ესეი#2 გ.გ.

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

როგორ მოვიქცეოდი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე , თუ

კი მივეკუთვნებოდი რელიგიურ უმცირესობას?

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი


ქრისტიანია, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი მთვარობის მეთაურად მიღება
გაუჭირდებათ. მე აგნოსტიკოსი ვარ და მიმაჩნია, რომ ღმერთის ან თუნდაც
ნებისმიერი ღვთაებრივის არსებობაში დარწმუნება შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა
არ გულისხმობს იმას, რომ მოწინააღმდეგედ აღვიქვამ ადამიანებს, რომლებიც
კონკრეტულ რელიგიას მიაკუთვნებენ თავს. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ არ არის
გამორიცხული, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ასეთი დამოკიდებულება
ექნება ჩემს მიმართ. იმედია ვცდები, მაგრამ მგონია, რომ მათ გაუჭირდებათ შეეგუონ
სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც დაცლილი იქნება პოპულიზმისგან რელიგიური
კუთხით და რომელიც არ გაიზიარებს მათ შეხედულებებს მათი ცხოვრების
უმნიშვნელოვანეს ასპექტში.
ნებისმიერ რელიგიას აქვს ერთგვარად ჩამოყალიბებული ხედვა ადამიანის
მოვალეობების შესახებ. მიუხედვად იმისა, რომ არცერთ მათგანს არ მივეკუთვნები,
ცხადია, მაქვს ამ მოვალეობებისა და უფლებების ჩემეული გაგება, რომელიც
ნამდვილად არ ხასიათდება კომპლექსურობით. ჩემთვის მთავარი პრინციპი
ადამიანების თანაარსებობისა არის ის, რომ არსებობს ერთადერთი კანონი, რომელმაც
შეიძლება შეზღუდოს ადამიანის ქმედება. ვგულისხმობ, რომ ადამიანი თავისუფალია
ნებისმიერ ქმედებაში მანამ, სანამ ის არ ეხება სხვა ადამიანების თავისუფლებას.
ყველა დანარჩენი შეხედულება ინდივიდების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ,
ჩემთვის, სწორედ ამ ერთი ზოგადი პრინციპიდან ამოდის.
ჩემი პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს შევეცდები, რომ საქართველო გახდეს
უსაფრთხო და სასიამოვნო საცხოვრებელი ყველანაირი აღმსარებლობის
ადამიანისთვის. არ მსურს, რომ აქ რომელიმე ჯგუფი თავს დაჩაგრულად გრძნობდეს,
ამიტომ პირველ რიგში პრივილეგირებულ მართმადიდებლურ ქრისტიანულ
ეკლესიას მოვუხსნი სწორედ იმ პრივილეგიებს, რომლებიც მათ ძირითადად
ენიჭებათ მატერიალური სახით. საქართველოში ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ
როგორ და რა სახის სახსრებით იფუნქციონირებს მათთვის მნიშვნელოვანი
ინსტიტუტები.
ჩემი აზრით, საქართველოში, რელიგიას კავშირი აქვს განათლების
სისტემასთანაც. ამიტომ ვაპირებ ამ სტრუქტურის ფუნდამენტალურ ცვლილებას.
ვფიქრობ, ადამიანები არიან დამოუკიდებლები თავიანთ არჩევანში, ამიტომ
შევეცდები ხელი შევუწყო კერძო სკოლების არსებობას. ეს საგანმანათლებლო
სისტემაში შექმნის მრავალფეროვნებას, რომელიც, თავისმხრივ, გულისხმობს იმას,
რომ ადამიანები არ იქნებიან იძლებული ისწავლონ საგნები, რომლებიც პირდაპირ
თუ არაპირდაპირ ქრისტიანობას ქადაგებენ. კონკრეტული პიროვნებები
გადაწყვეტენ, რომელი სკოლაა მათთვის და მათი შვილებისთვის შესაფერისი და
რომელი მათგანი მოერგება მათ ინტერესებს საუკეთესოდ.
ჩემს გამოსვლებში, ან უბრალოდ საუბრებში პოლიტიკურ პირებთან ან
მოსახლეობასთან, ვეცდები რაც შეიძლება ნათლად ავხსნა ჩემი დამოკიდებულება
რელიგიის მიმართ. მსურს, რომ ქართველი მართლმადიდებლები და საერთოდ
ყველა სხვა რელიგიას მიკუთვნებული ადამიანები საქართველოში მიყურებდნენ,
როგორც მათ საერო ლიდერს, საერო ფუნქციებით, მოვალეობებითა და
ვალდებულებებით და არა რიგით მატყუარას, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რას
ფიქრობს სინამდვილეში, მაინც ესწრება სააღდგომო ლიგურგიას და აღნიშნავს
ქრისტიანულ დღესასწაულებს.
ვფიქრობ, იმისათვის, რომ სახელმწიფომ იფუნქციონეროს კარგად და ის
შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს დავინახოთ რაც შეიძლება მალე,
აუცილებელია საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ
სახელმწიფოს მართვისათვის აუცილებელია ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას
რაციონალური მსჯელობის საფუძველზე და არა იმის მიხედვით, თუ რას
გვკარნახობს რომელიმე კონკრეტული რელიგია. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცდები
ნულოვან დონემდე დავიყვანო ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო მმართველობაში. მე,
როგორც აგნოსტიკოსი, პატივს ვცემ ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანს და
ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მაგრამ მე არ ვარ
ადამიანი, რომელიც მათ სულიერ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ამიტომ
დავეხმარები გაიაზრონ, რომ მე მაკისრია სხვა სახის პასუხისმგებლობა მათ მიმართ.

You might also like