Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

არილის შესახებ რეკლამა კონტაქტი

არილი
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი

პროზა პოეზია ესე თარგმანი კრიტიკა რეცენზია 

ინტერვიუ ფოტო გალერეა მაღაზია

კალათა
რეცენზია

ზაირა No products in the cart.

არსენიშვილი –
ვა, სოფელო… შეიძინეთ არილის #1-2020 ფასი: 2 ლარი

June 17, 2009

გიორგი ლობჟანიძე

ტანჯვის გრდემლზე გამოკვერილი სიხარული

ზაირა არსენიშვილი. “ვა, სოფელო…” (რომანი)


რედაქტორი და გამომცემელი გივი
კიკილაშვილი, თბილისი, 2002

“ვა, სოფელო” ზაირა არსენიშვილის მეორე


რომანია. აქამდე მას, როგორც სცენარისტს,
უფრო ვიცნობდით. ბოლო წლებში კი ძალიან
მცირე ინტერვალით გამოაქვეყნა ჯერ “რეკვიემი
ბანის სოპრანოსა და შვიდი
ინსტრუმენტისათვის” (1997 წ.), ხოლო 2002
წელს “ვა, სოფელო”.
დაკვირვებულ მკითხველს მისი რომანიდან
იქნებ ზოგჯერ რეზო ინანიშვილის, გოგლა
ლეონიძის, ოთარ ჩხეიძისა და გურამ გეგეშიძის ძებნა

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 1/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

სტილური ინტონაციებიც შემოესმას, მაგრამ ეს


Search... 
ფაქტი, ჩემი აზრით, უფრო ქართული პროზის
ტრადიციათა ერთგულებით აიხსნება, ვიდრე
გავლენით ან მიმბაძველობით. გავლენასა და
ბოლო პოსტები
მიმბაძველობას თავისი ასაკი აქვს; ზაირა
არსენიშვილი კი ამ რომანით წარმოგვიდგება,
Apr 18, 2020
როგორც გამოცდილი ოსტატი, რომელმაც
უილიამ ლოგანი –
შესანიშნავად იცის თითოეული მხატვრული
პაუნდის ჩინეთი /
პლასტის ფასი და რაც მთავარია, ამ მხატვრულ
პლასტთა უზუსტესი ადგილი ნაწარმოების Apr 18, 2020
ერთიან ქსოვილში. ლევან გელაშვილი –
არ ვიცი, ტექნიკურად, რამდენ ხანში დაიწერა  მეგაპლაზმა   
“ვა, სოფელო”, მაგრამ იგრძნობა, რომ ეს წიგნი
ზაირა არსენიშვილის ცხოვრების რომანია, Apr 18, 2020
მთელი სიცოცხლე გულით შენაგრძნობი და გიორგი ჩუთლაშვილი –
გონებაში გამოტარებული; ამიტომაც არის “ვა, დანაკარგი
სოფელო” ასეთი სრული – საუკეთესო კახური
ღვინით სავსე აზარფეშასავით, რომლის Apr 13, 2020

ჭურჭელიც მშვენიერია, ტრადიციული აღასი აივაზიანი –


ორნამენტებითა და ნაყშებით მოხატული; ორთაჭალის ბაღები

შინაარსი კი – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,


Apr 13, 2020
მაცხოვრის სისხლს შედარებული ზიარების
მაგდა ნოვაკოვსკა – ვიდრე
ღვინოსავით.
ჭრიჭინები დადუმდებიან
ვისაც ზაირა არსენიშვილის რომანი ჯერ არ
წაუკითხავს, შეიძლება ჩემი სიტყვები
მკრეხელობად მოეჩვენოს, მაგრამ მე, პირადად,
იშვიათად თუ მინახავს ასეთი ქრისტიანული პოპულარული დღეს

სათნოებით აღსავსე წიგნი, სადაც ქრისტიანობა


მყვირალა, ხმამაღალი ლოზუნგებით გურამ დოჩანაშვილი – სამოსელი
შერყვნილი მოძღვრება კი არა, ტანჯვითა და პირველი
სიხარულით, სასოებითა და იმედგაცრუებით უილიამ ლოგანი – პაუნდის ჩინეთი /
განმტკიცებული და დადასტურებული პაუნდის „Cathay“[1]
ცხოვრების წესია. ამ ცხოვრების წესის შოთა იათაშვილი – აღდგომა 2018
თავისებური ასკეზა კი ვერა ჰგუობს პაიტიკასა კარლო მ. ჩიპოლა – ადამიანური
და მაღალფარდოვნებას. მისთვის სიტყვის სიბრიყვის ძირითადი კანონები
ემოციური და სემანტიკური სიზუსტეა მთავარი გიორგი ჩუთლაშვილი – დანაკარგი
და არა ამ სიტყვებით მოგვრილი ფუჭი
ნეტარება. ამიტომაც, ოთარაანთ ქვრივის “რას
მიქვიან ტკბილი სიტყვა?!” წიგნის ყველაზე ხშირად ნანახი
დასასრულამდე ხმიანებს “ტექსტის
არაცნობიერში” და რომანს მკაფიო სოციალურ კარლო მ. ჩიპოლა – ადამიანური
ჟღერადობასაც ანიჭებს. თუმცა, ზაირა სიბრიყვის ძირითადი კანონები
არსენიშვილის “ვა, სოფელო” დოკუმენტური ერეკლე დეისაძე – საიდუმლო სირობა
arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 2/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

პროზის ნიმუში არ გახლავთ და აქედან იოსიფ ბროდსკი – ქებათა ქება


გამომდინარე, ბუნებრივია, მასში მოწყენილობას
საგულდაგულოდ უარყოფილია ზვიად რატიანი – ლექსები
ჟურნალისტური ხედვის პრინციპები; იმის გურამ დოჩანაშვილი – სამოსელი
მიუხედავად, რომ მწერლის უკიდურესი პირველი
გულწრფელობის გამო, მკითხველს ზოგჯერ
უჭირს ტექსტში სინამდვილისა და ფანტაზიის
გაცალკევება და ყველაფერს ერთ დიდ კატეგორიები

მხატვრულ სიმართლედ აღიქვამს. ამას ხელს


უწყობს “ვა, სოფელოს” პერსონაჟთა დიდი
AUDIO
ოსტატობით წარმოჩენა. ამ რომანის
თითოეული გმირი პლასტელინისაგან
VIDEO
გამოძერწილი კი არაა, ისეთი ცოცხალია, რომ
გეგონება – შენს ძალიან ახლობელ ადამიანებზე ახალი ამბები
გიყვებიან, რომელთაც ბავშვობიდანვე იცნობ,
სიყრმიდანვე მათში ტრიალებ და გგონია, რომ ახალი წიგნები
მათი ავკარგისა შენზე უკეთ არავის გაეგება;
მაგრამ “ვა, სოფელოს” წაკითხვის შემდეგ ისეთი დრამატურგია
შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ნაცნობი და
შეჩვეული ადამიანები სრულიად ახალი ესე
მოულოდნელი კუთხით დაინახე და მათ
შესახებ ისეთი სიმართლე გაიგე, რომელსაც ესე (თარგმანი)
სხვაგან ვერაფრით შეიტყობდი.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ქართულ თარგმანი
პროზაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია,
რომელსაც მე, პირობითად, “გმირის ინტერვიუ
დეფიციტს”, ანდა “პერსონაჟის კრიზისს”
დავარქმევდი. რამდენჯერ მომხდარა, მთელი კატეგორიის გარეშე

რომანი ისე ჩაგვიკითხავს, რომ ერთი


კრიტიკა
პერსონაჟიც კი არ დაგვმახსოვრებია, იმდენად
უსახურნი, არაფრით გამორჩეულნი და
კულტურა/ლიტ.თეორია
ერთმანეთის მსგავსნი ყოფილან ეს
პერსონაჟები. “ვა, სოფელოს” გმირები კი,
ლექცია
ძალაუნებურად, თავს გამახსოვრებენ. ისეთი
რეალურები და ამავე დროს, ისეთი
ლიტერატურათმცოდნეობა
განზოგადებულნი არიან, რომ თუ ერთხელ
გაიცანი, მერე ვეღარასოდეს დაივიწყებ. პოეზია
წეღან ზაირა არსენიშვილის მიერ
ჟურნალიზმის პრინციპებზე უარისთქმის პოეზია (თარგმანი)
შესახებ რომ მოგახსენეთ, ამ უარის თქმაში
ენობრივ სიღატაკესთან და სტილისტურ პოლემიკა
სიმწირესთან მწერლის ხაზგასმულ
დაპირისპირებასაც ვგულისხმობდი. პორტრეტი

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 3/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

სამწუხაროდ, ბოლო ხანს ბევრი და


პროზა
განსაკუთრებით – ახალგაზრდა მწერლები
გამიზნულად ამარტივებენ ენას, აქაოდა,
პროზა (თარგმანი)
დღევანდელ მკითხველს მისივე ენით უნდა
ელაპარაკოო. ზოგი ნაკლებმოკრძალებული კი რეპორტაჟი
“გენიალურ სიმარტივეზეც” ჩამოაგდებს ხოლმე
მადლიან სიტყვას. ამიტომაც, მწერლობაში რეცენზია
“ვერბალურმა ჟურნალიზმმა” იძალა, რომელიც
დაცლილია ყოველგვარი შემოქმედებითი რეცენზია (თარგმანი)
მიგნებებისაგან და რომელსაც, კაცმა რომ თქვას,
ამაზე მეტი არც მოეთხოვება. ამ ჩვენი ფოტო–გალერეა
მწერლების “გენიალურ სიმარტივეზე” კი აკაკი
წერეთელი, ან ვთქვათ, უფრო მოდური – ერნსტ ხსოვნა
ჰემინგუეი საფლავში ბრუნავენ.
ამ ფონზე ზაირა არსენიშვილის რომანის
ენობრივი სიმდიდრე სასიამოვნო არქივი
მოულოდნელობა გახლდათ. ეს სიმდიდრე კი
გაპრანჭულ მაღალფარდოვნებას კი არ
გულისხმობს, ენის სხვადასხვა ფენისა და Select Month

სხვადასხვა მხატვრული სტილის ზომიერი და


გემოვნებიანი შერწყმით მიიღწევა. ზაირა
არსენიშვილის სტილისტურ-ვერბალური მთვლელი
დიაპაზონი მეტისმეტად ფართოა და
მაღალფარდოვნებით დაწყებული,
უკიდურესად მდაბიური, მარტივი
მეტყველებით დამთავრებული – ყველაფერს
მოიცავს, ოღონდ, ყოველი პლასტი თავის
ადგილზეა და ამითაა განპირობებული ის
სასწაული, რომ მთელი ამხელა ტექსტის
მანძილზე ადამიანს ერთი ფრაზაც კი არ
ეხამუშება. ამასვე ვგულისხმობდი, როცა
ვამბობდი – შეიძლება, მკითხველს “ვა,
სოფელოდან” ქართული სიტყვის რამდენიმე
აღიარებული ოსტატის ინტონაციებიც
შემოესმას-მეთქი. სხვათა შორის, ზემოთ
ნახსენებ მწერლებს ისიც აერთიანებს, რომ მათი
მხატვრული სტილი ხალხურ მეტყველებას
დაეფუძნა. ამიტომაც აღიზიანებდათ
ჟურნალისტური (თანაც საბჭოთა
ჟურნალისტიკის) მეტყველების ტრადიციებზე
გაზრდილ კალმოსნებს გიორგი ლეონიძის
მაღალფარდოვნება, ანდა დღესაც აღიზიანებთ
ოთარ ჩხეიძის მხატვრული სტილის

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 4/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

თავისებურებანი, რომელთაგან რამდენიმე


ზაირა არსენიშვილის რომანშიც მეორდება,
რამდენადაც ორივე ეს მწერალი, თავისი ნიჭისა
და მხატვრული გაქანების შესაბამისად,
შემოქმედებითად ითვისებს ხალხურ
მეტყველებას.
“ვა, სოფელოში” აშკარად იგრძნობა, რომ
ავტორი მთელი ცხოვრება მუშაობდა ხალხურ
გამოთქმებზე – საგანგებოდ იწერდა, ინიშნავდა,
აღნუსხავდა, რათა მერე შესაბამის მხატვრულ
სივრცეში მოექცია და ახალი, უფრო მაღალი
ხარისხის სიცოცხლე მიეცა.
სხვათა შორის, წეღან “ვა, სოფელოს”
პერსონაჟთა სიცოცხლისუნარიანობაზე რომ
მოგახსენებდით, ეს ეფექტი, დიდწილად, ამ
პერსონაჟთათვის დამახასიათებელი
მეტყველების თავისებურებებითა და მათი
საუბრის ყაიდის მხატვრული გრადაციითაც
გახლავთ განპირობებული. სხვაგვარად რომ
ვთქვათ, თუ ამ პერსონაჟთა გარეგნული
პორტრეტების ხატვისას ზაირა არსენიშვილი
გრაფიკოსია, მათი სულიერი სამყაროს
გადმოცემისას, უფრო ფერმწერს ჰგავს და ამ
შემთხვევაში, აუცილებელი ფერადოვნების
მისაღწევად, ამა თუ იმ პერსონაჟის
მეტყველების თავისებურებას არცთუ
უკანასკნელი როლი აკისრია.
მაგალითად, მთხრობელის ოთხმოცდაათ წელს
მიტანებული ბებო თავს გამძლეობით,
ასკეტიზმითა და ამ თვისებათა გამო
დამსახურებულად მოპოვებული
პირდაპირობის უფლებით გვამახსოვრებს.
ამიტომაც, თუკი მწერალს უნდა რაიმე
მაღალფარდოვანი თქვას, ბებოს, ანდა
რამდენიმე მისნაირ “ავკარგიან” პერსონაჟს
ათქმევინებს; რადგან იცის, რომ ამ პერსონაჟთა
პირიდან ეს მაღალფარდოვნება უხერხულად,
უგემოვნოდ ან მით უმეტეს – შემაწუხებლად
სულაც არ აღიქმება.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ “ვა, სოფელო”
ქალური ხასიათების კონფლიქტზე აგებული
რომანია. მამაკაცი პერსონაჟები ნაწარმოებში
დატრიალებული ამბების მხოლოდ ფონს

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 5/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

ქმნიან, თავად სტატიკურნი არიან და ბიძგს


აძლევენ ქალებს, რათა იმოძრაონ, სრულად
გამოხატონ თავიანთი შინაგანი სამყარო და
საკუთარი სიმართლის დასამკვიდრებლად
გაისარჯონ. სწორედ ამ განსჯისას ჩნდება
კონფლიქტები და ქალთა ტიპებს შორის
განსხვავებაც უფრო მკაფიოდ და ხელშესახებად
იკვეთება. აქ არის ბებია ევა – მარადიულ
სიყვარულს შეწირული მეოცნებე. აქ არის ბებია
რუსუდანი – ქრისტიანული სათნოებისა და
გულმოწყალების განსახიერება; ბებია მაკა –
თავის დროზე, საყვარელი მამაკაცისაგან
უარყოფილი, მაგრამ ამის გამო, იმდენად
ამაღლებული და გაფაქიზებული, რომ
ცხოვრების ბოლოს მზადაა, იმ თავისი
უარმყოფელი კაცის ობლად დარჩენილი
შვილობილი შეიფაროს. აქ არის წმინდაო –
საროსკიპოს მხიარული მეძავი და ბოლოს და
ბოლოს, აქ არის მარო – სისხლსავსე,
“ბლომაძუძუებიანი” ქალი – ქმარ-შვილზე
“გადაგებული”, “ოჯახის მუჭუჭი”, რომელიც
როცა საშუალება მიეცემა, არც საყვარელთან
კოტრიალზე ამბობს უარს.
მიუხედავად პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს
ასეთი გრადაციისა, ისეთი შთაბეჭდილება
გრჩება, რომ ყველა ეს პერსონაჟი, არსებითად,
ერთი ქალია, ქართველი ქალი, რომელიც
სხვადასხვანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციაში
თავს სხვადასხვაგვარად, ერთმანეთისაგან
დიამეტრალურად განსხვავებული რაკურსებით
წარმოაჩენს. ამ ქალის ცხოვრებაც, სამყაროსთან
მიმართებაცა თუ ადამიანური პოზიციაც
სიყვარულზეა დამოკიდებული, ამიტომაც
რომანის მთავარი პერსონაჟი, ჩემი აზრით,
ბებია ევაა – უტრაგიკულესი ქალბატონი,
რომელმაც მეორედ გათხოვების მიუხედავად,
მთელი სიცოცხლე, შინაგანად, თავის პირველ
ქმარსა და სიყრმის სიყვარულს – გიოს
უერთგულა. თუმცა თვითონ ამ ქალბატონის
ტიპი ქართული ლიტერატურისათვის ახალი
არაა. იგი ერთის მხრივ, შეიძლება ითქვას,
ახალგაზრდა ოთარაანთ ქვრივია, მეორეს მხრივ
კი ნაირა გელაშვილის რომანის “დედის

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 6/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

ოთახის” დედას მოგვაგონებს. შემთხვევითი


არც ის უნდა იყოს, რომ სამივე ეს
ლიტერატურული გმირი, სხვადასხვაგვარი
სიყვარულით, გიოზე, გიორგიზე გახლავთ
შეყვარებული და როგორც “ოთარაანთ
ქვრივის”, ასევე “დედის ოთახისა” და “ვა,
სოფელოს” გიორგი – ტრაგიკული კაცია ტოლ-
სწორებში გამორჩეული და სწორედ ამ
რჩეულობის გამო, თავიდანვე დასაღუპავად
გამეტებული.
აღნიშნული ტექსტების გიორგებზე
შეყვარებული (უფრო სწორი იქნება თუ
ვიტყვით – გიორგების გულშემატკივარი)
ქალები, არა ამ ნაწარმოებთა დაწერის თარიღის,
არამედ ამ ქალთა ფსიქოლოგიურ-ემოციური
ასაკის მიხედვით, შეგვიძლია, პირობითად ასე
დავაჯგუფოთ: ბებია ევა (უფრო ზუსტად –
ახალგაზრდა ევა) – “დედის ოთახის” დედა და
ოთარაანთ ქვრივი. ეს ჩემი პირადი
შეხედულება თუ შთაბეჭდილება გახლავთ და
ბუნებრივია, ამ დებულების მტკიცებისას
კატეგორიული ვერ ვიქნები; სხვამ კი შეიძლება
ყველაფერი სხვაგვარად აღიქვას და შეაფასოს.
ერთი კია, მე პირადად ისიც არ მგონია
შემთხვევითი, რომ სამივე ამ ნაწარმოების
ავტორი წარმოშობით კახეთიდანაა;
ლიტერატურული ინვარიანტის შემქმნელი
მამაკაცია, ხოლო ვარიანტების მთხზველები
ქალბატონები ბრძანდებიან. ამის მიზეზი, ჩემი
ფიქრით, ის არის, რომ “ანდროგინული”
ოთარაანთ ქვრივი, სისრულისათვის, ქალური
შტრიხების დამატებას მოითხოვდა, რათა ილია
ჭავჭავაძის სიმართლე ახალი დროის
შესაფერად გაჟღერებულიყო.
სხვათა შორის, ზაირა არსენიშვილის რომანის
ერთი პერსონაჟი ამბობს, “ერთი სიმართლე არ
არსებობს და ყველა დროს თავისი სიმართლე
მოაქვს”. მე უფრო სხვაგვარად მგონია:
სიმართლე კი ერთია, მაგრამ ეს სიმართლე
სხვადასხვა დროსა და პირობებში
სხვადასხვაგვარად ხმიანებს. თუნდაც ამიტომაც
ხდება ხოლმე საჭირო კლასიკური
მემკვიდრეობის ახალი თვალით გადაკითხვა,

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 7/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

რათა ამ მემკვიდრეობამ ყველა დროში


შესაბამისი დატვირთვით “იმუშაოს”. ამავე
მიზანს ისახავს ზაირა არსენიშვილის რომანის
სათაური “ვა, სოფელო” და ამ რომანის
ცალკეული თავებისათვის ეპიგრაფად
წამძღვარებული შოთა რუსთაველის
“ვეფხისტყაოსნის” სხვა სტრიქონები. ეს
ეპიგრაფები მკითხველს, ძალაუნებურად,
“ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებსაც გაახსენებს და
იმაზეც ჩააფიქრებს, მეთორმეტე საუკუნიდან
დღემდე რა შეიცვალა ქართველის ბუნებაში.
აღნიშნული ეპიგრაფებიდან, რასაკვირველია,
ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიგრაფი, რომელიც
წინ უძღვის მთლიან რომანს: “ვაქებ ჭკუასა
ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან”. არსებითად,
“ვა, სოფელო” არის წიგნი ურჩი ბრძენკაცების
შესახებ, რომელთაც არ შეუძლიათ უკრიტიკოდ
მიიღონ არსებული სინამდვილე და არ იღვაწონ
ამ სინამდვილის შემოქმედებითი
ათვისებისათვის. სწორედ აქედან იღებს
სათავეს ის ტრაგიზმიც, რაც ნიშანდობლივია ამ
რომანის თითქმის ყველა გმირისა და ასე
განსაჯეთ – თვით ისეთი მიწიერი
პერსონაჟისათვისაც კი, როგორიც მაროა. მაროც
ეურჩება თავის დედამთილს – ევას და თავისი
ინტელექტისა თუ სულიერების შესაბამისად,
ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამკვიდროს.
მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რა არის
ჭეშმარიტება? რას ვეურჩებით და საჭიროა თუ
არა ურჩობა? – ამ კითხვაზე ცალსახა,
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
თუმცა, მეორეს მხრივ, დიდი ლიტერატურა და
მათ შორის ზაირა არსენიშვილის რომანიც
ცდილობს, აღნიშნული თემების თავისებური
ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს. ამ ორი
საწყისის, ანუ ევას – ამაღლებული, ღვთაებრივი
ხატისა და მაროს – მიწიერი, ვნებიანი, ხარბი
მდედრის თანაარსებობა ქალის არსებაში და
მათ შორის მიმდინარე კონფლიქტი კი ქმნის
ქალის მდიდარ, წინააღმდეგობებით აღსავსე
სამყაროს, რომლის სრულყოფილად
გამოხატვის ყოველგვარი მცდელობა
უშედეგოდ ჩაივლის და თავიდანვე

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 8/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

მარცხისთვის იქნება განწირული; რადგან


ყველა დროის შესაბამისად, ამ სამყაროს
შტრიხები – ევა ბებიას ზურმუხტის საყურეთა
წახნაგებივით – სხვადასხვაგვარად ელვარებენ.
თქვენ კი მხოლოდ ის რომ წაგაკითხათ,
როგორი ოსტატობით აღწერს ზაირა
არსენიშვილი თუნდაც მხოლოდ ევა ბებიას ამ
ზურმუხტის საყურეებს, კიდევ ერთხელ
ირწმუნებდით სასწაულს, რომელიც ნიჭიერი
მწერლის კალამს შეუძლია მოახდინოს.
მე საგანგებოდ რომანის მხატვრულ სივრცეზე
ვისაუბრე და არაფერი მითქვამს მის
კონკრეტულ დროზე, რომელიც ბოლშევიკურ-
კომუნისტური მმართველობის პერიოდსა და ამ
პერიოდის რეპრესიებს მოიცავს.
რასაკვირველია, ეს კონკრეტიკა
მნიშვნელოვანია და ეგებ, სწორედ ესეც იყო
ბიძგი, რამაც ზაირა არსენიშვილს “ვა, სოფელო”
დააწერინა, მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა,
რომანის მნიშვნელობა მხოლოდ ბოლშევიკური
რეპრესიების თუნდაც ძალზე მაღალმხატვრულ
აღწერამდე დაგვეყვანა. პირიქით, ჩემი აზრით,
მწერალი სწორედ იმიტომ იმარჯვებს, რომ
ბოლშევიკურ რეპრესიებს გოლგოთის
მისტერიის მეტაფიზიკურ გაგრძელებად
მოიაზრებს და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს
რეპრესიები ჯერაც არ დასრულებულა,
გრძელდება და გრძელდება ყველგან, სადაც კი
სუსტისა და დაუცველის უფლება ილახება.
ამ მხრივ, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ზაირა
არსენიშვილმა თავისივე გამოგონილი (იქნებ,
სულაც რეალური) ბებია რუსუდანის ანდერძი
პირნათლად შეასრულა, რადგანაც იცოდა, რომ
“ტანჯვის გრდემლზე იკვერება სიხარული”.

© “წიგნები – 24 საათი”

Like Share 23 people like this. Be the first of your friend

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 9/10
4/19/2020 ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო… – არილი

0 Comments

Add a comment...

Facebook Comments Plugin

By komisia View 0 Comments

0 Comments

Add a comment...

Facebook Comments Plugin

Savona Theme by Optima Themes

arilimag.ge/ზაირა-არსენიშვილი-ვა-სო/ 10/10

You might also like