Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ოიდიპოსი

თებეს მითიური გმირი ოიდიპოსი იყო მეფე ლაიოსისა და იოკასტეს ძე, რომელმაც
გაუცნობიერებლად საკუთარი მამა მოკლა და დედაზე იქორწინა. იგი განასახიერებს
ტრაგიკულ გმირს. მისი სახელი "ოიდიპოსი" ძველ ბერძნულად ,,ფეხებშეკრულს’’ ნიშნავს.
ახალშობილი ოიდიპოსი სწორედ ფეხებშეკრული ჩააგდეს ხრამში, საიდანაც მსახურმა
ამოიყვანა და კორინთოს უშვილო მეფე-დედოფალს მიაბარა აღსაზრდელად.

ოიდიპოსზე, როგორც თებეს მისტიკურ მეფეზე ცნობები არა მხოლოდ სოფოკლესგან,


არამედ ჰომეროსისგანაც ვიგებთ. ,,ილიადაშიც’’ და ,,ოდისეაშიც’’ იგი ახსენებს ოიდიპოსს.
სოფოკლეს ტრაგედია ,,ოიდიპოს მეფე’’ საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს
აქტუალობას. სოფოკლე მთავარი გმირის, ოიდიპოსის ბედის წარმოჩენით გვანახებს, რომ
შესაძლებელია ერთ წუთში ბედნიერება უბედურებით იცვლება და რომ ბედისწერა
დაუნდობელია, რაც არ უნდა ძლიერი იყოს პიროვნება, განგების ძალას ვერ აღუდგება წინ.
ის იძულებულია დამორჩილდეს მას და მარიონეტი იყოს ამ ცხოვრებისა. ჯერ კიდევ, მთელ
რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იდგმება სპექტაკლები ,,ოიდიპოს მეფე’’-ზე, რაც
იმას ნიშნავს, რომ სოფოკლემ ანტიკურ პერიოდში უკვდავი პერსონაჟი შექმნა.

ოიდიპოსი ერთადერთია, რომელმაც შეძლო ამოეხსნა საშინელი სფინქსის ამოცანა,


რომელიც ვერავის ამოეხსნა. სფინქსი თებეს დარაჯობდა, მისი ამოცანის ამოხსნისა და
დამარცხების შემდეგ თებელებმა ახლად დაღუპული მეფის ულამაზესი ქვრივი და სამეფო
ტახტი შესთავაზეს გმირ ოიდიპოსს, რაც ნაწარმოებში არ არის ნახსენები, რადგან იგი იწყება
იქიდან, როცა ოიდიპოსი უკვე გამეფებულია და პასუხისმგებლიანად ხელმძღვანელობს.

თებეს მეფე ყოველთვის ღია და უშუალოა, იგი არაფერს მალავს თანამოქალაქეებისგან და


ფიქრობს, რომ ყველაფერი საჯარო უნდა იყოს. რისი ნათელი მაგალითია ეპიზოდი
ტექსტიდან, როცა ოიდიპოსის მიერ დელფოსში გაგზავნილი კრეონტი უკან ბრუნდება და
მეფისთვის ამბის თქმას განიზრახავს განცალკევებით, ოიდიპოსი პასუხობს, რომ ხალხისგან
დასამალი არაფერი აქვს და შეუძლია იქვე მოახსენოს ყველაფერი. იგი არის მზრუნველი
ხელმწიფე, მოსიყვარულე ქმარი და მამა, რადგან იგი ინტერესდება მათი დარდით და
ცდილობს მათი ყველა პრობლემის მოგვარებას. მას გულთან ახლოს მიაქვს თანამოქალაქეთა
დარდი. ოიდიპოსი მაქსიმალურად ცდილობს იყოს ღირსეული მონარქი, როგორიც ხალხს
ეყვარება და როგორსაც ისინი დააფასებენ. იგი აგრეთვე წინმჭვრეტელია, მან ხალხის
თხოვნამდე გაგზავნა ცოლის ძმა კრეონტი დელფოსში რათა გაერკვია თუ როგორ
გადაერჩინა მისი სამფლობელო. მისი მიზანია შეასრულოს თავისი ღვაწლი მოსახლეობის
წინაშე და იპოვოს მეფე ლაიოსის მკვლელი. მისი გონება მას წარმატებულ ლიდერად აქცევს,
იმისდამიუხედავად, რომ ოიდიპოსი შეცდომას უშვებს, თუმცა საერთო ჯამში ის გმირია.
ტექსტში იკვეთება მისი სიტყვის შემსრულებლობა, როცა იგი ტოვებს კორინთოს, რადგანაც
არ უნდა, რომ სასტიკი წინასწარმეტყველება ასრულებულიყო.

ყველა ზემოთხსენებულისგან განსხვავებით ოიდიპოსს ცუდი მხარეც აქვს, რადგან იგი


ხშირად დგამს დაუფიქრებელ ნაბიჯებს ცხელ გულზე და გზად შემხვედრ ადამიანს
სასტიკად უსწორდება, ამის მაგალითია როდესაც იგი კლავს გზაზე მიმავალ მეფეს.

ის არის პერსონაჟი, რომლის მიმართაც სიბრალულის განცდა აღიძვრება და ნაწარმოების


წაკითხვის შემდეგ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ოიდიპოსის მსგავსი ტრაგიკული პერსონაჟი
უარყოფითად შეფასდეს, რადგან მის მრავალ სიტყვაში იგრძნობა სინანულის გრძნობა და
აგრეთვე იგი ყველა ცოდვის გამოსწორებას ცდილობს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ
ჩაუდენია. იგი ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული პერსონაჟია და ყველაფერს კარგავს
გარდა სიძლიერისა.

ოიდიპოსი თავისი ცოდვებისთვის ითხოვს, რომ იგი ან მოკლან ან შეიძულონ და


გადაასახლონ. ვერ პატიობს საკუთარ თავს იმას, რაც ჩაიდინა და თვალებს ითხრის შემდეგ
კი ამბობს: ,,მე დავიბრმავე თვალები ჩემივე ხელით, რადგან რად მინდა თვალის სინათლე,
თუკი თვალხილულს არაფერი მინახავს ტკბილი?!". იგი იმდენად გაამწარა სიმართლის
მოსმენამ, რომ აუტანელი ტკივილიც კი აიტანა და სამუდამოდ გამოეთხოვა თვალის
სინათლეს, თვალებდაბრმავებული ოიდიპოსი, რომელსაც სისხლი ნიკაპზე წვიმად
ჩამოსდიოდა ამბობდა: ,,დაე არასდროს იხილონ რაც არ ხამს ხილვად და რაც თვითონ სურთ,
ნურასოდეს ეხილოთ მეტად.’’ შესაძლებელია, რომ ყოველივე ეს არ მომხდარიყო თუ მეფე
ლაოსი და დედოფალი იოკასტე ოიდიპოსს თავიდან არ მოიშორებდნენ. მისი სხვის ხელში
აღმოჩენით ოიდიპოსი შეეცადა მშობლები დაეცვა ფიქტიური აღმზრდელებისგან. ამიტო
ვფიქრობ, რომ მისი დადანაშაულება არასწორია, რადგან იგი ვერ იაზრებდა თავის არასწორ
ნაბიჯებს.
ვფიქრობ, რომ ის ვინც ამ ნაწარმოებს წაიკითხავს აუცილებლად დაფიქრდება საკუთარ
ბედსა და ცხოვრებაზე, რადგან ეს ნაწარმოები შეიძლება ცხოვრების მასწავლებლად
ჩავთვალოთ.

ნანა ნიჟარაძე

You might also like