Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მინდვრის ცდის მეთოდიკა

მინდვრის ცდის მეთოდიკა ითვალისწინებს ცდის სხვადასხვა ელემენტის


ერთობლიობას, როგორიცაა: დანაყოფის ზომა, დანაყოფის ფორმა, განმეორებათა
რაოდენობა და დანაყოფების განლაგება საცდელ ნაკვეთზე.
დანაყოფის ზომა. მინდვრის ცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი
დანაყოფის ზომაა. დანაყოფის ზომის დადგენისას მხედველობაში მიიღება შესასწავლი
საკითხის რაობა, საცდელი ნაკვეთის ნიადაგის სიჭრელე, ცდაში გამოსაცდელი,
მცენარის, ბიოლოგიურ-აგროტექნიკური თავისებუ-რება, გამოსაყენებელი მანქანა-
იარაღები და სხვა ფაქტორები.
სტაციონარულ-აგროტექნიკურ ცდებში დანაყოფის ზომა 50-200 მ2 ფარგლებში
მერყეობს, იგი იცვლება, ცდის ხასიათის, კულტურის, საცდელი ნაკვეთის ნიადაგის
ერთგვაროვნებაზე დამოკიდებით. თუ ცდას ვატარებთ ნიადაგის დამუშავების
საკითხზე, რწყვაზე, სასუქების გამოყენებაზე, დანაყოფის ზომა სხვა თანაბარ პირობებში
მეტი უნდა იყოს, ვიდრე თესვის ვადების, ნათესის მოვლისა და სხვა მსგავსი
საკითხების შესწავლისას.
სელექციურ მუშაობაში ხშირად, თესლის ნაკლებობის შემთხვევაში
კმაყოფილდებიან ბევრად ნაკლები ზომის დანაყოფებითაც, ზოგჯერ 1 მ2-ზე
ნაკლებითაც კი.
საკონკურსო ჯიშთა გამოცდის დროს საკმარისია მცირე ზომის დანაყოფები.
საწარმოო გამოცდისათვის კი საჭიროა დიდი დანაყოფები, რომელნიც საშუალებას
იძლევიან ჩვეულებრივი ტექნიკით ვისარგებლოთ.

საწარმოო ცდებისას, ისწავლება რა სტაციონარული ცდების შედეგების საწარმოო


ეფექტიანობა, დანაყოფის ფართობი დიდდება რამდენიმე ჰექტრამდე.
დანაყოფის ზომის გადიდება გარკვეულ ფარგლებში ზრდის ცდის სიზუსტეს,
მაგრამ ამასთან ერთად ანგარიში უნდა გაეწიოს ცდის წარმოების სხვა მხარეებსაც
(ნიადაგის სიჭრელე, აგროტექნიკა და სხვ.).
დანაყოფის გადიდება სამი წესით შეიძლება: 1) დანაყოფის სიგანის მომატება და
სიგრძის უცვლელად დატოვება;
2) სიგრძისა და სიგანის პროპორციული გადიდება, 3) სიგრძის მომატება და
სიგანის უცვლელად დატოვება;
დანაყოფის სიგანის მომატების მეშვეობით ფართობის გადიდება უმნიშვნელოდ
ადიდებს ცდის სიზუსტეს, ზოგ შემთხვევაში ამცირებს კიდეც. სიგრძე-სიგანის
პროპორციული გადიდებაც არსებითად არ მოქმედებს ცდის სიზუსტეზე. ყველაზე
უკეთესია სიგანის უცვლელად დატოვება და სიგრძის მომატება. საერთოდ კი მრავალი
დაკვირვებით დამტკიცებულია, რომ მინდვრის ცდის დანაყოფის ფართობის 300-500 მ2-
ზე მეტად გადიდება ფაქტიურად აღარ ადიდებს ცდის სიზუსტეს. დანაყოფის ზომა და
განმეორებათა რაოდენობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ხეხილოვან მცენარეებში დანაყოფის ზომა იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ ერთ
დანაყოფზე გვქონდეს არანაკლებ 10-20 მცენარე, კენკროვან და ბუჩქოვან კულტურებში
კი 40-60 მაინც.

დანაყოფის ფორმა. დანაყოფის ფომის განსაზღვრის დროს მხედველობაში


მიიღება ნიადაგის სიჭრელე და ჩასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებანი, რათა
დანაყოფის ფორმა მოსახერხებელი იყოს აგროღონისძიებების ჩასატარებლად.
დანაყოფის ფორმაში იგულისხმება მართკუთხედის სიგრძე სიგანის შეფარდება.
მეტწილად მინდვრის ცდისათვის დააყოფის უკეთესი ფორმა წაგრძელებული
მათკუთხედია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორია შეფარდება
სიგანესა და სიგანეს შორის. საშუალოდ მიღებულია, რომ 200 მ2 დანაყოფზე, დანაყოფის
სიგრძე 5-10-ჯერ უნდა აღემატებოდეს სიგანეს, უფრო დიდი ფართობის დანაყოფზე კი-
10-20-ჯერ.
დანაყოფის ფორმის განსაზღვრის დროს აუცილებელია ისეთი სიგანის შერჩევა,
რომელიც შეესაბამება სათესი მანქანის მოდების განს. მაგალითად, თუ ცდაში გვაქვს
თავთავიანი პურეული და თესვა 24 - მწკრივიანი სათესითაა გათვალისწინებული,
დააყოფის სიგანე უნდა იყოს სათესი სიგანე უნდა იყოს სათესი მანქანის მოდების განის
(3,6 მ) ჯერადი: 3,6 მ ერთი გავლისათვის, 7,2 მ - ორი გავლისათვის და ა.შ.
განმეორებათა რაოდენობა. განმეორებათა რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის
სიჭრელეზე, დანაყოფის ზომისა და ცდის დასახულ სიზუსტეზე. განმეორებათა
რაოდენობის დასადგენად საჭიროა ვიცოდეთ ნიადაგის სიჭრელის ცვალებადობა, რასაც
ვარიაციის კოეფიციენტი (V) გვიჩვენებს, რომელიც წინასწარ დადგენილია სადაზვერვო
აღრიცხვის დროს. ამასთანავე საჭიროა ცდის სასურველი სიზუსტის (m%) ცოდნა, რათა
ცდომილება არ გასცილდეს დასაშვებ ფარგლებს. განმეორებათა რაოდენობა
გარკვეულად მოქმედებს ცდის სიზუსტეზე: სიზუსტე მატულობს განმეორების რიცხვის
კვადრატული ფესვის პროპორციულად. მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ
განმეორებათა რაოდენობის გადიდება ზრდის ცდის სიზუსტეს. განმეორებათა გავლენა
ცდის სიზუსტეზე უფრო მეტად მჟღავნდება 4-6 განმეორებაში, შემდგომი გადიდება კი
უმნიშვნელოდ ადიდებს ცდის სიზუსტეს.
მინდვრის ცდის უპირატესობა 4-6 განმეორებით ტარდება, რაც საკმაოდ მაღალ
სიზუსტეს (2-4%) უზუნველყოფს, თუ, რასაკვირველია დაცულია მეთოდიკის სხვა
მოთხოვნებიც და ყველა სამუშაო დროულად და თანაბარი მაღალი ხარისხით
სრულდება.
ვარიანტებისა და განმეორებათა განლაგება. იმისათვის, რომ დავიცვათ ცდის
მეთოდიკით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივაღწიოთ შედეგების მაღალ
სიზუსტეს, საჭიროა შევარჩიოთ საცდელ ნაკვეთზე ვარიანტებისა და განმეორებების
განლაგების სწორი წესი.
განმეორების განლაგება შეიძლება ორი წესით: ერთობლივად (მთლიანად) და
გაფანტულად. მთლიანი განლაგების დროს ყველა განლაგება ტერიტორიულად
გაერთიანებულია. განმეორებათა გაადგილებას მინდვრის სხვადასხვა ნაწილში და
ზოგჯერ სხვადასხვა საცდელ ნაკვეთზეც კი, რომელთაც არა აქვთ ერთი საერთო
საზღვარი. ამ უკანასკნელ წესს უფრო ხშირად მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც
რელიეფის გამო ნაკვეთის ფართობი საკმარისი არ არის. ზოგჯერ კი ამ წესს იყენებენ
წინასწარი მოსაზრებით, რათა შეისწავლონ გამოსცდელ ღონისძიებაზე სხვადასხვა
ნიადაგური აგროტექნიკური პირობების გავლენა.
რენდომიზაციის წესის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლოა თანამოსახელე
ვარიანტები ერთმანეთის გვერდით მოხვდეს. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით
ხშირია. ამიტომ რენდომიზაციის მეთოდის გამოყენების დროს ამ გარემოებას
მხედველობაში იღებენ და ხსენებულ შემთხვევაში დანაყოფის განლაგების ადგილს
ხელახლა უყრიან კენჭს.

You might also like