რეფლექსია 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სასწავლო პროცესის მართვა.

სასწავლო პროცესი,
სასწავლო გარემო ტოლერანტობის გრძნობის წახალისება.
A1bt1
ჩემი შეხედულებითა და პირადი დამოკიდებულებით
მოსწავლეებთან და საზოგადოებასთან,ურთიერთობის ერთ-ერთი
მთავარი საშუალებაა სიყვარული,ურთიერთპატივისცემა,ადამიანების
პიროვნული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა,არა აქვს
მნიშვნელობა რომელი სოციალური,ეთნიკური,თუ რელიგიური
სტატუსის მატარებელნი არიან ისინი.
ამისათვის ვცდილობ ვიყო პირადი მაგალითი და ყურადღება,სითბო
და სიყვარული თანაბრად გავუნაწილო ყველას.მყავდა
არამართლმადიდებლური აღმსარებლობის მოსწავლე.განსაკუთრებულ
სიფრთხილეს ვიჩენდი კლასში ჩატარებული სასკოლო ღონისძიებების
და მოსწავლეებთან საუბრისას,რათა პატივისცემა გამომეხატა ამ
მოსწავლის მრწამსისა და შეხედულებების მიმართ.
ამჟამად მყავს პირველკლასელები და ვცდილობ მათთვის გასაგებ
ენაზე ავუხსნა რომ ყველა ბავშვი თანასწორუფლებიანია კანის ფერის,
სარწმუნოების,ეკონომიური შესაძლებლობის მიუხედავად,რადგან ისინი
ისეთივე ადამიანები არიან როგორებიც თითოეული ჩვენგანი.მათაც
ისევე უხარიათ,განიცდიან,აქვთ ნიჭი,მისწრაფებები აკეთონ
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეები.
A1Bt2
იმისათვის რომ ბავშვებმა გააცნობიერონ რას ნიშნავს
ადამიანთა თანასწორუფლებიანობა და ტოლერანტობა (სხვადასხვა
ეთნიკური წარმომავლობის,აღმსარებლობის,სოციალური სტატუსის
მქონე ადამიანების მიმართ.)ჩემი აზრით მხოლოდ საუბარი არ არის საკ-
მარისი,საჭიროა ამ კუთხით საინტერესო აქტივობების განხორციელება.
მაგალითად ,სტუმრად მოყვანა სხვადასხვა ეთნიკური
წარმომავლობის,ან რელიგიური მრწამსის
ადამიანებისა(თანატოლებისა),მათთან გულახდილი საუბრები,მათი
.ინტერესების,შემოქმედებითი ნიჭის,შეხედულებების,პრობლემების
გაცნობა-გაზიარება . ვფიქრობ, ეს იმდენად საპასუხისმგებლო და სათუ-
თი საკითხია დამჭირდება გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების
დახმარება.
ამჟამად არ მყავს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
.არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობით მოვეკიდები და გავითვა-
ლისწინებ ყველა იმ მოთხოვნებს,რასაც ინკლუზიური სწავლება
საჭიროებს.

You might also like