Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 46

სამართლის არსი და მისი ნიშნები

სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო ნორმების ერთობლიობა,


რომლებიც არეგულირებენ ადამიანებს შორის ურთიერთობებს, რომელთა არ შესრულება იწვევს
სასჯელს, მათი დანერგვა, იმპლემენტაცია, ხდება იძულებით და ისინი ემსახურება იმის
ინტერესებს ვინც დაადგინა.

ადამიანს არ შეუძლია ნებისმიერ მომენტში გააკეთოს ის რაც მას სურს(საზოგადოებაში


ცხოვრობს).ისეთ ნორმებს,რომლებიც ადამიანებს შორის ურთიერთობას
აწესრიგებს,სოციალური ნორმები ეწოდება.

 სოციალური ნორმები/წესები
a. ზნეობა(მორალი,ეთიკა)
b. ჩვეულება/ტრადიცია
c. სამართლის ნორმები
 თითოეული მათგანი განსხვავდება 4 ნიშნით ესენია:
1. დადგენა(დაწესება)
2. ფორმა
3. ინტერესი
4. სავალდებულო ხასიათი(დასჯადობა)

დადგენა ფორმა ინტერესი დასჯადობა

ზნეობა საზოგადოება ზეპირი საზოგადოება არადასჯადი


(მორალი,ეთიკა) (დაუწერელი)

ჩვეულება საზოგადოება ზეპირი საზოგადოება არადასჯადი


(ტრადიცია) (დაუწერელი)

სამართლის სახელმწიფო დაწერილი სახელმწიფო დასჯადი


ნორმები (ხელისუფლება) (წერილობითი) (ხელისუფლება) (სავალდებულო)

დადგენა:
-ზნეობრივ ნორმებს თვითონ სოციუმი ადგენს.კონკრეტული საზოგადოება.სახელმწიფო
შენს ზენეობაში ვერ ჩაერევა,ვერ დაგიდგენს რა არის ზნეობრივად კარგი.
-ჩვეულება(ტრადიცია)-ამასაც კონკრეტული საზოგადოება ადგენს,განსხვავდება
რელიგიის,მხარეების და სოფლების მიხედვით.
-სამართლის ნორმები/კანონები-ჩვენ ვამბობთ,რომ სამართლის ნორმებს ადგენს
ხელისუფლება,მაგრამ კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში ეს ასე არაა.რექტორს აძლევს
ხელისუფლება უფლებას,რომ დაადგინოს სავალდებულო ქცევის წესები.
ფორმა:
-ზნეობრივი ნორმები-დაუწერელია,თუმცა არის გამონაკლისები,მაგალითად კორპორაციაში
არსებობს ქცევის წესები.
-ჩვეულება/ტრადიცია-დაუწერელი.ლექციის ჩატარების წესი არსად არ წერია,თუ როგორ
უნდა ჩატარდეს.
-სამართლის ნორმები-დაწერილი. თუმცა კიდევ არსებობს ვერბალური. ვერბალურია, მაგ.:
ოფიცრის განკარგულება ჯარისკაცისთვის. არც დაწერილი და არც ზეპირია
(კონკლუდენტურია), მაგ.: როდესაც პოლიციის თანამშრომელი აჩერებს მანქანას ხელის
მოძრაობით.
ინტერესი:
-ზნეობრივი ნორმები-ნებისმიერი ქცევის წესი ვიღაცის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს.ისე
მას საზოგადოება არ მიიღებს.საზოგადოებას სჭირდება ასეთი მორალი/ეთიკა იმიტომ,რომ
იგი ასეთს აღიარებს.თუ არ მოუნდება,მოიშორებს.
-ტრადიცია/ჩვეულება-საზოგადოების ზოგიერთ წევრს შეიძლება არ
მოსწონდეს,მაგრამ,რადგან მე მისი ნაწილი ვარ,შეიძლება მივიღო.მაგ: ქელექი ბევრს არ
მოსწონს
-სამართლის ნორმები-სამართალი გამოხატავს ყოველთვის იმის ინტერესს ვინც მას
ადგენს.ან მონარქის(ძველ იეგვიპტე) ან კლასის ,ან საზოგადოების
უმრავლესობის(ხელისუფლების) ინტერესს..
სავალდებულო ხასიათი(დასჯადობა):
-ზნეობრივი ნორმები-არადასჯადია.მარშუტკაში,ყველაზე მეტი შეიძლება იყოს გაკიცხვა და
შენიშვნა.
-ჩვეულება/ტრადიცია-არადასჯადია(ინდოეთი ეს უკვე სხვა საქმეა)
-სამართლის ნორმა-დ-ასჯადი იმიტომ,რომ ეს არის სავალდებულო ქცევის წესები.

აქსიომა: არ არსებობს სახელმწიფო სამართლის გარეშე და სამართალი სახელმწიფოს


გარეშე.კერძო საკუთრებამ>გამოიწვია ქონებრივი უთანასწორობა>პოლიციას.ბიზნესი
ეფუძვნება სამართლის ნორმებს.

სამართალი ხასიათდება 5 ნიშნით


სამართალი არსი:1)სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა 2)რომელიც
დადგენილია ხელისუფლების მიერ 3)რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობას
არეგულირებს 4)ამას ახერხებს შებოჭვით,ანუ იმპლემენტაცია ხდება იძულებით 5)და
გამოხატავს მონარქის,კლასის ან უმრავლესობის ინტერესს. ბოლო დროს შეიძინა 1)
გასამართლება 2) დაკავება 3) გამოძიება 4) დასჯის ფუნქციები

სამართლის ფუნქცია საზოგადოებაში

1. რეგულირება (მოაწესრიგოს, დაარეგულიროს ურთიერთობა ჩემსა და სხვას შორის)


2. დაცულობა (პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენს ირგვლივ უნდა იყოს
სამართალი,კარგი პოლიცია)
3. ქცევის შეფასების ფუნქცია (მხოლოდ სამართალს აქვს უფლება გადაწყვიტოს ირღვევა
თუ არა კანონი. ჩვენი ქცევის შეფასება სამართლის საფუძველზე ხდება.

სამართალურთიერთობა და მისი სუბიექტი

სამართალურთიერთობა-ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია და რეგულირდება


სამართლის ნორმებით.მაგ:მოსწავლე და მასწავლებელი სამართალ ურთიერთობაა.მოსწავლე და
მასწავლებელი ქუჩაში-სამართალ ურთიერთობა არ არის.სამართალ ურთიერთობის
ინიციატორი შეიძლება იყოს>x ,y ან c .როცა პენსია გაქვს ასაღები,მაშინ ინიციატივას შენ
იჩენ.როცა საგზაო წესებს არღვევ,მაშინ სხვა.როცა მასწავლებელიხარ,მოსწავლესთან შენი ყოფნა
ხდება სხვისი ინიციატივით.

სუბიექტი- პირი, ვისაც გააჩნია უფლებები და ვალდებულებები სამართალ ურთიერთობებში.

არსებობს 2 კატეგორიის სუბიექტის პირები, ესენია: ფიზიკური და იურიდიული პირები.

 ფიზიკური პირი
სამართლებრივი სტატუსის მიხედვით დაყოფილია სამ კატეგორიად.
1. მოქალაქეები
2. უცხოელები
3. მოქალაქეობის არმქონე პირები

უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს არ შეუძლიათ


1)იყვნენ არჩეულნი
2)მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
3)იყვნენ საჯარო მოხელეები(საჯარო მოხელეა ყველა ვინც შტატიდან იღებს
ხელფასს,დამლაგებელიც)“კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“
4)დაარსონ პოლიტიკური პარტია, იყონ მისი წევრი ან დააფინანსონ ის.
5)ბევრ ქვეყანაში გადაადგილების და მუდმივი საცხოვრებლის უფლება ,შეზღუდული აქვთ.
 ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ.: აშშ, რუსეთი), ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ეკრძლებათ გადაადგილება ზოგიერთ რეგიონში, როგორიცაა მოსკოვის ოლქი,
სადაც ძლიერი სამხედრო ინფრასტრუქტურაა.
განსხვავება უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს შორის არის ის, რომ უცხოელს
გაჭირვების/პრობლემის დროს შეუძლია მიაკითხოს თავისი ქვეყნის ორგანოებს/კონსულს,
ხოლო მოქალაქეობის არმქონე არ შეუძლია.
ბიზნესში უცხოელი არ არის შეზღუდული.სოფლის სამეეურნეო მიწების შეძენაზეა მხოლოდ
შეზღუდვა.

 იურიდიული პირი(ორგანიზაცია)

საკუთრების ფორმის მიხედვით არსებობს:

1. სახელმწიფო - მაგ: სამინისტრო


2. საზოგადოებრივი - მაგ: პოლიტიკური პარტია
3. კერძო-შპს

 იურიდიულ და ფიზიკურ პირს გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი, რომელიც შედგება 2


ელემენტისგან:
1. უფლებაუნარიანობა - როდესაც პირს გააჩნია სამოქალაქო უფლება-
მოვალეობები.დაბადებიდან წარმოიშობა.ორგანიზაციის კი
დარეგისტრირებიდან,ანუ უფლება უნარიანობა როგორ ფიზიკურ პირს,ისე
იურიდიულ პირსაც გააჩნია.არ შეიძლება რომ წაერთვას.შპს- უფლებაუნარიანი
ხდება რეგისტრაციის გავლისას, კოდის მინიჭებით. წყდება მისი ლიკვიდაციისას,
კოდის ჩამორთმევისთანავე.
2. ქმედუნარიანობა- პირის ფიზიკური და გონებრივი უნარი,შეიძინოს და
განახორციელოს უფლებები და მოვალეობები.თუ კომპანიის მეპატრონე
გაგიჟდა ,ეს იმას არ ნიშნავს რომ კომპანია გახდა უუნარო.

ფიზიკური პირები ქმედუნარიანობის მიხედვით იყოფიან


a. სრული ქმედუნარიანი პირები (სრულწლოვანების მიღწევისთანავე)
b. შეზღუდულ ქმედუნარიანი პირები (7დან-18 წლამდეადამიანები(მშობლისგან
ლეგიტიმაცია რომ სჭირდებათ) და მენტალური პრობლემები.მაგ: შეზღუდული
მეტყველება)
c. ქმედუუნარო პირები ( 6 წლის ბავშვები,მძიმე ფსიქიკური დაავადებით დაავადებული
ადამიანები)

სახელმწიფო და მისი ნიშნები

სახელმწიფო -პოლიტიკური მმართველობის განსაკუთრებული ორგანიზახია, რომელსაც


გააჩნია საშინაო და საგარეო ფუნქციები.რომელიც იყენებს იძულებით მეთოდს
მართველობის განსახორციელებად და ემსახურება ერთი პირის ,კლასის ,ან უმრავლესობის
ინტერესებს.ადრე ემსახურებოდა საზოგადოების ქონებრიც,პოლიტიკურ და
ძალაუფლებრივ ინტერესებს.სახელმწიფო და სამართალი განუყოფელია. მათი შექმნის
პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა.

 სახელმწიფოს ნიშნებია:
1. ტერიტორია (საზღვრები)
2. მოსახლეობა
3. ხელისუფლება (რომელიც რეალურად აკონტროლებს მას
4. საგადასახადო სისტემა
5. სუვერენიტეტი(სახელმწიფოს უფლება,დამოუკიდებლად განახორციელოს საშინაო
და საგარეო ფუნქციები)

2 ძირითადი ფუნქცია აქვს: საშინაო და საგარეო ფუნქციები.


 საშინაო ფუნქციები
1. ეკონომიკური (სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა,
რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას განსაზღვრავს.სამუშაო
ადგილები,გაცვლით კურსი,საკუთრების დაცვა,სავალუტო სტაბილურობა)
2. უსაფრთხოების უზრუნველყოფა- ეფექტური კანონმდებლობა, პოლიცია,
სასამართლო...)
3. სოციალური დაცვის (უნდა იყოს დაცული სოციალური დაცვის დონე: პენსია;
ხეიბარი, ღატაკი ადამიანების დახმარება...)
4. სოციალურ-კულტურული (განათლებული საზოგადოება; კინო, თეატრი,
სპორტი...ანუ,ამითაც უნდა უზრუნველგვყოს სახელმწიფომ)
5. გარემოს დაცვის ფუნქცია (სუფთა ჰაერი, წყალი, ტყე, ნიადაგი...)
 საგარეო ფუნქციები
1. საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და განხორციელება
2. ქვეყნის დაცვა გარე აგრესიისაგან
3. საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა(ტერორიზმი,ტრეფიკინგი)
4. საკუთარი მოქალაქეების დახმარება საზღვარგარეთ

სახელმწიფო მექანიზმი(აპარატი)

ხელისუფლება უნდა იყოს გადანაწილებული სამ შტოზე+პრეზიდენტი და მათ შორის უნდა


იყოს ბალანსი, ურთიერთ შეკავებისა და კონტროლის მეთოდი.
წამომადგენლობითი ხელისუფლება (საკანონმდებლო): მიიღოს, დაადგინოს და გამოსცეს
კანონები.არის კიდევ ერთი წარმომადგენლობითი ორგანო > „საკრებულოები“-პატარა
პარლამენტები.ბიზნესისთვის ადგენს განონებს.
აღმასრულებელი ხელისუფლება: აღასრულებს იმას, რასაც ადგენს და იღებს საკანონმდებლო
ორგანო. (პრეზიდენტი(თუ საპრეზიდენტო მმართველობაა), მთავრობა, ჯარი,
პოლიცია,უშიშროება და სხვა)“საკრებულო თუ მიიღებს ,იმ ქალაქის მერი
აღასრულებს,პარლამენტი თუ მიიღებს -პრემიერ მინისტრი.გააჩნია ბიზნესზე კონტროლის
ფუნქცია. მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტი, საჯარო რეესტრი,
ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტი, შემოსავლების სამსახური და სხვა.
სასამართლო სისტემა: განიხილოს და მოაგვაროს დავები. აქ არსებობს 3 ინსტანცია/დონე
1.ინსტანცია- ქალაქის ან რაიონის სასამართლო
2.ინსტანცია- სააპელაციო სასამართლო (ქუთაისი;თბილისი)
3.ინსტანცია- უზენაესი სასამართლო

სამართლის წყაროები

წყარო -არის დოკუმენტი, სადაც წერია ინფორმაცია და მოცემულია სამართლის ნორმა.


სამართლებრივი აქტი არის იურიდიული დოკუმენტი და ყველა სამართლის წყარო. არსებობს 2
სახის სამართლებრივი აქტი:
I. ნორმატიული აქტები- ყველას ეხება, ზოგადი ხასიათისაა და მრავალჯერადად
გამოყენებისაა. მაგ.: კანონი მეწარმეთა შესახებ; შპს წესდება; კონსტიტუცია.
II. ინდივიდუალური აქტები- ერთჯერადი გამოყენებისაა და ეკუთვნის ერთ პირს ან
მაქსიმუმ რამოდენიმე პირთა ჯგუფს. მაგ.: დადგენილება ჯარიმის დაკისრების
შესახებ; ბრძანება დანიშნის შესახებ; ბრძანება წახალისების შესახებ.

წყაროები იყოფა 2 ჯგუფად :


 ძირითადი წყაროები
1. კონსტიტუცია: ენიჭება იურიდიული უპირატესობა, მასში დაცულია
საკუთრების უფლება და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება.
2. კონსტიტუციური კანონი: მისით შედის ცვლილებები
კონსტიტუციაში.კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიის
შესახებ(2004)
3. კონსტიტუციური შეთანხმება: 2002 წლის კონკორდატი-ეკლესია
ამოღებულია ეკონომიკური ბრუნვიდან
4. საერთაშორისო ხელშეკრულება: იურიდიული უპირატესობა აქვს.6-ე
მუხლი.მხარეა საქართველო
5. კანონი(ორგანული,ჩვეულებრივი,კოდექსები): პარლამენტის მიერ
მიღებული,პირველადი წყაროა, რომელსაც ვიყენებთ.
 სხვა ქვეყნებში: რელიგიური წიგნები და ჩვეულებები
 არაძირითადი წყაროები:
1. კანონქვემდებარე აქტები (კანონის დეტალიზებაა)პრეზიდენტის;
მთავრობის; პრ. მინისტრის; სამინისტროს; ადგილობრივი
მმართველობის აქტები.
2. ხელშეკრულებები-ყოველი კონტრაქტი არის წყარო,განსაზღვრავს
უფლება-მოვალეობებს.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა

“ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის ბიზნესის კეთილი ნება გადაჭრას ის


პრობლემები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ბიზნესის საქმიანობით” –
ეს არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
 ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის 4 მიმართულება(პოზიცია) არსებობს:
I. „შენ ჯერ უნდა იზრუნო შენს პარტნიორებზე, ინვესტორებსა და აქციონერებზე და
მერე სხვებთან.“ უახლოესი წრის თეორია (მაგ: ფორდის)
II. „თუ ბიზნესი აყენებს გარკვეულ ზიანს გარემოს ან ვიღაცის ინტერესებს იგი უნდა
ანაზღაურდეს/კონპენსირდეს. მორალური მინიმუმის თეორია
III. „უნდა იფიქრო იმათზე, ვინც რაიმენაირად არის დაკავშირებული შენს ბიზნესთან.
იმაზე, ვისაც ზიანი და ზარალი შეუვა შენი მარკეტინგული გეგმით, რადგან
ერთეულზე ჯაღვურად არის მიბმული სხვა ინფრასტრუქტურა და ათასობით
ადამიანი.“ უფრო ფართო თეორია
IV. „თუ შენ ხარ შენი ქვეყნის პატრიოოტი, შენი პატრიოტული ვალია გაუნაწილო
შენი შემოსავალის ნაწილი ხალხს და მიიღო აქტიური მონაწილეობა
საქველმოქმედო ფონდებში.“ პატრიოტული თეორია

გაეროს 1974 წლის კოდექსი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის

I. პრინციპი: „პატივი სცეს ქვეყნის სუვერენიტეტს.“


II. პრინციპი: „პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს.“
III. პრინციპი: „პატივი სცეს ადგილობრივ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა
ღირებულებებს.“
IV. პრინციპი: „თავი უნდა შეიკავოს კორუფციისგან.“

 ტრანსნაციონალური კორპორაციები არიან დიდი კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობენ


მინიმუმ 6 ქვეყანაში, გარდა თავისი ქვეყნისა და აქციები იყიდება საფონდო ბიჟაზე. 22%
აქვს საკუთარი ბრუნვა.

ბიზნესი.ქონება.საკუთრება

 სამეწარმეო საქმიანობა(ბიზნესი) არის მოგებაზე


ორიენტირებული,ორგანიზებული,მართლზომიერი,სისტემური და დამოუკიდებელი
საქმიანობა.
 მართლზომიერია ბიზნესი , რომელიც არის რეგისტრირებული.
 არაერთჯერადი-სისტემატიური ტრანზაქცია.
 დამოუკიდებელი და ორგანიზებული: საკუთარი შტამპი, ბეჭედი, ანგარიში, დეკლარაცია
 ორგანიზებული-სტრუქტურა(მთელი სტაფი) (კანონი მეწარმეთა შესახებ )

ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა(ერთ-ერთი სახე არის


სამეწარმეო საქმიანობა), რომელიც შემოსავალს, მოგებას და კონპესაციას მოიცავს.
ნებისმიერი მოგება შემოსავლის ნაწილია. შემოსავალი ნემისმიერი კანონიერი გზით
მოპოვებული ფული(ბიზნესი, ხელფასი-ანაზღურება, კერძო საკუთრების იჯარით გაცემა,
მემკვიდრეობით მიღება, მოგება, პოვნა

.ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთხვენბა.1)საქველმოქმედო საქმიანობა


2)დაქირავებით მუშაობა 3)რელიგიური საქმიანობა 4)ადგილობრივი
თვითმმართველობის საქმიანობა 5)ფიზიკური პირების მიერ ფულადი სახსრების
განთავსება დეპოზიტზე და ანაბარზე.

ბიზნეს ურთიერთობები (სამეწარმეო ურთიერთობები)


ბიზნეს ურთიერთბა-სამართალ ურთიერთობაა. სამეწარმეო ურთიერთბა სამართალ
ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა, ვინაიდან სამართლებრივი ნორმებით
რეგულირდება.ანუ >> ნებისმიერი ბიზნეს ურთიერთობა არის სამართალ ურთიერთობა
ანუ, რეგულირდება სამართლ ნორმებით,ანუ იმ ნორმებით,რომლებიც ბიზნესთანაა
დაკავშირებული.
a. ურთიერთბა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არაა ბიზნესურთიერთობა.(ის
ვალდებულია შემამოწმოს)
b. შპს-შპს თანამშრომლებს შორის, შრომითი სამართალურთიერთბაა, არ არის
ბიზნესურთიერთობაა.
c. კომპანიის შიგნით თანამშრომლებს შორის ურთიერთობა არის შრომით
ურთიერთობა და არა ბიზნესურთიერთობა.
d. კომპანიის სახელით სხვა კომპანიასთან ან ინდმეწარმე კომპანიასთან
-ბიზნესურთიერთობაა.
e. მაღაზია-მყიდველი არის ბიზნესურთერთობა.

ბიზნეს სუბიექტები(სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტები)


პირი რომელსაც გააჩნია უფლებები და მოვალეობები სამეწარმეო საქმიანობაში
(ბიზნეს ურთიერთობაში)
 კომპანია-ინდმეწარმე სუბიექტიაა.
 კომპანიის თანამრომელი ბიზნეს სუბიექტი გახდება მაშინ, როცა გარე კავშირს
დაამყარებს სხვა კომპანიასთან.
 დამფუძნებელი ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტია, რადგან ის მფობელია, თუნდაც
არ მართავდეს.
 მომხმარებელიც ავტომატურად სუბიექტი ხდება

ქონება და მისი სახეები

დანართი №2. ყოფით ურთიერთობებში ქონებას საკუთრებას ვეძახით, თუმცა საკუთრება


უფრო უფლებრივი უფლებაა. ბიზნესი ქონების გარეშე არ არსებობს, ქონებას აქვს თავსი
განსაზღვრება სამართალში.

ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც,


სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა
შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუ კი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ
ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 არამატერიალური სიკეთე: სიმღერა, ანგარიში ბანკში, ცოდნა , ინფორმაცია და ა.შ(ის


რასაც ღირებულება გააჩნია,მაგრამ ხელით ვერ შეეხები)
 მთავარი იდეა: ფლობა, სარგებლობა, განკარგვა (სამი ნიშანი)
a. ფლობა- რაღაცა ჩვენს ფლობაშია ,ანუ რეალურად ვაკონტროლებთ მას.
b. სარგებლობა-შეგვიძლია ვისარგებლოთ/გამოვიყენოთ
c. განკარგვა-შენი უფლება განახორციელო ნივთის მიმართ კანონით
დაშვებული ნებისმიერი ქმედება.(რაც გინდა იმას უზამ)
 განკარგვა ფლობას მოიცავს, თუმცა ცალ-ცალკეც შეიძლება არსებობდეს
ანუ განკარგვა ფლობის გარეშე და ფლობა შ
ეიძლება არსებობდეს განკარგვის გარეშე. მაგ.: საიჯარო ხელშეკრულება.
მოიჯარეს(მფლობელს) რჩება მხოლოდ განკარგვის უფლება, იგი ნებაყოფლობით
უარს ამბობს სარგებლობასა და ფლობაზე, მეიჯარეს კი განარგვის უფლება არ აქვს და
აქვს სარგებლობის და ფლობის უფლება.ფლობა განკარგვის გარეშეს მაგალითა
სესხით მანქანის გამოყვანა.

ქონების სახეები

1. უძრავი და მოძრავი ქონება


2. საკუთრების ფორმის მიხედვით: სახელმწიფო,კერძო,საზოგადოებრივი
3. მატერიალური(გააჩნია ფიზიკური ფორმა, უძრავი-მოძრავი ქონება შედის,ფული
ჯიბეში...) და არამატერიალური(არ აქვს ფიზიკური ფორმა, მაგრამ ღირებულია:
ანგარიში ..წიგნზე საავტორო უფლება,პატენტი.).
4. უპატრონო ქონება: abandoned-მიტოვებლი ქონება(ბოთლი), Unknowned-უპატრონოს
ერთ-ერთი სახე(კაკადუ,არ ჰყოლია).ქართულ კანონმდებლობაში საერთო სახელი აქვს
უპატრონო.
5. მიტოვებული ქონება: Lost property(დაკარგული) , Miss property(დარჩენილი).
დაკარგული: გარკვეულ ფართზე ადამიანის ჯიბიდან ამოვარდნილი მობილური
უნდა იყოს დაბრუნებული მესაკუთრისთვის.
მიტოვებული: თუ მიტოვებულს ნახავ, შეგიძლია მიისაკუთრო და პროცესები
დაიწყო. მაგ.: ხელის დაბანისას ნიჟარაზე დავდე ტელეფონი და დამრჩა.
6. საკუთნელი ქონება- ის რაც მყარადაა მიმაგრებული უძრავ ქონებასთან, თუმცა
შეგვიძლია მისი ამოღება და მოძრავად ქცევა. მაგ.:რადიატორი.

საკუთრების უფლება და შეძენის მეთოდები


საკუთრება-უფლებრივი კატეგორია, პირის უფლებაა ისარგებლოს, ფლობდეს და
განკარგოს ნივთი.
 საკუთრების უფლება შეიძლება იყოს შეუზღუდავი და
შეზღუდული.თანამესაკუთრეობა: ცოლ-ქმარი, მაგ.:ბიზნესში
აქცინიონერები,დამფუძნელებლები. პირობითი საკუთრების უფლება. გაძლევენ
დათქმით, მაგ.:გადავეცით მიწა და ვეუბნებით რისი გაკეთება შეიძლება იქ, რა
მიზნისთვისაა. ჩუქება(კაუზა მორტის) სიკვდილის შემდეგ.
 შეძენის მეთოდები:
1. ყიდვა(გაცვალა ნაირსახეობაა ერთ-ერთი).
2. ანდერძი და კანონისმიერი მემკვიდრეობა.
3. ჩუქება.
4. პოვნა,აღმოჩენა-ფლობა.
5. მოგება.
6. გაკეთება.
7. შექმნა(გამოგონება-დაცული პატენტით,საავტორო უფლებებით და სავაჭრო ნიშნით).
8. შემეტება/მიმატება.
9. განქორწინება.

ხელშეკრულება
ხელშეკრულების არსი, ცნება და სამართლებრივი რეგულირება.

 ხელშეკრულება(გარიგება/კონტრაქტი)-დაპირებების ერთობლიობა,რომელიც
განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს კონკრეტულ ტრანზაქციაში. ორივე
მხარის თავისუფალი ნების გამოვლენაა.
 ხელშეკრულებას აქვს 2 ნიშანი: 1) ერთ-ერთი უფლებაა მრავალთაგან 2) ნების
თვისუფალი გამოვლენა
 ხელშეკრულებას აქვს ორი დანიშნულება:
1. რაიმე სარგებლის მიღება
2. დაცვის საშვალება(დაწერილი ფორმის ხელშეკრულება)

დანართი№1. ვერბალური და წერელიბოთი ხელშეკრულება ერთი ძალისაა,თუმცა


წერილობითი საბუთია და უპირატესია, დარღვევის შემთხვევაშ ვერბალური
ხელშეკრულების დამტკიცება უფრო რთულია.
 ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო
კოდექსით/სახელშეკრულებო სამართალი.

ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები(მუხლი)

1. ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი.


2. ხელშეკრულების მხარეები(ფიზიკური და იურიდიული პირი): სახელი გვარი,
პირადი ნომერი; დასახელება, ფორმა, ID,კოდი,იურიდიული მისამართი(სადაც
დარეგისტრირებულია) გვარი და ხელმომწერი პირის თანამდედობა.
3. ხელშეკრულების საგანი(რაზეა ხელშეკრულება)
4. ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
5. ხელშეკრულების ვადა.
6. გაგრძელების პირობები.
7. დავის გადაწყვეტის წესები.(მოლაპარაკება,სასამართლო,არბიტრაჟი)
8. ეგზემპლიარის რაოდენობა.
9. ხელშეკრულების ენა.
10. ხელმოწერა(ბეჭედი სავალდებულო არ არის, საგადასახადო კოდექსში ასე წერია).

ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები ნასყიდობის დროს

1. საქონლის სახე, რაოდენობა, მოდელი(ინდივიდუალური ნიშნები)


2. საქონლის საერთო ფასი და ცალკეული სახეების ფასები.
3. გადახდის დრო, ვადები,საქონლის მიწოდების ვადები,მიწოდების
პირობები,გადახდის სახე.
4. სანქციები ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში
5. ე.წ. ფორსმაჟორული გარემოებები

ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები +შრომა


1. თანამდებობა.
2. ხელფასი.
3. სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში.
4. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ანაზღაურების სახე.
5. შვებულების დღეების რაოდენობა და ანაზღაურებადია თუ არა.
6. ავადმყოფობისას რამდენი დღეა ანაზღაურებადი.

ხელშეკრულების ელემენტები
 შეთვაზება(ოფერტა)-ძირითადად ერთი მხარე მეორეს სთავაზობს.ოფეტა უნდა
იყოს
a. კანონიერი
b. შინაარსობრივად გასაგები
c. შეთავაზებამ უნდა მიაღწიოს ადრესატამდე
(აუქციონი, რეკლამა, საჯარო შეთავაზებაა.)

შეთავაზების ვადის პრობლემა სამართალში არ არის მოწესრიგებული. ის თვითონ


შემთავაზებელმა უნდა დაადგინოს, თუ რამდენი ხანი იქნება. მაგ.: საფონდო ბირჟაზე
გონივრული ვადა 1-5წთ. სხვა შემთხვევაში 1-2 დღე, მაქსიმუმ 1თვე, ანუ ვადები
განსხვავებულია, უძრავ ქონებასთან დაკავშრებით თვეებიც კი შეიძლება.
 შეთავაზების შეწყვეტის საფუძვლები
1. უარი ან კონტრშეთავაზება
2. შეთავაზების ვადის გასვლა
3. შეთავაზების საგნის განადგურება
4. ცვლილება კანონმდებლობაში(მათ შორის შეთავაზების არა მომგებიანი
ხასიათი ცვლილების შედეგად)
5. შემთავაზებლის ან ადრესატის ქმედუნარიანობის შეზღუდვა ან გაქრობა
6. შემთავაზებლის ან ადრესატის გარდაცვალება
 მიღება(აქცეპტი) აქცეპტის ელემენტები:
1. აქცეპტი უნდა იყოს სრული
2. აქცეპტი უნდა იყოს დროული, თუ დათქმულია ვადა
3. აქცეპტმა უნდა მიაღწიოს შემთავაზებელთან

დუმილის პრობლემა(დუმილი ჩაითვლება პასუხად: თუ ამგვარი პირობა


წინნასწარ იყო დათქმული შემთავაზებლის მიერ და თუ მხარეებს შორის
არსებული შეთავაზება არის ერთ-ერთი მრავალი შეთავაზებათგანი)

 სარგებელი (სარგებელია ის,რაც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივ


მოვალეობის შესრულებასთან.ის რაც შენ გინდა მიიღო ხელშეკრულების შემდეგ)
 სახელშეკრულებო ქმედუნარიანობა:
1. 7-18 წლამდე
2. მსუბუქი მენტალური დაავადება(შეზღუდულმა ქმედუნარიანმა ტიპმა მაგ.:
3) ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თუ მოაწერა ხელი, ხელშეკრულება
შეიძლება გაუქმდეს.)
 ნამდვილობის პირობები(ხელშეკრულება ბათილად ითვლება):
1. შეცდომა ორივე მხრიდან
2. ტყუილი,თაღლითობა(ფაქტების არასწორი მიწოდება ან იტერპრეტაცია)
3. კრიმინალური ზეწოლა(როგორც ხელმომწერზე, ისე ახლობელზე, დაშინება,
მუქარა და ა.შ.)
4. ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაიმე გარემოების გამოყენებით

 შესაბამისობა ფორმასთან.(ზოგიერთი სახის ხელშეკრულება აუცილებლად


წერილობით უნდა იყოს დადებული, თორე იურიდიული შედეგი არ მოჰყვება)
 შესაბამისობა კანონთან და საზოგადოებრივ პოლიტიკასთან(ზნეობა-მენტალიტეტი-
ტრადიცია. მაგ.: კანონით არ იკრძალება თუმცა რელიგია კრძალავს, ოიუტას შტატში,
კვირაობით მუშაობა.

ხელშეკრულების სახეები
1. ვადების მიხედვით(მოკლე ვადიანი ერთ წლამდე; საშუალო ვადიანი; გრძელ
ვადიანი 5+წ)
შეიძლება იყო უვადო მაგ,: კონვენციები
2. საგნის მიხედვით(რას არეგულირებს: ნასყიდობა, ქირავნობა, იჯარა, შრომის
ხელშეკრულება...)
3. მხარეთა რაოდენობის მიხედვით(ორმხრივი და მრავალმხრივი)
4. ვალდებულების მქონდე მხარეთა რაოდენობის მიხედვით 1)ცალმხრივ
ვალდებულებიანი და ორმხრივ ვალდებულებიანი მაგ.:1) სესხის ხელშეკრულება
2) ბინის ყიდვა.
5. ხელშეკრულების შესრულების სტადიების მიხედვით:
a. მიმდინარე-შესრულებადი, შესასრულებელი.
b. დასრულებული-ვადა ამოეწურა ან მიზანი შესრულდა
6. ხელშეკრულების დადების წინაპირობათაა მიხედვით
a. გარიგება- წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულება
b. სავარაუდო ხელშეკრულება-რომელსაც წინ არ უძღვის მოლაპარაკება,
სახეზეა ერთ-ერთი მხარის განხორციელებული ქმედების შედეგად. მაგ.:
სტომატოლოგთან ვიზიტი.
c. ე.წ. უცაბედი/მოულოდნელი ხელშეკრულება (არც მოქმედება არც ქმედება
არც სურვილი მაგ.: ქუჩაში მიდიხარ, უცებ დაკარგე გონება, გამვლელმა
გამოიძახა სასწრაფო და წაგიყვანა საავამყოფოში, შესაბამისად
გიმკურნალეს და დაგაკისრეს გადასახადი)
7. ხელშეკრულების იურიდიული ძალის მიხედვით
a. ნორმალური, კანონიერი ხელშეკრულება(ვალიდური)
b. საცილო ხელშეკრულება კანონიერი,ნორმალური ,მაგრამ 17 წლის
მოზარდი როცა დებს.შეზღუდული ქმედუნარიანი.
c. ბათილი ხელშეკრულება-რომელიც შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის
შეზღუდული უნარის გამო

ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები


ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები არის ორი სახის: კანონისმიერი
საფუძვვლები და გამომდინარე მხარეთა ქმედებით.(აქ ემატება მიზანი მხოლოდ)
 კანონისმიერი საფუძვლები
a. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა
b. ხელშეკრულების მიზნის მიღწევა
c. ცვლილება კანონმდებლობაში
d. ხელშეკრულების არაპრაქტიკულობა(კანონში ცვლილება,რაც
კანონიერი იყო ,გახდა უკანონო.გადასახადი შეიცვალა.
e. ხელშეკრულების საგნის განადგურება
f. მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვა
g. გარდაცვალება
 გამომდინარე მხარეთა ქმედებით
a. ერთ-ერთი მხარის სურვილი/ნება
b. ორივე მხარის შეთანხმება
c. ერთ-ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა
დარღვევა/არ შესრულება
დ. ხელშეკრულების ინოვაცია (ანუ ძირითადი დებულებების შეცვლა)

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობების არსი და მისი სამართლებრივი რეგულირება

შრომითი ურთიერთობა არის სოციალური ურთიერთობების ნაირსახეობა.შრომა+


ანაზღაურება = შრომითი ურთიერთობა.ურთიერთობა ორ მხარეს შორის მათი თავისუფალი
ნების გამოხატვაა და როცა ეს ურთიერთობა არის ანაზღაურებადი,მაშინ ქვია შრომითი
ურთიერთობა.როცა მეზობელსა სახლის დალაგებაში ვეხმარებით,ეს არ არის შრომითი
ურთიერთობა.ანაზღაურება შეიძლება იყოს ერთჯერადი ,მაგალითად მანქანა როცა მიგვყავს
პროფილაქტიკაში,ხელშეკრულებას ვდებთ ხელოსანთან,და ვუხდით სამუშაოს გაწევის
სანაცვლოთ თანახას.ეს ერთჯერადი. მრავალჯერადი არის ხელფასი.
ჩვენს კანონმდებლობაში წერია,რომ „შრომა თავისუფალია“ ,ნიშნავს-იძულებით შრომა
აკრძალულია.

3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის


დისკრიმინაცია.

 შრომითი ურთიერთობა- რაღაცის საფუძვლად შრომობ, თავისუფლია,


ანაზღაურებადია
 ერთი ადამიანნი ასრულებს სამუშაოს მეორესთვის ანაზღაურებისთვის
(სმართლის ნორმებით წესრიგდება)
 ჩვენს კოდექსში წერია რომ შრომა თავისუფალია (იძულებითი შრომა
აკრძალულია, მხოლოდ გარკვეული დოზით შეიძლება ციხეში, ჯარში და თუ
არის ომი)

შრომა 3 ტიპისაა: საჯარო,კერძო და საზოგადოებრივი.იგი იყოფა 2 ტიპად . საჯარო და


კერძო,საზოგადოებრივი.შრომითი ურთიერთობები შეიძლება იყოს
საჯარო : 1)სამოქალაქო 2)სამხედრო ან გასამხედროებული
კერძო : შპს(ნებისმიერი პიზნეს კომპანია /საზოგადოებრივი ორგანიზაცია (პარტია)
სამოქალაქოს მაგალით : >> განათლება,კულტურა ,სპორტი,ეკონომიკა ეს ყველაფერი
საჯაროა.ოღონდ,სამოქალაქო.მასწავლებელი სკოლაში
გასამხედროებულის მაგალითი>სადაც არის სამხედრო
თავდაცვა,უშიშროება,სპეცსამსახური,შინაგან საქმეთა.

მათი რეგულირება ხდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით


1)კერძო სექტორში შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებულია „შრომითი კოდექსით“ !!!
2)საჯარო სექტორში შრომითი ურთიერთობები მოწესრიგებული „ორგანული კანონი საჯარო
სამსახურის შესახებ“!!!
3)პოლიციელი თუ ხარ „კანონი პოლიციის შესახებ“ !!!
4)თავდაცვაში თუ მუშაობ,შენი შრომითi ურთიერთობა რეგულირდება „კანონი
შეიარაღებული ძალების შესახებ“

შრომითი ურთიერთბების სუბიექტები


პირი,რომელსაც გააჩნია უფლებები და მოვალეობები შრომით ურთიერთობაში.ესენ იარიან
დამსაქმელი და დასაქმებული.
შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

1. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.(შრომის


კოდექსი)

2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი


კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.

3. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს


მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში
საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.(სამოქალაქო სამართლის
მიხედვით)

4. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო


ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული
პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან,
გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

5. აკრძალულია ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების


შესასრულებლად.

სამუშაო დრო და დასვენების დრო

1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, არ უნდა


აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე
საწარმოში(მაგ.:შახტა), სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი
ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. 

3. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა


აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

4. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა


აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

 ზეგანაკვეთურია შრომა რაც აღემატება 40სთს კვირაში. ხოლო ანაზღაურებადია თუ


არა ეს უკვე მოლაპარაკებადია.თუ რამე ცუდი მოხდა და დაგიბარეს,ეს არ არის
ასანაზღაურებელი.

დასვენების დრო:

a. დასვენების ერთი საათი სამუშაო საათებს შორის.


b. ყოველკვირეული დასვენების დღე
c. სახელმწიფო დღესასწაულები (შრომის კოდექსი):
1,2,7,19 იანვარი; 3,8 მარტი; 9 აპრილი+ აღდგომის დღეები; 9,12,26 მაისი; 28
აგვისტო; 14 ოქტომბერი; 23 ნოემბერი
d. ყოველწლიური შვებულება (24 სამუშაო კალენდარული დღე)
e. დეკრეტული შვებულება (730დღე- 183 ანაზღაურებადი)
f. დამატებითი არააუნაზღაურებადი (10-15 დღე)

J. კვალიფიკაციის ამაღლება (წელიწადში-30 დრე), თუ ორგანიზაცია თავად


გიშვებს.

ქალის და არასრულწლოვნის შრომა

1)22-საათიდან 6 საათამდე ნებართვის გარეშე არ შეუძლია


2)შეუძლია აიღოს დეკრეტული შვებულება.როცა დასრულდება დაიკავებს თავის
კუთვნილ თანამდებობას
3)არ შეიძლება მძიმე სამუშაოზე ან მავნე ნივთიერებებთან მუშაობა
4)არ შეიძლება ზეგანაკვეთური სამუშაოს გამოყენება

არასრულწლოვნის შრომა

1)ზეგანაკვეთური სამუშაო აკრძალულია


2)მუშაობა ღამის საათებში
3)მუშაობა მძიმე საქარმოო პირობებში

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები

შეიძლება არ იყოს ანაზღაურებადი, მაგრამ ძირითადად ანაზღაურებადია. (ჯარში წასვლის


შემთხვევის გარდა,აქ ანაზღაურებადია,დეკრეტულ შვებულებას ჰგავს).სამუშაოს დროებით
შეჩერება,რომელიც არ იწვევს შრომით ურთიერთობის შეწყვეტას.

ა) გაფიცვა;(დაქირავებულები იფიცებიან)
ბ) ლოკაუტი;(მუშათა დათხოვნა გაფიცვების ჩახშობის მიზნით)
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;(როცა გირჩევენ და
ამ პერიოდში გიწევს ღონისძიებების ჩატარება და ა.შ)
დ) თუ მოწმე ხარ და გამოგიძახეს,დაკითხვა შეიძლება გაგრძელდეს სამუშაო
საათების ხარჯზე)
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება
ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის
გამო;
თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში
მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ
მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40
კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60
კალენდარულ დღეს;(61-ე დღეს თუ ავად ხარ,ეგრევე გაგათავისუფლებენ
სამსახურიდან)
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის
ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.

შრომით ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები

 ეკონომიკური გაემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდიან სამუშაო ძალის


შეჩერებას(ორგანიზაციული ცვლილებები.როცა გინდა ვინმე გაათავისუფლო ამას
გამოიყენებ)
 ხელშეკრულების ვადის გასვლა
 მიზნის მიღწევა
 დასაქმებულის მიერ ნებაყოფლობით გათავისუფლება
 მხარეთა წერილობითი შეთანხმება
 დასაქმებულის კვალიფიკაციის და უნარების შეუსაბამობა სამუშაოსთან(პრობაციის
ანუ დაკვირვების ვადას იყენებენ ხშირად)
 დაწესებულების მიერ დადგენილი დისციპლინური უხეში დარღვევა, თუნდაც ერთი.
 თუ დასჯილია დისციპლინური წესით და გაიმეორა
 ავადმყოფობა(41-ე დღეს ან 61-ე დღეს)
 სასამართლოს განაჩენის მიღება, რომელიც გამორიცხავს შენს მუშაობას(ან პატიმრობა)
 გაფიცვა უკანონოდაა ცნობილი(ამას სასამართლო ცნობს ) ადმინისტრაცია
გათავისუფლებს
 დამსაქმებლის ან დასაქმებულის გარდაცვალება
 გაკოტრების პროცესი და სხვა ობიექტური გარემოებები.
ორივე მხარეს აქვს ვალდებულება გააფრთხილონ ერთმანეთი 1 თვით ადრე, როცა შენ
მიდიხარ ხელფასს კონპენსაციას არ იღებ. როცა გიშვენებ ამ დროს ხელფასს იძლევა. თუ
2-3 დღით ადრე გვაფრთხილებს ადმინისტრაცია 2 თვის ხელფასს იხდიან.

გაფიცვა. ლოკაუტი

 ინდივიდუალური და კოლექტიური: 3 დღით ადრე ვაფრთხილებთ


ადმინისტრაციას წერილობითი ფორმით.

იწყება შემთანხმებლური პროცედურები.

ვადა არ არსებობს, არის მხოლოდ ლოკაუტის ვადა დადგენილი( მაქსიმუმ 90დღე)

გაფიცვის შეჩრება არავის შეუძლია. სასამართლო არის ერთადერთი გამონაკლისი.(მაგ.:


თუ ადამიანის ჯამრთელობას ადგება ზიანი. თუ სასწრაფო ან პოლიცია იფიცება)

 1 თვით გადადების უფლება აქვს.

 რამდენად აზიანებს გაფიცვა სხვის ინტერესს?


მაგ.: მეტალურგიის დროს- ეკონომიკა ზარალდება
მფრინავების გაფიცვა- მილიონობით ადამიანის კომფორტი, სამსახურეობრივი
მოვალეობა და ა.შ.

ბიზნესის ძირითადი ფორმები

1)ბიზნესი არის(სამეწარმეო საქმიანობა)მოგებაზე


ორიენტირებული,მართლზომიერი,სისტემური,დამოუკიდებელი და ორგანიზებული
საქმიანობა.(ორგანიზება-როდესაც შენ უნდა იცოდეთუ რა ფორმით განახორციელო
სამეწარმეო საქმიანობა)

არსებობს ბიზნესის რთული და მარტივი ფორმები.რთული ბიზნესი მარტივი


ბიზნესებისგან შედეგება :3 მარტივი ფორმა გვაქვს ბიზნესის.
1)ინდმეწარმე
2)საპარტნიორო საზოგადოება
3)კორპორაციული გაერთიანება
(ჰოლდინგი რთული ბიზნესის ფორმაა იმიტომ,რომსხვადასხვა სახის
მიმართულების ბიზნესია)
ეს ფორმები ჩვენთან სამართლებრივად მოწესრიგებულია-“კანონი მეწარმეთა
შესახებ“-განსაზღვრავს ბიზნესის რა ფორმა შეიძლება განახორციელო.

ინდმეწარმეს დადებითი და უარყოფითი მხარეები:


დადებითი:1)დაწყებაც მარტივია და განხორციელებც.ინდმეწარმე არ არის
იურიდიული პირი.ინდმეწარმე ნიშნავს იმას რომ ბიზნესს იგი თვითონ
ახორციელებს.
დადებითი:1)მარტივია დაწყება(ფორმალობები არის ძალიან მარტივი)კოდიც
ემთხვევა შენს პირად ნომერს.10წთ..2)ნაკლებია გადასახადი,ნაკლებია ფორმლობები
განხორციელებისას.3)მარტივია გადასახადების ოპერირება (ფორმალობებში
ვგულისხმობთ იმას,რომ ზოგადად ბიზნესს სჭირდება საბუღალტრო აღრიცხვა(ამას
შენ გადაწყვეტ,გინდა ბუღალტერი თუ თვითონ გაართმევ თავს).
მიკრო ბიზნესი 30ათასი წელიწადში,მცირე ბიზნესი 100 ათასი წელიწადში.30
ათსიდან 70 ათასამდე წელიწადში თუ გაქვს ბრუნვა მცირე ბიზნესი ხდები.ამას
იმიტომ აკეთებენ, რომ იქ ბუღალტერიაზე შეღავათებია. პურის საცხობი მიკრო
ბიზნესია,მათ თვიურად შეაქვთ ფული - მოჭრილი ყოველწლიური ფიქსირებული
გადასახადი აქვს.პროფესიების მიხედვითაა.თუ მცირე ბიზნესი გაქვს და
ბუღალტერიას აწარმოებ 3% გექნება წელიწადში გადასახადი წლიური
ბრუნვიდან.თუ არ აწარმოებ წელიწადში 5% საერთო ბრუნვიდან.(ინდმეწარმე ნიშნავს
რომ შენ გაქვს ერთი ობიექტი,ერთი დაზგა,თუ ქსელია,რაც არ უნდა ბრუნვა მცირე
ბიზნესის იყოს,ინდმეწარმე ვერ იქნები)..
უარყოფითი 1) მცირე ბიზნესია,თუ გადაცდება 100 000მაშინ უნდა აიღო დღგ-ს
სერთფიკატი.გადახვალ შპს-ზე,შეიცვლი ფორმას. 2)შენგაქვს სრული შეუზღუდავი
პასუხისმგებლობა,ნიშნავს ,რომ ვალი თუ დაგედო და ეს ვალი უფრო მეტია ვიდრე
შენი აქტივები,მაშინ შენი ქონებიდან ახდენ კონპენსირებას.

2)საპარტნიორო საზოგადოება(ამხანაგობა)

1)სპს-სოციალური პასუხისმგებლობის საზოგადოება


2)კს-კომანდიტური საზოგადოება
3)შპს-შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
(შპს აშშ-ში საპარტნიორო საზოგადოებაში არ შედის,ის გადის კორპორაციის
დონეზე).ევროპაში გაცილებით მეტია.მათი საქმიანობა რეგულირდება „კანონი
მეწარმეთა შესახებ“
დადებითი:1)უფრო დიდი ბიზნესია,+3კაცი,+ფინანსური,+გამოცდილება 2)ზოგიერთ
ფორმაში პასუხისმგებლობა არის შეზღუდული.(შპს,კს)შპს-ში ყველა პარტნიორის
პასუხისმგებლობა შეზღუდულია.კს-ში შეზღუდულია,იმ ფარგლებში,რაც არის
ინვესტირებული.
უარყოფითი.1)კონფლიქტი2)ზოგიერთ ფორმაში არის შეუზღუდავი
პასუხისმგებლობა(ანუ სრული) (სპს,კს). კს-ში ერთი მაინც უნდა იყოს
კომპლემენტარი,რომელსაც აქვს შეუზღუდავი პასუხისმგებლობა, დანარჩენები კი
კომანდიტები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობა.
3) კორპორაცია (სააქციო საზოგადოება)

დიდი ბიზნესია(მაგ:ტრანსნაციონალური კორპორაციები იქნება ეს თუ სხვა). საპარტნიორო


საზოგადოება არის, ორი და მეტი ადამიანების თანამშრომლობა მოგების მიღების მიზნით.
რა არის კორპორაცია და რითი განსხვავდება პირველი ორისგან (საუბარია ერთიან
სტრუქტურაზე, რთულზე არა) კორპორაცია ისეთი ბიზნესია რომელიც დაფუძნებულია
აქციონერთა სახსრებზე ,ფულზე იმიტომ,რომ ფული აქციონერებისაა . ირიბად მართავენ
კორპორაციას ისინი
.დადებითი: 1) დიდი ბიზნესია (თუ რათქმაუნდა აქციონერს იშოვი).
უარყოფითი: 1) არცერთ თანანამდებობის პირს არ ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა.
კორპორაციას ჰყავს დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო, არცერთი არ არის
პასუხისმგებელი , როცა კომპანია გაკოტრდება.ყველაზე მეტი გაუშვა სამსახურიდან თუ
დამტკიცდა რომ კრიმინალს ჩადიოდნენ. ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით მეწარმეთა
შესახებ.ბანკები სააქციო საზოგადოებაა ,მაგრამ ჩვენთან JSC აწერია.

1)არის თუ არა იურიდიული პირი


2)სახელის პრობლემა
3)წილების გადანაწილება პარტნიორებს შორის
4)მენეჯმენტი,ანუ ვის აქვს მართვის უფლება
5)რეგისტრაციის აუცილებლობა
6)მოგება-ზარალის განაწილება
7)პარტნიორთა პასუხისმგებლობის სახე
8)ბიზნესიდან გასვლის უფლება წილთან მიმართებაში
9)წილის მემკვიდრეობის გადაცემის უფლება
10)ლიკვიდაციის სახეები

სპს კს შპს კორპორაცია


1)იურიდიული იურიდიული პირი იურიდიული პირი იურიდიული პირი
პირი
2)ერთ-ერთი ერთ-ერთი არაა ეს მოთხოვნა არაა ეს მოთხოვნა
პარტნიორის გვარი პარტნიორის გვარი
უნდა იყოს უნდა იყოს
სახელწოდებაში სახელწოდებაში
3)მოლაპარაკება,ან მოლაპარაკების მოლაპარაკების აქციათა შესაბამისად.
სოლიდარულად მიხედვით მიხედვით (ვის უფრო მეტი აქვს)
4)ნებისმიერ მხოლოდ ნებისმიერ დირექტორთა საბჭო და
პარტნიორს/ებს კომპლემენტარს პარტნიორს,ან სამეთვალყურეო საბჭო.
მოწვეულ პირს.თუ
დიდი შპსა
სამეთვალყურეო
საბჭოს

5)რეგისტრაცია + რეგისტრაცია + რეგისტრაცია + რეგისტრაცია +


6)წილების წილების მიხედვით წილების მიხევით აქციაში გადახდილი
მიხედვით ფასით

7)სრული კომპლემენტარს ყველას შეზღუდული ყველას შეზღუდული


პასუხისმგებლობა სრული,კომანდიტს
შეზღუდული

8)გასვლა 8)გასვლა 8)გასვლა 8)გასვლა


თავისუფალია თავისუფალია თავისუფალია თავისუფალია.სხვას
წილი რჩება მისცემ აქციებს,ან
მეწილეებს საფონდო ბირჟაზე
გაყიდი

9)დასაშვებია,თუ 9)შეიძლება
წესდებაშია ყოველგვარი 9)თავისუფლად 9)წილის გადაცემა
ჩაწერილი და თანხმბის შეიძლება თავისუფალია,შეგიძლია
თანხმობაა ყველა გარეშე.არც კანონისმიერი გადასცე აქციებ,აჩუქო
პარტნიორის წედებაში ჩაწერაა გადაცემა.შეთანხმება ,ან მიყიდო.თუ ეს არ
სავალდებულო. ს კანონი არ ითხოვს არის დახურული ან
შეთანხმებას კანონი აქ,მაგრამ ეთიკური ჩვეულებრივი
არ ითხოვს მომენტია კორპორაცია
აქ,მაგრამ ეთიკური
მომენტია

აქტივი - ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც კომპანია ფლობს ან რომელიც სხვებს


მართებთ კომპანიის მიმართ. აქტივები იყოფა ორ ტიპად. მიმდინარე აქტივები -
აქტივები, რომლებიც ფულად გარდაიქმნება 1 წელიწადზე ნაკლებ ვადაში.
გრძელვადიანი აქტივები - აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნას 1 წელიწადზე მეტი
სჭირდება.დივიდენტი-რასაც იღებს აქციის მფლობელი,ფული.
1)სპს General partnership;კს-limited partnership. არის ქვეყნები სადაც არ ითვლება
იურიდიულ პირად.Jonson and Jondon სპსა,მაგრამ არ ითვლება იურიდიულ პირად.ისინი
თვლიან,რომ ასეთი სამეწარმეო ორგანიზაცია არის ბიზნეს პერსონების
ერთობლიობა.როცა სპს გვაქვს და გავდივართ მოგებაზე დაახლოებით 10-15
ათასი,თითოეული პარტნიორი იხდის საშემოსავლო გადასახადს ჯამში 15%.ამიტომ
ამბობენ,რომ ეს არ არის იურიდიული პირი.ეს არის ბიზნეს პერსონების ერთობლიობა.
(ჩვენთან იურიდიული პირია)
2)ზოგიერთი უეჭველი უნდა იყოს ან სპს,ან კს.რატომ უნდა შევარჩიო სპს,სადაც
პასუხისმგებლობა სრულია და არა შპს სადაც შეზღუდული ?მაგ:იურიდიული კომპანია
ან სპს,ან კს.სახელწოდებაში უნდა იყოს ერთი გვარი.
5)საპარტნიორო საზოგადოებას აშშ-ში არ სჭირდება ფედერარული რეგისტრაცია
6)სპს,კს,შპს-პრობლემა იმის თუ ვინ იხდის იწყება მაშინ,გაკოტრებისკენ მიდის,ანუ როცა
გადახდა პრობლემურია.ვისი წილიც რამდენია იმის მიხედვით იხდიან.
7)შპს თუ ვალს ვერ იხდით,მას ვერ მოვთხოვთ პირადი ქონებიდან გადახდას.სპსს
მოთხოვ.თუ შპს-ს პარტნიორები(დამფუძნებლები) ჩათვლიან რომ უტვინო ბიზნესი
გამოა ეს ყველაფერი გამოწვეული,დირექტორს დაბრალდება.დანარჩენ შემთხვევაში
აქტივების ფარგლებში.
კომპანიის არსებობის ვადა დათქმული არ არის ჩვენთან.აშშ-ში არსებობს უვადო და
ვადიანი 3,5 წლის ვადით.ამ დროს პარტნიორებს არ აქვსთ უფლება გავიდნენ.

10)ლიკვიდაცია არსებობს 3 მიზეზით:


1)პარტნიორების შეთანხმება(როცა ხურავ ბიზნესს მოდის შემოწმება,აუდიტი)
2)გადახდის უუნარობა(ეს არ არის გაკოტრება)ვალები მეტია,ვიდრე აქტივები.ბიზნესმა
არ გაამართლა.
3)როგორც სასჯელი.(სანქცია)სასჯელები ასეთი შეიძლება იყოს >>> უზარმაზარი
ჯარიმა,საქმიანობის აკრძალვა რაღაც მიმართლებით,მთლიანად აკრძალვა საქმიანობის.
კორპორაციების სახეები
1)S კორპორაცია-small corporation(ჩვენთან არაა)
-მცირე ინვესტორები,აქციონერები,ერთი ქვეყნის რეზდენტები არიან
2)მუნიციპალური კორპორაციები(ჩვენთან არაა)
-დიდ მეგაპოლისებში იქმნება,მაგ:ნიუ-იორკს აქვს.აქ შეგიძლია დააბანდო ფული და
მიიღო დივიდენტები.უნდა იყო ნიუ-იორკის მაცხოვრებელი.დივიდენტი არის ის
თანხმა,რომელსაც იღებს კომპანიის აქციის მფლობელი.
3)პროფესიული კორპორაციები
-ადვოკატების კორპორაციები და ა.შ
4)დახურული კორპორაციები-close corporation
-წილის შეძენას სჭირდება ყველა პარტნიორის თანხმობა,ჩვენთან ასეთი არის JSC .რა
განსხვავებაა ამ ორს შორის ? ჯოინში ძირითად დამფუძნებლებს აქვს სრული
პასუხისმგებლობა ,მაგ: TBC ბანკს.მეწილეები პასუხს აგებენ თავიანთი ქონებით.რაც არ
ეხება წვრილ აქციონერებს.ესაა განსხვავება ჯოინსა და ჩვეულებრივ კორპორაციას
შორის.პასუხისმგებლობა ჯოინში ისეთია,როგორც სპს-ში,ანუ სრული.

ეს ყველაფერი არის მარტივი ბიზნესი.ჩვენ გვაქვს რთული ბიზნესიც,რომელიც შედგება


რამოდენიმე უწყება კომპანიებისაგან.მაგ:ჰოლდინგი,კონცერნი,ტრასტი. კონცერნი-
მოპოვებიდან გამოშვებამდე,ყველაფერს თვითონ აკეთებს,ან პირიქით,აწყობს პროდუქტს
უბრალოდ.ჰოლდინგი შედგება სათiTao და შვილობილი კომპანიებისაგან.კონცერნი
ერთი მიმართულების ბიზნესია,ჰოლდინგი სხვადასხვა.PSP ჰოლდინგია,ჯერ წამლებს
ყიდდა,მერე წარმოებაც დაიწყო,მერე სამკურნალო ობიექტებიო,წამლების შემოტანაო და
ა.შ

ბიზნესის დაარსება და ოპერირება

1)გინდა თუ არა ბიზნესი


2)ფული,ფინანსური საკითხი
3)რა მიმართულების იქნება
4)ბიზნესის ფორმა(მარტო,პარტნიორები)
5)ამის შემდეგ დამფუძნებელი კრება,პარტნიორები იკრიბებიან.დამფუძნებელ ოქმში
წილები ყველაფერი უნდა ეწეროს ,ფორმა,პარტნიორები,ვინ მართავს კომპანიას.ვაწერთ
ხელს ოქმზე,რომელიც უნდა დამოწმდეს ნოტარიუსით.ასევე უნდა გვქონდეს
წესდება,სტანდარტული ფორმის,რომელშიც ვწერთ ყველაფერს(რა
ბიზნესია,პარტნიორები ფორმა).
6)ქვითარი.
7)იურიდიული მისამართი-დამფუძნებელი კრების ოქმშიც და წესდებაშიც უნდა ეწეროს.
8)ოფისი
9)არის თუ არა თანხა საჭირო? კაპიტალი შპსს და პარტნიორების თუ არის,არაა
საჭირო,უბრალოდ,ბანკში ანგარიში უნდა გქონდეს გახსნილი და ანგარიშის ნომერი უნდა
მიიტანო ბანკიდან.გადარიცხვები ასე ხდება ბიზნესში

ეს ყველაფერი მიგვაქვს რეესტრში.ხელს ყველა აწერს.ვინც დამფუძნებელი ,ყველა


მიდის.გვეძნევა ცნობა,სადაც წერია თუ როდის დაგვიბარებენ.თუ ხარვეზია 3-5 დღეში
უნდა გამოასწორო.ამის შემდეგ კოდი და კონტროლზე ხარ აყვანილი.ამის შემდეგ იწყება
ოპერირება.

ოპერირება

1) ანგარიშიდან ფულის მოხსნა დირექტორის უფლებაა(თანხების განკარგვა).იშვიათია


შემთხვევები,როცა ბუღალტერს შეუძლია,მაშინ სახელი უნდა იყოს
დაფიქსირებული.პარტნიორს არ შეუძლია.თუ მან ერთი თვის წინ 3000 შეიტანა,ამ
ინვესტირებული თანხის გამო შეუძლია.ბრუნვის თანხის არა.ჯიბით ტარების უფლება არ
აქვს.თუ არ სჭირდება აბრუნებს .
2)წარმომადგენლობითი ხარჯების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1% წლიური
ბრუნვიდან.შენ რომ სკდები ეგ არ ეთვება ამაში.
3)თუ გყავს მანქანა მისი ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს წლიურად 1%-ს(ყველა
მანქანაზე)
4)მოგების გადასახადს იხდის ყველა .15%. 31 მარტს უნდა ჩააბარო ბალანსი.მეორე
წელს,საავანსო მოგების გადასახადს იხდი 4-ჯერ დაყოფ.თუ არ იქნება მოგება,შემდეგ
წელს.
5)კომპანიის შემოწმების უფლება აქვს საშემოსავლო სამსახურს ,ადმინისტრაციულ
საპროცეso კოდექსში წერია .აუდიტს იმ შემთხვევაში თუ შენ დაიქირავე.თუ შენ აიღებ
ფულს ბიუჯეტიდან,მაშინ შემოგამოწმებს აუდიტი ,თუ როგორ დახარჯე.(ტენდერის
მოგება).საშემოსავლომ მოსამართლისგან უნდა აიღოს ნებართვა
შემოწმებისა.მოსამართლე 72 საათში იღებს გადაწყვეტილებას.განხილვა ხდება 2
დღით,ზეპირი მოსმენით ,ან ზეპირი მოსმენის გარეშე.48 საათში შეიძლება მიღებული
გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.30 დღე არ უნდა გაგრძელდეს შემოწმება საშემოსავლოს
მხრიდან.თუ არ გინდა საშემოსავლო მოვიდეს,მაშინ შენ უნდა დაიქირავო აუდიტი.

ლექვია 8

ლიკვიდაცია არსებობს 3 მიზეზით:


1)პარტნიორების შეთანხმება
2)სასჯელი ა)უზარმაზარი ჯარიმა ბ)ბიზნესის აკრძალვა რომელიმე მიმართულებით
გ)ბიზნესის მთლიანად აკრძალვა
3)გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის
განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის
შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები.
გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების
საფუძველი.საქართველოში გადახდისუუნარობის პროცედურები(წესიც,საქმის
წარმოებაც და პროცედურებიც) რეგულირდება საქართველოს კანონით (2007 წლის)
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ.გადახდის უუნარობა ეს ის
>>მომენტია,როდესაც ვალები უფრო მეტი გაქვს ვიდრე აქტივები.

გადახდისუნარიანობის პროცესის დაწყება,განხილვა და განხორციელება შეუძლია


თბილისის (სამოქალაქო პალატა) და ქუთაისის სასამართოლოს .

ვისზე არ ვრცელდება „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ" საქართველოს


კანონით გათვალისწინებული პროცედურები:?

ა)ფიზიკურ პირები (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირები;


გ) ბანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები,
რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.
საფინანსო ორგანოებზეც არ ვრცელდება,ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია,ბანკების,ონლაინების,მიკროსაფინანსოების,შემოწმების.იმიტომ,რომ ეს
ორგანოები ეროვნული ბანკის ურთიერთდაქვემდებარების ქვეშაა.ყველა დანარჩენი კი
სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

ვის აქვს უფლება შეიტანოს სარჩელი ?(სარჩელი იმის,რომ დაიწყოს გადახდისუუნარობის


პროცესი).სანამ შეიტანს სარჩელს ის,ვისაც აქვს ამის უფლება,რამოდენიმე პირობები
უნდა იყოს დაკმაყოფილებული.ამას რამდენიმე წინაპირობა აქვს.>>როცა ვალის
დაბრუნება ვერ ხერხდება 2 თვის მერეც ,ანუ სცილდება ვადას<<>>,ვისი ვალიც
გაქვს,ისიც უნდა იყოს საქმის კურსში.)
ეს შეუძლია:
1)მოვალეს(ვისაც ვალი აქვს)
2)კრედიტორს/ებს (ვინც ვალს ვერ იღებს)
3)შემოსავლების სამსახურს(როცა 2 თვის ვადის შემდეგაც ვერ იხდის კომპანია და ვალი
აღემატება 50 000.
მოცემული ვადა საქმის წარმოების არის 225 დღე.(აღძვრიდან შეწყვეტამდე).თუ
ინიციატორი მოვალეა,მაშინ 207 დღე...(ანუ,ამ დროში უნდა ჩაეტიოს მთლიანი
გადახდისუუნარობის პროცესი.ათვლა იწყება განჩინების გამოტანის შემდეგ,რომელიც
მოსამართლეს გამოაქვს)

სარჩელის შეტანა ფასიანია.5 ათასი შეტანა(მოვალე,ვისაც ვალი აქვს,თავისუფლდება ამ


გადასახადისგან),შემდეგ შეგაქვს კიდევ 5 ათასი ბაჟი .(აუქციონი თუ არ გაიმართა და
ჩათვალეს,რომ შენ ვალებს გადაიხდი,ეს 5 ათასი უკან გიბრუნდება,ანუ ეს 5 ათასი შეგაქვს
აუქციონისთვის(ასე გავიგე))

ამის შემდეგ სასამართოლო გადაწყვეტს მიიღოს თუ არა სარჩელი,ამისთვის მას აქვს 5


დღე.5-დღის შემდეგ უნდა გამოვიტანოთ განჩინება.როცა გამოიტანს განჩნებას ამის
შემდეგ
განჩინებასთან ერთად მოსამართლე ადგენს :
1)კრედიტორთა კრების თარიღს
2)ნიშნავს მეურვეს,რომელიც არის აღმასრულების ეროვნული ბიუროდან.
მეურვეს 2 ფუნქცია აქვს :
ა)მოამზადოს კრედიტორთა კრების მოხსენება.რა მდგომარეობაა,აქტივები,ვალები და ა.შ
ეს ყველაფერი 20 დღეში უნდა მოასწროს და დაბეჭდილი ფორმით მიუტანოს
კრედიტორთა კრებას.
მეურვის უფლება-მოვალეობებია:
ბ) დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
დ) განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები;
ე) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი
სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;
ვ)კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება;

„მეურვე კრედიტორთა პირველ კრებაზე, სასამართლოსა და კრედიტორთა წინაშე


წარსდგება მოხსენებით, მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და
ვალდებულებების შესახებ.“
თუ კრედიტორთა რაოდენობა ბევრია,კრება ირჩევა კრედიტორთა კომიტეტს(3 კაცისაგან
შედეგება)
კრედიტორთა პირველი კრების დასრულების შემდგომ, კრედიტორებმა და მოვალემ
შეიძლება ერთობლივად შექმნან მომრიგებელი საბჭო.
მომრიგებელი საბჭო შეისწავლის მოვალე საწარმოს ქონებრივ და ფინანსურ
მდგომარეობას, რის შემდგომაც იღებს გადაწყვეტილბას გადახდისუუნარობის
საქმისწარმოების პროცესის შეწყვეტის, მოვალე საწარმოს რეაბილიტაციის ან მოვალის
გაკოტრების შესახებ.
მომრიგებელ საბჭო უნდა შედგებოდეს 3 კაცისაგან>ერთს ირჩევს მოვალე,ერთს
კრედიტორი და მესამეს ერთად ირჩევე,თუ ერთად ვერ აირჩიეს,მესამეს აირჩევს
სასამართოლო ბიუროდაn.

რა შედეგს იწვევს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა?ანუ რა ხდება მაშინ


როცა უკვე საქმე აღიძვრება.

ბ) ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ


შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;
გ) ინიშნება მეურვე.
დ) მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება.

მომრიგებელი საბჭო 3 გადაწყვეტილებიდან იღებს მხოლოდ ერთს.ეს


გადაწყვეტილებებია.
1)საქმის წარმოების შეწყვეტა .როცა ვალები არ მტკიცდება.როცა დასაბუთდება რომ
შეუძლია გადახდა მოვალეს.ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს მომრიგებელთა საბჭოს
მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს თუ რამე არასწორი იქნება კრედიტორები
უჩივლებენ.
2)მოვალეს საწარმოს რეაბილიტაცია(შეიძლება საქმე არ შეწყდეს,მაგრამ არის
რეაბილიტაციის შანსი).ანუ,კომპანიას შეუძლია კრედიტორებს თანახა გადაუხადოს.ამ
განაჩენის დროს ინიშნება რეაბილიტაციის მმართველი. 60 დღეში უნდა დაიდოს
რეაბილიტაციის გეგმა(ამ გეგმას წარმართავს და უზრუნველყოფს რეაბილიტაციის
მმართველი).არ წერია თუ რამდენხანს უნდა გაიწელოს რეაბილიტაცია,მაგრამ 225-ზე
მეტი არ უნდა იყოს ჯამში ყველაფერი.(თუ მოვალეა 207 დღეზე მეტი არ უნდა იყოს
ჯამში)

3)გაკოტრების რეჟიმი. ინიშნება გაკოტრების მმართველი


აღმ.ერ.ბიუროდან.ანუ,კომპანიის აქტივების რეალიზება უნდა მოხდეს იმისთვის,რომ
დაკმაყფილდნენ კრედიტორები.პირველ რიგში კმაყოფილდება სახელმწიფო და
ბიუჯეტი.
ვალის წარმოშობის თარიღზეა დამოკიდებული რიგითობა.ვალის გასტუმრება
ქონებითაც თუ მხოლოდ აქტივებით უნდა მოხდეს,ეს ყველაფერი დამოკდიებულია თუ
რა ფორმისაა ბიზნესი.სააქციო საზოგადოებას JSC-ის გარდა შეზღუდული
აქვს..გაკოტრების მმართველი ამოცანაა ორგანიზება გაუწიოს აუქციონს,ამისთვის მაქს
აქვს 30-40 დღე.3-ჯერ უნდა ჩატარდეს აუქციონი.პირველი აუქციონის დროს გამოდის
კომპანიის ყველა აქტივი,ოღონდ ერთად,საწყისი ფასი არის საბაზრო ფასის
50%.შეიძლება მყიდველი არ გამოჩნდეს.თუ ვინმეს ვალი იფარება ამ აქტივებით,მას
შეუძლია მიიღოს ეს აქტივები და ჩათვალოს ვალად.მეორე აქციის დროს ქონება იყოფა
ლოტებად.ფასი იწყება საბაზრო ღირებულების 25%-დან.მესამე აუქციონის დროს
დანაწევრებულია ლოტები უფრო.0 ლარიდან იწყება.თუ მაინც არ გაიყიდა რაც
იშვიათია,თავიდან იწყება.
ყოველთვის ჯობია,როცა ვალი გვაქვს,ბინა ჩვენ გავყიდოთ და ბანკში არ ჩავდოთ,თორემ
ბანკი უფრო ნაკლებად გაყიდის და ჩვენი ვალის მცირე ნაწილი იქნება დაფარული.

მოვალე საწარმოს მიმართ გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში კრედიტორები


ირჩევენ საწარმოს გაკოტრების მმართველს. თუ კრედიტორები ვერ შეთანხმდებიან
გაკოტრების მმართველის კანდიდატურაზე, სასამართლო გაკოტრების მმართველად
დანიშნავს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები

საერთაშორისო ორგანიზაცია-მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნის


წარმომადგენლები.პოლიტიკური პარტია და ახალგაზრდული იურისტთა კავშირი ეს
ადგილობრივია,საერთაშორისოში არ შედის.მე-18 საუკუნის 70-ან წლებში ჩამოყალიბდა
პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია.საერთაშორისო საფოსტო კავშირი.1945 წელს
გაერო.როგორ და რა ნიშნით გავმიჯნოთ საერთაშორისო ორგანოები ერთმანეთსგან?
გაერო-უნივერსალური საერთაშორისო ორგანოა,იმიტომ რომ ყველა ქვეყნის
წარმომადგენელს შეუძლია მასში გაერთიანდეს.(ლოკაცია ნებისმიერი კონტინენტი)
ევროკავშირი-რეგიონალური ორგანიზაცია,ევროპის ქვეყნებს მოიცავს მხოლოდ.(არაბთა
ლიგაც რეგიონალურია)
გაერო/ევროკავშირი-ზოგადი,ანუ საერთო ტიპის,ფუნქციების ორგანიზაცია.
იუნესკო-სპეციალიზებული ანუ მიმართულების მიხედვით.(განათლება,კულტურა)
ამ შემთხვევაში გაერო/ევროკავშირი -იუნესკოს მიმართულებების მიხედვით შევადარეთ.
გაერო-ქვეყნის მთავრობებია მისი წევრები,ანუ სამთავრობათაშორისოა
საერთაშორისო ამნისტია-(ადამიანთა უფლებათა სფერო) კერძო სექტორი ანუ
არასამთავრობათაშორისო

რომელი ორგანიზაციები უშუალოდ ან ირიბად დაკავშირებული ბიზნესთან?


1)გაერო(1945 წ 25 ოქტომბერ)-ივლისში მოეწერა ხელი
2)მსოფლიოს ბანკი
3)საერთაშორისო სავალუტო ფონდი
4)მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია
5)ვაჭრობის საერთაშორისო პალატა

გაერო
უნივერსალური,ზოგადი,საერთო,სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა
1974 წელს მიიღო სპეციალური კოდექსი ტრანსნაციონალური კორპორაციების შესახებ.
1980 გაეროს კონვენცია ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ.
გაერო არა მხოლოდ ანალიზს აკეთებს,არამედ მონაწილეობას იღებს წესების დადგენაში.
.დავიმახსოვროთ მეორე კომისია გაეროსი>ამ კუთხით ბიზნესთან შეხება
აქვს.>>საერთაშორისო ეკონომიკის და სოციალური პრობლემებზე მუშაობს გაეროს მეორე
კომისია.ეკონომიკის ზოგად საკთხებს განიხილავენ.54 წევრია

თითოეულ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს საქმიანობის სხვადასხვა სფერო აქვს.


ყველაზე ძველი არის ვაჭრობის საერთაშორისო პალატა,რომელიც 1920 წელს
შეიქმნა.ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსი ფუნქციები აქვს .ვაჭრობის
საერთაშორისო პალატის ფუნქცია ძირითადად არის საერთაშორისო ვაჭრობის
განვითარება,მაგრამ უფრო მეტად ეს ორგანიზაცია ცნობილია მიწოდების
პირობებით(ნასყიდობა ანუ)ნასყიდობა,ვიღაცა ვიღაცისგან რომ ყიდულობს.ვინ რას
იხდის მიწოდების პირობებში,ამას ქვია იმფოტერნი(მგონი ესე ქვია :დ) 2010 მოქმედებს
ამჟამად.ვთქვათ სტამბოლიდან შევიძინეთ მაქანა,სანამ ჩვენამდე მოვა,მას რიგი
პროცესების გავლა უწევს.მიწოდება იწყება 1)შეფუთვა(ტრანსპორტირებისთვის
მომზადება)აალებადი არ უნდა იყოს.შეფუთვას ახორციელებს გამყიდველი.ის იღება
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. 2)მანქანაში ჩადება და მიტანა
გადამზითან,მეტროსთან/ტრაილერთან,იმასთან რითაც ხდება გადატანა.ვიხდით
ყველაფერს რაც საჭიროა ექსპორტირებისთვის და მიდის ტვირთი საქართველოსკენ
ტრაილერით.ხელშეკრულება დადებულია გადამზიდავსა და ვინც ფულს უხდის იმას
შორის.მერე სარფი,ჯერ განისაზღვრება აღმ.საქართველოში მიდის თუ
დას.საქართველოში.ამოწმებენ ტრაილერს,თუ დაპლომბილია ისევ პლომბავენ,თუ არა
მძღოლს ბრალდება,თბილისში მიდის და მოწმდება გეზში(თბილისის ტერმინალი).თუ
დას.საქართველოში მიდის იქ საბაჟო ტერმინალია.მერე დანიშნულების ადგილას მიდის
ტვირთი.(ბროკერი ისაა ვინც შენ გიფორმებს საბუთებს) .. პირველად ასეთი მიწოდების
პირობები 1936 წელს გამოიცა.50-იან წლებში აღდგა და ბოლო 30 წელია ყოველ მეათე
წელს ხდება გადახედვა.ახლა 2010-ია.პალატას აქვს გადახედვის უფლება.

2)პალატის მეორე ძირითადი ფუნქცია არის დავების განხილვა.“ნიუ-იორკის კონვენცია“


1938 წელს.როგორ ხდება საერთაშორისო ბიზნესში დავების განხილვა,როცა მხარეები
არიან კერძო სუბიექტები .კერძო სუბიექტები არიან,ან კომპანია ან ინდმეწარმე.(როცა
მხარეები კერძო სუბიექტია,განიხილავენ დავებს მოდავეები).თუ სახელმწიფოთა შორის
არის დავა ,ეს ხდება „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით>1958 წლის
კონვენცია საერთაშორისო დავების გადაწყვეტის შესახებ.

მსოფლიო ბანკი(1944-45),ფონდი(1944-45) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია იყო


მცდელობა რომ ერთად შექმნილიყვნენ.ბოლო გვიან შეიქმნა,მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ .1943 წლიდან დაიწყო „ბრენტონ ვუდცის კომფერენციები“.(ნიუჯერსისთან
ახლოს.).(ბიზნესთან დაკავშირებით)
1944-45 წლებში შეიქმნა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.მიზანი
ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგება

1994 წელს შეიქმნა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 1995 წლის 1 იანვარს დაიწყო
ფუნქციონირება.მსოფლიო ბანკთან და ავალუტო ფონდთან ერთად რომ ვერ
შექმნეს,მიიღეს GATT 1947 წელს(დოკუმენტი). სადაც ეწერა თუ როგორ უნდა
მომხდარიყო სავაჭრო ურთიერთობა და საქონლის გაცვლა.ამას დაემატა 1994 GATT
დაემატა ,როცა შეიქმნა ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაცია.
ყველა ქვეყანაა ამ ორგანიზაციის წევრი.1)პრესტიჟის გამო 2)საერთო გლობალურ
პროექტებში მიღება,დიდი ვადით იძლება კრედიტებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი.


მიზანი: 1)საერთ.სავალუტ.სტაბილურობა,გაცვლითი საშუალებების
სტაბილურობა2)ეროვნული ვალუტების სტაბილურობის ხელშეწყობა.

ვინც აქ არ შედის ვალდებულება აქვს ,ყოველწლიური შენატანის 25% უნდა შეიტანოს


ეროვნულ ვალუტაში და დახმარებას მიიღებს მხოლოდ სავალუტო სტაბილურობის
პროდუქტებისთვის.

გაცვლითი კურსის დათვალ ერთი ფორმულით უნდა მოხდეს.

მსოფლიო ბანკი
შედგება 5 სტრუქტურული ერთეულისგან.
1)1945 შეიქმნა პირველი ა.წ აიბიარდი .“საერთაშორისო რეკონსტრუქციის და
განვითარების ბანკია“,არა ევროპის არამედ საერთაშორისო.მისი ძირითადი ამოცანა არის
საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს ეხმარება გრძელვადიანი სესიხთ და დაბალი
პროცენტით.
იდაუს(ღარიბი ქვეყნის) სტატუსის მქონე ქვეყნებს ძალიან დაბალი პროცენტით და
ზოგჯერ ფულს არც ართმებს.

მსოფლიო ბანკის სტრუქტურა

 IBRD - რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.(1945)

 IFC - საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია.(1956)

 IDA - საერთაშორისო განვითარების ასოციაცია. (1960)

 ICSID - საერთაშორისო საარბიტრაჟო ორგანო საერთშორისო დისპუტებისათვის.(1966)

 MIGA - მრავალმხრივი ინვესტიციების საგარანტიო სააგენტო.(1989)

როლების განაწილება

IDA - ფინანსური მხარდაჭერა ყველაზე ღარიბი ქვეყნების მთვრობებისათვის, უპროცენტოდ,


ან 1-2 %- ით 35-40 წელზე.
IBRD - უზრუნველყოფს მთვრობებისათვის პროექტებისა და პროგრამების თნადაფინანსებას.
IFC- ინვესტიციების ხელშეწყობა კერძო სექტორში.
MIGA - პოლიტიკური რისკის დაზღვევა უცხოელი ინვესტორებისთვის.

მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციის ძირითადი მიმართულება, სტრუქტურა და არსი.

WTO- ს მმართველ ორგანოებს გააჩნია სამი იერარქიული დონე


სტრატეგიული გადაწყვეტილებები უმაღლეს დონეზე მიიღება მინისტრთა კონფერენციის
მიერ, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება.

მინისტრთა კონფერენციის დაქვემდებარებაში იმყოფება გენერალური საბჭო,1 რომელიც


პასუხისმგებელია მიმდინარე საქმიანობის შესრულებაზე და წელიწადში რამდენჯერმე
იკრიბებიან შტაბ-ბინაში, რომელიც მდებარეობს ჟენევეში. გენერალური საბჭოს
შემადგენლობაშ შედის 2 სპეციალური ორგანო:

 დავების გადაწყვეტის ორგანო

 სავაჭრო პოლიტიკის განხილვის ორგანო.

WTO - ში შედის სამი დამოუკიდებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე საბჭო:

 საქონლით ვაჭრობა

 მომსახურებით ვაჭრობა

 ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.

არსებობს შემდეგ საკითხებზე მომუშავე 4 კომიტეტი:

 ვაჭრობა და გარემოს დაცვა

 ვაჭრობა და განვითრება

 საგადამხდელო ბალანსის გამო შეზღუდვა

1
გენერალურ საბჭოზე დასვა შეკითხვა და გაამახვილეთ ყურადღება!
 ბიუჯეტი, ფინანსები და ადმინისტრაცია

WTO- ს ძირითდი ფუნქციები

 სამართლებრივი ბაზის შემუშავება ვაჭრობაზე მოქმედი ბარიერების მართვისა და


საერთშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით.

 მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა.

 ვაჭრობასთნ დაკავშირებული საერთშორისო დავების მოგვარება

 წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა.

კონტროლი და დავების განხილვა არის 2 ძირითადი მიმართლება.

9 ლექცია
გადახდის მეთოდები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში,მათ შორის, პირველ
რიგში ,რა თქმა უნდა,ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

ჩვენ გვქონდა სტანდარტული დებულებები,მათშორის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და იქ


იყო მუხლი,რომ გადახდის გარეშე ნასყიდობა არ არსებობს.ნასყიდობა შედგება >ნივთის
გადაცემა,საკუთრების უფლების გადაცემა,გადატანა. რა ფორმით იქნება
ანგარიშსწორება,საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში.?
1)გადახდის ფორმის მიხედვით (ნაღდიანგარისშსწორება(ქეში) და
გადარიცხვა(ტრანსფერი).გადარიცხვა,გამოიყენება როცა ერთ კომპანია მეორეს აძლებს
თანხას,ხელშეკრულების ან ხელშეკრულების გარეშე,იმ საქონლის შესყიდვაზე,რომელზეც
მორიგდნენ.ძირითადად ნაღდიანგარიშსწორება გამოიყენება შიდა ნასყიდობის
ურთიერთობებში.კომპანიამ შეიძება გაატანოს ფული მომუშავე პერსონალს და უთხრას
იყიდე საღებავიო,ამას ტრანსფერი არ სჭირდება.მცირე მოცულობის ნასყიდობები ხდება
ქეშით,მოლაპარაკება და ამბები და ვსო რა(10 000 ლ მოცულობა).უფრო გავრცელებულია
გადარიცხვა.
2)გადახდის მომენტის მიხედვით საქონელთან მიმართებაში,ანუ როდის გადაგეხდება ფული
საქონელთან მიმართებაში.აქ არის რამოდენიმე.
ნაწილობრივ სავაჭრო გადახდა,(წინასწარ იხდი ცოტას ჯერ),
მთლიანი გადახდა,(ანუ მთლიანად თანხას გადმორიცხავ,პროდუქციას მიიღებ მერე) ეს
სარისკოა.
ტრანზიტში გადახდა ,წამოსვლის დროს,რომ წამოვა ტვირთი მაშინ უხდი,აქაც შეგიძლია
მოელაპარაკო და წილობრივად გადაუხადო ან მთლიანად.
გადახდა კრედიტში,ანუ ჯერ ტვირთი ჩამოვა და მერე იხდი.
როგორც ხედავთ,დროში საქონელთან მიმართებაში,შეიძლება იყოს სულ სხვადასხვა
პოზიცია ან,წინასწარ გადაიხადო,ან წამოსვლის მერე,ან ნაწილ-ნაწილ.ეს რაც შეეხება
დროსთან მიმართებაში.
3)გადახდის სახეების მიხედვით:აქ ლაპარაკია>>გადახდა შეიძლება მოხდეს ჩეკით,ჩვენთან
არ არის გავრცელებული.ჩეკები მრავალნაირია და ყველაზე გავრცელებული ჩეკია, ჩეკი
სამკერდე(ჩეკზე სახელი გვარი აწერია) და წარმდგენითი ჩეკი(სახელი და გვარი ნომერით).
გადახდა ჩვენთან გავრცელებულია აკრედიტივი-ის მეშვეობით.ეს რთული ფორმაა,საგრანტო
გარანტიის მეშვეობით.აკრედიტივი მრავალნაირია,ყველაზე გავრცელებულია,აკრდიტივი
NOFCR - < ეს არის გარკვეული გარანტი იმისა,რომ შენ თანხას ნამდვილად მიიღებ.ძალიან
მოკლედ რომ დავახასიათოდ აკრედიტივი ასეთ სტანდარტული სახეებია:მყიდველის და
გამყიდველის ბანკები უნდა იყოს ჩაბმული.იდება ხელშეკრულება,ხელშეკრულება
მყიდველს მიაქვს თავის ბანკში ემიდენთ ბანკი,ბანკირი ,ოპერატორი უყურებს ამოწმრბს
არის თუ არა ანგარიშზე საკმარისო თანხა ,მერე ატყობინებს გამყიდველის ბანკს,რომ
აკრედიტივი გახსნილია,ეს ნიშნავს რომ ის თანხა, რომელიც სჭირდება ამ ოპერაციის
გადახდას ანგარიშზე იქნება დაბლოკილი,მყიდველს აქვს იმის გარანტია,სანამ ტრანზაქცია
არ დასრულდება ეს თანხა აქიდან არ გაქრება,საქონელს რომ გამოაგზავნის,იგი მიიღებს
გარანტირებულად ამ თანხას.როდესაც ის ბანკი მიიღებს ამ იმფორმაციას საქონელი
წამოვა,მოვა მყიდველთან,დაამუშავებს მყიდველი და მოიტანს საბუთს საკუთარ ბანკში,რომ
მოვიდა საქონელი,ყველაფერი წესრიგშია და ბანკი ავტომატურად გადაურიცხავს თანხას
გამყიდველის ბანკს.ეს არის გამყიდველის გარანტია,რომ მე რეალურად თანხას მივიღებ,და
რეალურად ბანკი გამაგებინებს,რომ მას თანხა აქვს თუ არა თავის ანგარიშზე.(მას არ აქვს
უფლება შეამოწმოს მისი ანგარიშ,ამ გზით შეამოწმებს).ეს არის აკრედიტივი,გამოთხოვადი
აკრედიტივი ჰქვია,კიდევ ბევრი სხვა , დადასტურებული ჩეკი,როცა ბანკი დაარტყამს
ბეჭედს,რომ თანხა ანგარიშზე ნამდვილად აქვს.
საბანკო გარანტია რთული პროცედურაა.შენი საკუთარი ბანკი შენთან მიმართებაში
შეიძლება აძლევდეს გარანტიას .იმიტომ რომ ეს არის ბანკის რისკი.შენი
პარტნიორი(გამყიდველი) უცხოელია,და შენი ბანკი გიდგება გარანტიად,უცხოელმა
შეიძლება მოითხოვოს ორმაგი გარანტია(სახელმწიფო),ანუ ამ ბანკის გარანტი სხვა ბანკი
იყოს.
ბანკი იძლევა გარანტიას,რომ თუ მყიდველი ვერ გადაიხდის ფულს,მაშინ იხდის ბანკი.ამ
პროცესში მონაწილეობს ,ბენეფიციალი-გამყიდველი,პრინციპალი -მყიდველი და
საგარანტიო ბანკი.მყიდველი ეძებს საგარანტიო ბანკს გარანტად,დებს მასთან საგარანტიო
ხელშეკრულებას,ბანკი ითხოვს ამ სამუშაოს სანაცვლოდ ნასყიდობის ღირებულების 2%,ამ
თანხას უხდის მყიდველი.გარანტია არის 30 დღიანი,საქონლის წამოსვლიდან
ჩამოსვლამდე.მყიდველმა თანხა რომ ვერ გადაიხადოს,იგი ბანკს მაინც უხდის ნასყიდობის
2%-ს.თუ მყიდველ ივერ იხდის,ბანკს მოუვა გამყიდველისგან წერილი.ბანკი გადაიხდის
თანხას,როგორც პრინციპალი

საერთაშორისო გადაზიდვები
ტვირთის 3 ტიპის ტრანსპორტით შეიძლება მოხდეს გადაზიდვა.1)სახმელეთო 2)საჰაერო
3)საზღვაო ტვირთები.ყველაზე იაფი სახმელეთოა,ძვირი საჰაერო.
იაფით დავიწყოთ.
სახმელეთო გადაზიდვა შეიძლება იყოს სატრაილერო და სარკინიგზო.
კონვენციები:
1956 წლის ჟენევის კონვენცია არეგულირებს სატრაილერო გადაზიდვებს
1980 წლის ვენის კონვენცია სარკინიგზო გადაზიდვებს „საერთაშორისო კონვენცია
სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“.

გადაზიდვაში 3 მხარეა: გამგზავნი,დამკვეთავი და გამყიდველი.ასეთ შემთხვევაში


სპეციალური ხელშეკრულება არ იდება.ფორმის შედგენა ნიშნავს რომ ხელშეკრულება
დადებულია,აქ დგინდება ტვირთის დაზიანებაზე პასუხისმგებელი
გადამზიდველია.აუცილებელია ვიცოდეთ რა უნდა მოგცენ შენ ,ზედნადები(რა
ტვირთია,რასახეა,წომა ზომა,გაბარიტები) უნდა იყოს.დოკუმენტი უნდა მოგცეს,რომელიც
ასახავს იმას რომ ტვირთი ჩაიბარე,ასახულია გაგზავნის თარიღი და ჩატვირთვის
თარიღი,მიღების.საშიშ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების 9 ჯგუფი
არსეობს.მშრალი ყინული მაგალითად.აკუმლიატორი,მანქანა.ამას სპეციალური გადაზიდვის
ჭესები აქვს

გადაზიდვის დროს ფორმფდება >ზედნადები.ზედნადები იწერება 3 ცალი.ერთი რჩება


ჩამბარებელს,ერდი ბარდება ვინც ტვირთავს ტვირთს,მესამე უნდა მიიღოს
მყიდველმა.ზედნადების საფუძველზე იღებს ტვირთს გადამზიდავისაგან მყიდველი.არის
ტვირთები,რომელიც ყველა სახის ტრანსპორტზე არ გადაიტანება,მაგ: ბენზინი ტრაილერით
არა-ცისტერნაა.ხორბალი ,ქვიშა-სამკუთხედი ვაგონები.პასუხისმგებლობა
ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.საერთაშორისო გადაზიდვები დაზღვეულია,მიწოდების
პირობებში ვინ იხდის ამას ვისწავლით.ანაზღაურებს სადაზღვეო კომპანია(ზოგადად
ეს).ზედნადებს ჰქვია კონოსამენტი .სამივე ტიპის გადაზიდვების დროს გამოიყენება
კონოსამენტი.

საზღვაო გადაზიდვები-აქ მეტი კონვენციებია.გადაზიდვების სხვადასხვა


სახეობებია.საკოფერენციო გადაზიდვები,ანუ წინასწარ დაგეგმილი მიმდინარე მარშუტით
მიმავალი რა...ეს ჩვეულებრივი მიმდინარე მარშუტია,მარტივი გადაზიდვაა.საკონტინენტო
გადაზიდვებიცაა(ნაწილობრივი დაფრახტვა არის,როცა გემზე რაღაც ნაწილი
გიკავია,მთლიანი დაფრახტვა კი მთლიანად გემს ქირაობ.არის ჩარტერული
დაფრახტვა.მიმართულებების მიხედვითაა გემის წასვლა,იმის და მიხედვით როგორი
მიმართულების ტვირთი მოგროვდება,ძირითადად ცდილობენ შეაკავონ ტვირთი რომელიც
შორს მიდის).როცა მთლიანად ქირაობ,მაშინ შენზეა დამოკიდებული.ივსება ზედნადები
კონოსამენტი აქაც,კონოსამენტში მითითებული უნდა იყოს შენი ტვირთის ადგილი
გემზე,ნუმერაცია,რანომრით.(ტვირთს გააჩნია,შეიძლება ნედლი ნავთობი
გადაიტანო).სადაზღვეო კოომპანიები აზღვევენ.სად ვდებ აუცილებელია ეწეროს,რამე რომ
მოხოდეს იცოდე სადაა ,გაქვს შანსი გადაარჩინო და ა.შ.

1921 წლის ჰააგის კონვენცია(ჰააგის წესები ,ჰოლანდია) საზღვაო გადაზიდვების შესახებ


1968 წლის ბრიუსელის წესები
1978 წლის ჰამბურგის წესები.
საქართველოს საზღვაო კოდექსი.

1929 წლის ვარშავის კონვენცია


1945 წლის ჩიკაგოს კონვენცია და მონრეალის პროტოკონები

საჰაერო გადაზიდვებთან -აქაცაა ჩვეულებრივი კონოსამენტი,ჩვეულებრივი


ზედნატები,განსხვავება ისაა რომ აწერია საჰაერო კონოსამენტი.უფრო დიდი ყურადღება
ექცევა რამოდენიმე ფაქტორს ვიდრე სხვა ტიპის საზღვაო გადაზიდვებში 1) უსაფრთხოება
2)ტვირთის გაბარიტებს
3)ტვირთის მოცულობს.
არის სპეციალური ტვირთი რომელსაც ჰქვია კარგო.ჩვეულებრივი ტვირთს,გააყოლებენ
ჩვეულებრივ სარეისო თვითმფრინავს.დიდი ზომის ტვირთებზე გამოიყენება დიდი ზომის
თვითმფრინავები რუსლანი 124 და მრია 225.რამოდენიმეა მსოფლიოში.ძალიან ძვირი
გადაზიდვაა.დროში მოგებაა თან ამით გადატანა.სამოქალაქო თვითმფრინავებს ვეხებით და
არა სამხედროს.

1980 წლის გაეროს კონვენცია „საერთაშორისო ნასყიდობის კონტრაქტის შესახებ“

დავყოთ 4 ნაწილად გამყიდველის უფლებები და მოვალეობები და მყიდველის უფლებები


და მოვალეობებით.დავიწყოთ გამყიდველით ვინც საქონელს ფლობს, ანუ რა ძირითადი
უფლებები და ვალდებულებები აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებაში.გამყიდველის
ვალდებულებები
1) მიაწოდოს მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი
(რაოდენობრივად,ხარისხობრივად და.შ როგორც მოილაპარაკეს.
2) შეარჩიოს გადამზიდავი თუ ეს წარმოადგენს მის ვალდებულებას.
3) მიაწოდოს გამყიდველს ინფორმაცია ტვირთის გადამზიდავზე ჩაბარების შესახებ.
4) მიაწოდოს ინფორმაცია გადამზიდავზე
5) გადაიხადოს საექსპორტო გადასახადები თუ ეს მისი ვალდებულებას შეადგენს.
6) გადაუგზავნოს ან მიაწოდოს მყიდველს მატერიალურად და სამართლებრივად უნაკლო
ტვირთი(ხარისხის ისეთი,როგორც ჩვენ მოილაპარაკეს).
7) როცა ტვირთი ჩამოვა მყიდველთან,არანაირი პრეტენზია არ უნდა გაუჩნდეს,ეს ტვირთუ
კომპანიის თუ არ არის(არ ვიცი თუ სწორია ეს).
8) შეაჩეროს ტვირთის მიწოდება თუ მყიდველს შეექმნა დროებითი ფინანსური პრობლემა.
9) იზრუნოს იმ დეფექტების აღმოფხვრაზე,რომლის შესახებაც ინფორმაციას მიაწოდებს
მყიდველი ტვირთის ინსპექტირების მერე.თუ ეს, რა თმქა უნდა,გამყიდველის ბრალია და
არა გადამზიდავის.
10) მიიღს ზომები იმ ტვირთის ან იმ საქონლის ფასით დაბრუნების აუცილებლობასთან
დაკავშირებით,თუ ამას მოითხოვს მყიდველი უხარისხობის გამო.
11) მას უჩნდება ვალდებულება თავისი ხარჯებით წაიღოს უკან.

უფლებები :
1) მოითხოვოს მყიდველისგან შეთანხმებული წესით თანხის გადახდა. იმ დროს, იმ
ვადებით.
2) მოითხოვოს ინფორმაცია გადამზიდავზე თუ ამ უკანასკნელის შერჩევის ვალდებულება
ეკისრება, მყიდველს .
3) შეაჩეროს გადაზიდვა მათ შორის ყველა არსებულიც,თუ გამყიდველმა მიიღო ინფორმაცია
მყიდველის დროებითი გადახდისუუნარობის პრობლების გაჩენასთან დაკავშირებით
4) მოითხოვოს ნაღდი ანგარიშსწორება,თუ მყიდველს გაუჩნდა პრობლემები
გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა სად იმყოფება ტვირთი,გზაში
თუ მყიდველთან
5) მოითხოვოს კონპენსირება იმ მატერიალური ზარალის,რომელიც არ შეიძლება
გამყიდველს მიადგეს მყიდველის მხრიდან არამართლზომიერად უარის თქმის
შემთხვევაში.ანუ უცებ გადაიფიქრა შეძენა.
6) მოითხოვო ტვირთის უკან გადმოგზავნა დაბრუნება,არამართლზომიერად უარის თქმის
შემთხვევაში
7) ასევე დაცვაც მოითხოვო არამართლზომიერად უარის თქმის შემთხვევაში.
8) შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და შეწყვიტოს კონტრაქტი.

მყიდველის ვალდებულებები:
1) დროული ფინანსური ანაზღაურება .
2) შეარჩიოს გადამზიდავი თუ ეს მისი ვალდებულება არის და მიაწოდოს ინფ გამყიდველს
გადამზიდავის შესაზებ.
3) მიიღოს ტვირთი საბაჟოზე, თუ ეს მისი ვალდებულებაა და იზრუნოს მასზე.
4) 10 დღის განმავლობაში განახორციელოს მიღებული ტვირთის ინსპექტირება და
პრეტენზიის წარდგენა გამყიდველისთვის
5) უზრუნველოს მისი დაცვა, შენახვა და დაბრუნება თუ მყიდველი არამართლზომიერად
იტყვის უარს ტვირთზე ან მის ნაწილზე
მყიდველის უფლებები:
1) მოიპოვოს ინფორმაცია გადაზიდვის დროის, ვადის და გადახდის ვადის შესახებ
2) მოითხვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთის გადმოტანა.
3) მოითხოვოს ტვირთზე ან მის ნაწილზე ფასის შემცირება თუ ის არ შეესაბამება ხარისხს
ფასს (რაც ხელშეკრლებაში წერია)
4) უარი თქვას მიღებულ ტვირთზე თუ იგი არ შეესაბამება არსებულ სტანდარტებს,რაც
ხელშეკრულებაში წერია.
5) მოთხოვოს გამყიდველს ანაზღაურება მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება
თუ გამოვლინდა ცუდი ტვირთი
6) შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ სასამართლოში და შეწყვიტოს ხელშეკრულება.ეს კონვენცია
საერთოდ არ ეხება ზოგიერთ სახის საქონელს,იგი არ ეხება ელექტრო
ენერგიას,გემებს,ხომალდებს,მთავრობის მიერ შეძენილ საქონელს,აუქციონზე შეძენილ
საქონელს.კერძო ბიზნესებს შორის შეძენილ საქონლებს ეხება.

მიწოდების პირობების ჯგუფები.საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიწოდების პირობებს


ადგენს ოფიციალურად ქვია იმფოტერნ 2010.4 ჯგუგად დავყოთ.
I ჯგუფი -აქ არის მიწოდების ერთი პირობა სადაც ყველაფერს იხდის მყიდველი.
F ჯგუფი აქ მიწოდების 3 პირობაა,სადაც ძირიათად ნაწილს იხდის მყიდველი .
C ჯგუფი აქ არის 4 პირობა სადაც მეტ წილს გამყიდველი იხდის.
D სადაც არის 3 პირობა ,უმრავლესი გამყიდველის.

თუ წერია რა მიწოდების პირობაა ოთხივე პოზიციიდან უნდა გაშiფროთ 1)აბრევიატურის


დასახელება მაგ: free on work
2) რა სახის ტრანსპორტზე გამოიყენება
3) ვის ეკუთვნის ძირითადი ხარჯები
4) სად გადადის რისკი გამყიდველიდან მყიდველზე

10 ლექცია

მიწოდების პირობები
11 მიწოდების პირობიდან,რომელიმე აუცილებლად იქნება გამოცდაზე.ყველა უნდა
დავიმახსოვროთ.თითოეულ მათგანზე უნდა ჩამოვაყალიბოთ 4 პოზიცია.
11-დან მოვა 4 და 4-ვეს უნდა მივუწეროთ 4 პოზიცია.
1) ყველაზე მარტივი გადაზიდვის პირობე ეს არის ე.წ EXW (ex work)-(იგულისხმება
ნებისმიერი ქარნახანა,საწყობი,მაღაზია და ა.შ)ინვოისში ან მიწოდების პირობებში თუ წერია
EXW ნიშნავს ;
1)შეფუთვა 2)ჩატვირთვა 3)მიწოდება პორტში 4)საექსპორტო გადასახადი 5)გადასახადები
ტერმინალში 6)ჩატვირთვა ტრანსპორტზე 7)გადამზიდის ხარჯი(ვინ უდხისთანხას
გადამზიდავს) 8)დაზღვევა 9) 10) 11) ტვირთი გამოდის საბაჟოდან და მიდის დანშნულების
ადგილზე

EXW ფრანკო ქარხანა.

EXW-ის 4 პოზიცია
1) EX WORKS
2) ყველა სახის ტრანსპორტზე გამოიყენება
3) ჩატვირთვის მომენტიდან ყველაფერი გადადის მყიდველზე.შეფუთვაა მხოლოდ
გამყიდველის მოვალეობა.
4) ყველა რისკი ეკისრება მყიდველს ჩატვირთვიდან დაწყებული

FCA-ის 4 პოზიცია
1)free carrier
2)გამოიყენება ყველა სახის ტრანსპორტზე
3)პირველი ოთხი ეკუთვნის გამყიდველს.1)შეფუთვა 2)ჩატვირთვა 3)მიწოდება
გადამზიდავთან/პორტში 4)საექსპორტო გადასახადი.შეფუთვიდან საექსპორტო
გადასახადების ჩათვლით გამყიდველის ვალდებულებაა.
4)საექსპორტო გადასახადების მერე იწყება მყიდველის ვალდებულებები.მეტი წილი აქვს
მყიდველს.
რისკი-როცა გამყიდველი გადამზიდავს მიაწოდებს ტვირთს.

FAS-ის 4 პოზიცია
1)(Free alongside ship) (გემის გასწვრივ,ნავსადგურთან)
2)საზღვაო ტრანსპორტზეა.
3)გამყიდველმა უნდა მიიტანოს ტვირთი გემის გასწვრივ სადგომზე.ეს მისი ვალდებულებაა.
4)შეფუთვა,გადამზიდავთან მიწოდება,საექსპორტო გადასახადები .გადატვირთვამდე
გამყიდველის ვალდებულებაა,გადატვირთვა უკვე მყიდველის ვალდებულებაა.
გადასახადები ტერმინალში,ამის ჩათვლით მთავრდება გამყიდველის ვალდებულებები და
იწყება მყიდველის.
რისკი გემის გასწვრივ გადადის.

FOB
1)(fee on board)(გემბანი)
2)საზღვაო ტრანსპორტია.
3)აქ გადატვირთვაც შედის გამყიდველის ვალდებულებებში,მერე მყიდველის
ვალდებულებები იწყება.დატვირთვის ხარჯიც გამყიდველისაა.
4)გემში ჩატვირთვის შემდგომაა რისკი.

F-ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი არ იხდის.

CFR
1)(cost & freight) ღირებულება,დაფრახტვა.
2)საზღვაო ტრანსპორტი.ასობით უზარმაზარ კონტეინერი ამით გადააქვთ.
3)გადამზიდავ კომპანიას გამყიდველი არჩევს,ყველაფერს იხდის დატვირთვიან
გადაზიდვიანად გამყიდველი.მყიდველი იხდის საიმპორტო გადასახადს,პორტში როცა
შევა .აქიდან იწყება მყიდველის ვალდებულებები.მას მიაქვს დანიშნულების ადგილას.
რისკი-ტვირთის გემბანზე დადების მომენტში.

CIF
1)cost insurance & freight
2)დაზღვევა არის გამყიდველის სავალდებულო გადასახდელი.დანარჩენი არის მყიდველის.
3)საზღვაო ტრანსპორტი
4)გადაზიდვას იხდის გამყიდველი
რისკი-როცა გამყიდველს მყიდველის საბაჟომდე მიაქვს.

CPT-
1)carriage paid to.
2)ნებისმიერი სახის ტრანსპორტი.
3)ყველაფერს იხდის გამყიდველი საბაჟომდე.გარდა დაზღვევისა(მოლაპარაკებაა)

CIP
1)carriage insurance paid to-
2)ყველა ტიპის ტრანსპორტზე
3)გამყიდველი იხდის ყველაფერს საბაჟომდე+საბაჟო-საიმპორტო გადასახადებსაც.გადატანა-
მიტანა-მყიდველი.
დაზღვევა სავალდებულოა-გამყიდველისთვის

C-ს ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი იხდის.

DAT(deliver at terminal) ყველა ტიპის ტრანსპორტი დაზღვევა მოლაპარაკებითაა


დანარჩენი როგორც ზედა.

DAP
1) (delivered at place)-
2) მოაქვს საბაჭომდე და კიდევ სადღაც წერტილამდე ტერიტორიული მდგს გამო.

DDP

სამართალდარღვევა
ჯერ ხდება სამართალდარღვევა და მერე მოსდევს
პასუხისმგებლობა.სამართალდარღვევა,თვითონ ტერმინი ნიშნავს,ნორმის საწინააღმდეგო
ქცევა/არამართლზომიერი ქმედება(არამართლზომიერია ის რაც არ ჯდება კანონის
მოთხოვნათა ფარგლებში).შეიძლება ფორმალურად გვქონდეს სამართალდარღვევის
ნიშნები,მაგრამ არ გვქონდეს სამართალდარღვევა,ეს დამოკიდებულია იმაზე,აქვს თუ არა
ყველა ის ნიშანი,რომელიც გვჭირდება.კონსტიტუციაში წერია რომ პრეზიდენტი
იმპიჩმენტის წესით კონსტიტუციის დარღვევისათვის შეიძლება
გადავაყენოთ,კონსტიტუციის დარღვევისთვის პრეზიდენტს არ ეკისრება იურიდიული
პასუხისმგებლობა,არცერთ კოდექსში არ წერია ამის შესახებ,თუმცა კონსტიტუციის
დარღვევაა.ვთქვათ პრეზიდენტმა გადაამეტა,ან არ შეასრულა,იმისთვის რომ
პასუხისმგებლობა დააკისრო, ეს უნდა ეწეროს.ჯერ უნდა დაუმტკიცდეს
დანაშაული,პირდაპირ ვერ გადააყენებ.მას აქვს იმუნიტეტი,ჯერ რომ გადააყენო
თანამდებობიდან,მაშინ შეგეძლება დაიწყო გამოძიება,რომ არ დამტკიცდეს
დანაშაული,მერე??

წითელზე გავლა,ეს სამართალდარღვევააა.სამართალდარღვევები არსებობს


ბიზნესში,ჩამოვწეროთ სამართალდარღვევის ნიშნები,4 ნიშანი აქვს სულ.ოთხივე სახეზე
უნდა იყოს რომ ჩავთვალოთ სამართალ დარღვევა არის
1)მართლწინააღმდეგობა(ქმედება მაშინ ჩაითვლება სამართალდარღვევად,თუ იგი არის
მართლსაწინააღმდეგო)რას ნიშნავს იგი არის მართლსაწინააღმდეგო?რას ეწინააღმდეგება?
სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.თუ სამართლის ნორმა არ
იარსებებს,მართლწინააღმდეგობა არ იქნება.მაგ:ტრანსპორტში ლაპარაკობ ხმამაღლა.არ
წერია სადმე.არ არის მართლწინააღმდეგობა,არ არის მუხლი.
2)ბრალი/ბრალეულობა(განძრახ,ან გაუფრთხილებელი)-შედეგში ვინმეს ბრალი უნდა
იყოს.ბრალი თუ არ არის,სამართალდარღვევა არ იქნება.ეკისრება იმას,ვინც ჩაიდინა.თუ
სახეზე კაზუსია,მაშინ არავის ბრალი არაა.კაზუსი ის მდგომარეობაა,რომელიც ფორმალურად
ნიშანია სამართალდარღვევის,მაგრამ შინაარსობრივად არაა რეალური
სამართალდარღვევა.არ იქნება სუბიექტი.კაზუსი-როცა ფორმალურად ჩაიდინე რაღაც
ქმედება,მაგრამ რეალურად არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმიტომ,რომ არც
განძრახვაა და გაუფრთხილებლობა(როცა ნიშანია).
3)დასჯადობა-ქმედება არ ითვლება სამართალდარღვევად,თუ მისთვის არ არის
გათვალისწინებული სასჯელი.ყველა სამართალდარღვევას მოსდევს სანქცია.დეკლარირება
იქნება(ასე არ მოიქცეთ)
4)სოციალური საშიშროება-ჩემი ქმედება სოციალურად საშიში უნდა იყოს.უნდა უქმნიდეს
სახელმწიფო ინტერესს/საზოგადოებრივ წერიგს/ქონებას. თუ ამ საფრთხეს არ უქმნის
სამართალდარღვევა არ იქნება.ოპოზიციაში ყოფნა საშიში ქმედება არ არის
საზოგადოებისთვის,სსრკს დროს იყო სისხლისსამართლის დანაშაული.ადამიანი რომ
მთვრალი ატარებს,შეიცავს სოციალურ საშიშროება,ქმედება საშიშია.

სამართალდარღვევა არის (ცნება)- მართლსაწინააღმდეგო,ბრალეული(განძრახ ან


გაუფრთხილებელი)ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა)რისთვისაც კანონმდებლობით
გათვალისწინებულია იურიდიული პასუხისმგებლობა.

ავიღოთ სამართალდარღვევა ბიზნესში და აქვს თუ არა ოთხივე ელემენტი.გადასახადისგან


თავი არიდება(ან არ გადაიხადე,ან დამალე )-მართლწინააღმდეგობაა(წერია საგადასახადო
კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში,ბრალიცაა(ბრალი ბუღალტერიამ ან
დირექტორიამ ჩაიდინა,განძრახ ან გაუფრთხილებლად,არავინ არ დაგიწერს ისე
მომივიდა),დასჯადიცაა,სანქციებია,საგადასახადო კოდექსში წერია და ბოლოს სოციალურად
საშიშიცაა,ქვეყნის კეთილდღეობას ზიანი ადგება.ჩეკის ამორტყმაც წერის
კოდექსში.დასჯადია,საშიშიცაა სოციალურად.

პასუხისმგებლობა

იმისთვის რომ ადამიანს პასუხისმგებლობა დაეკისროს,ეს არ კმარა.მაგ:ქვითარს რომ


გამოგიწერენ ჯარიმაზე,გამომძიებელმა უნდა აჩვენოს 4 შემადგენლობის
ნიშნები/ელემენტი.4ნიშანი უნდა ჰქონდეს და 4 შემადგენლობის ელემენტი,რომ დადგეს
პასუხისმგებლობის საკითხი.ეს ნიშნებია
1) დანაშაულის ობიექტი.
ის რასაც მიადგა ზიანი.მაგ:მკვლელობის შემთხვევვაში ობიექტი არის
სიცოცხლე.დაზიანების დროს,ჯანმრთელობაა ობიექტი.მოძრაობის წესების დარღვევის
დროს ,ობიექტი უსაფრთხოებაა.გადასახადის არ გადახდის დროს ობიექტი არის
ბიუჯეტი.სამართალდარღვევა სახეზეა თუ სახეზეა ობიექტი.
2)ობიექტური მხარე.
ის რაც მოხდა.როდის?როგორ?რამეთოდებით?რა საშუალებებით?თუ არ აქვს
გამომძიებელს,მოსამართლეს ვერ დაუმტკიცებს.
3)სუბიექტი.
ვინც ჩაიდინა სამართალდარღვევა.2 ნიშანი უნდა ჰქონდეს სუბიექტს 1)ასაკი
2)შერაცხადობა.თუ ეს ორი ნიშანი არ აქვს სუბიექტი არ იქნება.ბიზნესთან დაკავშირებით
ასაკი ჩაითვლება 18.16 წლისამ რომ ჩაიდინოს სუბიექტი არ იქნება.შერაცხადებლობა არის
ფსიქიკურად შეურაცხადი.ფსიქიკურად დაავადებული არ უნდა იყოს.
4)სუბიექტური მხარე.
ანუ როგორ ჩაიდინეს სამართალდარღვევა,განძრახ თუ გაუფრთხილებლად.მიზეზი და
მოტივი.რატომ ჩაიდინა და რა მიზანი ჰქონდა.თუ მოტივი არ არის,მაშინ შეიძლება ვერ
დაუმტკიცო (ბიზნესში შემთხვევითობას არ ითვალისწინებენ)

მაგალით გადასახადებასთან თავის არიდების შესახებ.ვნახოთ,არის თუ არა ოთხივე


ელემენტი.ობიექტი არის(ბიუჯეტი).სუბიექტი(ბუღალტერი ,დირექტორი,უნდა იყოს 18
წლისდა ჯანმრთელი).სუბიექტური მხრიდან-უნდა იყოს მოტივი,მოტივი ნაკლები
გადასახადის გადახდა(განძრახვაა,გაუფრთხიელბლობა არა).პირი პასუხისგებაში რომ მიეცეს
უნდა იყოს 4 ნიშანი და 4 ელემენტი.

ანუ,სამართალდარღვევა არსებობს მაშინ,თუ არსეობობს პასუხისმგებლობა.ანუ ის 4 ნიშანი


უნდა არსებობდეს,რომ სამართალდარღვევა სახეზე იყოს, უნდა არსებობდეს
პასუხისმგებლობაც,რომ სამართალდარღვევა იყოს.8 ერთად სამართალდარღვევაა და
პირიქით.

იურიდიული პასუხისმგებლობა
იურიდიული პასუხისმგებლობა წარმოადგენს სამართალდამრღვევ ვალდებულებას
გადაიტანოს მორალური მატერიალური და ფიზიკური ზიანი ჩადენილი
სამართალდარღვევისათვის,დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
ე.ი ზიანი არსებობს 1)მორალური 2)მატერიალური3)ფიზიკური.
თუ არ არსებობს რაიმე ქმედებისთვის პასუხისმგებლობა,ეს ქმედება სამართალდარღვევად
არ ჩაითვლება და შესაბამისად არც იქნება პასუხისმგებლობის საკითხი.ანუ ,ჯერ არის
სამართალდარღვევა,მერე მას მოყვება პასუხისმგებლობა და მერე სასჯელი,იურიდიული
პასუხისმგებლობა სწორედ სასჯელთანაა დაკავშირებული.თუ არ იქნება
სამართალდარღვევა,არ იქნება იურიდიული პასუხისმგებლობა და
პირიქით.სამართალდარღვევას მეორე ნაირად ქვია გადაცდომა/დანაშაული.გადაცდომა
უფრო მსუქუბია,ვიდრე დანაშაული.
იურიდიული პასუხისმგებლობის სახეებია : 1)სამოქალაქო პასუხისმგებლობა
2)ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა3)სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
4)დისციპლინარული პასუხისმგებლობა 5)მატერიალური პასუხისმგებლობა.იურიდიული
პასუხისმგებლობის რამდენი სახე არსებობს სულ?ეს დამოკდიებულია რამდენი ტიპის
სასჯელები არსებობს.1)სამსახურში რომ არ დადიან და აცდენ -დისციპლინური
გადაცდომა/პასუხისმგებლობა.კერძო სექტორშიც გამოიყენება ეს
პასუხისმგებლობა2)დავარღვიე მოძრაობის წესი და დამადეს ჯარიმა -ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა.(ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული და
სამოქალაქოც).3)ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას ,მაგრამ არ შევასრულე-სამოქალაქო
პასუხისმგებლობა.4)დავმალე გადასახადები რაღაც ოდენობით,ჩამსვეს 7 წლით-
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ბიზნესში ყველა პასუხისმგებლობას აქვს ადგილი.

ფინანსური,მორალური და სოციალური პასუხისმგებლობა ბუნებაში არ არსებობს,არსებობს


რაღაც ვალდებულებები.რაც შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას,საკითხი ძალიან
მარტივადაა,უნდა იყოს სამართალდარღვევა,მერე მოსდევს იურიდიული
პასუხისმგებლობა,რომელიც რაღაც სასჯელის დაკისრებას გულისხმობს.
1)სოციალური პასუხისმგებლობა არ არსებობს.(ვალდებულება არააა,ნებაა)
2)მორალური პასუხისმგებლობა არ არსებობს - საზოგადოებაში არსებობს მოქცევის
წესები,რომელიც უნდა დაიცვა,ეს კი შინაგანი ვალდებულებაა და არა
პასუხისმგებლობა.პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ დადგება თუ ცუდად
მოიქცევი,მაქსიმალური შეიძლება იყოს საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა.
3)ფინანსური პასუხისმგებლობა-ვალდებულებაა,თუ დაარღვევ მაშინ გეკისრება.
4)მატერიალური პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი
სახეა,რომლის დაკისრებაც უფლებამოსილ პირს შეუძლია(ჯარიმა მაგალითად)ეს უკვე არის
იურიდიული პასუხიმსმგებლობა,ანუ მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა.
5)პოლიტიკური პასუხისმგებლობა-პოლიტიკოსს შეიძლება დაეკისროს.გადაუხვევს
მიმართულებას,პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრება,სასჯელი შეიძლება იყოს
სამსახურიდან გაშვება.თანამდებობიდან გათავისუფლება იურიდიული
შედეგია.პრეზიდენტმა რომ ჩაიდინოს ვერ გავათავისუფლებთ,იურიდიული ვერ დაეკისრება
სანამ პრეზიდენტია.კონსტიტუციის დარღვევა არ არის სამართალდარღვევა,კონსტიტუციის
დარღვევაა.სასჯელი არააა სახეზე.(ვთქვათ ხელი მოაწერა მთავრობასთან შეუთანხმებლად
პრეზიდენტმა,ნიშნავს,რომ მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა,სასჯადობა არაა სახეზე..

ბიზნესში არის როგორც მატერიალური ისე ფინანსური სასჯელები და,ყველაზე უარესი


ფორმა კი თავისუფლების აღკვეთა.ანუ ესენი ბიზნესშიც გვხვდება.

ის პრინციპები რომლის გარეშეც არ არსებობს პასუხისმგებლობა

1)შეიძლება დაეკისროს პირს,ვინც ჩაიდინა სამართალდარღვევა.(სახეზე 4


ნიშანი,4ელემენტი)ამ შემთხვევაში ეკისრება პირს იურიდიული პასუხისმგებლობა ,ანუ
სანქცია/სასჯელი.
2)იურიდიოული პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს,მხოლოდ უფლებამოსილ
თანამდებობის პირს ან ორგანოს.
3)პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება კანონით დადგენილი წესით,პროცედურებით
4)პასუხისმგებლობის ზომა,მოცულობა დამოკიდებულია ჩადენილი ქმედების სიმძიმეზე
5)იურიდიული პასუხისმგებლობა არ გააჩნია უკუქცევის ძალა(როცა დადგინდა იქიდან
იხდი ბევრს.)თუ ამძიმებს ,მაშინ უკუქცევის ძალა არ აქვს.
ეს ყველა იურიდიული პასუხისმგებლოებებია.

1)სისხლის სამართლის კოდექსი (100 ათასიდან იწყება.100-მდე არის ადმინისტრაციული


სამართალი) მდეში ადმინისტრაციული კოდექსი
2)საგადასახადო კოდექსი(საგადასახადო სამართალდარღვევები წერია
3)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი(ვაჭრობის და ფინანსთა სფეროში
4)მაგ:სამოქალაქო სანქციები არ წერია კოდექსში ამას ხელშეკრულებები განსაზღვრავს
ნასყიდობის,საკრედიტო და ა.შ
5)დისციპლინარული წესით თუ როგორ შეიძლება დავსაჯოთ
კერძო სექტორში შინაგანა წესში წერია.საჯარო სექტორში საჯარო მოხელეთა შესახებ

You might also like