Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

9.

ორგანული ფერმები
ორგანული ფერმების ისტორია ევროპაში

ორგანული ფერმების ისტორია ევროპაში იწყება 1924 წლიდან, როდესაც ავსტრიელმა


ფილოსოფოსმა რუდოლფ შტეინერმა განაცხადა ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობის
შესახებ. პირველი ორგანული ფერმები 1920–იან წლებში შეიქმნა. 1940–იან წლებში ბევრ
ქვეყანაში შეიქმნა პირველი ორგანული აგროსაზოგადოებები, ხოლო ამ მიმდინარეობის
მამოძრავებელი ძალა კერძო სექტორის მოთხოვნილებები გახდა. 1972 წელს ვერსალში
შეიქმნა ორგანული აგრარული მოძრაობის საერთაშორისო ფედერაცია IFOAM, და 1992 წელს
ამ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ორგანული პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტები. 1980–
იან წლებში უკვე არსებობდა დღეისათვის აქტიური ყველა საერთაშორისო ორგანული
ორგანიზაცია.

1999 წელს FAO–მ გამოაქვეყნა კვების გლობალური კოდექსი (Global Codex Alimentarius),
რომელიც ორგანულ სოფლის მეურნეობის საკითხებსაც ფარავდა. კოდექსი წარმოადგენს
გზამკვლევს, სადაც მოცემულია ორგანული ფერმერული ტერმინების განმარტებები,
მოთხოვნილებები ორგანული საკვების ეტიკეტირების და ამით მომხმარებლის დაცვის და
საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში ორგანული პროდუქტის ბაზარი ჯერ კიდევ მწირია, თუმცა
მზარდი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ორგანული ბაზრის თვალსაზრისით უპირობო
ლიდერია გერმანია, თუმცა მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით გამოირჩევა აგრეთვე
დანია, შვეიცარია, ავსტრია და შვედეთი. ბაზარი ყველაზე სწრაფად იზრდება დიდ
ბრიტანეთში

ორგანული ფერმების სისტემები

არსებობს ორგანული ფერმების რამდენიმე განსხვავებული სისტემა:

ერთ ერთია ბიოდინამიკური ფერმერობა, რომელიც მდგრადი სოფლის მეურნეობის ერთ


პირველ მოდელს წარმოადგენს და გულისხმობს ყველა აგრარული ქმედების ისტორიული
ფესვების ცოდნას. ამ მიდგომის მიხედვით ნიადაგის ნაყოფიერება, მცენარეთა ზრდა და
მესაქონლეობა ურთიერთდაკავშირებული მცნებებია.

ბიოდინამიკას ბევრი რამ აქვს საერთო თანამედროვე მიდგომებთან. ის აცნობიერებს ქიმიურ


პესტიციდებზე უარის თქმას და ხელს უწყობს ორგანული სასუქის გამოყენებას.
ბიოდინამიკას სხვა მიდგომებისაგან გამოარჩევს ის, რომ:

 ის საქონელს, კულტურებს და ნაიდაგს ერთ სისტემაში განიხილავს


 ეფუძნება ადგილობრივი ჯიშების გამოყენებას
 იყენებს თესვის ასტროლოგიურ კალენდარს

2011 წლისთვის ბიოდინამიკური მიდგომები გამოიყენებოდა 47 ქვეყანაში. გერმანიაში


ბიოდინამიკური წესით მუშავდება სავარგულების 45%. ბიოდინამიკური მიდგომები
ფართოდ გამოიყენება მევენახეობაშიც. არსებობს ბიოდინამიკური მეურნეობების
სასერთიფიკაციო სააგენტოებიც.

არ არსებობს პრინციპული განსხვავება ბიოდინამიკასა და ორგანული საკვების წარმოების


სხვა მეთოდებს შორის. ბევრი ბიოდინამიკას ფსევდომეცნიერებად განიხილავს, რომელსაც
ნაკლებად აქვს სერიოზული საფუძვლები.

არანაირი ჩარევა, ანუ ბუნებრივი ფერმერობა (do nothing farming). ეს მეთოდი დანერგა
იაპონელმა ფერმერმა და ფილოსოფოსმა მასანობა ფუკუოკამ, რომელმაც 1975 წელს გამოსცა
წიგნი თივის რევოლუცია. მეთოდი მოიცავს არა ძალისხმევის და შრომის ნაკლებობას,
არამედ უარის თქმას ყოველგვარ საინჟინრო და ტექნოლოგიურ ჩარევაზე. იგი ორგანული და
მდგრადი ფერმერობის ერთ ერთი სახესხვაობაა, თუმცა განსხვავდება ბიოდინამიკისაგან.

მიდგომის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს თითოეულ სისტემაში არსებული ცოცხალი


ორგანიზმების მრავალფეროვნება. ფუკუოკას მიხედვით ფერმერობა არა მხოლოდ საკვებზე
ზრუნვა, არამედ ცხოვრებისადმი ესთეტური და სულიერი მიდგომის ნაწილია. ფუკუოკას
ბევრი იდეა გაზიარებულია თანამედროვე აგრო ინდუსტრიაში, თუმცა ის თვლიდა, რომ
ჩვეულებრივი ორგანული ფერმერობა ვნებს ბუნებას. ის ამტკიცებდა, რომ მისი მეთოდი არ
იწვევს წყლის დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნების კარგვას ან ნიადაგის ეროზიას და
წარმოქმნის დიდი რაოდენობით საკვებს. მისი პრინციპებია:

 არანაირი მოხვნა
 არანაირი სასუქი
 არანაირი პესტიციდი ან ჰერბიციდი
 არ ვებრძოლოთ სარეველებს
 არ გავსხლათ ტოტები

მიუხედავად იმისა, რომ ფუკუოკას მიდგომები გამართლებულია ძირითადად იაპონურ


კულტურებზე, ის წარმატებით გამოიყენება აფრიკასა და ინდოეთში.

მეთოდები

ორგანული საკვების წარმოების მეთოდები დაფუძნებულია ეკოლოგიისა და


ტექნოლოგიების ცოდნასა და მიღწევებზე და შეჯერებულია სოფლის მეურნეობის
ტრადიციულ მეთოდებთან. ორგანულ ფერმერებს ეკრძალებათ სინთეზური პესტიციდებისა
და სასუქების გამოყენება. მათ მიერ გამოყენებული ძირითადი მეთოდებია კულტურების
როტაცია, მწვანე სასუქის გამოყენება, კომპოსტი, მავნებლების ბიოლოგიური კონტროლი და
მექანიკური კულტივაცია. პარკოსნები ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით, მტაცებლები
აკონტროლებენ მავნებლების პოპულაციებს, თესლბრუნვის შედეგად რეგულირდებიან
მავნებლები და ხდება ნიადაგის განახლება, დამულჩვის შედეგად კი შესაძლებელია
სარეველების კონტროლი.
ორგანული ფერმების მნიშვნელოვანი მახასიათებელია კულტურების მრავალფეროვნება.
ტრადიციული აგრარული პრაქტიკა გულისხმობს დიდ ტერიტორიაზე ერთი კულტურის –
მონოკულტურის გაბატონებას, ორგანულ ფერმებში კი აქცენტი პოლიკულტურებზე
კეთდება.

საქონელი

საქონლისა და შინაური ფრინველის მოშენება ხორცის, რძისა და კვერცხის მისაღებად


ორგანული ფერმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანული ფერმერები საქონელს ბუნებრივ
პირობებში ზრდიან და კვებავენ. როდესაც ცხოველი ავად ხდება, მას რა თქმა უნდა
მკურნალობენ, თუმცა მკაცრი რეგულაციების თანახმად, არ შეიძლება მედიკამენტების
გამოყენება საკვებ დანამატად, რათა ხელოვნურად გაიზარდოს ცხოველი წონა, წველადობა
თუ კვერცხისდება. გარდა ამისა, საქონელი ორგანულ ფერმაზე ნაკელის მნიშვნელოვანი
წყაროა, რომელიც ბუნებრივ სასუქად გამოიყენება.

აშშ–ს ორგანული ფერმერობის რეგულაციების თანახმად, სახორცე ან მერძევე მცოხნავი


ცხოველებმა წელიწადში 120 დღე მაინც უნდა გაატარონ ბუნებრივ საძოვრებზე. ცხოველის
სიცოცხლის ყველა ეტაპი შეჯვარებიდან დაკვლამდე როგორც წესი ერთ ფერმაზე ტარდება.
სერტიფიცირებული ორგანული ხორცის მისაღებად ცხოველის დაკვლა ხორციელდება
სპეციალიზებულ სასაკლაოებზე, რომლებიც შესაბამის ლიცენზიას იძლევიან. ასეთ
შემთხვევაში ფერმერი ან თვითონ კლავს საქონელს შესაბამის სასაკლაოზე და ახდენს
ხორცის შემდგომ რეალიზებას, ან ცოცხალ საქონელს ყიდის დისტრიბუტორზე, რომელიც
პასუხისმგებელია ყველა შემდგომ პროცედურაზე.

მერძევე საქონლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ცხოველი ერთი წლის განმავლობაში


მაინც იმყოფებოდეს ორგანულ პირობებში იმისათვის, რომ მისი რძე სერტიფიცირებული
იყოს, როგორც ორგანული. თუკი ცხოველი ავად გახდა და მის სამკურნალოდ
ანტობიოტიკების გამოყენება გახდა საჭირო, ის გამოირიცხება ფერმიდან და მისი რძე არ
გამოიყენება ლიცენზირებისთვის. ორგანული რძის რეალიზაცია ჩვეულებრივი რძისგან
განცალკევებით მიმდინარეობს, რათა გამოირიცხოს ამ ორ პროდუქტს შორის რამენაირი
შერევა.

მკაცრი რეგულაციებია შინაური ფრინველების მიმართებაშიც. ლიცენზირებული ორგანული


ინდაურები, სახორცე წიწილები და კვერცხისმდებელი ქათმები ყოველდღიურად 6 საათს
უნდა ატარებდნენ გარეთ და იკვებებოდნენ ორგანული საკვებით, ხოლო თუკი
ავადმყოფობის შემთხვევაში საჭირო გახდა მათი მედიკამენტებით მკურნალობა, სახორცე
ფრინველი კარგავს ორგანულ სტატუსს, ხოლო კვერცხისმდებელის შემთხვევაში მისი
კვერცხი არ გამოიყენება 90 დღის განმავლობაში. ისევე, როგორც ყველა ორგანული
პროდუქტის შემთხვევაში, აქაც, ფრინველებსი სასაკლაოები და კვერცხის ჩამბარებელი
პუნქტები პროცედურების შესაბამისად ამზადებენ დოკუმენტაციას, რომ ორგანული
პროდუქტი არაა დაბინძურებული არანაირი აკრძალური ნივთიერებით ან ჩვეულებრივი
პროდუქტით.

You might also like