თეორიები საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობასთან დაკავშირებით,

არსებობს რამდენიმე თეორია. ესენია: სახელშეკრულებო,


საპროცესო და შერეული თეორია.
სახელშეკრულებო თეორიის მიხედვით, ნამდვილ საარბიტრაჟო შეთანხმებას აქვს მხოლოდ
სახელშეკრულებო ხასიათი და შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაც
სახელშეკრულებო ხასიათისაა. სახელშეკრულებო თეორია იყოფა ორ მიმართულებად,
კლასიკურ სახელშეკრულებო და თანამედროვე სახელშეკრულებო თეორიებად.

კლასიკური სახელშეკრულებო თეორიის მიხედვით, როგორც საარბიტრაჟო შეთანხმება,


ასევე არბიტრაჟი მთლიანობაში წარმოადგენს კონტრაქტს, რომელიც ფორმდება და
ხორციელდება არბიტრების, როგორც მხარეთა წარმომადგენელი აგენტების მიერ. ამ
მოსაზრების მიხედვით, ნამდვილი საარბიტრაჟო შეთანხმება არბიტრებს ანიჭებს
ძალაუფლებას, აწარმოონ საარბიტრაჟო განხილვა, სადაც ისინი მოქმედებენ როგორც
მხარეთა წარმომადგენლები. შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ისევე როგორც
საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმება და მიღება, თავად მხარეთა მიერ ხდება. ამასთან,
არბიტრები არ არიან მოსამართლეები, რადგან ისინი არ ახორციელებენ არანაირ საჯარო
ფუნქციას და არ იყენებენ არანაირ სახელმწიფო ძალაუფლებას. კლასიკური თეორია
ბევრჯერ იქნა გაკრიტიკებული. მაგალითად, იმ მიზეზით, რომ არბიტრი არ შეიძლება იყოს
მხარის წარმომადგენელი და დავა არ შეიძლება გადაწყდეს თავად მხარეთა მიერ. კრიტიკის
მეორე მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მხარის მიერ არბიტრის დანიშვნის მიუხედავად,
საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, არბიტრაჟს აქვს ვალდებულება გამოიტანოს
მიუკერძოებელი გადაწყვეტილება.

თანამედროვე სახელშეკრულებო თეორია მისი შინაარსით და სამართლებრივი ბუნებით


არბიტრაჟს არსებითად განიხილავს კერძო სამართლებრივი კუთხით. კერძოდ, ნამდვილი
საარბიტრაჟო შეთანხმება კერძო ინდივიდებს ანიჭებს კერძო არჩევანს დავის განხილვასთან
დაკავშირებით. ეს თეორია აძლიერებს საარბიტრაჟო ინსტიტუტის კერძოსამართლებრივ
ხასიათს და აღიარებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს კონტრაქტს, საიდანაც
არბიტრი იღებს ყველანაირ ძალაუფლებას დავის განხილვასთან და გადაწყვეტასთან
დაკავშირებით. სახელშეკრულებო თეორიის ამ მიმართულებამ აღიარა საარბიტრაჟო
შეთანხმებით არბიტრების დამოუკიდებელი მოქმედების და მათ მიერ მიუკერძოებელი
გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება

საპროცესო სამართლებრივი თეორიაში გამოიყოფა ორი თეორია : სასამართლო საპროცესო


და დელეგირების საპროცესო თეორია.

სასამართლო საპროცესო თეორიიის მიხედვით, ნამდვილი საარბიტრაჟო შეთანხმება


არბიტრს ანიჭებს მოსამართლის უფლებამოსილებას და შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ
ნაწარმოებ განხილვას სასამართლო პროცესად მიიჩნევს.
დელეგირების საპროცესო თეორიის მიხედვით, არბიტრაჟს ძალაუფლებას უფრო მეტად
ანიჭებს სახელმწიფო, ვიდრე საარბიტრაჟო შეთანხმება. განსხვავებით სასამართლო
საპროცესო თეორიისაგან, ეს თეორია არბიტრს განიხლავს როგორც საჯარო ფუნქციის
დროებით შემსრულებელ მოსამართლეს და აცხადებს, რომ სახელმწიფო არბიტრზე ახდენს
პროცესის წარმოების უფლების დელეგირებას და უწესებს მოქმედების შესაბამის ჩარჩოებს.

შერეული, იგივე ჰიბრიდული თეორიის მიხედვით, ნამდვილი საარბიტრაჟო შეთანხმება


შეიცავს ორივე, როგორც სახელშეკრულებო, ასევე საპროცესო ელემენტებს. მოცემული
თეორიის მიხედვით, არბიტრი არ ახორციელებს საჯარო ფუნქციას და ამასთან, არც
არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ არის კონტრაქტი. არბიტრაჟზე შეთანხმებით მხარეები
ქმნიან კერძო ხასიათის მართლმსაჯულებას და აწესებენ მის ფარგლებს. საარბიტრაჟო
შეთანხმების გაფორმებით მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი არ მიდიან
სასამართლოში.შერეული თეორიის არგუმენტი, რომ ნამდვილი საარბიტრაჟო შეთანხმება
შედგება ორივე, სახელშეკრულებო და საპროცესო ელემენტებისაგან, გამომდინარეობს იმ
ფაქტიდან, რომ არბიტრაჟს აქვს საპროცესო და სახელშეკრულებო რეგულაცია. პირველ
რიგში, არბიტრაჟში, ისევე როგორც სასამართლოში დავა წყდება დამოუკიდებელი მესამე
პირის მიერ, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვტილებას. მეორე მხრივ კი, არბიტრი ისევე
როგორც საარბიტრაჟო წარმოება ზოგადად, დამოკიდებულია მხარეთა შორის შეთანხმებაზე.
აღნიშნული თეორიის გამოყენების შედეგად, საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა
განისაზღვრება საპროცესო და მატერიალური სამართლის მიხედვით, ერთობლივად -
პირველი ადგენს ფორმის მოთხოვნებს, მეორე - მისი გაფორმების საკითხებს. როგორც ერთ-
ერთი გადაწყვეტილებაში არსებული ჩნაწერიდან ირკვევა, საქართველოს სასამართლოებიც
მსგავს მიდგომას იზიაებენ; გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება
ეს არის კერძო სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის
შესახებ.

You might also like