Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის

ამბის მბობა

ავთანდილმა ფტმანს სთხოვა ყველაფერი მოეყოლა რაც კი იცოდა


ნესტანის შესახებ. ფატმანმა უთხრა, რომ ეს დიდი ამბავიაო და მოყოლა
დაიწყო. ახალ წლობით ამ ქვეყანაშ არის ტრადიცია, რომ ხელმწიფეს ყველამ
რაიმე საჩუქარი უნდა მიუტანოს, ხოლო შემდეგ ის მათ ნადიმზე მიიწვევდა.
სწორედ ასე მოიქცნენ ფატმანი და უსენი. ბევრი იქეიფეს და ბოლოს
ფატმანმა გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო. ფანჯრდან აინახა, რო
ზღვაში ძალზედ სწრაფი გეი მიცურავდა. ის ისეთი სწრაფი იყო, რომ
თავიდან საერთოდ ფრინველი ეგონა, ხოლო შემდეგ გემი ქალაქის ნაპირას
გაჩერდა. გემიდან რი მონა გადმოვიდა და მათ ქალი გადმოიყვანეს. ქალის
სიმშვენემ და სილამაზემ ფატმანი გააოცა და თავის მსახურებს მიუგო, რომ
ქალი გამოესყიდათ, ხოლო თუ არ მიყიდდნენ ძალით გამოერთვათ.
მოსამსახურეებმა ქალი ხათნთან მიიყვანეს. ეს მზესავით მშვენიერი
დედაკაცი განუწყვეტლივ ტიროდა. 2 წუთს თუ გაჩერდებოდა და შემდეგ
ისევ ტირილს აგრძელებდა. ფატმანმა სცადა რაიმე ინფორმაციის
გამოძალვა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ხათუნმა არ იცოდა სად წაეყვნა
გოგო, რადგან აქ მისი დატოვება ხათუნის ქმრის გამო ძალზედ სახიფათო
იყო, ბოლოს გადაწყვიტა, რომ უსენთან წაეყვნა, მაგრამ სანამ წაიყვანდა
ასჯერ დააფიცა უსენს, რომ არავის არ ეტყოდა ქალის შესახებ. როდესაც
მიიყვანეს მრავალჯერ სცადეს რაიმეს გაგება, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
შემდეგ უსენს მოუვიდა მოწვევა მეფის სასახლეში ნადიმზე. ფატმანმა
იწამსვე გააფრთხილა უსენი,რომ არ დაელია, რადგან დალევის შემთხვევაში
დიდი ალბათბიტ ეტყოდა მეფეს ყველაფერს. უსენი კი მეფესთან წავიდა.
მისვლისთანავე ხელმწიფემ ის თავის გვერდით დაისვა და ბევრი ჭიქა
ღვინო დაალევინა. მთვრალმა უსენმა ხელმწიფეს ყველაფერი მოუყვა და
მეფის ჯარი ფატმანის სასახლეს მიადგა. ხათუნი ყველაფერს მიხვდა და
ნესტანს თავისი ძვირფასი ქვები გაატანა, იქნებ რამეში გამოგადგესო და
გაუშვა. ყველა აღფრთოვანებული იყო დარეჯნის სილამაზით და
მშვენებით. სასახლეშ მისვლის შემდეგ მეფემ სცადა რამე გაეგო ქალწულის
შესახებ, მაგრამ მან ბაგეც კი არ გაამოძრავა. შაჰმა გადაწყვიტა მზეთუნახავი
თავისი შვილისთვის გაეთხოვებინა, სასახლეში გამოკეტა და დარაჯები
დაუყენა. ნესტან-დარეჯანმა დარაჯებს შესთავაზა ფატმანის ძვირფასი ქვები
გაშვებისი სანაცვოდ, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი თავს მოიკლავდა. ერთ-
ერთმა დარაჯმა მას თავისი ფორმა ჩააცვა და ციხიდან გააპარა. ნესტანი
ხათუნს ესტუმრა და მადლობა გადაუხადა. ხათუნმა მას თავისი საუკეთესო
ცხენი მიცა და შორს გაუშა. განრისხებული მეფე დიდი ხანი ეძებდა ნესტანს
ქალაქში, მაგრამ ამაოდ ის უკვე ძალიან შორს იყო

You might also like