Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 4

1)იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას

ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა , მან ბექას კარზე


ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვეზირთან
ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა . იგი
ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებასმაგალითად შიდა
ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები , რომელთა
მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას ; ალაგმა სამეფო
ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა ;
მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და
მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და
სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.ქვეყნის გაერთიანებისა და
გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და
მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა.ჩემიაზრით,გიორგი ბრწყინვალე
იყო შესანიშნავი პოლიტიკოსი.მას წილად არ ხვდა გამხდარიყო ძლიერი და მდგრადი
ქვეყნის მეფე.შეიძლება ითქვას რომ მან ხელახლა ააწყო იმპერია და გააძლიერა.

2)ამბობენ რომ შეუძლებელია მტერი შენი მეგობარი გახდესო.ყოველთვის მეც ასე მეგონა
თუმცა ამაზე აზრი შემაცვლევინაჩობან ნოინისა და გიორგი მეხუთეს
მეგობრობამ.ჩობანისა და გიორგის ურთიერთობას არასდროს შეპარვია ბზარი , ეს ორი
პიროვნება ბოლომდე ერთგულად იცავდა მეგობრობის დაუწერელ კანონებს .სწორედ ამ
ურთიერთობის შედეგი იყო ის, რომ მთელ საქართველოში გიორგი ბრწყინვალის
მეფობისას მონღოლებს მხოლოდ 10 000 მოლაშქრე ჰყოლიათ და ისიც მხოლოდ
საქართველოს საზღვრების დასაცავად.

3)გიორგი მეხუთემ წარმატების მისაღწევად შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა


ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს
აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები , რისთვისაც
არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი
საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს
მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების
მოწესრიგება.ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ , გიორგი ბრწყინვალემ
მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა
დაასრულა. კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა
საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ
ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის
სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან ;
გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის
დამყარებისათვის ბრძოლაში.

4)იერუსალიმში მდებარე ქართველების მონასტრები მუსლიმებმა მეცამეტე საუკუნეში


მიიტაცეს.გიორგი მეხუთემ თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებშივე მიაქცია ყურადღება
იერუსალიმის ქართულ სავანეებს.გიორგიმ ეგვიპტის სულთანს ძვირფასი საჩუქრები და
წერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, იგი ქართული სავანეების დაბრუნებასა და ყველა
ქრისტიანის შეურაცხმყოფელი წესების, მათ შორის მომლოცველთათვის ცხენზე
ნორმალურად ჯდომის აკრძალვის გაუქმებას ითხოვდა. სანაცვლოდ, გიორგი სულთანს,
საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა .ჯვრის მონასტრის
დაბრუნება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო.ეს ფაქტი მეტყველებს
საქართველოს სიძლიერეზე და მის გავლენაზე.

5)წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით თბილისში სმირნიდანგადმოიტანეს კათოლიკური


ეკლესიის აღმოსავლეთის სამისიონეროს ცენტრი.ეს მიუთითებს იმ ფაქტზე რომ ქართული
სამეფო იყო ძლიერი,მშვიდობა იყო აქ,აგრეთვე ქვეყანაში ვაჭრობის განვითარების
სარგებელსა და კათოლიციზმის პროპაგანდისთვის ხელსაყრელპირობებზე .

6)ოსთა თარეში ქართლში ყველაზე დიდი პრობლემა გახლდათ. მონღოლებისგან


შეგულიანებული ოსები გორსაც დაეუფლნენ, ამიტომ საქართველოს მეფემ უპირველეს
მიზნად ოსთა მოთვინიერება დაისახა.არ იყო ეს იოლად გადასაწყვეტი საქმე . სამი წელი
დასჭირდა ამ პრობლემის მოგვარებას, სამი წელი მხარში ედგა გიორგის ამ ბრძოლაში
ქსნისა და არაგვის საერისთავოების ლაშქარიც.საგულისხმო კი ის გახლდათ , რომ როცა
ყველაფერი დასრულდა და ოსები გორიდან განდევნეს, ქსნისა და არაგვისხეველთა
შორის უთანხმოება ჩამოვარდა - სადავო იყო ის, თუ რომელი იბრძოდა უფრო მედგრად
ოსების წინააღმდეგ. იმგვარად გაამწვავა ამ თითქოს ერთი შეხედვით უწყინარმა ქიშპობამ
სიტუაცია, რომ ორი მოძმე ტომი ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად
გაემზადა.უგუნური ძმათამკვლელი ომი არ დაუშვა გიორგი ბრწყინვალის შვილმა
დავითმა. მისი ბრძანებით უნდა შეწყვეტილიყო ყოველგვარი დაპირისპირება . ამ
ბრძანებას არ დაემორჩილა მხოლოდ არაგვის ხეობის სამი თემი. ისინი თვლიდნენ, რომ
დაამცირეს და არ უნდა შეერჩინათ ქსნისხეველებისათვის და ქსნის ერისთავის
ქვენიფნეველის ჯარს უკან დაედევნენ. უფლისწულმა დავითმა რაღა არ იღონა - ლომისის
ხატიც კი ჩამოაბრძანა მათ დასაშოშმინებლად , მაგრამ არაგვისპირელებმა არა ისმინეს
რა.ვერ აირიდა უაზრო სისხლისღვრა საქართველომ - ქსნისხეველებმა ბრძოლის
ველიდან გაქცევა იუკადრისეს და ძმათამკვლელი ბროლაში არაგვისხეველები
დაამარცხეს. ამ უგუნურობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ
დაარწმუნა მეფე, რომ ურთიერთობა ახალ საკანონმდებლო ნორმებზე უნდა
დაეფუძვნებინა. ალბათ ამანაც მისცა ბიძგი იმ იდეას , რომ სულ მალე გიორგი
ბრწყინვალის ინიციატივით მთიელებს მათთვის დაწერილი კანონთა კრებული
ძეგლისდება შეუდგინეს.

7)*მკვლელობა — ერისთავის (მუხ. 1), გამგებლის (მუხ. 2-5), ხევისბერის, მისი ნათესავის ან
განაყოფის (მუხ. 6–10), ჰეროვანის, ციხისთავის, დედ–მამისა და ძმის (მუხ. 11–15–17);

*სამხედრო ვალდებულებისათვის („სალაშქრო საქმისათვის“) თავის არიდება (მუხ. 19–20);

*ცოლის გაშვება და მოტაცება (მუხ. 21–25, 29);

*ციხის დაქცევა (მუხ. 26);

*თავდასხმა (მუხ. 28);


*უარზანგობა (უპატიობა) (მუხ. 30);

*დაჭრა და ასოთ მიღება (მუხ. 31–39);

*ასაბიას მოკვლა ან დაჭრა (მუხ. 40);

*ამიერთ და იმიერთ (ხევის) ერთმანეთთან სამტროდ მიდგომა (მუხ. 42);

*მეკობრეობა (მუხ. 43–44);

*ვალი და პროცენტი (მუხ. 46);

*გაყრა (მუხ. 18);

*ბეითალმანი ქონება (მუხ. 27);

*მოხუცი მამისა და შვილის ურთიერთობა (მუხ. 16).

ძეგლის დადებით შურისძიება შეზღუდულია , თუმცა სრულად აკრძალული არაა .


შურისძიება გარკვეულ შემთხვევაში დანაშაულად არ განიხილება და გამართლებულია .
მაგალითად, ძეგლის მიხედვით, ვისაც ცოლი მოსტაცეს, უფლე ეძლევა ერთი წლის
განმავლობაში მომტაცებელს უპასუხოს დაწვით, მოტაცებით ან დარბევით
სასამართლოში სამჯერ გამოძახებისა და სამჯერვე უარყოფითი პასუხის მიღების
შემთხვევაში პირს უფლება აქვს თავს დაესხას მოპასუხეს თუკი ვინმეს რამე მოპარეს , მან
ამის შესახებ ხევისბერთან ან გამგებელთან უნდა განაცხადოს და მოითხოვოს ნივთის
უკან დაბრუნება. არ დაბრუნების შემთხვევაში მას შეუძლია იხმაროს ძალა , რაც
თავდასხმად არ ჩაითვლება . შურისძიება და თვითგასწორება დაშვებულია , თუმცა იგი
შეზღუდულია ერთი მხრივ დროით, მეორე მხრივ ხელისუფლებით. გარდა ამისა ,
თვითგასწორებას აქვს მხოლოდ პიროვნული ხასიათი და შურისძიება გვარზე არ
გადადის, რაც გვაროვნული წყობილების დროს იყო დამახასიათებელი .ჩემი
აზრით,ყოვლად მიუღებელია ადამიანის ამგვარი მკაცრი სასჯელით დასჯა .ვფიქრობ რომ
რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა არაფერი არ ამართლებს იმას რომ სხვა სასიკვდილოდ
გაიმეტოს.ნებისმიერი ზომიერი სასჯელი შეიძლება გამოყენებული იყოს დამნაშავის
მიმართ მაგრა არა სიკვდილით დასჯა ან კიდევ მსგავსი სასტიკი მოპყრობა .თუმცა ადრე
და განსაკუთრებით საქართველოს მთიან მხარეებში ამგვარი ტრადიციები და ადათები
მიღებული და ყოვლად მართებული იყო.მათ იმდენად ჰქონდათ ეს ტრადიციები სისხლში
გამჯდარი რომ პატარა ბავშვებსაც კი ასე ზრდიდნენ და მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი
იყო.ამის ნათელიმაგალითი კი არაერთი მწერლის ნაწარმოებია .ისინი კარგად ასახავენ
თუ რა მძიმე შედეგები მოყვება ამგვარ მკაცრ ტრადიციებს.

8)ჩემი აზრით, გიორგიმეხუთეს შესანიშნავი ტაქტიკა ჰქონდა საქართველოს


გასაძლიერებლად და გასამტკიცებლად არჩეული.თუმცა არის ერთი რამ რაც რატომღაც
გაურკვეველია თუ რატომ მოიქცა გიორგი მეუთე ასე.ეს კი მისის ჩობან ნოინთან ერთგული
მეგობრობაა.შესაძლოა მას ეს ყველაფერი გათვლიილი ქონდა რათა მისი ნდობა
მოეპოვებინა რაც შემდეგ ქვეყნისათვის გამოადგებოდა,თუმცა შემდეგაც ერთგული
მეგობარი რჩება მისი.მე ასე არ გავრისკავდი,რადგან შესაძლოა ჩობან ნოინსაც იგივე
ფიქრები ჰქონდა რაც გიორგი მეხუთეს,თუ ეს ასე მოხდებოდა მაშინ შესაძლოა ქვეყანა
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.მისი ეს ქმედება მართალია სარისკო თუმცა
მომგებიანი აღმოჩნდა და ბევრი ადამიანი დაფიქრა მტერთან მეგობრობაზე .

You might also like