Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

ლექცია 5

გრავიტაცია და აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია


გრავიტაცია (მსოფლიო მიზიდულობა) - ფუნდამენტური
ურთიერთქმედებაა ბუნებაში. ამ მიზიდულობას განიცდის ყველა
სხეული, რომელსაც აქვს მასა.
გრავიტაციული ურთიერთქმედება - ერთ-ერთია ოთხ
ფუნდამენტურ ურთიერთქმდებათა შორის ჩვენს სამყაროში. კლასიკური
მექანიკის ფარგლებში გრავიტაციული ურთიერთქმდება აღიწერება
ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონით, რომელიც გვეუბნება,
რომ გრავიტაციიული მიზიდულობის ძალა, ორ სხეულს შორის,
რომელთა გრავიტაციული მასები ტოლია m1 და m2-ის, ხოლო მათ შორის
მანძილი არის R, ტოლია

აქ G არის გრავიტაციული მუდმივა. ის ტოლია


მ3/(კგ.წმ2). ნიშანი მინუსი მიუთითებს, რომ
გრავიტაციული ურთიერთქმედება ყოველთვის იწვევს სხეულთა
მიზიდულობას (და არა განზიდვას).
აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით ინერციულ სისტემებზე.
ფარდობითობის სპეციალური თეორია აზუსტებს მექანიკის
ნიუტონისეულ კანონებს ინერციულ სისტემებში იმ შემთხვევებისათვის,
როცა სხეულები სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარეებით
მოძრაობს. ახლა ვნახოთ, რა ეფექტები წარმოიშობა არაინერციული
სისტემების შესწავლის დროს.
ფარდობითობის ზოგადი თეორია ემყარება შემდეგ პრინციპს:
არ არსებობს რაიმე ექსპერიმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს
განვასხვავოთ ერთმანეთისაგან გრავიტაციით გამოწვეული მოძრაობა
სათანადოდ შერჩეულ არაინერციულ სისტემაში მოძრაობისაგან.
განვიხილოთ რამდენიმე უმარტივესი მაგალითი. ვთქვათ,
ვიმყოფებით ლიფტში, რომელიც ქვევით ეშვება a აჩქარებით (მარცხენა
სურათი ქვემოთ). გავუშვათ ხელიდან ბურთი და მოვისაზროთ როგორი
იქნება მისი მოძრაობა. როგორც კი ბურთს ხელს გავუშვებთ, იგი
ინერციული (უძრავი) დამკვირვებლის მიმართ დაიწყებს ქვევით
ვარდნას g აჩქარებით (თავისუფალი ვარდნის აჩქარება g = 9.8 მ/წმ2) .
რადგან თვითონ ლიფტი ქვევით ვარდება a აჩქარებით, ამიტომ ბურთის
აჩქარება ლიფტის იატაკის მიმართ იქნება (g-a). ლიფტში მყოფ
დამკვირვებელს შეუძლია ბურთის მოძრაობა აღწეროს, როგორც
1
თავისუფალი ვარდნა გრავიტაციულ ველში, რომლის აჩქარება არის (g-
a). ანუ, ლიფტში მყოფი დამკვირვებელი (არაინერციული
დამკვირვებელი) აჩქარებით მოძრაობას ცვლის შესაბამისი
გრავიტაციული ველის გავლენით მოძრაობით.
ახლა წარმოვიდგინოთ ორი ლიფტი - ერთი უძრავად დგას
დედამიწის სიმძიმის ველში (მარჯვენა სურათი ქვემოთ). მეორე კი
მოძრაობს კოსმოსურ სიცარიელეში რაღაც F ძალის გავლენით g
აჩქარებით ვარსკვლავების მიმართ (შუა სურათი ქვემოთ). უძრავ
ლიფტში არსებული საგნები ვარდება თავისუფალი ვარდნის აჩქარებით
ლიფტის იატაკზე. მაგრამ ზუსტად ასევე ვარდება საგნები იატაკზე
მოძრავ ლიფტშიც! ე.ი. გამოდის, რომ აჩქარებით მოძრაობა
განურჩეველია სიმძიმის ველის გავლენით მოძრაობისაგან.

სურ. ა) ლიფტი უწონობაშია; ბ)ლიფტი მოძრაობს ზევით “g”


აჩქარებით F ძალის გავლენით; გ) ლიფტი უძრავად იმყოფება
სიმძიმის ველში

ამას ექვივალენტურობის პრინციპი ეწოდება. კიდევ ერთხელ


ჩამოვაყალიბოთ ექვივალენტურობის პრინციპი, რომელიც საფუძვლად
უდევს ფარდობითობის ზოგად თეორიას:

ექვივალენტურობის პრინციპი - არ არსებობს რაიმე ექსპერიმენტი,


რის მეშვეობითაც შესაძლებელი იყოს ინერციული ძალების გარჩევა
მიზიდულობის ძალებისაგან.
ექვივალენტურობის პრინციპის გამოვლინებაა ის რომ ინერტული
მასა გრავიტაციული მასის ტოლია. სწორედ ამის გამო დედამიწის
ზედაპირთან ახლოს თავისუფალი ვარდნის აჩქარება ერთიდაიგივე
სიდიდეა ყველა სხეულისათვის. ანუ ყველა სხეული ერთი და იგივე
აჩქარებით ვარდება თუ ჰაერის წინააღმდეგობას უგულვებელყოფთ. ეს
შემდეგი ფორმულებიდანაც მარტივად ჩანს: ნიუტონის მეორე კანონის
2
თანახმად აჩქარება რომელსაც დედამიწის მიზიდულობის ველში
შეიძენს სხეული ტოლია
a=F/mi
სადაც mi არის სხეულის ინერტული მასა, ხოლო F არის
მიზიდულობის ძალა და F=mgg
აქ mg არის სხეულის გრავიტაციული მასა. ხოლო g თავისუფალი
ვარდნის აჩქარებაა (9.8 მ/წმ2)
ამიტომ
a= mgg /mi და რადგან mi=mg ამიტომ a=g ყველა სხეულისათვის

მაგრამ ექვივალენტურობის პრინციპი სამართლიანია მხოლოდ


გარკვეულ მცირე მანძილებზე სივრცეში. ხოლო დიდ მანძილებზე
ექვივალენტურობა აღარ არსებობს. მართლაც წარმოვიდგინოთ
„ლიფტი“, რომლის იატაკის სიგრძე 1000 კილომეტრია. თუ ეს „ლიფტი“
უძრავად ჰკიდია დედამიწის ზედაპირზე, მაშინ მასში მოვლენები
სხვანაირად განვითარდება ვიდრე „ლიფტში“, რომელიც
ვარსკვლავთშორის სივრცეში მოძრაობს აჩქარებით. ეს კარგად ჩანს
ქვევითა სურათიდან. კოსმოსურ სივრცეში სხეულები ვერტიკალურად
ქვევით, იატაკის მართობულად ვარდება, ხოლო დედამიწაზე კი იატაკის
მიმართ დახრილად.

ამგვარად, ექვივალენტურობის პრინციპი სამართლიანია სივრცის ისეთი


ზომის მოცულობაში, რომელშიაც გრავიტაციული ველი ერთგვაროვანია.
ე.ი. ექვივალენტურობის პრინციპი ლოკალური ხასიათისაა.
ექვივალენტურობის პრინციპის ლოკალურ ხასიათს მივყავართ ძალიან
მნიშვნელოვან დასკვნამდე: გრავიტაციის ველის არსებობა იწვევს
სივრცის გამრუდებას. მართლაც, თუ რაიმე პრინციპი სამართლიანია
მხოლოდ სივრცის გარკვეულ მანძილზე და დიდ მანძილზე ირღვევა, ეს

3
იმას ნიშნავს, რომ სივრცის მცირე მანძილის თვისებები (გეომეტრია)
განსხვავებულია დიდი მანძილის თვისებებისაგან. ეს კი მხოლოდ მაშინ
შეიძლება მოხდეს თუ სივრცის გეომეტრია არაწრფივია, ანუ
გამრუდებულია. ეს კარგად ჩანს ნახაზებიდან.

თუ გეომეტრია ბრტყელია, გაუმრუდებელი, ანუ ევკლიდური, მაშინ


ნებისმიერ მანძილებზე გეომეტრია უცვლელია.

მაგრამ, თუ გეომეტრია გამრუდებულია, მაშინ დიდ მანძილებზე ეს


გამრუდება (გადახვევა წრფივობისაგან) შესამჩნევია, მცირე მანძილებზე
კი შეუმჩნეველი. ამიტომ დიდ მანძილებზე თავს იჩენს გამრუდების
ეფექტი.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი. ვთქვათ, გვაქვს მბრუნავი დისკი.
ორი დამკვირვებელი ზომავს სიგრძესა და დროს ამ დისკზე. ერთი
დამკვირვებელი იმყოფება თვით ამ დისკზე და ბრუნავს მასთან ერთად,
ხოლო მეორე კი უძრავია ვარსკვლავების მიმართ. გაზომვებით
უშაუალოდ დაკავებულია დამკვირვებელი, რომელიც იმყოფება დისკზე,
ხოლო უძრავი დამკვირვებელი უბრალოდ თვალს ადევნებს მისი
კოლეგის მუშაობას.
პირველ ცდაში იზომება რადიალური მანძილი დისკზე. ანუ,
მანძილი ორ სხეულს შორის, რომლებიც დისკის ცენტრიდან სხვადასხვა
მანძილზე და ერთ რადიუსზე მდებარეობს. მანძილი ჩვეული მეთოდით
იზომება: ითვლიან რამდენჯერ მოთავსდება სტანდარტული სახაზავი
მოცემულ სხეულებს შორის. ორივე მკვლევარის აზრით სახაზავის
სიგრძე ერთიდაიგივეა, რადგან სახაზავი რადიუსის გასწვრივ ე.ი.
მოძრაობის (ბრუნვის ხაზოვანი სიჩქარის) მართობულად არის
განლაგებული. ამიტომ ორივე დამკვირვებლისათვის დისკის

4
რადიალური მანძილი ერთი ზომის აღმოჩნდება. ცხადია, ორივესთვის
ერთი ზომის იქნება დისკის რადიუსიც.
ახლა, დისკზე მყოფი დამკვირვებელი ზომავს დისკის წრეწირის
სიგრძეს. რა თქმა უნდა, გაზომვებისთვის მცირე ზომის სტანდარტული
სახაზავი უნდა გამოიყენოს რათა წრეწირის სიგრძე ზუსტად იქნას
გაზომილი. ორივე დამკვირვებლისათვის სახაზავი ერთიდაიმავე
რაოდენობით მოთავსდება წრეწირის სიგრძეში. მაგრამ უძრავი
დამკვირვებლისათვის სახაზავის სიგრძე დამოკლდება (გაიხსენეთ
დამოკლების ეფექტი) რადგან მეორე ცდაში სახაზავი მოძრაობის
გასწვრივაა მოთავსებული. ასე რომ, ორივე დამკვირვებლისათვის
დისკის რადიუსი ერთნაირია, ხოლო წრეწირის სიგრძე უძრავი
დამკვირვებლისათვის ნაკლებია, ვიდრე დისკზე მყოფი
დამკვირვებლისათვის. მაშასადამე, უძრავი დამკვირვებლისთვის
წრეწირის სიგრძე აღარ არის ტოლი 2πR-ის, არამედ უფრო ნაკლებია.
ეს მაგალითი გვაჩვენებს როგორ მივყავართ ფარდობითობის თეორიას
ევკლიდური („ჩვეულებრივი“) გეომეტრიის უარყოფამდე, ანუ სივრცის
გამრუდებამდე.
ანალოგიური უჩვეულობანი დაემართება დისკზე მოთავსებულ
საათებსაც. უძრავი დამკვირვებლისათვის დისკის ცენტრიდან
სხვადასხვა მანძილზე მოთავსებული საათები სხვადასხვანაირი ტემპით
იმუშავებს. რაც უფრო შორს იქნება საათი მოთავსებული დისკის
ცენტრიდან მით უფრო ჩამორჩება ის დროში. უძრავი დამკვირვებელი
იტყვის, რომ სახაზავითა და საათით სარგებლობა დისკზე
მცხოვრებთათვის ცენტრიდან მხოლოდ გარკვეულ მანძილზე შეიძლება.
ანუ, სივრცე და დრო ხასიათდება გარკვეული ლოკალური
თავისებურებებით.
ახლა გავიხსენოთ ექვივალენტურობის პრინციპი. რადგან სივრცისა
და დროის ასეთი ლოკალური თავისებურებანი ვლინდება მბრუნავ
დისკზე (არაინერციულ სისტემაში), ე.ი. იგივე ხდება გრავიტაციულ
ველშიც. ამგვარად, სივრცისა და დროის გამრუდება ექვივალენტურია
გრავიტაციული ველის არსებობისა.
სივრცის გამრუდება ნიშნავს, რომ ევკლიდური გეომეტრია, რომელსაც
ჩვენ მიჩვეულნი ვართ, აღარ ასახავს რეალობას, როდესაც დიდ
მანძილებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ასეთ მანძილებზე მართკუთხა
სამკუთხედის კათეტების კვადრატების ჯამი აღარ უდრის ჰიპოტენუზის
კვადრატს. სამკუთხედის კუთხეების ჯამი კი აღარ უდრის 180 გრადუსს.
ორგანზომილებიანი სივრცის სამგანზომილებიან სივრცედ გამრუდება
ადვილი წარმოსადგენია.

5
თუ გლობუსზე სამკუთხედების კუთხეების ჯამს გამოვითვლით.
ის 180 გრადუსზე მეტი აღმოჩნდება.
ან მაგალითად, რუკაზე მოსკოვი-კეიპტაუნი-ლონდონი
მართკუთხა სამკუთხედია, ე.ი მისი კათების კვადრატების ჯამი
ჰიპოტენუზის კვადრატს უნდა უდრიდეს. მაგრამ, მოგზაურის ცნობარში
თუ ჩავიხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ეს ასე არ არის.
მოსკოვი-ლონდონის მანძილია 2490 კმ, ლონდონი- კეიპტაუნი - 9660 კმ,
ხოლო მოსკოვი - კეიპტაუნი კი - 10 130 კმ. (24902 +96602 ≠ 101302)
მაშასადამე გლობუსის რუკაზე გამოსახვის დროს გეომეტრია
„ჩვეულებრივი“ გეომეტრიისაგან განსხვავებულია.

გრავიტაცია მოქმედებს დროის მიმდინარეობაზე.


ძლიერი გრავიტაციული ველები მნიშვნელოვნად ანელებს დროს.
2010 წელს ფიზიკოსებმა შეძლეს დროის აჩქარების დაფიქსირება
ლაბორატორიიდან გამოუსვლელად. ამისათვის მათ საათი მხოლოდ 50
სანტიმეტრით ასწიეს დედამიწის ზედაპირიდან მაღლა. რა თქმა უნდა,
მეცნიერებმა გამოიყენეს ძალიან ზუსტი ატომური საათი. დროის
აჩქარების სიდიდე შეესაბამებოდა ვარაუდს, რომელიც აინშტაინის
ზოგადი თეორიიდან გამომდინარეობს. დედამიწის ზედაპირიდან 1 კმ
სიმაღლეზე საათი წელიწადში 3 მიკროწამით გაუსწრებს დედამიწის
ზედაპირზე არსებული საათის მსვლელობას.
ამ დასკვნის კარგად გასაგებად და დასამახსოვრებლად ვისარგებლოთ
შემდეგი ანალოგიით. მასიური სხეული „ამრუდებს“ გზას - ის
გრძელდება, ანუ საჭირო ხდება უფრო მეტი დრო გზის გასავლელად,
დრო ნელდება (იხ. სურათი)

6
სამყაროში არსებობს უამრავი კოსმიური ობიექტები, სადაც ეს ეფექტები
საგრძნობია.
პულსარები - ობიექტები რომელთა სიმკვრივეა =10 მლნ ტონა/სმ3.
ამ ობიექტებისათვის დროის შენელება 10%-ია, ხოლო მეორე კოსმოსური
სიჩქარე 100 000 კმ/სთ. დედამიწაზე მეორე კოსმოსური სიჩქარე = 11
კმ/სთ.
შავი ხვრელები - ამ ობიექტებისთვის მეორე კოსმოსური სიჩქარეა 300 000
კმ/წმ. ანუ, სინათლის სხივს არ შეუძლია დასძლიოს „შავი ხვრელის“
მიზიდულობა. დროის შეყოვნება აქ 100%-ია. ე.ი. დროის მსვლელობა
შეჩერებულია! (ისმის შეკითხვა, როგორ წარმოიქმნენ „შავი ხვრელები?“.
საწყისი ნივთიერების კოლაფსის მომენტში შავი ხვრელების
წარმოსაქმნელად დრო „გაჩერდა“ და დროის მომენტი უსასრულობად
იქცა!)

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ექსპერიმენტულად


იქნა დასაბუთებული. მაგალითად, ამ თეორიის თანახმად ვარსკვლავის
სინათლის სხივი მზის სიახლოვეს უნდა გადაიხაროს წრფივი
ტრაექტორიიდან 1.75’ გრადუსით. გაზომვებმა 1.70’ გრადუსი აჩვენეს.
(იხ. სურათი ქვემოთ)

7
აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია და
სივრცითი-დროის გეომეტრია
წარმოვიდგინოთ ორგანზომილებიანი სამყარო სიბრტყეზე,
რომელზედაც ცხოვრობენ ადამიანები.

თუ ამ სამყაროში ორი მეცნიერი კომპასის ისრის მიმართულებით


ივლის ჩრდილოეთისაკენ, მათი ტრაექტორიები იქნება პარალელური
წრფეები.

8
N

და აი, ერთხელ, ვთქვათ, ეს მეცნიერები აღმოჩნდენ “დედამიწაზე”,


ეკვატორზე А და В წერილებში, საიდანაც მეცნიერებმა დაიწყეს სვლა
ჩრდილოეთისაკენ პარალელური გზებით.

A B
A

ცოტა ხანში ისინი აღმოააჩენენ, რომ მათ შორის მანძილი შემცირდა


S2<S1. (იხ. სურათი ზემოთ).
ამიტომ ისინი ასეთ დასკვნას გააკეთებენ: მათ იზიდავს ერთმანეთისაკენ
რაღაც ძალა - „გრავიტაცია“!
ფარდობითობის ზოგად თეორიაში გრავიტაციის ყველა ეფექტი
მიეწერება სამყაროს არაევკლიდეურ (გამრუდებულ) ხასიათს.
აინშტაინმა შემოიღო ცნება ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროის
გეომეტრიის შესახებ.

დავუბრუნდეთ კვლავ ჩვენი სამყაროს განხილვას. თუ სამყაროში


ნივთიერების სიმკვრივე მეტია კრიტიკულ სიმკვრივეზე >კრიტ მაშინ,
ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენი
9
სამყაროს სივრცე არის სასრული და ჩაკეტილი. თუმცა, სამყარო კვლავ
უსაზღვროა, მაგრამ სასრულია მოცულობაში.

თუ =კრიტ მაშინ სამყაროს გეომეტრია ევკლიდურია და სამყაროს


უწოდებენ ბრტყელს.

დაბოლოს, თუ <კრიტ მაშინ სამყარო უსაზღვროა და განვრცობილია


ყველა მიმართულებით და არ არის ჩაკეტილი. მისი მოცულობა
უსასრულოა. სამყაროს ასეთ მოდელს უწოდებენ ღიას.

უახლესი მონაცემებით, ჩვენი სამყარო საშუალოდ ბრტყელია, ანუ


ევკლიდის გეომეტრიას ემორჩილება.

10

You might also like