათ. გაპრიალებული შავი ფეხსაცმელები
ეცვათ. ჭიშკრიდან გავიდნენ და ქალაქისკენ კარგა გრძელ გზას დაადგნენ. მათ ბანაკის
სხვა ბინადრებიც მიჰყვნენ: ხელიხელჩაკიდებული პატარა მოღიმარი გოგონების
ჯგუფი, გიტარის დამკვრელი, თავის დასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად.

– ჩვენც ხომ არ წავიდეთ ქალაქში? – ჰკითხა კეიმ რობერტს.

– ახალგაზრდები წავიდნენ, თუ ძალიან უნდათ, – თქვა რობერტმა, – რა არის


პრინსალბერტში ასეთი განსაკუთრებული კვირა დღეს? ბევრჯერ ვარ იქ ნამყოფი და
საინტერესო არაფერი მინახავს. შენ კი, თუ გინდა, წადი მათთან ერთად. კაფეს წინ
მაგიდასთან დაჯექი, რაიმე გამაგრილებელი დალიე და ეს რწყილის ნაკბენები
იფხანე. სულ დაკბენილი ხარ. მეტს იქ ვერაფერს გააკეთებ. იცი, რას გეტყვი? თუ
ციხეში ვართ, შევეგუოთ, რომ ციხეში ვართ და თავს ისე ნუ მოვაჩვენებთ, თითქოს
თავისუფლები ვიყოთ.

და მაინც, კეი ბანაკიდან გავიდა. ნელა დაუყვა მდინარე იაკალსის ნაპირებს და იმდენ
ხანს იარა, რომ მავთულხლართები, კარვები და ტუმბო უკვე აღარ ჩანდა. ნაცრისფერ
თბილ ქვიშაზე წამოწვა, ბერეტი სახეზე დაიფარა და ჩაიძინა. როცა გაეღვიძა, ოფლად
იყო გაღვრილი. როგორც კი სახიდან ბერეტი მოიშორა, თვალების მოჭუტვა მოუხდა.
ცისარტყელას ყველა ფერი კაშკაშებდა. მზეს მთელი ცარგვალი ეჭირა და
ქუთუთოებზე აჭერდა. «იმ ჭიანჭველას ვგავარ, რომელმაც ბუდეს ვეღარ მიაგნო», –
გაიფიქრა მან. ხელი ქვიშაში ჩაყო, პეშვით ამოიღო და თითებს შორისგაატარა. ეს
რამდენჯერმე გაიმეორა.

საავადმყოფოში ულვაშები გაპარსეს, მაგრამ ახლა ისევ წამოზრდოდა და ზედა ტუჩს


თითქმის უფარავდა. ის ჯერაც არ გრძნობდა თავს თავისუფლად, როცა რობერტთან
და მის ოჯახთან ერთად კოცონთან იჯდა. ბავშვები თვალს არ აცილებდნენ.
განსაკუთრებით ერთი პატარა ბიჭი,

რომელსაც, კეი სადაც უნდა გადამჯდარიყო, მზერა მასზე ჰქონდა გაშტერებული.


დედამისი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, ცდილობდა, ბიჭი კარავში
წაეყვანა, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევდა, ზლუქუნებდა და ხელიდან
დასხლტომას ლამობდა. კეიმ არ იცოდა, რა ექნა და საით გაეხედა. ეჭვი ჰქონდა, რომ
უფროსი გოგონები ზურგს უკან დასცინოდნენ. არ იცოდა, ქალებთან როგორ
მოქცეულიყო. საქველმოქმედო ორგანიზაციის ქალები, რომელთაც წვნიანი
მოჰქონდათ, შეიძლება იმის გამო, რომ ასე გამხდარი იყო, ან იქნებ იმიტომ, რომ
მოსულელოდ თვლიდნენ, ყოველთვის აძლევდნენ ნებას, წვნიანის ვედრო
ამოეწმინდა და კვირაში სამჯერ მისი საკვები ეს იყო. თავისი ხელფასის ნახევარს
რობერტს აძლევდა, მეორე ნახევარი კი ჯიბით დაჰქონდა. არაფრის ყიდვის სურვილი
არ ჰქონდა. ქალაქში ერთხელაც არ წასულა. რობერტი ისევ თვალს ადევნებდა მას და
რჩევებს აძლევდა, მაგრამ ბანაკის შესახებ აღარ ელაპარაკებოდა.

– შენსავით მძინარა აქამდე არავინ შემხვედრია, – უთხრა ერთხელ რობერტმა. – ჰო,

მართალია, – უპასუხა კეიმ. გაკვირვებული იყო, რომ რობერტმა ეს შენიშნა.

87
ხიდთან სამუშაოები დამთავრდა. ორი დღის განმავლობაში იქ მომუშავე კაცები
ბანაკში რჩებოდნენ. შემდეგ მუნიციპალიტეტის სატვირთო მანქანა მოვიდა და ისინი
საგზაო

სამუშაოებზე წაიყვანა. კეი სხვებთან ერთად იდგა ჭიშკართან რიგში, მაგრამ


უკანასკნელ წამს განზე გადგა და ძარაზე არ აძვრა.

– ავად ვარ, მუშაობა არ შემიძლია, – უთხრა გუშაგს.

– შენი ნებაა, – უპასუხა გუშაგმა, – მაგრამ იცოდე, რომ ხელფასს ვერ მიიღებ.

კეიმ თავისი ლეიბი გარეთ გამოიტანა და ბარაკის ჩრდილში დაწვა. სახე იდაყვში
მოხრილი ხელით დაიფარა. მის გარშემო ბანაკის ცხოვრება ჩვეულებრივად
გრძელდებოდა. ისე უძრავად იწვა, რომ პატარა ბავშვები, რომელთაც თავიდან
გარკვეული დისტანცია ეჭირათ, გათამამდნენ და მის აწევას შეეცადნენ, მაგრამ ვერ
ასწიეს და მისი სხეული თავიანთ თამაშებში ჩართეს. მის ტანზე დაცოცავდნენ, ზედ
ეცემოდნენ, თითქოს რაღაც პატარა ბორცვი ყოფილიყოს. ისევ სახეზე აფარებული
იდაყვით, ის პირქვე გადაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მაშინაც კი შეეძლო
ჩათვლემილი ყოფილიყო, როცა პატარა სხეულები ზედ დაურბოდნენ.
მოულოდნელად იგრძნო, რომ ეს თამაშები სიამოვნებდა. ბავშვების შეხებისგან მისი
სხეული თითქოს ჯანმრთელობას იწოვდა. ეწყინა, როცა სანიტარიული სამსახურის
მანქანა მოვიდა და ბავშვები გაიქცნენ, რომ ეყურებინათ, როგორ ყრიდა კირს ორი კაცი
ტუალეტში. კეი ღობესთან მივიდა და გუშაგს ჰკითხა:

– შეიძლება, გარეთ გავიდე?

– მეგონა, ავად იყავი. ამ დილით ხომ მითხარი, ავად ვარო.

– მე მუშაობა არ მინდა. რატომ უნდა ვიმუშაო? ეს ხომ ციხე არ არის.

– შენ მუშაობა არ გინდა, მაგრამ ის კი გინდა, რომ სხვებმა იმუშაონ და შენ


გამოგკვებონ.

– ჭამა სულ ხომ არ მინდა? როცა საჭმელი მომინდება, მაშინ ვიმუშავებ.

გუშაგი პატარა საგუშაგოს პარმაღზე სარწეველაში იჯდა. კედელზე, თავის გვერდით,


იარაღი ჰქონდა მიყუდებული. მან გაიღიმა და სადღაც შორს გაიხედა.

– რას იზამ, გამიღებ ჭიშკარს? – ჰკითხა კეიმ.

– აქედან მხოლოდ სამუშაო ბრიგადასთან ერთად გახვალ, – უპასუხა გუშაგმა.

– და თუ ღობეზე გადავძვრები, შენ როგორ მოიქცევი?

– თუ ღობეზე გადაძვრები, გესვრი. ღმერთს გეფიცები, თვალსაც არ დავახამხამებ, ისე


გესვრი. ასე რომ, ღობეზე გადაძრომას ნურც ეცდები.

კეიმ მავთულხლართებზე ხელი გადაუსვა, თითქოს აწონ-დაწონა, ღირდა თუ არა


რისკის გაწევა.

88
– მინდა, რაღაც აგიხსნა, ჩემო მეგობარო, – უთხრა გუშაგმა, – შენთვისვე სასიკეთოდ,
რადგან აქ ახალი ხარ და ბევრი რამ არ იცი. კარგი, ვთქვათ, მე აქედან გაგიშვი. სამი
დღის შემდეგ უკან დაბრუნდები და მთხოვ, შემომიშვიო. მე ვიცი, რომ ასე იქნება.
სულ რაღაც სამ დღეში. თვალცრემლიანი ჭიშკართან იდგები და შემეხვეწები,
ბანაკში შემომიშვიო. რატომ გინდა აქედან გაქცევა? აქ თავზე ჭერი გაქვს, საჭმელი
გაქვს, საწოლი გაქვს. და სამუშაოც. ხალხს ხომ ახლა ძალიან უჭირს. ეს შენც კარგად
იცი და ჩემგან ამის ახსნა არ გჭირდება. გინდა, იმ გაჭირვებულების რიგებს
შეუერთდე?

– არ მინდა ბანაკში ყოფნა. სულ ეს არის. ნება მომეცი ღობეზე გადავძვრე და წავიდე.
ზურგით შებრუნდი. ვერავინ შეამჩნევს, რომ წავედი. თქვენ ხომ არც კი იცით, აქ
სულ რამდენი ადამიანი გყავთ.

– როგორც კი ღობეზე აძვრები, გესვრი და მოგკლავ, მისტერ. და ამას ოდნავაც არ


ვინანებ. გაიგონე, რასაც გეუბნები.

მომდევნო დილით კეი მანამდე არ ამდგარა, სანამ ყველანი სამუშაოდ არ წავიდნენ.


მოგვიანებით ისევ ჭიშკართან მივიდა, სადაც იგივე გუშაგი იდგა. ფეხბურთზე
ილაპარაკეს.

– მე დიაბეტი მაქვს, – უთხრა გუშაგმა, – ამიტომ არ გამგზავნეს ჩრდილოეთში. უკვე


სამი წელია, ვმსახურობ. ხან გადამწერი ვიყავი, ხან საწყობში ვმუშაობდი, ახლა კი
გუშაგი ვარ. შენ ფიქრობ, რომ ბანაკი ცუდია. აბა ერთი ჩემს ადგილზე ჯდომა სცადე
გადაბმულად თორმეტი საათის განმავლობაში უსაქმოდ – იჯექი და უცქირე ამ
ბუჩქებს. და მაინც, ერთ რამეს გეტყვი, ჩემო მეგობარო, და იცოდე, სიმართლეს
გეუბნები: როგორც კი მეტყვიან, რომ ჩრდილოეთში უნდა წავიდე, მაშინვე მოვუსვამ
აქედან და აღარასოდეს დავბრუნდები. ეს ჩემი ომი არ არის. დაე, იმანიომოს, ვისი
ომიცაა.

ის კეის ზედა ტუჩით დაინტერესდა (უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამოო, უთხრა).


კეიმ აუხსნა და გუშაგმა თავი დაუქნია.

– ასეც ვფიქრობდი, – უთხრა მან, – თუმცა შემდეგ ისიც ვიფიქრე, ვინმემ ხომ არ
გაუჭრა-მეთქი.

საგუშაგო ჯიხურში პატარა მაცივარი იდგა. მან პური და ქათმის ცივი ხორცი
გამოიტანა და კეის უწილადა. ბუტერბროდი მავთულხლართებს შორის გააძვრინა.

– ჩვენ აქ საკმაოდ კარგად ვცხოვრობთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ომია, – უთხრა


მან და ცბიერად ჩაიღიმა. მოუყვა, როგორ მიდიოდნენ ბანაკის ქალები მასთან და
სხვა გუშაგებთან ღამღამობით.

– კაცი მონატრებული ჰყავთ, – თქვა მან, დაამთქნარა და ისევ თავის სარწეველაში


ჩაჯდა.

89
მომდევნო დილით კეი რობერტმა გააღვიძა. –

ჩაიცვი, – უთხრა მან, – სამუშაოზე უნდა გახვიდე.

კეიმ მისი ხელი მოიშორა.

– წამოდი, რომ გეუბნები. დღეს მათ სჭირდებათ, რომ სამუშაოდ ყველა გავიდეს.
არავითარი ავადმყოფობა, არავითარი ახსნა-განმარტება. აუცილებლად უნდა
წამოხვიდე.

ათი წუთის შემდეგ კეი უკვე ჭიშკართან იდგა ადრიანი დილის ცივ ქარში და
სატვირთო მანქანას ელოდა. ისინი პრინს-ალბერტის ქუჩებით წაიყვანეს, შემდეგ
სატვირთო მანქანა ქალაქიდან გავიდა და გეზი კლარსტრუმისკენ აიღო. სოფლის
გზისკენ გადაუხვიეს, დაჩრდილულ დიდ კარ-მიდამოს ჩაუარეს და იონჯის მწვანე
ველებთან შეჩერდნენ. იქ მათ ორი პოლიციელი-რეზერვისტი ელოდა ხელზე
სამკლაურებით და შაშხანებით. სატვირთო მანქანიდან ჩამოსულებს მაშინვე ნამგალს
აძლევდნენ. ფერმაში მომუშავე, რომელიც ნამგლებს არიგებდა, არ ლაპარაკობდა და
თვალებში არავის უყურებდა. მერე მაღალი კაცი გამოჩნდა. ახლად გაუთოებული
ხაკის შარვალი ეცვა. ხელში ნამგალი ეჭირა.

– ნამგლით როგორ იმუშაოთ, ყველამ იცით, – დაიყვირა მან, – ეს მინდორი უნდა


გათიბოთ. აქ ორი მორგენია[4]. აბა, შეუდექით!

ერთმანეთისგან სამი ნაბიჯით დაშორებულმა ერთ ხაზზე ჩამწკრივებულმა კაცებმა


თიბვა დაიწყეს. გადაიხრებოდნენ, კონას ხელით ჩაბღუჯავდნენ, მოჭრიდნენ და
ნახევარი ნაბიჯით წინ გადაადგილდებოდნენ. ისეთი ტემპით მუშაობდნენ, რომ კეი
მალე გაოფლიანდა და თავბრუ დაეხვა.

– უფრო სუფთად მოჭერი, უფრო სუფთად, – დაიგრგვინა ხმამ ზუსტად მის უკან. კეი
შებრუნდა. ეს ხაკისშარვლიანი ფერმერი იყო. მან ძვირიანი დეზოდორანტის სუნი
იგრძნო.

– სად გასწავლეს ასე მომკა, შე მაიმუნო, – დაუყვირა ფერმერმა, – უფრო ქვემოთ


მოჭერი, უფრო ქვემოთ! – მან კეის ნამგალი ხელიდან გამოჰგლიჯა, გვერდზე მისწია,
იონჯის კონა ჩაბღუჯა და ქვემოთ და სუფთად მოჭრა, – ხედავ, როგორ უნდა
იმუშაო? – დაუღრიალა მან. კეიმ თავი დაუქნია, – ჰოდა, თუ გაიგე, მიდი ახლა და
როგორც საჭიროა, ისე იმუშავე. კეი დაიხარა და შემდეგი კონა მიწასთან ახლოს
მოჭრა.

– მაინც სად ნახულობენ ასეთ ნაგავს, – უთხრა ფერმერმა ერთ-ერთ რეზერვისტს, – ეს


ხომ ნახევრად მკვდარია. მალე ალბათ გვამებს ამოთხრიან და გამოგვიგზავნიან.

– მე მეტი აღარ შემიძლია, – უთხრა კეიმ რობერტს პირველ შესვენებაზე. სულს ძლივს
ითქვამდა, – ზურგი საშინლად მტკივა. ყოველთვის, როცა წელში ვიმართები,
თვალები მიჭრელდება და ყველაფერი ტრიალს იწყებს.

– შენც ადექი და ნელა იმუშავე, – ურჩია რობერტმა, – რაც არ შეგიძლია, იმდენის


გაკეთებას ვერ დაგავალებენ.

90
კეიმ მის მიერ მოჭრილი იონჯის არათანაბარი სიგრძის კონებს შეხედა.

– იცი, ვინ არის ეს მყვირალა კაცი? – ჩურჩულზე გადავიდა რობერტი, –


ოსტჰიოიზენის პოლიციის კაპიტნის სიძეა. მას სათიბი მანქანა გაუტყდა. ჰოდა, რა
ხდება? იღებს ტელეფონის ყურმილს და რეკავს პოლიციის განყოფილებაში. და, აი,
შედეგიც: დილით უკვე ოცდაათი წყვილი ხელი მის განკარგულებაშია და თიბავს
მის იონჯას. აი, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა.

უკვე ბნელდებოდა, როცა მინდვრის ბოლოში გავიდნენ. მომდევნო დილით ბალახის


კონებად შეკვრა მოუწევდათ. კეი ფეხზე ძლივს იდგა. როცა სატვირთო მანქანის
ძარაზე ავიდნენ, მან თვალები დახუჭა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც
უკიდეგანო, ცარიელ სივრცეში მოისროლეს. როგორც კი ბანაკში მივიდნენ, მაშინვე
დაწვა და დაიძინა. მკვდარივით ეძინა. შუაღამისას ჩვილის ტირილმა გამოაღვიძა.
გარშემო უკმაყოფილო ბუზღუნი ისმოდა. ეტყობოდა, სხვებსაც ეღვიძათ. იწვნენ და
უსმენდნენ. ალბათ უკვე რამდენიმე საათი იქნებოდა, რაც რომელიღაც კარავში ჩვილი
ხან სლუკუნებდა, ხან გულისგამგმირავად წიოდა და მერე სულის ამოთქმა უჭირდა.
კეის საშინლად ეძინებოდა. გრძნობდა, რომ სიბრაზე სულ უფრო და უფრო იპყრობდა.
მომუჭული ხელი მკერდზე ედო და ნატრობდა ბავშვი გამქრალიყო.

დილით, როცა უკვე სატვირთო მანქანის ძარაზე ისხდნენ, ქარის გაბმულ ზუზუნში
კეიმ წინა ღამით ჩვილის ტირილი ახსენა.

– გინდა გითხრა, ბოლოს და ბოლოს როგორ დააწყნარეს? – უთხრა რობერტმა, –


ბრენდით. ბრენდით და ასპირინით. აქ სხვა წამალი არ არსებობს. ბანაკში არც ექიმი
გვყავს და არც მომვლელი ქალი, – მან პაუზა გააკეთა, შემდეგ ისევ ალაპარაკდა: –
მოგიყვები, რა მოხდა, როცა მათ ეს ბანაკი დააარსეს.ახალი სახლი გახსნეს, რომელიც
ააშენეს ბონტისკრაალიდან და ონდერტორპიდან გადმოსახლებულთათვის, ქუჩის
მათხოვრებისთვის, მაწანწალებისთვის, მთებს რომ აფარებენ თავს,
უმუშევრებისთვის, ფერმებიდან გამორეკილი ხალხისთვის. ერთი თვეც არ
იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ბანაკის ჭიშკარი გააღეს და აქ უკვე ყველა ავად
იყო.
დიზენტერია, წითელა, გრიპი, ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. იმიტომ, რომ ისე
ჩაგვამწყვდიეს აქ, როგორც ცხოველები სამხეცეში. რაიონიდან მედდაგამოგზავნეს და,
იცი, რა მოხდა? შეგიძლია ჰკითხო, ვისაც გინდა, ვინც მაშინ აქ იყო და გეტყვის.
ბანაკის შუაგულში გაჩერდა, ყველასთვის დასანახ ადგილას და ტირილი დაიწყო.
უყურებდა ამ გაძვალტყავებულ ბავშვებს და არ იცოდა, რა ექნა. იდგა და ტიროდა.
დიდი, ძლიერი ქალი. რაიონის მედდა.

– ჰოდა, ისინი გვარიანად დაფრთხნენ, – განაგრძობდა რობერტი, – ამის შემდეგ


წყალში რაღაც აბები ჩაყარეს, ტუალეტებისთვის ორმოები ამოთხარეს, ბუზების
საწინააღმდეგო სითხე მოასხურეს და ვედროებით წვნიანის მოტანა დაიწყეს. როგორ
გგონია, ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარულით გააკეთეს? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ,
იმათ ურჩევნიათ, რომ ჩვენ ცოცხლები ვიყოთ, რადგან საშინლად გამოვიყურებით,
როცა ავად ვხდებით და ვკვდებით. აი, ჩვენ რომ

91
თანდათან ვილეოდეთ და ქაღალდად ვიქცეოდეთ, შემდეგ კი ფერფლად, რომელსაც
ქარი გაფანტავს, მაშინ ჩვენი გულისთვის თითს თითზე არ დააკარებდნენ. უბრალოდ,
არ უნდათ, ჩვენ გამო გუნება გაუფუჭდეთ. ურჩევნიათ, თავს კარგად გრძნობდნენ,
როცა დასაძინებლად მიდიან.

– არ ვიცი, არ ვიცი, – უთხრა კეიმ.

– შენ კარგად არ ჩაგიხედავს იმათ გულებში, – უთხრა რობერტმა, – კარგად


დააკვირდი და დაინახავ. კეიმ მხრები აიჩეჩა.

– შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, – უთხრა რობერტმა. მთელი შენი ცხოვრება გძინავს.
დროა გამოფხიზლდე. როგორ ფიქრობ, რა არის მათი ქველმოქმედების მიზანი?
რატომ გკვებავენ შენ და ბავშვებს? იმიტომ, რომ უვნებლად გთვლიან. ხედავენ, რომ
თვალები დახუჭული გაქვს და შენ გარშემო რა ხდება, ვერ ხედავ.

***
ორი დღის შემდეგ ჩვილი, რომელიც ღამით ტიროდა, გარდაიცვალა. რადგან
ხელისუფლების მიერ შემოღებული რკინის წესი მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც
ბანაკის შიდა ტერიტორიაზე ან მის ახლომახლო სასაფლაოს მოწყობა არ შეიძლებოდა,
ჩვილი ქალაქის სასაფლაოს უკანა მხარეს დაკრძალეს. დედა, თვრამეტი წლის ქალი,
დაკრძალვიდან დაბრუნდა და საჭმელზე უარი თქვა. ის არ ტიროდა, უბრალოდ,
კარავთან ახლოს იჯდა და მზერა პრინს-ალბერტისკენ ჰქონდა გაშტერებული. არ
ესმოდა, რას ეუბნებოდნენ მეგობრები, რომლებიც მის სანუგეშებლად მიდიოდნენ.
როცა შეეხებოდნენ, მათ ხელს მექანიკურად იშორებდა. კეი საათობით იდგა
ღობესთან, ისეთ ადგილას, სადაც ქალი ვერ დაინახავდა და მას უყურებდა. «ასე ვიღებ
განათლებას? – ეკითხებოდა ის საკუთარ თავს, – ასე ვიგებ ბოლოს და ბოლოს, თუ
როგორ ცხოვრობენ ბანაკში?» ცხოვრების სურათებმა ერთიმეორის მიყოლებით
ჩაუქროლეს გონებაში და ისინი, როგორც მას ეჩვენებოდა, ერთმანეთთან იყო
დაკავშირებული. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ყველაფერი რაღაც ერთი აზრის
ირგვლივ იკრიბებოდა, ან იმუქრებოდა, რომ შეიკრიბებოდა, მაგრამ არ იცოდა, რა
შეიძლებოდა, ეს აზრი ყოფილიყო.

ქალი მთელი ღამე და მთელი დღე იჯდა კარავთან, შემდეგ კი შიგნით შევიდა. მას არ
უტირია და, როგორც ამბობდნენ, პირი არაფრისთვის დაუკარებია. ყოველ დილით
კეი ერთი და იმავე

ფიქრით იღვიძებდა: ვნახავ ამ დილით? ქალი დაბალი და მსუქანი იყო. ბავშვის მამის
შესახებ დარწმუნებით არავინ არაფერი იცოდა, თუმცა ჭორები დადიოდა, მთებში
იმალებაო. კეი ფიქრობდა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ხომ არ შემიყვარდაო.
სამი დღის შემდეგ ქალი კარვიდან გამოვიდა და ბანაკის ჩვეულებრივი ცხოვრება
გააგრძელა. კეი შორიდან აკვირდებოდა. მას და სხვა ადამიანებს შორის რაიმე
განსხვავებას ვერ ხედავდა. არასოდეს გამოლაპარაკებია.

92
დეკემბრის ერთ ღამეს აღგზნებული ყვირილისგან გაღვიძებული ხალხი
საწოლებიდან ფართხაფურთხით წამოცვივდა და დაინახა, რომ შავ ცაზე,
პრინსალბერტის მხარეს, უზარმაზარი, ლამაზი, ნარინჯისფერი ყვავილი
იფურჩქნებოდა.
მოულოდნელობისგან გაირინდნენ, მერე აჩურჩულდნენ, ვიღაცამ დაუსტვინა.

– ვისაც უნდა, დავენაძლევები, რომ ეს პოლიციის განყოფილებაა, – დაიყვირა ვიღაცამ.


მთელ საათს იდგნენ და უყურებდნენ, ცეცხლი შადრევანივით როგორ
აიტყორცნებოდა ზემოთ, ქვემოთ ეშვებოდა, შთანთქავდა და თვითონაც
უძლურდებოდა. ხანდახან გეგონებოდა, ყვირილი და ცეცხლის გუგუნი აქ
უკაცრიელი ველდის გავლით აღწევსო. შემდეგ ყვავილი თანდათან გაწითლდა და
გაუფერულდა, შადრევანმა ძალა დაკარგა. ზოგმა ბავშვმა იქვე, დედის ხელებში
დაიძინა, სხვები თვალებს იფშვნეტდნენ და ახლა, როცა აღარაფერი იყო სანახავი,
გარდა კვამლიანი ღრუბლისა, დრო დადგა წასულიყვნენ და დაეძინათ.

პოლიცია განთიადისას დააცხრათ თავს – ოცი კაცისგან შემდგარი რაზმი, კადრის


პოლიციელები და ახალგაზრდა რეზერვისტები, ძაღლებით და თოფებით. ბრძანებებს
ოფიცერი იძლეოდა, რომელიც პოლიციის მანქანის სახურავზე იდგა და მეგაფონში
გამუდმებით ყვიროდა. ისინი კარვების რიგს ჩაუყვნენ, სამაგრ პალოებს თხრიდნენ,
კარვებს ანგრევდნენ, ტილოს ნაკეცებში გახლართულ ადამიანებს, გარეთ გამოსვლას
რომ ლამობდნენ, სცემდნენ. პოლიციელები კარვებში იჭრებოდნენ დამძინარე
ადამიანებს პირდაპირ საწოლში სცემდნენ. ერთი გაქცეული ბიჭი ტუალეტის უკან,
კედელთან მიიმწყვდიეს და იქამდე ურტყეს, ვიდრე გონება არ დაკარგა. პატარა ბიჭი
ძაღლმა წააქცია. შეძრწუნებული ყვიროდა, თავი გაუტყდა, ლოყებზე სისხლი ღვარად
ჩამოსდიოდა. შეშინებული ნახევრად ჩაცმული ქალები და კაცები ბავშვებთან ერთად
კარვების წინ, ღია მოედანზე გამოყარეს და ძირს დაჯდომა უბრძანეს. ქალები
ტიროდნენ და ლოცულობდნენ, ზოგი, შიშისგან გაოგნებული, წყნარად იჯდა.
ძაღლებით და ჩახმახშემართულ შაშხანებიანი პოლიციელებით გარშემორტყმული
ადამიანები უყურებდნენ, როგორ ესხმოდნენ კარვებს თავს კალიების გუნდივით სხვა
პოლიციელები, როგორ გამოჰქონდათ მათი ბარგი-ბარხანა და ჩემოდნებს, კოლოფებს
და ყუთებს ძირს აპირქვავებდნენ. მალე კარვების ადგილას ტანსაცმლის, ლეიბების,
საბნების, საწოლის თეთრეულის, პროდუქტების, ქვაბების და ჭურჭლეულის,
ტაშტების უზარმაზარი გროვა იყო დახვავებული. როცა კარვები მოილიეს, ბარაკებში
გადავიდნენ და იქაც ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კეი მიწაზე იჯდა. ბერეტი ყურებზე ჰქონდა


ჩამოფხატული – სისხამი დილის ქარი უბერავდა. მის გვერდით, დედის ხელში ბავშვი
ტიროდა. უკანალი მოშიშვლებული ჰქონდა. მის გარდა დედას ორი პატარა გოგონა
იყო ჩაფრენილი, მხრებში, აქეთ-იქით.

– მოდი, აქ დაჯექი, ჩემ გვერდით, – ჩაუჩურჩულა კეიმ უმცროს გოგონას.

ისე რომ ახლომახლო მიმოფანტული ნივთებისთვის თვალი არ მოუშორებია, გოგონამ


კეის ფეხზე გადააბიჯა და მისი მფარველი მკლავების რგოლში დადგა. ცერის წოვა არ
შეუწყვეტია. უფროსმა დამაც მას მიჰბაძა. გოგონები ერთმანეთზე მიტყუპებულნი

93
იდგნენ. ჩვილი სლუკუნებდა, ფეხებს იქნევდა და ისევ ცდილობდა, დედის ხელებს
დასხლტომოდა.

ადამიანები რიგად მოაწყვეს და მათი ჭიშკრიდან გაშვება დაიწყეს თითო-თითოდ.


ისინი აიძულეს, რომ ყველაფერი, რაც თან ჰქონდათ, ჭიშკართან დაეტოვებინათ.
საბნებიც კი, რომლებიც ზოგიერთს ღამის ტანსაცმელზე ჰქონდა შემოხვეული.
პოლიციელმა, საბელით ძაღლი რომ ეჭირა, კეის წინ მიმავალ ქალს ტრანზისტორი
ხელიდან გამოჰგლიჯა, მიწაზე დაახეთქა და ზედ ფეხებით შედგა.

– არავითარი რადიო! – იყვირა მან. ჭიშკრიდან გასვლის შემდეგ კაცები მარცხნივ


მირეკეს, ქალები და ბავშვები – მარჯვნივ და გამოცარიელებული ბანაკის ჭიშკარი
დაკეტეს. შემდეგ კაპიტანმა, სწორედ იმ მაღალმა, ქერა კაცმა, რომელიც ბრძანებებს
მეგაფონში გაჰყვიროდა, მოხალისეების კორპუსის ორი გუშაგი მოიყვანა და ისინი
ღობესთან ჩამწკრივებული კაცების წინ დააყენა. გუშაგები შეუიარაღებლები იყვნენ
და თმა გაჩეჩილი ჰქონდათ. «საინტერესოა, რა მოხდა ასეთი საგუშაგოში», –
ფიქრობდა კ.

– ახლა კი გვითხარით, ვინ აკლია, – მომთხოვნი ტონით თქვა კაპიტანმა.

სამი აკლდა. სამი კაცი, რომლებიც სხვა ბარაკში ცხოვრობდნენ. კეი მათ არასოდეს
გამოლაპარაკებია.

გუშაგები კაპიტნის წინ გაჭიმულები იდგნენ, ის კი მათ უყვიროდა. თავიდან კეიმ


გაიფიქრა, კაპიტანი იმიტომ ყვირის, რომ მეგაფონში ხმამაღლა ლაპარაკსაა
მიჩვეულიო, მაგრამ მალე დაინახა, რომ ის რისხვით იყო შეპყრობილი.

– ეს რა ხალხი შევივრდომეთ, ვის მივეცით ბინა ჩვენს ჭერქვეშ, – ყვიროდა ის, – ეს ხომ
კრიმინალების ბუდეა. ესენი ხომ კრიმინალები არიან და მესაბოტაჟეები და არაფრის
მაქნისები.

და თქვენ, თქვენ ორნი რას აკეთებთ? ჭამთ, გძინავთ და სუქდებით, არც იცით და არც
გაინტერესებთ, რითაა დაკავებული ხალხი, რომლის გუშაგობა თქვენ გაქვთ
მონდობილი. ან იქნებ გგონიათ, რომ ეს ბანაკი კურორტია? გაიგეთ, რომ ასე არ არის.
ეს შრომითი ბანაკია! აქ ზარმაცებს მუშაობას ასწავლიან. მუშაობას! და თუ ისინი არ
იმუშავებენ, მაშინ ამ ბანაკს დავხურავთ. დავხურავთ და ყველა ამ მაწანწალას აქედან
გავყრით. წაეთრიეთ აქედან და თქვენი ფეხი არ ვნახო აქ. ჩვენ შანსი მოგეცით.
საკმაოდ დიდხანს გელოლიავეთ, – ის კაცების ჯგუფს მიუბრუნდა, – თქვე უმადურო
ძაღლისშვილებო, მე თქვენზე ვლაპარაკობ, თქვენზე! მაგრამ განა თქვენ სიკეთის
დანახვა შეგიძლიათ? ვინ აგიშენათ სახლები, როცა წასასვლელი არსად გქონდათ? ვინ
მოგცათ კარვები და საბნები, როცა სიცივისგან იყინებოდით? ვინ გივლით, ვინ
ზრუნავს თქვენზე, ვის მოაქვს თქვენთვის საჭმელი ყოველდღე? და თქვენ რით
გადაგვიხადეთ? ჰოდა, დამთავრდა. შეეგუეთ, რომ დღეიდან შიმშილობა მოგიწევთ.

მან ღრმად ამოისუნთქა. მის მხარს ზემოთ თანდათან ცეცხლის ბურთის მსგავსი მზე
იწვერებოდა.

94
– გაიგონეთ, რა გითხარით? – დაიყვირა მან, – თუ ვერ გაიგონეთ, კიდევ გაგიმეორებთ.
ომი გინდათ?! ჰოდა, ომს მიიღებთ. ამიერიდან აქ ჩემი ხალხი დადგება სადარაჯოდ.
ეს ჯარისკაცები არაფრის მაქნისები არ არიან. ჩემი ბიჭები იქნებიან გუშაგებად და
ჭიშკარი ჩაიკეტება. და თუ

რომელიმე თქვენგანი, სულერთია კაცი, ქალი თუ ბავშვი, მავთულხლართებს გარეთ


აღმოჩნდება, გუშაგებს ნაბრძანები ექნებათ, გაუფრთხილებლად ესროლონ. ბანაკიდან
გასვლა მხოლოდ სამუშაოზე წასასვლელად იქნება ნებადართული. არავითარი
სტუმრიანობა, არავითარი სეირნობა, არავითარი პიკნიკები. დილით და საღამოს
შემოწმება, სიის ამოკითხვით. ვერ შეიფერეთ კარგი მოქცევა.

და ეს ორი მაიმუნიც თქვენთან ერთად დარჩება ჩაკეტილი, – მან ხელი ასწია და


თეატრალური ჟესტით ორ გუშაგზე მიანიშნა, რომლებიც ისევ გაჭიმული იდგნენ, –
გავაგებინებ მაგათ ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ უფროსი. თქვენ ორზე ვლაპარაკობ.
კარგა ხანია თვალს გადევნებთ. თქვენ გგონიათ, არ ვიცი, აქ სამოთხესავით ცხოვრება
რომ მოიწყვეთ? თქვენ გგონიათ, არ ვიცი, რომ აქაურობა ბორდელად გადააქციეთ,
იმის ნაცვლად, რომ წესრიგს იცავდეთ? – ამ ბოლო, თავისსავე სიტყვებზე ბრაზი
კიდევ უფრო მეტად მოერია. საგუშაგო ჯიხურში შევარდა და ერთი წუთის შემდეგ
კარში ისევ გამოჩნდა. პატარა, თეთრი, ემალირებული მაცივარი მუცელზე ჰქონდა
მიკრული. დაძაბულობისგან სახეზე ალმური ასდიოდა. ქუდი კარის ზღუდეს
წამოედო და ჩამოუვარდა. ზღურბლზე გადმოაბიჯა, მაცივარი, რაც შეეძლო, მაღლა
ასწია და ძირს დააგდო. მაცივარი მიწას დაასკდა და მისი ძრავადან შავმა, ზეთიანმა
სითხემ იწყო დენა.

– ხომ ხედავთ? – თქვა მან. სულს ძლივსითქვამდა. მაცივარს წიხლი ამოჰკრა და


გვერდზე

გადააბრუნა. კარი გაიღო და მაცივრიდან ერთი ბოთლი ლიმონათი, მარგარინის


შეკვრა, მრგვალი ძეხვი, რამდენიმე ატამი და ხუთი ბოთლი ლუდი გადმოცვივდა, –
ხომ გეუბნებოდით! – ისევ ქშინავდა ის. სახე ბოროტად უელავდა.

მთელი დილის განმავლობაში ისინი მზეზე ისხდნენ და ელოდნენ. ამასობაში ორი


ახალგაზრდა პოლიციელი და მათი დამხმარე, რომელსაც ლურჯი მაისური ეცვა,
მკერდზე და ზურგზე წარწერით – «სან ხოსეს შტატი», ნელა და მეთოდურად ჩხრეკდა
დანგრეულ ბანაკს. ბარაკებში დამალულ ღვინოს მიწაზე ღვრიდნენ. ყველა იარაღი,
რომელიც კი იპოვეს, Kierie[5], რკინის ძელაკი, მილის ნაგლეჯი, ცხვრის საკრეჭი
მაკრატელი, რამდენიმე დასაკეცი დანა – ერთად მოაგროვეს. შუადღისას გამოაცხადეს,
ჩხრეკა დამთავრებულიაო, ხალხი ისევ ბანაკში შერეკეს, ჭიშკარი დაკეტეს და
წავიდნენ. იაკალსდრიფის სადარაჯოდ ორი გუშაგი დატოვეს. ის ორი პოლიციელი
ტენტის ქვეშ დაჯდა და საღამომდე თვალყურს ადევნებდა ადამიანებს, რომლებიც
ნანგრევებში ფათურობდნენ და თავიანთ ნივთებს ეძებდნენ.

შემდეგ მათ ერთ-ერთი გუშაგისგან შეიტყვეს, თუ რატომ დაატყდათ თავს


ოსტჰიოიზეკის რისხვა. შუაღამისას, ჰაი-სტრიტზე, საშემდუღებლო საამქროში დიდი
აფეთქება მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც ჯერ მეზობელ სახლზე

95
გადავიდა, შემდეგ კი ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე. მუზეუმი, რომელიც
ჩალით იყო დახურული და ყვითელი ხის

ჭერი და იატაკი ჰქონდა, ერთ საათში დაიწვა, თუმცა მოხერხდა გადაერჩინათ


სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რომელიც ეზოში იყო გამოფენილი. როცა ჯიბის
ფარნით საშემდუღებლო საამქროს მბოლავ ნანგრევებს ათვალიერებდნენ,
პოლიციელებმა აღმოაჩინეს, რომ კარი შემტვრეული იყო. მერე კი, როცა ერთ-ერთმა
მძღოლმა გაიხსენა, რომ საღამოს იაკალსდრიფის მოსახვევთან ორ ველოსიპედზე
მსხდარი სამი უცხო კაცი გააჩერა (მან ისინი გააფრთხილა, მალე კომენდანტის საათი
დადგება და იჩქარეთ, თორემ დამრღვევები აღმოჩნდებითო, მაგრამ მათ უპასუხეს
ონდერდორპში ვცხოვრობთ და მისწრება არ გაგვიჭირდებაო და შემდეგ პოლიციელს
მათი არსებობა დაავიწყდა). ყველასთვის ნათელი გახდა, რომ აფეთქებასა და ხანძრის
გაჩენაში ბანაკში მცხოვრებლებს ჰქონდათ ხელი გასვრილი.

კეის დიდი წვალება არ დასჭირვებია თავისი ავლა-დიდების შესაგროვებლად, მაგრამ


სხვები, რომელთაც ზანდუკები და ჩემოდნები ჰქონდათ, პირქუში სახეებით
დაეხეტებოდნენ ნანგრევებს შორის და თავიანთ ნივთებს ეძებდნენ. სულ უბრალო
რამეებისთვის ჩხუბობდნენ, მაგალითად, პლასტმასის სავარცხლისთვისაც კი. კეიმ
ისინი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათი იყო, წვნიანი არ მოიტანეს. რამდენიმე ქალი


ჭიშკართან მივიდა და პოლიციელებს ნებართვა სთხოვა, საჭმელი ბანაკის
სამზარეულოში მოემზადებინათ, მაგრამ პოლიციელებმა განაცხადეს, სამზარეულოს
გასაღები არ გვაქვსო. ვიღაცამ სამზარეულოს ფანჯარას ქვა ესროლა. ალბათ ბავშვმა.

გათენდა, მაგრამ სატვირთო მანქანა, რომელსაც ხალხი სამუშაოდ მიჰყავდა, არ


მოვიდა. გვიან დილით გუშაგები ორმა ახალმა პოლიციელმა შეცვალა.

– ჩვენი შიმშილით დახოცვა აქვთგადაწყვეტილი, – ხმამაღლა თქვა რობერტმა, რომ


გარშემო ყველას გაეგონა, – ეს ხანძარი მხოლოდ საბაბი იყო. ახლა ისინი იმის
გაკეთებას აპირებენ, რის გაკეთებაც ყოველთვის სურდათ. მათ უნდათ ჩაკეტილში
ვყავდეთ და დაელოდონ, სული როდის ამოგვხდება.

კეი მავთულხლართებთან იდგა, მის წინ გადაჭიმულ ველდს გასცქეროდა და


რობერტის სიტყვებზე ფიქრობდა. უკვე უცნაურად აღარ ეჩვენებოდა აზრი იმის
შესახებ, რომ ადამიანებს ბანაკებში იმიტომ ერეკებიან, რათა ისინი დაივიწყონ.
შემთხვევითი არ იყო, ბანაკი ქალაქიდან შორს რომ იმყოფებოდა და იქიდან გზა
აღარსად მიდიოდა. მაგრამ მას ჯერაც ვერ დაეჯერებინა, რომ ორი ახალგაზრდა
პოლიციელი ასე იჯდებოდა საგუშაგოს ჯიხურის პარმაღზე და უშფოთველად
ადევნებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ მათ თვალწინ ადამიანები, თვითონ კი ამ
დროს სიგარეტს გააბოლებდნენ, დაამთქნარებდნენ, დროდადრო ჯიხურში
შევიდოდნენ და წათვლემდნენ. როცა ადამიანი კვდება, გვამი რჩება. და ეს ასეა
შიმშილით სიკვდილის შემთხვევაშიც. გვამის შეხედვა შეიძლება ისეთივე
შეურაცხმყოფელი იყოს, როგორიც ცოცხალი ადამიანის შეხედვა, თუკი საერთოდ
ცოცხალი ადამიანის შეხედვა შეიძლება შეურაცხმყოფელი

96
იყოს. თუკი ამ ხალხს ნამდვილად უნდა, რომ თავიდან მოგვიშოროს, – ფიქრობდა ის
და ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა, ეს აზრი მის ტვინში როგორ იზრდებოდა და
მცენარესავით ფესვს იდგამდა, – თუკი მართლა სურთ ჩვენი არსებობა საერთოდ
დაივიწყონ, მაშინ წერაქვები და ნიჩბები უნდა მოგვცენ და მიწის ამოთხრა
გვიბრძანონ. მერე კი, როცა ბანაკის შუაში უზარმაზარ ორმოს ამოვთხრით,
ქანცგაწყვეტილებს ჩვენ მიერვე გათხრილ ორმოში ჩაწოლა მოგვთხოვონ. ჩვენც
ჩავწვებით, ყველანი, უკლებლივ. ისინი კი ბარაკებს დაანგრევენ, კარვებსა და ღობეებს
აიღებენ და ჩვენ დაგვაყრიან. და კიდევ ჩვენს უკანასკნელ ნივთებს დაგვაყრიან, მერე
ორმოს მიწით ამოავსებენ და მიწას მოასწორებენ. მაშინ ალბათ შეძლებენ დაივიწყონ,
რომ ოდესღაც ვარსებობდით. მაგრამ ამოდენა ორმოს ვინ ამოთხრის? რა თქმა უნდა,
ამას ოცდაათი კაცი ვერ შევძლებთ, მოხუცები, ქალები და ბავშვები კიდეც რომ
დაგვეხმარონ. თანაც შიმშილისგან ფეხზე ძლივს ვდგავართ, წერაქვების და ნიჩბების
მეტი არაფერი გვაქვს, მიწა კი ქვასავით მაგარია.

გაუკვირდა, რომ ასეთი ფიქრები მოსდიოდა თავში. ისინი უფრო რობერტს


შეეფერებოდა, ვიდრე მას. შეიძლება ეს რობერტის ფიქრები იყო, ის კი უბრალოდ
გამოეხმაურა. ან იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის თქმა: რობერტის ეს ფიქრები
აღმოჩნდა მარცვალი, რომელიც მის არსებაში გაღივდა და გაიზარდა. და ახლა
მისეულად იქცა? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ორშაბათ დილით კი, როგორც ყოველთვის, სამხედრო სატვირთო მანქანა მოვიდა და


ისინი სამუშაოდ წაიყვანა. სანამ ძარაზე ავიდოდნენ, გუშაგებმა მათი გვარები სიის
მიხედვით შეამოწმეს. სხვა მხრივ, ყველაფერი ძველებურად იყო. ისინი სხვადასხვა
ფერმაში ჩამოარიგეს იმ ცხრილის შესაბამისად, რომელიც მძღოლს ჰქონდა. კეის ორ
ამხანაგთან ერთად ღობის შეკეთება მოუწია. სამუშაო ნელა მიიწევდა წინ, რადგან
ძველი მავთული ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთზე რომ გადაებათ, წამდაუწუმ უნდა
მოეღუნათ. კეის მოსწონდა ნელი და ერთფეროვანი სამუშაო. დილიდან საღამომდე
მუშაობდნენ და ამ ფერმაში ერთი კვირა გაატარეს. ხანდახან დღეში მხოლოდ
ორასსამას მეტრ ღობეს აკეთებდნენ. ერთხელფერმერმა კეი გვერდზე გაიხმო,
სიგარეტი მისცა და მუშაობა შეუქო.

– კარგად გამოგდის, – უთხრა მან, – ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოჰკიდო ხელი. რაც
უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში, შემოღობვის კარგ ოსტატზე მოთხოვნილება
ყოველთვის იქნება. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: თუ გინდა საქონელი გყავდეს,
ღობეც აუცილებლად გჭირდება, – მეც მიყვარდა შემოღობვაზე მუშაობა, –
განაგრძობდა ის, – საწყენია, რომ იძულებული გავხდი, თქვენთვის ასეთი ძველი
მავთული მომეცა სამუშაოდ, მაგრამ ახლა ახალს სად იშოვი.

კვირის ბოლოს მან ყველას იმდენი გადაუხადა, რამდენიც განაკვეთის მიხედვით


ერგებოდათ,

მაგრამ ფულის გარდა თითოეულ მათგანს ხილი, მწვანე სიმინდი და ძველი


ტანსაცმელიც მისცა. კეის ნაცვამი სვიტრი ხვდა წილად, დანარჩენმა ორმა კი მუყაოს
ყუთი მიიღო კაბებით თავიანთი ცოლებისა და შვილებისთვის. როცა უკან, ბანაკისკენ
მიდიოდნენ, კეის ერთ-ერთმა ამხანაგმა ყუთში ხელი აფათურა და იქიდან დიდი

97
ზომის ბამბის ტრუსი ამოათრია. ორი თითით შორს დაიჭირა, ცხვირი შეიჭმუხნა და
თითები შეუშვა. ტრუსი ქარმა გაიტაცა და შორს წაიღო. მაშინ მან ყუთი მთლიანად
გადმოაპირქვავა და ყველაფერი ძირს დაყარა.

საღამოს ბანაკში ღვინო დალიეს და ჩხუბი ატყდა. როცა კეი ახლოს მივიდა, ცეცხლის
შუქზე გუშაგი დაინახა თავისუფალი კორპუსიდან, ის, რომელიც ამბობდა, დიაბეტი
მაქვსო. მას ხელები ბარძაყებზე ჰქონდა მიჭერილი და დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთო,
ყვიროდა. ხელებზე სისხლი უბრწყინავდა, შარვლის ერთი ტოტი სველი ჰქონდა.

– ვაი, რა მეშველება! ვაი, რა მეშველება! – იმეორებდა ის, – თითებს შორის სისხლი


მოჟონავდა, ზეთივით სქელი. ხალხი ყოველი კუთხიდან გამორბოდა, რომ ენახა რა
მოხდა.

კეი ჭიშკართან მივარდა, სადაც ორი პოლიციელი იდგა და იმ ადგილისკენ


იყურებოდა, საიდანაც ყვირილი და აურზაური ისმოდა.

– დანა დაარტყეს, – ძლივს ამოთქვა გულამოვარდნილმა კეიმ, – სისხლისგან იცლება.


სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ.

გუშაგებმა ერთმანეთს გადახედეს.

– აქ მოიყვანეთ, – თქვა ერთ-ერთმა, – შემდეგ ვნახოთ.

კეი უკან გაიქცა. დაჭრილი მიწაზე იჯდა. შარვალი ჩამოეშვა. განუწყვეტლივ


ლაპარაკობდა. ხელები მოჭერილი ჰქონდა ბარძაყზე, რომლიდანაც სისხლი ასხამდა.

– ჭიშკართან უნდა მივიყვანოთ, – დაიყვირა კეიმ. პირველად მოხდა, რომ ბანაკში


მოხვედრის შემდეგ ხმას აუმაღლა. ხალხმა მას გაკვირვებით შეხედა. – ჭიშკართან
მიიყვანეთ და შემდეგ ისინი საავადმყოფოში წაიყვანენ. მიწაზე მჯდარმა კაცმა
ენერგიულად დააქნია თავი:

– ჰო, ჰო, საავადმყოფოში წამიყვანეთ, – დაიყვირა მან, – შეხედეთ, სისხლისდენა არ


წყდება.

მისმა ამხანაგმა, მეორე ყოფილმაგუშაგმა თავისუფალი კორპუსიდან, მისკენ


იდაყვებით გაიკვლია გზა. ხელში პირსახოცი ეჭირა. შეეცადა, ის ჭრილობაზე
შემოეჭირა. ვიღაცამ კეის იდაყვით გვერდში უბიძგა. ეს იყო კაცი სხვა ბანაკიდან.

– თავი დაანებე, თვითონ მიხედავენ თავიანთ საქმეს, – უთხრა მან. ბრბომ დაშლა
დაიწყო. მხოლოდ ბავშვები და კეი დარჩნენ. იდგნენ და უყურებდნენ, როგორ
უხვევდა ჭრილობას ახალგაზრდა კაცი ხნიერს მობრიალე ცეცხლის შუქზე.

კეიმ ვეღარასოდეს გაიგო, ვინ დაჭრა გუშაგი ან გადარჩა თუ არა, რადგან ის ღამე
მისთვის ბანაკში უკანასკნელი აღმოჩნდა. ყველა დასაძინებლად წავიდა, კეიმ კი
თავისი ნივთები წყნარად გამოახვია შავ პალტოში, ბარაკიდან გავიდა, ცისტერნის
უკან დაიმალა და დაელოდა. უკანასკნელი ნაკვერჩხალი ჩაქრა და ხმებიც მიწყდა
ველზე მოზუზუნე ქარის გარდა. კიდევ ერთ საათს არ განძრეულა. ერთ ადგილზე
ხანგრძლივი ჯდომისგან კანკალი დააწყებინა. შემდეგ ფეხსაცმელები გაიხადა,

98
თასმით შეკრა, კისერზე ჩამოიკიდა და ტუალეტის უკან, ღობესთან უხმოდ მივიდა.
ბოხჩა ზემოდან გადააგდო და თვითონ გადაცოცება დაიწყო. როცა ფეხი ღობის
ზემოთ გადასწია, შარვალი მავთულს გამოედო და ის წამიერად გაირინდა –
იდეალური სამიზნე იყო ლურჯ-ვერცხლისფერი ცის ფონზე. მაგრამ ბოლოს და
ბოლოს თავი გაითავისუფლა და ღობის იქით მხარეს დაეშვა. უხმოდ მიაბიჯებდა
მიწაზე, რომელიც, მისდა გასაკვირად, არაფრით განსხვავდებოდა ბანაკის
ტერიტორიის მიწისგან.

მთელი ღამე მიდიოდა. დაღლილობას არ გრძნობდა. ხანდახან აღტაცების ჟრჟოლა


უვლიდა იმის გამო, რომ თავისუფალი იყო. როცა გათენება დაიწყო, გზიდან
გადავიდა და მინდორს გაუყვა. ადამიანს არსად გადაჰყრია, მაგრამ რამდენჯერმე
ანტილოპამ შეაშინა, რომლებიც ბუჩქებიდან გამოხტებოდნენ ხოლმე და ბორცვისკენ
გარბოდნენ. მშრალი, თეთრი ბალახი ქარში ირწეოდა. ცა ლურჯი იყო. სხეული
ენერგიით სულ უფრო ევსებოდა. დიდი წრე გააკეთა და ჯერ ერთ ფერმას შემოუარა,
შემდეგ მეორეს. მის გარშემო არაფერი მოძრაობდა. ძნელი დასაჯერებელი არ იყო, რომ
აქამდე ამ მიწაზე ფეხი არავის დაუდგამს, რომ ამ კენჭებს არავინ შეხებია. მაგრამ
ყოველი ერთი-ორი მილის გავლის შემდეგ ის ხედავდა ღობეს, რომელიც შეახსენებდა,
რომ გამოქცეული იყო და დააბიჯებდა მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
მავთულხლართებს შორის გაძრომისას ხელოსნის სიამოვნებას გრძნობდა, როცა
მავთული ისე იყო დაჭიმული, რომ შეხებისთანავე ზუზუნებდა. მაგრამ მიუხედავად
ამისა, ვერ წარმოედგინა, რომ მთელი თავისი ცხოვრება მიწაში ბოძების ჩასობაში,
ნაკვეთების შემოღობვასა და მათ დაყოფაში გაეტარებინა. ეს ვიღაც მძიმეს უნდა
გაეკეთებინა, ვინც თავის შემდეგ კვალს დატოვებდა, ის კი საკუთარ თავს ასე არ
აღიქვამდა. ის უბრალოდ ქვიშის მარცვალი იყო, დედამიწის ზედაპირზე ძალიან
ღრმად ჩაძინებული საიმისოდ, რომ ეგრძნო, როგორ ფხაჭნიდნენ ჭიანჭველას ფეხები,
როგორ ელამუნებოდა პეპლის კბილები და როგორ ილექებოდა მასზე მტვერი.

ის უკანასკნელ ბორცვს შეუყვა და გულმა სწრაფად დაუწყო ძგერა. როცა მწვერვალს


მიაღწია, ველზე სახლი დაინახა. ჯერ სახურავი და ნახევრად დანგრეული ფრონტონი
გამოჩნდა, შემდეგ შეთეთრებული კედლები. ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე.
ახლა უკვე ეჭვი არ არის, – ფიქრობდა ის, – ეჭვი არ არის, რომ მე ვისაგების მოდგმის
უკანასკნელ წარმომადგენელზე მეტხანს ვიცოცხლე. მე ახლა ზუსტად ვიცი, რომ
მთაში გატარებული ჩემი ყოველი დღე, როცა ჰაერით ვიკვებებოდი და შემდეგ, როცა
ბანაკში დრო ხარბად მჭამდა, დღეები ამბიჭისთვისაც ისე მიიზლაზნებოდა, როგორც
ჩემთვის. მიუხედავად იმისა, მაძღარი იყო ის, თუ მშიერი, ეძინა თუ ფხიზლობდა
თავის სამალავში.

უკანა კარი დაკეტილი იყო. კეიმ ზედა საგდული გააღო და რაღაც კინაღამ პირდაპირ
თავზე დაახტა. უზარმაზარი შავწინწკლებიანი კატა აღმოჩნდა, რომელიც მაშინვე
გაიქცა და სახლის კუთხესთან თვალს მიეფარა. კეის კატა ფერმაში აქამდე არასოდეს
უნახავს.

სახლში ჩახუთული ჰაერი იყო. მტვრის, ძველი ქონის და დაუმუშავებელი ტყავის


სუნი იდგა. კიდევ უფრო უარესი სუნი მაშინ იგრძნო, როცა სამზარეულოს
მიუახლოვდა. კართან შეყოყმანდა. «ჯერ კიდევ არ არის გვიან, – გაიფიქრა მან, – ჩემი

99
კვალი წავშალო და აქედან შეუმჩნევლად გავქრე. რაც უნდა იყოს ჩემი აქ დაბრუნების
მიზეზი, მე არ მინდა, ისე ვიცხოვრო, როგორც ვისაგები ცხოვრობდნენ, იქ დავიძინო,
სადაც მათ ეძინათ, მათ ვერანდაზე დავჯდე და

მათ მიწას ვუყურო. ეს სახლი ვისაგების ყველა თაობის მოჩვენებებისთვის რომ იყოს
მიტოვებული ადამიანების მიერ, ეს ჩემთვის მაინც სულერთი იქნებოდა. აქ იმისთვის
არ მოვსულვარ, რომ ამ სახლში ვიცხოვრო».

სამზარეულო, რომელშიც მზის სხივი ჭერის ხვრელიდან აღწევდა, ცარიელი იყო. სუნი
საკუჭნაოდან შემოდიოდა. კეიმ შიგ შეიჭვრიტა და როცა სიბნელეს თვალი შეაჩვია,
კაუჭზე ჩამოკიდებული ცხვრის თუ თხის გვერდი დაინახა. ცხოველისგან მხოლოდ
ძვალი და გამომშრალი ნაცრისფერი ტყავი იყო დარჩენილი, მაგრამ, მიუხედავად
ამისა, მას მწვანე ბუზები დაბზუოდნენ.

ის სამზარეულოდან გავიდა და სახლის შემოვლა დაიწყო. ნახევრად სიბნელეში კვალს


ეძებდა, რომელიც შესაძლო იყო ვისაგების უკანასკნელ წარმომადგენელს
დაეტოვებინა. ან იქნებ რაიმე კვალისთვის მიეგნო, თუ ვისაგი სადმე იმალებოდა,
მაგრამ ვერაფერი იპოვა. იატაკზე მტვრის ახალი ფენა იდო. სხვენის კარზე ურდული
ეკიდა. ავეჯი ძველ ადგილას იდგა. არავითარი ნიშანი არ იყო იმისა, რომ აქ ვინმე
ცხოვრობდა. სასადილო ოთახის შუაგულში სულგანაბული იდგა და ელოდა, იქნებ
სულ უმცირესი ჩქამი გაეგონა ზემოდან ან ქვემოდან, მაგრამ თუ ვისაგის შვილიშვილი
საერთოდ ცოცხალი იყო და სადღაც აქ იმალებოდა, მაშინ მისი გული ალბათ კეის
გულის ტაქტში ძგერდა.

მზის სინათლეზე გავიდა და ტბორისკენ გაუყვა გზას, შემდეგ კი იმ მინდვრისკენ,


სადაც ერთ დროს დედის ფერფლი მოაბნია. ყოველ ბუჩქს და ქვას ცნობდა. აქ,
ტბორთან, მან იგრძნო ის, რაც სახლში არასოდეს უგრძნია – ის აქ შინ იყო, თავის
გარემოში. დაწვა და თავქვეშ დაკეცილი შავი პალტო ამოიდო. ცას მიაჩერდა. «მე
მინდა, რომ აქ ვიცხოვრო, –ფიქრობდა ის, – მე მინდა, რომ სამუდამოდ აქ ვიცხოვრო,
სადაც ჩემი დედა და ბებია ცხოვრობდნენ. მე ხომ მეტი არაფერი მინდა. მაგრამ ჩვენი
დრო ისეთია, თუკი ადამიანს საერთოდ ცხოვრება სურს, მხეცს უნდა დაემსგავსოს. ის
განათებულ ფანჯრებიან სახლში ვერ იცხოვრებს. იძულებულია, სოროში იცხოვროს,
დღისით კი დაიმალოს. ადამიანი იძულებულია, ისე იცხოვროს, რომ სიკვდილის
შემდეგ თავისი არსებობის არავითარი კვალი არ დატოვოს. აი, სანამდე მიგვიყვანეს».
ტბორი მშრალი იყო, მის გარშემოერთდროს მწვანე ბალახი კი – გაუხეშებული,
გახუნებული და გამხმარი. გოგრა და სიმინდი თითქოს არც დაეთესოს. მის მიერ
დამუშავებულ მიწის ნაკვეთს სარეველა ბალახები მოსდებოდა

მან ტუმბოს ბორბლის მუხრუჭი აუშვა. ბორბალმა დაიჭრიალა, შექანდა და ბრუნვა


დაიწყო. დგუში ქვემოთ დაეშვა, შემდეგ ზემოთ აიწია და წყალი წამოვიდა. ჯერ
მღვრიე ჟანგისფერი, შემდეგ თანდათან დაიწმინდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც
ადრე. მან ხელი დაუხვედრა და იგრძნო, როგორი ძალით ეცემოდა ნაკადი
ხელისგულზე. მაშინ ის ტბორში ჩავიდა და წყლის

ქვეშ დადგა. სახე შეუშვირა ყვავილივით და სვამდა, მთელი თავისი სხეულით


ისრუტავდა, ბანაობდა, ნეტარებდა და ვერ ძღებოდა.

100
ბალახზე დაიძინა და სიზმარი ნახა, რომელმაც გამოაღვიძა. სიბნელეში, იატაკის ქვეშ,
უზარმაზარი კარადის სიმძიმის ქვეშ, აბლაბუდას ქსელებში, ვისაგის შვილიშვილი
იწვა მოკრუნჩხული. ის რაღაცას ყვიროდა, სთხოვდა, ევედრებოდა, თუ მოითხოვდა
მისგან. კეი სიტყვებს ვერ არჩევდა – არ ესმოდა თუ ვერ იგებდა. წამოჯდა, გრძნობდა,
რომ მთელი სხეული გახევებული ჰქონდა და არაქათგამოცლილი იყო. «რატომ უნდა,
რომ ჩემი აქ ყოფნის პირველი დღე მომპაროს, – დაიკვნესა თავისთვის, – მე აქ
იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მისი ძიძა ვიყო. ხომ უვლიდა თავის თავს მთელი ამ
თვეების განმავლობაში, ჰოდა, ისევ ძველებურად გააგრძელოს». შავ პალტოში გაეხვია,
ტუჩები მაგრად მოკუმა და განთიადს დაელოდა. ნეტარებას ჰგვრიდა იმაზე ფიქრი,
რომ მიწა უნდა დაემუშავებინა და დაეთესა. რამდენს ოცნებობდა ამაზე. მაგრამ ჯერ
საჭირო იყო თავისი საცხოვრებელი მოეწყო.

დილით მთელი ველდი ნაბიჯ-ნაბიჯ შემოიარა. ბორცვებიდან ჩამომავალი


ღარტაფები, წვიმისგან გაკეთებული არხები და კლდის ბზარები დაათვალიერა.
ტბორიდან სამას იარდში, ორი, ერთმანეთისკენ მიმართული, ქალის მკერდივით
მომრგვალებული დაბალი ფერდობი იპოვა. მათი შეხვედრის ადგილზე დამრეცი
ნაპრალი იყო, დაახლოებით ერთი იარდის

სიმაღლის და სამი-ოთხი იარდის სიგრძისა. ჩაღრმავების ფსკერიც და კედლებიც


წვრილი მუქლურჯი ღორღით იყო დაფარული. კედლების გაფართოება შეიძლებოდა.
«სწორედ ის არის, რაც მჭირდება», – გაიფიქრა კეიმ. სახლის გვერდით მდებარე
ფარდულიდან თავისი ინსტრუმენტები – ნიჩაბი და საჭრისი აიღო. საქათმის
სახურავიდან გოფრირებული რკინის ხუთფუტიანი ფურცელი ააგლიჯა.
გაველურებული ბაღჩის დანგრეული ღობის სამი ბოძი ზედ შემოხლართული
მავთულებისგან ძლივს გაათავისუფლა. ყველაფერი ტბორთან მიიტანა და მუშაობას
შეუდგა.

მან ჯერ ჩაღრმავების ქვედა ნაწილი გააფართოვა და ფსკერი გაასწორა. მერე ვიწრო
ბოლო ქვის გროვით ამოავსო. შემდეგ სამი ბოძი ერთმანეთისკენ მიმართულ
ფერდებზე ჩაასო და რკინის ფურცელი დააფარა, ფურცელს კი დიდი ქვები დაადო
გასამაგრებლად. გამოქვაბულის თუ სოროს მსგავსი რაღაც გამოვიდა, დაახლოებით
ხუთი ფუტის სიმაღლისა. მაგრამ როდესაც ტბორისკენ წავიდა, რომ თავისი
ნამუშევარი იქიდან შეემოწმებინა, დაინახა, რომ შესასვლელის შავი ხვრელი
მეტისმეტად თვალში საცემი იყო და მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში
ფიქრობდა, როგორ შეენიღბა. დაღამდადა გაუკვირდა, როცა გაახსენდა, რომ ორი დღე
იყო, არაფერი ეჭამა.

დილით მდინარის ნაპირიდან რამდენიმე ტომარა ქვიშა მიათრია და იატაკზე დაყარა.


შრეებიან

კლდეს რამდენიმე ბრტყელი ქვა ჩამოაცალა და წინა შესასვლელი ამოაშენა. მხოლოდ


პატარა ზომის შესაძრომი დატოვა ქვემოდან. შემდეგ თიხა და დამჭკნარი ბალახი
მოზილა და კედლებს და სახურავს შორის ნაპრალები ამოავსო. ბოლოს სახურავზე
ქვიშა მოაყარა. მთელი დღე არაფერი უჭამია, მაგრამ საერთოდ არ შიოდა. თუმცა

101
შეამჩნია, რომ ახლა უფრო ნელა მუშაობდა. ხანდახან უბრალოდ დადგებოდა ან
ჩაიმუხლებდა და მისი ფიქრები ვინ იცის სად დაქროდნენ.

როცა ნაპრალებს თიხით ავსებდა და ასწორებდა, უცებ აზრად მოუვიდა, რომ ერთი
მაგარი წვიმა მთელ ნაშრომს წყალში ჩაყრიდა. წვიმის წყალი ხომ ღარტაფებიდან მის
სამყოფელში ჩავიდოდა. ფსკერზე ჯერ ქვები უნდა დამეგო, შემდეგ კი ქვიშა
მომეყარაო, ფიქრობდა. და კიდევ კარნიზის გაკეთება იყო საჭირო, მან კი ვერ
გაითვალისწინა. მაგრამ შემდეგ სხვა აზრი მოუვიდა, ამ სახლს ხომ შვილებისა და
შვილიშვილებისთვის არ ვაშენებ, მე ხომ უბრალოდ ჭერი მჭირდება თავზე,
თავშესაფარი, სადაც შემეძლება ერთხანს ვიცხოვრო და როცა წავალ, გული დიდად არ
დამწყდება, ხოლო თუ ოდესმე პოლიციელები მის სამყოფელს, ან ამ ნანგრევებს
იპოვიან, თავს გადააქნევენ და ერთმანეთს ეტყვიან, ეს რა საშინელი სორო
გაუკეთებიაო. ადამიანს თავისი ნაშრომი უნდა ეამაყებოდეს, მაგრამ ამათ რას
გააგებინებ, – რაც უნდათ, ის თქვან, ჩემთვის სულერთია.

ფარდულში გოგრის და ნესვის ცოტაოდენი თესლი იპოვა. დაბრუნებიდან მეოთხე


დღეს კეიმ მათი დათესვა დაიწყო. თესლის მარცვლისთვის მიწის პატარა ნაკვეთები
გამარგლა ვაციწვერებს შორის, მისი ყოფილი ბოსტნის ადგილას რომ ყვაოდნენ და
თითოში თითო მარცვალი ჩადო. გადაწყვიტა, რომ მთელი მიწის მორწყვა არ
შეიძლებოდა, რადგან მინდორი ამწვანდებოდა და მის ადგილსამყოფელს გასცემდა.
თითოეული მარცვლის ცალ-ცალკე მორწყვა დაიწყო. წყალს ტბორიდან ეზიდებოდა
საღებავის ძველი ქილით. სხვა საქმე არ ჰქონდა. მხოლოდ ისღა დარჩენოდა
დალოდებოდა, თესლი როდის აღმოცენდებოდა, თუკი საერთოდ გაიხარებდა. თავის
გამოქვაბულში იწვა და იმ პატარა ბავშვებზე ფიქრობდა, რომლებსაც ბნელი მიწიდან
მზის სინათლისკენ უნდა გაეკვლიათ გზა. ერთი რამის შიში არ ასვენებდა: უკვე
ზაფხულის ბოლო იყო. მოასწრებდა კი გოგრა და ნესვი გახარებას?

მცენარეებს უვლიდა, ტკბებოდა მათთან ყოფნით და მოუთმენლად ელოდა, მიწა


როდის გამოიღებდა ნაყოფს. საჭმლის მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო
ნაკლებად ჰქონდა. შიმშილი ის შეგრძნება იყო, რომლის არსებობა ლამის დაავიწყდა.
თუ რამეს იპოვიდა, ჭამდა, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სჯეროდა, ცოცხალი
არსება უნდა იკვებებოდეს, თორემ მოკვდებაო. რას შეჭამდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა,
რადგან ყველაფერმა გემო დაკარგა. საჭმელი ან საერთოდ უგემური იყო, ან მტვრის
გემო ჰქონდა.

«როცა ეს მიწა ნაყოფს მომცემს, – ეუბნებოდა საკუთარ თავს, – სიამოვნებით შევჭამ,


რადგან გემრიელი იქნება».

მთაში და ბანაკში ცხოვრების შემდეგძვალი და ტყავიღაიყო დარჩენილი.


დაძონძილი ტანსაცმელი ტანზე ტომარასავით ეკიდა. და მაინც, როცა თავის ბოსტანში
დადიოდა, მთელ მის არსებას სიხარული იპყრობდა იმის გამო, რომ ცოცხალი იყო.
მსუბუქად დააბიჯებდა. ფეხებით მიწას ოდნავ ეხებოდა. კაცი იფიქრებდა, საცაა
გაფრინდებაო. გეგონება, ადამიანი ერთდროულად სულიც შეიძლებოდა ყოფილიყო
და სხეულიც.

102
ისევ მწერების ჭამა დაიწყო. დრო ახლა მას დაუსრულებელ ნაკადად ეღვრებოდა და
შეეძლო, მთელი დილა ჭიანჭველების ბუდესთან მუცელზე წოლილიყო, ბალახის
ღერით მატლები ამოეღო, პირში ჩაედო და გაელოკა. ხანაც დამჭკნარ ხეს ქერქს
აძრობდა და ხოჭოების მატლებს ჭამდა. ქურთუკით ჭრიჭინებს იჭერდა, თავს, ფეხებს
და ფრთებს წააცლიდა, ტანს კანს მოაცილებდა და რბილ მასას მზეზე აშრობდა.

ფესვებსაც ჭამდა. მოწამვლის არ ეშინოდა. როგორღაც გრძნობდა, რომელი ფესვი


შეიძლებოდა ყოფილიყო მომწამვლელი და რომელი – არა. თითქოს ოდესღაც
ცხოველი იყო და მასში კარგი და ცუდი მცენარეების გარჩევის ცოდნა ჯერ კიდევ არ
მომკვდარიყო.

მისი თავშესაფარი სულ რაღაც ერთ მილში იყო გზიდან, რომელიც ფერმას ჩაუვლიდა,
დიდ მარყუჟს შემოწერდა და უერთდებოდა სოფლის გზას, რომელიც
მორდეპარსვალეის სიღრმისკენ მიემართებოდა. მართალია, გზაზე მოძრაობა ძალიან
იშვიათი იყო, მაგრამ სიფრთხილის ზომების უგულებელყოფა მაინც არ შეიძლებოდა.
კეიმ რამდენჯერმე მოახლოებული მანქანის ძრავას ხმა გაიგონა, მიწაზე გაწვა და
გაინაბა. ერთხელ კი, როცა მდინარის კალაპოტს მიუყვებოდა, შემთხვევით ზევით
აიხედა და ხმის მისაწვდომ მანძილზე ვირშებმული ფორანი დაინახა. მას მოხუცი
კაცი მიუძღვებოდა და გვერდით ქალი თუ ბავშვი მიჰყვებოდა. დაინახეს თუ ვერა?
ეშინოდა, ყურადღება არ მიეპყრო და არ იძვროდა, ერთ ადგილზე იდგა
გაშეშებულივით, იქ, სადაც ამვლელს თუ ჩამვლელს შეეძლო დაენახა. მისჩერებოდა
ფორანს, რომელიც ნელა მიიზლაზნებოდა, სანამ ბოლოს და ბოლოს ბორცვმა არ
დაფარა.

მუდამ ფხიზლად ყოფნის აუცილებლობა დამთრგუნველი შეგრძნება იყო. მასზე ისიც


დამთრგუნველად მოქმედებდა, რომ ბოსტნისთვის წყლის აღება დღისით არ
შეიძლებოდა. არავის უნდა დაენახა, როგორ ბრუნავდა ტუმბოს ბორბალი, ყველას
უნდა ეფიქრა, რომ ტბორი მიტოვებულია. ამიტომ ბორბლის დატრიალება მხოლოდ
ღამით შეიძლებოდა, მთვარის შუქზე, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში,
შებინდებისას თუ გადმოტუმბავდა მცირეოდენ წყალს, რომ თავისი მცენარეები
მოერწყო.

ერთი-ორჯერ სველ მიწაზე თხის ჩლიქების ნაკვალევს წააწყდა, მაგრამ ამისთვის


არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. ერთ ღამეს კი ფრუტუნმა და ჩლიქების
ბაკაბუკმა გააღვიძა. თავისი სახლიდან ამოძვრა და მათი სუნი იქამდე იგრძნო, ვიდრე
დაინახავდა – თხები იყვნენ, რომლებიც, ეგონა, რომ სამუდამოდ წავიდნენ ამ
ადგილებიდან, მას შემდეგ, რაც ტბორი ამოშრა. ბორძიკ-ბორძიკით გამოეკიდა,
ხმამაღლა ყვიროდა და ილანძღებოდა, ქვებს ესროდა. ძილიდან ჯერ კიდევ არ იყო
გამორკვეული, მაგრამ იცოდა, რომ თხები ბოსტნიდან აუცილებლად უნდა გაერეკა.
და უცებ დაეცა და ხელისგულში მავთული შეესო. მთელი ღამე იცავდა თავის
ნარგავებს. ადრე დილით თხები ისევ გამოჩნდნენ, ფერდობზე დადგნენ ორ-ორად და
სამ-სამად და მის წასვლას ელოდნენ. მთელი დღე მოუწია თავის პატარა მიწის
სადარაჯოზე დგომა. როცა მოუახლოვდებოდნენ, ქვებს ესროდა.

103
ეს გაველურებული თხები მხოლოდ ნარგავებს კი არ ემუქრებოდნენ, არამედ მათ
შეიძლება მისი ადგილსამყოფელიც გაეცათ. ამიტომ გადაწყვიტა, ამიერიდან დღისით
დაეძინა, ღამით კი თავისი მიწა დაეცვა და ნარგავებისთვის მოევლო. თავიდან
მხოლოდ მთვარიან ღამეებში ახერხებდა მუშაობას, უმთვარო, ბნელ ღამეში კი
გადაადგილებაც უჭირდა. ხელებს წინ იწვდიდა, ეშინოდა აჩრდილებს არ
გადასწყდომოდა – ეჩვენებოდა, რომ ისინი ყოველი მხრიდან ერტყნენ გარს. მაგრამ
დრო გადიოდა და თანდათან უფრო თავდაჯერებული ხდებოდა. სიბნელეს შეეჩვია.
ჯოხს წინ აქნევდა ბრმასავით და მიუყვებოდა ბილიკს, რომელიც უკვე

გაიტკეპნა მის სამყოფელსა და ბოსტანს შორის. ბორბლის მუხრუჭს აუშვებდა და


ონკანს აღებდა, შემდეგ ქილას წყლით ავსებდა, ბალახებს აქეთ-იქით გადასწევდა,
თავის ნარგავებს პოულობდა და ერთმანეთის მიყოლებით რწყავდა. მალე ღამის შიში
გაუქრა. უფრო მეტიც, როცა დილით გამოეღვიძებოდა და გარეთ გაიხედავდა, კაშკაშა
სინათლისგან თვალები ეჭუტებოდა და ისევ თავისი ბუნაგის სიღრმეში
ბრუნდებოდა. დახუჭულ თვალებში უცნაური მწვანე შუქი უელავდა.

ზაფხული მთავრდებოდა. უკვე თვეზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც ის
იაკალსდრიფის ბანაკიდან გამოიქცა. ვისაგის შვილიშვილი არ უძებნია და ალბათ არც
მომავალში აპირებდა ამის გაკეთებას. ცდილობდა, მასზე არ ეფიქრა, მაგრამ ხანდახან
მაინც გაუელვებდა ხოლმე თავში, ბიჭმა მინდორში მიწა ხომ არ ამოთხარა და სადმე
ახლოს, ფერმაში ჩემ პარალელურად ხომ არ ცხოვრობსო. შეიძლება ხვლიკებს იჭერდა
და ჭამდა, ცვარს სვამდა და უცდიდა, როდის დაივიწყებდა ჯარი მის არსებობას.
თუმცა არა, ეს ყველაფერი ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

ფერმას თავს არიდებდა, თითქოს ის მკვდრის სამყოფელი ყოფილიყოს. იქ მხოლოდ


მაშინ თუ შეიხედავდა, როცა რაღაც აუცილებელი დასჭირდებოდა. ცეცხლის
დასანთები საშუალებები დასჭირდა და გაუმართლა – ძველი, გატეხილი
სათამაშოების ყუთში იპოვა პლასტმასის წითელი ტელესკოპი, რომლის ერთ-ერთი
ლინზით საკმაოდ კარგად შეიძლებოდა მზის

სხივების ფოკუსირება და მშრალი ბალახისთვის ცეცხლის მოკიდება. ფარდულში


ანტილოპის ტყავი იდო. ის რამდენიმე ზოლად დაჭრა და შურდული გააკეთა ძველის
სანაცვლოდ, რომელიც ადრე დაეკარგა.

ფარდულში ბევრი ისეთი რამ იყო, რაც შეიძლებოდა გამოსდგომოდა: ბადე, ქვაბები,
გასაშლელი სკამები, დაჩვრეტილი, ღრუბლოვანი რეზინის ნაჭრები, საკვების
ტომრები. ფარდულში უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ნივთებში იჩხრიკებოდა და
ფიქრობდა, თითქმის ყველაფრის გამოყენება შეიძლებაო. მაგრამ მეპატრონის
ნივთების თავის მიწურში გადატანის ეშინოდა. ამით შეიძლებოდა მისი სახელი
დაკავშირებოდა უბედურებას, რომელიც ალბათ ვისაგის შეემთხვა. ტბორთან ახალი
საცხოვრებლის მოწყობა თითქოს ძველი სახლის გამოწვევად ჩანდა. ეს ძალიან დიდი
შეცდომა იქნებოდა. ის ინსტრუმენტებიც კი, რომლითაც მუშაობდა, ხის, ტყავისა და
კეტგუტის უნდა ყოფილიყო, რომ მერე მწერებს შეეჭამათ.

კეი იდგა ტუმბოს მიყრდნობილი და გრძნობდა, როგორ დგანდგარებდა მისი


კორპუსი ყოველ ჯერზე, როცა დგუში ძირს დაეშვებოდა და ფსკერს შეეხებოდა. მის

104
თავს ზემოთ, სიბნელეში კი შეზეთილსაკისრებზე დიდიბორბალი ბრუნავდა. «რა
ბედნიერებაა, რომ შვილები არ მყავს, – ფიქრობდა ის, – რა ბედნიერებაა, რომ
არავითარი სურვილი არ მაქვს, მამა ვიყო. როგორ უნდა მომევლო აქ, ამ მიყრუებულ
ადგილას ბავშვისთვის. მას ხომ რძე დასჭირდებოდა, ტანსაცმელი

დასჭირდებოდა, მეგობრები. სკოლაში უნდა ევლო. მე მამის მოვალეობას ვერ


შევასრულებდი, უვარგისი მამა ვიქნებოდი. ასე კი რა ადვილია ცხოვრება, დროის
დინებას მიყოლა. მე ერთ-ერთი ის იღბლიანი ადამიანი ვარ, რომელსაც გაუმართლა
და ჯარში არ გაიწვიეს». მას მოაგონდა იაკალსდრიფის ბანაკი – უფროსები ბავშვებთან
ერთად მავთულხლართებს მიღმა. თავიანთ ბავშვებთან, ან ძმისშვილებთან,
დისშვილებთან, ბიძაშვილების შვილებთან ერთად. გაახსენდა მიწა, მათი
ნაფეხურებით მაგრად დატკეპნილი, მზით ისე უმოწყალოდ გამომწვარი, რომ მასზე
აღარასოდეს არაფერი გაიხარებს. «დედაჩემის ფერფლი მე მოვიტანე აქ, სახლში, –
ფიქრობდა ის, – მამაჩემი კი «ნორენიუსი» იყო. ჩემი მამა იყო აკრძალვების კრებული.
საერთო საძინებლის კარზე მიკრული. ჩამონათვალი ოცდაშვიდი წესისგან
შედგებოდა და მათგან პირველი ღაღადებდა: «საძინებელში მუდამ სიჩუმე უნდა
იყოს». და კიდევ, ჩემი მამა შრომის მასწავლებელი იყო. ხელზე რამდენიმე თითი
აკლდა, მაგრამ ყურს მაგრად მიგრეხდა, როცა ფიცარს კარგად ვერ ვასწორებდი. და
კიდევ, ჩემი მამა კვირა დილა იყო, როცა ხალათებს, ხაკის შორტებს, შავ წინდებს და
შავ ფეხსაცმელებს ვიცვამდით და მწკრივად მოწყობილები წყვილ-წყვილად
ეკლესიისკენ მივდიოდით პაპეგაი-სტრიტზე, რომ ცოდვები მოგვენანიებინა და
მიტევება მიგვეღო. აი, ვინ იყო ჩემი მამა, დედა კი მოკვდა და ჯერაც არ აღმდგარა. და
ამიტომ კარგია, რომ მე, რომელსაც არაფერი მაქვს ადამიანებისთვის სათქმელი, შორს
ვარ მათგან და ხელს არაფერში ვუშლი».

იმ ერთი თვის განმავლობაში, რომელიც ფერმაში გაატარა, კეის არ შეუმჩნევია, რომ


იქაურობას ვინმე სწვეოდეს. ფერმის იატაკის მტვრის ფენაზე მხოლოდ მისი
ნაფეხურები ჩნდებოდა და კიდევ იმ კატის ნაკვალევი, რომელიც, როცა
მოეპრიანებოდა, გამოჩნდებოდა და გაქრებოდა. მაგრამ ერთხელ, განთიადისას, როცა
ფერმის სახლს ჩაუარა, ელდა ეცა: წინა კარი, რომელსაც ყოველთვის კეტავდა, ღია იყო.
კარისგან სულ რაღაც ოცდაათიოდე მეტრი აშორებდა. ისეთი უმწეობის შეგრძნება
დაეუფლა, როგორიც ალბათ თხუნელას უჩნდება მზის შუქზე. რაც შეეძლო, ჩუმი
ნაბიჯებით მდინარისკენ წავიდა, იქიდან კი თავის სოროში შეიპარა.

ერთი კვირის განმავლობაში ფერმის სახლს არ მიახლოებია. მხოლოდ ღამით


გამოძვრებოდა ხოლმე გარეთ და ბოსტნის მოსავლელად მიდიოდა. ეშინოდა, ქვა რომ
დამისრიალდეს ფეხქვეშ, მისმა ხმამაც კი შეიძლება გამცესო. გოგრის დიდი, წვნიანი
ფოთლები მწვანე დროშებივით ჩანდა. აშკარა იყო, რომ მათ ვიღაც უვლიდა.
გულმოდგინედ ცდილობდა ისინი ბალახით დაეფარა. ერთი პირობა ისიც კი იფიქრა,
საერთოდ ხომ არ ამოვთხაროო. დაძინება არ შეიძლებოდა, მაგრამ თავის ბალახების
საწოლზე, რკინის გავარვარებული სახურავის ქვეშ მაინც წვებოდა და დაძაბული
აყურადებდა, ხომ არ ისმოდა რამე ხმა, რომელიც შეიძლებოდა მისი
ადგილსამყოფლის აღმოჩენის მომასწავებელი ყოფილიყო.

105
მაგრამ ხანდახან თავისი შიში აბსურდულად ეჩვენებოდა. გამონათების ამ წუთებში
აშკარად

აცნობიერებდა, რომ ადამიანებისგან მოწყვეტის გამო ისთაგვივით მშიშარა გახდა. რა


საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ გაღებული კარი ვისაგების დაბრუნებას ნიშნავდა, ან
კიდევ იმას, რომ პოლიციამ მის სამყოფელს მიაგნო და ახლა იმ ყბადაღებულ
ბრანდვლეის ბანაკში გაგზავნიდნენ, რომლის მხოლოდ სახელის გაგონებაც კი შიშს
ჰგვრიდა? ასიათასობით ადამიანი ახლა ომიდან გამორბის და თავშესაფარს ეძებს ამ
უზარმაზარ ქვეყანაში. რატომ უნდა ეშინოდეს მას, თუ ერთ-ერთმა მათგანმა ამ
მივარდნილი კუთხის მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი? ალბათ უფრო მას თუ მათ
(კეიმ ნათლად წარმოიდგინა კაცი, რომელსაც საოჯახო ნივთებით დატვირთული
ხელურემი მიჰყავს. მის უკან ფეხებს ძლივს მიათრევს ქალი. ორი ბავშვი ახლავთ.
ერთს ქალისთვის ხელი აქვს ჩაჭიდებული, მეორე კი ხელურემზე ზის და გულზე
მოკრუტუნე კატა ჰყავს მიკრული. დაღლილობისგან ყველას ქანცი აქვს გაწყვეტილი.
ქარი სახეში მტვერს აყრის მათ, ნაცრისფერ ღრუბლებს კი ცაზე მიერეკება) უნდა
ეშინოდეთ მისი, როცა ის, გაველურებული, გაძვალტყავებული და ჩამოძონძილი,
უცებ მიწიდან ამოიმართება ღამურების ფრენის ჟამს.

მაგრამ შემდეგ სხვა აზრები მოსდიოდა: თუ ცდება და ისინი გამოქცეული


ჯარისკაცები არიან, ან პოლიციელები, რომლებსაც გამოსასვლელი დღეები აქვთ და
გარეულ თხებზე სანადიროდ ამოვიდნენ აქ. ზორბა კაცები, რომლებიც სიცილით
მოკვდებიან ჩემს ნაჯახირევზე – მიწაში ჩამარხულ გოგრებზე, თიხით შენიღბულ
სოროზე. ჯერ გვერდებში წიხლებს მირტყამენ, შემდეგ

კი მიბრძანებენ, წამოვდგე და თავიანთ მსახურად გადამაქცევენ. მაიძულებენ, შეშა


დავუჩეხო, წყალი მოვუტანო, თხები მივურეკო, რომ წვალება არ დასჭირდეთ
ნადირობისას, მერე კი ბუჩქებში დასხდებიან და შამფურზე ხორცს შეწვავენ, მე კი
ნარჩენებს მომიგდებენ. არა, მათ მოსამსახურეობას ჯობია დღედაღამ დაიმალოს,
ჯობია მიწა ამოთხაროს და იქ ჩაძვრეს, ოღონდ კი მათ არ ნახონ (ან იქნებ სულაც არ
მოუვიდეთ აზრად ჩემი მსახურად გადაქცევა. გაველურებულ, ჩამოძონძილ კაცს რომ
დაინახავენ, რომელიც მინდვრიდან მათ უახლოვდება, შეიძლება სანაძლეოს დადება
დაიწყონ, რომელი მოახვედრებს ტყვიას მისი ბერეტის კოკარდას).

დღეები გადიოდა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. მზე ანათებდა, ჩიტები ბუჩქიდან


ბუჩქზე დაფრთხიალებდნენ. ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე დიადი მდუმარება
იყო გამეფებული. კეი თანდათან დამშვიდდა, თავდაჯერება დაუბრუნდა. მთელი
დღე თავის თავშესაფარში იწვა და შორიდან სახლს გასცქეროდა. მზე ნელა აკეთებდა
რკალს ცაზე მარცხნიდან მარჯვნივ, ჩრდილები კი პარმაღზე მარჯვნიდან მარცხნივ
მიცოცავდნენ. და ის ჩაშავებული ზოლი შუაში? თვითონ კარი ჩანდა ასე, თუ ის
გამოღებული იყო და მის შიგნით სიცარიელე მოჩანდა? შორიდან ვერ გაარჩია. როცა
დაღამდა და მთვარე ამოვიდა, ის ფრთხილად მიუახლოვდა მიტოვებულ ბაღს.
სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. სინათლე არსად ენთო. ღია მინდორში გავიდა ნელი,
ჩუმი ნაბიჯებით, შემდეგ ეზო გაიარა და საფეხურებამდე მივიდა, საიდანაც

106
გარკვევით დაინახა გაღებული კარი და მიხვდა, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში
ღია იყო. საფეხურებზე ავიდა და სახლში შევიდა. შესასვლელ ოთახში შეჩერდა,
გაირინდა და უკუნ სიბნელეს მიაყურადა. სიჩუმეს არაფერი არღვევდა.

მთელი დანარჩენი ღამე ფარდულში გაატარა. ცარიელ ტომარაზე იწვა და ელოდა.


ცოტა წაეძინა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ღამით ძილს გადაჩვეული იყო. დილით
სახლში ხელახლა შევიდა. იატაკი კარგად იყო დაგვილი, ბუხარი – გაწმენდილი.
კვამლის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. ფარდულს უკანნაგვის გროვაში ხორცის
კონსერვის ექვსი ახალი პრიალა ქილა იპოვა. იარლიყი არც ერთს არ ჰქონდა.

ის თავის ბუნაგში დაბრუნდა თავზარდაცემული და მთელი დღე იმალებოდა.


ოდნავაც არ ეეჭვებოდა, რომ ფერმაში ჯარისკაცები იყვნენ ნამყოფი და, როგორც ჩანს,
ფეხით მოვიდნენ. თუ მთებში მიმალულ აჯანყებულებს ან დეზერტირებს
დასდევდნენ, ან ადგილმდებარეობის პატრულირებას ახდენდნენ, მაშინ რატომ
ჯიპებით ან სატვირთო მანქანებით არ მოვიდნენ? რატომ იმალებოდნენ? რატომ
ცდილობდნენ თავიანთი კვალი წაეშალათ? ამას სხვადასხვა ახსნა შეიძლებოდა
ჰქონოდა, უამრავი ახსნა. მათ ტვინში ვერ ჩაიხედავდა, მაგრამ რაც არ ეეჭვებოდა, ის
იყო, რომ მათთან შეხვედრას სასწაულებრივად გადაურჩა.

იმ დღეს წყალი არ ამოტუმბა. იმედი ჰქონდა, რომ მზე და ქარი ტბორის ფსკერს
ამოაშრობდა. მინდვრიდან ბალახი მოიტანა, რამდენიმე იღლია ბალახი და გოგრის
ბარდები სიმწვანით გადაფარა. ნელა, ფრთხილად მოძრაობდა და ძალიან წყნარად
სუნთქავდა.

დღე გავიდა, შემდეგ კიდევ ერთი დღე. შემდეგ საღამოს კი, როცა მზე უკვე ჩადიოდა,
კეი თავისი სამყოფლიდან გამოვიდა, რომ წელი გაემართა და ხელ-ფეხი გაენძრია.
უცებ მინდორში რამდენიმე მოძრავი ფიგურა დაინახა. ის ერთბაშად ძირს დაეშვა და
მიწას გაეკრა. ცხენზე ამხედრებული კაცის დანახვა მოასწრო, რომელიც ტბორისკენ
მიემართებოდა. გვერდით კი ვიღაც ქვეითად მიჰყვებოდა. აშკარად დაინახა, რომ
მხედარს მხარზე თოფი ჰქონდა გადაკიდებული. მუცელზე ხოხვით თავისი სოროსკენ
დაიძრა. მხოლოდ ერთი ფიქრით იყო შეპყრობილი, ნეტა კი მალე დაღამდეს, რომ
მიწამ შთამნთქას და დამიცვასო.

როცა შესასვლელს მიუახლოვდა, მთის თხემის უკნიდან მათ კიდევ ერთხელ გახედა.

მხედარი ცხენზე კი არ იჯდა, არამედ ვირზე, ვირი კი ისე პატარა იყო, რომ ზედ
მჯდომის ფეხები თითქმის მიწას სწვდებოდა. კიდევ ერთი ვირი ჰყავდათ, მაგრამ ზედ
არავინ იჯდა. ის ზურგზე ღვედებით გადაკრულ ორ უზარმაზარ ნაცრისფერ ფუთას
მიათრევდა. ვირებს შორის მან რვა კაცი დაითვალა. მეცხრე კაცი ფუთებით
დატვირთულ ვირს მიჰყვებოდა უკან. ყველას

თოფები ეჭირა ხელში. ერთს ლურჯი შარვალი ეცვა, მეორეს – ყვითელი, ყველა
დანარჩენს კი – კამუფლაჟი.

კეი, რაც შეეძლო, ფრთხილად შეძვრა თავის სოროში. შიგნიდან უკვე მათი დანახვა
აღარ შეეძლო, მაგრამ უქარო, წყნარი ამინდი იყო და ესმოდა, როგორ ჩამოქვეითდნენ

107
ტბორთან. ჯაჭვმა გაიჟღრიალა და ტუმბოს მუხრუჭი აუშვეს. მათი საუბრის ხმაც კი
ისმოდა. ვიღაც კიბეზე მაღლა ავიდა და შემდეგ ისევ ქვემოთ დაეშვა.

ჩამობნელდა და ახლა მხოლოდ ვირების ფრუტუნით შეიძლებოდა მიხვედრა, რა


ახლოს იყვნენ უცნობები დაბანაკებული. კეიმ მდინარის კალაპოტიდან ნაჯახის
დარტყმის ყრუ ხმა გაიგონა. მოგვიანებით მათი კოცონის მკრთალ, ნარინჯისფერ
შუქზე, გამოქვაბულის შესასვლელთან, მთის თხემის კონტური გამოიკვეთა. ქარმა
დაქროლა, სახელური აჭრიალდა, ლითონმა დაიკვნესა, ბორბალი ერთხელ
შემობრუნდა და გაჩერდა. «წყალი რატომ არ არის», – მკაფიოდ გაიგონა მან შეკითხვა.
ვიღაცამ უპასუხა, მაგრამ კეიმ სიტყვები ვეღარ გაარჩია. შემდეგ კიდევ რაღაც
გაუგებარი თქვეს და ამას საერთო სიცილი მოჰყვა. ქარმაისევ დაუბერა. ბორბალი
კვნესით შემობრუნდა და კეიმ თავისი სხეულის ყველა უჯრედით იგრძნო დგუშის
პირველი დარტყმა ღრმად, მიწაში. ადამიანები სიხარულით ახმაურდნენ. შემდეგ
ქარმა შემწვარი ხორცის სუნი მოიტანა.

კეიმ თვალები დახუჭა და თავი ხელისგულებში ჩარგო. ახლა მან უკვე იცოდა, რომ
ადამიანები, რომლებმაც ტბორთან ბანაკი გაშალეს, რამდენიმე დღის წინ კი ფერმის
სახლში გაათენეს ღამე, ჯარისკაცები კი არ იყვნენ, არამედ აჯანყებულები. ისინი
მთებში იმალებოდნენ, მატარებლებს რელსებიდან აგდებდნენ, გზებს ნაღმავდნენ,
ფერმებს თავს ესხმოდნენ, საქონელს მიერეკებოდნენ, ქალაქებს ერთმანეთს
სწყვეტდნენ. რადიო გადმოსცემდა, რომ მათ ათეულობით, ასეულობით ხოცავდნენ,
გაზეთები სავსე იყო სურათებით – ისინი მიწაზე ეყარნენ სისხლის გუბეში. აი, ვინ
იყვნენ მისი ღამის სტუმრები! ისე კი, გვერდიდან თუ შეხედავდი, უბრალოდ
ფეხბურთის გუნდი ისვენებდა მძიმე მატჩის შემდეგ: თერთმეტი ახალგაზრდა კაცი,
თერთმეტი მოთამაშე – მხიარულები, მშივრები, ბედნიერები.

გული გამალებით უცემდა. დილით, როცა წავლენ, ფიქრობდა კეი, შემიძლია


სამალავიდან გამოვიდე და უკან გავეკიდო, როგორც ბავშვი აეკიდება ხოლმე სასულე
ორკესტრს. ბოლოს და ბოლოს, შემამჩნევენ, შეჩერდებიან და მკითხავენ, რა გინდაო.
და მე ვუპასუხებ: მომეცით რაღაც ტვირთი და წამოგიღებთ. შეშას დაგიჩეხავთ და
საღამოს ცეცხლს დაგინთებთ-მეთქი. ან კიდევ ასე ვეტყვი, მომავალში აუცილებლად
მოდით აქ, ამ ტბორთან. მე გამოგკვებავთ. მალე ჩემი გოგრა და ნესვი დამწიფდება,
ატამი, ფინიკი, ლეღვი – ყველაფერი საკმარისად მექნება. არაფერი
მოგაკლდებათმეთქი. და როცა ისინი შემდეგ ჯერზე ისევ წავლენ მთაში, თუ სადაც
დადიან, ღამღამობით ჩემთან შემოივლიან და მე გავუმასპინძლდები, მერე კი მათთან
ერთად ცეცხლს

მივუჯდები და ყურადღებით მოვუსმენ მათ თითოეულ სიტყვას. ამბები, რომელსაც


მათგან მოვისმენ, განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ბანაკში ვისმენდი. იმიტომ,
რომ ბანაკში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა
აქვთ: ქალები, ბავშვები, მოხუცები, ბრმები, სახიჩრები, იდიოტები. ისინი მხოლოდ
იმის შესახებ ყვებიან, რა გაჭირვება გამოიარეს და როგორ გადარჩნენ. ამ ბიჭების
ცხოვრება კი საოცარი, სახიფათო თავგადასავლებითაა სავსე. ხან იმარჯვებდნენ, ხან
მარცხდებოდნენ და თავის გადარჩენას ძლივს ახერხებდნენ. ისინი თავის ამბებს
მთელი ცხოვრების მანძილზე მოყვებიან, მერეც, როცა ომი უკვე დიდი ხნის

108
დამთავრებული იქნება და ჯერ შვილები მოუსმენენ პირდაღებული, შემდეგ კი
შვილიშვილები.

კეიმ ხელი ფეხსაცმელებისკენ გაიწვდინა იმის შესამოწმებლად, თასმები შეკრული


ჰქონდა თუ არა და იმწამს მიხვდა, რომ ბუნაგიდან არ გამოძვრებოდა, წელში
გამართული სიბნელიდან სინათლისკენ, მათი ცეცხლისკენ არ წავიდოდა და აქ ვარო,
არ განაცხადებდა. მან მიზეზიც კი იცოდა, ასე რატომ არ მოიქცეოდა: ძალიან ბევრი
ხალხი წავიდა საომრად და ისინი ამბობდნენ, ბაღში მუშაობის დრო ომის
დასრულების შემდეგ დადგებაო. მაგრამ ასე არ შეიძლება. ვიღაც უნდა დარჩეს და
ბაღი შეინარჩუნოს, ან თუნდაც ის დაუმტკიცოს ადამიანებს, რომ ბაღი არ უნდა
მოკვდეს. იმიტომ რომ, თუ ოდესმე ეს კავშირი გაწყდა, დედამიწა განრისხდება და
თავის შვილებს დაივიწყებს. აი, რატომ არ მივა მათთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ეჭვმიუტანელი ჭეშმარიტებაა, არასდროს


განაცხადებს საკუთარი თავის შესახებ, იმიტომ რომ მას და ამ ხალხს არ ყოფს
მხოლოდ რამდენიმე ათეული იარდი – მანძილი მის თავშესაფარსა და ცეცხლს შორის.
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როცა ცდილობდა, საკუთარი თავისთვის
რამე აეხსნა, ყოველთვის ჩნდებოდა რაღაც სიცარიელე, ხვრელი, სიბნელე, რომლის
წინაშეც მისი გონება უკან იხევდა, რომელშიც სიტყვების ჩაყრას აზრი არ ჰქონდა –
სიტყვები ინთქმებოდა, ხვრელი კი რჩებოდა. როგორც უნდა მოეყოლა თავისი ამბავი,
რაღაც მთავარი მაინც უთქმელი რჩებოდა და მისი ნათქვამი ტყუილი გამოდიოდა.

თავშესაფარი «ნორენიუსი» და არითმეტიკის გაკვეთილები გაახსენდა. შიშისგან


გახევებული მიშტერებია ამოცანას, რომელიც უნდა გამოიყვანოს. მასწავლებელი
რიგებში დადის და ელოდება, როდის დადებენ მოსწავლეები კალმისტრებს და
დადგება დრო, რომ ცხვრები თხებისგან განაცალკეოს. თორმეტმა ადამიანმა ექვსი
ტომარა კარტოფილი შეჭამა. თითოეულ ტომარაში ექვსი კილოგრამი იყო. რამდენი
კარტოფილი შეჭამა თითოეულმა? ის ხედავს საკუთარ თავს, რიცხვი «თორმეტი»
როგორ გამოჰყავს. შემდეგ «ექვსიანს» წერს, მაგრამ ვერ გაუგია, ამ ციფრებს რა უნდა
მოუხერხოს. ორივეს შლის. სიტყვა «რამდენი»-ს დასჩერებია. ის არ იცვლება, ჰაერში
არ იფანტება. თავის საიდუმლოს არ ამჟღავნებს. «მე მოვკვდები, – ფიქრობს ის, – ისე
მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, რამდენი შეჭამა თითოეულმა».

109
***
ღამე თითქმის არ სძინებია. უსმენდა, როგორ ივსებოდა ტბორი წყლით. დროდადრო
გარეთ გაიხედავდა, რომ ვარსკვლავების შუქზე დაენახა, ვირები დასასვენებლად
წამოწვნენ თუ ჯერ კიდევ ბალახობდნენ მის ბოსტანში. შემდეგ, ეტყობა, მაინც
ჩათვლიმა, რადგან უცებ, თავის ქვემოთ, ბალახში მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა. ვიღაც
ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა, ვირებს აიძულებდა, წამომდგარიყვნენ. ცა,
რომლის ფონზეც მთები ლურჯად ჩანდა, შევარდისფრებას იწყებდა. ქარი
ჩამდგარიყო და დილის სიჩუმეში ვედროს ჟღრიალი, ტოლჩაში კოვზის მორევის ხმა
და წყლის თქაფუნი ისმოდა.

«ახლა, – ფიქრობდა ის საბოლოოდ გამოფხიზლებული, – ახლა უნდა გადავწყვიტო. ეს


ჩემი ბოლო შანსია». გამოქვაბულიდან გამოძვრა, ოთხზე ფორთხვით იარა და გაიხედა.

ტბორში ვიღაც კაცი ბანაობდა. მან ღამის ცივი წყლიდან ამოყვინთა, ზემოთ ამოვიდა,
კედელთან დადგა და თეთრი პირსახოცით შემშრალება დაიწყო. მისი შიშველი
სხეული დილის რბილ სხივებში ბრწყინავდა.

ორი კაცი ვირს ტვირთავდა. ერთს აღვირი ეჭირა, მეორემ ზურგზე ტილოს ორი მძიმე
ტომარა

გადაჰკიდა და ახლა მათ, და კიდევ რაღაც გრძელ მილს, ასევე ტილოში გახვეულს,
ღვედებით ამაგრებდა.

დანარჩენები ტბორის კედელს მიღმა იდგნენ. დროდადრო რომელიღაც მათგანის


თავი გაიელვებდა ხოლმე.

ის კაცი, რომელიც ტანს იმშრალებდა, ხელახლა გამოჩნდა, უკვე ჩაცმული. ის დაიხარა


და წყლის რაბი ასწია. წყალი არხებს მიაწყდა, რომლებიც კეიმ ფერმაში თავისი
პირველი ყოფნისას გაიყვანა ნარგავების მოსარწყავად.

«შეცდომა, – გაიფიქრა კეიმ, – ცუდი ნიშანია». იმავე

კაცმა ტუმბოზე მუხრუჭის ჯაჭვი დაამაგრა.

და რაზმი ველებს გაუყვა, აღმოსავლეთისკენ, მთების მიმართულებით. ერთი ვირი


პროცესიას წინ მიუძღოდა, მეორე კი სულ ბოლოს მიდიოდა. ჰორიზონტიდან
ამომავალი მზე პირდაპირ სახეში სცემდა. კეი მიმავლებს მთის თხემის უკნიდან
გაჰყურებდა, დიდხანს თვალი არ მოუცილებია. ყვითელ ბალახში მათი გარჩევა უკვე
ჭირდა. «ახლაც არ არის გვიან, გავეკიდო და

დავეწიო, – ფიქრობდა ის, – ახლაც არ არის გვიან». და როცა ისინი ბოლოს და ბოლოს
თვალს მიეფარნენ, კეი წამოდგა და წყლით დაფარული ბოსტნის დათვალიერება
დაიწყო, იმ ადგილის, სადაც ღამით ვირები ძოვდნენ. ბოსტანი ჩლიქების ნაკვალევით
იყო სავსე. ვირებს არა მხოლოდ შეეჭამათ მცენარეების ნაწილი, არამედ გადაექელათ
კიდეც. გრძელი გატოტვილი ბარდები, რომლებიც ასე საგულდაგულოდ შენიღბა
ბალახით, გავერანებული დახვდა. მოღვენთილ ფოთლებს უკვე ჭკნობა შეჰპაროდა.

110
მწვანე, პატარა ნაყოფი, კაკალზე ცოტათი დიდი, შეეჭამათ. მოსავლის ნახევარი
განადგურებული იყო. სხვა მხრივ უცნობების იქ ყოფნის კვალი არ ჩანდა.
ცეცხლისთვის მიწა და ქვები მიეყარათ და ეს ისე გულმოდგინედ გაეკეთებინათ, რომ
ვერც კი მიაგნებდა, ბოლომდე ჩამქრალი რომ ყოფილიყო. ტბორი წყლისგან
დაცლილიყო. მან საკეტი ჩამოუშვა.

კეი თავისი სამყოფლის ზემოთ, ბორცვზე აცოცდა, ყველაზე მაღალი ადგილი შეარჩია,
დაწვა და მზეს მიაჩერდა. არაფერი ჩანდა. ისინი ბორცვებს შეერწყნენ.

«მე იმ დედას ვგავარ, რომლის შვილებმაც სახლი დატოვეს, – გაიფიქრა მან, –


ერთადერთი, რაც დამრჩენია, ის არის, რომ ყველაფერი დავალაგო და სიჩუმეს
მოვუსმინო. მინდოდა, მათთვის საჭმელი მიმერთმია და მხოლოდ ვირები გამოვკვებე.
ისინი ხომ ბალახითაც დაკმაყოფილდებოდნენ». ის თავის თავშესაფარში შეძვრა,
ბალახის საგებელზე წამოწვა და თვალები დახუჭა.

დილით ვერტმფრენის ზუზუნმა გამოაღვიძა. ის მდინარის კალაპოტს ზემოთ ფრენდა.


თხუთმეტი წუთის შემდეგ ვერტმფრენი ისევ დაბრუნდა. ჩრდილოეთისკენ
მიემართებოდა.

«მათ დაინახეს, რომ აქ მიწა ირწყვებოდა, – ფიქრობდა ის, – დაინახეს ამწვანებული


ბალახი, დაინახეს გოგრის დიდი, მწვანე, წვნიანი ფოთლები, დროშებივით რომ
ირხეოდნენ. ზემოდან ყველაფერი შეიძლება დაინახონ, ყველაფერი, რაც ბუნებრივად
მიწით არ არის დაფარული, რაც მიწის ზემოთ იზრდება. ამიტომ ხახვი უნდა
მომეყვანა».

ჯერ კიდევ არ არის გვიან, მთებში გავიქცე, იქ გამოქვაბული მოვძებნო და დავიმალო.


მაგრამ უმწეობის და უილაჯობის შეგრძნება არ ტოვებდა. «დაე, მოვიდნენ, – გაიფიქრა
მან, – ჩემთვის სულერთია». და ისევ ჩაიძინა.

ერთი კვირის განმავლობაში კეი უფრო ფრთხილობდა, ვიდრე ადრე. დღისით თავისი
სამყოფლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, ღამით კი ცოცხლად გადარჩენილ
მცენარეებს რწყავდა, მაგრამ ისე ძუნწად, რომ ფოთლებმა ჭკნობა დაიწყო, ულვაშები
კი გახმა. გადაქელილი მცენარეები ამოთხარა. თუ თითოეული ყვავილი ნაყოფს
გამოიღებს, ჩემი მოსავალი ორმოცი გოგრა იქნება. და თუ ისინი ისევ მოვლენ
ვირებით, მაშინ არც ერთი აღარ დარჩება. აქამდე კარგ მოსავალზე ოცნებობდა, ახლა
კი აღარ დაეძებდა, ოღონდ რამდენიმე ნაყოფი მაინც

დამწიფებულიყო, რომ თესლი მიეღო. თავს ინუგეშებდა, წელიწადი გაივლის,


ზაფხული ისევ დადგება და ყველაფერს თავიდან დავიწყებო.

ზაფხული მთავრდებოდა. დედამიწას ბუღი ასდიოდა. ცა მძიმე ღრუბლებით


დაიფარა, შემდეგ ჭექა-ქუხილი ატყდა და წვიმა წამოვიდა. ღვარცოფები მოაწყდა და
მისი სამყოფელი დატბორა. მთლად გალუმპული კეი ტბორის კედლის მიღმა
დაიმალა. თითქოს საკუთარი ნიჟარიდან გამომძვრალი ლოკოკინა ვიყოო, გაიფიქრა.
ერთი საათის შემდეგ თავსხმა წვიმა შეწყდა. ჩიტებმა გალობა დაიწყეს. დასავლეთის
მხარეს ცისარტყელა გამოჩნდა. მან თავისი სამყოფლიდან ბალახის საგები გამოათრია

111
და დაელოდა, ბოლომდე როდის შეწყდებოდა წყლის ნაკადი, შემდეგ თიხა მოზილა
და კედლების და სახურავის ხელახლა მოლესვას შეუდგა.

ვირები აღარ გამოჩენილან, ისევე როგორც ის თერთმეტი კაცი. აღარც ვერტმფრენს


გადაუფრენია. გოგრები იზრდებოდა. ღამით კეი თავის ბაღში შეიპარებოდა და მათ
გლუვ გარსს უსვამდა ხელს. ისინი ყოველღამე ზომაში საგრძნობლად იმატებდნენ.
ისევ იმედი გაუჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ფიქრობდა, რომეს
უსაფუძვლო იმედი არ იყო. ხანდახან დღისით ეღვიძებოდა. თავს გარეთ გაყოფდა და
თავის ბოსტანს ათვალიერებდა. ხან აქ, ხან იქ ბალახის საფარველიდან სიმწიფეში
შესული გოგრა გაიელვებდა.

მის მიერ დარგულთაგან ერთ-ერთი ნესვის თესლი აღმოჩნდა. და, აი, ახლა ბოსტნის
შორეულ კიდეში ორი ღია მწვანე ნესვი იზრდებოდა და ეჩვენებოდა, რომ ისინი უფრო
უყვარდა, ვიდრე გოგრები. ისინი თითქოს დები იყვნენ მრავალრიცხოვან ძმებს
შორის. თითოეულ მათგანს ბალახების ბალიში დაუფინა, რომ არ დაზიანებულიყო.

ბოლოს დადგა დღე, როცა პირველი გოგრა ისე დამწიფდა, რომ უკვე მოწყვეტა
შეიძლებოდა. ზომით ყველაზე დიდი იყო, ბოსტნის შუაგულში იზრდებოდა და
ყველას დაასწრო დამწიფება – ეს მის მიერ მოწეული პირველი ნაყოფი გახლდათ, მისი
პირმშო. რბილი კანი დანით ადვილად გაიჭრა. მუქი ნარინჯისფერი რბილობი
ჰქონდა, თუმცა კანთან თხელი მწვანე ზოლი ისევ შერჩენოდა. მან გოგრის ნაჭრები
დააწყო მავთულებიან ცხაურზე, რომელიც თვითონ შეაკოწიწა და ნაკვერჩხლებზე
მისი შეწვა დაიწყო. უკვე ბნელდებოდა და ნაკვერჩხლები სულ უფრო წითლად
ღუოდა. ჰაერი შემწვარი გოგრის არომატით გაივსო. მან ლოცვის სიტყვები წარმოთქვა,
რომელიც ოდესღაც ასწავლეს, მაგრამ ცის მიმართ კი არა, მიწის მიმართ, რომელზეც
მუხლებით იდგა. «ჭეშმარიტად გმადლობ წყალობისთვის, რასაც შენგან ვიღებთ».

მავთულებით გოგრის ნაჭრების გადაბრუნება დაიწყო და უცებ იგრძნო, რომ გული


მადლიერებით ევსებოდა. სწორედ ის იყო, რასაც აღუწერდნენ. თბილი წყლის
ნაკადივით მოელამუნა მის სულს. «და, აი, ჩემი შრომა დამთავრდა, – უთხრა მან თავს,
– ახლა შემიძლია, აქ

წყნარად გავატარო მთელი ცხოვრება და იმით ვიკვებო, რასაც მიწა მომცემს». შემწვარი
გოგრის პირველი ნაჭერი პირთან მიიტანა. ხრაშუნა, ალისფერი კანის შიგნით წვნიანი,
ნაზი რბილობი. ღეჭვა დაიწყო და თვალებიდან სიხარულის ცრემლები
გადმოსცვივდა. ასეთი გემრიელი გოგრა ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო, გაიფიქრა.
პირველად მას შემდეგ, რაც ფერმაში ცხოვრობდა, საჭმელმა სიამოვნება მიანიჭა, და
თანაც როგორი სიამოვნება. ჭამდა და ჭამდა, ვეღარ ჩერდებოდა.
მავთულით ნაკვერჩხლიდან მეორე ნაჭერი აიღო, კბილები ჩაასო შებრაწულ კანს და
ცხელ რბილობამდე ჩავიდა. «ასეთი გოგრა, – გაიფიქრა მან, – ასეთი გოგრა, შემიძლია,
ყოველდღე ვჭამო და მეტი არც არაფერი მომინდება. და ცოტაოდენი მარილი რომ
დავამატო, სულ ცოტა მარილი, კარაქი წავუსვა, მერე შაქარი და დარიჩინი მოვაყარო,
მაშინ რაღა იქნება!» მესამე ნაჭერი შეჭამა, მეოთხე, მეხუთე, ნახევარი გოგრა შეჭამა და,
როგორც იქნა, დანაყრდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მარილის, შაქრის,
დარიჩინის გემოს იგონებდა, რიგრიგობით.

112
მაგრამ გოგრების დამწიფებას ახალი საზრუნავიც მოჰყვა. ბარდების შენიღბვას
ფოთლებით ახერხებდა, თვითონ გოგრების დამალვა შეუძლებელი იყო. ისინი
მუხლამდე ბალახში ისე ეწყო, გეგონებოდა, ცხვრის ფარა შემოსულა ბოსტანში და
სძინავსო. გოგრების დაფარვა დაიწყო, მაგრამ გულმა არ უქნა, რომ მთლად ბალახებში
გაეხვია ისინი. გვიანი ზაფხულის მზის ყოველი სხივი ხომ ძვირფასი იყო მათ
დასამწიფებლად. მხოლოდ ის შეეძლო, რომ ადრე მოეწყვიტა ისინი, ხანდახან ჯერ
კიდევ მაშინ, როცა გვერდები მწვანე ჰქონდათ.

დღეები მოკლდებოდა, ღამეები კი უფრო ცივი ხდებოდა. ხანდახან კეის შავპალტოში


ჩაცმულს უწევდა მუშაობა. დაძინებისას ფეხებს ტომარაში ყოფდა, ხელებს კი
მუხლებს შორის მალავდა. მას სულ უფრო და უფრო მეტი ეძინა. როცა მუშაობას
დაამთავრებდა, ადრინდელივით აღარ ჯდებოდა, რომ ვარსკვლავებისთვის ეცქირა ან
ღამის სიჩუმისთვის მოესმინა. არც მინდორში დასეირნობდა. ამის ნაცვლად
შეძვრებოდა თავის სოროში და ღრმა ძილს მიეცემოდა. მთელი დილა ეძინა,
შუადღემდე და მერე ძილ-ბურანში ოცნებებს ეძლეოდა, არ ინძრეოდა, ნებივრობდა
სითბოში, რომელსაც სახურავი ასხივებდა. მზის ჩასვლის შემდეგ გარეთ გამოდიოდა,
გაიზმორებოდა, მდინარის კალაპოტს ჩაუყვებოდა და დაღამებამდე შეშას ჭრიდა.

ცეცხლისთვის ორმო ამოთხარა, რომ შორიდან ვერ დაენახათ. საკვამლე მილი გააკეთა.
ჭამის შემდეგ ორმოს ორ ბრტყელ ქვას აფარებდა და ზემოდან მიწას აყრიდა.
ნაკვერჩხლები მომდევნო ღამემდე ღვიოდა. მუდამ თბილი ორმოს გარშემო,
კეთილისმყოფელ სითბოში, მწერები მომრავლდნენ.

არ იცოდა, ახლა რომელი თვე იყო, მაგრამ, მისი ანგარიშით, აპრილი გამოდიოდა.
დღეების აღრიცხვას არ აწარმოებდა, მთვარის ფაზებს არ ინიშნავდა. ის ხომ არც
პატიმარი იყო და არც განკიცხული. სასჯელის მოსახდელად არ გამოუგზავნიათ
ტბორთან. თავისი ნებით მოვიდა, რომ აქ ეცხოვრა.

ბინდს და ღამის სიბნელეს ისე შეეჩვია, რომ დღის შუქი თვალებს სტკენდა. ადრე
ღამღამობით ბილიკებით დადიოდა ტბორის ახლომახლო. ახლა აღარც ეს
სჭირდებოდა. იმდენად კი არ ხედავდა, რამდენადაც გრძნობდა სახის კანით,
თვალების გუგებზე წნევით, რომ მის წინ რაღაც საგანი იყო. საათების განმავლობაში
გაფანტული მზერა ჰქონდა, თვალები თითქოს სადღაც შორს იყურებოდნენ,
ბრმასავით. ყნოსვის შეგრძნებაც უჩვეულოდ განუვითარდა. მის ფილტვებს სუფთა,
არომატული სუნი ავსებდა, იმ წყლის სუნი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე წყაროს
ამოჰქონდა. ეს სუნი ათრობდა, სუნთქავდა და ვერ ძღებოდა. სახელიც კი არ იცოდა ამ
ბუჩქებისა, მაგრამ ფოთლების სუნით მათ ერთმანეთისგან ადვილად არჩევდა. და
კიდევ, სუნის მიხედვით წვიმის მოახლოებას გრძნობდა.

მაგრამ ყველაზე მეტად უსაქმურობა შეუყვარდა. თუმცა ეს ის არ იყო, რაც ადრე, როცა
აიძულებდნენ ქანცის გაწყვეტამდე ემუშავა, ის კი ახერხებდა, სულის მოსათქმელად
რამდენიმე წუთით გარიდებოდა და ყვავილნარში, თოხით ხელში, მუხლებზე
დამდგარიყო. ახლა ის უბრალოდ დროს ანდობდა თავს, დრო კი მდორედ, ზეთივით
ნელა მიედინებოდა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე, დედამიწის ერთი მხარიდან
მეორეში და მის ზედაპირს ბანდა, მის იღლიებსა და საზარდულში ტრიალებდა,

113
ქუთუთოებს უმოძრავებდა. მას არც სწყინდა და არც უხაროდა, როცა სამუშაო ჰქონდა
– მისთვის უბრალოდ სულერთი იყო. შეეძლო მთელი დღე წოლილიყო და თავისი
სოროს სახურავის – გოფრირებული რკინის

ფურცლისთვის ეყურებინა, მასზე ჟანგის პატარა ლაქისთვის გაეშტერებინა თვალი. ამ


დროს მისი გონება არსად არ ქროდა. ის არაფერს ხედავდა, გარდა რკინისა. ფანტაზია
ხაზებისა და ფორმებისგან არავითარ სახეებს არ ქმნიდა. ჟანგი მხოლოდ ის იყო, რაც
იყო და არაფერი სხვა. მხოლოდ დრო მოძრაობდა და ის თავისი დინებით მიჰყავდა.
ერთი-ორჯერ სხვა დრომ შეახსენა თავი, იმ დრომ, როცა ომი მძვინვარებდა – მაღლა,
მის თავს ზემოთ ორმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა გადაიფრინა. სულ ეს იყო. ის
უკალენდრო, დროის აღრიცხვის მიღმა სამყაროში ცხოვრობდა, ნეტარ, მიტოვებულ
კუთხეში, ნახევრად მძინარე და ნახევრადმღვიძარე. «ისე, როგორც პარაზიტი
ცხოვრობს ნაწლავებში, – ფიქრობდა ის, – როგორც ხვლიკი ცხოვრობს ქვის ქვეშ».

სწორედ სიტყვა «პარაზიტი» თქვა პოლიციის კაპიტანმა იაკალსდრიფში: –


პარაზიტები! – ყვიროდა ის, – თქვენ პარაზიტების ბუდე ხართ ამ სუფთა, ნათელ
ქალაქში. გინდათ, გამოჭამოთ და სამაგიეროდ არაფერი მისცეთ! მაგრამ ახლა, როცა
კეი უსაქმურად იწვა და ამ ეპიზოდზე სასხვათაშორისოდ ფიქრობდა («ბოლოს და
ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას ჩემთვის»), თვითონაც ვერ გაეგო, პარაზიტი
ბანაკი იყო თუ ქალაქი. მატლი ცხვარს ნთქავს, მაგრამ ცხვარი რატომ ყლაპავს მატლს?
მაგრამ თუ ჩვენ მილიონები ვართ? იმდენად ბევრი, რომ სინამდვილეში არავინ იცის,
რამდენი მილიონი? თუ ჩვენ ბანაკებში შეგვრეკეს, ნაწყალობევით ვცხოვრობთ,
ვცხოვრობთ იმით, რასაც მიწა მოგვცემს, თავი რის ვაინაჩრობით გაგვაქვს, სადღაც

კუთხე-კუნჭულებში მივძვრებით, რომ დროს დავემალოთ, მეტისმეტად


ვფრთხილობთ საიმისოდ, რომ დროშები გამოვფინოთ, ყურადღება მივიქციოთ და
თავი დავათვლევინოთ? მაინც რამდენი ვართ? თუ პარაზიტები ბევრად მეტნი არიან,
ვიდრე ორგანიზმები, რომლის ხარჯზეც ისინი ცხოვრობენ? უსაქმური პარაზიტები
და სხვა საიდუმლო პარაზიტები – ჯარსა და პოლიციაში, სკოლებში, ქარხნებსა და
ოფისებში, გულში? თუ ეს ასეა, მაინც შეიძლება, პარაზიტებს პარაზიტები ვუწოდოთ?
ამ პარაზიტებსაც ისევე აქვთ სისხლი და ხორცი და ისინიც შეიძლება მსხვერპლად
იქცნენ. ბანაკია ქალაქისთვის პარაზიტი, თუ ქალაქია ბანაკის პარაზიტი – ალბათ
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის.

დედაზეც ხშირად ფიქრობდა. მან სთხოვა, უკან, სახლში, სადაც დავიბადე, იქ


მიმიყვანეო და კეიმ შეუსრულა – თუ საერთოდ შეიძლება ფერფლს დედა ვუწოდოთ.
და თუ ის ამ ფერმაში არ დაბადებულა? სად არის ბეღლის ქვის კედლები, რომლის
შესახებ ის უყვებოდა? დღისით თავი აიძულა, ფერმის მიდამოები დაევლო,
დაათვალიერა ბორცვზე შეფენილი პატარა სახლები, შიშველი მიწის სწორკუთხედი
მათ ახლო. «თუკი დედას აქ ოდესმე უცხოვრია, ამას აუცილებლად ვიგრძნობ», –
უთხრა საკუთარ თავს. თვალები დახუჭა და შეეცადა, დედის მონათხრობის
მიხედვით თავის წარმოსახვაში აღედგინა ალიზის სახლები და ლელქაშის
სახურავები. ბაღი, რომელშიც მსხლის ხეები იდგა. ქათმები, გამალებით რომ
დასდევდნენ საკენკს, რომელსაც პატარა, ფეხშიშველა გოგონა უყრიდა. იმ პატარა
გოგონას უკან კი,

114
ზღურბლზე, მეორე ქალის ნახევრად ჩრდილში მოქცეულ სახეს ეძებდა, ცდილობდა
წარმოედგინა. ეს ხომ ის ქალი იყო, რომლისგანაც დედამისი მოევლინა ქვეყანას.
«როცა დედაჩემი სამზარეულოში კვდებოდა, – ფიქრობდა ის, – როცა იცოდა, რომ მისი
აღსასრული დგებოდა, მე კი არ მიყურებდა, არამედ ვიღაცას, ვინც ჩემ უკან იდგა –
დედამისს თუ დედამისის აჩრდილს. ჩემთვის ის მოხუცი ქალი იყო, მაგრამ საკუთარი
თავისთვის ისევ პატარა ბავშვად რჩებოდა და ყვიროდა, რომ დედას ხელი
ჩაეჭიდებინა მისთვის, დახმარებოდა. და დედაჩემის დედაც, რომლის ცხოვრებაც
ჩემთვის საიდუმლოებითაა მოცული, ბავშვი იყო, და ასე შემდეგ. მე ბავშვების
დაუსრულებელი მწკრივიდან მოვდივარ».

შეეცადა, ამ მწკრივის ბოლოს მდგარი ფიგურა წარმოედგინა, უფორმო,


ნაცრისფერკაბიანი ქალი, რომელიც დედისგან არ შობილა, მაგრამ როცა ფიქრობდა
სიჩუმეზე, რომელშიც ის ქალი ცხოვრობდა, სიჩუმეზე, სამყაროს შექმნას რომ
უსწრებდა წინ, დაძაბულობისგან თავის ტკივილი ეწყებოდა.

ახლა თითქმის გამუდმებით ეძინა და მის მიწის ნაკვეთს ისევ ცხოველები შეესივნენ –
ამჯერად კურდღლები და პატარა ნაცრისფერი ანტილოპები, რომლებიც საბალახოდ
მოდიოდნენ. მხოლოდ ფოთლები რომ ეჭამათ, კიდევ არ დაეძებდა, მაგრამ ბარდებს
ღრღნიდნენ, რითაც ნაყოფი სასიცოცხლოდ აუცილებელი წვენის გარეშე რჩებოდა და
ჭკნებოდა. კეის

სასოწარკვეთილება იპყრობდა, ბრაზობდა, არ იცოდა, რა ექნა. მისი ორი ძვირფასი


ნესვიც რომ გაენადგურებინათ? მან მავთულებისგან მახის შეკოწიწება დაიწყო, ბევრი
იჯახირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთ ღამეს პირდაპირ მიწის ნაკვეთის შუაში
დაწვა, მაგრამ სავსე მთვარე დაჰნათოდა და ვერ დაიძინა. ყოველ გაფაჩუნებაზე
კრთებოდა, სიცივისგან ფეხები გაუშეშდა. ბევრად გამიადვილდებოდა საქმე, ტბორი
რომ შემომაღობინაო, ფიქრობდა. თუ მაგარი მავთულით შემოღობავდა, თანაც ისე,
რომ ბადე ნახევარი ფუტი, ან მეტი, მიწაში იქნებოდა, ბოსტანში სოროსაც კი ვერ
გაიკეთებდნენ.

პირში გამუდმებით სისხლის გემოს გრძნობდა. ფაღარათისგან გაიტანჯა, დილით


ადგომისას თავბრუ ეხვეოდა. ხანდახან ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კუჭის
ნაცვლად სხეულში მაგრად მომუშტული ხელი ედო. საკუთარ თავს აიძულებდა,
უფრო მეტი გოგრა ეჭამა, ვიდრე უნდოდა. ეს ტკივილს ცოტათი უმსუბუქებდა, მაგრამ
სიმძიმის შეგრძნება მაინც რჩებოდა. შეეცადა, შურდულით ჩიტი მოეკლა. ვერ
მოახერხა, ამ ბოლო დროს მიზანში ვეღარ ახვედრებდა და მოთმინებაც აღარ
ჰყოფნიდა. ხვლიკი მოკლა და შეჭამა.

გოგრებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო დამწიფება. მათი ბარდები ჩაყვითლდა


და დაჭკნა. კეის ადრე არ უფიქრია, მოსავალი სად შეენახა. შეეცადა, თხელ ნაჭრებად
დაეჭრა და მზეზე გამოეშრო, მაგრამ ლპებოდა და ჭიანჭველები ესეოდა. შემდეგ
ყველა, ოცდაათივე გოგრა

პირამიდის ფორმით თავის სოროსთან დააწყო. შუქურას ჰგავდა. მიწაში ჩაფვლა არ


ივარგებდა. სითბო და მშრალი ადგილი სჭირდებოდა. ისინი ხომ მზის შვილები
იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, გოგრები აიღო და თითო-თითოდ მდინარის ნაპირას,

115
ბუჩქებში დააწყო. თვალში მოსახვედრი რომ არ ყოფილიყო, თითოეულის გარსი
მოზელილი თიხით ააჭრელა.

შემდეგ ნესვები დამწიფდა. ერთი ერთ დღეს შეჭამა, მეორე – მეორე დღეს.
ლოცულობდა ნესვმა ჯანმრთელობა დამიბრუნოსო. მოეჩვენა, რომ თავს უკეთესად
გრძნობდა, თუმცა სისუსტემ არ გაუარა. ნესვის რბილობი ნარინჯისფერი იყო,
მდინარის ქვიშისფერი. ასეთი გემრიელი ხილი არასოდეს ეჭამა. ნეტავ მისი სიტკბოს
რა ნაწილი მოდიოდა თესლიდან და რა ნაწილი მიწიდან? თესლის ყველა მარცვალი
შეკრიბა და გამოსაშრობად დააწყო. ერთი მარცვლისგან მთელი ერთი მუჭა. აი, ამას
ნიშნავდა გამოთქმა: მიწის ბარაქა.

დაბოლოს, დადგა დღე, როცა კეი თავისი სოროდან საერთოდ არ გამოვიდა.


შუადღისას გაეღვიძა. შიმშილს არ გრძნობდა. ცივი ქარი უბერავდა. ბოსტანში
გასაკეთებელი არაფერი იყო, საზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოები
დამთავრებული ჰქონდა. გვერდი შეიქციადა ისევ დაიძინა. როცა გაეღვიძა, უკვე
თენდებოდა. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.

დღეებს საერთოდ აღარ ითვლიდა. ხანდახან გაიღვიძებდა და ხედავდა, რომ დღე იყო.
ძველ,

შავ პალტოში იხუთებოდა. ტომარაში ჩაყოფილი ფეხები თითქოს სხვისი იყო.


დიდხანს იწვა ასე, გონებადაბინდული, მეტისმეტად დაქანცული საიმისოდ, რომ
თავი შეეფხიზლებინა და ძილქუშისგან გამორკვეულიყო. გრძნობდა, რომ სხეულში
რაღაც პროცესები შენელდა. «შენ ასე სუნთქვასაც გადაეჩვევი», – ეუბნებოდა საკუთარ
თავს და მაინც ფილტვების ჰაერით შევსება ავიწყდებოდა. დროდადრო ხელს ასწევდა
ხოლმე, ტყვიასავით მძიმეს, და გულზე დაიდებდა. სადღაც შორს, თითქოს სხვა
ქვეყანაში, რაღაც იკუმშებოდა და იშლებოდა.

გადიოდა დღეები, ღამეები, მას კი ეძინა და ეძინა. ერთხელ დაესიზმრა, რომ ვიღაც
კაცმა გააღვიძა. კაცს ჭუჭყიანი ძონძები ეცვა და თამბაქოს სუნი ასდიოდა. ის კეის თავს
ზემოთ გადაიხარა და მხარზე ხელი მოუჭირა. ანჯღრევდა და თან უყვიროდა,
«წაეთრიე ამ მიწიდან!» კეი შეეცადა, თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ თითების
კიდევ უფრო მაგრად მოჭერა იგრძნო. «შენ ამ მიწაზე ვერ გაიხარებ!» – სისინებდა
მოხუცი მის ყურთან.

დედაც დაესიზმრა. მთებში მიდიოდნენ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ფეხები


დასივებული ჰქონდა, დედა ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებოდა. კეი
ხელებს იქნევდა, დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე მიანიშნებდა. გახარებული და
აღელვებული იყო. მოყვითალო-ყავისფერი მიწა, მდინარის ამწვანებული ნაპირები.
არც გზა ჩანდა სადმე, არც ფერმა. ჰაერი არ იძვროდა. როცა თავის სიხარულს ველური
ჟესტებით გამოხატავდა და ხელებს წისქვილის

ფრთებივით იქნევდა, გრძნობდა, რომ საცაა დედამიწას მოსწყდებოდა, კლდოვანი


მთის თხემს გადაუვლიდა, ჰაერით სავსე სივრცეში იქროლებდა დედამიწასა და ცას
შორის. მაგრამ არ ეშინოდა. იცოდა, რომ ფრენა შეეძლო.

116
ხანდახან გამოეღვიძებოდა და არ იცოდა, რამდენ ხანს ეძინა – ერთი დღე, ერთი კვირა
თუ ერთი თვე. ალბათ რაღაც უბედურება მჭირსო, ფიქრობდა. უნდა ვჭამო,
შთააგონებდა თავს, უნდა მოვინდომო, ავდგე და გოგრა მოვიტანო. მაგრამ მაინც არ
დგებოდა. ნეტარებით აზმორებდა, ამთქნარებდა. თავს ისე კარგად გრძნობდა, რომ
არაფრის სურვილი არ ჰქონდა, ოღონდ ასე წოლილიყო და დროის პულსაცია ეგრძნო.
საჭმლის გახსენებაზე გული ერეოდა – რაღაც უნდა აეღო, პირში ჩაედო, დაეღეჭა. და
რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?

მაგრამ თანდათან რაღაც შეიცვალა. ძილი უკვე ისეთი მძიმე აღარ ჰქონდა. მის
წარმოსახვაში რაღაც სახეები ჩნდებოდა, ისეთი სწრაფი და ერთმანეთთან
დაუკავშირებელი, რომ აზრის გამოტანას ვერ ახერხებდა. წამდაუწუმ გვერდს
იცვლიდა, ბორგავდა; იცოდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ
ძილბურანს თავს ვერ აღწევდა. თავის ტკივილები დაეწყო. კბილებს აღრჭიალებდა,
რადგან გულის ყოველი ძგერაზე თითქოს ტვინში სისხლი ასხამდა.

ჭექა-ქუხილი ატყდა. ჯერჯერობით მეხის გრუხუნი სადღაც შორიდან ისმოდა. კეი


ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ, აი, ცა პირდაპირ მის წინ გაიპო და კოკისპირული
წვიმა წამოვიდა. სოროს ხვრელებიდან წყალმა ჟონვა დაიწყო. ღარებიდან ნაკადი
მოვარდა, თიხის ბათქაში გადარეცხა და მის საძინებელ ადგილს მოაწყდა. კეი
წამოჯდა, თავის დაბალ ჭერქვეშ მოიკუნტა. დასამალი არსად ჰქონდა. მისი სოროს
იატაკზე წყალი ნიაღვრად მიედინებოდა, ის კი კუთხეში იჯდა სველ პალტოში
გახვეული და ეძინა. გაიღვიძებდა და ისევ იძინებდა.

დღის სინათლემ გააღვიძა. სიცივისგან კანკალებდა. ცა ღრუბლებით იყო დაფარული.


ცეცხლის დანთება არ შეეძლო. «არა, ასე ცხოვრება არ შეიძლება», – გაიფიქრა მან.
გარეთ გავიდა და ბოსტანში გაიარ-გამოიარა, ტუმბოს გასცდა. ყველაფერი
ძველებურად იყო, მაგრამ თავს როგორღაც უცხოდ გრძნობდა. თითქოს ადამიანი კი
არა, მოჩვენება იყო. მიწაზე ტბორები იდგა. პირველად, მთელი ამ ხნის განმავლობაში,
მდინარის კალაპოტში წყალი გამოჩნდა – რამდენიმე იარდის სიგანის ყავისფერი
ნიაღვარი მოჩქეფდა. იქით ნაპირზე, ლურჯ-ნაცრისფერ ქვიშაზე რაღაც თეთრი ჩანდა.
«საინტერესოა, – გაიფიქრა მან, – ნუთუ წვიმისგან ასეთი დიდი სოკო გაიზარდა?» და
უცებ შეკრთა. მიხვდა, რომ ეს სოკო კი არა, გოგრა იყო.

განუწყვეტლივ ცახცახებდა. ხელის აწევა უჭირდა. ნაბიჯებს გაუბედავად ადგამდა,


მოხუცი კაცივით. უცებ იგრძნო, რომ უნდა დამჯდარიყო და სველ მიწაზე ჩამოჯდა.
ბევრი ძნელი საქმე

ჰქონდა გასაკეთებელი. ვერ შეძლებდა თავის გართმევას. «ძალიან ადრე გავიღვიძე ამ


დილით, – გაიფიქრა მან, – კარგად ვერ გამოვიძინე». ეჭვობდა, ალბათ უჭმელობის
გამოა, რომ ეს რაღაცები დაცურავს ჩემ თვალწინო. მაგრამ მისი კუჭი საჭმლის
მისაღებად მზად არ იყო. თავი აიძულა, ჩაი, ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი წარმოედგინა,
ხელებზე და მუხლებზე დადგა და გუბის წყალი დალია.

წამოდგომა ვეღარ შეძლო და გუბესთან იპოვეს. ჯერ კიდევ შორიდან გაიგონა


ძრავების ხმა, მაგრამ გაიფიქრა, ჭექა-ქუხილი ახლოვდებაო. მხოლოდ მაშინ დაინახა
ისინი, როცა ფერმის სახლის ქვემოთ ჭიშკარს მოაღწიეს, და მიხვდა, ვინც იყვნენ.

117
ფეხზე წამოდგა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ დაჯდა. ერთ-ერთი მანქანა სახლთან
ახლოს შეჩერდა. მეორემ – «ჯიპმა» – მინდორი გადმოჭრა და პირდაპირ მისკენ
გამოემართა. მანქანაში ოთხნი ისხდნენ. ხედავდა, როგორ უახლოვდებოდნენ.
უიმედობამ მოიცვა.

თავიდან ჩვეულებრივ მაწანწალად ჩათვალეს, რომელიც უბრალოდ პოლიციამ აქამდე


ვერ იპოვა და ამიტომ არ იყო იაკალსდრიფში.

– მე ველდში ვცხოვრობ, – უპასუხა მან, როცა გამოკითხვა დაუწყეს, – მე არსად არ


ვცხოვრობ.

შემდეგ იძულებული გახდა, თავი მუხლებზე ჩამოესვენებინა: ტვინში თითქოს


ჩაქუჩით სცემდნენ. პირში ნაღვლის გემო ჰქონდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მისი ხელი
ორი თითით ასწია და გააქან-გამოაქანა. კეის ხელის წართმევა არ უცდია. თითქოს
მისი არც იყო, თითქოს სახელოდან ჯოხი ჰქონდა გამოჩრილი.

– საინტერესოა, რას ჭამს, – იკითხა ჯარისკაცმა, – ბუზებს? ჭიანჭველებს? კალიებს?

კეი მხოლოდ მათ ფეხსაცმელებს ხედავდა. თვალები დახუჭა და თითქოს არსებობა


შეწყვიტა. მერე მხრებზე ხელი მოუთათუნეს და პირთან რაღაც მიუტანეს.
ბუტერბროდი. თეთრი პურის ორი სქელინაჭერი შუაში ძეხვით. ის უკან გადაიწია და
თავი გადააქნია.

– ჭამე, კაცო, – უთხრა მისმა კეთილისმყოფელმა, – მოგაღონიერებს.

ბუტერბროდი გამოართვა და მოკბიჩა. მაგრამ, როგორც კი ღეჭვა დაიწყო, ბოყინი


აუტყდა, ნაშიმშილებმა კუჭმა საჭმელი არ მიიღო. თავი მუხლებს შორის ჩაჰკიდა,
პური და ძეხვი ამოაფურთხა და ბუტერბროდი უკან გაუწოდა.

– ჰო, ავად არის, – თქვა ვიღაცამ. – ეტყობა, სვამდა, – გამოეხმაურა მეორე.

მერე მისი სახლი იპოვეს. წვიმამ გადარეცხა თიხა, რომლითაც მან წინა კედელი
შელესა და ახლა შიშველი ქვა მკვეთრად თვალში საცემი იყო. ჯერ თითოეული
მათგანი რიგრიგობით ოთხზე დადგა და შიგნით შეიხედა, შემდეგ ჭერი გადახადეს
და აკურატულად მოწყობილი საცხოვრებელი იხილეს. კუთხეში ნიჩაბი და ნაჯახი
იდო, მიწის კედელში გამოჭრილ თაროზე – დანა, კოვზი, თეფში, ტოლჩა,
გამადიდებელი შუშა. იატაკზე ბალახის დასველებული საფენი ეგო.

ჯარისკაცებმა კეი წამოაყენეს და თავის სახლთან მიიყვანეს. მის მიმართ უკვე


სიბრალულის გრძნობა აღარ ჰქონდათ. კეის ცრემლები სახეზე ჩამოეღვარა.

– ეს შენ გააკეთე? – ჰკითხეს ჯარისკაცებმა. კეიმ თავი დაუქნია, – აქ მარტო ხარ? – კეიმ
ისევ თავი დაუქნია. ჯარისკაცმა, რომელსაც ის ეჭირა, ზურგს უკან ხელი
გადაუგრიხა. კეი ტკივილისგან აკვნესდა.

– სიმართლე თქვი! – დაუღრიალა ჯარისკაცმა.

– სიმართლეს ვამბობ, – უპასუხა მან.

118
სატვირთო მანქანა მოვიდა. ჰაერი ხმამაღალი შეძახილებით, რაციის ტკაცანით და
წრიპინით აივსო. ჯარისკაცები კეის გარშემო შეგროვდნენ. მას და მის მიერ მოწყობილ
სამყოფელს ათვალიერებდნენ.

– დაიშალეთ! – დაიყვირა ერთ-ერთმა მათგანმა, – გარშემო ყველაფერი გაჩხრიკეთ.


ბილიკები, ორმოები, მიწისქვეშა გასასვლელები, საწყობები, – მას, ისევე როგორც
სხვებს, კამუფლაჟი ეცვა და არ ჰქონდა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, რომლითაც
კეი შეძლებდა მიმხვდარიყო, რომ ის მეთაური იყო, – ვიცით, ეს რა ხალხიცაა, – თქვა
მან. თვალებს მოუსვენრად აცეცებდა. კონკრეტულად არავის მიმართავდა, – ხომ
გახსოვთ, სადაც კი ფეხს დააბიჯებდი, ყველგან მიწისქვეშა გასასვლელები ჰქონდათ
გაყვანილი. მიხვიდოდი სადღაც მიყრუებულ ადგილას, გეგონებოდა, ათობით
მილის მანძილზე ადამიანის ჭაჭანება არ არისო, გვერდზე მიიხედავდი და
მიწისქვეშეთიდან მოძვრებოდნენ. ჰკითხეთ ერთი მაგას, რამდენი ხანია აქ არის, – ის
კეისკენ შებრუნდა და დაიღრიალა.

– ჰეი, შენ, რამდენი ხანია, რაც აქ ხარ?

– შარშანდლიდან მოყოლებული, – უპასუხა კეიმ. თვითონაც არ იცოდა, ეს ტყუილი


კარგი იყო მისთვის თუ ცუდი.

– და შენი მეგობრები როდის ჩამოდიან? როდისთვის ელოდები მათ ჩამოსვლას?

კეიმ მხრები აიჩეჩა.

– გაუმეორეთ შეკითხვა, – თქვა ოფიცერმა და შებრუნდა, – უმეორეთ და უმეორეთ


შეკითხვა. ჰკითხეთ, როდის ჩამოდიან მისი მეგობრები. ჰკითხეთ, როდის იყვნენ აქ
უკანასკნელად. შეამოწმეთ, ენა თუ აქვს საერთოდ, თუ მუნჯია. შეამოწმეთ, მართლა
ისეთი იდიოტია, როგორც გამოიყურება?

ჯარისკაცმა, რომელსაც კეი ეჭირა, კისერში ცერი და საჩვენებელი თითი მოუჭირა და


იქამდე აწვებოდა, ვიდრე კეი მუხლებზე არ დადგა, მერე კი სახით მიწას არ შეეხო.

– გაიგონე, რა გიბრძანა ოფიცერმა? – ჰკითხა მან, – ჰოდა, თქვი ახლა ყველაფერი, რაც
იცი, – მან კეის ბერეტი გადააძრო, თავზე დააწვა და სახე ისევ მიწაზე დაადებინა.
მიჭეჭყილი ტუჩებით და ცხვირით კეიმ სველი ნიადაგი იგრძნო. ამოიოხრა. ასწიეს
და ფეხზე დააყენეს. თვალი არ გაუხელია, – აბა, მოგვიყევი შენი მეგობრების შესახებ,
– უთხრა ჯარისკაცმა. კეიმ თავი გადააქნია. მუცელში ძლიერად ჩაარტყეს და გონება
დაკარგა.

ჯარისკაცები დარწმუნებული იყვნენ, რომ სადღაც ახლომახლო სურსათის და


იარაღის მარაგი იყო დამალული და მთელი დღე ეძებდნენ. ჯერ ტბორის გარშემო
მიდამო გადაჩხრიკეს, შემდეგ უფრო შორს, მდინარეს აუყვნენ და დაუყვნენ. ერთ-ერთ
ჯარისკაცს რაღაც ხელსაწყო ჰქონდა – საყურისებით და შავი კოლოფით. კეი
უყურებდა, როგორ ნელა მოძრაობდა ის მდინარის ნაპირზე, სადაც ნიადაგი რბილი
იყო. მიწაზე ჯოხის კაკუნით მიდიოდა. გოგრების უმეტესობა, ან იქნებ ყველაც,
იპოვეს. ჯარისკაცებს ისინი ბოსტნის კიდეში მიჰქონდათ და ერთად აგროვებდნენ. ამ
აღმოჩენამ ისინი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ აქ ბევრი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო

119
დამალული (კეიმ გაიგონა, ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, აბა, ამ მაიმუნს აქ როგორ
დატოვებდნენო).

ისევ უნდოდათ მისი დაკითხვა, მაგრამ მიხვდნენ, რომ საამისოდ მეტისმეტად


სუსტად იყო. ჩაი მიაწოდეს. დალია. ახლა შეგონებაზე გადავიდნენ.

– სული ძლივს გიდგას, – უთხრეს მას, – შეხედე საკუთარ თავს. ნახე, შენი მეგობრები
როგორ გექცევიან. საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ, რა დაგემართება. გინდა, სახლში
წახვიდე? ჩვენ წაგიყვანთ სახლში და ახალ ცხოვრებას დაიწყებ.

მიწაზე დასვეს, «ჯიპის» ბორბალს მიაყუდეს. ერთ-ერთმა ბერეტი მიუტანა და


კალთაში ჩაუდო.

რბილი, თეთრი პურის ნაჭერი გაუწოდეს. მან ერთი ლუკმა გადაყლაპა, მაშინვე
გადაიხარა და ჩაისთან ერთად ამოარწყია.

– დაანებეთ თავი, – თქვა ვიღაცამ, – მაგას აღარაფერი ეშველება.

კეიმ პირი სახელოთი მოიწმინდა. ჯარისკაცები მის გარშემო იდგნენ. კეის ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, რომ მათ არ იცოდნენ, რა ექნათ.

და ის ალაპარაკდა:

– მე ის არა ვარ, ვინც თქვენ გგონივართ, – თქვა მან, – მე მეძინა და თქვენ გამაღვიძეთ.
ეს არის სულ.

მაგრამმათ ეტყობოდათ, რომ ვერაფერი გაიგეს.

ჯარისკაცები ფერმის სახლში მოეწყვნენ. სამზარეულოში თავიანთი ქურა დადგეს და


მალე კეიმდე რაღაც ტომატიანი საჭმლის სუნმა მოაღწია. ვერანდაზე ვიღაცამ
ტრანზისტორი ჩამოკიდა. ჰაერი ნერვიული ელექტრორიტმებით აივსო. კეი კიდევ
უფრო აფორიაქდა, მოუსვენრობამ შეიპყრო.

ის კორიდორის ბოლოს, საძინებელში გაიყვანეს, ოთხად დაკეცილი ბრეზენტის


ნაჭერი დაუგეს და საბანი დააფარეს. თბილი რძე და ორი აბი მისცეს, უთხრეს,
ასპირინიაო. ამჯერად არ წამოაღებინა. მერე, როცა სულ ჩამობნელდა, ახალგაზრდა
ჯარისკაცმა თეფშით საჭმელი მიუტანა.

– გასინჯე, იქნებ ცოტა მაინც შეჭამო, – უთხრა და ფარანი თეფშზე დაანათა. კეიმ
კარტოფილის პიურე და ორი სოსისი დაინახა, რომლებზეც წვენი სქლად იყო
მოსხმული. თავი გადააქნია და კედლისკენ შებრუნდა. ჯარისკაცმა თეფში მის
საწოლთან დატოვა («იყოს მაინც, იქნებ გადაიფიქრო»). ამის შემდეგ ის აღარ
შეუწუხებიათ. ცოტა ხნით ჩათვლიმა. საჭმლის სუნი უშლიდა ხელს. ბოლოს
წამოდგა და თეფში კუთხეში მიიტანა. ჯარისკაცების ნაწილი ვერანდაზე იჯდა,
ნაწილი – სასტუმრო ოთახში. ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, მაგრამ სინათლე არ
ენთოთ. დილით პრინს-ალბერტიდან პოლიცია ჩამოვიდა ძაღლებით მიწისქვეშა
გასასვლელებისა და გადამალული საბრძოლო საშუალებების მოსაძებნად.
კაპიტანმა ოსტჰეიზენმა კეი მაშინვე იცნო.

120
– ასეთ მახინჯ სახეს რა დამავიწყებს, – თქვა მან, – ეს მასხარა იაკალსდრიფიდან
დეკემბერში გაიქცა. მისი სახელია მაიკლსი. თქვენ რა გითხრათ, რა მქვიაო?

– მაიკლი, – უპასუხა ოფიცერმა.

– ეს მაიკლი კი არა, მაიკლსია, – თქვა კაპიტანმა ოსტჰეიზენმა და კეის ნეკნებში წიხლი


ჩასცხო, – ავად არ არის. უბრალოდ, ბუნებრივად გამოიყურება ასე, ხომ ასეა, მაიკლს?

და კეი ისევ ტბორთან წაიყვანეს. იქიდან ხედავდა, როგორ ექაჩებოდნენ ძაღლები


ჯარისკაცებს, რომლებსაც ისინი საბელებით ეჭირათ, ხან წინ და ხან უკან, მდინარის
ნაპირას დასუნსულებდნენ, მოუთმენლობისგან წკმუტუნებდნენ. ჯარისკაცები ძლივს
ახერხებდნენ, მათ არ ჩამორჩენოდნენ. მაგრამ კურდღლის და ზღარბის რამდენიმე
სოროს გარდა ვერაფერი იპოვეს. ოსტჰეიზენმა კეის საფეთქელში მუჯლუგუნი წაჰკრა.

– რაო, მაიმუნო, – თქვა მან, – ჩვენი გაბრიყვება მოინდომე?

ძაღლები ისევ ფურგონში შერეკეს. ძებნის ინტერესი ყველას დაკარგული ჰქონდა.


ახალგაზრდა ჯარისკაცები მზეზე იდგნენ, ყავას სვამდნენ და საუბრობდნენ.

კეის თავი მუხლებს შორის ჰქონდა ჩარგული. ნათლად აზროვნებდა, მაგრამ თავი
უბრუოდა. პირიდან ნერწყვი სდიოდა, თუმცა ახლა მისთვის სულერთი იყო. ამ მიწას,
მის ყოველ ქვას, ყოველ მარცვალს წვიმა ჩარეცხავს, მზე შეტრუსავს, ქარი გამოაშრობს.
შემდეგ ისევ გაზაფხული მოვა და ჩემგან კვალიც არ დარჩება, თითქოს აქ არასოდეს
მეცხოვროს. ისევე როგორც

დედაჩემისგან არ დარჩენილა არავითარი კვალი. მან დედამიწაზე იცხოვრა, შემდეგ


მისი ფერფლი წვიმამ გადარეცხა, ქარმა გაფანტა და ბალახებს და ფოთლებს შეურია.
«და რაგამოდის, – ფიქრობდა კ, – რა არის ის, რაც მე მიწის ამ ნაგლეჯთან მაკავშირებს.
რატომ ვერ ვშორდები მას, თითქოს ჩემი სახლი იყოს. ბოლოს და ბოლოს, სახლი ხომ
ყველამ უნდა დავტოვოთ, დედა ყველამ უნდა მივატოვოთ. თუ მეც ბავშვი ვარ, ბავშვი
შთამომავლობის იმ ჯაჭვიდან, რომლის გაწყვეტას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს
და ყველანი აქ ვბრუნდებით, რომ მოვკვდეთ დედის კალთაში თავჩადებულები – მე
ჩემი დედის, ის თავისი დედის, და ასე შემდეგ, თაობიდან თაობამდე, სულ პირველ
ქალამდე, რომელიც დედა გახდა».

ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. მას მაშინვე მეორე მოჰყვა. ჰაერი შეირხა, ჩიტები
აჟივჟივდნენ. ბორცვებს ექოს გრუხუნმა გადაუარა. შეძრწუნებულმა კეიმ თავი ასწია
და მიიხედ-მოიხედა.

– შეხედე, – უთხრა ჯარისკაცმა და თითით აჩვენა.

იმ ადგილიდან, სადაც ვისაგის სახლი იდგა, ნაცრისფერ- ნარინჯისფერი ღრუბელი


მიემართებოდა ზემოთ. ნისლის ღრუბელი კი არ იყო, არამედ მტვრის. გეგონებოდა,
ქარმა სახლი აიტაცა და მიაქვსო. შემდეგ ღრუბელი შეჩერდა და შეთხელება დაიწყო.
კარკასი

გამოჩნდა; სამზარეულოს კედლის ნაწილი ბუხრის მილით, ვერანდის სამი ბოძი.


სადღაც ზემოდან სახურავის რკინის ნაჭერი წამოვიდა და მიწაზე უხმაუროდ დაეშვა.

121
გრუხუნი გრძელდებოდა, მაგრამ კეიმ არ იცოდა, ეს მთების ექო იყო თუ საკუთარი
თავიდან ესმოდა.

მერცხლებმა ჩაიფრინეს გვერდით, ისე ახლოს მიწასთან და მასთან, რომ საკმარისი


იყო ხელი გაეწვდინა და შეეხებოდა.

აფეთქების ხმა კიდევ რამდენჯერმე გაისმა, მაგრამ კეის აღარ გაუხედავს. ისედაც
იცოდა, რომ ფარდული ააფეთქეს. სულ ეს არის, ვისაგებს დასამალი აღარსად აქვთო,
ფიქრობდა.

«ჯიპი» ისევ გამოჩნდა. ოღროჩოღრო გზაზე მოხტუნავდა. კეის გარშემო ჯარისკაცები


თავიანთ მოწყობილობებს იღებდნენ, ნივთებს ალაგებდნენ. იმ ადგილზე, სადაც მისი
ბოსტანი იყო, მხოლოდ ერთი ჯარისკაცი აგრძელებდა მუშაობას. ნიჩბით კორდს
იღებდა და გვერდით აკურატულად აწყობდა. აღელვებული კეი წამოდგა და
ბარბაცით მივიდა მასთან. – რას აკეთებთ? – დაიყვირა მან.

ჯარისკაცმა არ უპასუხა. მან პატარა ორმო ამოთხარა და მიწა პოლიეთილენის შავ


საფენზე

დაყარა. კეიმ დაინახა, რომ ეს უკვე მესამე ორმო იყო. პირველი ორის გვერდით, შავ
საფენზე ბალახის ბუჩქები ეყარა ფესვებზე მიკრული მიწით.

– რას აკეთებთ? – იკითხა ისევ. იმის დანახვამ, თუ როგორ თხრიდა უცნობი მის მიწას,
უფრო მეტად ააღელვა, ვიდრე შეეძლო წარმოედგინა, – მე ვიზამ, მიწის თხრას
მიჩვეული ვარ.

მაგრამჯარისკაცმა ხელი აუქნია, აქედან მომშორდიო. როცა მესამე ორმოს ამოთხრა


დაამთავრა, რვა ნაბიჯი გადაზომა, ბალახზე კიდევ ერთი საფენი დააგო. როცა ნიჩაბი
მიწაში ჩაესო, კეი ჩაცუცქდა და ბალახი ხელებით დაფარა.

– გთხოვ, ძალიან გთხოვ, მეგობარო, – უთხრა მან.

გაბრაზებულმა ჯარისკაცმა უკან დაიხია. კეის ვიღაცამ ქეჩოში წაავლო ხელი და


წაათრია.

– აქედან მომაშორეთ, ხელს მიშლის, – თქვა ჯარისკაცმა.

კეი ტუმბოსთან გაჩერდა და ჯარისკაცს უყურებდა. მან ხუთი ორმო ამოთხარა


მინდვრის სხვადასხვა მხარეს და მათ შორის გრძელი, თეთრი მავთული გაჭიმა, რომ
ადგილი მოენიშნა.

სატვირთო მანქანიდან მისმა ორმა ამხანაგმა ყუთი მოიტანა და ნაღმების ჩაწყობა


დაიწყო. ორმოში ჩადებისას თითოეულს მცველს აძრობდნენ, პირველი ჯარისკაცი კი
პეშვებით მიწას აყრიდა, ტკეპნიდა მას და ბალახის ბუჩქით ფარავდა, მერე კი პატარა
ცოცხით ასწორებდა, რომ არავითარი კვალი არ დაეტოვებინა. ყველაფერს რომ
დაასრულებდა, უკან ოთხით მოფორთხავდა.

– რა ფეხებში გვედები, – გაისმა ხმა კეის უკან, – წადი და სატვირთო მანქანასთან


დაგველოდე.

122
ეს ოფიცერი იყო. კეი მორჩილად წავიდა მითითებული ადგილისკენ და მისი ბრძანება
გაიგონა: – ორი ცალი დგარებს მიამაგრეთ, დაახლოებით წელამდე, კიდევ ერთი
პლატფორმის ქვეშ დადეთ. როცა ფეხს დააბიჯებენ, ყველაფერი ჰაერში უნდა
აფრინდეს.

ყველაფერი ჩაალაგეს. კეი სატვირთო მანქანის ძარაზე იჯდა ჯარისკაცებთან ერთად.


სატვირთო უკვე დაიძრა, მაგრამ უცებ ვიღაცამ ბოსტნის კიდეში გოგრების გროვაზე
მიანიშნა.

– წამოიღეთ ისინი! – დაიყვირა ოფიცერმა «ჯიპიდან». გოგრები ჩაალაგეს, – ახლა კი


მისი ქოხი ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეთ, როგორც ადრე იყო, – გასცა ბრძანება
ოფიცერმა და ჯარისკაცებმა სახურავის თავის ადგილზე დადება დაიწყეს. მანქანები
კი იდგნენ და ელოდნენ, – ქვები დაადეთ ზემოდან, როგორც იყო, ჩქარა, ნუ
ზოზინებთ.

სატვირთო მანქანა და «ჯიპი» დაიძრნენ. ოღროჩოღრო გზაზე მძიმედ, რწევა-რწევით


მიდიოდნენ. კეი თავს ზემოთ ღვედს იყო მაგრად ჩაჭიდებული. ხედავდა, რომ
მეზობლები ცდილობდნენ მოშორებით ყოფილიყვნენ მისგან, ვაითუ ისევ გული
აერიოსო. მტვრის ბუღი დადგა და მალე ყველაფერი გადაფარა, რაც უკან დარჩა.

კეი მის წინ მჯდომი ჯარისკაცისკენ გადაიხარა. –

იქ, სახლში, ერთი ბიჭი იმალებოდა, – თქვა მან.

ჯარისკაცმა ვერ გაიგო. კეის გამეორება მოუხდა.

– რაო, რას ამბობს? – იკითხა ვიღაცამ.

– ამბობს, იმ სახლში კიდევ ერთი ბიჭი იმალებოდაო.

– უთხარი, მოკვდა და ახლა სამოთხეშია-თქო.

ცოტა ხნის შემდეგ შოსეზე გავიდნენ. სატვირთო მანქანამ სიჩქარეს მოუმატა.


საბურავებმა გუგუნი დაიწყო. ჯარისკაცებმა შვებით ამოისუნთქეს, მათ უკან მტვრის
ბუღი გაქრა და პრინს-ალბერტისკენ მიმავალი გზის გრძელი ზოლი გამოჩნდა.

123
ორი
1

ლაზარეთში ახალი პაციენტი გამოჩნდა – პატარა მოხუცი კაცი, რომელსაც ვარჯიშის


დროს გონება დაუკარგავს. ძალიან გაიშვიათებული სუნთქვა და სუსტი მაჯისცემა
ჰქონდა, როცა მოიყვანეს. აშკარად ეტყობოდა, რომ დიდხანს ცუდად და
არასაკმარისად იკვებებოდა. მთელ სხეულზე კანი დახეთქილი ჰქონდა, ხელ-ფეხზე
იარები აჩნდა, ღრძილებიდან სისხლი სდიოდა. ორმოც კილოგრამზე ნაკლებს
იწონიდა. ამბობდნენ, სადღაც ღვთისგან მივიწყებულ, მიყრუებულ ადგილას, კარუში
უნახავთო. მთებში მოქმედი პარტიზანების ბანაკს იცავდა თურმე, იარაღს მალავდა
და მათთვის ბოსტნეული მოჰყავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას თვითონ არ ჭამდა.
გუშაგებს, რომლებმაც ის მოიყვანეს, ვკითხე, ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს
ფიზიკური ვარჯიში რატომ აიძულეთ-მეთქი. უბრალოდ დაუდევრობა იყოო,
ამიხსნეს. ის ახალ ჯგუფთან ერთად მიუყვანიათ, დოკუმენტების გაფორმება
გაჭიანურებულა, სერჟანტს გადაუწყვეტია, ასე ცდას, ჯობია, ესენი რაღაცით
დაკავებული იყვნენო და ადგილზე სირბილის ბრძანება გაუცია. კი მაგრამ, ნუთუ ვერ
შეამჩნია, ეს კაცი ფეხზე ძლივს რომ იდგა? – ვკითხე მე. პატიმარი არაფერს უჩიოდაო,
მიპასუხეს გუშაგებმა. გვითხრა, თავს ნორმალურად ვგრძნობ,

ყოველთვის ასეთი გამხდარი ვიყავიო. თქვენ გამხდარ ადამიანსა და ჩონჩხს შორის


განსხვავებას ვერ ამჩნევთ? – ვკითხე მე. მათ მხრები აიჩეჩეს.

ჩემს ახალ პაციენტს, მაიკლსს ვებრძვი. ამტკიცებს, არაფერი მაწუხებსო. თავის


ტკივილის წამალს ითხოვს მხოლოდ. ამბობს, საჭმელი არ მინდაო. თუმცა ჭამა არც
შეუძლია. მაშინვე აღებინებს. წვეთოვანით კვებაზე მყავს. სუსტად, მაგრამ ამასაც
ეწინააღმდეგება.

ოცდათორმეტი წლის ვარო, ამბობს, თუმცა მოხუცივით გამოიყურება. რას გაიგებ,


შეიძლება არც იტყუება. წარმოშობით კეიპტაუნიდანაა და ახსოვს, რომ აქ ოდესღაც
იპოდრომი იყო. როცა გაიგო, რომ ამ პალატაში ადრე ჟოკეების გასახდელი ყოფილა,
ჩაიცინა.

– ჟოკეიდ მე გამოვდგებოდი, – თქვა მან, – ისეთი წონის ვარ.

მებაღედ მუშაობდა ქალაქის პარკში, მაგრამ სამუშაო დაკარგა და გადაწყვიტა ბედი


სადმე სხვაგან, ფერმაში ეცადა. ქალაქიდან წავიდა და დედაც თან წაიყვანა.

– და ახლა სად არის დედაშენი? – ვკითხე მე.

– ის ახლა ხეების და ბალახების საკვებია, – მიპასუხა მან და თვალი ამარიდა.

– ესე იგი, გარდაიცვალა? – ვკითხე მე, – სასაფლაოზეა? – მან თავი გადააქნია და თქვა:
– არა, დაწვეს. ცეცხლი ისე უგიზგიზებდა თმაზე, რომ შარავანდედივით ადგა.

ეს ისე მშვიდად და გულგრილად თქვა, თითქოს ამინდზე ლაპარაკობდა. მთლად


დარწმუნებული არა ვარ, რომ ის ამქვეყნიური არსებაა. წარმოუდგენელია, რომ
აჯანყებულების ბანაკს იცავდა. ეს ხომ სრული სისულელეა. ალბათ ვინმემ ერთი ჭიქა

124
სასმელი დაალევინა და იარაღს მიმიხედეო, უთხრა. და ისიც თავისი სისულელით და
გულუბრყვილობით დათანხმდა. ჰოდა, დაიჭირეს და აჯანყებულის იარლიყი
მიაკრეს. შეიძლება ისიც კი არ იცის, რომ ქვეყანაში ომი მძვინვარებს.
***

მას შემდეგ, რაც ფელისიტამ გაპარსა, მისი პირის დათვალიერება შევძელი.


ჩვეულებრივი კურდღლის ტუჩი აქვს, ოდნავ გადაადგილებული ტიხრით. სასა –
ნორმალური. ვკითხე, ამ დეფექტის გამოსწორება ოდესმე თუ უცდიათ-მეთქი. არც კი
იცოდა. ვუთხარი, ადვილი ოპერაციაა, მის ასაკშიც კი, და ვკითხე, დათანხმდებოდი
ოპერაციაზე, თუ ყველაფერს მოვაგვარებ-მეთქი. და სიტყვასიტყვით ეს მიპასუხა:
«როგორიც ვარ, ასეთი დავრჩები. გოგონები

არასოდეს მაინტერესებდა». მინდოდა მეთქვა, რა შუაშია აქ გოგონები, უბრალოდ,


ცხოვრება გაგიიოლდება, ისე შეძლებ ლაპარაკს, როგორც ყველა-მეთქი, მაგრამ
შემეცოდა და თავი შევიკავე. ნოელს მოვუყევი მის შესახებ.

– აჯანყებულების ბანაკის დარაჯობას კი არა, მაგას პარკის უბრალო ატრაქციონს


ვერ მიანდობ, – ვუთხარი მე, – ის ხომ ჭკუასუსტია. ბედის უკუღმართობით იმ
ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, იქიდან გამოსასვლელად
კი ჭკუა არ ეყო. გამოსასწორებელ ბანაკში მისი ადგილი არ არის. ინვალიდების
სახლში უნდა მიიყვანონ, სადაც კალათებს დაწნავს, ან მძივებს აასხამს. ნოელმა მისი
საქმე მოიტანა.

– იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც აქ წერია, მაიკლსი ცეცხლის


წამკიდებელია. გარდა ამისა, შრომის ბანაკიდან არის გამოქცეული. მიტოვებულ
ფერმაში უპოვიათ, სადაც უზარმაზარ პლანტაციაში ბოსტნეული მოჰყავდა და
ადგილობრივ აჯანყებულებს კვებავდა. აი, რაში სდებენ მას ბრალს. მე თავი
გადავაქნიე.

– აქ შეცდომაა. ის ვიღაც მაიკლსში აერიათ. ეს მაიკლსი უკიდურესად


გულუბრყვილოა. სრულიად უმწეოა. ასანთის გაკვრაც გაუჭირდება ალბათ. თუ
უზარმაზარ პლანტაციაზე ბოსტნეული მოჰყავდა, რატომ არის, რომ შიმშილისგან
სიკვდილის პირასაა მისული?

– კი მაგრამ, რატომ არ ჭამდი? – ვკითხე მაიკლსს, როცა პალატაში დავბრუნდი, –


ამბობენ, იქ ბაღი ჰქონდაო.

– მეძინა და მათ გამაღვიძეს, – მიპასუხა მან. მის ამ სიტყვებზე სახეზე ალბათ


გაოცება გამომეხატა, – მე ძილის დროს საჭმელი არ მჭირდება.

ამბობს, რომ მაიკლსი კი არა, მაიკლი ჰქვია.


***

ნოელი მოითხოვს, რომ ლაზარეთში ავადმყოფები დიდხანს არ გავაჩერო. სულ რვა


საწოლი გვაქვს, პაციენტი კი თექვსმეტია. რვა იმ შენობაში წევს, სადაც ადრე ჟოკეებს
წონიდნენ. რატომ

125
არ შეგიძლიათ, უფრო ჩქარა უმკურნალოთ და გაუშვათო, მეუბნება. მე ვპასუხობ, თუ
ავადმყოფს, რომელსაც დიზენტერია აქვს, ბოლომდე არ მოვარჩენ, ბანაკში ეპიდემია
დაიწყება.

– არა, ეპიდემიისგან ღმერთმა დაგვიფაროს, – ამბობს ის, – მაგრამ ლაზარეთში ხშირად


სიმულანტები ხვდებიან და ამის აღმოფხვრა მსურს.

– შენი მოვალეობა პატიმრების აღზრდა-გამოსწორებაა, ჩემი კი მათი მკურნალობა,


სწორედ ამიტომ ვარ ექიმი, – ვპასუხობ მე. ნოელი მხარზე ხელს მითათუნებს და
მეუბნება:

– თქვენ თქვენი საქმე კარგად იცით და ამაში ეჭვი არ მეპარება – მხოლოდ ის მინდა,
მაგათ არ ეგონოთ, რომ რბილი ხასიათი გვაქვს.

ჩვენ შორის სიჩუმე ისადგურებს. ვუყურებთ, როგორ ეხლებიან ფანჯრის მინას


ბუზები.

– მაგრამ ჩვენ ხომ მართლა გვეცოდება ისინი, – ვამბობ გაუბედავად.

– შეიძლება გვეცოდება კიდეც, – მპასუხობს ის, – შეიძლება სადღაც, გულის სიღრმეში,


იმის

იმედიც გვაქვს, რომ, თუკი ერთ დღეს ისინი გაიმარჯვებენ და ყველას


გაგვასამართლებენ, რომელიმე მათგანი ჩაერევა და იტყვის, ეს ორი გაუშვით, მათ ჩვენ
ვეცოდებოდითო. ვინ იცის. მაგრამ მე ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობ. პაციენტების
მიღებასა და გაშვებაზე. ჩვენს ლაზარეთში ახლა ბევრად მეტი ავადმყოფი შემოდის,
ვიდრე აქედან ეწერება და მე თქვენ გეკითხებით, ამასთან დაკავშირებით რას
აპირებთ.

როცა მისი კაბინეტიდან გამოვედით, დავინახეთ, რომ კაპრალი ფლაგშტოკზე


ნარინჯისფერ-ლურჯ-თეთრ დროშას სწევდა მაღლა. ხუთი კაცისგან შემდგარი
ორკესტრი Uit die Blous-ს[6] – უკრავდა. კორნეტი ურევდა. გარშემო კი ექვსასი კაცი
«სწორდი»-ზე იდგა, მოღუშული სახეებით, ფეხშიშვლები, ჩამოგლეჯილი
ტანსაცმლით, შეუფერებელი ზომის ფორმებით – აი, ასე ზრდიან მათ. ერთი წლის წინ
ვცდილობდით გვეიძულებინა, რომ ემღერათ, მაგრამ ახლა ამაზე ხელი ავიღეთ.
***

ამ დილით ფელისიტამ მაიკლსი სუფთა ჰაერზე გაიყვანა. როცა გვერდით ჩავუარე,


ბალახზე იჯდა, სახე მზისთვის მიეშვირა და ხვლიკივით სითბოს ისრუტავდა.
ვკითხე, ლაზარეთში ყოფნა როგორ მოგწონს-მეთქი. ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა,
რომ ლაპარაკის გუნებაზე იყო.

– ძალიან კარგია, რომ აქ რადიო არ არის, – თქვა მან, – იქ, მეორე ადგილზე, სადაც მე
ვიყავი, სულ რადიო ჰქონდათ ჩართული.

მეგონა, რომ მეორე ბანაკი იგულისხმა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ის დაწყევლილი


თავშესაფარი გაიხსენა, რომელშიც ბავშვობა გაუტარებია.

126
– მთელი დღე, დილიდან საღამოს რვა საათამდე მუსიკას უკრავდნენ. თითქოს
დესერტი იყო ყველაფერზე.

– მუსიკას იმიტომ უკრავდნენ, რომ დაემშვიდებინეთ, – ავუხსენი მე, – ასე რომ არ


მოქცეულიყვნენ, თქვენ ერთმანეთს თავპირს დაამტვრევდით, სკამებს ფანჯრებიდან
გადაყრიდით. მუსიკა თქვენს აგრესიას რამდენადმე არბილებდა.

არ ვიცი, გაიგო თუ არა, რა ვუთხარი, მაგრამ ცალყბად გამიღიმა, ისე, როგორც იცოდა
ხოლმე.

– მე კი მუსიკა ძალიან მაფორიაქებდა, – თქვა მან, – მოუსვენრობა მიპყრობდა. ფიქრში


ხელს მიშლიდა.

– და რაზე ფიქრობდი?

– ფრენაზე ვფიქრობდი. ყოველთვის მინდოდა გავფრენილიყავი. მკლავებს გავშლიდი


და წარმოვიდგენდი, რომ ღობეებს ზემოთ დავფრინავდი, სახლებს შორის. დაბლა
დავფრინავდი, ადამიანების თავებთან ახლოს, ისინი კი ვერ მხედავდნენ. როცა
მუსიკას ჩართავდნენ, საშინლად ვიტანჯებოდი და ფრენა აღარ შემეძლო. ორი-სამი
სიმღერაც კი დაასახელა, რომლებიც განსაკუთრებით უშლიდა ხელს.

განკარგულება გავეცი, რომ ის სხვა საწოლზე დაეწვინათ, ფანჯარასთან ახლოს. შორს


იმ ბიჭისგან, ფეხი რომ ჰქონდა მოტეხილი და კეი რატომღაც აითვალწუნა. მთელი
დღე აწვალებდა და დასცინოდა. ახლა, როცა წამოჯდებოდა, ცის და ფლაგშტოკის
წვერის დანახვა შეეძლო.

– ცოტა მეტი ჭამე და სეირნობას შეძლებ, – ვცდილობდი, მის დარწმუნებას, მაგრამ


სინამდვილეში ფიზიოთერაპია სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ის რეზინებით
შეკრულ სათამაშოს ჰგავს. უმკაცრესი დიეტა და მსუბუქი ვარჯიშები აუცილებელია
მისთვის. და, რა თქმა უნდა, ფიზიოთერაპია. და მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ,
შეძლებს ბანაკის ცხოვრებას დაუბრუნდეს, შეძლებს სარბენ მინდორზე წინ და უკან
მარშით სიარულს, ლოზუნგების ყვირილს, დროშაზე სალუტით მისალმებას, შემდეგ
კი ორმოს ამოთხრას და ისევ შევსებას.

***

ბანაკის ბუფეტში შემთხვევით ყური მოვკარი:

– ბავშვები ვერაფრით ეჩვევიან ბინაში ცხოვრებას. ძალიან ენატრებათ ჩვენი ბაღი და


ძაღლები და კატები. ფაცხაფუცხით მოგვიწია ევაკუირება. სულ რაღაც სამი დღით
ადრე გაგვაფრთხილეს. როცა ვფიქრობ იმაზე, რაც იქ დაგვრჩა, ტირილი მინდება, –
ღაჟღაჟასახიანი ქალი ლაპარაკობდა. წინწკლებიანი კაბა ეცვა. მგონი, რომელიღაც
უნტერ-ოფიცრის ცოლი უნდა იყოს. როცა თავის მიტოვებულ სახლზე ფიქრობდა,
ალბათ წარმოუდგებოდა, როგორ კოტრიალებდა ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით მის
საწოლზე ვიღაც ტიპი. შემდეგ ის ტიპი დგებოდა, მაცივარს გამოაღებდა და ნაყინზე
აფურთხებდა. – არა, ნუ მამშვიდებთ, – ეუბნებოდა ის პატარა, გამხდარ ქალს,
რომელსაც უკან გადავარცხნილი მოკლე თმა ჰქონდა. ადრე ის არასოდეს მინახავს.
სჯერა ვინმეს იმ საქმისა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ? ეჭვი მეპარება. და, რა თქმა უნდა,

127
ყველაზე ნაკლებად იმ წინწკლებიანკაბიანი ქალის ქმარს. ჩვენ მოგვცეს ძველი
იპოდრომი, ბევრი მავთულხლართი და გვიბრძანეს, ადამიანების სულები
აღვზარდოთ. სულისა ჩვენ ცოტა თუ გაგვეგება, მაგრამ რადგან ის მაინც როგორღაც
სხეულთან არის დაკავშირებული, პატიმრებს ვაიძულებთ, ტანი აიზიდონ და წინ და
უკან მარშით იარონ. ყურებს ვუყრუებთ სასულე ორკესტრით და ვაჩვენებთ ფილმებს,
რომლებშიც ახალგაზრდა ჯარისკაცები პეწიანი, კარგად

მორგებული ფორმებით, სოფლელ ჭაღარა ხანდაზმულებს ასწავლიან კოღოების


განადგურებას და მინდვრის მოხვნას კონტურის გაყოლებაზე. ასეთი დამუშავების
შემდეგ მოწმობას ვაძლევთ, რომ უკვე გამოსწორებული არიან და ვგზავნით მუშათა
ბატალიონებში. იქ მათ წყალს აზიდვინებენ და ორმოებს ათხრევინებენ
ტუალეტებისთვის. გრანდიოზულ სამხედრო აღლუმებზე კამერების წინ ტანკებთან,
რაკეტებთან და საველე არტილერიასთან ერთად აუცილებლად ჩაივლის ხოლმე
ასეთი მუშათა ბატალიონიც, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია
მტრები მოყვრებად მოვაქციოთ. თუმცა მე მხოლოდ მათ მხარზე გადებული ნიჩბები
დავინახე, თოფები კი ნამდვილად არ შემიმჩნევია.
***

კვირა საღამოს, როცა ბანაკში ვბრუნდები, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აზარტული
მოთამაშე ვიყო და დოღზე ფსონების ჩამოსასვლელად ვარ მოსული, ლაზარეთის
მთავარ შესასვლელთან კი აბრაა გაკრული: «გარეშე პირთათვის შესვლა
აკრძალულია». რატომ არ ჩამოხსნეს? ისინი რა, ფიქრობენ, რომ იპოდრომი კიდევ
ოდესმე გაიღება? ნუთუ ადამიანები სადმე ჯერ კიდევ წვრთნიან ცხენებს დოღისთვის
და იმედი აქვთ, რომ ყველა ამ კატასტროფის შემდეგ სამყარო ისეთივე გახდება,
როგორიც იყო?

***

ჩვენ სულ თორმეტი პაციენტი დაგვრჩა. მაიკლსის ჯანმრთელობა კი არ უმჯობესდება.


მას, როგორც ჩანს, საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემა აქვს.
ისევ უცხიმო რძეზე გადავიყვანე.

ის წევს და ფანჯრიდან ცას გასცქერის. თავის შიშველი ქალა, გაბზეკილი ყურები,


სახეზე – მისთვის ჩვეული ღიმილი. როცა აქ მოიყვანეს, ყავისფერი ქაღალდის პაკეტი
ჰქონდა თან. ბალიშის ქვეშ ამოიდო. ახლა ხშირად იღებს ხოლმე და გულში იკრავს.
ვკითხე, რა არის შიგ ასეთი, მუტი[7] ხომ არა გაქვს-მეთქი. არაო, მიპასუხა და გოგრის
გამომშრალი თესლი მიჩვენა. ძალიან ავღელდი.

– როცა ომი დამთავრდება, აუცილებლად ისევ მებაღეობას უნდა დაუბრუნდე, –


ვუთხარი მე, – რას ფიქრობ – კარუში აპირებ დაბრუნებას? – მან მზერა გვერდზე
გადაიტანა, – რა თქმა უნდა, ნახევარკუნძულზეც კარგი მიწაა, ველებზე და ბორცვების
ფერდობებზე, – ვთქვი მე, – რა კარგი იქნება, თუ ნახევარკუნძულზე ისევ დაიწყებენ
ხილის და ბოსტნეულის მოყვანას.

არაფერი მიპასუხა. პაკეტი გამოვართვი და ბალიშის ქვეშ ამოვუდე,


«უსაფრთხოებისთვის».

128
როცა ერთი საათის შემდეგ მის საწოლთან ჩავიარე, ეძინა, ბალიშში თავი პატარა
ბავშვივით ჰქონდა ჩარგული.

თითქოს ქვა იყოს, კენჭი, რომელიც სამყაროს შექმნიდან მოყოლებული, წყნარად იყო
თავისთვის, ახლა კი წამოაყენეს და ხელიდან ხელში ესვრიან ერთმანეთს. პატარა,
მაგარი კენჭი – საეჭვოა, საერთოდ ამჩნევდეს, რა ხდება მის გარშემო, ისეა ჩაკეტილი
საკუთარ თავში და თავის შინაგანცხოვრებაში. მან გამოიარა თავშესაფრები, ბანაკები
და საავადმყოფოები, და კიდევ, ვინ იცის, რა არ გამოიარა და არაფერმა მასში კვალი არ
დატოვა. ძმათამკვლელმა ომმაც კი. არშობილი არსება, რომელიც თვითონ ვერ მისცემს
დასაბამს ახალ სიცოცხლეს. მასზე, როგორც კაცზე, ვერც კი ვფიქრობ, მიუხედავად
იმისა, რომ მრავალი თვალსაზრისით ჩემზე უფროსია.
***

მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა. დიარეა კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ


მაჯისცემა შენელებული აქვს, წნევა კი – დაბალი. გუშინ დაიჩივლა, ძალიან მცივაო,
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ღამითაც აღარ არის სიცივე და ფელისიტა იძულებული
გახდა, მისთვის თბილი წინდები მიეცა. ამ დილით მეგობრულად გამოველაპარაკე,
მაგრამ მან თავი შორს დაიჭირა.

– გგონიათ, რომ უთქვენოდ მოვკვდები? – მითხრა მან, – რატომ გინდათ, რომ


კარგად გამომკვებოთ და გამასუქოთ? რატომ წვალობთ ჩემზე ამდენს, რით ვარ ასე
მნიშვნელოვანი?

მასთან კამათის გუნებაზე არ ვიყავი. მინდოდა, პულსი გამესინჯა და მაჯაზე მოვკიდე


ხელი, მაგრამ მწერის თათივით თხელი მკლავი ისე ძლიერად გაიქნია უკან, რომ
გამიკვირდა. პაციენტების შემოვლა დავამთავრე და ისევ მასთან დავბრუნდი, რადგან
მინდოდა რაღაც მეთქვა.

– მაიკლს, შენ მეკითხები, რით ვარ ასე მნიშვნელოვანიო. მე გიპასუხებ, რომ


მნიშვნელოვანი არა ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავის სჭირდები და ყველამ
უნდა დაგივიწყოს. ყველა საჭიროა, ბეღურებიც კი, რომლებიც გროშებად იყიდება.

ის კარგა ხანს ჭერს მიშტერებოდა, თითქოს შამანმა სულები გამოიხმო და


ეთათბირებაო. შემდეგ ალაპარაკდა.

– დედაჩემი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა, – თქვა მან, –


სხვების იატაკებს ხეხავდა, საჭმელს უმზადებდა მათ, ჭუჭყიან ჭურჭელსა და
ტანსაცმელს ურეცხავდა. აბაზანას წმენდდა მას შემდეგ, რაც ისინი ისარგებლებდნენ
და მუხლებზე მდგარი მათ უნიტაზს

ხეხავდა. მაგრამ როცა დაბერდა და დაავადმყოფდა, აღარავის სჭირდებოდა და


ყველამ დაივიწყა. შემდეგ მოკვდა და დაწვეს, მე კი კოლოფი მომცეს მისი ფერფლით
და მითხრეს, აი, ეს არის დედაშენი. წაიღე, ჩვენ აღარაფერში გვჭირდებაო.

ფეხმოტეხილი ბიჭი ყურებდაცქვეტილი უსმენდა, თუმცა თავს ისე აჩვენებდა, რომ


ეძინა.

129
მე მაიკლსს რაც შემეძლო მკვეთრად ვუპასუხე. ჩავთვალე, რომ საჭირო იყო, მისი
სიბრალულის გრძნობა საკუთარი თავის მიმართ არ წამეხალისებინა.

– ჩვენ შენთვის ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, – ვთქვი მე, – შეგიძლია
მშვიდად იყო. განსაკუთრებული ნამდვილად არ ხარ. შენ მხოლოდ
გამოჯანმრთელდი და უამრავი იატაკი გელოდება სახეხად და უამრავი ტუალეტი
ჩასარეცხად. რაც შეეხება დედაშენს, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ყველაფერი არ
მოგიყოლია და ეს თვითონაც კარგად იცი.

და მაინც, ის მართალია. მართლაცმეტისმეტად ბევრ დროს ვუთმობ. ვინ არის ის


ბოლოს და ბოლოს? ჯერ ერთი, ქალაქი ახლა სავსეა სოფლებიდან გამოქცეული
ლტოლვილებით, რომლებიც თვლიან, რომ ქალაქი უფრო უსაფრთხოა. მეორე მხრივ,
თითო ოთახში ნახევრად მშიერი ხუთი ადამიანია შეყუჟული და ასეთი ცხოვრება
ყელში აქვთ ამოსული. ზოგი

ქალაქიდან სოფლებში გარბის, რომ მიტოვებულ ფერმებს შეაფაროს თავი იმის


იმედად, რომ იქ როგორღაც თავს გაიტანს. რა თქმა უნდა, მაიკლსი მეორე ჯგუფს
მიეკუთვნება. თაგვი, რომელიც მეტისმეტად გადატვირთული, ჩასაძირავად
განწირული გემიდან გარბის. მაგრამ ის ქალაქელი თაგვია. მიწათმოქმედებისა
არაფერი გაეგება, ამიტომ იქ კიდევ უფრო მოშივდა. შემდეგ კი გაუმართლა, რომ
შეამჩნიეს და ისევ ბორტზე აათრიეს. და რატომ უნდა იყოს უკმაყოფილო?

***

ნოელს გუშინ პრინს-ალბერტის პოლიციიდან დაურეკეს. წინა ღამით ქალაქის


წყალმომარაგების სისტემას დაესხნენ თავს. სანამ ინჟინრების ჩამოსვლას ელოდებიან,
ჭის წყლებით მოუწევთ სარგებლობა. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებიც არ
მუშაობს. როგორც ჩანს, კიდევ ერთი პატარა გემი იძირება, დიდები კი, თუმცა
ადამიანების სიმძიმის ქვეშ ჭრიალებენ, ჯერ კიდევ განაგრძობენ სიბნელეში
განმარტოებით ცურვას. პოლიციას სურს, მაიკლსი კიდევ ერთხელ დაკითხოს
დამნაშავეებთან, ანუ მის მთის მეგობრებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სურთ, რომ
ჩვენც დავუსვათ მას რაღაც შეკითხვები.

– მაგრამ ის ხომ ერთხელ უკვე დაკითხეს, – შევეწინააღმდეგე ნოელს, – რა აზრი აქვს


ხელახლა

დაკითხვას? ძალიან სუსტად არის და მისი გადაყვანა არ შეიძლება. და, საერთოდ,


ისეთ დღეშია, რომ პასუხი არ მოეთხოვება.

– იმდენად ცუდადაა, რომ ჩვენთან ლაპარაკსაც ვერ შეძლებს? – მკითხა ნოელმა. –

ჩვენთან ლაპარაკს კი შეძლებს, მაგრამ მისგან აზრს ვერ გამოვიტანთ, – ვუპასუხე მე.

ნოელმა მაიკლსის საბუთები ამოიღო და მაჩვენა. გრაფაში «საქმიანობა» წავიკითხე


სოფლის პოლიციელის აკურატული კალიგრაფიით გამოყვანილი სიტყვა Opgaarder.

– Opgaarder რა არის? – ვკითხე მე.

– ის, ვინც აგროვებს და იმარაგებს ისე, როგორც ციყვი, ჭიანჭველა ან ფუტკარი.

130
– ეს რა, ახალი პროფესიაა? ის Opgaarder-ის სკოლაში სწავლობდა და Opgaarder-ის
კვალიფიკაცია მიანიჭეს?

პიჟამაში გამოწყობილი და მხრებზე საბანმოსხმული მაიკლსი ტრიბუნის შორეულ


კუთხესთან – საწყობში მივიყვანეთ. კედელთან საღებავის ქილები და მუყაოს ყუთები
იყო დახვავებული.

ყველა კუთხეში ობობას ქსელი ჩანდა. იატაკზე მტვრის სქელი ფენა იდო. ვერსად ვერ
დაჯდებოდი. მაიკლსი მტკიცედ იდგა თავის ჯოხებივით წვრილ ფეხებზე, საბანი
მაგრად ჰქონდა შემოხვეული და მკაცრად გვიყურებდა.

– შარში ხარ გახვეული, მაიკლს, – უთხრა ნოელმა, – შენმა პრინსალბერტელმა


მეგობრებმა მთლად აიშვეს. ძალიან გაუვიდათ თავს. უნდა დავიჭიროთ და
დაველაპარაკოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქამდე ისე არ გვეხმარებოდი, როგორც
შეგეძლო. ახლა მეორე შანსი გეძლევა. ყველაფერი უნდა გვითხრა შენი მეგობრების
შესახებ: სად იმალებიან, როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება, – ნოელმა სიგარეტს
მოუკიდა. მაიკლსი არ განძრეულა და მზერაც არ მოუცილებია ჩვენთვის.

– მაიკლს, – ვუთხარი მე, – მაიკლს, ზოგი ჩვენგანი სულაც არ ფიქრობს, რომ შენ
აჯანყებულებთან რამე კავშირი გაქვს. დაგვარწმუნე, რომ მათთან არ
თანამშრომლობდი, ჩვენც ბევრ ხათაბალას გადაგვარჩენ და შენც უსიამოვნებებს
აიცილებ თავიდან. ასე რომ, გამოტყდი, გვითხარი მე და მაიორს, რას აკეთებდი
ფერმაში, სანამ დაგიჭერდნენ. ჩვენ ხომ მხოლოდ ის ვიცით შენ შესახებ, რაც
პრინსალბერტის პოლიციის მიერ გამოგზავნილ საქმეში წავიკითხეთ. მაგრამ,
გულახდილად რომ გითხრა, იქ სრული აბდაუბდა წერია. თავი და ბოლო ვერ
გავუგეთ. გვითხარი სიმართლე, მთელი სიმართლე გვითხარი და წადი და შენს
პალატაში, დაიძინე. მეტად აღარ შეგაწუხებთ. ის წინ გადმოიხარა და საბანი ყელთან
მაგრად შემოიჭირა. დაჟინებით გვიყურებდა.

– აბა, ხმა ამოიღე, მეგობარო, – ვუთხარი მე, – არავინ აპირებს ცუდად მოგექცეს.
გვიპასუხე, რასაც გეკითხებით. სიჩუმე გაიწელა. ნოელი ხმას არ იღებდა.

საუბრის მთელი სიმძიმე მე დამაკისრა.

– აბა, მაიკლს, – ვთქვი მე, – ბევრი დრო არ გვაქვს. ხომ იცი, ომია. როგორც იქნა,

ალაპარაკდა.

– მე ომში არ ვმონაწილეობ, – თქვა მან. ძალიან გავღიზიანდი.

– ომში არ მონაწილეობ? – ვუთხარი მე, – რა თქმა უნდა, მონაწილეობ, მიუხედავად


იმისა, მოგწონს ეს თუ არა. შენ სანატორიუმში კი არ ხარ, ან კურორტზე, არამედ
გამასწორებელ კოლონიაში იმყოფები. ჩვენ აქ შენისთანებს ვაიძულებთ, იმუშაონ და
მათ რეაბილიტაციას ვახდენთ. დილიდან საღამომდე ქვიშით სავსე ტომრების
თრევა და ორმოების ამოთხრა

მოგიწევს, ქანცის გაწყვეტამდე იმუშავებ. თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, თუ არ


დაგვეხმარები, ამაზე გაცილებით უარეს ადგილას მოხვდები, ისეთ ადგილზე, სადაც

131
მთელი დღე მზეზე დაიხრუკები და კარტოფილის ნათალისა და სიმინდის
ნაქურჩალის მეტი არაფერი გექნება საჭმელი. როცა ასეთ ცხოვრებას ვერ გაუძლებ და
მოკვდები, შენ, უბრალოდ, სიებიდან ამოგშლიან და დამთავრდა: უკვე მეორე დღეს
აღარავის გაახსენდები. ასე რომ, გირჩევნია გვიპასუხო, დროს ტყუილად ნუ
გვაკარგვინებ. მოგვიყევი, რას აკეთებდი ფერმაში, რომ ჩვენ ჩავიწეროთ და
პრინსალბერტში გავგზავნოთ. მაიორს უამრავი საქმე აქვს. ის დროის ფლანგვას არ
არის მიჩვეული. ის უკვე გადამდგარი იყო, მაგრამ სამსახურს დაუბრუნდა და ამ
ბანაკში სრული წესრიგი დაამყარა. ეხმარება ისეთ ადამიანებს, როგორიც შენ ხარ.
ამიტომ შენც უნდა შეგვიწყო ხელი.

და მან მიპასუხა. იმავე პოზაში იდგა, დაძაბული, გაფაციცებული, თითქოს მზად იყო,
გვერდზე გამხტარიყო, თუ თავს დავესხმოდი.

– ჭკვიანური ლაპარაკი არ მეხერხება, – თქვა მან. სულ ეს იყო. და თავისი


ხვლიკისებური ენით ტუჩები მოილოკა.

– ჩვენ არ გვაინტერესებს შენი ჭკვიანური თუ სულელური ლაპარაკი. ერთადერთი,


რაც შენგან გვინდა, ის არის, რომ სიმართლე გვითხრა. პასუხად მან ეშმაკურად
ჩაიღიმა.

– შენ ხომ იქ ბაღი გქონდა, – უთხრა ნოელმა, – რა მოგყავდა?

– ის უბრალოდ ბოსტანი იყო.

– ვისთვის მოგყავდა ბოსტნეული? ვის აძლევდი?

– ის ხომ ჩემი არ იყო. მიწას მოჰყავდა.

– მე გკითხე, ვის აძლევდი-მეთქი.

– ჯარისკაცებმა წაიღეს.

– გეწყინა, რომ ჯარისკაცებმა წაიღეს შენი ბოსტნეული? მან მხრები აიჩეჩა.

– რაც მიწაზე მოდის, ყველას ეკუთვნის. ჩვენ ხომ ყველანი მიწის შვილები ვართ. ამ

დროს საუბარში მე ჩავერიე.

– ამ ფერმაში შენი დედაა დასაფლავებული. ასე არ არის? ხომ მითხარი, რომ იქ


დედაშენია დასაფლავებული.

ის საკუთარ თავში ჩაიკარგა. სახე თითქოს გაუქვავდა. მაგრამ მე შეტევას


განვაგრძობდი, ვგრძნობდი, რომ მალე ფარ-ხმალს დაყრიდა.

– შენ მე დედაშენის ამბები მომიყევი, მაგრამ მაიორმა არაფერი იცის. მასაც მოუყევი
დედის შესახებ.

ისევ შევამჩნიე, როგორ იტანჯება, როცა დედაზე უწევს ლაპარაკი. ფეხის თითები
მოეკრუნჩხა. კურდღლის ტუჩი აილოკა.

132
– იმ შენი მეგობრების შესახებ მოგვიყევი, შუაღამისას რომ ჩნდებიან, ფერმებს წვავენ
და ქალებს და ბავშვებს ხოცავენ, – უთხრა ნოელმა, – აი, რა მაინტერესებს ყველაზე
მეტად.

– მამაშენთან დაკავშირებით რას იტყვი? – ვუთხარი მე, – დედაზე ბევრი რამ გითქვამს,
მამა კი არასოდეს გიხსენებია. მამას რა დაემართა?

მან ჯიუტად მოკუმა პირი, რომელიც ბოლომდე არასოდეს ემუწებოდა და


გაბრაზებული სახით შემოგვხედა.

– ნუთუ ბავშვები არა გყავს, მაიკლს, – ვკითხე მე, – კაცს შენს ასაკში... ნუთუ სადმე
ცოლი და შვილები არ გყავს. რატომ ხარ მარტო? მომავალზე რატომ არ ფიქრობ?
გინდა, რომ შენსოჯახს შენით დაესვას წერტილი? ეს ძალიან სამწუხარო იქნებოდა.
ასე არ არის?

სიჩუმე ისე ჩასქელდა, რომ ყურებში რეკა ჩამესმა. ასეთი სიჩუმე მაღაროში თუ
ჩამოვარდება ხოლმე, ან სარდაფში, ან თავშესაფარში, სადაც ჰაერი არ არის.

– შენ აქ სასაუბროდ მოგიყვანეთ, მაიკლს, – ვუთხარი მე, – კომფორტულ საწოლში


ჩაგაწვინეთ, კარგად გკვებავთ. არავინ გიშლის, მთელი დღე იწვე და უყურო, ცაში
ჩიტები როგორ დაფრენენ, მაგრამ ამ ყველაფრის საფასურად რაღაც სამაგიეროსაც
ველით შენგან. გადახდის დრო დადგა, ჩემო მეგობარო. შენ გაქვს რაღაც მოსაყოლი
და ჩვენც მზად ვართ, გისმინოთ. საიდანაც გინდა, დაიწყე, დედაშენის შესახებ
მოგვიყევი. მამაზე გვითხარი რაიმე. გაგვანდე, ცხოვრებაზე რა აზრის ხარ. თუ არც
დედასა და მამაზე გინდა გვითხრა რაიმე და არც შენს ცხოვრებისეულ
შეხედულებებზე, ის მაინც მოგვიყევი, მიწას როგორ ამუშავებდი. გვიამბე იმ შენი
მთიელი მეგობრების შესახებ, დროდადრო რომ მოგინახულებდნენ ხოლმე და შენ
საჭმლით

უმასპინძლდებოდი. აი, სულ ეს არის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. როგორც კი გვეტყვი,


მაშინვე გაგიშვებთ. პაუზა გავაკეთე. ის გაქვავებული სახით მომჩერებოდა.

– აბა, მაიკლს, ილაპარაკე,– განვაგრძე მე, – ხომ მისმენ, ხომ ხედავ, რა ადვილია
ლაპარაკი, რა ადვილად ავსებენ ჩემი სიტყვები ამ ოთახს. ისეთ ადამიანებსაც
ვიცნობ, რომლებსაც შეუძლიათ მთელი დღე ილაპარაკონ განუწყვეტლივ, არ
დაიღალონ და მთელი სამყარო აავსონ სიტყვებით, – ნოელმა შემომხედა, მზერით
გამაფრთხილა, მეტისმეტი ხომ არ მოგდისო, მაგრამ მე მაინც გავუტიე, – ეცადე,
რაღაცაში ივარგო, რაღაცაში თავი გამოიჩინო, თორემ ისე გალევ ცხოვრებას, ვერავინ
შეგამჩნევს. და შენი სახით კიდევ ერთი ერთეული დაემატება მსხვერპლის იმ
უზარმაზარ რაოდენობას, რომელსაც ომის დასრულების შემდეგ დაითვლიან. შენ
ხომ არ გინდა, რომ მრავალთაგან ერთ-ერთი უსახელოდ დაღუპული იყო, ასე არ
არის? შენ გინდა, რომ იცოცხლო. იცოცხლო! ჰოდა, ილაპარაკე, გაგვაგონე შენი ხმა,
მოგვიყევი, რაც იცი. ჩვენ ყურადღებით გისმენთ. სხვაგან სად იპოვი ორ ასეთ
თავაზიან, ცივილიზებულ ადამიანს, რომლებიც მზად არიან, მთელი დღე და, თუ
საჭირო იქნება, მთელი ღამეც გისმინონ, თანაც შენი მონაყოლი ჩაიწერონ, – ისე, რომ
არაფერი უთქვამს, ნოელი შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.

133
– დამელოდე, ახლავე დავბრუნდები, – ვუბრძანე მაიკლსს და ნოელს სწრაფი ნაბიჯით
ავედევნე. ბნელ კორიდორში დავეწიე, შევაჩერე და ვედრების ტონით ვუთხარი:

– მისგან შეუძლებელია რაიმე აზრის გამოტანა. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ერთი
მიამიტი კაცია, არაფრით საინტერესო მიამიტი კაცი. ერთი საწყალი, უმწეო არსებაა,
რომელსაც ბრძოლის ველზე შესვლის ნება დართეს, ცხოვრების ბრძოლის ველზე.
არადა, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა ჩაეკეტათ, სამყაროსგან მაღალი ღობით
გაეცალკევებინათ. დაე, იქ ბალიშები დაეტენა ბუმბულით ან ყვავილები მოერწყა.
მომისმინეთ, ნოელ. მე თქვენთან სერიოზული თხოვნა მაქვს. გაუშვით. ნუ ეცდებით,
მისგან ცემით მიიღოთ აღიარება.

– და ვინ აპირებს მის ცემას?

– ნუ შეეცდებით, იძულებით აღიაროს, რადგან მას აღიარებით სათქმელი არაფერი


აქვს. გეფიცებით. თუ კარგად ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მან არც კი იცის,
რას აკეთებს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან კარგა ხანია, თვალს ვადევნებ.
უბრალოდ, რაღაც პატაკი დაწერეთ პოლიციისთვის. თქვენი აზრით, რამდენი
აჯანყებული შეიძლება იყოს სვარტბერგის რაზმში? ოცი? ოცდაათი? დაწერეთ,
თითქოს მან გითხრათ, რომ ოცი კაცია. რომ ისინი ფერმაში თვეში ერთხელ
მიდიოდნენ, ან კიდევ უფრო იშვიათად. მიდიოდნენ სულ ერთი და იმავე

შემადგენლობით და მას არ ეუბნებოდნენ, კიდევ როდის ეწვეოდნენ. მათი გვარები არ


იცის, იცის მხოლოდ სახელები. შეადგინეთ სახელების სია. გააკეთეთ იარაღის
ჩამონათვალი. დაწერეთ, რომ სადღაც მთებში რაზმს ბანაკი აქვს. კერძოდ სად,
მისთვის არ უთქვამთ. მხოლოდ ის იცის, რომ სადღაც შორს, მაღლა, მთაში, ფერმიდან
ორი დღის ფეხით სავალზე. დაწერეთ, რომ ისინი გამოქვაბულში ათევენ ღამეს, რომ
მათ შორის ქალებიც არიან და ბავშვებიც. ეს საკმარისი იქნება. აი, ასეთი პატაკი
გაგზავნეთ. და ისინი თავს დაგვანებებენ და ჩვენც შევძლებთ საქმიანობის
გაგრძელებას. მზეზე ვიდექით, გაზაფხულის ლურჯი ცის ქვეშ.

– ესე იგი, თქვენ გინდათ, რომ ტყუილი დავწერო და თანაც ქვეშ ჩემი სახელი და გვარი
მოვაწერო?

– ეს ტყუილი არ არის, ნოელ. მე როგორც გითხარით, ალბათ სწორედ ისეა და ამდენ


სიმართლეს, რაც უნდა აწამოთ, მაიკლსი მაინც ვერ გეტყვით.

– და მაშინ რა, თუ რაზმი მთაში სულაც არ ბინადრობს? თუ ისინი პრინს-ალბერტის


გარეუბნებში ცხოვრობენ, დღისით წყნარად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს,
აკეთებენ

ყველაფერს, რასაც უბრძანებენ, ღამით კი, როცა ბავშვები იძინებენ, იატაკქვეშა


სამალავიდან იარაღს იღებენ, ღამის სიბნელეს შეერევიან და აფეთქებენ, ცეცხლს
უკიდებენ, მოსახლეობას ატერორებენ. გიფიქრიათ, რომ შეიძლება ასე იყოს? რატომ
ცდილობთ ასეთი მონდომებით მაიკლსის დაცვას?

– მე მას არ ვიცავ, ნოელ. ნუთუ თქვენ გინდათ მთელი დღე იმ სოროში გაატაროთ,
იმის მცდელობაში, რომ აღიარება ამოჰგლიჯოთ ამ საცოდავ იდიოტს, რომელიც

134
თავის უკანალს იდაყვისგან ვერ არჩევს, რომელიც შიშისგან კანკალებს, როცა თმაზე
ალმოდებული დედა ესიზმრება, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვილებს
კომბოსტოში პოულობენ. ნოელ, ჩვენ ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს. ის
არაფერში არ არის გარეული, დამიჯერეთ, და თუ მას პოლიციას გადასცემთ, ისინიც
იმავე დასკვნამდე მივლენ. ის არაფერში არ არის გარეული და ასაღიარებელიც
არაფერი აქვს. არაფერი აქვს მოსაყოლი ისეთი, რაც ოდნავ მაინც დააინტერესებდა
ჭკუათმყოფელ ადამიანს. მე მას თვალყურს ვადევნებ და ვიცი. ის ამქვეყნიური
ადამიანი არ არის. თავისივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს მხოლოდ.

ასე რომ, მაიკლს, მთელი ამ ამბის თავი და ბოლო ის არის, რომ ჩემმა
მჭევრმეტყველებამ გიხსნა. ჩვენ რაღაც ამბავს შევთხზავთ, რომელიც პოლიციას
სავსებით დააკმაყოფილებს, შენ კი პრინს-ალბერტში აღარ წაგიყვანენ
ხელბორკილებით, პოლიციის ფურგონიანი მანქანით, რომლის

იატაკზე შარდისგუბე იდგება. შენ ძველებურად სუფთა ზეწრებში დაწვები,


თვლემამორეული მტრედების ღუღუნს მოუსმენ და რაზეც გსურს, იმაზე იფიქრებ.
იმედი მაქვს, ოდესმე ამისთვის მადლობელი იქნები.

და მაინც, გასაკვირია, რომ ოცდაათი წელი გაატარე ქალაქის ჯურღმულებში, მერე


(თუ შენს მონათხრობს დავუჯერებთ) საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოგისროლა
ბედმა, მაგრამ ცოცხალი გადარჩი და ახლა შენთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე
ზრუნვა იგივეა, რაც ახალდაბადებულ, ყველაზე სუსტ იხვის ჭუჭულს მოუარო, ან
გალეულ კნუტს, ან ჩიტის ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს. არც საბუთები გაქვს,
არც ფული, არც ოჯახი, არც მეგობრები გყავს. შენ თვითონ არ იცი, ვინ ხარ. ყველაზე
შეუმჩნეველი შეუმჩნეველთა შორის. იმდენად შეუმჩნეველი, რომ მაშინვე თვალში
მოხვდები ადამიანს.
***

ზაფხულის პირველი თბილი დღე. რა კარგი იქნებოდა ახლა პლაჟზე გასვლა. მაგრამ
ახალი პაციენტი მოგვიყვანეს – მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა, ღებინება და
გასივებული ლიმფური კვანძები. ცალკე მოვათავსე, ოთახში, სადაც ადრე ჟოკეებს
წონიდნენ. სისხლი და

შარდი უინბერგში გავაგზავნინე ანალიზისთვის. ნახევარი საათის წინ


საექსპედიტოროში შევდივარ და ვხედავ, შეკვრა დევს წითელი ჯვრით და წარწერით:
«სასწრაფოდ». მდივანი მიხსნის, რომ მანქანა, რომელსაც კორესპონდენციები
გადააქვს, დღეს არ მოსულა. რატომ კურიერი არ გაგზავნა ველოსიპედით? მპასუხობს,
რომ კურიერი არ არის. აქ საქმე ერთი რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობას კი არ
ეხება, ვეუბნები მე, არამედ ყველას ჯანმრთელობას ამ ბანაკში. ის მხრებს იჩეჩს. Mojre
is nog’n dag[8] – მოესწრება. რა საჩქაროა. მაგიდაზე ახალგაზრდა გოგონების ჟურნალი
აქვს გადაშლილი.

ბანაკის დასავლეთ მხარეს, როზმიდ-ავენიუზე, აგურის კედლისა და


მავთულხლართების იქით, მუხები უკვე რამდენიმე დღეა მდიდრული
ზურმუხტისფერი მწვანით შეიმოსნენ. ქუჩიდან ცხენების ჩლიქების თქარათქური

135
ისმის, სავარჯიშო მოედნიდან კი – უინბერგის ეკლესიის პატარა გუნდის გალობა.
ისინი აკორდეონის დამკვრელთან ერთად მოდიან თვეში ორჯერ, კვირაობით და
პატიმრებისთვის კონცერტს ატარებენ. ახლა გუნდი Loof dis Heer-ს[9] მღერის, თავის
უკანასკნელ ნომერს ასრულებს, რის შემდეგაც ჩვენი პატიმრები სექტორისკენ
გასწევენ მარშით. იქ ფაფა, ლობიო და საწებელი ელოდებათ. მათ სულზე ეკლესიის
გუნდი და პასტორი ზრუნავს (პასტორები ყოველთვის საკმარისად გვყავს), სხეულზე
კი – ექიმები. ასე რომ, არაფერი აკლიათ. რამდენიმე კვირაში, მათი «განზრახვების
სიწმინდესა» და «შრომისთვის მზადყოფნაში» რომ დარწმუნდება, ადმინისტრაცია
პატიმრებს ბანაკიდან გაუშვებს და ექვსასი

ახალი სახე გამოჩნდება. «მე თუ არა, სხვა გააკეთებს ამას, – ამბობს ნოელი, – და ის სხვა
ჩემზე უარესი იქნება». «მას შემდეგ, რაც ბანაკის უფროსი ვარ, პატიმრები ბუნებრივი
სიკვდილით მაინც კვდებიან, – ამბობს ის, – ომი ხომ დაუსრულებლად არ
გაგრძელდება, ოდესმე ხომ დამთავრდება, ისე როგორც ყველაფერი მთავრდება
ამქვეყნად». ეს მაიორ ვან რენსბურგის გამონათქვამებია. «და მაინც, – ვამბობ მე, როცა
საუბრისას ჩემი ჯერი დგება, – როცა სროლები დამთავრდება და გუშაგები

გაიქცევიან, მტერი დაუბრკოლებლად შემოვა ჭიშკრიდან და მათ მოლოდინი ექნებათ,


რომ ბანაკის კომენდანტს კაბინეტში, თავის საწერ მაგიდასთან იპოვიან რევოლვერით
ხელში და გახვრეტილი საფეთქლით. აი, სწორედ ამის მოლოდინი ექნებათ მათ
თქვენგან, მიუხედავად ყველაფრისა». ნოელი არ მპასუხობს, თუმცა დარწმუნებული
ვარ, რომ დიდი ხანია ამ ყველაფერზე ნაფიქრი აქვს.

***

გუშინ მაიკლ სი გავწერე. ამონაწერში სპეციალურად მივუთითე, რომ ის ფიზიკური


ვარჯიშებისგან, სულ ცოტა, ერთი კვირით უნდა გათავისუფლდეს. მიუხედავად ამისა,
როცა ამ დილით ტრიბუნის შიდა შენობიდან გამოვედი, პირველი, ვინც დავინახე, იყო
მაიკლსი, წელამდე გაშიშვლებული ჩონჩხი. ძლივს მიჩანჩალებდა ორმოცი ბრგე,
ენერგიით სავსე კაცის უკან. მორიგე ოფიცერს ამის გამო ვუსაყვედურე.

– როცა დაიღლება, შეუძლია წავიდეს, – მიპასუხა მან.

– მაგრამ ის მოკვდება, – ვუთხარი მე, – მისი გული ვერ გაუძლებს.

– ალბათ რაღაც ტყუილებს მოგიყვათ და თავი შეგაცოდათ, – მიპასუხა მორიგე


ოფიცერმა, – ასეთი რამეები კარგად ეხერხებათ. თავი არ უნდა გააბითურებინოთ.
მას არაფერი სჭირს. და, საერთოდ, რატომ ხართ მისით ასე დაინტერესებული? რას
ელოლიავებით. აი, შეხედეთ, – და მან მაიკლსზე მიმითითა, რომელმაც ჩვენ წინ
ჩაირბინა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა. სახეზე სიმშვიდე
ეწერა.

იქნებ მართლაც არ უნდა დამეჯერებინა ყველაფერი, რაც მან მიამბო. შეიძლება საქმე
გაცილებით უფრო მარტივადაა: იქნებ მას, უბრალოდ, ნაკლები საჭმელი სჭირდება,
ვიდრე სხვა ადამიანებს და სულ ეს არის.
***

136
შევცდი. არც კი უნდა დავეჭვებულიყავი. ორი დღის შემდეგ ისევ ჩვენთან მოხვდა.
ფელისიტა

კართან მივიდა და დაინახა მაიკლსი, რომელსაც მხრებში აქეთ-იქით შემდგარი ორი


გუშაგი მოათრევდა. გრძნობა დაკარგული ჰქონდა. ფელისიტამ გუშაგებს ჰკითხა, რა
მოხდაო, მაგრამ მათ თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს არაფერი იცოდნენ. სერჟანტ
ალბრეხტს ჰკითხეო, უპასუხეს.

ხელები და ფეხები ყინულივით ცივი ჰქონდა. პულსი ძლივს ესინჯებოდა.


ფელისიტამ ცხელი წყლით სავსე ბოთლები შემოუწყო და საბანში გაახვია. მე ნემსი
გავუკეთე, მერე კი გლუკოზა და რძე გადავუსხი მილების საშუალებით.

ალბრეხტი თვლის, რომ მაიკლსი ბრძანებას არ დაემორჩილა, უარი განაცხადა,


მიცემული დავალება შეესრულებინა და ამიტომ სასჯელად ფიზიკური ვარჯიშების
გაკეთება დაავალეს – ჩაჯდომა და ხტომები. ის რამდენჯერმე ჩაჯდა, მერე დაეცა და
მისი გრძნობაზე მოყვანა ვერ მოახერხეს.

– რომელი ბრძანების შესრულებაზე განაცხადა უარი? – ვკითხე ალბრეხტს.

– უნდა ემღერა, – მიპასუხა მან.

– ემღერა? მაგრამის ხომ სრულ ჭკუაზე არ არის. ლაპარაკიც კი არ შეუძლია. თქვენ კი


აძალებთ, იმღეროს. სერჟანტმა მხრები აიჩეჩა.

– ეცადა მაინც, – თქვა მან, – არაფერი მოუვიდოდა.

– როგორ მოგივიდათ აზრად, რომ ფიზიკური ვარჯიშების შესრულება


გეიძულებინათ? ხომ ხედავთ, სული ძლივს უდგას, – ვუთხარი მე.

– ისე მოვიქეცი, როგორც კანონით მევალება, – თქვა მან.


***

მაიკლსი გრძნობაზე მოვიდა. პირველი, რაც გააკეთა, ცხვირიდან მილი გამოიღო.


ფელისიტამ ხელის შეშლა ვერ მოასწრო. ახლა ის კართან ახლოს მდგარ საწოლში წევს
საბნების გროვის ქვეშ და გვამს ჰგავს. საჭმლის მიღებაზე უარს ამბობს. ჯოხივით
წვრილი ხელით პირთან მიტანილ საკვებს იცილებს.

– მე ასეთ საჭმელს არ ვჭამ, – იმეორებს ის.

– აბა რა ჯანდაბას ჭამ, – ვეუბნები მე, – რატომ იქცევი ასე? ვერ ხედავ, რომ
ყველანაირად ვცდილობთ, დაგეხმაროთ? – ისე მშვიდად და გულგრილად
მიყურებს, რომ მძვინვარება მიპყრობს, – ასობით ადამიანი კვდება შიმშილისგან
ყოველდღე, შენ კი ჭამაზე უარს ამბობ. რატომ? რა, შიმშილობას აცხადებ?
პროტესტის ნიშნად? მაინც რას აპროტესტებ? გინდა, რომ გაგათავისუფლონ? ახლა
რომ გაგათავისუფლოთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბანაკიდან ქუჩაში რომ
გაგიშვათ, ოცდაოთხ საათში უკვე მკვდარი იქნები. შენ ხომ საკუთარ თავზე ზრუნვა
არ შეგიძლია, არც იცი, როგორ უნდა მოუარო თავს. ამქვეყნად მხოლოდ მე და
ფელისიტას გვინდა შენი დახმარება. იმიტომ კი არა, რომ შენ განსაკუთრებული

137
ვინმე ხარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა. რატომ არ გინდა,
დაგვეხმარო?

ჩემმა აღშფოთებულმა სიტყვებმა პალატაში მყოფნი ააფორიაქა. ყველა მისმენდა. ბიჭი,


რომელზეც ვეჭვობდი, რომ მენინგიტი ჰქონდა (და რომელსაც გუშინ იმ დროს
ჩავავლე, როცა ცდილობდა, ფელისიტასთვის კაბის ქვეშ ხელი შეეცურებინა), თავის
საწოლზე მუხლებზე დადგა და ყურებამდე გაღიმებული მოგვჩერებოდა.
ფელისიტამაც კი შეწყვიტა პალატის დაგვა და ცოცხით ხელში გაირინდა.

– მე არასდროს მითხოვია, რომ განსაკუთრებულად მომქცეოდით, – თქვა მაიკლსმა


ხრინწიანი ხმით. მე ზურგი შევაქციე და გარეთ გავედი.

შენ ჩემთვის არასდროს არაფერი გითხოვია და მაინც მოუშორებელ ჭირად


გადამექეცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შენი გაძვალტყავებული ხელები კისერზე
მაქვს შემოჭდობილი. ისეთი დამძიმებული დავდივარ, თითქოს თან დაგათრევდე.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა პალატაში სიმშვიდემ დაისადგურა, მე დავბრუნდი და შენი


საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. დიდხანს მომიწია ცდამ. ბოლოს, როგორც იქნა,
თვალები გაახილე და თქვი:

– სიკვდილს არ ვაპირებ. მე არ შემიძლია აქ საჭმელი ვჭამო. სულ ეს არის. ბანაკის


საჭმლის ჭამა არ შემიძლია.

– კარგი იქნებოდა, ანგარიში დაგეწერა მისი სიკვდილის შესახებ, – ვარწმუნებდი


ნოელს, – ღამით ჭიშკართან მივიყვანდი, ცოტაოდენ ფულს მივცემდი და მერე,
სადაც უნდოდა წასულიყო, თვითონ მიეხედა საკუთარი თავისთვის. ამისთვის
იკლავს თავს.
დაწერეთ, რომ ის გარდაიცვალა, მე კი მისი სიკვდილის მოწმობას შევადგენ:
«გარდაცვალების მიზეზი – ქრონიკული გადაღლილობით გამოწვეული პნევმონია».
მერე პატიმრების სიიდან ამოვშლით და საერთოდ დავივიწყებთ.

– პირდაპირ მაკვირვებს თქვენი ასეთი ინტერესი მის მიმართ, – მითხრა ნოელმა, – არც
კი

მთხოვოთ საბუთების გაყალბება. ამას არ გავაკეთებ. თუ მას უნდა, რომ მოკვდეს და


ამიტომ ამბობს საჭმელზე უარს, დაე, მოკვდეს. აი, ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია
გითხრათ.

– მის სიკვდილზე არ გელაპარაკებით და არც იმაზე, რომ მას უნდა მოკვდეს, – ვთქვი
მე, – საქმე ის არის, რომ მას უბრალოდ აქაური საჭმელი არ მოსწონს. მისი
ორგანიზმი ამ საკვებს არ იღებს. ბავშვების საკვებსაც კი. ერთადერთი, რაც მას
ალბათ შეუძლია ჭამოს, თავისუფლების პურია. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

– ბანაკის საჭმელს ალბათ ვერც მე და თქვენ შევჭამდით, – ვუთხარი მე.

– თქვენ ნახეთ, როგორ მდგომარეობაში მოიყვანეს აქ, – მითხრა ნოელმა, – ჩონჩხიც კი


აღარ ეთქმოდა. ცხოვრობდა თავისთვის იმ ფერმაში, ჩიტივით თავისუფალი,

138
თავისუფლების პურს მიირთმევდა. და რა გამოვიდა? მოჩვენებას დაემსგავსა.
ლანდი გასდიოდა. დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვესავით გამოიყურებოდა..

– შეიძლება ის ბუნებით არის ასეთი გამხდარი, – ვთქვი მე.


***

პალატაში სიბნელე იყო. ფელისიტას თავის ოთახში ეძინა. ხელში ფარნით მაიკლსის
საწოლზე გადავიხარე და მანამ ვანჯღრიე, სანამ არ გაეღვიძა. თვალები ხელით
დაიფარა. იმდენად დაბლა დავიხარე, რომ კვამლის სუნი ვიგრძენი, რომელიც მას
მუდამ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დაბანას არ აკლებდნენ, და წავჩურჩულე:

– მაიკლს, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. იცოდე, თუ არ ჭამ, უეჭველად მოკვდები.


ეს დღესავით ნათელია. ამას დრო დასჭირდება, მტანჯველი პროცესი იქნება, მაგრამ,
რა თქმა უნდა, სიკვდილით დასრულდება. და მე არაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ
ხელი შეგიშალო. მიუხედავად იმისა, რომ არ გამიჭირდება საწოლზე მიგაბა, ყელში
მილი ჩაგიდგა და ძალით გკვებო. მაგრამ ასე არ მოვიქცევი. მე ვაპირებ მოგექცე ისე,
როგორც თავისუფალ ადამიანს და არა როგორც ბავშვს, ან ცხოველს. თუ სიცოცხლე
აღარ გინდა, იყოს ნება შენი. ეს შენი გადასაწყვეტია, და არა ჩემი.

მან თვალებიდან ხელი მოიშორა და ყრუდ ჩაახველა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ
არ თქვა, თავი გადააქნია და გაიღიმა. ფარნის შუქზე გულისამრევმა ღიმილმა გაიელვა
– თითქოს ზვიგენმა კბილები დაკრიჭაო.

– როგორი საჭმელი გინდა? – ჩავჩურჩულე მე, – არის ისეთი რამ, რასაც შეჭამდი?

მან ნელა გამოიწვდინა ხელი, ფარანი გვერდით გასწია, გადაბრუნდა და ძილი


გააგრძელა.

139
***
სექტემბრის ჯგუფის წვრთნის პერიოდი დასრულდა და დღეს დილით ფეხშიშველა
კაცების გრძელი კოლონა წინ მედოლით და ფლანგებზე შეიარაღებული გუშაგებით,
მარშით დაიძრა ვაგზლისკენ, რომელიც თორმეტ კილომეტრში მდებარეობს. იქიდან
მათ ქვეყნის შიდა რაიონებისკენ წაიყვანენ. ბანაკში ექვსი კაცი დარჩა,
გამოუსწორებლები. ისინი ახლა დამწყვდეული არიან და მიუსედრუსში გაგზავნას
ელიან. და კიდევ სამი ადამიანი ლაზარეთში წევს. ერთ-ერთი მათგანი მაიკლსია. მას
შემდეგ, რაც მილით კვებაზე უარი თქვა, ერთი ლუკმაც არ უჭამია.

ნიავს კარბოლის საპნის სუნი მოაქვს. სასიამოვნო სიჩუმე დგას. თავს მსუბუქად
ვგრძნობ, ლამის ბედნიერად. აი, თურმე როგორ იქნება ყველაფერი, როცა ბანაკს
დახურავენ (ან იქნებ არც დახურონ, მაღალმესრიანი ბანაკები ხომ ყოველთვის
საჭიროა). კვირის ბოლოა და ბანაკის მთელი პერსონალი, რამდენიმე ადამიანის
გარდა, ისვენებს. ორშაბათს ნოემბრის ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ სარკინიგზო
მიმოსვლა ახლა იმდენად არასაიმედოა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვი, ერთი დღით
ადრეც კი. ერთი კვირის წინ de ar-ს დაესხნენ თავს. სადგურის რკინიგზის ხაზები
სერიოზულადაა დაზიანებული. არც გაზეთებს დაუწერიათ და არც რადიოს
გამოუცხადებია ამ შემთხვევის შესახებ, მაგრამ ნოელმა ინფორმაცია სარწმუნო
წყაროებიდან მიიღო.

მეინ როუდზე ქუჩის გამყიდველისგან ყაბაყი ვიყიდე, თხელ ნაჭრებად დავჭერი და


ტოსტერში შევწვი. შაქარი მოვაყარე, დარიჩინი კი ვერ ვიშოვე.

– ეს გოგრა არ არის, – ვუთხარი მაიკლსს, როცა წამოვსვი და უკან ბალიშები


ამოვუწყვე, – მაგრამ გემოთი ძალიან ჰგავს. მან ცოტა მოკბიჩა და პირში დიდხანს
ატრიალა.

– მოგწონს? – ვკითხე მე. თავი დამიქნია. ცოტა ხანს გავჩერდი და წავედი, რომ ჩემი არ
მორიდებოდა. ისევ უკან დავბრუნდი. იწვა და გვერდით ცარიელი თეფში ედო. მერე,
როცა ფელისიტა პალატას დაალაგებს, საწოლის ქვემოდან ყაბაყის ნაჭრებს გამოგვის
მასზე შესეულ ჭიანჭველებთან ერთად.

– როგორ დაგარწმუნო, რომ აუცილებელია ჭამო? – ვკითხე მოგვიანებით.

იმდენ ხანს დუმდა, ვიფიქრე, ალბათ ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ მერე ჩაახველა, ყელი
ჩაიწმინდა.

– ადრე არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რას ვჭამ, – თქვა მან, – და ახლა საკუთარ
თავს ვეკითხები, თქვენ რა გრჯით?

– არ შემიძლია ვუყურო, როგორ კვდები შიმშილისგან. საერთოდ არ მინდა, რომ აქ


ვინმე შიმშილით მოკვდეს.

ეჭვი მეპარება, გაეგო, რაც ვუთხარი. მისი დახეთქილი ტუჩები მოძრაობას


განაგრძობდნენ, თითქოს რაღაცას ფიქრობს და არ უნდა, აზრი გაებნესო.

140
– საკუთარ თავს ვეკითხები: ვინ ვარ მე ამ კაცისთვის? საკუთარ თავს ვეკითხები: რა
მნიშვნელობა აქვს ამ კაცისთვის, მოვკვდები თუ ცოცხალი ვიქნები?

– ასე თუ გავყვებით, ისიც შეგიძლია იკითხო, რატომ არ ვხვრეტთ პატიმრებს. ეს ხომ


იგივე შეკითხვაა.

მან თავი გადააქნია, მერე თვალები გაახილა – ორი უზარმაზარი, შავი მორევი. მე
კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. სისულელედ ჩავთვალე, დავა
გამემართა ადამიანთან, რომელსაც ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს საფლავიდან
ამომყურებდა.

დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს, მერე უცებ აღმოვაჩინე, რომ ვლაპარაკობდი,


უფრო სწორად, ვჩურჩულებდი. თავში გამიელვა, ეს ხომ დანებებაა-მეთქი. სწორედ
ასეთი შეგრძნება გაქვს დამარცხების შემდეგ.

– ხომ შეიძლებოდა, იგივე შეკითხვა მეც დამესვა შენთვის, – ვჩურჩულებდი მე, –


ზუსტად იგივე შეკითხვა, რაც შენ დამისვი – ვინ ვარ მე ამ კაცისთვის, – კიდევ უფრო
ჩუმი ჩურჩულით განვაგრძე. გული გამალებით მიძგერდა, – აქ მე არ მომიწვევიხარ.
სანამ გამოჩნდებოდი, ყველაფერი კარგად იყო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი,
რამდენადაც ასეთ ადგილას ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს. და ამიტომ მეც
ვკითხულობ: ვინ არის ეს ადამიანი ჩემთვის.

მან ისევ დახუჭა თვალები. ყელი გამომშრალი მქონდა. სააბაზანოში წავედი, წყალი
დავლიე და ნიჟარაზე მიყრდნობილი დიდხანს ვიდექი ასე, სინანულით და
მწუხარებით შეპყრობილი. ვფიქრობდი, რომ მალე უბედურება მოხდებოდა, მე კი
ამისთვის მზად არ ვიყავი. ჭიქით ხელში მასთან დავბრუნდი.

– თუ არ ჭამ, ნუ ჭამ, – ვუთხარი მე, – მაგრამ წყალი აუცილებლად უნდა დალიო.

წამოჯდომაში მივეხმარე და რამდენიმე ყლუპი მოსვა.

***

ძვირფასო მაიკლს.

აი, შენი შეკითხვის პასუხი: მინდა, ვიცოდე, რა გადაგხდა თავს. მინდა, ვიცოდე,
როგორ მოხდა, რომ ჩართული აღმოჩნდი ომში, რომელსაც არავითარი კავშირი არა
აქვს შენთან. შენ ჯარისკაცი არ ხარ, მაიკლს, უბრალოდ, კომიკური ფიგურა ხარ,
კლოუნი, ერთი სოფლელი კაცი. რას აკეთებ ამ ბანაკში? შენი ხელახლა აღზრდა
სრულიად შეუძლებელია. ჩვენ ვერ შევძლებთ გიხსნათ თმაზე ალმოდებული
შურისმაძიებელი დედისგან, რომელიც ღამღამობით გესიზმრება (სწორად მესმის
შენი ნაამბობის ეს ნაწილი? ყოველ შემთხვევაში, მე ასე გავიგე). ან რა უნდა
გასწავლოთ? კალათის დაწვნა? გაზონის გაკრეჭა? შენ ჰგავხარ ხის მწერს, რომლის
ერთადერთი თავდაცვა მტაცებელი ცხოველებისგან მისი უცნაური ფორმაა. შენ
ჰგავხარ ხის მწერს, რომელიც, ღმერთმა იცის, საიდან, დიდი, მოშიშვლებული,
მოასფალტებული მოედნის შუაში დაეშვა. უღონო, ძაფივით წვრილ ფეხებს
რიგრიგობით ზევით სწევ, დაცოცავ ამაო იმედით, რომ რამეს შეერწყმები, დაიმალები,
მაგრამ ირგვლივ არაფერია. საერთოდ რატომ წამოხვედი იმ ბუჩქებიდან, მაიკლს,

141
ბაღი რატომ დატოვე. შენი ადგილი ხომ იქ იყო. მთელ შენს ცხოვრებას სადმე, წყნარ
გარეუბანში გაატარებდი, გაბარდნილი ბაღის შორეულ კუთხეში, შეუმჩნეველ ბუჩქში
და გააკეთებდი იმას, რასაც მწერები აკეთებენ, რომ იცოცხლონ – ხან აქ, ხან იქ ბალახს
მოწიწკნიდი, მცენარეების ბუგრებს შეჭამდი, ცვარს დალევდი. თუ ამას შენს პირად
ცხოვრებაში ჩარევად არ ჩამითვლი, საჭირო იყო, ადრე დაშორებოდი დედას,
რომელსაც, შენი მონაყოლის მიხედვით, ნამდვილ მკვლელად ვთვლი. სადმე სხვა
ბუჩქი უნდა გეპოვა, რაც შეიძლება შორს მისგან და დამოუკიდებელი ცხოვრება
დაგეწყო. დიდი შეცდომა დაუშვი, მაიკლს, როცა ის

ზურგზე აიკიდე და ცეცხლმოდებული ქალაქიდან სოფელში გაიქეცი. რადგან, როცა


წარმოვიდგენ, როგორ მიათრევ მას, სულს ძლივს ითქვამ მისი სიმძიმის ქვეშ, კვამლი
გახრჩობს, თან ცდილობ, ტყვიების წვიმას დააღწიო თავი და კიდევ სხვა გმირობებს
სჩადიხარ დედაშვილური სიყვარულით შთაგონებული, ამ დროს ისიც, დედაშენიც,
წარმომიდგება შენს ზურგზე მოკალათებული, ტვინს რომ გიჭამს. ტრიუმფალური,
მრისხანე მზერა აქვს. თავად სიკვდილის განსახიერებაა – დიადი დედა სიკვდილის.
და ახლა, როცა ის მკვდარია, შენ გინდა, უკან გაჰყვე. მე არაერთხელ მიფიქრია: რაზე
ფიქრობ, მაიკლს, როცა ასე ფართოდ ახელ თვალებს. რა თქმა უნდა, მე არ მხედავ, არც
თეთრ კედლებს და არც ლაზარეთის ცარიელ საწოლებს. არც ქათქათა თეთრქუდიან
ფელისიტას. ჰოდა, რას ხედავ? დედას, თავზე ალმოდებული შარავანდედით?
იღრიჭება და თითის მოხრით თავისკენ გიხმობს, საიქიო სამყაროში გიწვევს
სინათლის თხელი საბურველის გავლით? ამით ხომ არ აიხსნება შენი გულგრილი
დამოკიდებულება სიცოცხლის მიმართ?

და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს: რას ჭამდი იმ უდაბურ ადგილას ისეთს, რომ ყველა
სხვა საჭმელი უგემური გახდა შენთვის. მხოლოდ გოგრა ახსენე. ახლაც კი გოგრის
თესლი თან დაგაქვს. ნუთუ კარუში გოგრის გარდა არაფერს ჭამენ? და მე უნდა
დაგიჯერო, რომ მთელი წელი მხოლოდ გოგრით იკვებებოდი? ადამიანის ორგანიზმი
ამას ვერ გაუძლებს. კიდევ რას ჭამდი? ნადირობდი ალბათ, მშვილდი და ისარი
გააკეთე და ნადირობდი. ფესვებს და კენკრას

თუ ჭამდი? და მწერებს? საბუთებში გიწერია, რომ შენ opgaarder-ი, დარაჯი იყავი.


მაგრამ ის არ წერია, კონკრეტულად რას სდარაჯობდი. ციურ მანანებს? ისინი ციდან
ცვიოდა, შენ კი სარდაფში ინახავდი, რომ შენი მეგობრები გამოგეკვება, ღამით რომ
გესტუმრებოდნენ ხოლმე? და ბანაკის საჭმელზე უარს იმიტომ ამბობ, რომ ციური
მანანის გემომ გაგანებივრა?

შენ უნდა დამალულიყავი, მაიკლს. ძალიან დაუდევრად მოიქეცი. სადღაც, ყველაზე


ღრმა სოროში უნდა მოგეძებნა ადგილი, მის ყველაზე ბნელ კუთხეში და მოთმინებით
დალოდებოდი, სანამ ომი დამთავრდებოდა. შენ რა, გეგონა, რომ უჩინარი იყავი?
ჩვენი პლანეტის სტუმარი, უცხოპლანეტელი, რომელზეც დედამიწის კანონები არ
ვრცელდებოდა? ჰოდა, აი, ადამიანების კანონებმა მარწუხებში მოგიმწყვდიეს, საწოლს
მიგაჯაჭვეს კენილუორტის ძველი იპოდრომის ტრიბუნის ქვეშ, და, თუ საჭიროდ
ჩათვლიან, მტვრად გაქცევენ და ჩაგრეცხავენ. ეს კანონები რკინის ხელითაა
დაწერილი, მაიკლს. იმედი მაქვს, ამას თანდათან ხვდები. სანთელივითაც რომ
ჩამოდნე, ისინი მაინც არ შეგიბრალებენ. ადამიანებისთვის, რომელთაც ასეთი

142
უნივერსალური, უზარმაზარი სული აქვთ, დედამიწაზე ადგილი არ არის, გარდა
შესაძლოა ანტარქტიკისა, ან კიდევ სადღაც ოკეანეებისა.

თუ დათმობაზე არ წახვალ, მაიკლს, მოკვდები. და არ გეგონოს, რომ უბრალოდ


გაქრები. შენი სხეული თანდათან არამატერიალური გახდება, სანამ მხოლოდ სული
დარჩება და ეთერს

შეერევა. სიკვდილი, რომელიც შენ აირჩიე, ტანჯვით სიკვდილია. შენ სრულად,


ბოლომდე გამოცდი ტკივილს და სინანულს და სირცხვილს და კიდევ მრავალი დღე
ჩაივლის, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ხსნა მოვა. შენ მოკვდები და შენი ცხოვრების
ამბავიც შენთან ერთად მოკვდება. მოკვდება სამუდამოდ, თუ გონებას არ მოუხმობ და
არ მომისმენ. მომისმინე, მაიკლს, მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შენი გადარჩენა
შეუძლია. მე ერთადერთი ვარ, ვინც ხვდება, როგორი გამორჩეული არსება ხარ. მე
ერთადერთი ვარ, ვინც შენზე ზრუნავს. მხოლოდ მე ვხედავ, რომ შენ არც მორჩილი
პატიმარი ხარ, რომელიც მსუბუქი რეჟიმის ბანაკში უნდა მოათავსო, და არც
გამოუსწორებელი ბოროტმოქმედი, მძიმე რეჟიმის ბანაკში გამომწყვდევას რომ
იმსახურებს. არამედ ხარ ადამიანი, კლასიფიკაციის მაღლა და მიღმა მყოფი.
საბედნიეროდ, შენი სული დოგმებით არ არის მოწამლული, მისთვის სრულიად
უცხოა ადამიანების ისტორია და ეს სული ცდილობს, ფრთები აფარფატოს თავის ქვის
სარკოფაგში, კლოუნის ნიღბის ქვეშ იბუტბუტოს. გარკვეული აზრით, შენ უნიკუმი
ხარ, მაიკლს, უკანასკნელი შენ მსგავთა მოდგმიდან, ისტორიამდელი არსება,
ცელაკანტის[10] მსგავსი, ან იანკების[11] ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი.
ჩვენ ყველანი ისტორიის ქვაბში აღმოვჩნდით. მხოლოდ შენ, შენს იდიოტურ
ვარსკვლავს რომ მიჰყვებოდი და ბავშვობა ობოლთა თავშესაფარში გაატარე (ვის
მოუვიდოდა აზრად, რომ თავშესაფარი შეიძლება სამალავ ადგილად იქცეს), თავიდან
აირიდე სამყარო და ომი, იმალებოდი ღია ადგილზე, სადაც ვერავინ იფიქრებდა,
ეძებნე, მხოლოდ შენ მოახერხე ძველებურ ყაიდაზე გეცხოვრა. დროში
დალივლივებდი, წლის დროთა

ცვალებადობას თვალს ადევნებდი და არ ცდილობდი სამყარო შეგეცვალა, ისევე


როგორც ქვიშის მარცვალი არ ცდილობს ამას. ჩვენ შენით უნდა ვიამაყოთ და პატივი
მოგაგოთ, შენი ტანსაცმელი მუზეუმში უნდა გამოვფინოთ, ტანსაცმელი და კიდევ
პაკეტი გოგრის თესლით, იპოდრომის კედელზე კი მემორიალური დაფა გავაკრათ
შენი აქ ყოფნის ხსოვნის უკვდავსაყოფად. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ
მოხდება. სიმართლე ის არის, რომ შენ, ყველასგან გარიყულსა და მივიწყებულს, სადმე
იპოდრომის მიგდებულ კუთხეში ჩაგფლავენ მიწაში. ახლა ფიქრიც ზედმეტია იმაზე,
რომ ვოლტემადის სასაფლაოზე წაგიყვანონ. ჩემ გარდა, არც ერთ ცოცხალ არსებას არ
ემახსოვრები, თუ არ დამიჯერებ და, ბოლოს და ბოლოს, არ ალაპარაკდები.
გევედრები, მაიკლს, yield – დამიჯერე. შენი მეგობარი.
***

დიდი მითქმა-მოთქმა იყო პატიმრების ახალი ჯგუფის ჩამოსვლასთან დაკავშირებით,


სანამ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი არ გაირკვა. ძირითადი ნაწილი როდესბურგშია

143
შეყოვნებული და ტრანსპორტს ელოდება. აღმოსავლეთ პროვინციებიდან კი ჯგუფი
თურმე საერთოდ აღარ

ჩამოვა: ეიტენჰაგის ეტაპის ბანაკს უკვე აღარ ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც


შეუძლიათ, გამოუსწორებელი ბოროტმოქმედები წვრილფეხა დამნაშავეებისგან
განაცალკეონ. ამიტომ ამ სექტორიდან უკლებლივ ყველას მძიმე რეჟიმის ბანაკებში
გზავნიან, სადაც მათ ახალი ბრძანების გამოსვლამდე მოუწევთ ყოფნა.

ასე რომ, კენილუორტში კვლავსადღესასწაულო განწყობა სუფევს. ხვალ კრიკეტის


მატჩი გაიმართება ბანაკის მომსახურე პერსონალსა და გენერალ-კვარტირმეისტერის
სამსახურის გუნდს შორის. სარბენ მინდორზე დიდი ორომტრიალია: გაზონს კრეჭენ,
სათამაშო მოედანს ხაზავენ. ჩვენი გუნდის კაპიტანი ნოელია. ამბობს, ოცდაათი
წელიწადია, რაც არ მითამაშიაო. თავისი ზომის თეთრ შარვალს ვერ პოულობს. თუ
მთელ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება სარკინიგზო მაგისტრალების აფეთქება და
ტრანსპორტის შეფერხება, ხელისუფლება ჩვენს არსებობას დაივიწყებს და ჩვენ
მაღალი ღობის მიღმა შეგვეძლება მთელი ომის განმავლობაში ვითამაშოთ.

ნოელი მოვიდა ჩვენთან შესამოწმებლად. პალატაში სულ ორი ავადმყოფია – მაიკლსი


და კიდევ ერთი ბიჭი ტვინის შერყევით. მაიკლსის შესახებ ვისაუბრეთ. ხმადაბლა
ვლაპარაკობდით, მიუხედავად იმისა, რომ მას ეძინა. ჯერ კიდევ შემიძლია მისი
გადარჩენა, ვუთხარი ნოელს, თუ ცხვირში მილს ჩავუდგამ და ასე ვკვებავ, მაგრამ
ვაიძულო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე არ

უნდა, იცოცხლოს, ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. კანონიც ჩემ მხარესაა, ის


იძულებით კვებას და სიცოცხლის იძულებით გახანგრძლივებას კრძალავს (გარდა
ამისა, ის კრძალავს შიმშილობით გაფიცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც).

– კიდევ რამდენ ხანს გაძლებს? – მკითხა ნოელმა.

– ორ კვირას, შეიძლება სამსაც, – ვუპასუხე მე.

– რას იზამ, ის ხომ მაინც არის, რომ წყნარად მოკვდება, – თქვა მან.

– არა, – ვუთხარი მე, – საშინელ ტანჯვაში დალევს სულს.

– რაიმე ისეთი ნემსი არ არსებობს, რომ გაუკეთოთ? – მკითხა მან.

– მის მოკვდინებას გულისხმობთ? – ვკითხე მე.

– არა, მოკვდინებას არ ვგულისხმობ, – თქვა მან, – უბრალოდ, ტანჯვა რომ


შევუმსუბუქოთ.

მე უარი ვუთხარი. არ შემიძლია, საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა ავიღო


იქამდე,

ვიდრე ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ის გადაიფიქრებს. ჩვენი საუბარი ისე დასრულდა,
ვერაფერზე შევთანხმდით.
***

144
კრიკეტის მატჩი ჩვენი დამარცხებით დასრულდა. ბურთი უსწორმასწორო მინდორზე
დაქროდა, უკუმგდებლები კი უკან ხტებოდნენ, თითქოს ეშინოდათ, არ მომხვდესო.
ნოელი, რომელსაც წითელლამპასებიანი შალის თეთრი საწვრთნელი კოსტიუმი ეცვა
და თბილ ქვედა საცვალში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ჰგავდა, მეთერთმეტე იყო,
ვინც დაარტყა და პირველივე ბურთის შემდეგ გაიყვანეს.

– სად ისწავლეთ კრიკეტის თამაში? – ვკითხე მე.

– მორესბურგსში, ოცდაათიან წლებში, – მიპასუხა მან, – სკოლის სტადიონზე. დიდი


შესვენებების დროს.

ჩემზე ის ჩვენ შორის საუკეთესო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მატჩის შემდეგ ვიქეიფეთ. შუაღამისას დავიშალეთ. დავთქვით, რომ საპასუხო მატჩი


თებერვალში, საიმონსტაუნში გაიმართება, თუ იმ დროისთვის სადმე არ
გადაგვიყვანეს.

ნოელი დამწუხრებულია. ამ დილით შეიტყო, რომ ის, რაც ეიტენჰაგის ბანაკში მოხდა,
მხოლოდ დასაწყისია და რომ გამასწორებელ ბანაკებსა და სამხედრო ტყვეების
ბანაკებს შორის განსხვავება აღარ იქნება. ბარდსკერდერსბოსი იხურება და დანარჩენი
სამი, კენილუორტის ჩათვლით, ჩვეულებრივ სამხედრო ბანაკად გადაიქცევა.
გამასწორებელი ბანაკის იდეა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მისი პრაქტიკული
განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება შრომით ბატალიონებს, მათი
ფორმირება სამხედრო ტყვეების ბანაკების პატიმრებით შეიძლება. ნოელმა
ხელმძღვანელებს ჰკითხა: «ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ აპირებთ ძლიერი,
ბრძოლაგამოვლილი ჯარისკაცები აქ გამოამწყვდიოთ, კენილოურტში, ქალაქის
ცენტრში, მხოლოდ აგურის კედლით და ორმაგი მავთულხლართებით
გარშემორტყმული, იმის იმედად, რომ გულით ავადმყოფი რამდენიმე მოხუცი და
ბიჭი შეძლებს მათ უდარაჯოს?» მას უპასუხეს: «ჩვენ ვიცით, რომ კენილოურტის
ბანაკი უნაკლო არ არის. სანამ ის ხელახლა გაიხსნებოდეს, მისი მოდერნიზება გვაქვს
დაგეგმილი. პროჟექტორებს და საგუშაგო კოშკებს დავაყენებთ».

ნოელი გამომიტყდა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს. უკვე სამოცი წლისაა და


დიდი ძალა შეალია სამსახურს. ერთი ქვრივი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ეხვეწება
გორდონს, ბეიში

გადმოდი ჩემთან საცხოვრებლადო. «ასეთი ბანაკის უფროსი რკინის ადამიანი უნდა


იყოს. ეს საჩემო სამსახური არ არის». არ შემიძლია, არ დავეთანხმო. რკინის კაცი
მართლაც არ არის და ეს მისი უდიდესი ღირსებაა.

***

მაიკლსი გაქრა. ეტყობა, ღამით გაიქცა. დილით, როდესაც ფელისიტა პალატაში


შევიდა, დაინახა, რომ საწოლი ცარიელი იყო, მაგრამ ამის შესახებ არავის შეატყობინა
(«ვიფიქრე, ალბათ ტუალეტშია-მეთქი»). უკვე ათი საათი იყო, როცა ეს ამბავი გავიგე.
ახლა, ამ გადასახედიდან, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რა ადვილი იყო გაქცევა,
ყოველ შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანისთვის. ბანაკი ცარიელია, გუშაგები

145
მხოლოდ მთავარ ჭიშკართან დგანან და კიდევ იმ ტერიტორიის ჭიშკართან, სადაც
ბანაკის თანამშრომლები ცხოვრობენ. პერიმეტრს არავინ იცავს. გვერდით ჭიშკარიც
უბრალოდ მხოლოდ ჩაკეტილია. ბანაკში არავინ იყო, რომ გაქცეულიყო და ქალაქიდან
ხომ ბანაკში შემოსვლას ვინ მოისურვებდა. მაიკლსი კი დაგვავიწყდა. ვერ
წარმოვიდგინეთ, რომ შეიძლებოდა გაქცეულიყო. ალბათ ფეხაკრეფით გავიდა
პალატიდან, კედელზე გადაძვრა – ღმერთმა იცის, როგორ – და გაქრა.
მავთულხლართები თითქოს არსად არ არის გადაჭრილი, მაგრამ მაიკლსი ხომ ისეთი
გამხდარია, რომ ყველგან შეძლებდა გაძრომას.

ნოელი გასაჭირშია. განაწესის თანახმად, გაქცევის შესახებ ხელმძღვანელებს უნდა


მოახსენოს და საქმე პოლიციას გადასცეს. მაგრამ როდესაც გამოძიება დაიწყება, რა
თქმა უნდა, გამოჩნდება, რომ აქ უდარდელად ვცხოვრობთ, დისციპლინა მოიკოჭლებს
და ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული: თანამშრომლების ნახევარს ღამით აქ არ
სძინავს, გუშაგებს ყოველთვისარ ვაყენებთ და ა. შ. არის გამოსავალი: გავაკეთოთ
მოწმობა მაიკლსის სიკვდილის შესახებ. დაე, თვითონ, სადაც უნდა, იაროს. ნოელს
ვარწმუნებ და ვთხოვ, სწორედ ასე მოიქცეს:

– ღვთის გულისთვის, ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ მაიკლსის საქმე. ეს


საწყალი, პრიმიტიული კაცი მომაკვდავი ძაღლივით გაიპარა, რათა სადღაც, კუთხეში,
წყნარად მოკვდეს. იყოს, როგორც თვითონ სურს, რატომ უნდა მოვათრიოთ უკან?
იმისთვის, რომ პროჟექტორების შუქზე მოკვდეს უცხო ადამიანების მზერის ქვეშ? –
ნოელს გაეღიმა.

– თქვენ იღიმებით, – ვთქვი მე, – მაგრამ მე სიმართლეს ვამბობ: მაიკლსის მსგავსი


ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამყაროსთან, რომელიც ჩემთვის და თქვენთვის
მიუწვდომელია. მათ ესმით ძახილი დიადი, კეთილი შემქმნელისა და მას
ემორჩილებიან, როგორც სპილოები. ხომ გაგიგიათ ამის შესახებ?

– მაიკლსი ამ ბანაკში საერთოდ არ უნდა მოგვეყვანა, – განვაგრძე მე, – ეს შეცდომა


იყო. კაცმა

რომ თქვას, მთელი მისი ცხოვრებაც ხომ თავიდან ბოლომდე შეცდომაა. ვიცი,
სისასტიკეა ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ის საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო
ამქვეყნად, ასეთ სამყაროში. უკეთესი იქნებოდა დედამისს, როგორც კი დაინახა, რა
გააჩინა, მაშინვე წყნარად დაეხრჩო და ნაგვის ყუთში ჩაეგდო. ჰოდა, ახლა მაინც
გავუშვათ მშვიდობიანად თავის გზაზე. მე მისი გარდაცვალების მოწმობას შევადგენ,
თქვენ ხელს მოაწერთ, სამმართველოს ვიღაც კლერკი საქმეში ისე ჩააკრავს, არც
დახედავს და ამით მაიკლსის ამბავი დასრულდება.

– ბანაკის პიჟამა აცვია, – თქვა ნოელმა, – სადმე პოლიციას გადაეყრება.


ჰკითხავენ, საიდან ხარო. ის უპასუხებს, კენილუორტიდანო. შეამოწმებენ და
აღმოაჩენენ, რომ ბანაკიდან მისი გაქცევის შესახებ არ განგვიცხადებია. და ცუდი დღე
დაგვადგება.

– პიჟამა არ აცვია, – ვთქვი მე, – სად რა იპოვა და რა ჩაიცვა, არ ვიცი, მაგრამ პიჟამა
ნამდვილად პალატაში აქვს დატოვებული. და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის,

146
კენილუორტიდან ვარო, უბრალოდ, იმის გამო, რომ უკან არ დააბრუნონ. თავის
რომელიმე სხვა ამბავს მოუყვება, მაგალითად, იმას, რომ სამოთხის ბაღიდან არის.
პაკეტს ამოიღებს ჯიბიდან, რომლითაც გოგრის თესლს დაატარებს, შეანჯღრევს,
გააჩხრიალებს, მერე პოლიციელებს გაუღიმებს და მაშინვე საგიჟეთში გაგზავნიან, თუ
საგიჟეთები ჯერ კიდევ არსებობს. და ამის შემდეგ მაიკლსის სახელს ვეღარასოდეს
გავიგონებთ, გეფიცებით, ნოელ. ჰო, მართლა, იცით, რამდენი კილოა?

ოცდათხუთმეტი! ძვალი და ტყავიღაა დარჩენილი. ორი კვირაა საერთოდ არაფერი


უჭამია. მისმა ორგანიზმმა ჩვეულებრივი საჭმლის ათვისების უნარი დაკარგა.
განცვიფრებული ვარ, რომ ეყო ძალა, წამომდგარიყო და წასულიყო. კედელზე რომ
გადაძვრა, ეს ხომ მთლად სასწაულია. რამდენ ხანს გაძლებს? ერთი ღამე ღია ცის ქვეშ
და სიცივისგან მოკვდება. გული გაუჩერდება.

– ჰო, მართლა, ვინმემ შეამოწმა? იქნებ ვერც გადაძვრა კედელზე, ჩამოვარდა და


სადმე მის ძირში აგდია, იქითა მხარეს, – მე წამოვდექი, – ბანაკის კედელთან
დაგდებული ბუზებდახვეული გვამი მეტისმეტად ცუდი რეკლამა იქნება ჩვენთვის, –
განაგრძო მან, – ეს, რა თქმა უნდა, თქვენი მოვალეობა არ არის, მაგრამ, თუ გნებავთ,
ნახეთ, შეამოწმეთ. შეგიძლიათ ჩემი მანქანა გამოიყენოთ.

მანქანით არ მისარგებლია, ბანაკს ფეხით შემოვუარე. ღობის მიღმა მხარე


სარეველებით იყო გაბარდნილი. მუხლამდე ბალახში მომიხდა სიარული. გვამი ვერ
აღმოვაჩინე, მავთულიც არსად იყო დაზიანებული. ნახევარი საათი ვიარე და იმ
ადგილას დავბრუნდი, საიდანაც შემოვლა დავიწყე. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული
დავრჩი. რა პატარა ყოფილა ბანაკი – გარედან რა პატარა ყოფილა, თორემ შიგნით
მცხოვრებთათვის მთელი სამყაროა. მერე, იმის ნაცვლად, რომ ნოელთან
დავბრუნებულიყავი მოხსენებით, როზმიდ-ავენიუზე ვიხეტიალე მოხატულ,

აჭრელებულ ჩრდილებში, მუხების ქვეშ, მშვიდი შუადღით ვტკბებოდი. მოხუცმა


ჩამიარა ველოსიპედით, რომელიც პედალზე ფეხის ყოველი დაჭერისას ჭრიალებდა.
კაცი ხელის აწევით მომესალმა. გავიფიქრე, თუ უკან გავყვები და ავენიუდან არ
გადავუხვევ, ორ საათზე პლაჟზე ვიქნები-მეთქი. საკუთარ თავს ვკითხე, არის კი რაიმე
მიზეზი იმისთვის, რომ დისციპლინა და წესრიგი ხვალ, ერთი თვის ან ერთი წლის
შემდეგ კი არა, დღესვე დაინგრეს და ჩამოიშალოს-მეთქი. რა უფრო სასარგებლო
იქნება კაცობრიობისთვის – ის, თუ მთელ დანარჩენ დღეს ლაზარეთში ვიყურყუტებ
და ქონების ინვენტარიზაციას გავაკეთებ, თუ პლაჟზე წავალ, ტანსაცმელს გავიხდი,
ქვიშაზე ტრუსით წამოვწვები და გაზაფხულის კეთილისმყოფელ, მოალერსე მზის
სხივებს შევიწოვ, ვუყურებ, როგორ ცელქობენ ბავშვები წყალში და მერე მანქანების
სადგომზე, ჯიხურში ნაყინს ვიყიდი, თუ ის ჯიხური კიდევ არსებობს; რას მიაღწია,
ბოლოს და ბოლოს, ნოელმა იმით, რომ საათობით ზის თავის საწერ მაგიდასთან და
ანგარიშობს, რამდენი პატიმარი მივიღეთ და რამდენი გავუშვით? არ ჯობია, ხანდახან
წავიდეს და წათვლიმოს? შეიძლება კაცობრიობის ბედნიერების საერთო ჯამი
გაზრდილიყო, დღეს დასვენება რომ გამოგვეცხადებინა და ყველანი პლაჟზე
წავსულიყავით – ბანაკის უფროსიც, ექიმიც, მღვდელიც, ფიზიკური მომზადების
ინსტრუქტორებიც, მცველები და გუშაგები ძაღლებით და ექვსი გამოუსწორებელი
დამნაშავეც კი, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. ბანაკის მისახედად მხოლოდ იმ

147
ავადმყოფს თუ დავტოვებდით, ტვინის შერყევა რომ აქვს. შეიძლება გოგონებიც
შეგვხვედროდნენ. ბოლოს და ბოლოს, განა იმისთვის არ ვომობთ, რომ

ბედნიერების საერთო ჯამი გავზარდოთ მთელ მსოფლიოში? თუ არასწორად მახსოვს


და სხვა ომზე ვფიქრობდი?

– ღობის იქით მაიკლსი არ არის, – მოვახსენე მე, – და არც ის ტანსაცმელი აცვია,


რომელიც ჩვენ გაგვცემს. ლურჯი კომბინეზონი ჩაუცვამს, რომელსაც წინ და უკან
«ტყისმჭრელი» აწერია. ტუალეტში ეკიდა, კავზე, ღმერთმა იცის, რამდენი ხნის
განმავლობაში. ასე რომ, მაიკლსის ჩამოწერა ადვილად შეიძლება. ნოელი დაღლილი
ჩანდა. დაღლილი, მოხუცი კაცი.

– და კიდევ, – განვაგრძე მე, – შეგიძლიათ შემახსენოთ, რისთვის ვომობთ? ადრე


მითხრეს ამის შესახებ, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ იყო და დამავიწყდა.

– ჩვენ იმისთვის ვომობთ, – თქვა ნოელმა, – რომ ეროვნულ უმცირესობებს


თვითონ შეეძლოთ საკუთარი ბედის გადაწყვეტა.

ერთმანეთს არაფრისმთქმელიმზერა ვესროლეთ. მას ჩემი არ ესმოდა და აქ მე


ვერაფერს გავაწყობდი.

– მომეცით გარდაცვალების მოწმობა, რომლის დაწერაც გინდოდათ, – მითხრა


მან, – თარიღს ნუ დაუსვამთ.

საღამოს კი მედდის მაგიდასთან ვიჯექი უსაქმოდ. პალატაში სიბნელე იყო. გარეთ


სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი ძლიერდებოდა. ავადმყოფი, რომელსაც ტვინის შერყევა
აქვს, თანაბრად, წყნარად სუნთქავდა და უცებ დამეუფლა უჩვეულოდ მძაფრი განცდა,
რომ ამაოდ ვფლანგავ სიცოცხლეს, დღითი დღე ამაოდ ვფლანგავდი რაღაცის
მოლოდინში, რომ მე, ფაქტობრივად, ამ ომის ტყვედ ვიქციე თავი. ლაზარეთიდან
გამოვედი, ცარიელი სარბენი ბილიკის ნაპირას დავდექი და მივაჩერდი ცას, საიდანაც
ქარს ღრუბლები გადაერეკა. იმედი მქონდა, რომ მძიმე განწყობა გამივლიდა და
ჩვეული სიმშვიდე დამეუფლებოდა. ომის დრო მოლოდინის დროა, – თქვა ნოელმა
ოდესღაც. სხვა რა დაგრჩენია ბანაკში, თუ არა ის, რომ ელოდო, იცხოვრო დადგენილი
წესრიგით, საკუთარი მოვალეობების ჭაპანს ეწეოდე, გამუდმებით ომის გუგუნს
უსმენდე, კედლებიდან რომ აღწევს და იმის იმედი გქონდეს, რომ რაიმე შეიცვლება?
ისტორია ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, საით წავიდეს, და ამ დროს ფელისიტა –
მხოლოდ ფელისიტა რომ ავიღოთ – გრძნობს თუ არა ის, რომ გაორებულ
მდგომარეობაშია – ცოცხალია და არც არის ცოცხალი. ფელისიტასთვის ისტორია, იმის
მიხედვით, რაც მე მის შესახებ ვიცი, მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოა («როდის
აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკა?» «ათას ექვსას ორმოცდათორმეტ წელს». «სად არის
ყველაზე დიდი ხელოვნური ღრმული დედამიწაზე?»

«კიმბერლიში».). ძალიან მეეჭვება, რომ ის ხედავდეს დროის დინებას, ჩვენ გარშემო


რომ ტრიალებს – გრიგალისებურად მოძრაობს ბრძოლის ველებზე და სამხედრო
შტაბებში, ქარხნებში, ქუჩებში, ფირმების ოფისებსა და სახელმწიფო
დაწესებულებებში. თავიდან ნაკადები ერთმანეთს ეხლებიან, მაგრამ დაუოკებლად
ისწრაფვიან გარდაქმნისკენ. მაშინ ქაოსისგან წესრიგი იბადება და ისტორია

148
საზეიმოდ, ცერემონიულად ავლენს თავს მთელი თავისი აზრითა და მნიშვნელობით.
შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, ფელისიტა ფიქრობდეს, რომ ის დროის მახეშია
გაბმული – ლოდინის დროში, ბანაკების დროში, ომის დროში. მისთვის დრო ახლაც
ისევე სავსეა, როგორც ყოველთვის – მაშინაც კი, როცა ზეწრებს რეცხავს, მაშინაც კი,
როცა იატაკს გვის. მე კი, ვინც ცალი ყურით ბანაკის ჩვეულებრივ, ბანალურ საუბრებს
ვისმენ, მეორით კი – მხოლოდ განსაკუთრებით ფაქიზი სმენისთვის მისაწვდომ
დიადი მექანიზმის გიროსკოპების ზუზუნს, ვგრძნობ, რომ დრო დაცარიელდა (ან
იქნებ ფელისიტას სათანადოდ ვერ ვაფასებ?). ის პაციენტიც კი, რომელსაც ტვინის
შერყევა აქვს, მთლიანად საკუთარ თავშია ჩანთქმული და სამყაროსგან კვდომის ნელი
პროცესითაა გამიჯნული, უფრო სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე მე, ჯანმრთელი
და ჯან-ღონით სავსე ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას უსიამოვნებები მოჰყვეს, მინდა, ჭიშკართან


პოლიციელი გამოჩნდეს, რომელსაც მაიკლსისთვის ქეჩოში ექნება ხელი ჩავლებული,
თითქოს ნაჭრის

თოჯინა იყოს და გვითხრას: «ამ ნაბიჭვრებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ», მერე
ის აქ დაგვიტოვოს და თვითონ წავიდეს. მაიკლსი თავისი ფანტაზიებით იმის შესახებ,
რომ უდაბნო ბაღნარად აქციოს გოგრის აყვავებული ბარდებით, ერთ-ერთი ის
შერეკილია, ვინც მეტისმეტად დაკავებულია, მეტისმეტად სულელია, მეტისმეტად
ჩაკარგულია საკუთარ თავში და ამიტომ არ ესმის, როგორ მოძრაობს ისტორიის
ბორბალი.

149
***
ამ დილით, წინასწარ შეუტყობინებლად, სატვირთო მანქანების კოლონა მოვიდა და
ოთხასი ახალი პატიმარი მოიყვანა. ეს სწორედ ის ჯგუფი იყო, რომელიც ჯერ ერთი
კვირა როდერსბურგში ჰყავდათ დაკავებული, შემდეგ კი, მატარებლის
შემადგენლობა, რომელშიც ისინი ჩასხეს, ბოფორტ-უესტის ჩრდილოეთით იდგა. და
მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ აქ კრიკეტს ვთამაშობდით, მეგობარ
გოგონებთან ვატარებდით დროს, ვფილოსოფოსობდით სიცოცხლის, სიკვდილისა და
ისტორიის შესახებ, ეს ადამიანები სათადარიგო გზებზე, საქონლის გადასაყვან
ვაგონებში იტანჯებოდნენ, დღისით ნოემბრის მცხუნვარე მზის ქვეშ, ღამით კი
ერთმანეთზე მიყრილებს ეძინათ მთიანეთის ყინვაში. ტუალეტში გასვლის ნებას
დღეში ორჯერ აძლევდნენ. მათი ერთადერთი საჭმელი იყო ფაფა, რომელსაც
ცეცხლზე ხარშავდნენ რკინიგზის ყრილთან ახლოს. მატარებლები, რომელთაც უფრო
საჩქარო ტვირთი მიჰქონდათ, გვერდით ჩაუქროლებდნენ, მათი დროებითი
საცხოვრებლის ბორბლებს კი აბლაბუდას ქსელები ჰქონდა მოდებული. ნოელი
ამბობს, რომ თავიდან ხალხის მიღებაზე კატეგორიული უარის თქმა უნდოდა, ჩვენს
ბანაკს სათანადო პირობები არ გააჩნიაო – და ამის სრული უფლება ჰქონდა – მაგრამ,
როცა პატიმრების სუნი ეცა, ნახა, როგორ გატანჯულად და უმწეოდ
გამოიყურებოდნენ ისინი, მიხვდა, რომ თუ მათ არ მიიღებდა, ყველას უკან, ვაგზალზე
წაიყვანდნენ, საქონლის იმავე ვაგონებში შერეკავდნენ,

რომლითაც მოიყვანეს და თუ ამ აბსურდული ბიუროკრატიული მანქანის რომელიმე


ჩინოვნიკი თავს არ შეიწუხებდა, პატიმრებს იმ ვაგონებში სიკვდილი ელოდათ.
ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა მთელი დღის განმავლობაში შეუსვენებლად იმუშავა.
თითოეულ ახალჩამოსულს ყურადღება სჭირდებოდა: დეზინფექცია უნდა
ჩაგვეტარებინა, მათი ტანსაცმელი დაგვეწვა და ბანაკის უნიფორმა ჩამოგვერიგებინა,
საკვები მიგვეცა, ავადმყოფები და შიმშილით დაუძლურებულები გაგვეცალკევებინა.
ახლა პალატა და კორიდორი ისევ გადაჭედილია. ზოგიერთი ახალი ავადმყოფი
თითქმის ისეთივე გამხდარია, როგორც მაიკლსი, რომელიც, ჩემი აზრით,
სიცოცხლეში იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, ან იქნებ კვდომით მიუახლოვდა
სიცოცხლეს, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენ, ყველანი,
საქმეში ვართ ჩართული და სულ მალე დროშის აღმართვის ცერემონია და
გამასწორებელ-საგანმანათლებლო სიმღერები ზაფხულის ნაშუადღევის წყნარ
საათებს ჩაგვიშხამებს. პატიმრებმა გვითხრეს, გზაში, სულ ცოტა, ოცი კაცი მაინც
მოკვდაო. გარდაცვლილებს პირდაპირ ველდებში მარხავდნენ და საფლავის
მონიშვნითაც არავინ იწუხებდა თავს. ნოელმა საბუთების შემოწმება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ ისინი ამ დილით იყო შედგენილი და შიგ არაფერი იყო აღნიშნული,
ჩამოსული პატიმრების რაოდენობის გარდა.

– დამატებითი საბუთები რატომ არ მოითხოვეთ? – ვკითხე მე.

– რა აზრი აქვს? – თქვა მან, – წყლის ნაყვა იქნებოდა. მიპასუხებდნენ, ჯერ მზად არ
არისო. მაგრამ საქმე ისაა, რომ არც არასოდეს იქნება მზად. ვის სჭირდება, რომ
გამოძიება დაიწყოს? და, გარდა ამისა, ვინ იტყვის, რომ ოთხასიდან ოცი ძალიან

150
ბევრია? ადამიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე კვდებიან. ჩვენ ხომ მოკვდავები ვართ.
ასეთია ადამიანის ბუნება. ვერაფერს გააწყობ.

ძალიან ბევრია დიზენტერიითა და ჰეპატიტით დაავადებული. და, რა თქმა უნდა,


თითქმის ყველას ჭია ჰყავს. მხოლოდ მე და ფელისიტა თავს ვერ გავართმევთ. ნოელი
დათანხმდა, რომ პატიმრებიდან ორი სანიტარი ავიყვანო.

ამასობაში კი კენილუორტის მკაცრი რეჟიმის ბანაკად ქცევის გეგმა ხორციელდება.


პირველ მარტს ახალი სტატუსი გვექნება. მზადდება სერიოზული ცვლილებები:
ტრიბუნების აღებას აპირებენ და ააშენებენ ბარაკებს, რომლებშიც ხუთასი პატიმრის
მოთავსება იქნება შესაძლებელი. ნოელმა უფროსებს დაურეკა და შესჩივლა, დრო
მეტისმეტად მცირეაო. მაგრამ უპასუხეს, დამშვიდდით, ყველაფერზე იზრუნებენ.
დაგვეხმარეთ, გამოყავით ადამიანები ტერიტორიის გასასუფთავებლად. თუ ბალახია
მოდებული, დაწვით, თუ ქვები ყრია – აიღეთ. ყველა ქვას ჩრდილი აქვს. წარმატებას
გისურვებთ. გახსოვდეთ: ‘n boer maak ‘n plan[12].

ეჭვი მაქვს, რომ ნოელი ახლა მეტს სვამს, ვიდრე ადრე სვამდა. მგონი, დროა, მე და ის

ციხესიმაგრიდან გავრბოდეთ – ნახევარკუნძული ხომ მალე ციხესიმაგრედ იქცევა –


დაე, პატიმრებმა უდარაჯონ პატიმრებს და ავადმყოფებმა მოუარონ ავადმყოფებს.
მაგალითი ალბათ მაიკლსისგან უნდა ავიღოთ და სადმე ქვეყნის წყნარ კუთხეს
შევაფაროთ თავი, ვთქვათ, კარუს მიყრუებულ რაიონებს. დავსახლდეთ იქ და
ვიცხოვროთ – ორი გამოქცეული ჯენტლმენი, მოკრძალებული მატერიალური
შესაძლებლობით, ჯანსაღი ჩვევებით. როგორ მოვახერხოთ ისე შორს წასვლა, როგორც
მაიკლსმა – აი, რა იქნება მთავარი სიძნელე. თავიდან ალბათ სამხედრო ფორმა უნდა
გავიხადოთ, უნდა შევეჩვიოთ, რომ ფრჩხილებში ტალახი გვექნება და, საერთოდ,
მიწას უნდა დავუახლოვდეთ. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ შევძლებთ, ისეთი
შეუმჩნევლები გავხდეთ, როგორც მაიკლსი იყო, უფრო სწორად, ისეთი, როგორიც ის
იქამდე იყო, ვიდრე ჩონჩხად გადაიქცეოდა. როცა მაიკლსს ვუყურებდი, ყოველთვის
ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ ერთი მუჭა მტვერი აიღო, ნერწყვით დაასველა და
პრიმიტიული ადამიანი გამოძერწა. ერთი-ორი შეცდომა დაუშვა (კურდღლის ტუჩი
და, რა თქმა უნდა, ტვინი). ერთი-ორი დეტალი გამორჩა (სექსი). და მაინც, ნამდვილი
თიხის კაცუნა გამოვიდა, სწორედ ისეთი, როგორსაც გლეხები ძერწავენ –
სინათლისკენ მოძვრება დედის წიაღიდან, თითები უკვე მოკრუნჩხული აქვს, და
ზურგი მოღუნული – მზადაა სოროს გასათხრელად. ეს არსება მთელ სიცოცხლეს
სოროში ატარებს და ბოლოს, როცა ამის დრო დგება, თვითონ ითხრის საფლავს,
წყნარად წვება შიგ, მძიმე ბელტებს იყრის სხეულზე და ისე ეხვევა შიგ, როგორც
საბანში, უკანასკნელად იღიმება, გადაბრუნდება და ძილს მიეცემა. ბოლოს და ბოლოს,
თავის სახლს დაუბრუნდა,

სადღაც კი, შორს, როგორც ყოველთვის შეუმჩნევლად, ისევ ტრიალებს ისტორიის


ბორბალი. ხელისუფლების რომელ ორგანოს მოუვიდოდა აზრად ასეთი არსებების
აგენტებად ქცევა. ერთადერთი, რაშიც შეიძლება გამოდგნენ, ხომ ის არის, რომ
თავიანთი ტვირთი ზიდონ და ასობით და ათასობით დაიხოცონ.

151
აი, მე კი – თუ ერთხელ, ბნელ ღამეს, კომბინეზონს და ჩოგბურთის ფეხსაცმელებს
ჩავიცვამ და კედელზე გადავძვრები (მავთულხლართების გადაჭრა მომიწევს,
ჰაერისგან ხომ არა ვარ გაკეთებული), პირველივე პატრული დამიჭერს, სანამ ვიდგები
და ვიფიქრებ, სად წავიდე და რომელ მხარეს ვეძებო ხსნა. ჩემი უბედურება ის არის,
რომ დავკარგე ერთადერთი იმედი, რომელიც მქონდა და დავკარგე ის იქამდე, ვიდრე
ამას მივხვდებოდი. იმ ღამით, როცა მაიკლსი გაიქცა, მეც მასთან ერთად უნდა
გავქცეულიყავი. რა აზრი აქვს ახლა იმით თავის მართლებას, რომ მზად არვიყავი. მე
რომ მაიკლსი სერიოზულად მიმეღო, ყოველთვის მზად ვიქნებოდი. ხელში მუდამ
მეჭირებოდა ფუთა, გამოსაცვლელი თეთრეულით, ფულით სავსე ქისა, ასანთის
კოლოფები, ორცხობილის პაკეტები და სარდინების ქილები. თვალი არ უნდა
მომეშორებინა მისთვის. როცა ეძინა, მის კართან უნდა დამეძინა, როცა გაიღვიძებდა,
მისი ყოველი მოძრაობისთვის უნდა მედევნებინა თვალი, და როცა პალატიდან
გაიპარებოდა, მეც უკან უნდა მივყოლოდი, უჩუმრად ჩავდგომოდი კვალში,
ჩრდილებში დავმალულიყავი. ყველაზე ბნელ ადგილას უნდა გადავმძვრალიყავი
კედელზე და ვარსკვლავების ქვეშ მუხის ხეებიან ქუჩას

გავყოლოდი, დისტანცია დამეცვა, შევჩერებულიყავი, როცა ის შეჩერდებოდა, რომ


ეჭვი არაფერზე მიეტანა და არ ეფიქრა, ვინ არის ეს, რომ მომყვება, ჩემგან რა უნდაო და
არ გაქცეულიყო. პოლიციელად არ მივეჩნიე, გადაცმულ პოლიციელად,
კომბინეზონით, ჩოგბურთის ფეხსაცმელებითა და ფუთით, რომელშიც პისტოლეტი
მექნებოდა. ალიონამდე უნდა მერბინა მის უკან ქუჩებსა თუ შუკებში და, აი, ბოლოს
და ბოლოს, ჩვენ წინ ჩნდება უშენი ადგილები, რომლის იქითაც კეიპის დაბლობი
იწყება. მივაბიჯებთ ქვიშაზე, მივაბიჯებთ შამბნარში. შენ წინ მიდიხარ, მე
ორმოცდაათი ნაბიჯით უკან. გვერდს ჩავუვლით ქოხებს. ზოგი მათგანიდან უკვე
კვამლის ბოლქვები მიემართება ცისკენ. და აქ, დღის შუქზე, ბოლოს და ბოლოს, შენ
უკან იხედები და მხედავ მე – ფარმაცევტს, რომელსაც მოუხდა, ბანაკში ექიმი
გამხდარიყო, ახლა კი შენ აგდევნებია უკან. ხედავ ადამიანს, რომელიც, სანამ გონება
გაუნათდებოდა, გიკარნახებდა შენ, როდის უნდა დაგეძინა და როდის გაგეღვიძა,
მილს გიდებდა ცხვირში და გაიძულებდა, აბები გეყლაპა. პირში დაგცინოდა და, რაც
ყველაზე მთავარია, შეუბრალებლად, უმოწყალოდ გაიძულებდა, გეჭამა, მიუხედავად
იმისა, რომ ჭამა არ შეგიძლია. ეჭვით შეპყრობილი, ბრაზით ატანილი, შენ ჩერდები და
იცდი, სანამ მოგიახლოვდები და ყველაფერს აგიხსნი.

და მეც მოვდივარ და ლაპარაკს ვიწყებ. მე გეუბნები: «მაპატიე, მაიკლს, რომ ასე


გექცეოდი. მხოლოდ ამ ბოლო დღეებში შევძელი შენი დანახვა და დაფასება, ისე
როგორც გეკუთვნის.

მაპატიე, რომ მალულად მოგყვებოდი უკან. გპირდები, ტვირთად არ გექცევი («არ


გექცევი ისეთ ტვირთად, როგორიც დედაშენი იყო შენთვის». არა, ამის თქმა ალბათ არ
ღირს). მე არ გთხოვ, ჩემზე იზრუნო, გამომკვებო. მე ძალიან ცოტა მჭირდება. ჩვენი
ქვეყანა დიდია, ისეთი დიდი, რომ თითქოს ყველასთვის სამყოფი უნდა იყოს, მაგრამ
ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მეუბნება, რომ უნდათ, ბანაკებში გვიკრან თავი.
და მაინც, დარწმუნებული ვარ, არის ადგილები, რომლებიც არ შეიძლება ბანაკებად
აქციო. მაგალითად, ზოგიერთი მთის მწვერვალი, პატარა კუნძულები ჭაობებს შორის,

152
უდაბნოები, სადაც წყალი არ არის და ამიტომ ადამიანები არ სახლდებიან. მე მინდა,
რომ ასეთი ადგილი მოვძებნო და იქ ვიცხოვრო, შეიძლება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში
პირობები უკეთესობისკენ შეიცვლება, ან იქნებ სამუდამოდაც. არც ისეთი სულელი
ვარ და ვიცი, რომ ვერავითარი რუკებითა და გზებით ასეთ ადგილს ვერ მივაგნებ.
ამიტომ აგირჩიე შენ, რომ წინ წამიძღვე და გზა მიჩვენო.

ამ დროს შენთან ახლოს მოვდივარ, ისე ახლოს, რომ შემიძლია, ხელით შეგეხო და უკვე
თვალს აღარ მარიდებ. «იმწუთასვე, როცა ჩვენთან მოგიყვანეს, მაიკლს, – გეტყოდი,
შენი წასვლისას ფხიზლად რომ ვყოფილიყავი და უკან გამოგყოლოდი, – დავინახე,
რომ შენ მათ რიცხვს არ ეკუთვნი, ვინც შეიძლება ბანაკში გამოკეტო. უნდავაღიარო,
რომ თავიდან ერთ სასაცილო, შერეკილ კაცად ჩაგთვალე. ჰო, მართალია, მაიორ ვან
რენსბურგს ვთხოვე, ბანაკის რეჟიმისგან გაეთავისუფლებინე, მაგრამ ეს მხოლოდ იმის
გამო, რომ დარწმუნებული ვიყავი, შენთვის

აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება იგივეა, რაც ვირთხას, თაგვს, ან (მაპატიე, არ


გეწყინოს) ხვლიკს ასწავლო ყეფა, ბურთის დაჭერა, ან, ვთქვათ, მათხოვრობა. მაგრამ
დრო გადიოდა და მე თანდათან, ნელ-ნელა დავიწყე მიხვედრა, რომ შენი
წინააღმდეგობა ძალიან თავისებური იყო. შენ გმირი არ იყავი და არც გქონდა ამის
პრეტენზია, მაშინაც კი, როცა შიმშილობდი. კაცმა რომ თქვას, წინააღმდეგობას არც კი
სწევდი. როცა გითხრეს, ახტიო, შენ ახტი. როცა ისევ გიბრძანეს, ისევ ახტი. და როცა
მესამედ მოგთხოვეს ახტომა, შენ მაინც არ შეეპასუხე, უბრალოდ ძირს დაენარცხე და
ყველა მიხვდა, ყველაზე ეჭვიანებიც კი, რომ მეტჯერ ახტომა ვერ შეძელი, რომ ჩვენი
ბრძანებების შესრულებით მთელი შენი ენერგიის რესურსი ამოწურე. მაშინ ჩვენ
ფეხზე წამოგაყენეთ. ბუმბულივით მსუბუქი აღმოჩნდი. წინ საჭმელი დაგიდეთ და
გითხარით, ჭამე, ძალა აღიდგინე, რომ ჩვენი ბრძანებების შესრულება შეძლოო და შენ
უარი არ გითქვამს. დარწმუნებული ვარ, სრულიად გულწრფელად გინდოდა,
ყველაფერი შეგესრულებინა, რასაც გიბრძანებდნენ. შენი სული წინააღმდეგობას არ
გვიწევდა (მაპატიე, რომ ასეთი დანაწევრება მიხდება, მაგრამ მხოლოდ ამ ფორმით
შემიძლია გასაგებად გამოვხატო ჩემი აზრი), შენი სული თანხმდებოდა, მაგრამ
სხეული ჯანყდებოდა. აი, ასეთ მდგომარეობაში იყავი, ჩემი აზრით. შენი ორგანიზმი
არ იღებდა საკვებს, რომელსაც ჩვენ გაწვდიდით და შენ სულ უფრო და უფრო
ხდებოდი. «რატომ? – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, – რატომ ამბობს ეს კაცი უარს
ჭამაზე. ხომ შიმშილით კვდება?» მაგრამ შემდეგ, შენზე ყოველდღიური დაკვირვებით,
თანდათან ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა: შენ, სადღაც გულისგულში,
არაცნობიერად (მაპატიე, ამ

ფსიქოანალიტიკური ტერმინისთვის) სხვა საკვები გწყუროდა, საკვები, რომელსაც


ვერც ერთი ბანაკი ვერ შემოგთავაზებდა. შენი სული მზად იყო დაეთმო, მაგრამ
სხეული სწორედ იმ საკვებისკენ ილტვოდა, მხოლოდ იმ საკვებისკენ. არც ერთი სხვა
მას არ უნდოდა. მივხვდი, რომ შენი ორგანიზმი კომპრომისზე არ მიდიოდა. მე
ოდესღაც მასწავლიდნენ, რომ ორგანიზმს სურს იცოცხლოს. როცა ადამიანი თავს
იკლავს, სხეული კი არ ანადგურებს საკუთარ თავს, არამედ სული ანადგურებს მას. ასე
ვფიქრობდი. და, აი, ჩემი დაკვირვების ობიექტი აღმოჩნდა სხეული, რომელიც მზად
იყო მომკვდარიყო, ოღონდ კი თავისი ბუნება არ შეეცვალა. საათობით ვიდექი

153
პალატის კართან, გიყურებდი და ვცდილობდი, ეს საიდუმლო გამომეცნო. შენ არ
კვდებოდი რაიმე იდეისთვის ან პრინციპისთვის. შენ არ გინდოდა სიკვდილი, მაგრამ
მაინც კვდებოდი. იმ ბოცვერს ჰგავდი, ხორცის ნაჭრები რომ დააყარეს თავზე,
იხრჩობა, მაგრამ მაინც არ ჭამს. შენც ასეთ დღეში იყავი, მაგრამ ის შენი ნამდვილი
საჭმელი გენატრებოდა და სხვას არაფერს ეკარებოდი».

აქ პაუზას ვაკეთებ, იმიტომ, რომ არცთუ შორს, ჩვენ უკან, მოხუცის ხველებისა და
ამოფურთხების ხმა ისმის. საიდანღაც ცეცხლის კვამლის სუნი აღწევს, მაგრამ ჩემი
მოელვარე თვალები არ გიშვებენ. შენ ისე დგახარ, თითქოს ადგილს იყო მიჯაჭვული.

«მე აღმოვჩნდი ერთადერთი, ვინც დაინახა, რომ შენ უფრო მეტი იყავი, ვიდრე ჩანდი,
– ისევ

განვაგრძობდი მე, – ნელა, დღითი დღე, იმის კვალობაზე, რომ შენი ჯიუტი «არა»
ძალას იკრებდა, მე თანდათან ვიწყებდი გაგებას, რომ შენ არ იყავი უბრალოდ კიდევ
ერთი პაციენტი ჩემს პალატაში, არ იყავი ომის კიდევ ერთი მსხვერპლი, კიდევ ერთი
ქვა პირამიდისთვის, რომლის მწვერვალზეც ოდესმე გამარჯვებული აძვრება, ფეხებს
გაჩაჩხავს და ღრიალითა და გულში მჯიღის ცემით თავს გამოაცხადებს ყველაფრის
მბრძანებლად, რასაც მისი თვალი სწვდება. შენ საწოლზე იწექი, ფანჯარასთან.
მხოლოდ ღამის ლამპა ანათებდა. თვალები დახუჭული გქონდა. ალბათ გეძინა. მე
კართან ვჩერდებოდი და სულგანაბული ვუსმენდი, როგორ კვნესოდნენ და
ბორგავდნენ სხვა ავადმყოფები. ვიდექი და ველოდი და ჩემში სულ უფრო
იზრდებოდა იმის შეგრძნება, რომ ერთ-ერთი საწოლის თავზე ჰაერი სქელდებოდა,
სიბნელე თანდათან მატულობდა, შავი გრიგალი ღრიალებდა სრულ მდუმარებაში
შენი მძინარე სხეულის ზემოთ, შენზე მიანიშნებდა, მაგრამ ისე, რომ შენი ზეწრის კიდე
ოდნავაც კი არ ირხეოდა. მე თავს აქეთ-იქით ვაქნევდი, მინდოდა, ეს ჩვენება თავიდან
მომეშორებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, შეგრძნება ჩემში რჩებოდა. «ეს ჩემი ფანტაზია
არ არის, – ვეუბნებოდი საკუთარ თავს, – ეს წინათგრძნობა იმისა, რომ აზრი
გამოიკვეთება, ოდნავაც არ ჰგავს იმ სხივს, რომლის პროეცირებასაც ამა თუ იმ
საწოლზე ვახდენ მის გასანათებლად, ან მოსასხამს, რომლითაც ამა თუ იმ პაციენტს
ვმოსავ ჩემი ახირებისამებრ. მაიკლსში დიდი აზრია ჩადებული და ეს აზრი მხოლოდ
ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ეს რომ ასე არ იყოს, ანუ ამ აზრის შეგრძნებას
მხოლოდ ჩემში რაღაცის ნაკლებობა რომ ქმნიდეს, ნაკლებობა, ვთქვათ, რაღაცისა,

რისიც შეიძლება გწამდეს, რადგან ყველამ იცის, თუ რა ძნელია რწმენის წყურვილის


დაკმაყოფილება, თუ მომავლის იმ პერსპექტივას გავითვალისწინებთ, რომელსაც ეს
ომი გვპირდება და კიდევ უფრო მეტად – ამ ბანაკის შემხედვარე, მაიკლსი რომ
მხოლოდ ის იყოს, რადაც ჩანს (რადაც ჩანხარ) – ჩამომხმარი ჩონჩხი, მახინჯი ტუჩით
(მაპატიე, მხოლოდ თვალშისაცემ ნიშნებს ვთვლი), მაშინ სრული უფლება მექნებოდა,
ტუალეტში წავსულიყავი, ჟოკეების ყოფილი გასახდელის იქით, უკანასკნელ კაბინაში
ჩავკეტილიყავი და შუბლში ტყვია დამეხალა. ვყოფილვარ ოდესმე უფრო
გულახდილი, ვიდრე ამ ღამით ვარ? და მაინც, კართან მდგარი ულმობლად
ვაანალიზებდი საკუთარ თავს, ჩემთვის მისაწვდომი ყველა საშუალებით
ვცდილობდი, საკუთარი გულის სიღრმეში ანგარების თუნდაც ნატამალი დამენახა,
მაგალითად, სურვილი, რომ აღმოვჩენილიყავი ერთადერთი, ვისთვისაც ბანაკი

154
უბრალოდ კენილუორტის ყოფილი იპოდრომი კი არ არის, ჩამწკრივებული
სტანდარტული ბარაკებით, არამედ პრივილეგირებული ადგილი, სადაც სამყარომ
აზრი შეიძინა. და თუ ანგარების ეს ნატამალი მაინც ჩემში არსებობდა, ის ზედაპირზე
არ ამოდიოდა, და თუ ის არ არსებობდა, განა მისი გამოწვევა ძალით შემეძლო
(საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომ შესაძლებელი იყოს ჩვენი სულის ის ნაწილი, რომელიც
ჩვენში იცქირება, განვაცალკეოთ იმ ნაწილისგან, რომელიც იმალება, მაგრამ, მოდი ეს
საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, იმ დროისთვის, როცა შიში არ გვექნება,
პოლიცია ხომ არ მოგვდევსო)? და მე ისევ გარეთ მივაპყრობდი ჩემს მზერას და, დიახ,
ეს მართალი იყო, თავს არ ვიტყუებდი, არ ვეპირფერებოდი, არ ვანუგეშებდი.
ყველაფერი

სწორედ ისე გახლდათ, როგორც ადრე – ერთ-ერთ საწოლს ზემოთ ჰაერი მართლა
ჩასქელდა, სიბნელემ მართლა მოიმატა და ეს შენი საწოლი იყო».

«ვფიქრობ, რომ ამ დროს ზურგს შემაქცევ და წახვალ, სულ დაგავიწყდება, რაც


გითხარი და შენი საფიქრალ-საწუხარი ის იქნება, რაც შეიძლება გაზარდო მანძილი
შენსა და ბანაკს შორის. ან იქნებ ამ დროს ქოხებიდან ჩემს ხმაზე პიჟამებით
გამოცვენილმა ხალხმა დაგაფრთხოს, რომლებიც პირდაღებულები მოისმენენ ჩემს
მგზნებარე მონოლოგს. და ახლა უკვე მომიწევს, ნაბიჯს ავუჩქარო, რომ არ ჩამოგრჩე
და ყვირილი არ დამჭირდეს. იძულებული ვიქნები გითხრა, მაპატიე, მაიკლს, ცოტაღა
დარჩა, ძალიან გთხოვ, მომისმინო. მხოლოდ ის მინდა აგიხსნა, შენ ჩემთვის რას
ნიშნავ-მეთქი.

ეჭვი მაქვს, რომ ამ დროს შენ გაიქცევი. ასეთია შენი ბუნება. და მეც მომიწევს
დადევნება ღრმა, სქელ, ნაცრისფერ ქვიშაში, როგორც წყალში და მე ვირბენ და
ვიყვირებ: «შენი ცხოვრება ბანაკში მხოლოდ ალეგორია იყო, თუმცა შენ ალბათ ამ
სიტყვის მნიშვნელობა არც კი იცი, ჰო, ალეგორია, უდიდესი ალეგორია იმისა, თუ
როგორ შეიძლება სკანდალური, აღმაშფოთებელი აზრი საშინელ სისტემაში მოხვდეს
და მასში არ დაიკარგოს. ნუთუ არ გახსოვს, რომ ყოველთვის მისხლტებოდი ხელიდან,
როცა ვცდილობდი, კუთხეში მიმემწყვდიე. მე კი მახსოვს. იცი, რა გავიფიქრე, როცა
ვნახე, რომ ბანაკიდან ისე გაიქეცი, მავთულხლართები არც გადაგიჭრია?

ეტყობა, ჭოკით მხტომელია-მეთქი. აი, რა გავიფიქრე. შეიძლება ჭოკით მხტომელი არა


ხარ, მაიკლს, მაგრამ ილუზიონისტი კი ნამდვილად ხარ, გაქცევის დიდი ოსტატი,
ხელოვანი, ერთ-ერთი უდიდესი ამ ჟანრში. მე ქედს ვიხრი შენ წინაშე».

როცა ამ ყველაფერს სირბილისას აგიხსნი, გული ამომივარდება და შეიძლება


თანდათან ჩამოგრჩე. «და კიდევ ერთი, ბოლო თემა, შენი ბაღი, – ქშენით ვიტყვი მე, –
ნება მომეცი, აგიხსნა მნიშვნელობა იმ წმინდა, მომხიბლავი ბაღისა, რომელიც
უდაბნოს მთლად შუაგულში ყვავის და სიცოცხლის ნაყოფს იძლევა. ბაღი,
რომლისკენაც შენ ახლა ისწრაფვი, არსად არ არის და ყველგან არის, გარდა ბანაკებისა.
ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც შენი შესაფერისია, მაიკლს, ადგილი, სადაც
უსახლკაროდ არ იგრძნობ თავს. ის არც ერთ რუკაზე არ არის დატანილი და არც ერთ
ჩვეულებრივ გზას მისკენ არ მივყავართ. მხოლოდ შენ იცი, როგორ მიაღწიო იქამდე».

155
მეჩვენება, თუ ჩემი ამ სიტყვების მერე მართლა მთელი ძალით გაიქცევი: მთელი შენი
ძალით, ისე რომ უცხო თვალიც კი მიხვდება, გინდა გაექცე იმ ადამიანს, რომელიც
უკან მოგდევს და რაღაცას მოგყვირის. ლურჯტანსაცმლიან კაცს, რომელიც, ეტყობა,
შენ მოგდევს და გიჟია ან მაძებარი, ანდა პოლიციელი. და რა გასაკვირია, რომ
ბავშვები, გასართობად რომ აგვეკიდნენ, ამ დროს უკვე შენს მხარეს დაიჭერენ, ყოველი
მხრიდან ჩამებღაუჭებიან, ჯოხებს და ქვებს

დამიშენენ. მე მათ მოსაგერიებლად შეჩერება მომიწევს, შენ კი ამასობაში შორს


გაქცეულხარ, ხშირ ჭალაში გარბიხარ და ისე სწრაფად, რომ ყველას უკვირს – ნუთუ ეს
ის კაცია, რომელსაც ამდენი ხანია საჭმლისთვის პირი არ დაუკარებია? მე კი გიყურებ
და მოგძახი: «მართალი ვარ? სწორად გაგიგე? თუ მართალი ვარ, მარჯვენა ხელი ასწიე,
თუ ვცდები – მარცხენა!»

***

მაიკლ კ, რომელიც ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მუხლებში სისუსტეს გრძნობდა


და დილის მზის კაშკაშა სხივებისგან თვალებს იფარავდა, სი პოინტის სანაპიროზე,
ძალიან პატარა გოლფის სათამაშო მოედნის ახლოს გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ზღვას
გახედა. ისვენებდა, ძალას იკრებდა. ჰაერი წყნარი იყო. ესმოდა, როგორ ასკდებოდა
ქვემოთ ტალღები ქვებს და შიშინით უკან მიიქცეოდა. მის გვერდით ძაღლი შეჩერდა,
მუხლზე უყნოსა და შემდეგ სკამის ფეხს მიაშარდა. სამმა გოგონამ ჩაირბინა,
ერთმანეთს რაღაცას ეჟღურტულებოდნენ. შორტები და მაისურები ეცვათ. ტკბილი
სურნელი დატოვეს. ბიჩ-როუდზე ქუჩის ნაყინის ზარის რეკა გაისმა. ხმა მოახლოვდა,
შემდეგ თანდათან დაშორება დაიწყო. ჩვეულ, ნაცნობ გარემოში სიმშვიდით
მოცულმა, მზისა და სითბოს მადლობელმა კეიმ ამოიხვნეშა და თავი გვერდზე ნელა
გადახარა. თვითონაც არ იცოდა, ჩაეძინა თუ არა, მაგრამ როცა თვალები გაახილა,
იგრძნო, კარგად იყო საიმისოდ, რომ გზა გაეგრძელებინა.

ბიჩ-როუდზე მდგარ სახლებში შეფიცრული ფანჯრების რაოდენობა მატულობდა,


განსაკუთრებით პირველ სართულებზე. იგივე მანქანები თავიანთ ძველ ადგილებზე
იდგნენ, მაგრამ ახლა უფრო დაჟანგული ჩანდნენ. პარაპეტთან გადაყირავებული,
დამწვარი უბორბლებო ძარა ეგდო. კეი პრომენადს მიუყვებოდა და მძაფრად
გრძნობდა, რომ ლურჯი კომბინეზონის შიგნით არაფერი ეცვა, რომ მოსეირნეებს
შორის მხოლოდ ის იყო ფეხშიშველი. მაგრამ თუ საერთოდ ვინმეს მზერა მასზე
შეჩერდებოდა, სახეზე უყურებდნენ და არა ფეხებზე.

ბალახგადამწვარი მიწის პატარა ნაკვეთთან მივიდა, სადაც მინის ნამსხვრევებისა და


დანახშირებული ნაგვის ქვემოდან მწვანე, ქორფა ყლორტები იყო ამოწვერილი.
პატარა ბიჭი რომელიღაც საბავშვო სპორტული იარაღის შავ ძელზე მიცოცავდა.
ფეხისგულები და ხელისგულები გამურული ჰქონდა. კეიმ გაზონი გადაკვეთა, ქუჩას
გაუყვა და მზის სინათლიდან ვილა «კოტ დ’აზიურის» გაუნათებელი ჰოლის
ბინდბუნდში შეაბიჯა. კედელზე ვიღაცას შავი სასხურებელი ხსნარით დაეწერა: «ჯოს
გაუმარჯოს». ადგილი კორიდორში შეარჩია, იმ კარის პირდაპირ, რომელზეც თავის
ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები იყო მიხატული. იმ კარს უკან ოდესღაც
დედამისი ცხოვრობდა. კედელთან ჩაცუცქდა და გაიფიქრა: «არაფერია, ყველა

156
ჩათვლის, რომ მათხოვარი ვარ». დაკარგული ბერეტი გაახსენდა. ახლა რომ ჰქონდეს,
გვერდით დაიდებდა სურათის სისრულისთვის და ადამიანები წყალობას
გაიღებდნენ.

რამდენიმე საათს იცდიდა, მაგრამ არავინ მოვიდა. ამჯობინა, არ ამდგარიყო და კარის


გაღება არ ეცადა, იმიტომ რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, თუ ის გაიღებოდა.
შუადღისას სიცივემ აიტანა. შენობიდან გავიდა და პლაჟისკენ გაემართა. თბილი მზის
ქვეშ თეთრ ქვიშაზე ჩაეძინა.

როცა გაეღვიძა, უცებ ვერ მიხვდა, სად იყო. სწყუროდა, კომბინეზონის შიგნით ოფლად
იყო გაღვრილი. პლაჟზე საზოგადოებრივი ტუალეტი ნახა, მაგრამ ონკანში წყალი არ
მოდიოდა. უნიტაზები ქვიშას დაეფარა. შორეულ კედელთან ერთი ფუტის სისქის
ქვიშა იყო მიყრილი.

კეი ნიჟარასთან იდგა და არ იცოდა, რა ექნა. უცებ სარკეში დაინახა, რომ ტუალეტში
სამნი შევიდნენ. ერთი ქალი, რომელსაც ვიწრო კაბა ეცვა, პლატინისფერი პარიკი
ეხურა და ხელში მაღალქუსლიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელები ეჭირა და ორი კაცი.
მათგან მაღალი პირდაპირ კ-სთან მივიდა და მკლავში მოჰკიდა ხელი.

– აბა, რას შვრები, მოილიე აქ შენი საქმეები? – ჰკითხა მან, – ეს ტუალეტი


დაკავებულია.

მან კეინაპირზე გაიყვანა, თეთრ, თვალისმომჭრელ სინათლეზე.

– აქ ტუალეტების მეტი რა არის, – უთხრა მან და კეის მხარზე ხელი მოუთათუნა,


თუ ოდნავ უბიძგა.

კეი ქვიშაზე დაჯდა. მაღალი წავიდა, ტუალეტის კართან შეჩერდა და გამოხედა.


კუბოკრული ქუდი გვერდულად ეხურა.

პატარა პლაჟზე რამდენიმე ადამიანი ირუჯებოდა, მაგრამ არავინ ბანაობდა, გარდა


ერთი ქალისა, რომელიც ნაპირთან ახლოს, მეჩხერ წყალში იდგა, ფეხები გაჩაჩხული
ჰქონდა, კაბა – აკაპიწებული და მკლავებზე ჩვილს არწევდა, ისე რომ მის ფეხის
თითებს ტალღები ოდნავ ეხებოდა. ბავშვი შიშისა და აღტაცებისგან წიოდა.

– ეს ჩემი დაა, – თქვა კართან მდგომმა კაცმა და წყალში მყოფ ქალზე მიუთითა, –
და ესეც, – მან თითით მხარს უკან აჩვენა, – მე ბევრი და მყავს. დიდი ოჯახი ვართ. კეის
თავმა ფეთქვა დაიწყო. ნეტა ქუდი მქონდესო, ნატრობდა. თვალები დახუჭა.
ტუალეტიდან მეორე კაცი გამოჩნდა და სანაპიროსკენ კიბეები უსიტყვოდ ჩაირბინა.

მზის კიდე ცარიელი ზღვის ზედაპირს შეეხო. «მოვიცდი, სანამ ქვიშა გაცივდება, –
გაიფიქრა კეიმ, – და მაშინ გადავწყვეტ, სად წავიდე».

მაღალი ადგა თავზე და ფეხსაცმლის წვერს ნეკნებზე უთათუნებდა. მის უკან ორი და
იდგა. ერთ მათგანს ბავშვი ზურგზე ჰყავდა აკრული, მეორეს პარიკი მოეხადა და
ხელში ეჭირა ფეხსაცმელებთან ერთად. ფეხსაცმლის წვერმა კომბინეზონში განაჭერი
იპოვა და გახსნა. შიგნით შიშველი ბარძაყი აღმოჩნდა.

157
– შეხედეთ, შიშველია, – სიცილით მიუბრუნდა უცნობი თავის დებს, – შიშველი
კაცი. ბოლოს როდის ჭამე, ბიჭო, – მან კეის ნეკნებში ფეხი წაჰკრა, – მოდი, რამე
საჭმელი მივცეთ, რომ გავაღვიძოთ.

იმ დამ, რომელსაც ზურგზე ბავშვი ჰყავდა მიკრული, ჩანთიდან ყავისფერ ქაღალდში


გახვეული ღვინის ბოთლი ამოიღო. კეი წამოჯდა და დალია.

– საიდან ხარ, ბიჭო, – ჰკითხა უცნობმა, – ამათთან მუშაობ? – მან შუა თითით
კომბინეზონის ჯიბეზე ოქროსფერი ასოებით გამოყვანილ წარწერაზე მიანიშნა.

კეის უნდოდა ეპასუხა, მაგრამ უცებ მუცელში კრუნჩხვამ მოუარა, პირიდან ღვინის
თხელი, ოქროსფერი ნაკადი გადმოეღვარა და ქვიშას შეერია. გარშემო ყველაფერი
ტრიალებდა და მან თვალები დახუჭა.

– არაფერია, – უცნობმა გაიცინა და კეის ზურგზე ხელი მოუთათუნა, – ასე იცის


მშიერ კუჭზე დალევამ. იცი, რას გეტყვი? როგორც კი დაგინახე, მაშინვე ჩემს თავს
ვუთხარი, ეს ბიჭი ნამდვილად მშიერი იქნება. მაგას ახლა კვება სჭირდება-მეთქი, – ის
კეის ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა, – წამოდი ჩვენთან, მისტერ ხისმჭრელო, და რამე
შეჭამე, რომ ცოტა მოსუქდე.

ერთად გაიარეს სანაპირო და ავტობუსის გაჩერებამდე მივიდნენ, სადაც მათ გარდა


არავინ იყო. უცნობმა ჩანთიდან მთელი პური და შესქელებული რძის ქილა ამოიღო.
მერე ჯიბიდან რაღაც ვიწრო და შავი ამოაძვრინა და კეის თვალებთან მიუტანა. უცებ
რაღაც შეუმჩნეველი მოძრაობა გააკეთა და ეს ვიწრო და შავი დანად იქცა.
გაკვირვებისგან დაუსტვინა, დანის მოელვარე პირი ყველას დაანახვა და ხარხარი
დაიწყო. მუხლებზე ხელისგულებს ირტყამდა და დროდადრო თითს კ-სკენ იშვერდა.
ჩვილმაც, რომელიც დედის მხარს ზემოდან გაფართოებული თვალებით იყურებოდა,
გაიცინა და ჰაერში მუშტი გააქნია.

უცნობი, როგორც იქნა, დაწყნარდა და პურს სქელი ნაჭერი მოაჭრა, ზედ


შესქელებული რძე რგოლებად დაუშვა და კეის გაუწოდა. კეიმ ჭამა დაიწყო. ყველა მას
მისჩერებოდა.

ხეივანს მიუყვებოდნენ ერთად, როცა კეიმ უცებ ონკანი დაინახა, საიდანაც წყალი
წვეთავდა. მივარდა და სმა დაიწყო. სვამდა და სვამდა, ვერ ჩერდებოდა. წყალმა
თითქოს მთელ სხეულში

დაუარა და მაშინვე ქვემოთ მიაწვა: მას შესახვევის ბოლოსკენ გაქცევა მოუწია, სადაც
წყალსადინარ არხზე ჩაიცუცქა. მერე ისეთი ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო, რომ
დიდხანს იწვალა, სანამ კომბინეზონის სახელოებში ხელების გაყრას მოახერხებდა.

საცხოვრებელი სახლები უკან მოიტოვეს და სიგნალ ჰილის ფერდობს აუყვნენ. უკან


მიმავალი კეი შეჩერდა, რომ სული მოეთქვა. ბავშვიანი ქალიც შეჩერდა.

– მძიმეა, – თქვა მან, ჩვილზე მიანიშნა და გაიცინა. კეიმ შესთავაზა, ჩანთას


წამოგიღებო, მაგრამ ქალმა იუარა, – არაფერია, – თქვა მან, – მიჩვეული ვარ.

158
ტყის ნაკრძალი შემოღობილი იყო. ისინი ხვრელში გაძვრნენ. უცნობი და მეორე და
მათ წინ მიდიოდნენ, ზიგზაგებით მიმავალ ბილიკს მიუყვებოდნენ. ქვემოთ, სი
პოინტში, სინათლეები აციმციმდა. ჰორიზონტზე ზღვა და ცა სისხლისფრად
ლაპლაპებდა.

ფიჭვის კორომთან შეჩერდნენ. და, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა, სიბნელეს შეერია.
რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. ჯინსი ეცვა და ხელში ორი გამობერილი პაკეტი
ეჭირა. მეორე დამ კოფთა გაიხსნა და ჩვილს ძუძუ პირში ჩაუდო. კეიმ აღარ იცოდა,
თვალები საით წაეღო. კაცმა მიწაზე საბანი დააფინა, სანთელი აანთო და კონსერვის
ქილაზე დაამაგრა. მერე საჭმლის

გადმოლაგება დაიწყო: პური, შესქელებული რძე, მთლიანი ბოლონიური ძეხვი


(«ოქროსია, – თქვა და ძეხვი კეისკენ გაიქნ-გამოიქნია, – ოქროს ფასი აქვს») და სამი
ბანანი. მერე ღვინის ბოთლი გახსნა და კეის მიაწოდა. კეიმ ცოტა მოსვა და ბოთლი
უკან დაუბრუნა.

– წყალი არ გაქვთ? – ჰკითხა მან. კაცმა თავი გადააქნია.

– ჩვენ გვაქვს ღვინო, გვაქვს რძე, ორნაირი, – ხუმრობით მიანიშნა ქალისკენ, რომელიც
ჩვილს აჭმევდა, – მაგრამ წყალი, არა, ჩემო მეგობარო, არ გვაქვს. სამწუხაროდ, წყალი
ამ ადგილას არ არის. ხვალისთვის კი გპირდები. ხვალ ახალი დღე გათენდება, ახალი
ცხოვრება დაიწყება. ხვალ შენ გექნება ყველაფერი, რაც გჭირდება იმისთვის, რომ
სხვა ადამიანი გახდე.

კეის ღვინისგან თავბრუ ეხვეოდა, ცდილობდა, თავი შეემაგრებინა, რომ არ


წაქცეულიყო. და მაინც პურიც შეჭამა და შესქელებული რძეც და ნახევარი ბანანიც კი
დააყოლა. მხოლოდ ძეხვზე თქვა უარი.

კაცისიპოინტში ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა.

– ალბათ უცნაურად გეჩვენება, რომ მთაში ვცხოვრობთ მაწანწალებივით, – თქვა მან, –


ჩვენ

მაწანწალები არა ვართ, ჩვენ გვაქვს საჭმელი, გვაქვს ფული. სარჩოს ვშოულობთ. იცი,
ადრე სად ვცხოვრობდით? უთხარით მისტერ ტყისმჭრელს, ადრე სად ვცხოვრობდით.

– ნორმანდის ქუჩაზე, – თქვა დამ, რომელსაც ჯინსი ეცვა.

– ნორმანდის ქუჩაზე, ათას ორას მეთექვსმეტე სახლში. მაგრამ მოგვწყინდა იმ


დაუსრულებელ კიბეებზე ძრომიალი და აქ გადმოვსახლდით. ეს ჩვენი საზაფხულო
კურორტია, სადაც პიკნიკზე მოვდივართ, – მან გაიცინა, – და კიდევ იმის წინ, თუ
იცი სად ვცხოვრობდით? აბა, უთხარით.

– საპარიკმახეროში, – თქვა დამ.

– ქალებისა და კაცების სალონში. ასე რომ, როგორც ხედავთ, სი პოინტში ცხოვრება


შეიძლება, ოღონდ უნდა იცოდე, როგორ მოახერხო ეს. მაგრამ ახლა მითხარი, შენ
საიდან ხარ. ადრე არასოდეს მინახავხარ.

159
კეი მიხვდა, რომ ახლა მისი ჯერი იყო, ელაპარაკა.

– სამი თვე კენილუორტის ბანაკში გავატარე, გუშინ საღამომდე იქ ვიყავი, – თქვა მან, –
მე

ოდესღაც მებაღე ვიყავი, ქალაქის პარკში ვმუშაობდი. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა.
მერე დედასთან ერთად სოფელში მომიხდა წასვლა, რადგან ის ავად გახდა. დედაჩემი
სი პოინტში ცხოვრობდა. როცა მოვდიოდით, იმ სახლს ჩავუარეთ, რომელშიც ადრე
ოთახი ჰქონდა, – მუცლიდან გულისრევის შეგრძნება წამოვიდა, კეიმ ძლივს შეძლო
თავის შეკავება, – დედა გზაში გარდაიცვალა, – სამყარო შეტორტმანდა და ისევ თავის
ადგილზე დადგა, – ყოველთვის არ მქონდა საკმარისი საკვები, – განაგრძო მან.
დაინახა, რომ ბავშვიანი ქალი კაცს რაღაცას ეჩურჩულებოდა. მეორე ქალი მოციმციმე
სანთლის განათების არეალში არ ჩანდა. ერთბაშად გააცნობიერა, რომ დებს მთელი ამ
ხნის განმავლობაში ერთმანეთისთვის ერთხელაც არ მიუმართავთ. და კიდევ,
გაიფიქრა, რომ აღარ ღირდა მისი ამბის გაგრძელება, რადგან ის უმნიშვნელო და
უინტერესო იყო, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ინტერვალებით სავსე, რომელთა ერთმანეთთან
დაკავშირებაც მან ვერასოდეს ისწავლა. ან უბრალოდ, არ შეეძლო ისე მოყოლა, რომ
მსმენელები დაეინტერესებინა. გულისრევის შეგრძნებამ გაუარა, მაგრამ ოფლისგან
გაჟღენთილი კომბინეზონი თანდათან გაცივდა. კეის კანკალი დააწყებინა. თვალები
დახუჭა.

– ვხედავ, რომ გეძინება, – წამოიძახა კაცმა და მუხლზე ხელი მოუთათუნა, – დროა,


დავიძინოთ. დილით რომ გაიღვიძებ, სულ სხვა ადამიანი იქნები. შენ თვითონაც
ნახავ, – ისევ ხელი მოუთათუნა, ახლა უფრო მსუბუქად, – ყველაფერი კარგად
იქნება, მეგობარო, – უთხრა მან.

საწოლები ხეებქვეშ მოიწყვეს, ფიჭვების წიწვებზე. თავისთვის ჰქონდათ საგებლები,


რომლებიც ჩანთებიდან და ფუთებიდან ამოიღეს. კეის პლასტიკის მძიმე ნაჭერი
მისცეს და დაეხმარნენ, რომ შიგ კარგად შეფუთნილიყო. პოლიეთილენში გახვეულ
კეისოფლი ასხამდადა კანკალებდა, ყურში გამუდმებით ჟღრიალი ჩაესმოდა,
დროდადრო წათვლემდა და შეშფოთებულს ეღვიძებოდა. არ ეძინა, როცა შუაღამისას
კაცი, რომლის სახელი მან ვერასოდეს გაიგო, მასზე გადაიხარა და ხის წვეროებს და
ვარსკვლავებს ჩამოეფარა. «ახლა ხმა უნდა ამოვიღო, სანამ გვიან არ არის», – გაიფიქრა
მან, მაგრამ არაფერი უთქვამს. უცნობის ხელი მის ყელზე ჩასრიალდა და
კომბინეზონის გულის ჯიბესთან აფათურდა. პაკეტში გოგრის თესლი ისე
აჩხრიალდა, რომ კეის შერცხვა, თავი მძინარედ მოეჩვენებინა. მან ამოიკვნესა და
შეირხა. ხელი წამიერად გაირინდა და შემდეგ კაცი სიბნელეში გაქრა.

მთელი დანარჩენი ღამის განმავლობაში კეი იწვა და უყურებდა, ტოტებს შორის


როგორ მიცურავდა მთვარე ცაზე. გამთენიისას პოლიეთილენის გახევებული
საგებლიდან გამოძვრა და იქ მივიდა, სადაც სხვები იყვნენ. კაცი ბავშვიანი ქალის
ახლოს იწვა. ბავშვს არ ეძინა, დედის კოფთის ღილებს ეთამაშებოდა. კეის უშიშრად
შეხედა. კეიმ კაცს მხარში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.

– მომეცით ჩემი პაკეტი, – ჩურჩულით თქვა მან, რომ სხვები არ გაეღვიძებინა. კაცმა
ჩაიღრუტუნა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.

160
პაკეტი რამდენიმე იარდში იპოვა. მუხლებზე დაეშვა და დაფანტული მარცვლების
ძებნა დაიწყო. დაახლოებით ნახევარი იპოვა. პაკეტი ჯიბეში ჩაიდო და ღილი შეიკრა.
«რა სამწუხაროა, ფიჭვების ქვეშ ერთი თესლიც არ გაღივდება», – გაიფიქრა მან და
მიხვეულ-მოხვეულ გზაზე დაეშვა.

ადრიანი დილის ცარიელი ქუჩები გაიარა და პლაჟზე ჩავიდა. მზე მთას ჯერ კიდევ არ
ამოსცილებოდა და ქვიშა ცივი იყო. ქვებისკენ გაემართა, რომელთა შორისაც ბევრი
ლაგუნა იყო. შიგ ლოკოკინები და ფრინტები ცხოვრობდნენ საკუთარი ცხოვრებით.
დიდხანს ათვალიერა ისინი, მერე მოსწყინდა, ბიჩ-როუდი გადაკვეთა და
დაახლოებით ერთი საათი დედის ოთახთან ახლოს გაატარა. ელოდა, რომ იქ
მცხოვრებნი გამოიხედავდნენ და დაინახავდნენ. შემდეგ ისევ პლაჟზე დაბრუნდა,
ქვიშაზე წამოწვა და უსმენდა, როგორ მატულობდა ჟღრიალი ყურებში. შეიძლება
სისხლი მიედინებოდა ძარღვებში... თუ თავში აზრები დაქროდნენ... არ იცოდა. ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, რომ მის შიგნით რაღაც გათავისუფლდა, ან საცაა
გათავისუფლდებოდა. თუ რა თავისუფლდებოდა, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო,
მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ის, რაც მასში ხისტი და დაჭიმული იყო, რბილდებოდა
და დუნდებოდა და ეს ორი გრძნობა როგორღაც გადაბმული იყო ერთმანეთზე.

მზე ზენიტზე იდგა. ის იქ თვალის დახამხამებაში გაჩნდა. კეი ვერ იხსენებდა, რა


ხდებოდა იმ საათებში, რომელიც ალბათ გავიდა. ალბათ მეძინაო, გაიფიქრა, მაგრამ,
თუ ასე იყო, ძალიან ცუდად სძინებია. თითქოს აქ არ იმყოფებოდა. მაგრამ მაშ, სად?
პლაჟზე უკვე მარტო აღარ იყო. მისგან რამდენიმე ნაბიჯზე ორი ბიკინიანი გოგო
ირუჯებოდა. სახეზე შლაპები ჰქონდათ ჩამოფარებული. მათ გარდა სხვებიც იყვნენ.

დასიცხული და თავგზააბნეული საზოგადოებრივი ტუალეტისკენ წაჩანჩალდა.


ონკანში წყალი ისევ არ მოდიოდა. კომბინეზონის სახელოებიდან ხელები ამოაცურა,
წელამდე შიშველი, გამონარიყი ქვიშის ფენაზე დაჯდა და შეეცადა აზრები მოეკრიბა.
ისევიქიჯდა, როცატუალეტში იგივე მაღალი კაცი შევიდა ქალთან ერთად, რომელსაც
ის თავის დას უწოდებდა. კეის უნდოდა ამდგარიყო და წასულიყო, მაგრამ მაღალმა
ხელები მოხვია.

– ჩემო მეგობარო, მისტერ ტყისმჭრელო! – წამოიძახა მან, – როგორ გამიხარდა შენი


დანახვა. რატომ დაგვტოვე დილით ასე ადრიანად. ხომ შეგპირდი, ეს დღე შენთვის
სადღესასწაულო იქნება-მეთქი. აი, ნახე რა მოგიტანე, – პიჯაკის ჯიბიდან ბრენდის
პატარა ბოთლი ამოიღო (როგორ ახერხებს ასეთი ელეგანტური იყოს, ის ხომ მთებში
ცხოვრობს, ფიქრობდა გაკვირვებული კ.). მაღალმა ანიშნა, ისევ ქვიშაზე
დამჯდარიყო.

– დღეს საღამოს წვეულებაზე მივდივართ, – ჩურჩულით თქვა მან, – იქ შენ ბევრ ხალხს
შეხვდები.

მაღალმა დალია და ბოთლი კეის გადააწოდა. მან ჩამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა.
გულიდან სითბო გადმოეღვარა და მთელ სხეულს მოედო. თავი სასიამოვნოდ
დაუბუჟდა. წამოწვა. გარშემო ყველაფერი ტრიალებდა.

161
ჯერ ჩურჩული მოესმა, მერე ვიღაცამ კომბინეზონის ქვედა ღილი გაუხსნა და შიგნით
ცივი ხელი შეაცურა. კეიმ თვალები გაახილა. ქალი აღმოჩნდა. მის გვერდით
მუხლებზე იდგა და პენისზე უფათურებდა ხელს. კეიმ ხელი მოიშორა და შეეცადა,
წამომდგარიყო, მაგრამ კაცმა თქვა:

– დამშვიდდი, მეგობარო, ჩვენ სი პოინტში ვართ. დღეს ის დიადი დღეა, როცა


სასწაულები ხდება. დაწყნარდი და დატკბი ცხოვრებით, – მან ბოთლი კეის
გვერდით, ქვიშაში ჩადგა და გაქრა.

– შენი ძმა ვინ არის? – ჰკითხა კეიმ ქალს ხრინწიანი ხმით, – რა ჰქვია?

– დეკემბერი ჰქვია, – უპასუხა მან.

– დეკემბერი? – ხომ არ მოესმა? პირველად იყო, რომ კეის გამოელაპარაკა.

– ასე უწერია საბუთებში. შეიძლება ხვალ სხვა სახელი ერქვას. სხვა საბუთი სხვა
სახელით. იმიტომ იცვლის, რომ პოლიციას გზა-კვალი აურიოს.

ქალი მისკენ გადაიხარა და პენისი პირში ჩაიდო. კეის უნდოდა, ხელის კვრით
მოეშორებინა, მაგრამ ვერ შეძლო. მოდუნდა და თავბრუსხვევასა და შორეულ სითბოს
მინებდა.

ცოტა ხნის შემდეგ – თვითონაც არ იცოდა, ამ ხნის განმავლობაში ეძინა თუ ეღვიძა –


ქალი გვერდით იწვა, ქვიშაზე, და მის პენისზე ხელი ეკიდა. კეიმ დაინახა, რომ ის
გაცილებით ახალგაზრდა ყოფილა, ვიდრე იმ თავის ვერცხლისფერ პარიკში ჩანდა.
ტუჩები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა.

– ის მართლა შენი ძმაა? – წაიბუტბუტა მან. გარეთ გასულ კაცს გულისხმობდა.

ქალს გაეღიმა, იდაყვზე დაეყრდნო, მისკენ გადაიხარა, ენით ტუჩები გაუხსნა და


აკოცა.

როცა ყველაფერი დამთავრდა, კეიმ იგრძნო, რომ რაღაც უნდა ეთქვა, საკუთარი თავის
გამოც და

ქალის გამოც, მაგრამსიტყვები თითქოს სადღაც გაურბოდნენ. სიმშვიდე, ბრენდის


დალევის შემდეგ რომ დაეუფლა, თანდათან ქრებოდა. ბრენდი ისევ მოსვა და ბოთლი
გოგონას გადააწოდა.

მის თავს ზემოთ რაღაც ჩრდილები გაკრთა. თვალები გაახილა და გოგონა დაინახა,
რომელსაც ახლა ფეხსაცმელები ეცვა. გვერდით კაცი ედგა, მისი ძმა.

– დაიძინე, დაიძინე, მეგობარო, – უთხრა კაცმა. მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან
მოდიოდა, – საღამოს დავბრუნდები და წვეულებაზე წაგიყვან, როგორც დაგპირდი.
იქ ბევრი სასმელ-საჭმელი იქნება და იმასაც ნახავ, სი პოინტში როგორ ერთობიან.

კეის ეგონა, რომ ისინი უკვე წასული იყვნენ, მაგრამ კაცი გადმოიხარა და ჩასჩურჩულა:

162
– ძნელია, კეთილი იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არაფერი სჭირდება. არ უნდა
შეგეშინდეს თქვა, რა გსურს და მაშინ მას მიიღებ. ასეთია ჩემი რჩევა, ჩემო გამხდარო
მეგობარო, – და კეის მხარზე ხელი მოუთათუნა.

როცა ბოლოს და ბოლოს მარტო დარჩა, კეიმ, სიცივისგან აკანკალებულმა,


ყელგამშრალმა,

დარცხვენილმა და დამძიმებულმა იმის გამო, რაც გოგონასთან შეემთხვა,


კომბინეზონზე ღილები შეიკრა და ტუალეტიდან პლაჟზე გავიდა. მზე უკვე ჩადიოდა
და ბიკინებიანი გოგონები ნივთებს ჩანთებში აწყობდნენ, წასასვლელად
ემზადებოდნენ. ქვიშაში სიარული კიდევ უფრო გაუძნელდა, ვიდრე ადრე.
ერთიორჯერ წონასწორობა დაკარგა – გვერდზე დაეცა. ქუჩის ნაყინის ზარის ხმა
გაიგონა და იფიქრა, ფეხს ავუჩქარებ და დავეწევიო, მაგრამ გაახსენდა, რომ ფული არ
ჰქონდა. წამიერად გონება გაუნათდა და გააცნობიერა, რომ ავად იყო. რაღაც უცნაური
ხდებოდა მის სხეულში. სციოდა და თან სცხელოდა, თუ ასეთი რამ საერთოდ
შესაძლებელია. მერე გონება ისევ დაებინდა. კიბის ასასვლელთან იდგა და მოაჯირზე
ეკიდა ხელი. ორმა გოგონამ ჩაუარა. მზერა აარიდეს და, როგორც მას მოეჩვენა,
სუნთქვა შეიკრეს. უყურებდა, როგორ ადიოდნენ საფეხურებზე და ძალიან გააკვირვა
იმან, რომ მოუნდა მათ რბილ სხეულებში თითები ჩაერჭო.

ვილა «კოტ დ’აზიურის» ეზოში ონკანიდან წყალი დალია. თვალები დახუჭა და ისე
სვამდა. წარმოიდგინა, როგორ ეშვებოდა მთიდან ცივი წყალი და დე ვაალის პარკის
ზემოთ რეზერვუარში ჩაედინებოდა, მერე მრავალ მილს გაივლიდა ქალაქის ქვემოთ
მილებში, სიბნელეში, მიწის ქვეშ, რომ აქ გადმოღვრილიყო და მისთვის წყურვილი
მოეკლა. აღებინა და სხეული გაითავისუფლა. თავის შეკავება აღარ შეეძლო. ისევ
წყლის სმა განაგრძო. მსუბუქი ნაბიჯით, ისე მსუბუქად, თითქოს ფეხით მიწას არც
ეხებოდა, ქუჩის ბინდბუნდიდან კორიდორის სიბნელეში შევიდა და უყოყმანოდ
გადაატრიალა კარის სახელური.

ოთახი, რომელშიც ოდესღაც დედამისი ცხოვრობდა, ავეჯის საწყობად იყო


გადაქცეული. როცა თვალი სიბნელეს შეაჩვია, გაარჩია იატაკიდან ჭერამდე
ერთმანეთზე შეწყობილი ათობით რკინისმილიანი სკამი, პლაჟის უზარმაზარი,
დაკეცილი ქოლგები, თეთრი პლასტმასით დაფარული მაგიდები, შუაში ხვრელით,
კართან კი თაბაშირის სამი, შეღებილი სკულპტურა: ირემი შოკოლადისფერი
თვალებით, ქონდრისკაცი ყვითელი ქურთუკით, ასევე ყვითელი, მუხლებამდე
შარვლით, მწვანე, ფოჩებიანიჩაჩით, და კიდევ გრძელცხვირიანი კაცუნა, რომელშიც
პინოქიო შეიცნო. ყველაფერი მტვრის თეთრი ფენით იყო დაფარული.

ყნოსვით კეი კარს უკან, ბნელი კუთხისკენ წავიდა. ხელის ცეცებით მოძებნა საწოლი
იატაკზე – დაჭმუჭნილი საბანი, რომელიც შიშველ იატაკზე დაგებულ,
გაბრტყელებულ მუყაოს ყუთებზე იყო დაფენილი. ცარიელი ბოთლი ჩამოვარდა და
ძირს გაგორდა. საბნიდან ღვინის, სიგარეტის კვამლისა და ძველი ოფლის სუნი
მოდიოდა. დაწვა და საბანში გაეხვია. მაშინვე ყურებში ზრიალი დაეწყო და თავის ყრუ
ტკივილიც განუახლდა.

«აი, დავბრუნდი», – გაიფიქრა მან.

163
პირველი სირენა აწივლდა. კომენდანტის საათის დადგომას იუწყებოდა. მას მაშინვე
სხვა სირენებიც და ქალაქის საყვირებიც შეუერთდა. მერე კაკოფონია დასრულდა.

ვერ დაიძინა. თავიდან ვერ იშორებდა მის პენისზე დახრილ, ვერცხლისფერი თმის
მუზარადზე ფიქრს, აგონდებოდა, როგორ ირჯებოდა გოგონა მის სხეულზე. ყველას
სამოწყალო გავხდიო, ფიქრობდა ის. სადაც უნდა ვიყო, ყველგან გამოჩნდებიან
ადამიანები, რომლებიც მზად არიან, წყალობა მოიღონ. უკვე ამდენი ხნისა ვარ და,
როგორც ობოლს, ისე მიყურებენ. ისე მეპყრობიან, როგორც იაკალსდრიფის ბავშვებს –
მათ ხომ საკვებს იმიტომ აძლევდნენ, რომ პატარები იყვნენ და დანაშაულის ჩადენა არ
შეეძლოთ. სანაცვლოდ მათგან მხოლოდ მადლობის სიტყვების წალუღლუღებას
ელოდნენ, ჩემგან კი მეტს ელიან, რადგან ამქვეყნად უფრო მეტხანს მიცხოვრია. მათ
უნდათ, რომ გული გადავუშალო, მოვუყვე ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც გალიებში
გავატარე. მათ სურთ, იცოდნენ ყველა გალიის შესახებ, რომელშიც მიცხოვრია,
თითქოს თუთიყუში ვიყო, ან თეთრი თაგვი, ან მაიმუნი. «ნორენიუსში» ჩემთვის
კარტოფილის გათლა და ამოცანების ამოხსნა კი არ უნდა ესწავლებინათ, არამედ
ამბების მოყოლა. მათ ყოველდღე უნდა ვეიძულებინე, რომ ჩემი ცხოვრების ისტორია
მომეყოლა, თავზე ჯოხით დამდგომოდნენ, სანამ უშეცდომოდ არ მოვყვებოდი. მაშინ
მეცოდინებოდა, როგორ მესიამოვნებინა ადამიანებისთვის. მე მათ მოვუთხრობდი
ციხეში გატარებული ცხოვრების შესახებ, სადაც ყოველ ცისმარე დღეს, ყოველ
წელიწადს მავთულხლართებზე ვიყავი შუბლით მიყრდნობილი და სადღაც შორეთს
გავცქეროდი. ვოცნებობდი იმაზე, რასაც არასოდეს ახდენა არ ეწერა. მოვუთხრობდი,
როგორ შეურაცხმყოფდნენ გუშაგები, როგორ მირტყამდნენ წიხლებს და მგზავნიდნენ
იატაკის მოსაწმენდად. და როცა მოყოლას დავამთავრებდი, ადამიანები თავს

გადააქნევდნენ, თანამიგრძნობდნენ და აღშფოთდებოდნენ, გემრიელი საჭმლით


გამიმასპინძლდებოდნენ, ღვინოს დამალევინებდნენ. ქალები ლოგინში ჩამიწვენდნენ
და სიბნელეში მომიალერსებდნენ. სიმართლე კი, სიმართლე ჩემ შესახებ ის არის, რომ
მე მებაღე ვიყავი, ჯერ ქალაქის ბაღში ვმუშაობდი, მერე კი – საკუთარი თავისთვის,
მაგრამ სულერთია, მებაღეები ხომ თავიანთ ცხოვრებას მიწაში ცხვირჩარგული
ატარებენ.

კეი მოუსვენრად წრიალებდა მუყაოს საგებელზე. იგრძნო, რომ აღელვებდა ეს


დაუდევრად ნათქვამი სიტყვები: «სიმართლე კი, სიმართლე ჩემ შესახებ ის არის, რომ
მე მებაღე ვიყავი», – და კეიმ ისინი ხმამაღლა გაიმეორა. მეორე მხრივ, განა უცნაური
არ არის, რომ მებაღეს საკუჭნაოში სძინავს და ახლოდან ტალღების ტყლაშუნი ესმის?
«მე ალბათ უფრო მიწის ჭიასვგავარ, – ფიქრობდა ის, – ჭიაც ხომ მიწას თხრის, ისიც
თავისებურად მებაღეა. ან თხუნელას. თხუნელაც მებაღეა, რომელიც მიწაში წყნარად
ცხოვრობს და თავის ამბავს არავის უყვება. მაგრამ თხუნელას და მიწის ჭიას
ასფალტზე რა ესაქმებათ?»

შეეცადა, სხეული მოედუნებინა, როგორც ოდესღაც ახერხებდა –


სანტიმეტრსანტიმეტრობით.

«ყოველ შემთხვევაში, – ფიქრობდა ის, – ყოველ შემთხვევაში, არასოდეს მიეშმაკია და


სი

164
პოინტში იმისთვის არ დავბრუნებულვარ, რომ აქაურობა ამეკლო ამბებით იმის
შესახებ, თუ როგორ მცემდნენ, მაშიმშილებდნენ და მაშტერებდნენ ბანაკებში.
თავიდანვე უთქმელი და უბრალო ვიყავი და ასეთივე უთქმელი და უბრალო
დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე. არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ადამიანი
მიამიტი იყოს. სანამ სხვებს დაიჭერდნენ, თავიდან სწორედ მიამიტების დაჭერა
დაიწყეს. ახლა ბანაკები მოაწყვეს იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც გაიქცნენ.
ბანაკები აქვთ იმათთვის, ვისაც პირიდან დუჟი გადმოსდის, ბანაკები
დიდთავიანებისთვის და ბანაკები პატარათავიანებისთვის, მუშებისთვის, რომელთაც
თავის გამოკვების საშუალება აღარ აქვთ და გლეხებისთვის, რომლებიც თავიანთი
მიწებიდან გამორეკეს, ბანაკები წყლის სადრენაჟო არხებში მცხოვრები
მაწანწალებისთვის, ქუჩის მეძავებისთვის, წერა-კითხვის უცოდინარებისთვის,
აჯანყებულებისთვის, მთაში რომ იმალებიან, ღამით კი გამოდიან და ხიდებს
აფეთქებენ. შეიძლება ახლა ისიც საკმარისი იყოს, რომ ბანაკში არ მოხვდე, საერთოდ
არც ერთ ბანაკში არ მოხვდე. შეიძლება ახლა ესეც მიღწევად ჩაითვალოს. ბევრი დარჩა
კი ისეთი, ვინც ბანაკში არ არის გამოკეტილი, ან პატიმრებს არ დარაჯობს ჭიშკართან
იარაღით ხელში? მე ბანაკებიდან გამოქცევა მოვახერხე და, თუ წყნარად ვიცხოვრებ,
იქნებ შეცოდებასა და მოწყალებასაც დავაღწიო თავი».

«ჩემი შეცდომა ის იყო, – საკუთარ თავს ეუბნებოდა ის და ფიქრებით წარსულში


გადადიოდა, – რომ ბევრი თესლი არ მოვიმარაგე, სხვადასხვა სახის, და ყველა ჯიბეში
არ ჩავიყარე – ერთში

გოგრის თესლი, მეორეში ყაბაყის, მესამეში ცერცვის, სტაფილოს, ჭარხლის, ხახვის,


პომიდვრის, ისპანახის... ფეხსაცმელებშიც უნდა ჩამეწყო და ქურთუკის სარჩულშიც –
ხომ შეიძლებოდა, გზაში ბანდიტებს გადავყროდი. შეცდომა იყო ისიც, რომ ყველა
თესლი გვერდიგვერდ დავთესე. ველზე უნდა დამეთესა, ერთმანეთისგან რამდენიმე
მილის დაშორებით, ჩემი ხელისგულისოდენა მიწის ნაკვეთებზე. რუკა უნდა
შემედგინა და სულ თან მეტარებინა. ნარგავები ყოველ ღამით უნდა შემომევლო და
მომერწყა. რადგან, თუ საერთოდ რამეს მივხვდი ფერმაში, ის არის, რომ ამქვეყნად
ყველაფრისთვის არის საკმარისი დრო.

(გამოდის, რომ ეს არის სიბრძნე, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრებით მივედი: რომ
ამქვეყნად ყველაფრისთვის არის დრო. გამოდის, რომ სიბრძნე მოულოდნელად
გაცხადდება ჩვენ წინაშე, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად მოველით)».

ფერმაზე დაიწყო ფიქრი, კვრინჩხის ნაცრისფერ ბარდებზე, ქვიან ნიადაგზე,


რგოლისებურ ბორცვებზე, შორეულ მეწამულ და ვარდისფერ მთებზე, უზარმაზარ,
წყნარ, ცარიელ ცაზე, მცხუნვარე მზის ქვეშ გაყავისფრებულ მიწაზე, გადამწვარ
ბალახებზე, რომლებშიც, თუყურადღებით დააკვირდები, გოგრის ღია მწვანე
ფოთლებსა და სტაფილო-საგველას დაინახავ.

და სრულიადაც არ არის შეუძლებელი, რომ ადამიანს, რომელიც კომენდანტის საათს


არაფრად

ჩააგდებს და თავისთვის ხელსაყრელ დროს მოვა დასაძინებლად ამ აყროლებულ


კუთხეში (კეიმ პატარა, წელში მოხრილი მოხუცი კაცი წარმოიდგინა გვერდით

165
ჯიბეში ბოთლით. კაცი გამუდმებით რაღაცას ბუტბუტებს გაბარდნილ წვერებში.
პოლიცია ასეთ მოხუცებს ყურადღებას არ აქცევს), ზღვაზე ცხოვრება მოწყენილი
ჰქონდეს და სადმე, ფერმაში დასვენება უნდოდეს, თუ ისეთი ვინმე მოიძებნება, ვინც
მას იქ წაიყვანს... დღეს მათ შეუძლიათ, ერთ საწოლში გამოიძინონ, როგორც ადრეც
არაერთხელ მომხდარა და დილით, როგორც კი ოდნავ ინათებს, ყოველ
კუთხეკუნჭულს მოივლიან, რომ იქნებ სადმე მიტოვებული ხელურემი იპოვონ. თუ
გაუმართლებთ, უკვე ათი საათისთვის ტრასაზე იქნებიან და გაიხსენებენ, რომ თესლი
და სხვა საჭირო რამეები უნდა იყიდონ. მაგრამ სტელენბოსს გარს შემოუვლიან. ამ
ადგილისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო.

და როცა მოხუცი ხელურემს ხელს შეუშვებს, გაიზმორება (მოვლენები მის


წარმოსახვაში სულ უფრო სწრაფად ვითარდებოდა), გაიხედავს იქით, სადაც ერთ
დროს იდგა ტუმბო, რომელიც ჯარისკაცებმა ააფეთქეს, რომ ფერმიდან არაფერი
დარჩენილა და დაბნეული იკითხავს: «და წყალი საიდანღა უნდა ავიღოთ», ის, მაიკლ
კეი, ჯიბიდან ჩაის კოვზს ამოიღებს, დიახ, ჩაის კოვზს და თოკის დიდ გორგალს. ის
ღრმულის თავს ყორექვისგან გაწმენდს, კოვზის ტარს მოღუნავს, მარყუჟს გააკეთებს,
თოკს გამოაბამს და მიწაში ღრმად ჩაუშვებს. როცა ამოიღებს, კოვზზე წყალი იქნება
შერჩენილი და ის იტყვის: აი, ხომ ხედავ, აქ შეიძლება ცხოვრება.

166

You might also like