Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ადამიანების უმეტესობა სიმდიდრის გაგონებაზე წარმოიდგენს ბევრ ფულს ,

იახტებს, თვითმფრინავებს და სხვა მატერიალურ სიმდიდრეებს. თუმცა, იმისთვის,


რომ კარგად ჩავწვდეთ ეკონომიკის არსს, აუცილებელია შევთანხმდეთ იმაზე, რომ
სიმდიდრე არის არა ნივთებში, არამედ ქმედებაში და ადამიანი თვითონ ქმნის მას.
წარმოიდგინეთ, 1912 წლის 15 აპრილი, როდესაც ტიტანიკი ჩაიძირა. ბორტზე
მყოფი ადამიანებისთვის იმ მომენტში ბევრად ღირებული იყო სამაშველო ნავები
და სამაშველო რგოლები, ვიდრე მთელი სამყაროს სიმდიდრე ერთად აღებული.
ან თუნდაც წარმოიდგინეთ კომბლე, რომელსაც ცხვრების გაყიდვა არ უღირდა,
რადგან მისთვის და ბატონისთვის მოცემული ცხვრები ერთიდაიგივე
ღირებულებას და სიმდიდრეს არ წარმოადგენდა. რომ შევაჯამოთ, სიმდიდრე
არის ის, რასაც ადამიანები აფასებენ.
ასევე აუცილებელია, რომ სიმდიდრე გავყოთ ორად - მატერიალურად და
არამატერიალურად. მატერიალური სიმდიდრე ესაა ყველაფერი ის, რასაც
შესძლებელია ხელით შევეხოთ, ხოლო არამატერიალური სიმდიდრე ესაა
ყველაფერი ის, რასაც ხელით ვერ შევეხებით, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი
მისი ოდენობის გაზრდისკენ მიისწრაფვის. მაგალითად, ჯანმრთელობა
არამატერიალური სიმდიდრეა. ან თუნდაც დაფასება, რისთვისაც დედამიწაზე
უამრავი ადამიანი მრავალ მსხვერპლს იღებს, რისი მაგალითიცაა ნობელის
პრემია, ოქროს გლობუსის დაჯილდოება და სხვა მსგავსი აქტივობები.
ეკონომიკა, როგორც მეცნიერება მიმართულია სიმდიდრის გაზრდისკენ.

You might also like