Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

კითხვარი

1. სხვა სამსახურში თუ გიმუშავია და რამდენი ხანი? (თუ რამდენიმეში, გთხოვ მიუთითო ცალ-ცალკე.
სამსახურები და თანამდებობები არ დაწერო, თუმცა კარგი იქნება თუ მიუთიტებთ სფეროს, ისე რომ
თქვენი ვინაობა არ გამჟღავნდეს   მაგ: სამსახური 1: 2 წელი, სამსახური 2; 3 წელი);
რატომ მუშაობ ვიზიტ ჯორჯიაში?
თანამშრომელი 1: მიმუშავია, სამ სხვა სამსახურში, მთლიანობაში დაახლოებით 4 წელი.
იმიტომ, რომ მიყვარს მომსახურების სფერო და ვფიქრობ სასარგებლო რამეს ვაკეთებ.
თანამშრომელი 2: მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში სხვადასხვა სამსახურებში, მაგრამ შეიძლება
ვთქვა, ვიზიტ ჯორჯია პირველი სერიოზული სამსახურია ჩემთვის. ასევე მიმუშავია გიდად სხვადასხვა
კომპანიებში.
მომწონს ის საქმე რასაც ვაკეთებ და ტურიზმის სფერო ზოგადად.
თანამშრომელი 3: კი, მიმუშავია.
როგორც ალბათ ყველა, მოვედი იმიტომ რომ მინდოდა მქონოდა სამსახური, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი,
რომ სამუშაოდ მოვდიოდი წამყვან ტურისტულ კომპანიაში, რაც ძალიან მეამაყება და ყოველთვის
ყველასთან აღვნიშნავ.
თანამშრომელი 4: არა.
ვთვლი, რომ ტურიზმი არის ის, რაც სხვა სფეროებზე მეტად მაინტერესებს და მაინტერესებდა
ყოველთვის. ამ სფეროში წამყვან კომპანიაში მუშაობა საამაყო ამბავია ჩემთვის.
თანამშრომელი 5: პირველი სამსახური 1 წელი/ შემდეგ 2-3 თვე რამდენიმე ადგილას.
ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სხვა კომპანიებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ადამიანის შრომა მეტ-
ნაკლებად ფასდება. აქ მუშაობა საკმაოდ რთულია, თუმცა თუ სირთულეებს არ გაურბიხარ და გინდა
გაიზარდო როგორც პროფესიულად, ასევე ინდივიდუალურად, აქაურობა შესაბამისი ადგილია.
თანამშრომელი 6: დიახ, რამოდენიმე სამსახურში და მუშაობის მაქსიმალური პერიოდი იყო 5-6 თვე.
ვიზიტ ჯორჯია არის საქართველოში არსებულ სხვა ტურისტულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე
პრესტიჟული კომპანია, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად განასხვავებს სხვა
კომპანიების თანამშრომლებისგან. ყოველთვის იგრძნობა პრივილეგირება ტურიზმის სფეროში მომუშავე
პირებისგან ვიზიტ ჯორჯიას მიმართ, რაც არანაკლებ სასიამოვნოა. ასევე, ანაზღაურებაც არის შედარებით
უფრო მაღალი ვიდრე სხვა კომპანიებში.
თანამშრომელი 7: სამსახური 1: 1 წელი, სამსახური 2: 2 წელი.
ვფიქრობ, რომ ძალიან პერსპექტიული სამსახურია, განსაკუთრებით ისეთ მოწინავე კომპანიაში როგორც
ვიზიტ ჯორჯიაა.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: მიმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებში. მქონდა ასევე ჩემი ორგანიზაციაც,
რომელიც სოციალურ თემებს ეხებოდა (აქამდე არანაირ კავშირში არ ვიყავი ტურიზმთან).
ძალიან მომწონს ეს სფერო და ის საქმე რასაც ვაკეთებ.
თანამშრომელი 10: მიმუშავია სხვადასხვა კომპანიებში (3 სხვადასხვა ორგანიზაცია) და მაქსიმუმ სადაც
ერთ კომპანიაში ვყოფილვარ არის დაახლოებით წელიწადნახევარი.
ახლოს არის ჩემს პროფესიასთან, არის მოწესრიგებული კომპანია, კარგი ხელფასი, სტაბილურობა, ერთ-
ერთი საუკეთესოა თავის სფეროში, საინტერესოა და არ ვაკეთებ რუტინულ საქმეს.
თანამშრომელი 11: გაყიდვები 1 წელი; მარკეტინგი 1,5 წელი.
საინტერესო საქმე, ხელფასი, პროფესიული განვითარება.
თანამშრომელი 12: მომწონს რასაც ვაკეთებ, ვთვლი, რომ პერსპექტიული კომპანიაა.
თანამშრომელი 13: ტურიზმი საინტერესო სფეროა ჩემთვის და ამ კომპანიაში მუშაობა საშუალებას
მაძლევს, განვვითარდე.
თანამშრომელი 14: არ მიმუშავია სხვაგან.
ასე გამოვიდა 
თანამშრომელი 15: სამსახური 1: 2 წელი; სამსახური 2: 3 წელი.
სფეროში ნომერ პირველი კომპანიაა.
თანამშრომელი 16: 1 -10 თვე; 2 – 9 თვე.
ვიზიტ ჯორჯიაში ვმუშაობ იმიტომ რომ მომწონს ტურისტული სფერო, ვიზიტ ჯორჯიას შეტანილი
წვლილი ამ სფეროს განვითარებაში, მაქვს ხელფასი და სტატუსი.
თანამშრომელი 17: გრძელვადიანი სამსახური არ მქონია ვიზიტ ჯორჯიამდე, რადგან აქაც სტუდენტი
მოვედი.
ვგრძნობ, რომ ვვითარდები და ამიტომ, საინტერესოა აქ მუშაობა. ვფიქრობ, სანამ განვითარების შანსი
აქვს ადამიანს და თავის თავს ბოლომდე არ ამოწურავს, მანამდე კონკრეტული სამსახურიდან არ მიდის.
თანამშრომელი 18: კი ბევრგან: მომსახურების სფეროში სტუდენტობისას 1 წელი, საგანმანათლებლო
სფეროში 2-3 წელი, ასევე ტელემარკეტინგზე 2-3 წელი.
პირველ რიგში არის ძალიან საინტერესო აქ მუშაობა და პერსპექტიულიც, მას შემდეგ რაც აქ ვმუსაობ,
კომპანია არის სულ ზრდის და განვითარების პროცესში, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს თითოეული
თანამშრომლის განვითარებასაც.
თანამშრომელი 19: მიმუშავია რამდენიმე სამსახურში, ძირითადად მომსახურების სფეროში.
ვიზიტ ჯორჯიაში მაქვს სტაბილურობის განცდა და განვითარების შესაძლებლობა.
თანამშრომელი 20: დიახ, სამსახური 1;2 – 3 წელი, სამსახური 3 – 3 წელი, სამსახური 4 – 3 წელი.
მომწონს თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, სასიამოვნო გარემო, არ იგვიანებს არასდროს
ანაზღაურება და მაქვს წინსვლის და განვითარების საშუალება.
თანამშრომელი 21: სამსახური 1: 3 წელი coaching (მასწავლებელი); სამსახური 2: 4 წელი მომსახურების
სფერო.
რაც ამ ორგანიზაციაში მოვედი სამუშაოდ, ყოველდღიურად ვგრძნობ რომ ეს ის საქმეა, რომელიც
მომწონს და შემიძლია ვთქვა რომ ავსებს და ერწყმის ჩემ პირად ცხოვრების ინტერესებს.
თანამშრომელი 22: კი მიმუშავია, თუმცა ვიზიტ ჯორჯია ყველაზე სერიოზული სამსახურია, რაც კი
მქონია.
წინსვლისთვის და მეტი გამოცდილების მისაღებად.
თანამშრომელი 23: არ მიმუშავია.
თანამშრომელი 24: კი, ისევ მომსახურების სფეროში.
მზარდი და საინტერესო სფეროა, მომწონს გარემო, ანაზღაურება, მრავალფეროვნება.
თანამშრომელი 25: 1 წელი ვიმუშავე სხვა სამსახურში, ასევე მომსახურების სფეროში.
მომწონს ვიზიტ ჯორჯიაში მუშაობა.
თანამშრომელი 26: ვიზიტ ჯორჯია არის ჩემი მეხუთე სამსახური. სამსახური 1 (ვაჭრობა)-7 წელი;
სამსხური 2 (საქველმოქმედო საზოგადოება)-2 წელი: სამსახური 3 (დისტრიბუცია)-1 წელი; სამსახური 4
(ვაჭრობა, დისტრიბუცია)-3 წელი.
ვიზიტ ჯორჯია არის ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივად მზარდი და უსაზღვროდ საინტერესო
ორგანიზაცია. მომწონს და მეამაყება.
თანამშრომელი 27: ვიზიტ ჯორჯიაში მუშაობა მაძლევს: დიდ ცოდნას/გამოცდილებას; განცდას რომ
რეალიზებული ვარ და კიდევ უფრო მეტი შემიძლია; ვფიქრობ, ვმუშაობ პრესტიჟულ კომპანიაში და ეს
მეამაყება.

2. შენი აზრით რითი განსხვავდება ვიზიტ ჯორჯია სხვა კომპანიებისგან (აღნიშნე კარგიც და ცუდიც,
საუბარია ზოგადად სხვა კომპანიებზე და არამარტო ტურისტულ სექტორზე);
თანამშრომელი 1: ბევრია სათქმელი. თავის სექტორში ბაზრის ლიდერია, შესაბამისად თუ მუშაობ
ტურისტულ სფეროში, უნდა იმუშაო ვიზიტ ჯორჯიაში... მაღალი სტანდარტებია მუშაობის, რაც კარგია
თანამშრომლის განვითარებისათვის... ცუდიც რა თქმა უნდა არის... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
თანამშრომელი 2: როგორც აღვნიშნე, ვიზიტ ჯორჯიამდე დიდი სამუშაო გამოცდილება არ მქონია,
თუმცა მეგობრების, ნაცნობების და ა.შ. მონაყოლზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებ საკმაოდ დალაგებული
კომპანია გვაქვს, დალაგებულში დისციპლინას ვგულისხმობ. ხელფასების კუთხით მე პირადად ბევრი
კომპანია არ მსმენია, სადაც ასეთი ხელფასებია. გიდად მუშაობის პერიოდში რადგან ფრილანსერი ვიყავი
დღიური ანაზღაურება კარგი მქონდა თუმცა ტურების რაოდენობა ბევრი არ იყო.
თანამშრომელი 3: მოწესრიგებული, გუნდური კომპანია.
თანამშრომელი 4: ჩვენი კომპანია განსხვავდება სტანდარტებით, მიდგომებით, დამოკიდებულებით,
მაქსიმალური თავდადებით, რომ სერვისი იყოს წარმატებული, რაც სამწუხაროდ საქართველოში ასე
ძალიან გვიჭირს.
თანამშრომელი 5: შესასრულებელი სამუშაო არის გაცილებით უფრო სტრესული და რთული ვიდრე სხვა
კომპანიებში. კარგია ის, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ზრდას უწყობს ხელს. სამართლიანობისთვის უნდა
აღინიშნოს, ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე უმრავლეს კომპანიებში.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: სხვა კომპანიებისგან წესრიგით და კონტროლით გამოირჩევა, რაც ცხოვრებისეულ
ჩვევას გვინვითარებს ამ ყველაფრის მიმართ-საქმის სუფთად კეთების. თუმცა სხვა სამსახურისგან
განსხვავებით აქ ნაკლებად ვამჩნევ სოლიდარობას თანამშრომლების მიმართ და ერთმანეთის მიმართაც,
რაც სამწუხაროა ნამდვილად. კოლეგიალობა დაბალ დონეზეა, რაც ჩემი აზრით ხელმძღვანელობის
ბრალიცაა.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: არის მოწესრიგებული, აქვს ის ფასეულობები რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია კარგი
კომპანიისთვის.
თანამშრომელი 10: კარგი: ძალიან მოწესრიგებული კომპანიაა, სტაბილურობის შეგრძნება გაქვს, გაქვს
განვითარების პერსპექტივა, არის ხელფასების მომატება და მთელი 5 წელი ერთი და იგივე ხელფასი არ
გაქვს რაც ბევრ კომპანიაში ნამდვილად არ არის.
ცუდი: ჩემი აზრით გუნდის შეკვრას და მოტივაციას უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს. როდესაც
პატარა კომპანია ხარ შეიძლება ამის საჭიროება არ არის, მაგრამ ვიზიტჯორჯიისთვის უკვე დიდი ხანია
დადგა დრო რომ ამაზეც ვიფიქროთ.
თანამშრომელი 11: კარგი: ფასდება ჩემი გაკეთებული საქმე; მრავალფეროვანი საქმეა; სტაბილური
სამსახურია. ცუდი: შეზღუდვები შვებულების აღების საკითხში; დაჯარიმება რამდენიმე წუთით
დაგვიანებაზე, მაშინ როცა რამდენიმე საათით მეტს რჩები სამუშაო საათების შემდეგ. არასამუშაო
საათებსა და დღეებში ზარების დიდი რაოდენობა სამსახურეობრივ საკითხებზე.
თანამშრომელი 12: გაწონასწორებული კომპანიაა, საქმე მეტ-ნაკლებად გადანაწილებულია თანაბრად,
ხელფასი საშუალო და დაბალი რგოლისთვის არის კარგი, ამიტომ მგონია ხელფასიც სწორად არის
განაწილებული. მარტო უფროსებს არ აქვთ ძალიან მაღალი ხელფასი, როგორც ეს სხვა კომპანიებშია.
ვისურვებდი თანამშრომლებზე მეტ ზრუნვას (განათლების, უბრალოდ ყურადღების და წახალისების
მხრივ).
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: მოწესრიგებული კომპანიაა, რომელიც არავის, არასდროს არაფერს ატყუებს.
თანამშრომელი 15: კარგი: შესაბამისთან მიახლოებული ხელფასით, კომპანიის იმიჯი არის მაღალი.
კომპანიაში უფლება-მოსილება მკაფიოდ არის განსაზღვრული.
ცუდი: შტატები არის ცოტა, საქმე ძალიან ბევრი. ზაფხულში დასვენების დრეები რომელიც არის
განსაზღვრული 5 დღით, არის ძალიან ცოტა, თუ გავითვალისწინებთ დატვირთულ სამუშაო რეჟიმს.
კომპანიის თანამშრომლები, ყველა არის ძალიან გადაღლილი, რაც უფრო ამძაფრებს სტრესს და რაც
თავისთავად აისახება მუშაობის ხარისხზეც.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: პირადი გამოცდილებით ვერ ვიტყვი, რადგან, როგორც აღვნიშნე, სხვაგან არ
მიმუშავია, მაგრამ მეგობრებიდან და ზოგადად, ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ
კომპანიაში გამორჩეულად ნიჭიერი თანამშრომლები გვყავს. მგონია, რომ სხვებთან შედარებით, აქ ტემპი
ძალიან მაღალია.
ვფიქრობ, რომ სხვებთან შედარებით, კონტროლიც ძალიან მკაცრია, შეიძლება საჭიროც არის და ამის
გარეშე, ადამიანები წესრიგს ვერ მიეჩვევიან, მაგრამ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.მაგალითად 6
საათამე ცოტა დაძაბული ვმუშაობ, ხოლო თუ 6-ის მერე ან არასამუშაო დღეს მომიწია მუშაობა, ვგრძნობ,
რომ უფრო ნაყოფიერი ვარ იმიტომ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არა ვალდებულება. ზოგადად,
მუშაობაც ჩვენი გადაწყვეტილებაა და არავინ გვაიძულებს, მაგრამ ზედმეტად შებოჭილი ყოფნა სამუშაო
საათებში, არაკომფორტულია.
თანამშრომელი 18: არის სანდო და სტაბილური კომპანია, რასაც საქართველოში ყველა კომპანიაზე ვერ
ვიტყოდი. ცუდის თქმა მიჭირს, თუმცა არის რაღაც დეტალები რაც უკეთესი იქნებოდა რომ იყოს ჩვენს
კომპანიაში, იმდენად გაიზარდა ეს კომპანია შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს ამისთვის მზად არ იყო
ხელმძღვანელობა და ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა მაგალიტად თითოეული
თანამშრომლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, აქ არ ხდება ან მე ვერ ვამჩნევ. დიდ კომპანიებშიც
და პატარაშიც სადაც მიმუშავია, ყველგან ვგრძნობდი რომ ინდივიდუალურად კარგად გიცნობდა
კომპანია და ასე ვთქვათ პატარ პატარა სურპრიზებიც გხვდებოდა ყურადღების სახით რომელიც
სასიამოვნო იყო.
თანამშრომელი 19: სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ვიზიტ ჯორჯიაში მოწესრიგებულია მთელი რიგი
ადმინისტრაციული საკითხები. არ მომწონს, რომ ნაკლებად არის დამოუკიდებლობის შეგრძნება და
თანამშრომლის აზრის გათვალისწინება, რაც ხელს უშლის თანამშრომლის თვითრეალიზაციას.
თანამშრომელი 20: იშვიათად, რომ ბინმე ითვალისწინებდეს დოლარის კურსის ცვლილებას და
ინფლაციას და ამის გამო ზრდიდეს ხელფასებს, რაც ჩვენს კომპანიას განასხვავებს სხვებისგან და ძალიან
დასაფასებელია.
ასევე ხაზგასასმელია ვფიქრობ, თქვენი უშუალო, კეთილგანწყობა და პატივისცემა ყველა თანამშრომლის
მიმართ, განურჩევლად დაკავებული პოზიციისა და სოციალური სტატუსისა. ცუდს რაც შეეხება,
მაქსიმალურად ცდილობთ შეცვლას და ამიტომ აღარ დავწერ .
თანამშრომელი 21: ბიზნეს მოდელით: მე სადაც მიმუშავია ყველგან ვიზნეს მოდელი ორგანიზაციების
იყო სხვა მრავალ მსგავსი კომპანიების მაგალითით შექმნილი და დივერსიფიცირებული და VisitGeorgia
არის უფრო ერთი ადამიანის ხედვაზე შექმნილი და აწყობილი მოდელი, ნაკლებად
დივერსიფიცირებული ბიზნეს პროცესებით. უფრო იდეებზეა აგებული, ვიდრე ამ სფეროში მოქმედ
სტანდარტებზე, მაგრამ სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით მარტივია ყველა ლეველის მენეჯერთან
კომუნიკაცია, სხვაგან დირექტორი არ იცი საერთოდ ვინ არის ან როგორ გამოიყურება და აქ
თავისუფლება და ღია კარი გაქვს, როცა რაიმე გჭირდება ნებისმიერ დროს. და უფრო მარტივია შენ
მოგისმინოს ზუსტად იმ ადამიანმა ვინც გჭირდება რომ მოგისმინოს.
თანამშრომელი 22: დიდი გამოცდილების არქონის გამო, შედარების გაკეთება ცოტა რთული იქნება,
თუმცა ვიზიტ ჯორჯიაზე შემიძლია ვთქვა რომ, მაღალი სტანდარტების კომპანიაა. ეს ალბათ იმიტომ,
რომ აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ფასეულობები, როგორებიცაა: მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი
თანამშრომლები, წესრიგი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა და
ყველანაირი „კაპრიზის“ დაკმაყოფილება ტურისტისთვის. ალბათ, ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან
და ამიტომ ვართ სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ.
თანამშრომელი 23: ეს კომპანია გაძლევს თვითრეალიზაციის და წინსვლის შესაძლებლობას, გიფასდება
შრომა სხვა ბევრი კომპანიისგან განსხვავებით.
თანამშრომელი 24: ჩემი აზრით, შეგვიძლია ვიყოთ უფრო განსხვავებულები, ვფიქრობ სხვა ქართული
კომპანიებისგან განსხვავებით ჩვენთან არაქართული გარემოა, თუნდაც იმ სტანდარტების
თვალსაზრისით რომელიც ჩვენი შიდა პოლიტიკით განისაზღვრება, ალბათ ამას ისიც განაპირობებს რომ
ძირითადად არაქართული კულტურის მქონე პირებთან გვიწევს თანამშრომლობა და ეს ძალიან კარგია.
თანამშრომელი 25: ჩვენთან სხვა მუშაობის რიტმია, იშვიათად გვიწევს სხვა სამსახურებტან კონტაქტი,
თუ არ ჩავთვლით სასტუმროებს, მუზეუმებს და მსგავს დაწესებულებებს, სადაც პირველ რიგში
არაკეთილსინდისიერად მუშაობენ.
იმ სამსახურებში, სადაც ჩემი მეგობრები და ნათესავები მუშაობენ, აბსოლიტურად განსხვავდება ჩემი
სამსახურისგან. მათ აქვთ უამრავი თავისუფალი დრო და ასევე ნაკლები პასუხისმგებლობა. თუმცა
ხელფასიც ბევრად ნაკლები აქვთ ვიდრე საშუალო ვიზიტ ჯორჯიელ თანამშრომელს. ბევრი სამსახური
ვიცი სადაც ხელფასი წლების განმავლობაში არ ეზრდებათ.
აკლიათ მოტივაცია, ფიქრობენ, რომ მეტად გაისარჯებიან, მაინც არ დაუფასდებათ და ამიტომ არ არიან
მათი სამსახურის წარმატებაზე ორიენტირებულნი.
თანამშრომელი 26: ვიზიტ ჯორჯია მკვეთრად განსხვავდება იმ ორგანიზაციებისგან სადაც მიმუშავია.
ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ორგანიზაციაში არის ის, რომ ხელმძღვანელობის დაპირებები
სრულდება, მუდმივად მიისწრაფის წინ და მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი, რაც
სხვა ორგანიზაციებში იშვიათად შეგხვდება. ცუდი არის მოსვლა-წასვლის უმკაცრესი რეჟიმი, რომელიც
ჩემი აზრით ცოტა შესარბილებელია.
თანამშრომელი 27: სხვა კომპანიებისგან ერთი მთავარი რამით გამოვყოფდი ვიზიტ ჯორჯიას,
დამოკიდებულას ადამიანებთან, რაც გაცილებით სასიამოვნო, ადეკვატური და ღირსეულია ვიდრე სხვა
კომპანიებში, რომლებზეც მსმენია.

3. შეგიძლია თუ არა შეადარო ვიზიტ ჯორჯიაში მუშაობა სხვა, შენს ძველ სამსახურში მუშაობის
გამოცდილებას. რითი ჯობია ჩვენი კომპანია, ან პირიქით. გთხოვ, დაწერო კონკრეტული
მაგალითები/დახასიათება;
თანამშრომელი 1: მე ყველაზე მეტად რაც თვალსაჩინოთ მხვდება არის კორპორატიული კულტურის
არქონა, არაა გააზრებული, რომ „სტაფის წახალისება“ და მუდმივი მოტივირება, მათ გასაბედნიერებლად
კი არაა, ეს აუცილებელია, რომ კარგი შედეგები დადონ და ფული და წარმატება მოუტანონ კომპანიას.
თანამშრომელი 2: ჩემთვის პირველი იყო ასეთ აწყობილ სისტემაში მოსვლა და მუშაობა, ამიტომ ვერ
შევადარებ ძველ სამსახურებს.
თანამშრომელი 3: ვიზიტ ჯორჯია ძლიერი კომპანიაა და უფრო მეტად აფასებს თანამშრომლებს.
თანამშრომელი 4: არა, რადგან არ მიმუშავია სხვაგან.
თანამშრომელი 5: ჩემთვის ძალიან რთულია ვიზიტჯორჯიას შედარება ძველ სამსახურებთან. საერთოდ
ფაქტიურად ვერ ვპოულობ.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: როგორც უკვე აღვნიშნე ხარისხიანი პროდუქტის კეთებით ალბათ ბევრ კომპანიას
ჯობია ვიზიტ ჯორჯია და ანაზღაურებითაც არა მარტო ამ სფეროში არამედ საქართველოს ბაზარზე
მთლიანად. ეს ყველაფერი კი მეტ შრომას მოითხოვს საბოლოო ჯამში კი გამოცდილება გვრჩება დიდი.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: ვიზიტ ჯორჯიაში მუშაობას ვერ შევადარებ ძველ სამსახურებს, რადგან სრულიად
განსხვავებული სფეროა და სრულიად სხვა საქმეს ვაკეთებდი იქ. გამოცდილების მხრივ ვთვლი რო
ვიზიტ ჯორჯიაში უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე ძველ სამსახურში ვსწავლობდი.
თანამშრომელი 10: ჩემს სამსახურებთან შედარებით რომ შევადარო აქ ძალიან ხშირად არის ხელფასების
მომატება, მაგრამ წინა სამსახურებში თანამშრომლებთან უკეთესი ურთიერთობა მქონდა და დღესაც
მაქვს. გუნდი იყო უფრო შეკრული.
მოწესრიგებულობის მხრივ ვიზიტჯორჯია ლიდერობს.
თანამშრომელი 11: პასუხის გარეშე
თანამშრომელი 12: სხვა სამსახურებთან შედარებით მაქვს განვითარების საშუალება, უფრო
დაფასებულად ვგრძნობ თავს.
თანამშრომელი 13: ძველ სამსახურში მეტი გუნდური გასვლა-სამსახურს გარეთ აქტივობა იყო.
თანამშრომელი 14: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 15: ეს კომპანია არის ორიენტირებული ზრდაზე და განვითარებაზე, წინა სამსახურები კი
ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ის მდგომარეობა რაშიც იყვნენ, ამიტომაც განიცდიდნენ რეგრესს.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: შემიძლია შევადარო იმ კომპანიებს, სადაც სტაჟიორებები გამივლია და ისევ იგივეს
ვიტყვი, არსადასეთი მუშაობის ტემპი არ არის. სხვა კომპანიებში, თანამშრომლებს, ძირითადად,
მინიმალურის შესრულების მოთხოვნილება აქვთ და არ ფიქრობენ სიახლეებზე, მეტის სწავლაზე, შიდა
ზრდაზე. უმრავლესობა ორიენტირებულია მხოლოდ ხელფასზე. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება რომ
არ არის ჩვენს კომპანიაში, მენეჯმენტის დამსახურებაა ან თანამშრომლებისაც, რომლებიც თავიანთ
მზარდ შესაძლებლობებს სწორად აფასებენ.
თანამშრომელი 18: იმდენად განსხვავებულ სფეროებში ვმუშაობდი ნამდვილად ვერ შევადარებ ძველ
სამსახურს. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ კომპანიაში არის მისი სანდოობა, და მისი სახელის თქმა მე
ყოველთვის მეამაყება, კარგი ავტორიტეტის მქონე კომპანიაა!!!!
თანამშრომელი 19: წინა სამსახურებთან შედარებით ვიზიტ ჯორჯიაში არის ნაკლებად სტრესული
გარემო, თუმცა ასევე ნაკლებია თანამშრომლების კეთილგანწყობაც.
თანამშრომელი 20: ერთერთ კომპანიაში, ძალიან მოკლე დროსი მივირე დიდი შედეგი განვითარების და
წინსვლის მხრივ, ნაწილი ჩემით და ნაწილი მათი დახმარებით. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას ვისურვებდი
მქონდეს უფრო მეტი სწავლის და განვითარების საშუალება.
თანამშრომელი 21: ამ ეტაპზე შედარება მიჭირს რადგან მე ვარ განვიტარების აქტიურ ეტაოზე სადაც
ყველაფერი სიახლეა და ბევრი ინფორმაციის პროცესინგი მიწევს ისეც ყოველდღიურად რაც ჩემ საქმეს
ეხება. სხვა ორგანიზაციებში გამოსაცდელი ვადის პერიოდში მხოლოდ ტრენინგებს გავდიოდი და
მხოლოდ სხვის საქმეს ვსწავლობდი. და მე არ ვიყავი ჩართული პროცესში როგორც მონაწილე. და
ჩვენთან ახლა ძალიან სწრაფად ჩავერთე პროცესში, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია რადგან საკუთარ
შეცდომებზე უკეთესად ვსწავლობ, მაგრამ შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია, მაგრამ ვცდილობ
უკვე უშეცდომოდ ვიმუშაო.
თანამშრომელი 22: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: იქედან გამომდინარე, რომ ძალიან განსხვავებული სფეროა მიჭირს პარალელების
გავლება.
თანამშრომელი 25: ვიზიტ ჯორჯიაში ვისწავლე პასუხისმგებლობის გააზრება. მოტივაცია მქონდა
თავიდანვე, რომ თუ კარგად ვიმუშავებ, აუცილებლად დამიფასდება.
თანამშრომელი 26: გამოცდილება ყველა სამსახურიდან დიდი მივიღე, თუმცა ვიზიტ ჯორჯია ყველაზე
მრავლისმომცველია.
თანამშრომელი 27: სხვა კომპანიებში სადაც ვმუშაობდი პირველ რიგში არ იყო შრომის შესაბამისი
ანაზღაურება, არცერთში. არ ხდებოდა ესე ხშირად დიალოგები სხვადასხვა საკითხებზე ხელმძღვანელსა
და თანამშრომლებს შორის, როგორც ვიზიტ ჯორჯიაში. მოტივაციის თვალსაზრისით, ვიზიტ ჯორჯიაში
უფრო მეტი ღონისძიებები ტარდება. ცუდს რაც შეეხება, ვფიქრობ დაჯარიმების სისტემა დაგვიანების
გამო ძალიან არასასიამოვნოა. დილა არ უნდა იწყებოდეს უსიამოვნო განცდით, რომ შენ აგვიანებ და ამის
გამო დაისჯები. მითუმეტეს როცა სახლიდან დროულად გამოდიხარ და სხვა ფაქტორები შენზე არაა
დამოკიდებული, ეს მოტივაციაზეც არაჯანსაღად მოქმედებს.

4. რა არის შენი ცხოვრების ძირითადი ღირებულება?


თანამშრომელი 1: მართალი ვიყო ჩემს თავდან და ვაკეთო კარგი საქმე, რაც სხვებსაც მოუტანს
სარგებელს.
თანამშრომელი 2: ერთგულება, პატიოსნება.
თანამშრომელი 3: პატიოსნება
თანამშრომელი 4: სამართლიანობა და თანასწორობა.
თანამშრომელი 5: მუდმივი ზრდა და ოჯახი.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ყველაზე ღირებული ოჯახია და მისდამი ერთგულება.
თანამშრომელი 8: სიყვარული, პატივისცემა (ურთიერთპატივისცემა), შრომა, ერთგულება,
სამართლიანობა, თანაგრძნობა და დახმარების გაწევის უნარი.
თანამშრომელი 9: პატიოსნება.
თანამშრომელი 10: ბანალურად ვიტყვი რომ პატიოსნება, არ გავაკეთო ისეთი რამ რომ სინდისი
მაწუხებდეს.
თანამშრომელი 11: პატიოსნება
თანამშრომელი 12: სიმართლე ყველგან და ყოველთვის; მაქსიმალიზმი; პერფექციონიზმი.
თანამშრომელი 13: ერთგულება.
თანამშრომელი 14: კეთილსინდისიერება, ბევრი სიკეთის კეთება, სიყვარული.
თანამშრომელი 15: პროფესიული და პიროვნული განვითარება.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: პატიოსნება და სამართლიანობა საქმეშიც და ურთიერთობებშიც.
თანამშრომელი 18: სამართლიანობა.
თანამშრომელი 19: ვიყო პატიოსანი და სამართლიანი.
თანამშრომელი 20: ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვფიქრობ ღირებულებები იცვლება, ფორმირდება,
თუმცა ზოგიერთი უცვლელიც რჩება. ამ ეტაპზე გამოვყოფდი რამოდენიმეს:
პატიოსნება; პასუხისმგებლობა; სამართლიანობა; პატივისცემა; განვითარების სურვილი.
თანამშრომელი 21: პატიოსნება და სანდოობა. თავისუფალი აზროვნება.
თანამშრომელი 22: წინსვლა და დასახული მიზნების განხორციელება, რომლებიც არც ისე ცოტაა.
თანამშრომელი 23: პატიოსნება.
თანამშრომელი 24: ვფიქრობ, პატიოსნება, დამოუკიდებლობა, შრომიმოყვარეობა, კეთილგანწყობა.
თანამშრომელი 25: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 26: ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები. და ამ თვისებებში პირველ ადგილს
იკავებს პატიოსნება და კეთილსინდისიერება ყველგან და ყოველთვის.
თანამშრომელი 27: პატიოსნება.

5. რა არის შენთვის ძირითადი ღირებულება სამსახურში?


თანამშრომელი 1: პასუხისმგებლობა.
თანამშრომელი 2: პატიოსნება საქმეში პირველ რიგში, თანამშრომლების პატივისცემა, არ აქვს
მნიშვნელობა აიდა იქნება ეს ლექსო, თუ ახალი თანამშრომელი.
თანამშრომელი 3: იგივე.
თანამშრომელი 4: ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი ღირებულებები იდენტურია, თუმცა მაინც
გამოვარჩევდი და დავამატებდი პატივისცემას და თვითრეალიზაციას.
თანამშრომელი 5: ასევე მუდმივი ზრდა, ყველა გაგებით.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: პატიოსნად საქმის შესრულება და კოლეგიალობა.
თანამშრომელი 8: შრომა, პატივისცემა, სწორი დელეგირება, ურთიერთთანამშრომლობა, სამართლიანობა,
დახმარების გაწევის აუცილებლობა.
თანამშრომელი 9: პატიოსნება, საქმის პასუხისმგებლობით კეთება.
თანამშრომელი 10: არ გავაკეთო ისეთი რამ, რომ მერე შემრცხვეს თანამშრომლებთან/ უფროსებთან
შეხვედრის.
თანამშრომელი 11: საზოგადოებრისთვის სარგებლის მოტანა.
თანამშრომელი 12: სამართლიანობის შეგრძნება.
თანამშრომელი 13: პატიოსნება.
თანამშრომელი 14: პატიოსნება.
თანამშრომელი 15: დაფასება.
თანამშრომელი 16: ვიმუშაო და შევასრულო საკუთარი ვალდებულებები; გავატარო კომპანიის
ინტერესები მის შიგნით და გარეთ; რეალურად შევაფასო და დავაფასო საკუთარი და სხვისი ინტერესები;
დავიცვა არამარტო ჩემი და კომპანიის არამედ კომპანიის თითოეული თანამშრომლის ინტერესები.
თანამშრომელი 17: სამსახურშიც პატიოსნება ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია და ერთგულება, რადგან
მატყუარა და ორპირი, უსამართლო ადამიანები საშიშია კომპანიის საქმისათვის და კორპორატიული
გარემოსთვისაც. კორპორატიულ კულტურასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მგონია, რომ ეს ჩვენს
თანამშრომლებში საკმაოდ მაღალ დონეზეა. მაგალითად, ჩემი მეგობარი ოცნებობს ჩვენი დირექტორის
გაცნობაზე ) აინტერესებს, როგორ შეძლო და შეგვაყვარა კომპანია ისე, რომ ასეთი ემოციით ვხვდები
სამსახურის გარე „ვიზიტ ჯორჯიას“ გაგონებას და დანახვას .
ერთგულების გარეშეც არაფერი გამოვა, თუ არ გვიყვარს ჩვენი საქმე, არ უნდა ვიმუშაოთ და თუ
გვიყვარს, არანაირი ემოციური ფონის გავლენით არ უნდა ვუმტყუნოთ.
თანამშრომელი 18: სამართლიანობა, რეპუტაცია და თვითრეალიზაცია.
თანამშრომელი 19: ვაკეთო ჩემი საქმე მაქსიმალურად კარგად და წარმოვაჩინო საკუთარი თავი
დადებითი კუთხით.
თანამშრომელი 20: იგივე.
თანამშრომელი 21: სანდოობა, რომ ადამიანებს რომელიც ჩემთან ერთად აკეთებს საქმეს და ჩემი
გაკეთებული საქმე უნდა სრულყოფილი გახადოს ვენდობი, რომ ზუსტად იმას გააკეთებენ რა ამოცანაც
გვექნება დასახული. მაგრამ თუ დავინახავ რომ ეს ვინმეს ნაკლები პასუხისმგებლობით უდგება და
უმნიშვნელოს ხდის საქმეს მაშინ სანდოობა მეკარგება და მერე კონტროლს აორმაგებ ამ ადამიანის
გაკეთებულ საქმეზე და ამოწმებ ბევრჯერ როგორ გაკეთდა ეს საქმე და ეს უკვე დიდი დროს მოითხოვს,
თან შეიძლება მე ვერ მივხვდე სხვის კომპეტენციაზე რამდენად დავზარალდით სხვისი გულგრილი
მიდგომის გამო და ეს ცუდი ფაქტია.
თანამშრომელი 22: პატიოსნება და პასუხისმგებლობა.
თანამშრომელი 23: პატიოსნება, პატივისცემა, გუნდურობა.
თანამშრომელი 24: ურთიერთპატივისცემა, დახმარებისთვის მზადყოფნა, ვფიქრობ არ ვართ იმდენად
გრანდიოზული კომპანია რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვირთულდებოდეს და ჩვენი საქმიანობა
უფრო გამართული იქნება თუ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები ვიქნებით და არ დაგვეზარება
თუნდაც პასუხის გაცემა ან მოძიება იმათთვის ვისაც ეს სჭირდება.
თანამშრომელი 25: ჩემთვის სამსახურშიც და სამსახურს გარეთაც არის ძირითადი ღირებულება
ერთგულება და პატიოსნება.
თანამშრომელი 26: პატიოსნება, კეთილსინდისიერება, ზრდილობა და ცივილური ურთიერთობები.
თანამშრომელი 27: ვაკეთო ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად და ყურადღებით, არ ვაწყენინო ადამიანებს
ჩემი დაუფიქრებელი საუბრით, ცოტა დაფიქრება არც რამოდენიმე თანამშრომელს აწყენდა.... ჩემს
გაფუჭებულ საქმეზე პასუხისმგებლობა ავიღო, რადგან უშეცდომო არავინაა, არ დავიწყო ხელების სხვაზე
შეწმენდა.

6. შენი აზრით, აქვს თუ არა კომპანიას რაიმე საერთო ღირებულებები და თუ კი, რომელია ესენი?
თანამშრომელი 1: პასუხისმგებლობის გრძნობა.
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: პატივისცემა ერთმანეთის და სხვა კომპანიების მიმართ, ვიზიტ ჯორჯიას
რეპუტაციაზე ზრუნვა.
თანამშრომელი 4: პატიოსნება შედარებით მეტად გვაერთიანებს, ვიდრე სხვა დანარჩენი ღირებულება.
თანამშრომელი 5: ვფიქრობ, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას აქვს საერთო ღირებულებები, თუმცა
სამწუხაროდ არ მგონია, რომ კომპანიის ყველა წევრი განმსჭვალული იყოს რაიმე საერთო მიზნით ან
ღირებულებით. ყველა აკეთებს თავის საქმეს, ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა. ენთუზიაზმი არ ჩანს.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: პატიოსნება.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 10: კი, პატიოსნება და საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები.
თანამშრომელი 11: პატიოსნება, სერვისის ხარისხზე მუდმივი ზრუნვა, საზოგადოებისთვის სარგებლის
მოტანა.
თანამშრომელი 12: პატიოსნება, პატივისცემა; მაქსიმალური თვითრეალიზაცია; სარგებლისმოტანა;
კომპანიის რეპუტაცია და გუნდურობა.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: კეთილსინდისიერება.
თანამშრომელი 15: არ ვიცი.
თანამშრომელი 16: კომპანიის ღირებულებები აგებულია ადამიანურ ღირებულებებზე, შესაბამისად
ყველა ის ღირებულება რაც გამაჩნია ემთხვევა კომპანიის ღირებულებებს.
თანამშრომელი 17: ისევ განვმეორდები, ვფიქრობ, აქ პატიოსანი ხალხი მუშაობს . მგონია, რომ,
პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება და მიზანდასახულობა აერთიანებს კომპანიის თანამშრომლებს.
თანამშრომელი 18: ჩემი აზრით ყველა თანამშრომლის საერთო ღირებულებაა რეპუტაცია, ალბათ
რეპუტაციიდან გამომდინარე სურვილი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და რადგანაც მოახერხა ვიზიტ
ჯორჯიამ ამდენი ხნის განმავლობაში რეპუტაციის შენარჩუნება, ვფიქრობ რომ სხვა ყველა კომპანიის
ღირებულებები საერთოა ყველა თანამშრომლისთვის, მათ შორის ჩემთვისაც.
თანამშრომელი 19: შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, მოწესრიგებულობა.
თანამშრომელი 20: პატიოსნება.
თანამშრომელი 21: პასუხისმგებლიანობა და პატიოსნება ვფიქრობ მაერთიანებს VG-სთან, საქმისადმი
დამოკიდებულება, ხედვა.
თანამშრომელი 22: კი, წინსვლა, ლიდერობა და პატიოსნება.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: კი, ვფიქრობ რომ ჩვენს კომპანიაში მომუშავე ყველა ადამიანი მიისწრაფვის
მაქსიმალური თვითრეალიზაციისკენ, არიან შრომისმოყვარეები და ალბათ ერთგულებიც, ეს
ღირებულებები ვფიქრობ გვაერთიანებს.
თანამშრომელი 25: ვფიქრობ, რომ ჩვენთან მეტ-ნაკლებად პატიოსნება ყველას აქვს, ერთგულებაზე თავს
შევიკავებ.
თანამშრომელი 26: კომპანია დგას, მე ვიტყოდი სამ ძირითად ღირებულებაზე. ესენია:
შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და მაქსიმალური თვითრეალიზაცია.
თანამშრომელი 27: კომპანია ცდილობს მაქსიმალურად იყოს სამართლიანი.

7. დაახასიათე შენი სამუშაო ადგილი: რამდენად მოგწონს ოფისი, შენი ოთახი, სამუშაო ადგილი;
თანამშრომელი 1: ვფიქრობ, ძალიან არაკომფორტულია, ტურისტული კომპანია ბევრად ხალისიანი და
ცოცხალი უნდა იყოს, თუმცა მუშაობის პროცესში საერთოდ არ ვფიქრობ სად ვზივარ და რა მაქვს
გარშემო.... სხვები რომ წუწუნებენ, ეს მხვდება ყურში.
თანამშრომელი 2: ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში ვმუშაობ, სახლზე მეტ დროს
ფაქტობრივად სამსახურსი ვატარებ, ამიტომ ვისურვებდი ისეთი ოფისი და ოთახი გვქონდეს სადაც
უფრო ხალისიანად ვიმუშავებდი. ბევრ რამეს შევცვლიდი.
თანამშრომელი 3: ოფისი ძალიან ლამაზი და თანამედროვეა, ჩემი ოთახი კომფორტული.
თანამშრომელი 4: ოფისიც და ჩემი სამუშაო ოთახიც მომწონს და ეს კომფორტული სამუშაო გარემო ხელს
მიწყობს საქმეზე კონცენტრირებაში. ჩვენი ოფისი ამის საშუალებას არ იძლევა, თორემ სიამოვნებით
დავამატებდი განტვირთვის ოთახს, პუფებით და ვერანდით  ასევე ჩავანაცვლებდი სკამებს უფრო
კომფორტული სკამებით და კიდევ უფრო მეტ კომფორტს შევმატებდი.
თანამშრომელი 5: ყველაფერი არის ნორმალური. სიმართლე რომ ვთქვა გარემოზე ფიქრის დრო არ მაქვს,
თუმცა რაიმე რომ არ მომწონდეს, აუცილებლად შევამჩნევდი.
თანამშრომელი 6: საშინლად არ მომწონს სამუშაო ოთახი, ზედმეტად მოსაწყენი და არასასიამოვნოა
მთელი დღის გატარება და მუშაობა ამ ოთახში.
თანამშრომელი 7: მომწონს ოფისი, კომფორტული და სუფთაა, ოთახიც ძალიან კარგი გვაქვს. თუმცა
ალბათ მეტ დეკორაციას დავამატებდი ინტერიერში, ჩემი აზრით ეს ყოველდღიურ განწყობაზე მხოლოდ
დადებითად იმოქმედებს. მაგ: ყვავილები, ნახატები და ჩვენი პირადი დეკორაციები. და ასევე სკამებს
შევცვლიდი.
თანამშრომელი 8: ოფისი კარგია, თუმცა სამუშაო ოთახებს სჭირდება სიმყუდროვის შეგრძნებები,
დავამატებდი ყვავილებს, წყლის აპარატებს, კომფორტულ სავარძლებს, რომ შესვენების დროს
მაქსიმალურად განვიტვირთოთ.
თანამშრომელი 9: ძალიან მომწონს ჩემი ოთახი, ის ხალხი რომელიც ჩემს გარშემოა. მეგობრები ვართ, რაც
ძალიან კარგი სტიმულია. ოფისშიც ვთვლი რომ ძალიან კარგი სიტუაციაა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის
ასეა.
თანამშრომელი 10: ძალიან მომწონს ადგილმდებარეობა, ოფისი, მაგრამ ოთახი დიდად არა. ადრე სადაც
ვიჯექი იმ ადგილს საერთოდ ვერ ვიტანდი, არც კი მკითხეს აზრი მინდოდა თუ არა იმ ადგილის
დაკავება (ოთახს არ ვგულისხმობ, არამედ ადგილს).
თანამშრომელი 11: ჩემი ოთახი და სამუშაო ადგილი მომწონს თუმცა რაღაცეებს დავამატებდი და
შევცვლიდი: სკამი სადაც თითქმის მთელ დღეს ვატარებთ ვფიქრობ არ არის ადეკვატური და საჭიროა
ერგონიმიული სავარძელი, კედლებს უფრო მეტი გახალისება სჭირდება, თანამედროვე დიზაინის ავეჯს
და თაროებს ვისურვებდი. რაც შეეხება ოფისს, ვისურვებდი უფრო დიდ სამზარეულოს და ონკანში ცხელ
წყალს.
თანამშრომელი 12: ვისურვებდი უფრო მეტ სიმწვანეს ოთახში; გაფორმებას/მოწყობას, რომ სიმყუდროვის
მეტი შეგრძნება იყოს; სკამები უნდა იყოს ოფისური, რომ საათობით ჯდომა არ იყოს საშინლად
დამღლელი. ჩემი ადგილი პირადად მე არ მომწონს.
თანამშრომელი 13: დამაკმაყოფილებელი.
თანამშრომელი 14: ოფისი მომწონს. ოთახს სხვანაირს ვისურვებდი, უფრო მყუდროს და კომფორტულს.
თანამშრომელი 15: არ მომწონს.
თანამშრომელი 16: მომწონს ოფისი თუმცა უფრო მისი პოტენციალი ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა.
ჩემი ოთახის რესურსი სრულად არაა გამოყენებული რაც შეეხება ჩემს სამუშაო ადგილს. თავისუფლად
ვიტყვი რომ არ მომწონს და ჩემს მოტივაციაზე არც თუ ისე კარგად მოქმედებს.
თანამშრომელი 17: სამუშაო ოთახი ცოტა პატარაა, ამ ოთახისთვის ბევრნი ვართ და ზაფხულში უკვე
უჰაერობა გვაწუხებს  ჩემი სამუშაო ადგილი, ჩვენს ოთახში, ყველაზე მყუდროა. ოფისი მიყვარს და
პირველად, რომ მოვედი ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც
ზემოთ ამოვედი მისაღებში. ისე, კარების გაღებისას, რომ პირდაპირ კედელი დავინახე, ცოტა უსიამოვნო
შეგრძნება იყო.
თანამშრომელი 18: ოფისი მომწონს, სამუშაო ოთახს უფრო მყუდროს ვისურვებდი.
თანამშრომელი 19: ჩემი სამუშაო ადგილი და გარემო ძალიან მომწონს, თუმცა არის საკითხები რასაც
შევცვლიდი. ყველა თანამშრომელსუნდა ჰქონდეს საშუალება თავად მოაწყოს ოთახში სასურველი
ინტერიერი/გარემო. ვთვლი, ეს გაზრდის თანამშრომლების მოტივაციას.
თანამშრომელი 20: ოფისი ძალიან ლამაზი; ოთახი ოფისის შესაფერისი; სამუშაო ადგილი - ვისურვებდი
უფრო მშვიდ გარემოს.
თანამშრომელი 21: სამუშაო ადგილი ცოტა ჩაკეტილია, ნაკლები სივრცეა, და აქ მომუშავე ადამიანებსაც
ასეთს გვხდის მეტნაკლებად, როგორც კვლევები ადასტურებს თანამედროვე სამყაროს იდეებს
თავისუფალ სივრცესი მუშაობა უფრო აგენერირებს, მაგრამ მესმის ეს შენობის სტრუქტურიდან
ჰამომდინარეა. მე მაგალითად 20 ადამიანთან ერტად რომ ვიჯდე მეოთხე სართულზე უფრო დადებით
გავლენას მოახდენდა ჩემზე. ვიდრე ლოკალურად 4-5 კაციან ოთახებში. ეს ჩარჩოებში გვაქცევს ალბათ
ყველას და ხსირად სხვის ოთახში არც კი შევდივართ ალბათ კვირაობით. სამუშაო ადგილი
კომფორტულია. სკამი სეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ეგეც სივრცის ნაკლებობის ბრალია.
თანამშრომელი 22: ოფისი ძალიან მომწონს, თუმცა სამუშაო ადგილს რაც შეეხება უფრო მეტი სივრცე და
ფერადი რომ იყოს ბევრად უკეთესი იქნებოდა.
თანამშრომელი 23: ძალიან კარგი გარემო გვაქვს ოფისში, ჩემი ოთახი და ოთახელებიც მომწონს.
თანამშრომელი 24: ჩვენი ოფისი საკმაოდ თანამედროვე და კომფორტულია, ზრდის გამო ალბათ
კონკრეტულ ოთახებში ცოტა მეტი სივრცე გვჭირდება, მაგრამ თუ თანამედროვე ოფისებს შევხედავთ
ფართის მაქსიმალური ათვისება ძაან გავრცელებული მეთოდია, ასე რომ მგონი საწუწუნო არაფერი
გვაქვს 
თანამშრომელი 25: სამუშაო ადგილი მომწონს. ადვილად ვეგუები ცვლილებებს, ხშირად გამომიცვლია
ჩვენს ოფისში სამუშაო ადგილი, მაგრამ არ მაქვს ამაზე პრეტენზია. ჩემს ოთახში არის სამუშაო განწყობა
და ყველაფერი გვაქვს სამუშაოს კარგად შესასრულებლად.
ჩვენნაირი ოფისი კი იშვიატად მინახავს, თუნდაც საზღვარგარეთ ვიზიტების დროს. ანუ, ვთვლი, რომ
ძალიან კეთილმოწყობილი ოფისი გვაქვს.
თანამშრომელი 26: ჩემი სამუშაო ადგილი მომწონს კი არა მიყვარს. უფრო მეტ დროს ვატარებ სამსახურში
ვიდრე სახლში. მშვიდი და წყნარი გარემო მაქვს. უბრალოდ, უფრო დიდი ოთახი არ იქნებოდა ურიგო.
თანამშრომელი 27: სამუშაო ადგილი კომფორტულია, თუმცა მცენარეებს ვისრვებდი ოთახში))

8. რას შეცვლიდი სამსახურში /კომპანიაში?


თანამშრომელი 1: არსებობს მენეჯმენტში ბევრი დაგროვილი გამოცდილება,უამრავი წიგნი, როგორ უნდა
გახადო კომპანია ძლიერი და ამის აპრობირებული მეთოდები. ჩვენ „ქვის ხანის“ მენეჯმენტი გვაქვს.
თანამშრომელი 2: პირველ რიგში კომპანიის საიტს სჭირდება განახლება. საიტთან ერთად ფეისბუქ
გვერდს და სავიზიტო ბარათებს, ასევე მგონია რომ კომპანიას თავისი დაბრენდილი საკანცელარიო
ნივთები უნდა ჰქონდეს (კალმები და ბლოკნოტები). ოფისს და ოთახებს რაც შეეხება ცოტა გახალისება არ
აწყენს. კარგი იქნება თუ კომპანია იზრუნებს თავისი სტაფის განვითარებაზე და საინტერესო ტრენინგებს
ჩაგვიტარებს. კომპანიამ უნდა იზრუნოს რომ სტაფი იყოს მოტივირებული, მიმაჩნია რაც უფრო
ბედნიერია დასაქმებული მით უფრო შრომისუნარიანი და პროდუქტიულია.
თანამშრომელი 3: რახან დილას ადგომა ჩემთვის პრობლემაა, მთელი წელი 10-ზე დავიწყებდი მუშაობას
 ისე კი, იმას შევცვლიდი რომ ყველამ იცოდეს რომ თანასწორები არიან ერთმანეთთან, ძველი
თანამშრომლები ახლებთან, მიუხედავად იმისა თუ ჯერ ბევრი რამ არ იციან. გაიღიმონ! კომპანიისგან
სასიამოვნო იქნებოდა დღესასწაულების (დაბადების დღისაც) მოლოცვა, თუნდაც უბრალო მისალოცი
ბარათით და წამახალისებელი რაღაცეების მოფიქრება.
თანამშრომელი 4: თანამშრომლების საქმისადმი და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებს.
თანამშრომელი 5: იმის მიუხედავად, რომ რაღაც პრობლემებს ვხედავ, საკმაოდ რთულია პრობლემების
გადაჭრის გზების პოვნა. როდესაც საქმე ეხება ისეთ დიდ ორგანიზმს, როგორიც ვიზიტჯორჯიაა,
ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ადამიანებს გააჩნდეთ საერთო მიზნები. მაგრამ, ნამდვილად ვერ გეტყვით
პროცესს, რომლის გავლაც არის საჭირო ამ ყველაფრის მისაღწევად. ალბათ დასახვეწია ურთიერთობა და
უკუკავშირი. სისტემატიური შეხვედრები თუნდაც თვეში ერთხელ შესაძლოა იყოს სტიმული. ღიად
საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა რაღაცას კარგად აკეთებს. თანამშრომლებს შორის არსებობს კონკურენცია,
რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა ეს კონკურენცია არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის. ჩვენ
ფაქტიურად არ ვაღიარებთ ერთმანეთს. ყველას თავის თავი გონია ყველაზე მაგარი და არავინ აფასებს
ერთმანეთის შრომას. ეს დიდი პრობლემაა, თუ ადამიანები ერთმანეთს დააფასებენ, ვფიქრობ ყველაფერი
უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება.
თანამშრომელი 6: პირველ რიგში გარემოს, უფრო თანამედროვე ინტერიერით გავაფორმებდი ოთახებს
და შევუქმნიდი ყველა თანამშრომელს სასიამოვნო გარემოს მუშაობისთვის. ასევე აუცილებლად
გავაკეთებდი ყავის აპარატებს ყველა სართულზე, აუცილებლად ვიზრუნებდი თანამშრომლების
განწყობაზე და მოტივაციაზე სამუშაო პროცესისადმი.
თანამშრომელი 7: შევცვლიდი დროის კონტროლს განსაკუთრებით დილაობით. ძალიან მომწონდა ეს
კონტროლი და ვთვლიდი რომ ეფექტურია, სანამ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში არ მოვხვდი
სამსახურისკენ მიმავალ გზაზე და არ დამაგვიანდ სრულიად მოულოდნელად. ასეთი შემთხვევები
ძალიან ბევრია, უნდა არსებობდეს პატარა ზღვარი 10-15 წუთი რაც ჩემი აზრით საპატიოდ უნდა
ითვლებოდეს. მითუმეტეს, რომ უმრავლესობა სახლებში დათქმულ დროზე გვიან მიდის.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: დილით 2 წუთის დაგვიანებაზე ჯარიმა რომ არ იყოს 
თანამშრომელი 10: თანამშრომლების აზრს გავითვალისწინებდი ხოლმე (როდესაც გლობალურ საქმეს
ეხება), მინიმუმ აზრს ვკითხავი, იმის შეგრძნება მაინც რომ ჰქონდეთ რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია და
მხოლოდ ერთი ადამიანს არ მივანიჭებდი უპირატესობას.
თანამშრომელი 11: თანამშრომლების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ; ღირსეული კადრების
მეტად აღიარება (არა მხოლოდ ფინანსური კუთხით); სწავლაში და განვითარებაში მეტი ხელშეწყობა
(ტრენინგები მაგალითად); შვებულების საკითხის დარეგულირება; მეტი კარგი კადრი.
თანამშრომელი 12: სტრუქტურას-ვფიქრობ, საქმის უფრო დეტალური გადანაწილება განვითარების
საშუალებას მოგვცემს; ტრენინგებს დავნერგავდი; მზრუნველობის/სამოტივაციო განყოფილებას
შევქმნიდი; შიდა ტრენინგ ცენტრს ჩამოვაყალიბებდი.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: მეტ მოტივაციას გავუჩენდი თანამშრომლებს, სხვადასხვა აქტივობებით და
ჩართულობით. ვფიქრობ, შესაცვლელია სტრუქტურაც. მეტი სიზუსტე მოვალეობების განსაზღვრისთვის.
სტაჟიან თანამშრომლებს, მეტი თავისუფლება და ინოვაცია უნდა შევთავაზოთ, რომ არ მობეზრდეთ ერთ
და იგივე საქმის კეთება.
თანამშრომელი 15: სამუშაო გარემოს, რომელიც მორგებული იქნება სტრესის შემცირებაზე და დადებითი
ემოციების ამაღლებაზე. ასევე, ზაფხულში 5 დღიანი შვებულება ძალიან არასაკმარისია, მითუმეტეს ასეთ
დატვირთული სამუშაო პირობებში.
თანამშრომელი 16: მგონია რომ უნდა შეიცვალოს, და უფრო მოქნილი გახდეს ჩვენი სამუშაო გარემო რაც
არის. რეალურად იმდენად დაძაბული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, რომ გარეგანი სტრესი ნამდვილად
ამცირებს ჩვენს შრომისუნარიანობას და პროდუქტიულობას.
თანამშრომელი 17: პირველ რიგში, შვებულების გაცემის წესს ზაფხულში. 1 კვირაზე მეტი რომ არ უნდა
აიღოს თანამშრომელა გადაბმულად,ამას ვეთანხმები იმიტომ, რომ ეს 1 კვირა დანარჩენებზე
მძიმედმოქმედებს, მაგრამ უნდა შეიძლებოდეს 1 დღიანი შვებულებების აღება ისე, რომ ამ ერთ კვირას (5
სამუშაო დღეს) არ აკლდებოდეს.
თანამშრომელი 18: შევცვლიდი დამოკიდებულებას მე არ მეხება, მას გამორჩა და ასე შემდეგ.
თანამშრომელი 19: შედარებით ლოიალურს გავხდიდი დაგვიანების საკითხს (მაგ: საპატიოდ ჩავთვლიდი
მაქსიმუმ 5 წუთიან დაგვიანებას), ვთვლი რომ უსამართლოა 09:31 წუთზე მოსვლა ჩაითვალოს
დაგვიანებად. ასევე, დავუშვებდი Day Off-ის აღების შესაძლებლობას.
თანამშრომელი 20: გადავიტანდი ბუნებაში და მოვაწყობდი დიდ საპარკინგე ადგილს, რომ
თანამშრომლებმა არ ვეძებოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი. შესვენებაზეც სიმწვანეში და სუფთა
ჰაერზე თვალები და ტვინი უკეთ დაისვენებდა. დაახლოებით გუგლის ოფისი მინდა .
თანამშრომელი 21: ერთადერთი უფრო სივრცით გარემოს იდეას ვუჭერ მხარს.
თანამშრომელი 22: დამოკიდებულებებს ერთმანეთის მიმართ.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: მე ვფიქრობ ცოტა მეტი დამოუკიდებლობა და უფლებების, მოვალეობების და
პასუხისმგებლობების უფრო კონკრეტული გადანაწილება კარგი იქნება.
თანამშრომელი 25: ვისურვებდი ერთმანეთი უფრო მეტად გვიყვარდეს, დავაფასოთ და
კეთილგანწყობილები ვიყოთ. თითოეული თანამშრომელი ქმნის საერთო განწყობას.
თანამშრომელი 26: კვალიფიკაციას ავუმაღლებდი ზოგიერთ თანამშრომელს და უფრო მეტად
ელექტრონულს გავხდიდი სამუშაო პროცესებს.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

9. რას შეცვლიდი  შენს მუშაობაში? სამუშაო პროცესში?


თანამშრომელი 1: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 2: რა თქმა უნდა არის ისეთი დღეები, როცა მუშაობის განწყობაზე არ ვარ ან უბრალოდ
შეუძლოდ ვარ, შესაბამისად შენელებულად ვმუშაობ და ვაძალებ საკუთარ თავს მუშაობას, თუმცა ასეთი
დღეები ხშირად არ არის და საერთო ჯამში მგონია რომ ღირებული თანამშრომელი ვარ კომპანიისთვის
და ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, ან ვცდილობ მაინც გავაკეთო. ასე რომ არაფერს შევცვლიდი ჩემს მუშაობაში.
თანამშრომელი 3: უფრო სიმყუდროვე რომ იყოს ოთახებში, თუნდაც ისევ რომ გვქონდეს პატარა
სუვენირები, ან სურათები, როგორც ადრე იყო.
თანამშრომელი 4: ცოტა მეტ თავისუფლებას მივცემდი თანამშრომლებს, მაგალითად დილით
დაგვიანების გამო არ დავაჯარიმებდი, და დაჯარიმება/არ დაჯარიმებას მისი საქმისადმი
დამოკიდებულებით განვსაზღვრავდი.
თანამშრომელი 5: გამიხარდებოდა თუ დროის უკეთეს მართვას შევძლებდი.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ჯერ-ჯერობით არაფერს.
თანამშრომელი 8: უფრო მოქნილს გავხდიდი სამუშაო პროცესს.
თანამშრომელი 9: ჯერ-ჯერობით არაფერს.
თანამშრომელი 10: საქმეს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე ამ მხრივ კომპანია არის მოწესრიგებული,
გვაქვს იმის საშუალება რომ საქმე კარგად შევასრულოთ და მე ვისურვებდი რომ უფრო ნაკლები
შეცდომები მომდიოდეს საქმის პროცესში და უფრო დაკვირვებული ვიყო.
თანამშრომელი 11: ბევრ საქმეს რაც მეხება გადავაბარებდი კომპეტენტურ პიროვნებას, სამწუხაროდ არ
გამოდის ძირითად შემთხვევაში კადრების გადინების და გამოუცდელი თანამშრომლების გამო.
თანამშრომელი 12: სიამოვნებით ჩამოვიშორებდი წვრილმან საქმეებს, რაც მეტ დროს მომცემდა უფრო
მნიშვნელოვანი და პოზიციისთვის შესაფერისი საქმის კეთებისთვის.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: დავიმატებდი მინიმუმ ერთ ადამიანს, რომელიც დამეხმარება სხვადასხვა საქმეების
გაკეთებაში. მივხვდი, რომ ჩემს განყოფილებას გაძლიერება და განახლება სჭირდება. გეგმები დასახული
მაქვს და იმედი მაქვს მომავალ წელს, ამ დროს, გაკეთებული მექნება.
თანამშრომელი 15: დასაქმებულთან რაოდენობით გაზრდით, ყოველ დღიური საქმე შემცირდებოდა და
შესრულებული საქმე უფრო ხარისხიანი გახდებოდა.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: მეტად კომპიუტერიზებულს და ელექსტრონულს გავხდიდი სამუშაო პროცესს,
ვფიქრობ, ჩვენს პროგრამას კიდევ ბევრი რამ შეუძლია, რომ დავხვეწოთ. არ ვიყენებთ სრულად
შესაძლებლობებს.
თანამშრომელი 18: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 19: თანამშრომლებს გავხდიდი უფრო კეთილგანწყობილს ერთმანეთის მიმართ (იმას, თუ
როგორ მოგაწვდის შენი ზემდგომი ინფორმაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სამუშაო პროცესისას).
თანამშრომელი 20: უამრავ რამეს, თუმცა ეს ეტაპობრივად ისედაც მოხდება.
თანამშრომელი 21: უფრო მეტად რომ იყოს სოფტი დახვეწილი და ნაკლები ადამიანი გვჭირდებოდეს
რომ პროცესი მართო. ანუ ის რაც შეიძლება მარტომ გააკეთო და სხვისი დროც დაზოგო, პროგრამის
მხარდაჭერით. ბევრის დროს დაზოგავდა შესაბამისად ალბათ უფრო ეფექტიანი ვიქნებოდი და
ეფექტურიც. ანუ უფრო კომპიუტერიზებული რომ იყოს და ბევრი რგოლი არ გჭირდებოდეს მარტივი
პროცესის წარმართვისთვის.
თანამშრომელი 22: არ მიფიქრია.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ალბათ ზუსტად იმას რაც მერვე კითხვაში ავღნიშნე.
თანამშრომელი 25: ვისურვებდო ნაკლებად სტრესულ სიტუაციებში მუშაობას; სამუშაო საათების
დასრულების შემდეგ წასვლის საშუალებას.
ჩვენი სამუშაო პროცესი თითქმის ყოველთვის ჯაჭვურ რეაქციაშია, ანუ რომელიმე თანამშრომლის
დახმარება ან პასუხი მჭირდება ამ თუ იმ საქმის დასასრულებლად. ვისურვებდი, რომ დროულად
მქონდეს თანამშრომლისგან პასუხი და დახმარება.
თანამშრომელი 26: სამუშაო პროცესს უფრო მეტად ელექტრონულს გავხდიდი, რაც ვფიქრობ დროს
გამოათავისუფლებდა, ჭკვიანური იდეებისთვის, რომლებიც რათქმაუნდა ისევ სამუშაოს მოხმარდებოდა.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

10. ხარ თუ არა რეალიზებული სამუშაო პროცესში? ისურვებდი უფრო მეტს /სხვას? თუ თვლი, რომ არ ხარ
რეალიზებული, მაშინ როგორ წარმოგიდგენია შენი თავის რეალიზება ჩვენს კომპანიაში?
თანამშრომელი 1: ახლა, ვფიქრობ, რომ იმდენად რეალიზებული ვარ ბოლომდე ამოვწურე საკუთარი
თავი და ვერ ვხედავ მიზანს, ახალი რამ ვისწავლო... ბევრი რამ რაც ვისწავლე, ვერ ვიყენებ....
თანამშრომელი 2: ვარ რეალიზებული მაგრამ უფრო მეტი მოტივაცია არ გვაწყენდა არცერთს.
თანამშრომელი 3: ვარ, მეტი გამოცდილების შეძენის შემდეგ, მეტი პასუხისმგებლობის აღებაც შემეძლება.
თანამშრომელი 4: ვთვლი, რომ რეალიზებული ვარ.
თანამშრომელი 5: ვთვლი, რომ ბოლომდე რეალიზებული არ ვარ, თუმცა ვხედავ რომ ერთ ადგილას არ
ვდგავარ და მუდმივად წინ მივდივარ, რაც ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
თანამშრომელი 6: ვთვლი რომ ვარ რეალიზებული თანამშრომელი, თუმცა მოტივაცია ხშირად მივარდება
ისევ და ისევ კომპანიის მხრიდან, რადგან ხშირად უსამართლობის განცდა მეუფლება, რადგან კომპანია
მხოლოდ ძალიან ცოტა ხნის წინა დაინტერესდა თანამშრომლების მოტივაციაზე თუ წახალისებაზე,
მათთვის არსებულ პრობლემებზე და მათ ასე თუ ისე გადაჭრაზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო
ფაქტია. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელს შეუწყობს არამარტო ჩემს, არამედ ნებისმიერი თანამშრომლის
გულითად და ხარისხიან მუშაობაზე.
თანამშრომელი 7: ყველა შემთხვევაში უფრო მეტს ვისურვებდი რა თქმა უნდა. ამ კომპანიაში საკუტარი
თავის რეალიზება მხოლოდ და მხოლოდ მეტი პროექტით და მოტხოვნით წარმომიდგენია.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: ვთვლი რომ რეალიზებული ვარ,ვაკეთებ იმას რისი კეთებაც მსიამოვნებს. არ ვაკეთებ
საქმეს იმიტო რო ეს მევალება, არამედ იმიტომ რომ მინდა გავაკეთო.
თანამშრომელი 10: ვფიქრობ რომ შემიძლია უფრო მეტის გაკეთება.
თანამშრომელი 11: ვთვლი რომ ვარ რეალიზებული რადგანაც მოსვლის დღიდან საკმაოდ მრავალი
განხრით მომიწია მუშაობა და ჩემი შესაძლებლობები ბევრგან მოვსინჯე.
თანამშრომელი 12: რეალიზებული ვარ, თუმცა არა ბოლომდე, ვთვლი რომ მეტის გაკეთება შემიძლია
კომპანიისთვის. ხელს მიშლის ბევრი წვრილი საქმე, რაც დროს აღარ მიტოვებს ფიქრისთვის და
კეთებისთვის. უფროსობამ სწორად უნდა გათვალოს და გაწეროს ფუნქციები. ამის საშუალებით შევძლებ
სრულადრეალიზებას.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: უფრო მეტის გაკეთება შემიძლია და ვფიქრობ რომ გავაკეთებ მეტს.
თანამშრომელი 15: რასაც ვაკეთებ მომწონს.
თანამშრომელი 16: მგონია რომ ნაკლებად ვარ რეალიზებული სამუშაო პროცესში. მიუხედავად იმისა
რომ ყოველ დღე განსხვავებულია და ახალი გამოწვევებია. ეს გამოწვევებიც უკვე ყოველდღიურობაა
ამიტომ აუცილებელია ჩემი და თითოეული თანამშრომლისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევების
არსებობა რაც ხელს შეუწყობს ჩვენს არამარტო როგორც პიროვნების არამედ როგორც კომპანიის
თანამშრომლის ზრდასა და განვითარებას.
რაც არ უნდა კარგი მართვითი სისტემა იყოს ყოველთვის არსებობს რაღაც უკეთესი და ამაში ყველა
თანამშრომლის ჩართულობა მიუხედავად მისი სამოქმედო არეალისა აუცილებელია.
თანამშრომელი 17: კომპანიაში ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. სრულად ვიხარჯები და როგორც
ჩვენი უფროსი ამბობს, თუ ბოლომდე იხარჯები, ესეიგი შენი თავის რეალიზებას სწორად ახდენ 
თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრად მეტის გაკეთებაც შემიძლია და ჯერჯერობით, სანამ წინსვლას და
საინტერესო საქმის ზრდას ვგრძნობ, ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.
თანამშრომელი 18: იმისთვის რომ ყველა თანამშრომელს მიეცეს თვითრეალიზების საშუალება სამუშაო
პროცესში მას უნდა გააჩნდეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, ასევე საკუთარი
ხედვა სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა ისე რომ კომპანიის საერთო ღირებულებები არ დაირღვეს, მე
მაქვს ამის საშუალება და ვთვლი რომ ვარ რეალიზებული სამუშაო პროცესში.
თანამშრომელი 19: ვთვლი, რომ საკმაოდ რეალიზებული ვარ კომპანიაში.
თანამშრომელი 20: გავაკეთებდი სიამოვნებით რთულ საქმეს, რომელიც არაა რუტინული და სჭირდება
აზროვნება.
თანამშრომელი 21: ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად ჩავერთე ჩემს სამუშაოში, იოლად ავურე
ალღო და მარტივია ჩემთვის პოზიციაზე მუშაობა. უფრო ტექნიკური სამუშაო მაქვს და ნაკლებად
კრეატიული. მაგრამ ვფიქრობ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და საკმაოდ სწრაფად შევძლებ რომ
გადავინაცვლო ახალ პოზიციაზე სადაც მეტი თვითრეალიზების შესაძლებლობა მომეცემა.
თანამშრომელი 22: ჩემი აზრით, რეალიზებული ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ შემიძლია უფრო მეტი.
თანამშრომელი 23: ვთვლი, რომ რეალიზებული ვარ.
თანამშრომელი 24: ვფიქრობ რომ კი, მაგრამ რეალიზების სრულყოფილი გაგება საკუთარი თავის
ამოწურვასთან ასოცირდება ჩემთვის და ვფიქრობ რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ჯერ არ
მიმიღწევია.
თანამშრომელი 25: ვფიქრობ, რომ ვარ რეალიზებული სამუშაო პროცესში.
თანამშრომელი 26: ვთვლი, რომ ვიზიტ ჯორჯიაში ვარ მაქსიმალურად რეალიზებული, თუმცა თუ მეტი
თანამშრომელი მეყოლება, მაქსიმალურად გამოვიყენებდი ჩემს რესურსებს კომპანიის სამუშაო
პროცესების გაუმჯობესების საქმეში.
თანამშრომელი 27: ამ ეტაპზე ვთვლი რომ რეალიზებული ვარ, ცვლილების მოთხოვნილება არ მაქვს.

11. რომელ თანამშრომელს/ებს გამოყოფდი კომპანიაში, როგორც ღირსეულს? რატომ? რას აფასებ მასში?
თანამშრომელი 1: თამუნა ხუბუა
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: ნათია თვალაბეიშვილს, როგორც ძველ და პატიოსან თანამშრომელს.
თანამშრომელი 4: ხათუნა დემეტრაშვილს თავდადებული შრომისთვის. ნატო გურეგანაძეს მაქსიმალური
დახარჯვისთვის და კოლეგებისთვის დახმარებისთვის, ბონუსად მისი საოცარი პოზიტივიც ემატება.
თანამშრომელი 5: ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე. საბედნიეროდ ჩვენს კომპანიაში არსებობენ
კარგი ადამიანები, მაგრამ არ მახსენდება, შემთხვევა როდესაც ვიღაცის გაკეთებული საქმით
აღვფრთოვანდი. თუმცა მახსენდება ბევრი შემთხვევა, როდესაც შევეჩეხე ვიღაცეების ზერელე
დამოკიდებულას, უხეშ პასუხს და მცდელობას რომ მოვეშორებინე. ვიღაცეებს გონიათ, რომ ჩვენ ბევრ
რამეს ვთხოვთ, ვაწუხებთ, მაშინ როდესაც რაღაცეები ეზარებათ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენ
ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. უფრო კონკრეტულადაც დავწერდი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ის
ვინც ამას წაიკითხავს, ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ასე კონკრეტულად არავის, თუმცა იმათ გამოვყოფდი ვინც უკვე დიდი ხანია აქ
მუშაობს, არც ისე ადვილია ერთ ადგილას ამდენი ხნით დარჩენა და მჯერა, რომ ეს არა მხოლოდ პირადი
ინტერესებით არამედ კომპანიის მიმართ პატივისცემითა და ერთგულებითაა განპირობებული.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფ.
თანამშრომელი 10: კონკრეტულ ადამიანს ვერ გამოვყოფ, მაგრამ ზოგიერთებში ძალიან მომწონს
შრომისუნარიანობა, მაქსიმუმს რომ აკეთებენ რათა თავიანთი ბაზარი იყოს წარმატებული, ზოგიერთებში
მომწონს პირდაპირობა, რომ გამოხატავენ საკუთარ აზრს და არ ამბობენ მხოლოდ იმას რაც დირექტორს
მოეწონება.
თანამშრომელი 11: ლექსოს და ნატო ჭიოკაძეს, მათ დიდი გამოცდილება აქვთ. მათგან ბევრი რამის
სწავლა შეიძლება და ყოველთვის თანადგომას ვგრძნობ კრიტიკულ სიტუაციებში.
თანამშრომელი 12: ლექსო-კარგი ლიდერიაა; სამართლიანია;
ხათუნა-მან რაც შეძლო ცოტა ადამიანი თუ შეძლებდა, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე გაიარა და
შეძლო თავისი თავისთვის ეჯობნა, ძალიან მაგარია.
ლელა-უზომოდ მშრომელი და ერთგულია.
გიორგი ღონიაშვილი-დაუზარელია!! უზომოდ მშრომელი, ერთგული, პატიოსანი.
ნატო გურგენაძე-მხიარული, საზრიანი, დაუზარელი.
ფიქრია-საზრიანი,დაუზარელი,კომპანიის ერთგული.
ნინო იორდანიშვილი-უზომოდ მშრომელი და კომპანიის ერთგული.
ყველა ერთად კომპანიის ინტერესების გამტარებელი, რაც ძალიან მაგარია.
თანამშრომელი 13: ბევრი თანამშრომელია, ვისაც ღირსეულად მივიჩნევ. ძალიან მომწონს
ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც, ძირითადად.
თანამშრომელი 14: ლელას და ხათუნას. ორივე ძალიან შრომისმოყვარე და თავდაუზოგავი ადამიანია.
ნატო გურგენაძეს-მონდომებული, ხალისიანი და დაუზარელი. ბევრი ასეთი ადამიანი გვჭირდება.
თანამშრომელი 15: კონკრეტულად ვერავის დავწერ, თუმცა არის რამდენიმე.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: ხათუნა დემეტრასვილს იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და ერთგული
თანამშრომელია; ნათია თვალაბეიშვილს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად აღზრდილი და ყველაზე
გაწონასწორებული ადამიანია; თეთუს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ადამიანურ ფაქტორებს
და სამუშაო გარემოს, ფიქრობს თანამშრომლებზე თანამშრომლების პოზიციიდან.
თანამშრომელი 18: თამუნა ტაბიძეს, ენერგიით სავსე, მოტივირებული, კეთილსინდისიერი, ნატო
ჭიოკაძე, ყოველთვის დამაჯერებელი და პასუხისმგებლიანი.
თანამშრომელი 19: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 20: ძალიან ბევრ თანამშრომელს გამოვყოფდი კეთილგანწყობით, ზრდილობით და
ყურადღებით, თუმცა არ შემიძლია არ გამოვარჩიო ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ნათია და
თბილი, ყურადღებიანი და სამართლიანი თეთუ.
თანამშრომელი 21: ბატონ ლექსოს, რადგან ვთვლი თუ გინდა Follow ადამიანს პირველი არის თავად
ლექსო ვინც ძალიან ბევრს შრომობს და ფიქრობს და კომპეტენტურია და მიმართულებას გაძლევს, იცი
რომ უპასუხოდ არ დარჩები და მხარდამჭერია შენი.
თანამშრომელი 22: გამორჩეული თანამშრომელი არ მყავს, რომელსაც გამოვყოფდი.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: მე ძალიან ვაფასებ ბატონ თამაზს, ვფიქრობ ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანია, თან
შეუძლია სულ დაგეხმაროს, ვაფასებ ბატონ ლექსოს იმიტომ რომ მისი პრინციპული გადაწყვეტილებები
ჩემთვის მისაბაძია, თან როცა დახმარება გჭირდება ის არასდროს ბუზღუნებს რომ დრო არ აქვს :D კიდე
კატუნა, მიუხედავად იმისა რომ სულ გადაღლილია და ძალიან ბევრი საქმე აქვს არასოდესაა უხეში და
უტაქტო ბევრი სხვა თანამშრომლისგან განსხვავებით.
თანამშრომელი 25: ლექსო არის ჩემთვის ღირსეული თანამშრომელი და უფროსი. ასევე გამოვყოფ ნატო
გურგენაძეს და ხათუნა დემეტრაშვილს, რომლებიც ყოველთვის კარგ განწყობას ქმნიან და არიან
თავდადებული თანამშრომლები.
თანამშრომელი 26: თუ როგორც პროფესიონალი ისე განვიხილავთ ლექსო მამულაშვილი არის ჩემთვის
მისაბაძი ადამიანი, შრომისმოყვარეობით, პატიოსნებით და საქმისადმი სერიოზული
დამოკიდებულებით. დარწმუნებული ვარ, ამ თვისებებს მაშინაც გამოამჟღავნებდა რიგითი
თანამშრომელი რომ იყოს და არა დირექტორი.
თანამშრომელი 27: ვფიქრობ , რომ ძალიან ღირსეული და გაწონასწორებულია ბუღალტერიის
განყოფილების ხელმძღვანელი.

12. ავტონომია - არის რამე ისეთი, რომელსაც გინდა რომ წყვეტდე თავად?
თანამშრომელი 1: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: ტურებთან და მძღოლებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.
თანამშრომელი 4: ვთვლი, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა მიწევს.
თანამშრომელი 5: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ამ ეტაპზე მხოლოდ პირად ცხოვრებაში მინდა, და არ მომწონს როდესაც კომპანია
აქცევს ყურადღებას იმ ცხოვრებას რაც სამსახურის გარეთ არსებობს, რაც არანაირად არ უკავშირდება
სამსახურს.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: მარტო მე არა, მაგრამ თუ რამე ისეთია რაც ყველას გვეხება, უმჯობესი იქნება რომ
ყველამ ერთად გადავწყვიტოთ.
თანამშრომელი 10: კი, მე ვისურვებდი რომ გარკვეულ საკითხებს მე თვითონ ვწყვეტდე და არ
ვუთანხმებდე ბევრ ადამიანს.
თანამშრომელი 11: ბევრ რამეს გადავწყვეტდი დამოუკიდებლად, თუმცა ვფიქრობ გამოცდილება არ მაქვს
საკმარისი.
თანამშრომელი 12: მინდა მქონდეს ბიუჯეტი წლიურად, რომელსაც გამოვიყენებ თიმბილდინგისთვის და
წამახალისებელი საჩუქრებისთვის.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: პრინციპში, მე ავტონომია მაქვს, ნაწილობრივ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი
ავტონომიისთვის, ჯერ მე უნდა ჩამოვყალიბდე რა მინდა.
თანამშრომელი 15: ჩემს პოზიციაზე ავტონომია საკმარისია.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: ვფიქრობ, რაც საჭიროა, იმას ვწყვეტ.
თანამშრომელი 18: ავტონომია ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ის საქმე რაც მე მაკისრია და რასაც მე
ვასრულებ ზემდგომი შუამავლის გარეშე ვისურვებდი საშუალებას, თუ პასუხისმგებლობა მე მაკისრია და
ვივალებ მაშინ მისი გადაწყვეტის საშუალებაც მე უნდა მქონდეს, მირჩევნია მყავდეს 1 უფროსი ბატონი
ლექსო, ვიდრე ყველა ჩემზე ადრე მოსული თანამშრომელი.
თანამშრომელი 19: დიახ, საკუთარი სამუშაო გარემოს შექმნა.
თანამშრომელი 20: რათქმაუნდა არის. პირადად გეტყვით ოდესმე ან თქვენ დამასწრებთ .
თანამშრომელი 21: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 22: ალბათ, კი.
თანამშრომელი 23: არის რაღაცეები, რასაც ვწყვეტ თავად.
თანამშრომელი 24: კი, არის მაგრამ რომ დავასახელო რა არის მიხვდებით ვინც ვარ  ძალიან წვრილმანი
რაღაცეები, რომლებზეც ვფიქრობ აღმასრულებელ დირექტორს დროს არ უნდა ვაკარგინებდეთ
კითხვებით: გავაკეთო? როგორ გავაკეთო? როდის გავაკეთო? ძვირია?იაფია? ასეთი გვინდა? ისეთი
გვინდა??... ვფიქრობ ჩვენს თანამშრომლებს თუ განვუსაზღვრავთ სწორად პრიორიტეტებს ამ
გადაწყვეტილებებს, მარტივად, სწორად და ნაკლებ დროში მიიღებენ.
თანამშრომელი 25: ვცდილობ მარტივი და ისეთი საკითხები, რასაც მე დავძლევ, თავად გადავწყვიტო.
თუ რაიმე საკითხის გადაწყვეტა ჩემს კომპეტენციას და ძალებს აღემატება, მირჩევნია მივმართო ლექსოს.
თანამშრომელი 26: ვიზიტ ჯორჯიაში საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. შემიძლია ბევრ
საკითხზე თავად მივიღო გადაწყვეტილება.
თანამშრომელი 27: ამ ეტაპზე არა.
13. რითი ამაყობს კომპანია, შენი აზრით?
თანამშრომელი 1: ბაზრის ლიდერია და წმყვანი ადგილი უკავია.
თანამშრომელი 2: სახელით, მიღწევებით.
თანამშრომელი 3: მიღწეული სტაბილური წარმატებით.
თანამშრომელი 4: ქვეყნისთვის და შესაბამისად თითოეული თანამშრომლისთვის მოტანილი სარგებლის
გამო, ქვეყნის საერთაშორისო ცნობიერების გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო.
თანამშრომელი 5: ჩემი აზრით ჩვენს კომპანიას აქვს საამაყო ისტორია. ისიც ნამდვილად საამაყოა რომ
მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: უნდა იამაყოს თანამშრომლებით, მაშტაბებით და იმ წვლილით რაც ქვეყნის
ეკონომიკაში გვიკავია.
თანამშრომელი 8: ზრდით, განვითარებით, პროფესიონალი კადრებით და კარგი მომსახურებით, ასევე
კმაყოფილი ტურისტებით.
თანამშრომელი 9: ხარისხით.
თანამშრომელი 10: იმით რომ არის საუკეთესო თავის სფეროში და პატიოსნად მუშაობს (ნუ ზომიერების
ფარგლებში).
თანამშრომელი 11: გამოცდილებით და ლიდერობით ბაზარზე.
თანამშრომელი 12: მიზან მიმართულობით, განვითარებისკენ სწრაფვით, ხარისხის დონით!
თანამშრომელი 13: თანამშრომლებით.
თანამშრომელი 14: წარმატებით, განვლილი წლებით.
თანამშრომელი 15: თავისი იმიჯით.
თანამშრომელი 16: ჩემი აზრით კომპანია ამაყობს იმით რაც ის დღეს არის. „სახელი იწვევს ნდობას“ ეს ის
არის რაც ჩემში ჩვენს კომპანიასთან ასოცირდება. ხარისხი, შრომისმოყვარე და ძლიერი, შემტევი გუნდი,
რომელსაც შეუძლია საკმაოდ დიდი სირთულეების დაძლევა. რეალურად ეს ადამიანუყრი რესურსი არის
ის რაც მაცოცხლებელია ნებისმიერი კომპანიისთვის. ის შედეგები კი რაც იდება (ტურისტთა რაოდენობა,
მომსახურების ხარისხი და ა.შ.) მხოლოდ ადამიანური რესურსის დამსახურებაა დაწყებული
დირექტორიდან დამთავრებული ნებისმიერი თანამშრომლით.
თანამშრომელი 17: საერთაშორისო ბაზარზე, ალბათ, მომსახურების მაღალი ხარისხით, ხოლო
საქართველოში მგონია, რომ „ვიზიტ ჯორჯია“ უკვე ბრენდია და სახელით ვამაყობთ.
თანამშრომელი 18: განვლილი 20 წლით და იმ წარმატებით რაც აქვს, იმ შენარჩუნებული რეპუტაციით
რაც თავისთავად გულისხმობს და მოიცავს ყველა იმ ღირებულებას რაც კომპანიას გააჩნია.
თანამშრომელი 19: მომსახურე პერსონალით და აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ტურისტით.
თანამშრომელი 20: მიღწეული წარმატებით.
თანამშრომელი 21: შექმნილი ისტორიით, სერვისით, ნეთვორქინგით, შესრულებული საქმით და
გამოცდილებით.
თანამშრომელი 22: საკუთარი წარმატებით.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ალბათ იმით რომ რასაც მიაღწია, მიაღწია პატიოსანი და თავდაუდებელი შრომით.
თანამშრომელი 25: ჩემი აზრით, კომპანია პირველ რიგში მისი თანამშრომლებით ამაყობს, მათ გარეშე
კომპანია წარმატებული ვერ იქნება.
თანამშრომელი 26: ვიზიტ ჯორჯია ამაყობს თავისი მიღწევებით, კარგი სტაფით და რაც მთავარია
პატიოსნებით.
თანამშრომელი 27: ვფიქრობ, კომპანია ამაყობს ყოველი კარგად ჩატარებული სეზონით.
თანამშრომლებით, იმით რომ აკეთებს მაშტაბურ საქმეს, რასაც სარგებელი ქვეყნისთვის მოაქვს.
14. შენ რითი ამაყობ?
თანამშრომელი 1: ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა. არასოდეს ვექცევი სხვა ადამიანებს ცუდად, ჩემი საკუთარი
კეთილდღეობისთვის.
თანამშრომელი 2: ჩემი თავით, მეგობრებით.
თანამშრომელი 3: მე ვამაყობ ჩემი ადამიანობით და პატიოსნებით.
თანამშრომელი 4: არ მინდა თავდაჯერებული იდიოტივით გამომივიდეს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად
მეამაყება, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგ საქმეს მეც ვაკეთებ, ასევე მეამაყება თითოეული საინტერესო
ადამიანი ჩემს გარშემო.
თანამშრომელი 5: ვამაყობ, რომ გავხდი ამ კომპანიის ნაწილი. ვამაყობ რომ ვხვდები, რომ ვარ
აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ვიდრე ვიყავი წარსულში. ეს კი მეტწილად სწორედ ჩემი აქ
ყოფნის დამსახურებაა.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ჯერ-ჯერობით საამაყო არაფერი მაქვს. ამას დიდი დრო სჭირდება 
თანამშრომელი 8: საკუთარი თავით და პროფესიონალიზმით.
თანამშრომელი 9: ასევე ხარისხით.
თანამშრომელი 10: მე ვფიქრობ რომ კომპანიის წინსვლისთვის ჩემს როლს ვასრულებ და მხოლოდ
ინერციით არ მიდის საქმე.
თანამშრომელი 11: ვამაყობ როცა ჩემი გაკეთებული საქმის შედეგს ვხედავ.
თანამშრომელი 12: ჩემი ოჯახით.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: რომ ვარ წარმატებული კომპანიის ერთ-ერთი სტაჟიანი თანამშრომელი.
თანამშრომელი 15: ენერგიული და კომუნიკაბელური ვარ 
თანამშრომელი 16: ზოგადად ძალიან ამაყი ადამიანი ვარ და შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი რამით
ვამაყობ. ქვეყნით, ისტორიით, კულტურით, თითოეული წარმატებული დღით, სამსახურში თუ მის
გარეთ. თუმცა საბოლოო ჯამში, ვამაყობ იმითაც რომ არ მსურს გაჩერება და არ ვარ კმაყოფილი იმით რაც
დღეს ვარ. შეიძლება უცნაური იყოს მაგრამ ჩემთვის სიამაყე და ბედნიერება ერთმანეთს უტოლდება.
თანამშრომელი 17: მეც სახელით ვამაყობ, მიხარია, რომ ვიზიტ ჯორჯიას თანამშრომელი ვარ და ამას რომ
ვამბობ ვინმესთან, იქ დამატებით რამის ახსნა ზედმეტია 
თანამშრომელი 18: ასე ვერ გამოვყოფ, ბევრი რამით, ვცდილობ ყველასთან დავრცე ნამდვილი და
მართალი, და მეამაყება რომ ამას ვახერხებ ყოველთვის.
თანამშრომელი 19: ვამაყობ, რომ შევძელი საკუტარი თავის რეალიზება და ვარ დასაქმებული, რაც
ვთვლი, რომ დღევანდელ საქართველოში სერიოზული პრობლემაა.
თანამშრომელი 20: ასევე, მიღწეული წარმატებით და განვითარებით, თუმცა ეს მხოლოდ მცირე
პროცენტია იმის, რაც მინდა.
თანამშრომელი 21: ურთიერთობებით როგორიცაა ჩემი ოჯახი, მეგობრებით, პროფესიული
ურთიერთობებით, ჩემი განვლილი ცხოვრებით, რომელმაც ბევრი მასწავლა და გამზარდა როგორც
პიროვნულად ასევე პროფესიულად. ყველა სამსახურით რომელიც მქონია და საქმით რომელიც
გამიკეთებია.
თანამშრომელი 22: ვამაყობ იმით, რომ მაქვს თითქმის ყველაფერი რაც მოვისურვე და მიზნები,
რომლებსაც აუცილებლად მივაღწევ.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ზოგადად ვამაყობ იმით რომ ვარ ძლიერი ადამიანია, დამოუკიდებელიც,
შრომისმოყვარეც და მიზანმიმართულიც, და ვფიქრობ ჩემს „სიამაყეებში“ დიდი წვლილი აქვს ვიზიტ
ჯორჯიას.
თანამშრომელი 25: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 26: ვამაყობ, რომ ვარ წესიერი ადამიანი და ვარ პროფესიონალი ჩემი საქმის.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.
15. შენ რითი ამაყობ  კომპანიაში/სამსახურში?
თანამშრომელი 1: ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებით.
თანამშრომელი 2: სახელით, პროფესიონალიზმით, მიღწევებით, ჭკვიანურად აწყობილი სისტემით.
თანამშრომელი 3: მე ზოგადად ვამაყობ რომ ვმუშაობ ვიზიტ ჯორჯიაში და სამსახურში ვამაყობ ჩემი
დამოკიდებულებით სამსახურთან და ზოგადად მაღალი პასუხისმგებლობით რაც მაქვს.
თანამშრომელი 4: ვამაყობ თითოეული ჩემი შეტანილი წვლილით და იმით, რომ ზოგჯერ შემიძლია
თანამშრომელთა განწყობები დადებითისკენ შემოვაბრუნო. ასევე ძალიან მეამაყება ქუჩაში დანახული
თითოეული ჩვენი ტურისტი.
თანამშრომელი 5: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: და ისევ: ჯერ-ჯერობით საამაყო არაფერი მაქვს. ამას დიდი დრო სჭირდება 
თანამშრომელი 8: საინტერესო საქმეს ვემსახურები და კომპანიამ ამისთვის სხვებთან ერთად მე შემარჩია.
თანამშრომელი 9: გამიჭირდება თქმა.
თანამშრომელი 10: მე ვთვლი რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია თავის სფეროში და არ
„მიტყდება“ იმის თქმა რომ ვმუშაობ ვიზიტჯორჯიაში და მეც ჩემი წვლილი შემაქვს კომპანიის
განვითარებაში.
თანამშრომელი 11: ვამაყობ რომ დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს კომპანიას ქვეყნის ტურიზმის
განვითარებაში, ხალხის დასაქმებაში.
თანამშრომელი 12: სამართლიანობით.
თანამშრომელი 13: თანამშრომლებით, ასევე.
თანამშრომელი 14: ვფიქრობ, რომ ჩემი კარგი მუშაობის შედეგი დღესაც ჩანს ჩვენს კომპანიაში.
თანამშრომელი 15: რომ ვარ სფეროში ყველაზე მაგარი კომპანიის გუნდის წევრი.
თანამშრომელი 16: კომპანიაში ვამაყობ პირველ რიგში კომპანიით, და ჩემი წვლილით მის განვითარება
და მოძრაობაში (უფრო კონკრეტულად ვერ დავწერ სამწუხაროდ რადგან ანონიმურია და მიცნობთ).
თანამშრომელი 17: ამაყად მაშინ ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა წელს შევაჯამებ და აღმოჩნდება, რომ
კარგად ვიმუშავე, ნაკლები შეცდომებით და კუდების გარეშე 
თანამშრომელი 18: პატიოსნებით და იმ რეპუტაციით რაც აქ მუშაობის პერიოდში შევინარჩუნე.
თანამშრომელი 19: რომ, ვარ დასაქმებული პირველ და წამყვან ტურისტულ კომპანიაში. ასევე, ამაყი ვარ
თითოეული ჩამოსული ტურისტით.
თანამშრომელი 20: იმით, რომ ვარ წარმატებული გუნდის ნაწილი.
თანამშრომელი 21: დღის ბოლოს რომ ყველაფერი კარგადაა, ყველა კითხვას ვუპასუხეთ და იმ პატარა
საქმემ რომელიც გავაკეთეთ თუნდაც ერთი ტურის დღის დამთავრება და წარმატებით სრულდება,
სადღაც ბედნიერების ერთი წვეთი გამოგეყოფა ადამიანს და ეს მაბედნიერებს ყოველდღიურად.
თანამშრომელი 22: ვამაყობ იმით, რომ ვარ ამ ლიდერი კომპანიის გუნდის ნაწილი და მის წარმატებაში
მეც მიმიძღვის ჩემი მცირედი წვლილი.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ვამაყობ რომ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ დიდ გუნდში და გულით ვაკეთებ
ყველაფერს რაც შემიძლია და რაც თუ არ გააუმჯობესებს არ შელახავს მაინც მის რეპუტაციას და ხარისხს.
თანამშრომელი 25: მე მართლა ვამაყობ, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.
თანამშრომელი 26: მეამაყება ვიზიტ ჯორჯიას გუნდის წევრი რომ ვარ. წარმატებული, მიზანსწრაფული
და ბრენდად ქცეული კომპანიის წინსვლაში ერთ აგურს მეც ვდებ.
თანამშრომელი 27: კომპანიაში ვამაყობ ჩემი რამოდენიმე თანამშრომლით და როგორ შეგვიძლია ერთად
პრობლემის მოგვარება, ვამაყობ რთულ სიტუაციებს გამკლავებით, კარგად და გულით გაკეთებული
საქმით.

16. დილას რა განწყობით მოდიხარ სამსახურში?


თანამშრომელი 1: ვგეგმავ რის მერე რა გავაკეთო.
თანამშრომელი 2: სიხარულით არ მოვფრინავ რადგან დილაა, თუმცა მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი
ოთახელები.
თანამშრომელი 3: ყოველთვის სამუშაო და დადებითი განწყობით.
თანამშრომელი 4: იმ შემართებით, რომ წინა საღამოს ჩამოწერილ საქმეებს შევუდგე ენთუზიაზმით.
თანამშრომელი 5: ვიცი რომ ბევრი საქმე მელოდება და ეს ბედნიერს ნამდვილად არ მხდის. თუმცა
ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მოვმართო ჩემი თავი და მაქსიმალური შედეგი მივიღო
ყოველ დღე.
თანამშრომელი 6: საკმაოდ არასასიამოვნო განწყობით, სამწუხაროდ.
თანამშრომელი 7: სრული სტრესით, იმის შიშით გზაზე რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს და არ
დამაგვიანდეს ისევ, ქოშინით და ბუტბუტით. სახლიდან გამოსვლამდე კი მაქვს მოტივაციის ნიშნები,
თუმცა გზაში მეკარგება ))
თანამშრომელი 8: კარგი განწყობით, არ მეზარება სამსახურში მოსვლა და ვფიქრობ ეს მოტივაციის
არსებობის ნიშანია.
თანამშრომელი 9: სამუშაო განწყობით რა თქმა უნდა 
თანამშრომელი 10: სეზონზე იმ განწყობით მოვდივარ რომ რაც მაქვს დარჩენილი „კუდები“ ის დროზე
მოვიშორო. იმ განწყობით არასოდეს მოვსულვარ „ეს დღე როდის დასრულდება“.
თანამშრომელი 11: ძირითადად შემართებით და მოტივირებული.
თანამშრომელი 12: კარგი, უმეტესად მიხარია მოსვლა.
თანამშრომელი 13: მობილიზებული და ზოგჯერ ხალისიანი.
თანამშრომელი 14: მიხარია აქ მოსვლა, უმეტესად.
თანამშრომელი 15: ცოტა გადაღლილი თუმცა მხიარული (სეზონზე), ისე მხიარული.
თანამშრომელი 16: გამომდინარე იქიდან რომ დილის უჟმური ვარ ბედნიერი განწყობა ჩემში ცოტა გვიან
იღვიძებს ხოლმე.
თანამშრომელი 17: დილით ადრე ადგომა რომ არ მეზარებოდეს, ყველაზე ბედნიერი თანამშრომელი
ვიქნებოდი კომპანიაში. თუ კარგი გამოძინებული ვარ, ბედნიერი გამოვდივარ სახლიდან, თუ არა და
სამსახურამდე მაინც მიუმჯობესდება განწყობა, გზაში ვფხიზლდები  ანუ, ძირითადად, კარგ
განწყობაზე ვარ, თუ პირადული არაფერია.
თანამშრომელი 18: კარგი, მაგრამ რომ არ მოვიტყო ცოტა შიშის გრზნობითაც, რაც ალბათ ჩემი
პასუხისმგებლობიდან გამომდინარეა, განცდა რომ რამე ვერ მოვასწრო, ან რამე გამომრჩეს, სულ
მაწუხებს.. მაქსიმალისტი ვარ და შეცდომების და შენიშვნების ატანა მიჭირს...
თანამშრომელი 19: ერთ კონკრეტულ განწყობას ვერ დავასახელებ. ყოველი დღე განსხვავებულია და
განწყობაც იცვლება.
თანამშრომელი 20: დღევანდელი დღე გუშინდელზე საინტერესო და კარგი იქნება.
თანამშრომელი 21: დილა მიყვარს ძალიან, უფრო დილის ადამიანი ვარ და სიხარულით მოვდივარ
სამსახურში, და რომ არ მაბედნიერებდეს ეს პროცესი ნამდვილად არ ვიმუშავებდი ვიზიტში.
თანამშრომელი 22: ძირითადად დადებით განწყობაზე ვარ, თუ არ მეძინება:D
თანამშრომელი 23: ძირითადად კარგი განწყობით.
თანამშრომელი 24: სიმართლე რომ გითხრათ დილით გაღვიძება მეზიზღება  მაგრამ არასდროს
მეზარება მოსვლა, ნუ თუ მეზარება მხოლოდ პირველი ნახევარი საათი  :დდ
თანამშრომელი 25: უმეტესად მიხარია სამსახურში მოსვლა. ზოგჯერ სამსახურში მოსვლა დამზარებია,
რადგან მისვლამდე ვიცი ბევრი საქმე მექნება, მაგრამ მისვლის შემდეგ განწყობას ვიცვლი და ვცდილობ
მოტივაცია მე თვითონ შევუქმნა ჩემს თავს.
თანამშრომელი 26: დილას მოვდივარ მთელი დღის გეგმებით დახუნძლული და დაძაბული, რომ არ
დამაგვიანდეს (ეს ცოტა არ იყოს განწყობას მიფუჭებს). არის ხოლმე ჩავარდნებიც, როცა არც დილით
ადგომა არმინდა და არც სამსახურში წამოსვლა. მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის იშვიათად, მიყვარს
სამსახურში მოსვლა, სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია ჩემი დილა.
თანამშრომელი 27: სეზონზე ცოტა დაძაბული, თუ იმ დღის განმავლობაში ერთდროულად ბევრი საქმე
მაქვს მოსასწრები.

17. როგორ აღწერდი შენს დაკისრებულ საქმეს ვიზიტ ჯორჯიაში: 


 საინტერესო; 
 მოსაწყენი;
 სხვა  
თანამშრომელი 1: რუტინაა
თანამშრომელი 2: საინტერესო მაგრამ რუტინული და სეზონზე სტრესული.
თანამშრომელი 3: საინტერესო, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო.
თანამშრომელი 4: საქმეების განსხვავებულობის მიხედვით ზოგი საქმე უფრო მეტად საინტერესეოა,
ზოგი ნაკლებად, ზოგიც რუტინული.
თანამშრომელი 5: ვფიქრობ, რომ ის საქმე რასაც ვაკეთებ, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ისიც უნდა
აღვნიშნო, რომ, რაც მეტი დრო გადის, ნელ-ნელა უფრო მოსაწყენი ხდება.
თანამშრომელი 6: საინტერესო, აზარტული და ა.შ. ბევრი რამის თქმა შემიძლია, რადგან მიყვარს ჩემი
საქმე.
თანამშრომელი 7: ძალიან საინტერესო, ძალიან საპასუხისმგებლო.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: საინტერესო.
თანამშრომელი 10: ჩემთვის არის საინტერესო.
თანამშრომელი 11: საინტერესი, სტრესული, შრომატევადი, მრავალფეროვანი.
თანამშრომელი 12: საინტერესო, მრავალმხრივი, დეპრესიული, სატირალიც, მაგრამ ბოლოს მაინც
საინტერესო-სასიამოვნო.
თანამშრომელი 13: საინტერესო.
თანამშრომელი 14: საინტერესოა უდაოდ.
თანამშრომელი 15: რუტინული თუმცა საინტერესოც.
თანამშრომელი 16: ჩემთვის დაკისრტებული მოვალეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და გამოწვევებით
სავსე საქმეა თუმცა ძირითადად იმდენად რუტინულია რომ ხანდახან მოსაბეზრებელია.
თანამშრომელი 17: თავიდან ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ პერიოდულად რომ არ მემატებოდეს
მცირე სიახლეები მაინც, მოსაწყენი გახდებოდა.
თანამშრომელი 18: ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო, არანაირად მოსაწყენი.
თანამშრომელი 19: საინტერესო.
თანამშრომელი 20: მნიშვნელოვანი.
თანამშრომელი 21: საინტერესო.
თანამშრომელი 22: საინტერესოს და მრავალფეროვანს.
თანამშრომელი 23: სხვა.
თანამშრომელი 24: საინტერესო, მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო.
თანამშრომელი 25: ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მოსაწყენად დრო არ მაქვს. ჩემი საქმე არის ასევე
ძალიან აზარტული.
თანამშრომელი 26: მე მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვინაიდან ვიზიტ ჯორჯიაში ხშირად არის
ახალი გამოწვევები, ვთვლი რომ საინტერესოა.
თანამშრომელი 27: საინტერესო.

18. რამდენად ხშირად იკრიბები თანამშრომლებთან ერთად? ბოლოს როდის გააკეთე ეს?
თანამშრომელი 1: არც ისე ხშირად
თანამშრომელი 2: ძალიან ხშირად გავდივარ თანამშრომლებთან ერთად.
თანამშრომელი 3: ხშირად ვერ ვახერხებთ.
თანამშრომელი 4: დიდი ხანია არ შევკრებილვართ თანამშრომლები.
თანამშრომელი 5: არც ისე ხშირად, თუმცა ხანდახან კი.
თანამშრომელი 6: საკმაოდ ხშირად 
თანამშრომელი 7: არც თუ ისე ხშირად, პარასჯევი მაისის ბოლო დღე 
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: საკმაოდ ხშირად, წინა პარასკევს.
თანამშრომელი 10: დიდად თანამშრომლებთან ერთად სამსახურის გარეთ არ ვიკრიბები, ერთ ორ
ადამიანს თუ არ ჩავთვლით, ისიც იშვიათად.
თანამშრომელი 11: მხოლოდ მეგობრებთან ერთად რომლებიც ასევე თანამშრომლებიც არიან.
თანამშრომელი 12: ხშირად, ახლო წარსულში.
თანამშრომელი 13: თვეში ერთხელ.
თანამშრომელი 14: თითქმის აღარ. ადრე უფრო ხშირად ვაკეთებდით ამას და არ იყო ცუდი.
თანამშრომელი 15: საკმაოდ ხშირად.
თანამშრომელი 16: ვიკრიბებით საკმაოდ ხშირად. ბოლოს ამ შაბათ-კვირას შევიკრიბეთ 
თანამშრომელი 17: ძირითადად ოთახელები ვიკრიბებით. საშუალოდ, ალბათ, 2 თვეში ერთხელ და
შეიძლება, არასრული შემადგენლობით. ბოლოს, დაახლოებით, 2 კვირის წინ.
თანამშრომელი 18: ძალიან იშვიათად, რამდენჯერმე ერთად სადილს თუ არ ჩავთვლით ისიც ზედმეტად
ვიწრო წრეში.
თანამშრომელი 19: ვცდილობთ, ხშირად გავატაროთ დრო სამსახურის გარეთაც და მოვინახულოთ ახალი
და საინტერესო ადგილები, რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ ბოლოს.
თანამშრომელი 20: ძალიან იშვიათად სამწუხაროდ.
თანამშრომელი 21: იშვიათად. პარასკევს 14/06-ში.
თანამშრომელი 22: შეძლებისდაგვარად ხშირად, ვისაც როგორ სცალია იმის მიხედვით.
თანამშრომელი 23: იშვიათად ვიკრიბებით.
თანამშრომელი 24: არც ისე ხშირად, კი არადა ჩვენი სურვილით და კომპანიისგან დამოუკიდებლად
ალბათ არასდროს, მხოლოდ შესვენებაზე სამზარეულოში :დ და სხვათაშორის სულ საინტერესოა ხოლმე
მათთან საუბარი.
თანამშრომელი 25: კი, ამ ბოლო დროს უფდრო ხშირად, რასაც დადებითად შევაფასებ.
თანამშრომელი 26: დროის სიმცირის გამო თანამშრომლებთან სამსახურის გარეთ შეხვედრას ვერ
ვახერხებ. თავისუფალი დროის (ისიც თუ მაქვს) გატარება მეგობრების გარემოცვაში მირჩევნია.
თანამშრომელი 27: ხშირად არა.

19. რა გაღიზიანებს კომპანიაში/სამსახურში?


თანამშრომელი 1: კლასტერული აზრის შემქმნელი ადამიანები, რომელიც საკუთარი თავისთვის იღწვიან
„კომპანიის კეთილდღეობის“ სახელით.
თანამშრომელი 2: ზოგი თანამშრომლის ცუდი დამოკიდებულება სხვა კოლეგების მიმართ. როცა რამე
პრობლემა იკვეთება, დამნაშავეს არ უნდა ვეძებდეთ, პირველ რიგში მის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ
ყველამ ერთად. ზოგჯერ გვაკლია ეს გუნდურობა.
თანამშრომელი 3: თანამშრომლების ცივი დამოკიდებულება, არმოსალმება.
თანამშრომელი 4: უპატივცემულობა და არაჰუმანურობა.
თანამშრომელი 5: გთხოვთ იხილოთ პასუხი მე-11 შეკითხვაზე.
თანამშრომელი 6: უსამართლობა.
თანამშრომელი 7: სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული შფოთი.
თანამშრომელი 8: დასუფთავების მოუწესრიგებელი სისტემა. როდესაც ვფიქრობთ დროის
ოპტიმიზაციაზე, თანამშრომელს უნდა ხვდებოდეს მოწესრიგებული და დასუფთავებული სამუშაო
გარემო, რაზეც დამატებით არ უნდა დახარჯოს დრო.
თანამშრომელი 9: ამ ეტაპზე არაფერი.
თანამშრომელი 10: მაღიზიანებს ის რომ ყველას თავი ყველაზე ჭკვიანი გვგონია და ზოგჯერ ზემოდან
ვუყურებთ ერთმანეთს.
თანამშრომელი 11: მაღიზიანებს როდესაც ვხედავ არა თანადგომას ერთმანეთის მიმართ თუნდაც ძალიან
მარტივ საკითხში, როდესაც მესმის ვიღაცისგან თავის მართლება იმაზე დაყრდნობით რომ ბევრი საქმე
აქვს, მაშინ როცა ხედავს რომ თითქმის ყველა თანამშრომელი იგივე ან უარეს სიტუაციაშია, მაღიზიანებს
გულგრილოიბა საქმის მიმართ და შეცდომის სხვებზე გადაბრალება.
თანამშრომელი 12: თანამშრომლების დაუდევრობა (ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება საქმისადმი);
შეცდომის არ აღიარება.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: ერთმანეთისადმი უპატივცემულობა, უზრდელობა, ტყუილი და ირიბი
დამოკიდებულება ადამიანებს შორის.
თანამშრომელი 15: ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი.
თანამშრომელი 16: მაღიზიანებს ნაკლებად, მაგრამ ვისურვებდი მეტ თავისუფლებას.
თანამშრომელი 17: თუ ვინმე უჟმური სახით დადის, ან ნორმალურ გამარჯობას არ ამბიბს და კიდევ,
თავიდან რომ ირიდებენ საქმეს, რამდენჯერმე მქონია შემთხვევა დაახლოებით ასეთ მიდგომასთან: „ჩემი
პრობლემა არაა და არ მაინტერესებს“. ანუ თუ პრობლემაა, მაგრამ მისგან გამოწვეული არა, ჭირსაც
წაუღია. ამ დროს ნერვები არ მყოფნის.
თანამშრომელი 18: როცა მუშაობის დროს ვინმე გვერდით ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე.
თანამშრომელი 19: შეგრძნება, რომ საქმე რომელსაც ვაკეთებ არის მხოლოდ ჩემი პირადი და ეს, არ ეხება
სხვა ტანამშრომელს, რაც იწვევს, გაღიზიანებას და არაგუნდურობის შეგრძნებას. თითქოს ყველა
ცდილობს შეცდომაში გამოიჭიროს მეორე თანამშრომელი და კი არ მიუთითოს შეცდომის
გამოსწორებაზე, არამედ მასზე ზემდგომს გააგებინოს ელემენტარული შეცდომა. ეს იწვევს
თანამშრომლებს შორის უთანხმოების და უთანასწორობის გრძნობას.
თანამშრომელი 20: სხვისი შეცდომის გაზვიადების ხარჯზე (რომელიც შეიძლება დირექტორის ჩარევის
გარესე ზალიან მარტივად და სწრაფად გამოსწორდეს) საკუთარი შეცდომების გადაფარვის მცდელობები.
თანამშრომელი 21: ზოგადად არაფერი არ მაღიზიანებს, უფრო ლოგიკურად ვუდგები ხოლმე სიტუაციას.
ჯერ არაფერს გავუღიზიანებივარ.
თანამშრომელი 22: ბევრი თანამშრომლის უტაქტო დამოკიდებულება, ერთმანეთზე შეცდომების
გადაბრალება და ჭორაობა, რომელიც ძალიან ხშირია.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ძალიან მაღიზიანებს დამოკიდებულება: აუუუუუ, უუუუ, წუწუნი, ზლუქუნი და ა.შ.
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი იმდენად ზრდასრული პიროვნებაა რომ თუ საზლუქუნოდ აქვს საქმე რამე
მოიმოქმედოს ამის შესაცვლელად. კიდე ვიცი რომ ყველას ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მაღიზიანებს
უტაქტო, უხეში და უზრდელურ დამოკიდებულებები. (დავაკონკრეტებ: უზრდელურში ალბათ უტაქტო
მოიაზრება, ვაიმეეე გაეთრიოს, ერთი მაგისიც და სხვა).
თანამშრომელი 25: ზოგიერთი თანამშრომლის უწესრიგობა, პირდაპირი გაგებით.
თანამშრომელი 26: ვიზიტ ჯორჯიაში ნამდვილად შესაშური სამუშაო გარემოა შექმნილი, ცოტა
მაღიზიანებს გადამეტებული დისციპლინა და ჯარიმები, თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებაზე. ასევე,
ზოგიერთი თანამშრომლის უგულო დამოკიდებულება საქმისადმი, ერთმანეთზე გადაბრალება და
დამნაშავის სხვაგან ძიება.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

20. რა გიშლის ხელს  საქმის უკეთ შესრულებაში?


თანამშრომელი 1: უსამართლობა.
თანამშრომელი 2: მეტი მოტივაცია მჭირდება.
თანამშრომელი 3: ბევრი წერილები რომ მოდის ერთად და საიდან დაიწყო არ იცი, ატმოსფერო კარგია და
სხვა თანამშრომლები ხელს არ მიშლიან.
თანამშრომელი 4: თანამშრომლების მხრიდან საქმისადმი არა დროული რეაგირება, თანამშრომლების
რაიმე საქმის არ ცოდნა და ამის არ გარკვევა და საქმის მიფუჩეჩება.
თანამშრომელი 5: პრინციპში არაფერი.
თანამშრომელი 6: დემოტივაცია, უსამართლობის განცდა.
თანამშრომელი 7: ზოგადად ხელისშემშლელ ფაქტორად ვთვლი საქართველოში არსებულ მდგომარეობას
მომსახურების სფეროში. უპასუხისმგებლო და უყურადღებო სერვისი რაც სამუშაოს კარგად შესრულებას
აფერხებს. გარე ფაქტორი ბევრია.
თანამშრომელი 8: საჭიროა პრობლემების გამოკვეთა, რომლის შესახებაც ერთად იმსჯელებს გუნდი და
მივა საერთო გადაწყვეტილებამდე.
თანამშრომელი 9: ზოგი დეპარტამენტის არა სწრაფი მუშაობა.
თანამშრომელი 10: როცა რამის გაკეთება მინდა სწრაფად და ეს სხვებზეა დამოკიდებული, რატომღაც
ხშირად ისეთ პასუხს ვიღებ რომ მე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
თანამშრომელი 11: სოფტის ხშირი გაუმართაობა, ზოგიერთი თანამშრომლის არაკომპეტენტურობა.
თანამშრომელი 12: ხმაური ოთახში. გაუთავებელი საუბარი.
თანამშრომელი 13: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 14: არ მაქვს ამაზე პასუხი.
თანამშრომელი 15: პაუხის გარეშე.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: პროგრამის სისწრაფე (ცოტა ნელა მუშაობს), ზოგიერთი თანამშრომლის
უყურადღებობით დაშვებული შეცდომები.
თანამშრომელი 18: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 19: თანამშრომლების არაგუნდური მუშაობა.
თანამშრომელი 20: დრო სწრაფად გარბის 
თანამშრომელი 21: ხელი შეიძლება ბევრმა რამემ შემიშალოს, ტექნიკურმა ხარვეზმა, არასწორად
მიწოდებულმა პარტნიორის ინფორმაციამ, დაუგეგმავმა ზარმა, ან საკუთარმა თავმა ან ჯანმრთელობამ,
მაგრამ რეალურად გლობალური ხელისშემშლელი ფაქტორები არ შემხვედრია ჩემი აქ მუშაობის დროს,
მაშინაც კი თუ სინათლე მიდის მგონია რომ არაა რთული ორი საათის ჩამორჩენა ვერ აანაზღაურო ჩვენს
სამსახურში საკმაოდ მოკლე დროში. ერთი არის კიდევ რომ შეიძლება დიდხანს გვიწევდეს ლოდინი რომ
რაღაც გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღოთ რადგან ამას მაღალი რიგის მენეჯერიც კი ვერ აკეთებს
დამოუკიდებლად, მაგრამ დიდ პრობლემად ამასაც ვერ ვხედავ.
თანამშრომელი 22: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ დროის უკმარისობა 
თანამშრომელი 25: თუ რამე საქმე გაუკეთებელი დამრჩენია რომელიმე დღეს, ისევ და ისევ დროის
უკმარისობის გამო.
თანამშრომელი 26: სამუშაოს მოცულობა არის დიდი, შესაბამისად, მეტი ალბათობაა შეცდომის დაშვების.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

21. რა არის კომპანიის მიზანი?


თანამშრომელი 1: იყოს სულ ლიდერი.
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: კომპანიის მიზანია გაზრდა, განვითარება, მეტი ტურისტის მოზიდვა და ტურიზმის
სექტორში ლიდერობის შენარჩუნება.
თანამშრომელი 4: განვითარება და წინსვლა ადამიანებისთვის სარგებლის მოტანის პარალელურად.
თანამშრომელი 5: ნამდვილად ვერ გეტყვით დარწმუნებით, მაგრამ მგონია რომ კომპანიის მიზანი უნდა
იყოს მუდმივი ზრდადა წინსვლა.
თანამშრომელი 6: მოგება და სახელის შენარჩუნება ბაზარზე.
თანამშრომელი 7: ზრდა და მეტი წილი ტურიზმში.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: განვითარება და ხარისხის გაუმჯობესება.
თანამშრომელი 10: წინსვლა და ბევრი ტურისტი.
თანამშრომელი 11: მოუტანოს სარგებელი მეტ ადამიანს იქნება ეს ტურისტი თუ დასაქმებული.
თანამშრომელი 12: განვითარება!
თანამშრომელი 13: ტურიზმის სფეროში ღირსეული ადგილის შენარჩუნება.
თანამშრომელი 14: ბევრი, კმაყოფილი ტურისტი და წარმატებული თანამშრომელი.
თანამშრომელი 15: ზრდა განვითარება, ფინანსური მოგება.
თანამშრომელი 16: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 17: კომპანიის ფინანსური მიზანი, ალბათ, რეალიზაციის ზრდა იქნება, ამის საფუძველი,
სავარაუდოდ, ხარისხის გაზრდა უნდა იყოს და შედეგი-სხვა დანარჩენთან ერთად, თანამშრომლეის
კეთილდღეობის ზრდა, რადგან მომხმარებლის ზრდა პირდაპირ აისახება ჩვენზე (რაც ბევრ კომპანიაში
არ ხდება და ერთ-ერთია, რასაც აქ ძალიან ვაფასებ). მოკლედ, „ზრდა“ არის მიზანი .
თანამშრომელი 18: მიღწეული წარმატების შენარჩუნება და მუდმივი განვითარება.
თანამშრომელი 19: იყოს ბოლომდე წარმატებული, ყველა ჩამოსული ტურისტი დარჩეს კმაყოფილი და
ნასიამოვნები. შეინარჩუნოს მოპოვებული რეპუტაცია.
თანამშრომელი 20: იყოს უკეთესი, მისაბაძი და ინოვაციური.
თანამშრომელი 21: განვითარდეს და მოერგოს თანამედროვე ბიზნეს გარემოს, რომ ვიყოთ პირველი
როგორც სიახლეებში ასევე ეფექტურები და კონკურენტუნარიანები, კომპანია ლიდერი და არა Follower-ი.
და განავითაროს ჯანსაღი სამუშაო გარემო.
თანამშრომელი 22: ჩემი აზრით, ლიდერობის შენარჩუნება.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: ალბათ ზრდა და ხარისხი.
თანამშრომელი 25: სტაბილურობა და კმაყოფილი თანამშრომლები და კმაყოფილი
პარტნიორები/ტურისტები.
თანამშრომელი 26: კომპანიის მიზანია ბევრი კმაყოფილი ტურისტი და მუდმივი განვითარება.
თანამშრომელი 27: საქმის კარგად და პატიოსნად კეთება.

22. რა არის შენი მიზანი?


თანამშრომელი 1: ისე ვიცხოვრო, არავის ვძულდე.
თანამშრომელი 2: ფინანსური წინსვლა, კარიერა.
თანამშრომელი 3: ჩემი მიზანია მაქსიმალური განვითარება ამ სფეროში.
თანამშრომელი 4: შევქმნა ისეთი ღირებული საქმეები, რაც სხვა ადამიანებს დაეხმარება გაუმარტივდეთ
მუშაობა.
თანამშრომელი 5: ჩემი მიზანი კი ნამდვილად მუდმივი ზრდა და წინსვლაა.
თანამშრომელი 6: ვიყო შემდგარი და წარმატებული თანამშრომელი ჩემს საქმიანობაში.
თანამშრომელი 7: ჩემი საქმის კარგად შესრულება და წარმატება რათქმაუნდა.
თანამშრომელი 8: კომპანიას მივაწოდო სრულყოფილი მომსახურება, რის საფუძველზეც დაიდო
ხელშეკრულება და ამასთანავე ვეცადო ჩემი შრომით გავაუმჯობესო და დავხვეწო მუშაობის
ეფექტურობა.
თანამშრომელი 9: ასევე განვითარება.
თანამშრომელი 10: განვითარება, არ გავიყინო ერთ პოზიციაზე და მაღალი ხელფასი.
თანამშრომელი 11: ვიყო მეტად წარმატებული, სიამოვნება მივიღო იმ საქმით რასაც ვაკეთებ.
თანამშრომელი 12: განვითარება; პიროვნების მთავარი ღერძი არის თვითშეფასება: „რეპუტაციის
მოპოვება საკუთარ თავთან“!
საკუთარი, საყვარელი, პატარა საოჯახო ბიზნესის გაკეთება.
თანამშრომელი 13: პიროვნულ-პროფესიული განვითარება.
თანამშრომელი 14: ახლა მივხვდი, რომ სწავლა. ბევრი რამის სწავლა და თვითგანვითარება, რომ
მოსაწყენი არ გახდეს ცხოვრება. შენი თავის იმედად რომ დარჩები, რაღაცის კეთება უნდა შეგეძლოს.
თანამშრომელი 15: განვითარება და ფინანსური წინსვლა.
თანამშრომელი 16: კარიერული და ფინანსური წინსვლა.
თანამშრომელი 17: ჩემი მიზანია, რამდენადაც შესაძლებელია, ბევრი რამ ვისწავლო ვიზიტ ჯორჯიაში და
არა მარტო აქ. მინდა ყველა საჭირო და ჩემთვის საინტერესო სფერო გამოვიკვლიო. ვერ ვიმუშავებ იმ
შეგრძნებით, რომ მხოლოდ „ვმუშაობ შემოსავლისთვის“ და სხვა არაფერი ემატება ჩემს გონებას.
თანამშრომელი 18: წარმატება.
თანამშრომელი 19: ვიყო წარმატებული, დამოუკიდებელი და საქმის მიმართ ერთგული.
თანამშრომელი 20: განვითარება და მაქსიმალური თვითრეალიზაცია.
თანამშრომელი 21: განვითარება და თვითრეალიზაცია, რომ fulfill my life.
თანამშრომელი 22: ჩემს მიზნებზე ხმამაღლა არასოდეს არ ვსაუბრობ.
თანამშრომელი 23: წინსვლა და განვითარება.
თანამშრომელი 24: ჩემი მიზანიც ზრდაა, გამოცდილება, განვითარება.
თანამშრომელი 25: ჩემი მიზანია ვიყო ბედნიერი სამსახურში და მის გარეთ.
თანამშრომელი 26: ჩემი მიზანია კვლავაც მაქსიმალურად დავიხარჯო სამსახურში და ახალ გამოწვევებს
დავუდგე წინ პროფესიონალურად.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

23. რის ხარჯზე გინდა მიზნის მიღწევა?


 შრომის ხარჯზე;
 ინოვაციის/განვითარების ხარჯზე;
 ჯგუფურად მუშაობის ხარჯზე;
 სხვა;
თანამშრომელი 1: ინოვაციის/განვითარების ხარჯზე.
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: ყველაფერი ერთად.
თანამშრომელი 4: მიჭირს ერთი კონკრეტულის გამორჩევა, მიზნის მისაღწევად ვთვლი, რომ სამივე
ქვემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანია.
თანამშრომელი 5: ცოტ-ცოტა ყველაფერი, რაც ზემოთ არის ხსენებული. შრომის გარეშე მიზნის მიღწევა
შეუძლებელია, თუმცა არსებობს თავგანწირული შრომა და ასევე არსებობს „ჭკვიანური“ შრომა, თუ
მოვახერხებ განვირებას და უფრო „ჭკვიანურად“ მუშაობას, ვფიქრობ ნაკლები შრომის ხარჯზე შევძლებ
მიზნების მიღწევას. ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქ მომუშავე ადამიანმა თავი განცალკევებულად არ უნდა
განიხილოს, ამიტომ აუცილებლად ჯგუფური მუშაობაც არის MUST.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: შრომის ხარჯზე, ინოვაციის/განვითარების ხარჯზე.
თანამშრომელი 10: შრომის ხარჯზე/ ინოვაციის/განვითარების ხარჯზე - პირველ ორ პუნქტს
გავაერთიანებდი.
თანამშრომელი 11: ყველა მათგანის ხარჯზე+დავამატებდი მეტ ავტონომიას.
თანამშრომელი 12: სამივე, მაგრამ უფრო ინოვაციის/განვითარების ხარჯზე.
თანამშრომელი 13: შრომის ხარჯზე, ინოვაციის/განვითარების ხარჯზე.
თანამშრომელი 14: ჯგუფურად მუშაობის ხარჯზე.
თანამშრომელი 15: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 16: მიზნის მიღწევა შრომის და განვითარების სურვილის გარეშე წარმოუდგენელია.
თანამშრომელი 17: პირველ რიგში, შრომის ხარჯზე და ეს შრომა მოიცავს საკუთარი ტავის
განვიტარებაზე მუშაობასაც, არ ველოდები როდის შემომთავაზებენ ახალ საქმეს. ვცდილობ კარგად
ვიმუშაო, ბევრი ვისწავლო და თვითონ შევთავაზო ჩემი ახალი შესაძლებლობები.
თანამშრომელი 18: შრომის და განვითარების ხარჯზე.
თანამშრომელი 19: შრომის ხარჯზე, ინოვაციის/განვითარების ხარჯზე, ჯგუფურად მუშაობის ხარჯზე.
თანამშრომელი 20: საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების, სწავლის და გუნდურად
მუშაობის ხარჯზე.
თანამშრომელი 21: ინოვაციის/განვითარების ხარჯზე; რა თქმა უნდა შრომას მოითხოვს ეს ძალიან დიდს.
თანამშრომელი 22: რა თქმა უნდა განვითარების და შრომის ხარჯზე.
თანამშრომელი 23: შრომის ხარჯზე, ჯგუფურად მუშაობის ხარჯზე.
თანამშრომელი 24: შრომის ხარჯზე, განვითარების ხარჯზე, ჯგუფურად მუშაობის ხარჯზე (ვფიქრობ არ
არის ქართული კულტურის ნაწილი, მაგრამ აბსოლიტურად ტოლერანტული ვარ გუნდურობის მიმართ.
დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე.
თანამშრომელი 25: მე თუ არ ვიშრომე და საქმე არ გავაკეთე, ვერანაირ მიზანს ვერ მივაღწევ, დანარჩენი აქ
ჩამოთვლილი პუნქტები მიზნის მიღწევაში დამეხმარება.
თანამშრომელი 26: მიზნის მისაღწევად, ვთვლი, რომ საჭიროა ბევრი შრომა და განვითარება.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 27: რათქმაუნდა მხოლოდ შრომის.

24. რა კითხვებს დაუსვამდი კომპანიის ხელმძღვანელს?


თანამშრომელი 1: თქვენ მართლა გჯერათ, რომ ადამიანები ან იბადებიან მოტივაციით ან უსაქმურები
არიან, და რომ გარემო გავლენას არ ახდენს ადამიანების მუშაობის სტილზე?
თანამშრომელი 2: მაინტერესებს თუ ამაყობთ თქვენი სტაფით?
თანამშრომელი 3: ამაყობს თუ არა თანამშრომლებით და კერძოდ თანამშრომლების რა თვისებით?
თანამშრომელი 4: ესე არცერთი კითხვა არ მახსენდება, რაც მაინტერესებს ყველაფერი დასმული მაქვს 
თანამშრომელი 5: ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. მე მაინტერესებს რას გააკეთებდა, რომ ყოფილიყო ჩემს
ადგილას. როგორ შეეცდებოდა ეშრომა უფრო პროდუქტიულად და საერთოდ რამდენად შეეცდებოდა ამ
ყველაფერს. იმუშავებდა ვიზიტჯორჯიაში?
თანამშრომელი 6: თვლის თუ არა, რომ ის არის სამართლიანი თანამშრომლების მიმართ? ფიქრობს თუ
არა თანამშრომლების მუშაობის ხარისხის გაზრდას მათი მოტივაციის ამაღლების ხარჯზე? როგორც
პარტნიორი კომპანიის თუ ჩამოსული ტურისტის კმაყოფილებაზე ზრუნვას ისე თუ ზრუნავს
თანამშრომელზე? რის ხარჯზე უნდა რეალურად კომპანიის მოგების გაზრდა და კომპანიის სახელის
შენარჩუნება?
თანამშრომელი 7: დარწმუნებული არ ვარ, რომ მიპასუხებს, თუმცა კონკურენცია კარგია თუ ცუდი?
თანამშრომელი 8: ა. თქვენი აზრით, როგორ გახასიათებენ თანამშრომლები? ბ.რა თვისებები გაგაჩნიათ,
რითაც ამაყობთ? გ. რატომ უნდა იმუშაოს კადრმა ვიზიტ ჯორჯიაში ხანგრძლივი პერიოდით და რა 4
არგუმენტით დაასაბუტებდით ამას? დ. რა გაშინებთ ცხოვრებაში? სამსახურში?
თანამშრომელი 9: ისევ ისე უყვარს თუ არა ის საქმე რასაც აკეთებს. მიაჩნია თუ არა, რომ თავისი
თანამშრომლები თავისი თავის მაქსიმუმს აკეთებენ. რას ისურვებდა მომავალში (კომპანიასთან
დაკავშირებულს).
თანამშრომელი 10: თქვენთვის კადრები არის მნიშვნელოვანი? თუ კი, მაშინ პატარა დათმობაზეც კი
რატომ არ მიდიხართ თანამშრომლების შესანარჩუნებლად (ხელფასის მომატებას არ ვგულისხმობ)?
თანამშრომელი 11: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 12: ვინ არის თქვენი სამაგალითო ადამიანი? რა არის თქვენი მიუღწეველი ოცნება?
თანამშრომელი 13: რითი ამაყობს თავად? 
თანამშრომელი 14: იმედია, არ გეწყინება: უშენოდ როგორ წარმოგიდგენია „ვიზიტ ჯორჯია“?
თანამშრომელი 15: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 16: არის თუ არა ის მზად დიალოგებისთვის? არის თუ არა ის მზად ახალი იდეების
მიღებისთვის და მასზე დისკუსიისთვის?
თანამშრომელი 17: რატომ არ უყვარს თანამშრომლების შექება?  არის ხოლმე შემთხვევა, როცა
თვალებში ვუყურებთ და ველოდებით, როდის შეგვაქებს, მაგრამ, როგორც წესი, ეს ხდება წლის
განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ.
თანამშრომელი 18: ელოდა თუ არა ასეთ წარმატებას? ამაყობს თავისი თანამშრომლებით? შეცვლიდა თუ
არა რაიმეს თავის კომპანიაში რამდენიმე წლით უკან რომ დაბრუნდეს ან თავიდა რომ რომ იწყებდეს?
თანამშრომელი 19: თქვენ რომ ვიზიტ ჯორჯიას რიგითი თანამშრომელი იყოთ რას შეცვლიდით
დირექტორის მიდგომაში თანამშრომლების მიმართ? თვლით თუ არა, რომ ხართ სამართლიანი ყველა
თანამშრომლის მიმართ?
თანამშრომელი 20: რა არის თქვენი, როგორც კომპანიის მფლობელის მიზანი?
თანამშრომელი 21: ყველაზე სუსტი მხარე რა არის VisitGeorgia-ს ორგანიზაციული სტრუქტურის?
თანამშრომელი 22: რას შეცვლიდი თანამშრომლებში?
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: თქვენ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? და რა პრიორიტეტები გაქვთ? როგორია
დროის ის მონაკვეთი როცა არსებულ მიზანი მიღწეულია და სანამ ახალი მიზანი გაგიჩნდებათ?
თანამშრომელი 25: როგორ წარმოგიდგენიათ ვიზიტ ჯორჯია 10 წლის შემდეგ?
თანამშრომელი 26: არ არის ის კითხვა, რომელსაც პირად საუბარში არ დავუსვამდი. ვთვლი, რომ ჩემს
ყველა კითხვაზე ლექსოს პასუხი აქვს გაცემული.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

25. მიგაჩნია თუ არა, რომ კომპანიის ხელმძღვანელი სამართლიანად გაფასებს? გთხოვ, ახსენი პასუხი;
თანამშრომელი 1: არ ვიცი, როგორ მაფასებს... თუ ფინანსურ ფაქტორს გავითვალისწინებთ არა,
ყველაფერი შედარებითია. ის, რომ საქართველოში დაბალი ხელფასებია ერთი არგუმენტია იმის
გასამართებლად, რომ ვიზიტჯორჯიაში მაღალი ხელფასებია, მაგრამ კონკრეტულად გიდების ხელფასი
ავიღოთ, ბევრ გიდს, მენეჯმენტზე მეტი შემოსავალი აქვს და პასუხისმგებლობები ბევრად ნაკლები.
თანამშრომელი 2: მქონია ზოგჯერ უსამართლობის განცდაც, რადგან ერთი-ორჯერ უსამართლოდ
მომხვედრია, თუმცა მიმაჩნია რომ საბოლოო ჯამში შრომა მიფასდება.
თანამშრომელი 3: ზოგადად სამართლიანად, თუმცა არის კონკრეტული მომენტები, როცა ხელმძღვანელს
მიაჩნია რომ შეგეშალა, მაგრამ ამ დროს შენც ფიქრობ რომ მართალი ხარ და ამას ასაბუთებ.
თანამშრომელი 4: იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ გვიწევს კამათი გარკვეულ საკითხებზე, ვთვლი, რომ
სამართლიანია ჩემს მიმართაც და სხვა დანარჩენი სტაფის მიმართაც.
თანამშრომელი 5: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 6: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 7: არ მიმაჩნია ზოგი ქმედება სამართლიანად, თუმცა კომპანიის ინტერესები მეტია ვიდრე
სამართლიანობა 
თანამშრომელი 8: დიახ, პირველ რიგში ჩემი უფროსი მაფასებს სამართლიანად, რომელიც ობიექტურად
აწოდებს კომპანიის ხელმძღვანელს ინფორმაციას ჩემს შესახებ.
თანამშრომელი 9: მიმაჩნია რო სამართლიანად მაფასებს, მეტს ითხოვს და მართალიცაა.
თანამშრომელი 10: კი ნამდვილად მიმაჩნია რომ სამართლიანად მაფასებს, იმიტომ რომ ბევრჯერ
უთქვამს გენდობიო და შენგან ბევრს მოვითხოვო, მაგრამ მე მაინც მგონია უფრო მეტის გაკეთება
შემიძლია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ (და არა „არ“) ვაკეთებ. მიზეზები მეც არ ვიცი.
თანამშრომელი 11: უმეტეს შემთხვევაში კი.
თანამშრომელი 12: ძირითადად კი. ვხვდები, რომ აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვან საქმეს
ვასრულებ. თუმცა მქონია შეგრძნება, რომ ავიწყდება ჩემი სამუშაოს მოცულობა და მასშტაბები.
თანამშრომელი 13: ვფიქრობ, რომ სამართლიანად.
თანამშრომელი 14: ძირითადად, კი.
თანამშრომელი 15: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 16: მეტ ნაკლებად სამართლიანად. არ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტი. ეს ფაქტების
ერთობლიობაა რაც ყოველდღიურობიდან გამომდინარეობს.
თანამშრომელი 17: მგონია, რომ სამართლიანად მაფასებს, ამას ვგრძნობ იმ საქმით და
პასუხისმგებლობით, რასაც მაკისრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს საქმე და პასუხისმგებლობა
ზრდადია, რაც ჩემთვის მთავარი მოტივატორია.
თანამშრომელი 18: მიმაჩნია რომ კი, მგონია რომ ყველა თანამშრომელს აფასებს, ყველასთან მიმართებაში
მგონია რომ გამოსაცდელ ვადასავით უწესებს და აკვირდება თითოეულ მათგანს.
თანამშრომელი 19: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 20: ვფიქრობ, სამართლიანად.
თანამშრომელი 21: ჯერ არ მქონია კონკრეტული feed back, მაგრამ ვფიქრობ ის მიმართულებები რაც
პროცესის დროს მოუცია ჩემთვის იყო ძალიან სამართლიანი და დროული რომელიც ჩემ სწორ
განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
თანამშრომელი 22: არ ვიცი.
თანამშრომელი 23: ვთვლი, რომ სამართლიანად მაფასებს.
თანამშრომელი 24: ვფიქრობ ბატონ ლექსოს შეუძლია დრო გამონახოს ყველასთვის, ესაუბროს, შეაფასოს,
იზრუნოს.... შესაბამისად მგონია რომ მისი შეფასებები და დაფასებები ყველას მიმართ ადეკვატურია.
თანამშრომელი 25: კი, ყოველთვის ვგრძნობ მისგან პატივისცემას. ამას მოწმობს მუდმივად მზარდი
ხელფასი და ჩემს მიმართ პატივისცემა.
თანამშრომელი 26: ზოგადად ვიზიტ ჯორჯიას ხელმძღვანელი არის სამართლიანი როგორც პიროვნება
და როგორც დირექტორი. ჩემთან მიმართებაში, ბევრჯერ მქონია უსამართლობის განცდა, მაგრამ რაღაც
დროის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიღიარებია, რომ არის სამართლიანი ადამიანი.
თანამშრომელი 27: დიახ, ესე ვფიქრობ.

26. თუ გსურს კომენტარის გაკეთება ან დამატება, გთხოვ, დაწერო.


თანამშრომელი 1: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 2: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 3: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 4: უბრალოდ მადლობას დავამატებდი იმ ყველაფრისთვის, რაც დღემდე მომცა
ვიზიტჯორჯიამ და ჩემი ცხოვრების ფორმირებაში შეტანილი მნიშვნელოვანი გარდატეხისთვის.
თანამშრომელი 5: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 6: მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო, რომელიც ბოლო დროს ძალიან დიდ
უსამართლობის განცდას მიქმნის. პირველ რიგში ეს არის დაგვიანებებზე ფულადი ჯარიმა, ხოლო
თანამშრომლების პირადი თითოეული გადაცილებული წუთი და საათი რჩება ანაზღაურების გარეშე.
კომპანიის მხრიდან ეს არის ძალიან ამორალური საქციელი. უნდა იყოს თუნდაც 5 წუთი საპატიო
დრო.ზოგადად ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იფიქროს და შეცვალოს კომპანიამ.
ჩვენ ვიმუშავეთ წითელ პარასკევს, რომელიც იყო ოფიციალური. ამაზე მოგვიანებით გაგვეცა პასუხი
რატომ უნდა გვემუშავა ამ დღეს. გასაგებია და გვესმის რომ კომპანიის მუშაობა შეუძლებელი იყო, მაგრამ
კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემა არის სტაფის არასაკმარისი რაოდენობა. მუშაობის პროცესი საქმის
დიდი რაოდენობიდან და მისი აქტიურობიდან გამომდინარე არის ძალიან სტრესული, ასევე სეზონზე
თანამშრომელს არ შეუძლია შვებულების აღება 2 კვირა, რადგან 5 დღე არის ძალიან ცოტა რომ ადამიანმა
მოახერხოს დასვენება, განტვირთვა და ძალების აღდგენა. შესაბამისად ამ სტრესულ მუშაობის პერიოდში
ხდება უკვე თანამშრომლებს შორის კონფლიქტი, ადამიანების დასტრესვა და ყველაზე მეტად აისახება
მუშაობის ხარისხზე.
ჩემთვის ასევე დიდი უსამართლობა იყო წითელ პარასკევს მუშაობა, ბევრი თუ ცოტა პროტესტის შემდეგ
მოგვეცა განმარტება თუ რატომ უნდა გვემუშავა დასვენების დღეს. გასაგები არის რომ კომპანიაში არის
ძალიან ბევრი საქმე და შეუძლებელი იყო ამ დღის დასვენების დღედ გამოცხადება ჩვენთვის, თუმცა
ასეთ შემთხვევებში სხვა როგორც ყველა ნორმალურ კომპანიაში ხდება დღის ორმაგი ანაზღაურება,
რითაც გამოხატავს კომპანია თავის თანამშრომლების მიერ გათვალისწინებას და მცირედით
წახალისებას.
ასევე ძალიან დიდი დემოტივატორი იყო ყველა თანამშრომლისთვის წლის ბოლოს პრემიის არ ჩარიცხვა
და შემდეგ ასეთი განმარტება რომ არ დაგვიმსახურებია ჩვენ ეს, მიუხედავად წლის ბოლოს კომპანიის
გაზრდილი მოგებისა, უმეტესად წარმატებით ჩატარებული ტურებისა, ჩვენი თავდაუზოგავი შრომისა
მთელი წლის განმავლობაში. ყველა თანამშრომელს გვიწევს შაბათ-კვირასაც კი საქმის პროცესში ჩართვა,
ვახარჯავთ ჩვენს პირად ძალია დიდ დროს, იმისთვის რომ ტური არ ჩავარდეს, წარმოქმნილი პრობმეა
მოვაგვაროთ დროულად და 1000 ფაქტორი არის რისთვისაც ნამდვილად ვშრომობდით. ფაქტია, რომ
შედეგი სულ სხვა იყო, ვიდრე კომპანიის მხრიდან გაკეთებული კომენტარი.
თანამშრომელი 7: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 8: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 9: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 10: ზოგადად როცა ვსაუბრობთ შრომისუნარიანობაზე და მაქსიმალურად საქმეზე
ორიენტირებაზე, თქვენგანაც უნდა მოდიოდეს მოტივაცია და მოტივაცია როგორც ყველა ვამბობთ არ
არის მხოლოდ ხელფასი.
თუნდაც თქვენი კომენტარი რომ საქმე არ გაქვთ და რას აკეთებთ, ძალიან დიდი
დემოტივატორია, სხვა თანამშრომელმა რომ თქვას მარტივად გაატარებ, მაგრამ დირექტორისგან
გულდასაწყვეტია. თქვენი ისეთი კომენტარი რომ კარგად გააკეთე საქმე და ყოჩაღ, მე პირადად ძალიან
დიდ მოტივაციას მაძლევს.
ასევე ვამბობ ხოლმე რომ ყველაზე დაჩაგრული ჩვენს კომპანიაში არის ბუღალტერია. პროდუქტ
მენეჯერები ასე თუ ისე საზღვარგარეთ დადიან და მერე შვებულებას იღებენ, სხვადასხვა ინფო ტურებზე
დადიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათ საქმეს, რეზერვაციები ძალიან ხშირად რომელიმე
სასტუმროში ატარებენ შაბათ-კვირას, იმიტომ რომ სასტუმროები ან ეპატიჟებიან ან კარგ ფასს
სთავაზობენ ან მიდიან ინფო ტურზე. და ბუღალტერია აკეთებს მხოლოდ რუტინულ საქმეს და სხვას
არაფერს. და უფროსობამ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, როდესაც თუნდაც სასტუმრო რაღაც
საჩუქარს უკეთებს კომპანიას, ეს არ არის მხოლოდ რეზერვაციებისთვის ან პროდუქტ მენეჯერებისთვის,
არამედ მთელი ოფისისთვის და თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა თანამშრომელზე. რუტინული
საქმის გამო არავინ არ უნდა დაიჩაგროს.
პ.ს. არანაირი შეხება არ მაქვს ბუღალტერიასთან 
რაც ძალიან არ მომწონს, როდესაც გვაქვს საერთო კრება და თქვენ გვთხოვთ დავაფიქსიროთ
ჩვენი აზრი, ეგრევე ნეგატიური ფრაზები მოდის ჩვენს იდეებთან დაკავშირებით და ეგრევე იბლოკება. მე
პირადად და მგონია რომ სხვებიც ამის გამო თავიანთ აზრს არ გამოთქვამენ.
როდესაც გვეუბნებით თუ რამე ახალი სასტუმრო ან რესტორანი ან რამე გეგულებათ გვითხარითო, ერთი
ორჯერ ვთქვი მაგრამ სურვილიც კი არ ჰქონიათ რომ ენახათ ან დაკავშირებოდნენ და აწი არც ვაპირებ
რომ რამე ახალი შევთავაზო, თავმოყვარეობა ყველას გვაქვს. ამის მაგალითი არა ერთი ყოფილა.
ასევე მინდა გავაკეთო კომენტარი წასულ თანამშრომლებთან დაკავშირებით. თუ ვინმე ცუდს
ამბობს კომპანიაზე, დამიჯერეთ უმრავლესობა ამას ამბობს ჩვენს კომპანიაში არსებული
დამოკიდებულების გამო. და ბევრიც არის წასული დამოკიდებულების გამო. და ეს დამოკიდებულება
კონკრეტულად თქვენ (ლექსოს) არ გეხებათ. ეს უფრო „ზემდგომი“ პირებიდან მოდიოდა. ამან კი ძალიან
უკან დაწია კომპანია (ისევ ვამბობ ლექსოს არ ვგულისხმობ).
თანამშრომელი 11: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 12: ვისურვებდი გუგლის მსგავსი კომპანია იყოს „ვიზიტ ჯორჯია“, სადაც სიხარულით
მუშაობენ, ძალიან ეამაყებათ იქ მუშაობა და ქვეყნის დაქცევად მიაჩნიათ, იქედან განთავისუფლება.
თანამშრომელი 13: კარგია, რომ თანამშრომლების აზრი მნიშვნელოვანია.
თანამშრომელი 14: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 15: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 16: არის კითხვები რომლებიც გამოვტოვე რეალურად იმიტომ რომ ამაზე საუბარი
მოკლედ არ გამომდის. სასურველი იქნება თუ ამის განხილვა რეალურად მოხდება კომპანიის
დირექტორთან.
თანამშრომელი 17: ძალიან მიხარია, რომ დირექტორი დაინტერესდა თანამშრომელთა აზრით და იმედი
მაქვს, რომ ეს გამოკითხვა რეალურ შედეგს გამოიღებს.
თანამშრომელი 18: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 19: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 20: მსურს ჩვენი კომპანია იყოს ისეთი, რომ ყველა, ვინც ჩვენთან არაა ამბობდეს:
„აქ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი!“, თქვენ არვიცი ჩემი შევსებული კითხვარი რამდენად
დაგეხმარებათ, მაგრამ მე დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ჩემი სამსახური იმაზე მეტად მომწონს
ვიდრე აქამდე მეგონა.
თანამშრომელი 21: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 22: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 23: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 24: მომწონს კითხვარი და მიხარია რომ ყველას მიეცა აზრის გამოხატვის საშუალება.
თანამშრომელი 25: ძალიან მაინტერესებს სხვისი კომენტარები ამ კითხვაზე და კარგი იქნება თუ ამის
საშუალება მექნება.
თანამშრომელი 26: პასუხის გარეშე.
თანამშრომელი 27: პასუხის გარეშე.

27. თუ გინდა რომ, რომელიმე საკითხზე ღიად ისაუბრო დირექტორთან ან სხვა რომელიმე


თანამშრომელთან/ბთან ერთად, გთხოვთ მიწეროთ ლექსოს წერილი ფოსტით ან მმიხვიდეთ მასთან.
თანამშრომელი 25: თუ ამის სურვილი და აუცილებლობა მაქვს, ყოველთვის შემიძლია ამის გაკეთება და
ხშირად მივმართავ კიდეც.

You might also like