Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

1

სტერეოტიპების, ცრუ რწმენებისა და დისკრიმინაციის კვლევა სოციალურ


ფსიქოლოგიაში (მოკლე ისტორია)

(A quick history of theory and research)

სარჩევი
სტერეოტიპებისა და ცრუ რწმენების (prejudice) განსაზღვრა.................................................................1
ეტიოლოგია....................................................................................................................................................6
ცრუ რწმენა და პიროვნული ნიშნები (The Prejudiced Personality)...........................................................9

სტერეოტიპებისა და ცრუ რწმენების (prejudice) განსაზღვრა


სფეროს, კვლევების სიახლეებსა და ცვლილებებთან ერთად შეიცვლა სტერეოტიპებსა და ცრუ
რწმენებთან დაკავშირებული განსაზღვრებები. ახლა, ცრუ რწმენებს განვმარტავთ, როგორც
ჯგუფისა და ჯგუფის წევრების მიმართ ნეგატიურ ატიტუდებად. სტერეოტიპების განსაზღვრა
კიდევ უფრო პრობლემურია - სტერეოტიპების ასობით განსაზღვრება არსებობს, რომელთა
უმეტესობა ეყრდნობა იდეას იმის შესახებ, რომ სტერეოტიპები, ესაა ცოდნის სტრუქტურები,
რომლებიც მოქმედებს, როგორც გონებრივი „ხატებები/სურათები“ გარკვეული ჯგუფების
მიმართ (Lippmann, 1922). გარკვეული გამონაკლისების დაშვებით, შეიძლება ითქვას, რომ
სტერეოტიპები წარმოადგენს იმ თრეიტების ერთობლიობას, რომლებიც სოციალურ ჯგუფებს,
ან მის წევრ ინდივიდებს ახასიათებს; ესაა ის მახასიათებლები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ერთ
ჯგუფს მეორესაგან გამოყოფს, ჯგუფებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. მოკლედ რომ ვთქვათ,
ესაა ის თრეიტები, რომლებიც გარკვეულ ჯგუფებზე ფიქრისას, უცებ მოგვდის თავში.

საკითხების გამარტივებისაკენ არსებულმა ტენდენციამ განაპირობა ის, რომ უკუაგდეს


სტერეოტიპების და ცრუ რწმენების განმსაზღვრელი ის ასპექტები, რომლებიც ადრეულ
კონცეპტუალიზაციებში ინტეგრალური იყო. მაგალითად, ასეთია ოლპორტის (1954) მიერ
შემოთავაზებული ისეთი თვისებები, როგორებიცაა უზუსტობა, ნეგატიურობა და
2

ზეგენერალიზაცია. თანამედროვე კონცეპტები (ცნებები) უფრო მარტივი უნდა იყოს, მაგრამ არა
ისეთი მარტივი დონის, რომ დაიკარგოს ცნებების არსი.

სტერეოტიპებთან დაკავშირებული ცნების შემუშავება მეტად პრობლემურია. სტერეოტიპები


არის ნეგატიური, არაზუსტი და არასამართლიანი; თუმცა, ნეგატიურობასთან დაკავშირებით,
მონაცემები სრულად ცალსახა არაა; სტერეოტიპები შეიძლება იყოს პოზიტიური შინაარსისაც.
ადამიანები ახდენენ უფრო მეტად ნეგატიური სტერეოტიპების გენერირებას, ვიდრე
პოზიტიურის; და კიდევ უფრო ნაკლებად ხდება არსებული პოზიტიური სტერეოტიპების
გამოხატვა. წარმოიდგინეთ, როგორი რეაქცია ექნებათ ადამიანებს, თუ ვიტყვით, რომ აფრიკელი
ამერიკელები არიან ათლეტური და მუსიკალური ნიჭით დაჯილოდევებული. საკითხი იმას
უკავშირდება, რომ ხშირ შემთხვევაში, თუ გამოვხატავთ პოზიტიურ სტერეოტიპებს,
იგულისხმება, რომ ვფლობთ ნეგატიურ სტერეოტიპებსაც. სტერეოტიპების ქონაზე მეტად
პრობლემური მათი აქტიური გამოხატვა და გამოყენებაა, რადგან ისინი არასამართლიანია
(Fiske, 1989; Stangor, 1995). მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ახლოსაა ჩვენი რწმენა
რეალობასთან, შეუძლებელია, რომ ის ზუსტად და სამართლიანად აღწერდეს ჯგუფის ყველა
წევრს. მაშასადამე, კატეგორიის დონეზე დაფუძნებული დასკვნები ინდივიდების შესახებ
მცდარია, კატეგორიზაცია ყოველთვის უფრო მეტ უსამართლობას უკავშირდება, ვიდრე
ინდივიდუაცია.

ცრუ რწმენის კლასიკური განსაზღვრება შეოიტანა ოლპორტმა (1954), რომელმაც დაწერა, რომ
„ცრუ რწმენა არის ანტიპათია, რომელიც დაფუძნებულია არასწორ და რიგიდულ
განზოგადებაზე. ის შეიძლება იყოს როგორც გამოხატული, ისე მხოლოდ განცდილი. ის
შეიძლება მიემართებოდეს როგორც მთლიან ჯგუფს, ასევე ცალკეულ ინდივიდებს, როგორც
ჯგუფის წვრებს“. ბევრი თანამედროვე ფსიქოლოგი მიუთითებს განსაზღვრების ისეთ ზოგად
მახასიათებლებზე, როგორებიცაა კატეგორიზაცია (გენერალიზაცია) და სამიზნე ჯგუფისადმი
ნეგატიური განწყობა. ცრუ რწმენის/პრეჯუდისის ატრიბუციისას მნიშვნელოვანია იმ
რელევანტური კატეგორიის განსაზღვრა, რომელსაც ანტიპათია მიემართება. მაგალითად,
ადამიანებს შეიძლება არ ჰქონდეთ ნეგატიური წინასწარ განწყობა/ცრუ რწმენა/პრეჯუდისი
ზოგადად ქალების მიმართ, მაგრამ ისინი საკმაოდ ნეგატიურად შეიძლება იყვნენ განწყობილი
3

იმ ქალების მიმართ, რომელბიც მამაკაცებისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ როლებს


ირგებენ (Eagly & Diekman, 2005). ოლპორტის განსაზღვრება რომ განივრცოს, მოსალოდნელია,
რომ ნეგატიური ცრუ რწმენა მიმართული იქნება ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც
მორალურობისა და კომპეტენტურობის განზომილებებზე ნეგატიური ნიშნებით ხასიათდებიან.

დისკრიმინაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც გარკვეული ინდივიდების მიმართ


განსხვავებული მოპყრობა, რაც მათი გარკვეული ჯგუფის წევრობას უკავშირდება. ასეთი
მოპყრობა ხშირად სწორედ ნეგატიური ცრუ რწმენებითაა მოტივირებული. თუმცა, ის შეიძლება
განპირობებული იყოს მხოლოდ ეთნოცენტრული მიდრეკილებებითაც, რომლებიც გარე
ჯგუფებისადმი შუღლს მოკლებული შეიძლება აღმოჩნდეს. დისკრიმინაციის განსაზღვრებებში
აქცენტია გაკეთებული განზრახვის არსებობაზე. თუმცა, გარდა იმისა, რომ ხშირად რთულია
შეაფასო ვინმეს წარსული განზრახვები, ამასთანავე, ზოგიერთი დისკრიმინაციული
გადაწყვეტილება ცნობიერი განზრახვის გარეშე მიიღება ხოლმე. მაგალითად, პერსონალის
მენეჯერი კადრის შერჩევისას შეიძლება მხოლოდ დაეყრდნოს ნაცნობების ქსელს, რადგან
მიჩვეულია ამ გზით მოქმედებას; თუმცა ეს საკმაოდ დისკრიმინაციის შემცველი ქმედებაა იმ
აპლიკანტების მიმართ, რომლებიც ამ სანაცნობო ქსელის წევრები არ არიან. მაშასადამე, ისმის
კითხვა, ცნობიერი განზრახვის არ არსებობის შემთხვევაშიც გვაქვს საქმე დისკრიმინაციასთან?
დისკრიმინაციის თანამედროვე კვლევები ერთ-ერთ მთავარ აქცენტს სწორედ ავტომატური
მენტალური პროცესების როლსა და ჩართულობაზე აკეთებს.

სტერეოტიპები ჯგუფების მიმარ უფრო მეტად აღწერით ანალიზს მოიცავს, ნეგატიური ცრუ
რწმენა კი უფრო მეტად გლობალურ შეფასებით ასპექტებს, აფექტურ კომპონონეტებს
გულისხმობს. სტერეოტიპები ყოველთვის ნეგატიური არაა. სტერეოტიპები არა მხოლოდ
ჯგუფებზე მიწერილ მახასიათებლებს წარმოადგნენ, არამედ ჯგუფის შესახებ მსჯელობისას
კაუზალურ ჯაჭვებსაც ქმნიან (Wittenbrink, Gist, & Hilton; Murphy & Medin, ). მაგალითად,
ღარიბი ჯგუფის წევრები სტერეოტიპულად აღიქმებიან უუნაროებად, უუნაროებად იმიტომ,
რომ განათლება ვერ მიიღეს, გაუნათლებელი არიან, იმიტომ რომ ზარმაცები არიან და ა.შ. ეს არა
მხოლოდ სტერეოტიპების ჩამონათვალია, არამედ შესაბამისი ჯგუფის მიმართ გარკვეულ
სისტემურ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორ უნდა იყოს ეს ჯგუფი აღქმული.
4

წლების განმავლობაში, სტერეორტიპებსა და ცრუ რწმენების შესახებ ჩატარებული კვლევის


მონაწილეები სულ უფრო ნაკლებად გამოხატავენ, რომ სტერეოტიპების და ცრუ რწმენების
მატარებლები არიან (Devine & Elliot, 1995; Gaertner & McLaughlin, 1983a). ეს უკვე
კონცეპტების გაზომვასთან დაკავშირებულ სირთულეებს ქმნის, რასაც შემდეგ თავებში
დეტალურად მიმოვიხილავთ. ამასთანავე, ამ კვლევების სხვა შედეგი მიუთითებს იმ
ცვლილებაზე, რომ საკვლევ პოპულაციაში სულ უფრო და უფრო ნაკლებ ვხედავთ ცრუ
რწმენებს. გარე ჯგუფების შეფასებები არის უმეტესად დადებითი - ნეიტრალური ათვლის
წერტილზე ცოტა ზემოთ მაინც (Brewer, 1999; Brewer & Silver, 1978). აღნიშნული ბადებს
კონცეპტუალურ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ გარე ჯგუფების დადებითი შეფასებები
რამდენად ასახავს რეალურად ცრუ რწმენას: შიდა ჯგუფური ფავორიტიზმი შეიძლება იყოს
პრობლემა, თუ მას გარე ჯგუფის გაუფასურება არ ახლავს თან? ჩვენ უნდა შევადაროთ
ერთმანეთს გარე ჯგუფების მიმართ ატიტუდები შიდა ჯგუფის წევრების მიმართ ატიტუდებს
და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ატიტუდების ეს ორი ჯგუფი საკმაოდ
ურთიერთდამოუკიდებელია (Brewer, 1999; Brewer & Silver, 1978). ჯგუფების მიმართ
ატიტურდები და რწმენები უმეტესად კოგნიციის დონეზე უნდა განიხილებოდეს.
განსაკუთრებით ფუნდამენტურია სოციალური კატეგორიზაცია - ბუნებრივი პროცესი,
რომელიც სპონტანურად ხდება ყოველდღიურ აღქმებში (Macrae, Bodenhausen, Milne, Thorn, &
Castelli, 1997; Taylor, Fiske, Etcoff, & Ruderman, 1978). სტერეოტიპები - სოციალურ
კატეგორიებთან დაკავშირებული თრეიტები - სოციალური ცოდნის მნიშვნელოვან ფორმას
წარმოადგენენ და კვლევების შედეგად ბევრი რამ გახდა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ
არიან ისინი მენტალურად რეპრეზენტირებული. ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ,
სტერეოტიპები არსებობენ როგორც კოგნიტური სტრუქტურები, როგორებიცაა სქემები
(Augoustinos & Innes, 1990; Fiske & Linville, 1980; Martin & Halverson, 1981; Woll & Graesser, 1982),
პროტოტიპები (Brewer, Dull, & Lui, 1981). ეს რწმენები რიგიდული არაა, ისინი იცვლებიან
ხოლმე სოციალური კონტექსტის მიხედვით (Oakes, Haslam, & Turner, 1994; Smith et al., 1992;
Smith & Zárate, 1990). ჯგუფების მიმართ არსებული რწმენები შეიძლება კონცეპტუალიზდეს
ჯგუფებისა და ჯგუფთა შორის ურთიერთოების შესახებ თეორიებად (Rothbart & Taylor, 1992;
Yzerbyt, Schadron, Leyens, & Rocher, 1994). მაგალითად, პასუხისმგებლობის შესახებ არსებული
5

თეორიები ხსნის, თუ რატომ გვაქვს მეტად ნეგატიური ატიტუდები იმ ადამიანების მიმართ,


რომლებსაც თავიანთი ნეგატიური მახასიათებლების ქონაზე პასუხისმგებლებად ვთვლით
(Crandall & Biernat, 1990).

მნიშვნელოვანი შესწავლის საგანია სტერეოტიპების შინაარსები (Maner et al., 2005). ფისკემ და


მისმა კოლეგებმა გამოყვეს სტერეოტიპების ისეთი ფუნდამენტური კომპონენტები,
როგორებიცაა სითბო და კომპეტენტურობა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ეს ორი განზომილება
ფუნდამენტურია, რადგან აღქმული სტერეოტიპების ვარიაბელობას კარგად ასახავს (Osgood,
Suci, & Tannenbaum, 1957). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფებთან დაკავშირებული
რწმენების/სტერეოტიპების შინაარსებთან დაკავშირებული მეტი მოდელი განვითარდეს.

კატეგორიზაციას აღძრავს სიმარტივის სურვილი (Ford & Stangor, 1992; Macrae, Hewstone, &
Griffihs, 1993; Macrae, Milne, & Bodenhausen, 1994; Tajfel, 1981; Tajfel & Wilkes, 1963). ჩვენ
მივისწრაფვით, რომ რაც შეიძლება მეტად განსვასხვავოთ ადამიანები სხვადასხვა კატეგორიის
ფარგლებში და ერთ კატეგორიაში მოქცეულნი კი მაქსიმალურად მსგავსად აღვიქვათ. ეს
პროცესი განსაკუთრებით საგულისხმოა მაშინ, როდესაც კატეგორიზაციის განზომილება შიდა
ჯგუფის გარე ჯგუფებისაგან გამოყოფას უკავშირდება, რადგან სოციალური იდენტობის
შენარჩუნებასთანაა კავშირში (Brewer & Campbell, 1976; Fein & Spencer, 1997; A. Haslam, Oakes,
Reynolds, & Turner, 1999; S. Haslam et al., 1998; Mummendey, 1995). სოციალური იდენტობა ცრუ
რწმენებისა და დისკრიმინაციის განვითარების ფუნდამენტული მოტივაციაა, თუმცა, ამასთან
დაკავშირებული ლიტერატურა საკმაოდ ფართო, კომპლექსური და ურთიერთსაწინააღმდეგოა,
რაც საკითხის მარტივ შეჯამებას ართულებს (Abrams & Hogg, 1990; Deaux, Reid, Mizrahi, & Ethier,
1995; Ellemers, Spears, & Doosje, 1999; Jackson & Smith, 1999; Roccas & Brewer, 2002).
კატეგორიზაცია, რა თქმა უნდა, მოიცავს სელფის ცნებას - თვით-კატეგორიზაციის პრინციპს
(Hogg & McGarty, 1990; Turner, 1987; Turner, Oakes, Haslam, & McGarty, 1994; Turner & Oakes,
1989). თვითკატეგორიზაცია განსაზღვრავს ინდივიდის ინტერაქციის გზებს სხვა ადამიანებთან
მიმართებით. ჩვენ ზოგჯერ ვმოქმედებთ როგორც ინდივიდები, მაგრამ სხვა დროს შეიძლება,
რომ უფრო მეტად ვმოქმედებდეთ, როგორც სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები.
კოგნიტურ კომპონენტებთან ერთად, ჩვენი ატიტუდები მნიშვნელოვნადაა დაფუძნებული
6

ემოციურ რეაქციებზეც (Bodenhausen, Kramer, & Sasser, 1994; Fiske, 1982; Mackie, Devos, & Smith,
2000; Mackie & Hamilton, 1993). აფექტური კომპონენტი კატეგორიზაციაზე იმავე ან უფრო მეტ
ზეგავლენასაც ახდენს, ვიდრე კოგნიცია; შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს
სტერეოტიპებსა და ცრუ რწმენებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლაშიც.
სტერეოტიპები, ნაწილობრივ, ცრუ რწმენების რაციონალიზაციას უწყობს ხელს (Jost & Major,
2001; Sinclair & Kunda, 2000). ემოციური კომპონენტის გაზომვა უფრო მეტ სირთულეებს
უკავშირდება, ადამიანებს უჭირთ მათი გადმოცემა თვითაღწერის საზომებში. კოგნიციასთან
შედარებით, ემოციის გასაზომი ტექნიკების არსენალი მწირია. ემოციური კომპონენტის
გაზომვაში მნიშვნელოვან წილს შეიტანს ტვინის აქტივობის კვლევის სოციალურ
ნეირომეცნიერული ტექნიკები (Olsson & Phelps, 2007).

გარკვეულ კვლევებში აქცენტი კეთდებოდა ცრუ რწმენების სოციალური მხარის შესწავლაზე,


განსაკუთრებით კი იმის კვლევაზე, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები თავიანთ
სტერეოტიპებსა და ცრუ რწმენებს და რა ზეგავლენას ახდენს კომუნიკაცია რწმენებზე (Kashima,
2000; Lyons & Kashima, 2003; Ruscher, 1998, 2001; Schaller, Conway, & Tanchuk, 2002). ალბათ, ერთ-
ერთი ყველაზე შთამბეჭდავია კრენდალის ნაშრომი (Crandall & Stangor, 2005), რომელიც აჩვენებს,
თუ როგორ ძლიერ კორელაციაშია ჯგუფებთან დაკავშირებული რწმენები აღქმულ სოციალურ
ნორმებთან. მისი ნაშრომის მიხედვით, სტერეოტიპები და ცრუ რწმენები სოციალურ ნორმებს
უკავშირდება. ეს მოსაზრება დიდი ხანია არსებობს (Pettigrew, 1959). მოკლედ რომ ავხსნათ, ამ
თვალსაზრისის მიხედვით, ადამიანები ატარებენ და გამოხატავენ სტერეოტიპებს და ცრუ
რწმენებს იმ მასშტაბით, რამდენადაც ისინი არსებულ სოციალურ კონტექსტში მიზანშეწონილად
მიაჩნიათ. ცრუ რწმენები და სტერეოტიპები უფრო მეტად სოციალური კონსტრუქტებია და არა
ინდივიდუალური. სტერეოტიპების თავდაპირველი მკვლევრები - Katz, Braly და ოლპორტი
აღნიშნავდნენ, რომ სტერეოტიპები წარმოადგენენ ჩვენს დამოკიდებულებებს იმ ჯგუფებთან და
კულტურებთან, რომლების შესახებაც ვიცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ცრუ რწმენა, რადგან
ვიცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სხვებისათვის ამ ცრუ რწმენის ქონა მისაღებია. ასე რომ, ამ
შემთხვევაში ჩვენ სოციალურად მისაღებად ვგრძნობთ საკუთარ თავს. სტერეოტიპებისა და ცრუ
რწმენების სოციალურ და კულტურულ კონტექსტში კონცეპტუალიზაცია არსებითია.
7

ეტიოლოგია
საიდან მოდის ჩვენი სტერეოტიპები და ცრუ რწმენები? ისინი, რა თქმა უნდა, ისევეა
განვითარებული, როგორც ყველა სხვა კოგნიტური რეპრეზენტაციები, კოგნიტური პროცესების
მონაწილეობით (Bigler, 1995; Bigler & Liben, 1992). ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი და აქტიური
ინტერესი იმისა, რომ შეისწავლონ სოციალური კატეგორიები და სტერეოტიპები, ასევე, გაიგონ,
თუ როგორ არგებენ თავიან თავს არსებული კატეგორიზაციის სისტემაში (Ruble & Martin, 1998;
Stangor & Ruble, 1989). შედეგად, ბავშვები ადრეული პერიოდიდან სწავლობენ სტერეოტიპებს,
რაც მათი ცვლილებისადმი რეზისტენტობას განაპირობებს. ბავშვები ამ თვალისზრისით უფრო
ფლექსიბური ხდებიან 10 წლის შემდეგ (Bigler & Liben, 1992; Signorella, Bigler, & Liben, 1993). რაც
შეეხება სტერეოტიპების შინაარს, ამის შესახებ ცოდნა მომდინარეობს მშობლებისაგან,
თანატოლებისა და მედია საშუალებებიდან. თუმცა, სტერეოტიპების შინაარსის შესახებ
კვლევები ორაზროვანია. Frances Aboud, სტერეოტიპების განვითარების შემსწავლელი ექსპერტი,
მსჯელობს, რომ კავშირი არაა შვილებისა და მშობლების რასობრივ ატიტუდებს შორის (Aboud,
1988; Aboud & Amato, 2001). სხვა მონაცემების მიხედვით, გარკვეული კორელაციები შეინიშნება
(Stangor & Leary, 2006). სხვა მოსაზრების მიხედვით, ნეგატიური ცრუ რწმენები ევოლუციური
ხასიათისაა - ჩვენ მოგვწონს მსგავსები და დამხმარეები და ვახდენთ მათ სტიგმატიზაციას, ვინც
სოციალურ გაცვლაში ნაკლებად უნარიანი არიან, ემუქრებიან ჩვენი ჯგუფის კეთილდღეობას,
ღირებულებებს, ავად არიან და ა.შ (Collinet al., 2006; Maner et al., 2005). ასეთი ახსნა
შესაძლებელია, იმ ჯგუფების შემთხვევაში მაინც, რომლებსაც კონფლიქტური
ურთიერთქმედების ისტორია აქვთ. რა თქმა უნდა, მედიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ჯგუფთაშორისი რწმენების ფორმირების პროცესში. მედია არა მარტო აყალიბებს
სტერეოტიპებს, არამედ რელევანტური სოციალური ნორმების შესახებ აწვდის ინფორმაციას
საზოგადოებას (Ruscher, 2001).

რატომაა მნიშვნელოვანი სტერეოტიპების და ცრუ რწმენების შესწავლა?

მნიშვნელოვანი შესწავლის საგანია უმცირესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფების წევრების


ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სიჯანსაღაზე მათ მიმართ არსებული ნეგატიური ცრუ რწმენებისა
და დისკრიმინაციის მოქმედება. სტიგმატიზებული ინდივიდები, რომლებიც დისრიმინაციისა
8

და უსამართლო მოპყრობის ხშირი მსხვერპლი არიან, მიუთითებენ ფსიქოლოგიური


დისტრესის, დეპრესიის ქონაზე, ბედნიერების და ცხოვრებით კმაყოფილების განცდების
არარარსებობაზე (N. Anderson & Armstead, 1995; Corning, 2002; Glauser, 1999;
Kessler, Mickelson, & Williams, 1999; Klonoff, Landrine, & Ullman, 1999; Landrine &
Klonoff, 1996; Schultz et al., 2000; Swim, Hyers, Cohen, & Ferguson, 2001; Williams,
Spencer, & Jackson, 1999; Williams & Williams-Morris, 2000). სოციალურმა
ფსიქოლოგებმა მეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ამ საკითხების შესწავლას, რადგან ეს
ცხოვრების ის სფეროებია, რომელთა გასაუმჯობესებლადაც შეიძლება პროფესიული ცოდნის
გამოყენება (Ottati, Bodenhausen, & Newman, 2005).

დისკრიმინაციის მსხვერპლები თავს გრძნობენ უარყოფილად; მათ შეიძლება დაიწყონ


გარკვეული ჯგუფის ადამიანებთან კონტაქტისათვის თავის არიდება, შეიძლება გაუჩნდეთ
„კულტურული უნდობლობის“ განცდა (Terrell, Terrell, & Miller, 1993; Watkins, Terrell,
Miller, & Terrell, 1989). გარკვეულ შემთხვევებში, კონტაქტებისაგან თავის არიდების ქცევა
შეიძლება იყოს ადაპტური და შესაბამისი, თუმცა, სხვა შემთხვევებში შეიძლება ადამიანებმა მათ
მიმართ დისკრიმინაციისა და ცრუ რწმენების არსებობა რეალურზე მეტად გაზვიადებულად
მიიჩნიონ (Pinel, 2002). ასეთი აღქმები და ნეგატიური აღქმების წინასწარმეტყველება, მათი
მოსალოდნელად მიჩნევა წამლავს სოციალურ ინტერაქციებს (Crocker & Major, 1989; Crocker,
Voelkl, Testa, & Major, 1991). მაშასადამე, სტერეოტიპები და ცრუ რწმენები, მსხვერპლებისათვის
მთელი რიგი სტრესორების წყარო ხდებიან (Inzlicht, McKay, & Aronson, 2006). თვით-
მოლოდინები და ამა თუ ჯგუფის წევრობიდან მომდინარე აქტივირებული სტერეოტიპები კი
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე. არაა აუცილებელი ადამიანმა მიიღოს
სელფთან დაკავშირებული ნეგატიური კონოტაციები, არამედ მხოლოდ სტერეოტიპების აშკარა
არსებობამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ქცევაზე. ამ ფენომენის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ასპექტი კი ისაა, რომ სტიგმატიზებული ჯგუფის წევრებმა შეიძლება
მიიღონ/აღიარონ მათ ჯგუფთან დაკავშირებული ნეგატიური რწმენები და მათი გაშინაგნება
დაიწყონ (Jost, Banaji, & Nosek, 2004; Jost & Hunyady, 2005). შედეგად, მათი დაძლევა უკვე ძალიან
რთული ხდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციის სამიზნედ ყოფნა
ყოველთვის ნეგატიური არაა. ზოგიერთმა სტიგმატიზებულმა გარკვეულ შემთხვევებში
9

შეიძლება სრულებითაც ვერ შენიშნოს, რომ მსხვერპლია (Stangor et al., 2003). ეს


დისკრიმინაციასთან კონფრონტაციიას კი ართულებს, მაგრამ სელფისათვის თვითდაცვითი
მექანიზმი შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთანავე, დისკრიმინაციის მსხვერპლად ყოფნა აძლიერებს
ჯგუფშიდა იდენტიფიკაციას, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგები (Branscombe,
Schmitt, & Harvey, 1999; Schmitt, Spears, & Branscombe, 2003); სტერეოტიპებისა და
დისკრიმინაციის ზეგავლენის ქვეშ ნაკლებად ექცევიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი შიდა
ჯგუფური იდენტობა აქვთ (Kaiser, Major, & McCoy, 2004; Major, Kaiser, et al., 2003).

ცრუ რწმენა და პიროვნული ნიშნები (The Prejudiced Personality)


გარკვეული კვლევები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პიროვნული ნიშნების
მქონე ადამიანები შეიძლება იჩენდნენ მეტ მიდრეკილებას ნეგატიური ცრუ რწმენების
ჩამოყალიბებისაკენ. ოლპორტი და სხვა მკვლევრები განიხილავნდნენ კიდევაც ტერმინს
„Prejudiced Personality“. ინდივიდუალური დონის ცვლადები, რომლებიც, ცნობილია რომ ცრუ
რწმენებთან დაკავშირებული მსჯელობებს პრედიქტორია, არის სოცალური დომინანტობისაკენ
ორიენტაცია (Sidanius & Pratto, 1999), ავტორიტარული პიროვნების სტილი (Adorno, Frenkel-
Brunswik, Levinson, & Sanford, 1950; Altemeyer, 1981, 1988; Backstrom & Bjorklund, 2007), სიცხადის
მოთხოვნილება (Jost, Glaser, Kruglanski, & Sulloway, 2003; Schaller, Boyd, Yohannes, & O’Brien,
1995; Shah, Kruglanski, & Thompson, 1998), ცრუ რწმენების კონტროლის შინაგანი და გარეგანი
მოტივაციები (Plant & Devine, 1998), ჰუმანიზმი და პროტესტანტული შრომის ეთიკა (Plant &
Devine, 1998), ატრიბუციის იმპლიციტური თეორიები (Chiu, Dweck, Tong, & Fu, 1997; Plaks,
Stroessner, Dweck, & Sherman, 2001) და რელიგიური ფუნდამენტალიზმი (Rowatt et al., 2006).

ასეთი მიდგომა ინფორმატიული ჩანს - ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ცრუ რწმენების საფუძვლად
მდებარე მოტივების შესახებ პიროვნულ ცვლადებზე დაყრდნობით, უფრო მეტიც, სოციალურ
ჯგუფებთან დაკავშირებული ჩვენი რწმენები ჩვენს საფუძვლად მდებარე პოლიტიკური და
სოციალური ღირებულებებითი ორიენტაციების განუყეფელი ნაწილია (Biernat, Vescio, & Theno,
1996; Biernat, Vescio, Theno, & Crandall, 1996; Jost et al., 2003; Schwartz, 1992). ამ მიმართულებით
10

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტემაირესა და მისი კოლეგების კვლევები (Altemeyer, 1981,


1988), რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ გარე ჯგუფებისადმი მიმართული ატიტუდები
უმტესწილად ორი პიროვნული განზომილებითაა განპირობებული, ესენია ავტორიტარიანიზმი
და სოციალური დომინანტობის ორიენტაცია. მნიშვნელოვანია ამ კუთხით მსჯელობების
განვითარება და ინტერჯგუფურ ატიტუდებსა და ფუნდამენტურ ადამიანურ მოიტივებს შორის
კავშირის გაანალიზება.

გამოყენებული ლიტერატურა:

Nelson, T. (2009). Handbook of Prejudice, Stereotyping, and Discrimination. Psychology press. Ch.1

You might also like