Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

შუა.

1-

კითხვები:

1. რწმენა გულისხმობს პიროვნების ინდივიდუალურ დამოკიდებულებას ფაქტორბიობის


აღსაქმელად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულობაში არ გვაქვს დამადასტურებელი
არგუმენტები ინფორმაციის გასამყარებლად, ბუნებაში მისი არსებობის დასადგენად . განცდა
იმისა, რომ ფლობ სისავსეს და დამატებით არ საჭიროებ, არ ეძიებ დამატებით არგუმენტბს
თავისივე თავის გასამყარებლად.

2. შეკრებისა და გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ ყველა ადამინს აქვს მშვიდობიანი


შეკრებისა და გაერთოანების უფლება. გაერთიანება თავისთავადი გულისხმობს , რომ
ადამიანთა ისეთ ერთობას, რომლსაც გარკვეულწილად საერთო ინტერესები ამოძრავბეთ . ამ
შემთხვევაში შეიძლება იყოს რელიგიური თემი, რადგან შესაძლებელია , რომ ეს უფლება
გამოყენებულ იქნას, როგორც საშუალება რელიგიური თემის იურიდიულ პირად
დასარეგისტრირებლად. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფარგლებში , მოცემული
უფლება საშუალებას იძლევა განხორციელებული იქნას შეკრებები საჯარო ადგილებსა თუ
სხვა პრივატულ საკუთრებებში რელიგიური რიტუალები თუ სხვა აქტივობები .

3.ძირითად წყაროს წარმოადგენს: საერთაშორისო დეკლარაციები, სამართლებრივი აქტები ,


სასამართლო პრაქტიკა, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები.

მოცემული გულისხმობს: ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამინის


უფლებათა ევროპული კონვენცია, სახელმძღვანელო ადამინის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-9 მუხლის შესახებ, აზრის, სინდიდსისა და რელიგიის თავისუფლება .

4. რელიგიური მრწამსის მიღებისა და ქონის უფლება წარმოადგენს რელიგიისა და რწმენის


თავისუფლების შინაგან განზომილებას. იგი აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს და
გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანი გააკეთოს ნებისმიერ რელიგიურ
მრწამსზე და მიიღოს იგი, ასევე თავისუფალია მისი მიღებისა და არ მიღების ფარგლებში .
ქონა თავისთავადი, გულისხმობს პიროვნების კუთვნილებას გარკვეულ რელიგიურ
მრწამსისადმი, რაც აგრეთვე ყველა ადამინის უფლებაა, რომელსაც შესაძლოა იმდენად
ფართო საწყისები ჰქონდეს პიროვნული მნიშვნელობის სტრუქტურაში , რომ ფუნდამენტური
უფლების ელემენტებს მივაკუთვნოთ.

5. რელიგიისა დარწმენის თავისუფლების გარეგანი განზომილება მოიაზრებს , რომ ყველა


ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს რელიგიური მრწამი, ეს იქნება რელიგიური რიტუალებით ,
ღვთისმსახურებით, პრაქტიკითა თუ სწავლებით. გარეგანი განზომილება გულისხმობს
საკუთარი რელიგიური მრწამის გარე სამყაროში გადმოტანას, კავშირს შენ შინაგან რწმენასა
და ქმედით გამოხატულებას შორის.

6. გულისხმობს, რომ შემოწმებულ იქნას რამდენად აუცილებელი იყო შესაბამისი


ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად განხორცილებული ქმედება. შეესაბამებოდა თუ არა იგი
კანონიერებას და იყო თუ არა კანონით გათვალისწინებული, რაც თავისთავადი მოიაზრებს
იმას, რომ არ უნდა იყოს სხვა საშუალება, რომელიც ამ უფლებაში ჩარევას არ გამოიწვევდა .

7.მოცემული გულისმოხბს, რომ განხორციელებული შეზღუდვითი ქედება პროპორციული


უნდა იყოს მისაღწევი შედეგისა, ამასთანავე ადამინის უფლებაში განხორჩიელებული
შეჭრისა და ქმედების პოლიტიკურ მიზანისა. აუცილებელია, რომ გამოქნებული იქნას ისეთი
შეზღუდვითი ქმედება, რომელსაც ადამინის ძირითად უფლებებეში ნაკლები მნიშნელობის
ჩარევა მოჰყვება.

8. გულისხმობს იმას, რომ მოცემული ლეგიტიმური მიზნით შესაძლებელი შეზღუდული იქნას


რწმენისა და რელიგიის თავისუფლება. რელიგიური მრწამის ინდივიდუალური თუ
კელექტიური გამოხატის ფარგლები წარმოოადგენდეს საფრთხეს ადამინის
ჯანმრთელობისთვის. ამ შეზრუდვის ფარგლებში შესაძლოა შეიზღუდოდ შეკრების უფელება
თუ ეს უკანასკენლი წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. მოცემული შეგვიძლია
შევადაროთ ვირუსის გავრცელების შედეგად მიმდინარე პროცესებს , ვგულისხმობ იმას თუ
როგორ შეიზღუდა რელიგიური მრწამის გამოხატვა კოლქტიური რელიგიური რიტუალების
განხორციელების ფარგლებში.

9. რელიგიური თემის გაერთიანების უფლება, როგორც იურიუდიული პირის სამართლებრივი


სტატუსის მოპოვება წარმოადგენს გარეგანი განზომილების ფარგლებს და რა იგი არ
წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას შესაძლებელია კანონის მოთხოვნის ფარგლებში
შეიზღუდოს.

10. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ინდივიდუალი ბუნება მოისაზრებს, რომ


რელიგია, როგორც მრწამსი, სტრუტრურა რწმენის ელემენტისა არის იდივიდუალურად
უნიკალური. უფრო გასაგებად, რომ ვთვქვა, ხაზი გავუსვა მის მასშტაბურობას ეს არის
პიროვნების პროტიპული აღქმა გარესამაროსი, გამოცდილებათა მთელი სტრუქტურული
კავშირის ერთობლიობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მეორდება. რელიგიისა და
რწმენის თავისუფლების ფარგლებში ინდივიდუალური ბუნება შესაძლოა გამოვლინედს
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარეგანი განზომილების ასპექტებში . კერძოდ ,
რელიგიური მრწამის ინდივიდუალურ გამოხატვის ფარგლებში , რაც თავისთავადი
გულისხმობს რელიგიური მწრამის წევრის უფლებას გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
ინდივიდუალურად, კოლექტიური გამოხატვისგან განცალკევებით.

1. რელიგის, უშუალოდ ტერმინის მნიშვნელობის განსაზღვრივას საუბარი მოგვიწევს


რელიიგის გაგების ინდივუდუალურ მხარეებზე, ვინაიდან მოცემული ცნება არ წარმოადგენს
სამართლის სფეროს საკუთრებას. იგი მოიცავს და შემოიფარგლება პიროვნების
ინდივიდუალური აღქმის მასშტაბით. სამართლებრივ ფორმაში კი ტერმინ "რელიგიის "
განსაზღვრება გავიჭირდება, რადგან სამართალი თავისთავადი აწესებს საზღვრებს
მნიშვნელობის შევიწროებით. რელიგია ეს არის საშუალება, ფსიქიკის ფუნქციის მასალა , გზა
სიმშვიდისკენ, მიზნისკენ, ჭეშმარიტებისკენ. რწმენა კი გულისხმობს პიროვნების
ინდივიდუალურ დამოკიდებულებას ფაქტორბიობის აღსაქმელად , იმის გათვალისწინებით ,
რომ მოცემულობაში არ გვაქვს დამადასტურებელი არგუმენტები ინფორმაციის
გასამყარებლად, ბუნებაში მისი არსებობის დასადგენად . განცდა იმისა , რომ ფლობ სისავსეს
და დამატებით არ საჭიროებ, არ ეძიებ დამატებით არგუმენტბს თავისივე თავის
გასამყარებლად.

2. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, როგორც მომიჯნავე უფლება


რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა გულისმობს, რომ რელიგიური მრწამსის
საფუძველზე შედგენილი პირადი თუ ოჯახური ცხოვრების სისტემა დაცულია . აღნიშ Nული
მოიაზრებს მშებლების უფლებას შვილები აღზარდონ თავიანთი გადაწყვეტულებით
მიღებული რელიგიური მრწამსის მიხედვით, უარი თქვან ისეთი პროცედურებისა და
ღონისძიებების მათზე და მათი მონაწილებოთ ჩატარებას, რომელიც ზღუდავს რელიგიური
მრწამსით გათვალისწინებულ თავისუფლებას.

3. .ძირითად წყაროს წარმოადგენს: საერთაშორისო დეკლარაციები, სამართლებრივი


აქტები, სასამართლო პრაქტიკა, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები .

მოცემული გულისხმობს: ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამინის


უფლებათა ევროპული კონვენცია, სახელმძღვანელო ადამინის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-9 მუხლის შესახებ, აზრის, სინდიდსისა და რელიგიის თავისუფლება .

4. რელიგიური მრწამის შეცლისა და მასზე უარის თქმის უფლება წარმოადგენს ადამინის


აბსოლუტურ უფლებას. აღნიშნული უფლებები რელიგიისა და რწმენის თავისუფლების
შინაგან განზომილებას წარმოადგენს. შეცვლა გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანი
თავისუფალი რელიგიური მრწამის შეცვლის გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში ,
რომლის შეზღუდვა გაუმართლებელია. უარის თქმის უფლლებაც ანალოგიურად აწესებეს
კანონიერ ფარგლებს ადამინის თავისუფალ გადაწყვეტილებაში , რომელში ჩარევა
არაკანონიერ ქმედებას წარმოადგნეს.

5. რელიგიური მრწამის გამოხატვა ღვთისმსახურების ფორმით წარმოადგენს რელიგიისა და


რწმენის თავისუფლების კოლექტიურ ასპექტს. მოცემული უფლება არ წამოდაგენს
აბსოლუტურ უფლებას და შესაძლოა შეიზრუდოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევის
ფარგლებში. ღვითსმსახურება თავისთავადი გულიხსმობს ერთი ან მსგავსი რელიგიური
მრწამის მქონე პირების მიერ განხორციელებულ რელიგიურ რიტუალებს თუ სხვა რელიგიურ
პროცედურებს.

6. ტერმინი სწავლება თავისთავადი გულისხმოსბს, გარკვეული ფატქობრივი ინფორმაციის ეს


იქნება ფილოსოფიური თუ რელიგიური ან სხვა ნებისმიერის გავრცელებას, გამრავლებას ,
ძველის გადაფასებას. მოცემული უფლება გამოხატვას ჰპოვებს გავრცელების უფლებასთან
ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ სწალების ფორმა რელიგიური მწრწამის გამოხატვის
ფარგლებში განიხილება იგი წარმოადგენ გარეგან განზომილებას , რაც შესაძლებელ ხდის ,
რომ კანონის ფარგლებში შეიძღუდოს.

7. მოცემული გულისხმობს, რომ რელიგისა და რწმენის გამოხატვის შეზღუდვისად


გამოყენებული უნდა იქნეს ის საშუალებები და ღონისძიებები , რომელიც პირდაპირ
გამომდინარეობს კანონიდან ან არსებითად გამომდინარეობს.

8. აღნიშული გულისმობს იმ წესებისა და ნორმების დაცვას, რომელზეც თვითონ


საზოგადოება არის დაფუძნებული. აქ მოიაზრება ასევე ის ნორმები , რომლებიც
სამართლებრივად არის გათალისწინებული სხვადასხვა კონვენციებითა თუ
დეკლარაციებით. მოცემული შესაძლოა დავიყვანოთ იმ მაშტაბამდე, რომლის შემთხვევაში
საზოგადოებირვი წესრიგი განვმართოტ როგორც წესი მშვიდობიანი თავანცოვრბის
მისაღწევად.

9. საპროცესო უფლება გულისხმობს, რელიგური გაერთიანების წევრების უფლებას საკუთარი


სახელით მიმართოს სასამართლო ინსტიტუციებს, ეს იქნება ეროვნულ თუ საერთაშორისო
დონეზე.

10.მოცემული გულისმხმობს რელიგიური თემის ან გაერთიანებისისთვის ისეთი უფლების


მინიჭიბას, რომლის ფარგლებში უფლებამოსილია საკუთარ წევრთა ან მსახურთა მიმართ
დააწესოს განსხვავებული მოპრობის ნორმები. აღნიშნული მოიაზრება პროფესიული
საქმიანობის ფარლებში, წევრების მიმართ სხვადასხვა თანანმდებობრივი საქმის მინიჭებით .
განსხვაბება შეილება გამოიხატოს, როგორ ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ
თანანმდებობრივი პოზიციით.

თემა 1.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შნაგანი განზომილება წარმოადნეს ადამიანის


აბოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს, რომ მისი შეზღუდვა გაუმართლებელია. მასში
ჩარევის შეუძლებლობას აწესებს კანონის მოთხოვნა, რაც თავისთავადი მიუთითებს რომ
მოცემული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, უშუალოდ ტერმინი "შინაგანიც " ამ თვისებას
ხაზს უსვამს. შინაგანი განზომილებით შემოფარგლულ უფლებრივ ჩარჩოში მოიაზრება
მოიაზრება ისეთი უფლებებ, როგორიცაა რელიგიური მრწამის მიღების, ქონის , შეცვლის ან
მასზე უარის თქმის უფლება. მოცემული ასევ მოიაზრებს პირადი რელიგიური მრწამის
გაუცხადებლობის უფლებას. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარეგანი
განზომილება შნაგანისგან განსხვავით არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც
გულისხმობს, რომ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლოა შეიზღუდოს.
გარეგანი განზომილების ქვეშ შეილება მოვიაზროთ, რელიგიისა და რწმენის გამოხატვის
ფარგლები, გამოხატვის ფორმები და რელიგიური პრაქტიკის არქონის უფლება . როგორც
უკვე აღვნიშნეთ. მართალია მოცემული საკითხის ფარგლებში საუბარია რელიგიური მრწამის
ინდივიდუალურ აღქმაზე, როგორც შინაგან დამოკიდებულება და ამ ყოველივეს გამოხატვაზ ,
თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ერთიანი კვანძი, რომელიც მჭიდროდ
დაკავშირებულია ერთმანეთთან. მათ შორის განსხვავება შესაძლოა მკვეთრად გამოვლინეს
მაშინ, როდესაც საუბარი იქნება არასამართლებრივ ჭრილში , რადგან შესალოა შინაგანი
დამოკიდებულება რელიგური მრწამსისა განსხვავდებოდეს მისი გამოხატვის ფორმისგანს .
ეს კი წარმოადგენს არა სამართლებრივ პრობლრმას არამედ იმისას, რასაც ფარგლები არ
გააჩნია და საწყისი ყოვრლგვარი საზრისისა არის თვითონ აზრი. გარეგანი განზომილებით
გათვალისწინებული უფლებები შესაძლოა შეიზღუდოს მაშინ როდესაც ასეთი შეუზღუდვა
კანონითა გათვალისწინებული, წარმოადგენს აუცილებლობას დემოკრატიულ
საზოგადოებაში, ემსახურება ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და აკმაყოფილებს
პროპორციულობის კრიტერიუმს.

თემა 2.

რელიგიური თემის ავტონომიურობის პრინციპი და გაერთიანების უფლება წარმოადგენს


რწმენისა და რელიგიის თავიფულების ძირითად კოლექტურ ასპექტებს. რელიგიური თემის
ავტონომიურობის პრინციპი გულისხმობს, რომ ნემისმიერი რელიგიური ორგანიზაცია , ამ
სიტყვის ფორმალური და არფორმალური გაგებით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია .
მას აქვს აბსოლუტური დამოუკიდებლობა საკუთარი ავტონომიურობის ფარგელბში
განახორციელოს თავისუფალი რელიგიური საქმიანობა. ეს იქნება ღვითსმსახურება ,
როგორც რიტუალი თუ, როგორც ცხოვრების წესი. მოცემულს სხვადასხვა რელიგისა
ინდივიდუალურად ახორციელებს. ხშირ შემთხვევაში ცხოვრების წარმართვის ეს წესები
განსაზღვრულია რელიგიურ წყაროებში, რისი მეშვეობითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა
რელიგიური მრწამსის წევრები. უპირველეს ყოვილსა, ავტონომიურობის პრინციპზე
საუბრისას აცულიებელია ითქვას, რომ მოცემული პრინციპი დაცული უნდა იქნას
სახელმწიფოს მხრიდანაც, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არ უნდა ჩაერიოს თემის თუ
გაერთოანების რელიგიურ ცხოვრებაში. სეკულარიზმის პრინციპის ფარგლებში
სახელმფიფო ასევე ვალდებულია არ შეფასაოს რელიგიური მოძღვრბეის კანონიერება , არ
შეზღუდოს ორგანიზაციული მოწყობა და მართვა, არ ჩაერიოს თემში მიმდინარე რელიგიურ
დავებში. ეს შეზღუვები შესაძლოა მრავლობითად ჩამოითვალოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ ავტონომიურობის პრინციპის ფარგლებში სახელმწიფო არ არის
უფლებამოსილი ჩაერიოს "შიდა" , რელიგიურ საქმიანობაში.

რელიგიური თემი დოქტრინალური და ორგანიზაციული თვითგანსაზღვის უფლება უფლება


ავტონომიურობის პრინციპის ნაწილია, რაც გულისმობს, რომ ყველა რელიგიური თემი
თავისუფალია არჩევანში დამოუკიდბელად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად
განსაზღვროს რელიგიური მრწამის დოქტრინა და ორგანიზაციული მოწყობა . დოქტრინის
ქვეშ რელიგიისა და რწმენის თავისფულების ფარგელბში მოიაზრება იმ სახელმძღვანელო
წესებისა და ჩვეულებების ერთობრიობა, რომლითაც ზოგადი რელიგირიური ცხოვრების
წესია განსაზღვრული.

რელიგიური თემის გაერითიანების უფლება გულისხმობს სახლემწიფოს ვალდებულებას ,


რომ რელიგიურ თემს შესაძლებლობა მისცეს სამართლებრივად უზრუნველყოს
გაერთიანების რეგისსტრაცია. აღნიშული მოწესრიებული უნდა იყოს საკანონმდებლო
დოწნეზე, განსაზღვრული უნდა იყოს პიროვებები და შესაბამისი ადმინისტრაციული ვადები .
გაერთიანების უფლების შედეგად, რეგისტრაციის შემდგომ რელიგიური თემი მოიპოვებს
სამართლებრივ სტატუსს და ფუძნდება, როგორ იურიდიული პირი. რელიგიური თემის
რეგისტრაცის უფლება, როგორც სამართლებრივი სტატუსის მოპოვება წარმოადგენს
ნებაყოფლობითს. რელიგიური თემი, ეს იქნება "ტრადიციული" თუ "არატრადიციული "
უფლებამოსოილია საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ნებაყოფლობით მიიღოს
გადაწყვეტილება იურ.პირის სამართლებრივი სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით . ეს
პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყო ნებისმიერი რელიგიური თემისთვის და არუნდა
ატარებდეს შემზღუდავ ხასიათს.

რელიგიური თემის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო .


რეგისტარაციის წესისა და პირობის შესაბამისად რელიგიური გაერთიანებები შეიძლება
დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად . მოცემული არ ზღუდავს
რელიგიური გაერთიანებების უფლებას , დარეგისტრირდნენ, როგორც არასამეწარმწო
იურ.პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც არარეგისტრირებული კავშირი .
შუა. 2-

კითხვები: 
1. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება გულისხმობს, პირის
უფლებას არ მოქმედებეს საკუთარი რელიგიური მრწამსისა და სინდისის
საწინააღმდეგოდ. აღნიშნული, სამხედრო სფეროში გულისხმობს
სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას.

2. ზოგადად კეთილსინიდისიერი წინააღმდეგობის უფლება გულისხმობს


პირის უფლებას არ მოქმედებეს საკუთარი რელიგიური მრწამსისა და
სინდისის საწინააღმდეგოდ. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების
ფარგ;ებში მოცემული წარმოადგენს ინდივიდუალურ უფლებას, ამასთანავე
ის არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლოა შეიზღუდოს. მოცემული
უფლებით სარგებლობა შეზღუდულია გარკვეული კრიტერიუმებით, რაც
ნიშნავს იმას,რომ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ
შეიზლება იქნეს გამოყენებული. 

3. ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური გულისხმობს


კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების მქონე პირის მიერ
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივას. მოცემული არ უნდა
წარმოადგენდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურით
გათვალისწინებული ვადაზე მეტს, ამასთანავე აუცილებელია რომ
ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური იმავე სირთულის სამსახურს
წარმოადგენდეს. პირველ რიგში კი აუცილებელია, რომ მოცემული
სამსახური არ უნდა იყოს პიროვნების რელიგიური მრწამსისა და სინდისის
საწინააღმდეგო.
4. "პროზელიტიზმი", როგორ ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა,
როგორც ნეიტრალური ცნება სხვადასხვა რელიგიური მრწამსისა თუ
მოძღვრების გავრცელების ფარგლებში, რაც რწმენისა და რელიგიის
თავისუფლების გამოხატვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.
თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ცნება ნეგატიური მნიშვნელობით
გავრცელდა. მართალია, აღნიშნული უშალოდ უკავშირდება რელიგიურ
მრწამის გავრცელებას, თუმცა უნდა არინიშნოს, რომ არაკეთილსინდისირი
საშუალებებით. მაგ: მატერიალური მოსყიდვა, დაპირება, სარგებლის
მიღება და ასე შემდეგ. გვიანდელი მნიშვნელობით პროზელიტიზმი
განიმარტება, როგორც არაკეთილსინდისიერი მისიონერობა,
ევანგელიზმი.

5. როგორც უკვე აღვნიშნე "არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი"


არსობრივად იგივეა, რაც არაკეთილსინდისიერი მისიონერეობა,
ევანგელიზაცია ან ქადაგება. მოცემული გულისხმობს
არაკეთილსინდისიერი ხერხების გამოყენებით ადამიენების
გადმობიერებას საკუთარ რელიგიურ მრწამსზე. ხერხები შეიზლება
გამოიხატოს მრავლობითად, მაგ: პირის უცოდინრობა, უმწობა,
მატერიალური მოსყიდვა, მოტყუება, სარგებლის დაპირება და ასე შემდეგ.

6. რელიგიური მრწამსის გავრცელება, როგორც კოლეტქიური უფლება


შეიძლება განხორციელდეს რელიგიური თემის ან გაერთიანების მიერ.
მართალია გავრცელების უფლებას ინდივიდიუალური ბუნებაც ახასიათებს,
თუმცა კოლექტიურ ასპექტში აღსანიშნავია, რომ შესაძლოა გამოიხატოს,
სწავლების, ქადაგების, მისიონერობის ევანგელიზააციის ან სხვა
საშუალებებით. მოცემული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც
გულისხმობს, რომ შესაძლოა იგი შეიზღუდოს კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ ან არებითად გამომდინარე შემთხვევებში.

7. აღნიშნული საქმის გარემოებებიდან ჩანს, რომ აკრძალულია სამხედრო


სფეროში პრეზელიტიზმი, თუმცა საქმის განმცხადებელთა განმარტებით
მათი რელიგიური მრწამისის თითოეული მოწრმუნე ვალდებულია
ახორციელებდეს ევანგელიზაციას. თავისებურება მდგომარეობს, შემდეგში
საომარ მოცემულობაში შესაძლოა პირი იმყოფებოდესს სტრესის
მდგომარეობაში და საჭიროებდეს მხარდაჭერას, რაც შესაძლოა
გამოხატული იქნას, რელიგირუი მრწამსის ქადაგებით.
8. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფარგლებში
არასრულწლოვანთა და მათი მშბლების უფლებები შიგვიძია დავყოთ ორ
დამოუკიდებელ აპექტათ. პირველი, არასრულწლოვნის უფლება, რომ
აღიზარდოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს მის თავისუფალ და
სრულფასოვან განვითარებას და ამასთანავე ზიანი არ მიადგეს მის
ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მეორე, მშობლის უფლება, რომ
საკუთარი არასრულწლოვანი შვილები აღზარდონ იმ რელიგიური მრწამის
მიხედვით, რომელსაც თვითონ აღიარებენ. 

9. "არასრულწლოვანთა ინტერესები " გულისხმობს ბავშვის უფლებას


აღზარდოს საკუთარი მშობლების ან მშობლის რელიგიური მრწამსის
შესაბამისად, ასევე იმას, რომ რელიგიური აღზრდა უნდა იყოს მისი
საუკეთესო ინტერესებიშ შესაბამისი ანუ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მის
ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და ხელს არ უნდა უშლიდეს
თავისუფალ და სრულფასოვან განვითარებას.

10. ფიზიკური ძალადობა, დასახიჩრება. სასკოლო განათლების აკრძალვა,


არაადეკვატური კვება, მკურნალობის შეწყვეტა,  უარი სათანადო
მზრუნველობაზე, არასრულწლოვნის იზოლაცია, საზოგადოებასთან
ურთიერთობის აკრძალვა, გამუხმებული ხანგრძლივი რელიგიური
რიტუალების ჩატარება. 

თემა: 

რელიგიური სამოსისა და სიმფოლოების ტარების უფლება რელიგიისა და


რწმენის თავისუფლების გარეგან განზომილებას წარმოადგენს. იგი
მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიური მრწამსისა და სინსიდს
გამოხატვის უფლებასთან. აღნიშნული უფლება გულისხმობს, რომ
ნებისმიერ პირს, ვისთვისას საკუთარი რელიგირიური მრწამსი ცხოვრების
მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, შეეძლოს ნათლად გამოხატოს
საკუთარი რელიგიური მრწამსი გარკვეული სამოსისა და სიმბოლოების
ტარებით. ხშირ შემთვევებში რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების
ტარება აღიქმება, როგორც რელიგიური ვალდებულება და უშუალოდ
წარმოადგენს რელიგიური ცხოვრების რიტმს. თუმცა აღსანიშნავია, რომ
მოცემული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და
შესაძლებელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შეიზღუდოს. მოცემული
უფლების შეზღუდვას მხოლოს მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა
აღნიშნული უფლებით სარგებლობა ზღუდავს სხვა პირების ინტერესებ, რაც
გულისხმობს, რომ დარღვეულია საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შორის
ლეგიტიმურ ინტერესთა ბალანსი. ამ მხრივ, გამოიყოფა ოთხი
განსხვავებული არაპირადი სივრცე: საჯარო სივრცე, სახელმწიფო
საგანმანათლებლო დაწესებულება, საჯარო სამსახური და არასაჯარო
სამსახური. 
საჯარო სივრცეში აღნიშული უფლება შეიძლება შეიზღუდოს
საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. თუმცა ამ უფლების შეზღუდვისას
აუცილებელია, რომ შეფასებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესი
უფლების შეზღუდვასთან მიმართებით. სახელმწიფო საგანმანათლებლო
დაწესებულებაში რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარების
უფლების შეზღუდვა შეიძ₾ება განხილულ იქნა ორი კუთხით. პირველი,
როდესაც ამ უფლების სარგებლოს მოსწავლე და მეორე, როდესაც
სარგებლობს მასწავლებელი. მასწავლების შემთხვევაში ძირითად
ფაქტორს წარმოადგენს ბალანსი მასწავლებელსა და სახელმწიფო
საგანმანათლებლო დაწესებულების რელიგიურ ნეიტრალურობას შორის.
მოსწავლეების შემთვევაში კი შეიძლება შეიზღუდოს განათლების
სეკულარული ბუნების უზრუნველყოფის მიზნით. შესაძლებელია, რომ
სახელმწიფომ აკრძალოს ნებისმიერი რელიგიური მოძღვრების
სამოსისითა და სიმბოლოების ტარებით გამოხატვის თავისუფლება. ეს
უფლება შეიძლება შეიზღუდოს სპეციალური უნიფორმის ტარების
ვალდებულებით. საჯარო სამსახრუში რელიგიური სამოსისა და
სიმბოლოების ტარების უფლების საკითხი, ასევე, შესაძლებელია ორ
ნაწილად დაიყოს. პირველი, როცა ამ უფლებით სარგებლობს უშალოდ
საჯარო მოხელე და მეორე, როდეცას სარგებლობს სახელმწიფო
სამსახურის მიმღები პირი. საჯარო მოხელის მიმართ დაწესებული
შეზღუდვები, როგორც მასწავლებლის მიმართ დაწესებული
გამომდინარეობს სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის
პრინციპების დაცვის უზრუნველყოფით.  ხოლო რაც შეეხება, სახელწიფო
სამსახურის მიმღებ პირებს, ისინი ხშირ შემთხვევაში შეზღუდულნი არ
არიან სახელმწიფო შენობებში საჯარო მოხელეებთან, რელიგიური
სამოსითა და სიმბოლოების ტარებით გამოხატონ თავიანთი
რელიგირიური მრწამსი. რაც შეეხება არასაჯარო სამსახურში დასაქმებული
უფლებას ატაროს რელიგიური სამოსი და სიმბოლოები, რეგულირდება
მხარეთა შორის შეთანხმებით. აუცილებელია, რომ დამსაქმებლის მხრიდან
არ განხორციელდეს დისკრიმინაციული ჩარევა დამსაქმელის უფლებებში
და არ განხორციელდეს შეზღუდვები რელიგიური მრწამსისა და სინდისი
გამოხატვის ფარგლებში.  
როგორც გაირკვა, რელიგიური სამოსისა სა სიმბოლოების ტარება არ
წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება იგი შეიძღუდოს
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემული უფლების
შეზღუდვის მიზანია, სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალურობისა და
სეკულარიზმის პრინციპების დაცვა. დამატებით მიზნებად შეიძლება
მოგვევლინოს საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვა ასევე სხვა პირთა უფლებები და თავისუფლებები. 
რელიგიური სამოსისა და სიმბოლოების ტარების უფლების შეზღუდვასთან
დაკავშირებით მნიშვნელოვან ევროსასამართლოს პრაქტიკას
წარმოადგენ ლეილა საჰინის საქმე თურქეთის წინაარმდეგ. მოცემული
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ლეილა საჰინს,
რომლიც სწავლობდა თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში აეკრძალა
მუსლიმური თავსაბურავის ტარების უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ
მისითვის რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტს
წარმოადგენდა ისლამური თავსაბურავის ტარება მან უარი განაცხადა
უნივერსიტეტის პრორექტორის მიერ დაწელებულ შეზღუდვას
დამორჩილებოდა. შებამისად იგი გამოცდაზე არ დაუშვეს, ამასთანავე
გამართხილებელი ოქმის შემდგომ კი ერთი სემესტრით სასწავლებლიდან
გარიცხეს.  საბოლოოდ ევროსასამართლოს აღნიშნულ საქმეზე დაადგინა,
რომ ჩარევა გამართლებული იყო, რადგან იგი სეკულარიზმისა
თანასწორობის პრინციპის დაცვის პროპორციული იყო. შებაბამისაად
დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას. 

You might also like