ცენტრალური და პერიფერიული ტოლერანტობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

უცხოს შეცნობის შემდეგ ან იმუნური პასუხი ან ტოლერანტობა ვითარდება.

იმუნური პასუხი რთული ფიზიოლოგიური პროცესია და მის რეგულაციაში ორი ძირითადი


ასპექტი გამოიყოფა:

 იმუნოკომპეტენტურობის ჩამოყალიბება.
 მწიფე ლიმფოციტის პასუხი ანტიგენზე.

იმუნური პასუხი რეგულაციის დარღვევის შედეგად დაავადებები ვითარდება.

ტოლერანტობა გარკვეული ანტიგენური ეპიტოპის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის არ


არსებობაა. ტოლერანტობა ვითარდება როდესაც ანტიგენ-სპეციფიკური უჯრედი ვერ
აქტიურდება, რაც შეიძლება თანამასტიმულირებელი მოლეკულების უქონლობის ბრალიც
იყოს.

ტოლერანტობა უჯრედის ონტოგენეზის იმ ეტაპის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტ და ბ


ლიმფოციტებზე ანტიგენის შემცნობი რეცეპტორები ექსპრესირდება. ჩვენ ვიცით, რომ ამ
რეცეპტორების მრავალფეროვნებას V,D და J გენების რეანჟირება, ნუკლეოტიდების ჩამატება,
მძიმე და მსუბუქი ჯაჭვების შემთხვევითი შერჩევა განაპირობებს. შედეგად, მიიღება
რეცეპტორთა ისეთი მრავალფეროვნება, რომ ბუნებაში არსებული ყველა ანტიგენის
შეცნობის გარდა, ზოგიერთს საკუთარი ანტიგენის შეცნობაც კი შეუძლია. ზუსტად ეს ფაქტი
წარმოქნის პრობლემას სახელად „აუტოაგრესია“. ეს პრობლემა ინდივიდის მთელი
სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს და იმ მრავალი მექანიზმის შეთანხმებული
მოქმედებით მიიღწევა, რომლებიც ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:

 ცენტრალური - იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებში განხორციელებული.


 პერიფერიული - პერიფერიაზე განხორციელებული.

You might also like