Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

პრაქტიკული სამუშაო:

 განსაზღვრეთ ესეს ტიპი და დაასაბუთეთ თქვენი ვარუდი:

I. გიორგი სააკაძე
გიორგი სააკაძე XVI – XVII საუკუნეებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი გამოჩენილი
ქართველი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. გიორგი სააკაძე წარმოშობით
ქართლელი აზნაური იყო, თუმცა ენათესავებოდა სამეფო ოჯახს. მისი და ლუარსაბ II-ის
მეუღლე და ქართლის სამეფოს დედოფალი იყო.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გიორგი სააკაძე ტრაგიკული და გაორებული პიროვნება
იყო. ის იბრძოდა სპარსელების მხარეს და აოხრებდა კახეთს. ამავე დროს, მან მსხვერპლად
გაიღო საკუთარი ვაჟის სიცოცხლე და სპარსელებსაც დიდი ზარალი მიაყენა. თუმცა,
ისტორიული პიროვნების შეფასებისათვის ეს კრიტერიუმები არ არის საკმარისი და
გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:

რა სამსახურს უწევს ის თავის ქვეყანას;


რა როლი აქვს მას ცივილიზებული მსოფლიოს განვითარებაში.

გიორგი სააკაძე, როგორც სპარსული არმიების სარდალი, მონაწილეობდა კახეთის


სამეფოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიაში, რაც მიზნად ისახავდა აქ ეთნიკური
წმენდის ჩატარებას, ანუ კახელების ამოწყვეტას. ეს ფაქტი როგორც კონკრეტული
მოვლენების თანამედროვეებს, ასევე შემდგომ თაობებს სააკაძის პიროვნების მიმართ
უარყოფით ემოციებს აღუძრავდა. მათი აზრით, ის მოღალატეა და სხვა არაფერი.
მოგვიანებით გიორგი სააკაძემ, როგორც ქართული ლაშქრის სარდალმა, სპარსულ
არმიებს დიდი ზარალი მიაყენა მარტყოფთან და მარაბდის ველზე გამართულ ბრძოლებში
(1625 წ.). აქედან გამომდინარე, ის პატრიოტი და შორსმხედველი პოლიტიკოსია.
ამ შეფასებამ ვერ გააბათილა მოსაზრება სააკაძის მოღალატეობის შესახებ და დღესაც
ორივე მათგანი აქტუალურია. სააკაძის თანამედროვეთა შეფასებას სპეციფიკური მოტივაცია
ჰქონდა. გიორგი სააკაძის შიდაპოლიტიკური რეფორმაციის მიზანი თავადთა და აზნაურთა
წოდებრივი გათანაბრება იყო, შესაბამისად, მას ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა, რადგან თავადები
სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მის სურვილს მათ აზნაურებთან გათანაბრების შესახებ.
სწორედ ამ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა თავდაპირველად სააკაძისადმი უარყოფითი
დამოკიდებულება, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, სპარსეთში
გადასახლებულიყო და ირანის შაჰის სამსახურში ჩამდგარიყო.
ახლა განვიხილოთ გიორგი სააკაძის როლი მსოფლიო საისტორიო პროცესებთან
მიმართებით. ის, როგორც ირანის სარდალი, არბევს ქრისტიანული და ევროპული ქვეყნების
უკანასკნელ დასაყრდენს – ქართლს. ფაქტობრივად, იგი შლიდა ევროპის საზღვარს, რაც
ხელს უშლიდა საერთო საკაცობრიო პროცესს, ცივილიზაციის განვითარებას, რადგან ევროპა

1
ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით უსწრებდა აზიას.
მარაბდისა და მარტყოფის ბრძოლების დროს კი იგი ამაგრებდა ევროპის საზღვარს.
ყოველივე აქედან გამომდინარეობს, რომ გიორგი სააკაძე რთული პიროვნება იყო და მისი
ცალსახად შეფასება შეუძლებელია.

II. დასავლეთი – ქართული სახელმწიფოს არჩევანი

ქართული სახელმწიფოს წინაშე ათასწლეულების განმავლობაში იდგა საკითხი, რომელი


პოლიტიკური ორიენტაცია აერჩია - დასავლური თუ აღმოსავლური. სიტუაციის მიხედვით
ქვეყანა იხრებოდა ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით.
თუკი შევთანხმდებით, რომ წამოყენებული ვარაუდები მცადრი არ არის, ქართული
საზოგადოება ვერც ტრადიციულ დასავლურ მოდელში ჯდება და ვერც აღმოსავლურში.
შესაბამისად, ქართული საზოგადოების ლოკალიზება სივრცეში (ორიენტირები
აღმოსავლეთი/დასავლეთი) შეუძლებელია.
პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კანონის პატივისცემა და კანონმორჩილება
საზოგადოების ძლიერების განმსაზღვრელია. განსხვავებული, თითქმის პარადოქსული
სიტუაციაა ქართულ საზოგადოებაში. რაში მდგომარეობს ეს პარადოქსულობა?
საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში დამპყრობლებისა და
მეტროპოლიების კანონებისადმი ხაზგასმულმა დაუმორჩილებლობამ, მათდამი აგდებულმა
დამოკიდებულებამ ჩვენში ჩამოაყალიბა კანონმორჩილების დაბალი კულტურა, მაგრამ იმავე
გარემოებებმა გააძლიერა როგორც თავისუფლების ხარისხი, ისე ქართული
ინდივიდუალიზმის წარუშლელი ღირებულება. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე
ქართული საზოგადოება აშკარად არ არის ევროპული საზოგადოება, რადგან დაბალია
კანონმორჩილების ხარისხი, ინტენსიური შრომის კულტურა, მწირი სამოქალაქო განათლება
და ა. შ.), მაგრამ ეს არ არის არც აზიური საზოგადოება (უშიშარი დამოკიდებულება
ხელისუფლებისადმი, გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი, და ა. შ).

 მოცემულია სტრუქტურულად გაუმართავი ესეს ნიმუში. დაალაგეთ იგი შემდეგი სქემის


მიხედვით: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

კარგი განათლება – გზა წარმატებული ცხოვრებისაკენ

საზოგადოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ განათლება ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი


პოლიტიკური წყობის დროს, ნებისმიერ სოციალურ ვითარებაში დიდი კაპიტალია.
რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, რომ ცოდნას არაფერი
მოაქვს ადამიანისათვის, მისი მოსაზრება განწირულია მარცხისათვის.
მთელ მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც სათანადო განათლება აქვს მიღებული, იოლად
შოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს. სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ
როდესაც ამა თუ იმ ორგანიზაციას აქვს ვაკანსია, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პირველ
ეტაპზე შეისწავლის პრეტენდენტთა საბუთებს და უმრავლეს შემთხვევაში გასაუბრებაზე
იბარებს იმ კანდიდატურებს, რომლებსაც პრესტიჟული უნივერსიტეტები აქვთ
დამთავრებული.

2
გარდა ამისა, კვალიფიციური ადამიანები იოლად მოიპოვებენ საზოგადოების
კეთილგანწყობას. ისინი ადვილად პოულობენ მეგობრებს და მეორე ნახევრებს, რადგან
განათლებულ ადამიანთან ურთიერთობა საინტერესოა, ხოლო ნაკლებად განათლებული
ადამიანები მოკლებულნი არიან ამ ყოველივეს.
ბოლო ხანებში ხშირია, როდესაც ადამიანები ამტკიცებენ, რომ განათლება გაუფასურდა,
ჯობია გქონდეს მცირე ბიზნესი, ვიდრე წლები ხარჯო უნივერსიტეტის დიპლომის
მისაღებად, შემდეგ კი უმუშევართა რიგებს შეუერთდე.
სანამ ძირითად სათქმელზე ვისაუბრებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ
ჩვენს სინამდვილეში დიპლომი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს კარგ განათლებას. დღეს
დამქირავებელს საშუალება აქვს, ტესტირების ან გასაუბრების საშუალებით შეარჩიოს
მომავალი თანამშრომლის კვალიფიკაცია და შეამოწმოს მისი ცოდნის რეალური დონე.

 შექმენით შესავალი ნაწილი:

რატომ უნდა გამოვავლინოთ კონფლიქტი

როცა ადამიანები უზრუნველად ცხოვრობენ და საკმარისი ძალაუფლება და რესურსები


აქვთ თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ისინი ვერ ამჩნევენ ან უარს
აცხადებენ გააცნობიერონ, რომ სხვები შევიწროვებულნი ან გარიყულნი არიან. ასეთ
შემთხვევაში საჭიროა კონფლიქტის გამოვლენა, რათა აუცილებელი გახდეს აუცილებელი
ცვლილებების განხორციელება.
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების განვითარების და ადამიანის
უფლებების დაცვის სფეროში, ხშირად იძულებულნი არიან გააცნობიერონ, რომ იღვწიან არა
კონფლიქტის გადასაწყვეტად, არამედ გასამძაფრებლად და გამოსამზეურებლად, რათა
პრობლემა გააცნობიეროს საზოგადოების ფართო წრეებმა და მიღებულ იქნას ქმედითი
ზომები მის მოსაგვარებლად. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში XX საუკუნის განმავლობაში
რეფორმებისათვის მებრძოლი აქტივისტები ცდილობდნენ გამოემზეურებინათ ფარული
კონფლიქტები ისე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მათ სასურველი გზით წარმართვა და
მოგვარება.
სპეციალისტების ეს დებულება უეჭველად არის მიჩნეული და პრაქტიკით
განმტკიცებული. ამდენად, ამ სფეროში მომუშავე პიროვნებები უნდა დაეყრდნონ ამ
გამოცდილებას.

 თინეიჯერის მშობელი საუბრობს შვილთან ურთიერთობის პრობლემებზე. მოცემული


ტექსტისათვის შექმენით მცირე ზომის შესავალი და დასკვნა, აგრეთვე დაასათაურეთ:

სათაური: ------------------

3
შესავალი:-------------------

ქ-ნი ნინა ორჯონიკიძე ინტერვიუში აცხადებს:

– ბოლო პერიოდში ვგრძნობ, რომ მე და ჩემს შვილს ურთიერთობა გაგვიფუჭდა. მე ამას


მის მძიმე ასაკს ვაბრალებ, თუმცა მიზეზი, ალბათ, ჩემს თავშიც უნდა ვეძებო. თუ ჩემს
თინეიჯერ შვილს გამუდმებით ვაკრიტიკებ, შენიშვნებს ვაძლევ, მხოლოდ იმიტომ
მივმართავ ამას, რომ მორიგი განკარგულება გავცე (როდემდე უნდა იარო ასე გაბურძნგულმა,
რას გიგავს ეგ თავი?! გამორთე ტელევიზორი და წადი დაიძინე! მორჩი ტელეფონზე
ლაპარაკს, დროა, საქმეს მიხედო!). დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ვამჩნევ, რომ
ჩემთვის შეუმჩნევლად ჩვენ შორის თავს იჩენს გაუცხოება. შედეგად კი ის იქნება, რომ
როდესაც ჩემს შვილს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება,
იმოქმედებს სპონტანურად, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით ან მისი თანატოლი
მეგობრის გავლენით და არავითარ შემთხვევაში არ მომმართავს მე რჩევისათვის. ეს კი
ჩემდამი უნდობლობის ნიშანი იქნება.
თუმცა, მე ჯერ კიდევ მაქვს შანსი, რომ ოდნავ გამოვასწორო მდგომარეობა. მაგალითად,
შემიძლია ვუყიდო ჟურნალი კომპიუტერული სიახლეების შესახებ, რომელიც ასე უყვარს, ან
დავპატიჟო კინოში, ან, უბრალოდ, ვთხოვო დახმარება (მაგალითად, მომიძებნოს რამე
ინფორმაცია ინტერნეტში). ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნება ვესაუბრო და მოვუსმინო
მას კრიტიკის, ჭკუის სწავლებისა და საკუთარი ბიოგრაფიიდან მაგალითების გარეშე. არაა
გამორიცხული, თავიდან გაუკვირდეს და დაიძაბოს კიდეც (ნეტა რა უნდა დედაჩემს, ხომ არ
გაგიჟდა?), მაგრამ იმედი მაქვს, ეს საბოლოო ჯამში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ჩვენი
ურთიერთობაც გამოსწორდება.

დასკვნა: --------------------

 მოცემულია შესავალი, რომელშიც დასმულია საქართველოსათვის ერთ-ერთი


აქტუალური პრობლემა. დამხმარე კითხვების მეშვეობით შექმენით ძირითადი ნაწილი და
დასკვნა, აგრეთვე დაასათაურეთ:

სათაური: ------------------

შესავალი:

საქართველო ყოველთვის იყო ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი. მიუხედავად


უმძიმესი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ჩვენმა ქვეყანამ
შეძლო და ამ სივრცეში თავი დაიმკვიდრა, როგორც დამოუკიდებელი კულტურისა და
ტრადიციების მქონე სახელმწიფომ.
მას შემდეგ, რაც საქართველო 2005 წლის 19 მაისს შეუერთდა ბოლონიის პროცესს,
რომელიც გულისხმობს ერთიანი ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას,
საზოგადოების მხრიდან ამ პროცესმა არაერთგვაროვანი შეფასება და ინტერესი გამოიწვია.

4
ძირითადი ნაწილი:
დამხმარე კითხვები:
რატომ უნდა გახდეს საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილე?
რას მოუტანს ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას?

დასკვნა: -------------------

 დაწერეთ შედარება-დაპირისპირების ესე მოცემული მოდელის მიხედვით:

თემა: ორენოვანი სწავლების უპირატესობა


სათაური:
შესავალი:
ორენოვანი სწავლების ფორმა დამკვიდრებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს
განსაკუთრებით ეფექტურია იმ ქვეყნებში, რომლებშიც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები
ცხოვრობენ, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა
აუცილებელია.

ძირითადი ნაწილი:

1) ერთენოვანი, მონოლინგვური სწავლების მახასიათებლები:


1. მოსწავლე ერთ ენაზე იღებს განათლებას, მაგრამ სწავლობს სხვა ენას, როგორც უცხო
ენას.
2. მოსწავლე საგანს ითვისებს მშობლიურ ენაზე.
3. მისი აზროვნება ერთენოვანია, მას თავისუფლად შეუძლია მსჯელობა და აზროვნება
მშობლიურ ენაზე.

2) ორენოვანი, ბილინგვური სწავლების მახასიათებლები:


1. მოსწავლე სწავლის დაწყებისთანავე ორ ენაზე იწყებს განათლებას. ერთი არის მისი
მშობლიური ენა, მეორე კი სახელმწიფო ენა.
2. სწავლის გასრულების შემდეგ მას თავისუფლად შეუძლია ორივე ენაზე აზროვნება.
3. მოქალაქე, რომელიც სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას, ქვეყნის
სრულუფლებიან მოქალაქედ გრძნობს თავს.

დასკვნა:

ბილინგვური სწავლების მნიშვნელობა საქართველოს რეალობისათვის.

 დაწერეთ მიზეზ-შედეგობრივი ესე მოცემული გეგმის მიხედვით:

5
თემა: დემოკრატია – ქვეყნის მოწყობის საუკეთესო ფორმა

სათაური:

შესავალი:

 კაცობრიობის განვითარების ისტორიაში დემოკრატია საზოგადოების მოწყობის


საუკეთესო ფორმად ითვლება.

მიზეზები:

 დემოკრატიის მთავარი პირობაა ქვეყნის მოსახლეობის სრულად ჩართვა ქვეყნის მართვა-


გამგეობაში.
 დემოკრატიული არჩევნები ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენის აქტიურობას
განაპირობებს.

შედეგები:

 ყოველი მოქალაქე პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალ ბედზე.


 პასუხისმგებლობა განაპირობებს მოქალაქეთა აქტიურობას.
 არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული პიროვნება პასუხისმგებლობას გრძნობს
მოსახლეობის, ყოველი მოქალაქის წინაშე.
 დაპირებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში პოლიტიკური მოღვაწე კარგავს
ავტორიტეტს, ქვეყნის მართვის უფლებას.

დასკვნა:

 საზოგადოების თითოეული წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ქვეყნის


მომავალზე.
 დემოკრატია ქვეყნის მართვის საუკეთესო ფორმაა.

 ააგეთ მიზეზ-შედეგობრივი ესე მოცემული შედეგების გათვალისწინებით


და დაასათაურეთ. ყურადღება მიაქციეთ მიზეზების ლოგიკურად ჩამოყალიბებას:

თემა: თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.


სათაური:
შესავალი:
მიზეზები:
გარდამავალი წინადადება:
შედეგები:

6
1. თბილისის ეკობალანსის დარღვევა;
2. თბილისის დაბინძურება.
დასკვნა:

 ააგეთ მიზეზ-შედეგობრივი ესე მოცემული მიზეზების გათვალისწინებით და


დაასათაურეთ. ყურადღება მიაქციეთ შედეგების ლოგიკურად აგებას:

თ ე მ ა : თაობათა შორის კონფლიქტი


სათაური:
შესავალი:
მიზეზები:
 თაობათა შორის მენტალური სხვაობა;
 ტრადიციების რღვევა, ღირებულებათა გადაფასება და ახალი ეპოქის მოთხოვნები;
 მოდა;
 არჩევანი – თავისუფლების შეზღუდვა თუ თავისუფალი აზროვნება;
 ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.

გარდამავალი წინადადება:
შედეგები:
დასკვნა:

 ააგეთ შედარება-დაპირისპირებითი ესე თქვენთვის ნაცნობი ენობრივი საშუალებების


გათვალისწინებით:

თ ე მ ა : ჯანსაღი თუ გემრიელი კვება


სათაური:
შესავალი:
ძირითადი ნაწილი:
1. მსგავსებები
 ორივე ტიპის კვება ანაყრებს ადამიანს;
 ორივე ტიპის კვება ხელს უწყობს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებს.

2. განსხვავებანი
 ჯანსაღი კვება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე;
 გემრიელი კვება იწვევს ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობის ზრდას;

7
 ჯანსაღი კვება ახალნგრძლივებს ცხოვრებას;
 გემრიელი კვება იწვევს ორგანიზმის დაბერებას.
დასკვნა:

 თქვენ თავად შეარჩიეთ ესეს მოდელი მოცემული სათაურებისათვის და დაწერეთ


შედარება-დაპირისპირებითი ან მიზეზ-შედეგობრივი ესე.

1. განათლების რეფორმა საქართველოში.


2. საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო მმართველობა?
3. სამედიცინო დაზღვევა თუ უფასო სამედიცინო მომსახურება?
4. წიგნის კითხვა თუ ინტერნეტი?
5. ტექნოლოგიური მიღწევები და თანამედროვე საზოგადოება.

You might also like