ახალი თბილისი PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

ახალი თბილისი

თბილისი ძველი ქალაქია და მისი დათალიერება უძელესი ადგილებიდან უნდა


დაიწყოთ, მაგრამ შეგიძლიათ თბილისს უწოდოთ ‘თანამედროვე ქალაქიც’.
შუშის ხიდი ან მშვიდობის ხიდი - ხიდი,რომელიც შედის ყველა სარეკლამო
განყოფილებაში და არის წარმოდგენილი ისე როგორც ყველაზე თანამედროვე
ქალაქის სიმბოლო.ხიდი გადის ხმელეთზეც და გადადის მტკვარზეც,აერთიანებს
მარჯვენა და მარცხენა ქალაქის სანაპიროებს.ხიდი განსაზღვრულია მხოლოდ
ფეხით მოსიარულეთათვის და ფორმა აქვს რომის დროინდელი რაინდის
ჩაფხუტის.მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხიდის უკანა მხარეს არის გადაშლილი
თანამედროვე რიყე პარკი.
საქართველოს ბანკი - საქარტველოს ბანკის ცენტრალური
ოფისი,თანამედროვე არქიტექტურული შედევრია.შენობას აქვს ქაოსური
განლაგება რომელიც გვახსენებს ბარაკებს.იგი ჰგავს ერთმანეთზე დალაგებულ
კონტეინერებს ქაოსური განლაგებით.შენობა და არქიტექტორი იმსახურებენ
უამრავ ჯილდოს.
ფუნიკულიორი და «მთაწმინდის პარკი »- ფუნიკულიორი
ლიანდაგზე,რომელსაც შეუძლია აგიყვანოთ თბილისის უმაღლეს
წერტილში.სადაც არის განლაგებული პარკი მთაწმინდა,როგორც ქართველები
ამბობენ-ქართული დისნეი ლენდი.რა თქმა უნდა დისნეი ლენდი არ არის,მაგრამ
პარკში უამრავი ატრაქციონია,ზუსტად აქ განლაგებულია ტელე-ანძა,რომელიც
გვაგონებს ეიფელის კოშკს რომელიც კაშკაშებს ღამით.ტელე-ანძაზე ზემოთ არის
რესტორანი.
იუსტიციის სახლი - თანამედროვე დიზაინის შენობა, რომელიც თავისი ფორმით
ემსგავსება დიდ ტყის სოკოს, ეს არის დიდი შემწყნარებელი და საპასპორტო
ცენტრი თბილისში და საქართველოში, შენობიდან გაყვანილია მოხრილი ფეხით
მოსიარულე ხიდი, გზის სავალის ნაწილის ზემოდან.
თუკი ნუმიზმატიკის მოყვარული ბრძანდებით, ფულის მუზეუმი თქვენთვის
საინტერესო სანახაობა იქნება. იგი ეროვნული ბანკის გვერდითაა განთავსებული.
მუზეუმი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ქრონოლოგიური განრიგითაა
წარმოდგენილი სამონეტო საქმისა და ფულადი მიმოქცევისა მრავალსაუკუნოვანი
ისტორია საქართველოში. ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები:
კოლხური თეთრი, მაკედონური სტატერი, ანტიკური მონეტები, არაბული დრაჰმები,
ვენეციური დუკატები და სხვ. მუზეუმში შეძლებთ ძველი ქართული მონეტების
ასლების, თანამედროვე ქართული საინვესტიციო, საიუბილეო და საკოლექციო
მონეტების შეძენასაც.

You might also like