Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ცქირი, რომელიც დაიღალა1

17 წლის ცქირს (ც), რომელიც ცხოვრობს რუსთავში, მაგრამ სწავლობს თბილისში,


მშობლები პირველ აპრილს ატანენ 80 ლარს – აპრილის თვეში სამგზავრო ბარათზე
ჩასატვირთად, თუმცა ცქირი უნივერსიტეტამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვა, შევა
იქვე მდებარე ტოტალიზატორში და მთელ ფულს „შეაგდებს“ მანჩესტერის მოგებაზე,
რაც, რა თქმა უნდა, წარუმატებლად დასრულდება. ტოტალიზატორიდან გამოსული
კი ცხელ გულზე გაემართება (ძმაკაცთან) ოქროყანისაკენ, საიდანაც საღამო ხანს
ავტობუსით უკან გამოემგზავრება ჯერ თბილისში, ხოლო თბილისიდან კი უკვე
რუსთავში, იქ ჩამოსვლისას გადაეყრება კონდუქტორს (კ), რომელიც ავტოპარკის (ა)
სახელით ითხოვს მისგან ჯარიმის სახით 30 ლარის გადახდას, ასევე უბილეთოდ
ნამგზავრი მანძილების (რუსთავი-თბილისი, თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-
თბილისი, თბილისი-რუსთავი) საფასურის – 8 ლარის – გადახდას.

სამივე ავტობუსში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული იყო ხელშეკრულების


სტანდარტული პირობები და მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ
უბილეთო მგზავრს ჯარიმის სახით 30 ლარის გადახდა დაეკისრებოდა.
თითოეულ მონაკვეთზე მგზავრობის ღირებულება შეადგენდა 2 ლარს.

1
კაზუსი შედგენილია გერმანიის ფედერალური სასამართლოს ორი გადაწყვეტილების BGHZ 21, 319 =
NJW 1956, 1475, BGHZ 55, 128 = NJW 1971, 609 საფუძველზე. შდრ. ასევე Harder, „Minderjährige
Schwarzfahrer“, NJW 1990, S. 857.

You might also like