პლურალიზმი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ესე

„პოლიტიკური ოპოზიცია (მრავალპარტიულობა, პლურალიზმი) საზოგადოების


განვითარებისა და პროგრესის აუცილებელი პირობაა.“

ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფლმხედველობების და


ინტერესების თანაარსებობას. მოსაზრებათა ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა
სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები,
რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და
არსთან. შესაბამისად, მრავალპარტიულობა ხელს შეუწყობს დემოკრატიულობის დონის
გაზრდას საზოგადოებაში, რაც მისი პროგრესისა და განვითარებისთვის აუცილებელი
პირობაა. რაც მეტია მრავალპარტიულობის დონე სახელმწიფოში, მით უფრო მეტია შანსი
ქვეყანაში დემოკრატიულობის გასაზრდელად.

თუმცა, ბუნებრივია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი სრულიად განსხვავებულად


ფიქრობს. მათ მიაჩნიათ, რომ მრავალპარტიულობა ვერ იქნება მიზანმიმართული, რადგან
რაც მეტია განსხვავებული აზრი, მით მეტია პარტიებს შორის უთანხმოების საფუძველი, რის
გამოც, საბოლოოდ, საზოგადოება ზიანდება.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერთპარტიული სისტემის ნათელი


მაგალითია: ხელისუფლების მმართველი ერთადერთი კომუნისტური პარტია იყო,
რომელმაც ძალით თუ ნებით მოკავშირე რესპუბლიკებში სტაბილური ეკონომიკური თუ
სოციალური პირობების შექმნა მოახერხა.

თუმცა, ამავდროულად ადამიანის, როგორც ინდივიდის აზრი უკიდურესად შელახული


იყო. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ერთპარტიული სისტემის ეს კომუნისტური მოდელი
განწირული, რადგან მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ხალხს ეროვნული სულისკვეთება
გაუჩნდა, რის გამოც დაიწყო მასობრივი გამოსვლები მრავალპარტიული სისტემის
შესაქმნელად.

მრავალპარტიულობის ნათელი მაგალითი მე-13 საუკუნის ინგლისი გახლდათ, რადგან


მეფის ძალაუფლების შესაზღუდად ინგლისელმა ხალხმა ჯერ 1215 წელს „თავისუფლების
დიდი ქარტიით“ მეფის ძალაუფლება შეზღუდა, ხოლო მოგვიანებით 1265, შემდეგ კი 1295
წელს მოწვეულ იქნა პირველი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტი, რომელიც თემთა
და ლორდთა პალატებით დაკომპლექტდა.

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოც: 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი


მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, რითაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას
ბოლო მოეღო. მოგვიანებით, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ,
საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა, რითაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ამრიგად, მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც


მრავალპარტიულობით არის განპირობებული და მას რაციონალურ-დემოკრატიული იდეა
ამოძრავებს, საზოგადოების განვითარებისა და პროგრესისთვის აუცილებელი პირობაა.

You might also like