თეა ცქვიტინიძე,18-05,ლიტერატურა და ხელოვნება დავალება12-95

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მოდილიანი

ამადეო მოდილიანი ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო


წარმომადგენელი გახლავთ. ზოგადად, ამ მიმდინარეობისთვის, რომანტიზმისა და
ბაროკოს მსგავსად და იმპრესიონიზმისაგან განსხვავებით, მთავარია ემოცია და მისი
გამოხატვა. მოდილიანი ცნობილია იმ სტილით, რომლითაც ის ქალთა პორტრეტებს
ქმნიდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხატავდა ის ნუდისტურ
ქმნილებებს.
ამადეოს შიშველ ქალთა ტილოები ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. მისი
პირველი და ასევე უკანასკნელი გამოფენაც სწორედ იმიტომ დაიხურა, რომ მან
გამოიწვია პროტესტი პოლიციასა და აუდიტორიაში ქალის ეროტიული სხეულის
გამო. სინამდვილეში კი ეს ქალები
იყვნენ სექსუალობის სიმბოლო.
ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი
ედგარ დეგაც გამოსახავდა ხოლმე
შიშველ ქალებს, მაგრამ მოცემული
ნამუშევრებისაგან განსხვავებით,
მისი ქმნილებები არ იყვნენ არც
ეროტიული და არც სექსუალური
არსებები ანუ მოდილიანის
პერსონაჟები, ედგარ დეგას
მოდელებისაგან განსხვავებით,
მიიზიდავე მნახველს. ზოგადად,
შიშველ ქალებს თითქმის
ყოველთვის, ყველა პერიოდში
გამოსახავდნენ, თან ისე, როგორც
იმ დროში ხედავდნენ იდეალურ
ქალს. მოდილიანის ქალები
საშუალოზე დიდი მკერდით
გამოირჩევიან, მათ აქვთ წვრილი
წელი და ფართო თეძო, ასევე,
ბუნებრივად გამოკვეთილი მუცლის კუნთები. პირველ გოგონას თვალები
დახუჭული აქვს, მეორეს კი მათი ადგილი შავი სივრცით აქვს ამოვსებული. სწორედ
ასეთი იყო მოდილიანის ხელწერა. ამ ნამუშევრების შესახებ ამბობდნენ, რომ ისინი
განსაზღვრავენ მოდილიანს, თვალსაჩინოს, გასაგებს ხდიან მის სტილს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნუდისტური ნამუშევრები ყოველთვის იქმნებოდა.
თითოეულ პერიოდში შექმნილი ასეთი ქმნილებები მეტყველებს ამა თუ იმ დროში
გაბატონებულ სილამაზის კრიტერიუმებზე, რომლებიც ისტორიასთან ერთად
ყოველთვის იცვლებოდა. „ვილენდორფის ვენერა" იდეალური ქალის ყველაზე
ადრეული ნიმუშია, ის ძალიან განსხვავდება სილამაზის დღევანდელ თუ სხვა
პერიოდების სტანდარტებისაგან. ის გვიანდელი
პალეოლითის პერიოდში, დაახლოებით ძვ.წ. 24-22
ათას წლებში, შეიქმნა. ეს ქალღმერთი ნაყოფიერებისა
და ახალი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა, სწორედ
ამაზე მეტყველებს მისი გარეგნობა - დიდი მკერდი,
თეძო და მუცელი. თუ ვილენდორფის ვენერას
მოდილიანის ნამუშევრებს შევადარებთ, მათ შორის
ძალიან დიდ განსხვავებას დავინახავთ ანუ აქედან
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სილამაზის აღქმა ყველა
დროს სხვადასხვანაირია. თითქოს დიდი ზომის
მკერდი მათ აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგრამ
სინამდვილეში ისინი ცასა და დედამიწასავით
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ელინისტურ
ეპოქაში იქმნებოდა ქანდაკებები, რომლებიც ვენერასა
და აფროდიტეს სახელებითაა ცნობილი. ამ დროის
სილამაზის კრიტერიუმები შემდეგნაირია: მუცლის კუნთები ბუნებრივად უნდა
იყოს გამოკვეთილი, ობიექტს უნდა ჰქონდეს პატარა მკერდი და მაღალი კისერი.
ელინიზმის დროს შექმნილი ნამუშევრები და მოდილიანის ქმნილებები მუცლის
კუნთებით ემსგავსება ერთმანეთს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი მკერდის
ზომაა. ამადეოს შიშველი ქალებისაგან განსხვავებით, ელინისტურ აფროდიტეებს,
ისევე, როგორც ბოტიჩელის ან თუნდაც ტიციანის ვენერებს, პატარა ზომის მკერდი
აქვთ, ეს მათი სილამაზის აუცილებელი ატრიბუტია.
მოდილიანის მსგავსად ასევე მე-20 საუკუნეში მოღვაწე ესპანელ ხელოვან
პაბლო პიკასოსაც ეკუთვნის მწოლიარე შიშველ ქალთა გამოსახულებების სერია.
მოცემული ნამუშევრის სახელწოდებაა -
„შიშველი ქალი, მწვანე ფოთლები და
ბიუსტი“. ის ერთ-ერთ ყველაზე
ძვირადღირებულ ნამუშევართა შორისაა. ამ
ტილოზე ჯერ კიდევ შესაძლებელია ქალის
სხეულის ნაწილების გარჩევა, მაშინ, როდესაც
პიკასოს ზოგიერთ ნახატზე ეს მართლაც
ძალიან რთულია. პიკასოს 1901-5 წლების
შემოქმედება „ცისფერი პერიოდის“
სახელითაა ცნობილი, ამ დროს შექმნილი
ტილოები წარმოუდგენელ დარდსა და სევდას
აღწერს. მართალია, მოცემული ნამუშევარი ამ
პერიოდიდან 30 წლის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ
მასში მაინც იგრძნობა სევდის მარცვალი.
ნახატიც მუქ ფერებშია ჩაძირული, მაგალითად, ლურჯი ფარდა, რომელიც ამ ფერს
და შესაბამისად სევდიან განწყობას ტილოს ყოველ კუთხეში მიმოფენს.
მოდილიანი შიშველ ქალებს სხვადასხვა მდგომარეობაში გამოსახავდა. ქვემოთ
მოცემულ ტილოზე გოგონა მაყურებლისაგან ზურგით არის მოთავსებული. მისი
ფორმები თითქოს ისეთივეა, როგორიც თავდაპირველად განხილულ მოდელებს
ჰქონდათ. მათ შორის
განსხვავება თვალებია,
მოდილიანმა ეს ქალი
თვალებით „დააჯილდოვა“. ეს
ნახატი თითქოს რაღაცით ჰგავს
ამადეომდე რამდენიმე წლით
ადრე მოღვაწე იმპრესიონისტ
ხელოვან ვან გოგის ნამუშევარს.
ვინსენტის ტილოზე მოცემულ
ქალსაც ზურგი აქვს შექცეული
მაყურებლისადმი, თან ისე, რომ
მოდილიანის პერსონაჟისაგან
განსხვავებით, ვერ ვხედავთ მის
სახეს. სხეულის ფორმებით
ისინი ასე თუ ისე ემსგავსებიან
ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის
ერთი დიდი განსხვავებაა,
მოდილიანის შიშველი ქალები
გაჟღენთილნი არიან
ეროტიულობით, ვან გოგის
მოდელს კი ეს ასპექტი აკლია. ანუ მეორე ტილოზე მოცემული მოდელი უბრალო
ქალია, როგორიც თუნდაც ედგარ დეგას მობანავე ქალები იყვნენ, ისინი ხომ
მაყურებელს არანაირ სექსუალურ გრძნობებს არ აღუძრავდნენ, მოდილიანის გოგონა
კი სექსუალობის სიმბოლოდაც შეიძლება ჩაითვალოს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მოდილიანის მწოლიარე შიშველი ქალები
თავიანთი ფორმებით, სილამაზით, თითოეული დეტალით იზიდავენ მაყურებელს
და წარმოადგენენ მოდერნული ხანის იდეალური ქალის სიმბოლოს.

You might also like