15. ადამიანის ძირითადი უფლებები

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 7

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი
სილაბუსი

სასწავლო კუსის დასახელება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

სასწავლო კუსის კოდი Law B 106


სასწავლო კურსისი სტატუსი იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრიატი, II სემესტრი,
სავალდებულო საგნი

ECTS - სასწავლო კურსის 6 კრედიტი, საათების საერთო რაოდენობა 150სთ, აქედან


კრედიტები საკონტაქო: 30 სთ. ლექცია, 30 სთ. ჯგუფში მუშაობა, 2 სთ.
შუალედური შეფასება, 3 სთ. ფინალური შეფასება. სულ -65
სთ.
დამოუკიდებელი მუშაობისთვის: სხვადასხვა სახის
ინფორმაციის მოძიება, მასალის დამუშავება, 30სთ. წერითი და
ზეპირი საშინაო დავალებების შესრულება, პრეზენტაციების
მომზადება – 30სთ. შუალედური შეფასებისთვის მომზადება
-10 სთ. ფინალური გამოცდისათვის მომზადება - 15 სთ. სულ
85 სთ. საათების რაოდენობა კვირაში - 4 სთ.

სასწავლო კურსის ფორმატი კვირაში - 2 სთ. ლექცია, 2 სთ. ჯგუფში მუშაობა


ლექტორი ქართლოს ფრიდონაშვილი, ასოცირებული პროფესორი,
იურიდიული ფაკულტეტი
ტელ: 595 50 85 99; e-mail: k.pridonasvili@gmail.com
კონსულტაციის დრო და ადგილი: საჯარო სამართლის
მიმართულება (ოთახი 406) ხუთშაბათი 12-16სთ.მდე
სასწავლო კურსისი მიზანი საგნის შესწავლის მიზანს წარმოადგენს, სახელმწიფოსა და
პიროვნების სამართლებრივი ურთიერთობის სიღრმისეული
შესწავლა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
რაკურსით. წარმოდგენილ საგანში განხილულია ადამიანის
უფლებათა წარმოშობის ისტორია, ადამიანის უფლებათა შესახებ
მსოფლიოში შექმნილი კონსტიტუციები და დეკლარაციები,
საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის
ძირითადი უფლებების, როგორც ხალხისა და სახელმწიფო
ხელისუფლების შემზღუდავი უშუალოდ მოქმედი სამართლის
მნიშვნელობა, ძირითადი უფლებების ცნება, კატეგორიები, მათი
გამოყენების უფლებამოსილების მქონე ფიზიკური და
იურიდიული პირები, აგრეთვე ყოველი კონკრეტული
ძირითადი უფლების ცნება, შინაარსი, მის მიერ დაცული სფერო,
შესაძლებელი შეზღუდვის ფარგლები და ამ შეზღუდვის
კონსტიტუციურ–სამართლებრივი საფუძვლები. კურსის
მიზანია სტუდენტმა შეძლოს წერილობითი და ზეპირი
კომუნიკაცია. სასწავლო კურსის განხილვის შემდეგ სტუდენტი
დარწმუნდება ღირებულებებისა და პრინციპების
სამართლიანობაში.
სასწავლო კურსის შესწავლის საგნის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს კონსტიტუციური
წინაპირობები (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი
სასწავლო კურსის შინაარსი იხილეთ დანართი
სავალდებულო ლიტერატურა 1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები,
თბილისი, 2003 წ.
2. ლევან იზორია, კონტანტინე კუბლაშვილი, გიორგი
ხუბუა, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები,
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი,
თბილისი, 2005 წ.
3. არჩილ ლორია - ფილაცია და ნატურალიზაცია
საქართველოში მოქალაქეობის საკითხებში. თბ.2009წ
აღნიშნული ლიტერატურა ხელმისაწვდომია სსიპ სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, აგრეთვე -
ლექტორის პირად ბიბლიოთეკაში
დამატებითი ლიტერატურა 1.პაატა ცნობილაძე, საქართველოს კონტიტუციური
სამართალი, ტ. I, თბილისი, 2005 წ.
2.მაკა კვაჭაძე, ნათია ჩერქეზიშვილი, ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართალი, თბილის, 2005 წ.
4. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი,
ხელშეკრულებები, პაქტები, კონვენციები, თბილისი, 2005
წ.
5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
განაჩენთა კრებული, ხუთ წიგნად, ევროპის საბჭო, 2008 წ.
6. ტესტების კრებული - კონსტიტუციურ სამართალში და
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში. თბ.
7. ევა გოცირიძე - გამოხატვის თავისუფლება
ღირებულებათა კონფლიქტში. თბ.2008წ
ცოდნა და გაცნობიერება
ა) საგნის გავლის შემდეგ სტუდენტმა სიღრმისეულად იცის:
ძირითადი უფლებების ისტორიული განვითარება;
ძირითადი უფლებების ცნება და სახეები;
ძირითად უფლებათა მფლობელი სუბიექტები;
ძირითადი უფლებების სტრუქტურა;
პირადი უფლებები და თავისუფლებები;
პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები;
სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები;
საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური მოვალეობები;
სწავლის შედეგები საპროცესო ძირითადი უფლებები.
ბ) შეუძლია გააცნობიეროს:
ადამიანის ძირითადი უფლებების არსი და მნიშვნელობა;
საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის
ძირითადი უფლებების, როგორც ხალხისა და სახელმწიფო
ხელისუფლების შემზღუდავი უშუალოდ მოქმედი სამართლის
მნიშვნელობა;
ყოველი კონკრეტული ძირითადი უფლების ცნება, შინაარსი, მის
მიერ დაცული სფერო, შესაძლებელი შეზღუდვის ფარგლები და
ამ შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება\პრაქტიკული უნარები
საგნის გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
სახელმწიფოსა და პიროვნების სამართლებრივი ურთიერთობის
ანალიზი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რაკურსით;
ადამიანის ცალკეული უფლებებისა და თავისუფლების
დაცული სფეროს განსაზღვრა;
დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი
საფუძვლების ჩამოყალიბება;
თუ როგორ დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები. შეუძლია
სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი
გადაწყვეტისათვის ნორმატიული მასალის მოძიება და
გამოყენება.
დასკვნის გაკეთების უნარი
სტუდენტს შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეუძლია
სამართლებრივი პორბლემების მრავალმხრივი ხედვისა და
ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.
დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბება. პროფესიული
თვალსაზრისით, გაითავისა სასწავლო დისციპლინა.
კომუნიკაციის უნარი
სასწავლო კურსის ჯეროვნად შესწავლის შემდეგ სტუდენტს
გამოუმუშავდა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ინტერენეტ
რესურსებიდან ინფორმაციის მიღების უნარი, აქვს ზეპირი
კომუნიკაციის უნარი მშობლიურ და უცხოურ ენებზე
იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
სწავლის უნარი
სასწავლო კურსის სათანადო ათვისების შემდეგ სტუდენტს
შეუძლია სასწავლო დისციპლინაში შემავალ საკითხთა
გააზრება, საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის
მუდმივად განახლების უნარი.
ღირებულებები
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
სასწავლო კურსი მოიცავს ღირებულებათა მთელ სისტემას.
მოცემული სასწავლო კურსით სტუდენტი დარწმუნდა
განხილული ღირებულებებისა და პრინციპების
სამართლიანობაში და გამოუმუშავდა უნარი გონივრულად
შეაფასოს სხვების დამოკიდებულება განხილული
ღირებულების მიმართ.
სწავლებისა და სწავლის სალექციო კურსის თეორიული მასალა ინტერაქტიური
მეთოდები სწავლების ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობა. დისციპლინის
შესწავლისას ვიყენებთ სწავლების სხვადასხვა მეთოდს. კერძოდ:
დისკუსია/დებატები - ინტერაქტიული სწავლების ერთი-ერთი
ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი
მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და
აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს
მოთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.
ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
- სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი
საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც
სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან
კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისკენ არის
მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი
მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.
- სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი
საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად
ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ
პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს
ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
- საწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო
მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად
დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლემების შიგნით
არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
- სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას,
ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის
შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც
მთელის დანახვის უნარის განვითარებას. .ახსნა-განმარტებითი
მეთოდი - ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ.
პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული
მაგალითი, რომლის დაწვრილებითი განხილვაც ვხდება
მოცემული თემის ფარგლებში.
შეფასების კრიტერიუმები ცოდნის შემოწმება და შეფასება ხდება ჯგუფში მუშაობით,
შუალედური და ფინალური გამოცდით. სულ 100 ქულა.
I. აქტივობა _ 30 ქულა;
II. შუალედური გამოცდა _ 30 ქულა;
III. ფინალური გამოცდა _ 40 ქულა.
აქტივობა - გულისხმობს ცალკეული თემების ზეპირ
პრეზენტაციას, სათანადო ლიტერატურის დამუშავებას და მის
ანალიზს. სტუდენტის ყოველკვირეული შეფასებაა 2 ქულა.
2.0 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი
(მოხსენება) სრულყოფილია, სამართლებრივად
დასაბუთებულია და სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და
კარგად ერკვევა პრობლემურ საკითხში.
1.5 - 1.0 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, იცნობს
პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს
იგი და პასუხი (მოხსენება) საკმარისად სრულყოფილი არ არის.
0.5 ქულა - სტუდენტი კარგად მომზადებული არ არის.
მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ გააზრებული
არ აქვს იგი და პასუხი (მოხსენება) სრულყოფილი არ არის.
0 ქულა - სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია.

შუალედური გამოცდა: შედგება 2 კომპონენტისაგან: ტესტი და


ღია კითხვა. 20 ტესტი, სწორი პასუხი ტესტზე შეფასდება 1
ქულით. თითოეულ ღია კითხვაზე სწორი პასუხი შეფასდება 2
ქულით, სულ 5 ღია კითხვა.
სტუდენტის ფინალურ გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა მის
მიერ სემესტრის განმავლობაში სულ მცირე 11 ქულის
მოგროვება.
ფინალური გამოცდა: შედგება 2 კომპონენტისაგან: ტესტი და
ღია კითხვა. თითოეული ტესტის სწორი პასუხი შეფასდება 1
ქულით. სულ 30 ტესტი. თითოეულ ღია კითხვაზე სწორი
პასუხი შეფასდება 2 ქულით, სულ 5 ღია კითხვა.
ღია კითხვის შეფასება:
2.0 ქულა - სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი
სრულყოფილია, სამართლებრივად დასაბუთებულია და
სწორია. სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა
პრობლემურ საკითხში.
1.5 - 1.0 ქულა - სტუდენტი მომზადებულია, იცნობს
პრობლემურ საკითხს, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ აქვს
იგი და პასუხი საკმარისად სრულყოფილი არ არის.
0.5 ქულა - სტუდენტი კარგად მომზადებული არ არის.
მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს, მაგრამ გააზრებული
არ აქვს იგი და პასუხი სრულყოფილი არ არის.
0 ქულა - პასუხი არასწორია.

შეფასების სისტემა უშვებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – 91-100ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი _ 81-90 ქულა;
ა.გ) (ჩ) კარგი – 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – 51-60 ქულა;
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება.
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დანართი 1

№ ადამიანის ძირითადი უფლებები


1 სახელმწიფო და საჯარო სამართალი; ძირითადი უფლებების ისტორიული განვითარება.
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. 1-6 გვ.26-38 გვ.

ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. (დისკუსია, მოსმენილის ათვისების უნარის წარმოჩენა)
2 ძირითად უფლებათა ცნება და სახეები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ.38-46
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
3 ძირითადი უფლებებით სახელმ-წიფოს ბოჭვა; ძირითად უფლებათა შეზღუდვის
საფუძვლები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ.46-55
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
4 ძირითად უფლებათა მფლობელი სუბიექტები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. 55-69

ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
5 ძირითადი უფლებების სტრუქტურა
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ.69-85
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
6 პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებალიტერატურა
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ.92-122
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
7 სიცოცხლის უფლება; პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა; ფიზი-კური
ხელშეუხებლობის უფლება; ადამიანის თავისუფლება.
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ .85-92 ;123-136
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
8 შუალედური გამოცდა - 2 სთ
9 რწმენის აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ.136-145
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
10 პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფ-ლებები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ154-167
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
11 საკუთრების უფლება
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ. 167-174
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
12 აზრის თავისუფლება
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ 206-232
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
13 ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფ-ლება
ლიტერატურა:
1.კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ 245-263

ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
14 შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და
პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის ძირითადი უფლება
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ 299-317
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
15 თანასწორობის ძირითადი უფლებები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ 317-331
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
16 საპროცესო ძირითადი უფლებები
ლიტერატურა:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003 წ. გვ335-347
ლექ. 2სთ
ჯგუფ. მუშ–2სთ. ზეპირი გამოკითხვა, დისკუსია
17- ფინალური გამოცდა - 3 სთ
19
20- ფინალური გამოცდის გადაბარება
21

სილაბუსის ავტორი, ასოც. პროფ. ქართლოს ფრიდონაშვილი

You might also like