Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

გიგა ანანიაშვილი Emily Dickinson

[თარგმანების შეპირისპირებითი ანალიზი]

This is my letter to the world

მოცემული თარგმანების შეპირისპირებით ანალიზს დავიწყებ ცნობილი


ამერიკელი პოეტი ნათანიელ ჰოთორნის სიტყვებით, რომ ემილი დიკინსონი იყო
ქალი ავტორი, რომელმაც უხრხულობა აგრძნობინა სამყაროს გაშიშვლებული
ქალური აზრების სამწერლო ასპარეზზე გამოტანით. ბიოგრაფიულად, ემილი
დიკინსონს საკმაოდ ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრება ჰქონდა . მისი
შემოქმედების მკვლევარის, ადრიანა რიჩის სიტყვებით, ემილი დიკინსონს არ ჰქონდა
სხვა გზა გარდა იმისა, რომ არაორთოდოქსული, თვითდესტრუქციული, ზოგჯერ
ვულკანივით ცეცხლისმფრქვეველი ლტოლვების ტრანსფორმირება მოეხდინა
“პოეტური მეტაფორის” სახელწოდებით, რომელიც იშიფრება ასე- “თქვი სიმართლე,
ოღონდ ნუ იტყვი მას პირდაპირ“. ემილი დიკინსონის აზროვნებისა და პოეტური
გამომსახველობის თავისებურება იმდენად უჩვეულო იყო იმდროინდელი
საზოგადოებისთვის, რომ გამომცემლებმა პოეტის სიცოცხლეში ვერ ითავეს მისი
ლექსების დაბეჭდვა და სიკვდილის შემდეგაც დიდხანს იყოყმანეს, დიდხანს
საგულდაგულოდ უკეთებდნენ რედაქტირებას, იმდროინდელი მკითხველის
გემოვნებას არგებდნენ დიკინსონის პოეტურ მემკვიდრეობას. ლექსში my letter to the
World ჩანს, რომ პოეტი მარტოსულადაა დარჩენილი და იზოლირებულია
გარესამყაროს მიერ, თუმცა იგი იჩენს კომუნიკაციის ინიციატივას და მოუწოდებს
კაცთამოდგმას, რომ ყური უგდონ ბუნების სათუთ და დიდებულ ხმას, ჩაწვდნენ
თვით ბუნების გზავნილის აზრს, რომელიც „უჩინარ ხელს უპყრია“, ხოლო ამ
დაშიფრული გზავნილის შინაარსი, ჩემი აზრით, არის ურთიერთპატივისცემა
ნაცვლად ურთიერთგანკითხვისა - For love of Her — Sweet — countrymen Judge
tenderly — of Me (ჩემეული თარგმანის მიხედვით- „ძვირფასო კაცობრიობა, თუ
გიყვარს ის(იგულისხმება ბუნება), ნუ განმსჯი მკაცრად“). ამ ლექსის რამდენიმე
მხატვრული თარგმანი არსებობს. მათმა შეპირისპირებითმა ანალიზმა მომცა
ხელსაყრელი მასალა ვისაუბრო ლექსის შინაარსსა და ფორმაზე ორიგინალსა და
თარგმანებში; როგორ გადმოდის თარგმანებში ლირიკული გმირის განწყობა და
დამოკიდებულება ლექსში გამოთქმული აზრისა და მოვლენებისადმი, ასევე
შევადარო –ორიგინალის ფორმა, რითმა, რიტმი, ინტონაცია; რას ცვლიან, რას
ამატებენ/აკლებენ მთარგმნელები და რითია ეს ცვლილებები განპირობებული.
იყენებენ თუ არა მთარგმნელები ლექსიკურ და გრამატიკულ არქაიზზმებს ეპოქის
სტილის გასათვალისწინებლად და რამდენად სწორად მიმაჩნია მთარგმნელების
პოზიცია.

უპირველესად აღვნიშნავ, რომ ეს თარგმანები ერთმანეთისგან


განსხვავდებიან სალექსო ფორმისა და თარგმანის შექმნის მექანიზმებით, თუმცა
მაინც იკვეთება ერთი საერთო - მთავარი თემატური გზავნილი ორიგინალის
სიზუსტითაა მიტანილი ქართულ მსმენელამდე, ყველა მათგანში ისმის სამყაროს
მიერ განაპირებული ადამიანის ხმა , რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც
თავს თვლის ამ სამყაროს ნაწილად :

-ამ წერილს ახლა ვწერ მთელ ქვეყანას,/მე რომ ერთხელაც არ მომიკითხა,

.(გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი)

-ამ წერილს შენ გწერ – ქვეყნიერებავ –/ხმას რომ არ იღებ ჩემ სასიამოდ –

(მანანა კობაიძის თარგმანი)

-ვუხმობ სამყაროს, დაუსაბამოს/მე, მონატრებული მისი ნუგეშის,

(მაია ჯიჯეიშვილის თარგმანი)

-მე ამ სამყაროს ვწერ ახალ ბარათს,/მოუწერია თუმც მას არასდროს,

(მედეა ზაალიშვილის თარგმანი)

-ამ ბარათს შენ გწერ, სამყაროვ – თუმცა/ცნობილთა შორის არ გეგულები –

(დალი ინწკირველის თარგმანი)

ლექსის ზედაპირული შინაარსობლივი ქარგის გათვალისწინება თარგმანის


შექმნისას მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია. გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი,
მთლიანობაში, ზედაპირული შინაარსის მხრივ, ძალიან ახლოს დგას დედანთან,
ვიდრე სხვა მოცემული თარგმანები, თუმცა ვფიქრობ, რომ კონცეპტი, ანუ
შინაარსობრივ-კონცეპტუალური ინფორმაცია უფრო უკეთესადაა წარმოდგენილი
მანანა კობაიძის თარგმანში, მაგალითად , თარგმანი სტრიქონისა Her Message is
committed /To Hands I cannot see(თავისი ჩუმი დანაბარები /ჩემთვის უხილავ ხელებს
მიანდო –) შედარებისთვის ვიტყვი, რომ ეს კონცეპტი სხვა მთარგმნელებთან
დაკარგულია (მაგ.,მაია ჯიჯეიშვილის თარგმანი) ან შეცვლილია კონცეპტუალური
ხატის მნიშვნელობა. მაგალითისთვის, Her Message is committed To გიორგი
ნიშნიანიძის თარგმანში ასე ჟღერს: ის (იგულისხმება, ბუნების წვრილმანი და
ლამაზი ამბები)უნდა „გახსნან, ხელებმა“ ,რომელთა ნახვის იმედი აღარ აქვს
ლირიკულ გმირს, ხოლო მედეა ზაალიშვილის და დალი ინწკირველის თარგმანში is
committed ქართულ ენაზე გადმოტანილია საკმაოდ არაბუნებრივად- „ბუნება ეტყვის
ხელებს“,“ ბუნების უბრალო სიტყვა „ამბად მიუვა უჩინარ ხელებს“ უფრო მეტიც,
თავისუფალი ასოციაციური აზროვნების დამკვიდრებით მთლიანად შეცვლილია
ლირიკული გმირის სათქმელი. ორიგინალის გაცნობის გარეშე ეს თარგმანები
მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანური სამყაროს მხრიდან
გამოჩენილი სიმკაცრე, რასაც მოჰყვა მარტოობა და იზოლაცია, განპირობებულია
ლირიკული გმირის სიყვარულით ბუნების მიმართ: მაგალითად:

-„ბუნებისადმი სიყვარულისთვის /ალბათ სათუთად უნდა მომეპყრათ“(გიორგი


ნიშნიანიძე), „და თუ მისდამი მწვავს სიყვარული,

-მოყვასო ჩემო, ნუ განმსჯი მკაცრად“(მედეა ზაალიშვილი).

მოცემულ თარგმანებში თხრობა დინამიკურია, რიტმი - მუსიკალური,


წინადადებები სრულყოფილი და, ამგვარად, ძირფესვიანად შეცვლილია
ორიგინალი ლექსის სტილური კომპონენტები, რომლის დედნის რიტმი
წყვეტილია, წინადადებები დაუსრულებელი, სინტაქსი - არანორმირებული;
ორიგინალის წაკითხვისას მე, პირადად, როგორც მკითხველს, ასოციაციურად
გამახსენდა არაფორმალური წერილის(nonformal) კომპონენტები, როგორიცაა
მისამართი( ვის? - to the World ) , ამგვარი წერილისადმი დამახასიათებელი
შეკითხვის პასუხი ( „What is the news”- The simple News is…), ამ ტიპის
წერილებისთვის დამახასითებელი ბუნებრივი სიმარტივით და სისადავით
ნათქვამი Nature told /With tender Majesty , ხოლო ფრაზამ For love of Her
გამახსენა წერილის ბოლო ფრაზა With lots of love. ჩემი აზრით, ლექსი my letter to
the World ვერლიბრის ან რიტმული პროზის ელემენტების გამოყენებით უნდა
ითარგმნოს. თანაზომადი კონსტრუქციები , აზრიანი და ხმოვანი პაუზები, ისეთი,
როგორიც ჩვეულებრივ მეტყველებას ახასიათებს, ლექსს შეუნარჩუნებს ფორმასა და
შინაარსს, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ჩემეულ თარგმანს, რომელსაც კარგი
მთარგმნელი უკეთეს სახეს მისცემდა და წავიკითხავდით შემდეგი ნიმუშის
მიხედვით: This is my letter to the world https://www.youtube.com/watch?
v=vHz59Ngv0lk&list=RDCMUCyZn_aTdFURTl7Enu52TWGQ&index=1
/გიგა ანანიაშვილის თარგმანი/

წერილი სამყაროს

მე წერილს ვუწერ მთელ ამ სამყაროს,

თუმც მას არასდროს მოუწერია...

ვამცნობ სიახლეს, რაც თქვა

ბუნებამ,

უსათნოესმა დიდებულებამ...

მისი გზავნილი უპყრია ხელებს,

რომელიც არ ჩანს...

ბუნება გიყვარს, ადამიანო,

ჩემო ძვირფასო,

....და ამიტომაც , ნუ განმსჯი

მკაცრად.

You might also like