Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 18

ჰ.ლ.ა.

ჰარტი

სამართლის არსი

V. სამართალი, როგორც პირველადი და მეორადი წესების კავშირი

I. ახალი დასაწყისი

ბოლო სამ თავში, ჩვენ დავინახეთ, რომ მრავალ მნიშვნელოვან ადგილას, სამართლის
როგორც სუვერენის იძულებითი ბრძანებების მარტივმა მოდელმა მარცხი განიცადა
სამართლის სისტემის ზოგიერთი გამოკვეთილი ნიშნის ჩვენებაში. ამის სადემონსტრაციოდ
ჩვენ არ დაგვჭირვებია (როგორც ადრინდელმა კრიტიკოსებმა გააკეთეს) მიგვეთითებინა
საერთაშორისო ან პრიმიტიულ სამართალზე, რომელთაც ზოგიერთები სამართლის საეჭვო
ან მომიჯნავე მაგალითებად აღიქვამენ; ამის ნაცვლად ჩვენ მივუთითეთ თანამედროვე
სახელმწიფოს შიდა სამართლის ზოგიერთ ნაცნობ ნიშანზე და ვაჩვენეთ, რომ ეს ნიშნები
ზედმეტად მარტივ თეორიაში დამახინჯებულად ან საერთოდ არ იყო წარმოდგენილი.

ის ძირითადი გზები, რომლის მეშვეობითაც ხსენებულმა თეორიამ მარცხი განიცადა


საკმარისად საგულისხმოა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მიმოხილვა დაიმსახუროს.
პირველ რიგში, ნათელი გახდა, რომ სამართლის ყველა სახეობას შორის, სისხლის
სამართლის კანონი, რომელიც სასჯელის მუქარით ცალკეულ ქმედებებს კრძალავს ან
ზღუდავს, ყველაზე მეტად ემსგავსება ერთი ადამიანის მიერ სხვათათვის მიცემულ,
მუქარაზე დაფუძნებულ ბრძანებებს. ამისდა მიუხედავად, ასეთი კანონი მაინც განსხვავდება
ხსენებული ბრძანებებისგან იმ მნიშვნელოვანი ნიშნით, რომ ის ჩვეულებრივ ვრცელდება
მათზეც ვინც ამ კანონს იღებს და არა მხოლოდ სხვებზე. მეორე, არსებობს სამართლის სხვა
სახეობები, ნიშანდობლივად, ის წესები, რომლებიც კანონმდებლობის ან სასამართლო
განსჯის უფლებამოსილებებს იძლევა (საჯარო უფლებამოსილებანი) ან ქმნიან
სამართლებრივ ურთიერთობათა მრავალფეროვნებას (კერძო უფლებამოსილებანი),
რომლებიც აბსურდულობის გარეშე არ შეიძლება განვმარტოთ როგორც მუქარაზე
დაფუძნებული ბრძანებები. მესამე, არსებობენ სამართლებრივი დანაწესები, რომლებიც
განსხვავდებიან ბრძანებებისგან მათი წარმოშობის გზით, იმდენად რამდენადაც, ისინი არ
იქმნებიან ღიად დადგენის მსგავსი რაიმე პროცედურით. საბოლოოდ, სამართლის
სუვერენის, რომელსაც ჩვევით ემორჩილებიან და აუცილებლად თავისუფალია ყველა
სამართლებრივი შეზღუდვებისგან, კუთხით ანალიზმა ვერ შეძლო აეხსნა თანამედროვე
სამართლის სისტემისთვის დამახასიათებელი საკანონმდებლო ხელისუფლების
განგრძობადობა და სუვერენის პიროვნება ან პირები ვერ გაიგივდა ვერც თანამედროვე
სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსთან და ვერც ამომრჩევლებთან.

გავიხსენოთ, რომ სამართლის როგორც სუვერენის იძულებითი ბრძანებების


კონცეფციის ამგვარი კრიტიკისას, ასევე განვიხილეთ მთელი რიგი დამატებითი მექანიზმები,
რომლებიც აღნიშნული თეორიის პრიმიტიული სიმარტივის შერყვნის ხარჯზე მისი
საკუთარი სირთულეებისგან გასათავისუფლებლად შემოვიტანეთ. თუმცა მათაც მარცხი
განიცადეს. ერთ ასეთ მექნიზმს, ნაგულისხმევი ბრძანების ცნებას, გამოჩნდა რომ არ ჰქონდა
არავითარი გამოყენება თანამედროვე სამართლებრივი სისტემის რთულ რეალობებში,
არამედ მხოლოდ უფრო მეტად მარტივ სიტუაციებში, მაგალითად სიტუაციაში როდესაც
გენერალი, რომელიც ნებაყოფილობით თავს იკავებს მისი ხელქვეითების მიერ გაცემულ
ბრძანებებში ჩარევისგან. სხვა მექანიზმები, როგორიცაა უფლებამოსილების მიმნიჭებელი
წესების განხილვა როგორც სამართლებრივი ვალდებულების დამდგენი ნორმების უბრალო
ფრაგმენტებად, ან ყველა სამართლებრივი წესების განხილვა როგორც მხოლოდ
თანამდებობის პირთადმი მიმართულისა, ამახინჯებს იმ რეალურ გზებს, რომელთა
მეშვეობითაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში საუბრობენ, აზროვნებენ და რეალურად
გამოიყენებენ. ამ მტკიცებას ჩვენი თანხმობის მოსაპოვებლად იმ თეორიაზე უკეთესი
საფუძველი არ გააჩნია, რომლის მიხედვითაც, თამაშის ყველა წესი „სინამდვილეში“ მსაჯისა
და ქულის მომტანი მოთამაშისთვის მიცემული დირექტივებია. მექანიზმი, რომელიც შეიქმნა
კანონმდებლობის მავალდებულებელი ბუნების იმ თეორიასთან შესათანხმებლად, რომელიც
კანონს სხვებისთვის მიცემულ ბრძანებად აღიქვამს, უნდა გაერჩია კანონმდებლები თავიანთ
საჯარო უფლებამოსილებაში, როგორც ერთი პირი რომელიც სხვებს უბრძანებს, საკუთარი
თავის, როგორც კერძო პირებისგან. ეს მექნიზმი, რომელიც თავისთავად არ არის ნაკლოვანი,
ითვალისწინებდა თეორიის შევსებას რაღაცით, რასაც ის არ მოიცავს: კერძოდ, იმ წესის
ცნებას, რომელიც განსაზღვრავს თუ რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის შესაქმნელად;
რამდენადაც მხოლოდ ამ წესის შესრულებით, კანონმდებლებს უჩნდებათ ოფიციალური
უფლებამოსილება და ცალკე სამართალსუბიექტობა, რითაც კერძო პირებისგან
გამოირჩევიან.

ამრიგად, ბოლო სამი თავი არის განცდილი მარცხის აღწერა და შესაბამისად არსებობს
აშკარა საჭიროება ახალი დასაწყისისა. ამისდა მიუხედავად, განცდილ მარცხს გაკვეთილის
მოცემა შეუძლია და ღირსია იმ დეტალური განხილვისა, რომელიც მას დავუთმეთ, იმიტომ,
რომ ყველა ადგილას სადაც აღნიშნულმა თეორიამ მარცხი განიცადა ფაქტებთან
შესაბამისობაში, შესაძლებელი იყო, სულ მცირე ზოგადად დაგვენახა, თუ რატომ იყო ის
მარცხისთვის განწირული და რა იყო საჭირო უკეთესი ახსნის მისაცემად. ამ მარცხის
საფუძველი არის ის რომ ელემენტები, რომლისგანაც თეორია იყო შექმნილი ანუ იდეები,
ბრძანებებზე, მორჩილებაზე, ჩვევებზე და მუქარებზე, არ მოიცავდა და ვერც მათი
კომბინაციისას შეძლო მოეცვა, სამართლებრივი წესის იდეა, რომლის გარეშეც ჩვენ იმედს
ვერ ვიქონიებთ თუნდაც სამართლის ყველაზე ელემენტარული ფორმების ახსნისა.
მართალია, რომ წესის იდეა არც ერთ შემთხვევაში მარტივი არაა: მესამე თავში, ჩვენ უკვე
ვნახეთ, რომ იმისათვის, რომ სამართლის სისტემის სირთულე სათანადოდ ავხსნათ, საჭიროა
გავარჩიოთ წესების ორი სხვადასხვა თუმცა ურთიერთდაკავშირებული ტიპი. პირველი
ტიპის წესებში შეგვიძლია თამამად განვიხილოთ ძირითადი ან პირველადი ტიპის წესები,
რომელთა მიხედვითაც ადამიანებს მოეთხოვებათ ცალკეული მოქმედბების განხორციელება
ან მათგან თავის შეკავება, სურთ ეს თუ არა. მეორე ტიპის წესები გარკვეული აზრით
პირველი ტიპისადმი პარაზიტულ დამოკიდებულებაშია, რამდენადაც ისინი განსაზღვრავენ
თუ რა უნდა მოიმოქმედონ ან თქვან ადამიანებმა, რომ პირველადი ტიპის ახალი წესები
დაადგინონ, ძველი წესები გააუქმონ ან შეცვალონ, ან მრავალი გზით განსაზღვრონ
საქმიანობის წარმართვა ან მათი მუშაობის კონტროლი. პირველი ტიპის წესები აწესებენ
ვალდებულებებს; მეორე ტიპის წესები იძლევიან უფლებამოსილებებს, საჯაროს ან კერძოს.
პირველი ტიპის წესები შეეხება ფიზიკურ მოძრაობას ან ცვლილებებს, მეორე ტიპის წესები
ითვალისწინებენ ოპერაციებს რომლებიც შედეგად გვაძლევენ არა უბრალოდ ფიზიკურ
მოძრაობას ან ცვლილებას, არამედ ვალდებულებებისა და მოვალეობების შექმნასა და
ვარიაციას.

ჩვენ უკვე განვახორციელეთ გარკვეული წინასწარი ანალიზი იმისა თუ რა


იგულისხმება იმის მტკიცებაში, რომ ამ ორი ტიპის წესები არსებობენ მოცემულ
საზოგადოებრივ ჯგუფში და ამ თავში ჩვენ არა მხოლოდ ამ ანალიზს უფრო განვავრცობთ,
არამედ ასევე ზოგადად ვამტკიცებთ, რომ ამ ორი ტიპის წესების კომბინაციაში იმალება ის
რაც ოსტინის მცდარი მტკიცებით იყო იძულებითი ბრძანების ცნებაში, კერძოდ,
„იურისპრუდენციის მეცნიერების გასაღები.“ მართლაც ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ, რომ სადაც
სიტყვა „სამართალი“ „ჯეროვნად“ გამოიყენება პირველადი და მეორადი დანაწესების ამ
კომბინაციას აღმოვაჩენთ; ნათელია, რომ შემთხვევათა მრავალფეროვანი კატეგორიები,
სადაც სიტყვა „სამართალი“ გამოიყენება ერთმანეთს ასეთი მარტივი ერთგვაროვნებით არ
უკავშირდება, მათ შორის უფრო ნაკლებად პირდაპირი კავშირია რომელიც ცენტრალურ
კატეგორიასთან ფორმალური ან შინაარსობრივი ანალოგიით განისაზღვრება. მომდევნო
თავებში რისი ჩვენებაც უნდა შევძლოთ, არის ის რომ, თუ ამ ორი ტიპის წესებსა და მათ
შორის კავშირს გავიგებთ, მაშინ შევძლებთ ნათელვყოთ სამართლის ყველა ის მთავარი
ნიშანი, რომლებიც განსაზღვრებას მოითხოვდნენ და მათ ამაოდ ეძებდნენ. ჩვენ ამ
ელემენტების კავშირს ცენტრალურ ადგილს ვაკუთვნებთ იმ განმარტებითი ძალის გამო,
რომელიც მათ სამართლის შესახებ აზროვნების ჩარჩოს ცნებების ჩამოყალიბებისას გააჩნიათ.
სიტყვა „სამართლის“ აშკარად არაერთგვაროვანი შემთხვევების აღსაწერად გამოყენების
გამართლება მეორადი საკითხია, რომელიც ცენტრალური ელემენტების გაგების შემდეგ
შეგვიძლია გავაკეთოთ.
2. ვალდებულების იდეა

გავიხსენოთ, რომ სამართლის როგორც იძულებითი ბრძანებების თეორია, მისი


შეცდომების მიუხედავად, იწყებოდა სრულიად სწორი შეფასებიდან ფაქტისა, რომ სადაც
არსებობს სამართალი ადამიანის ქცევა რაღაც გაგებით არჩევანის არმქონე ან სავალდებულო
ხდება. ამ საწყისი წერტილის არჩევაში ის თეორია კარგად იყო შთაგონებული; ჩვენც
სამართლის ახალი თეორიის პირველადი და მეორადი წესების ურთიერთქმედებაზე
დაშენებისას, იმავე იდეიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა, ალბათ სწორედ აქ, ამ პირველ
უმნიშვნელოვანეს საფეხურზე უნდა ვისწავლოთ ყველაზე მეტი წინა თეორიის
შეცდომებიდან.

მოდით გავიხსენოთ თოფიანი კაცის სიტუაცია. ა უბრძანებს ბ-ს მისცეს ფული და


ემუქრება სროლით არშესრულების შემთხვევაში. იძულებითი ბრძანებების თეორიის
მიხდვით, ეს სიტუაცია გვიჩვენებს ზოგადად ვალდებულების ან მოვალების ცნებას.
სამართლებრივი ვალდებულება არის ამგვარი, განზოგადებული სიტუაცია. ა არის სუვერენი
რომელსაც ჩვეულებით ემორჩილებიან და ბრძანებები კი არის ზოგადი, რომლებიც
ითვალისწინებენ ქცევის ზოგად წესებს და არა ერთ მოქმედებას. მტკიცებას, რომ თოფიანი
კაცის სიტუაცია გამოხატავს ვალდებულების მნიშვნელობას დამაჯერებლობას სძენს ფაქტი,
რომ ეს მართლაც ისეთი სიტუაციაა, როდესაც ბ-ს მიერ დამორჩილების შემთხვევაში,
შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ ის „ვალდებული“ იყო ფული გადაეცა. თუმცა, თანაბრად
აშკარაა, რომ სიტუაცია არასწორად უნდა აღვწეროთ იმისთვის, რომ ამ ფაქტების
საფუძველზე ვთქვათ, რომ ბ-ს ჰქონდა „ვალდებულება“ ან „მოვალეობა“ ფული გადაეცა.
ამრიგად დასაწყისიდანვე ნათელია, რომ სხვა რაღაც გვჭირდება ვალდებულების იდეის
გასაგებად. ჯერ კიდევ ასახსნელია განსხვავება იმის მტკიცებას შორის, რომ ვიღაც
ვალდებული იყო, მტკიცებისგან რომ მას ჰქონდა ვალდებულება ამის გაკეთებისა. პირველი
მტკიცება ხშირად შეეხება რწმენასა და მოტივებს, რომლის საფუძველზეც მოქმედება
ხორციელდება: ბ ვალდებული იყო გადაეცა ფული უბრალოდ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც
ეს თოფიანი კაცის სიტუაციაშია, რომ მას სჯეროდა, რომ ზიანი მიადგებოდა ან სხვა
უსიამოვნო შედეგი დადგებოდა, თუ ამას არ მოიმოქმდებდა და გადასცა ფული ამ შედეგების
თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევაში, იმის მოხდენის შესაძლებლობამ, რაც
დაუმორჩილებლობას მოყვებოდა მიუღებელი გახდა ის, რასაც ბ სხვაგვარად აირჩევდა
(ფულის დატოვება).

ორი შემდგომი ელემენტი მცირედით ართულებს დავალებულობის ცნების


ჩამოყალიბებას. ნათელია, რომ არ უნდა ვიფიქროთ ბ-ზე როგორც ვალდებულზე გადაეცა
ფული, თუ მუქარით გათვალისწინებული ზიანი საღი განსჯის მიხედვით, ტრივიალური
იყო სერიოზულ და უარყოფით შედეგებთან შედარებით, ან ბ-სთვის ან სხვათათვის,
ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც ეს მაგალითად იქნებოდა, თუ ა ბ-ს
დარტყმით დაემუქრებოდა. ალბათ არც მაშინც ვიტყოდით რომ ბ ვალდებული იყო, თუ არ
იარსებებდა გონივრული საფუძველი იმის საფიქრად, რომ ა-ს შეეძლო განეხორციელებინა ან
სავარაუდოდ განახორციელებდა თავის შედარებით სერიზოული ზიანის შემცველ მუქარას.
თუმცაღა, ამგვარი მითითებანი ფარდობითი ზიანის საღად შეფასებაზე და ალბათობის
გონივრულ გათვლაზე ამ ცნებაში ნაგულისხმევია. მტკიცება რომ პიროვნება ვალდებული
იყო ვინმეს დამორჩილებოდა ძირითადად ფსიქოლოგიური ხასიათისაა და მიუთითებს
რწმენას და მოტივებს, რომელთა საფუძველზეც ქმედება განხორციელდა, მაგრამ მტკიცება
რომ ვინმეს ჰქონდა ვალდებულება რაღაცის გაკეთებისა სულ სხვა ტიპისაა და ამ
განსხვავების მრავალი ნიშანი არსებობს. ამრიგად, ფაქტები ბ-ს ქმედების, მისი რწმენისა და
მოტივების შესახებ თოფიანი კაცის შემთხვევაში, თუმცა საკმარისა იმის მტკიცებისთვის რომ
ბ ვალდებული იყო თავისი საფულე გადაეცა, არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ
მას ვალდებულება ჰქონდა ეს გაეკეთებინა; ასევე, ამ ტიპის ფაქტები, ანუ ფაქტები რწმენასა
და მოტივებზე არ არის აუცილებელი იმ მტკიცების ჭეშმარიტებისთვის, რომ პიროვნებას
გააჩნდა ვალდებულება რამის გაკეთებისა. ამრიგად, მტკიცება რომ პიროვნებას ჰქონდა
ვალდებულება, მაგალითად ეთქვა სიმართლე ან გამოცხადებულიყო სამხედრო სამსახურში,
ჭეშმარიტებას ინარჩუნებს მაშინაც კი, თუ მას სჯეროდა (გონივრულად თუ
არაგონვირულად) რომ მის დაუმარჩილებლობას ვერასდროს გამოარკვევდნენ და არაფრის
უნდა შეშინებოდა. უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ, მტკიცება რომ მას ჰქონდა ეს
ვალდებულება საკმაოდ დამოუკიდებელია იმ საკითხიდან მართლაც გამოცხადდა თუ არა ის
სამხედრო სამსახურში. მტკიცება, რომ ვიღაც ვალდებული იყო გაეკეთებინა რამე
ჩვეულებრივ შედეგად გულისხმობს, რომ მან მართლაც გააკეთა ეს.

ზოგიერთი თეორეტიკოსი, მათ შორის ოსტინიც, ხედავენ რა პიროვნების რწმენის,


შიშების და მოტივების ზოგად გამოუსადეგრობას საკითხისთვის ჰქონდა თუ არა მას
ვალდებულება გაეკეთებინა რამე, ეს ცნება არა სუბიექტური ფაქტების ფორმით, არამედ იმის
შანსის ან ალბათობის ფორმით განსაზღრვეს, რომ პიროვნება რომელსაც ჰქონდა
ვალდებულება დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაექვემდებარებოდა სასჯელს ან
„ბოროტებას“ სხვათა ხელში. შედეგად, ეს მიდგომა ვალდებულების შესახებ მტკიცებებს
განიხილავს არა როგორც ფსიქოლოგიურ მტკიცებებს, არამედ სასჯელის ან „ბოროტების“
მიღების პროგნოზს ან შეფასებას.

მრავალი შემდგომი თეორეტიკოსისთვის ეს იყო გამოცხადებასავით, რომელმაც მიწაზე


ჩამოიტანა ვალდებულების ფართო ცნება და ხელახლა ჩამოაყალიბა ნათელ, მყარ ემპირიულ
ფორმებში, როგორც ეს მეცნიერებაში გამოიყენება. მართლაც მას ზოგჯერ იღებდნენ როგორც
ერთადერთ ალტერნატივას ვალდებულების ან მოვალეობის მეტაფიზიკური ცნებისა,
როგორც უხილავი მისტიკური ობიექტებისა, რომლებიც ჩვეულებრივი დასაკვირვებელი
ფაქტების „ზემოთ“ ან „უკან“ არსებობდნენ. მაგრამ არსებობს მრავალი გონივრული
საფუძველი ვალდებულების შესახებ მტკიცების განჭვრეტითი ინტერპრეტაციის
უარსაყოფად და სინამდვილეში ის სულაც არ არის ბუნდოვანი მეტაფიზიკის ერთადერთი
ალტერნატივა.

ფუნდამენტური წინააღმდეგობა არის ის, რომ სამომავლო განჭვრეტის ინტერპრეტაცია


ბუნდოვანს ხდის ფაქტს, რომ სადაც წესები არსებობენ, მათგან გადახვევა არა მხოლოდ იმის
განჭვრეტის საფუძველია, რომ ეს მტრულ რეაქციებს გამოიწვევს, ან რომ სასამართლო
სანქციებს გამოიყენებს მათ მიმართ ვინც წესებს არღვევს, არამედ ეს ასევე არის საფუძველი
ან გამართლება ასეთი რეაქციისა ან სანქციების გამოყენებისა. ჩვენ მე-4 თავში უკვე
გავამახვილეთ ყურადღება წესების ამ შიდა ასპექტის უარყოფაზე, რასაც შემდეგ თავში უფრო
ვრცლად ჩამოვაყალიბებთ. ამის მიუხედავად არსებობს უფრო მარტივი საწინააღმდეგო
არგუმენტი ვალდებულების განჭვრეტითი ინტერპრეტაციის საპირისპიროდ. თუ ჭეშმარიტი
იქნებოდა მტკიცება, რომ პიროვნებას ჰქონდა ვალდებულება ნიშნავს, რომ ის გაიტანჯებოდა
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, იმის თქმა, რომ მას ჰქონდა ვალდებულება ლოგიკურ
წინააღმდეგობას წარმოშობდა, მაგალითად, მას ჰქონდა ვალდებულება გამოცხადებულიყო
სამხედრო სამსახურში, მაგრამ იმის წყალობით, რომ გაიქცა ქვეყნის იურისდიქციიდან, ან
წარმატებით მოქრთამა პოლიცია ან სასამართლო, მისი დაკავების ან მისი გატანჯვის
უმცირესი შანსიც არ არსებობდა. სინამდვილეში, ამის თქმისას არავითარი წინააღმდეგობა არ
წარმოიშობა და მათ ხშირად ამბობენ და იგებენ კიდეც.

რა თქმა უნდა ჭეშმარიტია რომ ნორმალურ სამართლის სისტემაში, სადაც სანქციებს


მრავალი დარღვევისთვის უფარდებენ, დამრღვევი ჩვეულებრივ სასჯელის რისკს იღებს;
ამრიგად, ჩვეულებრივ, მტკიცება რომ პიროვნებას აქვს ვალდებულება და მტკიცება რომ
დაუმორჩილებლობის შემთვევაში გაიტანჯება, ორივე ჭეშმარიტი იქნება. მართლაც კავშირი
ამ ორ მტკიცებას შორის უფრო ძლიერია ვიდრე ეს: სულ მცირე ეროვნული სამართლის
სისტემაში, შეიძლება საკამოდ ჭეშმარიტი იყოს იმის მტკიცება რომ თუ ზოგადად
დამრღვევებს სასჯელს არ შეუფარდებდნენ, მტკიცებას პირის კონკრეტულ
ვალდებულებებზე მცირე აზრი ექნებოდა ან აზრს დაკარგავდა.

ამ აზრით, შეიძლება ითქვას რომ ამგვარი მტკიცებანი, გულისხმობენ რწმენას


სანქციების სისტემის განგრძობადი და ნორმალური მუშაობის შესხებ, მსგავასად კრიკეტში
მტკიცებისა, რომ „ის აუტშია“, თუმცა ეს მტკიცება არ გულისხმობს რომ მოთამაშეები, მსაჯი
და ქულების მთვლელი სავარაუდოდ ჩვეულ ნაბიჯებს გადადგამენ. ამისდა მიუხედავად,
ვალდებულების იდეის გასაგებად მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ კონკრეტულ საქმეებში,
მტკიცება, რომ პიროვნებას აქვს ვალდებულება რაღაც წესის მიხედვით და პროგნოზი, რომ
ის დაუმორჩილებლობისთვის გაიტანჯება შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

ნათელია რომ თოფიანი კაცის შემთხვევაში ვალდებულება არ გვაქვს, თუმცა უფრო


მარტივი ცნება დავალდებულებისა შეიძლება უკეთ განისაზღვროს ამ სიტუაციის
ელემენტებით. იმისათვის რომ გავიგოთ ვალდებულების ზოგადი იდეა როგორც
აუცილებელი წანამძღვარი მისი სამართლებრივი ფორმის გასაგებად, ჩვენ უნდა მივმართოთ
განსხვავებულ სოციალურ სიტუაციას, რომელიც თოფიანი კაცის სიტუაციისგან
განსხვავებით, სოციალური წესებს მოიცავს, რამდენადაც ამ სიტუაციას ორმაგი წვლილი
შეაქვს იმ მტკიცების გაგებაში, რომ ადამიანს აქვს ვალდებულება. პირველ რიგში, ასეთი
წესების არსებობა, რომელიც ქცევის ზოგიერთ ტიპს სტანდარტად აქცევს, არის ნორმალური
თუმცა გაუცხადებელი ფონი ან სათანადო კონტექსტი ამგვარი მტკიცებისა; და მეორეს
მხრივ, ამგვარი მტკიცების განმასხვავებელი ფუნქცია არის ასეთი ზოგადი წესის კონკრეტულ
პიროვნებაზე შეფარდება ,იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ეს შემთხვევა ამ წესითაა
გათვალისწინებული. მე-4 თავში ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ნებისმიერი სოციალური წესის
არსებობა მოიცავს რეგულარული ქცევის კომბინაციას, ამ წესისადმი, როგორც
სტანდარტისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ ასევე ვნახეთ უმთავრესი
ნიშნები, რომლითაც ისინი განსხვავდებიან უბრალო სოციალური ჩვევებისგან და როგორ
გამოიყენება განსხვავებული ნორმატიული ლექსიკა („უნდა“, „მოეთხოვება“)
სტანდარტისთვის და მისი დარღვევისთვის ყურადღების მისაქცევად, ასევე მოთხოვნების,
კრიტიკის და დაფასების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მათზე შეიძლება დაფუძნდეს. ამ
ნორმატიული სიტყვების კლასში, სიტყვები „ვალდებულება“ და „მოვალეობა“ მნიშვნელოვან
ქვეკლასს ქმნიან, რომლებიც თავის თავში მოიცავენ შედეგებს რაც სხვა შემთხვევებში არ
გვხვდება. აქედან გამომდინარე, თუმცა იმ ელემენტების გაგება, რომელიც სოციალურ წესებს
უბრალო ჩვევებიდან გამოარჩევს აუცილებელია ვალდებულების ან მოვალეობის ცნების
გასაგებად, ეს თავისთავად საკმარისი არ არის.

მტკიცება რომ ვინმეს აქვს ვალდებულება ან ვალდებულების ქვეშაა, მართლაც


გულისხმობს წესის არსებობას, თუმცა ყოველთვის არ ხდება, რომ სადაც წესი არსებობს
მათით გათვალისწინებული ქცევის სტანდარტი ვალდებულების ფორმით იყოს. „მას უნდა“
და „მას ჰქონდა ვალდებულება“, ყოველთვის არ არის ურთიერთშემცვლელი გამოხატვა,
იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან არსებულ ქცევის სტანდარტებზე
ნაგულისხმევი მითითებით, ან გამოიყენებიან კონკრეტულ საქმეებზე ზოგადი წესის
მიხედვით დასკვნების გასაკეთებლად. ეტიკეტის ან სწორად მეტყველების წესები რა თქმა
უნდა წესებია: ისინი უფრო მეტია ვიდრე ქცევის ერთგვაროვნება ან თანმხვედრი ქცევები;
მათ ასწავლიან და მათს შესანარჩუნებლად ძალისხმევას მიმართავენ; მათ იყენებენ ჩვენი და
სხვა ადამიანების ქცევის გასაკრიტიკებლად დამახასიატებელი ნორმატიული ლექსიკის
მეშვეობით. „ქუდი უნდა მოიხადო“, „არასწორია თქვა „you was“. მაგრამ ამ სახის წესებთან
კავშირში სიტყვების „ვალდებულება“ და „მოვალეობა“ გამოყენება შეცდომაში შემყვანი და
არა უბრალოდ სტილისტურად უცნაური იქნებოდა. ეს იქნებოდა სოციალური სიტუაციის
არასწორად აღწერა, რამდენადაც თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების წესების სხვა
წესებისგან გამყოფი ხაზი ბუნდოვანია, ამ განსხვავების მთავარი რაციონალი მაინც
საკმარისად ნათელია. წესები გამიზნულია და გამოიყენება როგორც ვალდებულების
დამწესებელი, როდესაც ზოგადი მოთხოვნა მათ შესრულებაზე დაჟინებულია და
სოციალური ზეწოლა მათზე ვინც ამ წესებიდან უხვევს ან იმუქრება რომ გადაუხვევს დიდია.
ასეთი წესები შესაძლოა სრულიად ჩვეულებითი იყვნენ წარმომავლობით: შესაძლოა
საერთოდ არ იყოს წესების დამრღვევთა დასჯის ცენტრალურად ორგანიზებული სისტემა,
სოციალურმა ზეწოლამ შეიძლება მიიღოს ზოგადი და გაშლილი მტრული ან კრიტიკული
დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ სანქციებამდე არ მივა. ეს ზეწოლა შეიძლება
იყოს სიტყვიერი დაგმობა ან მოწოდება დარღვეული წესის პატივისცემისკენ; ეს დიდწილად
დამოკიდებულია თუ როგორ მუშაობს სირცხვილის, სინდისის ქენჯნის და ბრალის
განცდები. როდესაც ზეწოლა უკანასკნელი სახისაა, ჩვენ შეიძლება წესების სოციალური
ჯგუფის მორალის ნაწილად და წესების მიხედვით ვალდებულების მორალურ
ვალდებულებად კლასიფიკაციისკენ გადავიხაროთ. ამის საპირისპიროდ, როდესაც
ფიზიკური სანქციები უფრო ძლიერია ან ჩვეულებრივ გამოიყენება ზეწოლის ფორმებს
შორის, მაშინაც კი თუ მათ თანამდებობის პირები ზედმიწევნით არ აღასრულებენ და
ზოგადად საზოგადოებაზეა მინდობილი, ჩვენ შეიძლება ამ წესების პრიმიტიული ან
რუდიმენტული სამართლის ფორმებად ცნობისკენ გადავიხაროთ. ჩვენ რა თქმა უნდა
შეიძლება ორივე ეს სერიოზული სოციალური ზეწოლა აღმოვაჩინოთ იმის უკან რაც აშკარად
ერთი და იგივე ქცევის წესია; ზოგჯერ ეს შეიძლება მიხდეს იმაზე საერთოდ არ მითითებით,
რომ ერთი მათგანი განსაკუთრებით შესაბამისია როგორც პირველადი და სხვა როგორც
მეორადი, რის შემდეგაც კითხვა მორალის წესი გვაქვს სახეზე თუ რუდიმენტული
სამართლის შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. მაგრამ ამ მომენტისთვის არ უნდა შევყოვნდეთ
სამართალსა და მორალს შორის ხაზის გავლების შესაძლებლობაზე. ის რაც მნიშვნელოვანია
არის დაჟინება სოციალური ზეწოლის მნიშვნელობაზე, წესებს მიღმა, როგორც პირველად
ფაქტორზე იმის განსასაზღვრად, წარმოშობენ თუ არა ეს წესები ვალდებულებებს.
ვალდებულების ორი დანარჩენი ნიშანი ბუნებრივად ეწყობა ამ პირველად ნიშანს. წესები
რომლებიც ამგვარი სერიოზული ზეწოლით ნარჩუნდება მნიშვნელოვნად მიიჩნევიან რადგან
სჯერათ, რომ სოციალური ცხოვრების ან მისი ძვირად შეფასებული ნაწილის
შენარჩუნებისთვის აუცილებელია. წესები რომელიც იმდენად აშკარად აუცილებელია
როგორც ძალადობის თავისუფლად გამოყენების შემზღუდავი წესები ჩვეულებრივ
ვალდებულების ფორმით არიან გააზრებული. ასევე „ვალდებულების“ ან უფრო ხშირად
„მოვალეობის“ ფორმით მოიაზრებიან წესებიც, რომლებიც მოითხოვენ პატიოსნებას ან
სიმართლეს ან აზუსტებენ, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ვისაც სოციალურ ჯგუფში
გამორჩეული როლი ან ფუნქცია აკისრია.მეორეს მხრივ, ზოგადად მიიჩნევა რომ ამ წესებით
მოთხოვნილი ქცევა, თუმცა სხვათათვის სარგებლის მომტანია ეწინააღმდეგება იმ ადამიანის
სურვილს, რომელსაც მოვალეობა აკისრია. ამრიგად, ვალდებულებები და მოვალეობები
ასევე დამახასიათებლად მოითხოვს მსხვერპლს ან უარყოფას და მოვალეობას ან
ვალდებულებასა და ინტერესს შორის კონფლიქტის არსებული შესაძლებლობა ყველა
საზოგადოების იურისტთა და მორალისტთა ტრუიზმს შეადგენს. მაკავშირებელი ფიგურა,
რომელიც დავალებულ პიროვნებას ავალდებულებს და რომელიც დამარხულია სიტყვა
„ვალდებულებაში“ და ვალის მსგავს ცნებაში, რომელიც ლატენტურად გვხვდება სიტყვა
„მოვალეობაში“ იმ სამი ფაქტორით აიხსნება, რომლებიც ვალდებულების ან მოვალეობის
წესებს სხვა წესებისგან გამოარჩევენ. ამ ფიგურაში, რომელიც აჩრდილად დაყვება მთელს
სამართლებრივ აზროვნებას, სოციალური ზეწოლა ჩნდება როგორც ჯაჭვი რომელიც აბამს
მათ ვისაც ვალდებულებები გააჩნიათ, ისე რომ ეს უკანასკნელნი თავისუფალნი არ არიან
თავიანთ მოქმედებაში. ამ ჯაჭვის მეორე მხარე ზოგჯერ უკავიათ ჯგუფს ან მათ ოფიციალურ
წარმომადგენლებს, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ შესრულებას ან შეუფარდებენ სასჯელს:
ზოგჯერ ამ ფუნქციას ჯუგფი კერძო ინდივიდს ანდობს, რომელმაც შეიძლება აირჩიოს
მოითხოვოს შესრულება ან მისი ღირებულებითი ექვივალენტი. პირველი სიტუაცია ახდენს
სისხლის სამართლის მოვალეობებისა და ვალდებულებების ტიპოლოგიას, ხოლო მეორე კი
სამოქალაქო სამართლის, სადაც ჩვენ მოვიაზრებთ ინდივიდებს რომელთაც აქვთ
მოვალებების შესაბამისი უფლებები.

თუმცა ეს ფიგურები და მეტაფორები ბუნებრივი და სინათლის მომტანია, ჩვენ მათ ნება


არ უნდა მივცეთ შეგვიტყუონ ვალდებულების მცდარ ცნებაში, რომლის მიხედვითაც
ვალდებულება ძირითადად შედგება ვალდებულების მქონეთა მიერ განცდილი რაიმე
ზეწოლის შეგრძნების ან იძულებისგან. ფაქტი, რომ ვალდებულების წესები გამყარებულია
სერიოზული სოციალური ზეწოლით არ გულისხმობს, რომ იმისათვის რომ ამ წესების
თანახმად ვალდებულება გვქონდეს, იძულების ან ზეწოლის გრძნობები უნდა გამოვცადოთ.
ამრიგად არ გვაქვს ლოგიკური წინააღმდეგობა თუ ვიტყვით, რომ ვიღაც დიდი თაღლითი
ვალდებული იყო ქირა გადაეხადა, მაგრამ არ გრძნობდა არავითარ ზეწოლას გადაეხადა,
როდესაც შეძლო გადახდის გარეშე გასულიყო ფონს. დავალებულად თავის გრძნობა და
ვალდებულების ქონა განსხვავებული, თუმცა ხშირად თანმხვედრი რაღაცეებია. მათი
ერთმანეთთან გათანაბრება იქნებოდა ფსიქოლოგიური შეგრძნებების მიხედვით წესების
მნიშვნელოვანი შიდა ასპექტის (რომელიც მე-3 თავში განვიხილეთ) ერთგვარი არასწორი
ინტერპრეტაცია. მართლაც, წესების შიდა ასპექტი კიდევ უნდა განვიხილოთ სანამ
განჭვრეტითი თეორიის მტკიცებებს საბოლოოდ გვერდზე გადავდებდეთ. რამდენადაც, ამ
თეორიის მომხრემ შეიძლება თავისუფლად იკითხოს, თუ რატომ ვიწუხებთ თავს
განჭვრეტითი თეორიის შეუსაბამობებზე ყურადღების მიქცევით, თუ სოციალური ზეწოლა
ვალდებულების წესების ასეთი მნიშვნელოვანი ნიშანია; განჭვრეტითი თეორია ხომ სწორედ
ამ ნიშანს ანიჭებს ცენტრალურ ადგილს ვალდებულების განსაზღვრისას, დამუქრებული
სასჯელის ან მტრული რეაქციის ალბათობის სახით, ქცევის ზოგიერთი წესიდან გადახვევის
შემთხვევაში. შესაძლოა მცირეა განსხვავება, ვალდებულების პროგნოზად ან წესებიდან
გადახვევის საპასუხო უარყოფითი რეაქციის შანსების შეფასებად ანალიზს და ჩვენს
არგუმენტს შორის, რომ თუმცა ეს მტკიცება გულისხმობს ფონს, რომელშიც წესებიდან
გადახვევას ზოგადად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მაინც მისი დამახასიათებელი ფუნქცია
არის არა განჭვრეტა, არამედ იმის თქმა რომ პიროვნების კონკრეტული შემთხვევა ამგვარი
წესის მოქმედების ქვეშ ექცევა. თუმცა სინამდვილეში, განსხვავება არ არის მცირე. მართლაც,
სანამ მის მნიშვნელობას არ გავიგებთ, იქამდე ვერ შევძლებთ გავიგოთ მთელი გამორჩეული
სტილი ადამიანის აზროვნების, სიტყვისა და მოქმედებისა, რომელიც წესების არსებობისას
გვხვდება და რომელიც საზოგადოების ნორმატიულ სტრუქტურას შეადგენს.
შემდეგი შეპირისპირება ისევ და ისევ წესების „შიდა“ და „გარე“ ასპექტის ნიშნით
შესაძლოა გამოგვადგეს ამ განსხვავების დიდი მნიშვნელობის საჩვენებლად არა მხოლოდ
სამართლის არამედ ნებისმიერი საზოგადოების სტრუქტურის გაგებაში. როდესაც
სოციალურ ჯგუფს აქვს ქცევის გარკვეული წესები ეს ფაქტი იძლევა შესაძლებლობას ბევრი
მჭიდროდ დაკავშირებული, თუმცა მაინც განსხვავებული მტკიცებისა; რამდენადაც
შესაძლებელია წესებით დავკავდეთ, როგორც უბრალოდ დამკვირვებელი, რომელიც თავად
არ იღებს მათ, ან როგორც იმ ჯგუფის წევრი, რომელიც იღებს და იყენებს მათ როგორც
ქცევის სახელმძღვანელოს. ჩვენ ამას შესაბამისად „გარე“ და „შიდა“ თვალსაზრისი შეგვიძლია
ვუწოდოთ. გარე თვალსაზრისიდან გაკეთებული მტკიცებანი შესაძლოა თავადაც სხვადასხვა
სახის იყვნენ. რამდენადაც დამკვირვებელმა შესაძლოა წესების პირადად მიღების გარეშე
ამტკიცოს, რომ ჯგუფი იღებს წესებს და ამრიგად გარედან მიუთითოს შიდა თვალსაზრისით
ჯგუფის წესებთან მიმართებაზე. მაგრამ, რომელი წესებიც არ უნდა იყოს, იქნება ეს თამაშის,
მაგალითად ჭადრაკის ან კრიკეტის, ან მორალური და სამართლებრივი წესები, ჩვენ
შეგვიძლია საერთოდ არ მივუთითოთ ჯგუფის შიდა თვალსაზრისზე, თუ დამკვირვებლის
პოზიციას ავირჩევთ. ამგვარ დამკვირვებელს აკმაყოფილებს მხოლოდ დაკვირვებადი ქცევის
რეგულარობის აღნუსხვა, რომელიც ნაწილობრივ წარმოადგენს წესების შესრულებას, და იმ
სხვა რეგულარობისა, უარყოფითი დამოკიდებულების, სახდელის ან სასჯელის ფორმით,
რომლებიც წესებიდან გადახვევას მოსდევს.

გარკვეული დროის შემდეგ დამკვირვებელმა აღნუსხული რეგულარობების მიხედვით


შეიძლება გადაცდომის უარყოფით რეაქციასთან თანაფარდობა მოახდინოს, საკმაო
წარმატებით შეძლოს პროგნოზირება და შეაფასოს შანსები, რომლის მიხედვითაც ჯგუფის
ნორმალური ქცევიდან გადახვევა უარყოფით რეაქციას ან სასჯელს გამოიწვევს. ასეთმა
ცოდნამ არა მხოლოდ ამ ჯგუფის შესახებ ბევრი რამის გამომჟღავნება შეიძლება შეძლოს,
არამედ შეიძლება საშუალება მისცეს დამკვირვებელს იცხოვროს ჯგუფში უსიამოვნო
შედეგების გარეშე, რომლებიც მას ამ ცოდნის გარეშე შეხვდებოდა. თუმცა, ამისდა
მიუხედავად, თუ დამკვირვებელი ნამდვილად მკაცრად შეინარჩუნებს ამ უკიდურეს გარე
თვალსაზრისს და საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევს მანერას, რომლის მიხედვითაც
ჯგუფის წევრები, რომლებიც წესებს ითავისებენ, უყურებენ საკუთარ ქცევას, მათი
ცხოვრების მისეული აღწერა საერთოდ არ იქნება წესებზე დაფუძნებული და შესაბამისად
წესებზე დამოკიდებული მოვალეობისა და ვალდებულების ცნებების შესაბამისი. ამის
ნაცვლად, ეს აღწერა იქნება დაკვირვებადი ქცევის რეგულარობების, პროგნოზის,
ალაბათობებისა და ნიშნების შესატყვისი.

ამგვარი დამკვირვებლისთვის ნორმალური ქცევიდან ჯგუფის წევრის მიერ გადაცდომა


იქნება ნიშანი იმისა, რომ უარყოფითი რეაქცია დადგება და მეტი არაფრისა. მისი ხედვა
იქნება მსგავსი იმ ადამიანის ხედვისა, რომელიც მცირე ხნით დააკვირდა რა საგზაო ნიშნის
მუშაობას დატვირთულ ქუჩაში, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ როდესაც წითელი ნიშანი
ენთება მაღალი ალბათობაა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერდება. მისთვის ნიშნის
ანთება არის მხოლოდ ბუნებრივი ნიშანი, რომ ადამიანები გარკვეულად მოიქცევიან,
როგორც ღრუბლებია წვიმის მოსვლის ნიშანი. ამგვარად თუ მოიქცევა, დამკვირვებელი
გამოტოვებს იმათი სოციალური ცხოვრების მთელს მნიშვნელოვან განზომილებას, ვისაც
აკვირდება, რამდენადაც მათთვის წითელი შუქი არ არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ
სხვები გაჩერდებიან, არამედ ისინი ამ შუქს აღიქვამენ როგორც სიგნალს, რომ თავად
გაჩერდნენ და ამრიგად როგორც გონივრულ საფუძველს გაჩერებისა წესის შესაბამისად,
რომელიც წითელ შუქზე გაჩერებას ქცევის და ვალდებულების სტანდარტად აქცევს. ამის
ხსენება არის ჯგუფის მიერ საკუთარი ქცევის ახსნის მხედველობაში მიღება, მითითება
წესების შიდა ასპექტზე, დანახული შიდა თვალსაზრისიდან. გარე თვალსაზრისმა შეიძლება
ძალზედ მიახლოებით აღწეროს ჯგუფის ზოგიერთი წევრის ცხოვრებაში წესების მუშაობა,
კერძოდ მათთვის ვინც უარყოფს ამ წესებს და მხოლოდ იმიტომ აღლევებთ, რომ დარღვევას
შესაძლოა უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. მათ თვალსაზრისს დაჭირდება გამოხატვა :
„ვალდებული გავხდი გამეკეთებინა“.. „ალბათ გავწვალდებოდი, თუ არ..“ „ალბათ
გაწვალდები, თუ არ..“ „ისინი ამას გიზამენ თუ..“ მაგრამ მათ არ დასჭირდებათ გამოხატვის
ფორმები როგორიცაა „მე ვალდებულება მქონდა“ ან „შენ ვალდებულება გაქვს“, რამდენადაც
ესენი სჭირდებათ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარ და სხვის ქცევას შიდა თვალსაზრისიდან
უყურებენ. გარე თვალსაზრისს, რომელიც თავს მხოლოდ ქცევის დაკვირვებადი
რეგულარობებით იზღუდავს, არ შეუძლია აღწეროს წესების მუშაობა მათ ცხოვრებაში ვინც
ჩვეულებრივ საზოგადოების უმრავლესობას შეადგენენ. ესენი არიან თანამდებობის პირები,
იურისტები ან კერძო პირები, რომლებიც იყენებენ ამ წესებს მსგავს სიტუაციებში, როგორც
სოციალური ცხოვრების წარმართვის სახელმძღვანელოს, როგორც საფუძველს მოთხოვნისა,
აღიარებისა, კრიტიკისა ან სასჯელისა, ანუ წესების მიხედვით წარმართულ ყველა
ცხოვრებისეულ მოქმედებაში. მათთვის წესის დარღვევა არის არა მხოლოდ იმის პროგნოზის
საფუძველი, რომ მტრული რეაქცია დადგება, არამედ ამ რეაქციის საფუძველიც. ნებისმიერ
მოცემულ მომენტში, ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრებაში, რომელიც წესების მიხედვით
ცხოვრობს, სამართლებრივია ისინი თუ არა არსებობს წინააღმდეგობა მათ, რომლებიც ამ
წესებს ნებაყოფილობით იღებენ და თანამშრომლობენ მათს შესანარჩუნებლად და თავიანთ
და სხვათა ქცევას წესების მიხედვით აფასებენ და იმათ შორის, ვინც უარყოფენ წესებს და
აღიქვამენ ამ წესებს მხოლოდ გარე პერსპექტივიდან, როგორც შესაძლო სასჯელის ნიშანს.
ერთ-ერთი სირთულე, რომელიც ნებისმიერ სამართლის თეორიას, რომელსაც აღელვებს
ფაქტების კომპლექსურობისადმი სამართლიანად თავის გართმევა უდგას, არის იმის
დამახსოვრება, რომ ეს ორივე თვალსაზრისი არსებობს და ისინი განსაზღვრების გარეთ,
არარსებულად არ უნდა მოიაზრონ. ალბათ ვალდებულების განჭვრეტითი თეორიის მთელი
ჩვენეული კრიტიკა შეიძლება შევაჯამოთ ბრალდებაში, რომ ის სავალდებულო წესების შიდა
ასპექტს ამგვარად ექცევა.
3. სამართლის ელემენტები

რა თქმა უნდა, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ საზოგადოება საკანონმდებლო


ორგანოს, სასამართლოს ან ნებისმიერი სახის თანამდებობის პირის გარეშე. მართლაც,
არსებობს მრავალი კვლევა პრიმიტიული თემებისა, რომლებიც არა მხოლოდ ადასტურებენ
ამ შესაძლებლობის განხორციელებას, არამედ დეტალურად აღწერენ საზოგადოების
ცხოვრებას, სადაც სოციალური კონტროლოს ერთადერთი საშუალება არის ჯგუფის ზოგადი
დამოკიდებულება ქცევის საკუთარ სტანდარტულ ფორმებთან, რომლებიც ჩვენ
ვალდებულების წესებად დავახასიათეთ. ამგვარ სოციალურ სტრუქტურას ხშირად
„ჩვეულებითად“ მოიხსენიებენ; მაგრამ ჩვენ ეს ტერმინი არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ეს
ხშირად გულისხმობს, რომ ჩვეულებითი წესები ძალიან ძველია და სხვა წესებთან
შედარებით ნაკლები სოციალური ზეწოლა ახლავთ. ამ შედეგებს რომ თავი ავარიდოთ, ასეთი
სოციალური სტრუქტურა ვალდებულების პირველადი წესების სტრუქტურად უნდა
მოვიხსენიოთ. თუ საზოგადოებამ მხოლოდ ამ პირველადი წესებით უნდა იცხოვროს,
არსებობს რამდენიმე პირობა რომელიც ადამიანის ბუნების რამდენიმე აშკარა ტრუიზმის და
იმ სამყაროს გათვალისწინებით რომელშიც ვცხოვრობთ უნდა ნათლად დაკმაყოფილდეს.
პირველი ამ პირობათაგანი არის ის, რომ წესები რაიმე ფორმით უნდა მოიცავდეს შეზღუდვას
ძალადობის თავისუფლად გამოყენების, ქურდობისა და თაღლითობისა, რომელთა
ჩადენისკენაც ადამიანები ცდუნდებიან და რაც უნდა ზოგადად აკრძალონ, თუ
ერთმანეთთან სიახლოვეს თანაარსებობა უნდათ. ასეთი წესები, სინამდვილეში ყოველთვის
არსებობენ პრიმიტულ საზოგადოებებში, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით, ასევე მრავალი
სხვა წესებიც, რომლებიც ადამიანს მრავალ პოზიტიურ ვალდებულებას, მომსახურების
შესრულებას ან საერთო ცხოვრებაში წვლილის შეტანას ავალდებულებს. მეორეს მხრივ,
თუმცა ასეთი საზოგადოება შეიძლება განიცდიდეს უკვე აღწერილ დაპირისპირებას მათ
შორის ვინც წესებს იღებს და მათ ვინც უარყოფს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სოციალური ზეწოლა შესრულებას აიძულებთ. მარტივია, რომ ეს უკანასკნელნი
უმცირესობაზე მეტი არ შეიძლება იყვნენ, ასე არამყარად ორგანიზებულმა, დაახლოებით
ერთნაირი ფიზიკური ძალის ადამიანთა საზოგადოებამ არსებობა რომ შესძლოს. სხვაგვარად,
მათ ვინც წესებს უარყოფს შიშისათვის არასაკმარისი სოციალური ზეწოლა ექნებათ. ესეც
დადასტურებულია იმ პირმიტიულ თემებში, რომლებიც ჩვენ ვიცით, სადაც თუმცა
დისიდენტები და ბოროტმოქმედნი არსებობენ, უმრავლესობა შიდა თვალსაზრისით
დანახული წესებით ცხოვრობს. ჩვენი ამჟამინდელი მიზნებისათვის შემდეგი მოსაზრება
უფრო მნიშვნელოვანია. მარტივია, რომ მხოლოდ პატარა თემს მჭიდროდ შეკრულს
ნათესაობის ჯაჭვით, საერთო გრძნობებით, და რწმენით, მოთავსებულს სტაბილურ
გარემოში შეუძლია წარმატებით იცხოვროს ასეთი არაოფიციალური წესებით. ნებისმიერ
სხვა პირობებში, სოციალური კონტროლის ასეთი მარტივი ფორმა აუცილებლად
დეფექტური გამოდგებოდა და სხვადასხვა გზით გამყარებას მოითხოვდა. პირველ რიგში,
წესები რომლითაც ჯგუფი ცხოვრობს, სისტემას არ შექმნის, არამედ იქნება უბრალო წყება
ცალკეული სტანდარტებისა, რომელთაც არ ექნებათ მაიდენტიფიცირებელი საერთო ნიშანი
გარდა რა თქმა უნდა იმისა, რომ ისინი არიან წესები, რომელსაც კონკრეტული ადამიანთა
ჯგუფი თავისად იღებს. ამ ნიშნით ისინი ჩვენს ეტიკეტის წესებს ემსგავსებიან. ამრიგად, თუ
გაჩნდება ეჭვი ამ წესების შინაარსზე ან მოცემული წესის მოქმედების ფარგლებზე, არ იქნება
არავითარი პროცედურა ამ ეჭვის გადასაწყვეტად ავტორიტეტულ ტექსტზე ან თანამდებობის
პირზე მითითებით, რომლის გადაწყვეტილებებიც ამ საკითხებზე სავალდებულოა.
რამდენადაც ასეთი პროცედურა ან მიღება ავტორიტეტული ტექსტისა ან პირებისა მოიცავს
განსხვავებული წესების არსებობას ვალდებულების ან მოვალეობის წესებისგან, რომლებიც
ex hypotesi არიან ის, რაც ამ ჯგუფს აქვს. პირველადი წესების მარტივი სოციალური
სტრუქტურის ამ დეფექტს შეიძლება მისი განუსაზღვრელობა ვუწოდოთ. მეორე დეფექტი
არის წესების სტატიკური ბუნება. ამ საზოგადოებისთვის ცნობილი წესების შეცვლის
ერთადერთი გზა იქნება ზრდის ნელი პროცესი, რომლის მიხედვითაც, ქცევის წესები
რომლებიც ერთ დროს არჩევითი იყვნენ, ჯერ ჩვევითი ან ჩვეულებრივი, ხოლო შემდეგ
სავალდებულო ხდება. საპირისპიროდ, ადგილი აქვს ხრწნის პროცესს, როდესაც ერთ დროს
მკაცრად დასჯადი გადაცდომების თავდაპირველად შეწყნარება, ხოლო შემდეგ ყურადღების
მიღმა დატოვება ხდება. ასეთ საზოგადოებაში არ იქნება არავითარი საშუალება წესების
ცვალებად გარემოებებთან გამიზნული ადაპტირებისთვის, ძველი წესების გაუქმების ან
ახალი წესების მიღების გზით: რამდენადაც, ისევ და ისევ, ამის გაკეთების შესაძლებლობა
გულისხმობს განსხვავებული წესების არსებობას ვალდებულების პირველადი წესებისგან,
რომლის მიხედვითაც ცხოვრობს ეს საზოგადოება მხოლოდ. უკიდურეს შემთხვევაში, წესები
შეიძლება სტატიკური იყვნენ უფრო დრამატული მნიშვნელობით. ეს თუმცა არასდროს არ
მომხდარა არც ერთ რეალურ საზოგადოებაში, განხილვად მაინც ღირს, რადგან მისი
გადაჭრის გზა არის ის, რაც სამართალს განსაკუთრებით ახასიათებს. ამ უკიდურეს
შემთხვევაში არა მარტო არ არსებობს ზოგადი წესების გამიზნულად შეცვლის გზა, არამედ
ვალდებულებები, რომლებიც ამ წესების მიხედვით წარმოიშობა კონკრეტულ შეთხვევებში
არ შეიძლება განსხვავდებოდეს ან იცვლებოდეს ინდივიდის მიზანმიმართული არჩევანით.
ყველა ინდივიდს უბრალოდ ექნებოდა ფიქსირებული ვალდებულებები ან მოვალეობები
გარკვეული მოქმედების განხორციელების ან მოქმედებისგან თავის შეკავების შესახებ.
თუმცა, თუ მხოლოდ ვალდებულების პირველადი წესები იარსებებდნენ, მათ არ
შეეძლებოდათ ვალდებული პირის შესრულებისგან გათავისუფლება ან სხვებისთვის იმ
სიკეთეების განაწილება რაც ამ შესრულებას მოსდევს, რამდენადაც გათავისუფლების ან
გადაცემის ასეთი მოქმედებანი ცვლიან ინდივიდთა პოზიციას ვალდებულების პირველადი
წესების მიხედვით და იმისათვის, რომ ეს მოქმედებანი შესაძლებელი იყოს უნდა
არსებობდეს პირველადი წესებისგან განსხვავებული წესები. სოციალური ცხოვრების ამ
მარტივი ფორმის მესამე დეფექტი არის დიფუზიური სოციალური ზეწოლის
არაეფექტურობა, რომლითაც ეს წესები ნარჩუნდება. დავები იმის შესახებ, დაირღვა თუ არა
მიღებული წესი, ყოველთვის იქნება უმცირესი საზოგადოებების გარდა და განუწყვეტლივ
გაგრძელდება, თუ არ იარსებებს ორგანო, რომელიც სპეციალურად არის უფლებამოსილი
საბოლოოდ და ავტორიტეტულად დაადგინოს დარღვევის ფაქტი. საბოლოო
ავტორიტეტული გადაწყვეტილების არარსებობა უნდა განვასხვავოთ მასთან
დაკავშირებული კიდევ ერთი ნაკლისგან. ეს ნაკლი მდგომარეობს ფაქტში, რომ
დარღვევისთვის დაწესებული სასჯელი ან სოციალური ზეწოლის სხვა ფორმა რომელიც
ფიზიკურ ძალისხმევას ან ძალის გამოყენებას გულისხმობს არ აღსრულდება სპეციალური
ორგანოს მიერ და დაინტერესებული პირებისთვის ან მთლიანად ჯგუფისთვისაა
მინდობილი. აშკარაა, რომ დროის დანაკარგი, რომელიც ახლავს ჯგუფის არაორგანიზებულ
ძალისხმევას შეიპყროს და დასაჯოს დამრღვევი და ფარული შურისძიებები „სანქციების“
ოფიციალური მონოპოლიის არარსებობით გამოწვეული თვითდახმარებისგან შესაძლოა
სერიოზული იყოს. ამის მიუხედავად სამართლის ისტორია დამაჯერებლად მიგვანიშნებს,
რომ ოფიციალური ორგანოების არარსებობა, რომლებსაც დარღვევის ფაქტის
ავტორიტეტულად დადგენა შეუძლიათ გაცილებით უფრო სერიოზული დეფექტია,
რამდენადაც ბევრ საზოგადოებას ამ დეფექტის გადაწყვეტა იმაზე ადრე შეუძლია ვიდრე
სხვებს.

ამ სამიდან თითოეული დეფექტის გადაწყვეტა სოციალური სტრუქტურის ამ


უმარტივეს ფორმაში არის ვალდებულების პირველადი წესების მეორადი წესებით
გამყარება, რომლებიც სულ სხვა სახის წესებია. ყოველი დეფექტის გადაჭრა შეიძლება
თავისთავად ჩაითვალოს ნაბიჯად წინარე სამართლებრივიდან სამართლებრივ სამყაროში,
რამდენადაც თითოეული ასეთი გადაწყვეტა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც სამართლის
არსშია: რა თქმა უნდა სამივე დეფექტის გადაწყვეტა საკმარისია პირველადი წესების რეჟიმის
გარდაქმნისთვის უეჭველ სამართლის სისტემად. ჩვენ ეს სამივე გადაწყვეტა რიგ-რიგობით
უნდა განვიხილოთ და ვაჩვენოთ, თუ რატომ შეიძლება განისაზღვროს სამართალი ყველაზე
ნათლად როგორც ვალდებულების პირველადი წესების კავშირი ასეთ მეორად წესებთან.
თუმცა სანამ ამას ვიზამდეთ, შემდეგი ზოგადი აზრები უნდა შევნიშნოთ. თუმცა დეფექტების
გადაწყვეტები მოიცავს წესების შემოღებას, რომელებიც რა თქმა უნდა განსხვავდებიან
ერთმანეთისგან და ვალდებულების პირველადი წესებისგან, რომელსაც ისინი ავსებენ, მათ
აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ნიშნები და ერთმანეთს მრავალმხრივ უკავშირდებიან.
ამრიგად მათზე შეიძლება ითქვას რომ პირველადი წესებიდან სრულიად განხვავებულ
საფეხურზე არიან, რადგან მხოლოდ პირველად წესებს შეეხებიან; იმ აზრით, რომ როდესაც
პირველადი წესები შეეხება ქმედბებს, რომლებიც ინდივიდებმა შეიძლება ან არ შეიძლება
მოიმოქმედონ, ეს მეორადი წესები ყველა თავად პირველად წესებს შეეხება. ისინი
განსაზღვრავენ გზებს რომლითაც პირველადი წესები შეიძლება დადგინდეს, შემოღებულ
იქნებს, გაუქმდეს, განსხვავდეს და მათი დარღვევა საბოლოოდ დადგინდეს. პირველადი
წესების განუსაზღვრელობის უმარტივესი გადაწყვეტა არის შემოღება „ცნობის წესისა.“ ამ
უკანასკნელმა უნდა დააზუსტოს რაიმე ნიშანი ან ნიშნები, რომლის ფლობაც კონკრეტული
წესის მიერ არის საბოლოო მტკიცებითი ჩვენება იმისა, რომ ის არის წესი ჯგუფისა და მას
მოსდევს სოციალური ზეწოლა, რომელსაც ეს ჯგუფი ახორციელებს. ასეთი ცნობის წესის
არსებობამ შესაძლოა მრავალი, მარტივი თუ რთული ფორმა მიიღოს. როგორც მრავალი
ადრეული საზოგადოების სამართალში, ცნობის წესი შეიძლება იყოს სხვა არაფერი თუ არა
ავტორიტეტული ტექსტი ან წესები, რომელიც მოცემულია წერილობით დოკუმენტში ან
ამოტვიფრულია რაიმე საჯარო მონუმენტზე. უეჭველია, რომ ისორიულად წინარე
სამართლებრივიდან სამართლებრივისკენ, ეს ნაბიჯი შეიძლება განხორციელდეს,
გამორჩეული საფეხურების მიხედვით, რომელთაგან პირველი არის მანამდე დაუწერელი
წესების უბრალოდ წერილობით ფორმამდე დაყვანა. ეს თავისთავად არ არის საკვანძო
ნაბიჯი, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია: ის რაც უმნიშვნელოვანესია, არის აღიარება
მითითებისა ნაწერზე ან ამოტვიფრულ ტექსტზე როგორც ავტორიტეტულზე, ანუ როგორც
სათანადო გზაზე წესის არსებობის შესახებ ეჭვის გასაფანტად. სადაც არსებობს მსგავსი
აღიარება, არსებობს მეორადი წესის ძალზედ მარტივი ფორმა: წესი რომელიც განსაზღვრავს
ვალდებულების პირველადი წესების დასკვნით იდენტიფიცირებას. განვითარებულ
სამართლებრივ სისტემაში ცნობის წესები რა თქმა უნდა უფრო რთულია, ტექსტზე ან
ჩამონათვალზე მითითების მაგიერ ისინი განსაზღვრავენ ზოგად ნიშნებს, რომლებიც
პირველად წესებს აქვთ. ეს შეიძლება იყოს მათი სპეციფიკური ორგანოს მიერ მიღების ფაქტი,
ხანგძლივი ჩვეულებითი პრაქტიკა ან მათი მიმართება სასამართლო გადაწყვეტილებებთან.
უფრო მეტიც, სადაც ერთზე მეტი ასეთი ზოგადი ნიშანი არის მიღებული როგორც
მაიდენტიფიცირებელი კრიტერიუმი, შესაძლოა გათვალისწინებული იქნეს მათი შესაძლო
კონფლიქტი ნორმაში, რომელიც მათ იერარქიულად ალაგებს,მაგალითად როგორც ეს
ჩვეულებრივ ხდება ჩვეულების ან პრეცედენტის საკანონმდებლო აქტთან დაქვემდებარებით,
რომელიც სამართლის „უფრო მაღლა მდგომი“ წყაროა. ასეთმა სირთულემ შესაძლოა
თანამდეროვე სამართლის სისტემის ცნობის წესები ავტორიტეტული ტექსტის უბრალო
აღიარებისგან ძალზედ განსხვავებულად წარმოაჩინოს, თუმცა ამ უმარტივეს ფორმაშიც კი,
ცნობის წესს შემოაქვს გამორჩეულად სამართლისთვის დამახასიათებელი მრავალი
ელემენტი. ავტორიტეტული ნიშნის მიცემით, ცნობის წესს ემბრიონული ფორმით შემოაქვს
სამართლის სისტემის იდეა, რამდენადაც ამ დროს წესები აღარ არიან განსახვავებული და
ურთიერთდაუკავშირებელი წყება, არამედ მარტივი გზით არიან გაერთიანებული. უფრო
მეტიც, მარტივ ოპერაციაში, რომლის დროსაც ვახდენთ კონკრეტული წესის
იდენტიფიცირებას როგორც აუცილებელი ნიშნის მქონესი, წესების ავტორიტეტული
ჩამონათვალის ნაწილად ყოფნის გამო, ჩვენ გვაქვს სამართლის სავალდებულო ძალის იდეის
ჩანსახი. პირველადი წესების რეჟიმის სტატიკური ბუნების გადაჭრა არის შემოტანა
„ცვლილების წესისა“. ამ წესის უმარტივესი ფორმა არის წესი, რომელიც უფლებამოსილებას
ანიჭებს ინდივიდს ან ადამიანთა ჯგუფს შემოიღონ ახალი პირველადი წესები ჯგუფის ან
ჯგუფის გარკვეული ნაწილის ცხოვრების წარსამართად და გააუქმონ ძველი წესები. როგორც
უკვე მე-4 თავში ვამტკციებდით, სწორედ ამ წესების და არა მუქარით მხარდაჭერილი
ბრძანებების საშუალებით უნდა გავიგოთ საკანონმდებლო აქტის მიღებისა და გაუქმების
იდეები. ცვლილების ასეთი წესები შეიძლება იყოს ძალზედ მარტივი ან ძალზედ
რთული:მინიჭებული უფლებამოსილება შეიძლება შეუზღუდავი ან მრავალმხრივ შეზ
ღუდული და წესები შეიძლება იმ პირთა განსაზღვრასთან ერთად ვისაც კანონმდებლობა
შეუძლია, მეტ-ნაკლები განსაზღვრავდნენ სიმკაცრით საკანონმდებლო პროცესსაც.
მარტივად, იარსებებს ძალზედ ახლო კავშირი ცვლილების და ცნობის წესებს შორის,
რამდენადაც სადაც წინა არსებობს, უკანასკნელი აუცილებლად მოიცავს მითითებას
საკანონმდებლო წესით მიღებაზე, როგორც წესების მაიდენტიფიცირებელ ნიშანზე, თუმცა
აუცილებელი არაა საკანონმდებლო პროცესის ყველა დეტალზე მიუთითებდეს. ჩვეულებრივ
ოფიციალური დადასტურება ან ოფიციალური ასლი, ცნობის წესის მიხედვით იქნება
სათანადო წესით მიღების დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, თუ
არსებობს ისეთი მარტივი სოციალური სტრუქტურა, რომ კანონმდებლობა სამართლის
ერთადერთი „წყაროა“, ცნობის წესი უბრალოდ დააზუსტებს, რომ საკანონმდებლო წესით
მიღება არის წესების უნიკალური მაიდენტიფიცრებელი ნიშანი ან მათი სავალდებულო
ძალის ერთადერთი კრიტერიუმი. ეს შემთხვევა გვექნება მაგალითად მე-4 თავში აღწერილ
რექს პირველის წარმოსახვით სამეფოში, ცნობის წესი უბრალოდ იქნება ის , რომ რასაც რექს
პირველი მიიღებს, ყველაფერი სამართალია.

ჩვენ უკვე გარკვეულად დეტალურად აღვწერეთ წესები, რომლებიც ინდივიდებს


აძლევენ უფლებას შეცვალონ საკუთარი საწყისი პოზიცია პირველადი წესების მიხედვით.
ასეთი კერძო აღმჭურველი წესების გარეშე საზოგადოებას არ ექნებოდა მრავალი უმთავრესი
უპირატესობა, რასაც სამართალი ანიჭებს. ქმედებები, რომელთა განხორცილების
საშუალებასაც ეს წესები იძლევიან არიან: ანდერძის შექმნა, ხელშეკრულების დადება,
საკუთრების გადაცემა და მრავალი სხვა ნებაყოფილობით შექმნილი უფლებისა და
მოვალეობების სტრუქტურა, რომელიც სამართლის ქვეშ ცხოვრებას ახასიათებს, თუმცა რა
თქმა უნდა უფლებამოსილების მიმნიჭებელი წესის ელემენტარული ფორმა ასევე გვხვდება
დაპირების მორალურ ინსტიტუტშიც. ამ წესების ნათესაობა საკანონმდებლო პროცესში
არსებული ცვლილების წესებთან ნათელია და როგორც უახლესმა თეორიამ, როგორიცაა
კელზენის თეორია გვიჩვენა, მრავალი ნიშანი, რომელიც გვაკვირებს ხელშეკრუელბის ან
საკუთრების ინსტიტუტებში ნათლად წარმოჩინდება, თუ ხელშეკრულების დადების ან
საკუთრების გადაცემის მოქმედებებს როგორც ინდივიდთა შეზღუდულ საკანონმდებლო
უფლებამოსილებს ისე გავიაზრებთ. პირველადი წესების მარტივი რეჟიმის მესამე
დანამატი, რომელიც მიზანდ ისახავს დიფუზიური სოციალური ზეწოლის არაეფექტურობის
გამოსწორებას, შედგება მეორადი წესებისგან, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს
ინდივიდებს მიიღონ ავტორიტეტული გადაწყვეტილებანი იმის შესახებ, დაირღვა თუ არ
კონკრეტულ შემთხვევაში პირველადი წესი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების
მინიმალური ფორმა ამგვარ გადაწყვეტილებებში გამოიხატება და წესებს, რომელიც ამგვარი
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას იძლევიან „სასამართლო გადაწყვეტილების
წესები“ უნდა ვუწოდოთ. იმის გარდა, რომ განსაზღვრავენ ინდივიდებს, რომლებმაც უნდა
სასამართლო წესით მიიღონ გადაწყვეტილება ასეთი წესები ასევე განსაზღვრავენ
პროცედურას, რომელიც უნდა დაიცვან. როგორც სხვა მეორადი წესები, ეს წესებიც
პირველადისგან განსხვავებულ დონეზე არიან. თუმცა ისინი შეძლება განამტკიცონ
შემდეგომი წესებით, რომლებიც მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღების მოვალეობას
აკისრებენ, ისინი არ აწესებენ ვალდებულებებს, არამედ იძლევიან სასამართლო
უფლებამოსილებებს და ანიჭებენ სპეციალურ სტატუსს სასამართლოს გადაწყვეტილებებს
ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ისევ და ისევ, ეს წესები, როგორც სხვა მეორადი
წესები, განსაზღვრავენ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ცნებების ჯგუფს: ამ შემთხვევაში
მოსამართლის ან სასამართლოსი და სასამართლო გადაწყვეტილებისა. სხვა მეორად
წესებთან ამ მსგავსებების გარდა, სასამართლო გადაწყვეტის წესები მათთან მჭიდროდაა
დაკავშირებული. მართლაც, სისტემა რომელსაც აქვს სასამართლო გადაწყვეტის წესები, ასევე
აუცილებლად აღიარებს ელემენტარულ და არასრულყოფილ ცნობის წესს. ეს ასეა იმიტომ,
რომ თუ სასამართლოებს აქვთ უფლებამოსილება ავტორიტეტულად გადაწყვიტონ წესის
დარღვევის ფაქტის შესახებ, ეს არ შეიძლება მიღებული არ იქნეს როგორც წესების
ავტორიტეტული განსაზღვრა. ამრიგად, წესი რომელიც ანიჭებს იურისდიქციას, ასევე იქნება
ცნობის წესიც, რომელიც პირველად წესებს სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით
ადგენს და ეს გადაწყვეტილებები სამართლის „წყარო“ ხდებიან. მართალია, რომ ცნობის
წესის ეს ფორმა, რომელიც იურისდიქიციის მინიმალური ფორმისაგან განუყოფელია
ძალზედ არასრულყოფილი იქნება. ავტორიტეტული ტექსტის ან საკანონმდებლო
კრებულისგან განსახვავებით სასამართლო გადაწყვეტილებები შეიძლება ზოგადად არ იყოს
ჩამოყალიბებული და მათი წესებისაკენ ავტორიტეტულ გზამკვლევად გამოყენება
დამოკიდებულია კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან საკმაოდ არამყარ განზოგადებაზე
და ამის სანდოობა შეიძება იცვლებოდეს როგორც განმმარტებლის უნართან, ისე
მოსამართლეთა თანმიმდევრულობასთან ერთად.

თქმას არც კი საჭიროებს, რომ ცოტა სამართლის სისტემებში თუ არის სასამართლოს


უფლებამოსილება მხოლოდ პირველადი წესების დარღვევის განსაზღვრით
შემოფარგლული. გარკვეული შეყოვნებით, ყველა სისტემამ ნახა უპირატესობა სოციალური
ზეწოლის კიდევ უფრო ცენტრალიზაციისა და ნაწილობრივ აკრძალა კერძო პირთა მიერ
ფიზიკური სასჯელის ან თვითდახმარების გამოყენება. ამის ნაცვლად მათ ვალდებულების
პირველადი წესები უფრო მეტი მეორადი წესებით შეავსეს, რომელთა მიხედვითაც
დააზუსტეს ან სულ მცირე შეზღუდეს სასჯელი დარღვევისთვის და მოსამართლეებს
მიანიჭეს უფლებამოსილება დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სხვა თანამდებობის
პირებს მიანდონ სასჯელის აღსრულება. ეს მეორადი წესები ქმნიან „სანქციების“
ცენტრალიზებულ ოფიციალურ სისტემას. თუ უკან გადავინაცვლებთ და განვიხილავთ
სტრუქტურას, რომელიც შედეგად გვაქვს ვალდებულების პირველადი წესები კომბინაციით
ცნობის, ცვლილებისა და სასამართლო გადაწყვეტის მეორად წესებთან, აშკარაა, რომ ჩვენ
გვაქვს არა მხოლოდ სამართლის სისტემის გული არამედ ყველაზე ძლიერი ანალიტიკური
იარაღი იმ საკითხების უმეტესობის ანალიზისთვის, რომლებიც ასე აოცებდა როგორც
იურისტებს ისე პოლიტიკურ თეორეტიკოსებს. ამ ელემენტების კომბინაციით არა მხოლოდ
სპეციფიური სამართლებრივი ცნებების, რომელიც იურისტს პროფესიულად აღლევებს,
მაგლითად ვალდებულება და უფლებები, სამართლის სავალდებულო ძალა და სამართლის
წყარო, კანონმდებლობა, იურისდიქცია და სანქცია, საუკეთესოდ ჩამოყალიბება შეიძლება.
სახელმწიფოს, ხელისუფლების და თანამდებობის პირის ცნებები (რომლებიც საერთოა
როგორც სამართლის ისე პოლიტიკური თეორიისთვის) მოითხოვს მსგავს ანალიზს, თუ მათ
გარშემო კიდევ არსებული ბუნდოვანების გაფანტვა გვინდა. მიზეზი, თუ რატომ აქვს ამგვარი
განმარტებითი ძალა პირველადი და მეორადი წესების მიხედვით ანალიზს შორს არ უნდა
ვეძიოთ. სამართლებრივი და პოლიტიკური ცნებების გარშემო არსებული გაურკვევლობის
და დამახინჯებების უმრავლესობა გამომდინარეობს ფაქტიდან, რომ ეს ცნებები ძირითადად
მოიცავენ მითითებას იმაზე, რასაც ჩვენ შიდა თვალსაზრისი ვუწოდეთ, ანუ მათი
თვალსაზრისი, რომლებიც არა მხოლოდ აღწერენ და განჭვრეტენ ქცევას, რომელიც წესებს
შეესაბამება, არამედ იყენებენ წესებს, როგორც საკუთარი და სხვების ქცევის შეფასების
სტანდარტს.პოლიტიკური და სამართლებრივი ცნებების ანალიზისას, ეს უფრო მეტ
ყურადღებას მოითხოვს ვიდრე ჩვეუელბრივ იღებდა. პირველადი წესების მარტივ რეჟიმში,
შიდა თვალსაზრისი გამოხატულია უმარტივესი ფორმით, ანუ ამ წესების გამოყენებით
კრიტიკის, შესრულების მოთხოვნის, სოციალური ზეწოლისა და სასჯელის საფუძვლად.
შიდა თვალსაზრისის ამ ყველაზე ელემენტარულ გამოხატულებაზე მითითება საჭიროა
მოვალეობისა და ვალდებულების ბაზისური ცნებების ანალიზისთვის. მეორადი წესების
სისტემის დამატებით, არეალი იმისა, რაც ითქმის და კეთდება შიდა თვალსაზრიდიდან
უფრო ფართო და დივერსიფიცირებულია. ამ გაფართოებით იქმნება მთელი რიგი ახალი
ცნებებისა, რომლებიც მათი ანალიზისთვის მოითხოვენ მითითებას შიდა თვალსაზრისზე. ეს
მოიცავს კანონმდებლობის, იურისდიქციის, სამართლებრივი ძალის, და ზოგადად
სამართლებრივი უფლებამოსილებების, როგორც საჯარო ისე კერძოს, ცნებებს. არსებობს
მუდმივი მიდრეკილება მათი ანალიზისა ჩვეულებრივი „სამეცნიერო“ ემპირიული და
განჭვრეტითი დისკურსის გამოყენებით. მაგრამ ამას მხოლოდ წესების გარე ასპექტის აღწერა
შეუძლიათ. იმისთვის რომ სამართლიანად მოვეპყროთ მათ გამორჩეულ შიდა ასპექტს, ჩვენ
გვჭირდება ვნახოთ განსხვავებული გზები, რომლითაც კანონმდებლის
სამართალშემოქმედებითი მოქმდება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ან კერძო
ან ოფიციალური უფლებამოსილებების განხორცილება და სხვა „კანონით განსაზღვრული
აქტები“, უკავშირდება მეორად წესებს. შემდეგ თავში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ თუ როგორ
შეიძლება სამართლის სავალდებულო ძალისა და სამართლის წყაროების იდეების და
სუვერენიტეტის დოქტრინების შეცდომათა შორის მიმალული ჭეშმარიტებების პერიფრაზი
და განმარტება ცნობის წესის მიხედვით. მაგრამ ჩვენ ეს თავი გაფრთხილებით უნდა
დავასრულოთ: თუმცა პირველადი და მეორადი წესების კომბინაცია იმსახურებს
ცენტრალურ ადგილს, იმიტომ, რომ სამართლის მრავალი ასპექტის ახსნა შეუძლია, მას
თავისთავად არ ძალუძს ყველა პრობლემის ნათელყოფა. პირველადი და მეორადი წესების
კავშირი, არის სამართლის სისტემის ცენტრი და როდესაც ცენტრიდან გადავინაცვლებთ,
შემდეგ თავებში მითითებული გზებით უნდა შევძლოთ სხვა სახის ელემენტების
შეთვისებაც.

You might also like