Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სულხან-საბა ორბელიანი „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“ ანალიზი

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“ სიკეთის


უსაზღვროების თემას ეხება. ამ იგავ-არაკს ყვება ერთ-ერთი პერსონაჟი, ლეონი, იმის
დასამტკიცებლად, რომ არსებობს უსაზღვრო სიკეთე და ადამიანი, ადამიანს სიკეთეს
ყოველთვის გადაუხდის. ეს იგავ-არაკი ეხება მეფუნდუკეს, რომელიც სხვა
ადამიანთაგან გამოირჩევამ ერთი საოცარი თვისებით, უსაზღვრო სიკეთით, მას
ძალიან უყვარს თავისი მოყვარე. მეფუნუკის გარდა, ასევე იკვეთება მეორე მთავარი
პერსონაჟიც, ეს არის დიდვაჭარი. მეფუნდუკის შვილი კეთრით იყო დაავადებული,
ხოლო მამას შეეშინდა, რომ ამის გამო დიდვაჭარს არ შეძულებოდა იქ ყოფნა და იქ
ყოფნის მანძლზე არ გაჩენოდა დამატებითი საფიქრალი, რაც დიდ წინდახედულობით
და ადამიანთა სიყვარულით იყო გამოწვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ვერ
გაიგო მისმა შვილმა, რომელმაც, განაწყენებულმა გადაწყვიტა რომ მამამისი
დაეტოვებინა და ქარავნის წასვლის შემდეგ მალევე დატოვა ფუნდუკი და მალევე
დაეწია დიდვაჭრის ქარავანს, რომელსაც გაესაუბრა. მას შემდეგ , რაც დიდვაჭარმა
გაარკვია მისი ვინაობა მიხვდა მეფუნდუკის საქციელს და გადაწყვიტა სიკეთისთვის
სიკეთითვე ეპასუხადა მის შვილს პირობა მისცა, რომ თუ კი საშუალება იქნებოდა მას
უმკურნალებდა და ამისთვის არაფერს დაიშურებდა. მან შვილი მოეკლანდა
განკურმნა მეფუნდუკის კეთროვანი შვილი. დიდვაჭარმა მეფუნდუკის გამო გაწირა
საკუთარიშვილი, ეს იგივე რაც გაწირო საკუთარი მომავალი , ეს ფაქტობრივად
თვითმკვლელობის ტოლფასია. მან სხვისი სიცოცხლის ფასად საკუთარი შვილის
სიცოცხლე შეწირა. ყოველივე ამის შემდეგ ერთადერთი რაც მას ეტყობოდა , იყო
ოქროს სალტეს მსგავსი რაღაც ყელზ,ეს იყო მისი ნამოქმედარის შედეგი. ამ იგავ
არაკში არის მოთხრობილი უსაზღვრო სიკეთე, სიკეთე, რომელსაც შეუძლია სიკვდილი
სიცოცხლედ გარდაქმნას.

სულხან-საბა ორბელიანის გადაწყვეტილებაში აბრაამის ბიბლიური მოთხრობის


სულისკვეთება იგრძნობა.

You might also like