ინსტრუქცია sabakalavro 2019

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 5

ინსტრუქცია

მოსახლეობის გეოგრაფიაში საბაკალავრო ნაშრომის შესრულების შესახებ

2018-19 სასწავლო წელს საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობის


სტუდენტები საბაკალავრო ნაშრომს შეასრულებენ მოსახლეობის
გეოგრაფიაში. დასაშვებია საბაკალავრო ნაშრომის სხვა თემაზე შესრულება
მიმართულების ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე.
ნაშრომის მოცულობა: კომპიუტერზე ნაბეჭდი არანაკლებ 17 გვერდი
(რუკების და დიაგრამების გარდა); ფონტი 12 ( სილფაენი), ინტერვალი 1,5.

საბაკალავრო ნაშრომის შინაარსი:


შესავალი (1-2 აბზაცი) – 2 ქულა
ზოგადი ცნობები ქვეყნის შესახებ: მდებარეობა, ტერიტორია,
საზღვრები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე.

1. მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა (3-4


გვერდი) - 13 ქულა
• მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის ისტორიული მიმოხილვა
(როგორც მინიმუმ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში).
• მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის თანამედროვე ტენდენციები:
მოსახლეობის მატება (კლება) აბსოლუტურ ციფრებში და %-ში. გამოითვალეთ
მოსახლეობის მთლიანი და საშუალო წლიური მატების ტემპი 1980-1985
წლებში და 2010-2015 წლებში.
• მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დახასიათება: ისტორიული
მიმოხილვა და თანამედროვე ტენდენციები. შეადარეთ ერთმანეთს ქვეყნის
ბუნებრივი მოძრაობის და მისი კომპონენტების (შობადობა, სიკვდილიანობა)
მაჩვენებლები XX საუკუნის 80-იან წლებში და 2010-15 წლებში.
• ბუნებრივი მოძრაობაზე მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული ფაქტორები.
• შეაფასეთ დემოგრაფიული გადასვლის რომელ ფაზაში იმყოფება
მოცემული ქვეყანა.

2. მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა (2-3 გვერდი) – 8 ქულა


• მიგრაციების ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვე ტენდენციები.
• შიდა მიგრაციების დახასიათება (ასეთი ინფორმაციის არსებობის
სემთხვევაში).
• საგარეო მიგრაციები. ერთმანეთს შეადარეთ მიგრაციის სალდო 1980-85
და 2010-15 წლებში.
2

• იმიგრაციის ან ემიგრაციის ძირითადი გეოგრაფიული მიმართულებები


და მასშტაბი. შრომითი მიგრაციების ძირითადი ფორმები.

3. დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსახლეობის დინამიკის


პროგნოზირება (1-2 გვერდი) – 5 ქულა
• აჩვენეთ რა სახის დემოგრაფიული პოლიტიკა მოქმედებს ქვეყანაში
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• ქვეყნის მოსახლეობის დინამიკის სამომავლო (შემდგომი 2050 წლამდე)
ტენდენციები

4. მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა (2 გვერდი) – 6


ქულა.
 მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურის დახასიათება.
 მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დახასიათება.
 დაურთეთ მოცემული ქვეყნის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი
პირამიდა. შეაფასეთ მოცემული ქვეყნის მოსახლეობის პირამიდა
რომელი ტიპის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება.

5. მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული


მახასიათებლები (2 გვერდი) – 8 ქულა

მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვილთა სიკვდილიანობა,


მოსახლეობის ჯანდაცვის და განათლების დონის დახასიათება.

6. მოსახლეობის დასაქმება (2-3 გვერდი) – 8 ქულა


ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული დატვირთვა; ეკონომიკურად აქტიური
მოსახლეობა (აბსოლტური მაჩვენებელი და % მთელ მოსახლეობასთან);
უმუშევრობის დონე. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილება
ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით.

7. მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა (ასეთის არსებობის


შემთხვევაში) (0,5 გვერდი) – (დააკლდება 2 ქულა თუ ქვეყანაში არსებობს
რასობრივი სტრუქტურა და ის განხილული არ არის)

8. მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა (1-2 გვერდი)


ქვეყნის ეთნოლინგვისტური შემადგენლობის ზოგადი დახასიათება.
მოსახლეობის განაწილება ენობრივი ოჯახების და ჯგუფების მიხედვით - 6
ქულა

9. მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა (1 გვერდი)


3

მოსახლეობის კონფესიური შემადგენლობის დახასიათება და კონფესიების


ტერიტორიული განაწილების ასპექტები. – 6 ქულა

10. ურბანიზაცია, განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული


განლაგება (2-3 გვერდი) – 8 ქულა
მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების ზოგადი დახასიათება.
გამოითვალეთ სიმჭიდროვე. მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებაზე
მოქმედი ფაქტორები. ურბანიზაცია: ურბანიზაციის დონე, ქალაქების
ტერიტორიული განაწილების თავისებურებები, მსხვილი ქალაქების მოკლე
დახასიათება.

11. გამოყენებული ლიტერატურის სია – 5 ქულა (შესრულებული უნდა


იყოს თსუ სტანდარტის მიხედვით).

12. საილუსტრაციო მასალა (მოიცავს ცხრილებს, დიაგრამებს და


რუკებს). თუ საილუსტრაციო მასალა განთავსებულია ძირითად ტექსტში, ამ
შემთხვევაში დანართი საჭირო არ არის - 15 ქულა
სასურველია, რომ საილუსტრაციო მასალა განთავსდეს ნაშრომის
დანართში. ნაშრომის შეფასება დამოკიდებული იქნება, არამარტო ძირითად
ტექსტზე, არამედ რუკების, სქემების, დიაგრამების რაოდენობასა და
ხარისხზე.

ნაშრომში მოცემული უნდა იყოს ერთი რუკა მაინც, რომელიც ასახავს:


• მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებას (სიმჭიდროვეს), და/ან
• საქალაქო დასახლებების სიდიდეს და განაწილებას, და/ან
• საგარეო მიგრაციულ მიმართულებებს

ასევე, სასურველია, რომ ნაშრომში მოცემული იყოს მოსახლეობის


რაოდენობის დინამიკის, მიგრაციული ნაკადების, საქალაქო მოსახლეობის,
დასაქმების, სხვა სახის სოციალურ-დემოგრაფიული მოვლენების ამსახველი
დიაგრამები.
რუკის არარსებობის შემთხვევაში ნაშრომი ვერ დაიმსახურებს დადებით
შეფასებას.

13. ნაშრომის გაფორმება, წერის კულტურა – 10 ქულა ნაშრომი


გაფორმებული უნდა იყოს თსუ სტანდარტის მიხედვით.

სხვა მოთხოვნები:
სტატისტიკური მასალა
4

ნაშრომში ქვეყნის მოსახლეობის გეოგრაფიის თანამედროვე ასპექტების


აღწერისას გამოყენებული უნდა იქნას ახალი სტატისტიკური მასალა,
რომელიც მოიცავს 2010 წელს და შემდგომ პერიოდს. ახალი სტატისტიკური
მასალის არარსებობის შემთხვევაში ნაშრომი ვერ დაიმსახურებს მაღალ (71
ქულა და მეტი) შეფასებას.

შედარებითი ანალიზი

გამოიყენეთ შედარებითი მეთოდი და მოცემული ქვყენის ძირითადი


დემოგრაფიული და სხვა სახის მაჩვენებლები შეადარეთ სხვა ქვეყნის
(ქვეყნების) ანალოგიურ მაჩვენებლებს.
შედარებით ანალიზის არარსებობის შემთხვევაში ნაშრომი ვერ დაიმსახურებს
ძალიან მაღალ (81 ქულა და მეტი) შეფასებას.

პლაგიარიზმი
ნაშრომში სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე ისტორიული, ეკონომიკური,
კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დახასიათებისას
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებულ სტატისტიკური და
ლიტერატურული წყაროები.
სტატისტიკური და ლიტერატურული წყაროების არმითითება განიხილება,
როგორც პლაგიატი და ნაშრომი ვერ დაიმსახურებს დადებით შეფასებას.

თვითნებურად არ შეცვალოთ საკვლევი ქვეყანა. დაგაკლდებათ 10 ქულა.

სტატისტიკური და სალიტერატურო წყაროების ჩამონათვალი.


გამოიყენეთ შემდეგი სტატისტიკური და სალიტერატურო წყაროები:
1. CIA World Factbook.
https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/
2. World Population Prospects. http://esa.un.org/unpd/wpp/
3. www.nationmaster.com (იმიგრაციის სტატისტიკა)
4. http://www.who.int/countries/en/ (ჯანდაცვის სტატისტიკა)
5. Страны и народы. (იკითხეთ ჩვენი დეპარტამენტის
ბიბლიოთეკაში.
6. გიორგი გოგსაძე. მოსახლეობის გეოგრაფია (სახელმძღვანელო,
მე-2 გამოცემა). 2018 წ.

საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადა დაზუსტდება და მოგვიანებით


გაცნობებთ. ორიენტაცია უნდა ავიღოთ 20 ივნისზე. ნაშრომი აკინძული სახით
ჩააბარეთ აუდიტორია 211, IV კორპ.
დათქმული ვადისთვის ნაშრომი უნდა აიტვირთოს თსუ საიტზე.
5

პრეტენზიების განხილვა 1-5 ივლისი, აუდ. 212, IV კორპ.

You might also like